ცოდვების ხარჯზე... (20 თავი)
როგორც კი გაიგეს ტყუპებმა, რომ სანდროს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, რამდენიმე წუთი დაიცადეს და საავადმყოფო დატოვეს. არცერთს უთქვამს ვაჩესთვის ან ლილუსთვის რას აპირებდნენ და განყოფილებაში დაბრუნდნენ. -რამე გეგმა გვაქ?_ძმას გადახედა იოანემ და დაფაზე გაკრულ ინფორმაციას მიუახლოვდა. -რა თქმა უნდა_მხრები აიჩეჩა ბიჭმა, მოსაცმელი სკამზე მიაგდო და დაფას მიუბრუნდა, -მარტო მალხაზის იმედად რასაკვირველია არ ვიქნები, მოწმეები უნდა ვიპოვოთ, შენც იცი მარტო დავითი ჭორებს გამოიწვევს და არა ბრალდებას, პროკურორი არ იკმარებს. -მაგრამ ისინი ხმას არ იღებენ_მომსახურე პერსონალის სიისკენ გაიშვირა ხელი ბიჭმა, მაგრამ რამდენიმე წამით ჩაფიქრდა, -თუმცა, მოიცა .... -სწორია, ხალხს ორი მიზეზით აიძულებ გააჩუმო..._წარბები აუწია გაბრიელმა -ან უნდა ეშინოდეთ... -ან უნდა გაღმერთებდნენ. -ვიტალის კი ფაქტია არავინ აღმერთებს_ახლა უკვე ლაღად გაეღიმა გაბრიელს. -არ მითხრა, რომ დავითის ამბის გახმაურებას აპირებ. -ტყუპი ტყუილად არ გქვია_თავი დაუქნია უფროსმა ძმამ. -მაგრამ ეგ ხომ ისედაც ცნობილია?_ამჯერად ნამდვილად დაიბნა იოანე -არა ნამდვილი მიზეზით_თვალი ჩაუკრა გაბრიელმა და აცადა ძმას დაფიქრებულიყო. -ჯანდაბაა, აპირებ აქედან ახალი ისტორია შექმნა და პერსონალი გადმოიბირო_მალევე გაუნათდა გონება -ნამდვილად. -ამას უყურე რა, რა გამომძიებელი დაგაყენეე, აფსუს_ტუჩებ ამობრუნებული გაიჯგიმა იოანე -ხო სულ შენ დამაყენე_დაუბღვირა გაბრიელმა. -იდიოტო, მე რომ გიდგავარ გვერდით მიტო ჩანხარ ასე მაგარი, თორე_ენა გამოუყო ძმას პატარა ბავშვივით. -ნენე როგორ გიძლებს?_სერიოზული სახით მოუბრუნდა უფროსი ყიფიანი -ჩემი ჭკუისაა არ უჭირს_ცოლის გახსენებაზე სახე გაებადრა იოანეს. -კარგი, გვეყოს ცანცარი, დროა ხალხი გავინაწილოთ და ხომ იცი ისე ნუ მიახტები ყველამ რომ დაგინახოს.... -ისე უნდა მივიდე, რომ თუ ვინმე უთვალთვალებს ვერ დაინახოს, გმადლობთ, მასეთი იდიოტიც არ ვარ_დაუბღვირა უნცროსმა ძმას და სიის ფურცლით ხელში დატოვეს ოთახი. კიდევ ორი დღეც და სოფიას ნანატრი დღე გაუთენდა, ბებოს საავადმყოფოდან წერდნენ, პირველად გაუხარდა მემგონი გოგოს ბებიის სიბრმავე, ქალს რომ სახლი ასეთ მდგომარეობაში ენახა ისევ კლინიკაში შეაბრუნებდნენ ინფაქტით. კიდევ ერთხელ მოავლო თვალი განადგურებამდე მისულ სახლს და კარი გაიკეტა. ყველანაირი საბუთი მზად დაახვედრეს და ათ წუთში უკვე ტაქს ეძებდა ქალთან ერთად. -გამარჯობათ, დაბრძანდით_ნაცნობი ხმა მოესმა წინ გაჩერებული მანქანიდან და ავტომატურად გამოუღო მოხუცს კარები. -როგორ ხართ, ნაზი ბებო ახლა ხომ კარგად ხართ?_ზრდილობა არასდროს ავიწყდებოდა კონსტანტინეს და ლაპარაკში მანქანაც დაძრა. -კარგად შვილო, შენი ხმა მახსოვს, ჩემ გოგოსთან იყავი ერთხელ არა? -რა კარგი მახსოვრობა გაქვთ ბებო, ყოჩაღ. -ასე ყოფილა ბებო, ექიმმა როცა სინათლეს კარგავ სხვა შეგრძნებები გიმძაფრდებაო_გაიღიმა ქალმა და გვერდით მჯდომ შვილიშვილს მოუთათუნა ხელი. -როგორაა?_რამდენიმე წუთიანი სიჩუმე დაარღვია სოფიამ. -უკეთ_მოკლედ შემოიფარგლა ბიჭიც. -ძლიერი ტკივილები აქვს?_ვითომ არ აინტერესებდა ისე იხედებოდა ფანჯარაში და თან კითხვას სვამდა. -წესით უნდა ქონდეს, მაგრამ გამაყუჩებლებითაა გაჭყეპილი_ჩაეღიმა კონსტანტინეს სოფიას კითხვაზე. -წარმომიდგენია როგორ უხარია_მრავალმნიშვნელოვნად ასწია წარბი და თავი გადააქნია, -მოვედით ბე, მოდი ხელს ჩაგჭიდებ და გადმოდი_ფრთხილად გადმოიყვანა ქალი სადარბაზოსთან, კონსტანტინეს თავი დაუკრა მადლობის ნიშნად და სახლისკენ წავიდა. მალევე დააბინავა საკუთარ ოთახში და თავად მოსწავლეებთან გავიდა, დასასვენებელი დრო ნამდვილად არ ქონდა. -აკაკი მახარაძე?_ზურგს უკან მოესმა დაახლოებით 35 წლის, შავგვრემან კაცს სახელი და გაკვირვებული მიბრუნდა. -დიახ? გისმენთ. -მე გაბრიელ ყიფიანი ვარ, გამომძიებელი მეორე განყოფილებიდან. -რით შემიძლია დაგეხმაროთ? -ჯობია სადმე წყნარად ვისაუბროთ_ მანქანისკენ მიუთითა გაბრიელმა და კაციც მაშინვე დათანხმდა, როდესაც იცი, რომ ცუდი არაფერი ჩაგიდენია, წინააღმდეგობის გაწევაზე ან დამალვაზე არ იფიქრებ. -მე აქ თქვენს გასაფრთხილებლად ვარ_მძიმედ დაიწყო გაბრიელმა და გარემო მოათვალიერა. -გასაფრთხილებლად? ჩემთან რატომ? -იცით ალბათ თქვენი უფროსი, დავითი რომ აიყვანეს? -ჩემი უფროსიი? დავითი? ა დიახ, ვიცი_თავიდან დაეჭვებულმა, თუმცა შემდეგ უფრო დარწმუნებით დაუქნია თავი. როგორც ჩანს მაინც ჰქონია რაღაც დასამალი. -მისი მოკვლა ვიტალიმ სცადა, რომელსაც დარწმუნებული ვარ მშვენივრად იცნობ_ამოოხვრაც არ დავიწყნია გამომძიებელს. -ვიტალის? რას ამბობთ რატომ?_მართლაც ეტყობოდა კაცს შიში. -რა თქმა უნდა ჯერ არავის გაუგია, მაგრამ ვიტალი საქართველოს ტოვებს, გამოძიებამ მის საქმესთან დაკავშირებით ბევრი რამ იცის, ამიტომ გაქცევას თავიდანვე ცდილობს, ბიზნესების მოშორება და სუფთა ფურცლიდან ყველაფრის დაწყება სურს. დავითი პირველი იყო ვინამაც მისი საქმიანობების შესახებ იცოდა, ჯერ ყველა ობიექტი და საქმიანობა მას მიაწერა და მოსაკლავად კაცი დაიქირავა. -ამის დედაააც_ფანჯარაში გაიხედა აკაკიმ და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა. -კიდევ მოკლა ვინმე? -ჯერ ალბათ ვერ მოასწრო, მაგრამ მისი ხალხი უკვე ჩართულია საქმეში და ყველაფერი დროის საკითხია_სიმართლე აღიარა გაბრიელმა. -ჩემგან რა გინდათ? მე რა შუაში ვარ? -შუაშ რომ არ იყო, შენს სახლთან მისი ხალხის ორი მანქანა არ იქნებოდა დაყენებული, არც შენს სახლში იქნებოდა კამერები და არც შენს ქალიშვილს გაყვებოდა უნივერსიტეტში დაბურულ მინებიანი მანქანა_მწუხარედ მოახსენა კაცს და აშკარად გამოიწვია მისი გაცეცხლება. -თქვენ რა გაგიჟდით? ჩემ ქალიშვილთან ვის რა ესაქმება? მას მხოლოდ მე ვყავარ, ლილე საერთოდ არაფერ შუაშია. -მე ვიცი, მაგრამ ისიც ვიცით რომ ვიტალის არც ქალი აინტერესებს, არც ბავშვი და არც ოჯახი. -ახლა ვხვდები, გინდათ სანამ მომიშორებს მის წინააღმდეგ გამომიყენოთ_ჩაეცინა კაცს. -ჭკვიანი კაცი ხართ, თქვენ უკვე მეხუთე ხართ და ასე პირდაპირ ჯერ ვერავინ მიხვდა, სამაგიეროდ თქვენი ქალიშვილის უსაფრთხოებას პირადად ვიღებ ჩემს თავზე და გარწმუნებთ, საკუთარი ქალიშვილივით დავიცავ. -შვილები გყავთ?_ჩაფიქრდა კაცი -ტყუპები_მაშინვე გაეღიმა გაბრიელს მოღუღუნე და-ძმის გახსენებაზე. -მაშინ თქვენი შვილები დაიფიცეთ, რომ ლილეს თმის ერთი ღერიც კი არ ჩამოუვარდება. -პირობას გაძლევთ_თავი დარწმუნებით დაუქნია -მაშინ ჩემი იმედი გქონდეთ_ანთებული თვალებით გადმოხედა აკაკიმ და თავი დაუკრა გახარებულ გაბრიელს. უკვე საღამოს ბინდი შერეოდა გარემოს და სიბნელეს ყველგან მოდებას აიძულებდა. საავადმყოფოს ფანჯარასაც იძულებით მოშორდა მზის სხივები და პალატაში მწოლიარე ბიჭმაც გაახილა თვალები. ზურგზე გადმობრუნება უკვე ოცნებად ექცა და ვერაფრით აიძულებდა თავს ამას შეგუებოდა. -საღამო მშვიდობის ბოს_კონსტანტინეს ხმა გაიგონა სკამიდან და შრიალის ხმაც მოჰყვა შედეგად. ბიჭი ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა არხეინად და ჟურნალ „გზას“ დიდი ინტერესით ფურცლავდა. -შენ თუ იხსნი ჟურნალ-გაზეთების მომავალს_ჩაიბურდღუნა ტკივილიანი ხმით სანდრომ. -სხვათაშორის ძალიანაც საინტერესოა, იცოდით ბეგაშვილი ქმარს რომ გაშორდა? თურმე მისი ცნობილობა არ მოსწონდა_თავი გადააქნია ბიჭმა. -რაც მაგას კაცები ეყოლებოდა ნახმარი რომელი ქმარი გაუძლებდა. -არც მასე ლაპარაკი შეიძლება უფროსო, იქნებ და სულაც არაა ეგრე? -ახლა ნეტა ბეგაშვილზე მეტი საჯავრებელი არაფერი მქონდეს და მე მოვიყვანდი ცოლად_ბეჭის გამოძრავება სცადა და არც თუ ისე ცუდად. -გადასარევად ვიცით, ვისაც მოიყვანდი ცოლად_ირონიული ხმით დასცინა უფროს და ცოცხლად წამოხტა ფეხზე. -როგორაა? -რა ერთნაირი შეკითხვებით მოძრაობთ_სიცილი აუტყდა კონსტანტინეს, -კარგადაა, ნაზიკუნა უკვე ორი დღეა სახლშია, უნიში არ წასულა მოსწებს ამეცადინებს, წიგნს კითხულობს და ბაზარში შპალერი, საღებავები და წებო იყიდა, ალბათ პატარა რემონტს გეგმავს. -და რასაკვირველია ამ ყველაფრის გაკეთებას თავად აპირებს, მოსწავლეებს ცხრაზე ასრულებს._ამოიხვნეშა სანდრომ. -და რასაკვირველია შენ მისი გრაფიკი ზეპირად იცი. -ერთი კვირა მასთან ვცხოვრობდი, სხვა რა საქმე მქონდამხრები აიჩეჩა, -ექიმს დაუძახე რა_ თავი კარისკენ შეაბრუნა და თეთრ ხალათიანს დაელოდა. სადა შპალერი შეარჩია მისაღებისთვის, დივანს გადასაფარებელი უყიდა დაზიანებული ნაწილები რომ დაეფარა, მოსწავლეები რომ გააცილა დიდი შუქი აანთო, ოთახი გააჩახჩახა და წყნარი მუსიკა ჩართო. წებო გახსნა, შპალერი გაშალა, ძველი უკვე მოშორებული ქონდა კედლებიდან, ამიტომ შეეძლო პირდაპირ ახლის გაკვრა დაეწყო. ის იყო პირველი ხაზი უნდა დაეწეპებინა კარზე ზარმა რომ შეაყოვნა. წარბებ მოქუფრულმა გადადო წეპოიანი შპალერი და კარისკენ წავიდა. ვიღას ახსოვდა გაბრაზება და ქაღალდის გაფუჭება, როცა გამოღებულ კარში სახეზე გათეთრებული, წელში ოდნავ მოხრილი სანდრო დაინახა. ბიჭი მთელი ძალით ცდილობდა გაღიმებას და მოძრაობისგან გამოწვეულ ტკივილს აიგნორებდა. -სანდრო?_გაკვირვებულმა სოფიამ ლამის საკუთარი ხმაც კი ვერ იცნო და ავტომატურად დაიხია უკან დაშავებული ბიჭი რომ შემოეშვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.