Du gehörst nur mir(შენ მხოლოდ ჩემი ხარ)(6)
Du gehörst nur mir(6) (შენ მხოლოდ ჩემი ხარ) -როგორ ხარ?-მშვიდი სახით შემომხედა. -შენ რა მეღადავები? ხომ გითხარი შენი დანახვა აღარ მინდათქო.-უხეში ტონით დავიწყე ჩვენი დიალოგი. -დალაპარაკების ნებას თუ მომცემ, რაღაცის თქმა მინდა მხოლოდ 2 წუთს წაგართმევ მეც არ მაქვს ბევრი დრო.-ისევ გაწონასწორებული მელაპარაკებოდა, ეს კიდე უფრო მაცოფებდა. -ლუკა გასაგებად ვერ აგიხსენი? არ მინდა შენთან საუბარი. -რაღაც უნდა გითხრა არ მინდა სხვისგან გაიგო.-ამ სიტყვება დამაეჭვა. -რა უნდა გავიგო სხისგან?-დაბნეულმა შევხედე. -თუ შემომიშვებ ყველაფერს გაიგებ. -ლუკა შემოდი, მე გავალ,საქმეები მაქვს,თქვენ კიდევ ისაუბრეთ.-მოულოდნელად თორნიკემ გამოყო თავი, ერთმანეთი ნახეს და რამდენიმე წუთიანი დიალოგი გააბეს. -აბა თქვენ იცით იმედია სახლი დანგრეული არ დამხვდება.-სიცილით გავიდა სახლიდან, ჩემთვის არც კი შემოუხედავს, ალბათ მიხდა რაც ელოდა უკან დაბრუნებისას და ერთ წამში გაუჩინარდა, ლუკა უკვე მოკალათებული იყო. -კატო, პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადო ასეთ მდგომარეობაში რომ ჩაგაგდე, ბოლოს როგორც გახსოვს გითხარი რომ დროს მოგცემდი ჩვენს ურთიერთობაზე დასაფიქრებლად და მინდა შენი აზრი მოვისმინო, არ მინდა რამე დაგაძალო, მგონი ერთ კვირაზე მეტი გავიდა და უკვე მოფიქრებული უნდა გქონდეს.-ჩემდა გასაკვირად მშვიდი ტონით მესაუვრებოდა. -ლუკა მოდი მოკლედ გეტყვი ყველაფერს, ჩვენი ურთიერთობა სრულიად დაუშვებელია, შეიძლება ჩემა ძმამ გაპატია ყველაფერი მაგრამ მე ეს არ შემიძლია, ხო მართალია მიყვარხარ მაგრამ მალე დაგივიწყებ, შენ კი ალბათ უკვე დამივიწყე, ასე რომ ჩვენი ურთიერთობა არანაირად არ გამოვა.-მეც დავმშვიდი და მშვიდად ვუთხარი ყველაფერი. -მე შენ არასდროს არ დამავიწყდები და ყოველთვის აქ იქნები.-თავის გულზე დამადებინა ხელი, ისევ ისე ცემდა როგორ იმ ღამით. -მხოლოდ ამის თქმა გინდოდა?-უცებ მოვაშორე ხელი და ფეხზე წამოვდექი. -არა, ხვალ გერმანიაში მივფრინავ, იქ ვაპირებ ცხოვრებას და ალბათ დიდი ხანი არ დავბრუნდები საქართველოში, აქ მხოლოდ შენ გამო ვიყავი და ახლა შენც აღარ გინდა ჩემთან, იმ დონემდე გაგაბრაზე რომ თავი შეგაძეულე, შენს გარეშე კი აქ ცხოვრება გამიჭირდება, რადგანაც დაშორება გადაწყვიტე მაშინ მშვიდობით.-ხელ-ფეხი გამიშეშდა, მისი სიტყვები უკვე აღარ მესმოდა, მხოლოდ ბოლო სიტყვა გავიგე. -მინდა იცოდე რომ ყოველთვის შენ მეყვარები, მხოლოდ ჩემი იქნები, ეს შენ კარგად იცი, ვერავინ ვერ შეძლებს შენს წყენინებას, საკუთარ სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდი ეკატერინე ამილახვარო.-ხელი მომკიდა და გულში ჩამიკრა, ბოლოჯერ შევისუნთქე მისი სურნელი,ბოლოჯერ ვიგრძენი მისი გულის ცემა, მისი თბილი ხელები, მისი აჩქარებული სუნთქვა, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მყოფნოდა,მალევე მომცილდა და გაქრა. მინდოდა მექთვა დარჩენილიყო მაგრამ ვერ შევძელი, მე ხომ ყველაზე სუსტი ადამიანი ვიყავი, როცა ჩემი თავი ყველაზე ძლიერი მეგონა მაშინ მივხვდი თუ როგორი უსუსური ვარ, ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემი სიამაყის გამო დავკარგე, ის ჩემი ცხოვრებიდან ჩემივე სურვილით გავუშვი, მე ვიცოდი თუ როგორ ვუყვარდი მაგრამ მაინც ვიუარე, ხელი ვკარი, მასთან გატარებული ყოველი წამი უნდა დამევიწყებინა, მისი სიყვარული ჩემს მიმართ უნდა დამევიწყებინა, ამ დროს ჩემი თავი ყველაზე მეტად მძულდა, ჩემი სიამაყე ვამჯობინე ჩემს სიყვარულს. მუხლებზე დავემხე და ცრემლები ულევად წამოვიდა, პარალიზებული ვიყავი, ერთ წერტილს ვუყურებდი და არ ვიცოდი თუ რას ვგრძნობდი იმ დროს, ზიზღი, სიძულვილი, მონატრება, სიყვარული, ეს ყველა გრძნობა ერთდროულად მეუფლებოდა. არ მახსოვს ასე რამდენ ხანს ვიყავი, კარის ზარმა გამომაფხიზლა, ცრემლები ისევ თავისით მოდიოდა, არ მახსოვს კარი როგორ გავაღე, ღია კარში თორინიკეს, მარიამის და სანდროს ბედნიერი სახეები დავინახე, მაგრამი ჩემი დანახვისას სახე შეეცვალათ, ჩემდა უნებურად თორნიკეს ჩავეხუტე და ხმამაღლა ქვითინი დავიწყე. -კატიუშა რა დაგემართა?-თმაზე ხელი გადამისვა სამდრომ. -კატო თქვი რა მოხდა? ლუკამ რა გითხრა ასეთი?-მარიამი მომიახლოვდა და პირდაპირ მკითხა. ძლივს ამოვღერღე რაც მოხდა, ყველა განცვიფრებული მიყურებდა. -რატომ მიეცი წასვლის უფლება, გეთქა რომ შენც ძალიან გიყვარს. არაფერი არ მესმოდა,მალევე ოთახში შევედი, პიჟამოები ჩავიცვი და საბანში შევძვერი. -კატო შეიძლება?-კარზე დააკაკუნა თორნიკემ. -ხო შემოდი.-შედარებით დამშვიდებული ხმით ვუპასუხე. -დღეს შენთან ერთად დავიძინებ, თუ წინააღმდეგი არ ხარ? -მოდი მოდი.-გვერდით მომიწვა,მე მაშინვე ჩავეხუტე და ძველი დრო გამახსენდა. -თორნიკე იცი რა გამახსენდა? -რა? -ადრე ცუდი სიზმრები რომ მესიზმრებოდა და მერე შენი დასაწყნარებელი ვიყავი ხოლმე, შენს გარდა არავის არ ვიკარებდი.-ჩემსა და თორნიკეს შორის მხოლოდ 2 წელი იყო სხვაობა, ისეთი დაძმობა გქვონდა რომ ყვდლას უკვირდა. -მაგას რა დამავიწყებს, დღეს დედა და მამა ვნახე, ვიყომ დღეს ჩამოვედი, ვუთხარი რომ მარისთამ ვრჩებოდით. -ხო კარგია რომ ნახე,მოტყუება აღარ მოგვიწევს. ცოტა ხანს ასე ვისაუბრეთ და მალევე ჩაგვეძინა, სიზმარში რათქმაუნდა ლუკა დამესიზრმა, ტირილით გამომეღვიძა. -რა იყო ჩემო გოგო, ლუკა დაგესიზრმა?-გულში ჩამიკრა თორნიკემ. -სულ ასე უნდა ვიტანჯო, ასეთი ცხოვრებას მირჩევნია მოვკვდე, არ მინდა ასეთი კოშმარით ცხოვრება.-პატარა ბავშვივით ვსლუკუნებდი. -მაგას ნუ ამბობ ყველაფერი აუცილებლად გაივლის, დამშვიდი გთხოვ.-თმაზე ნაზად მისვამდა ხელს. ნელ-ნელა დავმშვიდი და მიმეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.