ცოდვების ხარჯზე... (სრულად)
გამაღიზიანებლად ნელა ემზადებოდა თვითმფრინავი დაჯდომისთვის. ისედაც რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ გაშეშებული ქონდა სხეული, ამას დამატებული მომატებული ლომკა და უკვე წამების თვლაზე იყო გადასული სანამ ნაცნობ სახეებს დაინახავდა. კიდევ რამდენიმე წუთი ეწამა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა აეროპორტის დერეფანში. ხელბარგის მეტი არაფერი ქონდა თან, ამიტომ ჩემოდნის მომაბეზრებელ ლოდინს აცდა და პირდაპირ გაემართა გასასვლელისკენ. გზაშივე დაინახა მისი ახალი დამქაშები და ხელის დაქნევით იხმო თავისკენ. წამში მიუთითეს მათაც შავი ჯიპისკენ და მალევე გავიდნენ გზაზე. კოპიტნარში თავსხმა წვიმისგან გზები საკმაოდ დატბორილიყო, წვეთები მთელი მონდომებით ეხეთქებოდნენ მანქანის ფანჯრებს და შემოსვლას ლამობდნენ. მოცმული ტყავი შეისწორა მამაკაცმა და ბრძანების მოლოდინში გაყურსულ ბიჭებს გადახედა. -აბა? რა მდგომარეობა გვაქვს? -ბატონო ალექსანდრე .... -სანდრო_მაშინვე შეაწყვეტინა ბიჭს და თვალებში ახედა. -ბატონო სანდრო, მოკლედ ვალის მხოლოდ 40% ამოღება მოვახერხე, ბახალას გარეშე ცოტა რთულია საქმის კეთება, ჩემი არავის ეშინია , იციან ბახალა აქ ჩამომსვლელი აღარაა და სადავეები აუშვეს. არადა ყველაზე მომგებიანი დროა, ნაგაზის კლიენტურაც უგზო-უკვლოდ დადის_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და უფროს გამოხედა. -შენ რა გქვია? -კონსტანტინე. -ხოდა ჩემო კოსწია, დღეიდან შენ ჩემი მარჯვენა ხელი ხარ, სადაც წავალ იქ იქნები და იმ იდეებს მომახსენებ რაც მაგ თავში გიტრიალებს. ახლა ის მითხარი სად მივდივართ, რომელი ბინაა უსაფრთხო? -ჯერ-ჯერობით ყველა, არავინ იცის რომ ჩამოხვედით. -ძალიან კარგი, მირჩევნია პირდაპირ ნაბი*ვრებს დავადგე, მაგრამ ჩემი და რომ არ ვნახო და ისე გაიგოს ჩამოსვლის შესახებ ჩათვალეთ ერთი ზედმეტი ტრუპი გყავთ აკიდებული. -ქალბატონ ლილუსთან მივდივართ_მძღოლს გადახედა ბიჭმა. -ჰმ, ქალბატონი, ცოტა უკლია იმ თხაჯანას ქალბატონობამდე_ჩაეცინა სანდროს და დის სახე წარმოიდგინა მისი დანახვისას. უკვე ერთი წელი სრულდებოდა მშობლიური ქუთაისი არ ენახა, თითქმის 30 წელს მიტანებულს ქალაქის ყველა ქუჩასთან რაღაც მოგონება აკავშირებდა და წარსულის მონატრება კისერში უჭერდა. განუყრელი მეგობრის ღალატი ჯერ კიდევ არ ილექებოდა გონებაში, ტვინი ამ ინფორმაციის მიღებაზე უარს ამბობდა. როგორ იფიქრებდა მაღლაფერიძე ამდენს თუ გააკეთებდა. გიორგი, სანდრო და ვაჩე სკოლიდან ერთად იზრდებოდნენ, ვაჩეს ისეთი რამ ჰქონდა გადატანილი ბიჭები რომ არა, შეიძლება ცხოვრება სულ სხვაგვარად გაეტარებინა. გიორგი და სანდრო მეზობლები და ძმაკაცები იყვნენ, შემთხვევით წააწყდნენ ქუჩაში როგორ ართმევდნენ ისედაც ძლივს შეგროვებულ ორ ლარს უფროსი ბიჭები და ისე მოეწონათ ვაჩეს შუპოვრობა დაიმეგობრეს, არც მაშინ მიუტოვებიათ მისი ოჯახის და სიღარიბის შესახებ რომ გაიგეს და არც მაშინ ვაჩემ ბახალად გახდომა რომ გადაწყვიტა. ორივე წარმოიდგენდა თავადაც რომ იგივეს გააკეთებდნენ და გვერდში დაუდგნენ. გიორგის მზერას სანდრო ნარკოტიკს აბრალებდა და სერიოზულად არც მიუღია, იქნებ რომ მიეღო მის დას ასეთი სიმწარე არ ენახა. არეული ფიქრები მანქანის კარის გაღებამ შეაწყვეტინა. კონსტანტინე ჩასულიყო და მამაკაცის გადასვლას უცდიდა, ლამაზი გალავანი შემოეყოლებინათ პატარა საკუთარი სახლისთვის, კოპიტნარისგან განსხვავებით აქ არ წვიმდა და ამიტომაც ისმოდა ალბათ ეზოდა ხმამაღალი შეახილები. შიგნით რასაკვირველია ვერ შევიდა და ტყუპების დაყენებულ თავდაცვის მექანიმე თვალები აატრიალა. არის ღილაკს დააწვა და რამდენიმე წამში გაისმა კიდევაც დინამიკში ლილუს უდარდელი ხმა. -ვინ ბრძანდებით? -არ მეგონა ძმისთვისაც თუ იყო კარი დაკეტილი_ღიმილი მოერია ბიჭს და ლილუს შეძახილმა გაახალისა. -სანდროოო_უკვე ეზოდან ისმოდა შეძახილები და მალევე გამოიღო დიდი გალავანის კარი. ძლიერად მოეხვია ძმას და კისერში ჩამალა თავი. -ნელა არანორმალურო, ნელა, გაიჭყინტა ბავშვი, რამხელა ხარ ეეე, კამერაში სულ სხვანაირი ჩანდი_საკმაოდ გამობერილ მუცელზე დაუსვა ხელი -მამამის გავს ჭამაში_თავი იმართლა გოგომ. -ხო ხო რა თქმა უნდა, შენ ხომ ჭამა არ გიყვარს_სიცილით მოხვია ხელი დას და ეზოში დააბრუნა. -გამარჯობა ქერა_ხელი აუწია ეზოში მოტრიალე ნენეს, რომელიც პატარა, ხუჭუჭა, ახალ ფეხადგმულ ბავშვს დაზდევდა შიშით. -როდის ჩამოხვედი? -პირდაპირ აეროპორტიდან მოვდივარ_მოწნულ სკამზე მოთავსდა დაღლილი -რომ არ მენახე სამუდამოდ გადამასახლებდი. -სწორია, როგორც იქნა, გახსოვს ჩემი ხასიათები, უკვე ერთი წელი გავიდა ბოლო ჩამოსვლიდან. -ამჯერად დიდი ხნით ვარ_სიგარეტი ამოიღო მოსაწევდა, თუმცა მუცლიან დასთან ჯობდა თავი შეეკავებინა და უკან ჩააბრუნა, წამალს მაინც იმდენად ყავდა დამშვიდებული სიგარეტს ვინღა დაეძებდა. -ხომ მშვიდობაა?_წარბები შეკრა ლილუმ. -ჩემთან შეიძლება ომი იყოს? რაღაც საქმეებია რა, ტყუპები? -უჰ, ეგენი სახლში როდის არიან_ხელი აიქნია გოგომ, -წუხელი მორიგეობდნენ და წესით უკვე აქ უნდა იყვნენ, მაგრამ ეტყობა ისევ რაღაც გამოჩნდა. -როგორ ეგუები?_მოწყენილი და ცუდად მიიღო მისმა გონებამ. -მიყვარს და ვუყვარვარ, იმ დროს ვიმყოფინებთ როცა ჩემთანაა, სამსახურზე არასდროს ვიეჭვიანებ, მას მისი საქმე აქვს მე ჩემი, როცა მჭირდება სულ გვერდით მყავს, არცერთი ექიმის ვიზიტი გამოუტოვებია, არცერთი ეხოს გადაღება, როგორც შეუძლია ცდილობს და ეს ჩემთვის საკმარისია_მხრები აიჩეჩა ლილუმ და ვერაფრით დამალა თვალებში მომდგარი ბედნიერების სხივები. -კიდევ .... -ჩვენი გოგოები ჩვენთაან_იოანეს ღრიალმა შეაწყვეტინა სანდროს სიტყვა და გამოჩნდა კიდევაც ბიჭი გარაჟის მხრიდან. -ეს ისეთივე არანორმალურია_თავი სიცილით გადააქნია სანდრომ -რა შეცვლიდა_ღიმილით წამოდგა ლილუც და ბედნიერი სახით შეძლებისდაგვარად სწრაფად წავიდა ქმრისკენ. მანაც მაშინვე მოხვია ხელები და ლოყები დაუკოცნა, თუმცა სანდროს დანახვაზე წამში შეეცვალა მზერა. -არა, არა და არა, არც კი გაბედო_ხელების ქნევით მიუახლოვდა ცოლი ძმას. -კარგად ვიფრინე გაბრიელ მადლობა_სიგარეთს მოუკიდა ცალ თვალ მოჭუტულმა. -სამი დღეა უკვე რამდენიმე ზარი მივიღეთ ბახალას შემცვლელზე და ლამის მთელი ქალაქი დავაყენეთ ფეხზე მზად რომ დავხვდეთ და ახლა უცებ არსაიდან შენ ჩნდები? ჯანდაბა, სანდრო არ გინდა რა. -მოდი მხოლოდ ერთს გეტყვი, მე აქ მხოლოდ ისე ვარ როგორც ლილუს ძმა, დანარჩენი ყველაფერი რაც ვა.. ბახალას ეხება გარეთ დავტოვე. -თუმცა როგორც კი გახვალ დაიბრუნებ არა?_იოანემაც მოისრირა შუბლი. -ხოდა როგორც კი მოვახერხებ ისე დაგიჭერ როგორც ბახალას საქმეების გადამბარებელი და შენს სიძეს მეც სახლში დავტოვებ. -შევთანხმდით_ხელი გაუწია ჩამოსართმევად, -ოღონდ თუ დამიჭირე_თვალი ჩაუკრა გაბრიელს, დას კიდევ ერთხელ მოეხვია და უკვე ხასიათ გაფუჭებული გაემართა მანქანისკენ. -აბა კონსტანტინე, დროა ზოგზოგიერთის დედები მოვიკითხოთ_ხელები ერთმანეთს შემოკრა სანდრომ და მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი. (1) საწერ მაგიდას მიჯდომოდა სანდრო და წარბშეკრული დაჰყურებდა წინ გადაშლილ ფურცლებს. დატუქსვის მოლოდინში კონსტანტინე თავჩახრილი იჯდა წინ და უფროს ელოდა. -ვინ მოიფიქრა წამლის ამ ღლაპებზე გასაღება? ტრუპი გვინდა თუ რა? ბახალამ ხომ გასცა მითითებები გაყიდვებზე? არც იმდენად უსინდისოები ვართ მაყუთის ხარჯზე ბავშვების ტრუპები ავიკიდოთ_თავი გადააქნია სანდრომ და გაბრაზებულმა მიყარა ფურცლები, სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარასთან დადგა. -ის არ გვაკლდა ამდენი დრო რომ გავიდა, ახლა სტუდენტებიდან პროცენტებიც უნდა ამოვიღოთ, შენ იცი ეს რას ნიშნავს კოსწია? არ იცი, უადგილო და ირონიულია ჩემგან სინდისზე ბაზარი, მაგრამ ჩვენ ისედაც დამპალ სულს სწორედ ესღა აკლდა_თავი დახარა მომავალი დღეები რომ წარმოიდგინა და უცნაურად გასცრა ტანში. რაც დას შეურიგდა მსგავს საქმეს აღარ შეჭიდებია, თითქოს იყო წამები როცა ენატრებოდა, როცა ლომკაში ჩავარდნილს წამლის გამო სულის გაყიდვა შეეძლო, მაგრამ კიდევ იყო რაღაც რაც არ ასვენებდა, მთელ სხეულს უნგრევდა, მსგავს მომენტში ყოველთვის ლილუ უდგებოდა თვალწინ და ვეღარაფრით იშორებდა, წამალს აბრალებდა მაღლაფერიძის გაგიჟებას და ძალადობას და ხანდახან ლამის გულისრევამდე მიდიოდა. როგორ უნდა ამოეღო ვიღაც იდიოტი სტუდენტებისგან ათასობით ლარი დასახიჩრების გარეშე? ამოიხვნეშა და უკვე ჩამწვარი ღერი ფანჯრიდან მოისროლა. სხვა გზა არ იყო, ვაჩეს ვერ უღალატებდა, აღარ ქონდა მნიშვნელობა ეს ყველაფერი სიამოვნებდა თუ არა, უნდა გაეკეთებინა ის რისთვისაც დაბრუნდა. -წავედით_მობუზულ კონსტანტინეს გადახედა და თვალით რაღაც ანიშნა. ბიჭიც მაშინვე მიხვდა და პატარა ჩემოდნით სამი იარაღი დაანახა. სამივე მოსინჯა ხელში სანდრომ და გადატენა, მოპირდაპირე კედელსაც დაუმიზნა და მხოლოდ ერთი შეარჩია, თითქოს პატარა და მოხერხებული ჩანდა, ქამარშიც იოლად დაიმაგრა და უკვე კმაყოფილმა დატოვა სახლი. მალევე გააჩერეს მანქანა სასახლის მაგვარ სახლთან, დაცვის ბიჭებიც შეამჩნია სანდრომ გადმოსვლისას და შუბლი შეკრა. ხელი დაუქნია კონსტანტინეს და ისიც წამში გვერდით ამოუდგა. -ეს ჩათლა*** როდის გაბლატავდა ასე? -ბხალადან აღებულ ტავარს ყიდიდა, მაგრამ ამდენს ნამდვილად არ ყიდულობდა, ჯერ კიდევ ვარკვევ რას ჩალიჩობს. -ჯანდაბააა, ბარიგობს ბიჭიი? თან გაორმაგებით, რაღაცას ურევს ეს პიდარა**ტი. -ჯერ ვერ გავარკვიეთ რას_თავადაც დაუძახა ორ ახმახს და სანდროს უკან შეაყოლა ეზოში. ვინაობის გარკვევის შემდეგ ერთ-ერთი ბიჭი შევიდა სახლში და უფროს დაუძახა. -ეს ვინ მოსულა_ირონიული ღიმილით შეხვდა კაცი სანდროს. -კარგია არა ბატონო დავით სხვის ხარჯზე გამდიდრება?_არც სანდრომ დააკლო და ამრეზით დახედა გამოწვდილ ხელს -ანუ უფროსმა თავისი ერთგული ფინია გამოგზავნა?_სიცილი აუტყდა კაცს -ხომ იცოდი, რომ ერთ დღეს მოგაკითხავდა? -ხახვი არ დამაჭრათ *ვერებზე, მე ის დავითი აღარ ვარ ორას ლარზე რომ გეხვეწებოდათ რამდენიმე გრამს, ჩემთან ომს არ გირჩევთ, შენს უფროსს გადაეცი, რომ სადავეები უკვე დაკარგა და ისე აახვიეთ აქედან თითქოს არც ყოფილხართ. -ხომ იცი რომ ასე იოლად არ ჩაივლის ეს დიალოგი და ისევ მოვალ? -როგორც მოხვალ ისე დაახვევ უკან_თვალი ჩაუკრა კაცმა და ორი თითის მიდებით, სამხედრო სალამით დაემშვიდობა. ოთხ ახმახთან ვერაფერს გახდებოდა სანდრო და ამჯერად უკან დახევა მოუხდა, თუმდა აუცილებლად ისევ მოვიდოდა, ტვინში აასხა დავითის დამცინავმა სახემ, თანაც კაცს თითქმის მილიონი ქონდა გადასახდელი და ასეთ ფულს არავინ შეარჩენდა, საკითხავი იყო ვისი იმედი ქონდა ასე რომ ქონდა თავში ავარდნილი. გამწარებულმა მოიჯახუნა სანდრომ მანქანის კარი და არც გინება დაუკლია. -შემდეგი ვინ არის_დაძაბული ხმით გადახედა კონსტანტინეს. -ვიღაც პაცანი გიორგია, სახლი შეიცვალა, არც ტელეფონი დავიწყებია და ახლა ერთადერთი უნივერსიტეტი დარჩა, ალბათ ჰგონია იქ არ მივაკითხავთ_ჩაეცინა ბიჭს. -ტყუილა გონია, წავედით, მეტიც არ მინდა ამ გამწარებულ გულზე შემომელაპარაკოს. უამრავი ახალგაზრდა ირეოდა წერეთლის ეზოში, მხიარულად ატარებდნენ გარეთ დროს და უმეტესობას სულაც არ ადარდებდა მოახლოებული გამოცდები. მზიანი ამინდი გართობისკენ მოუწოდებდათ და არც ამბობდნენ უარს. -ნეტა რა უხარიათ_მობეზრებული სახით გადახედა ხალხს სანდრომ. -პრობლემების ნაკლებობა უფროსო_ფურცლებს შლიდა კონსტანტინა, -აი ვიპოვე, ამ ყმაწვილს ვეძებთ_ფოტო დაანახა კაცს და თავად ეზოს თვალიერებას მოყვა. -ვერ ვიტან ფოტოთი ხალხის ძებნას_ცხვირი აიბზუა სანდრომ და მანქანიდან გადავიდა. -იქ არის_თითი გაიშვირა კოსწიამ და მაშინვე დაინახა ერთ-ერთი კორპუსიდან გამომავალი ბიჭი. ლაპარაკ-ლაპარაკით მოდიოდა და საერთოდ არ ჩანდა უკან დამალული მოსაუბრე. -გამარჯობა, ბატონო გიორგი_ირონიული ღიმილით დაადგა სანდრო თავზე და სიამოვნებით ჩაეღიმა ბიჭის შეშინებულ სახეზე. -ამის დეედაც_წამსვე შედგა ბიჭი -ეგ არამგონია ნაწარმოებში ეწეროს_საკმაოდ ძლიერი და მაღალი ხმა გაისმა ბიჭის ზურგს უკან და გამოჩნდა კიდევაც ავტორი. გაკვირვებულმა დახედა სანდრომ პატარა გოგოს, სიმაღლეში მეტრი სამოცი ძლივს იქნებოდა, გამხდარი ტანი კიდევ უფრო პატარას აჩენდა, წაბლისფერი თმა და თაფლისფერი თვალები კი კიდევ უფრო ჩვეულებრივს ხდიდა, სათვალე დაეკოფსებინა და ჯერ კიდევ წიგნში თავჩარგული საუბრობდა. -სოფია, სხვა დროს გავაგრძელოთ კარგი?_ხმაში კანკალი დაეტყო გიორგის და გოგომაც მაშინვე ამოსწია წიგნიდან თავი. წამიერად შეათვალიერა სანდრო და განუყრელი კონსტანტინე და გიორგის მხრების აჩეჩვით გადახედა -იცოდე ხვალაც თუ ვერ ჩააბარე დახმარებისთვის მამა ზეციერს ვეღარ გამოვიძახებ, ეს წიგნი დღეს უნდა წაიკითხო_ისევ წიგნს ჩახედა ინტერესიანი სახით და ისე წავიდა გაჩერებისკენ. არ შეეძლო სანდროს მისთვის თვალი არ გაეყოლებინა, ვერაფრით მიხვდა ასეთ პატარა გოგოს ასეთი ძლიერი ხმის ტონალობა როგორ ქონდა, თუმცა მალევე გაახსენდა სად და რისთვის იყო და ისევ ბიჭს მიუბრუნდა. -არ გეკადრება ასეთ მოწადინებულ ბიჭს ცუდ საქმეებში გარევა ყმაწვილო_წარბ აწეულმა დახედა ერთი თავით დაბალს და გაეცინა რომ შეხედა როგორ დაეკარგა ბიჭს სახეზე ფერი. -ვიცოდი, რომ ასე იოლად ვერ გამოვძვრებოდი_თავი გადააქნია გიორგიმ და სიმწრით გაეცინა. -მე ისიც მიკვირს დამალვის იმედი რომ გქონდა, თანაც ქუთაისში. -დრო მოვიგე_უკვე საცოდავი სახე მიეღო და მუდარით ამოხედა სანდროს, -ერთი თვე მომეცით. -მაინც კარგია ისედაც ცოტა დროს სისულელეების ტლიკინში რომ არ ხარჯავ_სიგარეტი ამოიღო სანდრომ, -ორ კვირას გაძლევ, მეტიც არ მინდა ისევ მალვები დაიწყო_თითი დაუქნია ბიჭს და მანქანისკენ შებრუნდა. შემდეგი მყიდველი უნდა ეკითხა ვინ იყო მობილური რომ აზუზუნდა. -გისმენთ_ბრაზისგან დაბოხებული ხმით უპასუხა. -სანდრო, უნდა შევხვდეთ_მკაცრი ხმა ჰქონდა გაბრიელს. -გაგიმარჯოს სიძე ბატონო, გმადლობთ, კარგად ვარ, ჰავასაც შევეჩვიე და არც დღე-ღამე ამრევია. -არ მეცინება, სერიოზული საქმეა. -სად და როდის_ამოიხვნეშა სანდრომაც. -ახლავე, სახლში არ მოხვიდე, მე თვითონ მოგაკითხავ და ბინაში დამხვდი. -იცი სად გავჩერდი?_ცოტათი გაუკვირდა სანდროს. -როდის ისწავლი ვის ელაპარაკები_ბუზღუნით გაუთიშა გაბრიელმა და კაციც მანქანაში მოკალათდა. მალევე დაბრუნდა უკან, წამითაც არ უფიქრია რატომ უნდოდა ტყუპს მისი ნახვა, არაფერი ქონდა ხელთ და ტყუილა ფიქრით ტვინის გადაღლა არ უნდოდა, ფანჯარასთან მდგომმა კიდევ ერთი ღერი ამოიღო და ისევ ფურცლებს დახედა, ჯერ კიდევ ბევრი საქმე ქონდა წინ. გეგმების დაწყობაში იყო პირდაპირ რომ შემოაღეს კარები და წინ ორივე ტყუპი გამოჩნდა. -იქნებ დაგეკაკუნებინათ_მაგიდასთან მდგომ სავარძელში მოკალათდა სანდრო -ღია კარებზე არ ვაკაკუნებ_დაძაბული ხმა ქონდა გაბრიელს და ჯიბეში ფოტოებს ეძებდა. -ლილუ ხომ კარგადაა?_ტყუპის სახეზე წამიერი ტკივილი იგრძნო სანდრომაც გულის არეში და ფეხზე წამოდგა. -აქ როგორც შენი სიძე ისე არ ვარ, ხომ თქვი ეგ მხოლოდ სახლშიო, ამჯერად როგორც გამომძიებელი ისე მოვედი, რომელმაც იცის რომ საქართველოს ერთ-ერთი ბარიგა დაუბრუნდა. გთხოვ მითხარი რომ ამაში შენი ხელი არ ურევია, მითხარი რომ 7 თვის ორსულ ცოლზე არ მომიწევს იმისი თქმა, რომ მისი ძმის კისერზე ორი 17 წლის ღლაპის გვამია_ღრიალამდე მისული ხმით დაყარა ფოტოები მაგიდაზე და წარბშეკრულმა სანდრომაც იქეთ გაიწია. სურათებზე ორი ბიჭი იყო ასახული, ჯერ მანქანაში პირიდან დუჟ გადმოსულები, შემდეგ უკვე გაკვეთის მაგიდაზე მწოლიარეები. -მე რა შუაში ვარ?_ჯერ კიდევ ფოტოებს ათვალიერებდა ისე იკითხა. -უკვე რამდენი ხანია მსგავსი შემთხვევა არ გვქონია, უფრო ზუსტად რაც წასულიხარ, გუშინ ჩამოხვედი და დღეს ორი საათის წინ აი ეს დაგვხვდა, მითხარი რომ გარეული არ ხარ_არც იოანეს ხმაში ჩანდა ჩვეული მხიარულება. -ჯერესერთი, ზედმეტი მოგდით, მოდიხართ აქ და პატარა ბავშვივით მკიცხავთ, მეორეც თუ როგორც გამომძიებელი ისე მოხვედი იდიოტური შეკითხვებით ნუ მოძრაობ, ხო აი ახლავე დაგეთანხმები და ჩემი ნებითვე გამოგყვები შენს განყოფილებაში, მესამეც, გითხარი საქმიდან გასულები ვართთქო_მუჭი დაარტყა მაგიდას სანდრომ. -გიკვირს რომ არ გენდობი?_წარბი აწია გაბრიელმა. -კოსტაა_ბოლო ხმაზე იღრიალა ბიჭმა. -აქ ვარ_წამში გამოვიდა გვერდით ოთახში მყოფი ახალგაზრდა და უფროსებს მიუახლოვდა. -რამდენი ხანია წარმოება შევწყვიტეთ? -თითქმის ორი წელია, რაც ბახალამ ქვეყანა დატოვა_ტყუპებს გადახედა კონსტანტინემ და გაკვირვება რომ არ დაეტყო მაშინვე მიხვდნენ ძმები ბიჭი რომ იცნობდათ. -მაშინ მიპასუხე ეს რა არის_მაგიდაზე გაასრიალა გაბრიელმა პატარა პაკეტი, რომელშიც მორჩენილი თეთრი ფხვნილი მოჩანდა. -სად იპოვეთ?_წარბ შეკრულმა აიღო ნივთი სანდრომ და გამოსახულ ბახალას ინიციალს გადაუსვა თითი. -გვამის ჯიბეში. -გაბრიელ მისმინე, _პაკეტზე თვალი არ მოუშორებია ბიჭს ისე დაიწყო ლაპარაკი, -არ გატყუებ აქ ბიზნესის გასაგრძელებლად არ ვარ, ბახალას ვალების დაბრუნება უნდა, სამ მილიონამდე აქვს ამოსაღები, ამასაც შინაურულად გეუბნები, ისიც მეყოფა მე რასაც ვიხმარ, ცოლს დაპირდა გესმის? მარ..... ის გოგო იმ პირობით შეურიგდა რომ საქმიდან გავიდოდა, ისედაც რამდენიმე მილიონი დაუგროვდა ამდენი კაცის ცოდვის ხარჯზე და ახლა მშვიდად ცხოვრობს თავის ცოლ-შვილთან. ამ სამ მილიონსაც გადავურიცხავ და დამიჯერე საქართველოს საერთოდ დაიკიდებს. -მაშინ ეს რას ნიშნავს? ბახალას ემბლემას სხვა არ გამოიყენებდა. -ფაქტია ვიღაცამ ჩემი ჩამოსვლით ისარგებლა_დაფიქრებულმა დახედა ისევ პაკეტს, -შეგიძლია ეს დამიტოვო? -დაიტოვე, ჩვენ საკმარისი გვაქვს და იცოდე, არც კი გაბედო ლილუს რამე გააგებინო, ისედაც რთული ორსულობა აქვს და მეტი არაფერი მინდა სანერვიულო მიზეზი მიეცეს_თითი დაუქნია სანდროს და მალევე დატოვა ბინა. წარბშეკრული ფიქრობდა სანდრო რამდენიმე წუთი და ბოლოს გაშეშებულ კონსტანტინეს გახედა. -ამ სიიდან ისინი ამომიძებნე ვისაც დიდი პარტიები მიჰქონდათ, ისიც გამირკვიე გაყიდვა ვინ დაიწყო, ეს ანალიზზე გაუშვი რისგან შედგება და ბოლოს ბახალას რაც შეიძლება ჩუმად დაუკავშირდი, ვიღაც პიდარ**** მაგარ მაყუთზე ჩალიჩობს და თან ცდილობს ხელები ჩვენ შეგვაწმინდოს_თავით ანიშნა მოვრჩი საქმეს შეუდექიო და ფანჯარას მიუახლოვდა. მზის ჩასვლისას საოცარ ფერებს იღებდა ცა, რა პრობლემაც არუნდა გქონოდა, ისე გიზიდავდა თავისკენ ყველაფერს გავიწყებდა და ფერებში გაიძულებდა ჩაძირვას. (2) ფრთხილად გადაატრიალა კარის სახელური კონსტანტინემ და ჩუმად შეიპარა სახლში. ბოლოწუთამდე ეგონა, რომ უფროსი დაძინებული დახვდებოდა, თუმცა არა, პირიქით შეეშინდა. მთელი ოთახი სიგარეტის კვამლით გავსებულიყო, ისეთი ჰაერით სუნთქვაც არ შეეძლებოდა ადამიანს, სანდრო კი კარგად მოწყობილიყო დივანში, ფანჯრის რაფაზე ფეხები შემოეწყო და კიდევ ერთ ღერზე აპირებდა მოკიდებას. ბიჭმა იფიქრა ჩახველებით არ შევშინო, ისეა ფიქრებში წასული ჩემს მოსვლას ვერც შეამჩნევდა და ჯობია დავუძახოო, თუმცა არ დასცალდა. -ქალი მაინც ვიყო, ვიფიქრებდი დავევასე და მიტო მითვალთვალებს შორიდანთქო_კაცის ხმა გაისმა ჩაცინებით. -რას მკადრებთ უფროსო_ხელებით ეცადა ჰაერის გაწმენდას. -ანუ რა გინდა მითხრა, მახინჯი ვარ?_მთელი გულით კაიფობდა სანდრო კონსტანტინეს სახეზე, რომელიც დაბნეული იდგა და ვერ მოეფიქრებინა რა პასუხი უნდა გაეცა. -დაიხრჩობით უფროსო_თემის შეცვლა არჩია ბიჭმა და მოყვა კიდევაც მის კომენტარს სანდროს ხარხარი. -მაგარი ხარ რა, ხოდა მეორედ აივნიანი ბინა იპოვე. -მეგონა ასე უფრო დაცულად იქნებოდით. -ოჰ მეც ახლა ტონი მონტანა არ ვიყო ვინმემ სნაიპერით რომ ჩამომაგდოს._ისევ ფანჯარაში გაიხედა სანდრომ. მზე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო, თანდათან იკრებდა ძალას და ღამეზე გამარჯვებას ცდილობდა. კიდევ რამდენიმე წუთი და დაამტკიცა კიდევაც მისი უპირატესობა. -ნიმუშზე რა ხდება? -ჯერ მხოლოდ სამი დღეა გასული_მხრბი აიჩეჩა ბიჭმა. -მაინდამაინც მე უნდა დავრეკო ორი კვირა რომ არ დაჭირდეს?_წარბები შეეკრა სანდროს, -ჩემი დის სანახავად ვეღარ მივსულვარ, წაბრძანდი და დააჩქარე, კიდევ მაქსიმუმ ორ დღეს ვაცლი, დანარჩენი რაც უნდათ ის ქნან და პასუხები აქ მქონდეს. -გასაგებია, მანამდე ფანჯარას გამოვაღებ_ფეხები ჩამოაწევინა უფროს და პირდაპირ თავთან გაუღო. -ბევრს ტლიკინებ, წადი და დოზა მომიტანე, უკვე ვღიზიანდები და სანამ ვინმე შემომაკვდება მანამდე მივიღებ_ხელი აუქნია ბიჭს და თავად უჯრიდან საჭირო ნივთების ამოლაგებას შეუდგა. კიდევ ორი დღე დააგვიანდა ამბავს, უკვე ლილუსთან მისვლასაც ვეღარ უდებდა სანდრო გულს, გაბრიელმა ნანემსარზე ისე დახედა ფაქტი იყო წამში მიხვდა ყველაფერს და წარბები შეეკრა. ტყუპებს გამომძიებლობა ისე ქონდათ უკვე სისხლში გამჯდარი ნარკომანებს ალბათ კილომეტრიდან იცნობდნენ და არც მათი სიახლოვე ისამოვნებდათ. ლილუ ნეიტრალურ პოზიციას იზიარებდა, არც ძმის დაკარგვა სურდა, ისედაც ძლივს დაიბრუნა, თუმცა არც მისი წამალში ჩახრჩობა სურდა. მოთმინებით ელოდა წამს, როდესაც სანდრო თავად გადაწყვეტდა ცხოვრება საბოლოოდ გამოესწორებინა. -აბაა, გოგონებო ლამაზებო, იმედია კარგი ამბავი გაქვთ_მხიარული ხმით შესძახა აფთიაქში შესვლისას კონსტანტინემ. ბევრმა არ იცოდა, რომ ამ კერძო აფთიაქის სარდაფში პატარა ლაბორატორია ფუნქციონირებდა, სადაც ათასგვარი წამლის დაშლა, თავიდან შეზავება, გამოცალკავება და დამზადება ხდებოდა. -ღმერთოო, ერთი გოგო მაინც დამანახე შენი დაკერილი_ხმამაღალი სიცილით უპასუხა თამარამ. -ათასობით არიან_უდარდელად ჩაიქნია ხელი ბიჭმა და სახე დაასერიოზულა. -დამიჯერე არ გინდა აქ ჩემს ნაცვლად ჩემი უფროსი მოვიდეს, ამიტომ უბრალოდ მითხარი, რომ ყველაფერი მზადაა. -მზადაა ხო მზად, ვინ გყავს ერთი ასეთი უფროსი შენც კი რომ გეშინია_თავი გადააქნია გოგომ და კომპიუტერს მიუჯდა, -ცოტა რთული ფორმულა იყო, ასეთს ვინმე აკეთებდეს ჯერ სიმართლე რომ გითხრა არ მინახავს, სულ ოდნავაც კი რომ გადაამეტა ჩათვალე გვამი ხარ_მხრები აიჩეჩა გოგომ და პასუხის ამოპრინტერება დაიწყო. -ეგ როგორ? -ჰეროინი ნამდვილად კარგი ხარისხის იყო, მაგრამ წარმოიდგინე ამ სუფთა ჰეროინს დამატებული ამფეტამინი და პლიუს ცოტა რაოდენობით იბუპროფენი. რაღაც საოცარი ნაზავია. მოდუნება, სიმშვიდის შეგრძნება, ჰალუცინაციები, სიამოვნება, მოკლედ მისხალით ზედმეტიც რომ მოგივიდეს ბოლო წუთებს ითვლი რა, რამდენადაც სასიამოვნო, იმდენად საშიშია. -მადლობა ქალბატონებო, იმედია კიდევ შევხვდებით_ვითომ მხიარულად ჩაუკრა თვალი გოგონებს, თუმცა როგორც კი მობრუნდა წამსვე შეეცვალა მზერა. -იცოდე გამახარე_მკაცრი ხმით ჩასძახა სანდრომ მობილურს. ლილუ ცოტა მოშორებით ვითომ დიდი სიამოვნებით მიირთმევდა ყურძენს და ვერავინ დააბრალებდა გონებით და ყურებით სანდროსთან ხარო. -ნახევრად გაგახარებ, მეორე ნახევრად ვერა_ამოიხვნეშა ბიჭმა საპასუხოდ -რა ხდება? -ანალიზის პასუხები მაქვს, საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე საერთოდ ვიფიქრებდით_ამოიხვნეშა ბიჭმა. -კიდევ რა მოხდა? -გიორგი ისევ აითესა. -ჭკუას ვერ სწავლობს ეს ნაბი*ვარი_გათიშული ტელეფონი უკანა ჩიბეში ჩაიდო და ეზო ლილუზე სიტყვის უთქმელად დატოვა. სანამ გოგომ გაბერილი მუცლით წამოდგომა მოახერხა სანდრო უკვე მანქანით საკმაო მოშრებული იყო სახლიდან. ისევ უამრავი ახალგაზრდა ირეოდა წერეთლის ეზოში, სიცილით აყრუებდნენ გარემოს და არაფერზე არ დარდობდნენ. სიგარეტის კვამლში გახვეული უყურებდა ამ ყველაფერს სანდრო და კოსტას არც კი უსმენდა როგორ უყვებოდა გიორგის გაქცევის ამბავს. -კოსწია, ენას იღლი, არ მიკითხავს რა იდრიფტავა, ვიკითხე როდის გაიქცათქო და თურმე მის ათესვას ორი დღის მერე ვგებულობ, გადაღებულ ფოტოებში უმეტესად ამ გოგოსთანაა, მგონი იმ დღესაც ახლდა და ისიც ვერ გაარკვიეთ ვინაა, იმედებს მიცრუებ თანაშემწევ_თავი გადააქნია სანდრომ და კორპუსიდან გამოსულ ნანობ გოგოს მოკრა თვალი. სათვალე დაკოფსილი სოფია ისევ წიგნში თავ-ჩარგული მოდიოდა და სულ არ აინტერესებდა რა ხდებოდა ირგვლივ. -გამარჯობა ახალგაზრდავ_გზა გადაუჭრა სანდრომ. -გაგიმარჯოს ბიძია_არც უცდია ცხვირის წიგნიდან ამოყოფა, ისე უპასუხა გოგომ და გვერდის ავლა სცადა. -მანქანამ რომ გაგიტანოს არ გეშინია?_გულწრფელად გაიოცა ბიჭმა. -როცა ყველაზე ჯმუხი ლექტორი ხუთ წიგნს გაძლევს ორ დღეში წასაკითხად, მანქანა ყველაზე პატარა საფრთხედ გეჩვენება. -შენც სამი წაიკითხე_ახლა მართლა ვერაფერს ხვდებოდა სანდრო. -და დანარჩენი ორის წაუკითხაობით ვინ მოიგებს?_ჩამჭრელი კითხვა დაუსვა გოგომ და ისე დააბნია სულ დაავიწყა რისთვის იყო მისული. -ნუ როგორც არის_ძლივს გამოერკვა თავის გადაქნევით და სოფიას თაფლისფერებს გაუსწორა მზერა -შენს საყვარელ გიორგის ვეძებ. -ერთ წინადადებაში ამდენი შეცდომა, სკოლაში არაფერს გასწავლიდნენ?_შეთქმულივით ჩუმად უჩურჩულა უფრო მიახლოებულმა. -იცი სად არის თუ არა_გოგოს ზედმეტობაზე წარბები შეეკრა სანდროს. -არა_მოკლედ უპასუხა და ისევ წიგნი აიფარა სახეზე. ბიჭისდა გასაკვირად მარტივად აუარა გვერდი და გაჩერებისკენ წავიდა. -მოიცა, ეს ... რა.... მოიცადე_ძლივს მოვიდა აზრზე რომ უკან გაჰყოლოდა. -ისედაც მთელი ჩემი დღევანდელი თავისუფალი დრო დამაკარგვინე და რა გინდა? არ ვიცი სად არის, მორჩა. -მისი ვინ ხარ?_ეჭვი ჩანდა სანდროს ხმაში. -მასწავლებელი. -რა ხარ? -გიორგის მასწავლებელი_ისევ ამოხედა სოფიამ და იმ წუთას მოსული წრიულისკენ დაიძრა, -ორი დღეა არც მე მინახავს, თუ იპოვი გადაეცი, რომ ჩასაბარებელ მასალას მაინც გამოვკითხავ_წამში აძვრა მარშუტში და გაოგნებული სანდრო ტროტუართად დატოვა. -არც ვიცი ამ გოგოს საქციელზე გავვოცდე, ვიცინო თუ ავღფრთოვანდე_ძლივს შეკავებული ფხუკუნით უთხრა მანქანაში დაბრუნებულს კონსტანტინემ. -მოკეტე და ის მითხარი რამდენი მევალე დაგვრჩა_მაშინვე შეუღრინა ბიჭს. -შვიდი. დღეს კიდევ ერთი ხუთი ათასი ავიღე. -ყველაზე დიდი? -რა თქმა უნდა დავითი_ხმა დაუბოხდა ბიჭს. -დავითი, დავითიიი_ჩაფიქრებულმა ამოიღო ტელეფონი და ნაცნოი ნომერი აკრიბა. -სიძევ ბატონო, ჩემთან გელოდები, ოღონდ მასალები წამოიღე რამდენიმე კითხვა მექნება. დიდხანს ლოდინი არ დაჭირვებია, სამი ღერის მოწევა ძლივს მოასწრო ტყუპებმა რომ შემოუღეს კარი. -მოგწონს არა შენს ნებაზე რომ მათამაშებ_საქაღალდე დააგდო გაბრიელმა მაგიდაზე. -ვაღიარებ ცოტათი. -ისიც იცი ალბათ ეჭვმიტანილი რომ ხარ და ამ ფურცლებში ჩასუნვის უფლებაც რომ არ გაქვს_კომფორტულად მოკალათდა იოანეც. -თქვენ ვაფშე ცალცალკე რამე საკეთებთ?_ტყუპები შეათვალიერა ფანჯარასთან მდგომმა. -კი, ბავშვებს, რა გინდოდა?_წარბები შეკრა გაბრიელმა. -რაღაც ეჭვები მაქვს_შუბლი მოიქექა სანდრომ და ბიჭებს გადახედა, -სერიოზული ეჭვები და მინდა ყველაფერი სულ თავიდან განვიხილოთ. -ვის გულისხმობ? -არის ერთი ნაბი*ვარი, ცოტა დაგვემუქრა კიდევაც და მინდა ზუსტად ვიცოდე როდის აღმოაჩინეთ პირველი გვამი ან რა ხდება ამ საქმის ირგვლივ. -ვიცნობთ?_ერთმანეთს გადახედეს ტყუპებმა. -არამგონია, ერთი პიდარას*** ნარკომოვაჭრეა, ბატონი დავითი, რომელიც როგორც ვიცი მუქარებს უბრალოდ ჰაერზე არ ისვრის_ჩაფიქრებულმა ბოლო ნაპასი დაარტყა სიგარეტს და კონსტანტინეს გახედა მის სახეზეც რომ ამოეკითხა რეაქცია. (3) -ამ გიორგის რა ვუყოთ?_სიაში დარჩენილ რამდენიმე სახელს ჩაჩერებოდა კონსტანტინე. -უნდა ვიპოვოთ, ბიჭებს უთხარი ძებნა დაიწყონ_სიგარეტის კოლოფი ამოიღო სანდრომ, წამიერად თაფლისფერი თვალები ამოუტივტივდა და გაეღიმა. -ისე მის მეგობარსაც შეიძლება მიაკითხოს. მოდი ვინმე ბიჭს დაავალე თვალი ადევნონ, გავიგოთ ერთი რისი მასწავლებელია ან ვის ამზადებს, ვინ არის საერთოდ. -ეგ რაში გვჭირდება უფროსო?_გაკვირვებული უყურებდა ბიჭი. -რომ ვამბობ ალბათ საჭიროა. -გასაგებია_ჩუმად ჩაეცინა ბიჭს და ოთახი დატოვა. გაზაფხული სულ უფრო და უფრო იკლებდა ძალებს, უკვე შეიგრძნობოდა მისი მოსვლა, ქუჩასაც კი სულ სხვა ელფერი მიცემოდა, ბაჭში სეირნობას კი ნამდვილად არაფერი ჯობდა, თითქმის ყველა ხე ემზადებოდა ყვავილობისთვის და იმდენად სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა სახლში შესვლა არ მოგინდებოდა. მის ბინასთან ახლო მდებარე სკვერში იჯდა სოფია და წიგნს კითხულობდა. ამ ამინდში სახლში ჯდომა საცოდაობა იქნებოდა, ყურადღებას არ აქცევდა ირგვლივ ხმაურს და მთელი გონებით ნაწარმოებზე იყო გადართული. მობილურის ზარიც საკმაოდ გვიან გაიგო, მალევე ამოიღო და წარბები შეკრა ნაცნობი ნომრის დანახვისას. -გისმენთ. -სოფი, გიორგი ვარ. -როგორმე გიცანი, რა ხდება? გაკვეთილებს რატომ მიცდენ? -სოფი, ყურადღებით მომისმინე, თუ ვინმემ მიკითხა ვითომ არაფერი იცი კარგი? -ვითომ რატომ? მე ხო ისედაც არაფერი ვიცი. არც ვკითხულობ. -მადლობა სოფი, მაპატიე ჩემთან ერთად არ უნდა ენახე, იცოდე თუ ვინმე მოგიახლოვდა მაშინვე თავი დააღწიე, საშიშები არიან გესმის? რომ გირეკავ ისიც კი საშიშია, ვიღაც ქუჩის ნარკომანია გესმის? ახლა ფული შემაწერა და დამზდევს, ფრთხილად იყავი და ყველაფერს ყურადღება მიაქციე კარგი? -რაში გამხვიე გიორგი?_მშვიდი ტონი ქონდა სოფიას. -მაპატიე, გპირდები რამეს მოვიფიქრებ._პასუხის გაცემა აღარ აცადა ისე გაუთიშა და სოფიც არეული დატოვა. ამდენი ხანია მეგობარი არ ყოლია, ყოველთვის მარტო იყო და მოსწავლის გამო გაეხვა ისეთ შარში არაფრის წარმოდგენაც რომ არ ქონდა. მითუმეტეს თუ სიტყვა ნარკომანი ესმოდა. სოფია იმ ადამიანებს განეკუთვნებოდა პროფესიითაც და მოწოდებითაც რომ მასწავლებლები არიან და მისთვის გზიდან აცდენილი ადამიანი, თუნდაც უბრალო გამვლელი ყოფილიყო დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ვერ ხვდებოდა ასე დაბალ დონეზე როგორ უნდა დაშვებულიყო ადამიანი. ყურადღებით მოათვალიერა სკვერი და მოხვდა კიდევაც თვალში ეთი უცნაურობა, ახალგაზრდა ბიჭი გაზეთით ხელში იჯდა სკამზე და სწორედ იმ დროს გახედა როცა სოფიაც უყურებდა. 23 წლამდე ბიჭი და გაზეთით? თანაც პირდაპირ მას უყურებს, ესეიგი გიორგი სწორი იყო, მართლაც რაღაცაში გაერია. რომ არაფერი შეემჩნია ფრთხილად აიღო წიგნები და სახლში დაბრუნდა. -ბებო დაბრუნდა?_ნაზი ხმა გაისმა კარის გაღებისას. -კი ბე, სხვა ვინ უნდა იყოს, წამოწექი ისევ წნევამ არ აგიწიოს_ხელი მოჰკიდა უსინათლო ქალს და საწოლამდე მიივანა. -ვინ იცის როგორ გაწვალებ ჩემო გოგო_ცრემლი მოერია მოხუცს. -ბე, მაწყენინებ, არ გცხვენია? ვინ მყავს შენს მეტი? -მეცოდები შვილო, უნივერსიტეტი, სწავლა, მოსწავლეები, სახლის საქმეები და კიდევ მე დამატებული. იმედია მალე წამიყვანს ღმერთი და ამოისუნთქავ_ნაღვლიანი მიწვა საწოლზე. -როგორ არ გცხვენია ბე, მერე მე? სულ მარტო გინდა დამტოვო? შენც ჩემი მიტოვება გინდა?_სოფისაც მოერია ცრემლი. -ბუნების კანონი ასეთია ჩემო გოგო_ხელის ფათურით მიაგნო გოგოს ლოყას და ნაზად მოეფერა. -უკვე ოთხი დღე გავიდა, დავიჯერო ვერაფერი იპოვეთ?_ხელებს შლიდა გაბრაზებული სანდრო -რა ვქნათ უფროსო, სად გაქრა ვერაფრით მივაკვლიეთ_თავადაც გაკვირვებული ჩანდა კონსტანტინე. -იმ გოგოსთან რა ხდება?_სიგარეტი მოიმარჯვა სანდრომ და მთელი ძალით ეცადა თითების კანკალი არ შეემჩნია. -დიდი უცნაური ვინმეა, სულ მარტოა, უნივერსიტეტშიც არ ყავს მეგობრები, მხოლოდ სახლში და უნივერსიტეტში დადის, ბებიასთან ცხოვრობს და მასწავლებელია ნამდვილად. მოსწავლეები ყავს საღამოობით, ბევრი არა, ნუ ნორმალურად. -არ შეხვედრია? -არა უფროსო, იმ დღეს რომ დაურეკა და გააფრთხილა არ შეხვედრია. -წადი და მოინახულე_უცებ გადაწყვიტა სანდრომ და თითების კანკალს რომ ვეღარ გაუძლო სასურველ უჯრას მიუახლოვდა. -მეე? რატომ? თქვენ თავად წადით_თვალები გაუფართოვდა ბიჭს. -კონსტანტინე როდის გითხარი შემეპასუხეთქო? მომწყდი თავიდან და გოგო ნახე, მე რომ ვნახო უარესი იქნება_თავისთვის დააბოლოვა ჩუმად და გაბრაზებულ ბიჭს გააყოლა თვალი. როგორც კი კარი გაიხურა უჯრა გამოაღო და მალევე იპოვა დასამშვიდებელი საშუალება. ბოლთას ცემდა გაბრიელი ოთახში და ვერც მიხვდა ფიქრებში გართული როგორ შევიდა ლილუ. ძლივს მოახერხა მუცელ გაბერილმა დივანზე დაჯდომა და ქლიავით სავსე თასი მუცელზე შემოიდო. რამდენიმე წუთი ჭამით ადევნა თვალი ქმარს და ბოლოს ვერ მოითმინა, ავად ჩაიღიმა და ნერვიულად მოსიარულე ქმარს გახედა: -დიდი ხანია ბუზარია რომ შეგიძვრა? -რა შემიძვრა? სად? ბუზარია რა არის საერთოდ_წამიერად მობრუნდა ბიჭი და ტანზე დაიხედა. -ქათმის ფუტკარი, ძაღლებს რომ შეუძვრება ხოლმე მაშინ ურტყამენ შენსავით წრეებს_არხეინად განაგრძო ხილის ჭამა თითქოს სერიოზულ საქმეზე საუბრობსო. -ღმერთო, სადაა შენი სამართალიი, შეგხედავს ადამიანი სერიოზულ, ჩამოყალიბებულ ქალს გავხარ, შვილი გყავს გასაზრდელი, აფსუუუს_თავი გადააქნია გაბრიელმა და ჩახუტებულ ქალზე ღიმილი ვერ შეიკავა. -ცუდად ვხდები ასეთს რომ გხედავ_უკვე ნამდვილად სერიოზულად ჟღერდა წითურის ხმა. -ვნერვიულობ ლილუ, არ მინდა სანდრო გარეული აღმოჩნდეს, არ მინდა ნარკომანი იყოს, არ მინდა ასეთი ცხოვრებით ცხოვრობდეს. -არც მე, მაგრამ ხომ იცი წამალი ისეთი რამეა თუ თავად არ მოინდომა ვერავითარი ძალა ვერ დაანებებიებს, შენ ვერ წარმოიდგენ მე როგორ ვგრძნობ თავს, ძლივს დამიბრუნდა გესმის? ძმა დამიბრუნდა და ნებისმიერმა ზედმეტმა გრამმა შეიძლება ისევ წამართვას._ცრემლი მოერია ლილუს. -არ იტირო, რამეს მოვიფიქრებთ არ იტირო_ცერებით გაუწმინდა ცოლს სახე და უკან შემოსულ ტყუპს გახედა. -არა რა, ხედავ ბიჭო რახდება? რამდენიმე წლის წინ ამ დროს რა არ მეკავა ხოლმე ხელში, ახლა პამპერსებით დავდივარ_წარბების თამაშით შემოვიდა იოანე. -შენ ადგილას ხმას დავუწევდი ნენემ არ გაიგონოს შე საცოდაო_სიცილით მოშორდა ლილუ ქმარს. -ჩუ გოგო, პირიქით ვყვირი, სასწაული შერიგება გვჩვევია_წარბების თამაში განაგრძო იოანემ და ისევ ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი ცოლისთვის ხმა რომ მიეწვდინა. -გაბრიელ, უკვე გვიანია არა თავს რომ ვუშველოთ?_სიცილით გამოვიდა ნენე ბავშვით ხელში. -აშკარად ალიან გვიანი_მუცელზე ფერებით ამოსძახა ბიჭმაც. -კარგი, ახლა სერიოზულად, სანდროს რას ვუპირებთ?_წყვილს წინ დაუჯდა იოანე. -ველოდები, დამპირდა დავითზე ამბების გარკვევას და წავალთ, ჩვენც მოვიძიებთ, მაგრა პოლიციის ჩარევა სხვაა, ის კი ვითომ მევალეზე კითხულობს და გამოვძვრებთ. -საშიში არაა?_ვერ ისვენებდა ლილუ. -სანდროს ვერავინ მოატყუებს, არ ინერვიულო_შუბლზე აკოცა გაბრიელმა ცოლს და ზემოდხსენებული პიროვნებისკენ წავიდა, დრო იყო ახალი ამბები გაეგო. რამდენჯერმე მოუწია კონსტანტინეს კარზე დაკაკუნება, როცა გაიფიქრა გადავრჩი სახლში არ არისო სწორედ მაშინ გააღო სოფიამ და ბიჭის დანახვაზე წამიერად გაუშეშდა სხეული. -გამარჯობა_მკაცრად მიესალმა ბიჭი. -აქ რა გინდათ?_არც სოფია ჩამორჩა. -ბებო ვინ არის?_ხელების ცეცებით გამოვიდა მოხუცი ოთახიდან. -მოსწავლეა ბე, წამოწექი უჩემოდ ნუ დადიხარ გთხოვ_ხმადაბლა გასძახა ქალს და კარის დახურვა მოინდომა. მაშინვე ფეხი ჩადო კონსტანტინემ და ძალით გააღებინა, მალევე გასწია გვერდით და შიგნითაც შევიდა. ბედზე გოგოს მოსწავლეები ჯერ არ ჰყავდა და სრულიად მარტო იდგა პირქუში სახით მდგომ ბიჭთან. მძიმედ გადაყლაპა გოგომ ნერწყვი და შეტევისთვის მოემზადა. (4) წარბშეკრული დაჰყურებდა ბიჭი ზემოდან და პირქუში სახის მოშორებას სულაც არ გეგმავდა. სოფია კი სრულიად უშიშრად უბრუნებდა მზერას, რატომღაც სულ არ გრძნობდა შიშს, მის წინ მხოლოდ დაახლოებით მისი ტოლი ბიჭი იდგა და ძალიან სასაცილოდ ცდილობდა მკაცრი და შემაშინებელი მზერა მიეღო. -გისმენთ_წარბი აუწია კონსტანტინეს. -არა ლამაზო, ახლა შენ მომისმინე_თითი მაღლა აწია ბიჭა და სახესთან დაუქნია. -რატომ მეგონა, რომ ლ დაარბილებდი?_დაფიქრებული სახით მიიდო სოფიამ ნიკაპთან თითი. -გოგო შენ თუ ხვდები საერთოდ, რომ სახუმაროდ სულაც არ გაქვს საქმე?_ხმა გაუმკაცრდა ბიჭს. -მითხარი რა გინდა და წადი. -სადაა გიორგი? ვიცით რომ ერთად ხართ და საკმაოდ ახლო ურთიერთობა გაქვთ, უბრალოდ თქვი სად იმალება, თორემ ახლა თუ აქედან ინფორმაციის გარეშე გავედი ჩემსავით წყნარს არ გამოგიგზავნიან_ამჯერად სრული სერიოზულობა ეტყობოდა ხმაში და დაუარა კიდევაც სოფიას ორგანიზმში სიცივემ. -რაც არ ვიცი როგორ გითხრა? მართლა არ ვიცი, 23 წლის ისე გავხდი სხვის საქმეში არასდოს ჩავრეულვარ, ჩემთვის ვსწავლობ და სხვას ვასწავლი, ეს ჩემი ბუნებაა გესმის? ამ დროს მადგება ვიღაც ტატუებიანი ღლაპი და ჩემთვის სრულიად მიუღებელ თამაშში ჩართვას მაიძულებს. -ესეიგი ტატუებიანი ღლაპი_ჩაეცინა კონსტანტინეს და კარისკენ წავიდა -შენთვის ჯობდა ეს ღლაპი გეკმარა_თვალი ჩუკრა გოგოს და სადარბაზოში გაუჩინარდა. გაბრაზებულმა ჩარაზა სოფიამ კარები და ღრმად ამოისუნთქა. კარებზე აყუდებულს რამდენი დრო გავიდა არც გაუგია, მხოლოდ მაშინ შეხტუნდა ისევ კაკუნის ხმამ რომ გამოაფხიზლა. გაბრაზებულმა გამოაღო კარი და სალანძღავი სიტყვები მოამზადა სახე რომ გაეყინა, წამიერად გაიღიმა და მაშინვე შმოუშვა მშბელთან ერთად შემოსული მოსწავლე. ნერვიულად მიმოდიოდა ოთახში სანდრო და ტყუპებს ელოდა, კონსტანტინეს იმედი დიდად არ ქონია, იცოდა იმ გოგოსთან ვერაფერს გახდებოდა, პირველივე წინადადებით მიხვდა გოგოს ხასიათს, უბრალოდ ბიჭის ხალხში გაყვანა და სწავლება ვალდებულებად მიაჩნდა, უნდა ესწავლა ვის როგორ მიდგომოდა, დარწმუნებული იყო დაემუქრებოდა, სოფიაზე კი იცოდა მუქარა არ გაჭრიდა. ამჯერად ამ წვრილმანებისთვის არ ეცალა, გასარკვევი იყო ვინ ცდილობდა პასუხისმგებლობის არიდებას ამდენ გვამზე, თანაც სანდროც მათთვის წამალივით დროულად გამოჩნდა, ყველაფერს ბახალას ემბლემას მიაწერდნენ და სანდროს ციხეში ჩააყუდებდნენ. დაღლილმა მოისვა ხელი შუბლზე, ამდენი ფიქრისგან ტვინი მალე გაუსკდებოდა, შეეძლო მეორე დღესვე გამქრალიყო საქართველოდან ისე, რომ მის ნასუნთქ ჰაერსაც ვეღარ იპოვიდნენ, მაგრამ დავითის და გიორგის ასე მიტოვება არ უნდოდა, თავმოყვარეობა ისე შეულახეს, ოდნავ სიამაყე მქონი კაცი ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, თანაც რატომ უნდა მიიწეროს ამდენი გვამი, როცა უდანაშაულოა. რა უცხოა ეს სიტყვა სანდროსთვის. უდანაშაულო, სანდრო და უდანაშაულო, ნარკომანი სანდრო და უდანაშაულო. სიმწრით ჩეცინა და თვალებთან მოსული სოფიას უბრალო, მისთვის არაფრის მთქმელი მზერა ჯანდაბაში გააგზავნა. -შენ თუ ასე უყურადღებო ხარ სულ კარგად ყოფილა შენი საქმე_გაბრიელის ხმამაღალმა ბარიტონმა შეაფხიზლა და წამში მობრუნდა. -ოჰ ახლა გვიანია, ცხრაჯერ მეყოლებოდი მოკლული. -კაი შე ჩემა, ისე მელაპარაკები თავი მაფიოზი მგონია, ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ჩემი გვამის აკიდება._მორიგ ღერს მოუკიდა სანდრომ. -ეგეც მართალია _ჩაეცინა იოანეს და ისე გაიშხლართა დივანზე არც დაფიქრებულა, ფეხები დაბალ მაგიდას შემოაწყო და ქანავიც დაუწყო. -არ მოგერიდოს, ისე იგრძენი თავი როგორც საკუთარ სახლში_წარბშეკრული დააჩერდა სანდრო. -ასე მეტყობა რომ მერიდება?_უცოდველი სახით ამოხედა ბიჭმაც და გაცინებას აპირებდა გაბრიელის მოტანილი დიდი საქაღალდე რომ დაეშვა ხმაურით მაგიდაზე. -თუ გაწუხებთ წავალ, მერე რა თუ 17 ბავშვი გვყავს მკვდარი და ყველაფერი ამ საცოდავს ბრალდება_ბრაზი ემჩნეოდა გაბრიელს. -ჩვიდმეტიი? ღადაოობთ?_მაშინვე ჩამოჯდა სანდროც. -ნეტა ვღადაობდე_ამოხვნეშა მიიღო პასუხად. -ამდენი ისე როგორ კვდება რომ ვერავინ გებულობს? სადაა ამ დროს თავგანწირული ტელევიზიები? -რა გგონია ამდენ მკვლელობებს რომ აცხადებენ სიმართლეა? ზოგი სახურავიდან გადმოხტა, ზოგს ავარია მიაწერეს, ზოგმა თავი მოიკლა. -კი მაგრამ ეს როგორ?_ხმა ჩახლეჩოდა სანდროს. -უკვე მკვდრები არიან როცა კვალის დასამალად მეორედ კლავენ, ეს პოლიტიკაა_მხრები აიჩეჩა გაბრიელმა, -მშობლების 80% ვერც გებულობს სინამდვილეს, მხოლოდ მაშინ როცა საქმე გაიხსნება და მკვლელის დასახელება შეუძლიათ, დანარჩენებს კი ჯერ ჩუმად იძიებენ და როცა ხელჩასაჭიდი არაფერია დროებით აჩრებენ. -და შენივე სიტემის ამხელა მინუსებზე ასე ღიად საუბრობ?_თვალები დაუწვრილდა სანდროს. -ჩემი სისტემა არაა დამნაშავე თუ ნარკომოვაჭრეს ეშინია და 16 წლის გარდაცვლილი ბავშვის სხეულს მეცხრე სართულიდან აგდებს, შენ ვერ წარმოიდგენ ჩვენი ბიჭი როგორ ასწორებენ დღეს და ღამეს რამე სულ პატარა ხელჩასაჭიდი რომ იპოვონ. მშობლებს რაც შეეხება კი უფრო რთულია, შენი აზრით არ ჯობია დედას ეგონოს მისი შვილი ავარიაში უმტკივნეულოდ მოკვდა, ვიდრე ნარკოტიკით თავისივე ნარწყევში გაიგუდა? და თან მისი მკვლელი, რომელმაც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია ქალაქში არხეინად დაგულაობს? -მოდი საქმეზე გადავიდეთ, ეს საუბარი შორს წაგვიყვანს_ხელები ასწია იოანემ -მოკლედ, ახალგაზრდების ნახვა რვა თვის წინ დავიწყეთ,სულ ჩვიდმეტია, აქედან მხოლოდ ხუთია ნაპოვნი ნამდვილი სიკვდილი რითიც ეწვიათ იმ ფორმაში, დანარჩენი თავად დაფარეს. ვინ იცის რამდენი კიდევ ვერ ვიპოვეთ_ანერვიულებული ხმა ქონდა იოანეს, წამით მისი შვილი გაახსენდა და ვერ უშვებდა გონებაში იმ გრძნობას რასაც დაღუპულის მშობლები განიცდიდნენ. -რთული საქმეა_ფურცლებში იქექებოდა სანდრო, -ანუ ის დროა ბახალა უკვე სამი თვის გამქრალი რომაა. ვიღაცა კი მის ხარჯზე მაგარ მაყუთს იღებს. სიჩუმე შემოსასვლელი კარის გაღებამ და კონსტანტინეს შემოსვლამ დაარღვია, ჩუმად გადაუქნია უარყოფის ნიშნად უფროს თავი და სამზარეულოსკენ წავიდა, გულში ხმხმაღლა გაიცინა სანდრომ მისი ფიქრები რომ დადასტურდა და მობილური ამოიღო. თვალდახუჭულმა აკრიბა კარგად ნაცნობი ნომერი და პასუხს დაელოდა. -მე ვარ. დავითზე მომიყევი, ბოლო პარტია და მაყუთი მაინტერესებს. -.............. -გასაგებია, არის კი, ახლა ვერა, მერე იყოს_მალევე გათიშა და ტყუპბს მოუბრუნდა. -მე რომ დავითზე გითხარით, წასვლის წინა დღეებში გამოურთმევია ბახალასთვის საკმაოდ დიდი რაოდენობის სუფთა ჰეროინი პოსლეზე. -ხვდები რომ წინ ორი გამომძიებელი გიზის?_თავი გადააქნია გაბრიელმა. -ანუ დავითი?_ყურადღება არ მიაქცია ძმას იოანემ. -უფროსო, უფროსო_ყვირილით შემოვარდა კონსტანტინე და ბიჭს მობილური გაუწოდა. მაშინვე დახედა სანდრომაც და სურათებს დააკვირდა. -შენი დედაც..._გინებით დაიწყო ფოტოების თვალიერება, გიორგი ქუჩაში, გიორგი სახლის კართან, გიორგი დავითის გვერდით, გიორგი პაკეტით ხელში ისევ ქუჩაში, გიორგი ისევ ბინასთან და ბოლო კულმინაცია გიორგი სოფიას ბინის სადარბაზოსთან. -ახლა კი მოვუტ***ამას კარგის ტრ******_ღიალით სტაცა თავის ტელეფონს ხელი და ბიჭებთან რეკვის პარალელურად გარეთ გავარდა. სულ არ გახსენებია თვალებ გაფართოებული ტყუპები უკან რომ მოიტოვა, ისიც არ აინტერესებდა კონსტანტინე ძლივს რომ ეწეოდა, მაშინვე გახტა სადარბაზოდან და უკვე დაქოქილ მანქანაში შევარდა. -იმ ქალბატონთან წამიყვანეთ_გაყინული ხმა გაისმა სალონში და კონსტანტინემ ვერც მოასწრო იმაზე დაფიქრება იმ ქალბატონის ხსენებაზე მძღოლმა პირდაპირ რომ გაიგო ვისზე იყო საუბარი, ისეთი სიჩქარით მოწყვიტა კაცმა მანქანა ადგილს. წყნარად იჯდა ბატონი დავითი საკუთარ კაბინეტში და ყინულიანი ვისკის წრუპვით ტკბებოდა.ერთი წლის წინ ვერც წარმოიდგენდა თუ ასეთი მომავალი ელოდა, ფულის დახარჯვისას ლარებს რომ აღარ დაითვლიდა, იმას გააკეთებდა, იყიდიდა და მიიღებდა რაც მოუნდებოდა, ის ქალი გახდებოდა მისი ვისაც თითს დაადებდა და ერთი ნათქვამით გააკეთებინებდა ნებისმიერს ყველაფერს რაც უნდოდა. რა კარგია, რომ იმ დღეს გადაეყარა, რომ არა მა..... -ბატონო დავით_მოსამსახურემ შეაწყვეტინა მოწოლილი ფიქრები და მიიღო კიდევაც უფროსის უკმაყოფილო სახე. -ახალგაზრდა ბიჭია, თქვენთან შეხვედრას ითხოვს. -ახლა ვიღაა ნეტა, შემოუშვი_დაღლილი სახით ისე გადახედა ქალს თითქოს მთელი მსოფლიოს სიმძიმე ედგა ბეჭებზე. -ბატონო დავით_მხიარულად შემოხტა მალევე ბიჭი. -გიორგიი, შენ ხარ ბიჭოო? ასე უნდა დაკარგვა? ორი კვირაა არ გამოჩენილხაარ_უკვე გაღიმებული გადაეხვია ბიჭს. -არ მკითხოთ, ფინია გამოუგზავნია იმ ვაჟბატონს მაყუთი მომთხოვა, ვემალები_დამნაშავის სახით ამოხედა ბიჭმა. -ხო ჩემთანაც იყო, მილიონები მოუნდათ ბიჭებს_სიცილი აუტყდა დავითს. -დაიკიდე, აგერ არ ვარ? ეგენი ვინ ჩემი *** არიან, როცა მე ვარ_ბეჭზე დაკრა ბიჭს ხელი და სავარძელს დაუბრუნდა. -მადლობა ბატონო დავით_მაშინვე გაებადრა ბიჭს სახე. -შენა და, შეყვარებული არ გყავს ბიჭო?_სიგარეტს მოუკიდა დავითმა -შეყვარებული არა_თავი დახარა ბიჭმა. -ოოოო, ამას რას ვხედავ, შენ ვინმეს არ მოწონხარ ბიჭოო?_სიცილი აუტყდა დავითს. -რომ არ მოვეწონე მიტო გავგიჟდი მეც, თორემ ბოზე*ი თავზე საყრელია. -მოკლედ ჩემო გიორგი, ა შენ ახალი პარტია_პაკეტი ამოიღო უჯრიდან. -ხომ იცი ერთი საათი გაქვს. -რა თქმა უნდა ბატონო დავით_მაშინვე წამოდგა ბიჭი და პაკეტით ხელში კარისკენ წავიდა. -იმ იდიოტზე არ ინერვიულო, მე მივხედა და იმ გოგოს გამაცნობ იცოდე_სიცილით დაუქნია ხელი და ბიჭი რომ გავიდა ხითხითით გადააქნია თავი, იდიოტი, თავად ჩაუგდო დიდი კოზირი ხელში და ისიც ასე გაუაზრებლად. (5) შუადღე უკვე გადასულიყო და მზეც ვეღარ ანათებდა ისე მწველად, გრილი ნიავი უბერავდა და თმებს ურევდა ღია ფანჯარასთან მჯდომ სოფიას. სამი სკოლის მოსწავლე ეჯდა წინ და ახალ მასალას უხსნიდა. ახსნის დამთავრებისას სავარჯიშოების წიგნი გადაუშალა და ახსნილი მასალის განმტკიცებას შეუდგა, სამივე თავდახრილი კითხულობდა დავალებებს და მონდომებით წერდნენ. პასიურ მდგომარეობაში ყოფნამ მაშინვე ფიქრები მოახვია თავს და წამში ამოუტივტივდა გონებაში ახალი ცხოვრების დეტალები, გიორგი და ორი უცნობი ადამიანი. ახსენდებოდა გიორგის ნათქვამი სიტყვები ის ორი საშიშები რომ იყვნენ, მაგრამ რატომღაც საშიშროებას ვერ გრძნობდა. თუნდაც არ შეშინებოდა ვერ წარმოედგინა მათნაირი წრის ადამიანებთან როგორ უნდა ქონოდა ურთიერთობა, ახლაც ახსოვს როგორ აშკარად ეტყობოდა იმ უცხო ბიჭს ნარკოტიკის კვალი. ბევრისთვის შეუმჩნეველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა სოფიოსთვის, პედაგოგიურის მაგისტრატურამდე ყოველ წელს სწავლოდა ადამიანის ფსიქოლოგიას, თანაც ყველა ასაკისთვის ცალცალკე და არ იყო რთული გამოსაცნობი. წარმოდგენა არ ქონდა რა მოხდებოდა მომავალში მის ცხოვრებში და ამ აზრს ჭკუიდან გადაყავდა, მას ხომ ყველაფერი გეგმის სახით ჰქონდა აწყობილი. მომავალზე ფიქრები კარზე ბრახუნმა შეაწყვეტინა და ისიც წარბშეკრული წავიდა კარისკენ. მალევე გამოაღო და ცალი წარბი დატოვა ჰაერში გამწარებული უკვე ნაცნობი ბიჭის დანახვისას. -წესიერი დაკაკუნება მაინც არ გასწავლეს? -ახლავე მომყვები_მკლავში სტაცა ხელი ღრმა სუნთქვით ბიჭმა და სადარბაზოში გათრევა სცადა. -ახლა არ მცალია მოსწავლეები მყავს სხვა დროს გამომიარე_ირონიულად გაუღიმა გაოცებულ ბიჭს და წამიერად მოდუნებულს უცებ გამოაცალა მკლავი. იქნებ კარის მიხურვაც მოვასწრო სანამ ასე გაოგნებული მიყურებსო, თუმცა არ დასცალდა, მალევე დაუდო ფეხი აზრზე მოსულმა სანდრომ და სულ იოლად შევიდა სახლში. მეორე განყოფილების ერთ-ერთ კაბინეტში სიჩუმე ჩამოწოლილიყო, თავიანთ მაგიდებს მიჯდომოდა ძმები გამომძიებლები და საქმეს ვინ მოთვლის მერამდენედ კითხულობდნენ. ორივე სიჩუმეში მუშაობდა და მუდმივად აცერცეტებული იოანეც კი არ იღებდა ხმას. ზედმეტად მძიმე საქმე აღმოჩნდა, 17 გარდაცვლილი, არცერთის ასაკი არ აღემატებოდა ოც წელს და არც ერთი ეჭვმიტანილი. -იცი რას დავაკვირდი_ფურცლები გადაალაგა გაბრიელმა და უნცროს ტყუპს გახედა, -17 გარდაცვლილიდან 15 ბიჭია, მხოლოდ ორია გოგო და ისინიც საკმაოდ საეჭვოდ ჩაცმულები. -ანუ?_მაინც ვერ მიხვდა ტყუპი -ვფიქრობ მეძავები არიან, ორი ერთად გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭებთან კი უკვე მაეჭვებს. -გგონია ყველა მასეა გარდაცვლილი? -კი, უბრალოდ იმათ დოზა არ შეშლიათ, მახსოვს ადრე დაჩი ამბობდა, რომ მაგ წრეში მოტრიალე ნაცნობი ყავს, მგონი ცუდი იდეა არ იქნება გაიკითხოს და დროა ნაცნობები სხვადასხვა წრეში ჩვენც გვყავდეს, თორემ ყველაფერზე დაჩისთან დავრბივართ. -მე სხვა რამე ვიფიქრე_შუბლი მოიქექა იოანემ, -დავითი საკმაოდ საეჭვოდ ჩანს, არაფერი სამსახურით რამდენიმე თვეში აიშენა სასახლე, დაცვა დაიქირავა და ანგარიშზეც კარგი თანხა უდევს, ვფიქრობ მისი მობულურის გაშიფვრა და ჯიპიესზე თვალყურის დევნება ბევრს ინფორმაციას მოგვცემს. -მაგრამ მაგისთვის ბრძანება გვჭირდება პროკურატურიდან, რასაც უბრალოდ გამდიდრების ხარჯზე არ მოგვცემენ, სერიოზული ბრალდება გვჭირდება, დავითი კი სანდროს ეჭვმიტანილია, სანდროს სიტყვა კი ჩვენთვის არაფერს უნდა ნიშნავდეს რადგან საქმისთვის თვითნ სანდროა ეჭვმიტანილი_სიცილი აუტყდა გაბრიელს. -კაროჩე რააა_ფურცლები გაყარა იოანემაც სიცილით და წამში დასერიოზულდა -თვალთვალი ხომ შეგვიძლია?_წარბების თამაშით გადახედა ტყუპს და მის გაღიმებულ სახეზე მიხვდა რომ ძმა თანახმა იყო. გარემოს თვალიერებით მიაბიჯებდა გიორგი ქუჩაში და პაკეტს მთელი ძალით ბღუჯავდა, მისი დაკარგვა სიკვდილის განაჩენზე ხელის მოწერას ნიშნავდა. თანაც ახლა ორმაგად ფრთხილად უნდა ყოფილიყო სანამ სანდროს საკითხს არ მოუგვარებდა დავითი. ამოისუნთქა ნაცნობ სახლს რომ მიადგა და ზარი დარეკა, მალევე გაუღო შავებში ჩაცმულმა კაცმა და გიორგის დანახვისას კარი გამოაღო, სახლისკენ შეუძღვა და ხელით შესვლა ანიშნა. კორიდორში გამოჩენილმა კაცმა უსიტყვოდ გამოართვა გზავნილი და უკან შებრუნდა, კურიერიც ხმის ამოუღებლად გამობრუნდა უკან და ისე დატოვა სახლი ერთი სიტყვაც არ ამოსვლია პირიდან. ეს ერთ-ერთი წესი იყო, საჭირო არ იყო კურიერს ჭორაობა გაება მყიდველთან, მას მხოლოდ ტავარის ჩაბარება ევალებოდა და მორჩა. საათზე რომ დაიხედა მიხვდა ადრე მორჩენილიყო საქმეებს და სოფიას ნახვა გადაწყვიტა გონბაში. თუმცა ბოლო ნახვისას მისი გაბრაზებული სახე რომ გაიხსენა გადაწყვიტა რამდენიმე დღე ეცლია და როცა გოგოს წყენა გადაუვლიდა მერე ენახა. ღრმად ამოისუნთქა და სახლისკენ მიმავალ მარშუტს დაუქნია ხელი, როდის ეღირსება საკუთარი მანქანა. -შენ ნორმალური ხაარ?_გაცოფებულმა დახედა სოფიამ მკლავზე მარწუხებივით შემოხვეულ ბიჭის ხელებს. -მე კი და შენ ნამდვილად არა_არც სანდრომ დააკლო, თუმცა მოხუცის ხმაზე მაშინვე უშვა ხელები. -ბებო ხომ მშვიდობაა?_ოთახიდან გამოყო თავი ნაზიმ. -კი, კი ბე, არ ინერვიულო. -აბა რა ხმაურია?_ხელი გაასრიალა კედელზე და ისე წამოვიდა ხმის მიმართულებით, რაზეც მაშინვე მიხვდა სანდრო ქალის უსინათლობას და უფრო შერცხვნილი დაიწია ერთი ნაბიჯით უკან. -ახალი მოსწავლეა ბე, რომელსაც დროებს ვერ ვუწყობ და მიღება არ მინდა, მაგრამ ვერ შევასმინე და მაინდამაინც ჩემთან უნდა მოემზადოს_ჯიქურ ჩააშტერდა ბიჭს თვალებში და ყველაზე მეტად იქ სინანულის დანახვამ გააკვირვა. -ცუდია ბებო, კარგი იქნებოდა კიდევ ერთი მოსწავლე, მაგრამ ვინც ახლა გიზის მათთან სირცხვილია ამხელა ხმაზე საუბარი, შენ ხომ მასწავლებელი ხარ_მიახლოებულ გოგოს ნაზად გადაუსვა თავზე ხელი და სამზარეულოსკენ გააგრძელა დაზეპირებული გზა. -ნახევარ საათში ქვემოთ გელოდები და აბა გაბედო და არ ჩამოხვიდე_თითი დაუქნია უკვე დამშვიდებულმა და ოთახიდან აორთქლდა, როცა გადაწყვეტდა ამ გოგოს თავის ჭკუაზე მოყვანას, მაშინვე გამოხტებოდა რაღაც ისეთი ამბავი რაც უკან ახევინებდა და ბრაზს ავიწყებდა, ამჯერად ეს უსინათლო ბებო რაღას ნიშნავდა? ნუთუ მეტი არავინ ყავს? არეული ფიქრებით დაუბრუნდა მანქანას და ლოდინი დაიწყო, რატომღაც დარწმუნებული იყო გოგო მალე გავიდოდა. ათ წუთში მართლაც ჩაიარეს მოსწავლეებმა, კიდევ რამდენიმე წუთში კი თავად სოფიოც გამოჩნდა, მოსაცმელს ისწორებდა ბეჭეებზე და რამდენიმე წამში სანდროსაც აესვეტა წინ. -ახლა მაინც დამდებ პატივს და გამაგებინებ ჩემგან რა გინდა? მე საერთოდ რა შუაში ვარ? -ჩაჯექი_მოკლედ უპასუხა ბიჭმა და თავად პირველი მოთავსდა მანქანაში. -გაუთლელი ხეპრე_მოესმა უკნიდან სოფიას ჩურჩლი მაგრამ არ შიმჩნია და გაღიმებაც ძლივს შეიკავა გოგოს ბურდღუნით ჩაჯდომაზე. -საით უფროსო?_კონსტანტინემ გადმოიხედა წინიდან. -ოჰ, შეგეშინდა პატარა ბიჭო და უფროსი მომიგზავნე?_სანდრომდე სოფიას დამცინავმა ხმამ გაკვეთა ჰაერი. პირდაღებულ კონსტანტინეს პასუხის გასაცემად რომ ემზადებოდა სანდრომ დაასწრო:-სახლში წავიდეთ. -იმ სახლში?_წარბები აეწია ბიჭს. -სხვა სახლი მააქვს? -მეგონა არავის უნდა ცოდნოდა_გაკვირვებული იხედებოდა ბიჭი. -არამგონია შუაღამით სოფია შემომივარდეს და პასტით დამჭრას_სიცილ შეკავებული ხმით ამოილაპარაკა სანდრომ და მოფრუტუნე გოგოს გადახედა. -ახლა კარგად მომისმინე, წესიერად მომიყევი გიორგიზე რაც იცი და რომ გეახლა რა გითხრა. -იცი როგორ დამღალეთ? არ შეიძლება ისევ ძველებურად ვიცხოვრო? -არა, მითხარი სადაა ის იდიოტი. -და ამ იოტური საუბრის გამო გადამატანინე მოსწავლეები და ორი გამაცდენინე?შენ ნორმალური ხარ?_ხმას აუწია სოფიამ -ხმის ტემბრი აკონტროლე და რომ გეკითხები მიპასუხე_თვალებ ჩაწითლებულმა დაარტყა მუშტი მაგიდას და ნამდვილად შეახტუნა სოფიაც. აქამდე დიდი გულით იჯდა, რატომღაც დარწმუნებული იყო არაფერი დაუშავდებოდა, მაგრამ ბიის გაბრაზებამ შეაშინა, იცოდა წამალზე დამოკიდებულებს როგორი გაბრაზება ახასიათებდათ, განსაკუთრებით მაშინ თუ დოზა დიდი ხნის მიღებული ქონდათ. -არაფერი ვიცი, როგორც კი დავინახე ვეჩხუბე და გავაგდე, რაც ამ ისტორიაში ჩამრია და ცხოვრება ამირია მასთან გაგრძელებას არ ვაპირებ. -დიდი ხანია ერთად ხართ? -ერთად ყოფნა რას ნიშნავს? რამდენჯერ აგიხსნა მოსწავლეა უბრალოდთქო? -შენ რა დამცინი? თუ ამდენად დებილი გგონივარ? გიორგისნაირ ფულიანს და ტვინიკოსას ისე გაუჭირდა სწავლა, რომ თითქმის მის ტოლთან ემზადება? იცი რომ მოსწონხარ და დგახარ აქ ტყუილებს ჭიკჭიკებ. ან იტყვი რაც ხდება სინამდვილეში ან ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ_ამჯერად სასმელის ჭიქა შეეჯახა კედელს და უკვე გააფთრებულმა გადადგა სოფიასკენ ნაბიჯი. -რას ნიშნავს მოვწონვარ, მითხრა გერმანიაში მივდიარ და სალაპარაკო მასწავლეო, უნივერსიტეტშიც მიჭირსო. გეფიცები, ბებოს გეფიცები არაფერი ვიცი რაც შეიძლება თქვენს საქმეს ეხებოდეს, ყოველთვის შორს ვიჭერდი ყველაფრისგან თავს_გაფართოებული თვალებით ამოხედა ბიჭს და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია მათ შორის მანძილი რომ გაეზარდა. გონება არეული მიჩერებოდა ბიჭი და ფიქრობდა შემდეგ როგორ მოქცეულიყო სოფიას თვალებში ცრემლის კვალს რომ შეხედა. წამიერად დაფიქრდა როგორ უნდა შეეშინებინა ასეთი გოგო, რომ აცრემლებამდე მიეყვანა. წამიერად მოვიდა გონს და თავად დაიხია უკან. ჩაწითლებულ თვალებს თავისი ფერი დაუბრუნა და შემოსასვლელში მდგომ კონსტანტინეს ჩუმად გასძახა. -სახლში წაიყვანე_ზურგი შეაქცია მისი სახე რომ არ დაენახა წასვლისას და მხოლოდ მაშინ მოეშვა კარის მიკეტვის ხმა რომ გაიგონა. ფანჯარასთან მისული ზემოდან აკვირდებოდა როგორ აკანკალებული ფეხებით ჩჯდა გოგო მანქანაში და შემდეგი ფიქრი იმაზე იყო როგორ ეზიზღებოდა იმ მომენტში საკუთარი თავი. (6) ერთი კვირა უთვალთვალეს ტყუპებმა დავითს, თავიდან თითქოს არაფერი, მხოლოდ სახლიდან პარკშ გადიოდა სასეირნოდ, შემდეგ ნელნელა აუწყო დროს, ბოლო სამი დღე ერთსა და იმავე რესტორანში დადიოდა, რამდენიმე სტუმარი სახლშიც ეწვია, ორჯერ ახალგაზრდა ბიჭიც დაინახეს სახლიდან ჯინსის მოსაცმლის ქვეშ დამალული ოთხკუთხა კოლოფით. გეგონებოდა ტორტი მიაქვსო ისეთი შეფუთვა ჰქონდა, თუმცა გამომძიებლებს არ გაჭირვებიათ მიხვედრა რეალურად რაც იდებოდა შიგნით, ეს კი უკვე სერიოზულ ეჭვს ნამდვილად ბადებდა. -მაგარი ამბავი მაქვს გაბრიელი_იოანე შეუვარდა ერთ დღესაც ძმას ოთახში. -გისმენ_თავიც არ აუწევია გაბრიელს. -ჩვენს დავითას რესტორანი აქვს_საქმიანი სახით ჩამოუჯდა ტყუპს წინ. -მერე?_უცებ ვერ მიხვდა ბიჭიც -ბიჭოო, რა ტყუპის სახელს მიფუჭეებ, შენი აზრით ნარკოტიკი როგორ შემოაქვს და გააქვს ასე იოლად? -ჯანდაბას მაგისი თავი, ფულს ათეთრებს? -ასე გამოდის_მხრები აიჩეჩ იოანემ და ძმის პირდაპირ მდგარ საკუთარ მაგიდას მიუჯდა. -რესტორანი, შეკვეთები, კლიენტები, საკვების ყიდვა და შემოტანა, ამის დედაც, იდეალური ვარიანტია. ჩხრეკისთვის ბრძანება მოვითხოვოთ? ტელეფონის კონტროლზე ისედაც მოგვცემენ უკვე უფლებას. -მაგ ნაბი*ვარს სხვის სახელზე აქვს ყველაფერი_ტუჩები აიბზუა იოანემ. -აბა რაიცი მისი როა? -გავიკითხე, უფროსად ყველას მას ასახელებს, მაგრამ ოფიციალურად რესსტრში რომ ვიქექე რესტორანი ვინმე ვიტალი გიორგაძეს ეკუთვნის. -ეგ ვინღა ჯანდაბაა? -ბაზაში არაა, მალხაზი თუ გვიშველის_წამიერად ჩაფიქრდა იოანე. -იცი რას ვფიქრობ, დავითი არც ისეთი გამბედავი მგონია, ამხელა პარტია მოეპარა და ვალად დადება მოეფიქრებინა, თანაც მარტო ვერაფერს იზამდა, ვიღაც უნდა ყოლოდა ვინც ამ იდეას ჩაუნერგავდა, გააბედინებდა, შეაგულიანებდა. -ანუ შენ ამ ვიტალიზე ფიქრობ?_წინ გადმოიწია იოანე -თუნდაც, ფაქტია დახმარება ან თუნდაც დაცვა დაჭირდებოდა, ბახალას ისეთი სახელი აქვს უბრალოდ ვერავინ გაუბედავდა ამხელა შეურაცყოფას._ფანქარს ათამაშებდა გაბრიელი. -სწორი ხარ ხომ იცი შენ, მემგონი სანდროსთან ვიზიტის დროა_ისევ წამოიმართა იოანე და მანქანის გასაღები შეათამაშა ხელში. სოფიას წასვლის შემდეგ ვერაფრით მოახერხა სანდრომ გონება მოეკრიბა, ფანჯრის ცივ მინას შუბლი მიადო დ ამოიხვნეშა, რამდენიმე წუთში კონსტანტინე მობრუნდა და უსიტყვოდ ამოხედა უფროს. ადგილიდან არ იძვროდა და ბოლომდე ელოდა ბრძანებას. თვალებ დახუჭულმა კიდევ რამდენიმე წუთი გაატარა ასე და ბოლოს მაგრად მოიჭირა ხელი შუბლზე. -ის დამპალი მოათრიეს ადგილზე?_შეცვლილი, უკვე ცივი ხმა გაისმა ოთახში და ვერც მიხვდა ისე დაუარა კონსტანტინეს შიშმა სხეულში, იგრძნო კარგი არაფერი მოყვებოდა ამ ტონს. -ქოხშია._ნერწყვის გადაყლაპვა ძლივს მოიფიქრა ბიჭმა. -მაშინ რაღას ვუცდით, ვერ ამოიღებ ხმაას_შეუტია ბიჭს და მაშინვე წავიდა კარისკენ მძიმე ნაბიჯებით. რამდენიმე საათში სისხლიანი ხელებით გამოვიდა სანდრო ტყეში ჩადგმული პატარა ქოხიდან და მზაკვრულად ჩაიცინა, სახემოღრეცილ კონსტანტინეს თვალი აარიდა და მძღოლს სველი სალფეთქი ჩამოართვა. -ერთით ნაკლები მევალე გვყაავს_ხელები ერთმანეთს გაუსვა და ბედნიერს გაეცინა. -ისეთი მეთოდები გაქვთ უფროსო სხვა გზა არააქვთ, ყველას აალაპარაკებთ_უკმაყოფილება ჩანდა ბიჭის ხმაში. -თუ რამე არ მოგწონს კოსწია რომელი გზითაც მობრძანდი იმ გზით დაახვიე_წარბშეკრული მიუახლოვდა ბიჭს. -იცით რომ არ წავალ და მიტო მელაპარაკებით ასე_თავი ჩაქინდრა მოწყენილმა. -მაშინ ენა გააჩუმა და ნუ შემე*ი, მოკამათე და ჭკუის დამრიგებელი სოფიაც მეყოფა_წამიერად გათქვა გულის ნადები და რომ მიხვდა რაც წამოაყრანტალისასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში და უფრო გამკაცრებული მიუბრუნდა მძღოლს -ამ ნაბი*ვრის სახლში მივდივართ. კიდევ ორი საათიც და ბახალას ქონება რამდენიმე ათასით გაიზარდა. ლაღად იღებდა სანდრო საკუთარი ხელით სეიფიდან ფულს და ვერც კი ამჩნევდა უკან, პატარა ფანჯარაში დამონტაჟებული კამერა როგორ უღებდა. ფულით ხელში კმაყოფილი გამოვიდა სახლიდან და ბანკისკენ წავიდა, კვალის დასაფარად ფული სხვადასხვა ანგარიშებზე ჩარიცხა და ბახალას მისწერა. ახლა მხოლოდ დავითი და გიორგიღა დარჩა. გიორგის ძებნაში დის მონახულებაც შეიძლება, დავითს კი ტყუპი გამომძიებლების დახმარებით მოიხელთებს, ახლა უკვე ფულის ამოღებაზე მეტად შურისძიება ამოძრავებს, ტყუილად კიარ ჰყავს გაბრიელი სიძედ. სიცილით გადააქნია თავი, ვითომ მას შეეკითხა ლილუ გამომძიებელს რომ მიყვებოდა, თუმცამაშინ ჯერ კიდევ გაფრენილი ჰქონდა და დას მისი არსებობის შესახებ არაფერს აგებინებდა. წარსულის გახსენებას თავი აარიდა და დასთან წაყვანა თხოვა მძღოლს. როგორც ტყუპების ცოლებს შეეფერებოდათ ისე შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ ნენე და ლილუ. ნენეს პატარა ბარბარე კისკისით დარბოდა ეზოში და ახალი ფეხ ადგმული ძალას არ იშურებდა აღმოჩენილი პეპელა რომ დაეჭირა. ლილუ ხითხითით ადევნებდა თვალს და ყურადღებას არ ადუნებდა ბავშვის წაქცევა რომ არ გამოპარვოდა. რვა თვის ორსულს ცოტ უჭირდა სწრაფად გადაადგილება, მაგრამ ისეთ პატარა მუცელი ქონდა დიდ დისკომფორტს ვერც გრძნობდა. ნენე სადილს ამზადებდა და ცალი თვალი კარისკენ ქონდა, იქნებ სასწაული მოხდეს და იოანე დაბრუნდესო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი, ქმარზე უზომოდ შეყვარებულს მისი მონატრება ყოველ წუთს კლავდა. იცოდა როგორც კი მოახერხებდა მოვიდოდა და ცოლ-შვილს მთელი სიყვარულით ჩიკრავდა გულში. იოანე არა, მაგრამ რამდენიმე წუთში სანდრომ შემოაბიჯა ეზოში და დისკენ წავიდა გაღიმებული. -სანდრიკოო_ხმამაღლა შესძახა ქალმა და ხელები გაიშვირა ძმისკენ. -მომენატრე ლილუ. -მეც ცუდო ბიჭო, არც კი მნახულობ. ბარბარე ფრთხილად საყვარელო_ჩაჩოქილ ბავშვს გასძახა და თვალის კუთხით შეამჩნია როგორ წამოდგა ადგილიდან სანდრო. მოთამაშე ბავშვისკენ დაიძრა და თავადაც აჰყვა, ჰაერში ახტუნებდა და კულულებიანი გოგოს კისკისი მთელ მიდამოს აყრუებდა. ღიმილის გარეშე ვერ უყურებდნენ ქალები უზარმაზარ სანდროს ხელებში მოქცეულ გალეულ ბავშვს, სანდრო კი ვერაფრით მიხვდა ბავშვის სუფთა თვალებში ჩახედვის შემდეგ რატომ ამოუტივტივდა სოფიას მზერა. -სადილი მზად არიიის_ნენეს ხმაც გაისმა და მაშინ მიხვდა ბიჭი როგორ მოშიებოდა, კონსტანტინეც სამზარეულოსკენ წაიყვანა და თავადაც დას მიყვა უკან. ნასიამოვნებმა დახედა პატარა ქერა ქალბატონს, მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ ის ერთი საათი რაც მასთან თამაშში გალია საოცრად დაეხარა დასვენებაში, მაშინ საკუთარ პრობლემებზე არც კი ეფიქრებოდა. -ბინა გამომიცვალე_მანქანისკენ წასულმა გასძახა კონსტანტინეს და ბიჭის გაოცებული სახე ამჯერადაც დააიგნორა. -ის ყველაზე უსაფრთხოა. -იყო, არ მინდა იმ ქალბატონმა ჩემზე რამე იცოდეს, მითუმეტეს მოსვლა შეეძლოს, იქნებ და გიორგისთან ისეთი ახლო ურთიერთობა აქვს ყველაფერი ჩაუკაკლოს. გიორგიზე კი რატომღაც მგონია სულ ტყუილად ვფიქრობ იოლად, მარტო რომ იყოს მხოლოდ თავისი ძალებით ამდენ ხანს ვერ დამელოდებოდა_დაფიქრებულმა მოიქექა შუბლი და ამღერებულ ტელეფონს დახედა. -გისმენ სიძე. -სანდრო უნდა შევხვდეთ_სერიოზულობას არ კარგავდა გაბრიელი. -გასაგებია, ადგილი მომწერე და მოვალ. დარწმუნებული ვარ ისევ რაღაც მოხდა_თავი გადააქნია და კონსტანტინეს გახედა -ბინა შეცვალე დღესვე, თუმცა შესასვლელ კამერას ყურადღება მიაქციონ მაინც, რავიცი რახდება, იქნებ რამეში დავჭირდე_ჩუმად ჩაიბუტბუტა ბოლო სიტყვები და ფანჯარაში გაიხედა ბიჭის გაღიმებული სახე რომ არ დაენახა. კიდევ ერთი პაკეტი ჩააბარა პატრონს გიორგიმ და სიცხისგან შეწუხებულმა მოიყუდა ნაყიდი წყალი. ნერვებმოშლილი გულს ვერაფერს უდებდა სოფია რომ ახსენდებოდა, ისევ სცადა მისი ნახვა, მაგრამ გოგომ ისევ კინწისკვრით გამოაგდო, გარკვევით უთხრა ჩემს სიახლოვეს აღარ დაგინახოო, თუმცა გიორგი ასე იოლად არ დანებდება. იქნებ ის არ მოწონს ასე უფულო რომ ვარ? ფიქრებში ჩაეფლო ბიჭი, იქნებ ისეთი უნდა ვისაც კარგი მანქანა ეყოლება? უზრუნველად აცხოვრებს? რასაკვირველია, ის ხომ თავად მოკლებულია თითქმის ყველაფერს და კაპიკებით ცხოვრობს, მეორე გაღლეტილი რაში სჭიდება? ღვარძლიანად ჩაიფრუტუნა და ხვალინდელი დღის გეგმას გადაავლო თვალი. უკვე წარმოიდგინა როგორ უჭირავს ყველაზე დიდი შეკვეთის პატრონის პაკეტი ხელში. რომ დატყდეს? იმდენს იშოვის დავითსაც დაემალება, იქნებ თავად გაასაღოს? იმხელა შეკვრა იქნება პატარებში სულ იოლად გაასაღებს, ფულიანი მამიკოს შვილებიც კარგად გადაუხდიან. უკვე გაღიმებულმა გააგრძელა ფიქრი, -მერე რა რომ სუფთა ჰეროინი იქნება? რომ გადაამეტონ და გაიგუდონ? რა მისი ბრალია, ხომ არ დააძალებს ყიდვას, თავისი ნებით იყიდიან და დიდ დოზასაც თავისი ნებით გაიკეთებენ_მხრების აჩეჩვით უპასუხა თავისივე შეკითხვას და დროებითი სამყოფელისკენ გასწია ხვალინდელი დღის მოლოდინში. უკვე რამდენიმე საათი იყო გასული რაც უფროსისთვის ახალ სახლს ეძებდა კონსტანტინე, მანქანაში მჯდომი პლანშეტიდან არ წევდა თავს და ყურადღებას არ აქცევდა პარკში მჯდომი უფროსი როგორ ესაუბრებოდა შეფარვით ორ გამომძიებელს. ბინის თვალიერებაში ძლივს შეამჩნია დაცვის სამსახურიდან გამოგზავნილი ვიდეო და მაშინვე ჩართო. მთელი ძალით აბრახუნებდა ხელებს ახალგაზრდა გოგო ძველი სახლის კარზე და გამიღეთს იძახდა. რამდენიმე წუთში დამონტაჟებული კამერა შეამჩნია და მუდარით სავსე მზერით ამოხედა თითქოს ბიჭს. -გთხოვ_ჩაილაპარაკა ტუჩებით გაფითრებულმა სოფიამ და კიდევ ერთხელ მიარტყა ხელი დაკეტილ კარს. ლამის გამოგლიჯა კონსტანტინემ მანქანის კარი და პლანშეტით ხელში გაიქცა უფროსისკენ. ხვდებოდა ეს გოგო ნელნელა რამხელა მნიშვნელობას იძენდა სანდროს და უნდოდა მალევე ენახებინა მომხდარი. აღარც დაფარული შეხვედრა აინტერესებდა, აღარც ზურგით მჯდომი გამომძიებლები, უფროსოს ყვირილით მიაჭრა სანდროს და თვალებგაფართოებულ კაცს ქოშინით გაუწოდა პლანშეტი. -სოფიას ვჭირდებით_სახელის გაგონებაზე მაშინვე დასტაცა პლანშეტს ხელი და როგორც კი საკუთარ კართან მოსულ გოგოს შეხედა აღარაფერი გაუგია ისე გაიქცა მანქანისკენ. რამდენად ცუდ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო მასწავლებელი, რომ მასთან მოსულიყო დასახმარებლად. სისხლს უყინავდა მოსული აზრები და ვერაფრით აიძულებდა თავს დამშვიდებულიყო. (7) ბახალადან თანხის მიღების მესიჯზე ბედნიერს გაეღიმა სანდროს, უხაროდა, რომ მეგობარს იმედებს არ უცრუებდა. მისგან ბევრი სიკეთე ახსოვს და უნდოდა თავადაც რამე კარგი გაეკეთებინა. გაღიმებული გადავიდა პარკში ტყუპი გამომძიებლები რომ ენახა და კონსტანტინე მანქანაში დატოვა. ყურადღება რომ არ მიექციათ ზურგით მიუჯდა ბიჭებს და ამოიხვნეშა. ვერ იტანდა ამ სერიოზულ საუბრებს. -ახალია რამე? -არის, დავითის კვალზე გავედით, უკვე ტელეფონსაც ოფიციალურად მივყვებით და თვალთვალის უფლებაც გვაქვს, ეს წინა დღეების ფოტოებია_ხმადაბლა ჩაილაპარაკა იოანემ და პატარა ცელოფანში ჩაყრილი ფოტოები გაუსრიალა ზურგით. სანდრომაც დინჯად გაშალა და სათითაოდ დაიწყო თვალიერება. რამდენიმე წუთში კი გაოცებულმა დახედა რამდენიმე მოგროვებულ ფოტო, ბრაზისგან ტვინში ისე წაუჭირა რაღაცამ თავი ვეღარ შეიკავა. -აი თურმე რატომ ჰქონდა მაგარი ბიჭობის კვერცხებიი, ამას კი მოვუ**** გამზრდელს, ფუ მე ამის ..._გინებას არ წყვეტდა და უკვე ფეხზე მდგომი დააბიჯებდა ნერვიულად. -რა ხდება იტყვი?_აღარც ტყუპები მორიდებია ვინმეს და პირდაპირ წამოადგა გაბრიელი ცოლიძმას. -ეს ნაბი*ვარი ბახალას მევალეა_გიორგის ფოტო ააფრიალა წინ, -მთელი შეკვრა სუფთა ჰეროინით დატყდა, რომ ჩამოვედი გავაფრთხილე და ისევ დატყდა. ორი კვირაა ლამის რაც ვეძებ. ვფიქრობდი ისე ვერ დამემალებოდა ვიღაც სერიოზული კრიშა ყავსთქო და აჰა_ჰაერში გაფანტა გაბრაზებულმა გიორგის ფოტოები. -იდიოტო, იქნებ მოედანზე გამოვაკრათ_გაბრაზებულმა გამოსცრა გაბრიელმა და ძირს გაფანტული ფოტოები აკრიბა. -სამაგიეროდ ახლა დავითია მთავარი ეჭვმიტანილი და არა შენ, უკეთესიც, შენზე ხელჩასაჭიდი საერთოდ არაფერი გვაქვს_მხრები აიჩეჩა იოანემ და აზუზუნებულ ტელეფონსაც მიაქცია ყურადღება. სადაც იყო ცოლის ზარისთვის უნდა ეპასუხა მანქანიდან გამოვარდნილი სანდროს თანაშემწე რომ შეამჩნიეს, ბიჭი გამწარებული სახით მორბოდა და რაღაცას გაჰყვიროდა, სანდროს სურათი დაანახა და ორივე ისე სწრაფად აორთქლდა თვალი ძლივს მიაწვდინეს. სანდრომ მძღოლიც გვერდით მიაგდო და თავად მიუჯდა მანქანას. -მითხარი, რომ ვერც შენ მიხვდი რა მოხდა თორემ თავს იდიოტად ვგრძნობ_ჯერ კიდევ აორთქლებული მანქანის დატოვებულ ბოლს უყურებდა იოანე. -არ გრძნობ, იდიოტი ისედაც ხარ_თანაგრძნობის ნიშნად მოუთათუნა ძმამ ბეჭზე ხელი და გაეცინა ბიჭმა მხარი რომ აუქნია. -წადი რა, ჯანდაბა ნენე მირეკავდა_მაშინვე გადაურეკა ცოლს და ღიმილით უსმენდა შვილის ღუღუნს, რომელიც ნაზი ხმით ეძახდა მამას. არც დიდ სიჩქარეს აქცევდა სანდრო ყურადღებას და არც ირგვლივ ამდენ დასიგნალებას, მის წინ მხოლოდ სოფიოს აცრემლებული თვალები იყო და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა არ დაეგვიანებინა. მთელი რიგი მიზეზები ჩამოწერა გონებაში რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ სოფია ამ დღეში ჩავარდნილიყო, თუმცა ვეღარაფერი მოიფიქრა და დანებდა. კიდევ ორი წუთიც და ყველაფერს გაიგებდა. ხმაურიანად დააყენა მანქანა ბინის წინ და მაშინვე სადარბაზოში გავარდა, სწრაფად აირბინა ოთხი სართული და ხმაურიანად ამოისუნთქა კართან ჩამჯდარი გაცრეცილი გოგო რომ დაინახა. -სოფია..._ხმა მაშინვე გაუწყდა როგორც კი გოგომ ამოხედა. -არ ვიცოდი სხვაგან სად წავსულიყავი_ხმა ჩახლეჩოდა ნერვიულობისგან გოგოს -მოდი შევიდეთ და დამელაპარაკე_უხერხულად მოხვია გოგოს ხელები რომ წამოეყენებინა და მაშინვე შეუშვა. მისთვის ეს ყველაფერი უცხო იყო, არასდროს უზრუნია ასე ვინმეზე, არც ვინმეს შეხების სურვილით დამწვარა, არ უნერვიულია და არც წამებში გაქცეულა ვინმეს დასახმარებლად ლილუს გარდა, თუმცა ეს შემთხვევა მისი დისგან სრულიად განსხვავებული იყო. -ერთი ჭიქა წყალი შეიძლება?_გახევებულ კონსტანტინეს გადახედა და ისიც მაშინვე სამზარეულოში გაქრა. -კარგად ხარ?_ფრთხილად მიაბრუნდა უკან და დივანზე დასვა სანდრომ გოგო. -არ ვიცი, ასეთ სიტუაციაში პირველად ვარ_მწარედ გაეღიმა სოფიას და სანდროს თვალებში ახედა. მაშინვე დაიბნა ბიჭი, სოფიას თვალებში ოდნავადაც აღარ იკითხებოდა შიში, თაფლისფერები ანათებდა და იღიმოდა. შეცბუნებული უყურებდა სანდრო და დაჰიპნოზებულივით ვერ აშორებდა თვალს. პირი გააღო რამე მაინც რომ ეკითხა, თუმცა იდილია კონსტანტინემ დაურღვიათ. -დალიე სოფია_წყლის ჭიქა მიაწოდა და ჩახველებით ჩამოჯდა იქვე. -დაწყნარდი და მოგვიყევი რა მოხდა_სანდროც დასერიოზულდა და გვერდით მიუჯდა. -ორი დღის წინ, ანუ თქვენ რომ გნახეთ, იმ საღამოს გიორგიც მესტუმრა, ვითომ არაფერში გავერიე ისე ლაღად მესაუბრებოდა, მე ჩემი პრობლემები მაქვს, ვიღაც მოსწავლის გამო შარში თავის გაყოფას არც ვაპირებდი, კარი ცხვირწინ მივუხურე და ვუთხარი თვალით აღარ დამნახებოდა.მეორე დღეს უკვე ყველაფერი შეცვლილი დამხვდა_ამოიოხრა და გიორგის ხსენებაზე დაძაბულ სანდროს გამოხედა. -არ მინდა პარანოიკი გეგონო, ვიცი რასაც ვხედავდი, მოკლედ მეორე დღეს გაჩერებაზე გამოსულს ვიღაც ბიჭი ამედევნა, ფსიქოლოგია ჩემი საყვარელი საგანი იყო და დეტალურად მაქვს შესწავლილი, აშკარად ეტყობოდა ყველაფერზე სპონტანურად რომ მოქმდებდა, რომელ მარშუტსაც ავუწიე ხელი გამომხედა და იგივეში ჩაჯდა, უნივერსიტეტთან რომ დავიძახე გააჩერეთთქო და ჩამოვედი ჩმომყვა, მთელი დღე ასე გავიდა, ოღონდ სამი სხვადასხვა ბიჭი იყო. მეორე დღესაც რომ იგივე შევამჩნიე ცოტა ვიეშმაკე, სახლამდე რამდენიმე მარშუტი გამოვცვალე თუმცა შედეგი იგივე. მთელი დღე ასე გაგრძელდა. მესამე დღესაც იგივე, ბინიდანაც ვხედავდი სულ გარეთ ტრიალებდნენ, დღეს კი... ჯანდაბა დღეს ეტყობა რაღაც შეიცვლა_ცრემლები მოაწვა სოფიას თვალებს -სახლში ვბრუნდებოდი, გაჩერებაზე გადასასვლელად შუქნიშანი უნდა გამევლო, დაველოდე სანამ მწვანე ქვეითებისთვის აინთებოდა და შემდეგ გადავდგი ნაბიჯი, საიდანღაც შავი დელიკა გამოვარდა და რომ არა ჩემს გვერდით მომავალი ბიჭი პირდაპირ გადამივლიდა. ხელი ჩამავლო და უკან გამაგდო, იმ ბიჭის ცოდვასაც ვიდებდი კისერზე, ღმერთო სხვისი ცოდვის ხარჯზე როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება_ატირებულმა ჩადო სახე ხელებში. მალევე მოახერხა დაწყნარება და წარბებშუკრულ, ჩაფიქრებულ სანდროს ამოხედა -რაში გამაყოფინა თავი იმ გარეწარმა? -არ გეკადრება მასწავლებელ ქალს ასეთი სიტყვები, ყველაფერს მე მივხედავ_აკანკალებული ხმით მოინდომა ბიჭმა სოფიას დაწყნარება და ძლივს გაბედა ხელით ოდნავ შეხებოდა ლოყაზე, დენის დარტყმისას უკანვე გამოსწია და მობილურით ხელში წავიდა ოთახის მეორე ბოლოსკენ. კრუგებს ურტყამდა და ზარებს ახორციელებდა. -ნახევარს საათში ბატონ დავითზე სრული ინფორმაცია მჭირდება, სრული, რაც იმას ნიშნავს, რომ ტუალეტში რამდენჯერ გადის ეგეც უნდა ეწეროს. -დავითის მომსახურე ბიჭების ფოტოები მინდა, აბსოლიტურად ყველასი, თუ ვინმემ მხოლოდ ერთი დავალება შეუსრულა ისიც. -გიორგი მომიძებნე, დავითის ხაზს მიყევი და იოლად გახვალ, ყურებით მიათრიე ეგ ნაბი*ვარი ქოხში და დამირეკე. გაფართოებული თვალებით აჰყურებდა გოგო გამხეცებულ ბიჭს, რომელიც სხვადასხვა ნომრებს კრებდა და ბრძანებებს გასცემდა. -ღმერთო თავი ფილმში მგონია._სახეზე ჩამოისვა ხელები და ისე აესვეტა სანდროს წინ სიარული რომ ვეღარ შეძლებოდა, -მითხარი რაში გავეხვიე. -ჩემს ეჭვს დავაზუსტებ და აგიხსნი_კიდევ ერთი ნომერი აკრიბა და მკაცრი სახით ანიშნა გოგოს ხმა არ ამოიღო. -მოგესალმებით დავით ბატონო_დამცინავი ტონი გაურია ხმაში. -რაო სანდრიკო, უფროსმა კიდევ ფულები მოგთხოვა? -არა, ამჯერად დასაცინად გირეკავ, ბალღ გიორგის ენდე? კურიერად როგორ დააყენე მას შემდეგ რაც ბახალა გაქურდა? ხომ იცი ნარკომანები და ქურდები არ იკურნებიან_მწარედ ჩაეღიმა და გაოცებული სახით მდგომ გოგოს გახედა. -უკვე გავრცელდა? ეგ ნაბი*ვარი, ზმარს ვადენ თუ დავიჭირე, თუარადა ვაიძულებ თავად მოეთრას და იმ ფეხებს დავაჭრი_სიძულვილით იქედნებოდა დავით. -ვაახ, კოზირი შენც უპოვე? ახლა არ მითხრა ის გამწლეული მასწავლებელი გოგოო, თორემ ვიჯავრებ ისევ შენთან დატაკება რომ მომიწევს, ხომ იცი კოზირების ტრიალი ჩემი საქმეა_სოფიას სახე არ შეიმჩნია ისე გააგრძელა არხეინად საუბარი. -ეხ სანდრინიო სანდრიონიო, როგორ გეტყობა რომ ვერ დაღვინდი. ნუ გავიწყდება, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით მაინც ვარ წინ_სიცილით გაუთიშა ბიჭს და ჩაფიქრებული დატოვა. ავად ენიშნა სანდროს კაცის სიტყვები და სწრაფად დაიწყო შედეგებზე ფიქრი, ერთმა გაუელვა და ელვის სისწრაფის მივარდა გოგოს. -ვინც გადაგარჩინა ახალგაზრდა ბიჭი იყო? -კი. -ისეთი ჩაცმულობის და სტილის როგორც მოთვალთვალეები. -არ მახსოვს_შეცბუნებული პასუხობდა გოგოც. -სოფია, მნიშვნელოვანია, გაიხსენე_ბეჭებში მოკიდა ხელი და მსუბუქად შეაჯანჯღარა გოგო. -მემგონი კი, ხო რაღაცით გავდნენ. -სახლამდე მოგაცილა? მითხარი აქამდე მოგაცილა? -კი_პრობლემას სოფიაც მიხვდა და თავში ხელი შემოირტყა, ბებოს მუდმივი ფრაზა გაახსენდა, როგორ ეუბნებოდა შენივე გულუბრყვილობა დაგყუპავსო. -სასწრაფოდ გავდივათ_ტელეფონს და სოფიას სტაცა ბიჭა ხელი. -გვიანია აქ არიან_ანერვიულებულმა გამოხედა ფანჯარასთან მდგომმა კონსტანტინემ და უფროს თვალებში ახედა. -მესამეზე ვიცნობ ერთ ოჯახს, სანამ რამეს მოვიფიქრებთ დავიმალოთ_მაშინვე წააცუნცულა გოგო კარისკენ და ქვედა სართულზე ჩაიყვანა. -გაგა, გაგვიღე_მხოლოდ ორი მირტყმა დასჭირდა კარზე და მდევარი უკვე თითქმის ჩანდა რომ შეასწრეს. -გაგა, ეს ბინა ყველაზე კარგად იცი, როგორ დავტყდეთ_მელოტ კაცს ესაუბრებოდა სანდრო. -მეცხრეზე ასვლას მოახერხებ? -სანამ ჩემ ბინას გააღებენ და გაჩხრეკენ ალბათ კი -ხოდა, მეორე სადარბაზოდან ამოსასვლელი ბინა აქვს გაერთიანებული, აქედან შეხვალ და მეორედან გახვალ_თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ჩუმად შეაცილა სტუმრები ლიფტის პატარა მორყეულ კაბინაში. მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა სანდრომ უსაფრთხოდ რომ დაიგულა თავი და სულ სხვა ნომერზე დარეკა მანქანისთვის. -იმედია ბინა ნაშვონი გაქვს_მკაცრად გადახედა კონსტანტინეს და მისი თავის დაქნევაზე საბოლოოდ მოეშვა. ფრთხილად უყურებდა სოფიას და გიჟდებოდა ამ გოგოს თვისებებზე, სხვა მის ადგილას კივილ-წივილს დაიწყებდა, ახსნას მოთხოვდა და შეიძლება არც დაეჯერებინა რაიმე ნათქვამი, ის კი მშვიდად აცდიდა სანდროს თავისი საქმე გაეკეთებინა და ახსნასაც მოთმინებით ელოდა. -მალე სახლში უნდა ვიყო, ბებო.... -ჩემთან რჩები_განაჩენივით ჟღერდა სანდროს სიტყვები. -უკაცრავად?_ლამის მართლა შუბლზე აუვიდა გოგოს თვალები. -მოსვლა იყო მხოლოდ შენი ნება, რამდენიმე დღე შეიძლება დამჭირდეს გასარკვევად, ტყუპებიც უნდა დავიხმარო, საქმე უკვე სერიოზულ მობრუნებას იწყებს, გიორგიმ დავითს უღალატა, დავითს მაგარი კრიშა ყავს, მე დავითი მჭირდება, მის კრიშას მეც, დავითიც და გიორგიც, დარწმუნებული ხარ რომ ამ დროს, როცა ყველა ერთმანეთზე ნადირობს გარეთ იარო სრულიად მარტომ?_წარბები აუწკიპა ბიჭმა. -ჩემ თავს არავინ დაეძებს, ბებო მარტოა, ვერ დავტოვებ, წამლები თუ არ დალია მდგომარეობა გაუარესდება, თუ არ ვიმუშავე წამლებს ვერ ვუყიდი, მის გარეშე კი ისედაც მარტო ვარ. -ბებოს წამოსაყვანად უკვე დავრეკე, ჩათვალე საიმედო ადგილასაა, ჩემი და საკუთარი თავივით მოუვლის, ახალ ნომერს ჩავდებ და დაგარეკინებ, შენ კი ჩემთან რჩები_ნასიამოვნებმა დაამატა და ოთახზე ანიშნა სადაც მოსვენება შეეძლო. -ოთახამდე ბევრი რამ გაქვს ასახსნელი_ამჯერად სოფიაც ჯიუტად დადგა წინ და ჯიქურ შეაჩერდა თვალებში. -„ტუსოვკა ნაჩინაეტსააა“_ბავშვობიდან შემორჩენილი რუსული ფრაზა მოაგონდა რატომღაც კონსტანტინეს და გასასვლელი კარისკენ წავიდა. თვალი შეავლო ერთმანეთისკენ მამლებივით წასულ წყვილს და ხითხითით გაიხურა კარი. (8) რამდენჯერმე დააკაკუნა კონსტანტინემ ძვლებურ რკინის კარებზე და ყურმიდებული დაელოდა ფხის ხმის გაგონებას. რამდენიმე წუთი დასჭირდა, თუმცა მაინც მოხვდა ხმაური ყურს და ისიც კარის გაღების მოლოდინში გაიყურსა. -გისმენთ ბებო,_გაღიმებული მოხუცი დალანდა კარში. -გამარჯობა ნაზი ბებო, მე სოფიას ახალი მოსწავლე ვარ, თუ გახსოვთ ვიყავი კიდეც მოსული თქვენთან. -კი ბებო, თვალების გამო სმენა გაუმჯობესებული მაქვს და მახსოვხარ, მაგრამ ჩემი გოგო სახლში არ არის. -ვიცი, იცით მე სოფიამ გამომგზავნა, რამდენიმე დღით წასვლა მოუწია და მარტო რომ არ იყოთ მის მეგობრებთან წაგიყვანთ. -როგორ თუ წასვლა? ხომ მშვიდობაა ბებო?_შეშფოთება ჩანდა ქალის ხმაში. -რა თქმა უნდა ნაზი ბებო, აი თქვენ თავადაც გაესაუბრეთ, უნივერსიტეტში რაღაც კონკურსში გაიმარჯვა და ქალაქგარეთ ისე უცებ წაიყვანეს შემოვლა ვერ მოასწრო_უკვე აკრებილი ნომრით მიაწოდა ტელეფონი და ქალს სოფიას ხმაც გააგონა. -კარგი ბებო, აქ სადღაც ჩანთა მედო_ხელი მოაფათურა შესასვლელში კარადაზე და ხსნებული ნივთიც იპოვა, -ახლა წავიდეთ. -ახლა რა იქნება?_ნრვიულად იმტვრევდა სოფია თითებს. -თაბაშირს დაგადებენ_უდარდელად მიუგო სანდრომ. -რაზე კიარადა რაა? -მეც დავიტანჯე და შენი თითებიც, გააჩერე ხელები და დაწყნარდი რა, კონსტანტინეა ბოლო ბოლო. -გამარჯობა, კონსტანტინეა და არა ვინმე მაფიოზი. -სულ მაფიოზებს რატომ იძახით ჩემს ირგვლივ ვერ ვხვდები_მხრები გულწრფელი გაკვირვებით აუჩეჩა ბიჭმა და აზუზუნებულ ტელეფონს უპასუხა. -დავალება შესრულებულია უფროსო, ბებო უსაფრთხოდ ბრძანდება ქალბატონი ლილუს ოჯახში. -მადლობა კოსწია, ხვალ დილით იცოდე ... -თქვენთან ვიქნები, ტკბილი ძილიი_ხითხითით დაემშვიდობა უფროს და დაძინება გადაწყვიტა. სოფია სანდროს ოთახში გასული დახვდა, თავად კომპიუტერს მიუჯდა იქნებ უკვე რამე ინფორმაცია გამომიგზავნესო, თუმცა ახალი არაფერი ჩანდა. თავიდან თითქოს ხელების კანკალს ყურადღება არ მიაქცია, თუმცა რომ დაფიქრდა მიხვდა, ახლა სურვილისგან შეშლილი გონება არაფერში სჭირდებოდა, სრულიად მობილიზებული უნდა ყოფილიყო. მოწყობილობები გაშალა და უცებ სოფია ამოუტივტივდა, რაცარუნდა ყოფილიყო არ უნდოდა გოგოს ასეთ დროს დაენახა, ამიტომ სააბაზანოში შეიკეტა და ნეტარებას მიეცა. -ანუ, რა გამოდის? სანდროს იმედი არ უნდა გვქონდეს?_ნერვიულად მიმოდიოდა იოანე სახლის კაბინეტში და ტყუპის მობეზრებულ სახეს არ იმჩნევდა. -ხომ იცი, რომ დაგვეხმარება, იმ ვიღაც ვიტალიზე ვერაფერი ვიპოვეთ, იქნებ მაგათ იცოდნენ, მაგრამ ისე გავარდნენ კითხვაც ვერ მოვასწარი. -იქნებ ისევ დატყდეს? ბინა ხომ ცარიელი დაგვხვდა?_მაინც ვერ ისვენებდა ტყუპი. -არა, სხვა თუ არაფერი ლილუს ასე არ მიატოვებს, ნუ შემე*** რა, აქამდეც არ გვეხმარებოდა სანდრო მაგრამ ვხსნიდით საქმეებს. განყოფილებაში დავბრუნდები და მალხაზის შევეხიზნები, გამორიცხულია რამე ვერ ვიპოვოთ. -მეც .. -შენ გოგოებთან დარჩი_მაშინვე შეაწყვეტინა გაბრიელმა, -ლილუ თითქმის დღედღეზ ელოდება, ბარბარეს მოწყინდა სულ უშენოდ დაძინება და ნენესაც მიაქციე ყურადღება, თორემ მალე მოგვიწევს არჩევანი ცოლებსა და სამსახურს შორის გავაკეთოთ_ღიმილით ჩაილაპარაკა უფროსმა და ოთახი დატოვა. ჯერ ცოლისკენ წავიდა რომ დამშვიდობებოდა რაც ცოტა დიდხანს გაგრძელდა და როგორც იქნა სახლიდანაც გავიდა. მალევე შეამჩნია მდევარი და წყნარად დაიწყო შეტყობინებების წერა ეკრანზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლილუ, ნენენ და ბარბარე სახლს არ დატოვებდნენ, იოანე გამკაცრებულ დაცვის სისტემას აამუშავებდა და კამერებს მაღალ მგრძნობელობაზე დააყენებდა. ორჭოფობის შემდეგ სანდროს ნომერიც აკრიბა, თუმცა იმ წუთას სამყაროდან გასულ ბიჭს სულაც არ ქონდა იმის თავი ან თუნდაც ხალისი ტელეფონისთვის ეპასუხა. დილით კომპიუტერთან ჩაძინებული აღმოაჩინა თავი, სამზარეულოდან ხმაური კი იმას მოასწავებდა, რომ სოფიასაც ეღვიძა და სავარაუდოდ საუზმეს იმზადებდა. ბედნიერმა მოიფშვნიტა თვალები და სააბაზანოსკენ არც კი გაუხედავს ისე წავიდა გოგოსკენ. ქალბატონი მაგიდას მიჯდომოდა, მოურიდებლად დაპატრონებოდა კონსტანტინეს მოზიდულ საჭმელს და გემრიელად ილუკმებოდა. -აბა საუზმე?_ბედნიერი ღიმილი ჩამოერეცხა სანდროს მაგიდა მის მხარეს ცარიელი რომ დახვდა. -ახალ დაქორწინებული წყვილი ვართ და არ ვიცი? რაღაცა არც ამნეზია არ მაქვს_წარბებ აქაჩული აგრძელებდა საუბარს სოფია. -მანდამაინც ახალდაქორწინბული რატო მერე არ ამზადებენ საუზმეს ცოლები? -გავატარებ მე რომ მესაუბრები მაგ მიზეზზე და მხოლოდ შეგეწინააღმდეგები, სანამ რაღაც ახლის მუღამი აქვს ქალს მხოლოდ მანამდე ახვედრებს ძვირფას ქმარს საუზმეს. -შენ რა სიყვარულის არ გჯერა? მასწავლებელ ქალს?_ამჯერად ნამდვილად გაუფართოვდა თვალები სანდროს. -სიყვარულის როგორ არ მჯერა, მე იმ სიყვარულის არ მჯერა როგორებსაც წიგნებში აღნიშნავენ, როცა ყველანი მდიდრები, არიან რესტორნებში ვახშმობენ და ყოველ წელიწადში სამჯერ სხვადასხვა ადგილებში ისვენებენ. რეალურ ცხოვრებაში არცერთი ცოლ-ქმარი დადის რესტორანში ვისაც ადამიანური სამსახური აქვს, იმ ფულით ურჩევნიათ გადასახადები გადაიხადონ, რამდენიმე წელიწადში, როცა ბავშვის მოვლისგან განადგურებული წვები იმაზე იწყებ ფიქრს რა საჭელი შეიძლება გააკეთო ხვალისთვის, დილით კი წიგნების მსგავსად ვერ გაგაღვიძებს ქმარი კოცნით რადგან დილის ექვს საათზე უკვე გამოღამებული თვალებით ზიხარ ბავშვით ხელში და გგონია რომ უკვე შუადღეა._გაეცინა გოგოს. -დავიჯერო ყველა წყვილის ცხოვრება ასეთი უბედურია?_რაღაცატო აღწერილი რეალობა არ ესიამოვნა სანდროს. -უბედური? მე ხომ ეგ სიტყვა არ მიხსენებია? უბედური უნდა იყო რადგან ბავშვი გყავს? ყველა ღამის თევა გავიწყდება როცა მოგეხვევა და ლოყებზე გაკოცებს, არც საჭმელზე ფიქრისთვის გექნება დრო, როცა ქმრის თბილ მკლავებს იგრძნობ და ჩემი აზრით არც ქმარი იქნება უბედური თუ ბავშვის მოვლის გამო საუზმის მომზადება თავად მოუწევს. არ მჯერა იმ ზღაპრების როცა ბავშვებს ყოველთვის ძინავთ საჭირო მომენტში, სინამდვილეში სწორედ იმ მომენტში იღვიძებენ. -ესეიგი გგონია, რომ სიყვარული მხოლოდ რამდენიმე წელი ძლებს?_ისევ დაეჭვებული აჯამებდა სანდრო გოგოს მონათხრობს , რომელსაც გულიანად გაეცინა. -არა სანდრო, მე სიყვარულის მჯერა, სწორედ იმ სიყვარულის მთელი ცხოვრება რომ ძლებს, უბრალოდ დროის არ მჯერა, რადგან გამოცდილებამ მასწავლა, რომ არაფერს ინდობს და რაღაცეების გადაფასებას გასწავლის. მაგალითად, მოვა დრო, როცა შეიძლება ოჯახზე წინ ის კაცი დააყენო ვისაც ქმრად აირჩევ, ამის გამო შეიძლება ოჯახიც დატოვო, რაღაც დროის მერე ამ კაცს უკვე საკუთარ შვილს, სისხლს და ხორცს ამჯობინებ, მაგრამ კიდევ რამდენიმე წელი და უკვე ის გამჯობინებს ვიღაც სხვას. ეს წრეა, რომელიც დაუსრულებლად ბრუნავს დროის მონაკვეთებში. მუდმივი არაფერია. -ამდენი რამ საიდან_უკვე რაღაც ახლის აღმოჩენით აღფრთოვანებული შეჰყურებდა სანდრო -სანამ მასწავლებლობას დავიწყებდი ძიძად ვმუშაობდი რამდენიმე ოჯახში. ასე რომ სანდრო, მე სიყვარულის კიარა დროის მარადიულობის არ მჯერა _მწარედ გაეღიმა გოგოს და ჩაფიქრებული სანდრო სამზარეულოში დატოვა. -აბა ძვირფასო ტყუპო, გამახარებ რამე სიახლე ამბით?_დილის რვა საათზე შეუვარდა იოანე კაბინეტში ძმას. -თან როგორი სიახლით_ჩაშავებული თვალები აუელვარდა გაბრიელს. -აბა? გამანათლე_წინ დაუჯდა ბიჭი. -მთელი ღამე გავათენეთ მე და მალხაზიმ, ყველა რესტორანი გადავქექეთ სადაც დავითის სახელი ფიგურირებს, აქედან მხოლოდ ერთია მის სახელზე, დანარჩენი ორი კი იმ ვიღაც გიორგაძეზე. შემდეგი ნაბიჯი თანამმშრომლების ბიოგრაფიები იყო, რაც არც ისე საინტერესო აღმოჩნდა, აი შემდეგ კი ბიუჯეტზე და ფინანსებზე მიდგა ჯერი, ნუ მალხაზის ცოტა ჩალიჩი მოუწია, მაგრამ სისტემაში შევაღწიეთ და აბა გამოიცანი რა ვიპოვეთ_ბედნიერმა გაშალა ხელები გაბრიელმა. -ფულს ათეთრებენ_მაშინვე მიხვდა იოანე, -დავამტკიცებთ? -ხომ იცი ასე მოპოვებული მასალები მტკიცებულებად არ ითვლება, ამიტომ შეგვიძლია ნარკოტიკების დამსახურებით დავაყადაღოთ მათ მფლობელობაში მყოფი ნივთები და სუულ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინოთ ძვირფასი საბადო, ორ კურდღელს ერთად მოვკლავთ და აქედან ვერც ერთი გამოყოფს აწი ციხიდან თავს. -აი იმენა ტყუპი ხარ რა_გახარებული აქიცინებდა თავს იოანე. -ისღა დაგვრჩნია უფროსთან შევიდეთ თავი გაიქნია ბიჭმა. არ დასცალდათ, უკვე ფეხზე იდგნენ კაკუნი რომ გაისმა კარზე და ზემოდხსენებული ხელმძღვანელი, უფროსი გამომძიებელი დაჩი თაბაგარი გამოჩნდა. -ბიჭებს სალამი, როგორაა საქმე? -ახლა მოვდიოდით თქვენთან, ორი პირის დასაკავებლად გვინდა ბრძანებები, მგონი მალე დავხურავთ საქმეს_ხელები სიხარულით მოიფშვნიტა იოანემ. -ძალიან კარგი, მაგას რა ჯობია, სანამ თქვენთვის სასურველ კანდიდატებს აიყვანთ, აი ესეც ნახეთ, ვიფიქრე გენდომებოდათ წინასწარ გცოდნოდათ_დაფიქრებულმა მიაწოდა დაპატიმრების ბრძანბა გაბრიელს. ბიჭმა სახელის და გვარის წაკითხვაზე რატომღაც თავბრუსხვევა იგრძნო. -რა დააშავა?_ხმა ჩახლეჩოდა. -მკვლელობაშია მთავარი ეჭვმიტანილი, თუმცა ისეთი მტკიცებულებები ჩუვარდა პროკურატურას ჩათვალე უკვე სროკზეა_მოწყენილმა დატოვა ოთახი და გასვლისას მოკრა თვალი როგორ დაღლილმა ჩამოისვა გაბრიელმა სახეზე ხელი. -ღმერთო სანდრო, ღორი ხომ არ ხარ? არ შეიძლება სააბაზანო ერთხელ მაინც დამახვედრო შხაპის შემდეგ მოწმენდილი?_ხმამაღლა ბურდღუნებდა სოფია. -თავადაც მოშრება, ახლა მაგაზე მნიშვნელოვანი საქმე მაქვს_ხელი აიქნია ბიჭმა. -შენი ოთახი? სულ ორი ხელი ტანსაცმელი გაქვს და ისიც მთელ ოთახში ყრია_არ ჩერდებოდა სოფია. -როგორც უკვე აღნიშნე, ჩემი ოთახია, ჩემი, ამიტომ ყველამ თავისას მიხედოს, გუშინ კიდევ მე მებუზღუნე რა ცოლ-ქმარი აგიტყდაო და ახლა ვინ გავს ნამდვილ ცოლს_წარბ აწეულმა ზუსტად მიზანში მოარტყა და შურდულივით აორთქლებულ გოგოს სიცილი მიაყოლა. -კარი მაინც გააღე_ბუზღუნი მაინც ვერ შეწყვიტა, თუმცა არც სამზარეულო დაუტოვებია. -ახლავე_კომპიუტერს შეელია ბიჭი და კარი გამოაღო. -ოჰ, საყვარელი სიძე მესტუმრა ქალბატონო აბა დატრიალდი_სიცილი დაიწყო თუმცა ტყუპების სახეზე მალევე შეეყინა -მშიდობაა? -არა_მოწყენილმა გადააქნია თავი იოანემ და უკან მოყოლილ ორ პატრულის თანამშრომელს გადახედა. -ალექსანდრე ნემსიწვერიძე, დაპატიმრებული ხართ გურამ ნოზაძის მკვლელობისთვის ...._ცივი ხმით დაიწყო და გააგრძელა უკვე დაზეპირებული სიტყვები გაბრიელმა, თუმცა სანდროს აღარ ესმოდა, შოკირებული მიჩერებოდა ტყუპებს და სოფიასკენ გახედვისაც ეშინოდა, ხვდებოდა რასაც ამოიკითხავდა მის თვალკებში და ამის სიკვდილივით ეშინოდა. -მხოლოდ ერთს გთხოვთ, სოფიაც წამოიყვანეთ, მისთვის მარტო დარჩენა არც აქ და არც არსად არ შეიძლება_მშრალი ხმით ამოილაპარაკა და უკან მიუხედავად გაყვა პატრულის თანამშრომლებს. (9) -ვინ ჩემი ყ*** გურამი?_გაცინებული დახვდა სანდრო დასაკითხ ოთახში შესულ ტყუპებს. -ხოო, სასაცილოდ კი გაქვს საქმე, ლილუს როგორ ვუთხრა ჯერ კიდევ წარმოდგენა არ მაქვს_გაბრაზებული უყურებდა გაბრიელი. -და რატო უნდა უთხრა? რამდენიმე საათში გამიშვებთ_მხრები აიჩეჩა ბიჭმა -შენ ბიჭო *** ხოარ გაქ ა? ვერ ხვდები ახლა სად ზიხარ და რა ბრალდებით? შენი აზრით რომ არაფერი გვეკაოს ხელში აქ მოგათრევდი?_ახლა უკვე გაცოფებულმამოიქნია გაბრიელმა სკამი და კედელს მიალეწა. სანდრომ წარბ შკრულმა ახედა სიძეს და სიგარეტი გვერდით გადადო. -კარგი, რა ხდება?_ამჯერად სერიოზული სახით უყურებდა ტყუპებს. -ა მოფხიზლდი? მიხვდი ტრაკ**** რომ ხარ? კაი კაი, მაშინ ამოვისუნთქავთ_არც იოანე ჩანდა ნაკლებად გაბრაზებული. -ვინაა გურამ ნოზაძე? -ისიც არ იცი ვინ მოკალი?_ჩაეცინა გაბრიელს -რა იყო მაყუთი ვერ ამოაგლიჯე? ხოდა იმ შენი მაგარი ძმაკაცის გამო იჯექი ოცი წელი. -ჯერ ერთი არავინ მომიკლავს, მიტომაც ვარ ასე მშვიდად, მეორეც როგორც ჩანს ვიღაცამ მაგარი იმუშავა ჩემ აქ ჩასაჯენად, მესამე გამარკვევთ რა ჯანდაბა ხდება და რა სამხილები გაქვთ?_ტონიც კი არ ამაღლებია ბიჭს. -და გინდა ეგ დავიჯეროთ?_კომპიუტერი შეაბრუნა ბიჭისკენ და ვიდეოს ჩართვისღილაკს დააჭირა ვიდეოში ნათლად ჩანდა როგორ შედიოდა სახლში სანდრო, პირდაპირ ჩაუარა კამერას ამიტომ ამოცნობა მარტივზე მარტივი იყო, ოთახები მშვიდად გაიარა, სეიფის მიგნებაც არ გაირვებია, ჩანდა როგორ გამოაცარიელა და ფულით ხელში გამობრუნდა, ამ დროს ჩანდა როგორ შევიდა სახლში გურამი, ზურგიდან ჩნდა როგორ დაესხა თავს სანდრო და როგორ გაუყარა დანა პირდაპირ გულში. შემდეგ წამოდგა, კაპიშონ გადმოფარებულმა დატოვა სახლი და ვიდეო ჩანაწერიც დასრულდა. -ვააა, დავითას მაგარი უმუშავია_სიცილით გადააქნია თავი სანდრომ. -ბიჭო, აზრზე მოდი, ხვდები მაინც ეს რას ნიშნავს? -იმას რომ კუდზე დავაჯექი და აეწვა, რაც გინდა იფიქრე გაბრიელ, მე გურამი არ მომიკლავს, ფული გამოვიტანე და გამოვედი, ამ დროს გურამი დამიჯერე სახლში არ ყოფილა, რადგანაც სხვა ადგილას იყო_მრავალმნიშვნელოვნად აწია წარბი და ძმებს გადახედა. -ვიღაცამ ის ვიდეო ამოიღო სადაც ფულს ვიღებდი და მკვლელობა მიაბა. -ქურდობას აღიარებ?_წარბები აწკიპა იოანემ. -როგორ გეკადრებათ, მასპინძელმა დამპატიჟა, ჩემი ვალი უნდა დაებრუნებინა სასწრაფოდ სჭირდებოდა, სახლში არ იყო და თავად მითხრა სეიფის მდებარეობას და კოდიც. მე ხომ არაფერი გამიტეხია, მივედი გავაღე ავიღე, წამოვიღე, ტაფტოლოგია გამომივიდა_წარბები შეკრა და სიცილით მოიზილა შუბლი -ორი დღეა რაც მასწავლებლის გვერდით ვცხოვრობ და უკვე სოფია დამემართა, ტაფტოლოგიაზე ვღელავ, როცა მკვლელობისთვის მიჭერენ_სიცილი ვეღარ შეიკავა და უარესად გააღიზიანა ტყუპები. გაბრაზებულებმა თითქმის ერთდროულად დატოვეს ოთახი და დერეფანში მომლოდინი გოგოს გადაეყარნენ. -თქვენ მისი ნათესავი ხართ მგონი ხო?_ეჭვით გახედა გაბრიელს -მისი და ჩემი ცოლია. -გასაგებია, მისი არ გჯერათ არა? -უკვე აღარ ვიცი, რატომღაც არ მჯერა რომ მოკლა, უბრალოდ ვიდეო იდეალურია და რამეს დამტკიცება გაგვიჭირდება._გაბრიელში დაღლილობას ეჩინა თავი. -მხოლოდ ერთი წუთით შემიშვით და შეგიძლიათ ჩემს პასუხს ენდოთ, ვერ მომატყუებს_გაუღიმა კაცს -როცა დარწმუნებული იქნებით დამნაშავეა თუ არა, მშვიდი სინდისით შეძლებთ მოვალეობის შესრულებას_მშვიდად დააყოლა ბიჭის ყოყმანი რომ დაინახა და აღმოჩნდა კიდევაც რამდენიმე წუთში ოთახში. -აბა მასწავლებელო, შენც ბრალი უნდა წამიყენო თუ პირდაპირ ამკუწო?_ბრაზით უელავდა თვალები სანდროს. მტკიცებას არ აპირებდა არაფერი გამიფუჭებიაო, დაე რაც უნდოდათ ის ეფიქრათ, მაგრამ სოფიაზე რატომღაც გული წყდებოდა, არ უნდოდა ნარკომანთან ერთად მის თვალში მკვლელიც ყოფილიყო. -ალექსანდრე, უბრალოდ შემომხედე და მითხარი, შენ მოკალი?_პირველად მიმართა სახელით და იგრძნო კიდევაც ბიჭმა ორგანიზმში დავლილი ჟრუანტელი. საშინლად მოუნდა თავი გაემართლებინა. -არა სოფია, არ ვიტყვი რომ არ მივკარებივარ, მაგრამ არ მომიკლავს. ფული ავიღე და შევეშვი, არ მომიკლავს_დაღლილი თვალებით ახედა გოგოს და მის ღიმილზე ლამის გული გაუჩერდა, პირველად ხედავდა ბედნიერად მომღიმარ გოგოს. თავი დაუქნია და ოთახი დატოვა, ბიჭები გარეთ უცდიდნენ. -მას არ მოუკლავს_ღიმილით აუწყა ბიჭებს და გაბრიელს გადახედა -შეიძლება იქ წამიყვანოთ სადაც ბებიაა? მომენატრა. -რა თქმა უნდა, თანაც როცა ჩემ ცოლს სიმართლეს ვეტყვი კარგი იქნება თუ ახლოს იქნები, სანდრომ მითხრა რომ ფსიქოლოგია გეხერხება_კარისკენ წავიდა ბიჭი. -ოჰ, ჩემზეც მოუსწრია ბიჭს წაჭორავება_ბურდღუნით საუბრობდა სოფია და გამომძიებელს მისდევდა უკან. რამდენიმე დღით ადრე: -არ მიუტანია იმ ნაბი*ვარს ტავარი არა?_ნერვიულად მიმოდიოდა დავითი ოთახში. -როგორც ჩანს დატყდა უფროსო_დაცვის ერთ-ერთი ბიჭი ედგა წინ. -მაგის დედას რომ ********_ყველა მაგიდაზე არსებული ნივთი ძირს გადმოყარა დავითმა და ბიჭს გასვლა ანიშნა. -ახლა რა ჯანდაბა ვქნა, მილიონი მოიპარა იმ ნაბი*ვარმა, თან ისე რომ არც იცოდა_თავზე შემოიწყო ხელები და რამდენიმე წუთით გაირინდა. ტვინი ფიქრზე უარს ეუბნებოდა, მხოლოდ შიში დაბუდებულიყო გონებაში და უფროსის რეაქციაზე აკანკალებდა. -არა, არა, დამალვა ავის წაჭრას ნიშნავს_კანკალით აიღო ტელეფონი და კარგად ნაცნობი ნომერი აკრიბა. -გამარჯობა, ხო მე ვარ. -ასეთი ხმა რატომ მაქვს? ცუდი ამბავია_უფრო დაუწვრილდა ისედაც გაპარული ხმა. -მილიონის ტავარით დატყდა. -არა რას ამბობთ, ეგონა მხოლოდ ორი ათასის მიქონდა და მიტო ვიყავი მშვიდად. ცოტა ხნით დადუმება მოუწია, რადგან კაცი სხარტად მიხვდა საქმის ვითარებას და დარიგებებს აძლევდა. -კი კი,ვიღაც მასწავლებელი გოგო უყვარს, ორი დღეა მხედველობაში მყავს. -კი ბატონო, აჰ, ან ჩემი თავი ან მისი? არა აშკარად ჩემი მირჩევნია. დაგირეკავთ როგორც კი ავიყვანთ. სიმწრის ოფლი მოიშორა და ისე დაურეკა ბიჭებს, რამდენიმე საათი ელოდა პასუხს მაგრამ არავინ ჩანდა. -რა ჯანდაბა ხდება_გაბრაზებულმა დაურეკა დაქირავებულ ჯგუფს და პასუხის მოსმენაზე სულ მთლად გამწარდა. -სანდროსთან იყო, მიხვდა ის ნაბო*** გეგმას და გადამალა, კვალს ვერაფრით მივაგენით, ბებიაც ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა აგვწაპნა. -და ამას ასე არხეინად მაგებინებთ?_ძლივს დალაგებული ოთახი ისევ ყირაზე დააყენა დავითმა -რაც გინდათ ის ქენით და ის სანდროა თუ ვიღაც იდიოტი მომაცილეთ აქედან. -ეგ შესაძლებელია_ჩაფიქრებული უყურებდა დაცვის უფროსი -ამასწინ გავიგეთ ვიღაც უცემია მაგრად ბახალას მაყუთის გამო, იმას კიდევ კამერები აქვს სახლში, მისნაირი ტანსაცმლის და ბიჭის პოვნას რა უნდა?_უკვე თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა კაცი. -წადი და რაც გინდა ქენი, ორ დღეს გაძლევ_თითი დაუქნია დავითმა და აკანკალებული ხელით ჩამოისხა სასმელი. ტანსაცმელი იოლად იშოვეს, არც ბიჭის მოკვლა წარმოადგენდა დიდ პრობლემას, კამერებიდან ჩანაწერები ამოიღეს, დრო პროგრამისტს შეაცვლევინეს და ვუალააა -სანდრო მკვლელია! ნელა მიაბიჯებდა გაბრიელი სახლისკენ მიმავალ ბილიკზე ეზოში და მეათასე გეგმას აწყობდა როგორ ეთქვა ლილუსთვის ახალი ამბავი. თანაც ეს ყველაფერი სრაფად უნდა ეთქვა, რომ დავითი აეყვანა იმ ვიღაც ვიტალისთან ერთად და დაეკითხა. ამ სიამოვნებას სხვას ვერ მიანიჭებდა. ბარბარეს სიცილის ხმა გამოდიოდა სახლიდან, რასაც ლილუს და ნენეს კისკისიც ერთვოდა თან და უფრო ბოჭავდა გაბრიელს. სახლში ჯერ სოფია შეატარა ბებიის ოთახი მიასწავლა და თავად ცოლისკენ წავიდა. -მომენატრე_მაშინვე მოეხვია გოგო და ნაგრძნობმა სითბომ უფრო შებოჭა ბიჭი. -მეც მომენატრე ჩემო გოგო_კისერში ჩაყოფილი ცხვირით შისუნთქა საყვარელი სურნელი და თავს გამბედაობის მოკრება აიძულა. -ლილუ, პატარა საქმე მაქვს_ჩახველებით გასწია ცოლი ცოტათი უკან. -ხომ ცოცხალია?_ხმა გაებზარა გოგოს. -ცოცხალია, იზოლატორში_თავი მოიქექა გამომძიებელმა. -რა ჩაიდინა? თუ გაუჩალიჩეს_დივანზე ჩამოჯდა და მუცლის მჩხვლეტავი ტკივილი დააიგნორა. -ამჯერად მკვლელობას *ენიან ჩანაწერის საფუძველზე. -ჯანდაბა, წამიყვანე და ჩანაწერი მაჩვენე_მაშინვე წამოიმართა ძლივსძლიობით. -გაგიჟდი? ფეხზე ძლივს დადიხარ_მაშინვე შეაშველა ხელი ქმარმა და ოთახიდან გამოსული სოფია არ შეიმჩნია. -დაგავიწყდა მეც რომ ერთ-ერთი მათგანი ვიყავი? მშვენივრად ვიცი როგორ მუშაობენ, ჩემ ძმას დავიცავ გასაგებია? დაგავიწყდა ჩემს გამო რამდენი გააკეთა? კაცი მოკლა, დის შეურაცყოფა ვერ აპატია საუკეთესო ძმაკაცს და მოკლა, შენ გამომძიებელი ხარ, სისხლში გაქვს მათი დაჭერის სურვილი, მეც როგორ შეგიყვარდი მიკვირს საერთოდ, შენ მას არ დაიცავ_შეშლილივით გაჰკიოდა ლილუ ოთახში, კიდევ აპირებდა გაგრძელებას,როცა ისეთი ტკივილი იგრძნო წელში მოიხარა, მაშინვე შეაშველა ხელი გაბრიელმა და წამოწოლაში დაეხმარა, ჩუმად აკვრიდებოდა ცოლის სუნთქვას და ტელეფონში ექიმის ნომერი ჰქონდა გამზადებული. არ დაჭრიდა, რამდენიმე წუთში ლილუს სუნთქვა დაურეგულირდა და გაბრიელმაც უსიტყვოდ დატოვა სახლი. გასვლისას მხოლოდ სოფიას გაოგნებულ თვალებს შეხედა და სახლიც უკან მოიტოვა. -ხომ მშვიდობაა?_ყურადღებით აკვირდებოდა იოანე ძმის სახეს. -ნენე მოასწრო დარეკვა? -არა, სახეზე გაწერია ყველაფერი. -ყველაფერი კარგად იქნება, როცა დავითს ავიყვანთ_ჯგუფი შეკრიბეს ტყუპებმა და ზემოდხსენებულის სახლისკენ გასწიეს. ადგილზე მისულებს ცოტა ეხამუშათ შენობისთვის სახლი ეწოდებინათ, თუმცაშესვლა იოლად მოახერხეს, დავითსაც მიაგნეს დალეწილ კაბინეტში და გაკვირვებული კაცი ბორკილებით გამოათრიეს. იგივე გამეორდა გიორგაძის შემთხვევაშიც და პარტნიორები ერთმანეთის გვერდითა კაბინეტში მიაბრძანეს დასაკითხად. ორი წამი როგორც კი იპოვა გაბრიელმა ჩანაწერი ორ ასლად გადმოწერა, ერთი მალხაზს შეუტანა და კარგი დამუშავება თხოვა, განსაკუთრებით მკვლელობის კადრების, მეორე დისკით ხელში კი იოანეს მიადგა. -ეს ლილუს წაუღე_არც აუხედია ძმისთვის ისე ჩაუჩარა ხელში ვიდეო. -შენ? -მე ამათ დავკითხავ_თავი ოთახებისკენ გაიქნია და პირველად დავითის კარი შეაღო. მართლა აინტერესებდა ამჯერად როგორ დაიძვრენდნენ თავს, როცა წინ ასეთი მყარი მტკიცებულებები ედოთ. (10) ოთახი ცარიელი დახვდა და რამდენიმე წუთში გადაწყვიტა უკან მობრუნება, როგორც ჩანდა ჯერ კიდევ დაკავების საბუთებს აფორმებდნენ. ფანჯრიდან გაიხედა გაბრიელმა და ჩამოწოლილ ბინდს უფლება მისცა ფიქრები დაეკავებინა. კიდევ ერთხელ ღამდებოდა ქალაქში, კიდევ ერთი დღე ილეოდა მის თვალწინ და მაინც ვერაფერი აფერხებდა გონებაში ლილუს ხმა რომ არ განმეორებულიყო. რაც სახლიდან წამოვიდა მას შემდეგ ერთი წუთიც არ გავიდოდა ქალის სიტყვები არ გაეხსენებინა. ნუთუ ასეთი სასტიკი ეგონა? საკუთარი ცოლი ნუთუ ამდენადაც არ იცნობდა? ერთ თვეში მშობლები უნდა გამხდარიყვნენ და უჭირდა გაბრიელს დაჯერება, რომ ცოლ-ქმარს შორის ასეთი მინიმალური იყო ნდობა. მოწოლილ სევდას ვეღარ გაუძლო და საკუთარი კაბინეტისკენ წავიდა. ერთ-ერთი თანამშრომელი გააფრთხილა დავითის მოყვანისას დაეძახებინა და ოთახში შესული ძველებურ დივანზე მოწყვეტით დაეცა. საფეთქელზე ისე მიიჭირა ხელის გულები თითქოს გონებას აიძულებდა ხმა აღარ გაემეორებინა. რამდენიმე წუთი დაჰყო ასე და შემდეგ გაიგონა როგორ ჩუმად გაიღო კაბინეტის კარები. ალღოთი მიხვდა ვინ შეიძლებოდა სტუმარი ყოფილიყო და მძიმე დაბიჯებმა დაარწმუნა კიდეც. -მალხაზის კაბინეტი იცი სადაც არის, შეგიძლია პირდაპირ გახვიდე და ვიდეო გადაამოწმო, უკვე დაწყებული აქვს მუშაობა_დივანზე მიწოლილს არც სახეზე აფარებული ხელები ჩამოუწევია ისე ამოიდუდღუნა ნაწყენი ხმით. -მაპატიე რა_კანკალით ნათქვამი სიტყვები გაისმა ოთახში და ხმის მიხედვით მიხვდა გაბრიელი როგორ იწმენდდა ლილუ ცხვირს ხელის ზურგებით. -რა გაპატიო? ისეთ კაცს რომ უჩენ შვილს ვისაც არც ენდობი და არც იცნობ?_ვეღარ მოითმინა ბიჭმა, თვალები გაახილა და სწრაფად წამოჯდა. ნანახმა ცოტა შეაშინა, ლილუს თვალები ჩაწითლებოდა, ცრემლები წარამარა ცვიოდა და ცხვირის წვერი გაწითლებოდა. -არა, ჩემი უაზრო გამოხტომა მაპატიე, ხომ იცი როგორ მიყვარხარ, ისიც იცი ჩემ თავზე მეტად რომ გენდობი, უბრალოდ სანდრო ჩემთვის სხვა გალაქტიკაა ხომ ხვდები? ცხოვრებაში ყოველთვის მისი მონატრება მქონდა, ახლა ძლივს იშვიათად მაინც ვნახულობდი და თან ვიცოდი, რომ ვუყვარდი. შიშმა, რომ საერთოდ დავკარგავდი გამაგიჟა, ხომ იცი შენი ბრალი აქ არაფერია, მაპატიე რა, თორემ გამისკდა გული_პატარა ბავშვივით აწუწუნებულმა ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწკა და ცრემლების მორიგი ტანღა უნდა გადმოეშვა, კაცმა თავისკენ რომ დაქაჩა და უკვე კარგად დამრგვალებული ქალი მუხლებზე დაიჯინა. -როგორ მინდა ასე უსაზღვროდ არ მიყვარდე_დახშული ხმით ამოილაპარაკა და მიხუტებული ქალი თოთო ბავშვივით დაარწია. -გინდა? მართლა გინდა? -უშენოდ სიყვარული კიარა ცხოვრებაც არ მინდა_უფრო მჭიდროდ მოხვია ხელები და კისერში იგრძნო ქალის ტუჩები. -ხოდა რაღას მიხეთქავ გულს, აი მასე დამამშიდე_სპეციალურად დაუძვრებოდა ლილუ კისერში და მოსვენებას არ აძლევდა. -ისე შენ მოხვედი ბოდიშის მოსახდელად და სიყვარულს მე მახსნევინებ_სიცილის ნოტებმა გაიჟღერა გაბრიელის ხმაში. -განაგრძე განაგრძე, გვსიამოვნებს_გაღიმებული გაიყურსა ქალი ქმრის მკლავებში და არც გაინძრეოდა თანამშრომელს კარი რომ არ შემოეღო. -ბატონო გაბრიელ, შეიყვანეს. -მადლობა ლალი, მოვდივარ_ფეხზე წამოახტუნა ცოლი და მყარად დადგომაში დაეხმარა. -შენ რას იზამ? სახლში წახვალ? -არა, მართლა მალხაზთან შევალ, ხომ იცი ჩემ ძმას საკუთარი ხუთი თითივით ვიცნობ, იქნებ რამეში დავეხმარო_უცებ აკოცა ქმარს და ბაბაჯანას ნაბიჯებით ძლივს გაგორდა ოთახიდან. -არ მაინტერესებს, ისეთი ადვოკატი მჭირდება ეშმაკთან რომ იყოს შეკრული და სასწაულები შეეძლოს_მკაცრი ხმით ლამის ყვიროდა შუა ქუჩაში კონსტანტინე. -მაგრამ ეს სულ სხვა სიტუაციაა, ჩვენ შანსიც კი არ გვაქვს. -ასეთი პესიმისტები ხართ სულ ადვოკატები? და შენზე ამბობდნენ საუკეთესოაო? თავისუფალი ხარ, სხვას ვიპოვი_დიდი იმედი არ ჰქონდა, რომ ადვოკატი ასეთ ფულზე უარს იტყოდა და შეშინდებოდა, მაგრამ მაინც სცადა ბიჭმა. -ჯანდაბას, საინტერესო საქმე იქნება_კეფა მოიქექა შუახნის მელოტმა კაცმა. -შენთვის საინტერესო, ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის_თვალები დაუბრიალა ისევ კონსტანტინემ. -ნუ მაშინებ თუ კაცი ხარ_ხელი აუქნია ბიჭს -თქვენი მონაყოლის მიხედვით, მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ნამდვილსა და ჩამატბულ კადრბს შორის დროის სხვაობა დავადგინოთ, ამას კარგი პროგრამისტი სჭირდება. -მაგაზე უკვე მუშაობენ. -და კიდევ ერთი, როდესაც მკვლელობის დროს დავადგენთ, ორი მოწმე მინიმუმ დაგვჭირდება ვინც იტყვის რომ იმ დროს მათთან იყო და დასრულდება. -ეგ პრობლემა არ არის, არც მოძებნა დაგვჭირდება, მე სულ მასთან ვიყავი, მეორე კი ისეთია იმედია დავითანხმებ ჩვენება მდაწეროს, სულ ეს არის. -კი ბატონო, მაშინ ჩვენ-ჩვენ საქმეს შევუდგეთ_საქმიანად დაუქნია კაცმა თავი და მანქანა დაქოქა მეორე განყოფილებისკენ რომ წასულიყო. მანქანა როგორც კი გასცდა ქუჩას კონსტანტინეს ტელეფონი ახმაურდა, გაკვირვებულმა დახედა უცხო ნომერს, თუმცა ცნობისმოყვარეობამ სძლია და მაინც უპასუხა. -კონსტანტინე არა?_ქალის სასიამოვნო ხმა ისმოდა აპარატში. -რა გნებავთ? -მე ნენე ვარ, იოანეს ცოლი, არც კი ვიცი მიცნობთ თუ არა_დაბნეულობა დაეტყო ქალს ხმაში. -დიახ, რა თქმა უნდა, რით შემიძლია დაგეხმაროთ? -იცით სოფია წავიდა, ვერაფრით გავაჩერე, აიჩემა რადგან ორივე დაჭერილია ჩემთვის აღარავის ეცლებაო, ტანსაცმელი ჩაალაგეს, ნაზი ბებოს ხელი მოკიდა და ტაქსით წავიდნენ. -ჯანდაბა, ახლა ამის დრო იყო? ჯანდაბა_გამწარებულმა დაჰკრა ხელი რკინის ღობეს და ტკივილისგან იბღავლა კიდეც. სანდრო ცოცხლად გაატყავებდა. -ტაქსის ნომერი ხომ არ იცით რომელი გამოიძახა, რადგან თქვენთან იყო ხალხი აღარ დამიკავებია მისი თვალთვალით და გზაშივე უნდა დავეწიო. -ტაქსის ნომერი რად გინდათ, თვითონ მანქანის ნომერიც მაქვს და მძღოლის ტელეფონიც, სანამ ჩემოდნებს აწყობდნენ გამოვართვი_ჩაიხითხითა ქალმა. -აი მესმის გამომძიებლის ცოლობა_სიცილი აუტყდა ბიჭს, -მაშინ ორივეს ველოდები შეტყობინებაში_დამშვიდობების გარეშე გათიშეს და რამდენიმე წამში შეტყობინებაც მოვიდა. მაშინვე აკრიბა მიცემული ნომერი თუმცა ამაოდ, რამდენჯერმე გაიმეორა მცდელობა, ისევ უშედეგოდ, ანერვიულებულმა სოფიას ნომერზეც ცადა, სულ ტყუილად. -ამის დედაც_გამწარებულმა მიმოიხედა დაბნეულმა და გონებას მობილიზებისკენ მოუხმო. ძლივს მოაფიქრდა ტყუპები და მაშინვე აკრიბა უნცროსის ნომერი, იცოდა გაბრიელი დაკითხვაზე იყო. -გისმენთ_ისეთი სერიოზული ხმით უპასუხა ბიჭმა, კონსტანტინემ ნომერს დახედა სხვასთან ხომ არ მოვხვდიო. -გამისკდა გული, მეთქი სხვაგან მოვხვდითქო_რატომღაც გაშინაურებულმა მიმართა ბიჭა -კონსტანტინე ვარ, სანდროს ნუ მეგობარი. -აბა ამხელა გამომძიებელი კაცი პირველივე სიტყვაზე ღადაობას ხომ არ დავიწყებ_სიცილი შეეპარა ტყუპსაც ხმაში. -სასწრაფოდ მჭირდება შენი ბიჭების დახმარება, სანამ ჩემები ქუჩებს დაივლიან პატრულის ბიჭები წამში იპოვნიან. -შარში გავეხვევით?_ისევ დაუსერიოზულდა ხმა იოანეს. -არა, შენმა ცოლმა ჩამაწერინ, სოფია გაყვა ამ ტაქს და ვერ ვუკავშირდები. -ნომერი გამაგებინე_ზედმეტი აღარაფერი უთქვამს ბიჭს ისე გათიშა და მაშინვე გადაუგზავნა კონსტანტინემაც. პარალელურად მანქანაში ჩაჯდა და ქალაქში დაიწყო მოძრაობა მალე რომ მისულიყო ადგილზე. ალბათ რამდენიმე წუთი იქნებოდა გასული ისევ რომ დაურეკა გამომძიებელმა. -არ ვიცი როგორ მოგეწონება ინფორმაცია. -ჯანდაბა, გამატყავებს სანდრო ისეთია? -დაახლოებით, აღნიშნულ ტაქს ავარია აქვს განაკეთები და მხოლოდ ორი ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი. -მოიცა, ანუ? სოფია? მესამე სადაა? -გადაყვანილი მხოლოდ მძღოლი და მოხუცი ქალია, მესამე პირი მანქანაში არ შეინიშნებოდა_პატრულის თანამშრომლის ხმა კონსტანტინესაც გააგონა ტელეფონით და დამწუხრებულმა თავად გააგრძელა -მეც დავიწყებ ძებნას. -ვფიქრობ დაგვაგვიანდება_ლამის ჩურჩულით გაისმა კონსტანტინეს გაპარული ხმა და მაშინვე გათიშა. თუ ვინმეს ჯგუფს იცნობდა ყველას ჩამოურეკა და გააფრთხილა, ყველა დაიქირავა, გოგოს ფოტოები გადაუგზავნა და ძებნა დაიწყო. ამის შემდეგ შეამჩნია ადვოკატის დანიშნული დრო რომ მოსულიყო და თავადაც განყოფილებისკენ წავიდა. წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ისევ დასაკითხს ოთახში გადაჰყავდათ სანდრო. არხეინად მიჰყვებოდა და დიდად არ აინტერესებდა რა მოხდებოდა, სოფია საიმედოდ იყო, თავის თავთან მართალი იყო, ოდესმე სხვებისთვისაც გამოაშკარავდებოდა და დიდად არ ღელავდა. რატომღაც ცუდად მოხვდა თვალში დერეფნის ბოლოს მობილურზე ნერვიულად მოლაპარაკე კონსტანტინე და ადვოკატს შეკითხვით გახედა. -არაფერი ვიცი_მხრები აიჩეჩა მანაც და ოთახის კართან დადგნენ რომ გაეღოთ და შიგნით შეეშვათ. ბიჭმა უფროს გამოხედა, ახლა ამბის დამალვის დრო აღარ იყო, სანდროს უფრო დიდი გამოცდილება ჰქონდა, მასთან ერთად უფრო იპოვიდა, დიდი ნერწყვი გადაყლაპა და ორი წუთის მოგებით მიუახლოვდა სანდროს. -რა ჯანდაბა ხდება? -უფროსო, ჯანდაბა, მაპატიეთ რა, ვერ გავთვალე თუ სახლს დატოვებდა მეგონა ესმოდა რაც ხდებოდა და თავადაც ეშინოდა_ბიჭი დიდი სიფრთხილიდ არჩევდა სიტყვებს, თუმცა მაშინვე მიხვდა სანდრო ვისზე იყო საუბარი და თითქოს სახე გაეყინა. -რა მოხდა? -სოფია გაქრა_დამნაშავის ხმით ამოიჩურჩულა ბიჭმა და თავი დახარა. თავადაც ნერვიულობდა გოგოზე და ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებდა. სოფია გაქრა, სოფია გაქრა ..... ექოდ ჩაიბეჭდა სანდროს გონებამ და რამდენიმე წუთის მანძილზე იმეორებდა. გაშეშებული იდგა ბიჭი და ამოსუნთქვასაც ვერ იფიქრებდა. სოფიას დაკარგვის შიშმა გულზე ისე მოუჭირა ლამის უარი ათქმევინა მუშაობაზე. წამით გოგოს თაფლისფერები ამოუტივტივდა გონებაში და ღმუილიც აღმოხდა. წამიერად შეათვალიერა დასაკითხი ოთახები, ხელზე მოჭიდებული პოლიციის თანამშრომელი დარტყმით მოისროლა გვერდით და დავითის ოთახისკენ გავარდა. წამი დაჭირდა შიგნით მოსახვედრად და გაავებული მივარდა კაცს. გაკვირვებულმა გაბრიელმა ვერაფრით მოახერხა დაეკავებინა, სანდროსთვის არც ბორკილებ შებმული ხელები წარმოადგენდა იმ მომენტში პრობლემას. დავითს პირდაპირ კისერში ეცა, უკანა კედელზე ააყუდა და ხელები მოუჭირა. -სად წაიყვანეთ_ჩასისხლიანებული თვალებით მიშტერებოდა კაცს, რომელიც ნელნელა იგუდებოდა. -სა..ნ დროო_ხელების მოცილებას ამაოდ ცდილობდა უკვე თვალებ გადმოკარკლული კაცი -გეფიცები აქვე მიგახჩობ, ბარემ მაინც მკვლელობა მეტენება, ერთით ან მეტი ან ნაკლები უკვე მკ*დია, სად წაიყვანეთ სოფია_გაყინული ხმით საუბრობდა სანდრო და არცერთი სიტყვის მარცვალზე არ ეცვლებოდა ხმის ტონალობა. -სანდრო დაიხრჩობა_გვერდიდან აწვებოდა გაბრიელი, კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დაიხმარა და გაცხოველებული ბიჭი ძლივს მოაცილეს დავითს, ისიც საყრდენ გამოცლილი მაშინვე ჩაიკეცა და ხველება ავარდნილი დაეცა იატაკზე. შეშინებული აკვირდებოდა გაკავებულ სანდროს, როგორ ღრიალით ემუქრებოდა და პირველად გრძნობდა შიშს ასეთი დიდი დოზით. გაბრუებული ტვინით ვერც კი აღიქვამდა სად იმყოფებოდა,ძლივს მოახერხა ხელი აეწია და თვალებზე გადაესვა, რომ ცოტათი მაინც დაეწმინდა ხედვის არეალი. უკვე უკუნი სიბნელე დამდგარიყო, საღამო იყო ტაქსში რომ ჩაჯდა, ანუ რამდენიმე საათი იქნებოდა გასული. ჯანდაბა, ავარია. ნელნელა აგონდებოდა გასული კადრები და წამიერად გაშრა შეჯახება რომ გაახსენდა, ნაზი ბებო. ცრემლები მოადგა თვალებში და შეშინებულმა აიფარა პირზე ხელი. ნეტავ ცოცხალია? როგორ გაიგოს? თუ საავადმყოფოშია თავადაც ასეთი სიბნელე რატომაა? რომ მომკვდარიყო ასეთი ტკივილი არამგონია ეგრძნო. მაშინ რა ჯანდაბა ხდება? წამოდგომა განიზრახა ურდული რომ გაჩხაკუნდა და ოთახში სინათლემ შემოაღწია. გაბრუებული თავი კარისკენ ასწია და თვალები დააწვრილა მზერა რომ დაწმენდოდა. -გამარჯობა საყვარელო, კარგია გონს მოსულხარ_მისთვის საზიზღარი ხმა გაისმა და გაკვირვებულმა ახედა ბიჭს. -გიორგი. -რა თქმა უნდა მე ვარ, ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით_ბედნიერად მოეხვია გოგოს და თავზე აკოცა გახევებულს. (11) სრულ არეულობას დაესადგურებინა მეორე განყოფილებაში. ოთახში გაშმაგებულ კაცს ვერავინ აკავებდა, შეშინებული დავითი კუთხეში მიმჯდარიყო და ჯერ კიდევ არეული სუნთქვის დალაგებას ცდილობდა. ერთი წლის წინ მორგებული გამბედავი კაცის სახე სადღაც გამქრალიყო და ახლა სანდროს დანახვისაც ეშინოდა. -არ მოუშვათ, არ მომკლას მაგ შეჩვენებულმა არ მოუშვათ_ჩახლეჩილი ხმით გაიძახდა და ხველებას არ წყვეტდა ყურადღების მიქცევის მიზნით. -მითხარი სად წაიყვანე, გეფიცები მაგ ენას ხელში დაგაკავებინებ თუარ მეტყვი, ილოცე არაფერი დაემართოს, ილოცე ისეთივე ვიპოვო როგორიც დავტოვე_თითს უქნევდა კაცს და კვლავ მისკენ ცდილობდა გაწევას. -აქ რა ხდება?_ხმამაღლა დასჭექა ბოხმა ხმამ და ისე გადაკვეთა პატარა ოთახი წამიერად გააშეშა ყველა. კარებში განყოფილების უფროსი დაჩი თაბაგარი გამოჩნდა და წარბშეკრული დააკვირდა აღნიშნულ სიტუაციას. -პრობლემა გვაქვს უფროსო_ჯერ კიდევ სანდროზე მოხვეულმა გამოსძახა გაბრიელმა. -ჩემს კაბინეტში, სამივე_თავით კარისკენ ანიშნა და თავადაც გაქრა. ტყუპებმა ერთად წაათრიეს სანდრო უფროსისკენ, კონსტანტინე ისევ დერეფანში მოჩანდა, ისევ ტელეფონზე იყო დაკიდებული და გვერდულად ანიშნა სანდროს ყველაფერს ვაკეთებო. -რა მოხდა?_უფრო პატიმრის მიმართ იყო შეკითხვა დასმული. -მის მეტი სოფიას არავინ მოიტაცებდა_თავი გადააქნია სანდრომ და სახე ხელებში ჩარგო. -რატომ? -შურისძიების გამო, იცოდა რომ გიორგის ......._წამიერად გაჩუმდა და ჩაფიქრებულმა ამოსწია სახე ხელებიდან. -რა? ვინ გიორგი?_გაბრიელიც მაშინვე წამოადგა თავზე. -არაფერი, ჩემს საქმეზე რა ხდება? არის რამე ახალი?_მოკუმული ტუჩებით გადახედა გამომძიებლებს და ლამის ოცნებად ექცა კონსტანტინეს ნახვა. -ჯერ არაფერი, თუმცა შენი და ისეთი შემართებით ზის მალხაზთან.. -ჩემი და? ლილუ აქაა? არანორმალური ქალია_სიცილი აუტყდა სანდროს და საბოლოოდ გადაატანინა კაცებს ყურადღება. ახლა მთავარი იყო საჭირო ხალხი შემოეკრიბა. ძლივს ადგამდა ლილუ ნაბიჯებს ისე მიიწევდა კომპიუტერების ოთახისკენ. კაკუნით შეაღო კარი და ეკრანზე მიშტერებული მალხაზი ჩახველებით გამოაფხიზლა. -ოჰ, ყიფიანები მობრძანებულან, რით შემიძლია გემსახუროთ?_გაეღიმა კაცს გაბერილი ქალის დანახვაზე. -სიმართლე რომ გითხრათ პირიქით, თქვენს დასახმარებლად მოვედი, მაპატიეთ რა, არ გეგონოთ არ გენდობით, უბრალოდ ვიცი როგორ მუშაობენ და სანდროსაც ყველაზე კარგად ვიცნობ, იქნებ რაღაც სხვაობა დავიჭიროთ. -კი ბატონო, რადგან ყველა ასე ხართ ამ ბიჭის უდანაშაულობაში დარწმუნებული, მეც ძალიან მინდა რამე ამოვჩიჩქნო, მკვლელობის მიდეო ისე აქვთ მიწეპებული ვერ დავაცალკავე რომ სხვადასხვა დრო დავამტკიცო, ამიტომ ახლა მსახიობებს ვადარბ_წარბები აათამაშა კაცმა. რამდენჯერმე უყურა ლილუმ გადახვევით კადრებს და უკვე ათასი პროცენტით დარწმუნდაძმის უდანაშაულობაში. -ბატონო მალხაზ, არსებობს ისეთი პროგრამა სიმაღლის და წონის, ან რაიმე გარეგნულის გაზომვა რომ შევძლოთ?_თვალებ დაწვრილებული ლილუეკრანს მიშტერებოდა. -არის, მაგრამ რამდენად იმუშავებს არ ვიცი, რატომ მეკითხები? -აბა აქ ნახეთ, ფულს რომ იღებს სანდრო სეიფთან მასზე მაღლა დგას და ხელი თითქმის მკერდის ზომაზე აქვს აწეული, აი მეორე კი მკვლელობის შემდეგ რომ ჩაივლის იგივე სეიფთან აშკარააა დაბალია. -აბა მოიცა, მალხაზიც მიჩოჩდა ქალთან, რამდენჯერმე გადაახვია, შემდეგ მეორე კომპიუტერთან მისრიალდა სკამით და ღილაკების კრებვით რაღაც პროგრამაში ჩააგდო აღნიშნული ვიდეო. -ამ პროგრამაში გატარებას მოგვიანებით ვაპირებდი, ახლა კადრების დაცალკავებაზე ვწვალობდი, მაგრამ თუ შენი აღმოჩენა ამ პროგრამამაც განამტკიცა, აღარ დამჭირდება ზედმეტი წვალება_ ტაში შემოკრა და გახარებულ გოგოს გამოწვდილ ხელს თავისიც შეაგება. გამოფხიზლების შემდეგ გიორგიმ ოთახიდან ნელა გაიყვანა სოფია, ისე ფრთხილად ექცეოდა გეგონებოდათ რამე დაუშავდებოდა ოდნავ მკაცრი მოქცევით. უფრო დიდ, ნათელ ოთახში გადაიყვანა და ბინდ შეპარულ ფანჯრებზე გაახედა. -უკვე ღამდება საყვარელო, აქ ყველაფერი დასაწოლად მოემზადე_თვალების ჟუჟუნით აკოცა ლოყაზე და ოთახი დატოვა. გაცოფებული მიტრიალდა საწოლისკენ და მასზე დადებულ კრემისფერ პენუარს მოკრა თვალი, საკმაოდ მოღეღილ გულ-მკერდზე თვალები გაუფართოვდა და ხალათის დანახვაზე სულ ოდნავ დამშვიდდა. -დაწყნარდი სოფია, ახლა მთავარია დაფიქრდე, ჯანდაბა ვერ ვფიქრობ, ნეტა ბებო როგორაა, სანდრო მაინც იყოს გარეთ. არა, ის მკვლელი ნარკომანი აღარაფერში მჭირდება, თავადაც გავუმკლავდები_თავს მობილიზებისკენ შემოუძახა და მომხდარი გაანალიზა. ფაქტია გიორგი გადამალვით გამოწვეულ ნერვულ აშლილობას განიცდიდა, გონებაში მოვლენები ჰქონდა არეული, თითოეულ გაფაჩუნებაზე ჩამაგრებულ იარაღს სტაცებდა ხელს, სოფიასაც ზედმეტად ნაზად ექცეოდა, ეს კარგიც იყო და ცუდიც. კარგი იმ მხრივ, რომ ტკბილი საუბრით შეძლებდა რაღაცეებზე დაეყოლიებინა, ცუდი კი ის იყო, რომ ოდნავ არასასურველ პასუხზეც წამში გაეყინებოდა გონება. -საყვარელო, ვახშამი მზადაა_კარზე მოუკაკუნა ჯერ კიდევ ფიქრებში ჩაძირულ გოგოს და გვარიანადაც დააფრთხო. -ახლავე_განაზებული ხმით დაუბრუნა პასუხი და ღრმად ამოისუნთქა. მშვიდად ივახშმეს, გიორგი შორიდან უღიმოდა და ეფერებოდა, სოფია კი ლამის დაუღეჭავ ლუკმებს ძლივს ყლაპავდა და ყოველ წამს წყალს აყოლებდა გულზე არ დამეცესო. მშვიდად აალაგა გიორგიმ და ოთახისკენ წასულ გოგოს გაყვა. -ვიცი ამ მომენტზე ძალიან ნერვიულობთ ხოლმე, მაგრამ დარწმუნებული იყავი არაფერს გატკენ_თბილად ჩაუჩურჩულა გოგოს მასზე აწეპებულმა და ხელები ზურგზე დაუსვა. -აი ახლა დავიღუპე_ნერვიულად ჩაეცინა გულში სოფიას და ბიჭს ხელებით მიაწვა. -გიორგი, შენ ხომ გინდა ბედნიერი ვიყო?_ეშმაკობას მიმართა ისევ. -რასაკვირველია, ეგ ყველაზე მეტად მინდა. -მაშინ გთხოვ, დათქმულ პირობას ნუ დამარღვევინებ, ხატთან დავიფიცე, რომ არ ვიმრუშებდი და ჯვრისწერის გარეშე კაცთან სარეცელს არ გავიყოფდი, გთხოვ გამიგე_სახეზე მოეფერა ბიჭს ხელით და ლოცვა დაიწყო არ გაბრაზდესთქო. -რა პრობლმაა საყვარელო, შენთვის ყველაფერს შევძლებ,_ღიმილით დაუქნია ბიჭმა თავი და ერთი ნაბიჯით დაიხია უკან, -ხვალვე ავიდეთ ტაძარში_თავისი ბედნიერი ღიმილით სოფიას ჩამოუნგრია იმედები. -ხვაალ? ახლა ხომ შემოდგომაა?_გაკვირვებულმა ახედა გოგომ -მერე რა? -შენ რა არ გახსოვს? მე ხომ ყოველთვის ვიძახდი როგორ ვოცნებობდი გაზაფხულზე დაქორწინებაზე, არც კი გახსოვს_მოჩვენებითი ცრემლები გადმოყარა და ბიჭს გული აუჩუყა -შენ რა ჩემი ხათრით რამდენიმე თვეს ვერ დაიცდი? სულ რამდენიმეს? -როგორ არა, როგორ დამავიყდა, კარგი საყვარელო, ისე იყოს როგორც შენ გინდა, აქ უზრუნველად ვიცხოვრებთ, ისე მიყვარხარ ჩემს სიყვარულთან რამდენიმე თვის ლოდინი არაფერია_ისევ ლოყაზე აკოცა და ტკბილი ძილის სურვილით დატოვა ოთახი. -რა მსახიობს კარგავ საქართველოვ_სიმწრით ჩაიცინა სოფიამ და ლოგინსა და კედელს შორის ჩასრიალდა დაპატარავებული. -ად არის ეს დედამოტ***** კაცი?_ადვოკატს გადახედა ვიტალიმ თვალების ბრიალით და თითქოს მერე შეამჩნია დასაკითხს ოთახში არსებული კამერები. -არ მიაქციოთ ყურადღება, ადვოკატთან შეხვედრის ჩაწერის უფლება არ აქვთ_თვალი ჩაუკრა პირველმა და კარიც გაიღო. მეორე ადვოკატიც გამოჩნდა და და მთელი შეკვრა ფაილების მოათავსა მაგიდაზე. -აი ბატონო ვიტალი, აბსოლიტურად ყველა მინდობილობა აქაა თავისი ხელმოწერებით, ნებართვებით, მოკლედ ყველაფერი. -ანუ? -ანუ თქვენ არაფერ შუაში ხართ და დიდი დიდი სამი საათი დაგვჭირდეს თქვენს აქედან გაყვანამდე. -გასაგებია, იცოდეთ არცერთი ფურცელი არ უნდა მაკავშირებდეს მაგ იდიოტთან, ასე აშკარად როგორ მუშაობდა ეგ გამო***ბული. -თავად რომ თქვას რამე? -გამორიცხულია, ისე მყავს დაშინებული იცის, ერთი სიტყვაც და სამარეშია. -კარგით, თუ რამე ბრძანება გექნებათ კიდევ აქ ვართ, ახლა მე თქვენს გაშვებაზე დაველაპარაკები უფროსობას, მამუკა კიდევ თქვენს დაკითხვას დაესწრება_მეორე ადვოკატს გდახედა და მის დასტურზე მაშინვე დაფაცურებული გავარდა გარეთ. ჯერ კიდევ საუბრობდნენ დაჩის კაბინეტში და სამომავლო გეგმებს განიხილავდნენ დაუკაკუნებლად რომ შეიჭრა ვიღაც, წარბ შეკრულმა გადახედა უფროსმა დაუპატიჟებელ სტუმარს და წარბი აწია. -მალხაზ .... -მაპატიეთ ბატონო დაჩი, მაგრამ ეს სასწრაფოა_მაშინვე გადახედა ბიჭებს გამარჯვებული მზერით და თავისი კაბინეტისკენ ანიშნა. -აბა ვნახოთ_წამოიმართა დაჩიც და ოთახისკენ გაყვა თანამშრომელს. გახარებული ლილუ ადგილზე ვერ ისვენებდა და უკვე მერამდენე მოვლით ტკივილს არ იმჩნევდა ვინ იცის. -მოკლედ ბატონებო, პროგრამამ ოფიციალურად ცნო, რომ სეიფის ქურდი და ამ გურამის მკვლელი სხვადასხვაა_ამაყი სახი გაიშვირა ხელი ეკრანისკენ, სადაც ვიდეოზე სხვადასხვა მხარეს წასული ისრები, წონის აღმნიშვნელი გამოსახულებები და კიდევ ათასი რამ ციმციმებდა. -შეიძლება ამის სასამართლოზე გამოყენება? -რა თქმა უნდა, ამ პროგრამას უკვე წლებია ვიყენებთ, როდესაც განსხვავება ერთი ან ორი სანტიმეტრია პროკურორები ახერხებენ ჩაფარცხონ, მაგრამ მთელი შვიდი სანტიმეტრი გამორიცხულია შეცდომა იყოს, ჩათვალეთ სანდრო უკვე თავისუფალია_ხელი ჩაურტყა გახარებულ ლილუს, რომელიც ნელა წამოიმართა და ქმარს მოეხვია. -რადგან ჩემი ძმა თავისუფალია, ესეიგი სიტუაცია უკეთაა და შემიძლია ვთქვა რომ მშობიარობა დამეწყო_წარბებ აწეულმა გადახედა გაშეშბულ ქმარს და გაეცინა. -გაბრიელ, ბავშვი, მანქანა და საავადმყოფო. -მაგრამ, ჯერ ხომ.... ლილუ რვა თვის ხარ._ხმა გაეყინა კაცს. -ვიცი, არაუშავს ყველაფერი კარგად იქნება_იქეთ დაიწყო ქმრის დამშვიდება და მორიგი ტკივილი უკვე ჩუმად ვეღარ აიტანა. თითქოს ცოლის განწირულ ხმას ელოდაო, წამებში გამოფხიზლდა გაბრიელიც და ხელში აყვანილი წაიყვანა აკივლებული ქალი მანქანისკენ. -არა იოანე, _უკან გამოყოლილი ძმა არ მიიკარა -ჯობია საქმე დაასრულო, სანდროს გათავისუფლება გააფორმე, ისინი დაკითხე და გამაგებინე_მაინც ვერ წყვეტდა სამსახურზე ფიქრს, თუმცა ბოლო სიტყვები უკვე გზაზე გასულმა გამოსძახა. -ჩემი ტელეფონი და მანქანა_ხელები გაიწვდინა სუფთა ჰაერზე გამოსულმა სანდრომ. -ისინი რას ამბობენ?_დაპატიმრებულებისკენ გაიხედა კონსტანტინემ. -რასაც ველოდით, დავითს დან*რეული აქვს, ვიტალი კიდე ჩემსავეთ თავისუფალია, ყველაფერი დავითას შე*ენა. -აბა რას იზამდა, თავი გადაირჩინოს და არ *იდია? -შენ ახალი რა გაიგე? -მგონი დავითა არაფერ შუაშია და მართლა იმ *იდარასტ გიორგის ყავს. -ხოდა ილოცოს იმ საცოდავმა, რომ უკვე გამქრალი იყოს დედამიწიდან_ღვარძლიანად ჩაილაპარაკა სანდრომ და მაღალი სიჩქარით მოწყვიტა მანქანა ადგილს. (12) უკვე ორი საათი იყო გასული რაც გაბრიელი საავადმყოფოს მოსაცდელში დატოვა ლილუს ექიმმა. რამდენიმე წუთში სანდროც გამოჩნდა, აღარ იცოდა უკვე ყველაფერზე აღელვებულს გონების რა ნაწილი რომელი პრობლემისთვის დაეთმო, თუმცა ლილუს ამბავი რომ გაიგო მეტი აღარაფერი გახსენებია. ხვდებოდა ეს ყველაფერი მის გამო რომ ხდებოდა, ერთი თვით ადრე არ დაეწყებოდა ლილუს მშობიარობა მის გამო რომ არ ენერვიულა. კარგად აცნობიერებდა მის დანაშაულს და გაბრიელის გვერდით დგომა ერიდებოდა. ღირსი იქნება კინწისკვრით გამოაგდოს იქედან, მაგრამ დის ამბავი რომ არ გაიგოს მართლა მოკვდება, ლილუ ერთადერთია ვინც ნორმალურ ცხოვრებასთან შემორჩა და ალბათ მასშიც გაქრება ის ნორმალური მე, რაც ჯერ კიდევ არსებობს. თავდახრილი მიუახლოვდა გაბრიელს და უსიტყვოდ მიუჯდა გვერდით, სიძის სახეზე მიხვდა ჯერ არაფერი რომ არ იცოდა და კითხვის დასმით ეცადა უარესად არ გაეღიზიანებინა. ჩუმად მოუახლოვდა კონსტანტინე და ყავის ჭიქა გამოუწოდა, მორიდებით მისწია ერთი გამომძიებლისკენ და მისი სახის დანახვაზე რატომღაც შეეცოდა. -მასე ნუ მიყურებ_მწარე ღიმილით გადააქნია გაბრიელმა თავი. -მაპატიე, ყველაფერი ჩემი ბრალია_ძლივს ამოისუნთქა სანდრომ და ლამის იატაკამდე დახარა თავი. -თავსაც ნუ იდანაშაულებ, შენი ბრალი არაა ვიღაც ნაბი*ვარს შენი გასტუმრება რომ მოუნდა, არც ისაა შენი ბრალი შენ დას რომ უყვარხარ, ხომ იცი როგორი ტიპია, ქუჩაში მკვდარი კატა რომ დაენახა იმაზეც ინერვიულებდა და მაინც აქ ამოყოფდა თავს_გაეღიმა გაბრიელს მოგონებებიდან ტუჩებ დაბრეცილი ცოლი რომ გაიხსენა, სანდროსაც გაეღიმა და თავი გადააქნია. -ბავშვობიდან მასეთი არანორმალური იყო. -ოღონდ წარსულში არ მოიხსენიო, ოღონდ არ გაიფიქრო რომ წავა, მე უკვე მესამე წელია არც კი გამივლია გონებაში რომ მის გარეშე მომიწევდა დარჩენა, წარმოდგენა არ მაქვს მის გარეშე რა უნდა გავაკეთო_ცრემლები მოადგა ბიჭშ თვალზე და პირველად დაინახა სანდრომ დაპატარავებული გამომძიებელი. მაშინ როდესაც ყოველთვის წელში გამართული, საკუთარ თავში დარწმუნებული დადიოდა, ახლა ცოლის დაკარგვის შიშით ერთიანად დაბეჩავებულიყო, ამ წუთას ბოლომდე გაიაზრა როგორ უყვარდა ტყუპს მისი და და ერთიანად გაბედნიერდა. მიხვდა რამხელა ძალა აქვს სიყვარულს და რატომღაც სოფია გაახსენდა. -როგორ არის? ხომ მშვიდობაა შვილო ჩვენ თავს? ასე უსიტყვოდ რატომ წამომიყვანეთ?_აცრემლებული თამარი მოაბიჯებდა აჩქარებული და უკან იტოვებდა ქმარს და მეორე შვილს. იოანე ძმას ეძებდა თვალებით და მაშინვე გვერდით ამოუდგა. -ახალი არის რამე? -არაფერი_თავი გადააქნია ბიჭმაც და რატომღაც საშინლად მოუნდა დედის მკლავებში ჩაკარგულიყო, მაშინვე მიხვდა თამარიც და აცრემლებულმა ჩაიკრა შვილი გულში. -ყველაფერი კარგად იქნება შვილო, აი ნახავ, მაშინ არ მიგატოვებს როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ, აი ნახავ, ჩვენი გოგო ყველაფერს გაუძლებს_მონოტონურად უსმევდა შვილს ზურგზე ხელს და წყნარად აგრძელებდა დამამშვიდებელი სიტყვების ჩურჩულს. -რამდენი გამომიტოვებია, შვილს როდის მერე ეძახის?_გაკვირვებულმა ჩაჩურჩულა სანდრომ იოანეს. -ოჰ, ერთ წელზე მეტია ლილუ ჩვენზე მეტად უყვარს, ჩვენ ნაცვლად ნენეს და ლილუს ურეკავს და კითხულობს თქვენ მაინც არასდროს გცალიათო_მხრები აიჩეჩა და ზუსტად გახედა დერეფანში შემოვარდნილ აცრემლებულ ნენეს. წელზე მოხვეულ ბავშვს ძლივს რომ მორბენინებდა და დამხვდრების სახის დანახვაზე უარესად რომ იმატა ცრემლებმა. კიდევ ერთი საათი გავიდა და ექიმიც გამოჩნდა დერეფანში. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა გაბრიელი და როცა დაინახა კაცი არ უღიმოდა სიმწრით დაეღარა სახე. -თუ ცუდი უნდა მითხრა რამე უბრალოდ გაბრუნდი და არაფერი თქვა. -ბავშვები ჯამრთელები არიან, უბრალოდ რამდენიმე საათი ინკუბატორში იქნებიან რადგან ნაადრევად დაიბადნენ. -ბავშვები?_პირზე ხელები აიფარა თამარმა. -ტყუპები, გოგონა და ბიჭი, რადგან სქესის გაგება არ გინდოდათ არც ეს გითხარით, მინდოდა ესეც სიურპრიზად დამეტოვებინა, ორი შვილის მამა ხარ, გილოცავ_ღიმილით დაარტყა ხელი ექიმმა ახალგამომცხვარ ჯერ კიდევ გათიშულ მამას. -ჯანდაბააა, ორი ნამცეცას ბიძიები ვართ_ერთდროულად დაიძახეს იოანემ და სანდრომ და ერთმანეთს გადაეხვივნენ, წამით ყველას სახეზე უდიდესმა ბედნიერებამ გადაირბინა. -ლილუ?_ხმა ჩავარდნილმა დასვა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა გაბრიელმა. -სამწუხაროდ, გონება დაკარგა და საკეისრო კვეთის ჩატარება დაგვჭირდა, პლაცენტის დაზიანების გამო კი ისეთი სისხლდენა განვითარდა საშვილოსნოს ამოჭრაც დაგვჭირდა, ახლა მდგომარეობა სტაბილურია .... -თუმცა? დააბოლოვე ექიმო -გონზე არ მოსულა, ნარკოზმა გაიარა, მაგრამ გონზე მაინც არ მოსულა. -ეს რას ნიშნავს?_ხმა გაყინვოდა ბიჭს. -არ იცის_აკანკალებული ხმა ამოუშვა თამარმა, -ამ დროს არავინ იცის შვილო ორგანიზმი ძილს როდის დააღწევს თავს_ტირილნარევი ხმით გასცა პასუხი და ექიმიც მოწყენილი სახით დაუბრუნდა სამუშაოს. -მათი ნახვა მინდა_ბოლომდე ოთახში შესვლა არ აცადა გაბრიელმა და უკან აედევნა. უკან დატოვებულ ხალხში ბედნიერების წამები უკვალოდ გამქრალიყო, ვერავის წარმოედგინა ცხოვრება მხიარული გოგოს გარეშე. ლილუ ნემსიწვერიძეს წარუშლელი კვალი დაეტოვებინა თითოეული მათგანის გულში. -უფროსო, სახლში გავიდეთ, გამოიცვლით, წყალს გადაივლებთ და დავბრუნდეთ, სამი დღე ისედაც განყოფილებაში იყავით_გვერდით ამოუდგა ბიჭს კონსტანტინე. გათიშული სანდრო ჯერ კიდევ იმ კარს უყურებდა სადაც რამდენიმე წუთის წინ გაბრიელი გაქრა, უცებ მიაპყრო ყურადღება ბიჭს და თავი დაუქნია. ნელი ნაბიჯებით აედევნა ბიჭს და გარეთ გასულს უკან გაყვა. -დილა მშვიდობის საყვარელო_32 კბილი გადმოყარა გიორგიმ დილით სოფიას დანახვაზე. -როგორ გეძინა? -გმადლობ კარგად_მანაც გაუღიმა საპასუხოდ და მოწოდებული ყავის ჭიქა გამოართვა. -შენთვის კარგი ამბავი მაქვს, სანდროს და საავადმყოფოშია, აი ის გოგო ვისთანაც გადაგმალა, ამიტომ ჩვენთვის აღარ ეცლება და შეგვიძლია საზღვარი ძალიან მშვიდად გადავკვეთოთ. -ლილუ? რატომ? რა დაემართა?ან შენ საიდან იცი, შენ გაუკეთე რამე?_მაშინვე ფეხზე წამოდგა და ბიჭს მიუახლოვდა. -მგონი რთული მშობიარობა ჰქონდა, მე მასთან რა მინდოდა, ნაადრევად დაეწყო მგონი და ახლა ცუდადაა, ბავშვები კი გაუჩენია მშვიდობით, როცა ფული გაქვს ყველაფერი შეგიძლია იცოდე_მხრები აიჩეჩ ბიჭმა და გაკვირვებულმა გადახედა განადგურებულ გოგოს. -ღმერთო ჩემო_პირზე აიფარა სოფიამ ხელი და წამოსულ ცრემლებს ყურადღება არ მიაქცია, მხოლოდ მხიარულ ლილუზე ფიქრობდა, რომელიც იქ გატარებულ დღეებში მართლა გულით შეიყვარა. შემდეგ დის ამბით განადგურებული სანდრო წარმოიდგინა და ვერც კი შეამჩნია ისე მოემატა ცრემლების რაოდენობა. -მათთან წამიყვანე_ცრემლების ყრით მიეჭრა გიორგის. -გაგიჟდი? გამორიცხულია, სანამ დას გლოვობს მანამდე გავასწრებთ და ვეღარ გვიპოვის, ბედნიერები ვიქნებით როგორც კი აქედან წავალთ_ხელების მოხვევა სცადა გოგოზე. -შენ სულ გააფრინე_ანერვიულებულს სულ დაავიწყდა როგორ უნდა მოქცეოდა ბიჭს, -შენთან ერთად რა ბედნიერება უნდა მქონდეს, თავი დამანებე_გამოცლა და თავის ოთახში შეკეტვა უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო, კეფაში წაუჭირა ხელი გიორგიმ და ჩაწითლებული თვალებით დააკვირდა გოგოს. თავისკენ შემოაბრუნა და ხელისგულით ისეთი ძალით დაარტყა ძირს დააცემა. -რაღაც ძალიან გახვედი თავს, რომ ვთქვი საქართველოს ვტოვებთთქო ესეიგი ვტოვებთ_ხელის კვრით შეაგდო ოთახში და კარები ჩაუკეტა. გოგოს ტირილს ყურადღება არ მიაქცია ისე დაუკეტა კარი და პასპორტებზე დარეკა ზუსტი დრო რომ დაედგინა. -გვითვალთვალებენ_რამდენიმე წუთიანი დაკვირვების შემდეგ ჩუმად ამოილაპარაკა კონსტანტინემ და ფიქრებში ჩაძირული უფროსი გამოაფხიზლა. -დავითს ახლა მაგისი ტრა*ი არ ექნება, ვიტალია ვითომ?_სარკეებს დაუწყო ყურება გამოფხიზლებულმა სანდრომ. -შეიძლება, შეიძლება ის იდიოტიც იყო_სანდროსთვის სასურველი ვარაუდიც გამოთქვა და უფროსის ბოროტულმა ღიმილმა რატომ ღაც შეაშინა -ქარხანაში შეიტყუე. გაჩერებული მანქანიდან გადავიდა სანდრო, უკან არც მიუხედავს ისე შევიდა დანგრეულ შენობაში და სწრაფი, ჩუმი ნაბიჯებით წავიდა უკანა კარისკენ. კონსტანტინე მეორე მხარეს გადავიდა და ადევნებულ იდიოტებს ჩაუსაფრდნენ, როგორც კი ორივე შენობაში დაიგულეს საკმაოდ იოლად დაიჭირეს და ხელები შეუკრეს. მუცელში დარტყმით წააქცია სანდრომ ორივე და ზემოდან დააჩედა. -აბა? ვის უნდა ენა პირში დარჩეს და მეტყვის ვინ დაგიქირავათ. -არ ვიცით_ორივემ ერთდროულად წამოიყვირა და ახარხარებულ სანდროზე შიშის ნაპერწკლები გაუჩნდათ თვალებში. -კაარგი, მაშინ შენი ენით დავიწყოთ_ერთ-ერთისკენ დაიხარა და პირი გააღებინა, მის ზმუილს ყურადღებასაც კი არ აქცევდა. -გიორგიი, ვიღაც გიორგიმ დაგვიქირავა_როგორც კი შეუშვა წამით სანდრომ ხელი მაშინვე ამოილუღლუღა. -აი ასე არ ჯობია?_ხელები გაშალა ბიჭმაც და მეორესაც გადახედა, -თავად სად ბრძანდება? -ეგ არ ვიცით, მხოლოდ ტელეფონით ვკონტაქტობთ_შეშინებულები ერთმანეთს არ აცდიდნენ ლაპარაკს. -არაუშავს, ეგეც გამოდგება_ღიმილით ამოაძვრინა ბიჭების ჯიბიდან ტელეფონები და იოლად მიაგნო სასურველ ნომერს და ღიმილით დაურეკა ნაცნობ პროგრამისტს. -ბაჩო, აბა გამიგე ეს ნომერი სად ქვესკნელში იმყოფება, ოღონდ ორი წუთი გაქ. -მთავარია ტელეფონი ჩართული იყოს და ეგ ორი წუთი უკან გაირ*ე, წამებში გეტყვი_გაეცინა ბიჭს და ოცი წამიც არ იქნებოდა გასული ერთ-ერთი სოფლის სახელი რომ უთხრა. წამიერად გათიშა ბოროტული ჩაცინებით და დაჭერილი ბიჭების წინ ჩაიმუხლა -ბედი თქვენი, რომ სასწრაფოდ მჭირდება თქვენი უფროსი, ამიტომ იმას ვიკმარებ, რომ ასე გაკოჭილებს დაგტოვებთ აქ, აი თქვენი უფროსი კი ასე იოლად ვერ გამოძვრებაა_ღიღინით გადაიქნია თავი და მანქანაში ჩამჯდარი მაღალი სიჩქარით მოწყდა ადგილს. -სამსახურში რა ხდება?_ცოლ-შვილის ნახვით ოდნავ დამშვიდებული გაბრიელი საქმეზე გადაერთო. იოანე მიხვდა ახლა ძმას სულ სხვა რამეზე ფიქრი უნდოდა და გვერდით გაიყვანა. -ვიტალი გაუშვეს, ყველა ობიექტზე მინდობილობა ქონდა გაფორმებული იმ იდიოტთან, გადაფორმება არ უნდოდა შემოსავლების სამსახურის ეშინოდაო, ამიტომ ჩემს სახელზე დატოვა მაგრამ ყველაფერი მისიაო. ასე თავისუფლად გამოძვრა და ძალიან მშვიდად წავიდა სახლში. -არაუშავს, სანდრომ ის იდიოტი დავითი ისე შეაშინა იოლად დავკერავთ. თუ რამე ცვლილება იქნება, სულ პატარაც კი დამირეკეთ_ექიმს და მშობლებს დაუბარა და საავადმყოფო დატოვა. დაკითხვის ოთახში ჯერ კიდევ თვალებ გაფართოებული იჯდა დავითი და ძლივს შესამჩნევი რეაქცია ჰქონდა გამომძიებლის დანახვაზე. -კიდევ ერთხელ გამარჯობათ ბატონო დავით_ცბიერად გაუღიმა გაბრიელმა კაცს და წამებში მოთავსდა მაგიდის მეორე მხარეს. დარწმუნებული იყო კაცის დაყოლიებას სულ რამდენიმე წუთში შელებდა, ამიტომ ხელში მომზადებული ფურცელი და კალამი პირდაპირ დაპატიმრებულს დაუდო წინ და გადმოსაბირებელი სიტყვების გადმოსაფრქვევად მოემზადა. (13) აკანკალებული ეჯდა დავითი დასაკითხ მაგიდას, ჩაშავებული თვალებით ახედა დასაკითხად შემოსულ გამომძიებელს და ისევ მაგიდას ჩააკვირდა. ადვოკატს უკვე დაეტოვებინა განყოფილება, ოფიციალურად დავითის დაკითხვას ჯერ არ აპირებდნენ ამიტომ არც ადვოკატი გამოუძახებია ვინმეს. გაეღიმა გაბრიელს კაცის დანახვაზე, მაგრად კი შეუშინებია სანდროს. -აბა ბატონო დავით, იმედია ცოტა დამშვიდდით. -ის არანორმალური თქვენც ნახეთ, რა დამამშვიდებდა, თქვენ რომ არა ნამდვილად მომკლავდა. -იცით, თქვენც გეცოდინებათ, ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს ისეთი რაღაც ან ვიღაც, რომელსაც არ უნდა შეეხო_დამრიგებლურად გაისმა გამომძიებლის სიტყვები. -პირველად შევცდი_ჩაეცინა კაცს და წამით თითქოს ძველი დავითი დაბრუნდა, -ის პატარა გოგო გიორგის გამო მინდოდა, თურმე ამ ცხოველისთვის უნდა გამომეყენებინა. -ესეიგი აღიარებთ რომ თქვენ გყავთ_ვითომ არაფერი ისე მოათვალიერა გაბრიელმა ოთახი. -არა, სამწუხაროდ ვერა, რაც სანდრომ წაიყვანა კვალი დავკარგე_თავი გადააქნია კაცმა და საოცრად გულწრფელი ეჩვენა ამ წუთებში დავითი. -მოდი გულახდილად ვისაუბროთ_სკამი შეისწორა გაბრიელმა და კაცის მხრების აჩეჩვაზე განაგრძო, -სიმართლე ორივემ ვიცით, მეც ვიცი რას წარმოადგენთ და არც ამისი დამტკიცებაა უკვე შეუძლებელი, თქვენ ყველა ვარიანტშ ციხეში მიდიხართ, ამას ადვოკატიც დაგიდასტურებდათ. -მაშ, რაღაა სალაპარაკო? -მინდა გარიგება შემოგთავაზოთ, ვიტალის ვინაობაც უკვე ცნობილია, პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ მან ყველანაირად თქვენ შეგაწმინდათ ხელი, ის რესტორნებიც კი, რომლებიც ჯერ კიდევ მას ეკუთვნის ყალბ თარიღიანი მინდობილობებით თქვენ სახელზე გადმოწერა. -ანუ?_ამჯერად ნამდვილად გაუფართოვდა თვალები დავითს. -ანუ ახლა თავად გარეთაა და ცხოვრებით ტკბება, თქვენ კი სამუდამოდ აქ დარჩით_ხელები გაშალა გამომძიებელმა და კედლებზე მიუთითა. -ნაბი*ვარი_წამით თავი დაკარგა კაცმა თუმცა გონსაც მალე მოეგო. -მორჩა სიტყვას აღარ ვიტყვი_თავი გვერდით გააბრუნა და ყველანაირი მცდელობა ჩაუშალა გაბრიელს. დროებით კაცის შესვენება გადაწყვიტა, მაგრამ კართან მისულმა ვერ მოითმინა და უკან მოუბუნდა. -ორივემ ვიცით ვიტალი მოწმეებს რომ არ დატოვებს, შენ კი მისთვის ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ხარ. ისიც ორივემ ვიცით, რომ შენი მოშორება მხოლოდ დროის საკითხია და თავისუფლად გთვლი უკვე მკვდრად, შანსი გაქვს ეს მდგომარეობა გამოასწორო, ის არაკაცი აქ ჩააყუდო და თავს გადარჩენის შანსი მისცე, უბრალოდ ფრთხილად უნდა იყო ძალიან არ დაიგვიანო, თორემ მერე მე კიარა მამა ზეციერიც ვერ გიშველის_ამ სიტყვებზე გაიხურა კარი და კაცს კიდევ ერთხელ მისცა დაფიქრების დრო, იმედი ქონდა ამჯერად გაუმართლებდა. -არის რამე ახალი?_ტელეფონს ყურიდან არ იშორებდა სანდრო და მოუთენლად აცანცარებდა ფეხს. კონსტანტინე უფროსის აკანკალებულ ხელებსაც შიშით გადახედავდა ხოლმე და აფეთქების მოლოდინში ეკლებზე იჯდა. -მთელი საათი გავიდა, რა ვეღარ იპოვე_ბოლო ხმაზე იღრიალა და შეახტუნა კიდევაც გვერდით მჯდარი ბიჭი. -იცოდე ხუთ წუთს გაძლევ, მერე კი ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ_მუქარა დაუტოვა მოსაუბრეს და ტელეფონი გაბრაზებულმა დაახეთქა სკამზე. -კიდევ არაფერია? -ხომ გაიგონე რომ არა?_ამჯერად ბიჭს მიუბრუნდა და აკანკალებული ხელი მომუშტა, -ჯანდაბა, ამის დრო იყო_წამლის სურვილმა კისერში წამიერად წაუჭირ და თვალები ჩუწითლა. სანამ კონსტანტინე პასუხს გასცემდა ტელეფონი აწკრიალდა და წამში ყურთან მიიდო. -გავიგე, გადმომიგზავნე ზუსტად მისამართი ან ავიგაციით ჩამიგდე ასე სიტყვიერად სოფლის სახლს რას მივაგნებ, ეგენიც დანომრილი არ ქონდეთ_უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და ბიჭს გადახედა. -თერჯოლისკენ წადი, სადღაც სოფელი ყოფილა თავასა, იქ ისვენებს თურმე ბიჭი_ირონიულად ჩაიცინა და მოსულ კოორდინატებზე გადავიდა, ნავიგაცია ჩართო და ტელეფონი საქარე მინაზე დამაგრებულ დამცავზე მიამაგრა, რომ კონსტანტინეს გზა იოლად გაეგნო. სიჩქარეს მოუმატა და მთელი გულით შეეცოდა გიორგი, რომელსაც სიკვდილი სანდროს სახით უახლოვდებოდა. ფიქრებში ჩაძირულიყო ბიჭი, ხელებს მუშტავდა და შლიდა, ამითი თავს დამშვიდებისკენ მოუწოდებდა. გვიანი რომ ყოფილიყო? მეორე დღე ღამდებოდა, ძალა რომ ეხმარა? სოფია ლილუს არ გავდა, უფრო სუსტი იყო, ძალადობამ კი ლილუსნაირი ქალი გატეხა და სოფიას რას უზამდა. ღმერთო მოკლავდა რამე რომ გაეკეთებინა იმ საცოდავს. არც იცოდა ასე რატო ფიქრობდა გოგოზე, ორი თვე იყო მხოლოდ რაც იცნობდა და ბოლო თვე იყო, როცა შედარებით ხშირად ურთიერთობდნენ. ერთად ნაცხოვრებ სამ დღეს რატომღაც ცალკე ინახავდა, გოგოს ბუზღუნიც კი ენატრებოდა სანდროს არეული ნივთების დანახვისას, როგორ ებუზღუნებოდა სააბაზანოს მოუწესრიგებელს რომ სპეციალურად ახვედრებდა. წარმოდგენა არ ქონდა ეს ყველაფერი მისთვის რას ნიშნავდა, მაგრამ ამ ფიქრებში წამალიც კი რომ დაავიწყდა ფაქტი იყო. ამან ფიქრებმა ნაცნობი წყურვილი მოიტანა და უკვე სახლში დაბრუნებაზე ოცნება დაიწყო. -ნახევარი საათიც აღარ გვინდა და ადგილზე ვართ_თერჯოლიდან გასულმა სიჩქარეს მოუმატა და ზუსტად მიყვა ნავიგაციის მითითებულ გზას. -როგორ ფიქრობ ალაპარაკდება?_შვილის ფერებით გართულ გაბრიელს გადახედა ძმამ და ხელებში მოქცეულ მეორე ტყუპს დახედა. -ვინ იფიქრებდა, ჩვენს მერე ტყუპები მეც თუ მეყოლებოდა_ბედნიერად ჩაეცინა უფროსს და ხელებში მოქცეული ბიჭი დაარწია. -ნეტა დაემსგავსებიან?_ახლა ბიძიაც დააკვირდა ზემოდან ორივეს. -ექიმმა არაო, როცა განსხვავებული სქესი აქვთ ცალცალკე პარკებში ვითარდებიანო თუ რაღაც მსგავსი_სიყვარულით ჩაილაპარაკა და ცხვირით შეისუნთქა შვილის ტკბილი სურნელი, შემდეგ გოგოსაც კისერში მიეფერა და ნაზად დააბრუნა კუთვნილ საწოლში. -აზრზე ხარ ორივეს შვილები გვყავს_სიცილით გადახედა იოანემ მოცუცქნულ არსებებს. -ჩემზე ადრე მოიყვანე ცოლი და რაოდენობით მაინც მე გჯობნი_თვალი ჩაუკრა გაბრიელმა და გაღიმებული წამში დასევდიანდა, -ლილუს გარეშე მამობასაც ვერ ვგრძნობ ბოლომდე. -შენ ის თქვი სახელების რა მოიფიქრე_თემა შეაცვლევინა ძმამ. -ლილუს გარეშე უფლება არ მაქვს_ცოლის პალატისკენ წავიდა და ტყუპის მოწყენილი თვალები თან გაიყოლა. უკვე ფეხის თამაშიც ვეღარ ამშვიდებდა სანდროს. რუკას ხუთი წუთიღა ეწერა დანიშნულების ადგილამდე და მოუთმენლობა უფრო და უფრო იპყრობდა. არ იცოდა რა დახვდებოდა და ეს უფრო მეტად აგიჟებდა. არ იცოდა, რომ სოფია გიორგის არ შეუშინდა და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ გაპარვა სცადა. გარტყმის შემდეგ შეშინებული ჩაიკეტა ოთახში, ბიჭის დანახვაც არ უნდოდა, თავი გამოიგლოვა და ცრემლები რომ დაუშრა ბრძოლა გადაწყვიტა. ჩუმად გამოაღო კარი და დივანზე ჩაძინებულ გიორგის მოკრა თვალი. ან ახლა ან არასოდეს, შიშველ ფეხებს დახედა და ხელი ჩაიქნია,დიდი დიდი გაციებულიყო, მთავარი იყო ვინმემდე მიეღწია, დღეს კი მობილური ყველას აქვს, პოლიციას დაურეკავდა და მორჩა. ჩაკეტილ კარს ძვრა ვერ უყო და სიმწრის ცრემლი გადმოუვარდა. ფანჯარა!_წამში გაახსენდა და საკუთარ ოთახს მიუბრუნდა. ჯანდაბა, მეორე სართული საკმაოდ მაღალზე ჩანდა, თუმცა უკან არ დაიხევდა, ფანჯარა გამოაღო და თვალები დახუჭა. -მიდი სოფია, ეს ცხოველი რას გიზამს არც იცი, აქ გადახტომით კი არ მოკვდები_ჩუმად ამოიჩურჩულა და თვალი არ გაუხელია ისე გადახტა. დაცემისას ნატკენმა ფეხმა ისე შეაკრთო წამოკივლება ვერ შეიკავა, სამწუხაროდ ამითი მცველიც გააღვიძა და გაისმა კიდევაც ღრიალის მაგვარი ხმა, მაშინვე კარისკენ გაიქცა გიორგი და წამში გამოგლიჯა სოფიას ძახილით. ბიჭის გაცხოველებულ ხმაზე ფეხი სულ არ გახსენებია ისე გაიქცა სახლის წინ ტრიალ მინდორზე. ვერ გაასწრო. რამდენიმე წამში დაიჭირა ბიჭმა და თმაში წვდა, უკან გადააგდო მარტივი მოძრაობით და კიდევ ერთხელ გაარტყა. ამოკრუსუნება მოასწრო სოფიამ კისერში რომ ეცა და ხელი წაუჭირა. -ვისთან მირბიხარ? ვინმე გყავს არა? მიღალატე? *უკნა, მოღალატე ბო*ო, სხვაში გამცვალე არა? რამდენიმე დღეც ვერ მოგათმენინა ჩემმა სიყვარულმა?_არეული თვალებით დაჰყურებდა გოგოს, ცალი ხელით ისევ გაარტყა, მეორე კი კისერზე წაჭერილი დაუტოვა. აფართხალებული გოგო ნელნელა გრძნობდა როგორ კარგავდა გონებას, თუმცა ბოლო წამს ხელით ქვა მოსინჯა და მაგრად ჩაბღუჯა. უკანასკნელი ძალებით მოიქნია და შუბლში გაარტყა. გიორგი გადაქანდა და დაბნეულმა მოისვა სისხლიან შუბლზე ხელი. გაკვირვებული აკვირდებოდა წითელ სითხეს და ხელს თვალების წინ შეშლილივით ატრიალებდა. როგორც კი ოდნავ სული მოითქვა სოფიამ მაშინვე წამოდგა, ისევ ქუჩისკენ გაიქცა და კივილიც დაურთო თან, იქნებ ხმა მაინც მიეწვდინა ვინმესთვის. ხმამ გიორგიც გამოაფხიზლა და ლამის მგელობანას თამაშში ვერცერთმა შეამჩნია ეზოს როგორ მოადგა გვერდიდან ვერცხლისფერი ჯიპი. -გიორგი!_ბოროტულად დასჭექა მკაცრმა ხმამ და უკვე გოგოსთან მიახლოებული გიორგი გააშეშა. ნელი და მძიმე ნაბიჯებით გადმოვიდა სანდრო ეზოში და გაშავებული თვალებით დააკვირდა დასისხლიანებულ გოგოს ძლივს რომ ითქვამდა სულს. წამები დასჭირდა ჭრილობების დასათვალიერებლად. გახეთქილი ტუჩი, წარბი, რომლიდანაც ჯერ კიდევ საკმაო რაოდენობის სისხლი სდიოდა, მოჭერისგან გალურჯებული ყელი, ნატკენი ფეხი, ჩაწითლბული თვალები და დალურჯებული ლოყა. სუნთქვა შეუკრა გოგოს სანდროს სასტიკმა გამომეტყველებამ. გაყინული სახე ისე მორყეოდა ბიჭს სუნთქვაც კი უჭირდა, თვალები სიწითლიდან სიშავეში გადაუვიდა და მოჩვენებითი სიმშვიდით გადახედა კონსტანტინეს. -აქედან გაიყვანე_გოგოზე მიანიშნა და ბიჭმაც მაშინვე დაუქნია თავი, ახლა აზრი არ ქონდა წინ გადადგომოდა, ისე ქონდა ტვინი მასაც ზედ დააკლავდა, ამიტომ გიორგისთვის თავისი სიცოცხლის გარისკვა სწორ ვარიანტად არ ჩათვალა და გოგოს წამოყენებას ეცადა. რომ დაინახა ფეხს ვერ ეყრდნობოდა ხელში აიყვანა და უკან დაიხია. -ეცადე ცოცხალი დატოვო_სამი სიტყვა გადაულაპარაკა უფროსს და გონება გათიშული გოგო მანქანისკენ წაიყვანა. ცრემლების გადმოყრას არ ანებებდა სოფია თავს და ცდილობდა ყველა ტკივილი აეტანა. -ბებია ცოცხალია?_ყველაზე დიდ ტკივილს რაც აყენებდა ის შეკითხვა პირველად დასვა და ბიჭის თავის დაქნევაზე ამოისუნთქა. -მკურნალობას საავადმყოფოში გადის. -მართლა მოკლავს?_უკვე რიგით მეორე შიში გააჟღერა. -მაგაზე პასუხი დარწმუნებული ვარ თავადაც არ იცის_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და სოფია გამოღებულ კარში შესვა. წამოღებული წამლების ჩანთა გადააწოდა და მანქანა ჩაუკეტა. თავად კი ისევ უფროსისკენ დაბრუნდა. გაქცევის გეგმა გონებაში მოხაზა გიორგიმ თუმცა ნაბიჯის გადადგმა როგორც კი გაბედა წამში ეცა კისერში სანდროს ხელი და მოჭერილმა მინდორზე დასცა. -ქალზე ხელის აწევა იოლი იყო ნაბი*ვარო?_შეუცვლელი სახის მიმიკითა და ხმის ტემბრით ამოილაპარაკა და სახე ახლოს მიუტანა. პირველად სად დაარტყი? ტუჩიდან სისხლი აღარ დიოდა, ანუ პირველი სახეში იყო_თავადაც იგივე გაუკეთა და თან ისე რომ ერთი დარტყმით გაუსკდა ბიჭს ტუჩი ორ ადგილას. -შემდეგი ის მაინტერესებს რომელი ხელით და თითებით შეეხე_ამჯერად მარჯვენა ხელის თითებს ეცა და სოფიასაც კი მიწვდა მანქანაში გიორგის განწირული ბღავილი. მაშინვე ეცა კარს გასაღებად, თუმცა გარედან აღმოჩნდა ჩაკეტილი. მინაზე დაიწყო ხელების რტყმევა და სახელების ყვირილი, თუმცა ყურადღება არავინ მიაქცია. აგიჟებდა ის, რომ კონსტანტინე გადაჯვარედინებული ხელებით არხეინად უყურებდა სცენას, სანდრო კი ალბათ წარბსაც არ იხრიდა ისე ატყავებდა გიორგის. მართალია ბევრი დაუშავა, მაგრამ ასეთი სისასტიკის მომხრე არასდროს გახდებოდა. ნატკენი ხელები აცრემლებულმა მოისრისა და თავადაც დანებდა. ბოლთას სცემდა კაბინეტში ვიტალი და დაბარებულ დამქაშებს მოუთმენლად ელოდა, პატარა საქმე ნამდვილად არ იყო, მაგრამ დარწმუნებული იყო, ამასაც სულ იოლად მოაგვარებდა. იმდენი კაცი ყავდა საიქიოს გასტუმრებული ერთი დავითი რა იქნებოდა ასე საპრობლემო, მითუმეტეს ციხეში. იქ ხომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კიდევ რამდენიმე წუთი დასჭირდა ლოდინი და როგორც იქნა სასურველმა პიროვნებამაც შემოაღო კარი. -რა მოიფიქრე? -მარტივია, პატრული გამაჩერებს, დარღვევას არ ვაღიარებ, რამდენიმე წუთში კი მეც წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოვჩნდები პოლიციელის სიტყვიერი შეურაცყოფისთვისა და დაუმორჩილებლობისთვის_არხეინად აიჩეჩა ბეჭები კაცმა. -კარგია, იქ რას იზამ? -ეგ ყველაზე მარტივია, ჩემი საკნისკენ მოვიტყუებ და გავგუდავ ან თავს გავუტეხავ, რავი რამდენიმე ვარიანტია. -კი ბატონო, ეგ არ მაინტერესებს, ჩემთვის მთავარი შედეგია, როგორც შეასრულებ აღარ მაინტერესებს. -მაშ, დროებით. იმედია ფულს თქვენ გადამიხდით მერე რომ გამოვიდე_სიცილით დაუქნია კაცს თავი და მანაც ვითომ გაბრაზებულმა გახედა აბა რას ვიზამ ეგ როგორ მაკადრეო. -ეხ დავით, დავით, არ ყოფილიყავი ხარბი და გეცხოვრა შენთვის მშვიდად, დავიჯერო არასაკმარის გაძლევდი?_ჩაფიქრებული გადაწვა სავარძელში და გაეღიმა. -რა მოხდა?_დასაკითხი ოთახისკენ მიანიშნა იოანემ ძმას. -ჯერ ხმას არ იღებს, ხვალამდე ვაცდი და ისევ ვესტუმრები_წარბშეკრულმა გააყოლა გაბრიელმა ორ პოლიციელს თვალი, რომელთაც ჯერ კიდევ დაუმორჩილებელი მამაკაცი მოყავდათ. -არ ვნერვიულებ, საღაცა ლილუ დაკერე და „დაჟე“ ცოლად გამოყოლაზე დაითანხმე დავითის ალაპარაკება შენთვის მარტივი უნდა იყოს_ხელი უდარდელად აიქნია უნცროსმა. -ხო რა გენაღვლება, ჯილდოებს მაინც ორივეს გვაძლევენ არა?_დამცინავად ჩაუკრა უცებ მოღუშულ ძმას თვალი და ამღერებულ ტელეფონს დახედა. საავადმყოფოს ნომერზე წამებში ეცვალა მზერა და ხელი კანკალით უპასუხა ტელეფონს. -ექიმო, თქვენთვისვე აჯობებს ცუდი ამბისთვის არ მირეკავდეთ_მუდარა შეერია აკანკალებულ ხმაში. -გაბრიელ, თქვენი ცოლი გონს მოვიდა_ბედნიერი გაჰყვიროდა კაცი ტელეფონში და გულიანად ეცინებოდა გაბრიელს ახლავე გამოვრბივარზე და წამში აქოშინებულ ხმაზე. (14) სრულ მდუმარებაში მიიწევდა მანქანა ისევ ქუთაისისკენ, რამდენიმე წუთი იყო უკვე სოფიამ რაც სლუკუნი შეწყვიტა და ახლა ჩუმად იყურებოდა ფანჯარაში. სანდრო წინ მიჯდომოდა კონსტანტინეს გვერდით და ხმას არც ის იღებდა. ბიჭი ორივეს აკვირდებოდა და ჩუმად ეცინებოდა. სანდრო ხელის კანკალს უკვე ვეღარ უმკლავდებოდა, არც ის უნდოდა სოფიას რამე შეემჩნია. მართალია მასთან ცხოვრება წარმოდგენებშიც არ ქონდა, იცოდა, რომ ამის შანსი მინიმალური იყო, მაინც არ უნდოდა გოგოს თვალში საბოლოოდ დაეკარგა ყველანაირი ღირსება. სოფია კი ფიქრებით ბებოსთან იყო და პალატაში თავზე ედგა. გული უსკდებოდა მარტო დარჩენილ ქალს რომ წარმოიდგენდა. მის გარეშე როგორ იქნებოდა, ან ექიმი როგორი ყავდა, ახლა ორმაგად უნდა ემუშავა საავადმყოფოს ხარჯები რომ დაეფარა. ამას მნიშვნელობა არ ქონდა, ბოლობოლო ბებოს პენსიას აიღებდა წინასწარ, ან მოსწავლეებს თხოვდა ნაადრევად მოტანას, როგორღაც თავს გაიტანდნენ, მთავარია გამოჯამრთელებულიყო. ფიქრებიდან გონს მანქანის გაჩერებამ მოიყვანა, უფრო კი იმით გაოცდა საკუთსრ ბინას რომ ახედა. -აქ რა გვინდა? -სხვაგან გადახვედი და არ ვიცი?_დამცინავად გამოხედა სანდრომ და სისხლიანი ხელი აკანკალებულმა გაშალა და მომუჭა. -უბრალოდ ვიფიქრე, რომ ისევ ვიმალებოდით. -არა, დავითი დაჭერილია, ვიტალის კიდევ შენ არაფერში ჭირდები, დარწმუნებული ვარ არც იცის ვინ ხარ_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და მანქანიდან გადავიდა. -ანუ?_გაკვირვებული გადაყვა გოგოც. -ჯერჯერობით მშიდობაა, შენთვის_ზემოდან დახედა სანდრომ. -ეგ რას ნიშნავს? -შენთვის საინტერესოს არაფერს_ბინისკენ წაკრა ხელი და თავადაც უკან გაყვა. მობრუნებულმა კონსტანტინეს წასვლა ანიშნა და ისიც მაშინვე დაიძრა ადგილიდან. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდნენ მეორე სართულს და მხოლოდ კარებთან შეჩერებულმა სოფიამ შეამჩნია ჯერ კიდევ უკან მდგომი გადამრჩენელი. -ხომ მომაცილე, სადღა მომყვები? -ღმერთო ჩემო, შენ სულ ასეთი მასპინძელი ხარ?_სახლში შესულ გოგოს მიყვა უკან და კარებიც დაკეტა. -არა, მხოლოდ შენნაირებთან_ სააბაზანოს კარი შეაღო სოფიამ და სახე მოიბანა. პასუხის გასაცემად პირი დააღო სანდრომ მაგრამ კარის ზარმა შეაწყვეტინა, არც დაფიქრებულა ისე პირდაპირ გამოაღო კარი და საკუთარ წარმოსახვაში მაგრად წამოირტყა კეფაზე ხელი, კარში გაოცებული სახით იდგა მშობელი, რომელსაც პატარა ბიჭი ეყენა წინ. -ალბათ მოსწავლეა, ჯანდაბა_თავი დაბნეულმა მოიქექა სანდრომ და მაშინვე შეეშვა ფიქრებში საკუთარ თავთან საუბარს. -დიახ?_ეცადა სახეზე გამოკვეთილი მიმიკა ღიმილისთვის მიემსგავსებინა. -ჩვენ სოფიასთან ვართ_შეუცვლელი სახით გააგრძელა ქალმა მისი თვალიერება. -მაგდა, შემოდით_ქალის ხმაზე მაშინვე გამოვარდა გოგოც და სანდროს ლამის სიცილი აუტყდა სახე ჯერ კიდევ სველი რომ ჰქონდა, ისე გამოვარდა გამშრალებას დაავიწყდა. -არ ვიცოდი თუ დაოჯახდი სოფია, გილოცავთ_სანდროზე თვალის მოუშორებლად ჩაილაპარაკა სტუმარმა. -რა ვქენი? უი არა, რას ამბობ,ეგღა მაკლია ამსთან_ვითომჩუმად ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები, თუმცა მშვენივრად მიწვდა სანდროს გულს და გონებას. სიმწრით ჩაეცინებოდა რომ შეძლებოდა. -წინა მოსვლაზე უკან წამოვიდა გიგა, სახლში არ დამხვდაო, ახლაც ტელეფონზე ვერ გამოვედი და მოსვლა და მოკითხვა გადავწყვიტე, მეთქი ხომ მშვიდობაათქო_ჭორაობას არ წყვეტდა ქალი და თან უპრობლემოდ მიიწევდა მისაღებისკენ. -ხო მაპატიე მაგდა, ავარიაში მოვყევით მე და ბებო და დღეს მოვახერხე სახლში დაბრუნება_ წრილობები გამოაჩინა თმების გადაწევით და იმხელა შეიკივლა ქალმა ღმერთო ჩემოო, მხოლოდ ერთი თხელი მაისურის ამარა გამოვარდა სანდრო სამზარეულოდან ტაფით ხელში. -ნაზი ხომ კარგადაა?_ტუჩი მოიკვნიტა ქალმა გვერდულად სანდროს დანახვაზე, თუმცა საუბრის თავი მაინც ქონდა. -კი, კარგადაა, საავადმყოფოში დატოვეს_ლამის ფხუკუნით ჩაილაპარაკა გოგომ მაგდას სახის დანახვაზე. -სოფია, ეს ქმარი თუ არა აბა?_კითხვის ნიშნიანი მზერით გადმოხედა გოგოს და სამზარეულოში დაბრუნებულ ბიჭზე მიუთითა. -ეეგ? ჩემი მოსწავლის ბიძიაა, ერთხელ რომ მოაკითხა ბავშვს მოვეწონე და მას შემდეგ ცოლს მეძახის. გონებრივად ვერ არის ბოლომდე წესრიგში ხომ ხვდები და მისმა ოჯახმა მთხოვა როცა მოვა არ გამოაგდო დაგვირეკე და მოვაკითხავთო, მეც ვეხმარები_მხრები აიჩეჩა გოგომ და გონებაში ლამის სიცილით შეწუხდა ქალის სახეზე. -გონებრივად ვერ არის?_სახე მოქუფრულმა გადაამოწმა მაგდამ, -ღმერთო როგორი უსამართლო ხარ ზოგჯერ, ასეთი კაცი და ტვინნაკლული შეიძლება?_მოწყენილმა ისე ჩაილაპარაკა, აშკარა იყო კაცისგან ფიქრებში უკვე მეხუთე შვილს აჩენდა. -რას ვიზამთ, რაცარუნდა სამწუხარო იყოს ასეა, _ხელები გაშალა სოფიამ და თხოვნის სახით გადახედა ქალს -მაგდა, მოდი გიგა ამ საღამოს გვიან ან ხვალ გამოუშვი კარგი? ახლა დავბრუნდი საავადმყოფოდან და გადავივლებ ხუთი წუთით დავისვენებ. -მომავალ კვირამდე არ გაგაკარებ, ხუთი წუთი კიარა ახლა დაწოლა გჭირდება, ისედაც უფასოდ ამეცადინებ და იმხელაზე ხართ წიგნში მასალით წასული არაფერი დააკლდება. კარგი დასვენება ჩემო გოგო_გადაეხვია ქალი და სახლიც დატოვა. კარები რომ მიკეტა სამზარეულოსკენ წასვლა და ყავით გამოფხიზლება გადაწყვიტა, თუმცა უკან მობრუნებულს გასასვლელთან მომღიმარი და გულზე ხელებ გადაჯვარედინებული სანდრო დახვდა. ნელი ნაბიჯებით წამოვიდა ბიჭი მისკენ და მიახლოებულმა თავი დახარა. -თუ შენს ქმრობას გადავწყვეტ, დამიჯერე ამ სახლიდან ოჯახი კიარა, ქართველოს შეიარაღებული ძალებიც კი ვერ გამიყვანს ძალით_ლოყაზე, ტუჩთან ძალიან ახლოს აკოცა და თვალებ გაფართოებული გოგო იქვე დატოვა შემოსასვლელში. თავად ღიმილით შევიდა სააბაზანოში და არხეინად მოუშვა წყალი. საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ ორ საათში სამი მოსწავლე ეჯდა უკვე დამშვიდებულ გოგოს ლოჯში სპეციალურად მოწყობილ სამეცადინო კუთხეში. თითქოს გარე სამყაროს მთლიანად იყო მოწყვეტილიყო, მთელი გულითა და მონდომებით უხსნიდა ბავშვებს ახალ მასალას და გაუგებრობის შემთხვევაში თავიდან იმეორებდა უკვე ნათქვამს. ბავშვებიც მალევე ისრუტავდნენ ნათქვამ სიტყვებს და სავარჯიშოების წერაში ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. სოფიას შემხედვარე ხვდებოდა სანდრო როგორი არის ადამიანი, რომელიც მოწოდებით პედაგოგია და წარმოუდგენელი სიხარულით ივსებოდა ასეთი ქალი რომ გაიცნო. რამდენიმე წუთი აკვირდებოდა კარებიდან მოსწავლეებთან მჯდომ გოგოს და ავტომატურად იღიმოდა, თუმცა შემდეგ წამიერად ამოუტივტივდა თავისი ცხოვრება, როგორ წესებს მიზდევდა და ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან. ახლა იმდენად წარმოუდგენლად ეჩვენებოდა მისი და სოფიას ურთიერთობა ოცნებასაც ვერ ბედავდა. ცხოვრების გახსენებამ წამლის მოთხოვნილებაც შეახსენა და გაბრაზებული წავიდა შემოსასვლელში ჩამოკიდებული ქურთუკისკენ და წამებში შეიგრძნო ჯიბეში ჩაყოფილ ხელზე დაფასოებული წამლის დოზა. ვერ გაბედა, ამ სახლში, ამ წამებში და სოფიას გვერდით ვერ გაბედა. გაიკეთებდა და მერე? როგორღა გაებედა თვალებში ჩხედვა კიარა მის გვერდით დადგომაც კი? ასეთი ბინძური ასეთი სუფთა ადამიანის გვერდით... თითქოს მაშველი რგოლივით მოევლინა აწკრიალებული ტელეფონი, გახარებულმა დახედა და მაშინვე უპასუხა გაბრიელის ზარს. -ახლა გამოვდიოდი, ხომ მშვიდობაა?_ხმა დაეძაბა ბიჭს. -მშვიდობაზე უკეთესი, ლილუმ გაიღვიძა_სიცილით ჩასძახა ბედნიერმა გაბრიელმა. -ნეტა სულ ასე დაგვიმტკიცებდეს მაგარი გოგო რომაა,_სანდრომაც გაბედნიერებულმა წამოიძახა და ქურთუკი მოიცვა. -მალე მოდი თუ გინდა ტყუპების სახელებს რომ მოუსწრო, საზეიმო გამოცხადება გვექნება_სიცილს არ წყვეტდა გამომძიებელი და სანდროს შორიდან ესმოდა ლილუს მონატრებული ბურდღუნიც. -რა იყოთ მეფე ლომია?_სიცილით ამოიცვა თავადაც ბოტასები და შემოსასვლელში გამოსულ სოფიას მოკრა თვალი -15 წუთში თქვენთან ვარ. -სად მიდიხარ?_მაშინვე დაინტერესდა სოფია. -ისე გახარებული ვარ მაგ შეკითხვაზე არ ჩაგეძიები, ჩემი და გონს მოვიდა და საავადმყოფოში მივდივარ, ნაზისაც მოვინახულებ და კიდევ ერთხელ ვიკითხავ როგორაა_ლაპარაკით გამოაღო კარი და ნახევრად გასული ისევ უკან შემობრუნდა: -კინაღამ დამავიწყდა_მომენტალურად აკოცა მომღიმარ გოგოს ტუჩის კუთხესთან და მაშინვე აორთქლდა სახლიდან. სამწუხაროდ სოფიას აწითლებულ ლოყებს თვალი ვეღარ მოკრა. -აი ყველაზე მაგარი გოგო ხარ ვისაც კი ვიცნობ_გაბრწყინებული შევარდა პალატაში სანდრო და ტყუპების ფერებაში გართულ დას ლამის თავზე დაახტა, მაშინვე აუვარდა ლოგინზე და მთელი სხეულით მოეხვია. -ბავშვები გამეჭყინტა იდიოტო_ხელის კვრით გადმოაგდო სიძემ. -ჩუ რა, ერთი გასროლით ორი გააკეთე და მომაფერებინე მაინც. -მერე ჩემსავეთ მაგარი კიარ ხარ, აკეთე ბატონო და შენები და ისინი ჭყინტე, ნახე როგორ აატირა ცუდმა ბიძიამ_ბიჭი აიყვანა ხელში და ჩუ მამას ძახილით მიიხუტა გულზე, ლილუ ვარდისფერებში გამოწყობილ გოგოს ეხვეოდა და სურნელს ისუნთქავდა. -აუ პატარა ოჯახივით ხართ ახლა მართლა_ლამის ტირილამდე მისულმა წამოიძახა სანდრომ და დას მიეხუტა ისევ. -მომენატრე სანდრინიო, წვერი როდის მოიცილე?_გაპარსულ ლოყაზე დაუსვა დამ ხელი. -აბა შენმა ქმარმა ლამის იარაღი დამიმიზნა გაბურძგნული არ დაგინახო ჩემ შვილებს მოეკაროო და ბავშვებს ხომ უნდა მივეფერო_სიცილით აკოცა პატარა ქალბატონს თავზე. -სწორი უთქვამს_სიცილით დაუქნია თავი და მხიარულად აკოცა. -ჩვენც მოვედიით_ბუშტებითა და საჩუქრებით ხელდამშვენებულები გამოჩნდნენ კარებში მშობლები, ნენე და ბარბარე. -როგორ გამახარე ჩემო გოგო_აცრემლებული მოეფერა დედამთილი ლილუს. -მოკლედ, დაბრუნება ძალიან მიხარია, თქვენი და ჩემი შვილების ნახვა კიდევ უფრო მეტად, მადლობელი ვარ სახელებზე რომ დამელოდეთ, რადან გული დამწყდებოდა გადაწყვეტილება რომ ვერ შემესრულებინა. რადგან სქესი არ ვიცოდი ორივეზე მოფიქრებული მქონდა და მიხარია, არჩევანის გაკეთება რომ არ მომიწევს_გაღიმებულმა დახედა ხელებში მოქცეულ გოგონას და დედამთილს გაუსწორა მზერა. -ჩემი ქალბატონი თამარ ყიფიანია, ბებოს სახელს ბოლომდე სიამაყით ატარებს, იმიტომ რომ ხშირად გავუმეორებ, რომ ჩვენი ოჯახის ბედნიერება მისი ბებოს დამსახურებაა_აცრემლებულ ქალს გადახედა ღიმილით და ახლა სანდროს გაუწვდინა ხელი -ბიჭი ალექსანდრე ყიფიანია და დიდი იმედი მაქვს მის სეხნიას გამოსწორების გზაზე წაიყვანს და ბედნიერებას მოუტანს თავისი დაბადებით _თვალი ჩაუკრა თვალებ გაფართოებულ ძმას და ხელებში მოქცეული გოგონა დედამთილს გაუწოდა. ისევ ბალიშზე მიწოლილმა შუბლზე იგრძნო საყვარელი ტუჩები და განაბული მიეხუტა ქმარს. -როგორი ბედნიერი ვარ თქვენ რომ მყავხართ_სამივე შვილიშვილი ერთად მიიხუტა თამარმა და ვეღარ შეძლო მოწოლილი ცრემლების დამალვა. პალატაში არსებული იდილია გაბრიელის ზარმა დაარღვია, შუბლშეკრულმა დახედა ძმის ნომერს და მაშინვე უპასუხა: -იოანე, რა მომენტს დააკლდი ნეტა იცოდე. -გაბრიელ, მაპატიე მაგრამ სასწრაფოდ უნდა წამოხვიდე_დაძაბული ხმა ჰქონდა ტყუპს. -რა მოხდა? -დავითის მოკვლა სცადეს_კბილების ღრჭიალით გაისმა ბიჭის ხმა და გაბრიელის მხრიდანაც მოყვა ღრმად ამოსუნთქვა. (15) მორიგი დაკითხვის მცდელობამ ჩაიარა გამომძიებლისთვის უშედეგოდ. დავითი მაინც დუმილს ამჯობინებდა და იოანეს ნერვებზე საკმაოდ უარყოფითად მოქმედებდა. როგორ უნდოდა ბიჭს ერთ დღეს კაცს თავი მაღლა აეწია და ეთქვა, რომ ყველაფერს მოუყვებოდა, ჩვენებაზე ხელსაც მოუწერდა და სასამართლოზეც იგივეს გაიმეორებდა. ოცნებიდან გამოსარკვევად თავი გადააქნია იოანემ და კაცი ისევ წინასწარი დაკავების იზოლატორისკენ წაიყვანა. -კომფორტულ ღამისთევას გისურვებ_მხედრული სალამით დაემშვიდობა ბიჭი და იმედგაცრუებული გამობრუნდა. წამით შეავლო მზერა გვერდით კამერაში მყოფს, რომელიც საეჭვოდ მიჩერებოდა დავითს. -კამერები ჩართული გაქვს?_ოთახიდან გასული დაცვის ბიჭებს მიუახლოვდა. -რა თქმა უნდა_ლამის შეურაცყოფილი სახით გადმოხედა ბიჭს და ეკრანისკენ მიუთითა. -მოდი იზოლატორები ცალკე ფანჯარად გამოიღე და 24 საათიანი მეთვალყურეობა დააწესე, ისეთი კაცი გვიზის რაღაც არ მჯერა გააჩერონ, საპირფარეშოშიც როცა გახვალ აქ ვინმე დატოვე. არაფერი გამოგეპაროთ რა_მუდარით დაუბარა ორ ბიჭს. -გასაგებია, პირველად ხომ არ ხდება_მაშინვე დაუქნიეს თავი ბიჭებმა და იოანე გულდამშვიდებული გამოუშვეს. -უფოროსო, ჯერჯერობით ახალი აღარაფერია, ვიტალიზე უფრო მეტი ამბების შეგროვებას ვცდილობთ, დავითი დაცვას ჩავაბარე და სანამ რამე სიახლე იქნება თუ შეიძლება ჩემ რძალს ვინახულებ, როგორც იქნა გონს მოვიდა_დაჩის კაბინეტში შეყო თავი. -გასაგებია, თუ რამე სიახლე იქნება ჩემთან გელოდები_მაშინვე დაუქნია თავი უფროსმაც და გახარებული გაუშვა ბიჭი. 15 წუთი არ იქნებოდა გასული, წასასვლელად გამზადებულს პირადი ნივთების აღებაღა ქონდა დარჩენილი შიდა ნომერი რომ აწკრიალდა. უკმაყოფილოდ დაწვდა ყურმილს და მოსმენილ ინფორმაციას ყვირილით შეხვდა. -ვიცოდი, ამის დედაც, ვიცოდი_ღრიალით გავარდა ოთახიდან და შემოხვედრილ თანამშრომელს გზიდან მიაძახა დაჩის დაუძახეო. თავად განყოფილების ბოლოსკენ დაიძრა და დახვედრილ სიტუაციაზე თავზე შემოიწყო ხელები -დააგვიანეთ?_დაცვის ბიჭებს გადახედა და შესაძლებელი რომ ყოფილიყო თვალებით გაუხვრიტავდა შუბლებს. -5 წამით გვიან შევნიშნეთ, უკვე მოჭერილი ქონდა ხელები. მაშინვე გამოვიქეცით_თავის მართებაზე გადავიდნენ ბიჭები. -მე ხომ გთხოვეთ? ხომ წინასწარ გაგაფრთხილეთ? ეს იდიოტი რომ მოკვდეს წასულია ჩვენი საქმე, ესაა ხუთი წამი? დავითისკენ მიუთითა, რომელსაც განყოფილების ექიმი ხელოვნურ მასაჟს უკეთებდა. -ქეთევან, გეხვეწები მითხარი რომ აუმუშავებ_მუდარაზე გადავიდა ბიჭი -როდის გამიცრუებია იმედი?_გაოფლილი სახით ამოხედა ქალმა და ბიჭს გაუღიმა.-საავდმყოფოში გადაიყვანეთ, თავზე გადაღებაა საჭირო, რამდენიმე წამი უჰაერობა საკმარისია რაღაცეების ასარევად, იმედია ძველებურად ჯანზე იქნება, მთავარია პულსი აქვს_თვალი ჩაუკრა ქალმა ღიმილით და ბიჭებს დაეხმარა პაციენტი რომ აეყვანათ. ესიკვდილებოდა ახლა გაბრიელთან დარეკვა და მისი აქ მოყვანა, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა. ამ საქმეში ტყუპი ნამდვილად სჭირდებოდა. ათი წუთი დასჭირდა ბიჭს სამსახურში დასაბრუნებლად და ბონუსად თან სანდროც მოყვა. -მემგონი აქაურობა შეგიყვარდა და ვეღარ გიშორებთ_გვერდულად გახედა იოანემ. -იოცნებე, მეტი საქმე მაინც არაფერი გაქვს_წარბი არ გაუხსნია სანდროს. -ყვავი ყვავს ეუბნებოდა შე შავოო_თვალი ჩაუკრა ბიჭს და კაბინეტისკენ წავიდნენ. ოთახში შესული გაბრიელი მაშინვე მოშინაურდა და ამბის გაგებას დაელოდა. -გაგუდვა უნდოდათ, რატომღაც ველოდი მსგავს საქციელს და დაცვა გავაფრთხილე, მაგრამ ხომ იცი ვერ გვიტანენ, ერთი გამოცდის ჩაბარებით ვჯობივართ რომ ჰკითხო და იდიოტებს თვალწინ კაცი ლამის მოუკლეს. ბოლო წამებში მიუსწრნენ და ახლა საავადმყოფოშია, ქეთევანმა ტვინია დასათვალიერებელიო_მხრების ჩეჩვით დააბოლოვა და ნერვიულად მოსიარულე ძმას გადახედა. -ალბათ ყველა ერთსა და იმავეს ვფიქრობთ ახლა არა?_უცებ შეჩერებულმა გადმოხედა ბიჭებს. -თქვენც მაკშაურმაზე ფიქრობთ დავიჯერო?_გაღიმებულმა გამოიხედა იოანემ. -მაინც ხინკალი ჯობია, კათხა ლუდითა და ქაბაბით_თავი გადააქნია სანდრომ. -და თქვენ გინდათ ამ საქმის გამოძიება? ღმერთო რა გახდა ერთი წესიერი მეწყვილე_თავი გადააქნია გაბრიელმა და დაღლილი სახე ხელებში ჩარგო. -ვერც ლილუმ გიშველა და ვერც შვილებმა შენ_ხელი ჩაიქნია მისმა ძმამ და დასერიოზულებული წინ გადმოიია, -რადგან ვიტალიმ ასე გარისკა, ესეიგი დავითმა მართლაც ბევრი იცის. -წლებია მასთან მუშაობს და აბა რა იქნება. ისე აქამდე არ გამხსენებია, დავიჯერო ბახალა არ იცნობს ამ გიორგაძეს?_უცებ ამოსწია სახე ხელებიდან გაბრიელმა -ჯანდაბაა, ამდენი ამბების შემდეგ უკვე ერთი კვირაა ვაჩესთან არ დამირეკავს, დარწმუნებული ვარ მკვდარიც ვგონივარ_ჩაეცინა სანდროს. -მერე დაურეკე მოსაწვევი გინდა? -აქ არა, რაღაც აქ უხერხულად ვარ. ჩემს ახალ საბინადროში წამოდით, დამიჯერეთ საიმედოა_სიცილით დააქნია ხელი და კარებისკენ წავიდა. ტყუპებიც უკან გაყვნენ, სანამ ქეთევანი საავადმყოფოდან დაურეკავდა დრო ნამდვილად ქონდათ, ვაჩეს კი მათთვის ბევრი რამის გარკვევა და ახსნა შეეძლო. ბინისკენ მიმავალი სანდრო ლოცულობდა სოფიას მოსწავლეები არ ყოლოდა, არ უნდოდა ხელი შეეშალა მისთვის, მაგრამ ახლა ვერც სხვაგან წავიდოდა, სანამ საქმე გაირკვეოდა ერჩივნა თავისთვის ჩუმად ყოფილიყო და ყოფილ მტრებს არ მოდებოდა თვალებში. -ეს სახლი სადღა იპოვე, რა ყოველ კვირა იცვლი საცხოვრებელს, მართლა მაფიოზი კიარ ხარ_სიცილი აუტყდა იოანეს და არ შეიმჩნია კარის გაღებისას აკანკალებული მასპინძელი, გვერდულად ანიშნა გაბრიელს და მანაც თავი დაუქნია, ორივე ხვდებოდა ბიჭი წამლის მიღებას რომ აჭიანურებდა და ეს სიხარულით ავსებდათ. -სოფია სად ხარ, მოვედი_შესვლისთანავე დაიძახა სანდრომ და შინაურულად გამოიცვალა ფეხზე. -აქ ვარ, რა გაღრიალებს, მარტო არ ხარ?_დივნიდან არც კი წამომდგარა ისე აიბზუა გოგომ ცხვირი. -ხო, რაღაც გვჭირდებოდა და მაპატიე ამაზე საიმედო ადგილი დროებით არ მაქვს, კოსწიაც მალე მოვა. -შენ რა თავი მართლა ჩემი ქმარი ხომ არ გგონია, რა ხალხს მიპატიჟებ აქ_ჩუმი წუწუნით გაყვა უკან თუმცა ტყუპებმა მაინც გაიგონეს და ნაცნობი გოგოს ხმაზე ორივემ ერთდროულად დააღო პირი. -უი თქვენ ხართ ბიჭებო? იდიოტო რას გამალანძღინე ეს ხალხი? ვერ მითხარი ვინ მოგყვა? მე მეგონა ... ჰმმმ... მისი წრის ხალხი ახლდა, მაპატიეთ_მორიდებით გაუღიმა ტყუპებს და ოთახისკენ მიიპატიჟა, -მობრძანდით. ჯერ კიდევ პირდაღებული გაყინულები იდგნენ ბიჭები შემოსასვლელში და გაფართოებულ თვალებს ხან სანდროს მიაპყრობდნენ ხან სოფიას. -თქვენ.... -ერთად... -ცხოვრობთ?_თითებს იშვერდნენ გაურკვევლად და ერთმანეთის სიტყვებს ასრულებდნენ. -ღმერთმა დამიფაროს. -კი, დროებით ერთად ვცხოვრობთ_ერთდროულად თქვა ორივემ და წარბებ აწეულმა გადახედა სოფიამ ბიჭს. -თავად შემომეხიზნა, ნამუსზე შემაგდო და მეც დავთანხმდი რამდენიმე დღით მის ლტოლვილობას, რას მიირთმევთ?_წამში შეცვალა სასაუბრო თემა და მომხიბვლელად გაიღიმა. თვალე ვერაფრით მოაშორა სანდრომ, ამ დროს სოფია ულამაზესი იყო. -არაფერს_თვალების სრესვით ცდილობდა იოანე გაფართოებული გუგები ძველ მდგომარეობაში დაებრუნებინა. -ალექსანდრე, პური რომ დაგაბარე სად არის?_სამზარეულოსკენ მიმავალმა გამოსძახა ბიჭს. -აუ არ გამხსენებია, საერთოდ არ გვაქ? გუშინ სამი მოვიტანე, ამდენს რას ჭამ_გაკვირვებული მიყვა ბიჭიც უკან. -ჩვენს ქვემოთ რომ მარო ბებოა იმას მივეცი, საერთოდ აღარ ქონდა სამელი_გული მოეწურა მოხუცის გახსენებისას. -ხო, მართლა, ნაზიკოსთან ვიყავი, ხმით ვახსოვარ, უფრო უკეთაა და მომეფერა კიდევაც რა კარგი ბიჭი ხარო_წარბები აუთამაშა გოგოს და მაცივარი გამოაღო საჭმლის ძებნაში. -ეგ იმიომ, რომ თვალებში ხედვა არ გაქვს, ნორმალური ადამიანი შენზე მაგას არ იტყოდა_ენა გამოუყო ბიჭს და მაცივართან გაშეშებულს მოხერხებულად აართვა ხელში დაკავებული კვერცხები. -გშია? -გააჩნია რას მაჭმევ_მაშინვე გაებადრა სახე. -მე რომ ვიცი ისე შეგიწვავ და შევკმაზავ_ღიმილი მის სახეზე ვეღარც სოფიამ შეიკავა. -აუ, აი იმენა მიყვარხარ რა_გახარებულმა შემოკრა ხელებით ტაში და ისევ ტუჩთან ახლოს აკოცა გოგოს როგორც ჩვეოდა. წამის წინ ნათქვამი სიტყვა არცერთმა შეიმჩნია, უცებ გამობრუნებულს არც სოფიას შეცვლილი სახისთვის შეუხედავს და კარებში გაკვეხებულ მეორედ პირდაღებულ ძმებს ხითხითით ჩამოუარა. -მართალია ბუზები არ გვყავს, მაგრამ ყბები გეტკინებათ_საკუთარი ხელით საახურინა ტყუპებს პირები და ხელის კვრით შეყარა მისაღებში. -ხვდები მაინც, რომ მრავლობითში ლაპარაკობთ?_გაღიმებულმა ამოხედა გაბრიელმა და მონატრებულ ცოლს შეტყობინება გაუგზავნა. -ვერ გავიგე? -გვაქვს, გვყავს, ჩვენ...._წარბების აწევით გააგრძელა ძმის ნათქვამი იოანემ. სანდროს აღარაფერი უთქვამს, ეს ის მომენტი იყო, როცა ზედმეტი სიტყვებით სიტუაციის გაფუჭება არ უნდოდა. სამივემ დუმილი შეინარჩუნა და ფიქრები სხვადასხვა ადგილებში გაექცათ. იოანეს გაღიმებული ნენე ამოუტივტივდა თვალებში, ლამის ორი დღე იყო გასული, რაც ცოლი ბოლოს ნორმალურად ნახა, მოეფერა და ბავშვი მოისიყვარულა, ქალი სიიჟემდე მონატრებოდა და ერთი სული ქონდა საყვარელი ცოლი ხელში გემრიელად ჩაეგდო. გაბრიელი ლილუს გამოგზავნილ უხამს შეტყობინებებს ჩაცინებით პასუხობდა და ცოლის დაბრუნებაზე ფიქრობდა ტყუპებთან ერთად. სანდროს ფიქრები კი სამზარეულოში, ჯერ კიდევ გახევებულად მდგომ გოგოს ეხებოდა. ყურებში უმეორდებოდა სოფიას სანდროს ნათქვამი მიყვარხარ და წარმოდგენაც არ ქონდა რა რეაქცია უნდა ქონოდა ამაზე. ოთხივეს ფიქრები სანდროს ტელეფონის ზარმა დაარღვია, მჯდომი მამაკაცები წამოიმართნენ და ტელეფონს გადახედეს, სოფია კი ინტერესიანი თვალებით გამოვიდა, საჭმლის გაწყობა მოიმიზეზა და საუბარს დაესწრო. -სანდრო, როგორ გამიხარდა შენი შეტყობინება, იმდენი დღეა გაქრი მეგონა რამე შეგემთხვა_აღელვება ეტყობოდა ბახალას ხმაზე. -არა ვაჩე, ჯერჯერობით ვცოცხლობ, თუმცა წარმოდგენაც არ გაქვს აქ მდგომარეობა როგორ შიცვალა, შენი დახმარება დაგვჭირდება_შუბლი მოიქექა ბიჭმა. -დაგჭირდებათ? ვის? -ტყუპები არიან აქ. -ვაახ, უკვე ძმებთან ერთად მირეკავ და სახელით მომმართავ? ყოჩაღ სანდრო, ძაღლობას მაგარი უმუშავია_ამჯერად აღელვება ეჭვმა ჩაანცვლა. -ისედაც ყველაფერი ვიცოდით ვაჩე _გასაუბრება საკუთარ თავზე აიღო გაბრიელმა, -რადგან უკვე მეორე წელია მიმალვაში ხარ და საქართველოში ოფიციალურად არ იმყოფები, შენი საქმე ინტერპოლს გადაეცა და ქართულმა პოლიციამ მაგარი დაგიკიდა, ახლა კი თუ შენი ძმადნაფიცის ცოცხლად ნახვა გსურს გვითხარი თუ იცნობ ან რაიმე სახის ინფორმაციას თუ ფლობ ვიტალი გიორგაძეზე. -ჯანდაბა, ვიტალი სად გამოძებნეთ? -იცნობ? ჩვენი ახალი საქმეა._ამჯერად იოანემ გადაწყვიტა ჩართვა. -სანდრო, ბილეთს გიჯავშნი და ჩემთან ბრუნდები_მკაცრად ჟღერდა ვაჩეს ხმა. იმდენად მკაცრად, რომ სოფიამაც კი დაანება თავ მოჩვენებით მაგიდის წყობას და გაკვრივებულმა გადახედა მობილურს. -ასე სერიოზულადაა საქმე?_ამოიხვნეშა სანდრომ და სოფიას მობილურზე კონსტანტინეს ნომერი აკრიბა. -დამიჯერე და საქრთველოდან წამოდი, თვენ არც კი იცით, ჯანდაბა, მიატოვეთ, სამსახურიდანაც რომ გამოგიშვათ არ ჩაერიოთ, ვიტალის ვერ აიყვანთ, ვერც დაუპირისპირდებით, ოჯახები გყავთ, დამიჯერეთ გარისკვად არ ღირს_მუდარაც ჩანდა უკვე ვაჩეს ხმაში და ისევ ევედრებოდა სანდროს უკან დაბრუნებას. -იტყვი თუ არა_გაბრიელის შეყვირებამ ყველა გააჩუმა. -ვიტალი ნაგაზის მასწავლებელია_ამოიხვნეშა ბიჭმა. -ნაგაზი გახსოვთ? აი ის გარეწარი ნარკო მოვაჭრე მშობლები რომ ამომიხოცა და შემდეგ თქვენი ცოლები გაიტაცა, დარწმუნებული ვარ იოანე ნენეს დღემდე დარჩენილი აქვს კოშმარები. მოსწავლეს როცა იცნობთ შეგიძლიათ მასწავლებლის წარმოდგენაც, მასზე ბევრად სასტიკია, მისთვის არც ბავშვს აქვს მნიშვნელობა არც ქალს, მთავარია მტრები არ ყავდეს და თავი არხეინად იგრძნოს. -სუსტი წერტილი?_წარბები შეკრა გაბრიელმა. -არანაირი, სამქმეში უკვე კარგად ცნობილი რომ გახდა და მისი სახელი გაიგეს თავისი ცოლი საკუთარი ხელით მოკლა, ისღა მაკლია ვინმემ გაგიტაცოს და რამე მაიძულოსო, შემდეგ ის ქალი ორსულად აღმოჩნდა და ამაზე ორმაგად დაიბოღმა. -გასაგებია, რჩევას აღარ გკითხავ ისედაც ღიად დააფიქსირე შენი აზრი_ტელეფონი შეათამაშა ხელში იოანემ. -თუ დამიჯერებთ არ გინდათ, ჯერ არ დაბადებულა ადამიანი ვიტალის რომ გასწორებოდეს. -მაგრამ ჩვენ მოწმე გვყავს, რომელსაც ყველაფრის დასაბუთება შეუძლია_რატომღაც იოლად გათქვა დიდი საიდუმლო გაბრიელმა და მომღიმარი დაელოდა ბახალას რეაქციას. -ამის დედაც, რატო ვერასდროს გაფასებდით ბოლომდე_ჩაეცინა ბიჭს, -ცოცხალი თუა გაუფრთხილდით, მასეთს მეორეს ვეღარ იპოვით. ჯანდაბას, რადგან მოწმე გყავთ და არც უკან დახევას აპირებთ მეც დაგეხმარებით, სანდროს მივაწვდი ვიტალიზე რაც მაქვს შეგროვებული და კიდევ ერთი, თუ ვინმე გიყვართ თავიდანვე გადამალეთ._მაშინვე გათიშა როგორც კი საუბარს მორჩა ვაჩე და ბიჭებს დაფიქრების საშუალება მისცა. ტყუპებმა მაშინვე ცოლ-შვილზე დაიწყეს ფიქრი და დაცვის გაძლიერებაზე, სანდრო კი სოფიას უყურებდა და ვერ წარმოედგინა გოგოს მისი მიზეზით რამე დამართნოდა. მისი გაღიმებული სახე რომ ვეღარ დაენახა აღარც ცხოვრებას ექნებოდა ასეთი ფერები. სასწრაფოდ რამე გეგმის მოფიქრება იყო საჭირო. -გისმენთ?_მაშინვე უპასუხა ტელეფონს გაბრიელმა. -ახლავე მოვდივართ_გაღიმებულმა ჩილაპარაკა და დანარჩენებს გადახედა. -დავითი გონს მოვიდა და მზადაა ჩვენება მოგვცეს. (16) უამრავი ხალხი ირეოდა როგორც საავადმყოფოსთან, ისე შიდა შესასვლელშიც, ბიჭები რომ მივიდნენ ჟურნალისტები უკვე ადგილზე დახვდათ და დაჩიც იძულებით პრესკონფერენციას მართავდა. ჟურნალისტებს მხოლოდ ერთი შეკითხვა ჰქონდათ, რატომ მოკლეს ასე ცნობილი ბიზნესმენი ციხეში და ჰყავს თუ არა გამოძიებას ეჭვმიტანილი. -რა მოკლეს, ესენი ხომ არ უბერავენ?_ტყუპებს გადახედა სანდრომ. -წამო, ჯერ სადმე გვერდიდან შევძვრეთ შიგნით და მერე გეტყვი ჩემს სავარაუდო ფიქრებს._მოწმობა ამოიღო გაბრიელმა. -გვერდიდან რატო მოწმობით პირდაპირაც ხომ შეხვალთ? -სანდრო, გინდა ტელევიზიით გამოჭენდე გამომძიებლებს როგორ უმშვენებ გვეერდს?_წარბები შეკრა იოანემ. -ბოდიში ბატონო, თქვენნაირი გამოცდილი არ ვარ_აქედან შეუბღვირა სანდრომ და უკან აედევნა წინ წასულ ძმებს. სამშობიარო მიმღების დაცვა უარს აცხადებდა მათ შესვლაზე, თუმცა ორი გამომძიებლის მოწმობის წინააღმდეგ ვერ წავიდა და მორჩილად გაუღო კარები. თითქოს აქაც კი იგრძნობოდა დაძაბული გარემო. ქეთევანის მითითებულ სართულისკენ წავიდნენ ბიჭები და მოკრეს კიდევაც თვალი დერეფანში მოსიარულე ქალს. -მკვდრად ვასაღებთ?_მაშინვე კითხა გაბრიელმა. -ხო, თორე მეორედ ექიმის ფორმაშ ჩაცმულმა ტიპმა სცადა ისევ მისი მოკვლა, ამ საცოდავს ისე შეეშინდა ოღონდ დამიცავით ცოცხალი დავრჩე და ყველაფერს ჩაგიკაკლავთო_გაბრიელს შეცინა ქალმა და საშინლად არ მოეწონა მისი მზერა სანდროს. -გასაგებია, გონზეა რომ დავკითხოთ?_სამაგიეროდ გაბრიელი არ ხსნიდა წარბს და ცოტა მოეშვა სანდრო. -კი, რა თქმა უნდა, აჰა შენ ფურცელი და კალამი_ნივთები მიაწოდა ტყუპს და კარებიდან ჩამოეცალა. სამივე შევიდა პალატაში და იოანემ სანდროს გადაუბრიალა თვალები კუთხეში ჩუმად დადექიო. -ბიჭებო, მართლები იყავით, თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი_სინანულით გადააქნია თავი დავითმა. -არაუშავს, გამოსწორება ჯერ კიდევ შეგვიძლია_ფურცელი დაანახა გაბრიელმა და მაშინვე დაუქნია თავი კაცმა. -ახლავე დავიწყოთ, ყველაფერს მოგიყვებით, პლიუს ყველაფრის დამადასტურებელი მოწმობები მაქვს, თავისი კამერების ჩანაწერებით, მაგ ნაბი*ვარს ეგონა მთელი ცხოვრება მის ჭკუაზე მატარებდა. ოღონდ ერთი პირობით, ციხეში განაჩენის ნახევარს გავატარებ და აბსოლიტურად დაცული ვიქნები. -განაჩენის განახევრებას ვერ შეგპირდები, რაც შეეხება ვინაობას, სულ ახალ სახელ და გვარს მიიღებ და ციხეში სულ სხვა ისტორიით წახვალ, საკუთარმა დედამაც რომ ვერ გიცნოს ისე_თავზე წამოადგა იოანე. -ჯანდაბას, მაინც მაწყობს_თავი დაუქნია კაცმა და მოყოლა დაიწყო. რამდენიმე წუთი იქნებოდა გასული სანდროს რომ მოწყინდა და გარეთ გამოვიდა, ახლა ამ მონაყოლზე მნიშვნელოვანი გოგოების ნახვა და მათი დაცვა იყო. გარეთ გასულს ფეხზე წამომდგარი ქეთევანი შეეგება. -მშვიდობაა? -დიახ_წარბ აწეულმა დაუქნია ქალს თავი. -იცით, ტყუპებს ვერ გავუბედავდი თქმას და იქნებ თქვენ მითხრათ ვინ ბრძანდებით აქ ხომ უცხოების შემოშვება არ შეიძლება, თანაც მგონი ეჭვმიტანილიც იყავით ამ საქმეში. -მე გაბრიელის ცოლის და ვარ_ცოლი განსაკუთრებულად გამოკვეთა ბიჭმა და ქალის შეცვლილ სახეზე გაეღიმა. -ვცდილობ დავეხმარო ბიჭებს, რადგან დამნაშავეებს ვიცნობ_თვალი ჩაუკრა ქალს და ლიფტისკენ წავიდა. ახლა დიშვილებთან განტვირთვა წამალივით სჭირდებოდა. გარეთ გამოსულმა ტაქს დაუქნია ხელი და მობილური მოიმარჯვა. -კოსწიკ სად დაიკარგე? -რა ვიცი უფროსო მეგონა განმარტოება გინდოდათ_ჩვეული ხითხითი არ დავიწყებია ბიჭს. -მასხარა, ახლავე ასწიე ეგ შესუქებული უკანა ადგილი და საუკეთესო დაცვის ბიჭები მომიძებნე. -ისევ სოფია?_მაშინვე დაუსერიოზულდა ხმა -არა, ჩემი და და ნენე, ისე უნდა გააკეთო მათ ეზოში ბუზიც რომ ვერ შეფრინდეს, არც ფულს მოერიდო არც ტექნიკას და არც ბიჭების რაოდენობას. იცოდე საუკეთესოები, რაც შეეხება სოფიას ორი-სამი კაცი მასთანაც იყოს, დავითი უკვე გასკვანჩულია, მაგრამ მაინც დავიჭიროთ თადარიგი. შემდეგ გამაგებინე და უთხარი პირდაპირ ჩემთან ქონდეთ კავშირი. -გასაგებია უფროსო, რადგან თაფლობის თვე დაგისრულდათ შევუდგეთ მუშაობას. -ენას ამოგაცლი_შორიდან დაემუქრა ბიჭს და მობილური ჯიბეში დააბრუნა. გაკვირვებულ მძღოლს ძალით გაუღიმა და დიშვილების მონახულება საღამოსთვის გადადო. ახლა რატომღაც სიკვდილამდე უნდოდა სოფიას სახის დანახვა. მიმართულება შეაცვლევინა ტაქსისტს და უკვე ნაცნობ სადარბაზოში შეაბიჯა. მაშინვე მოესმა გოგოს ხმა, როგორც კი კარი შეაღო. რაცარუნდა სასწაული ყოფილიყო საკუთარი გასაღებით გაღებულ კარში შემოსული უკვე სახლში გრძნობდა თავს. გოგოს პაწაწუნა ბინა სითბოთი იყო სავსე და ოთახზე მეტს არაფერს განდომებდა ადამიანს. ორი პატარა ბავშვი ეჯდა მასწავლებელს წინ და ოჯახის წევრების შესახებ უტარებდა გაკვეთილს. -ალექსანდრე სახლში ხარ?_მაშინვე გამოეგება ბიჭს -ხო, დავბრუნდი, მშვიდობაა. -ტელევიზიით თქვეს დაიღუპაო და -არა, ეგრე იყო უბრალოდ საჭირო, არ ინერვიულო ჩვენება ხელში აქვთ უკვე. -ძალიან კარგი_თავი დაუქნია გოგომ და მოსწავლეებისკენ მიბრუნდა. დივანზე ჩამოჯდა სანდრო და გაკვეთილის დამთავრებას დაუწყო ლოდინი. ნახევარი საათის შემდეგ, მოსწავლეები გააცილა სოფიამ და თავზე წამოდგა ბიჭს. -გაჭამო რამე? -არა, ისე დაჯექი, ცოდვა ხარ, დაიღლებოდი. -ნაზის ნახვაც მოვასწარი, ბევრად უკეთაა, მემგონი ორ დღეში გამოვწერთო ექიმმა. -ძალიან მიხარია, ისე რომ იცოდე შენი წყალობით უკვე ვიცი როგორაა გერმანულად დედა, მამა და მეზობელი._ჩაეცინა სანდროს. -აბა მეტი რაღათ გინდა_სამზარეულოსკენ წავიდა გოგოც, თუმცა თითქოს რაღაც გაახსენდაო უკან მობრუნდა. -ალექსანდრე, თუ ის შენი მეგობარი ასე შეშინებულია იქნებ მართლა უკან დაბრუნება ჯობდეს? -ახლა ამ გზით გინდა სახლიდან გამაგდო?_მწარედ ჩაეცინა ბიჭს და გოგოს დაბღვერილი სახე მალამოდ მოედო გულზე. -იდიოტო, შენთვისვე ვამბობდი_სამზარეულოში შეიმალა ლოყებაწითლებული და მორიგი მიყვარხარ ჩაესმა ყურში სანდროს ნათქვამი. -რაზე ოცნებობ სოფია?_კარტოფილის თლით გართულს უცებ წამოდგა ბიჭი თავზე. -რაა?_გაკვირვებულმა გადმოხედა -ხო, აი ცხოვრებაში რაზე ოცნებობ. -ჩემთვის უცნაური კითხვა, რაც თავი მახსოვს ბებოზე ზრუნვაც მახსოვს, ერთმანეთის მეტი არავინ გაგვაჩნდა, ყველაფერს ერთანეთისთვის ვაკეთებდით, ოცნებაც კი არ მქონია თითქმის არასდროს. ერთხელ მახსოვს მეორე კურსზე ვიყავი ერთ უნივერსიტეტელ, საკმაოდ ფულიან ბიჭს მოვწონდი, მგონი ერთ-ერთი იმათგანი იყო პირველად ვინც შემოიყვანა მოტოები ქუთაისში და სასეირნოდ დამპატიჟა. იმდენად უცხო ხილი იყო მაშინვე დავთანხმდი და გავყევი. ცხოვრებაში არ დამავიწყდება ის შეგრძნება რაც მასზე ჯდომისგან მივიღე. არანაირი ფიქრი, არანაირი დარდი, ქარი თმას გიწეწავს, ხელებს შლი და თვალებს ხუჭავ. მომავლისკენ მირბიხარ და თითქოს უკან იტოვებ ყველაფერ ცუდს რაც კი გაგაჩნია ცხოვრებაში. ეს საუკეთესო და ერთადერთი პაემანი იყო ჩემს ცხოვრებაში_ღიმილით დაასრულა გოგომ და დათლილი კარტოფილი წყალში ჩაყარა. პასუხის გაცემა დააპირა სანდრომ მობილური რომ აუმღერდა და შეტყობინების მისვლა ანიშნა. ლილუს წერილი გახსნა და მაშინვე წამოდგა ფეხზე. -ლილუსთან უნდა წავიდე, თუმცა არ დამაგვიანდება, დაღამებამდე მოვალ_არ შეუმჩნევია ისე ჩააბარა გოგოს ანგარიში და ისე აკოცა როგორც ბოლო დროს ჩვეოდა. -მაშინ მერე შევწვავ, მოშიებული მოხვალ და ცხელს დაგახვედრებ_წყალშივე დატოვა კარტოფილი და აფორიაქებული წავიდა სამეცადინო კუთხეში. გარეთ გასულმა სანდრომ მობილურში ნომრებს გადახედა და სასურველს დააწვა თითით. რამდენიმე წამის შემდეგ ნაცნობი მელოდიური ხმაც მოესმა. -არ მჯერაა, ყიფო ნუთუ ცოცხალი ხარ. -განო როგორ ხარ? გაიანეზე ისევ აცრილი ხარ თუ დაგიძახო?(„სამი მიზეზი“)__სიცილი აუტყდა ბიჭს -არაა, ჩემმა ქმარმა მიმაჩვია, თუმცა მის გარდა არც არავინ მეძახის. -მაშინ ვსო ჩუმად ვარ, თორნიკეს გადაკიდება არ მაწყობს. როგორ უძლებ ოჯახს? -არ მკითხოო, გენდერულად წაგებაში ვარ, ორივე შვილი ბიჭი მყავს და წარმოიდგინე მე როგორ ვუვლი სამ კაცს სახლში_სიცილს ვერ წყვეტდა გოგო. -საღოლ შენ რაა, გაძლება მოგცეს ღმერთმა. -ჰე, აბა? რისთვის გაგახსენდი? -მიხვედრილი გოგო ხარ, ისევ საქმეში თუ ხარ ბაიკი მინდა რა რამდენიმე საათით. -რა პრობლემაა, რამდენიმე დღეც იყოს. -არა, მხოლოდ ერთი საღამოთი. -როგორც გინდა ყიფო, ერთი საათით ადრე დამირეკე და მზად დაგახვედრებ, იმედია კარგი გოგოა_ჩაიხითხითა ბოლოს და კავშირიც გაწყვიტა. კმაყოფილმა ჩაიდო მობილური ჯიბეში და მანქანაში ჩაჯდა, დრო იყო სოფიას საუკეთესო პაემანი სანდროს დაკაშირებოდა და არა ვიღაც ფულიან გაბღენძილ ღლაპს. კმაყოფილმა გადაატრიალა მანქანაში გასაღები და საეჭვოდ მოხვდა ყურში ძრავის წიკწიკი. მაშინვე მიხვდა რაც ხდებოდა. წამში გამოაღო მანქანის კარი და გაქცევა სცადა. ფანჯრიდან უყურებდა სოფია მიმავალ ბიჭს. გონება ისე ქონდა არეული ვერც ერთ ფიქრს ვერ მიჰყვებოდა ბოლომდე. გონებას სხვას უბრძანებდა, გულს ეს არ მოსწონდა და ქაოსში მდგომი ტუჩის კვნეტთ აცილებდა სახლიდან მიმავალს. მანქანაში ჩამჯდარს რომ შეხედა უკან გატრიალება დააპირა შემდეგი მოსწავლესთვის რომ მომზადებულიყო, თუმცა არ დასცალდა. აფეთქების ტალღა ფანჯარას მოაწყდა და უმოწყალოდ გაიყოლა მთელს ბინაში არსებული ფანჯრის მინები. მომხდარის სავარაუდო შედეგზე თვალები აუცრემლიანდა სოფიას და პირზე ხელებ აფარებულმა გადახედა გაშავებულ ეზოს. (17) არც დაფიქრებულა ისე გაყვა აყვირებულ სასწრაფოს, რა მნიშვნელობა ჰქონდა ვინ იყო, ან რა ურთიერთობა ქონდათ, მარტო ასეთ დროს ვერ დატოვებდა. მუცელზე დაწვენილ ბიჭს უყურებდა და წარმოდგენა არ ჰქონდა რას გრნობდა, დაბნეულიც იყო, მისი კარგად ყოფნაც უნდოდა, გულის კუნჭულში ისიც კი გაიფიქრა იმდენი ცოდვა აწევს ზურგზე, ალბათ გამწარებული ხალხის ჯავრმა მოუწიაო. საავადმყოფოში მისულმა ბოლოჯერ გააყოლა თვალი საკაცეე დაწოლილ ბიჭს, ვერ გაარჩევდით ზურგზე სად ტანსაცმელი იყო და სად კანი და ხორცი. შემდეგ ექიმის ხმა მისწვდა მის ყურს -კიდევ კარგი უგონოდაა, თორემ მისი ბღავილი აქაურობას შეძრავდაო._გული მოეწურა, რაც არუნდა ყოფილიყო მაინც ეცოდებოდა. აქ ვერ დარჩებოდა სახლი ისე იყო არეული ყველაფრისთვის თავად უნდა მიეხედა, ვერც სანდროს დატოვებდა ასე უყურადღებოდ. ტუჩი მოიკვნიტა და ვერ გადაწყვიტა რა გაეკეთებინა, უცნაურად წიწკნიდა გული, მაგრამ არც ისე მისი ტკივილი რომ ტკენოდა. ახსენდებოდა მათი ოჯახური სცენები და ტკივილი მკერდის არეში უძლიერდებოდა. თავი ატკივდა ამდენი განსხვავებული შეგრძნებისგან და წვრილი თითები საფეთქლებზე ისე მიიჭირა, თითქოს არეული ფიქრების გაქრობა სურდა. გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო და მიმღებში გავარდა გოგონებისკენ. -გამარჯობათ, შეგიძლიათ ინტერნეტში პოლიციის მეორე განყოფილების შიდა ნომერი ან ნებისმიერი იქ მომუშავესი მიპოვოთ? -დიიახ, ალბათ შევძლებ_თვალებ გაფართოებული შეჰყურებდა თმაგაწეწილ, ლოყებ აღაჟღაჟებულ გოგოს და თითებს კომპიუტერის კლავიატურაზე ათამაშებდა. -გინდათ პირდაპირ დავრეკავ და ვის სახელს და გვარსაც მეტყვით დაგაკავშირებთ?_შეკითხვით გადმოხედა გოგომ. -დიდად მადლობელი დაგრჩებით_გულწრფელად გაუღიმა ქერას. -ალო, გამარჯობათ, შეგიძლიათ გამომძიებელ გაბრიელ ან იოანე ყიფიანთან დამაკავშიროთ თუ ადგილზეა?_ნაკარნახები სახელები გაიმეორა გოგომ -აი ინებეთ_როგორც სჩანს დადებითი პასუხი მიიღო და ტელეფონი გოგოს გადმოაწოდა. -გისმენთ_გაბრიელის დაძაბული ხმა ჩაესმა აწითლებულს. -სოფია ვარ გაბრიელ. -როგორც იქნა, გული გამისკდა, აფეთქების ამბავი გავიგეთ, გეძებდით და ბინაში არ იყავით, კარგად ხარ? სანდრო?_პასუხის გაცემას არ აცლიდა ბიჭი. -სწორედ მაგიტომ გირეკავ, ტელეფონი არც კი ვიცი სად მაქვს, შეგიძლია ახალ კლინიკაში მოხვიდე? აქ... აქ ალექსანდრეა. -სოფია, ცოცხალია?_ჩურჩულში გადაეზარდა ხმა ტყუპს. -კი, უბრალოდ... ამ.... ძლიერი დამწვრობა მიიღო. -ანუ მას მოუწყვეს, ჯანდაბა, მეგონა გამოძვრებოდა. ახლავე მოვდივართ, ლილუს მე დავურეკავ._მაშინვე გაუთიშა და მანაც მიმღების გოგონას დაუბრუნა ტელეფონი. -უღრმესი მადლობა_კიდევ ერთხელ გაუღიმა და ისევ დერეფანში დაბრუნდა, ახალი ჯერ არაფერი იყო, ამიტომ ტყუპების მოსვლამდე ბებიის მონახულება გადაწყვიტა, ნაზის სახის დანახვამ მაშინვე დაამშვიდა და პრობლემების ნახევარი წამსვე დაავიწყა. ისევ მოსაცდელში იცდიდა და ფეხის თამაშით აკვირდებოდა თითებს დერეფანში ორი ერთნაირი, გამხდარი ფიგურა რომ გამოჩნდა. -სიახლე არის რამე?_მაშინვე სოფიას მიუჯდნენ გვერდით. -ექიმი გამოვიდა, თქვა, რომ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, უბრალოდ იმდენად მძიმე დამწვრობები აქვს ზურგზე სანამ არ გაიღვიძებს საბოლოო დასკვნას ვერავინ იტყვის_მხრები აიჩეჩა გოგომ და ფეხზე წამოდგა -მე... მაპატიეთ მაგრამ უნდა დაგტოვოთ, სახლი საშინელ დღეში დავტოვე, კარიც კი ღიაა, სამუშაოცმაქვს, ათ წუთში წესით მოსწავლეები მყავს და ამ ბოლო დროს იმდენს ვუცდენ საერთოდ დავკარგავ ყველას. თუ რაიმე დაგჭირდეთ იცით სადაც მიპოვნით, დროებით_მათი პასუხი რომ არ გაეგო უცებ მიაყარა სიტყვები, თვალებ გაფართოებულ ბიჭებს ზურგი აქცია და დერეფნის ბოლოსკენ წავიდა. გრძნობდა მის რაღაც ნაწილს იქ ტოვებდა, რეანიმაციის კართან და ეს სულ უხუთავდა, გაურკვეველი შეგრძნებები ახრჩობდა, არეული გრძნობები თავგზას უბნევდა და იმდენად ვერ იტანდა იმ მომენტი საკუთარ თავს ;ამის გაგიჟდა. მაშინვე ცარიელ ტაქს ეცა და სწრაფად გაიყვანა იქედან. პირველად ეშინოდა საკუთარი თავის, კიდევ რამდენიმე წუთი რომ გასულიყო არ იცოდა მისი შეშლილი გონება რას მოიფიქრებდა და ჯობდა სასწრაფოდ დაეტოვებინა საავადმყოფოს ტერიტორია. ბინასთან სრული ქაოსი დახვდა, ძლივს მოახერხა საკუთარ ბინამდე მისვლა და თავე ხელები გადაისვა, სწორედ ფანჯრების შეკეთების ფული აკლდა, პლიუს ბებოს ხარჯები, რამდენიმე დღეში გადასახადები მოვიდოდა. აცრემლებული ჩაიკეცა ბინის დათვალიერებისას, უკვე აშკარა იყო რემონტი გარდაუვალი რომ იქნებოდა, აფეთქებას კედლები გაემურა და მისაღების ერთი მხარე სულ შავი გაეხადა. რამდენიმე წამით მისცა საკუთარ თავს სისუსტის უფლება და შემდეგ ცრემლების მოშორებით წამოდგა. რა დროს ტირილი იყო, ცოცხი უნდა მოეძებნა. სასწრაფოდ გამოგავა, მინის ნატეხები ერთად ჩაყარა ნაგვის ყუთში და გარეთ გადგა, კედლებე ოდნავ სველი ნაჭერი მოუსვა, შავი ნაცრისფერში გადაიყვანა და დაუკაკუნა კიდევაც მოსწავლემ. მთელი საღამო ისე გამწარებულმა ამეცადინა მოსწავლეები უბრალოდ უფლება არ მისცა გონებას სხვა რამეზე ეფიქრა, ბოლო ბავშვიც გაუშვა და ფურცელით და კალამით დივანთან ჩამოჯდა, გვერდით ფულის შესანახი ყუთი დაიდგა და ანგარიში დაიწყო. დარჩენილი თანხა არაფერში ყოფნიდა და გამწარებულმა დაიკივლა. სანდროს ამბავი ჯანდაბაში გადააგავნა, მას აბრალებდა ყველა თავს დამტყდარ უბედურებას და ბოლო მოვლენებს იხსენებდა. მისი გამოჩენა, გიორგის გადაკიდება, სანდროსთან ჩასახლება, გატაცება, ისევ სანდროსთან ცოვრება. ყველგან ბიჭი იყო, სანდრო, სანდრო და ისევ სანდრომ. -როგორ მძულხარ ამ წუთააააას_ბოლო ხმაზე დაიღმუვლა და დივნის ბალიში მუჭებით მოიშორა, ისევ არ მისცა თავს სისუსტის უფლება და ფეხზე წამოდგა. რაღაც გზა აუცილებლად იარსებებდა, ახლა უნდა დამშვიდებულიყო და დაესვენა. ფანჯრებე დროებით ცელოფნები ააკრა და თბილად ჩაიფუთნა. ცოტა ხნით ტელევიზორი ჩართო, მაგრამ არ უსმენდა, ტელეფონისკენ გაურბოდა მზერა და ფიქრობდა დაერეკა თუ არა, კი თუ არა, კი თუ არა, ისევ კი თუ არა...... ცრემლიანი თვალებით მოდიოდა ლილუ დერეფანში და სწრაფი ნაბიჯები ლამის სირბილში გადაზრდოდა. სკამზე მშვიდად მჯდარი ქმარი რომ დაინახა ცოტა მოეშვა და მიუახლოვდა. -ხომ კარგადაა? -ახლა არა ლილუ, მაგრამ მალე იქნება, არ ინერვიულო კარგი? ზურგი დაუზიანდა და მკურნალობენ. -ახალი ხდება რამე? სამი დღე ვიწექი სამშობიაროში და რამდენი გამოვტოვე? დავითი ხომ დაჭერილია? ხომ მითხარი ყველაფერი დასრულდაო? გაბრიელ დამელაპარაკე_ხმა გაიმკაცრა ბოლო სიტყვებზე. -ეს ჩვენი საქმეა ძვირფასო რძალო, ახლა შედი შენი ძმა ნახე, დამშვიდდი რომ კარგადაა, შემდეგ წადი და ბავშვებს მიხედე, ტყუპები რომ გყავს დაგავიწყდა? გინდა ამდენი ნერვიულობით რძე გაგიშრეს და შვილებს ვეღარ აჭამო?_ნამუსზე შეაგდო იოანემ. -მაზლო, იცოდე ამ სიტყვებს გაგახსენებ_თითი დაუქნია ბიჭს და როგორც კი ექიმს მოკრა თვალიუკან აედევნა. მალევე შეუშვეს და გული მოეწურა შეფუთული ძმის დანახვისას. -კარგად იქნება?_სანდროზე თვალის მოუცილებლად გადაულაპარაკა ექიმს. -რა თქმა უნდა, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბოლომდეც გამოჯანმრთელდება, ახლა მთავარია გონს მოვიდეს და მკურნალობაში ხელი შეგვიწყოს. სიმართლე რომ გითხრათ კურსი მტკივნეული იქნება, ისეთი მტკივნეული, რომ შეიძლება ც გააფიქრებინოს. დამწვრობა ყველაზე რთული სამკურნალოა_მოწყენილმა ჩაილაპარაკა თეთრ ხალათიანმა და გოგო პაციენტთან მარტო დატოვა. კიდევ ერთი საათი გაჩერდა ძმასთან შმდეგ კი ნენემ დაურეკა ბავშვებს მალე მოშივდებათ და ხელოვნურს ვაჭმევ თუ გინდაო, მაგრამ უნდოდა ბავშვებისთვის ყველაფერი საუკეთესო მიეცა. -აქ იქნებით არა?_ტყუპებს გადახედა და კიდევ ერთი ჩამოვარდნილი ცრემლი მოიწმინდა. -ღამესაც გავუთევთ_მხიარულებას არ კარგავდა იოანე. -ცანცარა_წარბები შეუკრა რძალმა და ქმარს მოეხვია, -გთხოვ არ დატოვო რა_აცრემლებული თვალები გაუსწორა გაბრიელს შავებს და მოეხვია. -ხომ იცი, რომ არასდროს მივატოვებ_თბილი კოცნა დაუტოვა საფეთქელთან და გოგოც დამშვიდებული გაუშვა. ვერ მოითმინა, მაინც აინტერესებდა ბიჭის ამბავი, ბოლოსდაბოლოს იმ ველური გიორგისგან დაიხსნა და ხომ უნდა მოეკითხა მაინც. თბილ ხალათში გახვეული საკუთარ თავს არწმუნებდა და ბოლოს გაიმარჯვა კიდეც, ის იყო ტელეფონს დასწვდა და გაბრიელს ნომერი მოიძია კარზე რომ დარეკეს ზარი. გაკვირვებულმა ახედა კედლის საათს, რომელიც ღამის ათს აჩვენებდა და ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა კარს. -სოფია, გააღე ნუ გეშინია_ნაცნობი ხმა მოესმა და ყოველგვარი შიშის გარეშე გადასწია ურდული. -კონსტანტინე? ხომ მშვიდობაა?_მის უკან მდგომ ბიჭებსაც მოავლო მზერა და თვალები გაუფართოვდა. -მეცადინეობისას ხელის შეშლა არ მინდოდა, სანდრომ ცხრაზე ამთავრებსო და გვიან მიტო მოვედით. აბა თქვენ იცით ბიჭებო, დიდხანს არ ალოდინოთ, დაღლილია ეძინება_შესასვლელი ოთხ კაცს დაუთმო და სოფიას სიტყვის თქმის უფლებაც არ მისცა. მაშინვე ჩამოხსნეს გოგოს წვალებით გაკრული ცელოფნები და ფანჯრის მინები ერთ საათში აადგინეს. -კონსტანტინე ეს რას ნიშნავს?_წარბები შეეკრა სოფიას. -სანდროს ბრძანებაა, მე კი ხომ იცი უბრალო შემსრულებელი_მხრების აჩეჩვით ჩუკრა თვალი გაბრაზებულ გოგოს და წამში აორთქლდა სახლიდან. -ხო მართლა, დღევანდელის არ შეგეშინდეს, არც იმისი თუ ვინმეს გამოყოლას იგრძნობ, ჩვენი ბიჭები გიცავენ._უკან შემობრუნებულმა დაიბარა და ამჯერად საბოლოოდ გაქრა სახლიდან. -ბიჭებო, ის გოგონა სადაა ქეხან აქ რომ იყო?_ლილუზე იკითხა ექიმმა. -რა ხდება?_მაშინვე მიუახლოვდა გაბრიელი. -სოფიას ახსენებს, ეტყობა ნახვა უნდა, უბრალოდ ჯერ წამლიდან არაა გამოსული და ვისაც გონებაში ხედავს მას იმეორებს. არ მოვა რომ ნახოს? -ის გოგონა ჩემი ცოლი და მისი დაა და სულაც არ არის სოფია_გაეღიმა ტყუპს. -სოფია შეყვარებულია_საზეიმოდ გამოაცხადა იოანემდა არც კი შეიმჩნია ძმის გადაქნეული თავი. -მხოლოდ ორი თვით გამოვუში, მან კი რა ამბები დაატრიალა და რამდენი რამ გამომატოვებინა, ძმაკაც კაცს არ ეკადრება_თავის კანტურით მიუახლოვდათ უკნიდან ახალგაზრდა ბიჭი და ყურადღება მიიქცია. წამიერად შემობრუნდნენ ბიჭები უკან და სუნთქვა შეეკრათ. ავტომატურად გაექცათ ხელი იარაღისკენ. -ბახალა_მწარედ ჩაესმა იოანეს საკუთარი ხმა. -აქ როგორც ვაჩე ისე ჩამოვედი, სანდროს არ მივატოვებ ვინც არ უნდა მეძებდეს, მე გამოვუშვი, მე ვაიძულე, ახლა მარტო ვერ დავტოვებდი. -მარტო არ არის, მასთან ჩვენ ვართ_მაშინვე შეუბღვირა გაბრიელმა. -მაგრამ ამ ომს თქვენ სამნი ვერ მოიგებთ, თანაც ის სარეცელს მიჯაჭვული გამოგეთიშათ, ტყუპები ყველას წინააღმდეგ?_მხიარულება იგძნობოდა ბიჭის ხმაში. -ომის დაწყებას აპირებ?_დაკვირვებით შეათვალიერა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ბიჭი იოანემ. -ომი უკვე დაწყებულია ბატონო გამომძიებელო, მე კი საკონტროლო გასროლა ვიქნები_საზეიმო ხმით და თვალის ჩაკვრით გამოაცხადა ვაჩემ და ძმაკაცის პალატისკენ წავიდა. -მეჩვენება თუ თავის თავზე ნამეტნავად დიდი წარმოდგენა აქვს_ტუჩები გააწკლაპუნა იოანემ. -ნუ ღელავ ტყუპო, შურიანობა არ გეკადრება, შენ ჩემთვის მაინც ნომერი პირველი იქნები_მხიარულად ჩაჩურჩულა გაბრიელმა ძმას და ფხუკუნით დაიკავა საკუთარი ადგილი მოსაცდელ დარბაზში. -მაშ თუ ომია, ომი იყოს_რამდენიმე წუთში ტელეფონი მოიმარჯვა და ზარების განხორციელებას შეუდგა. (18) ღამის ორი სრულდებოდა უკვე მემილიონედ რომ იცვალა გვერდი სოფიამ საწოლში. როგორც კი თვალს დახუჭავდა სანდროს საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნილი ზურგი წარმოუდგებოდა თვალწინ და წამებში ახელდა თვალს. მთელი გულით ნანობდა ამ ორი დღის საქციელს. სანამ მოსწავლეებს უჯდა ბიჭზე ფიქრებს თავს აღწევდა, მარტო დარჩენილს კი სინდისი მოსვენებას არ აძლევდა. ვინ იცის სანდრომ რამდენჯერ ჩაიგდო მის გამო თავი საფრთხეში, მან კი არც მოინახულა. ესეც არ იკმარა, კონსტანტინეს სახლის გარემონტებაც დაავალა რომ ღია ფანჯრებში არ დაეძინებინა. აფორიაქებულმა ფიქრებმა და საკუთარი თავის ლანძღვამ იმ დონეზე მიიყვანა, ბალიშში თავ ჩამხობილმა დაიღმუვლა და წამებში წამოხტა ფეხზე. სანამ გადაიფიქრებდა მანამდე ჩაიცვა და საფულეთი ხელში დატოვა ბინა. ტაქსის ფუფუნება არ ქონდა, ამიტომ ღამე მორიგე მარშუტს დაელოდა და პირველ წრიულში დაიკავა ადგილი. აღელვებული მიადგა საავადმყოფოს და ღიმილიც ვეღარ გაიმეტა მიმღებში მჯდომი გოგოსთვის. -გისმენთ?_ღამის თევას მიჩვეული ფხიზლად უღიმოდა მასპინძელი. -ალექსანდრე ნემსიწვერიძის ნახვა მინდა, ვიცი, რომ ახლა ნახვის საათები არ გაქვთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ რა_მუდარა სახეზეც ეწერა. -მაპატიეთ, მაგრამ ვერ შეგიშვებთ, დიდ საყვედურს მივიღებ. არ მთხოვოთ რა, ოთხიდან იქნება ხვალ მიღება. -არა, თქვენ არ გესმით, მე... მე ჯანდაბა მეც არ მესმის თქვენ რა უნდა გესმოდეთ_სახეში ჩარგო ხელები . -მართლა მინდა დაგეხმაროთ, მაგრამ რომ დაგინახონ მომხსნიან_გოგოსაც შეეცვალა გამომეტყველება. -ანუ უბრალოდ უჩინარი უნდა გავხდე?_ჩაფიქრებულმა დახარა თვალები და სახე გაუნათდა, -რატი, როგორ დამავიწყდა, იქნებ დღესაა მორიგე? ნუ კარდიოლოგიაშია, მაგრამ ხომ გადმოვა? რატო გოდოლაძე, შეძლებს ჩუმად შემიყვანოს, გთხოვთ რა. მიხვდა გოგონა რა მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი შეშვება და სისტემაში მითითებული ბიჭის ძებნა დაიწყო, რამდენიმე წამში გაეღიმა და შიდა ნომერზე დარეკა. -ღამე მშვიდობის რატი, მიმღებიდან ვარ ნათია, შეგიძლია მესტუმრო?_გაეღიმა სოფიას გაცისკოვნებულ სახეზე და მალევე გათიშა ტელეფონი. -მალე მოვა_თვალი ჩაუკრა გოგოს და მალულად შეათვალიერა კამერები. ისე იყვნენ საქმის გაკეთებაში გართულები და ისე გაყვა გახარებული სოფია კლასელს, რომ კუთხეში პლანშეტ აფარებული, გაღიმებული ვაჩე არცერთს შეუნიშნავს. ჩუმად გადააცვა რატიმ ძველ მეგობარს მორიგის ტანსაცმელი და ყურში ჩაჩურჩულა სასურველი ოთახის ნომერი. მადლობა გულით გადაუხადა სოფიამ და ხსენებულ სართულს მიადგა. მორიგებს შემოვლა უკვე დაესრულებინათ და ექთნების ოთახში თვლემდნენ, არავინ შეხვედრია აღელვებულ გოგოს, ისე ავიდა მესამე სართულზე და მითითებულ კაბინეტს მიუახლოვდა, არავის დაუნახავს. ღრმა ამოსუნთქვით გააღო კარი და ჩაბნელებულ ოთახში შეაბიჯა. წამით სუნთქვა შეეკრა ლოგინზე, მუცელზე მწოლიარე ბიჭს რომ მოკრა თვალი, თუმცა გაბედა და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა. ისევ ეძინა სანდროს, ხელები საჯდომის გვერდით დაედოთ და ძილშიც კი შეატყობდით ფორიაქს. მთელი ზურგი მოეშიშვლებინათ, წასმულ მალამოს ხედავდა სოფია და ემოდან დაფარებულ ქაღალდის მსგავს ნაჭერს, რომელიც სპეციალურად დამწვრობისთვის გამოიყენებოდა და კანს მიწეპებისგან იცავდა. აშკარა იყო ასეთ სანდროს ვერ უყურებდა, უცნაურად წიწკნიდა გული ამ სანდროს ძველ, მხარბეჭიან, საკუთარ თავში დარწმუნებულ ბიჭთან რომ აიგივებდა და წარმოდგენა არ ქონდა მისი გრძნობები რას ნიშნავდა, ან საერთოდ რას გრძნობდა. იქნებ დრო იყო ცოტა სერიოზულად ეაზროვნა და საკუთარი თავისთვის დაესვა მთავარი შეკითხვა, რატომ წამოვიდა ღამის ორ საათზე სახლიდან ადამიანისთვის, თუ ის მისთვის არაფერს წარმოადგენდა? -ჯანდაბაა, ალექსანდრეე, მაინც აქამდე მიმიყვანე. როგორ გებრძოდი, როგორ არ ვიმჩნევდი, მაგრამ ფაქტი ვერ შემაცვლევინე, შემცვალე და თავი მომაწონე. ღმერთო, აი ამ წუთას საზიზღრად ვერ გიტაან, თავი როგორ მომაწონე. უფლებას არ მოგცემ უფრო ჩამითრიო, გეფიცები როგორც კი წამოდგები ისე გავქრები შენი ცხოვრებიდან და შენც ისე გაგაქრობ ვითომ არც მიარსებია._მკაცრი ხმით დაემუქრა გათიშულ ბიჭს და თითის დაქნევაც არ დავიწყნია. მთელი თავდაჯერება გაუქრა უცნობის ხმა რომ მოესმა ჩუმად გაღებული კარიდან: -ორივემ ვიცით რომ ეგ ეგრე იოლად არ მოხდება_ღიმილით უყურებდა ბიჭი. -მე.. თქვენ.. არც კი ვიცი ვინ ხართ_რამდენიმე წამში მოეგო სოფია გონს და ისევ ძველებურად ამაყად გასწორდა წელში. -მე ვაჩე გახლავართ, ამ დალეწილი ყმაწვილის მეგობარი_ხელი გაუწოდა გოგოს ჩამოსართევად. -ის.. ის ვაჩე?_წარბები აეზიდა მაღლა და გამოწვდილ ხელს დახედა. -სავარაუდოდ ის ვაჩე_გაეღიმა ბიჭს და უპასუხოდ დარჩენილი ხელი უკან გამოსწია. -სამწუხაროა მე ვერ ვიტყვი ის სოფიათქო, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ_ჩაფიქრებული ათვალიერებდა აწითლებულ გოგოს. -ალბათ საჭირო არ იყო_სიმკაცრეს არ აკარგინებდა ხმას. -სხვა შენს ადგილას აწიკვინდებოდა რას ქვია არ მიცნობო. -აქამდე უნდა მიხვედრილიყავი სხვა რომ არ ვარ, თუ სასწაული მოხდა და საჭირო გახდა გაგაგებინებ ვინც არის სოფია, როგორ ჩანს ჯერ ეგ დრო არ დამდგარა_თავი ზრდილობიანად დაუკრა ბიჭს და აჩქარებული გულით დატოვა ოთახი. -ჯანდაბაა, სოფიაა, ჯანდაბა შეენ, როგორ არასდროს გამოგდის რასაც დაგეგმავ, ახლა ხომ ის იდიოტიც გაიგებს აქ რომ ვიყავი. ამის დედ..._რომ მიხვდა რასაც ამბობდა დაამუხრუჭა და პირზე ხელი აიფარა. -არა სოფია, ისიც ზედმეტია მკვლელი ნარკომანი რომ მოგწონს, შენ თავს საერთოდ ნუ დაკარგავ, ჯანდაბაა მკვლელი და ნარკომანი მომწონს_უფრო და უფრო ემატებოდა აღელვება ფიქრების მოსვლით და ჯიუტად აგრძელებდა ფეხით გზას სახლისკენ. უკვე შუადღე იქნებოდა სანდრო საშინელმა შეგრძნებამ რომ გააღვიძა. ეგონა ზურგზე რამდენიმე ათასი ხანჯალი ყოველ წამს ერჭობოდა და წვას ჭკუიდან გადაყავდა. ეს არ იყო ისეთი ტკივილი, რომელსაც ადამიანი გაუძლებდა. გამშრალი ტუჩები ენით დაისველა და ხმის ამოღება სცადა. -არი ვინ...მე... ა ქ_თვალების გახელას ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა. -აქ ვარ ბოს, გონზე მოდით, როგორ იქნა, თორემ დავიტანჯეთ ლამის გვამთან საუბრით_რადგან კონსტანტინემ იცოდა ვერავინ მიწვდებოდა უფროსის გაწვალების შანსი ჰონდა. -ე.. ქი მი_ძლივს ამოილუღლუღა ბიმა და წამში დასერიოზულდა კოტეც. -ახლავე ბოს_კარებში გავარდა და მალევე დაბრუნდა თეთრ ხალათიან კაცთან ერთად. -კარგია რომ გონს მოხვედით, ეს აუცილებლად გვჭირდებოდა, ამის გამო იძულებით შეგიწყვიტეთ მორფის მიღება, ვიმედოვნებდით ტკივილი გონს მოგიყვანდათ, ფაქტია გაამართლა. -მო რფიი, არ ააა, ეგ არაა_ისევ უჭირდა ლაპარაკი სანდროს, თუმცა გრძნობდა ვეღარ უძლებდა და უკვე თავად ქონდა სურვილი წამლის გაკეთების.-ჯანდა ბას, ახ...ლა ვე გამი...კეთე -ჯერ თქვენი შეგრძნებები უნდა აგვიღწეროთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიმე კიდურში შეგრძნების დაქვეითებას აქვს ადგილი? -თე..ძო, მარ ...ჯვნივ და ფე ხიც -მარცხენას გრძნობთ?_გახარებული ეკითხებოდა ექიმი. -კიი_უკვე ღმუილში გადადიოდა ტანჯვა ბიჭს. -ახლავე, ახლავე გაგიყუჩებთ_ექთნის სახელის ძახილით დატოვა პალატა და კონსტანტინეც უკან გაყვა, ადგილზე მჯდომ ტყუპებს, ვაჩესთან ერთად ლილუც მიმატებოდათ და მომლოდინე თვალებით უყურებდნენ ექიმს. -რასაც ვშიშობდი საბედნიეროდ არ ახდა, რენტგენზე ცოტათი მალების დაზიანება აღინიშნებოდა და ვშიშობდი დამბლა არ დაცემოდა, მაგრამ ფეხს გრძნობს. -მაგრამ მან ხომ თქვა მხოლოდ ერთსო, მეორე? -არ ინერვიულოთ, ახლა სხეული დაბეჟილობებით აქვს სავსე და გონს ახლახანს მოვიდა, იმ მხარეს ვერ გრძნობს სადაც აფეთქების ტალღამ დაარტყა და მენდეთ მხოლოდ დროის საკითხია. რამდენიმე დღე შეგვიძლია მორფი გამოვიყენოთ, თუმცა შემდეგ ტკივილებთან გამკლავება თავად მოუწევს და ახლობლების გვერდით დგომა აუცილებლად დასჭირდება_მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ექიმმა მომლოდინეებს და დერეფანში გზა განაგრძო. -ბედი მაქვსო შენ უნდა თქვა, მორფს თავისივე ხელით გიკეთებს ექიმი_მოცინარი ვაჩეს დანახვისას გაეღიმა მაშინვე ბიჭს. -შენ რაღა ჯანდაბას აკეთებ აქ? -გეგონა მარტო ვალებისთვის მჭირდებოდი? დაგავიწყდა ჩვენი პირობა? ყოვეთვის და ყველგან ერთად_გაუღიმა ვაჩემ. -დაგიჭერენ მასეთი ერთად ყოფნა არც გვინდა_თავის გადაქნევა მოუნდა სანდროს თუმცა ვერაფერიც ვერ გაატოკა, -კოსწიას დაუძახე რა_ნელნელა ხვდებოდა როგორ კარგავდა ძალას და დაძინებამდე უმნიშვნელოვანესი საქე ჰქონდა გასარკვევი. -აქ ვარ ბოს, მეორე ბოს_თავი დაუკრა ვაჩეს და სანდროსთან ახლოს ჩაიმუხლე. -ისე ერთმანეთი ჩემგან გაიცანით, მეორე ბოსი გავხდი ახლა_უკმაყოფილოდ ჩაიბუღუნა ბიჭმა, თუმცა არავის გაუგია, სანდრო კონსტანტინეს მითითებებს აძლევდა. -როგორაა? -კარგად ბოს, აფეთქებისას სახლში იყო, მთელი კორპუსი განადგურებული ქონდათ, ფანჯრები ჩალეწილი, მუშებით რომ მივედი ლამის მოვკვდი, ცელოფნები ქონდა აფარებული_თავი დახარა ბიჭმა. -ფანჯრები ჩაუსვი?_გაღიმებას ეცადა სანდრო -მეგონა ისედაც მთხოვდით_გაკვირვებული მოუბრუნდა ბიჭს. -ყოჩაღ, მარჯვენა ხელი ტყუილად არ ხარ, მადლობა კონსტანტინე, ხომ იცი შემდეგი რა თხოვნა იქნება? -ორი კაცი მყავს დატოვებული, არც ერთი წამით უშვებენ ხედვის არეადან, მეც იქ წავალ უფრო მშვიდად ვიქნები და თუ დაგჭირდებით დამირეკეთ, აი მობილურიც მოგიტანეთ_კომოდზე დაუდო იგივე ნომრით ახალი ტელეფონი. -მადლობა ღმერთს და ვაჩეს შენი თავი რომ გამომიზავნეს_თვალები დახუჭა სანდრომ. -უფროსო ქალი მაინც იყოთ, ვიფიქრებდი ან ჰორმონები უთამაშებს ან რავიცი თვიური აქვსთქო_ხითხითს იკავებდა კონსტანტინე. -აბა აორთქლდი აქედან შე გაფუჭებულო_მაშინვე დაუბღვირა ბიჭმა, თუმცა მის შეკავებულ სიცილზე თავადაც გაეღიმა. -სოფია ვინაა ძმაო ჩემოო?_რამდენიმე წუთის დუმილი დაარღვია ვაჩემ. -მძინავს_ტუჩის კუთხეებში გაეღიმა სანდროს. -მე შენ აქ საქმისთვის გამოგიშვი თუ სიყვარულობანას სათამაშოთ ბიჭო? -ნეტა ვთამაშობდე და მოგების შანსი მქონდეს_სიმწრით გაეცინა ბიჭს. -ასეთი პესიმისტი როდის მერე ხარ შე ჩე***_წარბები შეეჭმუხნა ვაჩეს, თუმცა საუბრის დასრულება არ დასცალდათ, ტყუპები შევარდნენ პალატაში აქოშინებულები და ზომბებივით ამტვრევდნენ ერთმანეთს თავ-პირს პირველი ვინ იტყოდა: -ვიტალი... -დაკავების ორდერი გვაქ.... -ორ დღიანმა წანწალმა შედეგი გამოიღო... -ხუთი მოწმე გვყავს_ერთმანეთის ნათქვამს აბოლოვებდნენ და გამარჯვების ნიშნად იღიმოდნენ. (19) როგორც კი გაიგეს ტყუპებმა, რომ სანდროს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, რამდენიმე წუთი დაიცადეს და საავადმყოფო დატოვეს. არცერთს უთქვამს ვაჩესთვის ან ლილუსთვის რას აპირებდნენ და განყოფილებაში დაბრუნდნენ. -რამე გეგმა გვაქ?_ძმას გადახედა იოანემ და დაფაზე გაკრულ ინფორმაციას მიუახლოვდა. -რა თქმა უნდა_მხრები აიჩეჩა ბიჭმა, მოსაცმელი სკამზე მიაგდო და დაფას მიუბრუნდა, -მარტო მალხაზის იმედად რასაკვირველია არ ვიქნები, მოწმეები უნდა ვიპოვოთ, შენც იცი მარტო დავითი ჭორებს გამოიწვევს და არა ბრალდებას, პროკურორი არ იკმარებს. -მაგრამ ისინი ხმას არ იღებენ_მომსახურე პერსონალის სიისკენ გაიშვირა ხელი ბიჭმა, მაგრამ რამდენიმე წამით ჩაფიქრდა, -თუმცა, მოიცა .... -სწორია, ხალხს ორი მიზეზით აიძულებ გააჩუმო..._წარბები აუწია გაბრიელმა -ან უნდა ეშინოდეთ... -ან უნდა გაღმერთებდნენ. -ვიტალის კი ფაქტია არავინ აღმერთებს_ახლა უკვე ლაღად გაეღიმა გაბრიელს. -არ მითხრა, რომ დავითის ამბის გახმაურებას აპირებ. -ტყუპი ტყუილად არ გქვია_თავი დაუქნია უფროსმა ძმამ. -მაგრამ ეგ ხომ ისედაც ცნობილია?_ამჯერად ნამდვილად დაიბნა იოანე -არა ნამდვილი მიზეზით_თვალი ჩაუკრა გაბრიელმა და აცადა ძმას დაფიქრებულიყო. -ჯანდაბაა, აპირებ აქედან ახალი ისტორია შექმნა და პერსონალი გადმოიბირო_მალევე გაუნათდა გონება -ნამდვილად. -ამას უყურე რა, რა გამომძიებელი დაგაყენეე, აფსუს_ტუჩებ ამობრუნებული გაიჯგიმა იოანე -ხო სულ შენ დამაყენე_დაუბღვირა გაბრიელმა. -იდიოტო, მე რომ გიდგავარ გვერდით მიტო ჩანხარ ასე მაგარი, თორე_ენა გამოუყო ძმას პატარა ბავშვივით. -ნენე როგორ გიძლებს?_სერიოზული სახით მოუბრუნდა უფროსი ყიფიანი -ჩემი ჭკუისაა არ უჭირს_ცოლის გახსენებაზე სახე გაებადრა იოანეს. -კარგი, გვეყოს ცანცარი, დროა ხალხი გავინაწილოთ და ხომ იცი ისე ნუ მიახტები ყველამ რომ დაგინახოს.... -ისე უნდა მივიდე, რომ თუ ვინმე უთვალთვალებს ვერ დაინახოს, გმადლობთ, მასეთი იდიოტიც არ ვარ_დაუბღვირა უნცროსმა ძმას და სიის ფურცლით ხელში დატოვეს ოთახი. კიდევ ორი დღეც და სოფიას ნანატრი დღე გაუთენდა, ბებოს საავადმყოფოდან წერდნენ, პირველად გაუხარდა მემგონი გოგოს ბებიის სიბრმავე, ქალს რომ სახლი ასეთ მდგომარეობაში ენახა ისევ კლინიკაში შეაბრუნებდნენ ინფაქტით. კიდევ ერთხელ მოავლო თვალი განადგურებამდე მისულ სახლს და კარი გაიკეტა. ყველანაირი საბუთი მზად დაახვედრეს და ათ წუთში უკვე ტაქს ეძებდა ქალთან ერთად. -გამარჯობათ, დაბრძანდით_ნაცნობი ხმა მოესმა წინ გაჩერებული მანქანიდან და ავტომატურად გამოუღო მოხუცს კარები. -როგორ ხართ, ნაზი ბებო ახლა ხომ კარგად ხართ?_ზრდილობა არასდროს ავიწყდებოდა კონსტანტინეს და ლაპარაკში მანქანაც დაძრა. -კარგად შვილო, შენი ხმა მახსოვს, ჩემ გოგოსთან იყავი ერთხელ არა? -რა კარგი მახსოვრობა გაქვთ ბებო, ყოჩაღ. -ასე ყოფილა ბებო, ექიმმა როცა სინათლეს კარგავ სხვა შეგრძნებები გიმძაფრდებაო_გაიღიმა ქალმა და გვერდით მჯდომ შვილიშვილს მოუთათუნა ხელი. -როგორაა?_რამდენიმე წუთიანი სიჩუმე დაარღვია სოფიამ. -უკეთ_მოკლედ შემოიფარგლა ბიჭიც. -ძლიერი ტკივილები აქვს?_ვითომ არ აინტერესებდა ისე იხედებოდა ფანჯარაში და თან კითხვას სვამდა. -წესით უნდა ქონდეს, მაგრამ გამაყუჩებლებითაა გაჭყეპილი_ჩაეღიმა კონსტანტინეს სოფიას კითხვაზე. -წარმომიდგენია როგორ უხარია_მრავალმნიშვნელოვნად ასწია წარბი და თავი გადააქნია, -მოვედით ბე, მოდი ხელს ჩაგჭიდებ და გადმოდი_ფრთხილად გადმოიყვანა ქალი სადარბაზოსთან, კონსტანტინეს თავი დაუკრა მადლობის ნიშნად და სახლისკენ წავიდა. მალევე დააბინავა საკუთარ ოთახში და თავად მოსწავლეებთან გავიდა, დასასვენებელი დრო ნამდვილად არ ქონდა. -აკაკი მახარაძე?_ზურგს უკან მოესმა დაახლოებით 35 წლის, შავგვრემან კაცს სახელი და გაკვირვებული მიბრუნდა. -დიახ? გისმენთ. -მე გაბრიელ ყიფიანი ვარ, გამომძიებელი მეორე განყოფილებიდან. -რით შემიძლია დაგეხმაროთ? -ჯობია სადმე წყნარად ვისაუბროთ_ მანქანისკენ მიუთითა გაბრიელმა და კაციც მაშინვე დათანხმდა, როდესაც იცი, რომ ცუდი არაფერი ჩაგიდენია, წინააღმდეგობის გაწევაზე ან დამალვაზე არ იფიქრებ. -მე აქ თქვენს გასაფრთხილებლად ვარ_მძიმედ დაიწყო გაბრიელმა და გარემო მოათვალიერა. -გასაფრთხილებლად? ჩემთან რატომ? -იცით ალბათ თქვენი უფროსი, დავითი რომ აიყვანეს? -ჩემი უფროსიი? დავითი? ა დიახ, ვიცი_თავიდან დაეჭვებულმა, თუმცა შემდეგ უფრო დარწმუნებით დაუქნია თავი. როგორც ჩანს მაინც ჰქონია რაღაც დასამალი. -მისი მოკვლა ვიტალიმ სცადა, რომელსაც დარწმუნებული ვარ მშვენივრად იცნობ_ამოოხვრაც არ დავიწყნია გამომძიებელს. -ვიტალის? რას ამბობთ რატომ?_მართლაც ეტყობოდა კაცს შიში. -რა თქმა უნდა ჯერ არავის გაუგია, მაგრამ ვიტალი საქართველოს ტოვებს, გამოძიებამ მის საქმესთან დაკავშირებით ბევრი რამ იცის, ამიტომ გაქცევას თავიდანვე ცდილობს, ბიზნესების მოშორება და სუფთა ფურცლიდან ყველაფრის დაწყება სურს. დავითი პირველი იყო ვინამაც მისი საქმიანობების შესახებ იცოდა, ჯერ ყველა ობიექტი და საქმიანობა მას მიაწერა და მოსაკლავად კაცი დაიქირავა. -ამის დედაააც_ფანჯარაში გაიხედა აკაკიმ და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა. -კიდევ მოკლა ვინმე? -ჯერ ალბათ ვერ მოასწრო, მაგრამ მისი ხალხი უკვე ჩართულია საქმეში და ყველაფერი დროის საკითხია_სიმართლე აღიარა გაბრიელმა. -ჩემგან რა გინდათ? მე რა შუაში ვარ? -შუაშ რომ არ იყო, შენს სახლთან მისი ხალხის ორი მანქანა არ იქნებოდა დაყენებული, არც შენს სახლში იქნებოდა კამერები და არც შენს ქალიშვილს გაყვებოდა უნივერსიტეტში დაბურულ მინებიანი მანქანა_მწუხარედ მოახსენა კაცს და აშკარად გამოიწვია მისი გაცეცხლება. -თქვენ რა გაგიჟდით? ჩემ ქალიშვილთან ვის რა ესაქმება? მას მხოლოდ მე ვყავარ, ლილე საერთოდ არაფერ შუაშია. -მე ვიცი, მაგრამ ისიც ვიცით რომ ვიტალის არც ქალი აინტერესებს, არც ბავშვი და არც ოჯახი. -ახლა ვხვდები, გინდათ სანამ მომიშორებს მის წინააღმდეგ გამომიყენოთ_ჩაეცინა კაცს. -ჭკვიანი კაცი ხართ, თქვენ უკვე მეხუთე ხართ და ასე პირდაპირ ჯერ ვერავინ მიხვდა, სამაგიეროდ თქვენი ქალიშვილის უსაფრთხოებას პირადად ვიღებ ჩემს თავზე და გარწმუნებთ, საკუთარი ქალიშვილივით დავიცავ. -შვილები გყავთ?_ჩაფიქრდა კაცი -ტყუპები_მაშინვე გაეღიმა გაბრიელს მოღუღუნე და-ძმის გახსენებაზე. -მაშინ თქვენი შვილები დაიფიცეთ, რომ ლილეს თმის ერთი ღერიც კი არ ჩამოუვარდება. -პირობას გაძლევთ_თავი დარწმუნებით დაუქნია -მაშინ ჩემი იმედი გქონდეთ_ანთებული თვალებით გადმოხედა აკაკიმ და თავი დაუკრა გახარებულ გაბრიელს. უკვე საღამოს ბინდი შერეოდა გარემოს და სიბნელეს ყველგან მოდებას აიძულებდა. საავადმყოფოს ფანჯარასაც იძულებით მოშორდა მზის სხივები და პალატაში მწოლიარე ბიჭმაც გაახილა თვალები. ზურგზე გადმობრუნება უკვე ოცნებად ექცა და ვერაფრით აიძულებდა თავს ამას შეგუებოდა. -საღამო მშვიდობის ბოს_კონსტანტინეს ხმა გაიგონა სკამიდან და შრიალის ხმაც მოჰყვა შედეგად. ბიჭი ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა არხეინად და ჟურნალ „გზას“ დიდი ინტერესით ფურცლავდა. -შენ თუ იხსნი ჟურნალ-გაზეთების მომავალს_ჩაიბურდღუნა ტკივილიანი ხმით სანდრომ. -სხვათაშორის ძალიანაც საინტერესოა, იცოდით ბეგაშვილი ქმარს რომ გაშორდა? თურმე მისი ცნობილობა არ მოსწონდა_თავი გადააქნია ბიჭმა. -რაც მაგას კაცები ეყოლებოდა ნახმარი რომელი ქმარი გაუძლებდა. -არც მასე ლაპარაკი შეიძლება უფროსო, იქნებ და სულაც არაა ეგრე? -ახლა ნეტა ბეგაშვილზე მეტი საჯავრებელი არაფერი მქონდეს და მე მოვიყვანდი ცოლად_ბეჭის გამოძრავება სცადა და არც თუ ისე ცუდად. -გადასარევად ვიცით, ვისაც მოიყვანდი ცოლად_ირონიული ხმით დასცინა უფროს და ცოცხლად წამოხტა ფეხზე. -როგორაა? -რა ერთნაირი შეკითხვებით მოძრაობთ_სიცილი აუტყდა კონსტანტინეს, -კარგადაა, ნაზიკუნა უკვე ორი დღეა სახლშია, უნიში არ წასულა მოსწებს ამეცადინებს, წიგნს კითხულობს და ბაზარში შპალერი, საღებავები და წებო იყიდა, ალბათ პატარა რემონტს გეგმავს. -და რასაკვირველია ამ ყველაფრის გაკეთებას თავად აპირებს, მოსწავლეებს ცხრაზე ასრულებს._ამოიხვნეშა სანდრომ. -და რასაკვირველია შენ მისი გრაფიკი ზეპირად იცი. -ერთი კვირა მასთან ვცხოვრობდი, სხვა რა საქმე მქონდამხრები აიჩეჩა, -ექიმს დაუძახე რა_ თავი კარისკენ შეაბრუნა და თეთრ ხალათიანს დაელოდა. სადა შპალერი შეარჩია მისაღებისთვის, დივანს გადასაფარებელი უყიდა დაზიანებული ნაწილები რომ დაეფარა, მოსწავლეები რომ გააცილა დიდი შუქი აანთო, ოთახი გააჩახჩახა და წყნარი მუსიკა ჩართო. წებო გახსნა, შპალერი გაშალა, ძველი უკვე მოშორებული ქონდა კედლებიდან, ამიტომ შეეძლო პირდაპირ ახლის გაკვრა დაეწყო. ის იყო პირველი ხაზი უნდა დაეწეპებინა კარზე ზარმა რომ შეაყოვნა. წარბებ მოქუფრულმა გადადო წეპოიანი შპალერი და კარისკენ წავიდა. ვიღას ახსოვდა გაბრაზება და ქაღალდის გაფუჭება, როცა გამოღებულ კარში სახეზე გათეთრებული, წელში ოდნავ მოხრილი სანდრო დაინახა. ბიჭი მთელი ძალით ცდილობდა გაღიმებას და მოძრაობისგან გამოწვეულ ტკივილს აიგნორებდა. -სანდრო?_გაკვირვებულმა სოფიამ ლამის საკუთარი ხმაც კი ვერ იცნო და ავტომატურად დაიხია უკან დაშავებული ბიჭი რომ შემოეშვა. (20) -შენ აქ რა გინდა? სულ გაგიჟდი? როგორ გამოგიშვებს?_გაოცებული ახამხამებდა სოფია თვალებს და უკვე სახლში შესულ ბიჭს უყურებდა. ძლივს მოიფიქრა კარი რომ დაეკეტა. -ნუ გამომიშვეს ცოტა უფრო ხმამაღალი ნათქვამია_თავი მოიქექა სანდრომ და საოცრად ნელი ნაბიჯებით მივიდა დივნამდე, ცალი თვალით დახედა და ისევ დგომა გადაწყვიტა, დაჯდომისას ერთი ადგილი საშინლად ტკივდებოდა და საყვარელ ქალთან შერცხვენა არამგონია ვინმეს უნდოდეს. -ხედავ? ისეთი ტკივილები გაქვს ვერც კი ჯდები, თუმცა დაჯდომისთვის ხომ ...._ჩაფიქრდა გოგოს და მალევე გაეცინა, -პატალა სანდლოს ტაკო ტკივაა?_ბავშვივით მოუჩლიქა ენა და გულიანად გაეცინა. -თუ მასე გაიცინებ ხოლმე კიდევ ერთხელ მოვყვები აფეთქებაში, არაა პრობლემა. -იდიოტო_წარბები აწკიპა გოგომ და შპალერს მიუბრუნდა. -რა სიტყვებს კადრულობ მასწავლებელი ქალი_დაცინა სანდრომ და კედელს მიუახლოვდა, -დაგეხმარები. -მოდი გამოვიცნობ, ვერ იხრები, რომ წეპო წაუსვა, ხელებს მაღლა ვერ ასწევ რომ დამამაგრებინო და ენით დამეხმარები? -ენასაც უამრავი რამის გაკეთება შეუძლია, გამოცდილმა ხალხმა კარგად იცის_თვალი ჩაუკრა პამიდორივით გამხდარ ქალს და ფუნჯი აათამაშა ხელში, -მოდი ჯერ აქ გავაკრათ, მერე შენი პატარა კაბინეტი მოვხატოთ. შეცდა სოფია, იმაზე მეტად მოახერხა სანდრომ დახმარება ვიდრე დაცინოდა. ჯერ ჭერზე ასულ სოფიას, შპალერის ბოლოს ასწორებინებდა, თუ ცუდად მოუხვდებოდა მაკრატელს აწვდიდა, მისი და ლილუს ბავშვობისას მომხდარ ისტორიებს უყვებოდა და აიძულებდა სოფიას ბოლო ხმაზე ეკისკისა. ეს ხმა ყველა არსებულ სიმღერასა და ჟღერადობაზე მაღლა იდგა მისთვის და ისტორიების მოგონებაზეც არ ამბობდა უარს, ოღონდ გოგო გაემხიარულებინა. -ერთხელ, ჩემმა თხა დამ რატომღაც გადაწყვიტა კარალიოკი ზედ ხეზე შემომჯდარს ეჭამა, _გვერდით მდგომ სოფიას მაკრატელი მიაწოდა ლამაზი ორნამენტი რომ გამოეყვანა ნაჭერზე, -ამ დროს უკვე თავი მაგარი ბიჭი მეგონა, ათ წლამდე სოფელში ვიზრდებოდი და იმერული კილო საკმაოდ მქონდა, ქალაქში გადმოსულმა ბევრი ვიწვალე რომ დამევიწყებინა და სოფელში ჩასული თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსულ გოგონებში ჩემი ჭკუით თავს ვიწონებდი, ვითომ ძაან ქალაქურად ვლაპარაკობდი, სოფლელ ბიჭებს ვჯობდი და გოგოებს თვალებს ვუჟუჟუნებდი, ჩემმა საყვარელმა დაიკომ კარალიოკის კურკების სროლა დაიწყო, ხან სად მომხვდა ხან სად, ვერაფრით ვიფქრებდი მის ზემოთ ყოფნას და ყველაფერი ჩემ გვერდით მჯდომ ბიჭს დაბრალდა. რამდენჯერმე ვითომ ზრდილობიანად ვუსაყვედურე, ერთხელ ლამის წამოვარტყი, აი მეხუთედ კიდევ ვეღარ მოვითმინე და წამორტყმასთან ერთად ისეთი მაგარი სოფლური გავუშვი, ჩხუბს რომ მოვრჩი და მოვიხედე არც ერთი გოგო აღარ დამხვდა, მას შემდეგ არცერთი გამკარებია და არც „ბირჟაზე“ დამჯდარან ჩვენთან_გაეცინა წარსულის გახსენებაზე. -ესეიგი, პატარაობიდანვე გეტყობოდა ვინც იქნებოდი_წარბებ აწკიპულმა ამოხედა სოფიამ -აბა იმას კიარ მეტყვის ლილუ რა ეშმაკი ყოფილაო, ერთხელ ალუჩის ხეზე აძვრა და ტანით ისეთი პატარა იყო პატრონს შაშვი ეგონა და სანადირო თოფი გამოიტანა ახლავე ჩამოვხსნიო. -ღმერთო ჩემო_ამაზე მართლაც აუტყდა სიცილი სოფიას და კმაყოფილმა გადახედა ერთ გამზადებულ კედელს. -შენ როგორი ბავშვი იყავი?_ინტერესით გახედა სანდრომ. -ჩათვალე მეორე ლილუ ვიზრდებოდი_ლაღად გაეცინა გოგოს. -გამორიცხულია_თვალებ გაფართოებულმა გადააქნია თავი, -შენ და ლილუს ნაირი? არ არსებობს. -ერთხელ მეზობლის ეზოში გადავედი, დიდი მონადირე ძაღლი ყავდათ, მე კიდე ცხენები ძალიან მიყვარდა და ეს მაღალი ძაღლი მასთან გავაიგივე, 3-4 წლის ვიქნებოდი_ღიმილით გადაინაცვლა სოფიამ წარსულში. -შემოვაჯექი ამ საწყალ ძაღლს და აჩუ აჩუს ძაღილით შევიკუნტრუშე, ჯერ ყურიც არ შიბერტყა, მერე რომ აღარ მოვეშვი და გვერდებში ჩავაზილე გემრიელად გადმოგდება დამიპირა, მე რისი სოფია ვიყავი, ყურებში ჩავავლე ხელი და უფრო მაგრად ვუბიძგე გაეჭენებინა, აი აქ კი საბრალო ყურშამ მთელი ძალით მომიქნია ტორი და ძირს გამადენინა ბრაგვანი_სიცილს ვერ წყვეტდა წარსულის მოგონებაზე/ -მერე?_როლებში შეჭრილიყო სანდრო. -ლოყა ფაქტობრივად გადმობრუნდა და ყბის ძვალთან მქონდა ჩამოკონწიალებული, მახსოვს დედაჩემის ბოლო ხმაზე კივილი და ბიძაჩემის სიტყვები, ნუ ღელავ სოფია ახლავე ჩამოგბანო. -მიტო გაქვს ეს შრამი?_ხელი წაიღო სანდრომ გოგოსკენ და ლოყაზე უკვე რამდენჯერმე შემჩნეულ შრამზე ჩამოუსვა თითები, ახლა აშკარად ხედავდა ეს პატარა სამი ხაზი ძაღლის ბრჭყალები რომ იქნებოდა. სოფიას აწითლებულ სახეზე და აჩქარებულ გულისცემაზე მიხვდა რას აკეთებდა, თავადაც გაუძნელდა სუნთქვა და ერთდროულად სოფიაზე მიახლოებაც მოუნდა და მოშორებაც, რომ მიახლოებოდა უნდა ეკოცნა, მაგრამ იცოდა ეს ამ დღისთვის სრულიად შეუფერებელი ზედმეტობა იქნებოდა და უნდა მოშორებოდა. -დღესვე უნდა მორჩე ამ ოთახს თუ მეორე კედელზე ხვალ გადახვალ?_ჩახველებით დაიხია ერთი ნაბიჯით უკან სანდრომ. -დღესვე, ხვალ აღარ მინდა ისევ არეულობა, ბარემ დავამთავრებ_მიხვდა სოფია და მანაც არაფერი შეიმჩნია ისე დასწვდა მორიგ რულონს. -სოფია ბებო_მუშაობაში გართულებს მოესმათ ოთახიდან ნაზის ხმა. -აქ ვარ ბე_მაშინვე თბილად გასცა პასუხი და მისკენ წავიდა, ხელი მოკიდა და გამოსვლაში დაეხმარა. -წყალი გამითავდა ბებიკო და წამლებისთვის აღარ მაქვს_გრაფინი დაანახა შვილიშვილს. -ნაზი ბებო როგორ ხართ?_დამალვა არც უცდია სანდროს. -სანდრო არა? შენც მახსოვხარ_ღიმილით დაუქნია თავი ბიჭს, -კარგად შვილო, რადგან გადავრჩით..._მხრები აიჩეჩა ქალმა და კარის ჩარჩოს ჩაეჭიდა, -ოთახში ვიქნები ბებო. -უკეთაა არა?_ამჯერად სამზარეულოსკენ გასულ სოფიას დაედევნა. -ისე დარბიხარ ვითომ გატრუსული მე ვიყო. -გატრუსული რა, ქათამი ვარ?_ცხვირი აიბზუა სანდრომ. -არც ბევრი გიკლია_ჩაიფხუკუნა გოგომ და ოთახში მიიმალა. -ესეიგი ქათამი, მე შენ გაჩვენებ ხვალ ვინაა ქათამი_დაიმუქრა სანდრო და საღებავების ქილებს გადაწვდა. -მე მოვრჩი_ფუნჯი დააგდო სანდრომ და გოგოს გადახედა, -ვახშამი დავიმსახურე. -შენ სულ გაგიჟდი, ღამის პირველია. -მერე რა? თორმეტის მერე კუჭი კიარ იმალება. -უიმეე, ასეთ დაღლილს კიდე საჭმელს მაკეთებინებს, აბა იმას კიარ მეტყვის რა დაღლილი თვალები გაქვს მიდი დაწექი დაიძინეო_ბოლო ყვავილი მიახატა სოფიამ კედელს და კმაყოფილმა დააგდო ფუნჯი. -ვაღიარებ კედლები რომ მომახატინე ამ იდეისთვის ნამდვილად გეკუთვნის ვახშამი_დაღლილი წამოდგა და სანდროს კედელს გახედა. -მოიცა, ეს იდეაში წიგნებია?_ სანდროს ნამუშევარს მიუშვირა ფუნჯი და სიცილი აუტყდა, -დარწმუნებული ვარ ხატვაში ათიანი გყავდა. -და შენი ყვავილები ხომ რას ამბობ, ხელოვნების ზეიმია_ცხვირი აიბზუა სანდრომ. -ჩემ ყვავილებს არ შეეხო_წარბები მოექუფრა სოფიას და მუქარით გამოუშვირა ფუნჯი ბიჭს. -ყვავილებს არა და ზედას რომ შევეხო?_წითელი საღებავით დასვრილი ფუნჯი მუცელთან მთელს სიგრძეზე მოუსვა. -ველოდი რაღაც მასეთს, ამიტომ მზად ვიყავი_თავი დაუქნია სოფიამ და მწვანე საღებავით შეღება სანდრო. კიდევ დიდხანს ესმოდა მათი სიცილი ნაზი ბებოს და ბედნიერი იღიმოდა ოთახში, ხვდებოდა, რომ როცა ამ ქვეყანას დატოვებდა მისი საყვარელი გოგო მარტო არ დარჩებოდა. -ჭამაც კარგი იყო, გართობაც, მაგრამ ახლა თუ არ დავწექი, აქვე წავიქცევი_დაღლილი თვალები მიანათა გოგოს. -მერე წადი, ვინ გაკავებს_მხრები აიჩეჩა სოფიამ და დივნის გაშლა დაიწყო მისთვის. -ამას რა მე არ მიმზადებ? -გაგიჟდი? აქამდე ბებოსთან ვიწექი მაგრამ ახლა შეწუხება არ მინდა და ჩემთვის ვიშლი. -მაშინ ბალიში და რამე თხელი ადიელა და აი აქვე ხალიჩაზე გავწვები_მაშინვე მონახა გამოსავალი. -შენ რა აქ რჩები?_გაკვირვებულმა მოატარა თითი თავის სახლს. -აბა ღამის სამზე მაგდებ?_მოჩვენებითი ცრემლები მოიწმინდა სანდრომ. -აფირისტო._მაინც გაეცინა და შემოსასვლელში მდებარე კარადისკენ წავიდა. წვალებით გადაიძრო საღებავებით დაფარული მაისური სანდრომ და რამდენჯერმე ოხვრაც მიაყოლა, თვალი მოკრა სოფიამ როგორ ქონდა მთელი ზურგი დაფარული ბინტებით და ზოგ ადგილას სისხლიც გამოჟონილიყო. -მაზი თან გაქვს?_მაინც ვერ მოითმინა და მიუახლოვდა ბიჭს. -კი მოსაცმლის ჯიბეში. -დაწექი და წაგისმევ, იქნებ ცოტა აგიშვას._რამდენიმე წამში დაბრუნდა უკან და ნელა დაიწყო ბინტის მოხსნა, რამდენიმე ადგილას მიწეპებოდა კანზე და აძრობისას კვნესა ვერ შეიკავა. პირზე ხელი აიფარა სოფიამ სანდროს ზურგის დანახვაზე, ერთი სანტიმეტრიც კი არ ქონდა ბიჭს საღი, აცრემლებული თვალებით ძლივს ხედავდა ჭრილობებს და ნელნელა უნაწილებდა მაზს კანზე. -მოვრჩი_ჩუმად ჩაიჩურჩულა და ნანახით შეძრული ჩუმად, უსიტყვოდ დაწვა დივანზე და მაშინვე დახუჭა თვალები. სულ ტყუილად, მთელი ღამე სანდროს დამწვარი ზურგი მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. მოუსვენრად დადიოდა გაბრიელი ოთახში და აკაკის სიტყვებზე ფიქრობდა, ბოლოს ლილუ რომ ჩიბარა მწარედ ახსოვს რითიც დასრულდა ყველაფერი. არ შეეძლო იგივე შეცდომა დაეშვა, არ უნდოდა კიდევ ერთი სიცოცხლე ოდნავ მაინც შეელახა. აკაკი მისი მეორე ყველაზე მთავარი მოწმე იყო და დარწმუნებული იყო ვიტალი ასე იოლად არ გაატარებდა. ამჯერად ნამდვილად ვერ აპატიებდა საკუთარ თავს უდანაშაულო გოგოს ისევ რამე რომ დამართნოდა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოეფიქრებინა რამე. უცებ გაახსენდა ვინც შეძლებდა დახმარებას და გვიანი დროის მიუხედავად მაინც აკრიბა ნომერი. -გისმენთ_სულაც არ ჟღერდა ბიჭის ხმა ახალი გამოფხიზლებულისას. -გამარჯობა კონსტანტინე, გაბრიელ ყიფიანი ვარ. -გაბრიელი? გამომძიებელი? ხომ მშვიდობაა? გისმენთ_აშკარად დაიბნა ბიჭი. -ვიცი, რომ სანდროს ერთგულ და პროფესიონალ დაცვის ბიჭებს შენ უძებნი, ვიცი წესით უჩინარები უნდა იყვნენ, წესით ასეცაა, მაგრამ მე გამომძიებელი ვარ და არ გამჭირვებია მათი შემჩნევა. -დიახ, უბრალოდ მათ გოგოების დაცვა ევალებათ, ცუდად ნუ გაიგებთ. -არა კონსტანტინე, პირიქით, დამატებითი უსაფრთხოება ზედმეტი ვერ იქნება, უბრალოდ მინდოდა მეც მეთხოვა ერთი მასეთი ბიჭის მოძებნა ნაცნობისთვის. -ვინ არის? ანუ ცნობისმოყვარეობაში ნუ ჩამითვლით ხომ უნდა ვიცოდე როგორი ვეძებო. -ლილე მახარაძე, 21 წლის სტუდენტია, ამიტომ თლად ღიპიან 40 წლის კაცს ნუ მოძებნი, მინდა ისეთ აჩრდილად იქცეს წამით რომ არ მოაშოროს თვალი. -გასაგებია, ხვალ დაგიკავშირდებით_მალევე გათიშა კონსტანტინემ და უკვე ცოტათი გულდამშვიდებული გაბრიელი ცოლის სხეულთან დაბრუნდა საწოლში. დილით გაღვიძებულ სოფიას სანდროს ნივთები დივნის გვერდით დახვდა დაკეცილი და მილაგებული, მთქნარებით გავიდა სამზარეულოში და სიამოვნებისგან გასცრა სხეულში. სოსისებით, კვერცხითა და კეჩუპით სახე დაეხატა თეფშზე სანდროს, წვენის ჭიქაც მიედო ზედ და ბარათი აეყუდებინა „დილა მშვიდობის მასწავლებელო, ვიცი დღეს 4-ის ნახევრიდან 6-მდე თავისუფალი ხარ, ამიტომ მოემზადე, გამოგივლი როგორც კი მორჩები და პატარა საქმე გვაქვს გასაკეთებელი. პ.ს. სპორტულად ჩაიცვი“ სიამოვნებისგან ჩაეღიმა გოგოს, გემრიელად შესანსლა მომზადებული საუზმე და ღიღინით გაემართა ბებიასკენ წამლები რომ მიეცა. გულ აჩქარებული ელოდა მითითებულ დროს, მიუჩვეველი იყო სხვებისგან ასეთ ქცევას, ყოველთვის თვითონ ზრუნავდა ყველაზე, არ ახსოვს ვინმესგანაც იგივე განეცადოს, ახლა კი სანდრო ყოველთვის გვერდით ედგა და საოცარი შეგრძნებებით ავსებდა. აღელვებულმა გაუშვა მოსწავლეები და გაისმა კიდევაც ტელეფონის ხმა. -ქვემოთ გელოდები. -ახლავე ჩმოვალ_ღიმილს ვერაფრით იკავებდა ისე მიიჩქაროდა გასასვლელისკენ და სახეზე შეეყინა ეს ღიმილი ბიჭის დანახვაზე. -შენ რა სულ გაგიჟდი?_აღფრთოვანებული უყურებდა ახალთახალ გაპრიალებულ მოტოს და მასზე ძლივს შემომჯდარ სანდროს. აშკარა ტკივილს უკვე ალექსანდრეს გაბრწყინებული სახეც ვეღარ მალავდა და ვეღარც ჩაფხუტი. -მოდი სწრაფად_წინ დასაჯდომზე დაატყაპუნა ბიჭმა ხელი. -წიინ? მე გავატარო? სულ შიშალე?_შეუმჩნევლად შეჰყვირა სოფიამ. -გაატარო არა, ჯერ სიკვდილი ადრეა, უბრალოდ ზურგზე ვერ მომეხუტები, ამიტომ პირველი მოხვევის პატივი მე მხვდა წილად_ღიმილიდ ისევ მითითებულ ადგილზე მიუთითა და ახლა უკვე შეპასუხების გარეშე მოკალათდა. -შენთვის საერთოდ შეიძლება ამდენი დატვირთვა? რა საჭირო იყო?_სანდროს შეწუხებულ სახეზე თავადაც ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად. -მოეჭიდა_მხოლოდ ეს თქვა ბიჭმა და მაქსიმალური სიჩქარით მოსწყდა ადგილს. უზომო ბედნიერება აგრძნობინა ადრენალინმა, უნდოდა თუ არა თავისთავად დასცდა პირს ყვირილი, ხელებიც გაშალა და ყურადღებას არ აქცევდა სანდროს ხითხითს. ქარს უფლებას აძლევდა თმები აერია და ხვდებოდა, ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში არასდროს ყოფილა. -მოვედით_ძლივს ჩაესმა სანდროს ხმა და წამში ისკუპა ასვალტზე. -სად მოვედით?_ინტერესით მოავლო თვალი ტყეს და კალათით ხელში მოახლოებულ სანდროს ახედა. -კეთილი იყოს თქვენი ფეხი პირველ პიკნიკზე_თეატრალურად დაუკრა თავი და ნაჭერი აიღო ძირს რომ დაეფინა. -ისე ნუ იქცევი ვითომ შეგეძლოს_სიცილით გამოსტაცა ნივთები სოფიამ და თავად დაიწყო ყველაფრის გაწყობა. რამდენიმე წუთში მადიანად შეექცეოდნენ სანდროს ნაყიდ ბუტერბროდებს და მთელი მონდომებით ცდილობდა ბიჭი აკანკალებული ხელების დამალვას. -მომკალი და საოცრად არ მომწონს ამ ვიტალის სიჩუმე_ანერვიულებული დადიოდა ოთახში იოანე. -არც მე, ქარიშხლის წინ რომ იცის ამინდმა ჩაწყნარება ისეთი სიტუაციაა. -ზუსტად, ფაქტია რაღაც დიდს ამზადებს და ამისთვის ძალებს იკრებს._არც გაბრიელი ჩანდა დიდად მშვიდი. -შევაჯამოთ რა გვაქვს მის წინააღმდეგ და დღესვე გავუშვებ პროკურატურაში_წამოიმართა გაბრიელი. -მოკლეედ, აი ეს მოწმეების ჩვენებები, ეს ბახალას მოცემული საბუთები, ეს ვიტალის თანაშემწის ხელმოწერილები და ესეც სანდროს ასე ვთქვათ მოპარულები. -ეს მთელი საქაღალდე რაც ჩვენ და მალხაზიმ მოვიპოვეთ იმათ ეთმობა. -ყოჩაღ ჩვენ, კარგად ვიმუშავეთ, ახლა წავალ ამათ დაჩის გადავახედებ და თან პროკურორთან დავნიშნავ შეხვედრას. -გაბრიელ, ქარიშხალს რა ვუყოთ? გოგოების და ბავშვების მეშინია. -სარდაფი?_ძმას გადახედა გაბრიელმა. -სარდაფი_მაშინვე დაუქნია თავი უნცროსმა და მობილურ მომარჯვებულ გაბრიელს თავადაც გაყვა უკან. არ ახსოვს სოფიას ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის იყო, მთელ ტყეში ისმოდა მათი სიცილის ხმა, მუცელზე წამოწოლილი ისვენებდა სანდროც და ანეგდოტების ხსენებით ირთობდნენ თავს, არაფერი ადარდებდათ ამ ქვეყნად და უკვე მოსულ ზაფხულს ცივი წვენებით ხვდებოდნენ. -ეს რატომ გააკეთე?_ერთხელაც ვეღარ მოითმინა სოფიამ და პირდაპირ კითხა. -ოცნება ოცნებად არ უნდა დარჩეს თუ მის შესრულებას მხოლოდ ოდნავი ხელის განძრევა სჭირდება_თვალი ჩაუკრა მომღიმარ გოგოს და მოშიებულმა მეორე ბუტერბროდს სტაცა ხელი. დრო ისე გაეპარათ, საათს რომ დახედეს მოსწავლეების მოსვლამდე უკვე თხუთმეტი წუთიღა იყო დარჩენილი. -ღმერთო ჩემო_შეშინებული თვალებით ახედა ბიჭს. -ჩემს შესაძლებლობებს არასწორად აფასებ_ამაყად გაეჯგიმა საყვარელ ქალს და ნელა მოთავსდა მოტოზე. უკვე იოლად მიუჯდა სოფიაც და ლამაზადა დალაგებული ნივთები კალათით ისევ უკან დაამაგრეს. -მაშ წავედით_ღიმილით დაიძრა ალექსანდრე და სოფიას საშუალება მისცა ნაცნობი სასიამოვნო შეგრძნებები კიდევ ერთხელ განეცადა. მოწყვეტით გააჩერა სადარბაზოსთან და ხელი შეაშველა სოფიას მალე რომ გადასულიყო, ისიც მაშინვე გაიქცა, თუმცა რამდენიმე წამში მობრუნდა -აი დღევანდელის შემდეგ ნამდვილად დაიმსახურე ვახშამი, მოსწავლეების შემდეგ გეპატიჟები,_ თბილად გაუღიმა ბიჭს და ბედნიერმა აირბინა კიბეები. ძლივს შეკავებული ტკივილის ამოხეთქვა ახლა მოახერხა სანდრომ და ლამის დაიღმუვლა ტყავი წვალებით რომ გაიხადა, ნაჭერს უფრო მეტი ზიანი მიეყენებინა ვიდრე ფიქრობდა და იმ დონეზე იყო ხელის გამოძრავებაც კი უჭირდა. ვერაფერი აიძულებდა საყვარელი ქალის მიპატიჟებაზე უარი ეთქვა, ამიტომ ბინის კარამდე უფლება მისცა ტკივილს მთლიანად შეეჭამა, ხოლო ბინაში შსულმა ისევ სიმწრის ღიმილი მოირგო სახეზე. შუადღის მოუთმენლობა და სიხარული ახლაც გადმოყვა სოფიას, იმაზე ფიქრობდა ვახშამი როგორ ჩაივლიდა, რაზე ისაუბრებდნენ, რას შეცვლიდა ეს ყველაფერი მათ ურთიერთობაში და მომავალში რა იქნებოდა. მომავალზე ფიქრმა სხვა კითხვებიც ამოუტივტივა და სიხარული გაუნახევრა. იმდენად განიცდიდა ამ ყველაფერს მოსწავლეები ადრე გაუშვა და სასტუმრო ოთახში, ფანჯარასთან მდგომ სანდროს მიუახლოვდა. -რაზე ფიქრობ?_თვალ გაშტერებული ბიჭის დანახვაზე ვეღარ მოითმინა რომ არ ეკითხა. -ვფიქრობ დესერტი ვახშმამდე მივიღო თუ ვახშმის შემდეგ_სერიოზული სახით მოუბრუნდა ბიჭი. -ალექსანდრე, დესერტს ვახშმამდე ვინ ჭამს?_გაეცინა გოგოს და თვალები გაუფართოვდა საეჭვოდ მოახლოებულ ბიჭზე. -მე_ნაზად ამოილაპარაკა, ხელით ლოყაზე მიეფერა და ნელა მიეკრა ნანატრ ტუჩებს, რამდენიმე წამით ტუჩები ვერ მოაშორა, პირველი კოცნა მოპარა შეყვარებულს და სახეში არ შეუხედავს ისე გატრიალდა სამზარეულოსკენ. -დესერტზე გემრიელი ვახშამი ვერ იქნება. მხოლო მერე მიხვდა ისევ ფანჯარასთან რომ იდგა სოფია, გაკვირვებისგან გაფართოებული თვალები რომ ატკივდა. თითებით დაიზილა ნატკენი ადგილი და უკვე გადაწყვტილი გაემართა სამზარეულოსკენ. სანამ სერიოზულად შეტოპავდნენ, დრო იყო კითხვებზე პასუხი მიეღო. -გიორგი მოკალი?_ყოველგვარი შესავლის გარეშე მიახალა ტაფის ძებნით გართულ ბიჭს. -გიორგი საიდანღა მოიტანე ან მისი მკვლელობა, ან რატომ უნდა მომეკლა_გაეცინა სანდროს. -მაინტერესებს, მოკალი? -შენ რა სერიოზულად მეკითხები ახლა, დღევანდელ დღეს გიორგის ამბებს?_სიხარული მალევე გაუქრა სანდროს. -რა თქმა უნდა გეკითხები და ზუსტადაც დღეს. რატომ არ უნდა მოგეკლა, რა აქამდე არავინ მოგიკლავს თუ რა_ბიჭის ანერვიულებულ სახეზე აღარ იცოდა რეებს ამბობდა. -რა თქმა უნდა, მე ხომ ცივსისხლიანი ნარკომანი მკვლელი ვარ,_სიმწრით გაეცინა ბიჭს -და რა გგონია? არანორმალურივით დავდივარ და ხალხს ვკლავ? ასეთი მოგეწონე? -ალექსანდრე, მინდა ვიცოდე რას ველოდო, მინდა ვიცოდე გიპოვი თუ არა სააბაზანოში ნემსით ხელში, მინდა ვიცოდე უნდა ველოდო თუ არა საღამოს სახლში როგორ მოხვალ სისხლში ამოთხვრილი, მინდა ვიცოდე პურის ამოტანას როცა გთხოვ სად ნაშოვნი ფულით იყიდი. მინდა პასუხები მქონდეს._ცრემლებმა გაიბრწყინა სოფიას თვალებში. -და შენ ჩემზე ასეთი წარმოდგენა გაქვს?_სულ ჩაუქრა თვალები სანდროს. -არ გინდა, ნუ მასწავლი რისი გაკეთება შეუძლია წამლისთვის ნარკომან ადამიანს, მე უბრალოდ მინდა მზად ვიყო, ვერ შევეგუები გესმის? თუ ასე აპირებ გაგრძელებას აქვე მოვრჩეთ, სხვისი ცოდვების ხარჯზე ჩემსას ვერ ავაგებ, ვიღაცის გაუბედურების ხარჯზე პურს ვერ შევჭამ და კარგად ვერ ჩავიცმევ. _უკვე ლოყაზე დაედინა ცრემლები გოგოს. -ისეთი საშინელი წარმოდგენა გაქვს ჩემზე და იმდენად ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ფიქრები გაწუხებს, რომ არც კი შეგიმჩნევია როგორ მიკანკალებს ორგანიზმი წამლის მოლოდინში, როგორ ვიჭყიპები ანალგინის ტაბლეტებით ტკივილი ძლიერი გამაყუჩებლის გარეშე რომ გადავიტანო, ვერც შეამჩნიე როგორ ვცდილობ შენი ღირსი გავხდე. შენი აზრით უფლებას მოგცემდი ასეთ ურჩხულთან გეცხოვრა? ქალს საფრთხეს შევუქმნიდი რომელშიც ჩემი შვილების დედას ვხედავ?_უკვე შეუმჩნევლად ღრიალებდა სანდრო და ჩაწითლებული თვალებით ნელა უახლოვდებოდა გოგოს, -ხო, ნარკომანი ვიყავი, ხო ხალხს ფულს ვართმევდი, კი ბატონო ერთხელ კაციც მოვკალი, ბავშვობის უახლოესი მეგობარი და ახლა აქ რომ იდგეს მეორედაც დავახლიდი ტყვიას შუბლში, რადგან ის იდიოტი არხეინად და ბედნიერი სახით მიყვებოდა როგორ გააუპატიურა ჩემი საფიცრად დარჩენილი და, ახლა კი შენ აქ დგახარ და მეკითხები იმ ცხოვრებაზე, რომელიც ჯანდაბაში გავუშვი რადგან შენ შეგხვდი_გამწარებულმა მოიქნია მუშტი და სოფიას გვერდით აღმართულ კედელს დაარტყა მთელი ძალით. როგორც კი ბიჭის გამწარებული თვალები და მოქნეული მუშტი დაინახა სახეზე ხელებ აფარებული ჩაიკეცა და შეკავებული ცრემლები ერთიანად გადმოუშვა. -არ გინდა ალექსანდრე. მხოლოდ სამი სიტყვა და სანდროს სამუდამოდ ჩამქრალი თვალები, სამი სიტყვა და სამუდამოდ გამქრალი იმედები, სამი სიტყვა და ნაწილებად დაფშვნილი მომავალი. სამი სიტყვა და სრულიად განადგურებული ალექსანდრე... -შენ რა.. გეგონა... გეგონა.... დაგარტყამდი? გეგონა მუშტი შენ...._ღმერთო ჩემო, სოფია, გეგონა შენ დაგარტყამდი?_თითქოს სრულ სისულელეს ამბობდა ისე გაოგნებული ისროდა სიტყვებს. -თუმცა რა გასაკვირია, მე ხომ ერთი არანორმალური, ცივსისხლიანი ნარკომანი და მკვლელი ვარ._იმედგაცრუებულმა შეავლო ბოლოჯერ თვალი ატირებულ ქალს და სამუდამოდ გაიხურა ბინის კარი. ერთადერთი ცრემლი ჩამოგორებისთანავე მოიცილა და სწრაფი ნაბიჯებით დაეშვა კიბეებზე. -სოფია, რა ხდება ბებო_როგორც კი სიტუაცია ჩაწყნარდა მაშინვე გამოვიდა ნაზი, ყველაფერი ესმოდა და არ უნდოდა წყვილისთვის ხელი შეეშალა, მთელი გულით გრძნობდა ბიჭის ნდობა რომ შეიძლებოდა და მისი შვილიშვილის სულელურმა საქციელმა გული მოუკლა. ტირილის ხმას გაყვა უკან და ხელების ცეცებით მიაგნო იატაკზე ჩამჯდარ გოგოს. -ეს რა ჩაიდინე ბებო_თავადაც წამოუვიდა ცრემლი აცახცახებული შვილიშვილი რომ ჩაიკრა. -მოვკალი ბებო, საკუთარი სიტყვებით მოვკალი, ვიცოდი, რომ ჩემს გამო შეუძლებეს შეძლებდა, ვიცოდი ვუყვარდი და მაინც ასე მოვექეცი, მასზე ბევრად უარესი ადამიანი გავხდი, ისე შემიყვარდა თავს არც ვუტყდებოდი და საკუთარი ხელით მოვკალი_ვერაფრით დააწყნარა აცახცახებული სხეული და ტკივილისგან კივილი რომ მოუნდა გონებამ თავად გადაწყვიტა სამყაროსგან გამოთიშულიყო. (21) უაზროდ მიაბიჯებდა ქუჩებში ალექსანდრე, უარყოფილი, ხელ ნაკრავი, გამოგდებული, სრულიად დაკარგული და ყველანაირ გზას აცდენილი მიაბიჯებდა და წარმოდგენა არ ჰქონდა მისი გზა საით მიდიოდა. სოფიას პირველივე დანახვიდანვე დაიწყო გეგმების დაწყობა, მართალია დიდი ხანი საკუთარ თავთანაც კი არ ამხელდა, მაგრამ ფაქტი იყო გოგო პირველივე დანახვისთანავე ჩუვარდა გულში და იმხელა ადგილი დაიკავა, ვერასდროს ვერავინ რომ ვერ ამოშლიდა. ახლა? ახლა რა იქნბოდა? სად უნდა წასულიყო? რა გაეკეთებინა? ყოველგვარი სტიმული, მონდომება და უკეთესი ცხოვრების იმედი იმ სამ სიტყვას გაჰყვა, მაინც როგორ იფიქრა რომ მასზე ხელს აწევდა? ნუთუ ეს რამდენიმე თვე საკმარისი არ აღმოჩნდა შესასწავლად? ალბათ არა, თუმცა რა შესწავლაზეა საუბარი არც კი გაუმხელია, ომ საქმესაც და ნარკოტიკსაც შეეშვა, უჭირდა მაგრამ ხომ შეეშვა? არა, არასწორია, ცდილობს რომ შეეშვას, ეს კი ბევრს არ ნიშნავს, იქნებ იცოდა, რომ სურვილი კლავდა და მიტო შეეშინდა? მას ხომ მისნაირი ადამიანები და მათი ფსიქიკა შესწავლილი აქვს? იქნებ და მართლაც ვერ შეეკავებინა სურვილის დროს თავი? რომ გაბრაზებულიყო და ერთ-ერთი ლომკის დროს ქალი შეპასუხებოდა, მართლაც შეეძლო რამე დაეშავებინა. ჯანდაბა, სანდრო რაზე ფიქრობდი? თან როგორი შეშინებული დავტოვე და გამოვიქეცი_თავზე ხელები შემოიწყო სანდრომ და ტროტუარზევე დატრიალდა. -მკვლელი რომ უწოდა? და არც ეგ ყოფილა ტყუილი. არ მოკლა მაღლაფერიძე? რა მნიშვნელობა აქვს ვინ და როგორ მოკლა, ნემსის და აქლემის ქურდი, ოქივე ქურდია, მან კაცი მოკლა, წამალს იკეთებდა, ხალხს აწამებდა, ფულს სძალავდა, ემუქრებოდა, აშანტაჟებდა, წამალს ახალგაზრდებზე ყიდდა და ასეთ ადამიანს სოფიას შიშზე აქვს მკაცრი რაქცია? -იდიოტი ვარ_ხარხარით დაიძახა შუა ქუჩაში და მხოლოდ მაშინ მიხვდა რომ გაწვიმებულიყო, თვალები რომ წვეთებით ამოევსო და ხედვა გაუძნელდა. ქალმა, რომელმაც ყველაფრის მიუხედავად შეიყვარა, სახლში შეუშვა, დახმარება სთხოვა, ენდობოდა და ურთიერთობაზეც დათანხმდა, ქალს, რომელიც თვალდახუჭული ენდო და ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ადამიანი ჩააბარა, მასწავლებელი, რომელიც მომავალ თაობას ცხოვრებაზე ესაუბრება, მის დადებით და უარყოფით თვისებებს აჩვენებს, დაგეგმაში ეხმარება და ცდილობს მათთვის ყველაფერი გააკეთოს, პარალელურად თანხმდება ნარკომანსა და მკვლელს ურთიერთობაზე, იღებს მისგან სიყვარულს და გეგმავს მომავალს, რომელიც არავინ იცის რას მოუტანს უბრაზდება იმიტომ, რომ სიმართლე უთხრა? რომ ძალადობის შეეშინდა? და ვინ გამორიცხავს რომ მომავალში ასე არ მოხდება? -ჯანდაბაააა_კიდევ ერთხელ დაიყვირა უკვე ჩაჩოქილმა და ორივე ხელის გული საფეთქელზე მიიჭირა, იქნებ ასე აზრები გაექრო? იქნებ ასე სხვა ფიქრები გადმოსულიყო წინ? იქნებ ახლა ისე ფიქრობდა როგორც შეყვარებული კაცი და სოფიას გამარლებას ცდილობდა? იქნებ საერთოდ ვერ აზროვნებდა ობიექტურად? არა, ასე არ გამოვა, მესამე პირი სჭირდება, ვინც მოუსმენს, ვისთან მოყოლაც არ შერცხვება, ვინც ბოლომდე იცნობს და სწორ რჩევას მისცემს. მაშინვე გაუნათდა გონება და ნაცნობი სახლისკენ გადაუხვია, 15 წუთი კიდევ იარა ფეხით, სულ გაილუმპა და ნანატრ სახლსაც მიადგა. მხოლოდ შემდეგ გაახსენდა ღამის 4 საათი რომ იყო, თუმცა ფანჯარაში შუქი ჩანდა, ან ბავშვებს არ ძინავდათ ან ლილუ ქმარს უცდიდა. სწრაფად აკრიბა ციფრები მობილურზე და რამდენიმე წუთში უკვე მასპინძლის წინ იდგა. -მოდი, გაბრიელის მშრალ ტანსაცმელს მოგიტან და ჩაის გავაკეთებ_უსიტყვოდ გაუგო სახე წაშლილ ძმას და პირსახოცი მიაწოდა. -არ მინდა იოანე და ნენე გავაღვიძო. -ვინც სახლში არ არის ვერ გააღვიძებ. არც ერთი ტყუპი მოსულა, გონიათ ვერ ვხვდები რაღაც რომ ხდება და მიცავენ მათი ჭკუით, დაავიწყდათ მე და ნენეც ამბის ნაწილი რომ ვიყავით ორი წლის წინ. -გგონია რამეს მალავენ?_წარბები შეკრა სანდრომ, ახალი ინფორმაცია არც მისთვის იყო ცნობილი. -რა თქმა უნდა, მეორე დღეა არ მოსულან, გონიათ ვიტალიზე არაფერი ვიცი, ან იმას გამომაპარებენ რამხელა საფრთხეც გვემუქრება, დაცვაც სულ ტყუილად დაგვიყენეს ვითომ უჩინარი, ერთ საათში მივხვდით ყველაფერს_ხელი აიქნია ლილუმ და ცხელი ჩაის ფინჯანი დაუდგა ძმას. -სოფია როგორაა?_ფრთხილად შეაპარა და სანდროს სახეზე მაშინვე მიხვდა, რომ მისი ფიქრები ზუსტი იყო. -არ ვიცი რა ვქნა ლილუ_სახეზე ხელები ჩამოისვა ბიჭმა და ამბის თხრობა დაიწყო. არც ერთი დეტალი არ გამოუტოვებია, მთელი გულის ნადები ამოიღო და პირდაპირ ლანგრით დაუდო დას. -რთული სიტუაციაა სანდრო_თვალები მოისრისა გოგომაც. -იცი, ძალიან რთულია ობიექტურად შეფასება, თუმცა ფაქტია, დამნაშავე ორივე ხართ და ორივესი მესმის. უნდა გეთქვა, რომ დანებებას ცდილობდი, სოფიას გვერდით დგომითა და დახმარებით უფრო იოლად გამოგივიდოდა, როცა ადამიანთან ურთიერთობას იწყებ, მითუმეტეს სოფიასნაირთან, გარკვეული უნდა გქონდეს მისგან რას ელი, თუ თავიდანვე შვილების დედად აღიქვამდი ამდენი რამ რატომ დაუმალე? იცი რომ ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანებს ჯამრთელი შვილები არ ყავთ? 80% დაბადებისთანავე კვდება. იცი, რომ ნარკოტიკზე დამოკიდებული ქმრების გვერდით ქალების 90% ძალადობაში ცხოვრობს? იცი, რომ წამლის გამო ადამიანს შეუძლია საოჯახო ნივთი კიარა სულიც გაყიდოს? მან ეს და სხვა უამრავი რამ იცის სანდრო, ის ამ წესების დაცვით გაიზარდა, თუმცა წარმოიდგინე როგორ უნდა შეყვარებოდი, რომ ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. იცი, საერთოდ ვერ ვამტყუნებ, სიყვარული ამოუცნობია, დღემდე ვერ ვხვდები გაბრიელმა ჩემი წარსული, ნარკოტიკები, კურიოერობა, მისი ჩაშვება და საერთოდ ყველანაირი ნაგაზთან დაკავშირებული წარსული როგორ მაპატია და დაივიწყა, მაგრამ ყოველი გამოხედვისას ვხვდები, რომ არც კი ცდილობს გაიხსენოს. აი, მათი სიყვარულია ნამდვილი და არა ჩვენი. კი ჩვენც გვიყვარს, მაგრამ რის ხარჯზე? შენ რომ ნარკოტიკს შეეშვა? განა ეს შენი თავისთვისაც არ უნდა გაგეკეთებინა? მე რომ ბინძურ ცხოვრებას შევეშვი გაბრიელის გარეშედაც არ უნდა მემყოფინებინა ჩემი სამსახური? მათ ყველაფერი გვაპატიეს და ჩვენ? რას ვაკეთებთ ამ დროს? პრეტენზიებს ვაცხადებთ. ასე არ ხდება სანდრო, ჩვენც უნდა შეგვეძლოს საყვარელი ადამიანისთვის რაიმე კარგის გაკეთება. მეორე მხრივ კი სოფიას რეაქცია ცოტა გადამეტებულად მეჩვენება, შეიძლებოდა დამჯდარიყავით და ამ ყველაფერზე მშვიდად გესაუბრათ, თუმცა როგორც გითხარი ვერც ვამტყუნებ. შენი გადასაწყვეტია, დაბრუნდები უკან და აიძულებ ბოლომდე გენდოს, თუ ხელს ჩაიქნევ, მიატოვებ და ისე იცხოვრებ როგორც შენ მოგესურვება_ხელი ბეჭზე მოუთათუნა ლილუმ ძმას და დივანზე გაშეშებული დატოვა. უამრავი ადამიანი ირეოდა უნივერსიტეტთან, სტუდენტები, ლექტორები, უბრალო გამვლელები, სტუდენტთა მეგობრები. ყველა ფენის, რასისა და სქესის წარმომადგენელს შეხვდებოდით აქ. ჯგუფებად დაეკავებინათ წერეთლის ეზო და გართობაც ჯგუფებად მიმდინარეობდა. გიტარის ხმა გაიგონა ერთ-ერთი კუთხიდან კონსტანტინემ და სწორედ იქეთ წავიდა, თითქოს ტომი ადევნებოდეს ყველის ნაჭერს ისე მიზდევდა ისიც მოსმენილ ბგერებს და დავიწყებოდა რისთვის იყო აქ მოსული. სტადიონზე იჯდა ახალგაზრდა გოგო, გიტარა ფეხებზე მოეკალათებინა, გრძელი თმა გვერდით გადაეყარა და სულ ვერ აღიქვამდა ირგვლივ მოკრებილ ხალხს ისე გულიანად მღეროდა ელვის სპრესლის უკვდავ „can’t help falling in love”-ს. მონუსხული უსმენდა გაგონილ ბგერებს და გოგონას თვალს ვერ აშორებდა, ორმაგად გაუფართოვდა თვალები სიმღერის დასრულებისას გოგომ პუბლიკას რომ გაუცინა და მასში მისი მომავალი ობიექტი ამოიცნო. რამდენიმე წამიც და ლამის ყბა დაუვარდა კონსტანტინეს, სიმღრის შემდეგ სრულიად განსხვავებული გოგო წამოხტა ფეხზე, ხითხითით გაუკეთა შეკრებილებს რევერანსი, გიტარის რამდენჯერმ აყირავებით დაემშვიდობა და რამდენიმე დარჩენილთან დაჯდა ბიჭივით წვივ გადადებული მუხლზე. ირგვლივ მიმოიხედა კონსტანტინემ საქმე ორიულთან, ან რაიმე არამიწიერთან ხომ არ ჰქონდა, თუმცა არა, ეტყობა მსმენელი შეჩვეული იყო მის ასეთ ქცევებს, სრულიად მშვიდად ისევ ჯგუფებად დაყოფილები აგრძელებდნენ გართობას. ბოლოჯერ შეავლო გოგოს თვალი, რომელიც გიტარას ნაზად ეფერებოდა და აყვანილი ბიჭისკენ დაიძრა. -ვასო, უნივერსიტეტში მე შეგენაცვლები ხოლმე. -თქვეენ?_გაკვირვებულმა გადახედა დაცვის ბიჭმა დამქირავებელს. -ხო, რა მოხდა? აქ ყოფნა მე მირჩევნია, შენ დღის მეორე ნახევარი ჩაიბარე_მხრები აიჩეჩა და გაკვირვებული ბიჭი სახლში გაუშვა. ახლა უკვე ინტერესით გადახედა ორ პიროვნებიან ლილეს და შორიდან დაემუქრა, რომ ბოლომდე გაიცნობდა მის პიროვნებას. დიდხანს იჯდა გაშეშებული დივანზე და წარმოდგენა არ ქონდა რა უნდა გაეკეთებინა, დანებებოდა? თუ უნდა ებრძოლა იმ მომავლისთვის, რომელიც თავად წარმოედგინა? იქნებოდა კი ეს გადაწყვეტილება მისი საოცნებო მომავალის გარანტი? არაფერზე გააჩნდა პასუხები და ასე მაშინაც კი არ უჭირდა მშობლები ცივ მიწას რომ მიაბარა. რა ქვეტექსტი ქონდა მის ამ ქცევას? თავდაცვა ცუდი მომავლისგან თუ პირიქით, საკუთარი ხელით ანგრევდა მას? შეძლებდნენ? შეძლებდნენ. მტკიცე გადაწყვეტილებით მიუახლოვდა კარადას და ამოღამებული თვალებით დაიწყო ტანსაცმლის შერჩევა. იცოდა სადაც უნდა მისულიყო და პირდაპირ ნაცნობი მისამართისკენ აიღო გეზი. უკვე აღარ უჭირდა, იცოდა რაზეც მიდიოდა და მის გადაწყვეტილებაშიც ბოლომდე იყო დარწმუნებული. ძლიერად დააკაკუნა შესასვლელ კარზე და მაშინვე შევიდა როგორც კი გაუღეს. -აქ არის?_მოკითხვის გარეშე დასვა მთავარი კითხვა და ქალის თავის დაქნევაზე შიგნით შევიდა. მისაღებშივე იჯდა სანდრო დივანზე და ჩაის მორიგი ჭიქით ხელში თვალი კედლისთვის გაეშტერებინა. თითქოს ნაბიჯების ხმაზე იცნოო, მაშინვე მოუბრუნდა სოფიას და განადგურებული გოგოს დანახვაზე მაშინვე ფეხზე წამოდგა. -შეიძლება ვისაუბროთ?_მორიდებით გადახედა ლილუს, რომელიც უკვე მიდიოდა სამზარეულოსკენ. -მე აქ არ ვარ, _მაშინვე გაუღიმა წყვილს და მიიმალა. -ხომ კარგად ხარ?_ნერწყვი გადაყლაპა სანდრომ და თვალებ ამოღამებულ სოფიას ძლივს გაუსწორა მზერა. -მაპატიე ალექსანდრე, ცუდად მოვიქეცი, მე.... -არა რა სოფია, აღარ გააგრძელო. საპატიებელი არაფერი გაქვს, მოდი დავსხდეთ_მის წინ მდგომ დივანზე მიუთითა და თავადაც ჩამოჯდა. -ბოდიში არ უნდა მომიხადო, შენ ყოველთვის ასეთი იყავი, გულახდილი ადამიანი, რომელიც არასდროს ზურგს უკან არ გაკიცხავს არავის, თავიდანვე უნდა მეთქვა რას და როგორ ვფიქრობდი და ვაპირებდი. შევცდი. ჩავთვალე, რომ ყველაფერი ის ცუდი რაც ცხოვრებაში ჩამიდენია, ასე ხახვივით შემრჩებოდა, წიგნის ის მაგარი ცუდი ბიჭი ვიქნებოდი ბედნიერება რომ ეწვევა, ჰოპ უცებ ხელს სტაცებს და ღირსი ვარო იძახის. ასე ვერ იქნება, წარმოდგენა არ გაქვს რას ვაკეთებდი, როგორ ვცხოვრობდი, ვის ვაწამებდი და ვის ვართმევდი, ამითი ბედნიერი ვცხოვრობდი, სრულ განცხრომაში და არც ვუშვებდი, რომ ერთ დღეს ყველაფერი უკან მომიბრუნდებოდა. შენ ამის ღირსი არ ხარ. მადლობას უნდა გიხდიდე, რომ ცხოვრებისკენ მომაბრუნე, დამანახე სინამდვილეში რაა მნიშვნელოვანი და სანამ არ მივხვდები, რომ შენთვის უსაფრთხო ვარ და გიმსახურებ არ მოვალ. -მაგრამ ალექსანდრე..... -მე შენ მიყვარხარ სოფია, მთელი გულით მიყვარხარ, სწორედ ამიტომ არ შემიძლია შენთან ვიეგოისტო. ჩემზე წინ დაგაყენებ ყოველთვის და უფლებას ვერ მოგცემ ცხოვრება დაინგრიო. -ეს რას ნიშნავს ალექსანდრე? ჩემს მიტოვებას აპირებ? მე აღარ მეკითხები?_ცრემლები გადაყლაპა სოფიამ. -ვერ გეკითხები, ახლა დაბნეული ხარ, მაგრამ მოვა დრო და მიხვდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე._ძლივს გაუღიმა აცრემლებულ ქალს. -უფროსოო, აი გასაღები მოგიტანე, მანქანა მზადაა_შემოსასვლელიდან გაისმა კონსტანტინეს ხმა და ოთახში შემოსულმა უცებ დაატორმუზა. -ბოდიშით გავდივარ_ხელებ აწეული წავიდა ისიც სამზარეულოსკენ და წყვილი დატოვა. -მიდიხარ?_ხმა ჩაუწყდა სოფიას. -მივდივარ_ნელა დაუქნია ბიჭმაც თავი, მიუახლოვდა და სათუთი სახე საკუთარ ხელებში მოიქცია, -უნდა წავიდე, სხვაგვარად ვრ შევძლებთ, დამიჯერე ასე ჯობია. აუცილებლად დავბრუნდები, როგორც კი მოვინანიებ, სულის სიმშვიდეს ვიგრძნობ და მივხვდები, რომ შენთვის იმ მომავლის მოცემა შემიძლია რაც ოცნებაში მაქვს დავბრუნდები. -მონასტერში მიდიხარ_მკრთალად გაეღიმა ქალს და ამოისუნთქა, თვალები დახუჭა და შუბლი სანდროს შუბლს მიადო, -მეც მიყვარხარ ალექსანდრე, ეს არ დაივიწყო კარგი?_ხელით წვერიან ლოყაზე მოეფერა და კაცის ამოხვნეშაზე მწარედ გაეღიმა. ტყუპების გარდა ყველამ გააცილა სანდრო, ტყუპებს ბევრი კოცნა, ლილუ გულში ჩაიკრა, კონსტანტინეს მთელი თავისი ბანკის ანგარიში გადააბარა სხვადასხვა დავალებასთან ერთად და სოფიაზე მიშტერებულმა დატოვა სახლი. მხოლოდ კარის მიხურვამდე ითმინა გოგომაც და როგორც კი სანდროს სახე თვალთახედვის არედან გაქრა ცრემლები ვღარ შეაკავა. იცოდა, იცოდა, რომ დაბრუნდებოდა, მაგრამ მონატრება უკვე კისერში უჭერდა ხელებს და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ყველა მოწყენილები იჯდნენ, ბავშვებიც ზუსტად ახლა გაყურსულიყვნენ და უფროსებს აჩერდებოდნენ. ალბათ კიდევდიდხანს ისხდებოდნენ ასე ტყუპებს რომ არ შემოეღოთ კარი. -ოჯახო მოვედით_მაშინვე დაიყვირა იოანემ. -ახალი არის რამე?_გამოცოცხლება დაეტყო ლილუს და მონატრებულ ქმარს მოეხვია. -კარგი არაფერი_დივანზე ცოლებიანად ჩამოსხდნენ და სოფიას და კონსტანტინეს გადახედეს. -ვიტალის დაჭერის ბრძანება გვაქვს, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. -მიიმალა?_სიმწრით გამოსცრა კონსტანტინემ და თავი გადააქნია. -თავისი ხალხი ყველგან ეყოლებოდა, მაინც დავიჭერთ_მხრები აიჩეჩა გაბრიელმა და ტყუპები მიიხუტა. -მათნაირი სურნელი არავის აქვს_ორივეთი შეივსო ფილტვები და წამომდგარ სოფიას გახედა. -მე ამ საქმესთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს, თქვენის ნებართვით დაგტოვებთ_ტყუპების წინააღმდეგობის მიუხედავად მალევე დატოვა სახლი და აცრემლებული წავიდა ბებოსთან სითბოს საპოვნელად. -შენ_გაბრიელმა კონსტანტინეს მიუშვირა თითი, -ლილეს გაბარებ, ხომ იცი შენი იმედი მაქვს_მის დაქნეულ თავზე ახლა ოჯახს მიუბრუნდა -ჩვენ კი განსაკუთრებულ თავდაცვაზე გადავდივართ, დროა სარდაფი განახოთ_ცოლს მოეფერა და მალევე წამოდგა ფეხზე. (22) აუჩქარებლად ჩაჯდა სანდრო მანქანაში, პატარა ბარგი უკანა სკამზე გადადო და გზას გაუდგა. გადაწყვიტა ისეთ მონასტრებში წასულიყო, სადაც მუშა ხელი ყოველთვის საჭირო იყო და ბერებს დაეხმარებოდა. ამის გათვალისწინებით პირველად ყაზბეგისკენ წავიდა, ლომისაზე გადაწყვიტა პირველად წასულიყო. იცოდა როგორი მიუწვდომელი ტაძრები იყო და დარწმუნებული იყო დახმარებას შეძლებდა. წამით თვალწინ სოფიას სახემ გამოანათა, მაგრამ ღიმილით გააქრო და ისევ გზას გახედა. ყველაფერი კარგად იქნებოდა! ძლივს მივიდა სოფია სახლამდე, იცოდა, რომ სანდრომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, იცოდა მათთვის და მათი ურთიერთობისთვის ასე აჯობებდა, მაგრამ მაინც გრძნობდა მონატრებას. იმაშიც დარწმუნებული იყო სანდროს ბოლომდე რომ დაელოდებოდა და მანამდე არ შეაწუხებდა სანამ არ იგრძნობდნენ, რომ დრო მოვიდა. ეს მათი სიყვარულის პირველი და უმნიშვნელოვანესი გამოცდა იქნებოდა. თუ გაუძლებდნენ, ჯილდოდ ერთმანეთს მიიღებდნენ, და თუ ვერა .... არა, ამაზე ფიქრი სრულიად ზედმეტი იყო. კარის ხმაზე ხელები ჩამოისვა სახეზე და ღრმად ამოისუნთქა, დრო მოვიდა დაბრუნებულიყო, დრო მოვიდა ისევ ძველი მასწავლებელი სოფია, თუნდაც დროებით დაებრუნებინა.ასე თავსაც უშველიდა, სულ ოდნავ მაინც გაიქარვება სანდროს არ ყოფნით გამოწვეულ მონატრებას და მოსწავლეებით შეივსებდა გულის ცარიელ ნაწილებს. ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნებოდა! ტყუპები გაჭირვებით მიაძინა ლილუმ საწოლზე, ბავშვებს ძილი აშკარად არ მოწონდათ და სულ საწვალებელი იყო მათი დაძინება. ლილუ ყოველთვის სიცილით იძახდა, მირჩევნია ასი კაცი ვავარჯიშო ვიდრე ესენი დავაძინოო. -გოგონებო გელოდებით_იოანემ დაიძახა მისაღებიდან და კინაღამ გაუღვიძა ძლივს ჩაძინებულები. -გადაირიე? ძლივს დავაძინე ტერორისტები. -ოოო, ბოდიში ბატონო, მაგათთან მოლაპარაკების თავი არავის გვაქ_ხელები აწია ბიძიამ სიცილით. -აბა რა ხდება?_ბარბარეთი ხელში გამოვიდა ნენე. -იძახდი იოანე? -კი ჩემო ტკბილუნიებოო_მაშინვე ჩამოართვა ცოლს ქალიშვილი და თავად მიიხუტა. -აბა, პომპეზური გახსნისკენ წიინ. -ხო აბაა, წითელი ხალიჩა, ლენტი, ოქროს მაკრატელი და შამპანურები გაკლია მხოლოდ_თავი გადააქნია გაბრიელმა და სააბზანოსკენ წავიდა. -მაქ რაღა გვინდა_გაკვირვებული მიყვნენ გოგონები და სულ გადმოყარეს თვალები უნიტაზთან რომ ჩაიმუხლა ბიჭი. -მე მაგაში არ ჩავძვრები_ხელები გაასავსავა ნენემ. -ჩვენ რა ჰოგვორტში მივდივართ თუ მაგიის სამინისტროში?_წარბი ასწია ლილუმ, თუმცა გაოცება მხოლოდ მერე გენახათ უნიტაზის უკან დამალული სახელური რომ გადაწია გაბრიელმა და სააბაზანოს პირდაპირ შუაში არსებული კარი ამოსწია. -კეთილი იყოს თქვენი ფეხი ბუნკერში_საზეიმოდ გამოაცხადა იოანემ და ცალი ხელიც გაშალა. ყველა ქვემოდ ჩავიდა ნელა და გაოცებული ათვალიერებდნენ კედლებს. -აი თურმე რატომ გაგვიშვით მთელი თვით დასასვენებლად შარშან და თქვენ მონაცვლეობით გვაკითხავდით, ამას აკეთებდით არა?_გაოცებული შედგა ოთახის შუაგულში ლილუ. -ნაგაზის შემდეგ რაღაც უნდა მოგვეფიქრებინა, მაშინ ჩვენ, ..... ჰმ ... კინაღამ ყველაფერი დავკარგეთ_ჩაახველა იოანმ და ბარბარეს ხელი ზურგზე დაუსვა. -ამიტომ მე და გაბრიელმა რაღაც მსგავსის გაკეთება ვცადეთ და მგონი გამოვიდა. -სამზარეულოც არი?_ტაში შემოკრა ნენემ. -ახლა ძალიანაც ნუ მოინდომებთ, სააბაზანოც მხოლოდ უნიტაზის ჩაკვეხება მოვახერხეთ_ხელები ასწია იოანემ. დაკვირვებით მოათვალიერეს განათებული ოთახი, ერთი კუთხე მთლიანად ბავშვების კუთხეს დაეფარა, მეორე მხარეს კი დივანი იდო გასაშლელი და მასზე სხვადასხვა ზომისა და ფორმის პლედები. რამდენიმე სკამიც, მაგიდა, წყლის ბოთლები და ყველაფერი ელემენტარული ის, რაც ადამიანს შეიძლება რაღაც დროის მანძილზე დაჭირდეს. ერთი მხარე დაკედელი კი მთლიანად იარაღებს დაეფარათ. დიდად გარემონტებულს და ევრორემონტს ვერ უწოდებდით, თუმცა კომფორტულად შეძლებდა ადამიანი აქ რამდენიმე საათის ან თუნდაც დღის გატარებას. -რაღაც გაშინებთ არა?_სიჩუმე დაარღვია ზემოთ ასულმა ლილუმ. -უბრალოდ თავს ვიზღვევთ_ხელი მოხვია გაბრიელმა, -მე და იოანეს ისეთი სამსახური გვაქვს, თუ ნაგაზი ან ვიტალი არა, ვიღაც არანორმალური ყოველთვის გამოჩნდება, თქვენ და ბავშვები კი მუდამ უსაფრთხოდ უნდა იყოთ_თვალებში უყურებდა ცოლს და ერთი სული ქონდა დაემარტოხელებინა. -გასაგებია, საწინააღმდეგოც არაფერი გვაქვს, პირიქით, ჩვენც ასე უფრო მშვიდად ვიქნებით_გახარებული მიეხუტა ქმარ-შვილს ნენე და ორივეს მაგრად აკოცა. -ახლა ჩვენ სამსახურში წავალთ, გასვლისას დაცვის კოდს შევიყვან, თუ ვინმე ან შემოსვლას, ან კოდის გატეხვას, კარის შემოღებას, ნებისმიერ რამეს დააპირებს, მაშინვე სიგნალიზაცია ჩაირთვება, პირდაპირ მიდიხართ და სარდაფში იმალებით, ჩვენ კი მოვალთ და ყველაფერს გავარკვევთ, გმირობის დაწყება არცერთმა სცადოთ_ბოლო სიტყვები განსაკუთრებულად ცოლის გასაგონად წარმოთქვა გაბრიელმა და მოსაცმელი აიღო. -ქვემოდ ყველაფერი ხმა გაუმტარია, ამიტომ კარი როცა დაიხურება არც ბავშვების ატირების შეგეშინდეთ, მთავარია კარი დაიხუროს, გასაგებია? -გავიგეთ გაბრიელი, წადი მალე, რომ მალევე დაბრუნდეთ_კოცნით გააცილა ორივემ ქმრები და ჩაფიქრებულებმა გადახედეს ერთმანეთს. რამდენიმე წამში სიგნალიზაციამაც დაიწკაპუნა და მშვიდად მიუბრუნდა ორივე თავის საქმეს. მშვიდად მიყვებოდა კონსტანტინე უკან მოცინარ მამა-შვილს და გარემოს ათვალიერებდა. ნაყინზე დაპატიჟა აკაკიმ შვილი და ახლა ბავშვობას იხსენებდნენ ბედნიერი სახეებით. აკაკიმ სულ მარტო გაზარდა ქალიშვილი და მისი ყოველი ნაბიჯი ზეპირად იცოდა. არც ლილე ჩამორჩებოდა და მამას იმედის გაცრუების საშუალებას არ აძლევდა. ვერც კი შეამჩნია კონსტანტინემ ისე წამში მიუახლოვდა წყვილს შავი, დაბურულ მინებიანი მანქანა. წამში გადმოხტა იქედან სამი სრული ტანის მამაკაცი და მამა-შვილს დაესხა თავს. მაშინვე მოსწყდა ადგილს კონსტანტინე და მათკენ გაიქცა. მაინც დააგვიანდა, სანამ მივიდოდა აკაკი უკვე მანქანაში ყავდათ გაკოჭილი, მესამე კი ლილეს დაკავებას ცდილობდა, ლამის ყბა ჩამოუვარდა გოგომ წინააღმდეგობა რომ გაუწია, თანაც საკმაოდ კარგად. ჯერ დაბალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაარტყა ფეხში, ყურადღება რომ მოადუნებია კაცს იდაყვი მუცელში მთელი ძალით ჩაარტყა, შემდეგ უცებ მოტრიალებულმა მუშტი პირდაპირ ცხვირში ჩაარტყა და არც მუხლი დავიწყებია კაცებისთვის სათუთ ადგილას. სანამ თავდამსხმელი ტკივილისგან ძირს გორავდა, ლილე მანქანისკენ მიიწევდა. -მამიკოოო, _ აცრემლებული უყურებდა უკვე წასულ მანქანას და ამაოდ ცდილობდა დაწეოდა. -გაბრიელ, დახმარება დამჭირდება, ქალაქში ვარ, ბჟოლებში, მეორე სკოლას რომ გამოცდები._ტელეფონზე საუბარს მორჩა კონსტანტინე და გოგოს გადახედა. -ტყუილად მიზდევ, შენ მაინც ვეღარაფერს იზამ_ძლივს ამოთქვა სიტყვები, რადგან თავდამსხმელი მასზე სამჯერ დიდი იყო და წამოყენებას ცდილობდა. -შენ ვიღა ხარ_ისევ მუშტი მოიღერა გოგომ. -გაგიკვირდება დაშენი მცველი_თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ირგვლივ მიმოიხედა. -ჯობია გამომძიებლების მოსვლამდე სადმე ჩვენთვის მივიყუჟოთ. არამგონია დაბრუნდნენ თუმცა მაინც. -და ასე ჰაერზე უნდა გენდო?_ფეხს არ იცვლიდა ლილე -ისეთი კრივი გამართე აქ თუ რამე მეც წამში დამაგდებ_ლაღად გაუცინა ბიჭმა და მიტოვებული სახლის ეზოში შეათრია ზორბა კაცი, ლილეც უკან მიჰყვა, თუმცა მაინც ფრთხილად აკვირდებოდა ბიჭის მოძრაობებს. -ასე ჩხუბი ვინ გასწავლა?_ინტერესი კლავდა კონსტანტინეს. -ქალთა კლუბში დავდივარ, ლილია ჭანკვეტაძესთან._ბუზღუნით გასცა პასუხი და მთელი ძალით დაეხეთქა ეზოში არსებულ სკამზე. -მოიცა, იმ ლილიასთან? ქალთა კლუბი აქვს?_თვალები გადმოსცვივდა კონსტანტინეს -ის ლილია არ ვიცი ვინ არი_ცხვირი აუბზუა ბიჭს. -მთავარი გამომძიებელი დაჩი თაბაგარის ცოლი ლილია. -ხო, ლილიას და მის დას აქვთ გახსნილი, ქალი არც ისეთი დაუცველი არსებაა როგორ გონიათო, ორი წელია მათთან ვარ, იმდენჯერ იყვნენ გატაცებულები გამოცდილებასაც გვიზიარებენ და თავდაცვას გვასწავლიან, ასევე კარატეს_მხრები აიჩეჩა გოგომ. -საღოლ თქვენ, შედეგი სახეზეა_ხელები სიცილით გაშალა ბიჭმა და სირენების ხმაზე გარეთ გაიხედა -გაბრიელ აქ ვართ_ხელი დაუქნია ტყუპებს და დაჭერილი თავდამსხმელი გადააბარა. -თქვენ ჩვენთან წამოდით_ლილეს ხელით უჩვენეს გზა მანქანამდე. -კიდევ შევხვდებით_ღიმილით დაემშვიდობა კონსტანტინე და მალევე მიიმალა ადგილიდან. -მამა რამე უკანონოშია გახვეული?_აცრემლიანებული თვალებით იჯდა ლილე გამომძიებლების კაბინეტში და არ უნდოდა გაეფიქრებინა, რომ მამამ რამე დააშავა. -არა ლილე, პირიქით, მამაშენი უკანონობას აღუდგა წინ და როგორც ჩანს ახლა ჩამოშორება განიზრახეს_მოწყენილი ხმით ჩაილაპარაკა გაბრიელმა. -კიდევ 5 მოწმე გაქრა _ხმამაღალი საუბრით შემოვარდა იოანე ოთახში და ლილეს დანახვაზე მაშინვე დახურა პირი. -მოწმეებს იშორებს_მუშტი დაჰკრა გაბრიელმა მაგიდას და მაშინვე წამოდგა. -შენ აქ დარჩი, ჩვენც როცა შევძლებთ დავბრუნდებით, თუ არადა კონსტანტინე მოგხედავს. -მისი მოსახედი არაფერი მჭირს, თავს მშვენივრად მივხედავ_ისევ ცხვირის აბზუებით შეხვდა ბიჭის სახელს და კომფორტულად მოკალათდა დივანზე. -მალხაზისთან სწრაფად_კაბინეტიდან გაქრნენ ტყუპები. -აბა, გაგვანათლე, რას ფლობს ვიტალი? პირდაპირი და ირიბი ქონება ყველაფერი მინდა_კომპიუტერთან მოწყობილ კაცს მიუჯდა გვერდით. ორი დღე ისე გავიდა სრული სიწყნარე სუფევდა, რაც ორმაგად არ მოსწონდათ ტყუპებს, არც სანდროსგან ჩანდა რაიმე ახალი, მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ბოლოს ლომისაზე იყო და გააგებინა რამდენიმე კვირით დავრჩები აქო. სოფიაზე არ ღელავდნენ, ორი კაცი მაინც დაყვებოდა უკან ყოველი შემთხვევისთვის, თუმცა ვიტალის ისინი არაფერში ჭირდებოდა, ეგონა სანდროს აფეთქებით გამოიწვევდა, მაგრამ ესეც არ გამოუვიდა. ახლა ეტყობოდა გამომძიებლებზე იყო გაბრაზებული და ისინი ყავდა მიზანში. -რას აპირებთ, ყველა მოწმე აიყვანა, სავარაუდოდ უკვე მკვდრები არიან და თქვენ არაფერი არ გაქვთ_გამომცდელად გადახედა დაჩიმ ტყუპებს. -მე მაქვს დიდი გეგმები და ისიც ვიცი დიდ ამბავს გამოვიწვევ, მაგრამ ახლა სხვა გზა არაა, ასე ნელნელა ყველას მოიშორებს, მინდა გამოჩენა ვაიძულო._ჩუმად დაიწყო გაბრიელმა -მაინც რითი?_წარბები აწია დაჩიმ -ჯანდაბაა, შენ მის გაბრაზებას აპირებ_სახეზე ხელები ჩამოისვა იოანემ და ფეხზე წამოდგა. -მგონია, რომ იმუშავებს, თუმცა კარგი არაფერი მოჰყვება. -მოეშვით ტყუპურ საუბრებს და მეც მითხარით რა მოიფიქრეთ. -გავაბრაზებ არა, განვარისხებ, ყველაფერს დავუყადაღებ რაც გააჩნია, იმ კერძო თვითმფრინავსაც ვითომ საიდუმლოდ რომ ყავს თბილისში, იმ საიდუმლო ანგარიშს გერმანულ ბანკში რომ აქვს, სხვის სახელზე გახსნილ ანგარიშებსაც და საბოლოო დარტყმა, იმ 6 მილიონიან ანგარიშს გავუყინავ ყოფილი ცოლის სახელზე რომ აქვს შვეიცარიაში. -წყნარად ყურებას როგორ გვკლავს სათითაოდ მასე ჯობია_რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ თავი დაუქნია დაჩიმ. -უფროსო, სასწრაფოა_თავი შემოყო მალხაზიმ, -სხვადასხვა ყაროდან მივიღე, რომ ვიტალის დიდი მზადება აქვს, თუ ვინმე სადმეა შეგზავნილი ყველა მოსალოდნენ შიდა ომზე ლაპარაკობს, ვიტალის დიდი გადატრიალების გეგმები აქვსო, თუ რომელიმე ქალაქში ვინმეს დაქირავება შეიძლებოდა ყველა ჩამოიყვანაო_სწრაფად საუბრობდა მალხაზი. -ჯანდაბა, რაღაც დიდს აპირებს,_ ფეხზე წამოდგა დაჩი და დარბაზში გავიდა. -ყურადღებით მომისმინეთ, ვიტალი გიორგაძე, რომელიც ამჟამად ძებნაშია, თავდასხმას აპირებს სავარაუდოდ ჩვენს ნებისმიერ ობიექტზე, ყველა შეიარაღდით, მე სხვა განყოფილებებს გავაფრთხილებ და ბრძოლისთვის მოემზადეთ. -გოგოებს დაურეკე, სასწრაფოდ _იოანეს დაუბარა გაბრიელმა და თავად იარაღის საცავში შევარდა, კბილებამდე შეიარაღდა და ერთი იმდენი ძმისთვის წაიღო. რამდენიმე წამში გაბრიელის ტელეფონი განათდა: -ვაჩე? -გაბრიელ, მოემზადეთ, იწყება!_მხოლოდ სამი სიტყვა უთხრა და მაშინვე გათიშა. იმ ღამით სამ ობიექტს დაესხნენ თავს, ქუთაისის მეორე განყოფილებას, გამომძიებელ ყიფიანების საცხოვრებელ სახლს და მთავარ პოლიციის ოფისს... (23) როგორც კი ტყუპებთან კავშირი გაწყდა, მაშინვე მომზადება დაიწყეს, ლილუმ წინასწარ გამზადებულ რუგზაკს სტაცა ხელი, ტყუპები რიგრიგონით აიყვანა და მიიხუტა და ნენეს ძახილით გავიდა სააბაზანოსთან. -ვსო, მოვედი, მზად ვარ, აუცილებელ ნივთებს ვაგროვებდი._სიტყვის დასრულება ვერ მოახერხა ნენემ სახლში გამაყრუებელი ხმით რომ ჩაირთო სიგნალიზაცია. -მოვიდნენ_მაშინვე შევარდა ოთახში ლილუ და კარის ზუსტად ისე გააღო როგორც გაბრიელმა ასწავლა, ჯერ ნენე და ბარბარე ჩაუშვა, შემდეგ ტყუპები მიაწოდა რძალს და როგორც იქნა მის ზემოთაც დახურა კარი. -მოვასწარით_ ოთახში შევარდნენ ქალები და ბავშვების დაბინავება დაიწყეს. -სახატავი რვეული და ფანქრები_სიხარულით შესძახა ნენემ და ქალიშვილი სახატავებთან დააჯინა, ტყუპები კი ერთმანეთში გადაინაწილეს და ხელში დაიჭირეს. -აქ ტელევიზორია, მაგრამ არანაირი ანტენა_ინტერესიანი მზერა შეავლო ნენემ დამონტაჟებულ მოწყობილობას. -იქნებ სადმე გადამრთველიც ვიპოვოთ_მაშინვე დატრიალდა ლილუც და მალევე მიაგნეს თაროზე დადებულს. -კამერებია, ჯანდაბა ესენი არანორმალურები არიან_გაოცებული უკურებდნენ ეზოსა და სახლში დაყენებულ კამერებს და შეეძლოთ მშვიდად ეყურებინათ რა ხდებოდა მათ ზემოთ. თავდამსხმელები უკვე სახლში დადიოდნენ და უშედეგოდ ეძებდნენ უკვალოდ გამქრალ გოგონებს, ყველა ოთახი გადააქოთეს, კარადებსა და ლოგინის ქვეშაც კი იხედებოდნენ, თუმცა ამაოდ. -ნახე, რეკავს_ცალი ხელით მიუთითა ლილუმ ერთ-ერთზე და ხმას აუწიეს დიალოგი რომ გაეგონათ. -უფროსო აქ არ არიან_მობუზული ელოდა ნიღბიანი უფროსის პასუხს. -................. -ვიცი, რომ ამათი იმედი გქონდათ, მაგრამ აქ არ არიან, ყველა კუნჭული დავათვალიერეთ, ალბათ გაგვასწრეს. -................ -კარგით იმ მასწავლებელთანაც მოვძებნით_ისე დაუქნია კაცმა თავი თითქოს ვიტალი შორიდანაც დაინახავდა და ტელეფონი გათიშა. -გავდივართ_ხელის დაქნევით დაუძახა ყველას და ეზოდან გავიდნენ. -ღმერთო სოფია_ერთმანეთს გადახედეს გოგონებმა და ტელეფონი ამოიღეს. -იმედია სიგნალით ვერ გვიპოვიან_ბავშვი შეისწორა ნენემ ხელებში და დარწევა დაიწყო. -სოფია, ლილუ ვარ, ახლავე დატოვე ბინა, კი კი ბებოსთან ერთად, სასწრაფოა._ერთიანად მიაყარა და მაშინვე გათიშა. -ბიჭები არ მოსულან, თანაც ამათმაც გოგონების იმედი გვქონდაო, შენც იმავეს ფიქრობ რასაც მე?_აცრემლებულმა გადახედა ნენემ გვერდით მჯდომს -ღმერთო გადაგვარჩინე_პირჯვარი გადაისახა ლილუმ და უფრო მაგრად მიიკრა თამარი გულზე. -უკვე ჩანან, ყველანი ადგილებზე_მაღალი ხმით დასჭექა დაჩიმ და ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად ფანჯარასთან ჩაცუცქდა. -უფრო ადრე ვერ გაგვაფრთხილა მაგ *ემისამ?_წამში გადატენა იოანემ იარაღი და ძმას ამოუდგა. -გეგმა გაქვთ თუ მე მოვიფიქრო?_მეორე მხრიდან გამოსძახა დაჩიმ ტყუპებს. -მხოლოდ ხუთი წუთი უნდა გავძლოთ ბოს_ბოლო შეტყობინება გააგზავნა გაბრიელმა და იარაღის წვერი ფანჯარაში გაყო. -აბა გაბედონ და ჩემს სამმართველოში ფეხი შემოადგან_დაიქადნა დაჩიმ და პირველიგასროლაც თავად განახორციელა. ამის შემდეგ უკვე აღარავის უფიქრია ვინმეს დანდობა, ბრძოლა დაიწყო, რომელშიც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა. -ვანანებ ამ ნაბი*ვარს ჩვენზე თავდასხმა რომ მოინდომა_კბილებში გამოსცრა დაჩიმ და ზუსტი გასროლით ჩამოაგდი სახურავიდან მოწინააღმდეგის სნაიპერი. -ცოტა სწრაფად ბებო, აი ლიფტისკენ_დაბნეულ ნაზის ექაჩებოდა სოფია და გასაქცევ ადგილს ფიქრობდა. მე9 სართულზე, სანდროს ნაცნობი კაცი გაახსენდა, რომლის ბინიდანაც სხვა სადარბაზოში გადავიდნენ. გახარებულმა დააჭირა ლიფტში ცხრიანის ღილაკს თითი და ბოლომდე იგრძნო სიხარული. ისევ გადარჩა, ისევ სანდროს წყალობით და ისევ მისთვის აგრძელებდა სიცოცხლეს. -ორი კაცი დავკარგეთ, ჯანდაბა, გიორგი, _კიდევ ერთ დაჭრილთან მოახერხა იოანემ მიახლოება. -ცოცხალია_გახარებულმა დაიძახა და სამმართველოში შემოჭრილ კიდევ ერთს მოარტყა ტყვია. -მეჩვენება თუ თავს აღარ გვესხმიან_გაკვირვებულმა გადახედა შეჩერებულ თავდამსხმელებს გაბრიელმა და იარაღის სავსე მჭიდით შეცვლაც მოასწრო. -არ არსებობს, ეს გამო*ირებული თავადაც აქ მოვიდა_ფანჯრიდან იჭყიტებოდა იოანე და შიგნით მყოფებს ინფორმაციას აწვდიდა. -ვიტალია ააქ?_თვალები შუბლზე აუვიდა დაჩის. -კი უფროსო და გამწარებული იქნევს ხელებს, საოცრად გაბრაზებულია. -იდიოტი, გოგონებმა მომწერეს ჩვენი წამოყვანა უნდოდათო, ეტყობა ფიქრობდა ცოლ შვილს წინ დავუყენებ და ასე ვაიძულებ გარეთ გამოსვლას და ჩაბარებასო, ის კიარ იცოდა, რომ რაღაც ჩვენც შეგვიძლია და ტვინი გვაქ_გაეცვინა გაბრიელს. -ამის დედაც, ხალხი ემატებათ, აი თურმე რას უცდიდნენ, ახლა გაორმაგებული ძალით შემოგვიტევენ, თუ რამე გეგმა გაქვს გაბრიელ დროა შესრულება დაიწყო_ტყუპს გადახედა უფროსმა და ისევ თავად ითავა ცეცხლის გახსნა, ამჯერად სროლაში გამწარებული ვიტალიც ჩაერთო და გაბრაზებულ გულზე მთლიანად აცლიდა მოწინააღმდეგეს სავსე მჭიდებს. -მალე გაგვიჭირდება,_ კიდევ ერთი პოლიციელი დავარდა დაჩის უკან და კაცმა მაშინვე გაათრია თავშესაფრისკენ. -და აი ასე იწამეთ სასწაულების_გაცინებულმა გაბრიელმა დანანახ სიგნალზე საპასუხოდ სამი გასროლა მოახდინა ჰაერში და ვიტალიმაც იგრძნო წაგების სუნი. ყველა ქუჩიდან, რომელიც სამმართველოსკენ მოდიოდა, კბილებამდე შეიარაღებული ბიჭები გამოჩნდნენ, უკვე სასროლად მზად ყოფნი ერთმანეთს ჩუმად აძლევდნენ მინიშნებებს და თითოეულ მოწინააღმდეგეს იღებდნენ მიზანში, მათ გვერდით მომავალ ბახალას ბრონი ჟილეტით დაეფარა სხეული და ნიღაბს ისწორებდა სახე რომ დაემალა. -აბა ვის უნდა სროლა ვასწავლო?_მხირულად შემართა ხელში მსუბუქად დაჭერილი M4 და ბიჭებს ალყის შემორტყმის ბრძანება მისცა. -ყველაფერი თქვენი ბრალიაა, იდიოტების ხროვაა_გამწარებული ყვიროდა ვიტალი და ბოლო წამამდე ისროდა მჭიდებს, უკვე აღარ აინტერესებდა მის დაქირავებულს მოხვდებოდა, თუ პოლიციელებს. ბახალას დაქირავებული პატარა არმია გარს შემოერტყა ვიტალის ხალხს, პოლიციასა და ვაჩეს შორის მოხვდნენ თავდამსხმელები და მოგების შანსიც სულ მარტივად დაკარგეს. -ახლა თქვენ ხართ ალყაში, ვისაც სიცოცხლე უნდა ჩაგვბარდით_მთელი ხმით დაიყვირა დაჩიმ და იარაღი ბრძოლის შეჩერების ნიშნად მაღლა ამართა. მაშინვე დაყარეს იარაღი და ძირს გაწვნენ, მხოლოდ ვიტალი არ აპირებდა დანებებას. -რა სამწუხაროა, სანდრო ამ სცენას რომ აკლდება, იმედია დამიჯერებს, რომ ამ ტყვიას მისი ხათრით სიამოვნებით ვისვრი_იარაღი ვიტალის მიმართულებით შემართა გაბრიელმა. -არ გინდა, შენი სული ჯერ კიდევ სუფთაა და ნუ დაამძიმებ, ჩემსას კი ერთით მეტი ეყოლება მოკლული თუ ნაკლები უკვე სულ ფეხებზე ჰკიდია_ჩუმად გაისმა გვერდით მოპარული ბახალას ხმა და გასროლისთვის მზად მყოფი ვიტალი თითქმის მაშინვე დავარდა ძირს. -ასეთი ძაღლები არასდროს კვდებიან ერთი ტყვიით_ჯერ კიდევ იარაღისთვის მოფართხალე ვიტალის ისევ წამოდგა ბიჭი თავზე და კიდევ ორი ტყვია დაახალა კაცის სხეულს, რაც ნამდვილად აღმოჩნდა უკანასკნელი. მორიგი ერთი თვე სასამართლოებში მოუწიათ სირბილი ტყუპებს, თავიდან უწევდათ ანგარიშების დაწერა და წარდგენა, თითოეული ტყვია უნდა გაეგზავნათ ექსპერტიზაზე, ორი დაღუპული პოლიციელის ოჯახებიც მოინახულეს. მთავარი სამმართველოდან დანაკარგი უფრო დიდი იყო, რაც გაბრაზებას აორმაგებდა, თუმცა უკვე მკვდარი ვიტალი ვეღარაფერს დაუშავებდათ. ეს კი ნამდვილად იყო გახარების საბაბი. ორი თვე გასულიყო სანდროს წასვლიდან, სახლში კვირაში ერთხელ რეკავდა, რომ და და დისშვილები მოეკითხა, ურეკავდა კონსტანტინეს ახალი ამბები რომ გაეგო, მაგრამ არ ურეკავდა სოფიას, იმდენად ახრჩობდა მონატრება იცოდა, როგორც კი გოგოს ხმას მოისმენდა მააშინვე მიატოვებდა ყველაფერს და დაბრუნდებოდა. ყოველი გასული დღე მის მოთმინებას ამცირებდა. -სხვა რახდება კონსტანტინე? _მორიგი ზარი მეგობართან -ლილე როგორაა? -როგორ იქნება, იკვებება ჩემი ნერვებით და არის_ამოიბუზღუნა ბიჭმა და ფეხსაცმლის წვერით პატარა ქვები გადაყარა რიონში. -კონსტანტინე, უკვე საკმაოდ კარგად გიცნობ, რას მიმალავ? -რაღაც მოხდა ხო, უბრალოდ არ ვიცოდი უნდა მეთქვა თუ არა_ამოიოხრა ბიჭა. -ვინმეს რამე დაემართა? ხომ მშვიდობაა?_მაშინვე ხმა გაუმკაცრდა სანდროს და ძლივს გაუსწორა მზერა მზეს, რომელიც ყაზბეგის მთებს ეფარებოდა. -ნაზი ბებო გარდაიცვალა სანდრო_განაჩენივით ჟღერდა კონსტანტინეს სიტყვები. (24) მთელი თვე გმირულად ერეოდა მონატრებას სოფია, ბევრი საქმეც ქონდა, რაც აშკარად ეხმარებოდა. სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდებოდა, მაისში მოსწავლეებს ამთავრებდა, ამიტომ მათთვის სათითაოდ შემაჯამებელი ტესტების გაკეთება უწევდა. ეს საოცრად ბევრ შრომას და დროს მოითხოვდა. თავისუფალ დროს კი მთლიანად ბებოსთან ერთად ატარებდა. უკვე დრო იყო მე-6 კლასელებს დამშვიდობებოდა, მაისის ბოლო უკვე მოპარულიყო და ამინდებიც საკმაოდ დამთბარიყო. კარზე ზარმა ამცნო ერთ-ერთის მშობელი რომ მოვიდა. სამივე ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობდა და მხოლოდ ერთი აკითხავდათ ხოლმე. ამჯერად კართან მარიამის ბიძა დახვდა, რაზეც უხერხულად შეიშმუშნა სოფია, თუმცა ზრდილობიანად გაღიმება არ დავიწყებია. -მობრძანდი თეოდორე. -მადლობა სოფია, არ შეგაწუხებ_ღიმილით დაუკრა ბიჭმა თავი და გოგო შეათვალიერა. -როგორ ხარ? -მადლობა, არამიშავს, შენ? -მეც ასევე, ისევ არ დამთანხმდები არა? -ხომ იცი, რომ არა, ამდენჯერ აღარ უნდა მკითხო_გაეცინა სოფიას. -იცი, რომ მომწონხარ, შენი უბრალოდ უკეთ გაცნობა მინდა, არამგონია ამის უფლება არ მქონდეს_მოწყენილმა დახარა თავი ბიჭმა. -მაპატიე, არ გაქვს, ამითი ჩემს საქმროს ვუღალატებ, რასაც არასდროს ვაპირებ. -საქმროს? საქმრო გყავს?_თვალები გაუდიდდა თეოდორეს. -ასე გამოდის რადგან გითხარი, ბავშვები მზად არიან, მომავალ სასწავლო წელს შევხვდებით_ზრდილობიანად დაუკრა კაცს თავი და ბავშვებთან დამშვიდობების შემდეგ მოწყენილმა მიხურა კარი. უნდოდა ცოტა დაფიქრებულიყო, უნდოდა ალექსანდრესთან განატარები თითოეული დღე აღედგინა, თუმცა ეს ორმაგად ტკენდა. დროულად გაიგონა ნაზის ფუსფუსი. -ბებო, რატომ ადექი, მე მოგიმზადებ ვახშამს_ სამზარეულოში მოსიარულე ქალს წამოადგა თავზე. -ვიცი ბებო, ძალიანაც რომ მინდოდეს ვერაფერს გავაკეთებ_მოწყენილმა გაუღიმა ქალმა და სკამზე ჩამოჯდა. -სოფია_კარებისკენ წასულ გოგოს დაუძახა ჩუმი ხმით. -გისმენ ბებო. -ასეთი არ მომწონხარ ბებო, ვერ გეგუები_ცრემლები მოადგა ქალს თვალებზე. -ამას რატო მეუბნები? -ხომ თქვი რომ დაბრუნდებოდა? იქნებ დაურეკო და დააჩქარო? ასე ცუდად გახდები შვილო, არ ჭამ, არ სვამ, ღამეები დივანზე მჯდარი ატარებ, შენ გგონია რადგან ბრმა ვარ და ვერ ვხედავ ვერაფერს ვხვდები? -მალე გაივლის ბებო_ნაღვლიანად საკუთარ თავს უფრო გაუღიმა სოფიამ. -რატომ წავიდა? შენ ხომ თქვი ყველაფერი კარგად არისო? -ის, ის ცუდი ადამიანი იყო ბებო, ადრე, და ამას ვერ გაუძლო, ვერ შეძლო, მეც კი ვერ მივეცი იმის ძალა, რომ დაევიწყებინა, შეიძლება ეშინოდა, რომ წარსულში ჩადენილი ცოდვები ბედნირების საშუალებას არ მისცემდა და უფალთან მოსანანიებლად წავიდა. უბრალოდ მე ის მენატრება ბებო, მინდა გავუგო, მესმის კიდეც, მაგრამ არ მაინტერესებდა, მე ვაპატიე და დავივიწყე, მან სამწუხაროდ ვერა. უკვე ისე მჭამს მონატრება უაზრო შიშებიც კი მიპყრობს, იქნებ ღმერთთან იმაზე მშვიდად იგრძნო თავი, ვიდრე ეგონა და დაბრუნება გადაიფიქრა? იქნებ დამივიწყა, იქნებ ...... ღმერთო რა სისულელეებს ვფიქრობ. ხომ ხედავ მის გარეშე გონება როგორ მაქვს არეული? მოსწავლეები დავასრულე, ახლა ივნისში სამაგისტროს დაცვის იმედად ვარ, რომ მასზე საფიქრელად დრო აღარ მექნება, თუმცა ვის ვატყუებ, ყველა წერტილში მხოლოდ ისაა_მოწყენილს ჩაეცინა და სკამზე ჩამოჯდა. -არაუშავს ბებო, დაელოდები, ამ დროში ისიც გაიაზრებს რომ დაბრუნების დროა, ალბათ სიყვარულის არ სჯეროდა და ახლა ასე ცხოვრების შემობრუნებამ დააბნია. მერე რა წარსულში ვინ და როგორი იყო, მე ვფიქრობ ბებო, ყველა ადამიანი თავიდან იბადება როცა უყვარდება, სრულიად განსხვავებულ, ახალ ცხოვრებას იწყებს. ახლა მხოლოდ შენ კიარა, მეორე ნახევრისთვისაც ცხოვრობ და ეს თავდაყირა აყენებს ყველაფერს_თმაზე მოეფერა შვილიშვილს. -თურმე როგორ მყვარებია_ამოისრუტუნა სოფია და ბებიას კისერში დამალა სახე. -აი, ხომ ხედავ ბებო, ყველაფერს აქვს დადებითი მხარე, ახლა დარწმუნებული და თავდაჯერებული დახვდები. ნუ ღელავ ჩემო გოგო, უშენოდ დიდხანს ვერ გაძლებს. ვერ აღმოჩნდა ბოლომდე მართალი ნაზი. გაძლო სანდრომ, კიდევ ერთი თვე ნამდვილად გაძლო. 19 ივნისი ღამდებოდა , დაღლილმა შეაღო სოფიამ სახლის კარი და უღიმღამოდ დადო მაგიდაზე უნივერსიტეტიდან მოტანილი ცნობა. დღეს მაგისტარტურა დაასრულა, ოფიციალურად დაამთავრა სწავლა და მარტო იყო, სრულიად მარტო, არავინ ყავდა ვისთანაც ამ ბედნიერებას გაიზიარებდა. დივანზე ჩამომჯდარმა გადახედა სახლს და მოთმინების ძაფი გაუწყდა. ყველა კუთხე, ყველა ნივთი, მასთან გატარებულ დღეებს და ბედნიერ წამებს ახსენებდა, ვეღარ გაუძლო, იძულებული გახდა გულგრილობის ნიღაბი ხელით ჩამოეგლიჯა და გრძნობები გამოეჩინა. მის ხმამაღალ ტირილზე ნაზი ჩქარი ნაბიჯებით გამოვიდა ოთახიდან და ხელის ცეცებით მიწვდა შვილიშვილს. არაფერი უთქვამს. უბრალოდ ეხვეოდა და თავზე ხელს უსვამდა. ადრე დაწვნენ, შინაგან ფორიაქს ვერაფერს უშვებოდა სოფია. გული თითქოს ეწვოდა და ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდა. იქნებ ალექსანდრეს უჭირდა რამე? -გახსოვს ბებო ჩორნამ ლოყა რომ გაგიფუჭა?_ღიმილით გაახსენა ნაზიმ ბავშვობა და კარგა ხანს აღარ გაჩუმებულან. ყველა სახალისო ისტორია გაახსენა გოგოს და შუაღამემდე ისმოდა ოთახიდან მათი კისკისის ხმა, ბოლოს ბებოს ნამღერ იავნანაში ჩაეძინა სოფიას და მშვიდ ძილს მისცა თავი. უკვე კარგა ხნის გათენებული იქნებოდა სოფია სიცივის შეგრძნებამ რომ გააღვიძა. გაკვირვებულმა გადასწია თავი საათისკენ და გაოცებულმა აწია წარბები მაღლა. -ნაზიკო, როგორ მოხდა შენმა მაღვიძარამ არ დარეკა და უკვე 11 სრულდება, ჩვენ კი ისევ ლოგინში ვართ_სიცილით აიბურდა თმა სოფიამ და წამოდგომა დააპირა თუმცა, გვერდიდან სიცივე არაფრით ტოვებდა. -ბებო, გესმის? ადგომის დროაა_კიდევ ერთხელ შესძახა იმედიანად და ნაზად შეარხია ქალი. -ნაზიკო, ასე ხუმრობა არ შეიძლება, ადგომის დროა_ცოტა უფრო მაგრად დაიწყო ქალის ნჯღრევა. -ბებო მღუპავ? შენც მარტო მტოვებ? არ გინდა რა, ადექი რა ბე , გეხვეწები, ოღონდ ახლა ადექი და არასდროს გაწყენინებ, არასდროს გაგაბრაზებ, ოღონდ ახლა ადექი ბებიკოოო_მთელი ძალით ანჯღრევდა უკვე კარგა ხნის გაციებულ ქალს და ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდა თვალებიდან. -არ დამტოვო ბეე, გთხოვ, თვალები გაახილე, შენებურად დამელაპარაკე, ოღონდ ახლა ადექი ბე_უკვე ვეღარც ხედავდა ირგვლივ ვერაფერს ისე დაებინდა თვალები ცრემლებით, მხოლოდ ხმაურით მიხვდა როგორ შემოვარდა კივილზე კარის მეზობელი, რომელსაც გასაღები ქონდა და სოფიას არ ყოფნაში ნაზის ნახულობდა, მას მთელი სართულის ქალები შემოყვნენ, მალე გაიგო მთელმა ბინამ ყველაზე თბილი და საყვარელი ქალის დაკარგვა და თითქოს ყველა შეიმოსა შავით, თითქოს ბინაც კი შავებით დადიოდა ისე უღიმღამო გახდა მისი თითოეული კედელი, მუდმივად ახმაურებული ეზოც კი დადუმებულიყო და სიჩუმით გლოვობდა გარდაცვლილ ქალს. მალე მოვიდა ექიმი და საჭირო დოკუმენტების გაფორმება დაიწყო. სხეულის დათვალიერების შემდეგ ფრთხილად მიუახლოვდა გაშეშებულ სოფიას და მასთან ჩაიმუხლა. -ჩემი რჩევა იქნება, რომ გაკვეთა არ მოითხოვოთ, არაფერი დამართნია, უკვე სიბერე ჰქონდა შეპარული და ეტყობოდა ღამით,სრულიად მშვიდად ძილში მიიცვალა. ღიმილი ახლაც კი აქვს შემორჩენილი. ნუ გააწვალებთ სხეულის გაჭრით_ხელი თანაგრძნობის ნიშნად დაადო მხარზე და სახლი დატოვა. ორი დღის განმავლობაში გაშეშებული იჯდა ჭირისუფლის სკამზე სოფია, ვერც დღე აყენებდნენ და ვერც ღამე. თავისებურად გლოვობდა დაკარგულ ბებოს და ცრემლის ერთი პატარა ნამცეციც კი არ გადმოვარდნია. თითქოს საკუთარი თავი ჩკეტა, თავდაცვის მექანიზმი ჩართო და არაფერს აძლევდა უფლებას ამ აღმართულ ბარიერში შეეღწია. ყველას ესმოდა ირგვლივ მეზობელი ქალების ჩურჩული, რომ ასე არ შიძლებოდა, რამე უნდა ეჭამა, თორემ გული წაუვიდოდა. სამწუხაროდ შედეგს ვერავინ ხედავდა. -სოფია_ტკივილამდე ნაცნობი ხმა ჩაესმა გვერდიდან და გაკვირვებულმა ასწია თავი. გაუცხოებული ჩანდა კაცი იმდენად შეცვლილი ქონდა ნაკვთები, თუმცა თავის ადამიანს რა დაავიწყებდა. წვერი მოეშვა სანდროს, თვალები ჩაცვენოდა, უძილობისგან ჩაშავებოდა და წარბებში ჩამალულიყვნენ. მუშაობისგან დაკოჟრილი ხელები უკანკალებდა და ცისფერ თვალებზე მოწოლილი ცრემლიც კი შეამჩნია სოფიამ. -ცუდია, რომ ეგოისტურად მიხარია ჩემზე საშინლად რომ გამოიყურები? -თუ გინდა დამცინე კიდევაც_ვეღარ მოითმინა სანდრომ და გულში ჩაიკრა მონატრებული ქალი. -როგორ მომენატრე. -უბრალოდ მითხარი, რომ აღარ მიმატოვებ. -რომც მეხვეწო ვღარ მომიშორებ_თავზე აკოცა ლანდრომ და უფრო მაგრად მოხვია ხელები. სოფიამაც ახლა იგრძნო რომ სუნთქავდა, რომ უკვე შეეძლო დაუცველი ყოფილიყო, შეეძლო გრძნობები გაეშიშვლებინა, რადგან მისი დამცველი,გრძნობების დარაჯი და სიყვარული დაბრუნებულიყო. თითქოს ამას ელოდაო მთელ ხმაზე დაიკივლა და ამდენი დღის ნაკავებმა ცრემლებმა გადმოლახა საზღვარი, გულამოსკვნილი ტიროდა საყვარელი კაცის მკლავებში და იცოდა, მის გრძნობებს ვეღარავინ დააშავებდა. მთელი ოჯახი გვერდით ედგა გასვენების დღეს, სანდრო და ლილუ ორივე მხრიდან იჭერდნენ და არასდროს მისცემდნენ წაქცევის საშუალებას. ჩაიკეცა როდესაც უთხრეს, რომ დრო იყო საყვარელი აღმზრდელი იმ ცივ მიწაში დაეტოვებინა და თავად უკან დაბრუნებულიყო. ახლა რა, არხეინად გაეგრძელებინა საკუთარი ცხოვრება? სახლში დაბრუნებული სიცარიელე ვერაფრით ეგუებოდა და შიგნიდან ჭამდა. მხოლოდ რამდენიმე დღე მოახერხა მოთმენა და ბოლოს სადილობის დროს სანდროს გაანდო მიღებული გადაწყვეტილება. -ბინა მინდა გავყიდო._გაეცინა როგორ გადასცდა სანდროს ლუკმა და ხველების დროს მუჭი მიირტყა გულზე. -ახლა? ამ წუთას? დავდო კოვზი და ჩავლაგდეთ? -არაფერი არ დაგასერიოზულებს შენ_თავი გადააქნია გოგომ. -ნება შენია, ისევე როგორც ბინა, სად გადავიდეთ?_ჭამა გააგრძელა სანდრომ. -წამომყვები?_იმედიანად ჩაეკითხა სოფია. -მეგონა სმენის პრობლემა არ გქონდა, ვიკითხე სად გადავიდეთთქო, მეც ეხა ცხრა სამსახური არ მაკავებდეს აქ_ამოიფრუტუნა ბიჭმა -გუშინ ბებოს სოფლიდან დამირეკეს, გერმანულის ვაკანსია აქვთ სკოლაში და რადგან ქალაქთან ახლოს არის სოფელი მკითხეს თუ მენდომებოდა მისვლა, თანაც საჯარო სკოლაში მაღალი ხელფასებია და ვფიქრობ დავთანხმდე, ხვალამდე მელოდებიან, ვუთხარი ქმარს დავეკითხებითქო_ეშმაკურად გაეცინა სოფიას. -ქმარი თანახმაა, ოღონდ ჯერ ქმრობაზე. მაღირსებ ცოლად გამომყვე? -სანდრო 40მდე ერთი კვირა დარჩა. მერე კი აუცილებლად გამოგყვები, შენთან ჯვრისწერის გარეშე და საყვარლად ცხოვრებას არ ვგეგმავ. -ანუ მეშველება და დივანზე აღარ დავიძინებ?_წარბები აუთამაშა გოგოს. -მაიმუნო_პირველად გაიცინა გულიანად სოფიამ გასვენების შემდეგ. -სათესი მიწები გვაქ? ანუ სოფელში_სერიოზულად ჩაფიქრდა სანდრო. -როგორც ვიცი ბებოს 2 ჰექტარი ქონდა, საბუთებში მოვძებნი, ამ ბინის გაყიდვით კი იქ შევძლებთ სახლი კომფორტული გავხადოთ და შევარემონტებთ. -ძალიანაც კარგი, შენ სკოლაში იმუშავე, მე მიწას მივხედავ, თუ ნაყოფიერი მიწაა ყველაფრის მოყვანას შევძლებთ, შეგვეძლება გავყიდოთ კიდევაც, მხოლოდ შენ ხომ არ იმუშავებ_ვიღას ახსოვდა საჭმელი, გვიანობამდე მსჯელობდნენ, სხვადასხვა გეგმას სახავდნენ. საბოლოოდ შეჯერდნენ, ბინა გაიყიდებოდა, სოფელში გადავიდოდნენ, ცხოველებიც ეყოლებოდათ, სოფია სკოლაში დაიწყებდა მუშაობას, ალექსანდრე კონსტანტინეს დაიხმარდა და მიწის დამუშავებასა და ცხოველების ფერმის მშენებლობასაც დაიწყებდნენ. ნელნელა გაფართოვდებოდნენ და მეგობარსაც დაეხმარებოდა. უკვე რა ხანია კონსტანტინეს სანდროს დანატოვარი ბანკის კარტა დაემტვრია და ბიჭს ეხვეწებოდა რამე ჩვენი საქმე წამოვიწყოთო. ლილეს გადამკიდე, რომელიც ვერაფრით მოარჯულა, უნდოდა ნორმალური ცხოვრება ჰქონოდა და არა ისეთი როგორიც სხვებს. წინ არაფერი ედგათ, რამდენიმე თვეც და საბოლოოდ დაემშვიდობნენ უკვე ცოლ-ქმარნი ქალაქსა და მის მტვერს. დილიდანვე ჟრიამულის ხმა გამოდიოდა სოფლის სახლის ეზოდან. გამწარებული დასდევდა კონსტანტინე ორი წლის ბავშვს და მაინც ვერაფრით ეწეოდა. -ბიჭო, არც დაგთანხმდება ის გოგო ცოლობაზე, ორი წლის ბავშვს ვეღარ დაწევიხარ_ეზოში შემოსული ძველმოდური ჯიპიდან გადმოვიდა სანდრო და გაჭირვებით დაეხმარა მანქანიდან გადმოსვლაში გაბერილ სოფიას. -უკვე დამთანხმდა, არიიის_სიცილით ასწია ხელები ჰაერში კონსტანტინემ -ვაიმეე, ჩვენ პირველ ბავშვს ცოლი მოჰყავს_აცრემლებულმა აიფარა ერთი ხელი სახეზე სოფიამ და მეორე მუცელზე ჩამოისვა. -ღმერთოჩემო, შეიძლება ადამიანი ყველაფერზე ტიროდეს?_ბურდღუნით ჩაილაპარაკა სანდრომ და თავი გადააქნია. -მე-9 თვეში ვარ იდიოტო, ჰორმონები სად მაქვს მეც არ ვიცი_მაშინვე დაუცაცხანა ქმარს და ვითომ ჩქარი ნაბიჯებით გასწია სახლისკენ. -ფრთხილად, მაქ ნერგებია_წამებში წამოექია სანდრო და ხელები მოხვია აბუხღუნებულ ქალს. -უკვე მოიტანეთ? რა კარგი ბიჭები ხართ_გახარებულმა გადახედა ბიჭებს და დედიკოს ძახილით მოვარდნილი ბავშვი მიიხუტა, -მალე დაიწყებთ? -დიახ მეუღლევ, ხვალიდან დარგვას დავიწყებთ და რამდენიმე წელიწადში ულამაზესი ხეხილის ბაღები გვექნება_გახარებულმა აკოცა ალექსანდრემ და ფრთხილად მიიყვანა სახლის კარებამდე. -გახსოვს საიდან დავიწყეთ?_გაღიმებული მიეხუტა საღამოს ბალკომზე მდგარ ქმარს სოფია, რომელიც საკუთარ ნაშრომს კმაყოფილი გადაჰყურებდა. -არ მავიწყდება პირველად როგორ ეძებდი ახალ დადებულ კვერცხს, ლამის ააწევინა ქათამს თან გეშინოდა_სიცილი აუტყდა სანდროს. -შენ კი ხარმა კინაღამ დაგასახიჩრა პირველად რომ ხნავდი მიწას_ენა გამოუყო ცოლმა და არ ჩამორჩა. -ახლა კი ასე თუ ისე ყველაფერი გვაქვს და ვიცით, პატარა დემეტრე გვყავს და ღმერთმა კიდევ მეორე შვილის ყოლის ბედნიერება გვაჩუქა_გაბერილ მუცელზე მოეფერა ქალს და მაშინვე იგრძნო ფეხის მორტყმა. რამდენიმე წუთიანი სიჩუმე სოფიას ანერვიულებულმა ხმამ გაარღვია. -იცი ალექსანდრე? მემგონი ხეხილის დარგვა გადაიდება_სიმწრით ძლივს წარმოთქვა სიტყვები და ატკივებულ მუცელზე დაისვა ხელი. ------------------ სამწუხაროდ იმდენი ელოდებოდით სრულად დადებას შესწორება ვერ მოვასწარი და პირდაპირ გადავწყვიტე ამეტვირთა <3 იმედია შემიფასებთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.