შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟის გიჟური სიყვარული - IV +18


9-11-2019, 14:31
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 3 646

გაშტერებული ვზივარ სახლში და ცეცხლის დანთებაც კი მეზარება, ბუნებრივია, ექიმები წასვლას მოინდომებენ და მე კიდევ ამ საავადმყოფოში მომიწევს დარჩენა, ვთვლი რომ ჩემთვისაც ეს ყველაფერი მეტისმეტია და თავი უნდა დავაღწიო, ისევ წვიმს და ამინდიც კიდევ უფრო მოქმედებს ჩემზე. მანქანის ხმა მესმის და ცნობისმოყავრე მეზობელივით თავს ვწევ და ფანჯრისკენ ვიყურები. არა, ამას აქ რაღა უნდა? მანქანიდან ნიტა გადმოდის, ვერ მხედავს და სახლს ინტერესით აკვირდება. გარეთ გავდივარ.
-ექიმო, როგორ ხარ?- მეკითხება ღიმილით და ჩემკენ გამორბის
-რა გინდა აქ?- ვეხვევი და ცოტა გაკვირვებული ვარ
-მომენატრეთ, არ შეიძლება- მკოცნის კისერში და ჟრუანტელიც მივლის
-მოიცა, აქ საიდან გაჩნდი ან რატომ ჩამოხვედი?- ვერ ვმალავ გაკვირვებას
-კარგი რა, არ მითხრა რომ არ გაგეხარდა ჩემი დანახვა.
-მე კი, მაგრამ ცოტა დავიბენი.
-მოეწყვე ხომ კარგად?- ავიწროვებს შავ თვალებს- მაგრად ცივა
-ხო, სიცივე არის.
-შენც ხომ არ გაგიჟდი?
-ჯერ არა.
-პროდუქტები მოგიტანე.- მიღიმის და მანქანისკენ მიდის
-რა?- მეცინება
-არიქა- ყვირის ბოლო ხმაზე- კაცის გულიო ხომ გაგიგია, არც შენ ხარ გამონაკლისი
-ექიმო აჭარბებთ.
-შვებულების ამბავი უნდა ჩამიწყოთ თომა ექიმო.
-მე ამ საქმეში ნუ გამრევ.
-მომეხმარე მაინც- მიწვდის პარკებს
-ძალიან შეწუხებულხართ ნიტა ექიმო.
-თქვენთვის თომა ექიმო, შემიპატიჟე სახლში- მიღიმის და გრძელ კისერს იღერებს.
-რა მომიტანე?- ვიქექები პარკებში
-ასე რომ იქცევი პატარა ბავშვივით ხარ და ძალიან მომწონს.
-მოცია, გინდა მითხრა რომ ბავშვური ვარ?
- აჭარბებ, ჩაიზე შეგიძლია დამპატიჟო.
-არ მჯერა.
-ყავა შენ არ გექნება, მაგრამ მე ჩამოვიტანე.
-რამდენ ხანს რჩები- ვიყებ ყავის უზარმაზარ კოლოფს
-რავი- ჯდება სკამზე და თლილ თითებს თმებში იცურებს
-ეს აპარატის ყავაა- ვამბობ ნიშნისმოგებით
-არ გაქვს?
-როგორ არა, სტარბაქსი გაგვიხსენს იქვე საგიჟეთთან, დისნეილენთან ახლოს არ უნდა იყოს, არასრულწლოვნებზე კოფეინი ცუდად მოქმედებსო.
-ჰაჰა, ჰა- იცინის და თეთრ კბილებს აჩენს
-მომნატრებიხართ- უძლური ვარ მის წინაშე
-ვითომ?- შეიფერა და ლოყები შეუვარდისფრდა
-კი.
-ძალიან?- თვალებს ხრის და მართლა რცხვენია
-კი, ჩაი ხომ?
-კი, იყოს ჩაი, გინდა კვერცხი შეგიწვა?
-რთული ღამე მქონდა- ვუქნევ თავს
-რატომ?- ფეხზე დგება და შეკვრას იღებს
-მერე მოგიყვები, დავიწყება მინდა ახლა.
-ცოლად რომ გამოგყვები არც იფიქრო რომ ასე მოგიმზადებ საჭმელებს, შენითაც უნდა გაიკეთო ხოლმე, მზარეული კი არა შენ ცოლობას ვაპირებ.
-ვინ გითხრა რომ ცოლად მომყავხარ?- ვეკითხები სიცილით
-ვიღაცას კვერცხი მოხვდება თავში. ჯამი სად გაქვს, სად ავთქვიფო.
-არ ვიცი- კარადას ვაღებ- ღღმა თეფში წავა?
-კი, მომეცი.
-მეთქი ჩავალ, მომეხვევა კისერზე, ვერავინ გამომგლეჯს ხელიდანთქო და კვერცხს ვწვავ.
-რომ იცოდე აქ რა ხდება მასე არ დამელაპარაკებოდი- ვუახლოვდები და ლოყაზე ვკოცნი
-რით დავიმსახურე?
-რავი.
-ფერი მალე ამოვიღო?
-იყოს ჯერ, ისე კი უნდა იცოდე როგორი ჩაი მიყვარს, დილით საწოლში რომ მომართმევ ხოლმე ხომ არ უნდა დავიწუნო?
-მაგაზე არ მიფიქრია.ვარდი რა ფერის გიყვარს?
-თეთრი, რაღაც სადა და ნაზია.
-შენი კანივით?
-თომა ექიმო, ფლირტი თქვენ პაციენტებს უკეთ გამოსდით ვიდრე თქვენ.
-მაშ რით მოგხიბლეთ?- ვწევ წარბებს და სკამზე ვჯდები
-მანდ რომ ჯდები ტაფა დადე?
-ბოდიში, ისე მართლა კარგია რომ ჩამოხვედი თორემ გავგიჟდებოდი.
-რა მოხდა ამოთქვი.
-გუშინ ორი ადამიანი მოკვდა.- ვოხრავ
-პაციენტები?
-არა.
-რა მოხდა?
-არ ვიცი, შენი დახმარება კი დამჭირდება, უეჭველი გაეყრებიან ახლა, საავადმყოფოში მე მომიწევს დარჩენა.
-რამდენს გიხდიან, მაპატიე უცხო რომ იყო ამ შეკითხვას არ დაგისვამდი.
-ბევრს, ძალიან თან, მაგრამ სხვითვის არც შეუთავაზებიათ.- კიდევ უფრო ვიბნევი
-ისედაც მშვენიერი ანაზღაურება გქონდა რა საჭიროა?
-ცოლი რომ მოგყავს სხვა რამეებზეც უნდა იფიქრო.
-ასე ნუ მელაპარაკები თორემ კვერცხს კი არ შეგიწვავ, მეზობელს ძროხას გამოვართმევ და იმას დაგიკლავ და შამფურზე წამოვაცვამ.
-ოო, თქვენკენ რა ხდება?
-მშვიდობაა, დაწინაურებას დამპირდნენ, ჭამე- მიდებს თეფშს წინ.
-არ გძინებია- მკლავებით ეყრდნობა მაგიდას და თვალებში ისე მიყურებს ჭამას ვერ ვახერხებ
-არა.
-მერე გამოიძინე.
-არამგონია შენი ჩამოსვლის მერე ეგ მოვახერხო, უკანასკნელ ძალასაც გამომაცლი.
წითლდება და თმების შეკვრას იწყებს.
-ასე ნუ მელაპარაკები.
-აბა აქ რითვის ხარ?
-ეგ რომ მდომოდა, კაცების მეტი რა არის.
-ბატონო?
-ქორწილამდე არაფერი იქნება.
-მაგრამ ხომ იყო?
-მერე რა.
-ქორწინების დაჩქარება ასე ძალიან გინდა?
-თემა იცვლება, როგორი თანამშრომლები არიან?
-გასაგიჟებლები.
-მართლა?
-კი, ჭკუიდან შეგშლიან.
-ეგ რას ნიშნავს?
-ნუ ნერვიულობ, ძველი წელთაღრიცხვის თაობაა.
-ვინ თქვა რომ ვნერვიულობ, გაცივდა ეგ კვერცხი.
-გემრიელია- ვილუკმები და თბილი კვერცხიც კი საოცრებად მეჩვენება
-მე გავაკეთე და კიდევ გაგიკეთებ წვნიანებს.
-მაშინ ცოლად მოყვანას გავაჭიანურებ.
-რა?
-შენ არ თქვი ცოლად რომ გამოგყვები მერე არაფერს გაგიკეთებო?
-ერთი სული მაქვს როდის გეჩხუბები.
-რა?- მეცინება და ტუჩებს ვიწმენდ
-ხო, აი რომ იციან, უნიტაზს ვერ უმიზნებ?- კივის ბოლო ხმაზე
-ისე კარგი მიზანი მაქვს ხომ იცი?
-ნუ მარცხვენ?
-თუ გარცხვენ გამოდი- ვაფართოვებ თვალებს
-უახასიათობის არაფერი გეტყობა შენ.
-ამას რომ შევჭამ ძილს ვაპირებ.
-ხო და შეჭამე.
დასვრილ თეფშს ნიჟარაში ვადგებ და ვიღიმი
-ეს მერეც გაირეცხება, კბილებს გავიხეხავ, საძინებელში გელოდები.
-რატომ?
-უნდა ვილაპარაკოთ.

საწოლში ტანსაცმლით ვწვები და ნიტაც ჩემ გვერდით იკავებს ადგილს
-ცივია, აქ რა გაჩერებს?
-რა ვქნა? შემიძლია გავათბო.
-ოდესმე სხვა რამეზე შეგიძლია ლაპარაკი?
-ერთი უცნაური გოგოა იქ, ხატავს, საშინელებებს, საშინლად კარგად.
-მერე?
-ვიცი რომ გიჟი არაა.
-რა?
-ხო, რაღაცებს ხედავს, პარანორმალურ მოვლენებთან გვაქვს მგონი საქმე?
ნიტა ხელს შუბლზე მადებს
-სიცხეს ტუჩებითაც ამოწმებენ- ვინაბები
სახეს მისკენ მატრიალებნებს და დაჟინებით მაშტერდება
-შენ მართლა გჯერა მაგის?
-ხო, დაცვამაც ისეთი რაღაც დაინახა და მეც, რომ მჯერა.
-ეგ არავისთან თქვა.
-მხოლოდ შენ გეუბნები, იმედი მაქვს შენც არაფერს ნახავ.
-მხოლოდ ერთი დღით გამოგყვები, ისიც იმიტომ რომ მარტო იქნები.
-მაშინ დავიძინებ.
-მე გიყურებ.
-თორმეტი წლის ხომ არ ხარ?
-დიდი ვარ უკვე- იღიმის
-მაშინ დიდი გოგოსავით მოიქეცი.
-მგონი მეუხეშებით ექიმო.- კრწავს წარბებს და სახეზე ხელს ძლიერად მიჭერს
-ხომ იცით საქმეში მკაცრი ვარ.
-ეგ მართალია.- მიღიმის და ლოყაზე მკოცნის
-მაბნევთ და ძილის შესაძლებლობას არ მაძლევთ.
-ბოდიში რომ ჩამოვედი- წევს თავს და ზემოდან მიყურებს?-ექიმო, სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი პაციენტი.
-გაგიჟებას აპირებთ?
-ხომ გითხარით.
-იქნებ ხალათი ჩამეცვა?
-არ არის ცუდი აზრი.
როდის მეძინება ვერ ვხვდები, მაგრამ გვიან ღამით ვიღვიძებ და წვიანის სუნს მივყვები.
-რას აკეთებ?- ვეყრდნობი კარს
-წვნიანი ხორცით- ამბობს და კოვზს პირში იქცევს
-მეგონა გაგაბრაზე, ამ შუაღამით უნდა ვჭამო ეს საოცრება.
-გააცხელე მერე და ხვალაც გექნება- წევს წარბებს
-მაისური გაცვია, არ გცივა?
-არა.
-მორჩი უკვე?
-კი.
-მგონი ახლა აღარ დამეძინება. ექიმო.
-რა?
-არაჩვეულებრივად გამოიყურებით.
-შეწყვიტე და დაჯექი თუ გინდა.
-შენც შეჭამ?
-კი. - მიქნევს თავს და წვნიანს მისხამს თეფშზე- შეფასებას არ ვაყოვნებთ
-ისე ცივა, მგონი ცუდიც რომ იყოს, კარგი მომეჩვენება.
-რა ლაპარაკია?
-ბოდიში.
-გამოისყიდი მაგ დანაშაულს.
-დილით უნდა წავიდეთ საავადმყოფოში და არ დაგავიწყდეს, კარგი?
-მე უნდა დამავიწყდეს, ისე კი დამძაბე, მართლა?
-კიდევ უფრო დიძაბები, მარტო ჩვენ ორნს რომ ჩაგვაბარებენ მთელ კლინიკას, ისე მე უკვე ვრჩები საქმეებს და მალე დავბრუნდები.
-დაგელოდები.
-მერ გაფლანგავ ასე შენი შვებულების დღეებს.
-ამას მე გადავწვეტ- მიღიმის და თავის თეფშთან ერთად ჩემ წინ ჩნდება






№1 სტუმარი სტუმარი მაია

გეგიიი როგორ გამახარეე ❤

 


№2 სტუმარი სტუმარი salomea

დიალოგები გაქვს ხოლმე ძალიან ბუნებრივი და ნამდვილი, საოცრად მსუბუქი და კარგი იუმორი, მოკლედ ძალიან კარგია და აღარ დააგვიანო.

 


№3 სტუმარი Tiko tikuna

კაი ეს ნიტა ვინღაა??? და მხატვარი გოგო???

 


№4  offline მოდერი GEGI გეგი

Tiko tikuna
კაი ეს ნიტა ვინღაა??? და მხატვარი გოგო???

ორივე, რა პრობლემაა? laughing laughing

 


№5  offline წევრი Stranger things

GEGI გეგი
Tiko tikuna
კაი ეს ნიტა ვინღაა??? და მხატვარი გოგო???

ორივე, რა პრობლემაა? laughing laughing

იცოდე მოგძებნი და გიკივლებ unamused sweat_smile

 


№6  offline წევრი ლილილი

ცუდ დღეშია თომა

 


№7  offline წევრი Tkemali

გეგი, ცოტა არ იყოს, მეც დავიბენი smiley

 


№8 სტუმარი სტუმარი Lu miki

Msubuqi tavi iyo me ufro mdzimes velodi Tumca arc es aris naklebi. Nita eqimi titqos eteneba tu ra ubedurebaa es ?

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინო

არ გინდა შენს მკითხელს ცოტა მეტი პატივი სცე და ესეთი ცუცქნა თავები არ დადო ხოლმე? მითუმეტეს სამი დღით დაგვიანების მერე..

 


№10 სტუმარი Keska

სტუმარი ნინო
არ გინდა შენს მკითხელს ცოტა მეტი პატივი სცე და ესეთი ცუცქნა თავები არ დადო ხოლმე? მითუმეტეს სამი დღით დაგვიანების მერე..

გეგის გრაფიკი არ დაუწესებია, მერე მეორე პატივს რომ სცემს იმიტომ დებს თავებს და მესამე იქნებ აქვს მიზეზი.

 


№11 სტუმარი მანიკა

გეგი , საუკეთესო ხართ.

 


№12 სტუმარი სტუმარი Sofa

Ai umagresia male dade shemdegi

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

ეეე... მომწონს ეს ნიტა მე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent