შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"უშენოდ"


21-11-2019, 18:12
ავტორი ქეთუსი
ნანახია 1 772

იცი, არის წუთები, როცა არ გინდა იფიქრო, მაგრამ მაინც ფიქრობ, გინდა არ გტკიოდეს, მაგრამ მაინც გტკივა. გინდა გაიცინო, თუმცა ცრემლები გერევა თვალებზე, ხმა გეცვლება და ამის დასაფარად ცდილობ ხმა არ ამოიღო. მინდა ახლაც ჩემს გვერდით იყო, როგორც შარშან, 2018 წლის 29 ოქტომბერს????????საყვარელო, იცი, მომენატრე????????შენთან ყოფნა მომენატრა, უაზროდ რომ გიყურებდი თვალებში და შენს მზერაში საკუთარ ანარეკლის ყურება მიყვარდა????????გულში მძიმე ლოდი დამიტოვე, რომელიც ყოველ მომენტში თავს მახსენებს???????? რა ბედნიერება იყო შარშანდელი ეს დღე????????
გახსოვს? ???????? კიბეებიდან ამოგაბრუნე და ჩამეხუტე???????? იმ დღეს პირველად ვიგრძენი შენი გულის ცემა???????? პირველად მომეხვია ჩემი კაპიტანი???????? იცი, შეიძლება მილიონი ვინმე ჩაიხუტო, მაგრამ მხოლოდ ერთი მიხვდება როგორ გიცემს????????ვიდექით და შენი პატარა გული თითქოს საგულედან ამოხტომას ცდილობდა???????? იმ დღეს სიყვარულში გამომიტყდი???????? ორივე ვამჩნევდით, რომ მეგობრებზე მეტი ვიყავით, მარა არ ვამბობდით???????? შენ გამბედაობა გამოიჩინე და მითხარი "მგონი მიყვარხარ"???????? რამდენიმე წუთის მერე კი "მიყვარხარ"???????? გუშინდელი დღესავით მახსოვს ავტობუსის გაჩერებაზე "ქვებზე" ვისხედით, ხელი შენს ხელზე მედო და გკითხე ჩვენი ეს ურთიერთობა, ანუ როგორ ვართ ჩვენ და ამ დროს შენ მითხარი "მგონი მიყვარხარ" მხარზე ხელი გადამხვიე, მიმიხუტე და საფეთქელთან მაკოცე???????? შენ ვერც კი წარმოიდგენ რა ვიგრძენი იმ მომენტში???????? როგორ მინდა ამ ყველაფერს პირადად შენთვის თქმა შემეძლოს???????? ნეტავ შემძლებოდეს ძალების მოკრეფა და ამ ყველაფრის შენთვის მოწერა????????... იცი, შეიძლება უკანასკნელი პატივისცემა საკუთარი თავისა და ჩემი იმ სიამაყის (თუ სიამაყე ჰქვია) დავიწყება და ამ ყველაფრის შენთვის მოწერა, მაგრამ აზრი არ ექნება, რადგან შენ ამას არ წაიკითხავ, როგორც იმ მესიჯებს????... ნეტავ შემეძლოს შენი ნახვა???????? იცი, საათი არ გავა, დღე არ გავა, რომ შენს სოციალურ ქსელებზე არ შემოვიდე და არ გავიგო დაამატე თუ არა რაიმე სიახლე???????? არ არსებობს წუთი შენზე ფიქრების გარეშე???????? ყველაზე მძიმე იცი რა არის? შენი დავიწყება ხო არ შემიძლია, მაგრამ ამავე დროს არ მინდა, რომ დაგივიწყო???????? მეშინია იმ მოგონებების დაკარგვის???????? მეშინია, რომ თუ მათ დავკარგავ, შენც სამუდამოდ გაგიშვებ ჩემი გულიდან და გონებიდან???????? მე კი შენი დავიწყება არ მინდა...????????... როგორ დაგივიწყო, როცა შენ თითოეული ჩემი გულწრფელი ღიმილის ავტორი ხარ???????? როგორ დაგივიწყო, როდესაც ჩემი სულის ტკივილი ხარ???????? თვალებით ყველგან შენ გეძებ???????? ყველგან მინდა რომ იყო???????? როცა ავლაბრის მეტროში, მატარებელში, ვარ თვალებით გეძებ და ყოველთვის გელოდები, რომ ჩემს ვაგონში შემოხვალ ან გვერდით ვაგონში????????... იცი, მაგ დროს შენთან ლაპარაკი არ მინდა, უბრალოდ მინდა დაგინახო და გამეღიმოს, გამეღიმოს და ყოველი წამი თვალწინ დამიდგეს შენთან გატარებული???????? ყოველი წამი, როცა ჩემი ხელი გეჭირა ???????? ყოველი წამი, როდესაც მიღიმოდი და შენი თვალებიდან სიყვარული მოჩანდა????????
• • •
ვაღიარებ, მივეჩვიე ამ მდგომარეობას, ვიაზრებ რომ მართალია, რომ აღარაფერი გამოვა???????? გული მწყდება, რომ ყველა მოგონება, რომლებიც ერთმანეთთან გვაკავშირებს აღარ განმეორდება და აღარც ახალი მიემატება???????? მაგრამ მთავარი ისაა, რომ იყო???????? ჰო იყო და დატოვა ჩემში იმდენად ღრმა კვალი, რომელიც ჩემს სამყაროს სრულიად სხვანაირს ხდის???????? ამბობენ, დაშორება არ ნიშნავს იმას, რომ დაივიწყებ, უბრალოდ ხანდახან ასე სჯობსო... და მართალია რომ ეს? და ვისთვის სჯობს რომ? იმისთვის ვინც შორდება თუ მისთვის, ვისაც შორდებიან?.. ????????

• • •
იცი, ხალხს ჰგონია, რომ რადგან ვიღიმი ბედნიერი ვარ. მე არც ბედნიერი ვარ და არც უბედური. ვინ იცის ამ ღიმილისა და სიცილის უკან რა იმალება... ჩემს გარშემო სრული ქაოსი და სიცარიელეა.
რა მინდა გგონია ვიცი? არა, ერთი რამ ვიცი რაც მინდა???????? შენთან საუბარი მინდა???????? ჰო, ყველაფერზე მეტად ეგ მინდა???????? ბევრ კითხვაზე უპასუხოდ დამტოვე???????? განა იმიტომ, რომ ასე "მსჯიდი" ან ჩემს წყენას ცდილობდი???????? არა, უბრალოდ არ იცოდი რა უნდა გეთქვა???????? აღარ ვიცი რა უნდა ვთქვა...
Please don't forget me and all the things we did????????

• • •
დღეს უკვე 29 ოქტომბერია???????? დღე, როდესაც ჩემს ცხოვრებაში სხვანაირად შემოანათე????????
You are my sunshine in my mind????????



№1  offline წევრი ქეთუსი

მეგობრებო ტექსტში ბევრი კითხვის ნიშანია დასმული უბრალოდ მაგის ადგილას ეწერა გულები და რატომგაც ასე გადაკეთდა ვერ დავაკვირდი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent