შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევით შეყვარებული 《დასასრული》


17-11-2019, 14:46
ავტორი წერო:)
ნანახია 2 520

_არ თქვა რომ ჩემი გრცხვენია_გაეცინა ნიკას.ანანოს ხელები მოხვიადა ნიკაპი თავზე ჩამოსდო.ანანომაც
შემოხვია თავისი წვრილი ხელები და თავი მკერდზე მიადო.
_ცოტათი_აღიარა ჯერ კიდევ სასმლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა.ნიკას გაეღიმა
_ჩემი ნურასოდეს ნუ შეგრცხვება ბარტყო_ცხვირზე თითი ჩამოკრა ნიკამ _ამის მითუმეტეს_ისევ მიაკრო ტუჩები ანანოსას და მალევე მოაშორა.
_რა ტყუილად ვიფიქრე რომ ეგ მეტსახელი დაგავიწყდა._გაიცინა ანანომ და ამჯერად თავად აკოცა ბიჭს.
***
ანანომ ზანტად გაახილა თვალები .დღეს ზღვაზე ყოფნის ბოლო დღე იყო და საშინლად წყდებოდა გული რომ ქუთაისში ბრუნდებოდნენ.
მოწყენილი სახით მოწესრიგდა და ნელნელა ნივთების ჩალაგება დაიწყო ნუცასთან ერთად.
ძალიან მოენატრებოდა აქ გართობა და ზუსტად იცოდა მომდევნო ზაფხულამდე მილიონჯერ რომ გაიხსენებდა ღიმილით.
_აუუ არ მინდა წასვლააა..._ამოიზმუვლა ანანომ
_რას ვიზამთ "მაია დარაგაია"_გაეპასუხა ნუცა
_გამომიდგა ესეც რუსულის მცოდნე_ხელი ჩაიქნია ანანომ.
***
გადაწყვიტეს სანამ წავიდოდნენ ზღვაზე გაესეირნათ.ანანო ნიკას გვერდით მიყვებოდა და თითები მის თითებში ჰქონდა ახლართული თავი კი ნიკას მხარზე მიეყრდნო.
_გული მწყდება იცი?_ამოილაპარაკა ანანომ
_რაზე ბარტყო?
_რომ მივდივართ...
_მერე რა ქუთაისშიც კი შეიძლება გართობა_თმები აუჩეჩა გოგოს.
_ხო მაგრამ მაინც... მეტისმეტად გამორჩეული ზაფხული იყო_ღიმილით ახედა ანანომ.
_და რატომ?_ცალყბად ეღიმებოდა ნიკას
_იმიტომ რომ...აქ ცხოვრებაში პირველად გავიჩინე შეყვარებული,პირველი კოცნა აქ იყო,და საერთოდაც ძალიან მაგრად ვერთობოდი_ნიკამ ანანო მისკენ შემოატრიალა და თითები კისერზე მოხვია
_მაგ ყველაფერს ქუთაისშიც გავიმეორებთ ანანო.პირველი და უკანასკნელი შეყვარებული ვიქნები დამიჯერე_ნიკას ჩაეღიმა_პირველ კოცნას კიდე რა ვქნა მეორედ ვერ მოგპარავ მაგრამ შემიძლია მეოთხე მოგპარო._თქვა და თავისი ბაგეები და ანანოს ძალაუნებურად გახსნილ ტუჩებს ნაზად შეახო.ჯერ ზედა ბაგეს უკოცნიდა მერე ქვემოზე გადმოინაცვლებდა და თითებს თმებზე და წელზე დაუტარებდა.მერე გახურებულ ლოყებზე აკოცა ანანოს და გულში ჩაიკრა
_ასე როგორ შემაყვარე თავი?
_ეგ შენ უნდა იცოდე_გაეცინა ანანოს და ნიკას მკერდს თავი მიადო.
***
_აუუ მალე მივალთ?_ვერ ისვენებდა ნუცა და ლამის ყოველ ნახევარ წუთში კითხულობდა
_ნუცა არ გამელახო!_გაბეზრებული სახით გახედა ანანომ.ნუცა დაეჭყანა.ნუცას წუწუნს უსმენდნენ ნიკა და ანანო და ქუთაისში ბრუნდებოდნენ.მშვიდად ატარებდა ნიკა მანქანას ნუცას ხვეწნის მიუხედავად ჩქარა ატარეო რომ ემუდარებოდა და მალე ჩავიდოდნენ კიდეც რომ არა მოსახვევიდან დიდი სისწრაფოდ გამოვარდნილი მანქანა...
ნიკამ საჭე სწრაფად მიატრიალა,დაამუხრუჭა,თუცა ვეღარ მოასწრო და მანქანამ დაარტყა.საშინელი ჭახანის ხმა იგრძნო ანანომ და ტკივილი რომელიც თითქოს მთელ სხეულში აფეთქდა
***
სასწრაფო გამაყრუებელი სირენებით მალევე გაჩნდა იქ სადაც ავარია მოსვლოდათ.დაშავებულები ფრთხილად გადმოიყვანეს დალეწილი ორთქლავარდნილი მანქანიდან და საკაცეებზე დააწვინეს.ექიმები უგონო ახალგაზრდების სხეულებს დასტრიალებდნენ,ჭრილობებს უწმენდნდენ ,სინჯავდნენ და გონზე მოყვანას სცდილობდნენ საავადმყოფოში მისვლამდე.ნიკა პირველად მოვიდა გონს და მაშინვე წამოდგომა სცადა როცა მხარში ექიმის ხელი ეცა ისევ საკაცეზე დააბრუნა
_სად ვარ?
_სასწრაფოში ბძანდებით საავადმყოფოში მივდივართ.სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ
_არაფერი არ მჭირს გთხოვთ...ჩემთან ერთად რომ გოგოები იყვნენ როგორ არიან?_ნიკას თავში ათასი ფიქრი ირეოდა,ათასი შიში და არ უნდოდა რომელიმე გამართლებულიყო
_არ ვიცი ბატონო დაწყნარდით გთხოვთ სავარაუდოდ ტვინის შერყევა გაქვთ_ნიკამ თითქოს ახლაღა გაიაზრა როგორ ძლიერად ტკიოდა თავი და ხელი შუბლზე მოისვა
_მალე მივალთ?
_დიახ.

თავისი დაემართა ნიკას როცა სასწრაფოდან საკაცით გადმოყვანილი სისხლიანი,გათიშული ანანო დაინახა,რომელთანაც არც კი მიუშვეს ისე გააქანეს საოპერაციოში "სასწრაფოდ საოპერაციოას" ძახილით არც ექიმები უშვებდნენ ნიკას და სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ. ოდნავ დამშვიდდა როცა ფეხზე მდგარი ნუცა დაინახა რომელიც ლუკას ეყრდნობოდა და საავადმყოფოს შენობისკენ ძლივსძკივობით მიდიოდა, ცრემლები კი ღაპა-ღუპით სდიოდა.მაშინვე მათკენ წასვლა მოინდომა როცა ისევ ექიმის ხელმა შეაკავა
_მშვი..._გაცეცხლებულმა ნიკამ თავი ვეღარ შეიკავა და ექიმს უღრიალა
_ვერ დავმშიდდები ვერა!რა ვერ გაიგეთ_თავი ლამის გაუსკდა და ხელები მიიჭირა ხმადაბლა შეიკურთხა და ნუცას ლიკას და ლუკას დაეწია.ტყუპები და მათი მშობლები სხვა მანქანით მოდიოდნენ და თავად არ მოხვედრილან ავარიაში
_ნუცა კარგად ხარ?_მხრებზე მოკიდა ხელი ბიძაშვილს და გაწითლებულ თვალებში ჩახედა
_მე...კარგად ვარ...მაგრამ ანანო..._სლუკუნებდა ნუცა და ნიკა ძლივს არკვევდა რას ამბობდა_ანანოს სადაც იჯდა იმ მხარეს დაარტყა მანქანამ და...მემგონი დამსხვრეული შუშის მაწილი სხეულში საკმაოდ ღრმად შევიდა გულთან მინისგან ისედდაც ლამის მთელი სხეული დაესერა...დაჟეჟილობები და ხელი მოტეხილი აქვს..._ნუცა მთლად ლუკას მკლავებში ჩაიმალა და აბღავლდა.ლუკამაც ხელები მოხვია და თავზე ეფერებოდა.გახევებულ ნიკას შეხედა რომელიც ჯერ კიდევ ნუცას ნათქვამს იაზრებდა.
_ანანო კარგად იქნება_თქვა ლუკამ და ნიკამ სახე ხელებში ჩარგო და კედელზე ჩაცურდა.
***
მტანჯველი და დაუსრულებელი ერთი საათის შემდეგ ნუცას თავი ლუკას მხარზე ჩამოედო და კედელს უაზროდ მიშტერებოდა.ლიკას თვლები დაეხარა და ცრემლების შეკავებას ცდილობდა ტყუპები მშობლენი ოდნავ მოშორებით იდგნენ და ანერვიულებულები ბოლთას სცემდნენ.აი ნიკა კი ისევ კედელთან,იატაკზე იჯდა და საოპერაციოს კარს თვალს არ აშორებდა.არა ანანოს დაკარგვის არ ეშინოდა,იცოდა რომ ეს არ მოხდებოდა უფროსწორად უნდოდა ეს დაეჯერებინა მაგრამ შიგადაშიგ უიმედობა იმდენად მოიცავდა მთელ გონებას ღრიალი უნდებოდა.ყოველ წამს წარმოიდგენდა რომ ექიმი გაღიმებული სახით გამოვიდოდა საოპერაციოდან მაგრამ კარი არა და არ იღებოდა.
შუშა...
პაწაწინა შუშის ნაწილაკსაც კი რამხელა მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს ადამიანის ცხოვრებაში თურმე...
_ჩემი შვილი როგორ არის?_კივილით შემოიჭრა დერეფანში მანჩო და მაშინვე ქმარმა შეაკავა.დედას ჩანჩქერივით მოდიოდა ცრემლები და იქ მყოფ თითოეულ მათგანს შიშისგან გაგიჟებულ კითხვისნიშნიან თვალებს ავლებდა.
_როგორ მოხდა ავარია?ანანო როგორაა?მითხარით ვინმემ რამე!_იკივლა მანჩომ.
ქალთან მაშინვე ტყუპების დედა,ნანა მივიდა და ყველაფრის მოყოლა დაიწყო.მანჩოს ნიკაპი უკანკალებდა და სახეზე ფერი ნელნელა გადასდიოდა.მიტკალივით გაფითრდა და ქმრის მკლავებში გულწასული მიესვენა
_ექიმი!_იღრიალა ლევანმა_ჩემს ცოლს გული წაუვიდა!ექიმი სადაა ამხელა საავადმყოფოში?!_ისე ღრიალებდა ლევანი მთელი პერსონალი შეყარა.
მანჩო პალატაში წაიყვანეს და ლევანიც მას გაყვა.
ცოტახანში გამობრუნდა როცა დარწმუმდა რომ მანჩოს უკვე ყურადღებას საკმაოდ აქცევდნენ და უვლიდნენ.განადგურებული სახე ჰქონდა ლევანს როგორია შენი შვილი საოპერაციო მაგიდაზე სიკვდილს ებრძოდეს ცოლი კი გონდაკარგული პალატაში იწვეს.
_ავარია როგორ მოხდა?_მკაცრი მზერა ჰქონდა
_ამათი ბრალი არ ყოფილა ლევან_ახლა ტყუპების მამა,ლაშა წამოდგა და მხარზე ხელი დაადო_მოსახვევიდან დიდი სიჩქარით გამოვარდა ვიღაც გამო*ლევებული და პირდაპირ დაარტყა.გთხოვ ძმაო სიმშვიდე გმართებს ის უკვე პოლიციაში ყავთ..ანანო კარგად იქნება ამის გჯეროდეს...
_თქვენ ხომ კარგად ხართ?_სიმწრით ამოილაპარაკა ლევანმა
_ჩვენ კარგად ვართ ყველანი ნიკას აქვს მხოლოდ მსუბუქი ტვინის შერყევა _უპასუხა ლაშამ
_ნიკა ვინ არის?_წარბები შეკრა ლევანმა
_მე ვარ_ფეხზე წამოდგა აქამდე შეუმჩნევლად მჯდარი ნიკა და წაშლილი სახით გაემართა ლევანისკენ_მაპატიეთ ბატონო ლევან გთხოვთ...ჩემი ბრალია..._ლევანს ოდნავ გაეღიმა
_შენი ბრალი არაფერია შვილო არც არაფერი გაქვს საპატიებელი...იმედია ეს მსუბუქი ტვინის შერყევაც მალე გადაგივლის.გამოჯანმრთელებას გისურვებ_ლევანი ნიკას კარგი ნაცნობივით გადაეხვია ხელი ბეჭებზე სუსტად დაჰკრა
_კარგი ბიჭი ჩანხარ ნიკა_ესღა უთხრა და სკამზე ჩამოჯდა ანანოს მამა.
საოპერაციოს კარი გაიღო და ექიმი გამოვიდა მაშინვე ყველა წამოიშალა და ექიმათან მიცვივდნენ.
_როგორ არის ჩემი შვილი?_იმედიანად მომლოდინე ანანოსავით შავი თვალები შეანათა ლევანიმ ექიმს
_ყველაფერმა კარგად ჩაიარა.თქვენი ილი გადავარჩინეთ შუშაც ამოვიღეთ ახლა გაღვიძებას დაველოდებით მარჯვენა ხელი აქვს მოტეხილი და დაჟეჟილობები აღენიშნება.სხვა მხრივ ყველაფერი კარგადაა.გამოჯანმრთელებას გისურვებთ_გაიღიმა ექიმმა და წავიდა.
ჰაერში დაძაბულობა თითქოს სადღაც გაქრა.ნიკამ შებით ამოისუნთქა ახლაღა გაიაზრა მანამდე სხეული როგორ დამძიმებოდა.
გაეღიმა
მთელი გულით გაეღიმა
შვებისგან
სიხარულსგან
იმის გააზრებისგან რომ ანანოს არ დაუტოვებია
იმისგან რომ ანანო არსად წასულა

***
ანანომ ქუთუთოები ძლივს დააშორა ერთმანეთს და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა რომ რამე მზეფა დაეწმინდა.მის საწოლთან მდგომი ექთანი შენიშნა რომელიც გადასხმაში რაღაც ნემსს უშვებდა.
ყველაფერი ერთიანად გაახსენდა ანანოს და სიტყვები გაუაზრებლად დასცდა პირიდან
_ჩემს გარდა კიდევ ვინმე ხომ არ დაშავებულა?
_არა ქალბატონო_გაიღიმა ექთანმა_თქვენ კი ღმერთს ყვარებიხართ დამსხვრეულ შუშას სულ რაღაც მილიმეტრები აშორებდა თქვენს გულამდე მაგრამ ამოიღეს.ახლა თავს როგორ გრძნობთ?
_კარგად ვარ...უბრალოდ წყალი მინდა_გამშრალი ტუჩები ენით გაილოკა ანანომ
_დიახ ახლავე._ექთანი პალატიდან გავიდა და დერეფანში მყოფებს ანანოს გაღვიძება ახარა.მანჩო და ლევანი კი ექიმების წინააღმდეგობის მიუხედავად მაშინვე პალატაში შევარდნენ.
_ანანო!_ორივეს ერთად აღმოხდა და ანანლს გაეცინა
_გამარჯობა ძვირფასო ოჯახო!როგორ ხართ?
_ვაიმე ანანო!კიდევ ხუმრობის ხასიათზე ხარ?შენს თავს შეხედე!როგორ ხარ?რამე ხომ არ გტკივა_ქაქანებდა მანჩო_არა მორჩა აღარასდროს აღარსად გაგიშვებ!მორჩა!რამე გტკივა?_კიდევ გაუმეორა მანჩომ კითხვა და შსუბლიდან თმა გადაუწია
_აუ დე_თვალები გადაატრიალა ანანომ_მამა უთხარი რა დედას რამე ნუ ქოთქოთობს დაწყნარდეს.კარგად ვარ!_ლევანს გაეღიმა.
_ვერ ვეტყვი ანანო.უფლება აქვს ინერვიულოს.სიკვდილს გამოგაცალეს ხელებიდან.
_ხოდა ცოცხალი ვარ და რაღაა სანერვიულო?
_მადლობა ღმერთს ცოცხალი ხარ!_თქვა მანჩომ.პალატაში ექიმი შემოვდა.
_გთხოვთ პაციენტი დატოვეთ გადაღლა არ შეიძლება
_ამას ეგ მემგონი სულ არ აინტერესებს_ჩაიბურტყუნა მანჩომ და პალატიდან გავიდნენ.
***
მეორე დღით გაღვიძებულიც არ იყო ანანო პალტაში ტყუპები,ნუცა და ნიკა რომ შემოცვივდნენ ბუშტებით.
_სააქაოში დაბრუნებას გილოცავთ ანანოო!_ერთხმად თქვეს და ანანომაც თვალები დაჭყიტა
_ჩემი გიჟები და გადარეულები მოსულან!_გულღიად გაიღიმა ანანომ მათი დანახვისას
_როგორ ხარ ანანო?_ლიკა და ნუცა მივიდნენ და ლოყებზე ერთდროულად აკოცეს
_კარგად ვარ კარგაად.რა ყველა ,აგას მეკითხებით ავარიაში კი არ მოვყოლილვარ_ყველას გაეცინა და ანანომ თვალები ნიკასკენ გააპარა რომელიც ღიმილით დაჰყურებდა მწოლიარეს
_რამდენი მანერვიულე შეჩემიძმისა არ შეგრცხვა?_გაიცინა ლიკამ
_ნუ რა ვქნათ ახლა..._გაიკრიჭა ანანო.ნიკა წამოვიდა ანანოსკენ და დანარჩენებს სიცილი აუტყდათ
_ეუჰ გავედით ჩვენ_გადაიხარხა ნუცამ_ბიძაშვილო ისე ძალიანაც ნუ მოინდომებ სუსტადაა მაინც ჯერ_ანანომ მკვლელი თვალებით შეხედა და ისონიც გავიდნენ
_თავს როგორ გრძნობ პატარავ?_თმებზე ხელი გადაუსვა ნიკამ და ანანოც გაინაბა
_კარგად ვარ.შენ ხომ არ მოგსვლია რამე
_დიდი არაფერი.მსუბუქი ტვინის შერყევა.ეგ ისედაც მთელი ცხოვრებაა მჭირს_ანანოს გაეცინა
_ვინერვიულე..._გოგოს სახის ნაკვთებზე დაატარებდა თითებს და ანანოს მთელ ტანზე ბუსუსებმა დააყარა_შემეშინდა რომ დამტოვებდი..._ტუჩებზე გადაუსვა ცერა თითი
_არ დამიტოვებიხარ
_სწორედ ამიტომ ხარ კარგი გოგო_გაიღიმა ნიკამ და ანანოს ტუჩებს დასწვდა.მთელ განცდილ გრძნობებს ამ კოცნაში აქსოვდა და ეფერებოდა.ფრთხილად მოშორდა ანანოს ბაგეებს და შუბლზე აკოცა
_შუბლზე დებილებს კოცნიან_ამოიბუზღუნა ანანომ_ვერ დაატიე მაგ ტუჩები იქ სადაც იყო?_ნიკას გაეცინა
_ასე თამამი როდის გახდი ბარტყო?
_შენ არ მითხარი არ შეგრცხვესო?_თვალები დაამრგვალა ანანომ
_მაიმუნი ხარ_ნიკა კიდევ ერთხელ აკოცა.
_ამიერიდან ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ ხარ ანანო!

***
_ნუ მაჭმევთ ამ საზიზღრობას რა იქნება ა?საავადმყოფოში შესაბრუნებელი გავხდები ისევ იცოდეთ!_სუპიან კოვზს ებრძოდა ანანო და თავს ხან იქეთ წევდა ხან აქეთ რომ როგორმე მანჩოს პირთან მიტანა ვერ მოეხერხებინა.
_ანანო გეხვეწები ჩემი ხათრით ეს ერთიც
_მასე მთელ თეფშს დამამთავრებინებ!_გაიბუსა ანანო და ბავშვობა გაახსენდა
_მიდი რა _ახლოს მისწია მანჩომ კოვზი
_არ მინდაა_დაიწივლა ანანომ და სკამი ორ ფეხზე გადაწია
_ანანოოოო_ამოიიღმუვლა მანჩომ.ოთახში ანანოს მსგობრები შემოვიდნენ სრული შემადგენლობით
_შეიძლება მანჩო დეიდა?_იკითხა ნუცამ
_მარტო იმ შემთხვევაში შემოგიშვებთ თუ ამ ალქაჯს სუპს დაამთავრებინებთ.არ მიჯერებს!_შესჩივლა მანჩომ
_უუფ რა პრობლემა მანჩო დეიდა ეგ არ ინერვიულოთ თქვენ_გადაიკისკის ლიკამ და თეფში გამოართვა.
_აგაშენებთ ღმერთი_თქვა მანჩომ და სამზარეულოდან გავიდა.
_აბა ანანო გააღე პირი და თქვი ააა_კოვზი პირთან მიუტანა ლიკამ და ანანომ თავი უკან გასწია
_ლიკა დაატიე ეგ ლამაზი ტრა.ი და დაეგდე შენს ადგილას!
_დედა რა უზრდელი ყოფილა ეს და მე არ ვიცოდიიი?
_რა უბედურებაა ყველა ამას რომ იძახის_ამოიბურტყუნა ანანომ და ლიკამ მაშინვე კოვზი ჩატენა პირში.ანანომ ზიზღით გადაყლაპა
_ახლა შენს თავს სიკვდილის განაჩენი გამოუტანე.მორჩა მე პირს აღარ ვაღებ ხმას აღარ ვიღებ._ტუჩები მომუწა ანანომ და თავი გააქნია
_ანანოო გააღე პირი შენს გაზრდას_მოხუცი ქალივით თქვა ლუკამ და ანანოს ღიმილი გაეპარა.
_ჭუკლი ჭუკლი პატარა გოგო მოდიი ჩემთააან გენაცვალეე_ახლა სიმღერა დაიწყო ლუკამ და ანანო ღიმილი ყურებამდე აეხა მაგრამ პირს არაფრის დიდებით არ აღებდა რადგან ლიკა კოვზმომარჯვებული უცდიდა.მთელი ძალებით ცდილობდნენ ანანოსთვის როგორმე სუპი ეჭმიათ მაგრამ გოგო პირს არ აღებდა
_მორჩა!ლიკა მომე ეგ თეფში და ერთი არ უჭამია და რაც დაემართება ნახავს_მოთმინებადაკარგულმა ნიკამ თეფში გამოართვა და ანანოს წინ დაჯდა
_გააღე პირი_"ბრძანა" ნიკამ და გოგო მაშინვე ძალაუნებურად დაემორჩილა
_სორიი?_შეიცხადა ნუცამ_ასე უცებ?ბოჟე მოიი
მთელი თეფში ისე ამოათაბებინა ნიკამ რომ ანანო ერთხელაც არ შეწინააღმდეგებია.
_ნაწყენი ვარ იციი?არ მჯერა _მოჩვენებით გაიბუსა ლიკა_ამდენს გეხვეწებოდით, ლამის დაგიჩოქე და სულ პატარაზე ვერ გაგაღებინე პირი ამას კიდე მაშინვე დაუჯერე ყოჩაღ შენ
_სორი ლიკა.მარა ხო იცი სინამდვილეში შენ მიყვარხარ_გადაიხარხარა ანანომ.
****
უნივერსიტეტის პირველი დღეც მოახლოვდა და ანანოს ერთი სული ჰქონდა როდის შეაბიჯებდა შენობაში.ამიტომ დილით ისე სწრაფად მოემზადა შეხვეული ხელი რომ არა ვერავინ იფიქრებდა მოტეხილი რომ ჰქონდა.ასევე სწრაფად ჭამა და დაიყვირა
_წავედი მე!ლუკა წაგვიყვანს აუ მიყვარხართ რა!წარმატებები მისურვეთ და გავქროლდი ცოდნას უნდა დავეუფლო._ლოცვისა და და წარმატებების სურვების შემდეგ ანანო სახლიდან გავიდა და გზასთან ლუკას დაელოდა.მალევე მოვიდა ისიც მანქამაში ნუცა ლიკა და ნიკაც იჯდა.
_ზრდასტუიწე მეგობრებოო.აუუ ძაან მიხარია სტუდენტი ვარ აზრზე ხართ?ო მაი გაად!აუუ მალე მივალთ?უი ხო მართლა გილოცავთ ყველას
_მალე მივალთ ხოო_გაეცინა ლუკას.
დაახლოებით ხუთ წუთში უნივერსიტეტის ეზოსთანაც მივიდნენ და ანანო მანქანიდან პირველი გადმოხტა.
ეზოში შეაჭრა და უნივერსიტეტის უზარმაზარ შენობას მონუსხულმა ახედა.ეზო სტუდენტებით გადაჭედილიყო.სხვა პირველკურსელები ანანოსავით გახარებულები იყვნენ შედარებით უფროსებს კი ეტყობოდათ დიდად აღფრთოვანებულები არ იყვნენ ამ მოვლენით.ანანოს ნიკა მიუახლოვდა და მხარზე ხელი მოხვია
_გიხარია ხო?
_არ მეტყობა?
_თანაც როგორ.
_პირველ კურსზე მეც ეგრე მიხაროდა_გაიცინა ნიკამ
_პირველზე ვის არ უხარია.
_ჩემი გოგო ხარ შენ_ანანოს იმდენად ესიამოვნა ეს სიტყვები ხმა აღარ ამოუღია._წარმატებებს გისურვებ ბარტყო.ძალიან მიყვარხარ_ცხვირზე თავისი ცხვირი მიადო_და სხვა ბიჭებისკენ არ გაიხედო იცოდე თორემ არ ვიცი რას ვიზამ_ჩაეცინა ნიკას
_ისე წესით მე უნდა გეუბნებოდა სხვა გოგოებისკენ არ გაიხედომეთქი არა?
_ხოდა მითხარი თორემ შეიძლება დამავიწყდეს
_სხვა გოგოებისკენ არ გაიხედო იცოდე თორემ არ ვიცი რას ვიზამ_ნიკას ნათქვამი გაიმეორა ანანომ და ბიჭს თავად აკოცა.ნიკას ღიმილი იგრძნო ანანომ
_თუ ყოველთვის ასე მომისყიდი არ გავიხედავ ბარტყო_ხელები თმებში შეუცურა სიყვარულით დაეპატრონა საყვარელ ბაგეებს.


ვიციი ვიციი საკმაოდ მიფურცუხებული დასასრულია მაგრამ ახლა რომა არ დამემთავრებინა გაწყვეტილი დარჩებოდა ამიტომ ასე ვარჩიე აბა რას ფიქრობთ?



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Kargi dasasruli iyo, magram male moxda yvelaferi☺️ didi xani ar gqonda dadebula da sul gawyvetas male daamtavreba gerchivna ☺️

 


№2  offline წევრი წერო:)

სტუმარი Mariamimari
Kargi dasasruli iyo, magram male moxda yvelaferi☺️ didi xani ar gqonda dadebula da sul gawyvetas male daamtavreba gerchivna ☺️

უღრმესი მადლობაა heart_eyes

 


№3  offline წევრი gabi du

აუუ. მე რომ კიდევ მინდოდა?

 


№4  offline წევრი წერო:)

gabi du
აუუ. მე რომ კიდევ მინდოდა?

ნუ მეც კიდევ მინდოდა მარა რას ვიზამთ დდდდ

 


№5  offline წევრი S.მეგი

ბოდიში შემთხვევით გაბრაზებულ სმაილზე დამეჭირა ❤ მალე დაასრულე მაგრამ საბოლოოდ კარგი იყო❤❤

 


№6  offline წევრი წერო:)

S.მეგი
ბოდიში შემთხვევით გაბრაზებულ სმაილზე დამეჭირა ❤ მალე დაასრულე მაგრამ საბოლოოდ კარგი იყო❤❤

არაუშავს დდ მადლობა დიდიი♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent