შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანახმა ვარ მოგიყვანო ცოლად(ნაწილი 2, თავი 7,)


20-11-2019, 12:52
ავტორი maviwyara
ნანახია 2 193

უკვე ერთი თვე და ერთი კვირა გავიდა რაც გიორგი მისგან თავს შორს იჭერს. ნინომ სამუშაო დასრულადა გარეთ გამოვიდა. ფეხით მიუყვებოდა გზას. უცებ ვიღაცამ რომ ჩაავლო ხელი ერთი წამოიყვირა შემდეგ კი პირზე აფარეს ხელი.
- ეხლა ხელს გაგიშვებ მაგრამ არ იყვირებ.- ნაცნობი ხმა იყო ხელი მოაშორეს. ნინომ საბა რო ამოიცნო შიშით უკან დაიხია.
- არაფერს დაგიშავებ მინდა რაღაც გითხრა ძალზე მნიშვნელოვანია.
- ასე რო არ მომპარვოდი არ შეიძლებოდა?
- ბოდიში რომ შეგაშინე.
- რა ხდება რა უნდა მითხრა?
- აქ ასე ვერ გეტყვი ხვალე შევხვდით სადაც გინდა, მაგრამ გაფრთხილებ მამაშენს, მანამ არ შეხვდე სანამ მე არ გნახავ. ხვალ აუცილებლად მოგაკითხავს
- ამჯერად რა შემოგთავაზეს საბა?
- ნინო გთხოვ. მე შენს გადარჩენას ვცდილობ რაც გითხარი ის გააკეთე.- უთხრა და იქაურობას გაეცალა, ხელში კი ნომერი დაუტოვა. ნინო მთელი ღამე ფიქრობდა, თუ რა შეიძლება, ეთქვა საბას. დილას უნივერსიტეტში, არ წასულა საბას დაურეკა, და მისამართი უთხრა, სადაც შეხვდებოდა. სადარბაზოდან გავიდა ტაქსში დაჯდა, ტაქსი უნდა დაძრულიყო მამამისი რო დაინახა. იქ მისულს საბა უკვე მისული დახვდა.
- გისმენ საბა, დიდი დრო არ მაქვს მეორე სემინარს უნდა მივუსწრო.
- კარგი პირდაპირ საქმეზე გადავალ, მამაშენმა მამაჩემისგან უფრო სწორად მამინაცვლისგან, დიდი ოდენობის თანხა აიღო...- შეაწყვეტინა ნინო
- და ვერ უბრუნებს ხო?მერე.
- მაიმინაცვალი დედაჩემზე გაყრილია, მან შენი თავი მოსთხოვა ცოლად.
- მეხუმრები ხო?
- მეტყობა რამე ხუმრობის?
- ეს შეუძლებელია, ამას არ გავაკეთებ.
- მამაშენს ჩემზე უკეთ შენ იცნობ, იცით თუ არ დაემორჩილები რაზეც არის წამსვლელი. მე მინდა დაგეხმარო და მოვინანიოთ ჩემი დანაშაული.
- ამას როგორ აპირებ?
- თუ საჭირო გახდება ცოლად მოგიყვან.
- შენ სულ გაგიჟდი? -იყვირა და წამოვარდა ფეხზე. -აღარასოდე გაიმეორო, და არავის უთხრა ამის შესახებ. -ახლოს მივიდა და ჩუმად უთხრა, -თუ საჭირო გახდება გავყვები ცოლად, მაგრამ შენ არ გამოგიყენებ.
- ნინო მომისმინე. არ წახვიდე.- ეძახდა მაგრამ არ შეჩერებულა. ბატონი მერაბი კიბეზე იჯდა არ წასულიყო ნინომ კარი გააღო და შიგნით შევიდა კარი ღია დატოვა რაც ნიშნავდა რომ შემოსულიყო.
- არაჩვეულებრივი ბინა. ჩვენ შიმშილით ვკვდებით შენ კი ფუფუნებაში, გაცხოვრობენ შენი საყვარლები.
- პირდაპირ თქვით რისთვის მოხვედი და წადი.
- კარგი. საბა გახსოვს? როგორ არ გემახსოვრება აი ის რო დაჯერი. მამამისმა შენი ხელი, მთხოვა თავისთვის. აბა თუ გამოიცნობ მე რა ვუპასუხე? რა თქმა უნდა კი.
- და შენ ფიქრობ რომ მე დაგთანხმდები?
- სხვა გზა არ გაქვს.
- რატო?- ცინიკურად ელაპარაკებოდა ნინო- რატო უნდა გავყვე ცოლად? მივხვდი ფული ისესხე, რომელსაც ვერ უბრუნებ ხო, სამწუხაროდ ამჯერად იმედები უნდა გაგიცრუო, რადგან მე არ ვაპირებ არავის ცოლად გავყვე.
- კარგი. მაშ მოგიწევს შენი მეგობრები ციხეში მოინახულა ხოლმე.
- რას ამბობ? რაზე მიანიშნებ?-ნინოს სახე ეცვალა.
- 2 დღეში თუ არ დამთანხმდები, იმ შემთხვევაში შენს მეგობრებს დიდი ოდენობის ნარკოტიკს, აღმოუჩენენ.- ნინო გაშეშდა.
- ამას არ გააკეთებ.
- მშვენივრად იცი რომ გამკეთებელი ვარ. არ გაბედო, და არავის უთხრა.
- გაეთრიე. გაეთრიე ჩემი სახლიდან.
- კარგი, ახლა წავალ საღამოს, გნახავ ბარში.- წავიდა ნინო მთელი დღე არსად გასულა. საღამოს ბარში წავიდა სამუშაოდ. საბა დახვდა ბართან ახლოს.
- ნინო ვილაპარაკოთ გთხოვ.
- საბა წადი შენც საფრთხეს ნუ შეიქმნი.
- ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ყველაფრისგან დაგიხსნა.
- არაფერს არ გააკეთებ, გესმის თითსაც კი არ გაანძრევ.
- ნახე?
-კი.
- რაო რა გითხრა?
- არ ვაპირებ არაფრის თქმას. -წასვლა დააპირა საბას, ხმამ რომ შეაჩერა.
-ნინო მინდა სინდისი დავიმშვიდო.
ხვალ იგივე დროს იგივე ადგილას მოდი .
- კარგი მაგრამ იცოდე ჩემმა მეგობრებმა არ უნდა გაიგონ ამის შესახებ.
- არაფერს ეტყვი?
-არა.ეხლა კი წადი.
-არსად წასვლას არ ვაპირებ. აქ მოვლენ დღეს ვიცი.- საუბარი აქ დაასრულეს. გიორგის წუხელ, უკან გაყოლა ცოტა შეაგვიანდა, როცა გავიდა დაინახა თუ როგორ, საუბრობდნენ საბა და ნინო. დილითაც უკან გაყოლილს, უნივერსიტეტის მაგივრად, სხვაგან რო წავიდა იქაც საბას, რომ შეხვდა ესეც ნახა. ეხლა კი ისიც დაინახა თუ როგორ ელაპარაკებოდა. უჭირდა თავის შეკავება მაგრამ სხვა გზა არ ქონდა, მანამ სანამ მისი გრძნობის შესახებ არ ეტყოდა. ვერ ჩაერეოდა. აუცილებლად დაელაპარაკებოდა, ამ ორ დღეში. ჯერ რაღაც საქმეები აქვს მოსაგვარებელი, როგორც კი მოაგვარებს დაელაპარაკება. საღამო მშვიდად მიდიოდა, მანამ სანამ ბარში, ორი ასაკოვანია კაცი, არ შემოვიდა და ნინოს, სიმშვიდე არ დაარღვია.
ნინო იდგა თავისთვის და ბუტბუტებდა.
- რას ბუტბუტებ ნინო?_კითხა უცებ გამოჩენილმა ანამ.
- არაფერს.- უპასუხა სწრაფად.
- იქ მამაშენია, და ვიღაც კაცი იცნობ?
- როგორ არა საქმროა ჩემი.-ჩაილაპარაკა თავისით.
- რა მითხარი?-ანას ფერი გადაუვიდა სახიდან.
- არათქო. საიდან ალბათ ახალი ნაცნობია.
- მე კი სულ სხვა რამ გავიგე, რა სულელი ვარ.
- კარგი მივალ რას ინებებენ გავიგებ.- მაგიდასთან მივიდა, ხმა არცერთს ამოუღია. უცხომ წამოდგა ნინოს, ხელი თავისაში მოიქცია, და ხელზე უნდა ეკოცნა, საბა რომ გამოჩნდა, ნინოს ხელი გამოსტაცა, და უთხრა ნინოს წადიო. ნინო გონს ვერ მოდიოდა ეს ანამაც, და ლაზერმაც, შეამჩნიეს ლაზარე, მისვლას აპირებდა გიორგი რო გამოჩნდა.
- არ ჩაერიო
- შენ ბიჭო გამო***ვდი?
- ლაზარე ამ ერთხელ მენდე.
- რატომ?
- რაღაც ხდება, და ეხლა თუ მიხვალ ნინომ შეიძლება არასწორი რამ გააკეთოს.
- ამას რატო ამბობ? რამე იცი?
- მერე ეხლა კი მშვიდად.- ნინო ისევ იქ იდგა და გონს ვერ მოდიოდა, იმის გამო თუ მამამისი მისი ასაკის კაცს, აყოლებადა. საბამ ხელზე შეეხო და თვალებით ანიშნა წადიო. ნინოც გონს მოვიდა და წავიდა არა მხოლოდ იქედან არმედ ბარიდანაც. უკან ნაბიჯების ხმა ესმოდა იცოდა რომელიღაც მიყვებოდა. შეტრიალდა უნდოდა ეთქვა წადიო, მაგრამ იქ სულ სხვა ვინმე დახვდა.
- დანიელ შენ?
- გეძახდი ვერ გაიგონე? ასეთი რა მოხდა?
- არ შეიძლება წადი. ჩემს გვერდით არავინ უნდა დაგინახოს. წადი.
- ნინო რა ხდება?
- წადი გთხოვ.
- არსად წავალ მანამ სანამ არ მეტყვი რა ხდება.
- შეუძლებელია გთხოვ წადი.
-ხოდა მაშ დაგვინახონ.
-კარგი.ეხლა წადი, და სამ საათზე თბილისის ზღვასთან შევხდეთ.
-ღამის სამ საათზე იქ რა გვინდა?
-დანიელ ეხლა წადი და თუ ლაპარაკი გინდა იქ მოდი.
-კარგი მოვალ.- ნინო მისთვის არაფრის თქმას არ აპირებდა უბრალოდ აუხსნიდა, რო მის ახლოს არ მისულიყო. მთელი 3 საათი იჯდა და ერთ წერტილს მისჩერებოდა. ფეხზე წამოდგა და წავიდა. დანიელი უკვე იქ იყო.
- მეგონა აღარ მოხვიდოდი.
- მაპატიე დამაგვიანდა.
- გისმენ რა ხდება შენს თავს?
- დანიელ ჩემგან თავი შორს დაიჭირე.ისე თითქოს არცკი მიცნობ.
- თუ მეტყვი რატომ შეიძლება გავაკეთო.
- არ შემიძლია ვერაფერს გეტყვი.
- კარგი მაშ არც მე დავიჭერ შენგან თავის შორს.
- ამით საკუთარ თავს შეუქმნი პრობლემას.
- არ მაინტერესებს.
- კარგი მოგიყვები მაგრამ ლაზარეს არაფერს ეტყვი.- დანიელმა თავი დაუკრა ნინომ ყველაფერი მოუყვა. ატირდა უცებ მეორე მხრიდან იგრძნო სითბო და მიტრიალდა.
-ლაზარე აქ რას აკეთებ?შენ უთხარი?
- დანიელს არაფერი უთქვამს, დავინახე ბარიდან გამოსულს რომ ელაპარაკებოდი, მერე ახლოს მოვედი და გავიგონე, აქ რომ უთხარი მოსულიყო, მეც მოვედი და გავიგონე. შენ ხომ იცი რომ არ დავუშვებ ამ ყველაფერს.
- გთხოვ ლაზარე არაფერი გააკეთო.
- მაგას ნუ მთხოვ.
- ჩვენი მეგობრობისთვის ნუ გააკეთებ ნურაფერს და ნურც ნურავის ეტყვი.
- ხო მაგრამ ეს უნდა გაიგონ.
- არავითარ შემთხვევაში იცოდე თუ რამეს ეტყვი ან გააკეთებ დამკარგავ.
- კარგი.- ლაზარეს მანქნით წავიდნენ. ნინომ მოშორებით ჩამოვიდა იცოდა რომ ვიღაც ეყოლებოდათ მორჩენილი. სახლში შევიდა შუქი ჩამქრალი დატოვა ეხლა კი ანთებულია.
- დაბრუნდი? დიდი ხანი გელოდები.
- აქ როგორ შემოხვედი?
- მამას ასე ელაპარაკებიან?
- ამჯერად რის სათქმელად მოხვედი?
- იმის რომ პირველი რომელი გავუშვა ლაზარე თუ მოიცა რა ქვია დამიანე? არა არა დანიელი.
-არ გაბედო მათან მიახლოება.
- გაგაფრთხილე თუ არა არავის უამბო მეთქი? შენ როგორც ყოველთვის არც ეხლა დამიჯერე, წადი და მოყევი. ხოდა არც მე ვაპირებ შენი თხოვნის შესრულებას. ხვალე საღამოს მოხვალ სახლში და იტყვი კის. ან არადა მე თვითონ ავარჩევ რომელიმეს.- კარი გაიხურა და წავიდა. მთელი ღამე არეძინა. დილით დანიელს და ლაზარეს დაურეკა და მოსვლა სთხოვა.
20წთ, კარზე ზარი იყო ორივე ერთად მივიდნენ.
-შემოდით.
-რა მოხდა?-იკითხა ლაზარემ.
- წუხელ ვიღაც გამომყვა იციან რომ იცით. ამ საღამოს პასუხს თუ არ ვეტყვი რომელიღაც, თქვენგანს ციხეში ჩასვამს.
- არ გაბედო და არ დასთანხმდე.- უთხრა დანიელმა
- ასე ვერ გავრისკავ.
- გვენდე გთხო.-სთხოვა ლაზარემ.
- კარგით. ლაზარე გიორგის, უთხარი ამ საღამოს ვერ მივალ.
- შენ რა დამალვას აპირებ?
- არ შემიძლია ვერ მივალ ვიცი იქ მოვა.
- მოხვალ და იმუშავებ ჩვენც ვიქნებით.- სწორედ ამ დროს გაისმა კარზე ზარი. ნინომ ბიჭებს გახედა.
- ეხლა ადგები და მშვიდად გააღებს კარს.- უთხრა დანიელმა. მივიდა კარი გააღო და ქარბორბალასავით შემოვარდა საბა.
- ნინო სხვა გზა არ გაქვს ახლავე უნდა გამომყვე ცო....-სიტყვა გაუწყდა როცა ბიჭები დაინახა.-ბოდიში არ ვიცოდი თუ ვინმე გყავდა.
- აქ როგორ მოდიხარ და ეუბნები რომ ცოლად გამომყვეს?-იფითქა ლაზარემ.
-ლაზარე დამშვიდდი.
- უკეთესი იდეა გაქვს?-იკითხა საბამ.
- მას შემდეგ რაც გააკეთე...- გააწყვეტინა საბამ, ლაზარეს.
- სწორედ მის გამოსწორებას ვცდილობ.
- მგონი მართალია საბა,-თქვა დანიელმა.
-შენ არ იცი რა გაკეთე და .....-შსაწყვეტინა დანიელმა.
-მშვენივრად ვიცი ყველაფერი.
- შეეშვით გამოსავლის ძებნას. მამაჩემმა თქვა აზრი არაა აქვს არანაირ, გეგმასო ეს საქმე თუ ჩაიშლებაო ყველას გავუშვებ ციხეშიო. საბა აზრი არა აქვს მე თუ გადაურჩები მეგობრები ციხეში დაჯდებიან.
- რაღაც გამოსავალი უნდა არსებობდეს ჯანდაბა.-დაიღრიალა დანიელმა.
- მხოლოდ ერთი გზა რჩება რომელიც ვერავინ ვერ შეძლო.- თქვა საბამ
- რა გზა- იკითხეს დანიელმა, და ლაზარემ.
- შეეშვით გამოსავლის ძებნას. დავთანხმდები.
- ამაღამ არაფერს გააკეთეთ ვნახოთ სადამდე შეტოპავენ.
-კარგი.- საათს დახედა მალე სამუშაოზე უნდა წასულიყო. ბიჭები წავიდნენ ის კი უკვე ვერაფერზე ფიქრობდა. მხოლოდ დღეს მოიცდიდა ბიჭების, თხოვნის გამო, ხვალე კი დასთანხმდებოდა. სამუშაო დაიწყო ჩვეულ რეჟიმში.11:40წთ-ზე, შემოვიდა ბატონი მერაბი, ამჯერად მარტო იყო. სამივე ბიჭი იქ იყო: დანიელი, ლაზარე, და საბა. გიორგიც იქ იყო მაგრამ საკითხავია იცის კი რამე?
- არ მოხვედი, მე მოვედი შანსს გაძლევ მითხარი კი და გადარჩებიან.- გაიხედა მათკენ საბა ცალკე იყო.
- არაფერს არ გეტყვი არც კის და არც არას.
- ესეიგი ეგრე კარგი მშვიდობიანი საღამო. -წავიდა დანიელი, და ლაზარე, მივიდნენ.
-რაო?
-პასუხი აინტერესებდა.
-რა უთხარი?-იკითხა დანიელმა.
-არც კი და არც არა.
-ნინო ხომ გითხარით რო არა გეთქვა.
- მთავარია რომ არ დავთანხმდი.- ბიჭები დატოვა და დაუბრუნდა სამუშაოს. მშვიდად დაასრულა და წავიდა სახლში. დილით მობილურის ხმამ გააღვიძა.
- ნინო, ნინო, ლაზარე, და დანიელი, დაიჭირეს დიდი რაოდენობის ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის.- ნინო უცებ წამოვარდა ფეხზე .-მისამართს გეტყვი და მოდი.
- გპირდები საღამოს გამოვლენ.
- ნინო რამე იცი? რას აპირებ?
- არაფერს ანა კარგი დროებით.
- ერთი წუთით, მაშო იყო შესული ლაზარესთან, და გამოვიდა შენთან უნდა ლაპარაკი.
- ნინო, ლაზარემ, და დანიელმა, თქვეს აქ მოვიდეს დაა სისულელე არ ჩაიდინოსო. ვერ მივხვდი რას ამბობდნენ, წეღან გიორგი იყო შესული მანაც გიჟივით გავარდა სადღაც.
- კარგი უნდა წავიდე.- მობილური გათიშა პატარა ჩანთას ხელი, დაავლო და გავარდა. მიხვდა რომ გიორგის ყველაფერი უთხრეს. ლიფტი ქვემოდან ამოდიოდა არ დალოდებია კიბით ჩავიდა, ტაქსი გააჩერა და წავიდა. ის-ის იყო სახლში უნდა შესულიყო, გიორგის ხმა რომ გაიგო.
- ნინო ეს არ გააკეთო.
- ბატონო გიორგი აქ არაფერი გესაქმებათ წადით.
-ნინლ ჯერ ლაზარე გენახა გელაპარა...-წინადადება ვერ დასრულა გაწყვეტინეს.
-ოოოოო ჩემი შვილიც მოსულა.უფროსმა იზრუნა შენს უსაფრთხოებაზე?რა კარგი უფროსი გყავს.
- მერაბ შედი ხომ ხედავ მოვედი, ეხლა კი შედი და დავასრულოთ ეს ყველაფერი, გავაკეთებ იმას რაც გინდა.
- ამას ნუ გააკეთებ გთხოვ ნინო მხოლოდ ერთხელ ერთხელ მომისმინე.
- სამწუხაროდ არ შემიძლია დრო არ მაქვს.
- ნინო ეს არ გააკეთო გთხოვ.
- ნინო....-საუბარი შეაწყვეტინა მერაბმა.
- ჩემმა შვილმა გასაგებად გითხრათ რომ წახვიდეთ.
- გეფიცები მოგკლავ თუ ხელს დააკარებ.არ დავუშვებ იმ კაცს გაყოლო ცოლად.ყველაფერს გავაკეთებ.
-არაფერი გაკეთოთ.-მხოლოდ ეს უთხრა და შევიდა ნინო. ყველაზე მეტად გიორგის იქ ისე დატოვება გაუჭირდა.

უკვე სამი დღე გავიდა. გაიგო რომ ბიჭები გამოვიდნენ. ეს ძალიან ახარებდა სამ დღეში ქორწილი ექნებოდა, ცოლად ყვებოდა კაცს რომელიც მამამისზე უფროსი იყო. საბა მასთან იყო, გვერდიდან არ სცილდებოდა. მხოლოდ მისი ნახვის უფლება მისცეს. ამასთან ერთად საბა რაღაც საქმეებს აგვარებდა მაგრამ ნინოს არაფერს ეუბნებოდა. ერთ საღამოს, ნინო თავისთვის, ფანჯრის რაფაზე, იჯდა და ტიროდა. მხრებზე მოფარებულმა პლედმა მოიყვანა გონს. რა თქმა უნდა საბა იყო გახედა და სიმწრით გაუღიმა მერე საუბარი დაიწყო.
- იცი სახლიდან წასვლის შემდეგ მივხვდი, თუ რას ნიშნავს იყო ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი. არსებობენ ადამიანები ვინც მას სახლში პოულობენ მაგრამ მე აქედან წასვლის შემდეგ მივხვდი. მადლობას გიხდი იმისთვის რომ შენ გახდი ამის მიზეზი შენ, რომ იმ დღეს.... -არ დაასრულებინა საბამ.
- არ თქვა გთხოვ.
- კარგი.
- ნანობ რო დაბრუნდი?
- არა რათქმაუნდა მე მეგობრები გადავარჩინე.
- ყველაზე მეტად ვინ გენატრება?
- ყველა მენატრება, დანიელი, ლაზარე, ნიკოლოზი, ვახო, ლექსო, ზურაც კი. ჩემი გოგონებიც მენატრებიან.
- ის ვინც ყველაზე მეტად გენატრება არ ამბობ?
- რის თქმას ცდილობ?- ნინომ გახედა.
- გიორგი არ გენატრება?
- გიორგი? ჩემი გიორგი. გიკვირს ხო? ის ყველაზე მეტად მენატრება. იცი ყველაზე მეტად რა გამიჭირდა?
- რა?
- იმ დღეს იქ რო დავტოვე და ამ კარში შემოვედი არ ვიცი შეიძლება მას ისე არ ვუყვარვარ როგორც მე მაგრამ...-შეაწყვეტინა.
- მაგრამ შენ თითქოს მისი ტკივილიც გტკიოდა.
- ხო. შემიყვარდა. იცი ამას როდის მივხვდი?
-როდის?
- როცა საცხოვრებლად მარტო გადავედი, და ყოველ საღამოს ვეღარ ვხედავდი, სამსახურშიც კი გარეთ არ გამოდიოდა რომ მენახა.
- შენ რატომ არ გადადგი პირველი ნაბიჯი? შენი იმ გოგონების კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ფიქრობენ რომ ბიჭმა უნდა გადმოდგას პირველად ნაბიჯი.
-შემეშინდა რომ მეტყოდა სულელი, ხარ მე შენთან მხოლოდ მეგობრობა მინდოდაო.
- ეხლა რო გქონდეს შანსი ეტყოდი.
- არა რა თქმა უნდა მე მას ამ მდგომარეობაში ვერ ვეტყვი თუ ის რაოდენ მნიშვნელოვანია ჩემთვის.
- მაინც რამდენად მნიშვნელოვანია?- ნინომ ჩაიღიმა.
- ერთი წუთიც კი არ გადის მასზე რომ არ ვიფიქრო. ჩემი ცხოვრება მის გარეშე, აზრს კარგავს. წარმოდგენაც კი არ მინდა როგორ ვიქნები, მის გარეშე სულ მასზე, ვფიქრობ ცუდად ვხვდები როცა სიტუაციას ვიაზრებ.
საბა, შეიძლება ადამიანს სრული სტკიოდეს ადამიანის მონატრების გამო?
- შესაძლებელია. შენ რომ იმ დღეს ხელი არ ჩამკიდე სწორედ იმ დღეიდან მტკივა სული. სამი დღე გავიდა მაგრამ ჩემთვის სამ საუკუნედ იქცა. მომენატრე გესმის სიგიჟემდე მომენატრე. მომენატრა ეგ თვალები დაბნევის დროს აქეთ-იქით რომ აცეცებ.- არ ეჩვენებოდა მის წინ იდგა და თვალებს ჩაწითლებული ელაპარაკებოდა. საბამ სწრაფად დატოვა ოთახი. როგორ უნდოდა ნინოს მისულიყო და ჩახუტებოდა მაგრამ ასე ვერ გაწირავდა საპირისპირო მხარეს გატრიალდა.
- გთხოვ წადი. აქ არავინ უნდა გნახოს თუ გნახავენ შეიძლება მოგკლან.- კართან საბა გამოჩნდა.უცებ დაიწყო ლექსი
-თანახმა ხარ მოიყვანო ცოლად?
სიყვარულში არ იცოდე ზღვარი,
ერთი ლუკმა მისთვის გაყო ორად,
ჭირშიც, ლხინშიც იყო მისი ქმარი?
რომ გიყვარდეს ქუჩა, სადაც დადის,
უკოცნიდე თვალებს, ცრემლით ნაბანს,
პატიობდე რასაც გულით სჩადის,
ყოველ ღამით უსწორებდე საბანს?
თანახმა ხარ უერთგულო სხვასთან?
იყო მამა ყველა მისი შვილის,
ყოველ ღამე იძინებდე მასთან,
თუარადა გეშინოდეს ძილის?
ჯოჯოხეთის რომ აღმოჩნდეთ ცეცხლში,
თანახმა ხარ მას დაუთმო წყარო?
სხვამ რომ ჩაგსვას ოქროსა და ვერცხლში
ვერ გაიგოს შენგან ”მიყვარხარო” ?
თანახმა ხარ აპატიო წყენა?
რომ ყოველთვის შენ არახარ სწორი…
რომ სისხლისგან დაგეცალოს ვენა…
რომ უბრალოდ გიყვარს შენი ცოლი?-გიორგიმ ნინოსთან მივიდა წელზე მოხვია ხელი, და ჩასჩურჩულა.
-თანახმა ვარ!
თანახმა ვარ!
თანახმა ვარ მოგიყვანო ცოლად,
სიყვარულში არ ვიცოდე ზღვარი ,
ერთი ლუკმა შენთვის გავყო ორად,
ჭირშიც, ლხინშიც ვიყო შენი ქმარი.



№1  offline წევრი nigita

არ გეწყინოს ეს გოგო ცოტა დებილია იმის მაგივრად სხვებს დახმარება თხოვოს რაღაც სისულელეეწბს აკეთებ და ჩემი აზრით უკვე საკმაოდ გაიწელა ეს სიტუაცია...

 


№2  offline წევრი maviwyara

nigita
არ გეწყინოს ეს გოგო ცოტა დებილია იმის მაგივრად სხვებს დახმარება თხოვოს რაღაც სისულელეეწბს აკეთებ და ჩემი აზრით უკვე საკმაოდ გაიწელა ეს სიტუაცია...

არა ძვირფასო არ მწყინს. მას შეშინდა მეგობრების დაკარგვის. შემდეგი თავი ალბად ბოლო იქნება
--------------------
M.N

 


№3 სტუმარი დდდდ

მალე დადებ შემდეგდ ძალიან იგვიანეევ

 


№4  offline წევრი maviwyara

დდდდ
მალე დადებ შემდეგდ ძალიან იგვიანეევ

ალბათ ორ დღეში
--------------------
M.N

 


№5 სტუმარი დდდ

აღარ დებბბბბ დადე რააა ???? ❤️

 


№6 სტუმარი დდდ

maviwyara
დდდდ
მალე დადებ შემდეგდ ძალიან იგვიანეევ

ალბათ ორ დღეში


ორი კვირა გავიდა იმის მერე აღარ დადებ?? :(

 


№7  offline წევრი Ninuca)

დადე შემდეგი თავიი რაა❤

 


№8  offline წევრი maviwyara

დდდ
maviwyara
დდდდ
მალე დადებ შემდეგდ ძალიან იგვიანეევ

ალბათ ორ დღეში


ორი კვირა გავიდა იმის მერე აღარ დადებ?? :(

დიდი ბოდიში ასე რო დავიგვიანე. შევეცდები მალე ავტვირთო. მქონდა ჯამრთელობასთან დაკავშირებული პრობლება დავდიოდი ექიმთან და ვერ მოვახერხე წერის გაგრძელება
--------------------
M.N

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent