შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული სული (11 თავი)


7-11-2019, 10:19
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 241

სანდროს თვითოეული სიტყვა გულს მიჩქარებდა და სუნთქვას მიჩერებდა, მისი შემოხედვა და გაღიმება სულს მიფორიაქებდა, რადგან ეს იყო ტკივილნარევი, უიმედო და იმედგაცრუებულის მწარე ღიმილი
-მეშინია არ დაგკარგო სამუდამოდ, მეშინია არ შემიძულო, რადგან არ შემიძლია უბრალოდ უშენოდ
-გთხოვ...-ხმა ჩამიწყდა და მას შევხედე
-მარიამ გთხოვ უფლება მომეცი მიყვარდე
-გთხოვ ახლა არა, მაშინ როცა მამაჩემი მოკვდა... მხოლოდ იმიტომ რომ შენ ასე ძლიერ გიყვარვარ
-რას ამბობ მარიამ?-მისმა გაბრაზებამ და გაოცებამ გამაკვირვა
-შენ მამაშენი გადაგვკიდე სანდრო და მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ჩვენი ოჯახი თავის მარწუხებში მოექცია
-მარიამ მამაჩემს მხოლოდ იმიტომ ვთხოვდი თქვენს დახმარებას რომ მინდოდა მას რამე გაეკეთებინა თქვენთვის, შენ და შენი ოჯახი ამ რთული მდგომარეობიდან გამოეყვანეთ, დაგხმარებოდათ, მამაშენი გადაერჩინა
-სანდრო მამაშენმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ გავენადგურებინეთ
-მარიამ მე მხოლოდ დახმარება მინდოდა
-მამაშენი გადაგვეკიდა იმდენად რომ მამაჩემი იმას აკეთებდა რასაც მოისურვებდა, მეკი მაიძულებდა მამაშენი რომ მე...
-რომ შენ ჩემი გამხდარიყავი?!-ჩამეკითხა სანდრო, მე ავწითლდი და თავი დავხარე, სანდრო მომიახლოვდა და საწოლზე ჩამოჯდა ძალიან ახლოს -მარიამ გეფიცები მე ეს განზრახვა არ მქონია, არც მიფიქრია ის რომ მამაჩემს შენი ოჯახით შანტაჟი მოეწყო შენთვის
-მაგრამ ასე მოხდა სანდრო
-მარიამ ასე არაა დამიჯერე
-მამაშენის გამოგზავნილ საბუთებს შეეწირა მამა
-რომელ საბუთებს?-მისმა შეცხადებამ გამაღიზიანა და თავი ვეღარ შევიკავე
-იმ საბუთებს მამაშენმა რომ გამოუგზავნა ხელის მოსაწერად, შენკი იქ იყავი უკვე რომ გენახა მოაწერდა თუარა მამა ხელს, იქ იყავი და... -ვეღარ გავაგრძლე და გავჩუმდი ცრემლები მომეძალა
-მარიამ მე იქ იმიტომ მივედი რომ მამაშენს ვუთხარი გადადექი და შეეშვი მინისტრობასთქო
-ის საბუთები?
-მე არაფერი ვიცოდი, მარიამ შენს თავს ვფიცავარ მსგავს სიბინძურეს არასოდეს ჩავიდენ, მითუმეტეს შენს ოჯახთან
-სანდრო აღარ ვიცი რა დავიჯერო
-მარიამ მოვა დრო და შევძლებ აგიხსნა ის თუ რატომ მოიქცა მამა ასე, მაგრამ აძლა ძალა არ მყოფნის...მაგრამ იცოდე რომ მამა შვილის გამონასეთ რამეზე არ წავა, ეს მისი პირადი შურისძიებაა შენს მშობლებზე, და აქ ჩემი და შენი სიყვარული არაფერშუაშია
-სანდრო თავგზას ნუ მირევ
-მარიამ ამ გზით ხომ უფრო დაგვაშორა და სიძულვილი გააღვივა მან? ის ჩემზე არასოდეს არ ფიქრობდა, მითუმეტეს რომ ეფიქრა ასე არ მოგექცეოდათ ჩემსგამო
-აბა რაუნდა ჩვენგან
-შურისძიება დაკარგულ სიყვარულზე
-რაა?-მე გავქვავადი
-მარიამ მე არაფერ შუაში ვარ, მითუმეტეს ჩემი სიუვარული შენდამი ,და შენი სიძულვილი ჩემდამი, ის ჩვენსგამო არ იქცევა ასე მას უნდა შური იძიოს წარსულზე-
სანდრომ ვეღარ შეძლო ლაპარაკის გაგრძელება გაჩუმდა და თვალებში ჩამაცქერდა, მე ვუყურებდი მის ცისფერ უძირო თვალებს და ვხედავდი უსაზღვრო ტკივილს, ვგრძნობდი რომ ზღვარზე იყო და ფეხზე წამოდგა, ერთი კიდევ შემომხედა და გარეთ გავიდა, ისეთი დაძაბული გაბრუებული და დაბნეული ვიყავი რომ გარინდული ვიჯექი და ფიქრის თავიც არ მქონდა, ყველა აზრი, ყველა სიტყვა, ერთმანეათში ირეოდა ქაოსურად, მეგონა გავგიჟდებოდი, ჩემს თვალწი დედა, მამა, აკაკი, მაკა, სანდრო და ლიკა ქაოსურად კადრებად ჩნდებოდნენ და ქრებოდნენე, იცინოდნენ, ტიროდნენ, ყვიროდნენ, მე ავდექი რომ როგორმე ეს სიგიჟე თავიდან მომეშორებინა მაგრამ ძალა წამერთვა და მერე არაფერი მახსოვს.
თვალები რომ გავახილე ლუკას დაღვრემილ სიფათს გადავაწყდი, მან შემომხედა და მერე მზერა სანდროზე გადაიტანა, რომელიც კედელს მოყრდნობილი მე დამყურებდა
-რა მოხდა-ძლივს ამოვიხავლე
-სიცხემ აგიწია ისევ-მითხრა სანდრომ
-ლუკა წამიყვანე აქედან
-წაგიყვან, ჯერ გონს მოდი-ისე მითხრა სანდროსთვის თვალი არ მოუშორებია
-კარგად ვარ-წამოვჯექი და ყველაფერი რომ დატრიალდა ისევ მივწექი
-მარიამ ცოტა დამშვიდდი-შემომხედა ლუკამ
-დღეს გამოგწერეს?
-ხო ეხლახანს
-მიკვირდა აქამდე რატომ არ მოხვედი
-მისამართი არ იცოდა-ჩაერია სანდრო
-სანამ ოფიციალურად არ გაგწერენ არ გეტყვიო შენმა რომეომ
-ანუ კარგად ხარ?
-კი ნუ ღელავ
-მიხარია
-ახლა დაისვენე და ცოტახანში წავიდეთ კარგი? -მე თავი დავუქნიე, ლუკა გავიდა
-მარიამ მაპატიე რომ ასე განერვიულე
-სანდრო იცი ძალიან დიდი ტკივილი ამარიდე-ავხედე მოღუშულ ბიჭს
-?
-შენ მე სინდისის ქენჯნისაგან მიხსენი, რომელიც მთელი ცხოვრება გამაწამებდა
-მარიამ მოდი ამაზე სხვა დროს, ახლა ძალა არ მყოფნის...
-მესმის, ეს ძალიან რთულია, მამაშენი და დედაჩემი, ეს ძალიან ცუდად მხდის, მაგრამ... -გავჩუმდი რადგან სიტყვები არ მეყო, არც ფიქრი, არც აზრები.
- ტაქსს გამოვიძახებ-შემოვიდა ლუკა
-მე წაგიყვანთ-იუარა სანდრომ
-სანდრო მარიამს მოეშვი კარგი?შეეშვი ჩემ დას, შენც და შენი ოჯახიც ზედმეტად და ღრმად იჭრებით ჩვენს ცხოვრებაში
-ლუკა მარიამი მიყვარს და ვერ შევეშვები, მამაჩემის ჩარევას კი მიზეზი აქვს წარსული! და არა მე! ის ჩემსგამო არ იქცევა ასე, სამწუხაროდ ის წარსულის აჩრდილებს დასდევს და ამგვარად ამიტომ იქცევა, ჩემი სიყვარული არაა დამნაშავე მოს ამგვარ ქცევაში
-მარიამს შეეშვი, მამაშენი სულ და ისიც რას აკეათებს ან რატომ აკეთებს ან ჩვენ ოჯახს რატომ გადაეკიდა შენსგამო თუ წარსულისგამო
-კარგი კმარა-ამოვიღე ხმა ორივე რომ დაიძაბა -წაგვიყვანოს -ორივემ გაოცებულმა შემომხედა-მე ავდექი და ლუკას დავეკონწიალე არ მქონდა მათი ქიშპობის და კამათის თავი.უკანა სავარძელში მჯდომი მაინც ვგრძნობდი მის მწველ და დაჟინებულ მზერას სარკიდან
-გზას უყურე-გასძახა ლუკამ და ორივეს გაგავეცინა, ისკი მოიღუშა, ჩვენი თბალები ისევ რომ გადააწყდა ერთმანეთს, გამეღიმა სულელივით.
სადარბაზოშივე ხალხი ირეოდა, გადავედით თუარა მანქანიდან მოვოდნენ და მოგვისამძიმრეს ეს ტაგედია, მესამემდე სანამ ავედით ათასჯერ გაგვაჩერეს და გვისამძიმრებდა უცნობ ნაცნობი ხალხი, მე უკვე მომეძალა ტკივილი და სახლში რომ შევედი ცრემლები წამსკდა, დედა სავარძლიდან წამოვარდა რომ დაგვინახა, მოვოდა ჩვენთან და ლუკას ჩაეხუტა ატირებული, ველოდი რომ მეც მომაქცევდა თავის ცივ ყურადღებას მაგრამ ეგეც არ მაღირსა, ზედაც არ მომხედა, ლუკასთან ერთად გატრიალდა და დივანზე დაჯდა, მე გავშრი ადგილზე, გავიყინე, გავქვავდი, ვიგრძენი ათასი ცივი მზერა როგორ ჩამესო, ვიგრძენი როგორ მომაშტერდა გაოცებული ხალხის ცივი თვალები და სისხლი როგორ გაიყინა ძარღვებში, ცრემლები გადმომცვივდა, ტკივილისგან, ვიდექი და დედას დავტიროდი, ბილოს ძალა ვიპოვე მამას ცივ სხეუს მივუახლოვდი ვაკოცე ვივ შუბლზე და ჩემ ოთახში შევიკეტე, ხელჩანთა ავიღე ჩემი ნივთები ჩავყარე და გამოოვვარდი, დედას შევხედე სულ ერთ წამს და ვიგრძწნი როგორ ჩამომენგრა საბოლოდ თავზე ყველა ოცნება, მიზანი და იმედის ბოლო ნაპერწკალი, კიბეები გიჟივით ჩავირბინე და ლუკას ხმამ შემაჩერა
-მარიამ სად მიდიხარ? -დამიყვირა აივნიდან მე ავხედე და ისევ ცრემლები მომაწვა, და გზა გავაგრძელე -მარიამ გაჩერდი-მიყვირა ისევ -არ გაბედო-და გაუჩინარდა, მივხვდი რომ ჩემთან გამოიქცა მეკი ხალხში გავიკვლიე აირბილით გზა და სანდროს დავეჯახე
-მარიამ?- მან შემომხედა გაოცებულმა
-მარიამ!-ლუკას ყვირილზე შევხტი და მისკენ გავიხედეთ ორივემ
-გთხოვ წამიყვანე აქედან-შევხედე აცრემლებულმა, მან ხელი ჩამკიდა და მანქანისკენ გავიქეცით



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

ისტორიის დასაწყისიდან მომწონს სანდროს პერსონაჟი და იმედია არ გააფუჭებ, მარიამი როგორ უყვარს მისი უარის მიუხედავად მაინც არ არის გაბოროტებულიი, იმედია მისი უსაზღვრო სიყვარულით მაირიამის სიყვარულსაც მოიპოვებს, მომწონს ეს წყვილიი.

 


№2 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Mec momwons, magram satauric rato shecvale? Ucbad ver mivxdi sataurit romeli iyo, ise saqorwilo kabaze metad es sataurit gamoxatavs istorias, albat magitom shecvale☺️ ki dagagvianda gamoqveyneba ise☺️ warmatebebi

 


№3 სტუმარი სტუმარი თაკო

აუ მალე დადე რა შემდეგი თავი, როგორ მაინტეესებს მარიამის და სანდროს ურთიერთობის განვითარება როგორი იქნება, ან თორნიკეს რა ბედი ეწევა ან ლუკას, საერთოდ მარიამის დედა თუ მოვა გონს და მიხვდება თავის დანაშაულს, აუ ყველაფერი მაინტერესებს უკვე იმდენად საინტერესოა

 


№4  offline მოდერი ნეაკო

ბოდიშს გიხდით დაბნეულობისათვის, სათაური ამერია შემთხვევით

საქორწილო კაბა ერქმევა და არ გადავაკეთებ სათაურს

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი დარინა
ისტორიის დასაწყისიდან მომწონს სანდროს პერსონაჟი და იმედია არ გააფუჭებ, მარიამი როგორ უყვარს მისი უარის მიუხედავად მაინც არ არის გაბოროტებულიი, იმედია მისი უსაზღვრო სიყვარულით მაირიამის სიყვარულსაც მოიპოვებს, მომწონს ეს წყვილიი.

ვნახოთ ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი, მარიამს კიდევ ელის იმედგაცრუება

სტუმარი Mariamimari
Mec momwons, magram satauric rato shecvale? Ucbad ver mivxdi sataurit romeli iyo, ise saqorwilo kabaze metad es sataurit gamoxatavs istorias, albat magitom shecvale☺️ ki dagagvianda gamoqveyneba ise☺️ warmatebebi

სათაური შემეშალა, და შემთხვებით ასე ავტვირთე, არ იცვლება სათაური. რაც შეეხება ატვირთვას ვერ ვახერხებ ხშირად ატვირათვას სამწუხაროდ

სტუმარი თაკო
აუ მალე დადე რა შემდეგი თავი, როგორ მაინტეესებს მარიამის და სანდროს ურთიერთობის განვითარება როგორი იქნება, ან თორნიკეს რა ბედი ეწევა ან ლუკას, საერთოდ მარიამის დედა თუ მოვა გონს და მიხვდება თავის დანაშაულს, აუ ყველაფერი მაინტერესებს უკვე იმდენად საინტერესოა

მიხარია ძალიან რომ მოგწონთ, ჯერჯერობით ყველაფერი ისევ გართულდება, სიტვაცია მხოლოდ ბოლოს დალაგდება

 


№6  offline წევრი khatia khatia

ახხ იეს ზუსტად ისეა როგორც მე მინდოდა joy
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

Სანდრო მშველელი . Რატომ მგონი მარიამი თამთას შვილი რომ არააა!?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent