შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ფანჯრიდან (10 თავი)


6-11-2019, 15:41
ავტორი gabi du
ნანახია 2 596

ესიყო კოცნა ყველაზე თბილი... ტკბილი... რბილი... მხოლოდ ტუჩებით... ენის გარეშე... ყოველგვარ ვნებას მოკლებული და ყველაზე სუფთა, წრფელი სიყვარულის გამომხატველი... იყო ხანგრძლივი და ამავდროულად გულისწასვლამდე სასიამოვნო. ორივეს თვალი ჰქონდა დახუჭული. გამეტებით იკრავდნენ ერთმანეთს გულში და კოცნიდნენ... უჰაერობამ აიძულა ერთმანეთს მოცილებოდნენ... ტატოს ერთი ხელით ისევ გულში ყავდა ჩაკრული მეორეთი სახეზე ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადაუწია. ლოყაზე მიეფერა და ისევ ღრმა მზერით ჩახედა თვალებში დაშტერებულ გოგოს, რომელიც მანეკენს დამსგავსრბოდა. მსუბუქი ხელისკვრით მოიშორა ბიჭი. სწრაფად გატრიალდა. ჩქარი ნაბიჯებით შევიდა საძინებელში და კარი შიგნიდან ჩაიკეტა. ფეხებმა ძლივს მიიყვანეს საწოლამდე. იქვე დაემხო და ატირდა. "ისევ მიყვარხარ... არადა როგორ მეგონა ზღვარს დავიცავდი... მეგონა დაგივიწყე... ჭკუიდან შეშლამდე მიყვარხარ მაგრამ ვერასოდეს გეტყვი" ბურტყუნებდა თავისთვის. ტუჩებზე ისევ გრძნობდა სასიამოვნო დაბუჟებას. გული ისევ ისე ფართხალებდა, თითქოს ფეხზე ბაწარმობმული ჩიტი ყოფილიყო. სასიამოვნოდ მოთენთილს მალე ჩაეძინა...
თითქმის 2 საათი გავიდა. კატომ გამოსვლა, რომ დააგვიანა ტატომ
ერთხანს ფრთხილად აკაკუნა კარებზე... მერე აბრახუნა კიდეც... შემტვრევას აპირებდა რომ უპასუხა გოგომ.
- მადროვე გთხოვ.
- კატო! გავგიჟდები ახლა რომ არ გნახო. მაკვარანცხო. გამიღე გთხოვ. - კატომ არაფერი უპასუხა. მაგრამ კარი გააღო. თვითონ საჩქაროდ გატრიალდა და დაწკრიალებული ოთახის "მილაგებას" მოყვა. ტატო მიხვდა, რომ ამ გზით თავის არიდებას ცდილობდა. ვეღარ მოითმინა და მკლავში ჩაავლო ხელი. თავისკენ შემოაბრუნა მაგრამ ისევ თავდახრილი იდგა გოგო.
- კატ... გამიბრაზდი? - ჩამწყდარი ხმა ჰქონდა ბიჭს.
- ...
- კატო. შემომხედე გთხოვ. თუ გინდა დამარტყი...გამატყავე... რაც გინდა მიქენი ოღონდ შემომხედე...
- მრცხვენია... - ყოყმანის შემდეგ ძლივს ამოღერღა. ტატოს გულზე მოეშვა . გაშმაგებით ჩაიკრა გულში და თმაზე კოცნიდა... დაუსრულებლად...
- ჩემი სულელი გოგო... ჩემი პატარა... - ჩურჩულებდა გაუთავებლად.
- ტატო... ჩვენ ხომ... ეს ნამდ...
- ახლა კიდევ იმის თქმას თუ აპირებ რომ ეს ნამდვილი ქორწინება არ არის და აე არ შეიძლება გეფიცები ვეღარასდროს მნახავ. დღესვე გაგეყრები და საკუთარი სურვილით ჩაგაბარებ დადიანებს. უკანასკნელი ვიყო გამკეთებელი თუ არ ვიყო. - გაბრაზდა ბიჭი. კატომ აცრემლებული თვალებით შეხედა. თქმით კი არაფერი უთქვამს. ტატომ დივანზე დასვა ცოლი. თავად მიდ წინ ჩაიმუხლა თვალებში ჩააშტერდა და უთხრა:
- კატო დაფიქრდი და მიპასუხე. მაშინ როცა დაქორწინება შემოგთავაზე... მერეც... დღემდე სიტყვა ფიქტიური ვახსენე? - კატოს გაოცება გამოეხატა სახეზე. - მიპასუხე.
- აარა. - ძლივს ამოღერღა გოგომ.
- მაშინ რა დედის ტ**ისთვის აიჩემე ეს "ვითომ ცოლი" და "ვითომ ქმარი" ?
- ვერ მივხვდი?
- კატო ეს ნაბიჯი ნაჩქარევად იმიტომ გადავდგი, რომ ცხოვრება არ დაგნგრეოდა... ცხოვრება არ დამნგრეოდა მე... რომ გავაცნობიერე შენთან ყოფნა არადოდეს მომბეზრდებოდა და მეტნაკლებად არც შენ მოგაბეზრებდი თავს. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და კარგი ოჯახიც გვექნებოდა. შენ რატომ არადროს მიყურებ სერიოზულად? ეს დედა****ნული... იქნებ შენც გვარს მიწუნებ და იმიტომ ვერ აღმიქვამ კაცად? - წყობიდან გამოსულიყო ბიჭი.
- რა?... და... შენ მე? - აბურტყუნდა კატო. - კი მაგრამ... და ნინო? - გაუაზრებლად წამოსცდა. მიხვდა, რომ ეს არ უნდა ეთქვა მაგრამ უკვე გვიან იყო.
- ნინოს დედაც მოვ**ან. ვინ ნინო. რას ჩაიხვიე ის ნაბო*არი. ნინო რა შუაშია... გითხარი ოდესმე მიყვარსთქო? ცოლად მომყავსთქო?.. ქალი ხომ არა ვარ მეჭორავა ბო*ია და ვ**ნავთქო. როცა დრო მოვიდა ხომ აგიხსენი? რომელი იდიოტი დაიწერს ჯვარს საუკეთესო მეგობართან ფიქტიურად? იმ ღამეს იმიტომ დაგტოვე, რომ გეფიქრა.... თავად გადაგეწყვიტა... რატომ ვერ შემიყვარე კატო? - ისე იყო გულდაწყვეტილი ლამის ქალივით ეტირა.
- ჩვენ ხომ მეგობრები ვართ ტატო... - სხვა ვეტაფერი რომ მოიფიქრა ისევ ამ ფრაზას ჩაებღაუჭა.
- მეგობრები კი არა ცოლ-ქმარი ვართ კატო. ჯვარდაწერილი ცოლ-ქმარი. მანამდე მეგობრები ვიყავით კი ბატონო მაგრამ აი იქამდე სანამ მეგობრები ვიქნებოდით ხომ არავინ ვიყავით? ხომ იცოდი რომ აჩრდილივით დაგყვებოფი. შენი ლანდი ვიყავი.... შენი ამონასუნთქი ჰაერით ვსუნთქავდი... ჩემში მამაკაცი რატომ ვერ ნახე კატო? - უნდოდა ეთქმევინებინა, რომ კატოსაც უყვარდა ისევე გაგიჟებით, როგორც თვითონ მაგრამ ჯიუტად დუმდა გოგო. არადა მისი თვალები გაცილებით მეტს ამბობდნენ ვიდრე რამის თქმა სიტყვებით შეეძლო.
- რამე მითხარი კატო... - მუდარით უთხრა ბიჭმა.
- ჩამეხუტე... - მხოლოდ ეს უთხრა და თავი მკერდზე მიადო. მჭიდროდ მოხვია ბიჭმა ხელები. ყელიდან წამოსული არომატი ხარბად შეისუნთქა...
- დაივიწყე... დაივიწყე და მაპატიე რაც გითხარი. სადაც ამდენი წელი ვიცადე კიდევ მოვიცდი. დაგელოდები როდის იქნები მზად შენად მიმიღო მაგრამ გეხვეწები არასოდეს თქვა... არასოდეს იფიქრო, რომ "ვითომ ქმარი ვარ" ... რომ "ვითომ ცოლი" ხარ. შენ ჩემი ცოლი ხარ... ჩემი კანონიერი ცოლი... ჩემი სიამაყე... დამპირდი გთხოვ. - უთხრა ბიჭმა და კატოს პასუხის მოლოდინში სუნთქვაც კი შეწყვიტა. კატოს ძალიან უნდოდა ეთქვა, რომ მააც ომი ჰქონდა საკუთარ თავთან მთელი ეს დრო... რომ სიგიჟემდე უყვარდა თვითონაც მაგრამ ენა ვერ მოიბრუნა. ვერ შეძლო აღიარება.
- გპირდები, რომ ვიქნები შენი ცოლი და შენი სიამაყე.... რომ არასოდეს შეგრცხვება ჩემი ან ჩემი საქციელის... მაგრამ დრო მომეცი გთხოვ... დრო მჭირდება, რომ ეს ყველაფეტი გადსვხარშო... რომ მზად ვიყო ცოლობა გაგიწიო.
- მოდი აქ დავასრულოთ ეს საუბარი... როცა მზად იქნები როგორმე მოახეხებ მიმახვედრო. - გაიცინა ბიჭმა. - მანამდე კი შევეცადოთ ძველებურად უკომპლექსოდ ვიურთიერთოთ თორემ გაგვიჭირდება. მგონი საყიდლებზე გინდოდა წასვლა.მიდი მოემზადე და გავიდეთ.
- 5 წუთში მზად ვიქნები და გავიდეთ. მანამდე სადმე დავსხდეთ, თორემ მომშივდა.
- როგორც იტყვი. სადმე ახლოს ექნებათ ლობიანები. მერე კი... მოდი ბათუმში წავიდეთ. "ლუკა პოლარესის" ნაყინი ხომ გიყვარს?
- აღარ მინდა ლობიანი პირდაპირ ბათუმისკენ წავიდეთ. ძალიან მინდა ნაყინი.
- კატო. ჩემებსაც ველაპარაკე. დედას ერთი სული აქვს როდის გაგიცნობს. მაგრამ არ მითქვამს სად ვართ. მინდა მშვიდად დავისვენოთ ეს თვე. მაგრამ... არ მინდა ხასიაზთი გაგიფუჭო მაგრამ მგონი უნდა იცოდე.
- არ მოვეწონე? -გულუბრყვილოდ იკითხა კატომ.
- შენ ჩემი ცოლი ხარ და არა ლილის. მე უნდა მომწონდე...
- აბა რა მოხდა?
- ლეილა... მოუსწრია უკვე ჩემების აწიოკება. სულ მათხოვრები უძახია. დედა განაწყენებულია და ეშინია შენც მას არ გავდე. მაგრამ ვიცი როგორც კი გაგიცნობს იმაზე მეტად შეგიყვარებს ვიდე მე.
- და ლანა? ან რა თქვა?
-მასთან არ მილაპარაკია. მაგრამ რა შუაშია ლანა? მისი აზრი რატომ გაწუხებს?
- როგორ არ უნდა მაწუხებდეს. ის ხომ შენი დაა და თან...
- და თან ... ნინოს მეგობარი აა? ხომ ამის თქმა გინდოდა?
-ხო. - თავი დახარა გოგომ.
მართალია ისინი მეგობრები ატიან. მაგრამ ის ჩემი დაა და იმსას შეიყვარებს ვინც მე მიყვარს. - ისე გულწრფელად და ბუნებრივად თქვა ეს სიტყვა კატომ ლამის სული განუტევა.
- ტატო არის რაღაც, რაც შენ არ იცი და მომიწევს მოგიყვე... რამდენიმე ხნის წინ ლანა და ნინო იყვნენ ჩემთან.



№1  offline წევრი gabi du

ინტრიგაააა :) ხვალ დავდებ გაგრძელებას.

 


№2 სტუმარი Nino

Tavebi rom gazardo ara?

 


№3  offline წევრი ✵✵ ♤♠♧♣✵✵

gabi du
ინტრიგაააა :) ხვალ დავდებ გაგრძელებას.

აუ უკეთესი დრო ვერ იპოვე ინტრიგისთვი რა დროს გაწყვიტე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent