ბიჭი ფანჯრიდან (7 თავი)
კი მაგრამ... სად იყიდა... როდის მოასწრო... დაბნეული კატო აზრებს თავს ვერ უყრიდა. ერთხანს ათვალიერა კაბა. ვერ გადაეწყვიტა ჩაეცვა თუ არა. ბოლოს როგორც ჩანს გადაწყვეტილება მიიღო. სწრაფად გაიტანა პარკები საძინებელში. კაბა ჩაიცვა, რომელსაც გრძელი და ლამაზი შლეიფი ჰქონდა. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ოცნებებში წარმოედგინა. თმა სადად აიწია. არაფერი დავიწყნოდა ტატოს. ყველა წვრილმანი გაეთვალისწინებინა რაც შეიძლებოდა დასჭირვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცნობდა ბიჭს მაინც სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა. მორჩა თუ არა მოწესრიგებას ტელეფონიც მოიძია. უამრავი გამოტოვებული ზარი დახვდა ლეილასგან... გიგასგან... კოტესგანაც კი. ზიზღით დაბრიცა ტუჩები. სასწრაფოდ მონახა და გახსნა ტატოს მესიჯი " გარეთ გადი. კართან მანქანა დგას. ზუსტად 5 წუთი მოიცდის. თუკი ყოყმანობ ჯობია არ გამოხვიდე" - საქორწილო კაბაში გამომაწყო და ახლა ნუ გამოხვალო. სულელი. - გაბრაზდა კატო. ნაჩქარევად გავიდა სახლიდან. ის იყო კართან მდგარი მანქანა წასასვლელად მოემზადა. - არ გაბედო! - იყვირა კატომ და დაედევნა დაძრულ მანქანას. სასაცილოდ აქნევდა ხელებს. ასე რომ ვერაფერს გახდა შუა ქუჩაში დადგა ძველ ბიჭივით სტვენა ატეხა. როგორც იქნა მძღოლმაც შეამჩნია საქორწილო კაბაში გამოწყობილი შეშლილი და მანქნა მოაბრუნა. ტატო ეკლესიის შესასვლელთან ნერვიულად მიდი-მოდიოდა. სიგარეტს მძიმედ ქაჩჳდა და კვამლს თვალს აყოლებდა. კატო ზურგიდან მიეპარა და მწარედ უბწკინა. ტკივილისგან იღრიალა ბიჭმა. ეგონა რაღაცამ უკბინა მაგრამ ხელთ საქორწილოდ მორთული კატო რომ შერჩა იქვე ჩაიკეცა. - რა იყო, ცუდად გამოვიყურები? - ელდა ეცა გოგოს. - პირიქით... უბრალოდ მეგონა არ მოხვიდოდი. - ეს რა გამოცანები და მინიშნებები აგიტყდა. ფეხი დამემტვრა შენი მძღოლის დევნაში. სანამ არ დავუსტვინე არ გაჩერდა. - რა გააკეთე? - თვალები კაკლისხელა გაუხდა ბიჭს. - 2 წუთი დამაგვანდა ის იდიოტი კი დაიძრა. მომიხდა გავკიდებოდი. - მხრები აიჩეჩა კატომ. აი ტატო კი რა დღეში ჩავარდა ვეღარ აღვწერ. სიცილისგან იკლაკნებოდა უკვე. - ჰე მოხვალთ თუ რა ხდბა თქვენს თავს ლამის მე და ლიზას დაგვწეროს მამაომ ჯვარი. - იოსკა ქოთქოთით წამოვიდა მათკენ. - იოსკაც აქ არის? - გაუხარდა კატოს. - და ლიზა? ჩემი ლიზა ჩამოვიდა? მართლა ჩემი ლიზაა? - შოკში იყო კატო. - მე ვარ მეე... შე ცუღლუტო. - მოეხვია ლიზა მონატრებულ მეგობარს. ის და კატო კლასელები შემდეგ კი კურსელები იყვნენ. წელიწადნახევრის წინ ლიზა გაცვლითი პროგრამით გერმანიაში წავიდა. ახლა კი მის წინ იდგა და თვალებს არ უჯერებდა კატო. - პირველივე რეისით გამოფრინდი როგორც კი ტატომ სიტუაცია ამიხსნა. ამ დღეს როგორ დავაკლდებოდი. - კიდევ ერთხელ ჩაეხუტა ლიზა მეგობარს. - 2წუთ გვადროვეთ და ჩვენც მოვალთ. - უთხრა კატომ იოსკას და ლიზას. შემდეგ კი ტატოს მიუბრუნდა. - მთელი ცხოვრება მოსამსახურედ რომ დაგიდგე მაინც ვერასდროს გადავწონი შენს ყურადღებასა და ზრუნვას ჩემს მიმართ... აი ჯვარი რომ უნდა დავიწეროთ ეს მაინც მაშინებს. ღმერთს ხომ ვერ მოვატყუებთ? - ვინ გითხრა რომ მოვატყუებთ. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ სიკვდილამდე მეყვარები და არ მეშინია დავიფიცო. შენ? შენ აპირებ გადამიყვარო? - რა სისულელეა. მაგრამ აქ ესეთ სიყვარულზე ხომ არ არის ლსპარაკი? - სსეთი აზრებით ჯობდა საერთოდ ატ მოსულიყავი. - ნაწყენი გატრიალდა ტატო. - დამელოდე. აქ ასე ვერ დამტოვებ. უპატარძლო ქორწილი ვის გაუგია. - სიცილით დაეწია კატო. ხელიდან თაიგული გააგლიჯა კარებთან ლიზას და გაოცებულ ტატოს გვერდით ამოუდგა. ჯვრისწერამ ჩაიარა. ოთხეულმა ერთმანეთი გაფაკოცნეს და ეკლეიის საზეიმოდ მორთულ ეზოში მომლოდინე სასამართლო რწმუნებულისკენ აიღეს გეზი. ჯერ ტატომ მოაწერა ხელი ახლა კატოს ჯერი დადგა. მოულოდნელად წამოხტა და თქვა. - არა. - არა? - ყველამ ერთად გაიმეორა მისი წარმოთქმული. ოღონდ კითხვისნიშნის დასმით. - დღეს არა. ან რამდენიმე საათით არა. ხომ დამელოდებით? დამელოდეთ ერთი საქმე მაქვს დასამთავრებელი. - თქვა კატომ იოსკას ხელიდან მანქანის გასაღები ააცალა და სირბილთ დატოვა იქაურობა. ვერავინ ხვდებოდა რა შეიძლებოდა კატოს საქციელის მიზეზი ყოფილიყო. იცოდა მხოლოდ კატომ. რომელიც მთელი სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას ქალაქისკენ. უცებ ბანკის ფილიალს მოჰკრა თვალი. ინსტინქტურად დაამუხრუჭა. საქორწილო კაბის ფრიალით გადმოვიდა მანქანიდან და შენობაში შევიდა. გაოცებულები უყურებდნენ ბანკის კლიენტები და თანამშრომლები რიგის მომლოდინე პატარძალს. მერე ერთხმად ითათბირეს და ურიგოდ გაატარეს გოგო. კატომ ნჩქარევად აუხსნა ოპერატორს, რომ მთლიანი თანხის გატანა და ყველა ანგარიშის დახურვა სურდა. მთლიანი თანხა კ საკმაოდ სოლიდური იყო რამდენიმე ათეული ათასი. თანხა აიღო, პარკში ჩაყარა. საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და ისევ ეკლესიისკენ აიღო გეზი. ეზოში შესულს თითქმის იგივე პოზაში დახვდა ყველა. ტატოს მკვვდრის ფერი ედო და ვინ იცის უკვე მერამდენე ღერ პარლამენტს ეწეოდა. - ბოდიშს გიხდით. შეგვიძლია გავაგრძელოთ. იღონდ ერთი შესწორების შეტანა იწნება საჭირო... მინდა ტატოს გვარზე გადავიდე და ჩხაპელია მეწეროს ირადობაში. - რაა? - ეგონა მოესმა ტატოს. - ჰო. ასე მინდა. თუ შენც დამთანხმდები. მომცემ უფლებას? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.