შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ სიტყვები ზედმეტია (მეორე ნაწილი) IV თავი


3-11-2019, 13:27
ავტორი meilin
ნანახია 1 164

კარი სწრაფად შევაღე და თვალებით გიორგის ძებნა დავიწყე, ბართან მდგომი, ვიღაცას ესაუბრებოდა. სწრაფად გავემართე მისკენ, ვიღაც გოგოს უხეშად მოვუჭერი გზა და შემაღლებულ სკამზე ჩამოვჯექი. გიომ გამომხედა და სერიოზული გამომეტყველება უცბად ღიმილმა შეცვალა.
- ვაა მიაა, როგორ ხარ ? შემათვალიერია და ჩემი განერვიულებული სახის დანახვაზე ისევ დასერიოზულდა. - მოხდა რამე ?
- რამე ძლიერი დამისხი ორმაგი დოზით. წამით გაკვირვებით შემომხედა, შემდეგ სიცილი დაიწყო.
- ალექსანდრე ხო ? თან ეშმაკურად გადმომხედა.
- იცოდი რომ ჩამოდიოდა ? გაბრაზებულმა გავხედე.
- არა არ ვიცოდი, მეც გამიკვირდა რამდენიმე დღის წინ რო ვნახე. პროსტა რამდენჯერაც რამე ძლიერი მოითხოვე ორმაგი დოზით, იქამდე ყოველთვის ალექსანდრეს ნახულობდი. თან სასმელი ჩამომისხა. - აბა რა მოხდა ? ჩემკენ გადმოიხარა, ნიკაპი ხელს ჩამოაყრდნო და აციმციმებული თვალებით შემომხედა. მისი ამ სახის დანახვაზე გამეცინა, იმდენად საყვარელი იყო.
- რა უნდა მომხდარიყო, იმედებს არ მიცრუებს იმ თვალსაზრისით, რომ უტიფარი, თავხედი, დეგენერატი და იდიოტია. სასმელი გადავკარი და ჭიქა უხეშად დავახეთქე. - კიდევ დამისხი.
- ხო ეგ უკვე მოსმენილი მაქვს, არადა ჩემთან კარგია, გამომხედა ოდნავ განაწყენებული სახით.
- შენთან რომ კარგია ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად კარგია, ვაბშე ვერ ვხვდები შენნაირი ადამიანი ამათ გაუგებრობაში როგორ მოხვდი.
- დემეტრეზეც ამბობ ?
- ხო, არც ეგ აკლებს.
- დემეტრესგან რაღა გინდა ? გაეცინა და ჭიქა შემივსო.
- ერთი მეორეზე უარესები არიან, დეგენერატები. ვითომ ძაან სამართლიანები და კარგები არადა ორივე მანიპულატორები და უნამუსოები, ორმაგი სტანდარტებით. იდიოტები.
- აუ შენ ძაან გამწარებული ხარ, ვის გადაწვდე აღარ იცი.
- შენ რას შვები, როგორ მიდის ბარის საქმეები ?
- რავი ძალიან კარგად, ახლა მათეს ველოდები, რამდენიმე დღეში ჩამოვა. ბედნიერებისგან თვალები გაუბრწყინდა.
- ოჰ რაღა გვიჭირს, შეიკრიბა ბანდა.
- შენ ის მითხარი შენი მკერავი რას შვება..
- ვინ მკერავი ? გავხედე გაკვირვებით
- შენი შეყვარებული.
- რა მკერავი გიორგი ბაიკერია, ღმერთო.. სულ გადამავიწყდა ხანდახან გიორგის გონება რომ ეკეტება ხოლმე.
- ა ხო ხო, ისიც გითხარი შეიძლება ვიცნობდეთქო. მეც მაგარი ვარ, მკერავები ხო მარტო გოგოები არიან.
- ვაიმე ღმერთო, მოკლე მეხსიერება გაქვს.
- მეხსიერებას ზომა აქვს ? გაოცებულმა შემომხედა.
- აუ ვსო გაჭედა. ამოვილაპარაკე სიცილით. - წავედი მე ხვალ ადრე ვარ ასადგომი.
- მიდი და ნუ დაიკარგებიხოლმე. გიორგის დავემშვიდობე და ბარიდან გამოვედი. გაბრაზება მაინც ვერ ჩამეცხრო, ბარის წინ დავდექი და ჩავფიქრდი, საერთოდ რატომ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში ის, რაც ხდებოდა, რატომ ვერ მეღირსა ჩემს ცხოვრებაში სიმშვიდე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. იქნებ ლილიტის ბრალია ? ვკითხე ჩემს თავს, ან იქნებ წინა ცხოვრებაში რამე ძალიან ცუდი მაქვს გაკეთებული და ამისთვის ახლა ვისჯები ? იმის გამო, რომ კითხვაზე პასუხი ვერ მეპოვა უკვე ყველანაირ უაზრობას ვედებოდი. ფიქრებიდან მობილურის ზარმა გამომაფხიზლა. მობილურს დავხედე და ხმა გავთიშე, ახლა არც დაჩის და არც არავის ნახვა არ მსურდა, ახლა მხოლოდ ცხელი აბაზანა და წითელი ღვინო მინდოდა, ამიტომაც სახლისკენ სწრაფად გავემართე. გარეთ საკმაოდ ციოდა, ნოემბრის სუსხისგან გაყინულმა შევაღე კარი, სახლის სითბო სასიამოვნოდ მომედო კანზე, პერანგის შეხსნა დავიყე და ჩემი ოთახისკენ გავემართე. ოთახში შესვლა და ჩემი კივილი ერთი იყო. ჩემს საწოლზე დაჩი წამოწოლილიყო, ხელები თავქვეშ ამოედო და მშვიდად მიყურებდა. ჩემს ყვირილზე რეაქცია არ ჰქონია და მოთმინებით მელოდებოდა როდის გადამივლიდა მისი მოულოდნელად დანახვით გამოწვეული შიში.
- აქ რანაირად შემოხვედი ? ვკითხე შოკირებულმა, სახლში რომ შემოვედი კარი აშკარად ჩაკეტილი იყო.
- ჩემს ზარს რატომ არ პასუხობ ? მიპასუხა მშვიდი, მკაცრი ტონით, ისე რომ არ განძრეულა.
- აქ რანაირად შემოხვედითქო ?? კითხვა გავუმეორე ოდნავ მაღალი ტონით.
- ჩემს ზარს რატომ არ პასუხობ ? გამიმეორა უფრო გამკაცრებული ტონით თან ოდნავ წამოიწია.
- ალბათ არ მესმოდა, მეტყვი თუ არა აქ რანაირად შემოხვედი ?
- ამწეკრანი დავიქირავე და ფანჯრიდან შემოვძვერი, ღია დაგრჩენია. მიპასუხა ოდნავ ირონიული სახით.
- რა სისულელეებს მეუბნები ? გავღიზიანდი მისი არასერიოზული საუბრით.
- ხო ეს დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც შენი მიზეზი. ლოგინიდან წამოდგა და ნელა მომიახლოვდა.
- ვერ გავიგე რა გინდა, ახლა შენ წამომიყენე პრეტენზიები.
- მე მინდა, რომ ოდნავი პატივისცემა იქონიო, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც როცა მოგინდება მაშინ გაუთიშავ და როცა მოგინდება მაშინ უპასუხებ.
- შენთვითონ სულ მასე იქცევი და ვერ ვხვდები ჩემთან რა პრეტენზია გაქვს.
- მე როცა გითიშავ ესეიგი მაქვს მიზეზი, რატომაც გითიშავ, თან მილიმეტრებში დამიდგა და ზემოდან დამხედა მკაცრი სახით. - და შენ მაგაზე პრობლემა არასდროს არ გქონია, გარდა ამისა ჩემი პირადი გაღიზიანება შენზე არასოდეს არ გადმომაქვს და ის, რომ შენს რაღაც- რაღაცებს და კარგად იცი რა "რაღაცებსაც" გაგებით ვეკიდები, ნუ გაფიქრებინებს იმას, რომ ეგ ყველაფრის უფლებას გაძლევს. გასაგებია ? ბოლოს ხმას ოდნავ აუწია, მთელი მონოლოგის განმავლობაში თვალებში დაჟინებით მიყურებდა. პასუხს არც დალოდებია. სწრაფად გაემართა კარისკენ.
- გირჩევნია სახლში უკეთესი დაცვის სისტემა დააყენო. მომაძახა გასვლისას და ჩემი სახლის კარი სწრაფად გაიჯახუნა. რამდენიმე წამი ადგილზე გაშეშებული ვიდექი და ვერ ვიაზრებდი რა მოხდა. ცხოვრებაში პირველად ვნახე დაჩი ასეთი გაბრაზებული. მობილური ავიღე და გადავურეკე.
- რა გინდა. მიპასუხა ცივი ტონით.
- მობრუნდი.
- მე დავამთავრე შენთან ლაპარაკი.
- მე არ დამიმთავრებია, მობრუნდი !
- არ ხარ იმ მდგომარეობაში, რომ პრეტენზიები წამოაყენო.
- ერთი წამით, მიკონტროლებ როდის ვის როგორ ვპასუხობ ზარებს, იჭრები ჩემს ბინაში უნებართვოდ რაც წესით კანონით ისჯება და კიდე მე არ მაქვს იმის უფლება რომ პრეტენზია მქონდეს ?
- ახლა ვხვდები რატომაც არ აგეწყო ალექსანდრესთან ურთიერთობა.
- ალექსანდრე რა შუაშია ? წამში სიბრაზემ დამიარა.
- იმ შუაშია, რომ შენ ყველასთან ის სურვილი გაქვს რომ ყველაფერი შენს ჭკუაზე ატრიალო და ყველაფერი ისე იყოს როგორც შენ გინდა, ვერ ხვდები რომ ეგრე ურთიერთობები ვერავისთან ვერ აგეწყობა, როცა ეგ არ გამოგდის მერე გადადიხარ მანიპულაციაზე პროსტა მაგას აკეთებ ფარულად, როცა ეგეც არ გამოგდის მერე აწყობ ისტერიკას, თანაც ცდილობ საკუთარი თავი მსხვერპლდ გამოიყვანო და იმას ვერ ხვდები, რომ მასეთ შემთხვევაში ადამიანი პროსტა ბოლოს ჯინაზე აღარ გაგატანინებს შენსას. და ყველაფრის მიუხედავად ჭკუას მაინც ვერ სწავლობ. ახლაც სავარაუდოდ ნერვები მოგეშლება იმიტომ რომ სიმართლეს გეუბნები, რამე სალანძღავს მეტყვი, მობილურს გამითიშავ, მერე მომადგები და ბოდიშ ს მომიხდი იმ იმედით, რომ ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება და თუ მასე არ მოხდა წავა ისტერიკების სერია. იმედია ყველაფერი გასაგებად გითხარი, ახლა აღარ მცალია, კარგად იყავი. დაჩიმ მობილური გამითიშა. იმდენად გამწარებული ვიყავი, ლამის მობილური კედელს შემოვალეწე. რამდენიმე წამი აქეთ-იქით დავდიოდი. ის-ის იყო სააბაზანოში შევდიოდი, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. ალბათ სალომეა, გავიფიქრე გულში, კარი სწრაფად გამოვაღე.
- იმედია ღვინო წამ... წინადადება შუაში გამიწყდა როდესაც სალოს მაგივრად დაჩი დავინახე.
- კი წამოვიღე, ხელი აწია, რომელშიც ღვინო ეჭირა და ოთახში შემოვიდა.
- აქ რას აკეთებ? მემეგონა ჩემზე გაბრაზებული იყავი.
- ახლაც ვარ, სამზარეულოში შევიდა, ჭიქები გადმოალაგა და ღვინო ჩამოასხა.
- მეგონა არ მოხვიდოდი.
- სულ შენს ინტერპეტაციებში რომ ხარ, მაგიტომაც მიგდის საქმე კარგად, ირონიული სახით გადმომხედა და სკამზე მოკალათდა.
- რაციცი რამდენიმე წუთის წინ მიწასთან გამასწორე.
- ახალი არაფერი არ მითქვამს, ეგ ყველაფერი თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ჩემი არჩევანი გავაკეთე და ჩემს არჩევანზე შენ პასუხს ვერ მოგთხოვ, თანაც დროის კარგვა არ მიყვარს.
- ეგ რას ნიშნავს? მივუახლოვდი და ღვინო მოვსვი. დაჩიმ ამოიოხრა და უცნაური მზერით გამომხედა, თითქოს თბილი, თან თითქოს ცივი...
- ეგ ნიშნავს იმას, რომ გიღებ ისეთს, როგორიც ხარ. ეს იყო სიტყვები, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში თავი ადამიანად მაგრძნობინა, ადამიანად, რომელიც ძალიან ბევრი უარყოფითი თვისების მიუხედავად შესაძლოა ვიღაცისთვის მაინც სასურველი იყოს. მიმღებლობა, არის ის, რაც ხშირად ადამიანებს გვაკლია, ალბათ პრობლემების უმეტესი ნაწილი ზუსტად ამ თვისების არ ქონის გამო ჩნდება. ხშირად ვცდილობთ ერთმანეთი შევცვალოთ, ჩენს კრიტერიუმებზე მოვარგოთ, არადა გვავიწყდება ის, რომ ადამიანი გვიყვარდება ზუსტად იმიტომ, რომ არის ისეთი, როგორიც არის, დროთა განმავლობაში კი ჩვენ ამ ყველაფერს ვაუფასურებთ. ერთს, შესაძლოა გარკვეული თვისებების გამო ვეზიზღებოდეთ, მეორეს კი ზუსტად ამ თვისებების გამო უზომოდ ვუყვარდეთ. რემარკმა თქვა, ადამიანი ვერასოდეს გამოიწრთობაო და ალბათ მართალიცაა, პიროვნების გამოძერწვაში დროის კარგვა უაზრობაა, რადგან საბოლოო ჯამში ეს ცუდ შედეგამდე მიგიყვანს, ამიტომ ადამიანს ან იღებ ისეთს, როგორიც არის, ან არადა მისგან მიდიხარ, საბედნიეროდ არჩევანის თავისუფლება ყველა ადამიანს აქვს. დაჩისკენ მივიწიე და ნელა ვაკოცე. ხელები მომხვია, ფეხები წელზე შემომალაგებინა და საძინებლისკენ გაემართა. ერთმანეთის ტკობობით ვიყავით გართულნი, როდესაც ჩემი მობილური აწკარუნდა. ცეცხლის ფონზე მდგარი რქებიანი ეშმაკის ფოტო გამოისახა წითლად მოელვარე თვალებით, ალექსანდრეს ნომერზე მქონდა ეგ ფოტო დამატებული, სანამ ვუპასუხებდი დაჩიმ სწრაფად გამომართვა მობილური ხელიდან, გვერდით მოისროლა და ჩემი კოცნა განაგრძო, მის სურვილს დავემორჩილე, რაც ალბათ შემდეგ სანანებელი გამიხდებოდა, მაგრამ ალექსანდრეს გამწარების თუნდაც ცოტაოდენ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი...
დილის 7ის ნახევარზე ალექსანდრეს მაგიდაზე ელაგა კაპუჩინო დარიჩინით და კარამელით, ტილოს ხელსახოცი,
ომლეტი, რომელიც გადაკეცილი იყო ზუსტად შუაზე და 4 ნაჭერი მწვანე ვაშლი, ასევე გამზადებული წინა დღის ხარჯთაღრიცხვა,
უპასუხოდ დატოვებული ზარებისა იმ პიროვნებების ჩამონათვალი, რომლებსაც შემდეგ დღეს დალაპარაკებაზე შეუთანხმდა,
1 ფაილი ადამიანების მოკლე ბიოგრაფიებით და ფოტოებით რომლებსაც იმ დღეს უნდა შეხვედროდა, რა თქმა უნდა გრაფიკის მიხედვით და მაგიდის გვერდით ვიდექი მე, უძილო, დასტრესილი, დასიებული თვალებით, რომელებსაც ვერანაირი მაკიაჟი ვერ ფარავდა. გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი რომ ჩაეძინებოდა, მაგრამ ზუსტად 7ის ნახევარზე თავის კაბინეტში შემოვიდა, სრუილად მშვიდი და გამოძინებული.
- დილამშვიდობისა, მივესალმე იფიციალურად.
- დილამშვიდობისა, მიპასუხა ირონიული სახით, აშკარად იცოდა, რომ ჩემთვის ეს დილა მშვიდობიანი ვერ იქნებოდა. ჯერ მაგიდას მოავლო თვალი, შემდეგ მე და ჩემი და კმაყოფილს ოდნავ გაეღიმა, მისი "ბრძანებები" ზედმიწევნით შევასრულე, ამიტომ დარემუნებული ვიყავი, რომ შარს ვერ მომდებდა.
- თავისუფალი ხარ. მითხრა ისე, რომ არც შემოუხედავს, თან თავისი ადგილი დაიკავა. უპასუხოდ დავტოვე მისი კაბინეტი. იმდენად მეძინებოდა, რომ ლამისაა წავქცეულიყავი. ჯერ პირველი დღის პირველი დილა იყო და მე უკვე ვიცოდი, რომ ამ ყველაფრის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ძალიან მალე შემიწირავდა. ჩემს კაბინეტში შევედი და ჩემს საქმეს შევუდექი, 9 საათიდან ალექსანდრეს შემდეგ წახემსებამდე ჩემი კლიენტები მივიღე. სადილის შემდეგ მისთვის მომზადებული დოკუმენტები ავიღე და მისი კაბინეტისკენ გავემართე კარზე ფრთხილად დავაკაკუნე.
- მობრძანდით. კარი შევაღე და ადგილზე გაჩერება ჩემთვის უცხო პირმა მაიძულა. მის მაგიდასთან ახლოს, მოდელის პოზაზე იდგა მაღალი, ნავარჯიშები, სექსუალური, ახლაგაზრდა გოგონა, შავგვრემანი, ლურჯთვალება, გრძელი ტალღოვანი თმით, მოტკეცილი მაღალწელიანი ქვედაბოლოთი, ზოლიანი გეტრებით, რომლებზეც ქვედაბოლოს შიგნიდანაც ჩანდა დამჭერები, პერანგის რამდენიმე ღილი მკერდთან შეეხსნა. იმდენად ლამაზი იყო, მის თვალიერებაში ლამის გადამავიწყდა რისთვის ვიყავი შემოსული. ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გულისცემა, როგორ მოაწვა სისხლი ჩემს სხეულს, წამის მეასედში ყველაფერი წარმოვიდგინე რა შეიძლებოდა მომხდარიყო მათ შორის. ყელში თითქოს ბურთი გამეჩხირა. "ოღონდ ახლა არ იტირო", ვუმეორებდი ჩემს თავს. ალექსანდრემ ჩვეული, კმაყოფილი სახით გამომხედა.
- გაიცანი სოფია, ეს არის ჩემი უფროსი თანაშემწე, შენ დაიკავებ უმცროსი თანაშემწის ადგილს, ამიტომ რასაც მე და სოფია გეტყვით ის უნდა გააკეთო, შეკითხვებს ველოდები. ჩემი გამწარებით გამოწვეული უზომო კმაყოფილება მის ტონშიც იგრძნობოდა. გულში მისი გაცნობის დღეს ვწყევლიდი.
- არ მაქვს შეკითხვები. ვუპასუხე შეძლებისდაგვარად ოფიციალურად.
- ძალიან კარგი, თავისუფალი ხარ სოფია, გახედა თვალებით, რომლებიდანაც მსუბუქი ფლირტი იგრძნობოდა. სოფიამ კეკლუცურად გაუღიმა, მაღალ ქუსლებზე შემომდგარმა უკანალის ქნევით დატოვა იქაურობა, გასვლისას კი ამზერით შემომხედა. არ ვიცი თავს როგორ ვიკავებდი, რომ ჭკუიდან არ გადავსულიყავი და იქვე ისტერიკა არ მომეწყო, ალეწსანდრეს ყოველი საქციელი მის მიმართ აგრესიას უფროდაუფრო მიზრდიდა და არ ვიცი როდის მივაღწევდი პიკს, და არც ის ვიცოდი რით დამთავრდებოდა ჩემი მოთმინების ფიალის ავსება. ალექსანდრეს მაგიდას მივუახლოვდი და დოკუმენტები დავუდე.
- გუშინ გირეკავდი და არ მიპასუხე. დაჟინებით, მკაცრი, ოდნავ განრაზებული სახით გამომხედა, თან ფეხი ფეხზე გადაიდო.
- ვიცი რომ მირეკავდით და ვიცი რომ არ გიპასუხეთ. შევეცადე რაც შეიძლება ცივად მეპასუხა.
- მიზეზი ?
- მიზეზი იყო ჩემი პირადი ცხოვრება, რომლის ქონის უფლებაც მაქვს სამსახურის გარეთ. ვუპასუხე თავდაჯერებით, ოღონდ არ ვიცი ეს თავდაჯერება საიდან მოდიოდა, რადგან შინაგანად ცეცხლი მეკიდა და ემოციების პიკზე ვიმყოფებოდი.
- ვიცოდი რომ სამუშაოს ვერ გაუმკლავდებოდი და მაგიტომაც ავიყვანე უფროსი თანაშემწე, დღეიდან მასთან გექნება შეხება ჩემ მაგივრად, რადგან, გიჭირს იმ მოვალეობების შესრულება, რასაც გავალებდი, ამიერიდან გვიანობით სოფია ივლის ჩემთან სახლში. თავისუფალი ხარ. არ ვიცი რატომ არ მისკდებოდა გული, სუნთქვა მიჭირდა ბრაზისგან, როგორი თავდაჯერებულიც არუნდა იყო საკუთარ გარეგნობაში, ისეთი გოგოს დანახვაზე, რომელსაც ფეხები კისრიდან ეწყება და საყოველთაოდ მიჩნეული სილამაზის სტანდარტებში ყველანაირად ჯდება ალბათ ყველა იეჭვიანებდა. "ცოტაც გაძელი მია" ვამხნევებდი საკუთარ თავს და რამდენიმე წამის შემდეგ საპირფარეშოში ტირილის პერსპექტივა ნამდვილად მამშვიდებდა. ალექსანდრეს ხმაში სიბრაზე შეერია, სწრაფად მომახალა სათქმელი და დოკუმენტებს მიუბრუნდა.
- ძალიან დიდი მადლობა დიდსულოვნებისთვის და იმისთვის, რომ საქმე შემიმსუბუქეთ. არ ვიცი რანაირად, მაგრამ ჩემს ხმას არც სისუსტე დატყობია, არც ხრინწი შერევია.
- მიხარია, რომ კმაყოფილი ხარ, რომ გახვალ სოფიას სთხოვე ჩემს კაბინეტში შემოვიდეს.
- გასაგებია. სწრაფად გამოვედი და მოსაცდელში მჯდარ სოფიას ალექსანდრეს ნათქვამი გადავეცი. მთელი სისწრაფით გავქანდი საპირფარეშოსკენ, კაბინაში შევიკეტე და ცრემლებს უფლება მივეცი ნაკადებად წამოსულიყო ჩემი უპეებიდან. შემდეგ თავი მოვიწესრიგე და საქმეს დავუბრუნდი. დილის 6ის ნახევრიდან გამოსული, საღამოს 9ზე ფორთხვით მივედი სახლში. იმის ძალაც არ მქონდა, რომ ტანსაცმელი გამეხადა. ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა, დაღლილობისგან, უსუსურობისგან, ალექსანდრეს დაუნდობლობისგან.. ყველაზე მეტად საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რადგან მისი არაადამიანური საქციელების მიუხედავად მაინც მასზე ვფიქრობდი და მაინც ასე ახდენდა გავლენას ჩემზე.. ამ ფიქრობში მყოფს უცბად თავში გენიალურმა აზრა გამიელვა, რამაც მაიძულა რომ ელვის სისწრაფით წამომვხტარიყავი საწოლიდან.
"მარიამ, შენი შემოსვლის დროა" გავიფიქრე გულში და მასთან დასარეკად მობილური მოვიმარჯვე.



№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

ამ გოგოს საქციელი გულის ამრევია ჩემთვის ერთი უთავმოყვარეო ქალია ერთი უყვარს მეორესთან კი გორაობს, ვერ ვხვდები ადამიანი თუ არ გიყვარს იმასთან როგორ უნდა დაწვე და თან სიამოვნება მიიღო ჩემთვის ეს გაუგებარია, იმედია ალექსანდრესთან არ დარჩება პორველ ნაწილშიც არ იმსახურებდა და ახლა მითუმეტეს.

 


№2 სტუმარი სტუმარი Nina

Getanxmebi namdvilad amazrzenia tvitonac ar icis ra an vin unda.

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

არა რაა, დაჩიზე ვაფანატებ. ალექსანდრე უკვე იმდენად ჭედავს, მინდა რომ მიამ სახეში მიაყაროს ის სიზუსტეში გადაკეცილი ომლეტი და გამოიქცეს იქედან. მომწონს მარიამის დაბრუნება, მგონია კიდევ ეგ უშველის ამ ჩვენს ჩერჩეტ გოგოს: დდდ

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთი

მეილინ უკვე დამელია მოთმინების ძაფი, არ გაწყვეტილა ჯერ :დდ
სად დამეკარგე? ყოველდღე ვამოწმებ სიახლეს, მაგრამ ყოველდღე იმედგაცრუებული ვრჩები.
გევედრები, გთხოოოვ გამონახე დრო ჩვენთვის, გელოდებიიი

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთი

კაი რაა, კაი რაა. სად გაქრი ადამიანო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent