შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ფანჯრიდან (6 თავი)


1-11-2019, 13:06
ავტორი gabi du
ნანახია 2 385

წინ " გადაფუებული" ქალი შემოეგებათ ყავის ჭიქით ხელში და კეთილი ღიმილით.
- რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- ბინა გვინდა, ან სახლი... ან კოტეჯი. ხმაურისა და რუტინისგან შორს. თან მყუდრო და კომფორტული. - აუხსნა ტატომ.
- კეთილი. რამდენი ხნით?
- იყოს მთელი თვით.
- მაქვს რამდენიმე ვარიანტი. მაგრამ აი ეს ვარიანტი მგონი ყველაზე შესაფერისია ახალდაქორწინებულთათვის. - თქვა ქალმა და ლეპტოპი მათკენ მოაბრუნა. - განცალკავებით მდგარი კოტეჯი გრიგოლეთში. ყველანაირი ტექნიკით და ავეჯით უზრუნველყოფილი. ლამაზი ბაღით და თითქმის სანაპიროზე. უკეთეს ადგილს ვერ ნახავთ. - ტატომ კატოს გადახედა. მის გაბადრულ სახეს რომ წააწყდა მიხვდა მოეწონა. აღსრც უფიქრია ისე დათანხმდა ქალს.
- ხომ ახლავე შეგვიძლია წავიდეთ?
- რა თქმა უნდა. მისამართს gps-ში ჩაგიგდებთ. გასაღებს აქვე გადმოგცემთ და ეგაა. - ტატომ ფული გადაიხადა, გასაღები აიღო, კატოს წელზე მოხვია ხელი და მანქანისკენ აიღო გეზი.
- ძალუან უხდებით ერთმანეთს. - მოძახა მაკლერმა და ხელი დაუქნია. ტასოს სახე აელანძა. ვერ ირგებდა მეგობრის ცოლის ამპლუას. ძალიან მოწრიდა. ტატოს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია მაგრამ არაფერი უთქვამს. მშვიდად მიუჯდა საჭეს და გზას დაადგა. სანამ ადგილზე არ მივიდნენ არცერთს არ ამოუღია ხმა.
კატოს ძალიან მოეწონა მწვანეში ჩაფლული ფინური სტილის კოტეჯი. აივნებზე დაშვებული ფერადი ყვავილებით. სამოთხეს გავდა იქაურობა. ტატომ კარი გააღო და წინ გაატარა. ოთახს ინტერესით მოავლო თვალი. აქ ყველაფერი იყო საიმისოდ, რომ თავი კომფორტულად ეგრძნო გარდა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი დეტალისა - ერთადერთი საწოლი იდგა. ორადგილიანი, დიდი და განიერი. მაქმანებიანი გადასაფარებლით.
- კატო მიდი წამოწექი და ცოტა დაიავენე. დაიღლებოდი ფიზიკურადაც და ემოციუადაც... მანამდე მე გავალ და პროდუქტებსა და აუცილებელ ნივთებს მოვიტან. მშვიდად იყავი ხო?! - ტასო გულში ჩაიკრა, შემდეგ მისი სახე ხელისგულებში მოიქცია და თვალებში მავედრებელი მზერით შეხედა.
- წარმოგიდგენია რა სახე ექნება ლეილას, როდესაც ახალ ამბავს გაიგებს? - მოულოდნელად გიჟივით ახარხარდა კატო. ტატოც გაამხიარულა მისმა საქციელმა.
- ცუდია, რომ ნიშადურს მე ვერ ვაყნოსებ მოსასულიერებლად.შვილო გიიგაა დაგვღუპა ამ უტვინოომ. - ტუჩები დაბრიცა და ლეილას პაროდია გააკეთა ტატომ .
- ნიშადურით მოსაბრუნებელი მე გაგიხდები ახლა თუ არ მორჩები მაიმუნობას. - სიცილისგან იჭაჭებოდა გოგო. ტატომ ლოყაზე აკოცა და გავიდა.
ტატო რომ დაბრუნდა კატო დივანზე ჩაძინებული დახვდა. ფეხაკრეფით შევიდა სამზარეულოში. პროდუქტები მაცივარში შეალაგა. რედბულის ქილას თავი მოხადა და ლეპტოპი ჩართო. გადაწყვიტა კატოს გაღვიძებამდე სოციალური ქსელებით შეექცია თავი.
შუაღამე გვარიანად გადასული იყო კატოს რომ გაეღვიძა. ღამის სიჩუმეს ქარის მონაბერი ზღვის ღელვის ხმა სასიამოვნოდ ერწყმოდა. საძინებელში იყო. დიდ საწოლში იწვა და ტანზე მაქმანებიანი, ულამაზესი მუქი ლურჯი ღამის პერანგი ეცვა... გაუკვირდა. კარგად ახსოვდა, რომ მისაღებში დივანზე და თანაც ჩაცმულს ჩაეძინა. თან არც ეს პენუარი იყო მისი. .. მიხვდა ტატომ იზრუნა მასზე და გულში სითბო ჩაეღვარა. მაგრამ როგორც კი გაახსენდა მისი სულელური ჩვევა დასცხა - საქმე ის გახლავთ, რომ ბიუსჰალტერს არ ატარებდა. სირცხვილისგან დანახშირდა. ეცადა ძილის შებრუნებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ამასობაში ცას მტრედისფერი შეეპარა და კატომაც სუფთა ჰაერზე გასვლა გადაწყვიტა. საწოლის კიდეზე ლამაზად გადაკიდებულ ხალათს დასწვდა შეუკვრელად გადაიცვა და ფრთხილი ნაბიჯებით გავიდა მისაღებში . იქიდან კი აივანზე. შენიშნა, რომ ეზოში მანქანა არ იდგა. შეეშინდა და სახლში შევარდა. რომ ტატო გაეღვიძებინა. შუქი აანთო და ადგილს შეეყინა - სახლში მარტო იყო. დივანზე რამდენიმე პარკი ელაგა ზემოდან კი ფურცელი იდო. სასწრაფოდ დასტაცა ხელი და ერთი ამოსუნთქვით გადაიკითხა.:
"მაკვარანცხო! სანამ შენებურ დასკვნებს დადებ და რეზოლუციას დაადებ მინდა წითელ პარკში რომ რაღაც დევს ის ჩაიცვა. ლურჯ ყუთში რაც დევს ის გაიკეთო და დილას 7 საათსა და 15 წუთზე მისამართი რომ მოგივა იქ მოხვიდე.
თუ გავითვალისწინებთ შენი ძილისადმი დამოკიდებულებას და ნამდვილად დათქმულ დროზე ადრე გაიღვიძე შავო მარგალიტო ესეიგი ეს მართლა ის არის რაც ჩემთან ერთად ღმერთს უნდა". - ინსტიქტურად დახედა საათს უკვე შვიდი გამხდარიყო. წითელ პარკს დასწვდა და ლამის ენა გადაყლაპა როცა იქიდან ულამაზესი დაშვებული თეთრი, საქორწილო კაბა ამოიღო.



№1  offline წევრი anamaria♡

აუუ ეს რაარი არმეყო ნახევარიამოსუნთქვაცსრაა ცოტა გაზარდეთავები რა. ისტორიას დადებითადვაფასებ ყველაასოექტში

 


№2 სტუმარი Nino

Dz momwons da tavebi rom gazardo cota ara?

 


№3  offline წევრი gabi du

ატვირთული მაქვს მომდევნო. მოერის მოერის კონტროლს ელოდება და მგონი უფრო დიდიცაა და " საყვარელიც" მადლობა, რომ შთაბეჭდილებებს მიზიარებთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent