შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომ დამანახო ყველა'ფერი


5-11-2019, 01:18
ავტორი Feeling Better
ნანახია 10 256

მთელი ცხოვრება დათრგუნულმა გავატარე. ბევრჯერ დამთენებია ტირილში. მიზეზი? მიზეზიი ისაა რომ მთელი ცხოვრება ნაცრისფერში გავატარე. ოღონდ პირდაპირი გაგებით. 10 წლის ვიყავი როცა ავარიაში მოვყევი. რამდენიმე თვე კომაში გავატარე,გამოფხიზლების შემდეგ კი....დალტოლნიკი გავხდი.(მეცინება) ხო, დალტონიზმი. ეს დაავადებაა როდესაც ფერების გარჩევა არ შეუძლიათ. ჩვეულებრივ შემთხვევაში ადამიანს ერთი ფერის გარჩევა არ შეუძლია.ადამიანის ბადურას აქვს სამი რეცეპტორი რომელთაგან ყოველი მათგანი პასუხს აგებს სამი ფერის-წითლის ლურჯის და მწვანე ფერის აღქმაზე. ნორმალურ ადამიანებს მათი მაჩვენებლები ნორმაში აქვთ ამიტომ შეუძლიათ განასხვავონ ფერები. მე კი ზედმეტად უიღბლო აღმოვჩნდი...დალტონიზმი არ ვიკმარე და გართულებულ ფორმაში დამემართა. მხოლოდ თეთრს შავს მუქ ყავისფერს ნაცრისფერს და მსგავს ფერებს ვხედავ. 15 წელია სხვადასხვა ექიმთან დავდიოდი რომ მემკურნალა,თუმცა შედეგი არცერთ მკურნალობის მეთოდს არ გამოუღია. არსებობს სპეციალური სათვალე რომლის შეძენის შესაძლებლობაც მე და ჩემს ოჯახს არ გაგვაჩნდა, იქიდან გამომდინარე რომ მხოლოდ მე და დედა ვართ. 15 წლის შემდეგ შევწყვიტე ექიმებთან სიარული. ყოველი უშედეგო მკურნალობის შემდეგ ყველა იმას მეუბნებოდა რომ მხოლოდ სასწაული თუ გამომამჯობინებდა. მე კი სასწაულის ლოდინში საკმარისი დრო დავხარჯე. ახლა 28 წლის ვარ. ძალიან რთული გზა გამოვიარე წარმატების მისაღწევად. დედაჩემის და ჩემი 2 საუკეთესო მეგობრის მხარში დგომის წყალობით ოცნება ავიხდინე და ბიზნესმენი გავხდი. დიახ. ბიზნესმენი. ლილე და დაჩი(ზემოთ ხსენებული მეგობრები) არამარტო ჩემი ბავშვობის მეგობრები არამედ კურსელებიც იყვნენ. ასე რომ სამივემ ერთად წამოვიწყეთ ბიზნესი. ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი და 3 წელში ისეთი კომპანია ავაშენეთ ბევრს რომ შეშურდებოდა. ბიზნესი? ტანსაცმელები. ხატვა მიყვარს. თუმცა არასდროს დამიხატავს ფერებში. 15 წლის ვიყავი როცა კაბების და სხვა ტანისამოსების ხატვა დავიწყე. სწორედ მაშინ დავისახეთ მიზნად საკუთარი ბრენდი გვეწარმოებინა სახელად Greenland.დიზაინი ჩემი იყო,სახლეი ჩემი მოფიქრებული,დანარჩენი ყველაფერი კი ლილეს და დაჩის ეხებოდათ. ალბათ იკითხავთ რატომ ‘Green’land.მწვანე ჩემი საყარელი ფერია. ამ დალტოლნიკ გოგოს მწვანე სად უნდა მენახა არა? 18 წლის წინ. ავარიამდე სწორედ მწვანე ფერი ვნახე. მანქანაში რომ ვჯდებოდი ჩემი ყურადღება დაახლოებით 12-13 წლის ბიჭმა მიიქცია რომელიც ძაღლს ასეირნებდა. ჩავლის დროს გამომხედა და მისი მწვანე კაშკაშა თვალები დავინახე. ისე ანათებდნენ თითქოს მეხვეწებოდნენ დამიმახსოვრეო. კომაში რომ ვიყავი სიზმარში სწორედ ის თალები მესიზმრა. სიბნელე იყო. ყველაფერი უფერო მხოლოდ ის მწვანე თვალები ანათებდნენ. ყველა’ფერს თვითონ აძლევდნენ ძალას რომ გაფერადებულიყვნენ. მწვანე თვალები. რომლებიც არასდროს დამვიწყებია. ყოველთვის როცა თვალებს ვხუჭავ ბუნდოვნად მახსენდება ის მომენტი. აღარ მახსოვს როგორი იყო ის ბიჭი,აღარ მახსოვს როგორი ძაღლი ყავდა. არც ის მახსოვს სწრაფად ჩამიარა თუ არა,რადგან იმ წამს მეგონა დრო შენელებულიყო. თვალებს ვხუჭავ, ის ისევ მოდის მიურებს,მისი თვალები ისე ანათებენ ჩემს სულში აღწევენ, მერე ჩამივლის და.....ყველაფერი ქრება. ძალიან გავილექსე. იმის თქმაც კი დამავიწყდა რა მქვია. მე ეფემია სიხარულიძე ვარ. როგორც უკვე ვახსენე 28 წლის და დიახ მე დალტოლნიკი ვარ. და მიუხედავად იმისა რომ იმ სპეციალური სათვალეებისთვის უკვე საკმარისი ფულის გამომუშავება შემიძლია, მირჩევნია სასწაულს ველოდო. ალბათ გიკვირთ ამხელა შანსს როგორ ვუშვებ ხელიდან მაგრაამ მერწმუნეთ. დროებით მხედველობას ჯობია საერთოდ არ გქონდეთ...

მინდა ერთი რამ გითხრათ, თუ სასწაულების არ გჯერათ, დაიჯერეთ, რადგან ახლა რის მოყლასაც ვაპირებ ჩემს ცხოვრებაში სასწაული იყო.
კომპანიაში ვიყავი.მნიშვნელოვან პირს ველოდებოდით რომელიც ჩვენთან პარტნიორობას აპირებდა. ჩაფიქრებული ვიჯექი. ჩემს შავ კალამს ხელში ვატრიალებდი. მერე ბლოკნოტის უკანა მხარეს გადავშალე და დახატულ თვალებს დავაკვირდი. უხერხული სიჩუმე დაკაკუნებამ და კარის გაღებამ დაარღვია. ავიხედე და მაშინვე მიიქცია ყურადღება პერანგის ჩახსნილმა ღილებმა. ეგრევე ის მონაკვეთი რატო მომხვდა თვალში არ ვიცი. ზევით ავყევი თვალებით,კსერი ყბები და სახესაც მივაღწიე. მისი მზერაც დავიჭირე. უცნაური შეგრძნება დამეუფლა. ძალიან მეცნობოდა მაგრამ არ ვიცი საიდან. ადგილი ჩემს წინ დაიკავა. მე თვალებ მოჭუტული ვაკვირდებოდი. არ მესმოდა რაზე საუბრობდნენ. ჩემი მზერაც შენიშნა და ერთი ეშმაკურად ჩაიცინა. ეტყობა თავში ქონდა ავარდნილი და ეგონა სხვა შტერი გოგოებივით ვიყავი მისით მოხიბლული, მაგრამ... რა მაგრამ მართალია მოვიხიბლე,თუმცა უფრო სხვა რაღაც იყო ეს. დარწმუნებული ვიყავი რომ სადღაც მყავდა ნანახი და ვერ ვხვდებოდი სად.ვერაფრით ვიხსენებდი. რომ შემომხედა ინსტიკტურად ავარიდე თვალი და ბლოკნოტს დავხედე. რამდენიმე წამი უაზროდ მივჩერებოდი ჩემს დახატულ თვალებს,მერე კი უცებ დამარტყა თავსი ამ საზარელმა აზრმა. ბლოკნოტი ავიღე და ჩემს ნახატს მის სახეს ვადარებდი. გავდა. რომ იცოდეთ როგორ გავდა. და ვერ წარმომედგინა თუ 18 წლის მერე ის გამოჩნდებოდა. გაოგნებისგან პირი გავაღე. ყველა მე მიყურებდა. ლილემ რამდენჯერმე გამკრა მკლავი მაგრამ ამის თავიარ მქონდა. მესმოდა როგორ მეძახდა დაჩი და სხვა ყველა და მეკითხებოდნენ რა გჭირსო მე კი გაშეშებული მივჩერებოდი ხან ნახატს ხან მას.
-არა! შეუძლებელია. არა...არა... რა..რანაირად...შეუძლებელია-ავლუღლუღდი და უცებ გაშავდა ყველაფერი. გონება დავკარგე. რომ გამეღვიძა საავადმყოფოში ვიყავი. ხელზე რაღაც მქონდა მიბმული. გადასხმას მიკეთებდნენ. ლურჯთვალება ექთანი შემოვიდა, შემამოწმა და გავიდა. მე კი მხოლოდ რამდენიმე წამში გავიაზრე რომ დავინახე მისი ლურჯი თვალები. იმ ღია ვარდისფერ ფარდებსაც ვხედავდი და სტაფილოსფერ სავარძელს ოთახის კუთხეში. დაჩი და ლილე შემოვიდნენ. ვხედავდი ლილეს წითელ კაბას და ქერა თმას, დაჩის ცისფერ პერანგსაც აღვიქვამდი და თვალებს ვერ ვუჯერებდი. თვალები რამდენჯერმე დავხუჭე და თავიდან გავახილე.ხელზეც ვიპწკინე ხოარ მეჩვენებათქო. სიცილი ავტეხე ისინი კი გაკვირვებულები მიყურებდნენ.
-ის...ის აქაა?
-ვინ?
-ღმერთო ჩემო,სახელიც არ ვიცი....პარტნიორი,ვისთნაც შეხვედრა გქვონდა
-ანდრია?
-ჰოჰო
-არა..რამდენიმე წუთის წინ წავიდა
-უთხარი მოვიდეს
-რა?
-რატომ?
-რომ გეუბნები გააკეთე!-დაახლოებით 20 წუთში პალატის კარი გაიღო და მისი ქარიზმატულობით შემოაბიჯა
-არ მჯერა!-სიცილით აღმომხდა. მისი თვალები ისევ ბრწინავდნენ. ის მწვანე თვალები გაკირვებულები შემომცქეროდნენ. ხელიდან მილი გამოვიგლიჯე და წამოვჯექი-მართლა არ მჯერა-კიდევ ერთხელ ვთქვი და ცრემლებსაც გასაქანი მიეცა
-ეფემია....რა გჭირს?
-18 წლის წინ...18 წლის წინ-დაიწყე და თან ყველაფერი უკეთესად გამახსენდა. თვალები დავხუჭე და იმის მოყოლა განვაგრძე რასაც მოგონებაში ვხედავდი- ლურჯ მანქანაში ვჯდებოდი, ჩემი ყურადღება ბალოტსფერ პერანგში ამოწყობილმა ბიჭმა მიიქცია რომელიც თეთრ ძაღლს ასეირნებდა ვარდისფერი საყელურით.-ფერებზე მახვილს სპეციალურად ვაკეთებდი-წამით გამომხედა და ის წამი საუკუნედ გაიწელა როცა მისი მწვანე თვალები დავინახე. მერე რა რომ 10 წლის ვიყავი. პირველად მოვიხიბლე ბიჭით. ეს იყო საღამოს 5 საათძე, წავჭავაძის ქუჩაზე. ლამაზი ამინდი იყო,შემოდგომის. ყვითელი და სტაფილოსფერი ფოთლეი ამშვენებდა ქუჩებს. მწვანე თვალების დანახვიდან ზუსტად 5 წუთში ავარია მოხდა. არ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავი კომაში თუმცა მე მეგონა რომ მხოლოდ 1 ღამე იყო,რადგან სიზმარი ვნახე. მწვანე თვალები მესიზმრა. რომ გავივიძე თვეები ყოფილა გასული. მას შემდეგ ვეღარაფერს ვხედავდი. ფერებს ვერ აღვიქვამდი. ჩემი საყვარელი ფერი კი მწვანე იყო რადგან სწორედ ის ვნახე ავარიამდე. სწორედ ის მწვანე ფერი დამრჩა გონებაში. 18 წლის მანძილზე როცა თვალებს ვხუჭავდი იმ მწვანე სფეროებს ვხედავდი. მხოლოდ მწვანეს. დღეს. 18 წლის შემდეგ. პირველად ვნახე იგივე თვალები-თვალები გავახილე და მზერა ანდრიას გავუსწორე-შენი თვალები ვნახე. დახატული მქონდა და როცა ჩემი ნახატი და შენი სახე ერთმანეთს შევადარე მაშინ გავიაზე ვინ იყავი. მადლობა ანდრია! მადლობა! მადლობა რომ ვხედავ-ტირილი დავიწყე- მადლობა რომ ვხედავ შენს მწვანე თვალებს, მადლობა რომ ვხედავ ლილეს წითელ კაბას, ჩემს ლურჯ ლაქსაც ვხედავ ფრჩხილებზე რომლებიც შავი მეგონა. მადლბა რომ ვხედავ ამ ვარდისფერ ფარდებს, მადლობა რომ ვხედავ ფანჯრის იქით ლურჯ ცას რომლებიც მზის ჩასვლის ფონზე იისფერია. მადლობა!-ვსლუკუნებდი. ცრემლებად ვიღვრებოდი- ლილე და დაჩიც ჩემთან ერთად ატირდნენ და თან იცინოდნენ. ამ დროს კარი დედამ შემოაღო სირბილით შემოვარდა და ჩემი დანახვისას თავი ხელებში ჩარგო. ატირდა იმის გამო რომ მე ვტიროდი... ცოტა სული მოვითქვი და ვუთხარი...
-დეე..იმაზე ლურჯი თვალები გქონია ვიდრე მახსოვდა, ეს ცისფერი კაბაც სწორედ რომ უხდება შენს თვალებს...-ამის თქმა და მისი კიდევ უფრო ატირება ერთი იყო
-ხედავ...
-ვხედავ...
-სასწაულია
-ჰო სასწაულია-დედას ჩავეხუტე და მადლიერი თვალები მივანათე ანდრიას,რომელიც იღიმოდა.

* * *
-შენი მწვანე თვალები მართავს სამყაროს-ვუთხარი ანდრიას. სანაცვლოდ მან ხელი მომხვია,ტუჩის კუთხეში მაკოცა და მითხრა
-მათ შენი შავი თვალები აძლევენ ძალას
-რომ დამანახო ყველა’ფერი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent