შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების ხარჯზე...(16 თავი)


26-10-2019, 16:14
ავტორი naattii
ნანახია 1 926

მორიგი დაკითხვის მცდელობამ ჩაიარა გამომძიებლისთვის უშედეგოდ. დავითი მაინც დუმილს ამჯობინებდა და იოანეს ნერვებზე საკმაოდ უარყოფითად მოქმედებდა. როგორ უნდოდა ბიჭს ერთ დღეს კაცს თავი მაღლა აეწია და ეთქვა, რომ ყველაფერს მოუყვებოდა, ჩვენებაზე ხელსაც მოუწერდა და სასამართლოზეც იგივეს გაიმეორებდა. ოცნებიდან გამოსარკვევად თავი გადააქნია იოანემ და კაცი ისევ წინასწარი დაკავების იზოლატორისკენ წაიყვანა.
-კომფორტულ ღამისთევას გისურვებ_მხედრული სალამით დაემშვიდობა ბიჭი და იმედგაცრუებული გამობრუნდა. წამით შეავლო მზერა გვერდით კამერაში მყოფს, რომელიც საეჭვოდ მიჩერებოდა დავითს.
-კამერები ჩართული გაქვს?_ოთახიდან გასული დაცვის ბიჭებს მიუახლოვდა.
-რა თქმა უნდა_ლამის შეურაცყოფილი სახით გადმოხედა ბიჭს და ეკრანისკენ მიუთითა.
-მოდი იზოლატორები ცალკე ფანჯარად გამოიღე და 24 საათიანი მეთვალყურეობა დააწესე, ისეთი კაცი გვიზის რაღაც არ მჯერა გააჩერონ, საპირფარეშოშიც როცა გახვალ აქ ვინმე დატოვე. არაფერი გამოგეპაროთ რა_მუდარით დაუბარა ორ ბიჭს.
-გასაგებია, პირველად ხომ არ ხდება_მაშინვე დაუქნიეს თავი ბიჭებმა და იოანე გულდამშვიდებული გამოუშვეს.
-უფოროსო, ჯერჯერობით ახალი აღარაფერია, ვიტალიზე უფრო მეტი ამბების შეგროვებას ვცდილობთ, დავითი დაცვას ჩავაბარე და სანამ რამე სიახლე იქნება თუ შეიძლება ჩემ რძალს ვინახულებ, როგორც იქნა გონს მოვიდა_დაჩის კაბინეტში შეყო თავი.
-გასაგებია, თუ რამე სიახლე იქნება ჩემთან გელოდები_მაშინვე დაუქნია თავი უფროსმაც და გახარებული გაუშვა ბიჭი. 15 წუთი არ იქნებოდა გასული, წასასვლელად გამზადებულს პირადი ნივთების აღებაღა ქონდა დარჩენილი შიდა ნომერი რომ აწკრიალდა. უკმაყოფილოდ დაწვდა ყურმილს და მოსმენილ ინფორმაციას ყვირილით შეხვდა.
-ვიცოდი, ამის დედაც, ვიცოდი_ღრიალით გავარდა ოთახიდან და შემოხვედრილ თანამშრომელს გზიდან მიაძახა დაჩის დაუძახეო. თავად განყოფილების ბოლოსკენ დაიძრა და დახვედრილ სიტუაციაზე თავზე შემოიწყო ხელები
-დააგვიანეთ?_დაცვის ბიჭებს გადახედა და შესაძლებელი რომ ყოფილიყო თვალებით გაუხვრიტავდა შუბლებს.
-5 წამით გვიან შევნიშნეთ, უკვე მოჭერილი ქონდა ხელები. მაშინვე გამოვიქეცით_თავის მართებაზე გადავიდნენ ბიჭები.
-მე ხომ გთხოვეთ? ხომ წინასწარ გაგაფრთხილეთ? ეს იდიოტი რომ მოკვდეს წასულია ჩვენი საქმე, ესაა ხუთი წამი? დავითისკენ მიუთითა, რომელსაც განყოფილების ექიმი ხელოვნურ მასაჟს უკეთებდა.
-ქეთევან, გეხვეწები მითხარი რომ აუმუშავებ_მუდარაზე გადავიდა ბიჭი
-როდის გამიცრუებია იმედი?_გაოფლილი სახით ამოხედა ქალმა და ბიჭს გაუღიმა.-საავდმყოფოში გადაიყვანეთ, თავზე გადაღებაა საჭირო, რამდენიმე წამი უჰაერობა საკმარისია რაღაცეების ასარევად, იმედია ძველებურად ჯანზე იქნება, მთავარია პულსი აქვს_თვალი ჩაუკრა ქალმა ღიმილით და ბიჭებს დაეხმარა პაციენტი რომ აეყვანათ.
ესიკვდილებოდა ახლა გაბრიელთან დარეკვა და მისი აქ მოყვანა, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა. ამ საქმეში ტყუპი ნამდვილად სჭირდებოდა.
ათი წუთი დასჭირდა ბიჭს სამსახურში დასაბრუნებლად და ბონუსად თან სანდროც მოყვა.
-მემგონი აქაურობა შეგიყვარდა და ვეღარ გიშორებთ_გვერდულად გახედა იოანემ.
-იოცნებე, მეტი საქმე მაინც არაფერი გაქვს_წარბი არ გაუხსნია სანდროს.
-ყვავი ყვავს ეუბნებოდა შე შავოო_თვალი ჩაუკრა ბიჭს და კაბინეტისკენ წავიდნენ. ოთახში შესული გაბრიელი მაშინვე მოშინაურდა და ამბის გაგებას დაელოდა.
-გაგუდვა უნდოდათ, რატომღაც ველოდი მსგავს საქციელს და დაცვა გავაფრთხილე, მაგრამ ხომ იცი ვერ გვიტანენ, ერთი გამოცდის ჩაბარებით ვჯობივართ რომ ჰკითხო და იდიოტებს თვალწინ კაცი ლამის მოუკლეს. ბოლო წამებში მიუსწრნენ და ახლა საავადმყოფოშია, ქეთევანმა ტვინია დასათვალიერებელიო_მხრების ჩეჩვით დააბოლოვა და ნერვიულად მოსიარულე ძმას გადახედა.
-ალბათ ყველა ერთსა და იმავეს ვფიქრობთ ახლა არა?_უცებ შეჩერებულმა გადმოხედა ბიჭებს.
-თქვენც მაკშაურმაზე ფიქრობთ დავიჯერო?_გაღიმებულმა გამოიხედა იოანემ.
-მაინც ხინკალი ჯობია, კათხა ლუდითა და ქაბაბით_თავი გადააქნია სანდრომ.
-და თქვენ გინდათ ამ საქმის გამოძიება? ღმერთო რა გახდა ერთი წესიერი მეწყვილე_თავი გადააქნია გაბრიელმა და დაღლილი სახე ხელებში ჩარგო.
-ვერც ლილუმ გიშველა და ვერც შვილებმა შენ_ხელი ჩაიქნია მისმა ძმამ და დასერიოზულებული წინ გადმოიია, -რადგან ვიტალიმ ასე გარისკა, ესეიგი დავითმა მართლაც ბევრი იცის.
-წლებია მასთან მუშაობს და აბა რა იქნება. ისე აქამდე არ გამხსენებია, დავიჯერო ბახალა არ იცნობს ამ გიორგაძეს?_უცებ ამოსწია სახე ხელებიდან გაბრიელმა
-ჯანდაბაა, ამდენი ამბების შემდეგ უკვე ერთი კვირაა ვაჩესთან არ დამირეკავს, დარწმუნებული ვარ მკვდარიც ვგონივარ_ჩაეცინა სანდროს.
-მერე დაურეკე მოსაწვევი გინდა?
-აქ არა, რაღაც აქ უხერხულად ვარ. ჩემს ახალ საბინადროში წამოდით, დამიჯერეთ საიმედოა_სიცილით დააქნია ხელი და კარებისკენ წავიდა. ტყუპებიც უკან გაყვნენ, სანამ ქეთევანი საავადმყოფოდან დაურეკავდა დრო ნამდვილად ქონდათ, ვაჩეს კი მათთვის ბევრი რამის გარკვევა და ახსნა შეეძლო. ბინისკენ მიმავალი სანდრო ლოცულობდა სოფიას მოსწავლეები არ ყოლოდა, არ უნდოდა ხელი შეეშალა მისთვის, მაგრამ ახლა ვერც სხვაგან წავიდოდა, სანამ საქმე გაირკვეოდა ერჩივნა თავისთვის ჩუმად ყოფილიყო და ყოფილ მტრებს არ მოდებოდა თვალებში.
-ეს სახლი სადღა იპოვე, რა ყოველ კვირა იცვლი საცხოვრებელს, მართლა მაფიოზი კიარ ხარ_სიცილი აუტყდა იოანეს და არ შეიმჩნია კარის გაღებისას აკანკალებული მასპინძელი, გვერდულად ანიშნა გაბრიელს და მანაც თავი დაუქნია, ორივე ხვდებოდა ბიჭი წამლის მიღებას რომ აჭიანურებდა და ეს სიხარულით ავსებდათ.
-სოფია სად ხარ, მოვედი_შესვლისთანავე დაიძახა სანდრომ და შინაურულად გამოიცვალა ფეხზე.
-აქ ვარ, რა გაღრიალებს, მარტო არ ხარ?_დივნიდან არც კი წამომდგარა ისე აიბზუა გოგომ ცხვირი.
-ხო, რაღაც გვჭირდებოდა და მაპატიე ამაზე საიმედო ადგილი დროებით არ მაქვს, კოსწიაც მალე მოვა.
-შენ რა თავი მართლა ჩემი ქმარი ხომ არ გგონია, რა ხალხს მიპატიჟებ აქ_ჩუმი წუწუნით გაყვა უკან თუმცა ტყუპებმა მაინც გაიგონეს და ნაცნობი გოგოს ხმაზე ორივემ ერთდროულად დააღო პირი.
-უი თქვენ ხართ ბიჭებო? იდიოტო რას გამალანძღინე ეს ხალხი? ვერ მითხარი ვინ მოგყვა? მე მეგონა ... ჰმმმ... მისი წრის ხალხი ახლდა, მაპატიეთ_მორიდებით გაუღიმა ტყუპებს და ოთახისკენ მიიპატიჟა, -მობრძანდით.
ჯერ კიდევ პირდაღებული გაყინულები იდგნენ ბიჭები შემოსასვლელში და გაფართოებულ თვალებს ხან სანდროს მიაპყრობდნენ ხან სოფიას.
-თქვენ....
-ერთად...
-ცხოვრობთ?_თითებს იშვერდნენ გაურკვევლად და ერთმანეთის სიტყვებს ასრულებდნენ.
-ღმერთმა დამიფაროს.
-კი, დროებით ერთად ვცხოვრობთ_ერთდროულად თქვა ორივემ და წარბებ აწეულმა გადახედა სოფიამ ბიჭს.
-თავად შემომეხიზნა, ნამუსზე შემაგდო და მეც დავთანხმდი რამდენიმე დღით მის ლტოლვილობას, რას მიირთმევთ?_წამში შეცვალა სასაუბრო თემა და მომხიბვლელად გაიღიმა. თვალე ვერაფრით მოაშორა სანდრომ, ამ დროს სოფია ულამაზესი იყო.
-არაფერს_თვალების სრესვით ცდილობდა იოანე გაფართოებული გუგები ძველ მდგომარეობაში დაებრუნებინა.
-ალექსანდრე, პური რომ დაგაბარე სად არის?_სამზარეულოსკენ მიმავალმა გამოსძახა ბიჭს.
-აუ არ გამხსენებია, საერთოდ არ გვაქ? გუშინ სამი მოვიტანე, ამდენს რას ჭამ_გაკვირვებული მიყვა ბიჭიც უკან.
-ჩვენს ქვემოთ რომ მარო ბებოა იმას მივეცი, საერთოდ აღარ ქონდა სამელი_გული მოეწურა მოხუცის გახსენებისას.
-ხო, მართლა, ნაზიკოსთან ვიყავი, ხმით ვახსოვარ, უფრო უკეთაა და მომეფერა კიდევაც რა კარგი ბიჭი ხარო_წარბები აუთამაშა გოგოს და მაცივარი გამოაღო საჭმლის ძებნაში.
-ეგ იმიომ, რომ თვალებში ხედვა არ გაქვს, ნორმალური ადამიანი შენზე მაგას არ იტყოდა_ენა გამოუყო ბიჭს და მაცივართან გაშეშებულს მოხერხებულად აართვა ხელში დაკავებული კვერცხები. -გშია?
-გააჩნია რას მაჭმევ_მაშინვე გაებადრა სახე.
-მე რომ ვიცი ისე შეგიწვავ და შევკმაზავ_ღიმილი მის სახეზე ვეღარც სოფიამ შეიკავა.
-აუ, აი იმენა მიყვარხარ რა_გახარებულმა შემოკრა ხელებით ტაში და ისევ ტუჩთან ახლოს აკოცა გოგოს როგორც ჩვეოდა. წამის წინ ნათქვამი სიტყვა არცერთმა შეიმჩნია, უცებ გამობრუნებულს არც სოფიას შეცვლილი სახისთვის შეუხედავს და კარებში გაკვეხებულ მეორედ პირდაღებულ ძმებს ხითხითით ჩამოუარა.
-მართალია ბუზები არ გვყავს, მაგრამ ყბები გეტკინებათ_საკუთარი ხელით საახურინა ტყუპებს პირები და ხელის კვრით შეყარა მისაღებში.
-ხვდები მაინც, რომ მრავლობითში ლაპარაკობთ?_გაღიმებულმა ამოხედა გაბრიელმა და მონატრებულ ცოლს შეტყობინება გაუგზავნა.
-ვერ გავიგე?
-გვაქვს, გვყავს, ჩვენ...._წარბების აწევით გააგრძელა ძმის ნათქვამი იოანემ. სანდროს აღარაფერი უთქვამს, ეს ის მომენტი იყო, როცა ზედმეტი სიტყვებით სიტუაციის გაფუჭება არ უნდოდა. სამივემ დუმილი შეინარჩუნა და ფიქრები სხვადასხვა ადგილებში გაექცათ. იოანეს გაღიმებული ნენე ამოუტივტივდა თვალებში, ლამის ორი დღე იყო გასული, რაც ცოლი ბოლოს ნორმალურად ნახა, მოეფერა და ბავშვი მოისიყვარულა, ქალი სიიჟემდე მონატრებოდა და ერთი სული ქონდა საყვარელი ცოლი ხელში გემრიელად ჩაეგდო. გაბრიელი ლილუს გამოგზავნილ უხამს შეტყობინებებს ჩაცინებით პასუხობდა და ცოლის დაბრუნებაზე ფიქრობდა ტყუპებთან ერთად. სანდროს ფიქრები კი სამზარეულოში, ჯერ კიდევ გახევებულად მდგომ გოგოს ეხებოდა. ყურებში უმეორდებოდა სოფიას სანდროს ნათქვამი მიყვარხარ და წარმოდგენაც არ ქონდა რა რეაქცია უნდა ქონოდა ამაზე.
ოთხივეს ფიქრები სანდროს ტელეფონის ზარმა დაარღვია, მჯდომი მამაკაცები წამოიმართნენ და ტელეფონს გადახედეს, სოფია კი ინტერესიანი თვალებით გამოვიდა, საჭმლის გაწყობა მოიმიზეზა და საუბარს დაესწრო.
-სანდრო, როგორ გამიხარდა შენი შეტყობინება, იმდენი დღეა გაქრი მეგონა რამე შეგემთხვა_აღელვება ეტყობოდა ბახალას ხმაზე.
-არა ვაჩე, ჯერჯერობით ვცოცხლობ, თუმცა წარმოდგენაც არ გაქვს აქ მდგომარეობა როგორ შიცვალა, შენი დახმარება დაგვჭირდება_შუბლი მოიქექა ბიჭმა.
-დაგჭირდებათ? ვის?
-ტყუპები არიან აქ.
-ვაახ, უკვე ძმებთან ერთად მირეკავ და სახელით მომმართავ? ყოჩაღ სანდრო, ძაღლობას მაგარი უმუშავია_ამჯერად აღელვება ეჭვმა ჩაანცვლა.
-ისედაც ყველაფერი ვიცოდით ვაჩე _გასაუბრება საკუთარ თავზე აიღო გაბრიელმა, -რადგან უკვე მეორე წელია მიმალვაში ხარ და საქართველოში ოფიციალურად არ იმყოფები, შენი საქმე ინტერპოლს გადაეცა და ქართულმა პოლიციამ მაგარი დაგიკიდა, ახლა კი თუ შენი ძმადნაფიცის ცოცხლად ნახვა გსურს გვითხარი თუ იცნობ ან რაიმე სახის ინფორმაციას თუ ფლობ ვიტალი გიორგაძეზე.
-ჯანდაბა, ვიტალი სად გამოძებნეთ?
-იცნობ? ჩვენი ახალი საქმეა._ამჯერად იოანემ გადაწყვიტა ჩართვა.
-სანდრო, ბილეთს გიჯავშნი და ჩემთან ბრუნდები_მკაცრად ჟღერდა ვაჩეს ხმა. იმდენად მკაცრად, რომ სოფიამაც კი დაანება თავ მოჩვენებით მაგიდის წყობას და გაკვრივებულმა გადახედა მობილურს.
-ასე სერიოზულადაა საქმე?_ამოიხვნეშა სანდრომ და სოფიას მობილურზე კონსტანტინეს ნომერი აკრიბა.
-დამიჯერე და საქრთველოდან წამოდი, თვენ არც კი იცით, ჯანდაბა, მიატოვეთ, სამსახურიდანაც რომ გამოგიშვათ არ ჩაერიოთ, ვიტალის ვერ აიყვანთ, ვერც დაუპირისპირდებით, ოჯახები გყავთ, დამიჯერეთ გარისკვად არ ღირს_მუდარაც ჩანდა უკვე ვაჩეს ხმაში და ისევ ევედრებოდა სანდროს უკან დაბრუნებას.
-იტყვი თუ არა_გაბრიელის შეყვირებამ ყველა გააჩუმა.
-ვიტალი ნაგაზის მასწავლებელია_ამოიხვნეშა ბიჭმა. -ნაგაზი გახსოვთ? აი ის გარეწარი ნარკო მოვაჭრე მშობლები რომ ამომიხოცა და შემდეგ თქვენი ცოლები გაიტაცა, დარწმუნებული ვარ იოანე ნენეს დღემდე დარჩენილი აქვს კოშმარები. მოსწავლეს როცა იცნობთ შეგიძლიათ მასწავლებლის წარმოდგენაც, მასზე ბევრად სასტიკია, მისთვის არც ბავშვს აქვს მნიშვნელობა არც ქალს, მთავარია მტრები არ ყავდეს და თავი არხეინად იგრძნოს.
-სუსტი წერტილი?_წარბები შეკრა გაბრიელმა.
-არანაირი, სამქმეში უკვე კარგად ცნობილი რომ გახდა და მისი სახელი გაიგეს თავისი ცოლი საკუთარი ხელით მოკლა, ისღა მაკლია ვინმემ გაგიტაცოს და რამე მაიძულოსო, შემდეგ ის ქალი ორსულად აღმოჩნდა და ამაზე ორმაგად დაიბოღმა.
-გასაგებია, რჩევას აღარ გკითხავ ისედაც ღიად დააფიქსირე შენი აზრი_ტელეფონი შეათამაშა ხელში იოანემ.
-თუ დამიჯერებთ არ გინდათ, ჯერ არ დაბადებულა ადამიანი ვიტალის რომ გასწორებოდეს.
-მაგრამ ჩვენ მოწმე გვყავს, რომელსაც ყველაფრის დასაბუთება შეუძლია_რატომღაც იოლად გათქვა დიდი საიდუმლო გაბრიელმა და მომღიმარი დაელოდა ბახალას რეაქციას.
-ამის დედაც, რატო ვერასდროს გაფასებდით ბოლომდე_ჩაეცინა ბიჭს, -ცოცხალი თუა გაუფრთხილდით, მასეთს მეორეს ვეღარ იპოვით. ჯანდაბას, რადგან მოწმე გყავთ და არც უკან დახევას აპირებთ მეც დაგეხმარებით, სანდროს მივაწვდი ვიტალიზე რაც მაქვს შეგროვებული და კიდევ ერთი, თუ ვინმე გიყვართ თავიდანვე გადამალეთ._მაშინვე გათიშა როგორც კი საუბარს მორჩა ვაჩე და ბიჭებს დაფიქრების საშუალება მისცა. ტყუპებმა მაშინვე ცოლ-შვილზე დაიწყეს ფიქრი და დაცვის გაძლიერებაზე, სანდრო კი სოფიას უყურებდა და ვერ წარმოედგინა გოგოს მისი მიზეზით რამე დამართნოდა. მისი გაღიმებული სახე რომ ვეღარ დაენახა აღარც ცხოვრებას ექნებოდა ასეთი ფერები. სასწრაფოდ რამე გეგმის მოფიქრება იყო საჭირო.
-გისმენთ?_მაშინვე უპასუხა ტელეფონს გაბრიელმა.
-ახლავე მოვდივართ_გაღიმებულმა ჩილაპარაკა და დანარჩენებს გადახედა.
-დავითი გონს მოვიდა და მზადაა ჩვენება მოგვცეს.



ნაგაზის მასწავლებელიო? გეფიცები ცოტა ხანი ყბადაღებული ვიყავი და აღარც ვკითხულობდი, სანამ არ გავიაზრე ბოლომდე ვინ იყო ეს ვიტალი, ჯერ კიდევ შოკში ვარ hushed
მაგრამ ვაჩეს თქმის არ იყოს ჩემ ბიჭებს სახელოში ყოველთვის აქვთ კოზერი smiley smiley
მეც სანდროს ვეთანხმები ხინკალი და ქაბაბი ჯობია კათხა ლუდთან ერთად ყველანაირ შაურმას smiley
რა საყვარლად კამათობენ სოფიო და სანდრო, ოჯახივით არიან უკვე, ტყუბების არ იყოს ყველეფერზე პირველ პირში და მრავლობითში ლაპარაკობენ kissing_heart
ამდენი კი დავწერე, მაგრამ ჯერ ისევ ყბადაღებული ვზივარ და არ ვიცი რა დავწერე, სერიოზულად მეშინია ვიტალისი, ვერ გათვლი რას იზამს და გადაწყვეტს, ასეთი ცივსისხლიანი როცა ხარ კაცი ყველაფერზეა ის წამსვლლეი და იმედია გოგოებს რაიმე არ დაუშავდებათ.
ნათ, მალე დადე შემდეგი თავი თორე ჩემი ცოდვა შენს კისერზე იქნება, გელოდები მოიუთმენლად kissing_heart

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

აუ სოფიოს და სანდროს "ოჯახურ" ცხოვრებაზე ვაფრენ ისეთი საყვარლობააააააა ^-^ ძაან მაგარია..
სოფიოს დაძახებული "ალექსანდრე" მომწონს.. დარწმუნებული ვარ სანდროს უფრო მოსწონს :დ
ველი ახალ თავს..
ძალიან კარგი მომენტები იყო

 


№3  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ნაგაზის მასწავლებელიო? გეფიცები ცოტა ხანი ყბადაღებული ვიყავი და აღარც ვკითხულობდი, სანამ არ გავიაზრე ბოლომდე ვინ იყო ეს ვიტალი, ჯერ კიდევ შოკში ვარ hushed
მაგრამ ვაჩეს თქმის არ იყოს ჩემ ბიჭებს სახელოში ყოველთვის აქვთ კოზერი smiley smiley
მეც სანდროს ვეთანხმები ხინკალი და ქაბაბი ჯობია კათხა ლუდთან ერთად ყველანაირ შაურმას smiley
რა საყვარლად კამათობენ სოფიო და სანდრო, ოჯახივით არიან უკვე, ტყუბების არ იყოს ყველეფერზე პირველ პირში და მრავლობითში ლაპარაკობენ kissing_heart
ამდენი კი დავწერე, მაგრამ ჯერ ისევ ყბადაღებული ვზივარ და არ ვიცი რა დავწერე, სერიოზულად მეშინია ვიტალისი, ვერ გათვლი რას იზამს და გადაწყვეტს, ასეთი ცივსისხლიანი როცა ხარ კაცი ყველაფერზეა ის წამსვლლეი და იმედია გოგოებს რაიმე არ დაუშავდებათ.
ნათ, მალე დადე შემდეგი თავი თორე ჩემი ცოდვა შენს კისერზე იქნება, გელოდები მოიუთმენლად kissing_heart

ღმერთოო ვგიჟდებით მე და ჩემი მუზა შენს შეფასებებზე ❤️

სტუმარი ანი
აუ სოფიოს და სანდროს "ოჯახურ" ცხოვრებაზე ვაფრენ ისეთი საყვარლობააააააა ^-^ ძაან მაგარია..
სოფიოს დაძახებული "ალექსანდრე" მომწონს.. დარწმუნებული ვარ სანდროს უფრო მოსწონს :დ
ველი ახალ თავს..
ძალიან კარგი მომენტები იყო

უღრმესი მადლობა ❤️❤️❤️

 


№4  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

სა8ნტერესო იყო ძალიანნ ველოდები ახალ თავს

 


№5  offline მოდერი naattii

ნარჩიტა
სა8ნტერესო იყო ძალიანნ ველოდები ახალ თავს

უღრმესი მადლობა ❤️

 


№6  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აი ეს მესმის, ნაგაზზე უარესი თუ გამოჩნდებოდა რას ვიფიქრებდი. იმედია გოგოებს მეტი ცუდი არაფერი დაემართებყ და ამ ვიტალისაც ისე აიყვანენ ნაკლებ მტკივნეულად. მოკლედ გაორმაგებული მოუთმენლობით ველოდები შემდეგ თავს

 


№7 სტუმარი ცცფ

როდის დადებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent