შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქორწილო კაბა (12 თავი)


11-11-2019, 20:37
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 760

მანქანაში ჩავსხედით მე დასანდრო, მე ძალიან დაძაბული და აღელვებული ვიყავი, როცა მანქანა დაიძრა ადგილიდან უკან მივიხედე და დავინახე ლუკამ ხელი რომ დაარტყა მანქანას გაბრაზებულმა, სანდრომ მე შემომხედა მე თავი დავხარე, მიხვდა რომ არ მსურდა გაჩერებულიყო, ამიტომ მანქანა გიჟივით გააქანა ტრასაზე.მე ჩუმად ვიჯექი და გზას გავყურებდი, თან ცრემლები მცვიოდა, ფიქრები დედას მიწვდა, მის უსულგულობას, სიცივეს, გულქვაობას და მეტად მტკიოდა გული, მეტად მიყინავდა სხეულს, მეტად მიწამებდა სულს, მისი გამოხედვა ერთი გამოხედვა საკმარისი აღმოჩნდა რომ გავენადგურებინე საბოლოოდ... თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი და ფანჯარა ჩამოვწიე, მაგრამ მაინც არ მეყო ჰაერი, მანქანა რომ გააჩერა სანდრომ მაშინვე გადავედი და მანქანას დავეყრდენი ცალი ხელით, ჰაერს ღრმად ვისუნთქავდი მაგრამ დამშვიდებას ვერ ვახერხებდი
-მარიამ-სანდრომ თავი ამაწევინა -თავს ნუ იტანჯავ
-დედა ყველაფერში მე მადანაშაულებს-ამოვისლუკუნე და ხმა ჩამიწყდა
-ახლა ძალიან ცუდადაა ის და დრო რომ გავა გაუნელდება ტკივილი, და მიხვდება რომ შეცდომა დაუშვა
-არა მის თვალებში მე სიძულვილი დავინახე
-მარიამ გეყოფა თავს ნუ იტანჯავ
-არ შემიძლია-ამოვიტირე და გულში ჩამიკრა მთელი ძალით, თითქოს უნდოდა მთელი ამ ტკივილისგან დავეხსენი, თითქოს ცდილობდა რომ დავეფარე ამ უბედურებისგან, მე წინააღმდეგობა არ გამიწევია, პირიქით ეს ჩემთვის დიდი დახმარება იყო, დავმშვიდდი თითქოს და ძალა მომემატა.
ლუკა სახლში გაგიჟებული ავარდა
-დედა გამომყევი-უთხრა მისავათებულ ქალს მბრძანებლური ტონით, თათიამ წარბები შეჭმუხნა და ისე ახედა თავზე წამომდგარ ბიჭს -დროზე-და წინ წავიდა ლუკა, თათია უკან მიყვა
-შენ რა გაგიჟდი? როგორ მიბედავ ასე ლაპარაკს
-მეკიარა შენ გაგიჟდი, მარიამს რატომ მოექეცი ასე-ლამის უყვირა ლუკამ
-იმიტომ რომ მისგამო მოკვდა ჩემი ქმარი
-მგონი სულ გაგიჟდი
-მისგამო...
-დედა შვილს ასე არასოდეს მოექცევა
-რას ბოდავ-უკივლა თათიამ
-იმას რომ მარიამს არ ექცევი ისე როგორგც დედა, როგორც ქალი, საერთოდ დაკარგე ადამიანობა
-რას ბოდავ მეთქი-საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან ქალი და ლუკას გაარტყა
-შენგან არ მიკვირს, არც იმ კაცისგან მიკვირდა ცემა და დარტყმა, ახლა გეტყვი ერთს და უკანასკნელს, ჩემთვის დიდ ხანია თქვენ მოკვდით ახლა მარიამისთვის მოკვდით -თათიამ კიდევ რომ აღმართა ხელი ლუკამ დაუჭირა უხეშად დააშვებინა და გარეთ გავარდა.
მე სანდროს ვთხოვე გაჩერებამდე მივეყვანე და იქ დავეტოვებინე მაგრამ იუარა
-სანდრო გთხოვ, მარტო მინდა დარჩენა
-მიგიყვან სადაც გინდა და არ მოვალ იქ გპირდები
-გთხოვ
-გპირდები
-არამეთქი, არმინდა ვინმემ იცოდეს სად ვარ, უნდა დავფიქრდე და გადავწყვიტო რა ვქნა
-მარიამ ნუ მეჯიუტები
-სანდრო
-მარიამ -შემომხედა გაბრაზებულმა, მე მაინც ჩემი გავიტანე და მანქანა გავაჩერებინე და გაბრაზებული გადავედი
-მარიამ რომ მიდიხარ ფული მაინც გაქ?
-მაქ-ვუთხარი ჯიუტად არადა კაპიკი არ მქონდა ჯიბეში
-აიღე-ას ლარიანი გამომიწოდა სანამ ჩამოვიდოდი მანქანიდან
-არ მჭირდება-შევხედე თვალებში გაბრაზებულმა
-რომ გექნება დამიბრუნე, არც იფიქრო რომ გაჩუქე-მე ფულს დავხედე, მერე მას შევხედე, ფული ავაცალე ხელიდან და მანქანიდან გადმოვედი,
-გთხოვ არ გამომყვე მარტო ყოფნა...-ვეღარ გავაგრძელე, ხმა ჩამიწყდა და ცრემლები მომაწვა, ამიტომ კარი მივაჯახუნე და გზის მეორე მხარეს გადავედი, ტაქსიში ჩავჯექი და დეიდასთან წავედი, თუმცა ღამის თორმეტ საათზე გამოვვარდი მისი სახლიდან ჩემი ხელ ჩანთით და ტირილით მივიკვლევდი გზას პარკში ,,მამაშენის სიკვდილში დამნაშავე შენც ხარ " ჩამესმა დეიდას სიტყვები ყურში ,,ჩემი და მართალია შენ ახირებებს შეეწირა კაცი" ისევ დეიდას ხმა ჩამკიოდა ყურში
-მარიამ-სანდეოს ხმამ გამაცია -ისევ იმედი გაგიცრუეს? -მკითხა და გვერდით მომიჯდა ცივ სკამზე -დეიდამაც დაგადანაშაულა, ბრალი დაგდო და გული გატკინა -მითხრა ჩემივე სათქმელი და თავი დახარა
-შენ აქ როგორ?-შევხედე მის პროფილს ცრემლიანი თვალებით
-უკან გამოვყევი ტაქს, მალევე გიპოვეთ
-და აქ ხარ შუადღიდან?
-სადაც შენ ხარ მეც იქ ვარ-მხრები აიჩეჩა და სიგარეტი ამოიღო
-რატომ ხარ ასეთი კარგი? -ამოვისლუკუნე
-კარგი არ ვარ, უბრალოდ ძალიან მიყვარხარ
-შემომხედა და წამში ამარიდა თვალი აიგარეტს მოუკიდა და თვალები დახუჭა თავ აწეულმა -წამოხვალ ჩემთან? -
შემომხედა ეშმაკური ღიმილით, მე თავი დავხარე -თუ აქ აპირებ ცხოვრებას?
-წამოვალ-ვუთხარი ატირებულმა.
სანდრომ თავის ბინა დამითმო



№1 სტუმარი თიკა

ამ საიტზე რამდენიმე ისტორიას ვკითხულობდი რომელიც ძალიან მომწონდა მაგრამ მათ შუაგზაში შეწყვიტეს წერა დიდი იმედი მაქ რომ ამ ისტორიის შეწყვეტას არ კი იფიქრებ ???
ხოლო რაც შეეხება ისტორიას ძალიან კარგია მინდა სულ ვიკითხო და არ დამთავრდეს <3 მინდა რომ სანდროც ბედნიერი იყოს და მარიამიც, ოღონდ ერთად

წარმატებები და მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავებს

 


№2  offline მოდერი ნეაკო

დარინა
მარიამი მგონი ნელნელა სწავლობს სანდროსთან ურთიერთობას, მომწონს სანდრო როგორც იქცევა მიუხედავად ყველაფრისა თავს რომ არ ანებებს და ცდილობას მარიამის ტკივილი გაითავისოს, ყველაზე მეტად მინდა რომ სანდროს პერსონაჟი იყოს ბედნიერი.

ვნახოთ, ჯერ ყველაფერი წინ არის,მარიამს კიდე ბევრი იმედგაცრუება ელის

თიკა
ამ საიტზე რამდენიმე ისტორიას ვკითხულობდი რომელიც ძალიან მომწონდა მაგრამ მათ შუაგზაში შეწყვიტეს წერა დიდი იმედი მაქ რომ ამ ისტორიის შეწყვეტას არ კი იფიქრებ ???
ხოლო რაც შეეხება ისტორიას ძალიან კარგია მინდა სულ ვიკითხო და არ დამთავრდეს <3 მინდა რომ სანდროც ბედნიერი იყოს და მარიამიც, ოღონდ ერთად

წარმატებები და მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავებს

მიხარია რომ ასე ძალიან მოგწონთ და კითხულობთ, შეწყვეტას ნამდვილად არ ვაპირებ, აუცილებლად დავასრულებ, უბრალოდ ვერ მიხერხდება ხშირად ატვირთვა

ბოდიშ გიხდით რომ 11 თავი შეცდომით ,,გაყიდული სული" ამ სათაურით გამოვაქვეყნე, რაც შეეხება ამ ისტორიას სამწუხაროდ ვერ ვტვირთავ ხშირად

 


№3  offline წევრი khatia khatia

ვაიმე სასწაულია ეს ბიჭი და რა ვქნა ეს გოგო კიდე მედებილება რაღაც ბიჭი ყველაფერში გეხმარებოდეს ყველაფერს გიკეთებდეს და ყველაფერს გისრულებდეს დებილი უნდა იყო რომ არ გიყვარდეს❤
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ყველა გზა სანდრომდე მიდის მარიამ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent