შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო'სული /2/

13-11-2019, 20:04
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 5 401

სამსახური _ ანო ვერ იტანდა ამ სიტყვას. მსახურება არ იყო მისთვის მისი საქმე . ის არ
ჰგავდა არცერთ სხვა ექიმს ,შესაძლოა მასზე ბევრად დიდი გამოცდილება ჰქონდა სხვას ,
მაგრამ ანო სულით ექიმი იყო. არ შეეძლო ურეაქციოდ ეყურებინა ადამიანისთვის ,რომელსაც
დახმარება სჭირდებოდა არ ჰქონდაა მნიშვნელობა სქესს, რასას და სოციალურ
მდგომარეობას არც იმას კლინიკაში პაციენტის სტატუსით ხვდებოდა თუ ქუჩაში დაინახავდა. აკეთებდა ყველაფერს რაც შეეძლო და არასდროს, არცერთხელ უთქვამს უარი კონსულტაციაზე. ზოგჯერ ისე მოქმედებდა საავადმყოფოს წესებსაც კი არღვევდა , ხელფასის
ნაწილს საერთოდ იმათ წამლებში ხარჯავდა ვისაც მათი შეძენის საშუალება არ ჰქონდა. ასე უბრალოდ მიდიოდა , წამალს ყიდულობდა და თავად მკურნალობდა . ექიმთა საზოგადოებაში რომელთა დიდი ნაწილი ივიწყებდა პროფესიას და მხოლოდ ბიუჯეტის გაზრდაზე ფიქრობდა ანო ნამდვილი მზე იყო, არ არსებობდა უკმაყოფილო პაციენტი მის პრაქტიკაში. ბევრი დაკარგა , ვერ შეძლო სიკვდილის წინააღმდეგ წასვლა , მაგრამ ისინი ვინც ღმერთს არ მიჰყავდა ანოს დახმარებით სიცოცხლეს მრავალი წლით იხანგრძლივებდა.

კლინიკაში იყო დილიდან , ზედმეტად მძიმე დღე ჰქონდა. გადაუდებელში სასწრაფო
დახმარების ექიმმებს შეუჩერებლად მიჰყავდა პაციენტები . ზოგჯერ ისეთი ქაოსი იქმნებოდა, რომ ყველა ერთმანეთში ირეოდა, პაციენტების , ექთნები და ექიმები ისე მოძრაობდნენ თუ ყურადღებით არ იქნებოდი შეიძლება გადაეთელე კიდეც. ამჯერად ავარიის შედეგად დაშავებულები იყვნენ ძირითადად ყურადღების ეპიცენტრში . ყველა ექიმი მათ ირგვლივ ტრიალებდა , მაგრამ კიდევ იყო რამდენიმე პაციენტი. ორს უკვე ჰქონდა დიაგნოზი , ცალკე იდგა მათი საწოლები და მალე გადაიყვანდნენ თერაპიულ განყოფებაში . რამდენიმე წუთში მოახდინეს პაციენტებისთვის დახმარების გაწევა და გადაყვანა სხვადასხვა განყოფილებებში. ქაოსის კვალი დარჩა, ალაგ-ალაგ იატაკზე სისხლის კვალი იყო იქაურობა ტორნადოს შემდეგ განადგურებულ ტერიტორიას ჰგავდა. პაციენტები კი ისვე მოდიოდნენ , მაგრამ იქ იყო ერთი ქალი . საათების წინ მიყვანილი ნაცნობი ქალი , რომელიც დიდხნიანი დაკვირვების შემდეგ ამოიცნო . აკვირდებოდა და ხვდებოდა ,რომ ცუდად იყო წამით უკან დახევაზე იფიქრა , მაგრამ მეორე ექიმი დაკავებული იყო ამიტომ სულ ერთი წუთით გაგრძელდა უმოქმედობა.
-გამარჯობა ქალბატონო ნანა ... როგორ გრძნობთ თავს?- ცდილობდა არ შეეხედა, ფიქრობდა ქალიც იცნობდა, მაგრამ მალევე მიხვდა რომ ეს შეუძლებელი იყო . ესაუბრებოდა, აკვირდბეოდა, თავიდან კრებდა ანამნეზს , კადიოგრამა გადაუღო , მაქსიმალურად ეცადა არ აეღელვებინა და კარდეოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანა ექთანის დახმარებით. გვერდით მიჰყვებოდა ქალის თითები მაჯაზე რომ შემოეხვია და იმ წამს ჩახედა თვალებში
-შვილო დღესვე უნდა წავიდე სახლში... ჩემი ცუდად ყოფნა არ შეიძლება. ასე ხშირად მემარტება , წნევა ამიწევს და წამლები მშველის. უთხარით იმ ექიმს არ დამტოვოს აქ
_დეიდა კარგად იქნებით...ანო ექიმი ანგელოზად მოგევლინათ და ახლა მე გიმკურნალებთ .
არ ინერვიულოთ - კარდეოლოგიც ჩაერთო საუბარში, თან ფურცლებს უყურებდა - დროულად ამოგიყვანეს დეიდა, საფრთხე ჩავლილია, მაგრმა ვერ გაგიშვებთ . დღეს დაგაკვირდებით , ნუ გეშინიათ აქ შესანიშნავად მოგივლიან ისეთი კარგი ექთნები გვყავს ... დავურეკოთ თქვენს ქმარ-შვილს , ნათესავებს შემოვუშვებ ერთ-ერს
_ქალბატონო ნანა თქვენ ხომ მითხარით შვილი მყავსო ... ის ქალაქშია თუ სადმე სხვაგან
იმყოფება _ექთანმა უთხრა და თან წამალი შეუშვა წვეთოვანში
_ქალაქშია ... როგორც იქნა ჩემთანაა , მაგრამ არ მინდა გაიგოს აქ რომ ვარ . შვილო ისედაც
განადგურებულია ახლა კიდევ ჩემზე რომ იდარდოს რა მეშველება . ჰგონია რომ სკოლაში
ვარ ... საღამოს დავბრუნდები ხომ ? თქვენ მითხარით წამლები რა დავლიო და მე მივხედავ
ყველაფერს
_მეუღლეს რომ დავურეკოთ? ან მეგობარს... მე აქ ვიქნები , მაგრამ არ ვიცით როდის წახვალთ
ხომ ასეა ნოდარ _ ექიმს გახედა რომელიც ჯერ კიდევ ანალიზების პასუხებს აკვირდებოდა
და ექთანს ესაუბრებოდა
_დღეს ვერ გაგიშვებთ ნანა დეიდა, რა ვქნათ ჩვენი სტუმარი უნდა იყოთ . აუცილებლად ...
ხვალ ვნახავთ რა შეიცვლება და მერე ვისაუბრებთ დანიშნულებაზე
_არა შვილო აქ ვერ დავრჩები... ვერ დავრჩები . უამრავი საქმე მაქვს
_დეიდა მითხარით თქვენი ვაჟის ნომერი დავურეკავ, არ შევაშინებ გეფიცები . ნახე რა კარგი
ბიჭი ვარ , დაველაპარაკები ისე რო არ ინერვიულოს და შენთან იქნება. ნივთებს მოგიტანს...
ვეტყვი კარგად რომ ხარ და მერე გავუშვათ სახლში
_სახლში არ წავა ... მამამისის დაკრძალვასაც ვერ დაესწრო და ისე ეშინია ჩემ გამო არ
მომშორდება_თვალები აემღვრა და დანაოჭებული ხელი ჩამოისვა სახეზე . თმა სულ თეთრი
ჰქონდა, კეფაზე კოსად შეეკრა და შავი თავსაბურავი ეფარა . არათითს ისევ უმშვენებდა
ქორწინების ბეჭედი , ოქროს რგოლსაც კი ემჩნეოდა დროის კვალი.
_ანო შენ აქ იქნები ?- ქალს მდუმარედ აკვრიდბეოდა , ისევ მისი ხელი ჰქონდა თითებში მოქცეული და გონს ვერც მოვიდოდა რომ არა ბიჭის ხმა
_ ქვემოთ ჩადი შენ , მე მივხედავ _ ბიჭს ანიშნა და მდგომარეოვა რომ დასტაბილურდა ისევ
განაგრძო საუბარი . არ უფიქრია, ინსტიქტურად გააკეთა ყველაფერი ქალს ისეთი მუხტი ჰქონდა მისი მარტო დატოვება არ შეეძლო.
_აღარც მეგობრები მყავს ... ხალხი ბრბოა შვილო ყველაფერს იჯერებს ერთ სიტყვს თუ
ჩაუგდებ გააბევრებენ და ისე გაამრავლებენ_თვლები აემღვრა ისევ . ჩუმად ლაპარაკობდა,
წამალი მოქმედებდა და მშვიდად იყო_არ დაიჯერეს ჩვენი სიმართლე. მე და ჩემმა ქმარმა
ვერ დავამტკიცეთ... ვერაფერს გავხდით . მე უფრო ძლიერი აღმოვჩნდი მან კი ვეღარ გაუძლო
, წესიერი კაცი იყო ვერ შეძლო ამ წყეულ ხალხთან ცხოვრება . მეც რომ რამე დამემართოს
ჩემი ბიჭი ვერ გადაიტანს...ის არ გავს სხვებს . ვიცი ახლა გგონია ყველა დედას უყვარს თავის
შვილიო, მაგრამ როცა დამნაშავე იყო სულ ვტუქსავდი. არასდროს დამიხუჭავს თვალი -უსმენდა და გულის არეში ტკივილს გრძნობდა, ტკივილს რომელიც სულს უხუთავდა. იქ არ უნდა ყოფილიყო ეს არ იყო სწორი, მაგრამ მაინც ქალს დაძინებამდე გვერდიდა არ მოშორებია შემდეგ კი ისევ დაუბრუნდა საკუთარ პოსტს. სხვა პაციენტებზე გადაერთო, ფიქრებიც გაეფანტა და საათებიც გაფრინდნენ. უკვე საღამო იყო ქალის მოსანახულებლად რომ ავიდა . ზურგით მდგომი ბიჭი დაინახა, წამსვე მივხდა ვინც იყო. ქალს ბალიშს უსწორებდა, მერე თავზე აკოცა და სახეზე მოეფერა
_შენ რატომ დარდობ დედი არ მესმის ... ხომ ხედავ სახლში ვარ . ყველაფერი კარგად იქნება-წასვლა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა
_აი ჩემი ანგელოზიც მოვიდა ... შენს მოსვლამდე ჩემთან იყო. ისეთი კარგი ექიმია დე
_აუცილებლად გავიცნობ და მადლობას .... _ანოსკენ რომ შებრუნდა მზერა შეეცვალა
_ქალბატონო ნანა მიხარია უკეთ რომ გრძნობთ თავს...ნოდარიც გეტყოდათ რომ საშიშროებამ
ჩაიარა . მკურნალობას განაგრძობს და გამოჯანმრთელდება -ბიჭს მზერა მოარიდა, ნანას მსუბუქად გაუღიმა
_მადლობა შვილო ... შენ რომ არა არ ვიცი რა იქნებოდა
_მთავარია კარგად ხართ... მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ . პაციენტები მელოდებიან _ სწრაფად
დატოვა ოთახი და დერეფანს თითქმის სირბილით გაუყვა. იქ დარჩენა არ შეეძო, მეტისმეტი იყო დამნაშავის დედის მოვლის შემდეგ მასთან ერთად ერთ პალატაში ყოფნა. ეს მზრუნველობა სიგიჟე იყო და სცდებოდა ყველა ზღვარს. არ უნდა გაეკეთებინა , არ უნდა გამოეჩინა ამდენი ყურადღება , განა ექიმები დაილია? მაგრამ მაინც მიზიდულობას გრძNობდა, სული არ აძლევდა მოსვენებას . სულ რომ არაფერი მიშოს უყვარდა ნანა, თავად არ იცნობდა მაგრამ ბიძაშვილისგან ბევრჯერ გაუგია საყვარელი დეიდა ნანას სახელი რომელსაც დედისგან არ არჩევდა. მიშო არ აპატიებდა, ხო აი ამიტომ იყო ქალის გვერდით რომ მიშოს უყვარდა თავისი მკვლელის დედა.

დამნაშავეებსაც ჰყავთ ახლობლები, მეგობრები, ნათესავები ადამიანები ვისაც სტკივათ ციხის ნესტიან კედლებში მათი ცოცხლად დამარხვა. შენობაში სადაც მზის სხივები მხოლოდ
დროებით აღწევენ , სადაც დრო ჩერდება . იქ არასდროსაა სახლის სურნელი , სითბო რომელიც თავისუფლების დაკარგვამდე შეიგრძნობოდა. ისინი ფიქრობენ მოკლულის
ოჯახზე და ნადგურდებიან დამნაშავეებთან ერთად . საზოგადოებისგან გარიყულები მუდამ რჩებიან ბრბოს სამიზნედ . ფიქრობენ გარდაცვლილზეც და ცოცხლად დარჩენილ დამნაშავეზეც, რომელიც მხოლოდ არსებობას განაგრძობს. ცდილობენ დაამტკიცონ დამნაშავის უდანაშაულობა და იბრძვიან შელახული ღირსების შესანარჩუნებლად.
რთულია როდესაც ტოვებ საკუთარ კანს, ხედავ სხვის განცდებს, მდგომარეობას რომელიც წლები გრძელდება და თანდათან რთულდება. ს რამდენიმე წუთია საჭირო, სულ რამდენიმე წუთი მათ ადგილას რომ აღმოჩნდე . სწორედ მაშინ გავიწყდება საკუთარი ტკივილი . ეგოიზმიც ქრება და გებრალება, დამნაშავეც გებრალება. თუ შენს სულს ჯერ კიდევ არ მორევია ბრაზი , ბოროტება და შურისძიების დაუოკებელი სურვილი ხედავ,აღიქვამ დამნაშავის უდანაშაულობას შემდეგ კი გტკივა ... გტკივა მარტო სული
............
ღამით სიმშვიდე იყო და გადაღლილობის გასაფანტად შეძლო პირველი სართულის უჰაერო
სივრცე დაეტოვებინა. კიბეს ნელა მიუყვებოდა ბოლო სართულისკენ. საფეხურების ავლის შემდეგ სუნთქვა დაირეგულირა , მოსაცმელი შეიკრა და სახურავზე გასვლამდე ქუდიც არ დაივიწყა . სიცივის მიუხედავად მაინც მშვიდი ამინდი იყო . მთელს სხეულში გავრცელდა სიცივე , მაგრამ თვალწინ გადაშლილმა ხედმა დაამშვიდა. რამდენიმე წუთს დადგებოდა, უყურებდა ღამის ქალაქს , გრძნობდა მის სიმშვიდეს და პოულობდა ენერგიას დროის გასაგრძელებლად. 24 საათი უნდა გაეტარებინა კლინიკაში და წამით არ დაუშვებდა მოდუნებას . ყველა პაციენტისთვის თანაბრად უნდა გაენაწილებინა ყურადღება და ენერგია. ამჯერად ზედმეტად დამძიმებული იყო , ნელა მიაბიჯებდა სანამ სავარძელში მჯდომ გიგას არ შეხედა
_გიგა ექიმო იპოვნეთ დასვენებისთვის დრო? _ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და მის გვერდით
დაჯდა. თვალები გაუბრწყინდა კაცს. წამსვე მოხვია მხარზე ხელი და ჩაეხუტა
_აქ გაიყინები ანიკო ... ხომ დამპირდი გაზაფხულამდე არ ავალ მაღლაო_ ტუჩები ლოყაზე
მიაწება და მისი სურნელი ჩაისუნთქა _ ძალიან დაიღალე ?
_რთული დღე იყო , მაგრამ ახლა უკვე სიმშვიდეა . სულ ორი პაციენტია მსუბუქი ინტოქსიკაციით და სამ საათში წავლენ _ თავი მხარზე დაადო კაცს და თვალები დახუჭა _ შენ გაუკეთე ოპერაცია ნაავარიებ გოგოს? მგონი ჯანელიძე
_კარგად იქნება ... მე და ბუბამ გავაკეთეთ . ელენთა აღარ აქვს , მაგრამ კარგად იქნება _ თმაზე ეფერებოდა და პარალელურად კოცნიდა
_როგორი თბილი ხარ სულ ... _ცხვირის წვერი ყელზე გაუსვა და იქვე აკოცა
_შენ კი გაყინული ხარ ... მომენატრე ანიკო _ ზემოდან უყურებდა ანოს კი ისევ არ შეუხედავს_დიდი ხანია ჩემთან არ ყოფილხარ. თითქმის თვე გავიდა ანო ... არ მელაპარაკები
_ნუ ნერვიულობ გთხოვ... შეწყვიტე ჩემზე ნერვიულობა
_ვერ ვწყვეტ ანი რატომ არ გესმის. ვერ ვწყვეტ ... არ შემიძლია შენს გარეშე
_გეყოფა გთხოვ ... ახლა არ გინდა. ნახევარი საათი მაქვს სიმშვიდისთვის. ან აქ იყავი ან
მარტო ვიქნები
არ წასულა , ალბათ იმდენად ეშინოდა ანოს დაკარგვა წინააღმდეგობასაც ვერ უწევდა.
ეზიზღებოდა ასე რომ იქცეოდა, მაგრამ სხვაგვარად არ შეეძლო . ანოსთან ვერ იქცეოდა ისე როგორც სხვებთან. დიდხანს ვერ დარჩა გამოიძახეს და ანოს დატოვება მაინც მოუხდა .
სიგარეტს მოუკიდა და კვამლი შეურია ცივ ქარს. უყურებდა ათასფრად ანთებულ ქალაქს და
სიმარტოვე სულს უხუთავდა . მარტო ყოფნა უყვარდა, შეეჩვია სიმშვიდეს და სიჩუმეს
ქაოსური დღის შემდეგ სახლში სრულიად სხვა განწყობა სჭირდებოდა. ახლა კი ვეღარ
უძლებდა , გონებაში აწყობდა მეორე დღის გეგმებს ხედავდა მისაღებში შეკრებილ დაქალებს
ყავის ფინჯნებით ხელში, ესმოდა როგორ ყვებოდნენ საკუთარი დღის შესახებ, როგორ
წუწუნებდნენ და უკვე ეღიმებოდა.
მზის ამოსვლას შეეგება და შემდეგ დაუბრუნდა კლინიკის ცოცხალ ნაწილს .
დერეფანში მიაბიჯებდა. გაყინული სხეული ნელ_ნელა უთბებოდა და იმუხტებოდა
ენერგიით . პაციენტებით ივსებოდა კლინიკა, ღამის სიმშვიდეც მალე გაქრა და დაიწყო
კიდევ ერთი ახალი დღე ახალი გამოცდილებით. იქ, იმ კედლებში არ არსებობდა ორი
ერთნაირი დღე . არ არსებობდა გეგმები, ყოველ წამს იცვლებოდა, ტრანსფორმირდებოდა და
იღებდა იმ სახეს რომელიც პაციენტის გადასარჩენად იყო საჭირო.
-ორი სიცოცხლით ვარ შენთან ვალში_მოულოდნელად გამოჩნდა . წინ გადაეღობა და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა
_უბრალოდ გაუფრთხილდი მას ... ძალიან კარგი ადამიანია და არ იმსახურებს ამდენ ტკივილს.
_და ვინ იმსახურებს ...
_კიტა _მისი მზერა ისევ ურევდა გონებას. სულ იმაზე ფიქრობდა რომ მკვლელი ასე თავაწეული, ამდენად მშვიდი და ასეთი მზერის მქონე ვერ იქნებოდა. იქნებ არასწორად წარმოედგინა , მუქ ფერებში ხატავდა მის სახეს ისე როგორც რაღაც ზღაპრულ ცხოველს. მითიურ არსებას რომელიც დანახვისთანავე შესძულდებოდა _ ღმერთო შენ ... შენ ნამდვილად გგონია რომ შეძლებ უდანაშაულობა დაამტკიცო 15 წლის შემდეგ? დედაშენია ერთადერთი ვისაც ამის სჯერა . ძალიან გთხოვ ჩემს მოთმინებას ნუ სცდი , წადი და ნანას სიმშვიდეზე იზრუნე. მიშო მკვდარია , შენ კი 15 წელი ციხეში გაატარე . იცხოვრე თუ სინდისი არ გქენჯნის. იცხოვრე კიტა ... იცხოვრე თუ მიშოს სახეს არ ხედავ და დავიჯერებ რომ არ მოგიკლავს
მთელი დღე ანოს ხმა ესმოდა. რაღაც შეცვალა მისმა სიტყვებმა თითქოს სწორედ ის იყო რაც სჭირდებოდა , გზა რომელსაც უნდა დასდგომოდა . მიდიოდა ნანასთან ერთად, თავისზე დაბალ ჭაღარა შემოსილ ქალთან რომელსაც მხოლოდ 20 წელი აჩუქა , 20 წელი გაატარა მის გვერდით , სრულიად სხვა ადამიანი დატოვა ჯერ კიდევ ბედნიერი ქალი საყვარელი მეუღლის გვერდით ახლა კი ის სხვა ადამიანი იყო. მთელი ცხოვრება გავიდა , კიტას გარეშე გრძელდებოდა ის კი უბრალოდ არსებობდა ციხის კედლებში სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვაში, იქ სადაც ბრძოლა უწევდა გადარჩენისთვის .
_სახლში წავიდეთ ... დირექტორს დაურეკავ და გაეთავისუფლები. მე და შენ დავისვენებთ. გავიხსენებ როგორ უნდა გემრიელი საჭმელების მომზადება
_დედი არაა საჭირო სულ ჩემთან იყო. სადაც გინდა იქ წადი, გაერთე არ ვიცი იმდენი რამე შეიცვალა დე
_ყველაფერს მოვასწრებ შენ ნუ ღელავ ... მამას საყვარელ თევზს მოვამზადებ
რამდენიმე დღე სახლში გაატარა ნანას გვერდით და ეს იყო ყველაზე დიდი ძალა რაც კი შეეძლო მიეღო. ზუსტად იცოდა რატომ უნდა გაეგრძელებინა ბრძოლა სიცოცხლისთვის და არა არსებობისთვის. დრო აღარ იყო, დიახ დასაკარგი დრო აღარ ჰქონდა უნდა გათავისუფლებულიყო იმ ბორკილებისგან რომელიც დამნაშავის სტატუსთან ერთად მიიღო და რომელიც ჯერ კიდევ ძლიერად უჭერდა ყელზე.
............
თიკა ახალაია , გოგონა რომელიც მთელი გულით უყვარდა მიშო თევდორაძეს. სიყვარულმა იმდენად დააბრმავა რომ ვერაფერზე ფიქრობდა მის გარდა. ბევრმა არ იცოდა მათი სიყვარულის შესახებ. მხოლოდ კიტამ , გუგამ და ლადომ იცოდნენ მიშოს ყველა საიდუმლო და მათ შორის თიკასთან პაემნების ამბავიც. თიკას ბოლო წამამდე აღმერთებდა , თევდორაძისთვის ეს გრძNობა იყო ყველაფერზე მეტი , თავისი რომანტიკოსი ხასიათი უბინდავდა გონებას. ახალაია იყო გოგო რომელიც ბევრს მოსწონდა , ლამაზი იყო , კარგად სწავლობდა, მდიდარი მშობლების შვილს არ ეხებოდა არავითარი პრობლემა და მისთვის ცხოვრებაც ვარდისფერი იყო . თიკუნა არ იყო გოგონა რომელიც მთელი არსებით გადაეშვებოდა სიყვარულის მორევში მიშოსთან ერთად, მას არ შეეძლო ისეთი სიყვარული როგორიც თევდორაძემ იცოდა.
15 წლის შემდეგ თიკუნა ახალაია სრულიად სხვა ადამიანი იყო . დიდი დრო დაგჭირდებოდათ ქალის დანახვისას იმ მხიარული, უდარდელი გოგოს აღმოსაჩენად. სამი შვილის დედას აღარც შესაშური ფორმები ჰქონდა, არც მოდის უკანასკნელი ტენდეციით ეცვა და მისი თვალებიც აღარ ანათებდნენ ისე როგორც ძველად. ხელჩანთა რამდენიმე სავსე პარკთან ერთად ეჭირა და სწრაფად მიაბიჯებდა ქუჩაში . აშკარად ეჩქარებოდა , ისე როგორც ტიპიურ მრავალშვილიან დედას ალბათ უამრავი გეგმა ჰქონდა , საქმეები რომლებიც დღის განმავლობაში უნდაა მოესწრო
_თიკა ახალაია ... ასეთი იყო მომავალი რომელზეც მაშინ მიყვებოდი? _ არ მისალმებია , არც მოუკითხავს არ ახარებდა მისი ნახვა უბრალოდ გვერდით მიჰყვებოდა სანამ ქალი არ გაჩერდა
_კიტა _ გაფითრდა,წონასწორობაც კი დაკარგა. ტროტუარზე იდგა ირგვლივ არავინ იყო მხოლოდ კიტა მენაბდე, კაცი შორეული წარსულიდან რომელიც არასდროს სტოვებდა _შენ როგორ
_გეშინია თიკა ? _ თვალებში უყურებდა. იმდენად მშვიდი იყო, უემოციო და საშიშიც ქალს სხეული უთრთოდა _ ვინ წარმოიდგენდა არა ?
_რა გინდა ჩემგან ამდენი წელი გავიდა ...
_მაინტერესებდა როგორ გრძნობდი თავს გურამის გვერდით ... გაამართლა შენმა არჩევანმა? ღირდა მიშოს ღალატი ამად ? _კბილებსშორის გამოსცრა და შემდეგ ჩაიცინა
_კიტა შენ უფლება არ გაქვს ჩემ ღალატზე ისაუბრო... მიშო შენ მოკალი და ჩემს ღალატზე როგორ საუბრობ ... _ სიტყვის თქმაც კი უჭირდა , მაგრამ მაინც უტევდა. სახეზე წამოწითლდა , ცივი ოფლით დაეცვარა სახე და ქერად შეღებილ თმაზეც ნერვიულად გადაისვა დამსხვილებული თითები _შენს ადგილას არც კი გამოვჩნდებოდი ქუჩაში ... მე და მიშოს არაფერი გვქონდა მე გურამის ცოლი ვარ და არავისთვის მიღალატია
_ასე იმშვიდებ თაავს? იშორებ სინდისის ქენჯნას და შენც დაიჯერე რომ მკვლელი მე ვარ ... საკუთარ თავს ხშირად უმეორებ რომ მკვლელის გვერდით არ გძინავს, რომ მისგან არ გააჩინე ბავშვები და მკვლელი ციხეში ლპება ხომ?
_რას ბოდავ ... გურამს გინდა გადააბრალო შენი ჩადენილი დანაშაული? რა გინდა სასჯელი ხომ მოუხადე ხომ გამოგიშვეს ხოდა შეგვეშვი ყველას _ისტერიკა ჰქონდა უკვე კიტა კი ისევ ისეთი ცარიელი მზერით უცქერდა
-მე დავბრუნდი და ყველას გადავუხდი ჩადენილი ცოდვებისთვის ... მიშოს გვერდით ასეთი არ იქნებოდი . ალბათ ის მიიღე ვისაც იმსახურებდი ... კარგად მოუარე ქმარს სანამ დრო გაქვს , ციხეში ხშირად ვერ მოინახულებ_ზურგი აქცია და წავიდა. ქალი კი დიდხანს იდგა გაყინული , აკანკალებული სხეულით შემდეგ მობილურის ხმა გაიგო და ძლივს უპასუხა
-სად დედის ტყვნ... წახვედი ქალო ამდენ ხანს . დავიხოცეთ შიმშილით. არ გითხარი დაღლილი მოვალ და დამახვედრე რამე_თქო? ესმოდა კაცის ღრიალი და გულის რევის შეგრძნება იმდენად მძაფრი ხდებოდა ძალას ართმევდა. ეზიზღებოდა საკუთარი ცხოვრება, სძულდა ყოველი დღე რომელიც გურამის გვერდით გაატარა. მოტყუვდა, შეცდა , უღალატა და საკუთარ თავსაც გამოუტანა განაჩენი...ჯერ მხოლოდ 36 წლის იყო და უკვე სიცოხლე სძულდა, სარკეში ჩახედვა ეზიზღებოდა გაურბოდა საკუთარ ანარეკლს იმ ქალს რომელიც უცქერდა , სახეს რომელიც მოხუცს ამსგავსებდა , სხეულს რომელიც ჭარბი წონისგან ფორმადაკარგული ათას კომპლექსს უქმნიდა და ცხოვრებას, რომელიც მის მზერაში ჩანდა.
სახლში დაბრუნდა , ყველაფერი მაგიდაზე დაყარა და საჩხუბრად მომზადებულ ქმარს ყურადღებაც არ მიაქცია. ბავშვების ხმაც ესმოდა ისინიც საჭმელს ითხოვდნენ, პატარა ტიროდა და სრული ქაოსი იყო მას კი ისევ კიტას ხმა ესმოდა, მის თვალებს ხედავდა და ნელ_ნელა გიჟდებოდა
_გეყოფაათ _ დაიყვირა. ფეხზე წამოდგა და ისე შეხედა ყველას რომ წამსვე გაჩუმდნენ _ოთახიდან გადით ! თქვენს ოთახში შეიკეტეთ და თქვენი ხმა არ გავიგო როცა გავაკეთებ მაშინ შეჭამთ ... ჩემი სისხლი დალიეთ და გული გამომგლიჯეთ უკვე ყველამ
_წამოდი ... წამოდი სანამ ყველას გვცემს სჯობს გავიდეთ_უფროსმა თქვა და პატარებიც წაიყვანა
_სად იყავი ამდენ ხანს ... მანამდე რას მიკეთებდი სახლში ზიხარ 24 საათი და რა გახდა სადილის მომზადება
_კიტა შემხვდა იცი? ციხიდან გამოსული კიტა რომელიც აღარაა ის საყვარელი წესიერი ბიჭი... შუა ქუჩაში გვერდით დამიდგა გესმის შენ ?
-რას ბოდავ საერთოდ ... შენს ნახვას როგორ გაბედავდა წავა აქედან- ენა დაება, კიტას გაგონებისას ხმაც დაკარგა და სრულიად მოენგრა გამომეტყველება_რაო რა გითხრა
_არსად არ მიდის... აქ რჩება . შენ რომ იძახდი თუ გამოვა კრისასავით გაიქცევა ქვეყნიდან აქ რა დარჩენიაო ... იძახდი გიორგის და თევდორაძეების შიშით ერთ დღესაც არ გაივლის ქალაქშიო ის კი მშვიდად დააბიჯებს რამდენიმე თვეა და არსად წასვლას არ აპირებს
_რა გითხრა _მეთქი ქალო ... რა გითხრა _ მხრებში წვდა და შეანჯღრია _შენთან რა უნდოდა
-შემახსენა როგორ მივქარე შენ რომ აგირჩიე...მიყურებდა ასეთ განადგურებულს და ვეცოდებოდი _ხელი გაითავისუფლა და გაიცინა მითხრა შენ ქმარს ციხეში ხშორად ვერ ნახავო. რატომ მითხრა ეს...რატომ არის ასე დარწმუნებული და მშვიდი თუ მართლა თვითონ მოკლა მიშო
_მაგის დედას შ.ვეცი დადის და რამდენ სისულელეს ამბობს. რატომ ჩემთან არ მოვიდა მივუნგრევდი სახეს... _ მელოტ თავზე კოტიტა თითებს ისვამდა და აღელვებისგან დაცვარულ კანზე კაპილარები სულ უფრო და უფრო მეტად ემჩნეოდა. _ კისერს მოვუგრეხ.! არ ეყო ხომ 15 წელი ციხის ხეხვა მაგ ნ.ბ.ზარს
-შენ მოკალი ხომ? შენ მოკალი ... ვერ იტანდი ბოღმისგან და შურისგან სკდებოდი და მოკალი- არ ესმოდა ქმრის სიტყვები ისევ გათიშული იყო და ხმამაღლა ყვიროდა. მასთან მივიდა და ხელები დასცხო უზარმაზარ მკერდზე _ შენ მოკალი და მერე კიტას შეხოცე ხელები . დამპალი ბიძაშენი დაგეხმარა , დაგეხმარა და კიტა ჩასვეს... მეზიზღები . ვერ გიტან ცხოვრება დამინგრიე.. გამანადგურე ... როგორ ვერ გიტან . მეზიზღები წყეულიც იყოს ის დღე შენთან ყოფნაზე რომ ვიფიქრე _მანამ კიოდა სანამ ლოყის წვა არ იგრძნო. ოთახში გავრცელდა ხმა და ქალიც გაჩუმდა, წონასწორობა დაკაგული დაეცა ხალიჩაზე , გახეთქილი ტუჩიდან სისხლი სდიოდა, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა. არც პირველი იყო და ალბათ არც უკანასკნელი. ცრემლები სდიოდა სახეზე და ქვემოდან უყურებდა შეშლილ კაცს თმაში რომ წვდა და მაღლა წამოსწია
_ მოკეტე ... მოკეტე თორემ ენას ამოგაცლი. ისტერიკას მიმართავ და გინდა ბავშვებმა გაიგონ ხომ? გინდა ბავშვები ამიმხედრო რა იყო კიდე ხო არ გინდა განქორწინება ... გინდა ხომ? გინდა წახვიდე და შენს ნებაზე იპარპაშო ახალი საყვარელი ხომ არ იპოვნე ... ყელს გამოგჭრი , მოგკლავ გესმის? კიდე რომ ახსენო ამ სახლში მიშო ... როდის უნდა მიხვდე რომ მორჩა აღარაა შენი მიშო... გაბოზდი, გაყიდე და მერე დაიბრიდა _ ერთ ხელს თმაზე უჭერდა მეორეს ყბაზე და მუხლებზე დაცემულს ზემოდან დაჰყურებდა _გესმის თუ არა ? კიდე გინდა ხო რო გაგიერთიანო ეგ მახინჯი სახე ... რა ახალგაზრდობა გენატრება წავიდა შენი სილამაზე და მე მაბრალებ? რა გინდა ჩემი ბრალია რომ გასივდი ... ძროხას დაემსგავსე და ვეღარ სუნთქავ? ჩემი ბრალია არაფერს რომ არ აკეთებ სახლში ზიხარ და მთელი დღე ჭორაობაში ატარებ ნამცხვრებით, ყავით და ათასი უბედურებით სკდები ?
-მეზიზღები ... ღმერთმა დაგწყევლოს -ტიროდა, თავის დახსნას ცდილობდა , მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა. სახეში შეაფურთხა და წამით იგრძნო თავისუფლება შემდეგ იყო აუტანელი ტკივილი. გინება, ყვირილი და სიბნელე . სადღაც შორიდან მოდიოდა ბავშვების ხმა ოთახში რომ ვეღარ გაჩერდნენ და დედის დასახმარებლად გარბოდნენ.
ასეთი იყო 15 წლიანი თანაცხოვრება , ახალაიას და მირცხულავას ბედნიერი ოჯახი რომელიც ღალატით დაიწყო . უდანაშაულოს სისხლით გასვრილი ხელი ჩაკიდა გუგა მირცხულავამ თიკა ახალაიას და მიუხედავად თავისუფლებისა ცხოვრება სიმშვიდეს არ სჩუქნიდა. ციხის გარეთ იყო , მუშოაბდა, შემსავალიც ჰქონდა , შვილებიც ჰყავდა და ქალიც რომელიც მეგობარს წაართვა , მაგრამ მაინც ცოცხლად ლპებოდა სულიც და სხეულიც...
ოთახის ერთ ბოლოში გაბღენძილი, ბოროტებით სავსე კაცი იდგა . ბრაზისგან აკანკალებულ ხელში არყის ბოთლი მოექცია და ზიზღით დაჰყურებდა იატაკზე გართხმულ დასისხლიანებულ ქალს . ბავშვები შეშინებულები უყურებდნენ ნახევრად გონდაკარგულ ქაალს , ეშინოდათ სისხლიან სახეზე ხელის შეხება და ტირილით სთხოვდნენ გამოფხიზლებას. კაცი კი ისევ ისე იდგა , სინდისის ქენჯნის გარეშე უყურებდა საკუთარი შემოქმედების შედეგს და შიშის ჩასაქრობად სასმელს შეუსვენებლივ სვამდა, მაგრამ გრძნობდა როგორ უახლივდებოდა სამართალი . არ იცოდა ვისი უფრო ეშინოდა კიტასი თუ ციხის. ისიც არ იცოდა რას აპირებდა მენაბდე , როგორ იძიებდა შურს...მაშინ ვერ წარმოედგინა კიტას მსგავს კაცს ჭკუაში თუ აჯობებდა და საქმეს ბოლომდე მიიყვანდა , გაუმართლა ბოროტებამ იზეიმა, მაგრამ ახლა მენაბდეს ის ბრაზი და შურისძიების სურვილი ჰქონდა რაც მაშინ აკლდა. ახლა მენაბდე მომზადებული იყო , მაშინ კი ყველაფერი ერთად დაატყდა თავს წარმოუდგენელ მდგომარეობაში მოხვდა და ვერაფერი შეძლო .
მიდიოდა , მიტორტმანებდა გათიშული ტვინით და უამრავი შიშით. მიდიოდა და თან მიჰყვებოდა მიშოს აჩრდილი , რომელიც არასდროს ტოვებდა . მისი მოჩვენება იმ წამიდან აედევნა გულში რომ ჩაარტყა დანა და მისი სუნთქვაც შეაჩერა. მიდიოდა ბარბაცით მიშო კი ღიღინებდა
_მოშორდი ... მომწყდი თავიდან_ხელს იქნევდა , მაგრამ მიშოს ხმა ისევ ესმოდა .
დამნაშავის სული სიმშვიდეს ვერასდროს ჰპოვებს. მკვლელს მუდამ თან დაჰყვება მოკლულის მოჩვენება და ესაა კანონზე აღმატებული სასჯელი რომელიც არასდროს დასრულდება , სამუდამო განსაცდელი , შეუცვლელი ანგარიშსწორება

საღამომშვიდობისაა ჩემო ძირფასო მკითხველო
ძალიან მინდა რომ მოგეწონოთ ეს ისტორია და იგრძნოთ ისე როგორც მე ვგრძნობ
კიდევ მინდა რომ ამჯერად უფრო მეტმა გამიზიაროთ შეხედულება გმირებზე
გელოდებით ...

№1 სტუმარი kati

Sainteresoa, rogorc yoveltvis.velodebi momdevnos da vkitxulob zvel istoriebs.

№2  offline მოდერი sameone crazy girl

kati
Sainteresoa, rogorc yoveltvis.velodebi momdevnos da vkitxulob zvel istoriebs.

heart_eyes heart_eyes
მადლობა
ძალიან მიხარია ძველებსაც რომ კითხულობთ
heart_eyes

№3  offline წევრი ეირინ

მარიამო თვალები მატყუებს თუ პატივი მეტრო და ჩემი გვარი შენს ერთ-ერთ ისტორიაში არის??

ეირინ
მარიამო თვალები მატყუებს თუ პატივი მერგო და ჩემი გვარი შენს ერთ-ერთ ისტორიაში არის?? სუპერ გოგო ხარ ვგიჟდები შენზე და ველოდები ახალ თავს❤❤❤❤❤????❤????????????❤❤❤❤

№4 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან საინტერესოა მარიამ.ძალიან მომწონს და ველოდები.ანიკოს ბიჭი არ მომწონს რაღაც კიტას და მის წყვილს უშლის ხელს ნუ ეს მე მეჩვენება მასე შეიძლება შენ სულაც არ აპირებ მათ დაწყვილებას.ძალიან კარგია.

№5  offline მოდერი sameone crazy girl

ეირინ
მარიამო თვალები მატყუებს თუ პატივი მეტრო და ჩემი გვარი შენს ერთ-ერთ ისტორიაში არის?? laughing laughing
ეირინ
მარიამო თვალები მატყუებს თუ პატივი მერგო და ჩემი გვარი შენს ერთ-ერთ ისტორიაში არის?? სუპერ გოგო ხარ ვგიჟდები შენზე და ველოდები ახალ თავს❤❤❤❤❤????❤????????????❤❤❤❤

smile smile smile
მადლობაა
კარგია რომ მოგწონს დ აიმედია ბოლომდე ასე იქნება

სტუმარი თამო
ძალიან საინტერესოა მარიამ.ძალიან მომწონს და ველოდები.ანიკოს ბიჭი არ მომწონს რაღაც კიტას და მის წყვილს უშლის ხელს ნუ ეს მე მეჩვენება მასე შეიძლება შენ სულაც არ აპირებ მათ დაწყვილებას.ძალიან კარგია.

წყვილებზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი სხვა ამბავია წინ და ეგ მეორე ეტაპზე იქნება ალბათ
heart_eyes მიხარია რომ მოგწონთ
heart_eyes heart_eyes

№6 სტუმარი სტუმარი ლინდა

რომ გითხრა... არ ველოდებოდიმეთქი მოგატყუებ...მარა ასეთს ნამდვილად არ ველოდი... ეს რა იყოო თვალი ვერ მოვაშორე ტექსტს ... შოკი მქონდა. მე და ჩემი შინაგანი ქალღმერთი ერთმანეთის ყბებს ვიჭერთ რომ არ ჩამოგვივარდეს....

უიმე ბატონი გურამი...არა რა ბატონი... იდიოტი.. ჯერ ქალზე ხელს რომ აწევ ხომუნდა მოგტყდეს ორივე ხელი და გახვიდე გაღმა მარილზე... ჰომო ჰაბილისია ნამდვილი რაა არა ასენიც მასზე ჭკვიანები იყვნენ... აუ ამ კაცზე ნერვები მეშლება... ზე ანტიპერსონაჟია... მაგის სიცხე არ დეეტია გრადუსში...მაგან იაროს წინ და უკან მიწაში...დიპლომიანი კუდიანივით ვიწყევლები :-D:-Dარა უნდა ვაღუაროო ისტორიას ასეთიგარეწარი მოუხდა...გურამიკო მემგონი პატიმრობაზე უარესად ისჯება... თვით მიშო სჯის..

..ოო თიკა.. მემგონი ეს გოგო უბრალოდ შეცდომის მსხვერპლია...სათანადო ცხოვრების მეგზური ვერ შეარჩია...მეცოდება...არ ვისურვებდი მის ადგილას არცერთი წამით ყოფნას..წარმოდგენაც კი არმინდა..შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომის გამო დაისაჯა კიდეც თან ძალიან მწარედ...არვიცი რა ვთქვა თიკაზე...უბრალკდ ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებ...

...აუ კიტა... კარგი რაა როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი მკვლელი იყოს ... როგორ ვერ ხვდება ანოო რა... საუკეთესო მეგობარს როგორ მოკლავდა... რანაირია.. სადარის შინაგან სამინისტრო სადარის ქანონი ...როგორი ძლიერი უნდა იყო ადამიანი რომ ამდენ ცილისწამებას გაუძლო თანაც ქალკსგან რომლისგანაც არ ელოდები და ვგონებ არც გულგრილი ხარ...

..ანო.. რავუყო ახლა მე ამ გოგოს.. თავის საქმეში მართალია... მარა კიტაც რომ მართალია..დილემის წინაშე ვარ... ბოდიშის მოხდით მაგრამ ამშემთხვევაში სოლიდარობას კიტას ვუცხადებ...

...უმაგრესი თავი იყო მარიამო...როგორ გამახარე არიცი.. ძალიან მიყვარხარ... ახალ თავს ველოდები სულმოუთმენლად... ავქოთქოთდი ისევ .. რა არის ახლა ეს ..რავქნა მე .. როგორ მოვიცადო .. როდის დადებ ახალ თავს... მალე ხადევი რა... წავედი ახლა მე ვისწავლო ისტორია.. ჩემს შინაგან ქალღმერთს კი ვასწავლიდი მარა პირადობა არაქვს ტან მარტო მე ვხედავ და არ შეუსვებენ ..:-D:-D

№7  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ლინდა

ხოო ასე გამოვიდა გურამი ძალზედ ცუდი პერსონაჟია , მაგრამ საცოდავიცაა საკუთარი ცოდვები ახრჩობენ ისე რო კიტას არაფრის გაკეთება მოუწევს
ანაზე და კიტაზე მოგვიანებით
ჯერ მეც ა რვციი ხო იცი
ხოდა მიყვარხარ

№8  offline წევრი ლილილი

არ ვიცი რა ვთქვა,ძალიან მძიმე წასაკითხია,შენს არცერთ ისტორიას არ ჰგავს.არ არის შენი ჟანრი,მაგრამ მაინც კარგად გამოგდის.არადა შენებურს ველოდი,განსატვირთად,მაგრამ სრულიად სხვა დამხვდა.მაინც ძალიან მომწონს.ამჯერად მგონია,რომ აქ სასიყვარულო ისტორია კი არა,არამედ მეგობრობა და სამართალი იქნება მთავარი,ველოდები შემდეგ თავს.კიტას იმედი მაქვს,ბავშვები მეცოდებიან,
თიკას მეტი სინანულის დანახვა მინდა,ვერ ვიტან მოღალატე ადამიანებს,
სინანულისგან რომ გიჟდებიან მსიამოვნებს.გიგას და ანოს"წყვილი" "კარგია",თუმცა სუსტი.ანოს უფრო ძლიერი სჭირდება გვერდით,კიტას და ანოს ერთად ჯერჯერობით ვერ ვხედავ,ამიტომ იმედია გიგა უფრო გაძლიერდება.

№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

წარმომიდგენია კიტა როგორ იქნებოდა მთელი 15წელი.იცოდე მკვლელი ვინ იყო და ვერ ამტკიცებდე ძაან საშინელებაა.როგორ მინდა მალე დაამტკიცოს,როგორ მინდა კიდევ უფრო მხარში გამართულმა იაროს და ბოდიშები ახდევინოს ყველას ვინც ასე დაამცირა და არ დაუჯერა.თუმცა წარსულს ვერ დააბრუნებს,ვერც მიშოს და ვერც მამას.ანოს,ანომ მინდა რომ დაიჯეროს მანამ სანამ დაამტკიცებს,მინსა დაინახოს კიტას უდანაშაულობა.ველი ახალ თავს.როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ ♥♥♥
--------------------
ლანა

№10  offline მოდერი sameone crazy girl

L.eli13
არ ვიცი რა ვთქვა,ძალიან მძიმე წასაკითხია,შენს არცერთ ისტორიას არ ჰგავს.არ არის შენი ჟანრი,მაგრამ მაინც კარგად გამოგდის.არადა შენებურს ველოდი,განსატვირთად,მაგრამ სრულიად სხვა დამხვდა.მაინც ძალიან მომწონს.ამჯერად მგონია,რომ აქ სასიყვარულო ისტორია კი არა,არამედ მეგობრობა და სამართალი იქნება მთავარი,ველოდები შემდეგ თავს.კიტას იმედი მაქვს,ბავშვები მეცოდებიან,
თიკას მეტი სინანულის დანახვა მინდა,ვერ ვიტან მოღალატე ადამიანებს,
სინანულისგან რომ გიჟდებიან მსიამოვნებს.გიგას და ანოს"წყვილი" "კარგია",თუმცა სუსტი.ანოს უფრო ძლიერი სჭირდება გვერდით,კიტას და ანოს ერთად ჯერჯერობით ვერ ვხედავ,ამიტომ იმედია გიგა უფრო გაძლიერდება.

ხო რაღაც სხვაა, მაგრამ მაინც ჩემებურია ჯერ ვერ ვგრძნობ რომ სხვაა ალბატ იმიტომ რომ ახლა მხიარული ამბის დაწერა უფრო ხელოვნური იქნებოდა ვიდრე მსგავსი ამბის...ძალიან მიდნდოა განსატვირტი ამბით დაბრუნება,მაგრმა არ გამომივიდა სამწუხაროდ
სასიყვარულო ისტორია არაა , მაგრამ ამის გარეშეც არ იქნება ცოტა მოგვიანებით და ნელ-ნელა გამოჩნდება დიადი სიყვარული
heart_eyes heart_eyes

La-Na
წარმომიდგენია კიტა როგორ იქნებოდა მთელი 15წელი.იცოდე მკვლელი ვინ იყო და ვერ ამტკიცებდე ძაან საშინელებაა.როგორ მინდა მალე დაამტკიცოს,როგორ მინდა კიდევ უფრო მხარში გამართულმა იაროს და ბოდიშები ახდევინოს ყველას ვინც ასე დაამცირა და არ დაუჯერა.თუმცა წარსულს ვერ დააბრუნებს,ვერც მიშოს და ვერც მამას.ანოს,ანომ მინდა რომ დაიჯეროს მანამ სანამ დაამტკიცებს,მინსა დაინახოს კიტას უდანაშაულობა.ველი ახალ თავს.როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ ♥♥♥

დიდხანს არ გაგრძელდება ეს უსამართლობა და მალე გავარკვევ ყველაფერს
არ განერვიულებთ დიდხანს heart_eyes
წარსულს ნამდვილად ვერ დაიბრუნებს, მაგრამ მოიშორებს ტვირთის ნაწილს რაც აუცილებელია იმისთვის რომ ცხოვრება შეძლოს
heart_eyes

№11  offline წევრი whidout name

მგონი ნელ-ნელა ყველაფერს გავიგებთ, მართალია ჯერ დასასრული ძალიან შორსაა მაგრამ მაინც შეიძლება რაღაც დასკვნების გამოტანა.და მაინც კიტა მენაბდე ჩემთვის ყველაზე მართალი ადამიანია,გასაოცარი სიყვარულის,სიერთგულის და მეგობრობის გრძნობით აღსავსე.რომელმაც ეს ყველაფერი 15 წლის შემდეგაც არ დაკარგა 15 უფერული წლის შემდეგ რომელიც უსამართლოდ გაატარა ციხეში.ვფიქრობ ძალიან მაგარი ადამიანია რადგან მიუხედავად საზოგადოებისგან გარიყვისა მიუხედავად იმისა რომ მისი არავის სჯერა და მიუხედავად იმისა რომ იგი მიწასთან გაასწორა ბრბომ რომელთაც მხოლოდ ერთმანეთისგან გაგონილი ამბების სჯერა და არა სიმართლის მას მაინც აქვს ძალა და სურვილი რომ დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე, არა თავისი თავისთვის არამედ ადამიანისთვის რომლის სიკვდილსაც აბრალებენ და ადამიანისთვის რომელიც მისი მეგობარი იყო.

№12  offline მოდერი sameone crazy girl

whidout name

წარმოუდგენლად მიხარია რომ ასე ხედავთ ჩემ კიტას და მისი ცხოვრების უბედურებას ...
რა გავაკეთო რომ ვხედავ რომ გამოდის უკიდეგანოდ ბედნიერი ვხდები
და მადლობა
დიდი მადლობა თითოეული სიტყვისთვის
heart_eyes heart_eyes

№13 სტუმარი ana

აუ რამაგარი თავი იყოო.. როგორ მეცოდება კიტა, უდანაშაულო ადამიანი რომელმაც სულ ყველაფერი დაკარგა უდანაშაულოდ იტანჯება. ყველაზე ცოდვა ამ ისტორიაში მიშო და კიტა არიან :(აუ ძალიან მაგარია და ველდოები როგორ განვითარდება მდგომარეობა.
შეიძება უადგილოა მაგრამ კიტას და ანოს წყვილი მგონია რო შედგება და ანოს დახმარებით კიტას ის ტკივილი შეუმსუბუქდება.
ერთი სტყვით გეოდები მოუთმენლად <3

№14  offline მოდერი sameone crazy girl

ana
აუ რამაგარი თავი იყოო.. როგორ მეცოდება კიტა, უდანაშაულო ადამიანი რომელმაც სულ ყველაფერი დაკარგა უდანაშაულოდ იტანჯება. ყველაზე ცოდვა ამ ისტორიაში მიშო და კიტა არიან :(აუ ძალიან მაგარია და ველდოები როგორ განვითარდება მდგომარეობა.
შეიძება უადგილოა მაგრამ კიტას და ანოს წყვილი მგონია რო შედგება და ანოს დახმარებით კიტას ის ტკივილი შეუმსუბუქდება.
ერთი სტყვით გეოდები მოუთმენლად <3

ხოო ჩემ კიტა ძალიან დამეჩაგრა ცუდი გოგოვარ მაგრამ ვუშველი რამეს აუცილებლად
არ ვიცი ანო იქნება მისი წამალი თუ ტავად უშველის თავს, მაგრამ ასე უიმედოდ არ დავტოვებ
ძალიან მინდა მეც რომ კარგი გამოვიდეს და ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ
heart_eyes heart_eyes heart_eyes

№15  offline წევრი რუსკიმარუსია

მარიამო, საოცრად ღრმა და ემოციური ისტორიაა❤
ანო, ანო საოცარი პროფესიონალია, ისეთი ჩვენს რეალობაში რომ გვჭირდება, თანაც ძალიან ბევრი. მიშოს სიკვდილმა თითქოს დააცარიელა ანო. მიუხედავად იმისა, რომ ანოს გარშემო ბევრი ხალხია,ჰყავს გიგა, მანც ნახევრად სავსე ჭურჭელს ჰგავს. 15 წელია ეს ჭურჭელი ვერ შეივსო და ალბათ კიდევ დიდი დრო და ბევრი ბრძოლა დასჭირდება. მანამდე კი აკეთოს თავისი საქმე და ასხივის სიკეთე ❤
კიტა, რა უნდა ვთქვა ამ ადამიანზე არ ვიცი. საშინელებაა ცხოვრების 15 წელს რომ გპარავენ. შენ იბრძვი, მაგრამ ვერაფერს ამტკიცებ, შემდეგ კი გიწევს იბრძოლო შელახული სახელის აღდგენისთვის. კი არ ცხოვრობ უბრალოდ არსებობ, რადგან ამ 15 წელმა წაგართვა არა მარტო თვისუფლება, არამედ ოჯახი და მეგობრები. მისი თვალები ისეთ სიმშვიდეს ასხივებს, რომც არ იცოდე ვინ არის ვერასოდეს იფიქრებ მასზე მკვლელიაო, ისეთი სიმშვიდეა მის გარშემო, გადამდებია ეს სიმშვიდე.
ხოდა ასე მშვიდად იმოქმედებს და საუკეთესო მეგობრის სისხლს, რომელიც მასზე შეაწმინდეს არავის შეარჩენს. კიტა ერთგული მეგობარი და მართალი ადამიანია, ამას თიკაც ხედვ მის თვალებში და ალბათ ამიტომაც არის, რომ უჭირს მისთვის თვალის გასწორება, გრძნობს კიტა სუფთაა ყველა ასპექტში და ამის გაცნობიერება უჭირს, არ უნდა, მაგრამ მოუწევს, რადგან კიტა საუკეთესო მეგობრის სისხლს არავის შეარჩენს.

თიკა, თიკა მეცოდება, მაგრამ მაინც მგონია, რომ მიშოს ღალატისთვის იმსახურებს იმ ცხოვრებას რაც აქვს. ყოფილიყო მიშოსთან და დღეს ბედნიერი და სახეგაბრწყინებული ივლიდა და არა ჩვეულებრივი დიასახლისივით.
რაც შეეხება გურამს, მაგის მსგავსი "კაცები" ორგანულად მძულს, მეზიზღებიან. გურამი ისედაც ისჯება, მთელი 15 წელია მიშოს აჩრდილი თან დასდევს და კიდევ დიდხანს არ დატოვებს მარტო. ამიტომ ის კიტაზე მეტად ისჯება, მაგრამ კანონის წინაშედაც უნდა აგოს პასუხი და ამას კიტა აუცილებლად შეძლებს ამას.

საოცარი ისტორიაა მარიამო, ყველაზე განსხვავებული რაც აქამდე შეგიქმნია, შენს პერსონაჟებსაც კი განსხვავაებული სახელები ჰქვიათ :)
მართალია აქ არ იქნება გიჟური სიყვარულის ისტორია, მაგრამ აქ იქნება ბრძოლა მწგობრობისთვის და სამართლიანობისთვის. იქნებიან კიტას და დედამისის მსგავსი ადამიანები ალალი და ნათელი თვალებით. იქნება ანო, რომელსაც ყველაფრის მიუხედავად ამ თვალებში დანახული ნათელი სხივები სხვანაირად ფიქრს აიძულებს და აღარც 15 წლის წინ მომხდარშია დარწმუნებული.
მოუთმენლად ველოდები ახალ, ემოციებით სავსე თავს❤

№16  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აი ეს მესმის, ვერ ვიფიქრებდი, რომ მეორე თავში გამოჩნდებოდა მკვლელი, აუ რა შემძრწუნებელი ისტორია აქვს გურამს და თიკას და მიშოს. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას ❤️❤️❤️

№17  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია

მომენატრა შენი კომენტარები და გელოდი იცი?
წინა თავზეც გელოდი ასეთი დიდი კომენტარით , მაგრამ მიხარია ახლა რომ გამოჩნდი და როგორც ყოველთვის გამახარე
ყველანაირად ვიზიარებ შენს აზრს და მგონი ეს ის შემთხვევაა როდესაც ჯერ-ჯერობით არ ვდაობთ არავინ და ალბათ არ გვექნება მთავარ გმირების მიმართ პროტესტის გრძNობა
მიხარიხარ და იმედი მაქვს რომ მომავალშიც მოგეწონება ახლაი თავები
heart_eyes heart_eyes

ablabudaa
აი ეს მესმის, ვერ ვიფიქრებდი, რომ მეორე თავში გამოჩნდებოდა მკვლელი, აუ რა შემძრწუნებელი ისტორია აქვს გურამს და თიკას და მიშოს. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას ❤️❤️❤️

ხო, სწრაფად ვითარდება ალბათ არ მიყვარს დაძაულობები და დიდხანს გაწელილი მსგავსი ამბები ისედაც 15 წელი იწამა ამ ბიჭმა
laughing
მადლობა რომ ისევ კითხულობ ცემს კიდევ ერთ სიტორიას

№18 სტუმარი სტუმარი Nata

Saocari istoriebi gaqvs, shesanishnavia, sheni ertguli mkitxveli ar avtoro

№19  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი Nata
Saocari istoriebi gaqvs, shesanishnavia, sheni ertguli mkitxveli ar avtoro

heart_eyes heart_eyes მადლობა
ბედნიერი ვარ რომ მოგწონთ და კიდევ ერთ ჩემ ისტორიას კითხულობთ

№20 სტუმარი სტუმარი თათო

ყველა შენი ისტორია რაღაცნაირია...შინაურული და რეალობასთან ახლოს.რაც შეეხება ახალ ისტორიას საინტერესო დასაწყისია და ვატყობ დიდხანს არ მოგვიწევს ლოდინი სიუჟეტის განვითარებისას...მოკლედ და კონკრეტულად გეტყვი,რომ შენს ისტორიებზე ვგიჟდები????????????❤❤❤

№21  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თათო
ყველა შენი ისტორია რაღაცნაირია...შინაურული და რეალობასთან ახლოს.რაც შეეხება ახალ ისტორიას საინტერესო დასაწყისია და ვატყობ დიდხანს არ მოგვიწევს ლოდინი სიუჟეტის განვითარებისას...მოკლედ და კონკრეტულად გეტყვი,რომ შენს ისტორიებზე ვგიჟდები????????????❤❤❤

მიყვარს ჩემ ისტორიებზე რომ გიჟდებით ეგ ამბავი და რა გავაკეთო ?
ხო აი ძალიან მიყვარს ეგ ამბავი
და მინდა რომ ეს ისტორია დიდხანს დაგამახსოვრდეთ
heart_eyes heart_eyes

№22 სტუმარი nuca

es istoria marto ert ckvilze ikneba?

№23  offline მოდერი sameone crazy girl

nuca
es istoria marto ert ckvilze ikneba?

წყვილზე შეიძლება საერთოდ არ იყოს და თუ იქნება ერთზე მხოლოდ

№24 სტუმარი ლიამი

მიყვარს შენი ისტორიები, რაღაცნაირად თბილია და ტკბილი, სულ სიყვარულს ასხივებს.
ყოველთვის არაჩვეულებრივი პერსონაჟები გყავს, თითოეული ემოციაც სწორად მოგაქვს ჩვენამდე.

№25  offline მოდერი sameone crazy girl

ლიამი
მიყვარს შენი ისტორიები, რაღაცნაირად თბილია და ტკბილი, სულ სიყვარულს ასხივებს.
ყოველთვის არაჩვეულებრივი პერსონაჟები გყავს, თითოეული ემოციაც სწორად მოგაქვს ჩვენამდე.

გმადლობ heart_eyes
ამჯერად ზედმეტად ბევრი ემოციის გადმოცემა მომიწევს და იმედი მაქვს გაომივა და ბოლოში არ გავჭედავ flushed flushed

№26  offline მოდერი abezara98

იცი რას ვფიქრობ? თიკამ ის მიიღო, რაც დაიმსახურა. ძალიან მომეშალა ნერვები მის საქრციელზე. თუ უყვარდა, როგორღა შეძლო ღალატი და თუ არ უყვარდა, მაშინ რაღატომ აწვალებდა მიშოს ტყუილუბრალოდ? და რახან ღალატი შეძლო ჯერ კიდევ მაშინ, როცა მიშო ცოცხალი იყო, ახლა იწვნიოს ის ყველაფერი, რაც საკუთარ თავს დამართა. მეტის ღირსია! angry
რაც შეეხებათ დანარჩენ პერსონაჟებს blush ნუ, ჩემი ანო კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. პროფესიონალი ექიმი, რომელიც, როგორც ვატყობ, მხოლოდ სამსახურში ხდება მთლიანია, რადგან მთელი თავისი გული მისთვის აქვს მიძღვნილი confused და გიგი ისევ მხოლოდ ჩვეულებრივი მოკვდავია. იმდენად ეშინია იმის, რომ ერთ დღეს ანო მიატოვებს, წავა და სამუდამოდ დაივიწყებს, რომ მგონია, სწორედ ეს იქნება მიზეზი, მართლა თუ მოხდება მათ შორის მსგავსი რამ.
კიტა კი უბრალოდ ჯერ ისევ არ ჩანს იმდენად, რომ მასზე რამე უფრო კონკრეტული ვთქვა. მართლა ძალიან არის შეშინებული, რომ ის ერთადერთი ადამიანიც არ დაკარგოს, რომელიც ამ უბედურ ცხოვრებაში ცოცხალი შემორჩაღა და ახლა მის დასაცავად და გასაბედნიერებლად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ არც საკუთარ "მისიას" ივიწყებს pensive
ნუ, არ ვიცი, თავადაც რა დავწერე, მაგრამ ის ვიცი, რომ მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას heart_eyes heart_eyes

№27  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98

სამწუხაროდ ბევრი პოტენციური თიკაა ჩემს ირგვლივ , გოგონები რომლებიც ზედაპირულად ხედავენ ყველაფერს არ გრძნობენ და არც სხვის გრძNობებს ხედავენ . არავის ვუსურვებ მის ბედს, მაგრამ ძალადობის მსხვერპლიც იმდენია ნეტავ მომავალში აღარ გაიზარდოს მათი რიცხვი ... თიკამ ვერ დაინახა ნამდვილი სიყვარული და თავისი სისულელისთვის ზედმეტადაც კი აგო პასუხი . მხოლოდ ერთი შეცდომაც არ ჰქონია , ამდენი წელი გავიდ და ძალა არ ეყო თავის დასახსნელად .
ანო სხვანაირად ძლიერი და სუსტია მაგრამ თავისი პროფესია შველის , ენერგიას სრულიად ხარჯავს და პირად პრობლემებს ცოტახნით ივიწყებს
გიგა უბრალოდ შეყვარებული ბიჭია რომელიც ანოს ენერგიას ვერ აჭარბებს
ჩემ კიტას მარტო ნანას გამო ეშინია სხვა არაფერი ადარდებს ცხოვრებაში ... აღარაფერი აქვს დასაკარგი ალბათ
მოკლედ მეც ბევრი ვილაპარაკე
smile დავწერე ერთი ისტორია

№28 სტუმარი Bekauri.m

რაღაც სულ სხვანაირი ჩანს ეს ისტორია, მძიმე თემებს ეხები... როგორ გაიზარდე ❤❤

№29  offline მოდერი sameone crazy girl

Bekauri.m
რაღაც სულ სხვანაირი ჩანს ეს ისტორია, მძიმე თემებს ეხები... როგორ გაიზარდე ❤❤

ჩემებური გახდება მაინც ცოტა ხანში kissing_closed_eyes
მადლობა heart_eyes heart_eyes

№30 სტუმარი ლილი

მიყვარს ვაბოდებ შენს ისტორიებზე???

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent