შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ფანჯრიდან 18 თავი


20-11-2019, 16:29
ავტორი gabi du
ნანახია 2 592

- და ახლა ამ ქალს უნდა რომ რამე ვაპატიო?... ისე შევარდა, რომ თითქოს მას გაეტარებინოს 5 წელი ტატოსგან შორს. თითქოს სხვა დრო არ იქნებოდა... იმის ნაცვლად, რომ შვილის გაცნობის საშუალება მიეცა მისთვის თვითონ შევიდა... - ისე იყო გაბრაზებული კატო იოსკას უჭირდა დაემშვიდებინა.
- დედაა... გაუგე გთხოვ. მალე გამოვა.
- დედა რომაა იმიტომაც არ მესმის. ადრე ვამართლებდი. მაგრამ ახლა, როცა მე თავადაც დედა ვარ აღარ. მე, მენდომებოდა წლობით უნახავი ცოლ-შვილის დანახვით გაეხარა ჩემს შვილს.
- დამიჯერე მანაც არანაკლებ განიცადა შენი წასვლა. თვალზე ცრემლი არ შეშრობია. არც მას უნახავს ლანა რაც შენ წახვედი. შვილზე უარი თქვა. ეს კი დედისთვის იოლი არ უნდა იყოს.
- ლანაზე უარი თქვა? რატომ? კიდევ ვინ თქვა მასზე უარი?
- გიგას ამბავი ნინოს მოწყობილი იყო. ლანამ დაქალს მოუყვა თქვენზე და მანაც ეს გეგმა დააცხო.
- ეს როდის გაირკვა? - დაიძაბა კატო.
- იმ დღესვე. მაგრამ შენ უკვე წასული დახვდი ტატოს. სასიკვდილოდ სცემა ლანა. რომ არ მიმესწრო შემოაკვდებოდა კიდეც. 1 კვირა გაატარა საავადმყოფოში. მის სანახავად არც ლილი და არც ტაატო არ მისულან. 1 თვეში 5 წელი შესრულდება და ჯერაც არ მოუკითხავთ არც კი იციან სად ან როგორ არის.
- ღმერთო ჩემო. - ელდა ეცა კატოს. - ეს რა წესია. მართალია დააშავა, მაგრამ ასეთი სასჯელი მეტისმეტია. და შენ? შენ იცი სად არის?
- ვიცი... აი, ლილიც გამოვიდა. თქვენ ისაუბრეთ. მე და ბაჩო კი ნაყინს ვიყიდით. ხომ წამოხვალ ჩემო ვაჟკაცო? - თმები აუჩეჩა ბიჭს და მსუბუქი ხელის კვრით წინ გაიგდო აქამდე მიმღების კართან ატუზული ბიჭი. კატოს სახეზე შეახურა. ყველა ნაკვთი დაუბუჟდა თითქოს. ახლა უნდა შესულიყო მასთან... ამდენი წლის მერე თვალებში ჩაეხედა და... და ვაითუ ის დიდი სიყვარული ვეღარ ამოეკითხა. ისევ გაქცევა მოუნდა მაგრამ ამჯერად თავს ძალა დაატანა და პალატის კარი ხელის კანკალით შეაღო. არც ტატო იყო უკეთს დღეში. კანში ვერ ეტეოდა. ერთდროულად სიცილიც უნდოდა და ყვირილიც. საშუალება, რომ ჰქონოდა სირბილით მოივლიდა შენობას... ეზოს... ქუჩას და ქალაქსაც კი. მთელს სამყაროს გააგებინებდა, რომ როგორც იქნა... როგორც იქნა საყვარელი ქალი მასთან იყო. თვალებით ჭამდნენ ერთმანეთს. შეუხებლად ეხუტებოდნენ, კოცნიდნენ და ეფერებოდნენ. საყვედურობდნენ კიდეც, მაგრამ ეს იმდენად მეათეხარისხოვანი იყო, რომ დანარჩენ სასიამოვნო სურვილებს ვერას აკლებდა.
- მოხვედი? - ისევ ტატომ მოიკრიბა ძალა და ქვეყნიერების სამყოფი სითბოთი გაჯერებული ხმით უთხრა.
- მოვედი. - ძლივს ამოიღო ხმა კატომაც. როგორც იქნა ძალა მოიკრიბა და რამდენიმე ნაბიჯი სწრაფად გადადგა ბიჭისკენ. სულ ახლოს იდგა, ხელის გაწვდენაზე. სხეული მთელი ძალით ექაჩებოდა ტატოსკენ. უნდოდა ზედ დაფარებოდა, მის კანში შემძვრალიყო და ასე ერთ არსად გაევლოთ დარჩენილი ცხოვრება. მაგრამ ისევ ეს წყეული სიამაყე... ადგილიდან ვერ იძვროდა.
- რისთვის მოხვედი? იმიტომ რომ შეგეცოდე?
- არა. საერთოდ არ შემეცოდე. მეტსაც იმსახურებ მაგრამ... - აქ გაჩერდა. ცალი თვალიდან ცხელი ცრემლის ბურთულა ჩამოუგორდა.
- მაგრამ რა?.. რომ აღარ გააგრძელა თავად ჩაეკითხა ბიჭი.
- მაგრამ მე უკვე ამოვწურე დროის მაქსიმუმი, რომლის უშენოდ გატარებაც შემეძლო. - სწრაფად მიახალა სათქმელი და თვალები დახარა. ტატოს ყურებამდე ჩაეხა ტუჩები ამის მოსმენისგან, მაგრამ რახან კატოს არ დაუნახავს გადაწყვიტა ეწვალებინა.
- მე თუ აღარ მინდა შენთან ყოფნა?
- არაუშავს. - სწრაფად შეხედა გოგომ. - აქამდე უჩემობით გსჯიდი ახლა ჩემთან ყოფნი\თ დაგსჯი. - უთხრა და სწრაფად გატრიალდა. ცრემლების დასამალად. სანამ ოთახიდან გავიდოდა ტატომ მიაძახა.
- ყველა მილს კაკალ-კაკალ მოვიგლიჯავ თუ აქედან გახვალ. - კატო გაჩერდა, მაგრამ არ შემობრუნებულა.
- მომიახლოვდი. - ნელა შემობრუნდა კატო და ძლივს დაწყნარებული სახე მიანათა ბიჭს. რამდენიმე ნაბიჯიც გადადგა და მის წინ გაჩერდა.
- მენატრებოდი. ისე საშინლად მენატრებოდი, რომ სიმწრისაგან საკუთარ ხორცს ვგლეჯდი. მადლობა ღმერთს ტკბილი მოგონება იმდენი გვქონდა მთელი ეს დრო მეყო თავის მოსატყუებლად, რომ ვითომ ახლა ხდებოდა ყოველივე და მოგონება სულაც არ იყო. მერე ბოლო დღე დამიდგებოდა თვალწინ და ვიაზრებდი, რომ მთელი ცხოვრების ტანჯვა არ მეყოფოდა მოსანანიებლად...
- ტატო... -გააწყვეტინა კატომ. ცრემლები მკლავებით მოიწმინდა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. სრულიად გაუაზრებლად. ბუნებრივად. ნამდვილად. წამით შეხედეს ერთმანეთს თვალებში და ჩაეხუტნენ. მთელი მონატრება მოექციათ სხეულებს შორის და არცერთს არ უნდოდა ხელი გაეშვა.
- ბავშვი? - მოულოდნელად გამოერკვა ტატო.
- იოსკამ ნაყინის საჭმელად წაიყვანა. ნახვის საათები რომ დაიწყება შემოვიყვან. ძალიან უყვარხარ და განიცადა შენი ავადმყოფობა. ნუ მიყურებ ასე... გეფიცები არ მინდოდა შენგან შორს გაზრდილიყო, მაგრამ რა ვიცოდი სიმართლე გაარკვიე თუ არა. ზიზღით მომზირალ შენს თვალებს კი მეტჯერ ვერ გავუძლებდი.
- ვგრძნობ, რომ მაპატიე. მაგრამ მე ვერ შევძლებ საკუთარ თავს ვაპატიო.
- მე არასოდეს ჩავთვლი იმ დღეს შეცდომად. პირიქით. ს ვაპირებდი, როცა გავიგე ორსულად ვიყავი. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო მაშინ და ახლა მითუმეტეს. ბაჩო ჩხაპელია ჩვენი ვაჟკაცი... 4 წელია სამყაროს მიფერადებს. ახლა ორივე დავტკბებით მისით და სწრაფად აინაზღაურებთ იმ დროს რაც მე წაგართვით. მაგრამ მე ჩემი პირობა მაქვს თუკი გადავწყვეტ, რომ დაგიბრუნდე.
- რას ნიშნავს თუკი გადაწყვეტ?- ტატო დაიძაბა.
- მინდა, რომ ლანას შეურიგდე. წინააღმდეგ შემთხვევაში უკან დავბრუნდები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent