შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანახმა ვარ მოგიყვანო ცოლად (მეორე ნაწილი, 6 თავი)


7-11-2019, 20:00
ავტორი maviwyara
ნანახია 2 193

-ნუთუ ვერ ხვდები რო ჩემთვის,…-უცებ კარი გაიღო და ლაზარე შემოვიდა. ამ სიტვაციას ნამდვილად არ ელოდა, მაგრამ არ დაბნეულა.
-ნინო გადი.-თქვა ლაზარემ ისე რო გიორგვისთვის თვალიც არ მოუშორებია.
-ლაზარე......-არ დასრულებინა ლაზარემ.
-გადი ნინო.-ნინომ მალევე დატოვა კაბინეტი და სამუშაოს შეუდგა.-გიორგი სალაპარაკო გვაქვს.
-თუ იმის თქმას აპირებ რო თანამშრომლის პირად საქმეში არ ჩავერიო...-გიორგისაც კი შეაწყვეტინა ლაპარაკი ლაზარემ.
-გიორგი მე შენ ბაღიდან გიცნობ, ვიცი ყველაფერი შენს შესახებ.ვიცი თუ პირველად ვინ მოგეწონა, ვინ შეგიყვარდა, მიუხედავად იმისა რო შენზე რამოდენიმე წლით უმცროსი ვარ, ცუდი ურთიერთობა არასოდეს გვქონია. ისიც ვიცი რო გოგონების გამოყენება არ გიყვარს.მაგრამ ვერ ვხდები ესე ნინოს რატო გადაეკიდე. შენ ნუ გეგონება რო მართლა ვერ ვხდები.
-რას ხვდები ლაზარე?
-შეგიყვარდა შე ჩემა?
-რა სისულელეა.-თითქოს საკუთარ თავს არწმუნებდა ამ სიტყვებით.- ლაზარე გაბრაზდა.
-წეღან რო არ შემოვსულიყავი რის თქმას აპირებდი?
-იმის რო ის ჩემთვის უბრალო თანამშრომელი არაა-დაიბნა გიორგი თითქოს ეხლა დაფიქრდა თუ რას ეტყოდა ლაზარე რო არ შემოსულიყო.
-მანამ სანამ საკუთარ გრძნობებში არ გაერკვევი ნინოს არ მიუახლოვდები. ერთ თვეს გაძლევ შენს გრძნობებში გასარკვევად. -კარში გადიოდა ლაზარე გიორგის კითხვამ რო შეაჩერა.
-შენ ასე რატო გადარდებს? არ მითხრა რო გიყვარდა.- ლაზარე კარში გაშეშდა არ ელოდა ასეთ რამეს.ნელა შემოტრიალდა გიორგისთან მივიდა.
-მეშენ კარგად გიცნობ მაგრამ როგორც ჩანს შენ მე საერთოდ არ მიცნობ.-წასვლა დაპირა ისევ რო უთხრა გიორგიმ.
-მაშ რატო ღელავ ასე ლაზარე?-თქვენ რა გგონიათ ამას იმიტო ამბობდა რო ლაზარეზე ეჭვიანობდა? არა ლაზარეს წყობიდან გამოყვანა უნდოდა რო ნინოს ბავშვობაზე რამე მაინც გაეგო.გამოუვიდა კიდეც, კარი ისე დახურა რო კლუბი შეაქანა მგონი.
-მე მას სკოლიდან ვიცნობ ის ჩემი დაა გესმის.მას გვერდით არასდროს ყოლია დედა და მამა. ის ყოველთვის მარტო იბრძოდა, მხოლოდ ერთხელ ნახე მისი უსუსურობა, და ისიც დიასამიძის გამო. მაგრამ შენ არ გინახავს მისი გახეთქილი ტუჩი, ჩაშავებული თვალი, დახეული ტანსაცმელი, სახლიდან გამოქცეულს რომელსაც თვალებიდან ცრემლები სდიოდა შენ არ შეგხვედრია.შენ არ გდონებია მისი მამის ცემა. მიუხედავად იმისა რო 15 წლი ვიყავი მაინც მინდოდა მეცემა. მაშინ როცა შეძლო ოლიმპიადაში მიეღო მონაწილეობა და პირველ ადგილზე გასულიყო არასდროს იღებდა მონაწილეობას და იცი რტო? არ იცი ხო? არც ვაპირებ რო გიამბო. მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩემგან ერთი თეთრიც კი არ აუღია. მისგან თავი შორს დაიჭირე გიორგი მანამ სანამ გრძნობებში არ გაერკვევი.-ლაზარემ კაბინეტი და კლუბი ისე დატოვა არავისთვის შეუხედავს არც მაშოსთვის. ნინომ და მაშომ დაინახეს ლაზარე როგორც გამოიყურებოდა.ნინომ მაშოს სთხოვა გაყევიო, მაშოს ისეც უნდოდა გაყოლა სწრაფად გავიდა გარეთ, მალევე შენიშნა ლაზარეს მანქანა, სწრაფად გამოხსნა კარი და დაჯდა.
-გთხოვ მაშო გადადი.
-წადი იქ სადაც მიდიოდი, ისე ჩუმათ ვიქნები ჩემს აქ ყოფნას ვერცკი შენიშნავ.
-ეგ შეუძლებელია.-მანქანა დაქოქა.-შეუძლებელია ჩემს გვერდით იყო და ვერ შეგნიშნო.
-ლაზარეე.
-კარგი ხო. სიჩქარის გეშინია?
-არა.
-კარგი.- ისე სწრაფად ატარებდა რო მაშომ ინანა რო არა უთხრა.
-ლაზარე იქნებ ცოტა შეანელო.-მაინც ვერ მოითმინა და უთხრა.
-არ შემიძლია ეს წყენა და სიბრაზე უნდა გავხარჯო.
-იქნებ მომიყვე და ასე გახარჯო.
-მპირდები რო არავის ეტყვი?
-აა აა ლაზარე მწყინს.-ისეთი თვალებით შეხედა რო კაცს გულს გაუჩერებდა.
-ასე ნუ მიყურებ.
-როგორ ასე?-უკვე მანქნიდან გადადიოდნენ.
-ისე როგორც წეღან მიყურებდი.
-კარგი. ეს რა ადგილია?-მანქანას მიეყრდნო და იკითხა.-როგორ სხვანაირად ჩანს თბილისი აქედან.
-ეს ადგილი აქამდე მხოლოდ ჩემი იყო ეხლა კი შენიც არის. როცა მარტოდ ყოფნა მოგინდება შეგიძლია აქ მოხვიდე. აქ ხელს ვერავინ შეგიშლის ფიქრში.
-მადლობა რო აქ მომიყვანე.-ცოტახანს ჩუმად იყვნენ ღამის თბილის აკვირდებოდნენ.ლაზარე ჩუმათ დაიწყო საუბარი.
-არვიცი ეს როგორ იფიქრა გიორგიმ ჩემზე და ნინოზე, მას ეგონა რო მე ნინო მიყვარდა.ძმამ რომლის ერთადაც ჩემი ჩხოვრება მაქვს გამოვლილი ჩემში ეჭვი შეიტანა.
-ლაზარე რამე უთხარი?
-კი ის თუ ასე რატო ვზრუნავ და მიყვარს ნინო. ისთუ რა მდგომარებაში იყო და კიდე არ ვიცი ბევრი რამ. რატო მკითხე?
-სწორედ ეგ უნდოდა გიორგის ალბად რო გაეგო რამე ნინოზე ლაზარე და ამას შენ ასეთ მდგომარებამდე მიყვანით გაიგებდა.
-ეს რაში ჭირდება.
-ადრე არ უკითხავს რაიმე მასზე?
-კი.
-შენი აზრით ნინოს რო გითხოს მოუყვება?
-არა რათქმაუნდა.ჯანდაბა გიორგი ჯანდაბა. მართალი ხარ. მან ჩემში არ შეიტანა ეჭვი არამედ ამით მის შესახებ გაიგო.
-მის ადგილას შენ ისე მოიქცეოდი, ასე რომ შეშვი მიეცი დრო.
-მართალი ხარ. წამოდი სახლში წაგიყვან.
-კარგი წავიდეთ.ლაზარე.
~რა?
-ნინოს ეტყვი?
-ჯერ არა.
-კარგი წავიდეთ.-მაშო სახლში დატოვა და თვითონაც სახლში წავიდა.
ნინო თავის ბინაში გადავიდა. გიორგის მხოლოდ სამსახურში ნახულობდა. გიორგიც ცდილობდა თავი მისგან შორს დაეჭირა და არ დანახვებოდა. მაგრამ ყოველ დღე მასთან ერთად გადიოდა გზას სახლიდან უნივერსიტეტამდე და უნივერსიტეტიდან სახლამდე, ისე რო ნინოს არ შემჩნია.ასე გრძელდებოდა ერთი თვე. მოდით (მოდით ეხლა ცოტას დანარჩენ წყვილებზეც გეტყვით) მოკლედ გეტყვით თიკოზე და ნიკოლოზე. დიდი ჭირვეულობის შემდეგ როგორც იქნა გამოუტყდა ნიკოლოზს სიყვარულში თიკო, როგორ? ახლავე გეტყვით. ნიკოლოზი სოფლიდან ჩამოსული ბიძაშშვილთან ერთად კაფეში იჯდა და უყვებოდა თიკოზე და რჩევებს იღებდა. თიკო კურსელთან ერთად სამეცადინოდ გამოვიდა, მეცადინეობამდე ყავის დალევა გადაწყვიტეს. იმავე კაფეში დასხდნენ სადაც ნიკოლოზი იყო ბიძაშვილთან ერთად. ნიკოლოზს ხელი ქონდა ჩაკიდული მისთვის და ელაპარაკებოდა ამასთან ერთად იცინოდა. თიკომ შესვლის თანავე შენიშნა. გაბრაზდა ძალიან გაბრაზდა ჩვენი გოგო, მეგობრის ლაპარაკს ყურადღებას აღარ აქცევდა. ბოლო წვეთი აღმოჩნდა ის რო ნიკოლოზი მასთან ახლოს გადაჯდა და ჩაეხუტა. უცებ წამოვარდა სკამიდან და მასთან მივიდა.
-ბატონო ნიკოლოზ როგორ ბრძანდებით?-ირონიულად იკითხა.
-თიკო? აქ რას აკეთებ?-ნამდვილად გაუკვირდა ნიკოლოზს მისი დანახვა.
- კიდე ერთი გოგოს გასულელებას აპირებ? და დანარჩენების გზის გაყენებას?-ირონიას არ აკლებდა.
-თიკა რაებს ლაპარაკობ ხვდები მაინც?-უკვე ფეხზე იდგა და თვალებში უყურებდა.
-საყვარელო ვინ არის ეს თავხედი გოგონა?- აი ბიძაშვილიც ასეთი უნდა.
-ლიკა შენ მაინც ნუ მომიშლი ეხლა ნერვებს.-ლიკამ მხარზე შეხო და ანიშნა დაწყნარდიო.
-მე და ნიკოლოზი ერთად ვართ, შენ ვინ ხარ აქ რო სცენებს აწყობ?
-მე ის გოგო ვარ ვისზეც რამოდენიმე კვირის წინ გული მისდიოდა. არამგონია ასე მალე დავევიწყებინე. ალბათ შენც.....-ლიკამ სწრაფად შეაჩერა.
-სწორედ აღნიშნე რამოდენიმე კვირის წინ. ეხლა ჩემზე მისდის გული ნშენ უკვე დაგივიწყა, ასე რო გზიდან ჩამოგვშორდი.-ხელით გაწევა დაპირა მოჩვენებით ლიკამ ნიკოლოზს ხელი ჩაკიდა. თიკომ მეორე ხელზე ჩაკიდა ხელი ნიკოლოზს და შეაჩერა.
-ახლა თუ წახვალ გეფიცები ვეღარასოდეს მნახავ.- ნიკოლოზი ამას არ ელოდა.
-მითხარი ერთი მიზეზი მაინც რატო არ უნდა წავიდე?- თვალებში უყურებდა ნიკოლოზი. თიკა გაჩუმდა.-გისმენ თიკა.-არაფრის თქმას არ აპირებდა მისი ხელიდან ხელი გაითავისუფლა და წავიდა, აი ასე წავიდა. უცებ მოვიდა გონს თიკა და კარში გასვლამდე დაუძახა.
-შემიყვარდი ნიკოლოზ. უზომოდ, უსაზღვროდ, უკიდეგანოდ, შემიყვარდი, და ეხლა თუ ამ კარიდან გახვალ თვალით ვეღარ მნახავ გეფიცები.- მთელი კაფე მათ უყურებდა. ლიკა იღიმოდა. ნიკოლოზს თითქოს ხელი მიეყინა კარის სახელურზე.-ნიკოლოზ არაფერს მეტყვი?-უკვე უჭირდა ცრემლების შეკავება. ნიკოლოზმა მისი შეცვლილი ხმის გაგონებისთანავე მოტრიალდა, და მასთან გაჩნდა.
-არასოდეს გესმის არასოდეს იტირო ჩემს გამო.
-წახვალ?
-წავალ, წავალ და გავაცილებ ჩემს ბიძაშვილს სოფელში. მაგრამ შენგან არსად წავალ. მიყვარხარ ჩემო გოგო სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.-მერე იყო კოცნა და მთელი კაფის შეძახილები. კოცნის შემდეგ სილის გარტყმა რამაც ყველა გაოცა.-ეს იმისთვის დავიმსახურე რო მოგატყე ხო ლიკასთან დაკავშირებით? მაგრამ ამაში დამნაშავე მე არ ვყოფილვარ ეს მან მოიფიქრა, მას შემდეგ რაც შენ მოხვედი და დაიწყე ლაპარაკი.
-არაჩვევლებრივი იდეა იყო ხო ბიძაშვილო?-უცებ გაიგო გოგონას ხმა უკან ნიკოლოზმა. თიკამ თავი დახარა შერცხვა.
-კი ნამდვილად.
-მაპატიე არ ვიცოდი....-ლიკამ შეაწყვეტინა.
-არაუშავს, ბედნიერები იყავით.ეხლა კი წამიყვანთ მატარებელზე მაგვიანდება.
-კარგი წავედით.-ნიკოლოზმა ხელი ჩაკიდა თიკოს და წაიყვანა.
-მეც წამოვიდე?
-არ გამაცილებ რძალო?- თიკო გაწითლდა.
-რა მორცხვი რძალი შემოგვდის სახლში.-აი ასე მოარჯულდა ჭირვეული თიკო.


ზურა ალინა.
ჩვენი მოცეკვავე გოგონა ალინა მხოლოდ მოცეკვავე არ გეგონოთ ის ადვოკატიცა, მაგრამ იშვიათად იღებს საქმეს.არცერთი საქმე არ აქვს წაგებული. ზურამ მის შესახებ ყველაფერი გაიგო. ხო აი ასე ორი ნახვით შეუყვარდა და ამას არც მალავს. შეუყვარდა ისეთი თავდავიწყებით რო მზადა ყველაფერი გაიღოს და მანაც შეიყვაროს.აბა თუ გამოიცნობთ გიჟმა და გადარეულმა ზურამ რა მოიფიქრა?! არა კაცო დანაშაული არ ჩაუდენია და არც ციხეშია.ცეკვის გაკვეთილებზე ჩაეწერა. ვისთან? რათქმაუნდა ალინასთან. ალინამ თავიდან კი იუარა მე მხოლოდ ბავშვებს ვასწავლი ცეკვასო და თან ასეთი ვინაა რო მხოლოდ ჩემთან უნდა ჩაწერაო. ბოლოს როცა დირექტორმაც უთხრა რო მას უნდა აეყვანა და უარი არ მიღებოდა დასთანხმდა. ძალიან აინტერესებდა ალინას თუ ვინ იყო ასეთი რო დირექტორმაც კი სთხოვა. უკვე სადაც იყო მოსილიყო უნდა დირექტორი რო შევიდა.
-ალინა შვილო დარეკა და თქვა 10 წუთი შემაგვიანდებაო.
-კარგით ბატონო თამაზ.-გარეგნულად კი გამოიყურებოდა მშვიდად მაგრამ შინაგანად დუღდა, და ლანძღავდა.კარი გაიღო და შემოვიდა ზურა.
-აქ რას აკეთებ? შენი ნერვები არ მაქვს ეხლა გთხოვ სხვა დროს მომიშალე ნერვები.
-რატო ვინ გაგაბრაზა?
-ვიღაც იდიოტს უნდა ვასწავლო ცეკვა. ვერ გაიგო ამ ხალხმა რო მე მხოლოდ ბავშვებს ვასწავლი....-კიდე აოირებდა რაღაცის თქმას ბატონი თამაზი რო შევიდა.
-მოხვედი ზურა? ისე ამ ასაკში რამ გადაგაწყვეტია რო ცეკვაზე გევლო?-მოსმა ხო ხო ნამდვილად მოესმა ალინას.
-ბატონო თამაზ ეს არის ვისაც უნდა ცეკვის სწავლა?
-ხო შვილო ესა.- ალინას თვალები აუცრემლიანდა ზურას შეხედა მერე თავის ჩანთას დაწვდა აიღო და წასვლას აპირებდა, თამაზი გაკვირვებული უყურებდა.
-ბატონო თამაზ მე ამ ადამიანს არ ვასწავლი შეგიძლიათ გამიშვათ.
-ალინა შვილო...-გაყოლა დაპირა ზურამ რო შეაჩერა.
-ბატონო თამაზ გთხოვთ მე დაველაპარაკები.
-კარგი მიდი.-ზურამ უკან გაყვა შენობის გასასვლელში წამოეწია.
--ალინა გთხოვ ვილაპარაკოთ.
-რაზე უნდა ვილაპარაკოთ იმაზე თუ როგორ დამცინი? რას ნიშნავს ეს ყველაფერი ზურა? რის დამტკიცებას ცდილობ? იმის რო მდიდარი ხარ და ყველაფერს ჩაიგდებ ხელში რასაც მოისურვებ?- არ ტიროდა მაგრამ ხმა გატეხილი ქონდა.
- მე შენთვის არ დამიცინია, არც იმის დამტკიცებას ვცდილობ რო მდიდარი ვარ ყველას და ყველაფრის ჩაგდება შემიძლია. აქ იმიტო მოვედი რო მინდა უკეთ გაგიცნო.
-რატომ ზურა რატომ?
-შენთანაც ვაღიარებ, მომწონხარ ხო აი ასე მომწონხარ და მინდა უკეთ გაგიცნო. გთხოვ მომეცი შანსი უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი.-ალინა ამას ნამდვილად არ ელოდა. მის გამბედაობას და გულწრფელობას კი აფასებდა.
-კარგი მაგრამ...-შეაწყვეტინა ზურამ.
-ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც შენ გატკენს.
-შევთანხმდით. წამოდი წავიდეთ ეხლა დავიწყოთ ცეკვა.- ასე დაიწყეს ურთიერთობა ჯერჯერობით მხოლოდ მეგობრობენ. უკვე ერთი თვეა ასწავლის.ზურა გვანცასაც ხშირად ხვდება და ერთადაც ცეკვავენ ხოლმე.
-რა გჭირს ლამაზო?-კითხა ზურამ ალინას ცეკვის დასრულების შემდეგ.
-უკვე ორი კვირა თორნიკეს ვერ ვუკავშირდები ვნერვიულობ.- უთხრა ის რაც სიმართლე იყო.
-გინდა გავარკვიო?
-შეგიძლია?
-შენს გამო შევძლებ.
-მადლობა.-ჩაეხუტა. ალინა ატყობს რო ზურა მასზე კარგად მოქმედებს. და არაა მხოლოდ მოქმედებს, უკვე მისი გულიც ისევე ფეთქავს როგორც ზურასი.ზურამ გარკვია თორნიკეს შესახებ. თორნიკესაც ესაუბრა, ალიანასთვის არაფერი უთქვამს. ერთ საღამოს ალინას და გვანცას კაბები გაუგზავნა და სთხოვა იქ მისულიყო სადაც ეტყოდა. ალინას არაფერი უკითხავს იცოდა არაფერს რო ეტყოდა ამიტო ის გაკეთა რაც ზურამ სთხოვა. 8 საათვისთვის გაუარა და წაიყვანა.
- ზურა სად მივდივართ? თან გვანცაც რო მიგვყავს?
-სურპრიზია.
-არაფერს იტყვი ხო?
-როგორ კარგად გამიცანი ამ ერთ თვეში.- მათი საუბარი აქ დასრულდა. რესტორანთან გაჩერა მანქანა ზურამ .ისე შევიდნენ შიგნით არაფერი უკითხავს ალინას. ვახშამი ოთხ კაცზე იყო გაწყობილი. როგორცკი დასხდნენ ალინამ მაშინვე იკითხა.
-ვინმეს ველოდებით?
-კი.
-მის მოსვლამდე არ დავიწყებთ?
-არა ის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება.
-ასეთი ვინაა?
-ცოტაც მოიცადე. დალევ რამეს?
-კი ღვინოს.- ცოტა დალიეს. უკვე ნახევარი საათია ელოდებიან. ალინას მოთმინება ამოეწურა.
-ზურა ასეთი ვინაა? გვანცაც წამოიყვანე დათან იგვიანებს.
-ბავშვობიდან ასეთი სულ სწრაფი იყო.- ზურგს უკან მოესმა ნაცნობი ხმა.
-მამა.-სწრაფად გაიქცა გვანცა მამისკენ.
-თორნიკე? ჩემი თორნიკე.-ეხვეოდა და ბუტბუტებდა ალინა.-რომ იცოდე როგორ მომენატრე.
-მეც მეც ძალიან მომენატრეთ ჩემო პრინცესებო. აღარასოდს დაგტოვებთ.
-აბა მოგეწონათ ჩემი სურპრიზი?-იკითხა ზურამ.
-საუკეთესო ხარ.-უთხრა და ჩაეხუტა. ცოტა ძალიან გაუგრძელდათ, ამიტო თორნიკეს ჩახველება მოუხდა. სწრაფად მოშორდა.თორნიკემ ჩაიცინა ზურამ შეუბღვირა. ის საღამო მშვიდათ გატარეს. ერთი კვირის შემდეგ ზურამ იფიქრა დრო რატო დავკარგოვო და ალინას კონცერტზე მისულმა, კონცერტის დასასრულს სცენაზე გავიდა მანამდე კი ბიჭებს მოელაპარაკა და მუსიკის გაშვება სთხოვა.
-ალინა ერთ ცეკვას ჩემთან ერთად არ შეასრულებ?-კულისებში მდგომს კითხა.მასთან გავიდა და გვერდით დაუდგა. მუსიკა ჩაირთო ეს არ ყოფილა, არც ცეცხლოვანი ტანგო, და არც ჩაჩაჩა. ეს იყო ვენური ვალსი. დასარული კი წარმოუდგენელი მის ტუჩებთან ნათქვამი მიყვარხარ და დარბაზში მჯდომების შეძახილები, ასევე ალინას მიერ ნათქვამი მეც და მხურვალე კოცნა, ეხლა კი ნამდვილად დაინგრა დარბაზი.



№1  offline წევრი Soposofi

Rogor miyvars es istoriia rom icode shen ar daagvianebdi amdeni xnit xolme :)) velodebi shemdges moutmenlad sul minda vikitxo isetia ram sogrdzec ar unda gamovides ar myopnis kitxva xolme <3

 


№2  offline წევრი maviwyara

Soposofi
Rogor miyvars es istoriia rom icode shen ar daagvianebdi amdeni xnit xolme :)) velodebi shemdges moutmenlad sul minda vikitxo isetia ram sogrdzec ar unda gamovides ar myopnis kitxva xolme <3

მართლა? ასე ძან მოგწონთ? მე კი უკვე მეგონა რო არ გამომდიოდა
--------------------
M.N

 


№3  offline წევრი Soposofi

არა მართლა და ჩემთვის მაინც ბოლომდეე მიიყვანე რა ეს ისტორია არ შემოწყვიტო შუა გზაზე გთხოვ <3

 


№4  offline წევრი maviwyara

Soposofi
არა მართლა და ჩემთვის მაინც ბოლომდეე მიიყვანე რა ეს ისტორია არ შემოწყვიტო შუა გზაზე გთხოვ <3

არ ვაპირებ შეწყვეტას
--------------------
M.N

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent