შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების ხარჯზე ...(17 თავი)


28-10-2019, 11:56
ავტორი naattii
ნანახია 1 952

უამრავი ხალხი ირეოდა როგორც საავადმყოფოსთან, ისე შიდა შესასვლელშიც, ბიჭები რომ მივიდნენ ჟურნალისტები უკვე ადგილზე დახვდათ და დაჩიც იძულებით პრესკონფერენციას მართავდა. ჟურნალისტებს მხოლოდ ერთი შეკითხვა ჰქონდათ, რატომ მოკლეს ასე ცნობილი ბიზნესმენი ციხეში და ჰყავს თუ არა გამოძიებას ეჭვმიტანილი.
-რა მოკლეს, ესენი ხომ არ უბერავენ?_ტყუპებს გადახედა სანდრომ.
-წამო, ჯერ სადმე გვერდიდან შევძვრეთ შიგნით და მერე გეტყვი ჩემს სავარაუდო ფიქრებს._მოწმობა ამოიღო გაბრიელმა.
-გვერდიდან რატო მოწმობით პირდაპირაც ხომ შეხვალთ?
-სანდრო, გინდა ტელევიზიით გამოჭენდე გამომძიებლებს როგორ უმშვენებ გვეერდს?_წარბები შეკრა იოანემ.
-ბოდიში ბატონო, თქვენნაირი გამოცდილი არ ვარ_აქედან შეუბღვირა სანდრომ და უკან აედევნა წინ წასულ ძმებს.
სამშობიარო მიმღების დაცვა უარს აცხადებდა მათ შესვლაზე, თუმცა ორი გამომძიებლის მოწმობის წინააღმდეგ ვერ წავიდა და მორჩილად გაუღო კარები. თითქოს აქაც კი იგრძნობოდა დაძაბული გარემო. ქეთევანის მითითებულ სართულისკენ წავიდნენ ბიჭები და მოკრეს კიდევაც თვალი დერეფანში მოსიარულე ქალს.
-მკვდრად ვასაღებთ?_მაშინვე კითხა გაბრიელმა.
-ხო, თორე მეორედ ექიმის ფორმაშ ჩაცმულმა ტიპმა სცადა ისევ მისი მოკვლა, ამ საცოდავს ისე შეეშინდა ოღონდ დამიცავით ცოცხალი დავრჩე და ყველაფერს ჩაგიკაკლავთო_გაბრიელს შეცინა ქალმა და საშინლად არ მოეწონა მისი მზერა სანდროს.
-გასაგებია, გონზეა რომ დავკითხოთ?_სამაგიეროდ გაბრიელი არ ხსნიდა წარბს და ცოტა მოეშვა სანდრო.
-კი, რა თქმა უნდა, აჰა შენ ფურცელი და კალამი_ნივთები მიაწოდა ტყუპს და კარებიდან ჩამოეცალა. სამივე შევიდა პალატაში და იოანემ სანდროს გადაუბრიალა თვალები კუთხეში ჩუმად დადექიო.
-ბიჭებო, მართლები იყავით, თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი_სინანულით გადააქნია თავი დავითმა.
-არაუშავს, გამოსწორება ჯერ კიდევ შეგვიძლია_ფურცელი დაანახა გაბრიელმა და მაშინვე დაუქნია თავი კაცმა.
-ახლავე დავიწყოთ, ყველაფერს მოგიყვებით, პლიუს ყველაფრის დამადასტურებელი მოწმობები მაქვს, თავისი კამერების ჩანაწერებით, მაგ ნაბი*ვარს ეგონა მთელი ცხოვრება მის ჭკუაზე მატარებდა. ოღონდ ერთი პირობით, ციხეში განაჩენის ნახევარს გავატარებ და აბსოლიტურად დაცული ვიქნები.
-განაჩენის განახევრებას ვერ შეგპირდები, რაც შეეხება ვინაობას, სულ ახალ სახელ და გვარს მიიღებ და ციხეში სულ სხვა ისტორიით წახვალ, საკუთარმა დედამაც რომ ვერ გიცნოს ისე_თავზე წამოადგა იოანე.
-ჯანდაბას, მაინც მაწყობს_თავი დაუქნია კაცმა და მოყოლა დაიწყო.
რამდენიმე წუთი იქნებოდა გასული სანდროს რომ მოწყინდა და გარეთ გამოვიდა, ახლა ამ მონაყოლზე მნიშვნელოვანი გოგოების ნახვა და მათი დაცვა იყო. გარეთ გასულს ფეხზე წამომდგარი ქეთევანი შეეგება.
-მშვიდობაა?
-დიახ_წარბ აწეულმა დაუქნია ქალს თავი.
-იცით, ტყუპებს ვერ გავუბედავდი თქმას და იქნებ თქვენ მითხრათ ვინ ბრძანდებით აქ ხომ უცხოების შემოშვება არ შეიძლება, თანაც მგონი ეჭვმიტანილიც იყავით ამ საქმეში.
-მე გაბრიელის ცოლის და ვარ_ცოლი განსაკუთრებულად გამოკვეთა ბიჭმა და ქალის შეცვლილ სახეზე გაეღიმა. -ვცდილობ დავეხმარო ბიჭებს, რადგან დამნაშავეებს ვიცნობ_თვალი ჩაუკრა ქალს და ლიფტისკენ წავიდა. ახლა დიშვილებთან განტვირთვა წამალივით სჭირდებოდა. გარეთ გამოსულმა ტაქს დაუქნია ხელი და მობილური მოიმარჯვა.
-კოსწიკ სად დაიკარგე?
-რა ვიცი უფროსო მეგონა განმარტოება გინდოდათ_ჩვეული ხითხითი არ დავიწყებია ბიჭს.
-მასხარა, ახლავე ასწიე ეგ შესუქებული უკანა ადგილი და საუკეთესო დაცვის ბიჭები მომიძებნე.
-ისევ სოფია?_მაშინვე დაუსერიოზულდა ხმა
-არა, ჩემი და და ნენე, ისე უნდა გააკეთო მათ ეზოში ბუზიც რომ ვერ შეფრინდეს, არც ფულს მოერიდო არც ტექნიკას და არც ბიჭების რაოდენობას. იცოდე საუკეთესოები, რაც შეეხება სოფიას ორი-სამი კაცი მასთანაც იყოს, დავითი უკვე გასკვანჩულია, მაგრამ მაინც დავიჭიროთ თადარიგი. შემდეგ გამაგებინე და უთხარი პირდაპირ ჩემთან ქონდეთ კავშირი.
-გასაგებია უფროსო, რადგან თაფლობის თვე დაგისრულდათ შევუდგეთ მუშაობას.
-ენას ამოგაცლი_შორიდან დაემუქრა ბიჭს და მობილური ჯიბეში დააბრუნა. გაკვირვებულ მძღოლს ძალით გაუღიმა და დიშვილების მონახულება საღამოსთვის გადადო. ახლა რატომღაც სიკვდილამდე უნდოდა სოფიას სახის დანახვა. მიმართულება შეაცვლევინა ტაქსისტს და უკვე ნაცნობ სადარბაზოში შეაბიჯა.
მაშინვე მოესმა გოგოს ხმა, როგორც კი კარი შეაღო. რაცარუნდა სასწაული ყოფილიყო საკუთარი გასაღებით გაღებულ კარში შემოსული უკვე სახლში გრძნობდა თავს. გოგოს პაწაწუნა ბინა სითბოთი იყო სავსე და ოთახზე მეტს არაფერს განდომებდა ადამიანს. ორი პატარა ბავშვი ეჯდა მასწავლებელს წინ და ოჯახის წევრების შესახებ უტარებდა გაკვეთილს.
-ალექსანდრე სახლში ხარ?_მაშინვე გამოეგება ბიჭს
-ხო, დავბრუნდი, მშვიდობაა.
-ტელევიზიით თქვეს დაიღუპაო და
-არა, ეგრე იყო უბრალოდ საჭირო, არ ინერვიულო ჩვენება ხელში აქვთ უკვე.
-ძალიან კარგი_თავი დაუქნია გოგომ და მოსწავლეებისკენ მიბრუნდა. დივანზე ჩამოჯდა სანდრო და გაკვეთილის დამთავრებას დაუწყო ლოდინი. ნახევარი საათის შემდეგ, მოსწავლეები გააცილა სოფიამ და თავზე წამოდგა ბიჭს.
-გაჭამო რამე?
-არა, ისე დაჯექი, ცოდვა ხარ, დაიღლებოდი.
-ნაზის ნახვაც მოვასწარი, ბევრად უკეთაა, მემგონი ორ დღეში გამოვწერთო ექიმმა.
-ძალიან მიხარია, ისე რომ იცოდე შენი წყალობით უკვე ვიცი როგორაა გერმანულად დედა, მამა და მეზობელი._ჩაეცინა სანდროს.
-აბა მეტი რაღათ გინდა_სამზარეულოსკენ წავიდა გოგოც, თუმცა თითქოს რაღაც გაახსენდაო უკან მობრუნდა.
-ალექსანდრე, თუ ის შენი მეგობარი ასე შეშინებულია იქნებ მართლა უკან დაბრუნება ჯობდეს?
-ახლა ამ გზით გინდა სახლიდან გამაგდო?_მწარედ ჩაეცინა ბიჭს და გოგოს დაბღვერილი სახე მალამოდ მოედო გულზე.
-იდიოტო, შენთვისვე ვამბობდი_სამზარეულოში შეიმალა ლოყებაწითლებული და მორიგი მიყვარხარ ჩაესმა ყურში სანდროს ნათქვამი.
-რაზე ოცნებობ სოფია?_კარტოფილის თლით გართულს უცებ წამოდგა ბიჭი თავზე.
-რაა?_გაკვირვებულმა გადმოხედა
-ხო, აი ცხოვრებაში რაზე ოცნებობ.
-ჩემთვის უცნაური კითხვა, რაც თავი მახსოვს ბებოზე ზრუნვაც მახსოვს, ერთმანეთის მეტი არავინ გაგვაჩნდა, ყველაფერს ერთანეთისთვის ვაკეთებდით, ოცნებაც კი არ მქონია თითქმის არასდროს. ერთხელ მახსოვს მეორე კურსზე ვიყავი ერთ უნივერსიტეტელ, საკმაოდ ფულიან ბიჭს მოვწონდი, მგონი ერთ-ერთი იმათგანი იყო პირველად ვინც შემოიყვანა მოტოები ქუთაისში და სასეირნოდ დამპატიჟა. იმდენად უცხო ხილი იყო მაშინვე დავთანხმდი და გავყევი. ცხოვრებაში არ დამავიწყდება ის შეგრძნება რაც მასზე ჯდომისგან მივიღე. არანაირი ფიქრი, არანაირი დარდი, ქარი თმას გიწეწავს, ხელებს შლი და თვალებს ხუჭავ. მომავლისკენ მირბიხარ და თითქოს უკან იტოვებ ყველაფერ ცუდს რაც კი გაგაჩნია ცხოვრებაში. ეს საუკეთესო და ერთადერთი პაემანი იყო ჩემს ცხოვრებაში_ღიმილით დაასრულა გოგომ და დათლილი კარტოფილი წყალში ჩაყარა.
პასუხის გაცემა დააპირა სანდრომ მობილური რომ აუმღერდა და შეტყობინების მისვლა ანიშნა. ლილუს წერილი გახსნა და მაშინვე წამოდგა ფეხზე.
-ლილუსთან უნდა წავიდე, თუმცა არ დამაგვიანდება, დაღამებამდე მოვალ_არ შეუმჩნევია ისე ჩააბარა გოგოს ანგარიში და ისე აკოცა როგორც ბოლო დროს ჩვეოდა.
-მაშინ მერე შევწვავ, მოშიებული მოხვალ და ცხელს დაგახვედრებ_წყალშივე დატოვა კარტოფილი და აფორიაქებული წავიდა სამეცადინო კუთხეში.

გარეთ გასულმა სანდრომ მობილურში ნომრებს გადახედა და სასურველს დააწვა თითით. რამდენიმე წამის შემდეგ ნაცნობი მელოდიური ხმაც მოესმა.
-არ მჯერაა, ყიფო ნუთუ ცოცხალი ხარ.
-განო როგორ ხარ? გაიანეზე ისევ აცრილი ხარ თუ დაგიძახო?(„სამი მიზეზი“)__სიცილი აუტყდა ბიჭს
-არაა, ჩემმა ქმარმა მიმაჩვია, თუმცა მის გარდა არც არავინ მეძახის.
-მაშინ ვსო ჩუმად ვარ, თორნიკეს გადაკიდება არ მაწყობს. როგორ უძლებ ოჯახს?
-არ მკითხოო, გენდერულად წაგებაში ვარ, ორივე შვილი ბიჭი მყავს და წარმოიდგინე მე როგორ ვუვლი სამ კაცს სახლში_სიცილს ვერ წყვეტდა გოგო.
-საღოლ შენ რაა, გაძლება მოგცეს ღმერთმა.
-ჰე, აბა? რისთვის გაგახსენდი?
-მიხვედრილი გოგო ხარ, ისევ საქმეში თუ ხარ ბაიკი მინდა რა რამდენიმე საათით.
-რა პრობლემაა, რამდენიმე დღეც იყოს.
-არა, მხოლოდ ერთი საღამოთი.
-როგორც გინდა ყიფო, ერთი საათით ადრე დამირეკე და მზად დაგახვედრებ, იმედია კარგი გოგოა_ჩაიხითხითა ბოლოს და კავშირიც გაწყვიტა.
კმაყოფილმა ჩაიდო მობილური ჯიბეში და მანქანაში ჩაჯდა, დრო იყო სოფიას საუკეთესო პაემანი სანდროს დაკაშირებოდა და არა ვიღაც ფულიან გაბღენძილ ღლაპს. კმაყოფილმა გადაატრიალა მანქანაში გასაღები და საეჭვოდ მოხვდა ყურში ძრავის წიკწიკი. მაშინვე მიხვდა რაც ხდებოდა. წამში გამოაღო მანქანის კარი და გაქცევა სცადა. ფანჯრიდან უყურებდა სოფია მიმავალ ბიჭს. გონება ისე ქონდა არეული ვერც ერთ ფიქრს ვერ მიჰყვებოდა ბოლომდე. გონებას სხვას უბრძანებდა, გულს ეს არ მოსწონდა და ქაოსში მდგომი ტუჩის კვნეტთ აცილებდა სახლიდან მიმავალს. მანქანაში ჩამჯდარს რომ შეხედა უკან გატრიალება დააპირა შემდეგი მოსწავლესთვის რომ მომზადებულიყო, თუმცა არ დასცალდა. აფეთქების ტალღა ფანჯარას მოაწყდა და უმოწყალოდ გაიყოლა მთელს ბინაში არსებული ფანჯრის მინები. მომხდარის სავარაუდო შედეგზე თვალები აუცრემლიანდა სოფიას და პირზე ხელებ აფარებულმა გადახედა გაშავებულ ეზოს.

--------------------
მაპატიეთ, ვიცი მომკლავთ, ჩამქოლავთ, გამლანძღავთ გაბრაზდებით (ხუმრობით რა თქმა უნდა) მაგრამ ვერაფერს გიპასუხებთ, წარმოდგენა არ მაქვს ამ აზრამდე თავად თითებმა როგორ მიმიყვანეს, სულ სხხვა სცენებისა და ისტორიის გაგრძელებას ვაპირებდი უცებ ამ აზრმა რომ ამიკვიატა და არ მომეშვა სანამ არ დავწერე. როგორც ყოველთვის ვეცდები ახალი თავიც არ დამიგვიანდეს <3



№1 სტუმარი სტუმარი Masho

Vaimeee sandroos araferi daemartos raaa (((((

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმეეე ახლა არ გავგიჟდეეეეეე....
ეს რო მოკვდეს არ ვიცი რას ვიზამ...
ახლა რა მოიცდის ახალ თავამდე

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაი ეს რა იყო ბოლოშიი :( იმედია ამ საზიზღარ ვიტალის თუ რა ჯანდაბაც ქვია ამოალპობენ ციხეში :)

 


№4  offline მოდერი naattii

სტუმარი Masho
Vaimeee sandroos araferi daemartos raaa (((((

სტუმარი ანი
ვაიმეეე ახლა არ გავგიჟდეეეეეე....
ეს რო მოკვდეს არ ვიცი რას ვიზამ...
ახლა რა მოიცდის ახალ თავამდე

სტუმარი gvantsa
ვაი ეს რა იყო ბოლოშიი :( იმედია ამ საზიზღარ ვიტალის თუ რა ჯანდაბაც ქვია ამოალპობენ ციხეში :)


ესეიგი რაღაც საოცრება უნდა მოვახდინო თქვენი შეფასება ან რეაქცია რომ წავიკითხო :D

 


№5 სტუმარი maco maco

ეხლა მოიცაააა... რა შეფასება გინდააა რაა იცი საიდან მოგყვებიიიი, მახოსვს ერთჯერადი სტუმრით დავიწყე.. ხოდა აღარ მინდა ეს ბანალურიი რა კარგია, რა მაგარი ხარ, შენ ხარ ოქრო და მორჩა!

 


№6 სტუმარი სტუმარი ლიკა

რა ცანცარაა, ეს ალექსანდრე. სოფიოს, კიდე როგორ "ცოლური" უჭირავს smile smile

 


არა, არა და არა!!! ახლა სანდროს რამე რომ დაემართოს შეიძლებ გული გამისკდეს და სულ შენი ბრალი იქნება ყველაფერი :(
არადა როგორ მიყვარს სოფიოს და სანდროს უნებლიე ოჯახობანა.
ეხლა რაღაც უცნაური ეჭვი ამეკვიატა და იმედია მართალი არ აღმოჩნდება :(
დროულად დადე ახალი თავი, გთხოვ.

 


№8  offline მოდერი naattii

maco maco
ეხლა მოიცაააა... რა შეფასება გინდააა რაა იცი საიდან მოგყვებიიიი, მახოსვს ერთჯერადი სტუმრით დავიწყე.. ხოდა აღარ მინდა ეს ბანალურიი რა კარგია, რა მაგარი ხარ, შენ ხარ ოქრო და მორჩა!

შეფასება მხოლოდ მაგარი ხარს ძახილს არ ნიშნავს, არც მაქვს მაგხელა ამბიციები. უბრალოდ რეაქციები, ვარაუდები ან იმედების გამოხატვაც შეიძლება :)))

რუსკიმარუსია
არა, არა და არა!!! ახლა სანდროს რამე რომ დაემართოს შეიძლებ გული გამისკდეს და სულ შენი ბრალი იქნება ყველაფერი :(
არადა როგორ მიყვარს სოფიოს და სანდროს უნებლიე ოჯახობანა.
ეხლა რაღაც უცნაური ეჭვი ამეკვიატა და იმედია მართალი არ აღმოჩნდება :(
დროულად დადე ახალი თავი, გთხოვ.

სასწრაფოდ ველი ეჭვის გაზიარებას ❤️ :D

 


№9  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ვაიმე ახლა გაჩერება შეიძლებოდა? შოკში ვარ, სანდროს იმედია არაფერი დაუშვადება და გადარჩება. ერთი სული მაქ როდის წავიკითხავ გაგრძელებას, ეს ალბატ ვიტალის ამბებია, მოკლედ სულ ტობუსში გვამყოფებ :დ

 


№10  offline წევრი რუსკიმარუსია

naattii
maco maco
ეხლა მოიცაააა... რა შეფასება გინდააა რაა იცი საიდან მოგყვებიიიი, მახოსვს ერთჯერადი სტუმრით დავიწყე.. ხოდა აღარ მინდა ეს ბანალურიი რა კარგია, რა მაგარი ხარ, შენ ხარ ოქრო და მორჩა!

შეფასება მხოლოდ მაგარი ხარს ძახილს არ ნიშნავს, არც მაქვს მაგხელა ამბიციები. უბრალოდ რეაქციები, ვარაუდები ან იმედების გამოხატვაც შეიძლება :)))

რუსკიმარუსია
არა, არა და არა!!! ახლა სანდროს რამე რომ დაემართოს შეიძლებ გული გამისკდეს და სულ შენი ბრალი იქნება ყველაფერი :(
არადა როგორ მიყვარს სოფიოს და სანდროს უნებლიე ოჯახობანა.
ეხლა რაღაც უცნაური ეჭვი ამეკვიატა და იმედია მართალი არ აღმოჩნდება :(
დროულად დადე ახალი თავი, გთხოვ.

სასწრაფოდ ველი ეჭვის გაზიარებას ❤️ :D

აი, მართალი თუ აღვმოჩნდი მერე ვიტყვი :დ მანამდე ჩემთვის დავიტოვებ, რადგან არ მინდა მართალი აღმოვჩნდე.

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინო

პირველად ვწერ კომენტარს,სულ ვკითხულობ შენს ნაწერებს,აი,ემოცია მაქვს სასწაული და რო დავწერო სიტყვებიც არ მყოფნის. ვაიმეეეე ეს რა ქენიიიი ბოლოოს...სულისულზე ველოდები შემდეგ თავს...

 


№12 სტუმარი სტუმარი ანი

როდის დადებ?

 


№13 სტუმარი ცცფ

დღეს არ ველოდოთ?

 


№14  offline მოდერი naattii

მზად მაქვს დაწერილი უბრალოდ სახლში არ ვარ, როგორც კი მივალ ასე დაახლოებით ორ საათში მაშინვე ავტვირთავ :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent