შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ფანჯრიდან (13 თავი)


11-11-2019, 17:23
ავტორი gabi du
ნანახია 2 190

- დედა. -დაიწყო ტატომ. - როგორც არ უნდა იყოს. უფლება არა გაქვს ჩვენს პირადში ჩაერიო. რაც არ უნდა ხდებოდეს იმ კარს მიღმა მხოლოდ მე და კატოს საქმეა. ვიცი, ყველაზე მეტად შენ გინდა ყველაფერი კარგად იყოს. ასეც იქნება. უბრალოდ დაგვაცადე ყველაფერი მოვაგვაროთ. ახლა კი წავედი სამსახურში მაგვიანდება. ტატო წამოდგა დედას თავზე აკოცა. კატოს ლოყაზე შეეხო ოდნავ. გასაღები აიღო და სახლი დატოვა.
კატო თავჩახრილი იჯდა. ვერაფრით გააჩერა აკანკალებული ხელი მაგიდის ქვეშ რომ მალავდა.
- კატო შემომხედე შვილო. - თბილად მიმართა ლილიმ. - ძლივს აწია გოგომ თავი. მაგრამ მზერა მაინც ვერ გაუსწორა.
- შვილო რამეს ხომ არ გაძალებს ჩემი შვილი? შანტაჟს ხომ არ გიწყობს? თუ რამე ხდება ნუ დამიმალავ და გეფიცები დაგეხმარები... - კატომ გაოცებულმა შეხედა.
- რას ამბობთ ასეთი რამ როგორ იფიქრეთ ტატოზე.
- მაშინ ამიხსენი თქვენი ურთიერთობის სტილი. რაიმე ახალი მიმდევრობაა და არ ვიცი? - ამაზე სულ გაწითლდა გოგო.
- ჩემი ბრალია ყველაფერი... - ცრემლები გადმოუგორდა და მოყოლა დაიწყო. - ტატო უცნაურ სიტუაციაში გავიცანი. მერე კი... იმხელა ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში... მოულოდნელად.... ყველგან იყო საითაც გავიხედავდი. რასაც კი გავიფიქრებდი... გულში... გონებაში... მე მანამდე არავინ მყვარებია და ვერ გავაცნობიერე რა იყო ეს. მეგობრობას ვაწერდი. მითუმეტეს არც მას დაუძრავს სიტყვა სვა გრძნობაზე გარდა მეგობრობისა. გვიან მივხვდი, რომ მიყვარდა... როცა დავრწმუნდი გადავწყვიტე მისთვისაც მეთქვა და სწორედ იმ დღეს გამაცნო ნინო. მითხრა, რომ ერთად იყვნენ და ვერ აღვწერ რა დამემართა. თითქოს ჰაერი აღარ მომეწოდებოდა. სამყარომ ჩემს ირგვლივ არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ მე და ჩემი ტკივილი დავრჩით. რა თქმა უნდა გადავწყვიტე ორ მოსიყვარულე გულს შორის არ ჩავმდგარიყავი და რადაცარუნდა დამჯდომოდა დამევიწყებინა ტატო - როგორც მამაკსცი. თორემ ტატოს - როგორც აფამიანს ვერასდროს წავშლიდი ჩემი ცხოვრებიდან კარგად ვიცოდი. ჩემი სიკვდილი იყო მათი ყოველი ერთად დანახვა. სხვა გოგოებთან ფლირტი... მაგრამ უფლება არ მქონდა არ შევგუებოდი. იმდენი ხანი ვცდილობდი გულიდან მომეგლიჯა, რომ ბოლოს თავი დავირწმუნე ჯიდეც, რომ აღარ მიყვარდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ის ნაძირალა გიგა დადიანი და ჩემი მოტაცება სცადა. ერთხელ იოსკამ მიხსნა მეორედ ტატომ და მაშინ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ქორწინებით დამიცავდა. უარი ვუთხარი, მაგრამ არ მომისმინა. არ მინდოდა ჩემს გამო პირადი ურთიერთობები აწეწვოდა. მეგონა ნინო უყვარდა... მხოლოდ მას შემდეგ გავიგე მის გრძნობებზე, რაც ჯვარი დავიწერეთ... გამიჭირდა შეგუება... დაჯერება... მიჩქმალულმა გრძნობამ ისევ დაიწყო გაღვივება ჩემში...ისე აფეთქდა, რომ მთლიანად მომიცვა. მაგრამ... მაგრამ მან არაფერი იცის არც უწინდელ და არც ახლანდელ გრძნობაზე... ვერ გავბედე მეთქვა. ამის მრცხვენია კიდეც და თან მეშინია... ვერ ვგებულობ თუ ვუყვარდი რანაირად ახერხებდა სხვასთან ყოფნას. როცა მინდება ჩემს მეს გადავაბიჯო... დავიახლოვო... დავუშვა შემეხოს. სულ ის ხმები ჩამესმის ყურში ბაკურიანში 2 წლის წინ ნინოს ოთახიდან რომ მესმოდა. ხომ იცოდა იქ ვიყავი... მერე ქორწილის ინციდენტიც დაემატა. ვერ ვპატიობ დედა... ძალიან მინდა მაგრამ არ გამომდის ჯერ. თუმცა იმედი არ დამიკარგავს და ბრძოლას ვაგრძელებ საკუთარ თავთან... - მეტი ვეღარ შეძლო და ხელებში თავჩარგული მოთქმით ტირილს მოყვა. ლილიმ გულში ჩაიკრა და თმაზე მიეფერა. მაპატიე ჩემო გოგო შენს გრძნობებში ეჭვის შეტანა. ეს ამბავი ჩვენს შორის დარჩება გპირდები. როცა მზად იქნები თვითონ გააგებინებ იმ ბედოვლათს. ახლა კი ყავას მოგიტან და ცოტას დაგამშვიდებს. - ყავამ მართლა შეუცვალა ხასიათი კატოს. სულ რაღაც 1 საათში რძალ-დედამთილი მთელი ხმით იცინოდნენ როცა ტატოს ინებს იხსენებდნენ.
***
- მოდოთ, მოდით თორემ გაცივდა ყველაფერი კარშივე შეეგება ლეილა წყვილს და საგულდაგულოდ გაშლილ სუფრასთან მიიპატიჟა. რამდენიმე გარე ბიძაშვილი და მეზობელი მოეწვია ქალს და წარუდგინა.
- კატოს მეუღლე ტატო. ესენი კი ჩვენი ოჯახის ახლობლები არიან.
- სასიამოვნოა. -ხელი ჩამოართვა ბიჭმა სათითაოდ. გულში კი გაიფიქრა ალბათ სუნ ნაღები თავად-აზნაურობა შეარჩიაო და თავისივე ნაფიქრზე ლამის ახარხარდა.
- კატო როგორ შეეჩვიე ახალ ოჯახს? - დაინტერესდა ერთ-ერთი სტუმართაგანი.
- ძალიან კარგად. რაც კი სითბო დამკლებია მთელი ცხოვრება ამ მცირე დროში ამინაზღაურა ლილიმ. - თვალები უციმციმებდა კატოს.
- ლილი ვინ არის?
- ჩემი დედამთილი. ვაღმერთებ ისე მიყვარს.
-დედამთილი? - გაიკვირვა ერთ-ერთმა. მეგონა კოტეს ცოლი გარდაცვლილი ყავდა.
- კოტე რა შუაშია? -გაიკვირვა კატომ და ტატოს დაჭიმულ ყბენს რომ შეხედა გული ეტკინა.
- რას ნიშნავს რა შუადია. კოტე ხოა შენი მამამთილი?
- არა. ბოლო წუთს ჩვენს გოგოს გემოვნება შეეცვალა. - დაასწრო ლეილამ და ხმამაღლა გადაიკისკისა ვითომდა სიტუაციის განსამუხტად.
- კოტეს რძლობას საფლავში წოლამერჩივნა. 7 თვეა რაც გათხოვილი ვარ და შენს ნაღებ საზოგადოებას წარმოდგენს არა აქვს ჩემს ქმარზრ. რაიყო შეგრცხვა? ტატო წავიდეთ. - წამოდგა კატო. - აქ არც უნდა მოვსულიყავით . გულს მირევ ლეილა.
- კატო მოიცა. - კარამდე დაედევნა ქალი. - არ წახვიდე გთხოვ. არასწორად გაიგე.



№1  offline წევრი ნაამა

აუ ძან ბოროტი და ქედმაღალია ეს ლეილა. რა შუაშია გვარი იქ სადაც სიყვარულია თან რომელი საუკუნეა ბოლოს და ბოლოს. კატო კი ძალიან მესაყვარლება ველი შემდეგს

 


№2 სტუმარი სტუმარი თაკო

რა პაწაწინა თავებია, გაზარდე რაა. ასე კუთხვას არანაირი აზრი არ აქვს. უფრო მეტად განავრცე ამ წყვილის ურთიერთობა და თავებიც გაზარდე

 


№3 სტუმარი Nino

Wakitxvis survili gekargeba ise uceb mtavrdeba.

 


№4  offline წევრი gabi du

დრო რამდენის საშუალებასაც მაძლევს იმდენს ვწერ. 3 6 წელზე ნაკლები შვილი მყავს. ჩემთვის ძალიან ცოტა დრო მაქვს სამწუხაროდ. მადლობა რომ კითხულობთ.

 


№5 სტუმარი სტუმარი სოფი

აუუუ მომკლა რაა დაწყებული არ მაქ მორჩა.სანამ არ დაამთავრებ აღარ შემოვალ აქ.ისე სრულად რაცაა იმას ვკითხულობ მარტო.არ მიყვარს ლოდინი ჩქარა ქენი რააა.მოიყვანე კატო გონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent