შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევით შეყვარებული《17》


6-11-2019, 10:32
ავტორი წერო:)
ნანახია 1 975

თქვენ იცით რას ნიშნავს ერთდროულად იყო აფორიაქებული,მშვიდი,გაბრაზებული,გახარებული?
აი ანანომ ზუსტად იცოდა რა იყო ეს როცა საწოლში ნიკას მკერდს იყო აკრული თვალები დახუჭული არ უჩერდებოდა და ამდენი ემოციისგან ეხილებოდა.
ლოყები გახურებოდა, ეგონა ალი ასდიოსა უკვე.საშინლად ძალიან სასიამოვნო იყო ნიკას მკლავებში ყოფნა და საკუთარი თავი სულელი ეგონა ნიკას წვალებას რომ აპირებდა.არადა ჯერ კიდევ საკითხავი იყო რომელი უფრო წამდებოდა.
***
_აბა შენი მოკვლა უნდა?_ნუცას დახედა ლუკამ როცა დაქალს გაუთიშა გოგომ
_ხომ დამიცავ სიცოცხლე?_კეკლუცურად გაიღიმა ნუცამ
_აბა რას ვიზამ პატარავ_ჩაიცინა ლუკამ და მასზე მთელი თავით დაბალი გოგო გულში ჩაიკრა მიუხედავად იმისა რომ არც ნუცა უჩიოდა სიმაღლეს.
_აუ ლუკა იცი რაა.._ატიტინდა გოგო
_რა ნუციკ?
_ ძაან მიყვარხარ_გაიცინა ნუცამ და თავი ბიჭის კისერში ჩამალა.ლუკას სახე გაებადრა და მკლავები ბედნიერებისგან იმდენად მოუჭირა ლამის შემოემტვრა გოგო.მერე მისი სახე ხელებში მოიქცია და ჯერ თვალები დაუკოცნა მერე ლოყები და ტუჩებს რომ მიადგა გოგოს თვალებში შეხედა და იქ თანხმობა ამოიკითხა თავისი ტუჩები ნუცასას ნაზად შეახო.ჯერ ერთ ბაგეს უკოცნიდა მერე მეორეს და მთელ თავის სიყვარულს შიგნით აქსოვდა.ნუცამ
თითები ლუკას გრძელ სრიალა თმებში აახლართა.
ჰაერი რომ აღარ ეყოთ ერთმანეთს მოშორდნენ ლუკამ ხელი კისერზე მოხვია ნუცას და შუბლი შუბლზე მიადო.
_მეც ძალიან მიყვარხარ!_ვნებიანი სიყვარულით სავსე თვალები ჰქონდა ლუკას ნუცასნაირად.
_იცი თუ ასეთი პასუხი გექნება სულ,ხშირად გეტყვი რომ მიყვარხარ_გაიღიმა ნუცამ და ბიჭმაც კიდევ ერთხელ მიაწება ტუჩები.

***
დილას რომ გაიღვიძა ანანომ და ნიკა ისევ მის საწოლში მყოფი დაინახა ისე სწრაფად გაიწია გვერძე კინაღამ იატაკზე მოადინა ზღართანი. ნიკამ თვალები გაახილა
_მოჩვენება დაინახე?
_სატანა!_მიუგო ანანომ და ფეხზე წამოდგა.ნიკამ შორტის პიჟამაში გამოწყობილ გოგოს სხეულს თვალი ააყოლა.
_წუხელ რატომ არ წადი?
_შიშისგან კანკალებდი და იმიტომ_ირონიულად გაიღიმა ნიკამ
_რომ ჩამეძინებოდა შენს წასვლას ან გავიგებდი ან არა_უპასუხა გაწითლებულმა ანანომ
_მეც რომ ჩამძინებოდა არ შეიძლებოდა?_ანანომ თვალები აატრიალა ტანსაცმელი აიღო და სააბაზანოში წავიდა გამოსაცვლელად.უკან რომ გამოვიდა ნიკა ოთახში აღარ დახვედრია და მანაც შვებით ამოისუნთქა.
ნუცას ელოდა მთელი გულით როდის მოვიდოდა სასტუმროში და მოსული ესემესი რომ წაიკითხა მისგან რომელიც იტყობინებოდა რომ პირდაპირ ზღვაზე მოვიდოდა ბრაზისგან კბილები ისე გააღრჭიალა ძველ კარს რომ შეშურდებოდა.
ამიტომ ზღვაზე ადრიანადვე წავიდა და არც ნიკას დალოდებია.მოვალეობის მოხდის მიზნით მიაძახა მის კარს მივდივარო და არც გაუგია მან საერთოდ გაიგონა თუ არა.
ზღვაში იყო შესული მარტო და მოუთმენლად უცდიდა როდის გამოჩნდებოდნენ დანარჩენები.
ერთი საათი რომ მოუწია ლოდინი ამის გამო კინაღამ თავი დაიხრჩო.ყველაზე მეტად სწორედ ლოდინს ვერ იტანდა.სანაპიროსკენ მომავალი ორი წითელი და ორი შავგრემანი თავი როცა დაინახა გახარებულმა ისე დაიწყო ყვირილი აქ ვარო ირგვლივ მყოფებმა გამოხედეს და ანანომაც დაირცხვინა და გაჩუმდა.
_იცით რამდენიხანია აქ ვარ და გელოდებით?_მაშინვე ბრაზის ნთხევა დაიწყო გოგომ როცა მეგობრები მიუახლოვდნენ
_რას გამორბოდი მერე დილაუთენია?!_უთხრა ლიკამ
_დილაუთენიაა ადამიანო ათი საათი?_შეიცხადა ანანომ
_ოო აბა რა არის_დაამთქნარა ლუკამ
_ნუ იმათთვის ვისაც დაათენდათ რა თქმა უნდა ადრეა_წაიგესლა ანანომ და ლუკას და ნუცას შეხედა
_აუ ანანო არ შემომაკვდე_დაიმუქრა გაწითლებული ნუცა
__რა იყო შენ რა უჯიშო ხასიათზე ხარ?_წარბაწევით კითხა ლიკამ
_ერთსაათიანმა ლოდინმა ასე იცის ლიკა.სიმპათიურიც რომ არ გამოჩნდა ვინმე?ბედი აე გინდა?_ანანომ ცალი თვალი ნიკასკენ ჩუმად გააპარა რომელიც მისდა გასაკვირად იღიმებოდა.
_სიმპათიური ამ სამყაროს მეც ვეყოფი_ჩაიცინა ნიკამ
_და დებილი!_დაუმატა ანანომ.ნიკამ "მე შენ მოგივლი" მზერით შეხედა

***
საღამომდე დიდად საინტერესო არაფერი მომხდარა.ზღვიდან დიდი ხნის მეე დაბრუნებულებს ყველას ჩაეძინათ.საღამოს კი ტყუპებიც მოვიდნენ და საერთო ოთახში შეკრებილებმა "სიმართლე თუ მოქმედებას "თამაში გადაწყვიტეს
_პირველი მე ვატრიალებ დაგასწრით_იკივლა ლიკამ და ბოთლს ეცა.ბოთლი ნუცაზე და ლიკაზე გაჩერდა
_სიმართლე_პირდაპირ უთხრა ნუცამ
_ვინმესთვის გიკოცნია?
_კი_გაწითლდა ნუცა და ლიკა ახარხადა გვეშველაო.ნუცამ დაატრიალა და ლუკაზე და ანანოზე გაჩერდა
_სიმართლე თუ მოქმედება ლუკაჩო?
_მოქმედება
_პოლიციაში დარეკე და კითხე პლანი ხო არ გაქვთქო
_შანსი არაა
_არის თანაც ბევრი._დანბებულმა ლუკამ ტელეფონი აიღო და ასთორმეტში დარეკა.
_ზდაროვა ბრატ ცოტა პლანი ხო არ გაჩითულა?_მეგობრები სიცილს ძლივს იკავებდნენ
_ბატონო?იცით რომ ამისთვის სასჯელია?!
_ააა უი სხვაგან მოვხვდი_ლუკამ ტელეფონი უცბად გათიშა.დანარჩენებმა თავისუფლად გაიცინეს.ბოთლი ნიკაზე და ანანოზე გაჩერდა
_სიმართლე თუ მოქმედება ანანო
_სიმართლე
_ვინმე გყვარებია?
_კი_ჩაიღიმა ანანომ.ერთადერთხელ უყვარდა და ახლაც უყვარს ნიკა
_ვინ_წამოსცდა ნიკას
_ეგ უკვე მეორე კითხვაა_ირონიულად გაიღიმა ანანომ და ბოთლი დაატრიალა.ტყუპებზე შეჩერდა
_სიმართლე თუ მოქმედება ლიკა?
_სიმართლე
_მე უფრო გიყვარვარ თუ შოკოლადი?_ლუკამ დაზე ისედაც ყველაფერი იცოდა და მეტი რომ ვეღარ მოიფიქრა ეს კითხა
_შოკოლადი რა თქმა უნდა_შეურაცხყოფილი ტონით უთხრა ლიკამ.საკმაოდ დიდხანს ითამაშეს და ძალიანაც გაერთნენ თუმცა ესეც მოსწყინდათ.
ამიტომ მერე გადაწყვიტეს რომ "მე არასდროს" ეთამაშათ
_მე არაყი მაქვს!_წამოიძახა ნუცამ
_საიდან?_კითხა გაკვირვებულმა ნიკამ
_ასეთი შემთხვევისთვის ვინახავდი__ნუცა ოთახიდან გავიდა და არაყთან და ჭიქებთან ერთად დაბრუნდა
_ჩემი წინგახედული გოგო_გადაიკისკისა ანანომ და ნუცას თავზე ხელი გადაუსვა
_აფერისტი_ცალი თვალით შეხედა ნუცამ_მე ვიწყებ
_მე არასდროს მიცემია ჩემი სქესის წარმომადგენელი_ნიკამ ლუკამ და ლიკამ დალიეს
_ჰმ რა მუშტებზე ხართ,ენა არ გაგაჩნიათ?_წარბი ასწია ანანომ
_არაკაცებს არაკაცურად უნდა ელაპარაკო_ დაიღრინა ნიკამ
_დიდუ ეს კიდე გაბრაზებული ყოფილა.კარგი მე არასდროს მიჭამია მარილიანი ნესვი_ლუკამ დალია
_ფუ კაი რა რამ გაჭამა_ამრეზით გახედა ლიკამ
_სანაძლეო მქონდა წაგებული
_მე არასდროს მომიპარავს სიმინდი მეზობლის ყანიდან_თქვა ლიკამ.ანანომ და ნიკამ დალიეს.ანანოს კისერი ჩაეწვა მაგრამ ეს მაინც სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებდა
_ქაჯი.მე არასდროს ჩამოვვარდნილვარ ხიდან_თქვა ნიკამ ეშმკურად.ანანომ დალია ისევ და უკვე უგრძნო ნელნელა სასმელი როგორ შეეპარა
_მე არასდროს მიტირია ნიშნის გამო_თქვა ლუკამ და სამივე გოგომ დალია.ბიჭებს სიცილი აუტყდათ
_არა რა გატირებდათ ნიშნის გამო რაა_იცინოდა ლუკა
_პირველი ორიანის დროს გოგოს ამეტირებოდა აბა რას ვიზამდი_უპასუხა ლიკამ.ჭიქა ნუცამ აიღო და თქვა :
_მე არასდროს მომიწევია_ნიკამ ლუკამ და ლიკამ დალიეს
_მე არასდროს მოკოცნია მდედრობითი სქესის წარმომადგენელთათვის_თქვა ანანომ და ლუკამ და ნიკამ დალიეს
_გაფუჭებულები_თქვა ლიკამ
_აუ მე ვიტყვი რა თორე დამავიწყდება_წამოიძახა ლუკამ_მე არასდროს მცმია ვარდისფერი მაისური.ყველამ დალია.ანანოსთვის ეს უკვე მეოთხე ჭიქა იყო და დანარჩენებს შენელებული კადრივით უყურებდა თან თავი ოდნავ უბრუოდა.
_მე არასდროს გამბრაზებია მამა_თქვა ლიკამ.ნიკამ დ ლუკამ დალიეს
_მე არასდროს დამიმწვავს რამე გაზქურაზე_თქვა ნიკამ და ყველამ დალია.
_რასაც არ ხმარობ ზედ როგორ დაწვავდი რამეს _თქვა უკვე კარგად შეზარხოშებულმა ანანომ
_აუ ეს მთვრალია_ახარხარდა ნუცა
_მთვრალი არ ვარ!დალეული ვარ, დალეული!_მიბაძა ვარდენას პერსონაჟს "უდიპლომო სასიძოდან"და ყველას გაეცინა.
_მთვრალი ხარ ანანო_ღიმილით უთხრა ნიკამ
_აუ ნიკუ დამიწყნარდი რა შენი ჭირიმე_ანანო ატყობდა რომ სიტყვებს იქამდე ამბობდა სანამ დაფიქრებას მოასწრებდა რას ამბობდა_ხუთი ჭიქა დამათრობს ამხელა მთასავით ქალს?
_ დაგათრო უკვე!ხუთი ცოტა ნუ გგონია შენ.არც მთასავით ხარ_ჩაერთო ლუკა.
_უუუიიიმეე აღარ ვსვამ კაი ხო.მე აღარ ვთამაშობ.რომ გავაგრძელო დალევა მომიწევს._ანანო ფეხზე წამლიზლაზნა და აივნისკენ წავიდა.სუფთა ზღვისგან მონაბერი ჰაერი ესიამოვნა.აივანზე ნიკაც გამოჩნდა.ანანო წარბები შეკრა
_შენ აქ რა გინდა?
_გამოგყევი!
_რატომ?
_მეშინია თავი არ გადაიშვა
_მთვრალი ვარ დებილი კი არა!რა იყო ჩემი დაკარგვის შეგეშინდა?_ჩაიღიმა ანანომ.სიმთვრალე მეტსიმეტად გულღიად ალაპარაკებდა.
_ეგეც
_"ც"?აბა კიდევ?
_მინდოდა დავრწმუნებილიყავი რომ კარგად ხარ
_შენ ძალიან ბევრს ხომ არ ფიქრობ ჩემზე?მარა მე ვის რას ვეუბნები_ნიკამ წარბები ასწია და გაეღიმა
_მართლა?
_ვიგულისხმე...ისა...რომ მეც ბევრს ვფიქრობ ჩემს თავზე!_მოიფიქრა უცბად და გაეკრიჭა.ნიკამ კიდევ უფრო გაიღიმა
_სიმართლე და მოქმედებას რომ ვთამაშობდით და თქვი რომ ვიღაც გიყვარდა,ვინ იყო?
_ჩემი სიმთვრალით სარგებლობას ნუ ცდილობ!მაინც არ გეტყვი!_თითი დაუქნია ანანომ
_ვინ იყო?
_ბაღის შეყვარებული_გადაიკისკისა გოგომ.
_ანანო_ნიკამ თითები მაჯებზე ნაზად შემოაჭდო._ვინ იყო მითხარი
_შენ!_წამოსცდა დაბნეულსა და მთვრალ გოგოს და ხელები მაშინვე ტუჩებზე მიირტყა_ეს არ უნდა მეთქვა!_ნიკას სახე გაბადროდა .
_გაიმეორე
_ბაღის შეყვარებულითქო
_ანანოოო_ნიკას ხმაში ბედნიერების ნოტები ისმოდა
_აბა მეტი არაფერი მითქვამს_ნიკამ წარბაწევით და ღიმილით შეხედა და ანანოც დანებდა.
_კარგი ხოოო შენ იყავი_თავი დახარა და ნიკამაც მაშინვე ჩაიხუტა.
_ვიყავი თუ ვარ?
_ხარ!_მაშივე უპასუხა ანანომ.ნიკამ ოცდათორმეტივე კბილი გამოაჩინა.
_აუუ მე რომ შენი წვალება მინდოდაა?_ტუჩები გაბუშტა ანანომ_ამდენი არ უნდა დავლიო
_კიდევ კარგი რომ დალიე._ჩაიცინა ნიკამ და გოგოს სახე ხელებში მოიქცია_მისმინე...ხომ იცი რომ მიყვარხარ არა?_ანანომ თავი დაუქნია_შენც ხომ გიყვარვარ?_გაიცინა ნიკამ
_კი!
_ანუ ერთად ვართ ხო?
_თქვენ შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთს_გაიცინა ანანომ და სანამ გააზრებას მოასწრებდა ნიკას ტუჩები მანამ შეეხო მისას.დენმა თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე დაუარა.ნიკამ მკლავები წელზე შემოხვია და მთლიანად თავის სხეულზე აიკრა.ნაზად და გრძნობით კოცნიდა.ანანომ თითები მაშინვე თმაში შეუცურა,რასაც ამდენი ხანი ნატრობდა.სასმელის მათრობელა გემო ჰქონდა კოცნას და კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა.ნიკამ ტუჩები ფრთხილად მოაშორა აწითლებულ ანანოს და თვალებში ჩახედა.გოგო კი მზერას ვერ უსწორებდა
_არ თქვა რომ ჩემი გრცხვენია_გაეცინა ნიკას.ანანოს ხელები მოხვიადა ნიკაპი თავზე ჩამოსდო.ანანომაც
შემოხვია თავისი წვრილი ხელები და თავი მკერდზე მიადო.
_ცოტათი_აღიარა ჯერ კიდევ სასმლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა.ნიკას გაეღიმა
_ჩემი ნურასოდეს ნუ შეგრცხვება ბარტყო_ცხვირზე თითი ჩამოკრა ნიკამ _ამის მითუმეტეს_ისევ მიაკრო ტუჩები ანანოსას და მალევე მოაშორა.
_რა ტყუილად ვიფიქრე რომ ეგ მეტსახელი დაგავიწყდა._გაიცინა ანანომ და ამჯერად თავად აკოცა ბიჭს


აი ახალი თავიიც.აზრზე არ ვარ როგორი გამოვიდა.თქვენი პასიურობა მთრგუნავს...
კოცნის მომენტები ცხოვრებაში პირველად დავწერე და ანანო კი არა მე გავწითლდი დდდ
მიდით რა აზრი გამიზიარეთ



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგია[i]

 


№2  offline წევრი წერო:)

სტუმარი ნინო
ძალიან კარგია[i]

მადლობა♡

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონნს და ველოდები ფინალს

 


№4  offline წევრი წერო:)

სტუმარი nancho
მომწონნს და ველოდები ფინალს

მადლობაა♡♡მეც ვცდილობ რომ მალე დავასრულო დდდ♡♡

 


№5 სტუმარი სტუმარი Salome

Auu rodis dadebb? Pinals velodebiit dges dadeb? Dade raa

 


№6 სტუმარი სტუმარი ნელი

ძალიან მომწონს.სასიამოვნოდ იკითხება სუფთა გრძნობები.ზოგიერთი ავტორი სასიმოვნო სცენებს ვულგარულს ხდის. ეს აქ არ იგრძნობა, რასაც ძალიან მივესალმები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent