შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუცუბიძის ქუჩა (თავი 1)


15-11-2019, 00:48
ავტორი Yagam
ნანახია 10 514

- ასეთი გამოუსწორებელი ძუკნა როგორ ხარ?- ძალიან მშვიდი სახით შემოაღო თიკა გასვიანმა სახლის კარი და მისაღებში შეკრებილ საზოგადოებიდან ერთს დაასო მწველი მზერა.
- გემუდარები... უბრალოდ არ გინდა.- თავჩახრილი, თმაა აწეწილი და სრულიად მოუწესრიგებელი მიყუჟულიყო სავარძლის კუთხეში და თვალს ვერავის უსწორებდა.
- თიკა არ დაიწყოო...- გამწარებული სახით ახედა უემოციოდ მდგარს და აკანკალებულ ლიზას მოეხვია.
- უკაცრავად რა არ დავიწყო?- ხელის აწევით დააკვირდა სახეალეწილ კატოს და განაგრძო- შენც ჩემს აზრზე ხარ და არც ვაპირებ ამის დამალვას და თუ ამ ქალბატონს არავის აზრი აინტერესებს რაც უკვე ცხადია მისი ქცევიდან გამონდინარე, მაშინ მე აქ არაფერი მესაქმება.- მის მოპირდაპირე მხარეს სავარძელში ჩაჯდა და ირონიული მზერა მოავლო, შემდეგ კი ფანჯარასთან ჩაფიქრებულ გავნცას გახედა და გაეცინა.
- თიკა გთხოოვ- ფეხზე გამწარებული წამოხტა და აქეთ იქეთ ბოლთის ცემას მოჰყვა- ისედაც ცუდად ვარ, ვერ ვსუნთქაც გეფიცები, მაგიჟებს ის ფაქტი რომ აქ არის ჩემთანაა და უბრალოდ... ჯანდაბა.- ვეღარ დაასრულა და ისტერიული ტირილი აუტყდა, იატაკზე ჩაიკეცა და გვანცამაც ინება მოხედვა.
- ხვდები, რომ ზედმეტი მოგდის?- ბოროტად დააკვესა მწვანე თვალები თიკას მიმართულებით.
თიკას უკვე თვალები ეწვოდა იმდენი ცრემლი დსუგროვდა სფეროებში. გიჟდებოდა ლიზას ამ მდგომარეობაში ყურების გამო და ბაჩი მენაბდის ცემაში გაბერვა უნდოდა.
- თქვი რაგინდა ლიზა?- ღრმად ჩაისუნთქა და ფეხზე წამოდგა.
- მიყვარს.- ამოისლუკუნადა თავი კედელს მიაყრნო.
- ფუუ ამის... იმას არ უყვარხარ შეიგნეე.
- შემეშვი...
- კარგიი... მე შეგეშვები, საერთოდ აღარ ჩავერევი შენს ცხოვრებაში, როგორც გინდა ისე გააკეთე.- მხრები აიჩეჩა, ნივთებს ხელი მოხვიდა, ლიზას კივილისთვის არც მიუქცევია ყურადღება ისე დატოვა სახლი. სწრაფი ნაბიჯებით ჩაირბინა კიბეები და ტირილით მიაღწია მანქანამდე, როგორც კი ჩაჯდა შუბლი საჭეს დააყრდნო და ცრემლებმაც მალევე იწყეს დენა...

4 თვით ადრე...


- კარგით რაა სისულელეა.- ხელი აიქნია კატომ და წარბშეკრულ თიკას გახედა.- ეგ რომელ კლასში იყო, ხომ ვერ დამიკონკრეტებ?
- კი, დაგიკონკრეტებ და გეტყვი, რომ მეთერთმეტეში დარწმუნებული ვარ ისევ გაეტირება, რომ მოატოვებს.- ხელები გადააჯვარედინა და სივრცეს გახედა.
- ჯერ ეს ერთი საიდან მოიტანე, რომ მიატოვებს, ერთადაც არ არიან, მერე მეორე, ბაჩი ამდენი ხნის მანძილზე გერმანიაში იყო და ლიზა საიდან უნდა ახსოვდეს? და მესამე ლიზამ ყველაფერი დაივიწყა და გთხოვ ისევ თავიდან ნუ გაახსენებ.- მონოლოკი დაასრულა კატომ და მიმტანს, ორი შოკოლიადიან კრუასანი და ლიმნიანი წყალი შეუკვეთა ღიმილით.
- მეც ვფიქრობ, რომ ამდენ წლიან გრძნობას უკვალოდ არ ჩაუვლია, ნაპერწკალი ისევ უღვივის გულში, რომელიც შესაძლოა აალდეს რეზის გამოჩენის შემდეგ.- მილქშეიქი მოსვა ამდენიხნის ჩუმად ყოფნის შემდეგ გვანცამ და ისევ ტელეფონში ჩაძვრა.
- და ეჭვი გეპარებათ რომ გამოჩნდება?- აღელვებულმა თიკამ გადახედა გოგოებს.- შენი ცხოვრების სიყვარულის და თბილისის კოლორიტის ლაშა ხარძიანის უახლოესი ძმაკაცია და როგორც მახსოვს შენ მასთან ურთიერთობა ჯერაც არ გაგიწყვეტია და მგონი არც აპირებ.- მზერა პირდაპირ კატოს დაასო და მის პასუხს დსელოდა.
- ვერაფრით ვერ ვხვდები ასეთო გაღიზიანებული რატო ხარ?- გაღიზიანდა კატოც.
- იმიტომ რომ არმინდა იგივე შეცდომა გაიმეოროს.
- არ გაიმეორებს...
- მართლაა? ლიზა ეგეთი ჭკვიანი გგონიათ? გახსოვთ კინაღამ ხელებში ჩაგვაკვდა, თავკერძა მენაბდესკი ეს ფაქტი ფეხებზე ეკიდა.
- ეგრეც არ იყო.- სკამიდან წამოიწია გვანცა.- იმ ამბების შემდეგ უნდა გაქცეულიყო.
- ნუ ამართლებ...
- თიკა თბილისის მერის ძმის მკვლელობა პატარა ბრალდება ნუ გგონია, მამამისმა გაარიდა სიტუაციას და გერმანიაში გაუშვა ვითომ სასწავლებლად, ეს მთელი თბილისისთვის ცნობილია, ბრალდება მოეხსნა და დაბრუნდა ბუნევრივია შესაძლოა ლიზას დაბრუნდებაც მოუნდეს.
- ნინიას ბაღიაა? რასქვია დაბრუნება მოუნდეს?- აკივლდა თიკა.
- გოგო მოკეტეე, ხალხი გვიყურეებს.- დაუყვავა კატომ და ხელით ანიშნა გაჩუმებულიყო.
- თუ დაიბრუნეს და დაიბრუნოს, მე აღარ მცალია სემინარი მაქვს ქიმიის. - საათს დახედა, ფული დატოვა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ...
- მეც გასასვლელი ვარ.- ღიმილით დახრედა ტელედონზე მოსულ შეტყობინებას კრუასანის ბოლო ლუკმა გაღეჭა და წამოდგა.
- ოჰოოო ვინ საქმე?- ეჭვით შეათვალიერა გვანცამ.
- აუუ მიხვდი ეხლაა, როდის იყო ხარძიანს ვმალავდი, ისე მგონი დროა შენც გაიჩინო ვინმე?
- ვაიმეე საწყალი ბიჭი, ხან შორდები ხან ის გირიგდება მერე ისევ შენ შორდები და ისევ ის გირიგდება, ხოდა შენი აზრით მჭირდება ეს თავისკტივილი?
- სახალისოა.- გადაიკისკისა და ტყავის ქურთუკი მოიცვა, ხელი აუწია და კარში გაიჩინარდა.

* * *

სახლიდან ორი წუთის გამოსული იყო, პრეცენტაციაზე აგვიანდებოდა...
ისეთი სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა გეგონებოდათ მიფრინავსო, ორი საცობოთ გადატვირთული გზა სულ სირბილით გაიარა და კიდეევ ერთი დარჩა, მეტრომდე მისასვლელი...

გზისკენ არცკი გაუხედავს ისე გადაირბინა, რომ ძლიერმა ბიძგმა ერთიანად შეაქანა თავბრუს ხვევა თავის ყოველ მოლეკულასა და ატომში გაუჯდა და მტანჯველი ტკივილი შექმნა, მოწყვეტით დაეცა და ასფალტზე დატკეპნილი თოვლის ცივი ზედაპირი იგრძნო შემდეგ კი თითქოს გაიყინა...
* * *

- ეგ სიგარეტი, რომ ჩააქრო არ გინდა? გული მერევა- მანქანაში მჯდომმა ხელი აუქნია მომწამვლელ კვამლს და ფანჯარა ჩამოსწია.
- გინდა გაიყინო?- ფანჯარა ისევ აუწია საჭესთან მჯდომმა.
- ლაშა ჩამოწიე ცუდად ვარ.- სიჩწარეს გადამრთველზე დადებულ ხელს უპრწკინა კატერინამ.
- მეტკინა გოგო.
- ღირსიც ხარ.
- რატომაა ჩემი ბარტყი გაღიზიანებული?- სახეზე მოეფერა და თმა გადაუწია ყურსუკან.
- არ ვარ გაბრაზებული.- თავი დახარა კატომ
- აბა თვალებში შემომხედე.
- ნუ არაფერი თიკაზე გავბრაზდი, სულ ეგ იყო.
- ისევ მე გამლანძღა და დამიცავი ჩემო სიცოცხლე?- ხმით გაეცინა ლაშას და სიჩქარეს მოუმატა.
- მეტი საქმე არ მაქვს შენს გამო ვეჩხუბო ჩემს საუკეთესო დაქალს.
- ოპააა, აბარაზე დაგეძაბათ?
- შენ ის მითხარი სად ჯანდაბაში მიგყავარ ამდენი ხანი? - უკაცრიელი მხოლოდ ხეებით დაფარულ ტყეს გახედა ფანჯრიდან, რომელიც თოვლს მთლიანად დაეფარა და ისეთ ლამაზ სანახაობას ქმნიდა კატოს სუნთქვა შეეკრა.
- გაიგებ. - ხელი მუხლზე დაადო და მაღლა აასრიალა, როცა კატომ შეაჩერა და გააწევინა
- ლაშაა...- შეპარვთ დაიწყო კატომ- ბაჩი მართლა ჩამოვიდა.
- გუშინ, ღამით.- სახე დაასერიოზულა ლაშამ და გზას გახედა.
- და მართლა სპექტაკლი მოაწყო მის დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართულ წვეულებაზე?
- შენ ეგ რატომ გაინტერესებს.
- ისე პროსტა.
- ისე პროსტა სზვა უფრო მნიშვნელოვანზე იფიქრე.
- მაგალითად?
- მაგალითან, ყოველ ორ წუთში რატომ გაიძახი გული მერევაო?
- ლაშააა, ალბათ მომწამლა რამემ.- აღელვებულმა მიუგდო პასუხი კატომ.
- კატოოოო?- ინტრიგნულად შესძახა ლაშამ.
- ლაშაა? - ლაშას მიბაძა კატომ.
- მალე პატარა ხარძიანს გააჩენ ჩემო სიცოცხლე?- ბედნიერმა გაიღიმა და კატოს შეშინებულ სახეზე ხმით გაეცინა.
- ვაიმეეე- შეიცხადა კატომ.- დაბოლილი ხარ და საჭესთან ზიხარ? გინდა მომკლაა?
- არანაირად, რას მკადრებ?
- აბა რა ხარძიანს გავაჩენ თავი ხოარაფერზე მიგირტყამს?
- მოიცა ორსულად რომ იყო მერე რა?- გაღიზიანება დაეტყო ლაშას ხმაში.
- ის რომ ჯერ ადრეა, თან ცოლ-ქმარიც არ ვართ.
- აუცილებელია ცოლ-ქმარი ვიყოთ? - მანქანა საგრძნობლად დაამიხრუჭა ლაშა და გზის პირას გადააყენა.
- უბრალოდ ცოტა მეუხერხულება, ჩემებთან.- თვალი გაუსწორა.- მაგრამ ვიცი ორსულად არ ვარ.
- ანუ რას მეუბნება არ გინდა ჩემგან შვილი გყავდეს?
- ლაშაა, რატომ არ გესმის? ჯერ ვსწავლობ, ბავშვს ვერ გავაჩენ, არ არის მაგის დრო.
- რაღა დრო გოგო ოცდასამი წლის ხარ.
- ვსწავლობ...
- და ფეხმძიმედ რომ იყო?
- არ ვიქნები.
- და რომ იყო?
- ლაშა რატომ გადამეკიდე? შვილი გინდა?
- ხო, დავუშვათ მინდა... ჩემი ცოლი რომ აქ გქვია ეს გაფერხებს?
- ეგ არაფერ შუაშია.
- მოგიყვან ცოლად.
- ლაშა არვარ ფეხმძიმედ ნუ გადაირიე - მისი სახე ხელებში მოიქცია და რამდენჰერმე აკოცა- და თუ ეს დაგაწყნარებს გეტყვი რომ როდესაც დავბრუნდებით ტესტს გავიკეთებ და დაგარწმუნებ.
- მინდა რომ იყო.- ხელზე ჩაავლო და მუხლებზე გადაისვა.
- რას აკეთებ? გამიშვიი.- აფართხალდა და მის საპირისპიროდ გაიწია.
- მშვიდად კატო, მშვიდად.- ძლიერად შებოჭა და გულზე მიიწვინა კატერინაც არ შეწინააღმდეგებია ისე მიკნუტდა.
მარტო ამ გულმკერდზე გრძნობდა თავს მშვიდად და დაცულად, მარტო აქ უნდოდა ჰყოლოდა ჩაკრული გულში მთელი ცხოვრება, ეს ისე უყვარდა და ისე აწყნარებდა, ყველანაირ უარყოფით ავიწყებდა და მისგან წმენდდა...


* * *

- რა ჯანდაბაა?- ჟანგბადის ბალონის დანახვაზე უცბად წამოიწია, მაგრამ ისე დაეხვა თაბრუ გატოკების საშუალებაც არ ჰქონდა. ისეთი დაღლილი იყო თეთრ კედლებს მოავლო თვალი და წამლების სუნი ყელში ამოაჯდა. ყოველთვოს უკვირდა ამ ბუნებით თავისუფალ თიკას რა უნდოდა ამ წამლის სუნით გაჟღენთილ სამედიცინოზე, მათი გახსენებისას გაეღიმა თუმცა საშინლად მოუნდა იქედან გაქევა.
ალბათ ირმა გაგიჟებული დსხვდებოდა და საკავშირო ძებნას გამოაცხადებდა, ფეხზე გაჭირვებით წამოდგიმას აპირებდა თუმცა ვერ შეძლო და ჟანგბადის მილის მოხსნა დაიწყო ხოლო ხელიდან კათეტერის რომელიც ვენაში შემაწუხებლად დაცურავადა.
- არ მოიხსნა, გჭირდება...- მოესმა ბოხი ბარიტონი, რომელმაც თავრბუს ხვევა უფრო გაუმძაფრა, ცივრმა ოფლმა დაასხა და სადაც იყო გული წაუვიდოდა...


ორი წლის წინანდელია და გადავწყვიტე გამეცოცხლებინა, ასე თავებად მოგაწვდით, თურმე მეც მყვარებია დრამები, იმედი მაქვს მოგეწონებათ <3



№1  offline წევრი Kathara

ვაიმეეე ახლა არ ჩავკდეე, ეს ორი წელი რა ჯანდაბამ გაგახსენა გოგო ხო კარგად ხარ:დდ
კაი გოგო მყავხარ აბა შენ იციი

 


№2  offline წევრი Yagam

Kathara
ვაიმეეე ახლა არ ჩავკდეე, ეს ორი წელი რა ჯანდაბამ გაგახსენა გოგო ხო კარგად ხარ:დდ
კაი გოგო მყავხარ აბა შენ იციი
მედო და წავშალე, მომინდა და ისევ ვდებ, რავიცი რავიცი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent