შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების ხარჯზე... (24 თავი)


9-11-2019, 16:16
ავტორი naattii
ნანახია 1 722

როგორც კი ტყუპებთან კავშირი გაწყდა, მაშინვე მომზადება დაიწყეს, ლილუმ წინასწარ გამზადებულ რუგზაკს სტაცა ხელი, ტყუპები რიგრიგონით აიყვანა და მიიხუტა და ნენეს ძახილით გავიდა სააბაზანოსთან.
-ვსო, მოვედი, მზად ვარ, აუცილებელ ნივთებს ვაგროვებდი._სიტყვის დასრულება ვერ მოახერხა ნენემ სახლში გამაყრუებელი ხმით რომ ჩაირთო სიგნალიზაცია.
-მოვიდნენ_მაშინვე შევარდა ოთახში ლილუ და კარის ზუსტად ისე გააღო როგორც გაბრიელმა ასწავლა, ჯერ ნენე და ბარბარე ჩაუშვა, შემდეგ ტყუპები მიაწოდა რძალს და როგორც იქნა მის ზემოთაც დახურა კარი.
-მოვასწარით_ ოთახში შევარდნენ ქალები და ბავშვების დაბინავება დაიწყეს.
-სახატავი რვეული და ფანქრები_სიხარულით შესძახა ნენემ და ქალიშვილი სახატავებთან დააჯინა, ტყუპები კი ერთმანეთში გადაინაწილეს და ხელში დაიჭირეს.
-აქ ტელევიზორია, მაგრამ არანაირი ანტენა_ინტერესიანი მზერა შეავლო ნენემ დამონტაჟებულ მოწყობილობას.
-იქნებ სადმე გადამრთველიც ვიპოვოთ_მაშინვე დატრიალდა ლილუც და მალევე მიაგნეს თაროზე დადებულს.
-კამერებია, ჯანდაბა ესენი არანორმალურები არიან_გაოცებული უკურებდნენ ეზოსა და სახლში დაყენებულ კამერებს და შეეძლოთ მშვიდად ეყურებინათ რა ხდებოდა მათ ზემოთ.
თავდამსხმელები უკვე სახლში დადიოდნენ და უშედეგოდ ეძებდნენ უკვალოდ გამქრალ გოგონებს, ყველა ოთახი გადააქოთეს, კარადებსა და ლოგინის ქვეშაც კი იხედებოდნენ, თუმცა ამაოდ.
-ნახე, რეკავს_ცალი ხელით მიუთითა ლილუმ ერთ-ერთზე და ხმას აუწიეს დიალოგი რომ გაეგონათ.
-უფროსო აქ არ არიან_მობუზული ელოდა ნიღბიანი უფროსის პასუხს.
-.................
-ვიცი, რომ ამათი იმედი გქონდათ, მაგრამ აქ არ არიან, ყველა კუნჭული დავათვალიერეთ, ალბათ გაგვასწრეს.
-................
-კარგით იმ მასწავლებელთანაც მოვძებნით_ისე დაუქნია კაცმა თავი თითქოს ვიტალი შორიდანაც დაინახავდა და ტელეფონი გათიშა. -გავდივართ_ხელის დაქნევით დაუძახა ყველას და ეზოდან გავიდნენ.


-ღმერთო სოფია_ერთმანეთს გადახედეს გოგონებმა და ტელეფონი ამოიღეს.
-იმედია სიგნალით ვერ გვიპოვიან_ბავშვი შეისწორა ნენემ ხელებში და დარწევა დაიწყო.
-სოფია, ლილუ ვარ, ახლავე დატოვე ბინა, კი კი ბებოსთან ერთად, სასწრაფოა._ერთიანად მიაყარა და მაშინვე გათიშა.
-ბიჭები არ მოსულან, თანაც ამათმაც გოგონების იმედი გვქონდაო, შენც იმავეს ფიქრობ რასაც მე?_აცრემლებულმა გადახედა ნენემ გვერდით მჯდომს
-ღმერთო გადაგვარჩინე_პირჯვარი გადაისახა ლილუმ და უფრო მაგრად მიიკრა თამარი გულზე.

-უკვე ჩანან, ყველანი ადგილებზე_მაღალი ხმით დასჭექა დაჩიმ და ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად ფანჯარასთან ჩაცუცქდა.
-უფრო ადრე ვერ გაგვაფრთხილა მაგ *ემისამ?_წამში გადატენა იოანემ იარაღი და ძმას ამოუდგა.
-გეგმა გაქვთ თუ მე მოვიფიქრო?_მეორე მხრიდან გამოსძახა დაჩიმ ტყუპებს.
-მხოლოდ ხუთი წუთი უნდა გავძლოთ ბოს_ბოლო შეტყობინება გააგზავნა გაბრიელმა და იარაღის წვერი ფანჯარაში გაყო.
-აბა გაბედონ და ჩემს სამმართველოში ფეხი შემოადგან_დაიქადნა დაჩიმ და პირველიგასროლაც თავად განახორციელა. ამის შემდეგ უკვე აღარავის უფიქრია ვინმეს დანდობა, ბრძოლა დაიწყო, რომელშიც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა.
-ვანანებ ამ ნაბი*ვარს ჩვენზე თავდასხმა რომ მოინდომა_კბილებში გამოსცრა დაჩიმ და ზუსტი გასროლით ჩამოაგდი სახურავიდან მოწინააღმდეგის სნაიპერი.


-ცოტა სწრაფად ბებო, აი ლიფტისკენ_დაბნეულ ნაზის ექაჩებოდა სოფია და გასაქცევ ადგილს ფიქრობდა. მე9 სართულზე, სანდროს ნაცნობი კაცი გაახსენდა, რომლის ბინიდანაც სხვა სადარბაზოში გადავიდნენ. გახარებულმა დააჭირა ლიფტში ცხრიანის ღილაკს თითი და ბოლომდე იგრძნო სიხარული. ისევ გადარჩა, ისევ სანდროს წყალობით და ისევ მისთვის აგრძელებდა სიცოცხლეს.


-ორი კაცი დავკარგეთ, ჯანდაბა, გიორგი, _კიდევ ერთ დაჭრილთან მოახერხა იოანემ მიახლოება. -ცოცხალია_გახარებულმა დაიძახა და სამმართველოში შემოჭრილ კიდევ ერთს მოარტყა ტყვია.
-მეჩვენება თუ თავს აღარ გვესხმიან_გაკვირვებულმა გადახედა შეჩერებულ თავდამსხმელებს გაბრიელმა და იარაღის სავსე მჭიდით შეცვლაც მოასწრო.
-არ არსებობს, ეს გამო*ირებული თავადაც აქ მოვიდა_ფანჯრიდან იჭყიტებოდა იოანე და შიგნით მყოფებს ინფორმაციას აწვდიდა.
-ვიტალია ააქ?_თვალები შუბლზე აუვიდა დაჩის.
-კი უფროსო და გამწარებული იქნევს ხელებს, საოცრად გაბრაზებულია.
-იდიოტი, გოგონებმა მომწერეს ჩვენი წამოყვანა უნდოდათო, ეტყობა ფიქრობდა ცოლ შვილს წინ დავუყენებ და ასე ვაიძულებ გარეთ გამოსვლას და ჩაბარებასო, ის კიარ იცოდა, რომ რაღაც ჩვენც შეგვიძლია და ტვინი გვაქ_გაეცვინა გაბრიელს.
-ამის დედაც, ხალხი ემატებათ, აი თურმე რას უცდიდნენ, ახლა გაორმაგებული ძალით შემოგვიტევენ, თუ რამე გეგმა გაქვს გაბრიელ დროა შესრულება დაიწყო_ტყუპს გადახედა უფროსმა და ისევ თავად ითავა ცეცხლის გახსნა, ამჯერად სროლაში გამწარებული ვიტალიც ჩაერთო და გაბრაზებულ გულზე მთლიანად აცლიდა მოწინააღმდეგეს სავსე მჭიდებს.
-მალე გაგვიჭირდება,_ კიდევ ერთი პოლიციელი დავარდა დაჩის უკან და კაცმა მაშინვე გაათრია თავშესაფრისკენ.
-და აი ასე იწამეთ სასწაულების_გაცინებულმა გაბრიელმა დანანახ სიგნალზე საპასუხოდ სამი გასროლა მოახდინა ჰაერში და ვიტალიმაც იგრძნო წაგების სუნი.
ყველა ქუჩიდან, რომელიც სამმართველოსკენ მოდიოდა, კბილებამდე შეიარაღებული ბიჭები გამოჩნდნენ, უკვე სასროლად მზად ყოფნი ერთმანეთს ჩუმად აძლევდნენ მინიშნებებს და თითოეულ მოწინააღმდეგეს იღებდნენ მიზანში, მათ გვერდით მომავალ ბახალას ბრონი ჟილეტით დაეფარა სხეული და ნიღაბს ისწორებდა სახე რომ დაემალა.
-აბა ვის უნდა სროლა ვასწავლო?_მხირულად შემართა ხელში მსუბუქად დაჭერილი M4 და ბიჭებს ალყის შემორტყმის ბრძანება მისცა.
-ყველაფერი თქვენი ბრალიაა, იდიოტების ხროვაა_გამწარებული ყვიროდა ვიტალი და ბოლო წამამდე ისროდა მჭიდებს, უკვე აღარ აინტერესებდა მის დაქირავებულს მოხვდებოდა, თუ პოლიციელებს. ბახალას დაქირავებული პატარა არმია გარს შემოერტყა ვიტალის ხალხს, პოლიციასა და ვაჩეს შორის მოხვდნენ თავდამსხმელები და მოგების შანსიც სულ მარტივად დაკარგეს.
-ახლა თქვენ ხართ ალყაში, ვისაც სიცოცხლე უნდა ჩაგვბარდით_მთელი ხმით დაიყვირა დაჩიმ და იარაღი ბრძოლის შეჩერების ნიშნად მაღლა ამართა. მაშინვე დაყარეს იარაღი და ძირს გაწვნენ, მხოლოდ ვიტალი არ აპირებდა დანებებას.
-რა სამწუხაროა, სანდრო ამ სცენას რომ აკლდება, იმედია დამიჯერებს, რომ ამ ტყვიას მისი ხათრით სიამოვნებით ვისვრი_იარაღი ვიტალის მიმართულებით შემართა გაბრიელმა.
-არ გინდა, შენი სული ჯერ კიდევ სუფთაა და ნუ დაამძიმებ, ჩემსას კი ერთით მეტი ეყოლება მოკლული თუ ნაკლები უკვე სულ ფეხებზე ჰკიდია_ჩუმად გაისმა გვერდით მოპარული ბახალას ხმა და გასროლისთვის მზად მყოფი ვიტალი თითქმის მაშინვე დავარდა ძირს.
-ასეთი ძაღლები არასდროს კვდებიან ერთი ტყვიით_ჯერ კიდევ იარაღისთვის მოფართხალე ვიტალის ისევ წამოდგა ბიჭი თავზე და კიდევ ორი ტყვია დაახალა კაცის სხეულს, რაც ნამდვილად აღმოჩნდა უკანასკნელი.

მორიგი ერთი თვე სასამართლოებში მოუწიათ სირბილი ტყუპებს, თავიდან უწევდათ ანგარიშების დაწერა და წარდგენა, თითოეული ტყვია უნდა გაეგზავნათ ექსპერტიზაზე, ორი დაღუპული პოლიციელის ოჯახებიც მოინახულეს. მთავარი სამმართველოდან დანაკარგი უფრო დიდი იყო, რაც გაბრაზებას აორმაგებდა, თუმცა უკვე მკვდარი ვიტალი ვეღარაფერს დაუშავებდათ. ეს კი ნამდვილად იყო გახარების საბაბი.

ორი თვე გასულიყო სანდროს წასვლიდან, სახლში კვირაში ერთხელ რეკავდა, რომ და და დისშვილები მოეკითხა, ურეკავდა კონსტანტინეს ახალი ამბები რომ გაეგო, მაგრამ არ ურეკავდა სოფიას, იმდენად ახრჩობდა მონატრება იცოდა, როგორც კი გოგოს ხმას მოისმენდა მააშინვე მიატოვებდა ყველაფერს და დაბრუნდებოდა. ყოველი გასული დღე მის მოთმინებას ამცირებდა.
-სხვა რახდება კონსტანტინე? _მორიგი ზარი მეგობართან -ლილე როგორაა?
-როგორ იქნება, იკვებება ჩემი ნერვებით და არის_ამოიბუზღუნა ბიჭმა და ფეხსაცმლის წვერით პატარა ქვები გადაყარა რიონში.
-კონსტანტინე, უკვე საკმაოდ კარგად გიცნობ, რას მიმალავ?
-რაღაც მოხდა ხო, უბრალოდ არ ვიცოდი უნდა მეთქვა თუ არა_ამოიოხრა ბიჭა.
-ვინმეს რამე დაემართა? ხომ მშვიდობაა?_მაშინვე ხმა გაუმკაცრდა სანდროს და ძლივს გაუსწორა მზერა მზეს, რომელიც ყაზბეგის მთებს ეფარებოდა.
-ნაზი ბებო გარდაიცვალა სანდრო_განაჩენივით ჟღერდა კონსტანტინეს სიტყვები.
---------------------------
სანამ ბავშვები ნანაში არიან მგონი მოვასწარი. შემდეგი თავი დასასრულია <3



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Uff....rogorc iqna movishoret vitalli☺️ exla kargi ambebiga dagvrchenia☺️ nazi bebo shemecoda sayvareli chanda.

 


№2 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაა ამოვისუნთქე როგორც იქნა მოვიშორეთ ვიტალი :)) ნაზი ბებოს ამბავი საწყენია მაგრამ იმედია სოფიო და სანდრო შეხვდებიან ერთმანეთს მალე და დასრულდება ნაგათი ტანჯვაც :))

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი და როცა ვიფიქრე რომ აი დამშვიდდა და დალაგდა სიტუაცია, ნაზი ბებოს ამბავიც გამოჩნდა, სოფიო რა დღეში იქნება წარმომიდგენია. მაგარი გოგო ხარ დღეს მაინც რომ მოახერხე ახალი თავის დადება ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი წერო:)

ნაზიი აუ კი ვხვდებლდი რო ოდესმე ეგეც მოკვდებოდა და ისეთი შიშით ველოდი ვერც კი წარმოიდგენ აუუჰ ნაზიი ((((
მაგრამ მარტო ცუდი ხომ არ მომხდარა ამ თავში?!ვიტალი0ც კი მოკვდა კაცო დდ
ეგრე ეკუთვნოდა.
ბახალა ჯიგარი კაცია დდ

 


ვიცოდი ბახალა რომ მივიდოდა ტყუპების დასახმარებლად და ეს გაბრიელმაც იცოდა, სხვა შემთხვევაში ასე მშვიდად არ იქნებოდა.
ხოდა ვიტალი, ხომ მიიღე აბი გლუკოზა, მოგიხდა აშკარად :დ
ცუდია ნაზი ბებო, რომ მოკვდა, სოფიო სულ მარტო დარჩა :( სოფიო ძლიერია და მაგასაც გაუძლებს, მაგრამ მარტო გაუჭირდება და სანდრო თუ უშველის ჩვენ გოგოს❤
ახლა ის გაგვაგებინე ვაჩე სად გაქრა? იმედი მქონდა სულ.დარჩებიდა და არა?

 


№6  offline მოდერი naattii

სტუმარი Mariamimari
Uff....rogorc iqna movishoret vitalli☺️ exla kargi ambebiga dagvrchenia☺️ nazi bebo shemecoda sayvareli chanda.

ბოლო თავიც და ნამდვილად მორჩა ❤️

სტუმარი gvantsa
ვაა ამოვისუნთქე როგორც იქნა მოვიშორეთ ვიტალი :)) ნაზი ბებოს ამბავი საწყენია მაგრამ იმედია სოფიო და სანდრო შეხვდებიან ერთმანეთს მალე და დასრულდება ნაგათი ტანჯვაც :))

აუცილებლად დასრულდება

ablabudaa
სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი და როცა ვიფიქრე რომ აი დამშვიდდა და დალაგდა სიტუაცია, ნაზი ბებოს ამბავიც გამოჩნდა, სოფიო რა დღეში იქნება წარმომიდგენია. მაგარი გოგო ხარ დღეს მაინც რომ მოახერხე ახალი თავის დადება ❤️❤️❤️

უღრმესი მადლობა ❤️

წერო:)
ნაზიი აუ კი ვხვდებლდი რო ოდესმე ეგეც მოკვდებოდა და ისეთი შიშით ველოდი ვერც კი წარმოიდგენ აუუჰ ნაზიი ((((
მაგრამ მარტო ცუდი ხომ არ მომხდარა ამ თავში?!ვიტალი0ც კი მოკვდა კაცო დდ
ეგრე ეკუთვნოდა.
ბახალა ჯიგარი კაცია დდ

ბახალა ბახალაა :-D

რუსკიმარუსია
ვიცოდი ბახალა რომ მივიდოდა ტყუპების დასახმარებლად და ეს გაბრიელმაც იცოდა, სხვა შემთხვევაში ასე მშვიდად არ იქნებოდა.
ხოდა ვიტალი, ხომ მიიღე აბი გლუკოზა, მოგიხდა აშკარად :დ
ცუდია ნაზი ბებო, რომ მოკვდა, სოფიო სულ მარტო დარჩა :( სოფიო ძლიერია და მაგასაც გაუძლებს, მაგრამ მარტო გაუჭირდება და სანდრო თუ უშველის ჩვენ გოგოს❤
ახლა ის გაგვაგებინე ვაჩე სად გაქრა? იმედი მქონდა სულ.დარჩებიდა და არა?

სულ ვერ დარჩებოდა, მიუხედავად ამ საქმეში დახმარებისთვის საქართველოში ძებნილია და ცოლ-შვილიც იტალიაში ყავს :)

 


№7 სტუმარი ამი

დღეს დადებ?

 


№8  offline მოდერი naattii

ამი
დღეს დადებ?

ხვალ შუადღით ❤️

 


№9  offline წევრი ნანა73

რომ იცოდე როგორ მომწონხარ.... მეგონა ახალი მწერალი იყავი და გამომრჩა ალბათ მეთქი blush სულ ორი დღეა რაც შენი კითხვა დავიწყე, გაგიკვირდება და არა ამ ისტორიის რაზეც კომენტარს ვაკეთებ. წავიკითხე შენი წინა ნაწარმოებები. ჟანრობრივად საკმაოდ მრავალფეროვანი ხარ, რაც ძალიან მახარებს. უფრო მეტად კი ის, რომ საინტერესო ხარ და რაც მთავარია გამართულად წერ, ერთ ამოსუნთქვაზე იკითხება შენი ისტორიები. ბევრის თქმა მინდა, მაგრამ შემდეგისთვის გადავდებ. kissing_closed_eyes ძალიან კარგი გოგო ხარ, დაველოდები სიახლეებს, წარმატებები! ❤️❤️❤️

 


№10  offline მოდერი naattii

ნანა73
რომ იცოდე როგორ მომწონხარ.... მეგონა ახალი მწერალი იყავი და გამომრჩა ალბათ მეთქი blush სულ ორი დღეა რაც შენი კითხვა დავიწყე, გაგიკვირდება და არა ამ ისტორიის რაზეც კომენტარს ვაკეთებ. წავიკითხე შენი წინა ნაწარმოებები. ჟანრობრივად საკმაოდ მრავალფეროვანი ხარ, რაც ძალიან მახარებს. უფრო მეტად კი ის, რომ საინტერესო ხარ და რაც მთავარია გამართულად წერ, ერთ ამოსუნთქვაზე იკითხება შენი ისტორიები. ბევრის თქმა მინდა, მაგრამ შემდეგისთვის გადავდებ. kissing_closed_eyes ძალიან კარგი გოგო ხარ, დაველოდები სიახლეებს, წარმატებები! ❤️❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა თქვენ, უზომოდ ბედნიერი ვარ, როცა ასეთ სიტყვებს ვკითხულობ ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი თავი იყო მომეწონა მაგრამ ნაზი ბებო შემეცოდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent