შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ შენ მიყვარდი (თავი 7)


4-11-2019, 00:46
ავტორი duchi_duchi
ნანახია 11 499

იტალიაში რომ ჩავფრინდი,ნათია დამხვდა აეროპორტში.ჩვენი შეხვედრა სასწაული იყო.
8 წელია არ მინახავს.10 წლის იყო,მშობლები რომ აქ გადმოვიდნენ საცხოვრებლად და ასე დავშორდიც ჩვენც ერთმანეთს...
-არ მჯერა რომ გხედავ გვანცულა..
-ვაიმე ნათი მეც არ მჯერა.
-რა ლამაზი ხარ და რა სევდიანი თვალები გაქვს გვანც!-სად გაქრა ჩემი გიჟი გვანცა?
-ნათი ეხლა სახლში მისვლა,წყლის გადავლება და დაძინება მინდა.-გპირდები ხვალ ყველაფერს მოგიყვები...
-კარგი წავიდეთ მაშინ სახლში.
სახლში რომ მივედით ,წყალი გადავივლე და საწოლში შევწექი.დავიფიცე, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა ფეხზე მყარად დავდგებოდი და არასდროს, ინტერნეტშიც კი არ ვნახავდი არც აკოს და არც ირაკლის...
ვფიქრობდი რომ ორივემ გამომიყენა,არა აკოს სიყვარულში ეჭვი არ მეპარებოდა,მაგრამ ძალიან მეტკინა იმის გახსენება, რომ ელენე და ის დავინახე...ფიქრებში ჩამეძინა.
.დილით თვალები რომ გავახილე, ავდექი და სარკეში ჩავიხედე,შეცვლილი ვიყავი. სარკიდან ის ლაღი გოგო აღარ მიყურებდა, უფრო ცივი გავხდი.თვალებში სხივი გამქრალიყო.
ნათია შემოვიდა ოთახში.
-დილამშვიდობისა ჩემო ვარსკვლავო,გამიგიჟებ აქ იტალიელ ბიჭებს.-მითხრა სიცილით.
-კაი რა.-ვუთხარი და ტუჩი ავიბზუე..
-მიდი ეხლა ვარსკვლავო,ჩაიცვი,ყავა დავლიოთ და ვიჭორაოთ.-რახდება შენს თავს მომიყევი..
-კარგი.-მაგრამ მაიკო და ლევანი სად არის?(ნათიას მშობლები)
-მაიკო და ლევანი ცალკე ცხოვრობენ.-უკვე სრულწლოვანი ვარ,ხოდა მარტო მე და შენ ვიცხოვრებთ აქ..
-კარგი.-მერე მანახე მაიკო და ლევანი.
სამზარეულოში გავედით,ყავას ვსვავდი და თან ვუყვებოდი ყველაფერს,რაც მოხდა...
-ვარსკვლავო,ეს რეები გადაგიტანია...
-კარგი ნათი.-ნუ მეძახი ამ ვარსკვლავს რა...
-რატომ ვითომ?-შენ ხომ ჩემი მონატრებული ვარსკვლავი ხარ...
-გვანცა! გოგო გვანცა დამიძახე.-ვუთხარი სიცილით და ჩავეხუტე.-როგორ მომენატრე...
-მეც ძალიან მომენატრე ვარსკ...კარგი ხო გვანცულა...-ესეიგი აკო გიყვარს?
-კი აკო მიყვარს.-იმდენად შემაშინა მისი დაკარგვის შიშმა, რომ მივხვდი სულ ის მიყვარდა,როგორც ბიჭი და არა მეგობარი.უბრალოდ ვერ ვხვდებოდი ან გულის სიღრმეში არ მინდოდა ამის აღიარება...
-რას აპირებ?
-არაფერს ხომ გითხარი?იყოს ელენესთან ბედნერი.ვერ დავაფასე,ვერ გავუფრთხილდი, მივხვდი რომ მასავით არასდროს არავის ვყვარებივარ...-ხოდა ეხლა ბედნიერი უნდა იყოს მან ეს დაიმსახურა...
-ასე ადვილად თმობ თუ გიყვარს?
-ვთმობ.-რადგან სულ 4 საათი იყო გასული ჩვენი ერთად ყოფნიდან და 4 საათში ელენესთან იწყებდა ვნებიან ღამეს..-.საერთოდ არ ვნანობ რაც მოხდა, მე მინდოდა ეს და გავაკეთე.-მეტკინა მაგრამ ამასაც ავიტან.მისგან იმდენი კარგი რამ მახსოვს,ის ერთი მტკივნეული ღამე არაფერს ცვლის,მთელი ცხოვრებაა ვტკენ თურმე და ერთი ღამე ვეღარ უნდა ავიტანო?-იყოს ბედნიერი მე ესეც გამახარებს...
-ვაიმე ჩემო ლამაზო,როგორი შეყვარებული ხარ...
-ხო ვარ!-კარგი აღარ მინდა ამაზე საუბარი, დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ და შენ უნდა დამეხმარო ამაში...-სამსახური მინდა...
-კაფე მაქვს აქ.-ლევანიმ და მაიკომ გამიხსნეს, ხოდა ჩემთან იმუშავე.ძირითადად ქართველები შემოდიან და არ გაგიჭირდება მუშაობა,სანამ ენას ისწავლი.
-რა მაგარია!- ხოდა დღეიდანვე შევუდგეთ საქმეს.
-მოიცადე გოგო ჯერ,დაისვენე.-გავიაროთ სადმე.
-არ მინდა ნათი.თუ ვიმუშავებ ფიქრისთვის დრო არ დამრჩება და ეს უკეთესია ჩემთვის...
-კარგი როგორც გინდა.
კაფეში ჩავედით.მიმტანად დავიწყე მუშაობა.ბოლომდე ვიტვირთავდი თავს რომ არ მეფიქრა.ასე გავიდა ერთი თვე.სახლში ვიყავით მე და ნათია,ყავას ვამზადებდი თავბრუ დამეხვა და გულისრევის შეგრძნება მქონდა ,თავზე ხელი დავიდე და გამახსენდა რომ გადამიცდა, ისე დამასხა ცივმა ოფლმა, ნათია რო არ ყოფილიყო ალბათ შევწუხდებოდი.
-გვანცა რა გჭირს?-სულ გათეთრდი დაჯექი აქ.
სკამზე დამსვა.
-გადამიცდა ნათია.-მგონი ორსულად ვარ...ტესტი მიყიდე რა გთხოვ..
ნათიას თვალები გაუპრწყინდა და გაითიშა.
-ნათია რა გჭირს? მე ვარ ორსულად თუ შენ?- ჩადი მიყიდე.
-ხო,ხო ეხლავე..
მალევე მოვიდა ნათია.
აბაზანაში შევედი.ტესტმა რომ ორი ხაზი მიჩვენა,ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა...
აბაზანიდან ყურებამდე გაკრეჭილი გამოვედი და ნათიას ჩავეხუტე...
-რა მაგარია დეიდა გავხდები!- ნეტავ გოგო ხარ თუ ბიჭი აქ?
მუცელზე დამიწყო ფერება...
-რა ვქნა ნათი?
-რა უნდა ქნა გოგო?-არ მითხრა ეხლა რომ რამეს აპირებ, არ შემშალო..
-არა, არა,ეგ არც მიფიქრია-ხომ იცი რაც დამემართა?-ირაკლის თუ აკოს?მე არვიცი. როგორი ქალი ვარ ეხლა მე?-ვთქვი და ტირილი დავიწყე...
-კარგი შეწყვიტე!-რა მნიშვნელობა აქვს მაგას.მთავარია რომ შენი შვილია..შვილი გეყოლება გოგო,რადროს ტირილი და მაგაზე ფიქრია...
4თვის ორსული ვიყავი და მუცელი უკვე კარგად მეტყობოდა.სამსახურისთვის თავი არ დამინებებია, შემეძლო და ვმუშაობდი.კარგი ორსულობა მქონდა,სულ არ მაწვალებდა ჩემი ბიჭი..-ხო ექიმმა მითხრა რომ ჯანმრთელი ბიჭი მეყოლება...
რაც აქ მუშაობა დავიწყე,ყოველდღე მოდიოდა ერთი ძალიან ლამაზი ქალი, სადღაც 40 წლის იქნებოდა ალბათ,ყოველთვის ერთიდაიგივე ადგილს იკავებდა და ჩაის უკვეთავდა...რაღაც თბილი და სევდიანი თვალებით მიყურებდა სულ,არასდროს მელაპარაკებოდა..დიდი სევდა იყო მის თვალებში,ალბათ რამე მძიმე გადაიტანა. ვფიქრობდი ჩემთვის...ხოდა აი ახლაც იმ მაგიდასთან ზის,ფიქრებში ისე გავერთე,ვერ მივხდი რომ ამ ხნის განმავლობაში მას ვუყურებდი...
ხელი დამიქნია.გონზე მოვედი და მასთან მივედი...
-გისმენთ!-ვუთხარი იტალიურად და გავუღიმე...
თვალებში მიყურებდა და ისეთი სევდიანი იყო,ქართულად ჩავილაპარაკე.-ღმერთო რა ლამაზია და რა სევდიანი...
-ქართველი ხარ?
ქართული რომ გავიგონე თვალები დავქაჩე გაოცებისგან და სიხარულისგან...
-კი ქართველი ვარ..-ვაიმე თქვენც ქართველი ხართ რა ბედნიერებაა...-შეიძლება ჩაგეხუტოთ?დადებითად ვიყავი ამ ქალის მიმართ განწყობილი...
-შეიძლება შვილო შეიძლება.
.მივედი და ჩავეხუტე...
-დაჯექი ჩემთან თუ დრო გაქვს,საუბარი მინდა შენთან..
-დიახ ახლავე.-წინ დავუჯექი და ღიმილით ვუთხარი.-გისმენთ...
-რა გვქია და რამდენი წლის ხარ?
-გვანცა მქვია.19ის გავხდები ერთ კვირაში.
ჩემი სახელის გაგონებაზე ცრემლები ჩაუდგა თვალებში...
-ორსულად ხარ?
-დიახ.
-ქმარი?
-არ მყავს..-ვუთხარი და ჩემი ისტორიაც ვუამბე...
ხელზე ხელი დამადო და მითხრა...
-ესეიგი აქ დაქალთან ცხოვრობ..-შენთან შემოთავაზება მაქვს,დაფიქრდი დრო გაქვს და თუ დამთანხმდები,ძალიან ბედნიერი ვიქნები...
-დიახ გისმენთ...
ამ ქალს ვენდობოდი გული მეუბნებოდა რომ კარგი ადამიანი იყო...
-19 წლის ვიყავი შვილი რომ შემეძინა,შენსავით მეც უმამოდ გავაჩინე..გოგონა სახელად გვანცა..-ხო შენი სეხნია იყო.-არვიცი რა მემართება მაგრამ,გიყურებ 4 თვეა და მგონია რომ ჩემი შვილი ხარ.-ისიც შენნაირი იყო...კარგად გხედავდი ეს 4 თვე და შეგისწავლე.-შენ ძალიან კარგი გოგო ხარ და ძალიან კეთილი...-ის 5 წლის უკან დავკარგე, ავარიაში მოყვა.- სამწუხაროდ ვერ გადავარჩინე...გთავაზობ რომ ჩემთან იცხოვრო,შვილივით მიგიღებ და შენი შვილიც შვილიშვილივით მეყვარება...
-რას მეუბნებით.-ვწუხვარ ძალიან,მაგრამ თვქენ ახალგაზრდა ხართ,კიდევ შეგიძლიათ შვილი გააჩინოთ...
-არა მე აღარ შემიძლია შვილი გავაჩინო.-დაფიქრდი,მე არაფერს გაძალებ.ბედნიერი ვიქნები თუ დამთანხმდები,ბედნიერი ვიქნევი თუ სახლში მარტო არ ვიცხოვრებ,ბედნიერი ვიქნები თუ შენზე ვიზრუნებ,გპირდები მეყვარები როგორც ჩემი შვილი და არასდროს არაფერი გაგიჭირდება სანამ ცოცხალი ვიქნები.
-დავფიქრდები.-მადლობა ძალიან დიდი...
-ეს ჩემი ტელეფონის ნომერია.
სავიზიტო ბარათი დამიდო წინ...
-გადაწყვეტილებას რომ მიიღებ დამიკავშირდი..-როცა დაფიქრდები,გაიხსენე რამდენად გამაბედნიერებს შენი თანხმობა.
ადგა თავზე მაკოცა და წავიდა.მე კი დამტოვა გათიშული...
-გვანცა გოგო რა გჭირს?რამ გაგთიშა?
აზრზე ნათიას შეხებამ მომიყვანა...
-ვაიმე ნათი რა მოხდა რომ იცოდე,შეიძლება სახლში წავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ?
-კი წავიდეთ.
სახლში მისულს ყველაფერი მოვუყევი,გაოცდა.
-ეგ ქალი სულ ჩვენთან არის და ძალიან ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს.-აქაური ქართველები ამბობენ,რომ ვიღაც იტალიელმა,ძალიან დიდი ქონება დაუტოვა და თან შვილი ყავს გარდაცვლილი.
-ხო ვიცი, შვილი გარდამეცვალაო მითხრა..-მეტი ისეთი არაფერი უთქვამს...-როგორ ვენდო ასე?
-დაფიქრდი რას გიზამს.- კარგი ქალია.-მეც აქ ვიქნები შენთან ახლოს.-აწი უნდა იმშობიარო, მე სულ გარეთ უნდა ვიყო,მოგეხმარება მაინც ბავშვის აღზრდაში...
ერთი კვირა ვფიქრობდი და ბოლოს გადავწყვიტე დამერეკა...
-გამარჯობა.გვანცა ვარ,როგორ ხართ?იცით?დამავიწყდა თვქენი სახელი.ბოდიშით
-გვანცა შვილო მადლობა.-კარგად ვარ.სახელი არ მითქვამს შენთვის,ნატა,ნატა დამიძახე...-რა გადაწყვიტე ჩემო ლამაზო?წამოხვალ ჩემთან?ვიცხოვროთ ორმა მარტოხელა ქალმა ერთად?
-დიახ!-მაგაზე გირეკავდით ქალბატონო ნატა...ვიფიქრე და თანახმა ვარ...მადლობა მინდა გითხრათ ამის გამო..
-ვაიმე რა ბედნიერებაა,შენ ვერც კი წარმოიდგენ.-პირველ რიგში არანაირი ქალბატონო.ნატა დამიძახე...-მაშინ ჩაწყვე ბარგი და მოგაკითხავ ერთ საათში.ან არ ჩააწყო მე გიყიდი ყველაფერს ახალს...
-არა რას ამბობთ,არ მინდა არაფერი,ისიც მეყოფა რომ თქვენთან ვიცხოვრებ.
-ხომ გითხარი მოაშორე, ეს ,,თ,,თქო.
-კარგი,კარგი ნატა..
-კარგი.-ერთ საათში მოვალ..-გკოცნი ჩემო ანგელოზო...
ეს ქალი ძალას მაძლევდა და მისმა ხმამაც კი გამაბედნიერა.დარწმუნებული ვიყავი,რომ არ ვინანებდი მასთან ცხოვრებას...ბარგი ჩავალაგე და ნათიას დავემშვიდობე.შორს არ მივდიოდი,ახლოს ვიყავით ერთმანეთთან ნათიას თქმით და ყოველდღე ვნახავდით ერთმანეთს.ამიტომ არ გაგვჭირვებია არცერთს დაშორება...
კაფესთან მომაკითხა ნატამ,თავის მანქანით.ძალიან მაგარი მანქანა ყავდა...მოვიდა და ჩამეხუტა.იმდენი მეფერა გავინაბე მის მკლავებში და ცრემლები გადმომცვივდა. ძალიან მაკლდა დედის სითბო,ხმაც კი მენატრებოდა,მაგრამ ვერ ვეტყოდი,იცით მე შვილს ველოდები და არვიცი რომელი კაცისგან მყავსთქო.ამიტომ ამ მონატრებას გულში ვიკლავდი.მერჩივნა მკვდარი ვგონებოდი ჩემს მშობლებს,ვიდრე მათთვის იმედები გამეცრუებინა...
-კარგი შვილო რა გატირებს?
მისი შვილო გულს თაფლად მოედო..ძალიან მოვეხვიე,ლოყაზე ვაკოცე და მანქანაში ჩავჯექი..მანქანა ძალიან დიდ სახლთან გააჩერა,ეზოში შეაყენა და გადმოდიო მითხრა,ყბა ჩამოგდებული ვუყურებდი ამხელა სახლს და მიკვირდა აქ მარტო როგორ ცხოვრობდა...
-გადმოდი,გადმოდი,გიკვირს ხომ ამხელა სახლში მარტო როგორ ვცხოვრობ?
-დიახ მიკვირს.
-ხოდა მიტომ მოგიყვანე შენ.-ერთად ვიცხოვრებთ.-მერე პატარა გაჩნდება და სახლიც შეივსება...
სახლში რომ შევედი ყველაფერი გემოვნებით იყო მოწყობილი.მისაღებში დივანი,კრესლოები,მაგიდა და ბუხარი იყო.გვერდით სამზარეულო და ერთი კარი კიდევ.
-იმ კარში სავარჯიშო ოთახია.-ბავშვს რომ გააჩენ ივარჯიშე მერე.
მითხრა და თვალი ჩამიკრა...
-აქ სამზარეულოა...-ზემოთ მეორე სართულია და 5 საძინებელი.-მესამე სართულზე კი ერთი დიდი საძინებელია...-წამოდი ავიდეთ ზემოთ და რომელი საძინებელიც მოგეწონება ის იყოს შენი...
მეორეზე ავედით საძინებლები მანახა.განსაკუთრებით ერთი მომეწონა, სულ თეთრი ავეჯი იდგა,აბაზანაც ქონდა,აივანიც და გარდერობის ოთახი...
-ნატაა?!თუ არ გეწყინება ამ ოთახს ავირჩევ.-ვუთხარი მორიდებულად
-რას ამბობ შვილო.რა უნდა მეწყინოს,ეს სახლი შენია და როგორც გინდა ისე მოეწყვე.-თუ რამე არ მოგწონს შეგვიძლია შევცვალოთ...
-არა ყველაფერი მომწონს.
-კარგი დაისვენე და ჩამოდი სამზარეულოში ვიქნები.
-კარგი ჩამოვალ ეხლავე.- არ მინდა დასვენება რამ დამღალა...
გამოვიცვალე და სამზარეულოში ჩავედი, მაგიდასთან იჯდა და ყავას სვამდა,
- მოდი შვილო ყავას გაგიკეთებ..-.ბავშვი ხომ არ გაწვალებს?ან ექიმთან როდის მიდიხარ?
-წავალ ამ დღეებში...
-გვანცა ჩვენ ერთი ოჯახი ვართ უკვე და როგორც შენი დედა ისე მიმიღე.გთხოვ თუ რამე დაგჭირდეს მითხარი...საკმაოდ მაქვს შემოსავალი და არაფრის მოგერიდოს.-აი პატარას რომ გააჩენ ,ჩემს კომპანიაში იმუშავებ და ჩემს ადგილს დაიკავებ.-მე კი პატარა ბუშტთან ვიქნები სახლში..შენ ხარ აწი ჩემი მომავალი და თუ რამე მაბადია ყველაფერი შენია...
-მე ვერ მივიღებ ამას...
-შენ ჩემი შვილი ხარ გვარს მოგცემ და გიშვილებ.-ეგ პრობლემა არაა.- მინდა მიმიღო როგორც შენი მშობელი...
-ვაიმე ნატა.-ცრემლები გადმომცვივდა და ჩავეხუტე..
მეორე დღეს ადვოკატს დაურეკა,საბუთების მომზადება თხოვა და მისი გვარიც მომცა.გვანცა შარაშენიძე გავხდი გვანცა ონიანი.ასე გადიოდა დღეები, სიყვარულში და ურთიერთ პატივისცემაში...ნატა საოცარი ქალი იყო.თავს მევლებოდა.მართლა შვილივით ვუყვარდი და მეც დედასავით შევიყვარე ის...
-ნატა მიშველე მუცელი მტკივა.
-გვანც მშობიარობა გწეყება.-ღრმად ისუნთქე ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ლამაზო...
-მტკივა ნატა ძალიან მტკივა.
-ახლავე,ახლავე.
მანქანაში ჩამსვა და საავადმყოფოში წამიყვანა...რამოდენიმე საათში ჩემი პატარა ბიჭი გულზე მეწვინა და ბედნიერების ცრემლები მომდიოდა თვალებიდან.ისეთი პაწაწინა იყო და ისე აცმაცუნებდა ტუჩებს,ჩემი ანგელოზი იყო.უფალს მადლობას ვწირავდი რომ საჩუქრად მარგუნა,მრქმეოდა ამ ანგელოზის დედა...პალატში ნატა და ნათია შემოვიდნენ,ნათიას ფერი არ ედო სახეზე...არც ნატას.
-მოხდა რამე?რა სახეები გაქვთ?
-გვანცა არვიცი როგორ გითხრათ...
-თქვი ნათია რამე ცუდი მოხდა?აკოს დაემართა რამე?
-არა.
-აბა?ვის აბა?ჩემი მშობლები?
-ხო?ავარიაში მოყვნენ და ვერ გადაარჩინეს.
ამის გაგონებაზე ისტერიკები დამემართა.ნატამ ბავშვი გამომართვა და ექიმს დაუძახა.მახსოვს რომ ნემსი გამიკეთეს და გავითიშე...მეორე დღეს გამეღვიძა ნატა მადგა თავზე...
-მითხარი რომ ტყუილია გთხოვ...
ნატამ გამომხედა და ცრემლები წამოუვიდა...მეც ვტიროდი და ნატაც..
ცრემლები მოვიშორე და ნატას გავხედე..
-ნატა!გემუდარები,გთხოვ გამიშვი ამერიკაში.- ბოლოჯერ დავემშვიდოდები,ჩემს მშობლებს გავაცილებ უკანასკნელ გზაზე..
-კი შვილო აუცილებლად.
ძლიერად ჩავეხუტე და მის მხარზე ავქვითინდი...ორ დღეში ნიუორკში გავფრინდი და უკანასკნელ გზაზე გავაცილე ჩემები...საქართველოში ვერ მოვახერხე გადასვენება და იქ დავკრძალე ორივე...უკვე იტალიის მოქალაქე ვიყავი და ნებისმიერ დროს შემეძლო აქ ჩამოსვლა...მკვდარცოცხალი დავბრუნდი იტალიაში,აეროპორტშო ნატა და ჩემი პატარა ბიჭი დამხვდა.პატარას მამაჩემის სახელი დავარქვი დათა,დათა ონიანი...ნატას ჩავეხუტე და პირველად დავუძახე დედა.ისე მომნატრებოდა დედას დაძახება თავი ვეღარ შევიკავე და დავუძახე...
-მაპატიე.-ვუთხარი ჩურჩულით.
თავი ამაწევინა და მის თვალებში ბედნიერების სხივები რომ დავინახე გამეცინა და უფრო ძლიერად ჩავეხუტე...
4 წელი,4 წელი გავიდა ჩემი დათას დაბადებიდან და ჩემი მშობლების დაღუპვიდან..კომპანიას სათავეში ჩავუდექი.საკმაოდ კარგად მიდიოდა საქმე...მანქანებს ვაწყობდით და საზღვარგარეთ გაგვყავდა...კაბინეტში ვიყავი,მდივანი რომ შემოვიდა და მითხრა ქართველ ინვესტორებთან მქონდა სამ დღეში შეხვედრა..რესტორან დავინჩში...
კარგითქო დავეთანხმე,ჩანთა ავიღე და სახლში წავედი...
-დე მოქვედი?
-მოვედი დეე,ჩემო ანგელოზო.-ნატა ბებო სად არის?
-ჩოკოლადი მიდა და ცამძარეულოჩია.
-მოხვედი შვილო?-ამ ჭინკამ გადაჭამა შოკოლადები..
მითხრა სიცილით.
-მოვედი დედა.-ავალ ვიბანავებ და ჩამოვალ.
-კარგი შვილო
აბაზანიდან რომ გამოვედი ტელეფონზე ნათიამ დამირეკა...
-გვანცულა როგორ ხარ?
-გოგო კარგად.-სად დამეკარგე ეე.-ერთი კვირაა არ მინახიხარ..
-ვაიმე გოგო,რომ იცოდე რა ხდება ჩემს თავს...
-გისმენ თქვი..
-გახსოვს რომ გითხარი საფრანგეთში ერთი ბიჭი გავიცანი და ჭკუა დამაკარგვინათქო?
-ხო მერე?რა მოხდა?
-ჩამომაკითხა.-ჩემთან არის ერთი კვირაა და მეცლებოდა ახლა რამისთვის მეე?
-შე გაფუჭებულო ქალო.-ანუ კაცი მყავს და დაქალები აღარ მინდაო?
-აუ კაი ეხლაა ნუ გამიჭედავ.-იცი რა ბედნიერი ვარ?ხვალ გამოდი გაგაცნობ...დავლიოთ...
-კარგი გამოვალ და ზეგ შეხვედრა მაქვს ქართველ ინვესტორებთან...-საქართველოში გვინდა მანქანების გაყვანა და ერთერთ კომპანიასთან უნდა დავდო ხელშეკრულება.-ძაან დაღლილი კი ვარ,მაგრამ აუცილებლად მოვალ...
-კარგი ვარსკვლავო,მიდი და გელოდები...
-გოგო ჭკუით იყავი და თავი დაიცავი...-არ დაგემართოს ჩემსავით.-ვუთხარი სიცილით.
-მოიცა რა.-შენ რა დაგემართა?ანგელოზივით დათა გყავს...
-ეგ კი ბოთე.-ბედნიერი ვარ მაგრამ ძნელია მარტო გაზრდაა...-ასე რომჭკუას მოუხმე.
-ვუყვარვარ მე ჩემს ბიჭს და ბავშვიც მინდა მისგან...
-კარგი,კარგი,წავედი შენი გამოსწორება არ იქნება...
-არა ეგაა კაი დაობდი ქალო,დაობდი,24 წლის ხარ და მარტო დადიხარ ისევ...-ვის უნახავ ერთი ძაან მაინტერესებს...
-ასეც მშვენივრად ვარ მეე,შენს თავს მიხედე...-საერთოდ არაფერში მჭირდება კაცი და გულის ტკივილი კიდევ...
-იყავი აბა მთელი ცხოვრება უსიყვარულოდ და უკაცოდ...
-ვიქნები.-მყავს სიყვარული მე და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე...
-კაი წადი.-დაისვენე და ხვალ გელოდები...
სპორტულები ჩავიცვი და სამზარეულოში ჩავედი...
-დე მშია.-დათა სადაა?
-დაიძინაა...-როგორ ხარ მითხარი.
-კარგად დე.-ზეგ შეხვედრა მაქვს ქართველებთან და მაგაზე ვფქირობ როგორ ჩაივლის...
-ნუ გეშინია შვილო?ცუდად რატომ უნდა ჩაიაროს?-ჩვენ საკმაოდ ძლიერი და ცნობილი კომპანია გვაქვს და ქართველებთან რა მოხდება?
-არვიცი,არვიცი გული ცუდს მიგრძნობს.
-რატომ შვილო?ქართველები რომ არიან მაგიტომ?
-ხო.
-მერე რა?-რატომ გეშინია ასე საქართველოს გაგონებაზე?
-ძველ იარებს მახსენებს და მაგიტომ...
-კარგი შვილო ყველაფერი კარგად იქნება.-ამდენი წელი გავიდა და კიდევ ვერ დაივიწყე არა?
-ვერა,ვერ დავივიწყე დედა...-4 წელი გავიდა და საერთოდ არაფერი მსმენია მასზე...-ინტერნეტშიც კი არასდროს მომიძებნია...
-ძლიერი ხარ შვილო,მე ვერ მოვითბენდი...
-ნეტავ იცოდე რის ფასად მიჯდება ეს სიძლიერე...-ხვალ ნათიასთან მივდივარ შეყვარებული უნდა გამაცნოს...
-წადი შვილო და გაერთე,ასეც არ შეიძლება სულ სამსახური სამსახური...
-წავალ ხო.-წავალ ეხლა დავიძინებ დათას მე დავიწვენ.
-კარგი ჩემო ლამაზო.
მძინარე დათა ავიყვანე,დავაწვინე და მეც მივუწექი.ისეთი საყვარელი და ისეთი ლამაზი იყო მძინარეც კი.შავი თვალები ქონდა და ძალიან მგავდა.მისი სუნი შევისუნთქე და მეც დავიძინე...დილით სამსახურში წავედი,მდივანს ვკითხე ხვალ რომელ საათზეა შეხვედრათქო..
-საღამოს 8 საათზეა ქალბატონო გვანცა
-კარგი.ყავა შემომიტანე რა გთხოვ..
-კი ახლავე...
კაბინეტში შევედი და სავარძელში ჩავესვენე...კომპიუტერი გავხსენი და მესამე მცდელობა მქონდა,ინტერნეტში რომ ჩავწერე აკო ნაკაშიძე...მესამდე ჩავწერე და წავშალე .ნოუთბუქი გაბრაზებულმა დავხურე და ჩემს თავს ვუსაყვედურე.
-გვანცა რეებს აკეთებ?-გონს მოდი..
მდივანმა ყავა შემომიტანა და ცოტა აზრზე მოვედი....
-ბატონი დემეტრეა მოსული.-მითხრა მდივანმა...
დემეტრე ნატას დაქალის შვილია და უკვე ორი წელია მოსვნებას არ მაძლევს.
-შემოუშვი...
-გამარჯობა დიდო გვანცა.
-დემეტრეე მაიმუნობას არ ეშვები ხო?
-რა ვქნა?-შენმა სიყვარულმა გამასულელა გოგო...(იკრიჭება...)
-კარგი დემეტრე გეყოს,ეს აკვიატებაა სიყვარული კი არა..-სიყვარული არ არსებობსთქო და ნუღა მებავშვები აქ...
-რატო შენ ხო გიყვარს ისევ ის?მოიცა რა ქვია?
-სტოპ აღარ გააგრძელო...-მითხარი რისთვის მოხვედი...
-რისთვის და ხვალ შეხვედრა გვაქვს ქართველებთან.-მეც მოვდივარ ხოდა შენ გამომივლი თუ მე გამოგიარო?
მითხრა სიცილით და თვალი ჩამიკრა...
-სულერთია.-როგორც გინდა.
-რა გჭირს დღეს შენ?-რაღაც არ მეჩხუბები.
-არ მაქვს ძალა ჩხუბის და მაგიტომ...
-კაი წავედი მე და თუ რამე აქ ვარ ხომ იცი?-სიყვარულში მთლად ვერ ვართ მაგრამ მეგობრები ხომ ვართ კარგი?
-ოხ დემეტრეე.-კი ჩვენ მეგობრები ვართ.-ვუთხარი და გავუცინე...
-ხოდა ეგრე რაა.-გაიცინე შენ სიცილი გიხდებაა..
-ნუღა მაიმუნობ გადი აქედან..
-კარგი,კარგი უფროსო,მივდივარ და გაიცინეე...
ენა გამომიყო და კარებიდან გავიდა..
.კარგი ადამიანია დემეტრე.მაგრამ რა ვქნა რომ გულამდე ვერ მოვუშვი...რა ვქნა თუ არ მინდა...
უკვე საღამო მოსულიყო.ჩანთა ავიღე და მდივანს ვუთხარი.
-ხვალ სამსახურში არ ვიქნები სახლიდან მივალ შეხვედრაზე.
-კარგით.-დამეთანხმა.
მანქანაში ჩავჯექი და სახლში მივედი...ვიბანავე...დახეული ჯინსის შარვალი,ბოტასები,ბრეტელკა მაიკა და ტყავის ქურთუკი ჩავიცვი...თმა გავიშალე,მაკიაჟიც გავიკეთე,გასაღებს ხელი მოვკიდე და მისაღებში ჩავედი.
-დეე!დედაა
-ხო შვილო რაიყო?
-დედა. ნათიასთან მივდივარ.-დათა სადაა?
-ჩავაცვი და სამზარეულოშია...
-გამომიყვანე რაა..
-დე ჩად მივდივართ?
-ნათია დეიდასთან მივდივართ დეე.
-უპს რა მაგალია.-ტაში შემოკრა...
მანქანაში ჩავჯექი და ნათიას სახლთან გავაჩერე...ტელეფონმა დამირეკა ჩემი მდივანი იყო..
-მაპატიეთ ქალბატონო გვანცა რომ გაწუხებთ.-რაღაც წერილია თქვენს სახელზეე და სასწრაფოა აწერია..
-კარგი მოვალ ახლავე...
ნათიას დავურეკე...
-ნათი შენს სახლთან ვარ.-ჩამო რა დათას დაგიტოვებ ნახევარი საათით,კომპანიაში უნდა მივიდე რაღაც მოხდა და მოვალ მალე...
-კი ახლავე ჩამოვალ..
.ნათიას ბავშვი დავუტოვე და კომპანიაში მივედი...
-რახდება?-ვკითხე მდივანს...
-მაგიდაზე დავდე წერილი...
კაბინეტში კონვერტი დამხვდა, გავხსენი და ფოტოები იყო შიგნით.დემეტრე ვიღაც გოგოსთან ერთად ქუჩაში,კაფეში,გასართობ პარკში,საწოლშიც და ბოლოს გოგო ორსულად...წერილიც წავიკითხეე...ეწერა რომ დემეტრეს შენ უყვარხარ და მაპატიე მეგონა შევუყვარდებოდიო...მდივანს დავუძახე და ვუთხარი დემეტრე თუ იყო იქ მოსულიყო...ცოტახანში კაბინეტში დემეტრე შემოვიდა...
-ბიჭო ნორმალური ხარ?რას ნიშნავს ეს?
-მოიცა ეხლა რა დავაშავე?
-ნახე-ფოტოები მივეცი.
-ნიცა?ეს რა არის ორსულადაა?
-ხო ვინაა ნიცა?
-ერთი გოგოა რა ვუყვარვარ...
-მერე შე საძაგელო,გოგო ორსულადაა და მიატოვე?-როგორი კაცი ხარ შენ?მოგწონს ჩემი შვილი უმამოდ რომ იზრდება?შენი შვილიც მაგისთვის უნდა გაწირო?
-მოიცადე გვანცა ნუ მლანძღავ..-მე არვიცოდი ახლა გავიგე..
-ხოდა ახლა წახვალ და მაგ გოგოს ეტყვი, რომ არ იცოდი,რომ გიყვარს და რომ ერთად გაზრდით თქვენს შვილს...
-ვახ ჩემი!მამა გავხდები რა მაგარია ეე...
მოვიდა და ჩამეხუტა...
-წადი!-წადი მიდი,გოგო ორსულადაა და ნუ ანერვიულებ.-ჭკუით იყავი არ გააბრაზო და უთხარი,რომ მე არ გიყვარვარ და მერე გამაცანი...
-ოკ დიდო გვანცა.-მივდივარ უფროსო...
მეც გავედი გარეთ,მანქანაში ჩავჯექი და წავედი ნათიასთან.
ნათიამ ბავშვი აიყვანა სახლში.
-ირა ნახე ვინ მოვიყვანე!
-ვინ?
-ჩემი დაქალის შვილი.
-ვახ ვინ ხარ შენ პატარა კაცო?-უთხრა და ბავშვს დააკვირდა,თითქოს ვიღაცას ახსენებდა...
-დათა ვარ.ჩენ ვინ ხარ?
-მე ირაკლი ვარ.-ხელს არ ჩამომართმევ?
-კი ჩამოგალთმევ..
-მაშინ დაკარი ხელი პატარა ვაჟკაცო...
ხელი დაარტყა და ხელში აიყვანა..
-რა მაგარი ტიპია ეე და დედამისი სადაა?
-გვანცა სამსახურში წავიდა.
-გვანცა?დედამისს გვანცა ქვია?
-ხო არ გითხარი ამასწინათ დაქალი მყავს აქთქო?
ირაკლი ჩაფიქრდა,თავზე ხელი გადაისვა,დაჯდა,ბავშვი კალთაში ჩაისვა და ნათიას კითხა..
-ნათი რა გვარია გვანცა?
-რახდება რატო დაგაინტერესა?
-არაფერი.-მეც ვიცნობდი ადრე ერთ გცანცას და მაგ პონტში ვიკითხე...
-ონიანი.-გვანცა ონიანი...-გეუბნება რამეს?იცნობ?
-ონიანი?-არა ონიან გვანცას არავის ვიცნობ...
-კარგი.-წავედი სამზარეულოში საქმე მაქვს.
ირაკლიი!კარებზე ზარია,ალბათ გვანცაა,გააღე არ მცალია..



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Oho es is iraklia, ise ki vifiqre natias sheyvarebului irakli ar agmochndes tqo da gaamartla fiqrma ???? es tavi yvelazeetad momewona ☺️

 


№2  offline წევრი marikuna18

კაი რააა ასე როგორ შეიძლება :(( ახლა შეიძლებოდა შეწყვეტა :(( მაგარი ხარ :*

 


№3  offline წევრი ნაამა

აი მაგრად მაინტერესებს ვისია ბავშვი აკოსი თუ ირაკლისი... აი სად მიეხეტეჰოდა ახლა ირაკლი რა გავანცას ძლივს დალაგებული ცხოვრების არევა იქნება ისედაც არააქ ბოლომდე დალაგებული. როდის დადებ?

 


№4  offline წევრი duchi_duchi

არჩვაძე
აი მაგრად მაინტერესებს ვისია ბავშვი აკოსი თუ ირაკლისი... აი სად მიეხეტეჰოდა ახლა ირაკლი რა გავანცას ძლივს დალაგებული ცხოვრების არევა იქნება ისედაც არააქ ბოლომდე დალაგებული. როდის დადებ?

დავდე უკვე და ველოდები დადასტურებას მერვე თავში გაიგებთ ვისიც არის.

 


№5  offline წევრი Nin_ia

zustad icit rom dadet ver vpoulob

 


№6  offline წევრი duchi_duchi

Nin_ia
zustad icit rom dadet ver vpoulob

დიახ დევს უკვე მერვე თავი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent