შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცარიელი ფურცელი (თავი 8)


11-11-2019, 23:25
ავტორი შმაგი-ს
ნანახია 1 137

არაფერი მახსოვს ამ დღეებში რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში რადგან, ავარიაში მოვყევი, მეუბნებაინ რომ არაფერი არ არის საშიში, მაგრამ არაფერი მახსოვს ვინ ვიყავი, რას ვაკეთებდი ხშირად და რა უნდა მექნა ყოველ დღე. დაბნეული ვარ. ყოველ დღე ვიღაც ჩემთვის უცნობ ადამიანებს ვხედავ მესალმებიან და მეკითხებიან თუ როგორ ვარ. მე რა თქმა უნდა თავსაც ვიტყუებ და მათაც ვატყუებ რომ კარგად ვარ.
საღამოს როგორც მითხრეს გავდიოდი ჩემს შეყვარებულთან ერთად სასეირნოდ ხოლო მე არ ვიცი ვინ იყო, არის ან იქნება ჩემი შეყვარებული. არ ვიცი რა ვქნა ამიტომ გადავწყვიტე გადამეხედა ძველი ფოტოებისათვის. უფრო ჩემი და მაშოს ფოტოები წერილები და მაშოს სიყვარულით აღსავსე სახე დავინახე იმ ფოტოებში რომებშიც მე მიყურებდა. მისი თვალები ისე მითრევდა, რომ მეგონა თითქოს კოსმოსში ვიყავი და ვარსკვლავებთან ერთად დავფრინავდი. ფიქრები გავფანტე, შევეცადე რომ გამეხსენებინა სად ცხოვრობდა მაშო, რომ მივსულიყავი და დავლაპარაკებოდი. გამოვედი გარეთ, ვფიქრობ რომ გამახსენდება უფრო იმ შემთხვევაში თუ ვნახავ ადგილებს სადაც ვიყავი, ფოტოგრაფიული მეხსიერება თუ რაღაც ასეთი, გავედი თუ არა ეგრევე მაშო დავინახე და დავუძახე.
-მაშოო!
-საბა რა გინდა შენ გარეთ?
-არაფერი მაშო გამოვედი გარეთ იქნებ გამახსენდეს რამე.
-მოიცა ჯერ კიდევ არაფერი გახსოვს?
-ნუ არაფერი როგორ, შენ მახსოვხარ ბევრი რამ არა მაგრამ ერთად რომ დავდიოდით სულ ეგ მახსოვს და რაღაც რაღაცეები თორე ისე ბევრი არაფერი.
-ანუ?
-არაფერი არ მახსოვს და გეხვეწები დამეხმარე.
მაშომ ჩაიცინა და მითხრა.
-წამო-წამო.
-მისმინე მაშ ოდნავ მომიყევი ჩემს თავზე.
-დავიწყოთ. შენ ხარ ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ბევრი თაყვანისმცემელი გოგოთი რომელებიც ყველა შენს აღნაგობაზე ან ხმაზე გიჟდებიან და არის მხოლოდ ერთი პიროვნება რომელსაც უყვარხარ მთელი გული და სულით და შენ შტერივით და დებილივით ვერ ამჩნევდი და ბოლოს და ბოლოს როცა შეამჩნიე მერე ავარიაში მოყევი და ყველაფერი დაგავიწყდა. ყოჩაღ!
-რამეზე გაბრაზებული ხარ ჩემზე?
-არა შენი ბრალი არფერია.
-ეგ მითხრეს.
მე ავდექი და უეცრად მაშოს ვაკოცე, აღარ შემეძლო არაფერი რადგან მის თვალებში ვიკარგებოდი და ვიცოდი რომ თავიდანვე რაღაც გრძნობა მქონდა მის მიმართ.
მაშოს წინააღმდეგობა არც გაუწევია და არც გამკვირვებია ის გოგო რომელიც ვერ შევამჩნიე რომელსაც მთელი არსებით ვუყვარდი სულ ჩემ ცხვირ წინ ყოფილა.
თავში ის აზრი მიტრიალებდა, რომ ხელის დარტყმას არ ავცდებოდი. მე სულ მაშოზე ვფიქრობდი ვის ახსოვდა ანჩო? ანჩო უკვე წარსული იყო ჩემთვის ხოლო მომავალი კი მაშო. ვიცი რომ მე და მაშო ერთად ვიზრდებოდით მაგრამ, ეს სულ არ მაწუხებდა რადგან არაფერი მახსოვდა.
-საბა მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ. დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში სულ მიყვარდი და ვიცოდი რომ ყველაფერს გავაკეთებდი შენთვის. მთასაც კი გადავდგამდი მხოლოდ იმის გამო რომ გეთქვა „აუ ეს მთა აქ რომ დგას არ მომწონს და ამიტომ დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში რომ მიყვარხარ.
ერთად გავატარეთ რამდენიმე დღე არავინ არაფერს ეჭვობდა, ფიქრობდნენ რომ მაშო მეხმარებოდა ყველაფრის გახსენებაში მაგრამ არცკი იცოდა ხალხმა რომ ერთად ვიყავით. მხოლოდ ერთი რამ მოხდა იმ 5 დღის განმავლობაში როდესაც მე და მაშო ერთმანეთს გამოვუტყდით სიყვარულში რომ ანჩომ დაგვინახა თუ როგორ ვკოცნიდით ერთმანეთს.



№1  offline წევრი Niniko11

ოუუ ბეიბიი კარგია ძაან ♡♡♡
მიხარია რომ დაბრუნდიიი...
ველი ახალ თავს მოუთმენლაად:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent