შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების ხარჯზე... (21 თავი)


4-11-2019, 13:30
ავტორი naattii
ნანახია 2 132

-შენ აქ რა გინდა? სულ გაგიჟდი? როგორ გამოგიშვებს?_გაოცებული ახამხამებდა სოფია თვალებს და უკვე სახლში შესულ ბიჭს უყურებდა. ძლივს მოიფიქრა კარი რომ დაეკეტა.
-ნუ გამომიშვეს ცოტა უფრო ხმამაღალი ნათქვამია_თავი მოიქექა სანდრომ და საოცრად ნელი ნაბიჯებით მივიდა დივნამდე, ცალი თვალით დახედა და ისევ დგომა გადაწყვიტა, დაჯდომისას ერთი ადგილი საშინლად ტკივდებოდა და საყვარელ ქალთან შერცხვენა არამგონია ვინმეს უნდოდეს.
-ხედავ? ისეთი ტკივილები გაქვს ვერც კი ჯდები, თუმცა დაჯდომისთვის ხომ ...._ჩაფიქრდა გოგოს და მალევე გაეცინა, -პატალა სანდლოს ტაკო ტკივაა?_ბავშვივით მოუჩლიქა ენა და გულიანად გაეცინა.
-თუ მასე გაიცინებ ხოლმე კიდევ ერთხელ მოვყვები აფეთქებაში, არაა პრობლემა.
-იდიოტო_წარბები აწკიპა გოგომ და შპალერს მიუბრუნდა.
-რა სიტყვებს კადრულობ მასწავლებელი ქალი_დაცინა სანდრომ და კედელს მიუახლოვდა, -დაგეხმარები.
-მოდი გამოვიცნობ, ვერ იხრები, რომ წეპო წაუსვა, ხელებს მაღლა ვერ ასწევ რომ დამამაგრებინო და ენით დამეხმარები?
-ენასაც უამრავი რამის გაკეთება შეუძლია, გამოცდილმა ხალხმა კარგად იცის_თვალი ჩაუკრა პამიდორივით გამხდარ ქალს და ფუნჯი აათამაშა ხელში, -მოდი ჯერ აქ გავაკრათ, მერე შენი პატარა კაბინეტი მოვხატოთ.
შეცდა სოფია, იმაზე მეტად მოახერხა სანდრომ დახმარება ვიდრე დაცინოდა. ჯერ ჭერზე ასულ სოფიას, შპალერის ბოლოს ასწორებინებდა, თუ ცუდად მოუხვდებოდა მაკრატელს აწვდიდა, მისი და ლილუს ბავშვობისას მომხდარ ისტორიებს უყვებოდა და აიძულებდა სოფიას ბოლო ხმაზე ეკისკისა. ეს ხმა ყველა არსებულ სიმღერასა და ჟღერადობაზე მაღლა იდგა მისთვის და ისტორიების მოგონებაზეც არ ამბობდა უარს, ოღონდ გოგო გაემხიარულებინა.
-ერთხელ, ჩემმა თხა დამ რატომღაც გადაწყვიტა კარალიოკი ზედ ხეზე შემომჯდარს ეჭამა, _გვერდით მდგომ სოფიას მაკრატელი მიაწოდა ლამაზი ორნამენტი რომ გამოეყვანა ნაჭერზე, -ამ დროს უკვე თავი მაგარი ბიჭი მეგონა, ათ წლამდე სოფელში ვიზრდებოდი და იმერული კილო საკმაოდ მქონდა, ქალაქში გადმოსულმა ბევრი ვიწვალე რომ დამევიწყებინა და სოფელში ჩასული თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსულ გოგონებში ჩემი ჭკუით თავს ვიწონებდი, ვითომ ძაან ქალაქურად ვლაპარაკობდი, სოფლელ ბიჭებს ვჯობდი და გოგოებს თვალებს ვუჟუჟუნებდი, ჩემმა საყვარელმა დაიკომ კარალიოკის კურკების სროლა დაიწყო, ხან სად მომხვდა ხან სად, ვერაფრით ვიფქრებდი მის ზემოთ ყოფნას და ყველაფერი ჩემ გვერდით მჯდომ ბიჭს დაბრალდა. რამდენჯერმე ვითომ ზრდილობიანად ვუსაყვედურე, ერთხელ ლამის წამოვარტყი, აი მეხუთედ კიდევ ვეღარ მოვითმინე და წამორტყმასთან ერთად ისეთი მაგარი სოფლური გავუშვი, ჩხუბს რომ მოვრჩი და მოვიხედე არც ერთი გოგო აღარ დამხვდა, მას შემდეგ არცერთი გამკარებია და არც „ბირჟაზე“ დამჯდარან ჩვენთან_გაეცინა წარსულის გახსენებაზე.
-ესეიგი, პატარაობიდანვე გეტყობოდა ვინც იქნებოდი_წარბებ აწკიპულმა ამოხედა სოფიამ
-აბა იმას კიარ მეტყვის ლილუ რა ეშმაკი ყოფილაო, ერთხელ ალუჩის ხეზე აძვრა და ტანით ისეთი პატარა იყო პატრონს შაშვი ეგონა და სანადირო თოფი გამოიტანა ახლავე ჩამოვხსნიო.
-ღმერთო ჩემო_ამაზე მართლაც აუტყდა სიცილი სოფიას და კმაყოფილმა გადახედა ერთ გამზადებულ კედელს.
-შენ როგორი ბავშვი იყავი?_ინტერესით გახედა სანდრომ.
-ჩათვალე მეორე ლილუ ვიზრდებოდი_ლაღად გაეცინა გოგოს.
-გამორიცხულია_თვალებ გაფართოებულმა გადააქნია თავი, -შენ და ლილუს ნაირი? არ არსებობს.
-ერთხელ მეზობლის ეზოში გადავედი, დიდი მონადირე ძაღლი ყავდათ, მე კიდე ცხენები ძალიან მიყვარდა და ეს მაღალი ძაღლი მასთან გავაიგივე, 3-4 წლის ვიქნებოდი_ღიმილით გადაინაცვლა სოფიამ წარსულში. -შემოვაჯექი ამ საწყალ ძაღლს და აჩუ აჩუს ძაღილით შევიკუნტრუშე, ჯერ ყურიც არ შიბერტყა, მერე რომ აღარ მოვეშვი და გვერდებში ჩავაზილე გემრიელად გადმოგდება დამიპირა, მე რისი სოფია ვიყავი, ყურებში ჩავავლე ხელი და უფრო მაგრად ვუბიძგე გაეჭენებინა, აი აქ კი საბრალო ყურშამ მთელი ძალით მომიქნია ტორი და ძირს გამადენინა ბრაგვანი_სიცილს ვერ წყვეტდა წარსულის მოგონებაზე/
-მერე?_როლებში შეჭრილიყო სანდრო.
-ლოყა ფაქტობრივად გადმობრუნდა და ყბის ძვალთან მქონდა ჩამოკონწიალებული, მახსოვს დედაჩემის ბოლო ხმაზე კივილი და ბიძაჩემის სიტყვები, ნუ ღელავ სოფია ახლავე ჩამოგბანო.
-მიტო გაქვს ეს შრამი?_ხელი წაიღო სანდრომ გოგოსკენ და ლოყაზე უკვე რამდენჯერმე შემჩნეულ შრამზე ჩამოუსვა თითები, ახლა აშკარად ხედავდა ეს პატარა სამი ხაზი ძაღლის ბრჭყალები რომ იქნებოდა. სოფიას აწითლებულ სახეზე და აჩქარებულ გულისცემაზე მიხვდა რას აკეთებდა, თავადაც გაუძნელდა სუნთქვა და ერთდროულად სოფიაზე მიახლოებაც მოუნდა და მოშორებაც, რომ მიახლოებოდა უნდა ეკოცნა, მაგრამ იცოდა ეს ამ დღისთვის სრულიად შეუფერებელი ზედმეტობა იქნებოდა და უნდა მოშორებოდა.
-დღესვე უნდა მორჩე ამ ოთახს თუ მეორე კედელზე ხვალ გადახვალ?_ჩახველებით დაიხია ერთი ნაბიჯით უკან სანდრომ.
-დღესვე, ხვალ აღარ მინდა ისევ არეულობა, ბარემ დავამთავრებ_მიხვდა სოფია და მანაც არაფერი შეიმჩნია ისე დასწვდა მორიგ რულონს.

-სოფია ბებო_მუშაობაში გართულებს მოესმათ ოთახიდან ნაზის ხმა.
-აქ ვარ ბე_მაშინვე თბილად გასცა პასუხი და მისკენ წავიდა, ხელი მოკიდა და გამოსვლაში დაეხმარა.
-წყალი გამითავდა ბებიკო და წამლებისთვის აღარ მაქვს_გრაფინი დაანახა შვილიშვილს.
-ნაზი ბებო როგორ ხართ?_დამალვა არც უცდია სანდროს.
-სანდრო არა? შენც მახსოვხარ_ღიმილით დაუქნია თავი ბიჭს, -კარგად შვილო, რადგან გადავრჩით..._მხრები აიჩეჩა ქალმა და კარის ჩარჩოს ჩაეჭიდა, -ოთახში ვიქნები ბებო.
-უკეთაა არა?_ამჯერად სამზარეულოსკენ გასულ სოფიას დაედევნა.
-ისე დარბიხარ ვითომ გატრუსული მე ვიყო.
-გატრუსული რა, ქათამი ვარ?_ცხვირი აიბზუა სანდრომ.
-არც ბევრი გიკლია_ჩაიფხუკუნა გოგომ და ოთახში მიიმალა.
-ესეიგი ქათამი, მე შენ გაჩვენებ ხვალ ვინაა ქათამი_დაიმუქრა სანდრო და საღებავების ქილებს გადაწვდა.


-მე მოვრჩი_ფუნჯი დააგდო სანდრომ და გოგოს გადახედა, -ვახშამი დავიმსახურე.
-შენ სულ გაგიჟდი, ღამის პირველია.
-მერე რა? თორმეტის მერე კუჭი კიარ იმალება.
-უიმეე, ასეთ დაღლილს კიდე საჭმელს მაკეთებინებს, აბა იმას კიარ მეტყვის რა დაღლილი თვალები გაქვს მიდი დაწექი დაიძინეო_ბოლო ყვავილი მიახატა სოფიამ კედელს და კმაყოფილმა დააგდო ფუნჯი. -ვაღიარებ კედლები რომ მომახატინე ამ იდეისთვის ნამდვილად გეკუთვნის ვახშამი_დაღლილი წამოდგა და სანდროს კედელს გახედა. -მოიცა, ეს იდეაში წიგნებია?_ სანდროს ნამუშევარს მიუშვირა ფუნჯი და სიცილი აუტყდა, -დარწმუნებული ვარ ხატვაში ათიანი გყავდა.
-და შენი ყვავილები ხომ რას ამბობ, ხელოვნების ზეიმია_ცხვირი აიბზუა სანდრომ.
-ჩემ ყვავილებს არ შეეხო_წარბები მოექუფრა სოფიას და მუქარით გამოუშვირა ფუნჯი ბიჭს.
-ყვავილებს არა და ზედას რომ შევეხო?_წითელი საღებავით დასვრილი ფუნჯი მუცელთან მთელს სიგრძეზე მოუსვა.
-ველოდი რაღაც მასეთს, ამიტომ მზად ვიყავი_თავი დაუქნია სოფიამ და მწვანე საღებავით შეღება სანდრო. კიდევ დიდხანს ესმოდა მათი სიცილი ნაზი ბებოს და ბედნიერი იღიმოდა ოთახში, ხვდებოდა, რომ როცა ამ ქვეყანას დატოვებდა მისი საყვარელი გოგო მარტო არ დარჩებოდა.
-ჭამაც კარგი იყო, გართობაც, მაგრამ ახლა თუ არ დავწექი, აქვე წავიქცევი_დაღლილი თვალები მიანათა გოგოს.
-მერე წადი, ვინ გაკავებს_მხრები აიჩეჩა სოფიამ და დივნის გაშლა დაიწყო მისთვის.
-ამას რა მე არ მიმზადებ?
-გაგიჟდი? აქამდე ბებოსთან ვიწექი მაგრამ ახლა შეწუხება არ მინდა და ჩემთვის ვიშლი.
-მაშინ ბალიში და რამე თხელი ადიელა და აი აქვე ხალიჩაზე გავწვები_მაშინვე მონახა გამოსავალი.
-შენ რა აქ რჩები?_გაკვირვებულმა მოატარა თითი თავის სახლს.
-აბა ღამის სამზე მაგდებ?_მოჩვენებითი ცრემლები მოიწმინდა სანდრომ.
-აფირისტო._მაინც გაეცინა და შემოსასვლელში მდებარე კარადისკენ წავიდა.

წვალებით გადაიძრო საღებავებით დაფარული მაისური სანდრომ და რამდენჯერმე ოხვრაც მიაყოლა, თვალი მოკრა სოფიამ როგორ ქონდა მთელი ზურგი დაფარული ბინტებით და ზოგ ადგილას სისხლიც გამოჟონილიყო.
-მაზი თან გაქვს?_მაინც ვერ მოითმინა და მიუახლოვდა ბიჭს.
-კი მოსაცმლის ჯიბეში.
-დაწექი და წაგისმევ, იქნებ ცოტა აგიშვას._რამდენიმე წამში დაბრუნდა უკან და ნელა დაიწყო ბინტის მოხსნა, რამდენიმე ადგილას მიწეპებოდა კანზე და აძრობისას კვნესა ვერ შეიკავა. პირზე ხელი აიფარა სოფიამ სანდროს ზურგის დანახვაზე, ერთი სანტიმეტრიც კი არ ქონდა ბიჭს საღი, აცრემლებული თვალებით ძლივს ხედავდა ჭრილობებს და ნელნელა უნაწილებდა მაზს კანზე.
-მოვრჩი_ჩუმად ჩაიჩურჩულა და ნანახით შეძრული ჩუმად, უსიტყვოდ დაწვა დივანზე და მაშინვე დახუჭა თვალები. სულ ტყუილად, მთელი ღამე სანდროს დამწვარი ზურგი მოსვენების საშუალებას არ აძლევდა.


მოუსვენრად დადიოდა გაბრიელი ოთახში და აკაკის სიტყვებზე ფიქრობდა, ბოლოს ლილუ რომ ჩიბარა მწარედ ახსოვს რითიც დასრულდა ყველაფერი. არ შეეძლო იგივე შეცდომა დაეშვა, არ უნდოდა კიდევ ერთი სიცოცხლე ოდნავ მაინც შეელახა. აკაკი მისი მეორე ყველაზე მთავარი მოწმე იყო და დარწმუნებული იყო ვიტალი ასე იოლად არ გაატარებდა. ამჯერად ნამდვილად ვერ აპატიებდა საკუთარ თავს უდანაშაულო გოგოს ისევ რამე რომ დამართნოდა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოეფიქრებინა რამე. უცებ გაახსენდა ვინც შეძლებდა დახმარებას და გვიანი დროის მიუხედავად მაინც აკრიბა ნომერი.
-გისმენთ_სულაც არ ჟღერდა ბიჭის ხმა ახალი გამოფხიზლებულისას.
-გამარჯობა კონსტანტინე, გაბრიელ ყიფიანი ვარ.
-გაბრიელი? გამომძიებელი? ხომ მშვიდობაა? გისმენთ_აშკარად დაიბნა ბიჭი.
-ვიცი, რომ სანდროს ერთგულ და პროფესიონალ დაცვის ბიჭებს შენ უძებნი, ვიცი წესით უჩინარები უნდა იყვნენ, წესით ასეცაა, მაგრამ მე გამომძიებელი ვარ და არ გამჭირვებია მათი შემჩნევა.
-დიახ, უბრალოდ მათ გოგოების დაცვა ევალებათ, ცუდად ნუ გაიგებთ.
-არა კონსტანტინე, პირიქით, დამატებითი უსაფრთხოება ზედმეტი ვერ იქნება, უბრალოდ მინდოდა მეც მეთხოვა ერთი მასეთი ბიჭის მოძებნა ნაცნობისთვის.
-ვინ არის? ანუ ცნობისმოყვარეობაში ნუ ჩამითვლით ხომ უნდა ვიცოდე როგორი ვეძებო.
-ლილე მახარაძე, 21 წლის სტუდენტია, ამიტომ თლად ღიპიან 40 წლის კაცს ნუ მოძებნი, მინდა ისეთ აჩრდილად იქცეს წამით რომ არ მოაშოროს თვალი.
-გასაგებია, ხვალ დაგიკავშირდებით_მალევე გათიშა კონსტანტინემ და უკვე ცოტათი გულდამშვიდებული გაბრიელი ცოლის სხეულთან დაბრუნდა საწოლში.


დილით გაღვიძებულ სოფიას სანდროს ნივთები დივნის გვერდით დახვდა დაკეცილი და მილაგებული, მთქნარებით გავიდა სამზარეულოში და სიამოვნებისგან გასცრა სხეულში. სოსისებით, კვერცხითა და კეჩუპით სახე დაეხატა თეფშზე სანდროს, წვენის ჭიქაც მიედო ზედ და ბარათი აეყუდებინა
„დილა მშვიდობის მასწავლებელო, ვიცი დღეს 4-ის ნახევრიდან 6-მდე თავისუფალი ხარ, ამიტომ მოემზადე, გამოგივლი როგორც კი მორჩები და პატარა საქმე გვაქვს გასაკეთებელი.
პ.ს. სპორტულად ჩაიცვი“
სიამოვნებისგან ჩაეღიმა გოგოს, გემრიელად შესანსლა მომზადებული საუზმე და ღიღინით გაემართა ბებიასკენ წამლები რომ მიეცა. გულ აჩქარებული ელოდა მითითებულ დროს, მიუჩვეველი იყო სხვებისგან ასეთ ქცევას, ყოველთვის თვითონ ზრუნავდა ყველაზე, არ ახსოვს ვინმესგანაც იგივე განეცადოს, ახლა კი სანდრო ყოველთვის გვერდით ედგა და საოცარი შეგრძნებებით ავსებდა. აღელვებულმა გაუშვა მოსწავლეები და გაისმა კიდევაც ტელეფონის ხმა.
-ქვემოთ გელოდები.
-ახლავე ჩმოვალ_ღიმილს ვერაფრით იკავებდა ისე მიიჩქაროდა გასასვლელისკენ და სახეზე შეეყინა ეს ღიმილი ბიჭის დანახვაზე.
-შენ რა სულ გაგიჟდი?_აღფრთოვანებული უყურებდა ახალთახალ გაპრიალებულ მოტოს და მასზე ძლივს შემომჯდარ სანდროს. აშკარა ტკივილს უკვე ალექსანდრეს გაბრწყინებული სახეც ვეღარ მალავდა და ვეღარც ჩაფხუტი.
-მოდი სწრაფად_წინ დასაჯდომზე დაატყაპუნა ბიჭმა ხელი.
-წიინ? მე გავატარო? სულ შიშალე?_შეუმჩნევლად შეჰყვირა სოფიამ.
-გაატარო არა, ჯერ სიკვდილი ადრეა, უბრალოდ ზურგზე ვერ მომეხუტები, ამიტომ პირველი მოხვევის პატივი მე მხვდა წილად_ღიმილიდ ისევ მითითებულ ადგილზე მიუთითა და ახლა უკვე შეპასუხების გარეშე მოკალათდა.
-შენთვის საერთოდ შეიძლება ამდენი დატვირთვა? რა საჭირო იყო?_სანდროს შეწუხებულ სახეზე თავადაც ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად.
-მოეჭიდა_მხოლოდ ეს თქვა ბიჭმა და მაქსიმალური სიჩქარით მოსწყდა ადგილს.
უზომო ბედნიერება აგრძნობინა ადრენალინმა, უნდოდა თუ არა თავისთავად დასცდა პირს ყვირილი, ხელებიც გაშალა და ყურადღებას არ აქცევდა სანდროს ხითხითს. ქარს უფლებას აძლევდა თმები აერია და ხვდებოდა, ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში არასდროს ყოფილა.
-მოვედით_ძლივს ჩაესმა სანდროს ხმა და წამში ისკუპა ასვალტზე.
-სად მოვედით?_ინტერესით მოავლო თვალი ტყეს და კალათით ხელში მოახლოებულ სანდროს ახედა.
-კეთილი იყოს თქვენი ფეხი პირველ პიკნიკზე_თეატრალურად დაუკრა თავი და ნაჭერი აიღო ძირს რომ დაეფინა.
-ისე ნუ იქცევი ვითომ შეგეძლოს_სიცილით გამოსტაცა ნივთები სოფიამ და თავად დაიწყო ყველაფრის გაწყობა. რამდენიმე წუთში მადიანად შეექცეოდნენ სანდროს ნაყიდ ბუტერბროდებს და მთელი მონდომებით ცდილობდა ბიჭი აკანკალებული ხელების დამალვას.


-მომკალი და საოცრად არ მომწონს ამ ვიტალის სიჩუმე_ანერვიულებული დადიოდა ოთახში იოანე.
-არც მე, ქარიშხლის წინ რომ იცის ამინდმა ჩაწყნარება ისეთი სიტუაციაა.
-ზუსტად, ფაქტია რაღაც დიდს ამზადებს და ამისთვის ძალებს იკრებს._არც გაბრიელი ჩანდა დიდად მშვიდი.
-შევაჯამოთ რა გვაქვს მის წინააღმდეგ და დღესვე გავუშვებ პროკურატურაში_წამოიმართა გაბრიელი.
-მოკლეედ, აი ეს მოწმეების ჩვენებები, ეს ბახალას მოცემული საბუთები, ეს ვიტალის თანაშემწის ხელმოწერილები და ესეც სანდროს ასე ვთქვათ მოპარულები.
-ეს მთელი საქაღალდე რაც ჩვენ და მალხაზიმ მოვიპოვეთ იმათ ეთმობა.
-ყოჩაღ ჩვენ, კარგად ვიმუშავეთ, ახლა წავალ ამათ დაჩის გადავახედებ და თან პროკურორთან დავნიშნავ შეხვედრას.
-გაბრიელ, ქარიშხალს რა ვუყოთ? გოგოების და ბავშვების მეშინია.
-სარდაფი?_ძმას გადახედა გაბრიელმა.
-სარდაფი_მაშინვე დაუქნია თავი უნცროსმა და მობილურ მომარჯვებულ გაბრიელს თავადაც გაყვა უკან.



არ ახსოვს სოფიას ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის იყო, მთელ ტყეში ისმოდა მათი სიცილის ხმა, მუცელზე წამოწოლილი ისვენებდა სანდროც და ანეგდოტების ხსენებით ირთობდნენ თავს, არაფერი ადარდებდათ ამ ქვეყნად და უკვე მოსულ ზაფხულს ცივი წვენებით ხვდებოდნენ.
-ეს რატომ გააკეთე?_ერთხელაც ვეღარ მოითმინა სოფიამ და პირდაპირ კითხა.
-ოცნება ოცნებად არ უნდა დარჩეს თუ მის შესრულებას მხოლოდ ოდნავი ხელის განძრევა სჭირდება_თვალი ჩაუკრა მომღიმარ გოგოს და მოშიებულმა მეორე ბუტერბროდს სტაცა ხელი.
დრო ისე გაეპარათ, საათს რომ დახედეს მოსწავლეების მოსვლამდე უკვე თხუთმეტი წუთიღა იყო დარჩენილი.
-ღმერთო ჩემო_შეშინებული თვალებით ახედა ბიჭს.
-ჩემს შესაძლებლობებს არასწორად აფასებ_ამაყად გაეჯგიმა საყვარელ ქალს და ნელა მოთავსდა მოტოზე. უკვე იოლად მიუჯდა სოფიაც და ლამაზადა დალაგებული ნივთები კალათით ისევ უკან დაამაგრეს.
-მაშ წავედით_ღიმილით დაიძრა ალექსანდრე და სოფიას საშუალება მისცა ნაცნობი სასიამოვნო შეგრძნებები კიდევ ერთხელ განეცადა.
მოწყვეტით გააჩერა სადარბაზოსთან და ხელი შეაშველა სოფიას მალე რომ გადასულიყო, ისიც მაშინვე გაიქცა, თუმცა რამდენიმე წამში მობრუნდა
-აი დღევანდელის შემდეგ ნამდვილად დაიმსახურე ვახშამი, მოსწავლეების შემდეგ გეპატიჟები,_ თბილად გაუღიმა ბიჭს და ბედნიერმა აირბინა კიბეები.
ძლივს შეკავებული ტკივილის ამოხეთქვა ახლა მოახერხა სანდრომ და ლამის დაიღმუვლა ტყავი წვალებით რომ გაიხადა, ნაჭერს უფრო მეტი ზიანი მიეყენებინა ვიდრე ფიქრობდა და იმ დონეზე იყო ხელის გამოძრავებაც კი უჭირდა. ვერაფერი აიძულებდა საყვარელი ქალის მიპატიჟებაზე უარი ეთქვა, ამიტომ ბინის კარამდე უფლება მისცა ტკივილს მთლიანად შეეჭამა, ხოლო ბინაში შსულმა ისევ სიმწრის ღიმილი მოირგო სახეზე.

შუადღის მოუთმენლობა და სიხარული ახლაც გადმოყვა სოფიას, იმაზე ფიქრობდა ვახშამი როგორ ჩაივლიდა, რაზე ისაუბრებდნენ, რას შეცვლიდა ეს ყველაფერი მათ ურთიერთობაში და მომავალში რა იქნებოდა. მომავალზე ფიქრმა სხვა კითხვებიც ამოუტივტივა და სიხარული გაუნახევრა. იმდენად განიცდიდა ამ ყველაფერს მოსწავლეები ადრე გაუშვა და სასტუმრო ოთახში, ფანჯარასთან მდგომ სანდროს მიუახლოვდა.
-რაზე ფიქრობ?_თვალ გაშტერებული ბიჭის დანახვაზე ვეღარ მოითმინა რომ არ ეკითხა.
-ვფიქრობ დესერტი ვახშმამდე მივიღო თუ ვახშმის შემდეგ_სერიოზული სახით მოუბრუნდა ბიჭი.
-ალექსანდრე, დესერტს ვახშმამდე ვინ ჭამს?_გაეცინა გოგოს და თვალები გაუფართოვდა საეჭვოდ მოახლოებულ ბიჭზე.
-მე_ნაზად ამოილაპარაკა, ხელით ლოყაზე მიეფერა და ნელა მიეკრა ნანატრ ტუჩებს, რამდენიმე წამით ტუჩები ვერ მოაშორა, პირველი კოცნა მოპარა შეყვარებულს და სახეში არ შეუხედავს ისე გატრიალდა სამზარეულოსკენ.
-დესერტზე გემრიელი ვახშამი ვერ იქნება.


მხოლო მერე მიხვდა ისევ ფანჯარასთან რომ იდგა სოფია, გაკვირვებისგან გაფართოებული თვალები რომ ატკივდა. თითებით დაიზილა ნატკენი ადგილი და უკვე გადაწყვტილი გაემართა სამზარეულოსკენ. სანამ სერიოზულად შეტოპავდნენ, დრო იყო კითხვებზე პასუხი მიეღო.
-გიორგი მოკალი?_ყოველგვარი შესავლის გარეშე მიახალა ტაფის ძებნით გართულ ბიჭს.
-გიორგი საიდანღა მოიტანე ან მისი მკვლელობა, ან რატომ უნდა მომეკლა_გაეცინა სანდროს.
-მაინტერესებს, მოკალი?
-შენ რა სერიოზულად მეკითხები ახლა, დღევანდელ დღეს გიორგის ამბებს?_სიხარული მალევე გაუქრა სანდროს.
-რა თქმა უნდა გეკითხები და ზუსტადაც დღეს. რატომ არ უნდა მოგეკლა, რა აქამდე არავინ მოგიკლავს თუ რა_ბიჭის ანერვიულებულ სახეზე აღარ იცოდა რეებს ამბობდა.
-რა თქმა უნდა, მე ხომ ცივსისხლიანი ნარკომანი მკვლელი ვარ,_სიმწრით გაეცინა ბიჭს -და რა გგონია? არანორმალურივით დავდივარ და ხალხს ვკლავ? ასეთი მოგეწონე?
-ალექსანდრე, მინდა ვიცოდე რას ველოდო, მინდა ვიცოდე გიპოვი თუ არა სააბაზანოში ნემსით ხელში, მინდა ვიცოდე უნდა ველოდო თუ არა საღამოს სახლში როგორ მოხვალ სისხლში ამოთხვრილი, მინდა ვიცოდე პურის ამოტანას როცა გთხოვ სად ნაშოვნი ფულით იყიდი. მინდა პასუხები მქონდეს._ცრემლებმა გაიბრწყინა სოფიას თვალებში.
-და შენ ჩემზე ასეთი წარმოდგენა გაქვს?_სულ ჩაუქრა თვალები სანდროს.
-არ გინდა, ნუ მასწავლი რისი გაკეთება შეუძლია წამლისთვის ნარკომან ადამიანს, მე უბრალოდ მინდა მზად ვიყო, ვერ შევეგუები გესმის? თუ ასე აპირებ გაგრძელებას აქვე მოვრჩეთ, სხვისი ცოდვების ხარჯზე ჩემსას ვერ ავაგებ, ვიღაცის გაუბედურების ხარჯზე პურს ვერ შევჭამ და კარგად ვერ ჩავიცმევ. _უკვე ლოყაზე დაედინა ცრემლები გოგოს.
-ისეთი საშინელი წარმოდგენა გაქვს ჩემზე და იმდენად ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ფიქრები გაწუხებს, რომ არც კი შეგიმჩნევია როგორ მიკანკალებს ორგანიზმი წამლის მოლოდინში, როგორ ვიჭყიპები ანალგინის ტაბლეტებით ტკივილი ძლიერი გამაყუჩებლის გარეშე რომ გადავიტანო, ვერც შეამჩნიე როგორ ვცდილობ შენი ღირსი გავხდე. შენი აზრით უფლებას მოგცემდი ასეთ ურჩხულთან გეცხოვრა? ქალს საფრთხეს შევუქმნიდი რომელშიც ჩემი შვილების დედას ვხედავ?_უკვე შეუმჩნევლად ღრიალებდა სანდრო და ჩაწითლებული თვალებით ნელა უახლოვდებოდა გოგოს, -ხო, ნარკომანი ვიყავი, ხო ხალხს ფულს ვართმევდი, კი ბატონო ერთხელ კაციც მოვკალი, ბავშვობის უახლოესი მეგობარი და ახლა აქ რომ იდგეს მეორედაც დავახლიდი ტყვიას შუბლში, რადგან ის იდიოტი არხეინად და ბედნიერი სახით მიყვებოდა როგორ გააუპატიურა ჩემი საფიცრად დარჩენილი და, ახლა კი შენ აქ დგახარ და მეკითხები იმ ცხოვრებაზე, რომელიც ჯანდაბაში გავუშვი რადგან შენ შეგხვდი_გამწარებულმა მოიქნია მუშტი და სოფიას გვერდით აღმართულ კედელს დაარტყა მთელი ძალით.
როგორც კი ბიჭის გამწარებული თვალები და მოქნეული მუშტი დაინახა სახეზე ხელებ აფარებული ჩაიკეცა და შეკავებული ცრემლები ერთიანად გადმოუშვა.
-არ გინდა ალექსანდრე.
მხოლოდ სამი სიტყვა და სანდროს სამუდამოდ ჩამქრალი თვალები, სამი სიტყვა და სამუდამოდ გამქრალი იმედები, სამი სიტყვა და ნაწილებად დაფშვნილი მომავალი. სამი სიტყვა და სრულიად განადგურებული ალექსანდრე...
-შენ რა.. გეგონა... გეგონა.... დაგარტყამდი? გეგონა მუშტი შენ...._ღმერთო ჩემო, სოფია, გეგონა შენ დაგარტყამდი?_თითქოს სრულ სისულელეს ამბობდა ისე გაოგნებული ისროდა სიტყვებს. -თუმცა რა გასაკვირია, მე ხომ ერთი არანორმალური, ცივსისხლიანი ნარკომანი და მკვლელი ვარ._იმედგაცრუებულმა შეავლო ბოლოჯერ თვალი ატირებულ ქალს და სამუდამოდ გაიხურა ბინის კარი. ერთადერთი ცრემლი ჩამოგორებისთანავე მოიცილა და სწრაფი ნაბიჯებით დაეშვა კიბეებზე.
-სოფია, რა ხდება ბებო_როგორც კი სიტუაცია ჩაწყნარდა მაშინვე გამოვიდა ნაზი, ყველაფერი ესმოდა და არ უნდოდა წყვილისთვის ხელი შეეშალა, მთელი გულით გრძნობდა ბიჭის ნდობა რომ შეიძლებოდა და მისი შვილიშვილის სულელურმა საქციელმა გული მოუკლა. ტირილის ხმას გაყვა უკან და ხელების ცეცებით მიაგნო იატაკზე ჩამჯდარ გოგოს. -ეს რა ჩაიდინე ბებო_თავადაც წამოუვიდა ცრემლი აცახცახებული შვილიშვილი რომ ჩაიკრა.
-მოვკალი ბებო, საკუთარი სიტყვებით მოვკალი, ვიცოდი, რომ ჩემს გამო შეუძლებეს შეძლებდა, ვიცოდი ვუყვარდი და მაინც ასე მოვექეცი, მასზე ბევრად უარესი ადამიანი გავხდი, ისე შემიყვარდა თავს არც ვუტყდებოდი და საკუთარი ხელით მოვკალი_ვერაფრით დააწყნარა აცახცახებული სხეული და ტკივილისგან კივილი რომ მოუნდა გონებამ თავად გადაწყვიტა სამყაროსგან გამოთიშულიყო.
----------------
ახლა მაინც არ დავინახო წუწუნი პატარა იყოო :დ :დ :დ



№1  offline წევრი elka popova

Каргиа далиан ---царрматгебеби

 


№2 სტუმარი ნაინა

აუუუ ეს რაიყოოო, ეც მტკივა მათ მაგივრად, მალე დადევმანამ სულს განვუტევებ

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Es ra iyo, pedagogma gogom tavi ver motoka da sayvarel kacs ase mwared atkina, yvelafers mixvda, icoda ro cdilobda wamals ar gakareboda tkivilis gamo da mainc es moiqca da atkina sandros, shemecoda sandro ragacis imedi mieca da daengra ucbad yvelaferi, sofias qcevac gasagebia esinia, magram tavi sheekavebina da laitad etqva raa, imedia nawyeni sanro isev ar gaiketebs wamals da gaudzlebs, Auf rodis dadeb axals, dzaan saintereso iqneba da moutmenlad velodebi☺️ ar daigviano dzaan☺️

 


№4  offline მოდერი naattii

elka popova
Каргиа далиан ---царрматгебеби

დიდი მადლობა ❤️

ნაინა
აუუუ ეს რაიყოოო, ეც მტკივა მათ მაგივრად, მალე დადევმანამ სულს განვუტევებ

მემგონი ყველანაირი გრძნობისმომცველი თავი გამომივიდა :))

სტუმარი Mariamimari
Es ra iyo, pedagogma gogom tavi ver motoka da sayvarel kacs ase mwared atkina, yvelafers mixvda, icoda ro cdilobda wamals ar gakareboda tkivilis gamo da mainc es moiqca da atkina sandros, shemecoda sandro ragacis imedi mieca da daengra ucbad yvelaferi, sofias qcevac gasagebia esinia, magram tavi sheekavebina da laitad etqva raa, imedia nawyeni sanro isev ar gaiketebs wamals da gaudzlebs, Auf rodis dadeb axals, dzaan saintereso iqneba da moutmenlad velodebi☺️ ar daigviano dzaan☺️

არ იცოდა სამწუხაროდ, კონსტანტინემაც ხომ უთხრა წამლებითაა გაჭყეპილიო, რა იცოდა თუ სანდრომ ექიმს მორფის გაკეთება შეაწყვეტინა :(( პირიქით, მასთან ურთიერთობაზე ნარკომანობის მიუხედავადაც თანხმდებოდა :(

 


№5  offline წევრი წერო:)

უუუუუზემაგრესი თავი იყოო♡♡♡♡♡აი ძალიან ძალიან კარგი,საინტერესო,სასიამოვნო,მხიარული და ბოლოში ისეთი დასასრული ქონდა დებილივით გაღიმებილს კინაღამ ამეტირა დდ((((აუუ გული დამეწვაა მართლა ოღონდ.გეხვეწები რა ნუ დააგვიანებ შენთან ამაზე ვერესდროს გამოვთქვამ პრეტენზიას სულ დროზე დებ ხოლმე მარა მაინც გთხოოვ♡♡♡♡♡♡♡♡
ისე კოსწიკა და ლილე რატო მესახება ერთაად?დდდ♡♡♡♡

 


№6 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაიმე სანდრო შემეცოდა :( დიდი სურვილი მაქვს ეს სოფია რომ მოვკლა ,უაზრო გოგო :( აი კონსტანტინეს მგონია რომ ლილე მახარაძე გააგიჟებს და გადარევს :)) ახალი წყვილის და ახალი გიჟობების სუნი მცემს :))

 


№7  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ბოლო აბზაცი საკმაოდ მძიმე იყო, მესმის სოფიოს ძქლიან კარგად, მაგრამ სანდოც ძალიან შემეცოდა ამ თავში ფაქტიურად ყველაფერი თავზე ჩამოენგრა მაშინ როცა ცოტა იმედი გაუჩნდა მომავლის :( აქეთ ეს ვიტალიც, მოკლედ დაიძაბა სიტუაცია...

 


№8  offline მოდერი naattii

წერო:)
უუუუუზემაგრესი თავი იყოო♡♡♡♡♡აი ძალიან ძალიან კარგი,საინტერესო,სასიამოვნო,მხიარული და ბოლოში ისეთი დასასრული ქონდა დებილივით გაღიმებილს კინაღამ ამეტირა დდ((((აუუ გული დამეწვაა მართლა ოღონდ.გეხვეწები რა ნუ დააგვიანებ შენთან ამაზე ვერესდროს გამოვთქვამ პრეტენზიას სულ დროზე დებ ხოლმე მარა მაინც გთხოოვ♡♡♡♡♡♡♡♡
ისე კოსწიკა და ლილე რატო მესახება ერთაად?დდდ♡♡♡♡

დიდი მადლობა, ანუ ზუსტად ისეთი გამომსვლია როგორიც მინდოდა :))) ალბათ იმიტომ გესახებათ რომ მეც ვფიქრობ მაგათზე :D

სტუმარი gvantsa
ვაიმე სანდრო შემეცოდა :( დიდი სურვილი მაქვს ეს სოფია რომ მოვკლა ,უაზრო გოგო :( აი კონსტანტინეს მგონია რომ ლილე მახარაძე გააგიჟებს და გადარევს :)) ახალი წყვილის და ახალი გიჟობების სუნი მცემს :))

ყველა ვერ გაბედავს ნარკომანთან ცხოვრება გარისკოს და შეიყვაროს, მითუმეტეს მასწავლებელი. მე პირადად სულ სხვანაირად ვხედავ სოფიას :(

ablabudaa
ბოლო აბზაცი საკმაოდ მძიმე იყო, მესმის სოფიოს ძქლიან კარგად, მაგრამ სანდოც ძალიან შემეცოდა ამ თავში ფაქტიურად ყველაფერი თავზე ჩამოენგრა მაშინ როცა ცოტა იმედი გაუჩნდა მომავლის :( აქეთ ეს ვიტალიც, მოკლედ დაიძაბა სიტუაცია...

კიდევ რამდენიმე თავიც გამიძელით და მორჩება :D

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

გამოშტერებული გოგოოოოო...
ღირსია....
ვერ მოვიდა თავის დროზე გოონს?!
ფუუჰჰ...
ბიჭი რა დღეში იყო და რას არ აკეთებდა რომ გაებედნიერებინა და ამან რა ქნა?! ბიჭმა აკოცა და მივარდა "შე მკვლელო მკვლელოო ეძახა" ესეც არ იკმარა და ეგონა დაარტყამდა... ღმერთო ჩემო...

და ახლა ასე დებილივით უნდა იჯდეს და არაფერი მოიმოქმედოს?!
გავწეწავ... რამე მოიფიქროს... დამიტანჯა ბიჭი დამიტანჯა...-_- სულელი სულელიიი...
ოხხხ. მოვკალიო... კაი კაცოოო.. რა კარგ დროს მიხვდა..
არ უნდა ეფიქრა რომ დაარტყავდა.... -_-
ამან ყველაზე მეტად გამაცოფა...-_-

ახალ თავს ველოდები.. დღეს იქნება რო რამე?

"-ისეთი საშინელი წარმოდგენა გაქვს ჩემზე და იმდენად ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ფიქრები გაწუხებს, რომ არც კი შეგიმჩნევია როგორ მიკანკალებს ორგანიზმი წამლის მოლოდინში, როგორ ვიჭყიპები ანალგინის ტაბლეტებით ტკივილი ძლიერი გამაყუჩებლის გარეშე რომ გადავიტანო, ვერც შეამჩნიე როგორ ვცდილობ შენი ღირსი გავხდე. შენი აზრით უფლებას მოგცემდი ასეთ ურჩხულთან გეცხოვრა? ქალს საფრთხეს შევუქმნიდი რომელშიც ჩემი შვილების დედას ვხედავ?"

"-არ გინდა ალექსანდრე.
მხოლოდ სამი სიტყვა და სანდროს სამუდამოდ ჩამქრალი თვალები, სამი სიტყვა და სამუდამოდ გამქრალი იმედები, სამი სიტყვა და ნაწილებად დაფშვნილი მომავალი. სამი სიტყვა და სრულიად განადგურებული ალექსანდრე...
-შენ რა.. გეგონა... გეგონა.... დაგარტყამდი? გეგონა მუშტი შენ...._ღმერთო ჩემო, სოფია, გეგონა შენ დაგარტყამდი?_თითქოს სრულ სისულელეს ამბობდა ისე გაოგნებული ისროდა სიტყვებს. -თუმცა რა გასაკვირია, მე ხომ ერთი არანორმალური, ცივსისხლიანი ნარკომანი და მკვლელი ვარ."
ამან მომკლა და გამანადგურა :'( :'(
ჩემი ალექსანდრეეეე :( :( :( :(
რამდენს ცდილობდა და ეს გოგო ვერც კი ამჩნევდა ამ მცდელობებს -_-

 


№10  offline მოდერი naattii

ანი ანი
გამოშტერებული გოგოოოოო...
ღირსია....
ვერ მოვიდა თავის დროზე გოონს?!
ფუუჰჰ...
ბიჭი რა დღეში იყო და რას არ აკეთებდა რომ გაებედნიერებინა და ამან რა ქნა?! ბიჭმა აკოცა და მივარდა "შე მკვლელო მკვლელოო ეძახა" ესეც არ იკმარა და ეგონა დაარტყამდა... ღმერთო ჩემო...

და ახლა ასე დებილივით უნდა იჯდეს და არაფერი მოიმოქმედოს?!
გავწეწავ... რამე მოიფიქროს... დამიტანჯა ბიჭი დამიტანჯა...-_- სულელი სულელიიი...
ოხხხ. მოვკალიო... კაი კაცოოო.. რა კარგ დროს მიხვდა..
არ უნდა ეფიქრა რომ დაარტყავდა.... -_-
ამან ყველაზე მეტად გამაცოფა...-_-

ახალ თავს ველოდები.. დღეს იქნება რო რამე?

"-ისეთი საშინელი წარმოდგენა გაქვს ჩემზე და იმდენად ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ფიქრები გაწუხებს, რომ არც კი შეგიმჩნევია როგორ მიკანკალებს ორგანიზმი წამლის მოლოდინში, როგორ ვიჭყიპები ანალგინის ტაბლეტებით ტკივილი ძლიერი გამაყუჩებლის გარეშე რომ გადავიტანო, ვერც შეამჩნიე როგორ ვცდილობ შენი ღირსი გავხდე. შენი აზრით უფლებას მოგცემდი ასეთ ურჩხულთან გეცხოვრა? ქალს საფრთხეს შევუქმნიდი რომელშიც ჩემი შვილების დედას ვხედავ?"

"-არ გინდა ალექსანდრე.
მხოლოდ სამი სიტყვა და სანდროს სამუდამოდ ჩამქრალი თვალები, სამი სიტყვა და სამუდამოდ გამქრალი იმედები, სამი სიტყვა და ნაწილებად დაფშვნილი მომავალი. სამი სიტყვა და სრულიად განადგურებული ალექსანდრე...
-შენ რა.. გეგონა... გეგონა.... დაგარტყამდი? გეგონა მუშტი შენ...._ღმერთო ჩემო, სოფია, გეგონა შენ დაგარტყამდი?_თითქოს სრულ სისულელეს ამბობდა ისე გაოგნებული ისროდა სიტყვებს. -თუმცა რა გასაკვირია, მე ხომ ერთი არანორმალური, ცივსისხლიანი ნარკომანი და მკვლელი ვარ."
ამან მომკლა და გამანადგურა :'( :'(
ჩემი ალექსანდრეეეე :( :( :( :(
რამდენს ცდილობდა და ეს გოგო ვერც კი ამჩნევდა ამ მცდელობებს -_-

ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიხარია თქვენი ასეთი შეფასებები, მეც მოვკვდი ამ ეპიზოდის წერისას, მაგრამ რა ვქნა, რაღაც მხრივ სოფიასიც მესმის, უცებ ჩავარდა სრულიად სხვა სამყაროში, რომელზეც წარმოდგენა არ ქონდა. მხოლოდ ის იცის რაც წიგნებში ისწავლა და ესეც სულ ცუდი.... ნუ რას ვიზამთ მოიფიქრებს რამეს

 


№11  offline წევრი რუსკიმარუსია

კუჭი არ იმალებაო მაგაზე ხომ ვიცინე, მაგრამ ბოლო მომენტმა მეც მომკლა :(
სოფიოსი მესმის, მარტივი არაა შენი ცხოვრება და მომავალი სანდროს მსგავი წარსულის მქონე ადამიანს დაუკავშიროს, მაგრამ არც ესე გასაზიზღრება შეიძლებოდა, სანდრო ხომ მის გამო ცდილობს ცხოვრების შეცვლას და ამისთვის ყველაფერს აკეთებს და სწორედ ამ უკანასკნელის დაუფასეფლობის გამოა სოფიო საცემი.
კედელზე მუჭის დარტყმის სცენამ და სოფიოს რეაქციამ რაღაცაზე დამაფიქრა, მგონია რომ სოფიოს რეაქცია წარსული გამოცდილების შედეგი უნდა იყოს და იმედია ვცდები :(
ტყუპებისი არ იყოს მეც არ მომწონს ვიტალის სიმშვიდე და იმრდია ქარიშხალის მაგივრად ხელთ მეც და ბიჭებსაც მსუბუქი სიო შეგვრჩება :დ
ემოციებით სავსე თავი იყო, ასეთი ჯერ არ ყოფილა. ეჭვი მაქვს წინ არანაკლები ემოციები და ინტრიგა გველოდება❤

 


№12  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
კუჭი არ იმალებაო მაგაზე ხომ ვიცინე, მაგრამ ბოლო მომენტმა მეც მომკლა :(
სოფიოსი მესმის, მარტივი არაა შენი ცხოვრება და მომავალი სანდროს მსგავი წარსულის მქონე ადამიანს დაუკავშიროს, მაგრამ არც ესე გასაზიზღრება შეიძლებოდა, სანდრო ხომ მის გამო ცდილობს ცხოვრების შეცვლას და ამისთვის ყველაფერს აკეთებს და სწორედ ამ უკანასკნელის დაუფასეფლობის გამოა სოფიო საცემი.
კედელზე მუჭის დარტყმის სცენამ და სოფიოს რეაქციამ რაღაცაზე დამაფიქრა, მგონია რომ სოფიოს რეაქცია წარსული გამოცდილების შედეგი უნდა იყოს და იმედია ვცდები :(
ტყუპებისი არ იყოს მეც არ მომწონს ვიტალის სიმშვიდე და იმრდია ქარიშხალის მაგივრად ხელთ მეც და ბიჭებსაც მსუბუქი სიო შეგვრჩება :დ
ემოციებით სავსე თავი იყო, ასეთი ჯერ არ ყოფილა. ეჭვი მაქვს წინ არანაკლები ემოციები და ინტრიგა გველოდება❤

მადლობა ჩემო კარგო, ინტრიგის გარეშე ვინ ვარ მე :D სოფიას ამბებსაც წავიკითხავთ შემდეგ თავში ❤️

 


№13 სტუმარი maco maco

უგ ეს რა იყოო....ორივესი მესმის ორივესთვის ძნელია, შენ მადლობა :)

 


№14  offline მოდერი naattii

maco maco
უგ ეს რა იყოო....ორივესი მესმის ორივესთვის ძნელია, შენ მადლობა :)

მადლობა შენ შეფასებისთვის ❤️

 


№15 სტუმარი ))))

mainc ar myofnis meti da meti minda sheni istoriebis kitxvisas meti shesruntva mindebaaaa male ddeb imddia toreee gavgijdebi

 


№16  offline აქტიური მკითხველი La-Na

ბოდიში შემთხვევით დამეჭირა ღიმილის სმაილზე.ძალიან მაგარი თავი იყო.ტყუპების არ იყოს ვიტალის ჩაწყნარება კარგს არაფერს ნიშნავს ხო? სანდრო შემეცოდა ძალიან, განსაკუთრებით კი მაშინ რომ ეგონა გაარტყამდა.ახლა სოფიამ უნდა შემოირიგოს როგორმე.
--------------------
ლანა

 


№17  offline წევრი ვიპნი

ახლა ამეტირება :(

 


№18  offline წევრი crete20

რავქნა ნუუ ეს ალექსანდრე არ მომწობს და არც ამ.გოგოსგან მიკვირს ეს საქციელი. სრულიადაც ადეკვატურად მოიქცა.

 


№19  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დღეს დადებ?!

 


№20  offline წევრი haddes

შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს მაგრამ ეს რაღაც საოცრებაა ვგიკდები სანდროზე... სოფიაც ძააან მომწონს... აი ძველი ისტორიების გმირებსაც რომ რთავ ახალ მოთხრობებში ეგ საერთოდ აღმაფრთოვანებს... ნუ რა შემიძლია ვთქვა ისმის გარდა რომ ძალიან მიყვარხართ შენ და შენი ისტორიები... დიდი იმედი მაქვს მალე დადებ უკვე მოუთმენლად ველი

 


№21  offline მოდერი naattii

დიდი მადლობა თქვენ ასეთი მხარდაჭერისთვის, არ მეგონა როცა ამ ისტორიას ვიწყებდი თუ ასეთი გამოხმაურება მოყვებოდა. ძალიან მიყვარხართ მართლა ყველანი და უზომოდ მაბედნიერებთ ასეთი შეფასებებით ❤️ ვეცდები დღესვე დავასრულო ახალი თავი, თუმცა ვმუშაობ და რამდენად მოვახერხებ დარწმუნებით ვერ გეტყვით ❤️

 


№22 სტუმარი სტუმარი ნესტანი

აუ აუ ეს რა იყო გამიფუჭდა ხასიათი,სანდრინიოს შეურაცხყოფა მიაყენეს რას მოვესწარი,ძალიან დიდი მადლობა გენაცვალე გაიხარეთ ♥️♥️???? ძალიან მიყვარს შენი ისტორიებს გამიხარდება კიდევ ბევრ შენ ნაწარმოებს თუ წავიკითხე????????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent