შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბროლის თითები (სრულად)


31-10-2019, 00:14
ავტორი tasusuna
ნანახია 6 222

ჩამეხუტე..
სულში ჩამისახლდი,
გთხოვ...
.....
-მაგრად მომეხვიე,ტკივილი გამინელე,მეტს ვეღარ ვუძლებ..
-მე აქ ვარ,შენთან ვარ.მგრძნობ?-ისე მეკვრის,სუნთქვა მიჩერდება.
სითბოში ვითბუნები..
სულიდან წამოსული შიშები ფერმკრთალდება,
უჩინარდებიან ფიქრები.
ზღვა მიმშვიდდება,
სუსტ ტალღებში ნარნარით ვლივლივებთ.
თბება..
შავი ნელნელა იცრიცება..
___
-არასდროს გაგიშვებ..
სულ ფრთის ქვეშ მეყოლები და ორპირ ქარს მოგარიდებ,
ოღონდ მყავდე,
ოღონდ გინდოდე..
ოღონდ გიყვარდე..
___
-შენი თითები მიყვარს,სუსტი და გამჭვირვალე.
___
-გცივა?!-ზამთრის სუსხში უთბილესად ეღიმება.
მის თვალებში აკიაფებული ცისკრის ვარსკვლავები მთელ სხეულზე მედება.
ფრთხილად მატარებს შეციებულ ხელებს სახეზე და სითბოს ბილიკებს იკვლევს.
თანავარსკვლავედთან სუსტ კოცნას მიტოვებს და საკუთარი თავით კმაყოფილი თვალს მიკრავს,
გამათბო...
სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავ..
___
-რომ ვერ გეხები,
რომ ვერ გგრძნობ,
რომ ვერ გიყურებ-
მენატრები..
სუსტი,ფითქინა,ბროლის თითები ალბათ გეყინება უჩემოდ და,
მინანქრებივით გადნება ცისკრის ფერი ვენები..
სანამ ისევ გაგათბობდე,არ შეიმცივნო რა,
არ გამიცივდე!.
.
___
-შენ რომ არა,ვინ უნდა ყოფილიყო?!-ხშირად მიჩნდებოდა კითხვები..
ამ დროს თბილად ეღიმებოდა და თან მზერით მკიცხავდა..
ალბათ ყველაზე მეტად ის არუყვარდა,ყველაფერი მანამდე რომ უფერული იყო ჩემთვის..
___
-ერთი გამიღიმე და წავალ. სამი კვირით გავდივარ ქალაქიდან და , არც მინდა წარმოდგენა, ჩემზე მეტად გაგიჭირდეს...დამანახე,რომ ყველაზე ძლიერი გოგო მყავს გვერდით..
არ გამტეხო,კარგი?!
სახის ფუძეზე,თანავარსკვლავედი კვლავ შეკრა და,სამი კვირის სამყოფი სითბო მხრებზე მჭიდროდ შემომაკრო.
___
-ასამდე თუ დავითვი,მოვა და,ჩამეხუტება..
___
-თითები მანახე..
-შენი სითბო აკლიათ..
-ფერმკრთალია,წამლებს არ იღებ ხომ?!-მზერა უმკაცრდება.
გამაჟრჟოლა..
მენატრება,
უსაშველოდ მენატრება..
___
-ორასამდე თუ დავითვლი,მალე დამიბრუნდება..
___
-მენატრები..
-სულ ცოტაც და..
-მაინც,რამდენი?
-ერთიდან ათამდე დაითვალე და,მერე,კარები გამიღე..
ერთი
ორი
სამი
ოთხი
ხუთი
ზური,ოღონდ ხუმრობა არიყოს,გთხოვ..
შვიდი
რვა
ცხრა
კარზე ზარია.
-ღმერთო,როგორ მომენატრე! -ზღურბლთან გაცისკროვნებული ოცნება მიდგას..
____
-მიყვარხარ..
სულმოუთქმელად..
მიყვარხარ
უსაშველოდ..
მიყვარხარ
უღმერთოდ.
არასდროს დავიღლები ამის თქმით,
შენთან საკუთარი თავის საუკეთესო თვისებები გამომივლინდა...
მთავარია არ დამტოვო,
არ უარმყო
და სულ მყავდე...
მიყვარხარ დი!
___
-ჩემი სიკვდილი გინდა?!
რატომ ართულებ ყველაფერს?!
დი,ცუდად იქცევი,არ გინდა რა,ძალიან გთხოვ...
უბრალოდ აიღე ეს და დალიე,დღეში სამჯერ..
ფერი სულ აღარ გადევს,
ბროლის თოჯინას დაემგვანე,
გთხოვ რა,
მეორედ ესე აღარ მომექცე..
გამიფრთხილი,რომ გაგიფრთხილდე..
___
-სამი რამ,რაც ყველაზე ძალიან გიყვარს.
თვალები ისე უციმციმებს,გული მიჩქარდება.
თითებზე მკოცნის და ლოყაზე იდებს.
მისი სითბო მთელ სხეულზე მეფინება.
ვბედნიერდები.
-შენი თითები,
შენი თვალები,
შენი ტუჩები..
-რიგრიგობით,ნაწილნაწილ,მთელ სახეს მიკოცნის.
ვიბუსხები..
-ზოგადად გეკითხები რა ზური,ყველაფერში მე ხომარ ვარ..
-რაშიც არ და კი,ყველაფერში ხარ-თვალს მიკრავს და ეცინება.-ისე კი,
სახლი,ქუჩა და,ქალაქი.
-მაინც ერთ ტრაექტორიაზე ხარ,ეგ ყველაფერი ქალაქში ეტევა,მე უფრო ყოველდღიურ თემებს რაც უკავშირდება.
-ლავანდა,ცივი ჩაი და კაკლის მურაბა.-ისე სხარტად მპასუხობს,გვიან ვიაზრებ.
მეცინება და ცივ ჩაის ვსვამ,
ზური ისევ თითებს ეფერება,დროდადრო სახე ახლოს მოაქვს და ლავანდის სურნელს ხარბად ისუნთქავს.
აქამდე არასდროს მიმიქცევია ყურადღება-ჩემი აფსოლუტურად ყველაფერი მისად ქცეულა..
___
-დი,მოვედი.-კარებს მისი გასაღებით აღებს და სამყოფელში შემოდის.
ჩანთა პირთამდე სავსეა,პატარა ყუთში მედიკამენტებია,მე ყურებამდე შეფუთული ვდგავარ და ველოდები როდის ჩამეხუტება,
მომენატრა.
-დარწმუნებული ხარ?!-მაინც მეკითხება..-ძალიან მაღალზე უნდა ავიდეთ დი,არ გაგიჭირდეს..
-შენი შიშები მაეჭვებს მხოლოდ,რომელსაც,არ ვიმსახურებ..
ბროლის არ ვარ ზური,ერთი დაცემით არ დავიმსხვრევი..
-ამ თითებზე არ ფიქრობ?! -სახე უსევდიანდება,მკლავებს ვიწევ,ვიბუზები,არ მინდა ხასიათი გაგვიფუჭდეს,ჩვენი ერთად ყოფნის მესამე წელი უნდა გაიფანტოს ყაზბეგში.
____
-გავგიჟდები ბედნიერებისგან!-ტუჩებს თავს ვერ ვუყრი,შეუწყვეტელი ღიმილისგან ნაკვთები დამეღალა.
ირგვლის ისეთი გარემოა,მხოლოდ სიმშვიდე რომ გეუფლება და არაფერი სხვა.
-ხომარ გცივა?!-მხრებზე მეხვევა ზური.
მათბობს.
-როცა ახლოს ხარ, არასდროს..!
___
-დავბრუნდეთ დი..-ხმაში სისუსტეაქ..
მისკენ მაბრუნებს.
სახე უქვავდება.
ისე ვერ გამოვიყურები,რომ დავამშვიდო.
-იქ თუარ ავედი,რა აზრიაქ ზური.-არ მინდა მაიძულოს დაბრუნება,მინდა შევძლო და ავიდე,
მინდა უფალს პირისპირ შევხვდე...
-შეგვეძლო ტრანსპორტი გვექირავებინა..
-წესით,ბევრი რამეუნდა შემძლებოდა ზური,მაგრამ..
ახლა და აქ,მხოლოდ იმაზე მინდა პასუხი,რატომ მაინც და მაინც მე..
____
ხელის გულზე სჩანს მთელი ყაზბეგი...
შემიძლია თითოეული სახლის სახურავი დავითვალო,
შემიძლია ცას შევეხო და მას შევეზარდო..
შემიძლია მის ქროლვაში ჩავიკარგო და ცის კამარამდე მივყვე.
ვგრძნობ კითხვები მხრებიდან ლოდებთან ერთად ტაძრის ზღურბლთან მომწყდა..
სადღაც,გულის სიღრმეში,ღმერთზე გაბრაზებულმა,შვებით ამოვისუნთქე.
გერგეთის მწვერვალზე, დიდი ხნის დაკარგული სიმშვიდე ხელგაშლილი შემომეგება და სიწყნარეში გამახვია.
ამოვისუნთქე.
ზურგიდან წამოსულ უდიდეს ძალას გავხედე,
ზური მაცხოვრის ხატთან,დაჩოქილი,ჩემ თავს შესთხოვდა უფალს..
___
-ესე შილიფად ნუ გაცვია,სულ ამაზე უნდა მახვეწო?!-მის კაშნეს კისერზე მახვევს და გაყინულ ცხვირზე მკოცნის.
არასდროს დავიღლები მისი გაბრაზებითთ.
სამყაროს ყველა არომატს მერჩივნა მისი.
___
-ერთი სურვილი მოგიგე,თავს ვერ დააღწევ,მაინც ამისრულებ!-ეშმაკები უციმციმებს თვალებში.
ამ დროს განსაკუთრებულად მიყვარს.
-ცოლად უნდა გამომყვე,დი,პირველი და უკანასკნელი სურვილი.
___
-სამყაროში ყველაფერი რომ დასრულდეს,რა იქნება ის,რაც ყველაზე მეტად დაგაკლდება?!
-ბროლის თითები დი.-ღიმილში კარგავს სიტყვებს.
ფერმკრთალ მტევნებზე მსუბუქად მეღვრება მისი სითბო,
არათითზე,სამკაულთან, იკრიბება და მთელ სხეულში მეფანტება.
მისი ყველა სიტყვა,
მისი ყველა ფიქრი მიყვარს.
___
-ვერ შევხედავ.
-მე არ მაქ ამის უფლება,დი..
-შენ თუარა,აბა ვის?!-ხმა ისე მიტყდება,ვერ ვაცნობიერებ.
არ ყოფილა აქამდე წამი,როცა ცრემლებს დაეტოვებინათ ჯებირები..
არც მაშინ,განაჩენი მკრთალად რომ ეწერა ფურცელზე...
-შენიდან დაიწყო და დასრულდება.-მტკიცედ მიჭრის.
-რომ არ დასრულდეს?!
-ღმერთი იქ არ დაგვამთავრებს,სადაც ჯერ არ დაგვიწყია..
ეგეც რომ არა,
შენი თითები,
დი,
ატმისფერდება...
___
სადღაც,ძალიან შორს დავიკარგე..
იმდენად ვეღარაფრისთვის ვიცლი,მთლიანად გამოვიფიტე და,საერთოდ ვეღარაფერში ვპოულობ შვებას..
ეს,აქ,რისთვის,როგორ-ვერ გეტყვით..
მენატრებით,
"წარსულის კვალდაკვალ"-ზე ისევ ბოდიშებად უნდა დავიღვარო,
ამ ეტაპზე ამაზე მეტს ფიზიკურად,მენტალურად,ფსიქოლოგიურად ვერ ვახერხებ.
დანაპირებს აუცილებლად ავასრულებ,
მანამდე ეს და,
"მზესუმზირების სოფელი"-ვისაც არ წაგიკითხავთ,ჩემ თავს გაგახსენებთ..
თქვენი:ანასტასია



№1  offline წევრი ნანა73

რა კარგი გოგო ხარ! ❤️❤️❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნანა73
რა კარგი გოგო ხარ! ❤️❤️❤️

როგორ გამახარეთ!
მადლონა❤️❤️

 


№3  offline წევრი gogincha

აუუ საოცრება იყო ♥♥♥ მადლობა

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

gogincha
აუუ საოცრება იყო ♥♥♥ მადლობა

მადლობა შენ ბედნიერი დღის დასაწყისისთვის ❤️❤️

 


№5 სტუმარი kati

Gelodebit...

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

kati
Gelodebit...

აუცილებლად!! ❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი Nata

ძალიან კარგი იყო, ვისიამოვნე.

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი Nata
ძალიან კარგი იყო, ვისიამოვნე.

ნატა,მადლბა ❤️❤️

 


№9  offline წევრი Tskrialashvili Mariami

13 დღე
312 საათი + წუთები
გავიდა გამოქვეყნებიდან
და ეხლა წავიკითხე მე :(
ეხლა წავიკითხე და
საოცარი
თბილი
ტკბილი
ამაღელვებელი
ემოციები დამიტოვა :*
ეს სიტყვები
უბრალო ადამიანის დაწერილი არ იქნება!
როგორიხარ ანასტასია?
როგორ გადმოსცემ ასე საოცრად ?

თითოეული შენი ნაწერი
გარშემო
ყველაფერს წყვეტს
ყველაფერს მავიწყებს
და ვრჩებით
მხოლოდ მე და შენი ნაწერი,
რომელიც ისეთ ემოციებს იწვევს ჩემში,
რომ კითხვის დასრულების შემდეგაც
ბოლომდე ვერ ვუბრუნდები სამყაროს
ვერ გამოვდივარ იმ ემოციებისგან
რომელსაც მიტოვებს
და ასე
"ჩემში ტრიალებს, ტრიალებს,
ტრიალებს თითოეული სიტყვა" ♡♡

არანორმალურად მიხარიხარ
არანორმალურად ბედნიერი ვარ
არანორმალურად მიცემს გული ეხლა
არანორმალურად მინდა ვიცინო
არანორმალურად მინდა ვიყვირო
არანორმალურად მინდა ვიტირო
და
და ეს ყველაფერი
იმიტომ მინდა "არანორმალურად", რომ
მაქვს საშუალება გავეცნო შენს შემოქმედებას ^_^ <3
ანასტასია უ'ძალაინმაგრესად
მიხარიხარ მე შენ <3

 


№10  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Tskrialashvili Mariami
13 დღე
312 საათი + წუთები
გავიდა გამოქვეყნებიდან
და ეხლა წავიკითხე მე :(
ეხლა წავიკითხე და
საოცარი
თბილი
ტკბილი
ამაღელვებელი
ემოციები დამიტოვა :*
ეს სიტყვები
უბრალო ადამიანის დაწერილი არ იქნება!
როგორიხარ ანასტასია?
როგორ გადმოსცემ ასე საოცრად ?

თითოეული შენი ნაწერი
გარშემო
ყველაფერს წყვეტს
ყველაფერს მავიწყებს
და ვრჩებით
მხოლოდ მე და შენი ნაწერი,
რომელიც ისეთ ემოციებს იწვევს ჩემში,
რომ კითხვის დასრულების შემდეგაც
ბოლომდე ვერ ვუბრუნდები სამყაროს
ვერ გამოვდივარ იმ ემოციებისგან
რომელსაც მიტოვებს
და ასე
"ჩემში ტრიალებს, ტრიალებს,
ტრიალებს თითოეული სიტყვა" ♡♡

არანორმალურად მიხარიხარ
არანორმალურად ბედნიერი ვარ
არანორმალურად მიცემს გული ეხლა
არანორმალურად მინდა ვიცინო
არანორმალურად მინდა ვიყვირო
არანორმალურად მინდა ვიტირო
და
და ეს ყველაფერი
იმიტომ მინდა "არანორმალურად", რომ
მაქვს საშუალება გავეცნო შენს შემოქმედებას ^_^ <3
ანასტასია უ'ძალაინმაგრესად
მიხარიხარ მე შენ <3

ჩემი გოგო დაბრუნებულა ❤️❤️
გელოდებოდი ❤️❤️❤️
მიყვარხარ შენი ემოციებით ❤️❤️❤️❤️❤️
ხომ იცი, ერთერთი მიზეზი ხარ, რატომაც ისევ ვწერ და ვდებ ❤️❤️❤️
ჩემი მოტივატორუ ხარ ❤️❤️

 


№11  offline წევრი likuu_s

0
როგორი საყვარელი იყო, როგორი ტკბილი, თბილი და ლამაზი.
როგორი სხვანაირი მუხტი მოდის შენგან.
როგორ მიყვარს უკვე, შენი ის სიყვარული, რომელიც თუნდაც, ამ ისტორიაშია.

აი, თითიოეულ დაწერილ სიტყვას, რომ ვკითხულობ, რომელიც მთელი არსით სიყვარულითაა მოცულო, გეფიცები სიამოვნებისგან მაჟრიალებს.


ეს სითბო, სიყვარული და სიამოვნება იმდენად ახლოს მიდის გულთან, ვგრძნობ, როგორი კარგია.

წარმატებები!❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent