შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ძლიერი ვარ


7-11-2019, 23:48
ავტორი ქეთუსი
ნანახია 1 049

გამარჯობა მკითხველო, მე ელი ვარ, 18 წლის...
დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს რას შეცვლიდი? მე პირადად 26 დეკემბერს მომხდარ ამბავს, იმ ტკივილით და დარდით სავსე 24 საათს...
26.12.18
ყველანაირი გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ავად ვიყავი. როდესაც ეს ექიმმა მითხრა პირველი 10 წუთი შოკში ვიყავი, გაოგნებული დავრჩი, ვერ დავიჯერე რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა. ძალიან რთული მომენტი იყო. მთელი ჩემი სხეული და გონება ტიროდა. ყოველთვის მეგონა, რომ ძლიერი ვიყავი, მაგრამ იმ დღეს მე სუსტი აღმოვჩნდი. სახლში დაბრუნებულს არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ვფიქრობდი, ბევრს ვფიქრობდი გადარჩენაზეც, სიკვდილზეც და ბოლოს თითქოს ეშმაკმა ყურში ჩამჩურჩულა: ელი შენ იტანჯები და მომავალშიც დაიტანჯები. ეს გრძელი და მტკივნეული დღეები იქნება შენს ცზოვრებაში...
24 საათი სულ რაღაც 24 საათი გავატარე ტკვილში, დარდში, მოსიარულე გვამს დავემსგავსე და არ ვიცი, როგორ, რანაირად ოთახში შევედი დანით ხელში და ვენები გადავიჭერი... ერთხელ, ორჯერ და სულიერ ტკივილს ფიზიკური ტკივილიც დაემატა. როდესაც ჩემს ხელებზე სისხლი დავინახე შოკში ჩავვარდი, ტირილს უფრო და უფრო მოვუმატე, ვფიქრობდი, ეს რა გავაკეთე, რატომ გავაკეთე, ერთმა პატარა "დარდმა" ამ დონემდე როგორ მიმიყვანა, მე ხომ ძლიერი ვარ ამ ყველაფის წინაშე უძლური როგორ აღმოვჩნდი. ფიქრებში წასულს ინსტიქტურად ვიღრიალე "დედაა" ის ჩემს ყვირილზე ჩემს ოთახში შემოვარდა და სისხლში ამოსვრილი ძირს დამხობილი შვილი, რომ დაინახა გაშეშდა, გაქვავდა. მამაც მოვიდა ისიც იგივე სიტუაციაში იყო მე კი სულ არ მახსოვდა ჩემი ჭრილობები. მათ ბოდიშს ვუხდიდი იმისთვის რო შვილი, რომელიც დედა 9 თვე მუცლით ატარებდა და მამა, რომელიც მისი შვილისთვის ყველაფერს აკეთებდა მათ გული შუაზე გაუხლიჩა... იმ ღამეს ბევრი რამ მოხდა... სასწრაფო, პოლიცია მეზობლები ყველა თავისთვის ჩურჩულებდა, ისინი ჩემზე ლაპარაკობდნენ... საბედნიეროდ ჩემი ჭრილობები ვენებამდე არ იყო ჩასული. ღმერთს მადლობას ვუხდი იმისთვის რო მან ამ ქვეყანას თავიდან მომავლინა, თავიდან დავიბადე, ისე როგორც ახალშობილი იბადება ტირილით... იმ ღამეს ყველა ვისაც ვუყვარდი ტიროდა დიდიც და პატარაც, ისინი სიხარულისგან ტიროდნენ... მე კი იმ დღეს გადავწყციტე რომ ყველაფერს ვიღონებდი და ამ დაავადებას დავამარცხებდი, ამ ომში გამარჯვებული მე გამოვიდოდი და ასეც მოხდა... ბევრი ვიწვალე 26 დეკემბრის მერე თითქმის 1 წელი შესრულდება. დარდიანიც და ხალისიანი დღეებიც მქონდა მაგრამ მე ყველაფერს გავუმკლავდი და გავუძელი და მომავალშიც ასე გავაგრძელებ რადგან "მე ძლიერი ვარ", მაგრამ არასდროს, არასდროს დამავიწყდება ის, რაც მე იმ დღეს განვიცადე, ჩემს გულში დარჩება დიდ ტკივილად, ტკივლიად, რომელიც მომავალში გამაძლიერებს სხვა დარტყმების დროს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent