განქორწინებულის დღიური (დასასრული)
"გადაიპენტა თეთრად ტკივილი, სულში ნაცნობი, ცივი ქარია… არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი უბრალოდ შენთან მინდა ძალიან." ოთარ ჭილაძე 2 თვის შემდეგ. რუანდადან საქართველოში პატარა აფრიკელ გოგონასთან ერთად მოვემგზავრები. ჯერ კიდერ ვერ გამიცნობიერებია, რომ ეს პატარა სრულიად ჩემზეა მონდობილი. თვალებში რომ მიყურებს, ვერ აღვწერ რას ვგრძნობ; უბრალოდ ვიცი, რომ მისმა გაცნობამ ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. როცა სხვაზე იწყებ ზრუნვას, ცხოვრებას ორმაგი აზრი ეძლევა. არაფერია იმაზე დიდებული, უყურებდე სხვის ღიმილს და მასში საკუთარს ხედავდე, ამჩნევდე სხის ბედნიერებას და მასშიც საკუთარს პოულობდე. *** ბავშვს გულში ვიკრავ და ტაქსისკენ მივდივარ. მალე ჩემს საწოლში დავაწვენ და ჩავიხუტებ. ერთი წლისაა, ჯერ ლაპარაკიც არ იცის, თუმცა რამდენიმე სიტყვას ამბობს. მითხრეს სამშობლოს და ძიძის სახელი იცის მხოლოდო. -ადისა - ვუღიმი ბავშვს და ვაცნობიერებ, რომ ის ჩემს ცხოვრებას ანათებს (ტუილად არ დაურქმევიათ „ის, რაც ნათელს ქმნის“) როგორ მინდა „დე“ დამიძახოს.. ვფიქრობ, როდის დადგება ეს დღე... საათობით ვზივარ და ვუყურებ როგორ ძინავს, მის კუპრივით შავ თმას ვაშტერდები, მერე სახეზე ვაკვირდები და მინდა წამი გაჩერდეს, ერთ ადგილას გაიყინოს და არ დაიძრეს, სანამ არ ვეტყვი... *** არეული ფიქრები ერთ მწყობრში ექცევა. ანანოს ვურეკავ. ის მაშინვე მოდის ჩემთან. ერთმანეთს ვეხვევით. ვგრძნობ, რომ ძალიან მოგვნატრებია ერთმანეთი. -რა ლამაზია - მეუბნება ბავშვზე. -ძალიან... -წვეულება უნდა მოვაწყოთ. აღვნიშნოთ, რა... -კაი, რა - თავს ვაქნევ. -უეჭველი - დაჟინებით ამბობს - ორგანიზატორი მე ვარ, ხვალ საღამოსთვის ვიზამ, რა.. -შენ რა სწრაფი ხარ - მეღიმება. -ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ. თქვენ ორნი რომ არა, ჩემს სულში სრული სიბნელე დაისადგურებდა. -ნუ დაიწყე ახლა პოეტობა - ისევ მეხვევა ანანო, შემდეგ კი ადისას კოცნის პუტკუნა ლოყაზე. *** და მართლაც რა იქნებოდა ცხოვრება, რომ არა საყვარელი ადამიანები ? ალბათ ბნელ საპყრად გადაიქცეოდა, რომლისგანაც თავის დაღწევაზე ფიქრი განსაზრვრავდა ჩვენი არსებობის აზრს... „ალბათ კი არა, ასეა !“ - ცოცხლდება ჩემი „მე“. „ნუ მეჩრები !“ - ლამის ვუყვირო. იმეილს ვხსნი, დანიელის წერილი მომდის. „I’m so happy abt u. Ur happiness made my happiness too. Hope u and ur babygirl r well. Wish u the best. Daniel” ვფიქრობ, რატომ, რატომ არ მომწერა ქართულად. შემდეგ კი ვხვდები, მშობლიური ენაზე ადამიანი ამბობს ყველაზე ემოციურ და შინაგანს, მაგ. სადაც არ უნდა იყოს ქართველი ქართულად ამოიოხრებს „ვაი, დედას“ და არა “oh, mum” -ს და მსგავს. დანიელს უნდოდა, მშრალი და მარტივი ყოფილიყო მისი სიტყვები. სულ ეს იყო, მოლოცვაზე ინგლისურადვე ვუბრუნებ მადლობას და ლეპტოპს ვხურავ. დღეს ადისას წვეულებაა. რა დროს უაზრო ფიქრებია. იმდენი ნაცნობი იყრის ერთად თავს, ჯერ გული მიჩუყდება, შემდგომ კი დისკომფორტს ვგრძნობ, ალბათ ასოციალიზმი შემყრია... არცაა გასაკვირი. ორი თვე მარტო გავატარე აფრიკაში და ადისას გარდა, რომელმაც ლაპარაკი არ იცის, პირისპირ თითქმის არავისთან მისაუბრია. მაგრამ არაუშავს. ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა ცუდსაც და კარგსაც. მეც შევეჩვევი. „ულამაზესია“. „გილოცავთ“ „სულ ბედნიერი იყავით“ სხვანი და სხვანი.. მაგრამ ზედმეტად ბანალურად მეჩვენება ეს სიხარული, რომელიც არ მგონია გულწრფელი. ადამიანთა 99%, რომლებსაც ვხვდებით, ხომ ყალბია.. რატომ ? - იმიტომ, რომ თავად ასეთია ადამიანთა ბუნება; ჩვენს გულში გადარჩევის მექანიზმია ჩართული, რომელიც უმრავლეობას საზღვრებს გარეთ ტოვებს. საინტერესოა, როგორი იქნება ადისას ცხოვრება, რამდენად ბედნიერი და ღიმილიანი სახე ექნება, როცა ჩემხელა იქნება. იმედია, მას არ მოუწევს ამდენად რთული ცხოვრების გავლა. ვგრძნობ, რომ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ყველანაირად ვეცდები, დავეხმარო ბედნიერებაში; ბავშვის ფსიქოლოგია ხომ ადრეული ასაკიდანვე ყალიბდება. მშობელი მისი განწყობისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულების დაახლოებით 70%-ს განსაზღვრავს. პატარას შინაგანი სილაღე და თავისუფლების განცდა ოჯახშივე უნდა ჩაინერგოს... ვფიქრობ, ესა ჩემი უპირველესი ვალი, თორემ დაბანვა და ჭმევა ცხოველსაც შეუძლია... *** მეღვიძება, გვერდით ვიხედები და პატარა საწოლზე ადისას ვხედავ. „რა ლამაზია !“ - მეფიქრება მისი დანახვისთანავე და ღიმილი მიცისკროვნებს სახეს. -ძალიან ლამაზი ხარ, ადისა !- ვეუბნები და მის გამომეტყველებას ვაკვირდები. ისევ ჯერ კიდევ შორეული ფიქრები მიპყრობს - „როგორი ცხოვრება ექნება ადისას ? ხომ იქნება ბედნიერი, ლაღი და შინაგანი თავისუფლებით აღსასვე ?“ რამდენიმე საათში პატარასაც ეღვიძება. -ადისა, დილა მშვიდობის - ვუღიმი, ბეთჰოვენის “silence” -ს ვრთავ და ადისასთვის საუზმის გამზადებას ვიწყებ. სამყარო ისეთი ჰარმონიად უნდა იქცეს, როგორც ჩვენი, ჩემი და ადისას, ურთიერთობაა... მაშინ ალბათ ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნებოდა, ჩაღამებულ სახეებს ღიმილი ჩაენაცვლებოდა, ბოღმას კი - სხვისით სიხარული... მაშინ ალბათ ნაკლებად ვაწყენინებდით ერთმანეთს, ვილაპარაკებდით მხოლოდ სიმართლეს და ვივლიდით ღიმილით გაცისკროვნებული სახეებით. *** -დე - მესმის ადისას ხმა. ეს ის ჰარმონიაა, რომელსაც შეუძლია მეცხრე ცაზე ამისროლოს. -დე, ჩემი გოგონავ - გულში ვიკრავ ბავშვს და ასე დიდ ხანს ვჩერდებით. პირველი - ეს ბიოლოგიური დაბადება იყო, მეორე - როცა ადისას შევხვდი და მესამე ახლააა. დასასრული. პ. ს მადლობა, რომ კითხულობდით და ბოდიში, რომ გალოდინეთ. ახლა ვრცელი ნაწარმოებების წერისგან პაუზას ვიღებ. ჩემი ფანტაზია ჯერ-ჯერობით განვითარების ეტაპზეა და მხოლოდ პატარა ჩანახატებს შემოგთავაზებთ ხოლმე. გარკვეული დრო მჭირდება, რომ ახალი, ვრცელი იდეების ხორცშესხმა შევძლო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.