შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქორწილო კაბა (10 თავი)


3-11-2019, 18:53
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 667

თორნიკე ლიკას დაყურებდა სახე ალეწილი,
ის კი კმაყოფილი სახით აჰყურებდა და ვერ მალავდა კმაყოფილებას, თორნიკე ძალიან გააღიზიანა მისმა ამგვარმა ქცევამ და შეტრიალდა, წასვლა დააპირა მაგრამ გადაიფიქრა და მობრუნდა
-ვერ ვხვდები რა დაგემართა-თორნიკე ბრაზს ვერ მალავდა -მიატოვე და წახვედი
-მან თავად გამომაგდო
-მაინც არ უნდა მიგეტოვებინა, მარიამისთვის დაზე მეტი იყავი, ძალიან უყვარდი, შენკი ყველაზე მძიმე დროს მიატოვე, მარტო დატოვე, საერთოდ წაშლილი ხარ ჩემთვის ჩემი ცხოვრებიდან, ყოველთვის ვეუბნებოდი რომ შენ არ ხარ მისი სიყვარულის და მეგობრობის ღირსი მაგრამ არ ესმოდა ჩემი
-ასე რატომ ფიქრობ-ლიკას ხმა გაებზარა და ცრემლები მოაწვა
-იმიტომ რომ შენ ყოველთვის ცდილობდი შენს ჩრდილქვეშ მოგექცია ის, ცდილობდი ხაზი გაგესვა ყოველთვის მისი ნაკლისა და შენი ღირსებისთვის, ყოველთვის მისი ინტერესის დაჩრდილვას და საკუთარის წინ წაწევას ცდილობდი, მას ყოველთვის აგრძნობინებდი რომ შენ უფრო მნიშვნელოვანი ხარ ყველგან და ყოველთვის ვიდრე ის
-ასე არაა
-მარიამი ამგვარ შენს საქციელს ხასიათად გითვლიდა და ყველა შენ გამოხტომას ატარებდა უსიტყვოდ, გიფრთხილდებოდა, გაფასებდა, შენკი ბოროტად სარგებლობდი ყველა მისი სიკეთით
-გაეთრიე-დაუკივლა ატირებულმა ლიკამ
-ძლიან გაგვიცრუე იმედები მასაც და მეც, თუმცა მიხარია შენი ნამდვილი სახე რომ დაინახა ბოლოსდაბოლოს
-იცი რატომ დავამთავრეთ მეგობრობა?
-ზუსტად ვიცი
-არაფერი არ იცი საერთოდ
-იმ ჩხუბის მერე მე გამომეკიდე, სახლამდე მომყევი და თავიდან ძლივს მოგიშორე, გგონია ვერ მივხვდი ასე რატომ მოიქეცი? მარიამი მიატოვე და მე გამომეკიდე
-მერე დავაშავე რამე თუ საყვარელ ადამიანს გავეკიდე? -ამოისლუკუნა ლიკუნამ და სავარძელში დაჯდა
-დააშავე! და იცი რაც! ჩვენ შორის იცოდე რომ არასოდეს არაფერი არ იქნება, მე მარიამი მიყვარს და მუდამ ის მეყვარება
-და მე? მე რას განვიცდიდი მთელი ეს დრო? რას ვგრძნობდი და რა მტკიოდა არავის გაღელვებთ არა? მთელი ეს დრო თქვენს უთქმელ სიყვარულს ვუყურებდი და ვიტანჯებოდი, მტანჯავდა ყოველი წუთი ყოველი წამი თქვენი ერთად ყოფნის, მძულდა ჩემი თავი რომ მაინცდამაინც შენ შემიყვარდი, ის ვინც ჩემი მეგობარი აირჩია, რატომ ის? რატომ ის და არა მე? რატომ მარიამი? ერთ მერხზე ვისხედით მე და ის შენ შემოხვედი და მას შეხედე, რატომ მას და არა მე? -ატირდა ლიკა და თორნიკეს ახედა
-იმიტომ რომ ის არავის გავს, იმიტომ რომ ყველაზე სუფთა, ყველაზე კარგია, ყველაზე ლამაზი-თორნიკემ ზურგი აქცია ლიკას და წამოვიდა, მთელი გზა იმაზე ფიქრობდა მარიამი რას იგრძნობდა იმ მძიმე წუთებში როცა მიხვდა რომ ლიკას მისი საყვარელი ადამიანი უყვარდა.
მე თვალები გსვახილე თუარა სანდროს ცისფერ მღელვარე თვალებს გადავაწყდი, დავიბენი, მერე შემეშინდა და უკან დავიხიე
-მარიამ როგორციქნა გონს მოხვედი-მითხრა ღიმილით და საწოლიდან ადგა, მე მას გავაყოლე მზერა და დაძაბული ვადევნებდი თვალს მის ყოველ მოძრაობას,
იმდენად დაბნეული შეშინებული და დაძაბული ვიყავი ხმა ვერ ამოვიღე, ვერ გავბედე მეკითხა სად ვარ და რატომ...მან სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან და მე შემომხედა, ისე რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის ერთი ღერი ამოიღო და სანთებელათი წვალებით მოუკიდა, დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში -რაზე ფიქრობ?-მკითხა ისე თითქოს არაფერი მომხდარა, მე თვალი ავარიდე და მოწოლილ ცრემლებს მაქსიმალურად შევებრძოლე, თავი დავხარე რომ არ დაენახა ჩემი აცრემლიანებული თვალები, ძალიან ამიჩქარდა გულისცემა მის შეხებაზე, როცა მომიახლოვდა ნიკაპზე ხელი წამავლო და თავი ამაწავინა -გგონია რომ...-ხმა გაებზარა და გაჩუმდა, მე ცრემლები ვეღარ შევიკავე და გადმომცვივდა -მარიამ ნუთუ გგონია რომ მე შეგეხე...-გაჩუმდა და ხელი გამიშვა,მე თავი დავხარე და ვცადე დამშვიდება -მარიამ შენი ფიქრებითაც კი შეგიძლია გამანადგურო -მითხრა ცოტახნის სიჩუმის მერე, მე ისევ ვდუმდი არვიცოდი რა მეთქვა, რა მეფიქრა, როგორ მოვქცეულიყავი -მარიამ ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ, ნეტა შეგეძლოს წარმოდგენა მაინც იმისა თუ რა ძლიერ მიყვარხარ-მე მისკენ გავიხედე, ფანჯარასთან იდგა და ისევ ეწეოდა ნერვიულად, ცივი მზერა ქონდა ჩემსკენ მობჯენილი და თვალს არ მაშორებდა -აქ რომ მოგიყვანე სიცხე ორმოცამდე გქონდა ჩემმა დიასახლიამა გადასხმა გაგიკეთა წამლები დაგალევინა მაგრამ მაინც სუსტად იყავი და უგონოდ, წვიმაში და სიცივეში დიდხანს რომ იყავი ალბათ ძალიან მაგიტომ დასუსტდი, ამწამს მოხვედი გონს, მანამდე სუსტად იყავი ძალიან და უგონოდ
-საავადმყოფოში რატომ არ წამიყვანე-გავბედე და ვკითხე როცა დავრწმუნდი რომ ისიც დაშოშმინდა
-იქ ისე ვერ მოგხედავდედნენ როგორც მე-მითხრა ღიმილნარევი სახით
-მადლობას ხომარ ელოდები ჩემგან-ჩემი წილი შხამი გავურიე
-არა რას ამბობ, ვიფიქრებდი რომ ისევ სიცხე გაქ და ბოდავ-მითხრა სიცილით და საწოლის ბოლოში ჩამოჯდა
-შენი საქციელი მაინც არაა სწორი ალბათ ხვდები-შეტევაზე გადავედი ნელნელა
-შენთვის ჩემი არანაირი საქციელი არაა სწორი ამოტომაც ის გავაკეთე რაც სწორად მივიჩნიე
-ეს კაბა-მივუთითე მკლავებზე და ავწითლდი, ამიტომ გავჩუმდი
-ხო გიხდება-მითხრა ირონია ნარევი ხმით,მე გაბრაზებულმა შევხედე
-ვინ ჩამაცვა -ამოვღერღე ბოლოს და ბოლოს -ჩემი ტანსაცმელი სადაა?
-შენი გალუმპული ტანსაცმელი გასაშრობადაა გაკიდული, რაც შეეხება იმასთუ ვინ ჩაგაცვა ეგ კაბა-გაჩუმდა და ჩემს რეაქციას დაელოდა, მე მოთმინების ზაფი გამიწყდა და ბალიში ვესროლე
-გადი აქედან იდიოტო-ვუყვირე გაბრაზებულმა
-დაწყნარდი-სიცილით იგუდებოდა-ჩემმა დიასახლისმა გაგაშიშვლა და ჩაგაცვა ეგ კაბა
-თავი დამანებე-ამოვისლუკუნე ისევ აწითლებულმა
-ბევრი ვიფიქრე იმაზე ეს რომელს გაგვეკეთებინა მას თუ მე, ხელიდან დიდშანს ვუშვებდი ვიცოდი, მაგრამ შემეშინდა თავი არ დავკარგო მეთქი და-მე აღარ ვაცადე სიტყვის დამთავრება და რაც მომხვდა ყველაფერი ვესროლე -და მან გაგაშიშვლა, თუმცა თვალყურს ვადევნებდი
-იდიოტო-საბანი კისრამდე მივიხუტე
-მარიამ მე შენ მაშინ დაგისაკუთრებ როცა მომინდება!-მითხრა მკაცრი ტონით, მე მას შევხედე და მისთვალებში ბრაზი და მრისხანება დავინახე -თუნდაც ახლა!-გაჩუმდა და მომაბჯინა მკვლელი მზერა, მე თავი დავხარე, ვერ გავუძელი მის დაჟინებულ მზერას -ძალა ყოველთვის მეყოფა იმისთვის რომ შენ დაგისაკუთრო, ჩემად გაქციო! ჩემი დაგარქვა! ჩემი გაგხადო! ყოველთვის შემეძლო და შემიძლია გესმის?! რომ შენ ჩემი გახდე! შემიძლია ძალით მიგისაკუთრო,ძალით დაგიჩემო, ძალით დაგარქვა ჩემი, ძლოთ შეგეხო მაგრამ მე ამას არასოდეს ვიზავ, არასოდეს შეგეხები შენი სურვილის საწინააღმდეგოდ -მე ვეღარ გავუძელი ამ ყველაფერს და მას შევხედე, მინდოდა დამენახა მისი სახე და თვალები -იმიტომ არ გავაკეთებ ასეთ რამეს რომ მე შენ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ... მე შენი სხეული კიარა მხოლოდ, შენი სულიც მიყვარს, მე შენ მჭირდები, მე არმინდა ჩემი საკუთრება იყო და სხვაზე ფიქრობდე, შენი გონება და სული ჩემგან გაქცევას ლამობდეს, და შენი დაკარგვის შიშით



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

ამ ისტორიაში ყველაზე მეტად სანდრო მომწონს რატომღაც, მინდა რომ მარიამსაც შეუყვარდეს.

 


№2  offline წევრი Takk.22

სანდრო ძალიან სუფთა მეჩვენება

 


№3  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი დარინა
ამ ისტორიაში ყველაზე მეტად სანდრო მომწონს რატომღაც, მინდა რომ მარიამსაც შეუყვარდეს.

პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ რომ თქვენს აზრს მიზიარებთ, რომ კითხულობთ და მოგწონთ ისტორია

რაც შეეხება ამ ორის ურთიერთობას ჯერ კიდევ ბევრი რამის გადატანა მოუწევს ორივეს და ნელნელა გააცნობიერებენ
რა სურთ სინამდვილეში

Takk.22
სანდრო ძალიან სუფთა მეჩვენება

მადლობა რომ თქვენი აზრი გამიზიარეთ, მოუთმენლად ველი ყოველთვის თვითვეული თგვენგანის კომენტარს და ემოციას, რაც შეეხება სანდრის ის ბოლომდე ღირსეული მეტოქე იქნება თორნიკესი

 


№4 სტუმარი stumariii

Dzalian kargi istoriaa,imedia male datbeba mati urtiertoba. Cota didi tavebi urigo ar iqneba da ufro xshirad. Warmstebebi

 


№5 სტუმარი anna

მე სანდროს ვგულშემატკივრობ და იმედია ეს ორი ერთად დარჩება ბოლოს

 


№6  offline მოდერი ნეაკო

stumariii
Dzalian kargi istoriaa,imedia male datbeba mati urtiertoba. Cota didi tavebi urigo ar iqneba da ufro xshirad. Warmstebebi

სამწუხაროდ ვერ მიხერხდება ხშირად ატვირთვა, რაც შეეხება ამ ორს ვნახოთ სანდრო გაუცრუებს თუარა იმედს მარიამს

anna
მე სანდროს ვგულშემატკივრობ და იმედია ეს ორი ერთად დარჩება ბოლოს

ვნახოთ რა მოხდება ყველაფერი შესაძლებელია

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინი

და 11თავი სადაა ცნობის მოყვარეობამ მომკლა?

 


№8  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნინი
და 11თავი სადაა ცნობის მოყვარეობამ მომკლა?

გაყიდული სული 11თავი-ამ სათაურით მაქ გამოქვეყნებული შეცდომით

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინი

11 დან 15 თავამდე გაყიდული სულით წავიკითხო თუ მე 15 თავზე რატო გადავხტი პირდაპირ მიპასუხე თუ არ შეწუხდები

 


№10  offline წევრი khatia khatia

ვაიმე სანდროს პერსონაჟი შემიყვარდა მე joy ძაან კარგი ადამიანია სასწაული პიდაპირ იმედია მასთან დარჩება მარიამი
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

Ყველა ტკივილის მიუხედვად სანდრო მაინც რომ სანდროობს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent