7 წლის შემდეგ! (თავი 2)
-დაჯექით საქალბატონე ნუკა. ისე მითხრა ჩემსკენ არც გამოუხედია -საქალბატონე არა ქალბატონო. არვიცი ეს რატომ ვუთხარი. -ნუთუ მოასწარით.-ხო აბა ხომ უნდა დაეჩემებინე.. მითხრა და კანკალმა ამიტანა. ამან საიდან იცის მე რა ვქენი და რა მოვასწარი?ღმერთო მიშველე!სისხლმა ამასხა, ვეღარ მოვითბინე და ვუთხარი. -არ ვაპირებ ჩემი სექსუალური ცხოვრების შენთან განხილვას.-იქნებ დამდოთ პატივი მობრუნდეთ და ამიხსნათ ,აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ და რახდება ჩემს თავს?-ან ეს პოლიციაა? -ნუთუ დემეტრეს სუსტი წერტილი გავანაწყენეთ? -დემეტრე?-დემეტრე რაღა შუაშია. ვუთხარი და მობრუნდა. მე კი ენა ჩამივარდა, ის მწვანე თვალები რომ დავინახე,ჩემი პირველი ღამის პარტნიორი ..შევატყვე რომ თავადაც გაოცებული მიყურებდა. -შენ?-აქ რა გინდა?-აქ რატომ ვარ?-ამიხსენი. ვუთხარი ყვირილით.. -დემეტრეს ნუკა შენ ხარ?-ქალი რომელიც ღამით მამაკაცებს მინდიხარს ეუბნება, ლოგინში უგორდება და დილით იპარება?-რა საოცარია. თქვა და გადაიხარხარა. აზრზე ლოყის აწვამ მოიყვანა. -გაჩუმდი.- აღარ გაბედო მაგის თქმა. -მეორედ არც კი გაბედო ასეთი რამ,თორემ ხელებს დაგამტვრევ.-გასაგებია?-გასაგებიათქო? მიღრიალა და თვალებიდან ნაპერწკლები ცვიოდა. ძალიან შემეშინდა და ცრემლები წამსკდა საწყლად ამოვიკნავლე. -გასაგებია. -კარგია.-ყველაფერთან ერთად დამჯერიც ყოფილხარ...-ეგ მაწყობს. არ ეშვებოდა ირონიულ საუბარს,მერე მაჯაში ხელი ჩამავლო, ისე მიჭერდა სიმწრისგან ლამის ჩავიკეცე,კიბეებზე მიმარბენინებდა,ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა.ხელის კვრით შემაგდო და შემოვიდა. მაჯაზე მეორე ხელი მოვისვი, დალურჯებულ მქონდა,დავხედე და ცრემლები გადმომცვივდა. მერე მას ავხედე,თვალებში ჩავხედე,თითქოს ბოდიშს მიხდიდნენ მისი თვალები.მერე თავი გააქნია კარებთან მივიდა და მკაცრი ხმით მითხრა. -ეს ჩვენი ოთახია,- აწი აქ იცხოვრებ.. -რაა?-შენთან ერთად აქ რატომ უნდა ვიცხოვრო? -იმიტომ რომ მოგიტაცე.. -არანორმალური ხარ?რატომ მომიტაცე. -ხო არანორმალური ვარ.- შენზე ფიქრით ღამე აღარ მძინავს და მაგიტომ მოგიტაცე.. -ავადმყოფო.-შენი დასაცინი არაფერი მჭირს../ფრთხილად იყავი მართლა არ შეგიყვარდე თორემ ბოლოს ვინც გაიცინებს ვნახავ.. -ვა მართლა?-ნუთუ ყველა კაცს თავს აყვარებ ვისთანაც წვები? დუდამ ეს რომ უთხრა მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა,გული მოეწურა ქალის ცრემლების დანახვაზე. ხმა აღარ გაუღია იმ სიტყვების მერე ნუკას, ლოგინზე მიესვენა და ძლივს ჩაიძინა.. დუდა კაბინეტში შევიდა, ოთახიდან გამოსვლის შემდგეგ. -ამის დედაც.-ამის დედაც. -დუდა რა მოხდა? -ვაწყენინე.-ძალიან ვაწყენინე ტო.-ქუჩის ქალივით ველაპარაკე.. -საიდან იცი რო ეგრე არაა? -ოთო მეორედ ეგ აღარ გაიმეორო,თორემ მაგრად ვიჩხუბებთ.. -რახდება დუდა? -თემო ეს ისაა.- ის გოგოა რომ გითხარით უნდა მოვძებნოთქო, მასთან ერთად ვიყავი იმ ღამით..-მერე ნიას ამბავი გავიგე,დემეტრეს დავზდევდით და ის გოგო სულ გადამავიწყდა...-და ეს ის გოგოა,ნუკაა ის გოგო...-ბედი მეთამაშება, ან ხელს მიწყობს ..ზუსტად იგივე მეორდება ოღონდ პირიქით.. -ფრთხილად იყავი ძმაო ცეცხლში არ დაიწვა..(თემო) -რას აპირებ?(ოთო) -ცოლად მოვიყვან... -გაგიჟდი ტო? -არა არ გავგიჟდი.-ცოლად მოვიყვან და ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ.-დემეტრეს ამის გარეშე ყოფნით გავამწარებ და ამ უტვინო გოგოს იმის გამო,რომ ის ახ*ვარი უყვარს..-თუ ჩემი ცოლი იქნება,დემეტრეს ყველაზე დიდ დარტყმას ეს მიაყენებს. -დარტყმა თუ გინდა უთხარი მასთან ვიყავითქო და გაუსკდება გული. -არა ეგრე დაშორდებიან..-აი მე თუ მოვიყვან ცოლად მის საყვარელ ქალს,ყოველდღე დავარტყამ და გავამწარებ. -კაი მაგრამ ამ გოგოს რას ერჩი?-მას ხო არაფერი დაუშავებია? -დააშავა ის ახ*ვარი რომ უყვარს უკვე დააშავა.. -კარგი ძმაო წავედით ჩვენ.-ჭკუით იყავი და ნუ შეშლი იმ გოგოს... დუდა ოთახში ავედი,ნუკა საწოლში იწვა ემბრიონის ფორმაში,გადასაფარებელი გადავაფარე და მასთან ჩავიმუხლე.მისი სახის შესწავლა დავიწყე.ქერა თმა ისე უხდებოდა მის თეთრ სახეს,წითელი ლამაზი კონტურის ტუჩები კი მიწვევდნენ რომ მეკოცნა, ვაპირებდი კიდეც მისი მაჯა რომ არ დამენახა ჩალურჯებული.ამის დედაც! ეს რა გავაკეთე ვთქვი და გვერდით მივუწექი.ამ გოგოს გვერდით რაღაც მემართებოდა,ამოუხსნელი გრძნობა.მინდოდა რომ სულ ჩემთან ყოფილიყო,ისე მკლავდა მისი სურვილი, რომ მაგიჟებდა. არცერთი ქალის მიმართ არ მიგვრძვნია ასეთი რამ..მაგრამ მახსენდებოდა რომ ჩემი მტერი უყვარდა და ჩემს სურვილებს ჯანდაბაში ვუშვებდი.სულ არ მაწყობდა გრძნობები მის მიმართ.გვერდი ვიცვალე და დავიძინე... -დილამშვიდობისა. -აქ რატომ ხარ?-ნუთუ სხვა ოთახი არ არის ამ სახლში? -მე აქ მინდა ეს ჩემი ოთახია.. -მაშინ მე გამიშვი სხვა ოთახში.-ან საერთოდ აქედან გამიშვი.-ამიხსენი მაინც რა ხდება? -მისმინე.-დემეტრე გიყვარს? -კი მიყვარს.-ძალიან მიყვარს და გთხოვ გამიშვი.. -რამ შეგაყვარა ის არაკაცი? -ის ძალიან კარგი ადამიანია.. -ადამიანების ამოცნობა არ გცოდნია.. -მართალი ხარ არ მცოდნია,- შენ ვერ ამოგიცანი.. -ხო ვერც მე ამომიცანი...-ახლა დაურეკავ დემეტრეს და ეტყვი რომ გათხოვდი. -არა მაგას არ ვიზამ. -იზამ თორემ აქედან ვერასდროს გახვალ...-უარესს შემთხვევაში გაიგებს როგორ კვნესოდი ჩემს მკლავებში... -შენ ძალიან თავხედი ხარ. -აბა ლამაზო შევთანხმდით თუ სხვა გეგმა გაქვს რამე? -ჩემი დემეტრე მიპოვის აუცილებლად,-არ დაგთანხმდები ცოლად არ გამოგყვები.. -კარგი მაშინ საყვარლები ვიყოთ. -რატომ მაყენებ შეურაცხყოფას? -დემეტრე თუ გიყვარს ყველაფერი უნდა აიტანო,თორემ უფრო საშინელიც შემიძლია გავხდე.. -კარგი თანახმა ვარ... ვუთხარი და ცრემლები გადმომცვივდა, შემომხედა და გავიდა...ღმერთო დამეხმარე, გამაგებინე რა ხდება ჩემს თავს...როგორ ვუთხრა დემეტერეს?ან რა უნდა დემეტრესგან?რა გავაკეთო,როგორ გავარკვიო რახდება. -ადექი ჩაიცვი. -მე არ მაქვს ტანსაცმელი.. -ხალათი ჩაიცვი და სამზარეულოში ჩამოდი, ვისაუზმოთ.შემდეგ ბიჭებს ვეტყვი ტანსაცმელი გიყიდონ.-ორ საათში ხელს მოვაწერთ და მერე თუ ჭკვიანად მოიქცევი,გარეთაც შეძლებ გასვლას. -რატომ აკეთებ ამას? -ეს შენ არ გეხება.. -მე თუ არ მეხება რატომ ვარ აქ? -ბევრს ლაპარაკობ პატარავ... მითხრა და ნიკაპზე ჩამავლო ხელი თავი ამაწევინა.. -იმიტომ რომ ის გიყვარს.-მას კი ჩემთვის ვალი აქვს დასაბრუნებელი. -დემეტრე ვალს აუცილებლად დაგიბრუნებს...-რამდენზეა საუბარი? -დემეტრე ვალს ვერასდროს დამიბრუნებს,რადგან მკვდრები არ ცოცხლდებიან..-ახლა გაჩუმდი და ხმა აღარ ამოიღო,საკმარისზე მეტი გითხარი..-ჭამე! ისეთი ზიზღით მითხრა,ლუკმა როგორ გადამივიდოდა პირში.თეფშზე ჩანგალს ვათამაშებდი და წრეებს ვხაზავდი.დემეტრემ ვინმე მოკლა?სულ ეს კითხვა მიტრიალებდა თავში. -რატომ არ ჭამ? -არ მინდა. -ჭამე თორემ ძალით გაჭმევ. -ეჭვიც არ მეპარება. -ხოდა ჭამე ნუ მაიძულებ.. ცრემლი გადმომიგორდა თვალიდან და ერთი ლუკმა ძლივს გადაუშვი ყელში. .კარებზე ზარი გაისმა. -აქ იყავი მე გავაღებ... -ვა კრასოტკა როგორ ხარ? -მადლობა კარგად.. -კარგი ტო ტირი?-დღეს თხოვდები რა გატირებს.. -ოთო შეეშვი გოგოს.-გამოდი აქეთ.-ფერია არ უსმინო ამას ცოტა ვერაა.. -მოიტანეთ რაც გითხარით? -კი ძმაო მოვიტანეთ.-ჩანთაშია იმედია მოგერგება ნუკა.. -მადლობა ბიჭებო.-ავალ ჩავიცვამ..ფეხზე ავდექი, ჩანთას ხელი მოვკიდე და საძინებელში შევედი. ჩანთა გავხსენი,თეთრი გიპიურის მოკლე კაბა იყო შიგნით,ზუსტად ჩემი ზომა..ნერვები მომეშალა.-დამცინის ,აშკარად დამცინის.ვითომ ძაან მიხაროდეს მისი ცოლობა,თეთრი კაბა მომიტანა,თეთრი კი არადა შავი უნდა მოეტანა...ოთახში დავდიოდი და ვესაუბრებოდი ჩემს თავს. -რახდება გოგოს თვალები რას უგავს?-მოიცა რა შენ ასე ყოველდღე უნდა ატირო ის? -კარგი რა ნუ შემე*ით..-სანამ არ გავიგებ რომ ის სი*ი აღარ უყვარს, ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ.. -მოიცა ტო ეგ გოგო გიყვარს? -საიდან მოიტანე ეგ სისულელე? -აბა უყვარდეს და იყოს შენ რა?-ეჭვიანობ ტო თორემ მისი სიყვარული რა ხელს გიშლის, ერთ საათში შენი ცოლი გახდება..(ოთო) -დუდა თუ მართლა რამეს გრძნობ მის მიმართ და მაინც არ გინდა რომ გვითხრა..დაფიქრდი თავს ნუ შეაძულებ, თორემ ყველა გზას მოიჭრი მასთან.. -კარგით რა ნუ ფილოსოფოსობთ,ჩემი საქმე მე ვიცი. -კარგი ძმაო. -ავალ ვნახავ თუ ჩაიცვა. დუდა ზემოთ მიდიოდა და ფიქრობდა, რომ ბიჭები მართლები იყვნენ.ამ გოგოს მიმართ უკვე გრძნობა ქონდა,გული ტკიოდა რამდენჯერაც ცუდს ეტყოდა ნუკას, ან მის თვალზე ცრემლს დაინახავდა, მაგრამ რომ ახსენდებოდა დემეტრე უყვარდა ,ბრაზი იპყრობდა და ჯანდაბაში უშვებდა მის ფიქრებს.. -შენ რა არ ჩაგიცვამს კიდევ? -კარებზე დაკაკუნება არ გასწავლეს? -ჩემი ოთახია და რატომ უნდა დავაკაკუნო,თან უკვე ნანახი მყავხარ შიშველი... ნუკა სირცხვილისგან გაწითლდა. -თავხედი ხარ! -კარგი ტო რა გაწითლებს?-შენ რა ჩემი გრცხვენია?მივიდა და ლოყაზე ხელით მოეფერა. -აღარასოდეს გაბედო რომ შემეხო.-შენ რა მართლა შენი ცოლი ხომ არ გგონივარ?-ან ეს თეთრი კაბა რა არის?დამცინი? -ვქორწინდებით და ქორწილში თეთრი კაბა უნდა გეცვას. -მე წინააღმდეგი ვარ ამ ქორწილის და შეგეძლო შავი მოგეტანა.. -ახლა არ გამაჭედინო,კაბა ჩაიცვი და ძირს ჩამოდი... მიყვირა და კარებიდან გავიდა. ზლაზვნით ავდექი ფეხზე,კაბა ჩავიცვი თმა დავივარცხნე და მისაღებში ჩავედი...მაკიაჟის არც ნერვი მქონდა,არც სურვილი და საერთოდ არც მქონდა... -ვა კრასოტკა რა ლამაზი ხარ.. -ფერიავ ლამაზი ხარ ძალიან. -მადლობა ბიჭებო.. -მე ოთო ვარ კრასოტკა. -მე კი თემო ფერია. -ახლა ჩვენი მეგობარი გოგო მოვა კრასოტკ და ის იქნება შენი მეჯვარე.მე კი იმ ჯმუხის ვიქნები...-ოთახშია იცვამს და მალე ჩამოვა..-ცოტა ჯმუხია თორემ,მარტო გულია შენ დობას ვფიცავარ... ეს ბიჭი ძალიან მამხიარულებდა და მომწონდა.. -ოთო შეეშვი გოგოს.-ნუ დაღალე ამდენი ლაპარაკით. -მაცადე ტო რძალია და ხომ უნდა გავიცნო კარგად? -მიდი კარები გააღე ბევრს ნუ ლაპარაკობ.. -არ მცალია მე და შენ გააღე ნუკას ვესაუბრები..თაკო იქნება. -აუ კაცს ხო არაფერში გამოადგები რა.. დაიწყო წუწუნი თემომ.მაგრამ კარების გაღება მაინც მას მოუწია. -თემო როგორ ხარ? -კარგად თაკო.-შემოდი. -გამარჯობათ.-ოთო შე გადარეულო როგორ ხარ ბიჭო? -თაკო შენ ჩემზე მეტად გადარეულო შენ როგორ ხარ ტო? -კარებს სანამ გამიღებდნენ კარგად ვიყავი. -მეც სხვათაშორის... -კარგით ტო სულ როგორ უნდა ჭამდეთ ერთმანეთს? -კარგი ოთო არ მცალია ახლა ამ ნერვების ჭიასთვის.-გამოიწიე რძალი ვნახო..-ვაიმე რა ლამაზი ხარ,რა სიფრიფანა,ანგელოზი ხარ რძალო. მივიდა და ნუკას ისე ჩაეხუტა ვითომ წლებია იცნობდეს. -მადლობა. ვუთხარი და ისე შემრცხვა თავი ჩავხარე. ამ ერთი შეხედვით ჩანდა რომ ძალიან თბილები,მხიარულები და საუკეთესო მეგობრები იყვნენ... -სიძე სადაა სიძე.. -აქ ვარ თაკო. გაისმა მკაცრი ბარიტონი და ცოტა შემეშინდა.მივიხედე და კიბეებზე დუდა ჩამოდიოდა ,თეთრი საროჩკა და შავი კლასიკური შარვალი ეცვა.ისეთი სიმპათიური იყო ძლივს გადავყლაპე ნერწყვი.გული მეუბნებოდა რომ ის კარგი იყო,ტვინი კი მეწინააღმდეგებოდა..ნუკა რეებზე ფიქრობ ვუთხარი ჩემს თავს და ფიქრის გასაქარწ....ბლად დემეტრეზე დავიწყე ფიქრი.ნეტა როგორ იყო რას იზამდა ამ ამბავს რომ გაიგებდა ,ფიქრებში ისე წავედი ვერც ხელის მოწერა გავიგე,ვერც მილოცვები,გათიშული ვიყავი.აზრზე დუდას ხმამ მომიყვანა... -ადექი გვიანია.-მთელი დღეა აქ ზიხარ რობოტივით და არ ინძრევი.. -კარგი ავდგები. ფეხზე ავდექი და ოთახში შევედი,დუდაც შემოვიდა და გახდა დაიწყო.. -რას აკეთებ?თვალები დავქაჩე და ამოვიკნავლე... -ვიხდი.-ჩვენ უკვე ცოლქმარი ვართ.-ასე რომ მოსარიდებელი არაფერია.. -დემეტრე,დემეტრე უნდა ვნახო და ველაპარაკო. არვიცი რა ძალამ მათქმევინა ეს,მაგრამ კარგი რომ არაფერი მომხდარა ვიცი.მომვარდა ბეჭებში ხელები ჩამავლო და შემანჯღრია. -იცოდე თუ დემეტრეს ორი მეტრის რადიუსში გაეკარები ,ან დაურეკავ ,ან საერთოდ მის სახელს ახსენებ და არ დაივიწყებ გაჩენის დღეს გაწყევლინებ შენც და შენს დემეტრესაც. -შენ ჩემი ცოლი ხარ და სანამ ჩემთან ხარ არც კი გაიფიქრო რამე უმსგავსო საქციელი.-თორემ ეს ყველაფერი ზღაპრად მოგეჩვენება იმ დუდასთან შედარებით. ლარნაკს ხელი მოკიდა და ძირს დაანარცხა ,კარები გამოგლიჯა და იქედან ისე გავიდა კარიც ჩამოიღო.. კაბა გავიხადე,თვალზე ცრემლი არ შემშრობია.ძალიან გვიანი იყო დუდა რომ შემოვიდა ოთახში,თვალები ძალიან დავხუჭე,რომ ეფიქრა მეძინა.გვერდით მომიწვა და თმაზე ფერება დამიწყო,ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი და მივხვდი რომ ნასვამი იყო...მისი ხელის შეხებაზე ტანზე ბუსუსები მაყრიდა.. -ფერია გძინავს? ხმა არ გამიღია.ფერიაო?წეხან ლამის დამალეწა თავზე ყველაფერი ახლა ფერიაო.. -ფერიავ არვიცი რა მემართება-.არ მინდა ასე გექცეოდე და გულს გტკენდე.- ყოველი შენი ცრემლის დანახვისას ჩემი გულიც ტირის-..შენ მართლა არაფერ შუაში ხარ,მაგრამ რომ მახსენდება ის არაკაცი გიყვარს ჭკუიდან გადავდივარ.-ის არ უნდა გიყვარდეს, ოღონდ ის არ გიყვარდეს და ვინც გინდა ის იყოს..რომ იცოდე რა არაკაცია,ალბათ არც გეყვარებოდა.-მაგრამ სიყვარულს რას გაუგებ, ისე მოდის არც გეკითხება.პრინციპში შენიც მესმის... ვისმენდი ამ ყველაფერს, ისეთი თბილი და სევდიანი ხმით მელაპარაკებოდა, ალბათ სხვა დღეებშიც რომ ასეთი ყოფილიყო ვერ გავუძლებდი მასზე ფიქრებს..შემეშინდა,ამ ბიჭის შემეშინდა რომ გრძნობა არ გამჩენოდა, მის მიმართ.მას ხომ დემტერეზე შურის საძიებლად ვჭირდებოდი, ასე რომ არ ყოფილიყო ვიფიქრებდი იმ ღამის გამო მომძებნათქო,მე ხომ დღესაც მახსოვს მისი ყოველი შეხება,ახლაც მეფერება თმაზე და ტანზე ბუსუსები მაყრის..წელზე ხელი შემიცურა,ზურგიდან ამეკრო,კისერში თავი ჩამიდო და მისი სუნთქვა მეფრქვეოდა... მე როგორ ვიყავი?მთელი სხეული მეწვოდა ისე მეწვოდა რომ მინდოდა შევხებოდი.მაგრამ გამახსენდა რომ ჩვენ შორის არანაირი გრძნობა არ არსებობდა..ის მე მიყენებდა. - ფიქრები ჯანდაბაში მოვისროლე და მეც დამეძინა... დილით თვალები რომ გავახილე, ნუკას ჩემს მკერდზე ედო თავი და ტუჩები ქონდა გაბუსხული, ისეთი საყვარელი იყო, მისი შეხების სურვილი მკლავდა...არა დუდა ასე არ შეიძლება ამ გოგოს კარგად არ უნდა მოექცე... -ნუკა გაიღვიძეე.გათენდა უკვე.. -რა მოხდა? -ადექი ფეხზე სამზარეულოში ჩავიდეთ საჭმელი მინდა. -მერე წადი და ჭამე.. -ბევრს ნუ მეტლიკინები, ჩემი ცოლი ხარ და ცოლს როგორც შეეფერება ისე უნდა მოიქცე... -იმედია სხვა რამეს არ მომთხოვ და მაგას ავიტან.. -არ ინერვიულო ",საერთოდ არ მიზიდავ.ჩემს გემოვნებაში არ ჯდები.იმ ღამითაც გათიშული ვიყავი და ვერ აღგიქვი კარგად.პრინციპში მნიშვნელობა არ ქონდა, ვინ იქნებოდა...მითხრა და ოთახიდან გავიდა.. გულს მტკენდა მისი თითოეული სიტყვა, არვიცი რა მემართებოდა, მაგრამ მასზე ბევრს ვფიქრობდი, ჩემს სიახლოვეს როგორც კი მოვიდოდაა ვთრთიდი და გატრუნული ველოდებოდი.თუნდაც რომ თმაზე შემთხვევით მაინც შემხებოდა...სამზარეულოში ჩავედი.. -მესამე დღეა აქ ვარ.-უკვე შენი ცოლი ვარ და შეიძლება გარეთ გავიდე?-დაქალი მყავს ან ის რომ მოვიდეს ჩემთან?ჩემზე არაფერი იცის ინერვიულებს... -კარგი თანახმა ვარ მოვიდეს.-აიღე ტელეფონი და დაურეკე...-ხმამაღალზე ჩართე ოღონდ. ცივად გამკვართვი ტელეფონი და ნანუკას დავურეკე.. -ნანუ როგორ ხარ? -ვაიმე ნუკა სად ხარ გოგო?ორი დღეა გამწარებული გეძებ.-არანორმალური დემეტრე იყო გაგიჟებულია, ცოფებს ყრის ლამის მომკლა იცი სადაცაა და არ მეუბნებიო...ნანუკამ დემეტრეს სახელი როგორც კი ახსენა დუდას ძარღვები დაეჭიმა.. -კარგი ნანუ მისამართს გადმოგიგზავნი და აქ მოდი..-ოღონდ დემეტრეს არაფერი უთხრა... -არა რას ამბობ რაღამც მაგ ბედოვლათს ჩამოშორდი ხმას როგორ გავიღებ.მომწერე და ახლავე მოვალ... -მომწონს შენი დაქალი... -საკითხავია მას მოეწონები თუ არა? -თუ დემეტრე არ მოწონს მე მოვეწონები მაშინ. -ოფ ამწყობია ცხოვრება... -შენი დაქალი რომ მოვა ეტყვი რომ ერთმანეთი გვიყვარს და ამდენხანს მალავდი.. -მაგას ვერ ვეტყვი მან ყველაფერი იცის ჩემზე.. -ყველაფერი თუ იცის მაშინ იმ ღამეზეც ეცოდინება არა? -კი იცის. ისე შემრცხვა თავი დავხარე.მოვიდა თავზე დამადგა ყურათან მომიტანა ტუჩები და მითხრა. -ხოდა ეგ ვაფშე მაგარი.-ეტყვი რომ გიპოვე და ცოლად მოგიყვანე იმ ღამის პონტში... -ანუ ჩემი დაქალის თვალში კაი ტიპი გინდა რომ გამოჩნდე? -მე ისეც კარგი ტიპი ვარ პატარავ.ტუჩის კუთხე ჩატეხა თვალი ჩამიკრა და სამზარეულოს მაგიდასთან დაჯდა ისევ.. -შენ ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე.. -შენც მალე შეხედავ რომ სულაც არ მქონია ტყუილად. -ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ხარ არაფრით გამორჩეული ასე რომ არამგონია აზრი შევიცვალო.. -და ერთ არაფრით გამორჩეულ ბიჭს ჩააბარე უმანკოება? -როდემდე უნდა მახსენო ეგ?მე ხომ შენთვის არ მითხოვია მომძებნეთქო? -არა მაგრამ გიპოვე. -მეზიზღები ვერ გიტან. ნანუკას მისამართი გადავუგზავნე და ზუსტად ნახევარ საათში გაისმა ზარის ხმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.