შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰილალი +18


4-11-2019, 22:51
ავტორი Hilalli
ნანახია 1 946

(სრულად)

# თავი 1 - მე

ბათუმიდან ავტობუსის მსგავსი ტრანსპორტით თბილიში ვბრუნდებოდი, 36 საათის უძილო. დილის 4 საათი იყო ტრანსპორტში რომ ავედი, რომელსაც თითქმის მთელ საათს ტრასაზე ველოდე. უკანასკნრლი ტარიანი,რომელიც მხურვალე ზაფხულიდან შემომრჩა, ავტობუსში ასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მოვწიე.
მზე ჯერ კიდევ არ იყო ამოსული და უჩვეულოდ წყნარად ვიყავი, საერთოდ ღამით უფრო მშვიდად ვარ ხოლმე ამიტომ მიყვარს ზთარი, დილის 10 საათისთვის ვიძინებ და სადღაც 6 ისკენ მეღვიძება, კვირების მანძილზე ვერ ვნახულობდი მზეს, თუ შემთხვევით ადრე გავიღვიძებდი ფარდებ ჩამოფარებულ ოთახში მანამ ვიჯექი სანამ მზე არ ჩავიდოდა... უმუშევარი ვიყავი და რა მენაღვლრბოდა ცხოვრება მდიდარი მშობლების ხარჯზე გამქონდა. მაღაზიაში ჩასვლა რომ არ დამჭირვებოდა მთელი თვე სახლიდან არ გავიდოდი. შენ წარმოიდგინე და მეგობრებიც მყავდა მეთითონაც არვიცი რატომ თანაც იმაზე მეტი ვიდრე მჭირდებოდა. ისინი მიყვარდა, მაგრამ მათ ჩემი არასდროს ესმოდათ, მუდმივად მზად იყვნენ მოესმინათ და გვერდში დამდგომოდნენ და ეს ძალიან მაგარი იყო მაგრამ არა საკმარისი... არა საკმარისი ჩემთვის... გამუდმებით შარში ვეხვეოდი, ერთი თვე ისე რომ გავიდოდა სანერვიულო არ მქონდა დეპრესია მეწყებოდა. არასტაბილური ვიყავი, საკუთარ სურვილებსა და ემოციებს ვერ ვიმორჩილებდი გამუდმებით მქონდა შეგრძნება რომ ამ სამყაროს არ ვეკუთვნოდი, თითქოს ჩემთვის მეტისმეტად პატარა იყო. მიყვარდა ჩემი ქალაქი, ქვეყანა, მშობლები, მეგობრები მაგრამ ეს ყველა და ყველაფერი ჩემთვის მეტისმეტად უბრალო იყო. თუმცა რეალურად იმასაც არვიმსახურებდი რაც მქონდა არაჩვეულებრივი წესიერი ოჯახი დედისერთა ვაჟი, გამგები მეგობრები რომლებიც მზად იყვნენ ნებისმერ სიტუაციაში დამხმარებოდნენ, ხატვის ნიჭი რომელიც საშვალებას მაძლევდა სხვა სამყარო მენახა, მენახა და გადმომეცა... არაჩვეულებრივი გარეგნობა და "ის" ჩემს გვერდით, ქალი რომელიც არასდროს მშორდებოდა და ერთადერთი ადამიანი იყო ვინც არ მბეზრდებოდა.
მოსაწევი "პოზნი" იყო, ავტობუსში ასვლიდან რამდენიმე წუთში გამიხსნა, ფანჯარსდთან ვიჯექი. მძინარე ხალხს ვუყურებდი ზოგი შოკოლადის ფრად იყო გარუჯული ზოგს კი მთლიანად ალისფერი გადაკროდა შიგადაშიგ თეთრებიც გამიერეოდნენ ალბათ ის ხალხი ვინც მელანინს ვერ ეგუებოდა არაფერი ხდებოდა საინტერესო რომ რამით კაიფი გამეხანძლივრბინა თავს მარტო ვგრძნობდი "ის" ჩემთან არიყო. მთელი ზაფხული თითქმის არმინახავს და ახლა როცა თბილისში ვბრუნდებოდი ალბათ აღარც მოვშორდებოდი.
ჩემთვის ფიქრებში ვიყავი გართული როცა ავტობუსი გაჩერდა. გოგო ამოვიდა პატარა ჩემოდნით და გვერდით მომიჯდა. ჩემს მდგომარეობაში კაცს "ღადაობა" უნდა სდომებოდა მაგრამ ეგეც კი მეზარებოდა.
ვაკვირდებოდი, ლამაზიაო იტყოდი მაგრამ არა მშვენიერი. დიდად არც მხიარული ჩანდა და საერთოდ არაფერი იყო ამ გოგოში ისეთი განსაკუთრრბული რომ მომწონებოდა თუნდაც ერთი ღამისთვის. მერე გამომხედა და გამიღიმა, აი ეს იყო რასაც ვეძებდი ლამაზი ღიმილი
ახლა ჩემი ჯერი იყო მივხვდი რომ უნდა გამოვლაპარაკებოდი
- რა გქვია? - ვკითხე მას, გოგოს "დაკერვა" უკეთესადაც შემეძლო მაგრამ ამის დიდი ინტერესი არ მქონდა
- ანა შენ? - ღიმილით მკითხა ეტყობოდა იცოდა რომ ლამაზი ღიმი ჰქონდა და ცდილობდა ხშირად გაეღიმა
- კონსტანტინე - ცივად და ამაყად მივუგე
- თბილისში მიდიხარ? - მკითხა
- კი - გამეცინა, უკვე დიდად აღარც მაინტერესებდა ორ სიტყვაში ამოვწურე მთელი ინტერესი რაც მის მიმართ მქონდა. თუმცა მობილურის ბატარია მიჯდებოდა, და თბილისამდე დიდი დრო იყო. კამპანიაზე უარს არ ვიტყოდი, ამიტომ გადავწყვიტე საუბარი გამება მასთან სანამ იმედგაცრუებული იმით რომ ვერ დამაინტერესა სხვა სკამზე გადაჯდებოდა. ვკითხე - შენ?
- მეც
უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა, ასე 10 წუთს ვფიქრობდი რომ მისთვის ახალი კითხვა დამესვა, თან ვაკვირდებოდი იქნებ სასუბრო თემა დავიჭირო თქო, მაგრამ მაში საინტერესოს ვერაფერს ვხედავდი. ასე ხშირად მაინც არიცინოდეს ბოლო ბოლო ანეკდოტს მოვუყვებოდი რომ გამეცინებინა. ღიმილის მეტი მაინც არაფერი აქვს და ასე ხელგაშლილად არუნდა იძლეოდეს იმ ერთადერთ მშვენიერებას რაც გააჩნია. კიდევ კარგი ქალი არვარ ალბათ უბიწო მოვკვდებოდი, მაგრამ ალბათ ასე იმიტომ ვფიქრობ რომ კარგათ ვიცი რას ფიქრობს კაცი ქალთან ურთიერთობის შემდეგ, უბრალოდ ეზიზღება. მე მხოლოდ ერთი ქალი არმეზიზღებოდა.
ბოლოს საუბარი შედგა, გამოვკითხე თუ რატომ მგზავრობდა მარტო და მითხრა რომ დაქალთან მიდიოდა თბილსში. გაირკვა რომ ბათუმელი იყო. შემდეგ კითხვა შემომიბრუნა მეც მოვუყევი როგორ მომბეზრდა მთელი ზაფხული მეგობრების ყურება და გამოვიქეცი.
თბილსში დილის 10 საათზე ჩამოვედით ნომერი გამოვართვი და იმასაც კი შევპირდი დაგირეკავ თქო. რათქმაუნდა სადგურიდან სახლამდე გაცილება არ შემითავაზებია, დარეკვასაც არვაპირებდი უბრალოდ სურვილი მქონდა რომ დამლოდებოდა. იმაზე სასიამოვნო არაფერია თუ როგორ უცრუებ ქალს იმედსა და მოლოდინს, ეს სიამოვნრბას მანიჭებდა. უბრალოდ ტაქსი გავაჩერე და სახლისკენ დავიძარი, ისე რომ ერთხელაც არ შემიხედავს მისთვის.




# თავი 2 - ჰილალი

პავლოვზე ორ ოთახიან სახლში ვცხოვრობდი... მარტო მე და "ჰილალი" მოდიოდა ხოლმე. მისი სახელი არაბულად მთვარრს ნიშნავდა. ალბათ ამიტომ მიყვარდა ღამე ასე განსაკუთრებულად, როცა ჩემთან არიყო მთვარრს ვუყურებდი და თვალწინ წარმომიდგებოდა ხოლმე. თითქმის ერთად ვცხოვრობდით მაგრამ როგორც კი ვინმე ჩემთან მოდიოდა მაშინვე უჩინარდებოდა.
სახლში რომ შევედი იქ დამხვდა, თეთრი შიფონის კაბა ეცვა და სამზარეულოში ფუსფუსებდა. მშვენიერი დეკოლტიდან ამოყრილი სავსე მკერდი, წელზე გრძელი აბრეშუმის დალალები დაჰფანტვოდა, წვრილ წელზე სარტყელი შემოეჭირა ხოლო მოკლე ქვედა ბოლო გრძელ გარუჯულ ფეხებს საოცრად ამშვენებდა. რამდენიმე წუთს ვიდექი და ხმის ამოუღებლად ვუყურებდი როგორ მიცხობდა ალადიკებს ჩუმად. რა მაგიჟებდა ასე მასში?! მისი სილამაზე არიყო ლამაზ ნაქვთებში ეს იყო... ოქროს კვეთა... მიქელანჯელოს ქანდაკებას გავდა, ღვთაებრივი სილამაზე, სამყაროს ყველა პერსპექტივის დაცვით . ფეხის ფრჩხილიდან დაწყებული თმის ძირიდან დამთავრებული ზუსტ პროპორციებში იყო ჩასმული, აცდენა მილიმეტრებშიც კი არსად გაპარვოდა ღვთაებას რომელმაც "ის" შექმნა. ვუყურებდი და ვტკბებოდი, ვამაყობდი რომ ასეთი მშვენიერება ჩემს მკლავებში ეხვეოდა. თავბრუს მახვევდა მისი სურნელი იმდენად ტკბილი და მძაფრი იყო. არა ეს არგავდა არც ყვავილის და არც რომელიმე ძვირადღირებული პარფიუმის სურნელს... ეს იყო ყველა ბუნებრივი და აღმაფრთოვანებელი სურნელი ერთად რომელიც მიყვარდა... თუნდაც ძველი წიგნი, მარტინი, საღებავები და გასაოცარი სურნელი რომელიც გაზაფხულის ნაწვიმარ საღამოს დგას ტყეში... ყველაფერი ეს თვალწინ მიდგებოდა როცა ვეხვეოდი.
ფუსფუსს რომ მორჩა ,დიდი წყვდიადისფერი თვალებით ამომხედა, არამქვეყნიურად მშვენიერი ღიმილით. მხოლოდ ახლა გავბედე სამზარეულოში შესვლა.
- მენატრებოდი - მითხრა მან და გულში ჩამიკრა
- მე მენატრებოდი - ვუთხარი მკერდზე მაგრად მივიხუტე და თავზე მოფერება დავუწყე აბრეშუმივით რბილი ტალღოვანი თმა ჰქონდა - შენ რომ ასე გენატრებოდე ჩემთან ერთად წამოხვიდოდი
- ხალხთან კონტაქტი არ მიყვარს ხომ იცი - თბილად მაკოცა - მშიერი იქნები, შენთვის ბევრი ვიწვალე... ჩაის ხომ დალევ?
- ყავა - ტკბილად მივუგე და ხელები გავუშვი
- ჩაი კარგი?! ჯობს დაიძინო მეც გვერდით მოგიწვები და ჩაგეხუტები
- კარგი
სწრაფად ვჭამდი, რომ მკლავებში მომექცია და ტკბილად დამეძინა. მინდოდა მთელი სიცოცხლე მასთან ჩახუტებულს მძინებოდა. წარმოუდგენელი მშვენიერება იყო ცოცხალი ხელოვნების ნიმუში. ხმა, მეტყველება, მიხვრა-მოხვრა, მანერებიც ისეთივე მშვენიერი და სექსუალური ჰქონდა როგორც სხეული.
- მადლობა - მივუგე ლოყაზე ვეამბორე და მაგიდის ალაგება დავიწყე
- შეეშვი... მე მივალაგებ წამოწექი და მოვალ
- კარგი
ვნერვიულობდი იმაზე, რომ საკმარისად თბილად არ ვექცეოდი მაგრამ გამგები იყო ესმოდა თუ რაოდენ დაღლილი ვიყავი. ფრთხილად შემომიწვა საწოლში, შუბლზე მაკოცა, ისე ლამაზად მიღიმოდა როგორც მხოლოდ მას შეეძლო, მთელი არსებით. მიყვარდა მარტო ჩემთვის როცა იცინოდა, თითქოს ამით ჩემს გაბედნიერებას ცდილობდა, ასეც იყო მისი ღიმილი სულში სითბოს მიღვრიდა. ვტკბებოდი როცა ვკოცნიდი ვეხვეოდი და ვუყურებდი მაშინაც როცა ვესაუბრებოდი, ყველაზე მეტად ეს მიყვარდა, მასთან ლაპარაკი. ყოველთვის ისე ყურადღებით მისმენდა და სწორ რჩევას მაძლევდა თითქოს ამისთვის შეიქმნაო, რომ ჩემთვის მოესმინა. მისი სუნთქვაც კი ძლიერ მაბედნიერებდა. ვერასდროს გამოვხატავდი ისე ძლიერ ამ სიყვარულს როგორც ის მაგრამ ეს იმას არნიშნავდა რომ მასზე ნაკლები სიყვარული შემეძლო. უბრალოდ მე სხვანაირად მიყვარდა...
- რა ხდებოდა ბათუმში? - დუმილის სიტკბოება დაარღვია
- არაფერი
- სულ არაფერი?
- სულ არაფერი - გამეცინა - რადროს ბათუმია როცა აქ ხარ ჩემს გვერდით
- მაშინ ავტობუსით რატომ ჩამოხვედი?
- მანქანა სანდროს დავუტოვე... რამდენიმე დღეში ჩამოვა და ჩამომიყვანს სახლიდან მაინც არგავდივარ რაში მჭირდება... - სწრაფად ვლაპარაკობდი ველოდი რომ არ ჩამაცივდებოდა მაგრამ მის გამოხედვაზე მივხვდი რომ უნდა ამეხსნა - იქ გაჩერება აღარ შემეძლო, საშინლად მენატრებოდი
- დაიძინე - მკერდზე თავი დამადო, არვიცი ამას როგორ ახერხებდა მაგრამ ვერაფერში ვეწინააღმდეგებოდი
მისი არასდროს მესმოდა, უცნაური იყო ხანდახან შიზოფრენიკიც მეგონა მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არქონდა, მთავარი ის იყო, რომ მიყვარდა. უცნაურია მაგრამ ასეა, არასდროს მესმოდა ქალის რომელსაც ყოველთვის ესმოდა ჩემი. თანაც ეს არაწუხებდა, არც ითხოვდა და არც ჭირდებოდა, რომ მისთვის გამეგო. კმაყოფილი იყო ყველაფრით, თავად აწმყოთიც კი და არასდროს ფიქრობდა მომავალზე არც წარსულზე. ბედნიერი იყო ყოველი წამით რომელსაც ცხოვრებისაგან იღებდა. მასზე არაფერი ვიცოდი და არც ის ინტერესდებოდა ჩემი წარსულის გამოკვლევით. ჰარმონიაო ბევრი იფიქრებდა თუმცა მე ეს მეუცნაურებოდა. ყოველთვის როცა კითხვას ვუსვამდი მეუბნებოდა - რა მნიშვნელობააქვსო... თითქმის არასდროს ეძინა, ან მე მეძინა ძალიან ხშირად. ჩემზე ნარკოტიკივით მოქმედებდა, მაბრუებდა, ყველა პრობლემას მავიწყებდა და მთიშავდა გარდა ამისა დამოკიდებულებას იწვევდა, არშემეძლო მიმეტოვებინა. მიყვარდა... მაგიჟებდა... მისი ყურებაც კი მაბედნიერებდა... ამ ფიქრებით გართულს მის მკლავებში ჩამეძინა თმაზე მეფერებოდა, მთელი არსებით მკოცნიდა და მეხვეოდა...


# თავი 3 - ნატურა

ღამის ორ საათზე გამეღვიძა, ჰილალი გვერძე მეწვა ვნებიანი თვალებით მიყურებდა და მიღიმოდა. თვალები, რომ გავახილე სახე გაუბრწყინდა შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა. ვაკოცე მოვეფერე და ავდექი წყალი სწრაფად გადავივლე სანამ ის საჭმელს მიკეთებდა. ისე გემრიელად ვჭამდი თითქოს მისი სურნელის თითოეულ ნექტარს შევექცეოდი... ჭამის შემდეგ "პაპიროსი" გემრიელად გავაბოლე. გვერდით მომიჯდა, ისე მიყურებდა როგორც ახალ გაღვიძებული ჩვილი დედის ძუძუს ერთი სული რომ აქვს დაეწაფოს. გამეცინა და "პაპიროსი" გავუწოდე ღრმა მგზნებარე ნაპასი დაარტყა. მიწვევდა, მეარშიყებოდა. მოუთმენლად ველოდი როდის ჩააქრობდა ანთებულ სიგარეტს რომ ხელი დამეტაცა, მკლავებში მომექცია და ვნებიანად მეკოცნა... მალოდინებდა, ნელა და სიამოვნრბით ეწეოდა თითქოს ჩემს თვალებში სურვილს კითხულობდა, დამცინოდა მაგრამ ამას ძალიან ეშხიანად აკეთებდა, ეს უფრო მაშმაგებდა. სუნთქვა გამიხშირდა, მოთმინების უნარს ვკარგავდი, ვცქმუტავდი და ტუჩზე ვკბენდი... მინდოდა... ის კი იღიმოდა და ყველანაირად ცდილობდა ჩემი წვალებით გამოწვეული სიამოვნრბა გაეხანგრძლივებინა...
გამომხედა, თვალი ჩამიკრა და "პაპიროსი" ჩააქრო. წამითაც აღარ დამიყოვნებია გაშმაგებული ვეცი და კოცნა დავუწყე... საოცრად მკოცნიდა, ტუჩებზე მკბენდა და ხელებით მთელ სხეულზე მეფერებოდა. მიყვარდა, მინდოდა, მჭირდებოდა, ამ დროს მთელი არსებით შევიგრძნობდი. ხელზე მისი გრძელი აბრეშუმის დალალები დავიხვიე წელზე ხელი ნაზად მოვკიდე და ფეხზე წამოვაყენე. მაქსიმალური ვნებით და ამავდროულად უხეში ელემენტებით ვეფერებოდი. კოცნით გავედით საძინებელში და კედელს ავეკარით, ზურგით იყო მიყრდნობიკი და ტალღებივით ირწეოდა. იდეალური საწყისი იყო ღვთაებრივი ნეტარებისა. სწრაფად გამაძრო მაისური და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე შემრჩა ხელებში დახეული შიფონის კაბა და ნახევრად შიშველი ჰილალი. ულამაზესი იყო საოცარი სხეული ჰქონდა. ნებისმიერ კაცს რომ ავხორც ჟინს აღუძრავდა. გარუჯულ კანზე ულამაზესი თეთრი თეთრეული საოცარ კონტრასტს ქმნიდა და კიდევ უფრო მინდებოდა მალე შემღწია მის წიაღში. რამდენიმე წამში ბიუსჰალტერიც აღარ ეცვა და ჩემს წინ სავსე, იდეალურად დაყენებულ, მკვრივ მკერდს, ათამშებდა. ტუჩებიდან დავუწყე კოცნა და მკერდამდე ამოუსუნთქავად ჩავედი... მისი ვნებით გალოთებულს თავზე კონტროლი დამეკარგა მინდოდა მთელი სხეული დამეკოცნა. საწერ მაგიდაზე წამოვაჯინე და მის ტუჩებს მგზნებარედ დავეწაფე ხელებით წელზე ვეფერებოდი ის კი შარვლის ღილს შეუმჩნევლად მიხსნიდა იდეალური კოცნა იყო რომელსაც იდეალური სექსი მოყვა. არ მახსოვს როგორ შევედი, ამის შემდეგ საერთოდ არაფერი მახსოვს... ვნებით გამაბრუა, საუცხოო კაიფს ვგრძნობდი... ყველაფერი საოცრად მშვენიერი იყო არ მახსოვს რამდენხანს გაგრძელდა ან რამდენჯერ მაგრამ საუცხოო სიამოვნრბა მახსოვს რომელიც ყოველ გახსენებაზე უფრო და უფრო იდეალური ხდებოდა... უამრავი ქალი მყოლია მაგრამ ასეთი ნეტარება არასდროს არავისთან განმიცდია... ეს არიყო ჩვენი პირველი მაგრამ რამდენჯერაც არუნდა მქონოდა მასთან ეს - სექსაც ვერ ვუწოდებ რადგან გაცილებით მეტი იყო - ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს პირველად ხდებოდა.
აზრზე, რომ მოვედი საწოლზე სრულიად შიშვლები და აბსოლიტურად ნასიამოვნრბი ვიწექით "პაპიროსს" ვეწეოდით. თავი ჩემს მკერდზე ედო, ვეხუტებოდი, ვცდილობდი გამოვფხიზლებულიყავი, რომ მოვფერებოდი. არმინდოდა ჩემგან სიცივე ეგრძნო, ვერ გადავიტანდი გული მეტკინა მისთვის. შუბლზე ვკოცნიდი და სიყვარულით აღსავსე თვალებით ვუცქერდი, ისიც ბავშური სიხალისით სახეზე ბედნიერება გადაკრული მიყურებდა. ცხოვრების არსს მხოლოდ მასში ვხედავდი.
- ჰილ... - ჩუმად ვუთხარი, ამომხედა და გამიღიმა - მიყვარხარ
- არ შეგიძლია გიყვარდე - მითხრა და წამოიწია, ვერ ვხვდები ეს რატომ მითხრა ხმაში უნდობლობა არეტყობოდა
- მიყვარხარ ჰილ - გავუმეორე და მკლავებში მოვიქციე - შემიძლია!
- არ გინდა დამხატო? - თემა სწრაფად შემიცვალა
- შენ ეს გაგაბედნიერებს?
- შენ თუ გინდა რომ დამხატო მაშინ კი
- მინდა - სწრაფად წამოვდექი და მოლბერტი მოვიდგი
პოზიერება დაიწყო სრულიად შიშველი ჩემს წინ იწვა და მე მხოლოდ მისი დახატვის უფლება მქონდა. ნაზად ავაგე კომპოზიცია და მისი საუცხოო სილამაზის გადმოცემა დავიწყე ტილოზე. ვიცოდი, რომ ვერასდროს შევძლებდი აღმეწერა მისი მშვენიერება რადგან სამყაროში არარსებობდა ფერები რომელიც მისი გადმოცემის საშვალებას მომცემდა, საათების განმავლობაში მთელი სიამოვნრბით, გაუჩერებლად ვხატავდი მთელ კოლოფ სიგარეტს ვეწეოდი და ორ ლიტრამდე წყალს ვსვამდი. წამით არ მინდოდა საქმეს მოვწყდომოდი. როცა მას ვხატავდი თითქოს ღმერთი მკარნახობდა ზემოდან ფუნჯის თითოეულ მოსმას, როგორც მოცარტს ესმოდა ნოტები...




# თავი 4 - მარტოობა

რამდენიმე საათიანი ხატვის შემდეგ ჩემი ნატურა უხმოდ გამოძრავდა, თავიდან ვიფიქრე დაიღალა თქო მაგრამ როცა წამოდგა და ჩაცმა დაიწყო მივხვდი რომ დრო გამითავდა და გაუჩინარებას აპირებდა. არც ვამტყუნებდი მასაც ხომ ქონდა თავისი ცხოვრება ალბათ ყავდა ოჯახი და მეგობრები არც მათზე საუბრობდა ჩემთან და ყოველთვის ისევე უეცრად ჩნდებოდა როგორც უჩინარდებოდა... არმინოდა რომ სადმე გამეშვა, როცა მტოვებდა ყოველთვის ცუდად ვიყავი მთელს ჩემ არსებას ჭირდებოდა მისი სიახლოვე
- უკვე მიდიხარ? - ვკითხე
- კი - ცივად მომიგო
- რატომ?! არწახვიდე! - ბავშვივით ვუყურებდი და მუდარით სავსე თვალებით შევცქეროდი - გთხოვ... ქალაქში გავისეირნოთ, ჩემს მეგობრებს შევხვდეთ... თუ გინდა შენი მეგობრები გამაცანი
- არმინდა - ისვ ცივად მიპასუხა... ვერ ვხვდებოდი რა ვაწყენინე და რატომ გარბოდა ასე უცებ
- რატომ?!
პასუხის ნაცვლად თბილად გამომხედა, თვალები აუციმციმდა, გამეღიმა ვიფიქრე დარჩება თქო მაგრამ ამაოდ, ლოყაზე მაკოცა და ისე ლამაზად და ტკბილად ჩამეხუტა თითქოს საკუთარი სული გადმომცაო, გული აუძგერდა გამიღიმა და ახლა უკვე თბილად მიპასუხა
- მაპატიე ვერ დავრჩები... სახლიდან გადი კარგი?! გაანიავე მაინც სიგარეტისაგან ნისლია... მალე დავბრუნდები
- მპირდები?
- კი - მითხრა და გაქრა... თავზარი დამეცა, ისე მყავდა მონატრებული ვფიქრობდი მთელ კვირას მაინც არ მოვშორდები თქო არც ერთი წამი მყოფნიდა რომელსაც ჩემთან ატარებდა. მინდოდა სულ გვერდში მყოლოდა. რაიმე უნდა მომეფიქრებინა რომ ჩემთან დარჩენილიყო...
ყოველთვის როცა მიდოდა მეგონა მიმატოვა და აღარასოდეს დაბრუნდება თქო მაგრამ ყოველთვის ბრუნდებოდა მაშინ როცა მჭირდებოდა... როცა მიჭირდა და სიგიჟის ზღვარს ვუახლოვდებოდი... უფლებას არ მაძლევდა რომ ჭკუიდან შევშლილიყავი ან და პიროქით ამაში ხელს მიწყობდა და ვერ ვხვდებოდი...
დილა იყო... ვერ ვიტანდი დღის ამ დროს... ყოველ ალიონთან ერთად ვკვდებოდი თითქოს უხმოდ ვიტანჯებოდი... რამდენიმე წუთს ოთახში ბოლთას ვცემდი, ვერ ვისვენებდი, მერე აივანზე გავედი კარები გამოვაღე, ფარდები გადავწიე შემდეგ ყველა ფანჯარას დავუარე და იგივე გავაკეთე... უსაქმურობისაგან გადავწვიტე სახლი დამელაგებინა როცა კარზე ზარის ხმა გავიგე, გამიხარდა ვიფიქრე დაბრუნდა თქო და კარისაკენ ბედნიერი წავედი... სტუმარი ჩემი მეგობარი სანდრო აღმოჩნდა, გამიკვირდა, არველოდი.
- სად გაგვექეცი?! - შემოსვლისთანავე საყვედურები დამიწყო აშკარა იყო გაბრაზებუკი ჩანდა ბათუმიდან გამთენიისას რომ გამოვიპარე თანაც არც მის ზარებს ვპასუხობდი
- ვეღარ გავძელი - ვუპასუხე და სამზარეულოსაკენ წავედი
- აქ იყო? - ჰილალის დაუმთავრებელ ნახატზე მიმითითა
- კი
- ხანდახან მგონია რომ ეს ქალი არარსებობს... მაგრამ როცა მის ნახატებს ვუყურებ ვხვდები რომ რეალურია, არც ასეთი კარგი ფანტაზიის უნარი გაქვს მსგავსი საოცრება, რომ შეგექმნა - არაფერი მიპასუხია, სიამოვნრბით უყურებდა ჩემს ნახატებს სადაც მხოლოდ ჰილალი იყო - რატომ არ გვაცნობ?
- არ უნდა - მოკლედ მოვუჭერი
- შენი ბრალია ასეთი ქალი რომ გყავს ასე უგულოდ არ უნდა შესთავაზო ჩემი მეგობრები გაიცანიო... ცოლობა სთხოვე ძმაო თუ დაგთანხმდა მეჯვარე მე ვარ მე გიბიძგე ამ საქციელისკენ - მანქანის გასაღები გამომიწოდა,
- დავფიქრდები - სიცილით მივუგე... თითქოს კარგი აზრი ჩანდა მაგრამ აშკარად ეტყობოდა რომ ჰილალის არ იცნობდა... რომც მეთხოვა ალბათ უარს მეტყოდა... მე მისი სახლში დაკავებაც არ შემეძლო და ცოლობაზე როგორ უნდა დამეყოლიებინა... თუმცა ვაღიარებ რომ ეს მინდოდა...
ფინჯანი ყავა დავლიეთ და აივანზე გავედით "პაპიროსის" მოსაწევად ჯიბიდან დაკეცილი ქაღალდები ამოიღო და გამომიწოდა
- მოსაწევია? - ვკითხე
- აბს რა იქნება -გაიცინა - შენი წილია
- მეტი არაფერი გაქვს?
- შეეშვი ეგეთებს რა... მომავალზე იფიქრე ცოტა გამოდი ამ დეპრესიიდან ცოლი მოიყვანე, შვილები ლამაზი ცხოვრება... იმ ამბის მერე სულ გარეკე მესმის რომ საშინელეება ადამიანი ხელებში რომ გაკვდება მაგრამ... ამისგან არავინაა დაზღვეული... კიდევ კარგი ეს ქალი მაინც გამოჩნდა თორემ არც ვიცი რა გეშველებოდა... მესმის რომ გტკივა მაგრამ უფლება გაქვს იცხოვრო გესმის?
- სანდრო. არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი კარგი?! კარგათ ვარ და ნუ დამტირიხართ ყველა
- როგორც გინდა კოსტა... საღამოს სადმე წავიდეთ არ გინდა?
- არა - ცივად ვუპასუხე და სახლში შევედი
- კარგი... - შემომყვა და კარისკენ წავიდა, არ გამიცილებია სახლიდან ჩუმად გავიდა...
რამდენიმე წუთს ოთახში ბოლთას ვცემდი, ვერ ვისვენებდი შემდეგ მოწევა გადავწყვიტე მაგრამ მივხვდი რომ უფრო ძლიერი რამ მჭირდებოდა ვიდრე მოსაწევი... მობილური ავიღე და იქ დავრეკე სადაც ვიცოდი აუცილებლად ვინანებდი... სხვა არჩევანი არ მქონდა მარტო ვიყავი და არავინ მყავდა რომ წამით მაინც მეგრძნო მხარდაჭერა... რამდენიმე წუთის შემდეგ ჰეროინს საკუთარ სადარბაზოში ვყიდულობდი...





# თავი 5 - სინანული
სახლში შევედი და მონაპოვარი შუშუს მაგიდაზე თოვლივით დავფანტე, ფრთხილად გადავანაწილე და ორივე ნესტოში თანაბრად გავუშვი... ცხვირის ნესტოები ტკბილად ამეწვა ვიგრძენი როგორ ავიდა თეთრი ფიფქები ტვინში და იქაურობა გაყინა... დეპრესიამ იმატა და სიკვდილის სურვილი კიდევ უფრო გამიმძაფრდა... მოვდუნდი, პულსი შემინელდა, მთემლა ცხოვრებამ ერთ ამოსუნთქვაში თვალწინ ჩამირბინა და ერათ საშინელ ისტორიაზე გაჩერდა რომელმაც მთელი ცხოვრება შემიცვალა.. ის საშინელი ტრაგედია გამახსენდა 5 წლის წინათ ქუჩაში უაზროდ ბოდიალის დროს რომ შევესწარი მაშინ 16 წლის ვიყავი
საღამო ხანს ფსიქიატრიულის შენობასთან ჩავიარე და სწორედ იმ მომენტში ავიხედე მაღლა როცა ფანჯრიდან სახეზე ბედნიერების ღიმილ გადაკრული მტრედივით გაფრინდა მშვენიერება და ცივ მიწაზე დაეცა... მითიური მომენტი იყო. დაცემულ ანგელოსზ ჰგავდა სატანის დაბადების საუცხოო სცენას... თავიდან ალისფერი სითხე მოსდიოდა და სახეზე ჯერ კიდევ ღიმილი გადაჰფენოდა საშინელება იყო. სიკვდილი ბევრჯერ მინახავს მაგრამ ასეთი ლამაზი არა. ვერავინ შეძლებს გაიგოს მაშინ რას ვგრძნობდი. ხელებში თავად ანგელოზი მაკვდებოდა...მე კი მისი არცერთი ნაქვთი არ მახსოვს... ულამაზესი იყო... დაკაწრული სახე, ჩაშავებული თვალები, გაწეწილი თმები და დახეთქილი ბაგეები ჰქონდა მაგრამ მაინც ანგელოზს ჰგავდა... გიჟების პერსნგში გამოწყობილი ორსული ქალი ჩემს თვალწინ გადმოხტა ფსიქიატრიულის ფანჯრიდან და მიწაზე დამხობილი სისხლისგან იცლებოდა... მუცელი 4-5 თვის ორსულს მიუგავდა და ყოველი სისხლის ლაქის გადიდებაზე მის ფეხებთან სუნთქვა მეკვროდა... ისეთი წმინდა ლამაზი და ტანჯული სახე ჰქონდა გიჟი არ უნდა ყოფილიყო... მაშ რა მოხდა ამ ქალს ასეთი რა დაემართა რომ სიცოცხლე მოდელიანის ჟანასავით დაამთავრა და გაწირა საკუთარი შვილიც და თავისი თავიც... სიცოცხლის ბოლო წამებში მუცელს ისე ალერსიანად ეფერებოდა რომ აშკარა სიყვარული ჩანდა... გიჟი არ იყო... გიჟებს არ უყვართ მას კი ეტყობოდა მთელი არსებით იყო გაგიჟებული თავის პატარაზე... თავიდან ვერ ვხვდებოდი ეს რატომ ჩაიდინა შემდეგ კი გავარკვიე რომ თუ ქალი საგიჟეში იმშობიარებდა ბავშვის დატოვების უფლებას არაძლევდნენ... თითქოს ეს ხსნიდა მის დანაშაულს მაგრამ ნუთუ მამა არ ყავდა ბავშვს რომელსაც ანდობდა თუმცა ასე რომ ყოფილიყო თავადაც არ იქნებოდა საგიჟეთში... არ მესმოდა როგორ უნდა მიგეტოვებინა ასეთი მშვენიერი ქალი, თანაც ორსული... ბოლო რაც მახსოვს მისი ღიმილია, მის თავთან დაჩოქილი და შეშინებული რომ დამინახა აშკარა მადლიერების გრძნობა გამოხატა თვალებით რომ შემეძლო მისი ტრაგედიის გაზიარება... ბედნიერი იყო ეტყობოდა რომ ტანჯვისაგან განთავისუფლდა, ასე ლამაზად თვით გალაკტიონიც კი ვერ მოკვდებოდა.... მტანჯველი მოგონება ნელნელა ბუნდოვნდებოდა და ჩემს მისაღებში მაბრუნებდა...
ჩემს სისხლში კაიფის გემო ნელ ნელა იწურებოდა და თავბრუს საოცრად მახვევდა... ვგრძნობდი რომ სული მეტანჯებოდა ნელ ნელა მიმძმიმდებოდა და ჯოჯოხეთში მითრევდა იმდენად დასუსტებული ვიყავი თვალები ძლივს გავახილე და ჩემს წინ თეთრ მაქმანის მოკლე სარაფანში გამოწყობილი ჰილალი დავინახე
- მოხვედი? - გახარებულმა მორცხვად ვკითხე
- კაიფში ხარ? - მკაცრად შემომიბრუნა კითხვა
- კი - ტყულს აზრი არქონდა სახეზე მეწერა ყველაფერი და რაცარუნდა კარგათ დამემალა მას მაინც ვერაფერს გამოვაპარებდი
- ეს არ დაგეხმარება - მკაცრი და ცივი მზერა ეჭირა ჩემზე მეკი დანაშაულის შეგრძნება მტანჯავდა
- მარტოობას ვერ ვეგუები...
- შენ გამუდმებით მარტო ხარ
- არა... შენ მყავხარ - სიტყვები ძლივს გადავაბი ერთმანეთზდ - ცოლად გამომყვები?
- რა რომანტიულია... - გაეცინა - საინტერესოა ამ ნექტრის ზემოქმედებიდან რომ გამოხვალ და გამოფხიზლდები ეს მაშინაც გენდომება?!
- კი... მენდომება
- მაშინ ეს მაშინ გააკეთე როცა გამოფხიზლდები
- შენ არ გიყვარვარ - იმედგაცრუებით მივუგე
- მე არ მიყვარხარ?! შენს იქეთ ცხოვრება მაქვს? - სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა რომელიც კიდევ უფრო ამშვენებდა
- ძალიან ლამაზი ხარ... - მორცხვად უთხარი - მე მართლა მიყვარხარ
- მხოლოდ ესაა? მხოლოდ ამიტომ გიყვარვარ? - ტონს აუწია - სილამაზე წავა და გაქრება ამ კანში კი მეტი არაფერი არაა გარდა გარეგნობისაა, გარეგნობის რომელიც 20-30 წელიწადში მტვრად იქცევა... მერეც გეყვარები სახეზე ნაოჭები, რომ დამაჩნდება თმა გამიჭაღარავდება, ღიპი დამედება, მკერდი და საჯდომი ჩამომეწელება გარუჯული კანი გამიფერმკრთალდება და სისხლძარღვები ამომეყრება... მიპასუხე! მერეც გეყვარები?! სილამაზე საჩუქარი კიარა წყევლაა. ქუჩაში მამაკაცები დამშეული სვავებივით გიყურებენ ერთი სული აქვთ სადმე კუთხეში მიგიმწყვრდიონ ხოლო ქალები მაცდუნრბელი დემონივით და იმაზე ფიქრობენ როგორ დაგამახინჯონ... ბევრი გამოვიარე და კარგათ მესმის სილამაზის საფასური. ხომ შეიძლებოდა მეც ჩვეულებრივი გარეგნობის ვყოფილიყავი მქონოდა მუსიკის ან ხატვის ნიჭი ჭკვიანი და განათლებული ვყოფილიყავი... შენთვის ყველაფერი მარტივია კარგი გარეგნობაც გაქვს და ნიჭიც... არაჩვეულებრივი მეგობრები და ოჯახი გყავს ყველას უყვარხარ... და მაინც ამ საშინელებით ცდილობ ს და მე? მე მხოლოდ ვუნდივარ ხალხს ან ვძულვარ მაგრამ მართლებიც არიან... მე არაფერი მაქვს გარეგნობის მეტი
- მე მიყვარხარ - აცრემლებულმა ვუპასუხე
- როცა ეს სილამაზე გაქრება მერეც გეყვარები?
გავჩუმდი თვალები დავხუჭე და ეს საშინელი სურათი წარმოვიდგინე... დამახინჯებული ჰილალი რომელსაც ყველანაირი შარმი დაჰკარგვოდა საშინელება იყო ასეთი ღვთაებრივი სილამაზიდან აქამდე დაცემული ჰილალის წარმოდგენა თუმცა უეცრად წარმოვიდგინე როგორ მივუჯდებოდი გვერძე დანაოჭებული და გაჭაღარავებული მოხუცი კაცი რომელსაც არც სექსის თავი მექნებოდა და არც რომანტიკის... თუ ასე უნდა ყოფილიყო რაღათ მინოდა მისიშვენიერი სახე, სავსე მკერდი ან მკვრივი უკანალი... მივხვდი მთავარი იყო რომ მისი სურნელი მეგრძნო... წარმოვიდგინე ჩემი თავი დანაოჭებული ხელებით როგორ მოვეფერებოდი ჰილალის ახლანდელ მშვენიერ სხეულს და გულისამრევად მომეჩვენა მივხვდი რომ მაშინაც მეყვარებოდა და ის სურათი უფრო მომწონდა ჭაღარა წყვილი რომ ერთმანეთს ვეხუტებოდით... როცა თვალები გავახილე ძალა მოვიკრიბე და მისთვის უნდა მეთქვა - კი მაშინაც მეყვარები - ოთახში აღარ დამხვდა... ის ისევ გაუჩინარდა...





# თავი 6 - დანაშაული

რამდენიმე დღე სახლში გაოკეტილმა, სრულიად მარტო გავატარე... ჰილალი წავიდა, თითქოს მიმატოვა და საშინელი მარტოობის შეგრძნება დამეუფლა. 5 დღის მანძილზე ფანჯარაც კი არ გამიღია და ფარდები არ გადამიწრვია. მხოლოდ ერთხელ ჩავედი მაღაზიაში რამდენიმე კოლოფი "პაპიროსი" ყავა და აუცილებელი პროდუქტი ვიყიდე. ოთახი ნიკოტინის სუნით გაბრუებული იყო, მაგრამ სანამ ჰეროინი და ანაშა საკმარისად მქონდა გარე სამყაროსთან კონტაქტის სურვილიც დიდათ არ მიჩნდებოდა...
რამდენიმე დღის შემდეგ მივხვდი, რომ ამ მარტოობაში ჭკუიდან ვიშლებოდი შეიძლებოდა ჰილალი საერთოდ არც დაბრუნებულიყო ჩემთან მეკი ვერანაირად ვახერხებდი მასთან დაკავშირებას... გადავწვიტე ფეხზე წამოვმდგარიყავი და ცხოვრება გამეგრძელებინა. გაბრაზებული ვიყავი ჰილალიზე იმის გამო რომ ასე უსიტყვოდ მიმატოვა... მობილური ავიღე და პირველივე ნომერი რაც შემხვდა "ავტობუსის გოგო" იყო. კვირაზე მეტი გასულიყო მას შემდეგ რაც გავიცანი მეკი საერთოდ აღარ მახსოვდა.
ისეთი გახარებული იყო რომ მელაპარაკებოდა ბედნიერებისაგან ხმა უკანკალებდა, გამიკვირდა მეგონა თბილიში არ დამხვდებოდა მაგრამ აქ იყო "კერვა" არ დამჭირდა წამებში დავიყოლიე ჩემთან ამოსვლაზე და ორი საათის შემდეგ კარზე ზარიც გაისმა... გამეცინა ნელა წამოვდექი და კარისკენ წავედი. კარები რომ გავაღე კიდევ უფრო გულიანად გამეცინა,დიდათ დამალვაც არ მიცდია, ანდა დასამალი რაიყო, სასაცილოდ გამოიყურებოდა. ქალი რომელიც ასე აშკარად გამოხატავს კაცის მიმართ დაინტერესებას სასაცილოდ მეჩვენებოდა. მოკლე ტყავის ქვედაბოლო და ღრმა დეკოლტე ეცვა რომლიდანაც ნახევარი ბისჰალტერი უჩანდა... იმიტომ დავურეკე რომ მარტოობა გამექარწ....ბინა მაგრამ თავად აშკარა იყო სექსისთვის მოვიდა. დიდათ ამის სურვილი ნამდვილად არ მკლავდა მაგრამ არც წინააღმდეგი ვიყავი
სახლში ღიმილით შემოვიპატიჟე და სამზარეულოსაკენ გავიყვანე გზაში ჰილალის ნახატები დაათვალიერა და ღიმილით მკითხა:
- ვინ ხატავს?
-მე
- ულამაზესია... ძალიან ნიჭიერი ხარ - აღფრთოვანებულმა მითხრა
- ქალია ლამაზი - გამეცინა
- შენი შეყვარებულია? - აშკარა ეჭვიანობა გადაეფინა სახეზე
- არა... - ინტერესი ვერ გავუქარწ.... ამ პასუხით ამიტომ გავაგრძელე - ჩემი მუზაა
- მხოლოდ ხატავ? მეტი არაფერი?
- რამნიშვნელობაქვს ამას?! - გამიკვირდა
-არაფერი... - სამზარეულოში დაბნეული შემოვიდა ეტყობოდა ანაშასა და ნიკოტინის სუნი ახრჩობდა და თვალებს უწვამდა მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია ბოლოს შემეცოდა და ვუთხარი:
- თუ გინდა სამზარეულოს ფანჯარას გამოვაღებ ცოტა განიავდება სახლი
- კარგი იქნება - მიპასუხა სხვა რაგზა იყო სახლში ჰაერი და მზე უნდა შემომეშვა - ამდენს როგორ ეწევი?!
- დაახლოვებით ერთი კვირაა არც სახლიდან გავსულვარ და არც ფანჯრები გამიღია
- და რატომ? - გაოცებულმა მკითხა
- რა მნიშვნელობააქვს - სარკაზმულად მივუგე - დალევ?
- არ ვსვავ - ისე ამაყად მიპასუხა გეგონებოდათ ჰარვარდის დიპლომი მანახაო
- მოწევ? - კითხვა შევცვალე
- არა არასდროს მომიწევია - ეს უკვე ქალიშვილობის ტრაქტატს ჰგავდა
- რატომ?! მოწევა რაიმე ახალი პატიოსნების საზომია?! - ვკითხე და ანთებული "ტარიანი" ამაყად გავუწოდე
- არა უბრალოდ არ მდომებია - გაეცინა და "ტარიანი" გამომართვა - მაგრამ გავსინჯავ
- მოგეწონება - თბილად გავუღიმე
რამდენიმე ნაფაზი ისე დაარტყა ლამის დამეხჩო და დავრწმუნდი იმაში რომ არასდროს მოეწია... თვალები დაუწითლდა ანაშას კვამლი ახრჩობდა მაგრამ გადაწყბიტა ჩემთვის დაემტკიცებინა რომ შეეძლო მოწევა...
იფიცებოდა არაო მაგრამ სახეზე ეტყობოდა დაბოლდა, ეს ძალიან მაცინებდა. დივანზე გადავჯექით, ვცდილობდი მასთან გულახდილი ლაპარაკი გამება ის კი თვალებს ვერ აკონტროლებდა ხან ტუჩებზე მიყურებდა ხანაც უფრო ქვემოთ... სასაცილო იყო ასე ვულგარულად ჩაცმულიც კი საერთოდ არ აღმაგზნრბდა მაგრამ რას ვკარგავდი ოდნავ სიამოვნრბას ხომ მაინც მივიღებდი თმაში ხელი შევუცურე და ვაკოცე გული აუჩქარდა... წითელი თეთრეული ეცვა... 2 წუთის შემდეგ შიშვლები ვიწექით საწოლზე, სწრაფად შევედი და უხეშ ბიძგებს ვაკეთებდი რომ რაც შეიძლება მალე მოვრჩენილიყავით. ბოლო ხმაზე კვნესოდა მეკი რატომღაც იმაზე ვფიქრობდი რას იფიქრებდა ქვედა მეზობელი რომელსაც ორი პატარა ბავშვი ყავდა სახლში... ჰილალისთან ყოფნის დროს არასდროს მახსოვდა რახდებოდა შესვლის მერე სიამოვნრბისაგან ისე ვითიშებოდი აღარაფერი მესმოდა, ვეღარაფერს ვხედავდი და ვერც ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა იმისა რომ მაქსიმალური სიამოვნება იყო... მთლიანი სექსი 11 წუთს გაგრძელდა - კოელიო გამახსენდა - ზუსტად ისევე დავაკმაყოფილე მინიმალურ დროში როგორც მარიამ უამრავი კაცი რომელმაც მისი სარეცელი განვლო... 11 წუთი და ყოველი წამი მშვენივრად მახსოვს... ვცდილობდი არ მეყურებინა და ნაკლებად მეკოცნა... ვისიამოვნე, ისიც მაქსიმალურად ვასიამოვნე და ამის შემდეგ აღარც მაინტერესებდა რას იზამდა...
როგორც კი მოვრჩით წამოვდექი, მასთან ერთად საწოლში წოლის სურვილი არ მქონდა.საწერ მაგიდასთან წამოვჯექი და "პაპიროსს" გავუკიდე...ზეწარი მოიხურა წამოდგა და "პეპელნიცა" მომიტანა. გამეცინა... ზეწარში გახვეული მაგიდაზე წამომიჯდა და ფეხი შიშველ მუხლზე დამადო
- არ გინდა დამხატო? - მკითხა
- არა - ცივად ვუპასუხე
- რატომ? - ჩამაცივდა
- არაფერი გაქვს ისეთი საინტერესო რომ შენი დახატვის სურვილი გამიჩნდეს
არაფერი უთქვამს... თვალები აუწყლიანდა სწრაფად ჩამოხტა მაგიდიდან და ჩაცმა დაიწყო არც შემიჩერებია... ან რატომ უნდა შემეჩერებინა?! უბრალოდ ჩაიცვა და წავიდა....





# თავი 7 - ანგელოზი
ამ დღის მერე სახლში ჩავიკეტე დანარეკს არ ვპასუხობდი, არც კარზე მოსულ სტუმრებს ვეხმიანებოდი... შემოდგომამ ისე განვლო სახლიდან რამდენჯერმე გავედი ახალიწლის საღამოს როცა მთელი დღე ამაოდ ველოდე ჰილალის გამოჩენას მივხვდი, რომ ის ჩემთან აღარასოდეს დაბრუნდებოდა ამიტომ გადავწყვიტე ცხოვრებას სამუდამოდ გამოვმშვიდობებოდი 31 დეკემბერს 11:45 წუთზე სახურავზე ავედი სიკვდილამდე 15 წუთი მაშორებდა ლამაზი სიკვდილი იქნებოდა 1000 ით ფოიერვერკის ფონზე 14 სართულიანი შენობის სახურავიდან ვარდნა ალბათ გული გზაშივე გამისკდებოდა და მიწაზე ცოცხალი ვერ დავეცემოდი მაგრამ დიდათ ამაზე არ ვღელავდი მთავარი იყო რომ ვარდა ლამაზი იქნებოდა. მოკლე სახელოებიანი თეთრი მაისური და ამავე ფერის შარვალი მეცვა "თოვდა და თბილისს ებურა თალხი" ყინავდა გადახტომას თუ ვერ გავბედავდი ფილტვების ანთება გარანტირებული მქონდა... უკანასკნელ გზაზე მაჯის საათი და ერთი კოლოფი "ცისფერი ქემელი" მიმქონდა 11:50 წუთზე როცა სიკვდილს 10 წუთი მაშორებდა ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელ ტარიანს გავუკიდე და სიკვდილის ვნებას მივენდე... თვალწინ ულამაზესი სიკვდილი დამიდგა და რამდენიმე წუთს ამაზე ვფიქრობდი 11:59 წუთზე კი ხელები გავშალე გავიღიმე რათა სიკვდილს ბედნიერი შევხვედროდი და ის იყო მთელს ქალაქთან ერთად წამებს ვითვლიდი რათა მათ ახალი წელი მეკი ამქვეყნიური ტანჯვისაგან განთავისუფლება მეზეიმა უკნიდან ნაცნობი ხმა შემომესმა
- ეს მართლა გინდა? - შეშინებული სახეზე გადაკრული გაურკვევლობით შემოვბრუნდი და ჰილალი დავინახე ასეთი ლამაზი არასდროს ყოფილა აწეული თმა ჰქონდა და ვარდისფრად შეფერადებული ღაწვრბი ასეთი არასდროს ყოფილა მაქმანის თეთრი მოკლე სახელოებიანი გრძელი სარაფანა ეცვა... არასდროს მინახავს გრძელ კაბაში თითქოს ვიღაცას მახსენებდა მაგრამ ვერ ვხვდებოდი ასეთი ლამაზი ვინ შეიძლებოდა სხვა ყოგილიყო... თვალები გამიბრწყინდა და ბედნიერების ცრემლები წამსკდა
- ახლა არა კონსტანტინე... შენი ამბავი ახლა არ სრულდება
- არა... არ სრულდება - გაბზარული ხმით წარმოვთქვი... მან კი ხელი გამომიწოდა. ამაღლებიდან ჩამოვედი და ხელი მოვკიდე... უეცრად ისეთი რამ დავინახე რაც სიცოცხლის სურვილს სამუდამოდ დამიბრუნებდა...მეორე ხელი ლამაზად დაბერილ მუცელზე ედო და ნაზად ეთომარებოდა... ორსულად იყო... თვალებიდან ცრემლები წამსკდა და სახეზე სიხარულის ბინდი გადამეკრა... ასეთი ბედნიერება არასდროს მიგრძვნია, თვალწინ მთელმა ჩვენმა საერთო მომავალმა ჩამირბინა. მომავალმა რომელიც მხოლოდ ჩვენ სამისთვის იყო განკუთვნილი... ვეღარ მოვითმინე რომ მისგან ნებართვა ამეღო, სწრაფად ავიტაცე ხელში და დავაბზრიალე... სულში ჩამწვდომი ღიმილი ჰქონდა... ლოყაზე ვაკოცე და ჩავეხუტე, საოცრად მოხდომოდა ორსულობა კიდევ უფრო დამშვენებული იყო... დავიჩოქე და მუცელზე ვაკოცე, პატარა გულის ნაზი ფეთქვა მესმოდა:
- კარგად არის? - აცრემლებული თვალებით ვკითხე
- ყველაფერი რიგზეა - გამიღიმა
- ახლა ყველაფერი კარგად იქნება ხომ?! - ცრემლებს ვერ ვიკავებდი... ბედნიერი ვიყავი მაგრამ მეშინოდა... მეშინოდა რომ ისევ მიმატოვებდა და მათ ვერ დავთმობდი ახლა ვეღარ დავკარგავდი... მინდოდა მთელი ცხოვრება ერთად გაგვეტარებინა ჩვენ სამს... წუთის შემდეგ ისევ საწყალი მზერით ვკითხე - ხომ ერათად ვიქნებით? ხომ აღარ მიმატოვებ? ხომ ჩემთან იქნებით?
- კი - გამიღიმა და მაკოცა... საოცრად გამოიყურებოდა, აწეულ თმაში პირველად ვნახე სულ აბრეშუმის დალალები ეყარა მხრებზე რომელიც სიარულის დროს ლამაზად ირწეოდა, ახლა კი ვხედავდი მთელი სახე, ყელი, ლავიწები, მკლავები როგორ ჰარმონიულად და მშვენივრად ერწყმოდენ ერთმანეთს და კიდევ უფრო მიყვარდებოდა
- შეგცივდება - მაისური გავიხადე და ბეჭებზე მოვახურე - მაპატიე მეტი არაფერი მაქვს... ეს ცოტათი გაგათბობს მაგრამ არშეიძლება შენი გაციება სახლში შევიდეთ კარგი?
- შევიდეთ - ისევ თბილად გამიღიმა ვხედავდი ძალიან მშვიდად იყო, ბედნიერი ჩანდა ხელი გადავხვიე და ქვევით ჩავიყვანე,
სახლის კართან ხელში ავიტაცე და შინ ისე შევიყვანე, დივანზე დავსვი გვერდით მუვუჯექი და ფერება დავუწყე... იცინოდა, ხუმრობა ბედნიერებას აფრქვევდა
- ჩემს შვილს კითხე რა უნდა - ვუთხარი და ხელი მუცელზე დავადე - ყველაფერს შევუსრულებ რასაც მეტყვის
- შენ - მორცხვად მითხრა - მხოლოდ შენ მჭირდები
- შენ... თქვენთან ვარ - ჩავეხუტე - ნურაფერზე ინერვიულებ... ყველაფერი კრგათ იქნება... სულ თქვენთან ვიქნები... მიყვარხარ... ორივე მიყვარხართ...
- ნახატი რომ ვერ დაამთავრე - ტილოზე მიმითითა რომელსაც ბოლოს ვხატავდი
- არაფერია... მგონი ასე უფრო ორიგინალურია - გამეცინა - ხომ... იდეალურია შენი სილამაზე ისაა რაც ადამიანისათვის წარმოსადგენად ძალიან ძნელია... ცოტა იფიქრონ ეს გადღაბნილი მშვენიერებაა როგორც სიზმარი, არასდროს გახსოვს სიზმარში ნანახი ქალის ნაქვთები და აგებულება სრულყოფილად მაგრამ იცი რომ ღვთაებრივი სილამაზისთ გამოირჩეოდა
- სიზმარში ქალებს ხედავ? - ირონიულად მკითხა
- ქალებს არა... ერთ ქალს ვხედავ
- ქალი საგიჟეთის ფანჯრიდან
- კი
- მისი სახე არ გახსოვს?
- არმახსოვს - თვალები ამიცრემლიანდა
- ახლა დამხატე, მგონი მუცლით უფრო ლამაზი ვარ
- არა ლამაზი ზედმეტად უბრალო სიტყვაა შენი მშვენიერების ასაღწერად... ანგელოზს გავხარ
- ანგელოზი გინახავს?
- სულ ვხედავ როცა ჩემს გვერდით ხარ
- დამხატე! - მკაცრად ცოტაოდენი ღიმილით წარმოთქვა. მისი ბრძანების წინაშე უძლური ვიყავი თბილად ვაკოცე და ხატვა დავიწყე.




# თავი 8 - სამსხვერპლო

ხატვის დროს ისე მძაფრად ჩამესმოდა საოცარი ჰანგები ასე მეგონა სიმფონიას ვწერდი. ჩაცმული არასდროს დამიხატავს და ახალა ჩემს წინ შიშველი თმა გაშლილი ვნებიანი ქალის მაგივრად თმა აწეული ორსული ქალი იდგა გრძელ თეთრ კაბაში და ვნების მაგივრად სურათი ჰარმონიის განცდას აფრქვევდა. შეუდარებელი სცენა იყო. როცა ხატვას მოვრჩი და ბოლო წერტილი დავსვი ტილოზე სიამაყის განცდა ჩამეღვარა სულში. ასეთი შეუდაერებელი არასდროს არაფერი შემიქმნია.
სიამოვნებით შესცქეროდა ტილოს
⁃ ლამაზია.... მადლობა - მითხრა და ლოყაზე მომეფერა
⁃ პიროქით მადლობა შენ.... ყველაფრისთვის - მივუგე და მუცელზე ხელი გადავუსვი
⁃ ცოტახნით უნდა წავიდე კარგი? არ მოიწყინო... ახალი წელია... აუცილებელი საქმე მაქვს
⁃ მე წაგიყვან მარტო ხომ არივლი ამ სიცივეში
⁃ არაა ყველაფერი კარგათაა... ჩემი მოსაგვარებელია მაგრამ გპირდები მალე დავბრუნდები
⁃ არ მიმატოვო გთხოვ... ცოლად გამომყვები?
⁃ კი როცა დავბრუნდები მაშინ - გაეცინა - სადმე გადი გაისეირნე ახალი წელია მეგობრებს შეხვდი
⁃ არა დაგელოდები... თუ რამე დამირეკე კარგი?
⁃ კი...
⁃ ტაქსის ფული გაქვს? თბილად ჩაიცვი კარგი?!
⁃ ყველაფერი კარგათაა - შუბლზე მაკოცა - მალე დავბრუნდები
არვიცი რატომ მაგრამ სახლიდან მშვიდად გავუშვი მჯეროდა რომ მალე დაბრუნდებოდა და აღარასოდეს წავიდოდა... ეს ბოლო იყო ბოლო განშორება ამის ღრმად მწამდა... არ ჩავეძიე რადგან მაინც არმეტყვოდა მაგრამ ვიცი რომ ეს განშორება საჭირო იყო ჩვენი მომავლისთვის...
სასმელი დავისხი და “პაპიროსს” გავუკიდე, ნელა ვსვავდი და მომავალს ვგეგმავდი. ქორწილს, ხალხს როცა ასეთ მშვენიერებას დაინახავდნენ თეთრ კაბაში საოცრად მინდოდა ამ სცენის დანახვა... ამ ფიქრებში გართულს კარის ხმა შემომესმა და გასაღებად წამოვდექი... სანდრო იყო სხვა ვინმეს არც ველოდი ან ის ან დედაჩემი
⁃ ახალ წელს გილოცავ - გამიღიმა და შოკოლადი გამომიწოდა
⁃ მეც გილოცავ - ბედნიერმა მივუგე
⁃ კარგ ხასიათზე ხარ?
⁃ კი ძაან შემოდი მოგიყვები
⁃ გისმენ - ნაღვლიანად მიპასუხა
⁃ ცოლი მომყავს ძმაო მეჯვარე ხომ იქნები? შვილი მეყოლება
⁃ ჰილალი ფეღმძიმედაა?
⁃ კი ცოლობაზე დამთანხმდა გესმის?
⁃ მაგარია - თვალები აუცრემლიანდა
⁃ რა გჭირს ? არ გაგიხარდა ჩემი ამბავი?
⁃ კი კი ... ცადე? ისევ?
⁃ შენ საიდან იცი ? - გაკვირვებულმა ვკითხე
⁃ შენმა მეზობელმა დარეკა, დაგინახა სახურავიდან რომ ჩამოდიოდი და საკუთარ თავს ელაპარაკებოდი
⁃ ჰილალის ვესაუბრებოდი
⁃ მან თქვა რომ იქ შენსგარდა არავინ იყო, ამბობს რომ გაგიჟდი და საკუთარ თავთან ლაპარაკობ
⁃ ალბათ ვერ დაინახა სიბნელეში
⁃ კონსტანტინე! საგიჟეთში დარეკა მეექვსე მცდელობაა შენი თვითმკვლელობის გესმის ეს რას ნიშნავს ? ორჯერ გამოგაძვრინეს ფსიქიატრიულს ახლა მოგიწევს ცოტახნით დაწვე
⁃ სანდრო სულ გაგიჟდით? კარგათ ვარ მართლა ცოლი მომყავს ბედნიერი ვარ - ხმას ავუწიე
⁃ სხვა გზა არაა - ახალ ნახატს გახედა - ეს სურათი სად ნახე?
⁃ ჰილალია დღეს დავხატე... ხედავ რალამაზია ორსული? მართლა ბედნიერი ვარ, რამე მოიფიქრეთ საგიჟეთში არ დავწვები!
სანდრო ფეხზე წამოდა და სიარული დაიწყო ჰილალის ადრინდელ სურათებს შეხედა
⁃ ესაა ჰილალი არა?
⁃ კი რაარის?
⁃ ხუთი წლის წინ გამოჩნდა ხომ?
⁃ თითქმის რახდება?
⁃ შენი მეზობელი მართალია ჭკუიდან იშლები... ცოტახანს მოგიწევს ფსიქიატრილში დაწოლა
⁃ გაგიჟდი? შვილს ველოდები
⁃ ნუ ბოდავ რაღაცას და ეგ არავის უთხრა თორემ საერთოდ არ გამოგიავებენ იქიდან ეს ჰილალი არაა... შეხედე ვერ ცნობ? არ გახსოვს ვინარის? რაღაცეები გეჩვენება... ეს ფოტო ნანახი მაქვს გთხოვ მორჩი ბოდვას - თვალები აუცრემილანდა - მაპატიე
მანტო მოისხა და კარებისაკენ წავიდა როგორც კი გავიდა სახლში უცნაური ხალხი შემოვარდა შევეწინააღმდეგე თუმცა გამთიშეს და წამიყვანეს
აზრზე რომ მოვედი პალატაში ვიწექი გიჟების ხალათში გამოწყობილი. თავი რომ წამოვწიე ფანჯარის რაფაზე მდგომი იგივე ხალათში გამოწყობილი თმა გაწეწილი ჰილალი დავინახე ღია ფანჯარაში ქალაქს უცქერდა
⁃ რასაკეთებ ჰილ... - დავიყვირე და მისკენ წავედი...შემობრუნდა.... მხოლოდ ახლა ვიცანი, მისი ჩამოკაწრული სახე რომ დავინახე ჩაშავებული თვალები და დამსკდარი ბაგეები ეს ის ანგელოზი იყო ხუთი წლის წინათ რომ ზუსტად ამ ფანჯრიდან გადმოხტა... ბედის ირონიაა არა?! მეც ზუსტად ამ პალატაში რომ აღმოვჩნდი... გაოგნებული ვუყურებდი და ცრემლები მცვიოდა - მოჩვენება ხარ? ამდენი წელი მოჩვენებას ვხედავდი?
⁃ არა... არა... უბრალოდ გაგიჟდი და შენმა ტვინმა ილუზიები შექმნა
⁃ შეუძლებელია... შეუძლებელია ეს ყველაფერი მე შემექმნა ჩემს ტვინში რაც გვქონდა... ეს სიყვარული
⁃ სიყვარული არა.... შენ მართლა შეგიყვარდი ხუთი წლის წინ... მართალი იყავი ხელს გიწყობდი გაგიჟებაში და აი აქამდე მოგიყვანე
⁃ გასაგებია... ახლა ყველაფერი გასაგებია... - სიმწრისგან გამეცინა და ცრემლები წამსკდა - მაგრამ შენ რატომ? შენ რატომ გადმოხტი? ბავშვის მამა? ის სადარის? ეს რატომ გააკეთე? ასეთმა მშვენიერებამ ეს რატომ ჩაიდინე ან აქ როგორ მოხვდი?
⁃ მიყვარდა თან ძალიან მიყვარდა... ერთად გავიზარდეთ და ბავშობიდან მიცავდა ყველასგან, ეს კი ძალიან მჭირდებოდა 16 წლის ვიყავი 3 თვის ორსული ომში რომ დაიღუპა... 19 წლის იყო ჩემი ხელით ჩავაცვი ფორმა - გაეცინა და ცრემლები სახეზე ჩამოეყარა - მას შემდეგ ყველაფერი დავკარგე როგორც კი მისი დაღუპვის ამბავი გაიგეს სვავებივით დამაცხრნენ უამრავი საშინელება გამოვიარე... ცემა, გაუპატიურება, ყველანაირი დამცირება... სილამაზე ჯილდო კიარა წყევლაა... ყველას უნდა რომ დაგეუფლოს... ბოლოს აქ მოვხვდი... ბავშვის დატოვების უფლებასაც კი არ მაძლევდნენ სხვა არჩევანი არ მქონდა... - ნაბიჯი გადადგა და გადაიხარა
⁃ არა გთხოვ ეს არგააკეთო - ავტირდი ამ ყველაფრის გაანალიზებას ვერ ვასწრებდი - გაჩერდი!
⁃ მე არა - შემომხედა და გამიღიმა - ეს შენი ისტორიაა... აქ მთავრდება შენი ამბავი მე უბრალოდ აქამდე მოგიყვანე
ფეხშიშველი ნაიარევებიანი ფეხები ნაზად ჩამოდგა იატაკზე მომიახლოვდა სველი ტუჩებით ლოყაზე ნაზად მაკოცა და გაუჩინარდა

ის მართალი იყო... ჩემი ამბავი აქ სრულდება, უკანასკნელ გზაზე მხოლოს მაჯის საათი და “ცისფერი ქემელი” მიმაქვს ახლა რაფაზე უნდა ავიდე და ცხოვრება მასავით დავასრულო.....



№1  offline წევრი Nini2727

სასწაულია ❤️❤️❤️ ველოდები ახალ მოთხრობას ????

 


№2  offline წევრი Hilalli

Nini2727
სასწაულია ❤️❤️❤️ ველოდები ახალ მოთხრობას ????

❤️ Madloba

 


№3 სტუმარი Sali

Auuu gavchede dzaan moulodneli dasasruli qonda gamomashtera martla dzaan magariaa

 


№4  offline წევრი ზინიკო

ძალიან მაგარი იყო..

 


№5  offline წევრი Hilalli

Sali
Auuu gavchede dzaan moulodneli dasasruli qonda gamomashtera martla dzaan magariaa

მადლობა ძაან დიდი ????

ზინიკო
ძალიან მაგარი იყო..

ძაან მიხარია ესეთი შეფასებები ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი თამო

არარსებობს.... ასეთ დასასრულს მართლა არ ველოდი ეს რა იყო ?! გამომაშტერა ძალიან მაგარია მართლა... პროსტა დავდნი უმაგრესი წყვილი იყო ესეთი ტრაგიკული დასასრული რატო? მარა უხდება მძიმეთ მარა ძაან ლამაზად სრულდება

 


№7  offline წევრი Hilalli

სტუმარი თამო
არარსებობს.... ასეთ დასასრულს მართლა არ ველოდი ეს რა იყო ?! გამომაშტერა ძალიან მაგარია მართლა... პროსტა დავდნი უმაგრესი წყვილი იყო ესეთი ტრაგიკული დასასრული რატო? მარა უხდება მძიმეთ მარა ძაან ლამაზად სრულდება

ხოო მეტი ეფექტი აქვს ასეთ დასასრულს ❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

მთლიანობაში ძალიან კარგი იყო, მართლა, მაგრამ ეს "დიდათ" და "კარგათ" რა უბედურებაა)))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent