შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენელებული გულისცემა (თავი 5)


23-11-2019, 13:58
ავტორი naattii
ნანახია 3 141

გიჟივით კრეფდა ციფრებს და მოუთმენელი სიარულით ელოდა როდის უპასუხებდნენ. ლამის ტუჩების დაჭმაზე იყო გადასული დაღლილი ხმა რომ გაიგონა ტელეფონის მეორე მხარეს.
-გისმენთ
-საბა, შენვე რომ მპასუხობ ეს უკვე კარგია, ხომ კარგად ხართ?_ვერაფრით შეაჩერა თავი მრავლობითში რომ არ ეკითხა.
-თინია? კი კარგად ვარ, რა ხდება?
-ღმერთო გული გამისკდა, მეგონა რომელიმეს ჩემ გამო რამე დაგემართათ_ტირილის პირას იყო ექიმი
-თინია დაწყნარდი, აბა ღრმად ამოისუნთქე, რაღაც მოხდა კი, მაგრამ შენ რა შუაში ხარ?
-მოხდა? აბა კარგად ვართო? ვაიმეეე თეოდორეს დაემართა რამე?_აშკარა ისტერიკის პირას იყო თინია.
-კარგად ვართ ადამიანო, დამშვიდდი, სად ხარ გამოგივლი.
-სახლში საბა. ხო რა გნახავთ დავილაპარაკოთ.
-კარგი მოწესრიგდი და ქვევით ჩამო.
გამოპრანჭვა არ დაუწყია, დასალაპარაკებლად მიდიოდნენ და არა პაემანზე, უბრალო ჯინსი ამოიცვა, სპორტული სტილის მაისური, ბოტასები, ტყავი და ზურგჩანთაც არ დავიწყებია. საბამ ეგრევე ჩამოო, ესეიგი ახლოს იყო და არ დააგვიანდებოდა.
-არ შეჭამ?_ბოტასების ჩაცმისას წამოადგა დალი.
-არა დე, მეგობრებთან გავდივარ, ერთად შევჭამთ რამეს.
-გასაგებია, ცოტა მაინც დაგესვენა_დანანებით გახედა შვილს.
-დედა, შენი მიკვირს იცი? სამსახურში ნუ დადიხარო, მეგობრებთან იარეო, ახლა მათთან მივდივარ და რატო მიდიხარო, რა გავაკეთო რომ ჩემით კმაყოფილი იყო?_მოულოდნელად გაცხარდა თინია, ამდენი ნერვიულობის შემდეგ მოთმენა ვეღარ შეძლო.
-მე შენით ყოველთვის კმაყოფილი და ამაყი ვიყავი და ვიქნები დედა, ვერაფერს გააკეთებ ისეთს, რომ შენ გამო თავი ჩავღუნო, მე მხოლოდ შენთვის ვამბობ_მწარედ გაეღიმა დალის და ცრემლების დასამალად სამზარეულოს შეაფარა თავი.
ლამის თინიაც ატირდა, მიხვდა ზედმეტი მოუვიდა, დედამისი ყველაზე მგრძნობიარე და სათუთი პიროვნება იყო ალბათ მთელ დედამიწაზე. ის იყო ისევ მასთან უნდა შესულიყო ეზოდან სიგნალის ხმა რომ მოესმა, გუმანით მიხვდა ვინც იქნებოდა და პირდაპირ დაეშვა კიბეებზე. არც აუხედავს ისე დაიძრა სადარბაზოსთან მდგომი მანქანისკენ.
-საბ, მართლა ხომ კარგად ხართ? თეოდორე?_კაშნეს შემოხვევას მორჩა და ის იყო უნდა აეხედა ნაცნობმა ხმამ რომ შეაჩერა.
-მადლობა, გადავრჩი და კარგად ვარ.
მარტივად მიაგნო მწვანეებს და ისევ დაიკარგა. რატომ იკარგებოდა ამ მწვანეების დანახვისას წარმოდგენა არ ქონდა. რაღაც სულ სხვა არომატს, გემოს, ყველაფერს სხვანაირს ხედავდა ამ მწვანეებში, თითქოს რომ ანათებდნენ მისი დანახვისას, თუმცა რამდენიმე წამი და აშკარად მიხვდა რაღაც შეცვლილიყო, მწვანეებს წითელი ფერი დამატებოდა, შემდეგ ლურჯი, საბოლოოდ კი თეოდორე მიიღო ჩაწითლებული გუგებითა და ჩალურჯებული თვალით.
-რა დაგემართა?_ბოლო ხმაზე შეჰკივლა და თეოდორეს სახეს ეცა. აღელვებულმა მოკიდა ორივე მხრიდან ხელები, ჭრილობა ახლოდან ნახა, მთელი სახე მოუთვალიერა, ლამის ტანზე დაიწყო ჭრილობების ძებნა და ფათური სანამ ბიჭმა ხელები არ გაუკავა, სახე აუწია და თავად მოკიდა სახეზე ხელები:
-თინია, კარგად ვარ.
-საბა? ის როგორაა?_მაშინვე დასვა ლოგიკური კითხვა. თეოდორეს თითქოს რაღაც გაახსენდაო, დენდარტყმულივით მოაშორა გოგოს ხელები და ჩახველებით გადგა გვერდით.
-კარგადაა, საერთოდ არ ყოფილა მანქანაში_არც უყურებდა თინიას ისე ისროდა სიტყვებს.
-მანქანაში? ავარიაში მოყევი?_ისევ აუმაღლდა ხმა
-წამოხვალ თუ აქ გავარჩიოთ?_ფანჯრიდან გამოხედილ დალიზე და სხვამეზობლებზე მიუთითა და მაშინვე დაიკავა მძღოლის ადგილი.
-უტაქტო_გაბრაზებულმა აილაპარაკა და თავად გამოაღო მანქანის კარი.
-გავიგონე_ბოხი ხმა გაისმა სალონში.
-მაგიტომაც ვთქვი_ამოიბუზღუნა თინიამ.
-მისმინე, არც ჩვენ ვართ ფილმში და არც შენ ხარ ჩემი შეყვარებული ხელის გულზე რომ გატარებდე, ასე რომ მოდი მე ჩემთვის შენ შენთვის, შენს საბასთან მიგიყვან და მორჩა_თვალი ჩაუკრა გოგოს და დაბნეულმა დაქოქა მანქანა ღრმა ამოოხვრა რომ გაიგონა.
რამდენიმე წუთი შეაგვიანდათ, საკმაოდ ნელა მოძრაობდა თეოდორე, გადატვირთული გზები იყო და 20 წუთი მოანდომეს ათ წუთიან გზას. როგორც იქნა მივიდნენ. თეოდორეს მანქანა ორ სართულიან კერძო სახლთან გაეჩერებინა, რომელსაც ლამაზი პატარა ეზოც ქონდა. მაშინვე გამოეგებათ საბა.
-როგორ ხარ?_მანქანა დატოვა თინიამ
-შემო ვისაუბროთ_სახლისკენ გაიქნია თავი საბამ.
ცოტა გაკვირვებული უყურებდა თეოდორე წყვილს, მეზობელივით მისალმბა, არანაირი ჩახუტება ან კოცნა, მასზე უფრო ინერვიულა, ვიდრე საქმროზე, რაღაც ვერ მიიჩნია სწორად, თუმცა მას არც არავინ ეკითხებოდა, პატარები ერც ერთი იყვნენ.
მობეზრებულმა დატოვა მანქანა და თავ დახრილი უკან გაყვა ჩუმად მიმავალ შეყვარებულებს.
-ანუ წერილი ისევ მოგწერეს?_ წარბები შეეკრა საბას.
-ხო, შენით რომ დამემუქრნენ, ხომ დაგირეკე და ეგეც გაუგიათ. მომწერეს რაც ახლა მოხდება შენს თავს დააბრალეო. რა მოხდა მითხარით.
-ჩემს მანქანას მუხრუჭები გადაუჭრეს, თეოდორემ ინათხოვრა, მისი გასარეცხი იყო და ეგ ბინძურ მანქანაში ვერ ჯდება, აწი ჩაჯდება_თვალი ჩაუკრა ახითხითებულ გოგოს.
-ხო ძალიან სასაცილო სიტუაციაა ნამდვილად_თავი დააქნია თეოდორემ. –შევსკდომოდი რამეს არ ჯობდა, უფრო მხიარულად იცინებდით_ბრაზი ეტყობოდა ბიჭს ხმაში.
-ზოგჯერ ხუმრობა სულ არ გამოგდის_ცხვირი აუბზუა ძმამ.
-როგორ გადარჩი_უკვე თინიასაც ეტყობოდა დასერიოზულება
-მანანიდან გადმოვხტი_ფანჯარას მიუახლოვდა თეოდორე და ეზოში დარგულ ყვავილებს გადახედა.
-და მხოლოდ თვალის ჩალურჯებით გადარჩი?_თვალები გაუფართოვდა ექიმს.
-თვალით? არ გითხრა?_ფეხზე წამოხტა საბა -ნეკნი ქონდა გაბზარული, მთელი ტანი დალურჯებული, ძალით წამოვიდა, გამოპარვა უფრო ქვია, წესით წოლითი რეჟიმი აქვს, მაგრამ გაიკრა რაღაც მატერიით და დარბის არ მტკივაო.
-გაგიჟდი? ასე როგორ შეიძლება? ან რატომ არ დამირეკეთ მე აქ რისთვის ვარ? თქვენ ცუდად ხართ და მე სახლში ვისვენებ?
-და რას მიზამდი? იავნანას მიმღერებდი? მშვენიერი ექიმი მყავდა, როგორმე რენტგენს უშენოდაც გადამიღებდნენ, არაა საჭირო ყველაფერში იყო გაკვეხებული.
-მაგითი რისი თქმა გინდა?_წარბები შეეკრა თინიას და ფეხზე წამომდგარი მიუახლოვდა ბიჭს.
-თეოდორე_გამაფრთხილებლად გაისმა საბას ხმაც.
-არაფრის, უბრალოდ უნდა გაიგო, რომ მთელს ქალაქში ერთადერთი ექიმი არ ხარ, სხვებმაც იციან მუშაობა და ყველას შენ არ ჭირდები, შენს შეყვარებულს მიხედე, მე როგორმე თავადაც გავიტან თავს_პირდაპირ მიახალა სახეში და ზურგი შეაქცია.
-და შენ ასეთი თავში ავარდნილი გგონივარ?_თვალები გაუფართოვდა თინიას.
-შენ წარმოიდგინე და არანაირი არ მგონიხარ, სარძლოებზე ბევრს კიარა, საერთოდ არ ვფიქრობ_აწითლებული ლოყებით დატოვა გოგო და სამზარეულოში მიიმალა.
-არაფერი სჯობს თქვენს ყურებას_დივანზე მიწოლილი ხითხითებდა საბა, სანამ თინიას მკვლელ მზერას მოკრა თვალი. მაშინვე ასწია ხელები დანებების ნიშნად.
-იქნებ სიმართლ ვუთხრათ?
-არა, ჯერ ადრეა.
-მომიყვები ვინ გემტერებათ ასე ძალიან? მგონი უფლება მაქვს ვიცოდე_გვერდით მიუჯდა მეგობარს.
-ეს ოჯახური ამბებია თინი, არამგონია ამით დამძიმება გინდოდა, ჩვენ სამსახურს და ოჯახს ეხება_ფრთხილად გამოხედა გოგოს.
-მეგონა ეგეც ოჯახის წევრი იყო,_ჩაის ჭიქით გამოვიდა თეოდორე სამზარეულოდან და მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ძმას.
-სამსახურის ამბების მოყოლა და მდგომარეობის გართულება არ მინდა უბრალოდ, ისედაც ამდენი საფიქრალი და სანერვიულო აქვს_დაბნეულობა წამში დაძლია საბამ და თითქოს არაფერი შეიმჩნია.
-კარგი, მოკლედ რომ გითხრა ჩვენ სახელმწიფოსთან ერთად ვმუშაობთ, ახლა კი უნდათ ისეთი რაღაც გაგვაკეთებინონ რაც ჩვენს სინდის არანაირად არ მისცემს მოსვენების საშუალებას, ამიტომ რაცარუნდა მოხდეს არ გავაკეთებთ_ხმადაბლა ამოილაპარაკა საბამ და ლოყაზე მოუთათუნა ხელი თინიას, ვეცდები შენ ამ ყველაფერს აგარიდო, კარგი?
-მჯერა საბა_გაუღიმა გოგომ და ბეჭზე მიადო თავი, რატომღაც ამ ბიჭთან იმხელა სულიერ კავშირს გრძნობდა იცოდა, რომ წინ სასიამოვნო მეგობრობა ელოდა და უხაროდა კიდეც, ასე ახლო მეგობარი არასდროს ყოლია, გრძნობდა მისთვის ყველაფრის მოყოლა შეეძლო და დახმარების თხოვნაც.
-ერთბაშად სიზმრები არ დაუფრთხეს, თუმცა მაინც არასდროს ძინავს_ღვარძლიანად ჩაილაპარაკა თეოდორემ.
-ოდესმე ენას გააჩუმებ?_ისევ ფეხზე წამოხტა წარბ შეკრული.
-რამე პრობლემაა?_დამცინავად დახედა ზემოდან გოგოს.
-მაღიზიანებ და ის.
-შენი პრობლემაა და არა ჩემი _მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-ღერთო როგორ მინდა ახლა ...._ლამის ბრაზისგან გასკდა თინია.
-თქვი თქვი არ მოგერიდოს_აშკარად აღიზიანებდა გოგოს. -კიდევ კარგი მხოლოდ ზოგჯერ მიწევს შენი ატანა.
-არაფერიც აწი სულ მოგიწევს, ეტყობა საბას დაავიწყდა ამდენ ამბავში ამის თქმა, მე და საბამ ერთად ცხოვრებსა გადავწყვიტეთ, ამიტომ აწი სულ მოგიწევს ჩემი ატანა_გამარჯვებული მზერით გადახედა სახე წაშლილ ბიჭს.
-რაა?_ორხმაში წამოიძახეს ორივე ძმებმა და ერთმანეთს გადახედეს დასარწმუნებლად.
-ხო, ჰმ ისა_ჩაახველა საბამ -მის დასაცავად ასე ჯობია_თავი დააქნია და გაკვირვებული მზერა მიანათა ძმას.
-მაშინ რაღა გვიჭირს აწი_გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა თეოდორემ და სასწრაფოდ დატოვა ოთახი.

სამი მამაკაცი შეკრებილიყო ერთ-ერთის კაბინეტში და ვერც ერთი ბედავდა საუბრის დაწყებას. რამდენიმე წუთი იყო გასული მეოთხე რომ შემოვიდა და მაგისი თავთან დაიკავა ადგილი.
-რა ხდება აბა?
-ისევ არაფერი, ნუ მისი ძმა აღმოჩნდა მანქანაში, მარამ მაინც გადარჩა.
-ესეიგი ისევ დაგვისხტლდნენ, კიდევ ვის შეიძლება მივადგეთ და რამე ვაიძულოთ?
-მისი ძმა უკვე ფრთხილად იქნება, თვითონაც, ის მეგობარი დაცვით ყავთ საავადმყოფოში და ის გოგოღა დარჩ.
-აა, ვიღაც ექიმი არა? საცოლედ რომ გამოაცხადა, კარგი ძალიან, სიყვარულის გამო თლად გადმომილოცავენ ყველაფერს_ამაზრზენი სიცილით გადაიხარხარა და საჭირო ნომერი აკრიბა
-ორ საათს გაძლევთ ქალბატონი ექიმი აქ რომ მომითრიოთ.



№1 სტუმარი სტუმარი ლიკუნა

ანუუ)) უპატარავესი თავებია (((

 


№2 სტუმარი სტუმარი gvantsa

აუ რა საყვარელი და სასწაული წყვილი იქნებაა თეოდორე და თინია :)) აი საბაც საყვარელია ძალიან და იმედია ერთი საყვარელი გოგო მაგისთვისაც გამოჩნდება :))

 


№3 სტუმარი სტუმარი მერი

უფფ რა საყვარლები გყავს ყველა??? თეოდორეს ეჭვიანობაზე ვგიჟდები და რა გავაკეთო??

 


№4  offline მოდერი naattii

სტუმარი ლიკუნა
ანუუ)) უპატარავესი თავებია (((

მეტი პატარა თავებიანი იატორია არ წაგიკითხავს აქ როგორც ჩანს :D როგორც ვახერხებ და ვასწრებ ისე ვწერ რა ვქნა :)))
სტუმარი gvantsa
აუ რა საყვარელი და სასწაული წყვილი იქნებაა თეოდორე და თინია :)) აი საბაც საყვარელია ძალიან და იმედია ერთი საყვარელი გოგო მაგისთვისაც გამოჩნდება :))

ვნახოთ ვნახოოთ :D

სტუმარი მერი
უფფ რა საყვარლები გყავს ყველა??? თეოდორეს ეჭვიანობაზე ვგიჟდები და რა გავაკეთო??

მეც ვერ ველევი მაგის ეჭვიანობას :D

 


№5 სტუმარი maco maco

აუ კარგი რაა ამდენიც ცოდოა თეოდორი

 


იმედია თინიას რაიმე არ დაუშავდება და საერთოსაც, იმედია ვერ მოიტაცებენ.
რა საქმე აქვთ ძმებს ეგეთი, რომ მთავრობასთან მუშაობენ? აშკარად ძაან შარში არიან და ცუდადაა ამათი საქმე.
წყვილებს რაც შეეხება: ვგიჟდები მე თეოდოროს უნებურ ეჭვიანობაზე, ძალიან საყვარელია და რა ვქნა❤ საბა კიდევ ხომ ზედმეტად ჭკუამხიარული ტიპია მაგრამ არც მაგას აკლია სერიოზულობა როცა საჭიროა.
თინია ექიმო აბა შენ იცი შეუტოკე ნერვი თეოდორს :დ

 


№7  offline წევრი წერო:)

ინტრიგაშიი ვაარ და მოუთმენლად ველოდები მომდევნოს ♡♡♡

 


№8  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან ძალიან მაინტერესებს რა მოხდება მომავალში. ❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი ანი ანი

აუუუ ჩემ თეოდორეს როგორ აეჭვიანებენ... მალე უთხრან რა :( :( :დ
კარგი თავი იყო თინიას ნერვიულობა თეოდორეზე ძალიან მომეწონა საყვარელი მომენტი იყო...
ველი შემდეგ თავს.. ხვალე თუ მოახერხებ მთლად უკეთესი ^-^

 


№10 სტუმარი სტუმარი სოფა

აუუუუ ამ ნერვიულობის მერე თეოდორე კიდევ თუ ვერ მიხვდა რაღაცეებს და საღოლ

 


№11 სტუმარი სტუმარი თაკო

სასწაული წყვილია თეოდორე და თინია, მოუთმენლად ველი შემდეგ თაავს☺️ არ მყოფნის ისე ჩამითრევსხოლმე????

 


№12  offline წევრი sofo_sofia 13

იმედია მალე დაიდება ისე მომეწონა რომ ვერ ავღწერ

 


№13  offline მოდერი naattii

უღრმესი მადლობა ყველას, საცარაუდოდ ხვალ შუადღისთვის დავდებ ❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი კრისტი

იმედია მალე დადებ აი მოუთმენლად ველიი????????

 


№15 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კომენტარი ძალიან მომეწონა მაგრა გავერთე ვიხალუსე იმედია მალე დადებთ ახალ თავს

იმედია მალე დადებთ ახალ თავს ძალიან მომეწონა ვიხალისე ძაან მადლიბთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent