თავქარიანი
თავი II ანასტასია გონს მანქანაში მოდის. გამოფხიზლებისას პირველი რაც თვალში ხვდება უცხო ადაიანის სილუეტია. ცდილობს სავარძლიდან წამოდგეს, თუმცა თავის ტკივილი ხელს უშლის. -აჰ... თავი! - ხელს შუბლზე იდებს. - შენ ვინ ხარ? აქ როგორ აღმოვჩნდი? რა ხდება? - კითხვას კითხვაზე აყრის უცნობს. მამაკაცი დუმს და სარკიდან ჩუმი ღიმილით გაჰყურებს თავზარდაცემულ გოგონას, რომელიც არა და არ ჩერდება, კითხვას კითხვაზე სვამს. მირიანი პასუხისგან თავს იკავებს. შედეგად კი იმას იღებს, რომ მდუმარებისგან შეღონებული ტასო უკანა სავარძლიდან საჭეს აფრინდება და მანქანის გაჩერებას ცდილობს. გამოსდის კიდეც! მძღოლი მთელი ძალით აჭერს პედალს ფეხს, რათა ავარიას გადარჩნენ. გოგონა სასწრაფოდ ხსნის კარს, მანქანიდან ხტება და ყვირილით გარბის უკანა გზაზე. -მიშველეთ! ვინმე დამეხმარეთ! მომიტაცეს... არავინ არის? მირიანი როგორც კი ანასტასიას გაპარვას ამჩნევს, მანქანიდან გადადის და უკან მიჰყვება. ბედნიერია, რომ ტასო მასთან ერთადაა და სახეზე ღიმილი დასთამაშებს, თუმცა როგორც კი აცნობიერებს, რომ საყვარელი ადამიანი მისგან შიშის გამო გარბის, სახე ეცვლება და სწრაფად მისდევს უკან. ეწევა. -მოიცადე, ნუ მირბიხარ! არაფერს დაგიშავებ. -თავი დამანებე, არ შემეხო! მიშველეთ! მიტაცებენ... - ანასტასია ბოლო ხმაზე ყვირის და მთელი სხეულით იბრძვის თავისუფლებისვის. -დამშვიდდი, არავის მოუტაცებიხარ, ასე ნუ ყვირი, ყელი აგტკიდება, თანაც რაიმეს დაშავება რომც მინდოდეს მაინც ვერაფერს გახდები. -მირიანი ტასოს ზურგიდან ეხუტება. გოგონას თმის სურნელი აბრუებს. -ვერაფერს გავხდები, არა? აბა მიყურე! -ტასო მამაკაცს ფეხზე ფეხს ძლიერად ურტყავს, ტკივილისგან შემცბარ მირიანს ხელიდან უსხლტება და ნიშნის მოგებით გაჰყურებს, თუმცა მალევე ხვდება, რომ დიდი ვერაფერი გამოუვიდა და მამაკაცის გაცოფებული სახის დანახვაზე კვლავ ცდილობს გაქცევას. მირიანი ანასტასიას ხელზე ხელს ძლიერად სჭიდებს და თავისკენ ისეთი ძალით ექაჩება, გოგონა ინერციით ტანზე ზედ ეკვრის. სახე კი იმდენად ახლოს აქვთ, ერთმანეთის სუნთქვას გრძნობენ. როგორც იქნა, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. ამდენი წლის შემდეგ პირველად... ანასტასიას დეჟავუ აქვს... თითქოს უკვე ჩაუხედავს ამ ადამიანის თვალებში. -ზუსტად ისეთივე თვალები გაქვს, როგორც... - სათქმელი ვერ დაასრულა, თვალები აუწყლიანდა და მოგონებებში ღრმად გადაეშვა. გაახსენდა როგორ ევედრებოდა ცრემლიანი ამ ისრიმისფერ თვალებს მასთან დარჩენას, გაახსენდა გაზაფხულის დაისიც... როცა ერთმანეთს ფიცი მისცეს, რომ მუდამ ერთად იქნებოდნენ. პირობა ბავშვური იყო, მაგრამ წრფელი და სიყვარულით სავსე გულების მიერ ნაკარნახევი სიტყვებით შემკული. -ნუთუ ის არის? არა, შეუძლებელია. უკვე 15 წელია რაც არ გამოჩენილა. ის იტალიაში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. ახლა, ალბათ, მშვიდად და ბედნიერად ზის სიცილიის სანაპიროზე და ლამაზ გოგონებთან ერთად კოქტეილს წრუპავს... შორიახლოს კი დაცვა დგას და სდარაჯობს ვინმემ შემთხვევით ბურთი არ მოარტყას... აჰაჰა...-თავის ფიქრებს თვითონვე დასცინის. რა იცის ტასომ როგორი იყო სინამდილეში მირანი ან რას აკეთებდა ამდენი წლის მანძილზე, როგორ ცხოვრობდა, რა სტკიოდა, რა სწყინდა ან რა უხაროდა, თუმცა თავს არ უკრძალავდა მასზე ცუდის თქმის უფლებას, მირიანს ხომ მთელი ეს დრო ერთი წერილიც არ მოუწერია მისთვის. - არა, ის აქ ნამდვილად არ ჩამოვიდოდა... სანამ ტასო მირიანს თვალებში უძვრებოდა და თავს უმტკიცებდა, რომ მისი გამტაცებელი „ის“ ვერ იქნებოდა, ამასობაში მამაკაცმა ბოლომდე მოასწრო შეესწავლა ანასტასიას სახის თითოეული ნაკვთი, ტკბებოდა გოგონას სახეზე მიმიკების ცვლილებითა და მელნისფერ გუგებში დატრიალებული შეკითხვების ქარიშხალით. -არა ეს „ის“ არ არის, ის რომ ყოფილიყო აუცილებლად მიცნობდა. -ტასო საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე რომ, ეს ბიჭი ვერ იქნებოდა თავის ისრიმისფერთვალებიანი მირიანი, პირველი სიყვარული, რომელიც 15 წლის წინ წაართვეს. თუმცა როგორ შეიძლებოდა ის ვინმეში შეშლოდა, შეიძლება წლები გასულიყო, მაგრამ თვალები, რომლითაც მირიანი ოდესღაც ანასტასიას უყურებდა, არასოდეს ამოიშლებოდა გოგონას გონებიდან. მართალია ტასო თავს უმტკიცებდა, რომ ეს უზადო აღნაგობის უიშვიათესი ინდივიდი არ შეიძლება ყოფილიყო მისი მირიანი, მაგრამ მთელი გულ-მუცელი საპირისპიროს უმტკიცებდა, ტორსი ისე შეეკუმშა დაგროვილი ემოციებისგან, რომ მის სხეულში მოფრენალმა პეპლებმა ამოსუნთქვის საშუალება აღარ მისცეს. საკმარისი იქნებოდა გულისთვის დაეგდო ყური, რომ ტასო შეძლებდა ამ უცხო მამაკაცის სხეულს ამოფარებული თავისი სიყვარული ეპოვა მის ჭაობისფერ თვალებში. მაგრამ არა, ასე უფრო გაუმარტივდებოდა ცხოვრება, თუ ეცოდინებოდა, რომ ყველაფერი ძველებურად იქნებოდა. -სუნთქავ? - მამაკაცის ხავერდოვანი ბარიტონის გაგონებისას კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს ირონიით სავსე ხმა მის მირიანის არ ეკუთვნოდა და უმალ გამოერკვა! -ხომ გითხარი თავი დამანებე-მეთქი! - ტასომ ისე ამოარტყა ფეხი საზარდულში, მირიანი ადგილზე ჩაიკეცა. - არ გაბედო უკან გამოყოლა. -ნამდვილი თავქარიანი ხარ! უბრალოდ საავადმყოფოში მიმყავდი... -ძლივს ამოღერღა ტკივილისგან სახემოღრეცილმა მამაკაცმა. -ავარიაში მოყევი. -ვაიმე! ქარიშხალი... სად არის ჩემი ცხენი? როგორაა, რამე ხომ არ დაუშავდა? -კარგადაა, არაფერი სჭირს. დაფრთხა და გაიქცა. -ღმერთო, მომკლავენ, ახლა რაღა ვქნა! თითქოს ის არ მეყო, რომ გაპარვის შესახებ გაიგებენ, ახლა ცხენიც დავკარგე! თან დროულადაც თუ არ მივალ შინ, ჩემგან ფიტულს დაამზადებენ და გალავნის თავზე ჩამოჰკიდებენ წარწერით: „მას შესაძლოა ნათელი მომავალი ჰქონოდა, თუმცა ნათელში ყოფნა არჩია!“ - არა, კი მოსწონდა ეს ცნობილი ფრაზა, მაგრამ არც იმდენად, რომ სიკვდილის შემდეგ მის მემორიალზე ამოეკითხა ხალხს. -მე წაგიყვან.-ძლივს მოდის ფერზე მირიანი. -შენ რატომ უნდა გენდო? ვინ ხარ? მამაკაცს ყელზე ძარღვები ეჭიმება. ჯერ ის რად ღირს, როცა ფიქრობს, რომ ანასტასია, ის ვისაც თავისი გული ჩააბარა, ვერ სცნობს და ამას ზედ იმასაც უმატებს, რომ ასე უნდობლად შესცქერის იმ გიშრისფერი თვალებით, ასე ძალიან რომ ენატრებოდა უკანასკნელი 15 წლის მანძილზე; იმ თვალებით, ყოველ ღამე რომ ახსენებდა თავს თავისი მომნუსხველი გამოხედვით, იმ სიყვარულისსხივჩამდგარი მზერით, მხოლოდ მირიანის დანახვისას რომ ჩნდებოდა გოგონას თვალებში. იტანჯებოდა მამაკაცი, რადგან როგორც არ უნდა მოენდომებინა, მაინც არასდროს ამოსდიოდა თავიდან მისი თვალების ნათელი. ძილის წინ თვალებს დახუჭავდა თუ არა, ყოველთვის მისი მზერა სწვავდა, ახლა კი ტასო მის წინ ასე ამაყად დამდგარა და არც კი ცდილობს წლების წინ დაკარგული სიყვარულის მასში შემჩნევას. -მისმინე, არ ვაპირებ რამე დაგიშავო. -ეგ საიდან უნდა ვიცოდე, იქნებ ჩემი გატაცება გინდა და მერე გამოსასყიდის მოთხოვნა... -ვგავარ ადამიანს, რომელსაც ფული აკლია? ტასომ შეათვალიერა, დახვეწილად აცვია, ვიზუალზე ეტყობა, რომ საკმაოდ ძვირადღირებული და ხარისხიანი სამოსია, ფეხსაცმელი ისე უზადოდაა შეკერილი, რომ ან იტალიურია ან ესპანური; მანქანა „პორშე“-ს მარკისაა, კარგად ვერ ერკვევა, მაგრამ ის ზუსტად იცის, რომ პორშე ყველა გამვლელს ნამდვილად არ უდგას სახლში. - მაშინ, იქნებ, მანიაკი ხარ! მირიანი უკვე კბილებს აჭრიალებს სიბრაზისგან და ხელებს მუშტავს. -ხო, რა იყო... შენს მანქანაში დაუკითხავად ჩამსვი, რომ არ გამოვფხიზლებულიყავი, იქნებ რომელიმე ბინძურ სარდაფში გამეღვიძა გათოკილს... -გოგონა გაცხარებით ეკამათება თავისზე მაღალ, ძლიერ, სპორტული აღნაგობის, შავგრემან და შავწვერა მამაკაცს და სულ არ ფიქრობს, რომ ეს ადამიანი მალე აფეთქდება სიბრაზისა და გოგონას დაუსრულებელი საუბრისგან გაბეზრებული. არა, ბავშვობაშიც კი ბევრს ლაპარაკობდა, მაგრამ მაშინ საყვარლად ტიკტიკებდა, ახლა კი, ბიჭის ნერვულ სისტემაზე ცუდად მოქმედებს. -საკმარისია! თუ არ გინდა, არავინ გაძალებს. ამდენი არავისთვის მომითმენია. მადლობა თქვი, რომ გოგო ხარ და თან ავარია ჩემ გამო მოხდა, თორემ მართლა ჩაგტენიდი ამ მანქანაში და ზღვაში მშვიდად ჩაგაგდებდი იმით კაყოფილი, რომ იქ მაინც შეწყვეტდი გაუთავებელ საუბარს. გადავიფიქრე შენი წაყვანა, კარგად ბრძანდებოდე! -წადი, უკვე გითხარი რომ არ მჭირდება შენი დახმარება. როგორმე ჩემით შევძლებ უკან დაბრუნებას. მამაკაცი მანქანაში ჯდება და ადგილიდან წყდება. -მართლა წავიდა... თავხედი! -ნამდვილი თავქარიანი, საერთოდ არ შეცვლილა. მეგონა ყველაფერი ისე წავიდოდა, როგორც ვფიქრობდი, მაგრამ, როგორც ჩანს, გეგმების შეცვლა მომიწევს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.