შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი III.2

25-11-2019, 09:38
ავტორი guroo
ნანახია 1 616

დილას ჯერ კიდევ მაშინ გაიღვიძა, როცა ღამის სუდარაში გახვეული ცა თბილი მზის გამოჩენას ელოდა.

ბნელოდა ოთახში. საათს დახედა ნახევრად მოჭუტული თვალებით მობილურის გაკაშკაშებულ, მართკუთხედ ეკრანზე და როგორც კი დრო შეიცნო, უმალ სიბნელეს უსაჩუქრა ის წამიერი ბჟუტვა პარალელეპიპედისმაგვარი ოთახის შუაგულიდან, ჩარჩოებში მოქცეული რომ ებრძოდა ღამის სიბუნტეს, ოთხი კონტურის ოთხ კუთხეში გამომწყვდეული.

უკვე აღარ ახსოვდა, რა დრო იყო. იცოდა, რომ ბნელოდა და უნდა გათენებულიყო. ყოველი ფიქრის უნებლიე გაელვებისა და უსასრულო რბოლის შემდეგ შეიგრძნობდა წამთა სინქრონულ სვლას, თითქოს კვლავაც მეთვრამეტე საუკუნის ბობოქარი სულისკვეთებით ასრულებდნენ ეს უკანასკნელნი "მარსელიოზას" და რევოლუციის ცეცხლში ფერფლავდნენ უსუსურ აწმყოს, რომელსაც ჩარჩოებიც არ სჭირდებოდა - დაწყებისთანავე სრულდებოდა.

გადიოდა დრო და რაც უფრო ახლოვდებოდა აისის ჟამი, მით უფრო მძაფრი და ირონიული ფერებით იღებებოდა მიას ფიქრები, რომელთა კონცენტრაციის ობიექტი ცეცხლოვანი ბურთის სანატრელი სხივებისგან დროებით გაძარცვული სამყაროს ამაო ცდა იყო, უკუეგდო შავი სინათლე.

ოთახს მოავლო თვალი. თანაგრძნობით აღსავსე მზერა შეაგება უხილავ და ბნელით შენიღბულ საგნებს.

გულუბრყვილოდ ესმოდა სამყაროსი. ხვდებოდა მის გასაჭირს და გონების ძალით ხედავდა ტანჯვის იმ შორეულ სიღრმეებს, ის რომ ჩასწვდენოდა.

ბღაოდა მიას წარმოსახვაში სამყარო უხმოდ, უცრემლოდ, უგონოდ. თუმცა, დახმარების ნაცვლად ერთბაშად დაივიწყა ყველაფერი აწ უკვე თვალებგახელილმა მიამ, სიცარიელემ შთანთქა მისი ფიქრები და მორჩილად შეიბრუნა ტკბილი ძილი თვალთა ჩუმი რევერანსის თანხლებით.

საღამომდე ეძინა. ფეხებს შორის ბალიში ჰქონდა გაჩხერილი და თავი მუქი ლურჯი ფერის საბანზე მოექცია. ზედ მიხატებული ნეტარებით აღსავსე ნიღაბი ანგელოზის საბურველით მოსავდა, თითქოს. რბილი, ნაზი კმაყოფილება გალობდა ბგერების გარეშე მისი სახიდან და ჰაერი ირხეოდა უჩვეულო მომხიბვლელობისგან თავბრუდახვეული.

გაიზმორა. საწოლიდან გადმოვიდა. კვლავ შეამოწმა დრო. გულდაწყვეტით მოქუფრა სიცოცხლის დაუშრეტელი ენერგიით აღსავსე სახე და სულის ამოხრიალებასავით გამოსტყორცნა მსუყე და სავსე ბაგეებიდან წუწუნის სიმძიმით შეზავებული პროტესტი:

- სუნთქვა შემეკრა ამ სიმარტოვით! შეგუებაც არ გამომივიდა, არადა როგორ ვცდილობდი... ეს ფანჯარაც უკვე აღარ გამომადგება. კარგი იყო მის იქით ცქერა, ხალხის თვალიერება და მათთან ურთიერთობაზე ოცნებობა. ჰო, ეგ მომწონდა ყველაზე მეტად. ზიანის გარეშე ვურთიერთობდი სხვებთან, ვერავინ მტკენდა ამ სათუთ გულს და ყველაფერი მხოლოდ ოცნებებში, წარმოსახვის უღრან ტყეებში ხდებოდა და იქვე იჩქმალებოდა, უკვალოდ ქრებოდა ჩემი არსებიდან. დავიღალე! რამ დამღლა, არ ვიცი. უფოსწორად აღიარება არ მინდა. მიზეზების ძებნას გავურბი, რომ მათი აღმოფხვრა არ მომიწიოს. უმოქმედობამ შემიპყრო. ინერციას მივენდე და იმდენიც ვერ შეძლო, რომ სადღაც წავეყვანე, თან გავეყოლებინე დინებისთვის რომელიმე მიმართულებით. ისევ იქ ვარ, სადაც ძალიან ადრე გავჩერდი. ფეხი ვერ მოვიცვალე, ერთი ადგილი მიტკეპნია მხოლოდ დიდი ხნის განმავლობაში და შეიძლება ღმერთმაც ვერ გამიგოს, როცა გულწრფელად ვიტყვი, რომ სული მეჭმუჭნება ამ უძრაობით, ქაოსის რომელიღაც წერტილში მუდმივი ყოფითა და ერთადერთი - მხოლოდ დეკორაციული ფუნქციის შესრულებით. მგონი, უკვე მეორედ მოვკვდი. ერთხელ მათემ მომკლა. მეორედ ახლა განვისვენებ. დღეს ვიქმნები, როგორც ბედისწერის ახალი პიესა, სადაც ადგილი ისევ არ მაქვს, ჩემი სახელი წერია ერთი-ორგან, ასე მგონია. როგორ მინდა მჯეროდეს, რომ მოხეტიალე სული ვარ, მოსვენება დაკარგული და რაღაცით დამძიმებული, მაგრამ ძალიან მიჭირს ასეთი ტყუილის უმწეო ლუკმებად დახლეჩა და მერე ნაწილ-ნაწილ ჩაყლაპვა. მე ხომ არ ვიძვრი, მოსვენებულიც ვარ. მარტო სიმძიმე ემთხვევა... ოღონდ ისიც ვიცი, რომ დედამიწის ცეტნრი მიზიდავს თავისკენ. ჰოდა, გაფრენა რომ მსურს, სიმძიმილს ვიგრძნობ, აბა რა იქნება. რა უნდა ვქნა? პასუხი ისევე არ არის, როგორც პასუხი არ იყო, როცა ტომს ეძახდა დეიდამისი. დავიცდი, როდის შემაშინებს ის, რასაც პასუხს ვთხოვ და ვისგანაც ან რისგანაც პასუხს ველი.

სანაპიროს მიაშურა. ერთხანს ისეირნა სველ ქვიშაზე. ზღვიდან მობერილი სიცივისა და ხმელეთის გრილი ქარების როკვას ააყოლა სხეული. ცახცახებდა, თითქოს სიცივე ათამაშებდა მის მსუბუქ ძვლებს. შიმშილი იგრძნო - დაუოკებელი და ხახადაღებული. ერთგავრი პარადოქსის მჭ....ტავ კედლებს შორის მოქცეულიყო და ორივე მხრიდან სრესვა ელოდა. შიმშილი შთანთქავდა, არადა მას უნდა შთანეთქა შიმშილის დასაოკებლად.

- გაიქეცი, მია! - საკუთარ თავს უყვირა და ზღვას გაექცა ძალიან შორს, ვიდრე ტალღების ხმაც სადღაც არ გაუჩინარდა, რომლის სიახლოვეს ორი კედელი ერთმანეთთან მიახლოებას ჯიუტად ლამობდა.

ღია ცის ქვეშ, ნარინჯისფერი რესტორნის სადა ეზოში დაიკავა ადგილი ერთ-ერთ მაგიდასთან. შეკვეთა გააკეთა. ისღა დარჩენოდა, მშვიდად მოეცადა.

ეზოში უზარმაზარ ჭერმის ხეს მწიფე ნაყოფები მოესხა. გეგონებოდა, გაზაფხულის მხიარულ მზეზე გადაშლილი ყვითელი ყვავილები ამშვენებდნენ მის ბებერ და ვეეებერთელა ტოტებს. სიმაღლე ხის სიბერეზე მეტყველებდა. უკვე ის დრო იყო, მზე რომ გაუჩინარებას აპირებდა და ფერადი ცის ჰორიზონტზე ზანტად ეშვებოდა, იკარგებოდა უგზოუკვლოდ. მისი სხივები ისე დაბნეულად, მორიდებულად და მორცხვად დაძვრებოდნენ ჭერმის ტოტებსა და ნაყოფებს შორის, რომ ეჭვი შეგეპარებოდა, შემოდგომის გრილი დღე ხომ არ დგასო. ზაფხულის სიმწიფე სუფევდა მის არსებაში, მაგრამ გაზაფხულსა და შემოდგომას კი ძლიერ წაგაავდა ვიზულურად. ქარი არხევდა მის ტოტებს და ყვითელი ნაყოფი ყვითელი ფოთლებივით შრიალებდა, მზე იჭყიტებოდა მისი ღრიჭოებიდან და გაზაფხულის სასიცოცხლო ძალებით გამოღვიძებულ ყვითელ ყვავილებად გარდაისახებოდა მწიფე ჭერმები. მიას სულში დავანებულ ზამთარს ჭვრეტდა უკლებლივ ყველა და ყველაფერი მის გარშემო. ფოთოლგაცვენილი, შეყინული, აცახცახებული, მარტოსული მია და მასში დახატული ზამთრის პეიზაჟები ჩუმად ფუთფუთებდა, სხვათა თვალისგან შეფარულად, მაგრამ მათი ცდაც ამაო იყო, როგორც სამყაროსი, რომელიც უწინდელივით გაჭირვებით შეეცდება უკუაგდოს ბნელი ღამე დღის გასათენებლად და ეს გაგრძელდება უსასრულოდ, ვიდრე ან სამუდამოდ არ დაბნელდება, ანდა საბოლოოდ არ გაბრწყიდება მზის კაშკაშა ნათელით ყოველი არემარე.

გემრიელად რომ დანაყრდა, წასვლაზე არც უფიქრია. მოიხიბლა იქაურობით. დარბაზიდან მუსიკის გუგუნი აღწევდა ეზოს მყუდროებაში. დიდი ძალისხმევა დასჭირდა მიას, რომ შიგნით შესულიყო და ისე თავდავიწყებით ეცეკვა, როგორც არასდროს. თავდაპირველად მარჯვენა ფეხი მოაცილა მარცხენას, მაგრამ გაუბედაობამ კვლავ გადააჯვარედინებინა ფეხები. სითამამის უცხო არომატით გაჟღენთილი ბრდღვიალა მუსიკა აგიჟებდა, აჯანყებდა სულის ზამთართან და ექსტაზურ სიანცეს უნერგავდა, მანამდე გადახრიოკებულ უდაბნოში სიანცის ფესვებს ყრიდა და უმოწყალოდ ანთხევდა ადრენალინისგან მოგვრილ სველ ემოციებს გამომშრალ მიწაზე, რომ როგორმე ფესვები გამოცოცხლებულიყო, ყლორტი ამოეზარდა და მაცდური ნაყოფი გამოეყო სითამამისა, რომლის გასინჯვა ევასავით ცოდვის ტოლფასად დაუჯდებოდა ერთი შეხედვით უმწეო და წყნარ მიას.

ღმერთს პირველად ეწყინა ადამიანთა მოდგმისგან...

მია დარბაზში შევიდა და მუსიკის ჰანგებს აჰყვა. ცეცხლოვანი და ვნებიანი იყო მისი მოძრაობები, სექსის სასოწარკვეთილი ნდომით გაჯერებული. მალევე დაიღალა და ცოტახანს დასვენება გადაწყვიტა. სასმელს შეექცა. ნებიერად წრუპავდა მწვანედ აღაჟღაჟებულ კოქტეილს, როცა ოფლის ნიაღვრებით შემკულ სახიანმა ბიჭმა გაცნობა შესთავაზა.

- ბევრი გიცეკვია. სულ სველი ხარ.

- ჰო, ცეკვა ძალიან ძვირფასია ჩემთვის. საკუთარ თავს გამოვხატავ, ოღონდ ისე, რომ მარტო მე შემიძლია გაგება და მიხვედრა, რომელი მოძრაობის მიღმა, რა იმალება.

- კარგი ვინმე ხარ. მია მქვია.

- ჰაჰ! გადავრჩი, რომ თავიდანვე ცხვირი არ ამიბზუე. თორემ ვერ ვეღირსებოდი შენგან კომპლიმენტს.

- კომპლიმეტები უმნიშვნელოა. მე განსაკუთრებული არაფერი მითქვამს და შენც ნუ ავარდები უმნიშვნელო სიტყვებზე.

- კარგი, კარგი... წამოდი, ვიცეკვოთ.

უყოყმაოდ დაჰყვა ბიჭის ნებას. მგზნებარედ შემოაჭდო მის სხეულს ხელები და შეხების პირველივე წამიდან ისე აუმღვრია გონება მაისურის სისველემ და ბიჭის მკვრივმა სხეულმა, რომ სულ გადაავიწყდა გაუბედაობა. ოფლით მოირწყა უდაბნოში დარგული ფესვები. ექსტაზურ თავბრუსხვევას გრძნობდა ორივე. ერთმანეთზე დაიკლაკნებოდნენ, ვნების ცეცხლოვან მხურვალებაში იწვოდნენ და რა წამს მათი სხეულები ერთმანეთს განერიდებოდა, მაშინვე შეწებებას მიელტვოდნენ, ერთ სისრულედ გარდაიქმნებოდნენ.

მუსიკა შეჩერდა და შეწყდა მათი დაუვიწყარი როკვაც.

- რა ცეცხლოვანი ხარ, უმნიშვნელო კომპლიმენტების მთქმელო!

- რომ იცოდე, პირველად ვიცეკვე ასე თავდავიწყებით. ძალიან მორცხვი ვარ, იცი? - გული უჩნაურად აუძგერდა, თითქოს ეღირსა ფარდების ჩამოხსნა და ფანჯრების გახსნა.

- საერთოდ არ გეტყობა. ვერ დაგიჯერებ.

- შენი ნებაა დაჯერება; - ვერ მიუხვდა უცნობი ფარულ წადილს, რომელსაც თვითონ მიაც ბუნტად გრძნობდა. ისევ ჩაბნელება გადაწყვიტა სასახლედ ქცეული სხეულისა, რომლის შიგნით გულწრფელი, ნამდვილი და ბავშვური მია სახლობდა.

- მე იშვიათად თუ შემხვდება შენნაირი პარტნიორი ცეკვაში. მადლობა უნდა გადაგიხადო წეღანდელი ცეკვისთვის. გმადლობ!

ჟრუანტელმა დაუარა. სადღაც რომელიმე ძარღვი გაებერა და ლამის სისხლი გადმოსთხეოდა იქიდან, ისე მსწრაფლ უცემდა გახარებული გული. მერე იმისიც შეეშინდა, ხმამაღლა ხომ არ შფოთავს ჩემი სული, ამ ბიჭმა არ შეამჩნიოსო. ძალიან უნდოდა ყველა შეზღუდვისგან გათავისუფლებულიყო და ვნებების ინერციას მიჰყოლოდა, როგორც ფოთლები მიჰყვებიან ქარის მიმართულებას და წერილები მიფრინავენ ადრესატებამდე. ძალა მოიკრიბა, საბოლოოდ ჩაახშო მორალისა და სირცხვილის ჩახლეჩილი ხმები და მსუბუქი ჟღერით გამოარხია კეკლუცი თხოვნა ბიჭისადმი თავისი ლამაზ ტუჩებს მიღმა სივრციდან.

- შენზე მომიყევი, რა. მომწონს შენი საუბარი და მინდა, რომ გისმინო. - კმაყოფილად ჩაეღიმა ამის გამგონე ბიჭს და ფიქრს მისცა გონება.

- არ ვიცი საიდან დავიწყო მოყოლა. კიარადა, რითი დავიწყო... ნოე მქვია. შენ არ მკითხე და მე გეუბნები ჩემ სახელს. საინტერესო ხალხი მიზიდავს. შენც ასეთად მომეჩვენე და წეღან ამიტომაც მოვედი შენთან. ვხატავ. ცეკვაზე უფრო მეტად ხატვა მიყვარს, რადგან იქ უფრო აშკარად გადმოვცემ ყველა ემოციასა და გრძნობას, რაც ხატვის პროცესში ჩემშია და მე მეკუთვნის. მეკუთვნის-მეთქი იცი რატომ ვთვქი? იმიტომ, რომ ყალბი არაფერი მომწონს. რაც ჩემი არ არის, ის რომ დავხატო, ჩემი სულის გაყალბებული ხატება შემომექმნება და მე ეს ძალიან არ მინდა. ადამიანი რომ ყალბის ნიღაბს ამოეფარება, ის ყველაზე ნამდვილია და შენ ზუსტად ეგ მგონიხარ! თუ არ მიწყენ, გეტყვი, რომ დიდი სიამოვნებით შეგიყვარებდი, თუ მართლა ასეთი ხარ და არ ცდება ჩემი წყეული ინტუიცია. თუ არადა, სხვა დროს ნამდვილად ასეთი ქალი ჩამივარდება გულში. ამაში დარწმუნებული ვარ.

მიას პასუხს დაელოდა. უნდოდა, რომ დაედასტურებინა მისი ვარაუდები, რომ ის ყველაზე ნამდვილი იყო, სიყალბის ნიღაბს ამოფარებულობის გამო, მაგრამ მიას სულაც არ უნდოდა ლაპარაკი. მხოლოდ მოსმენა სურდა. ათრობდა და სიამოვნებას გვრიდა ნოეს ბავშვური გულწრფელობის მოსმენა.

- აუ, განაგრძე, გთხოვ.

- კეთილი, გავაგრძელებ. თუმცა, ამჯერად კითხვებს დავსვამ, რომელთა პასუხის გაცემა აუცილებლად მოგიწევს.

-კარგი.

- სხვათაშორის ძალიან რთულია კითხვის მოფიქრება. რა თქმა უნდა, შემიძლია უამრავი რამ გკითხო, მაგრამ რაში მჭირდება ამის გაკეთება, როცა მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს. ერთადერთი კითხვა მაქვს: ვინ ხარ, როგორი ხარ? სულის ტკივილებზე მომიყევი და არას დიდებით არ გადმომიშანშალო შენი გრძელი ენით CV-ის მსგავსი დახასიათება.

სუნთქვა შეეკრა მიას. ნოე მზერით ბურღავდა მის შემცბარ არსებას.

- შენ ძალიან გულწრფელი ხარ და, მგონი, არ მაქვს უფლება, რომ სიცრუეს ამოვეფარო. როგორ გითხრა... გრძელი ენა სულაც არ მაქვს და ადამიანებთან კონტაქტი ძალიანმიჭირს. თითქოს არც ვიცი, როგორწარვმართო მათთან ურთიერთობა და ამიტომ ძალიან მარტოსული ვარ, ვერ შევძელი სხვებთა დაახლოება. მეგობრებიც მყავდა, რომელთათვის მე არ ვიყავი მეგობარი, მაგრამ ჩემის მხრივ, რაც მეგობრობას უკავშირდება, ყველაფერს ვაკეთებდი. აქამდე სულ მეგონა, რომ მე გადავაგდე ისინი, როცა ერთ დღეს უკანმოუხედავად და ხმისგაუცემლად დავტოვე ისინი, მაგრამ სინამდვილეში დიდიხნის წინ სწორედ მათგა ვიყავი უარყოფილი და ცოტა არ იყოს, ძალიან მტკივნეულია ასეთი გარიყულობა ჩემთვის. აი, ახლა რაღაც ძალიან მეტკინა შიგნით და ალბათ, არასდროს დადგება დრო, როცა ამ ტკივილისგან გავთავისუფლდები, თავს დავაღწევ მისი გისოსების შემაძრწუნებელ სისასტიკესა და შებოჭილობას. კიდევ რა გითხრა? ძალიან დავიღალე! მართლა ვერ ვხვდები, რატომ და რისთვის მივტირი ამ დამპალ სიმარტივეს, მაგრამ რომ მივტირი ეს უკვე ფაქტია და ამ ფაქტის ობიექტური არსებობა ძალიან მამძიმებს. ეს მღლის, რა. უმწეო ვარ ყველაფრის მიმართ, თუმცა ისიც სიმართლეა, რომ არაფერს ვაკეთებ მათ წინააღმდეგ, თორემ ვინ იცის, იქნებ ღმერთმა საკვირველი სიძლიერით დამაჯილდოვა. მაგრამ ღმერთისაც სუსტად მწამს. ეგაც სადღაც დამეკარგა. აი, ჰო გელაპარაკები და ნელ-ნელა ვასკვნი, რომ რაღაც მომენტში ცხოვრების ქარიშხლიანი ქაოსისგან დასვეება მოვინდომე, სამყაროსგან უმცირესი ტაიმაუტი ვითხოვე, რომ მშვიდად დამეძინა ცოტახანს მაინც. მან კი ყელში ამომადინა! განა დამიშალა ეს ოხერი ძილი, არა! არ შემეწინააღმდეგა და მერე ნაგლლურად ჩამცხო თავში. ხოდა, ცოტახნით მეზიზღება ყველაფერი! ვიდრე სიყვარულს ახლიდან არ ვისწავლი, ვერ გადავრჩები. კვდება მია... დაღლილი და ზიზღით სავსე კვდება. მოდი და მაკოცე, ამომწოვე ეს საშინელებები!!! იქნებ ვნებამ დამიბრუნოს სიყვარული.

ცრემლები წასკდა მიას და ნოეს მკლავებს მიაშურა. როგორ უმადლოდა იმ ოფლიან ბიჭს წუხილის ამონთხევის საშუალება რომ მიეცა და თანაც ასე თავაშვებული დაცარიელება შეაძლებინა...

- ჩემთან ავიდეთ.

- არ გამკიცხო გულახდილი ინიციატივის გამოჩენისთვის, გთხოვ.

- არ გკიცხავ, მია. უბრალოდ წამომყევი.

№1  offline ახალბედა მწერალი K. I.

ღმერთოოო... ეს რა იყო? შენ ხარ პროზის სიგიჟე და ჰალუცინაცია!
მიას პერსონაჟმა დღეს ჩემთვის გაშლა დაიწყო და საინტერესოდ მომეჩვენა. ქალი, რომელიც მიტოვებულია, მასში ტკივილი და სულის ჩაჭმუჭნულობაა დაგუბებული და უნდა, ეს ყველაფერი სადღაც ავსებული ბიდონივით გადმოაპირქვავოს და გადააქციოს. თუნდაც ვნებით და არა სიყვარულით ამოსწოვონ და გაუსაძლისი ტკივილები დროებით მაინც ტკივილგამაყუჩებელივით გაუყუჩონ.
ნოე-ჰო, ეს ბიჭი ძალიან საინტერესო და უცნაური ვიღაცაა. მგონი უარყოფითი ენერგიით უნდა იკვებებოდეს :))) შენი კარგი თვისებები და cv არ მჭირდება, სულის ტკივილებზე მელაპარაკეო :)) ხელოვანია და შეიძლება ახსნაც ეს იყოს. ხელოვანები უცნაურები და გამორჩეულები არიან, თუმცა ასეთი პარტნიორი ბევრ გოგოს დააბნევდა :))
ქალის და მამაკაცის ცეკვის და ერთმანეთისადმი ლტოლვის ეპიზოდი უჩვეულოდ ლამაზი ცეცხლოვანებით და მხატვრულობით დავინახე.
ფაქტობრივად ფოტოკადრი იყო!.. ❤️
გელოდები და ძალიან არ დააგვიანო!
--------------------
When nothing goes right, go left!

№2  offline მოდერი guroo

ქეთი იმერლიშვილი

სიტყვებს ვერ ვპოულობ პასუხის გასაცემად! ძალიან გამაბედნიერე, ქეთი heart_eyes heart_eyes თუ არ დაგეზარება პირველი ნაწილის მეშვიდე და მერვე თავები წაიკითხე და ნოეზე გარკვეულ შთაბეჭდილებას აუცილებლად შეიქმნი.
არ დავაგვიანებ. ხვალ შუალედური მაქვს და უნდა მოვემზადო. თუ მოვასწარი დღესვე დავწერ ახალ თავს. ბევრი მაქვს წასაკითხი და არ მგონია, დრო მეყოს. მაგრამ მაინც...
ხომ იცი, შენი ბიძგის შედეგია ეს თავი kissing_heart

№3  offline ახალბედა მწერალი K. I.

guroo

ვაიჰ, ეგ თავები გამომრჩა, თუ წავიკითხე და აღარ მახსოვს?.. laughing
აუცილებლად გადავხედავ. ნოეს პერსონაჟმა მართლა ძალიან დამაინტერესა heart_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

№4  offline მოდერი guroo

მორიგ მოსაზრებებს ველოდები.

№5  offline წევრი tamo oo

ოოო, როგორიი საინტერესო პერსონაჟები არიან მია და ნოეე!
მგონიი მია შემიყვარდა უკვეე.
საინტერესსო იქნება მათი ურთიერთობის გაგრძელება.
იმედია შენც არ აიღებ ტაიმაუტს და მალე შემოგვთავაზებ ახალ ისტორიას????❤❤

№6  offline მოდერი guroo

tamo oo
ოოო, როგორიი საინტერესო პერსონაჟები არიან მია და ნოეე!
მგონიი მია შემიყვარდა უკვეე.
საინტერესსო იქნება მათი ურთიერთობის გაგრძელება.
იმედია შენც არ აიღებ ტაიმაუტს და მალე შემოგვთავაზებ ახალ ისტორიას????❤❤

ხვალ თუ მშვიდ გარემოს შემიქმნი ახალი თავის დასაწერად, ტაიმაუტის აღება გამორიცხული იქნება, ჩემო ძვირფასო დაიკო laughing❤️

№7 სტუმარი სტუმარი ლილე

მგონი შესვენებები შენზე კარგად მოქმედებს, მეტიც-საუკეთესოდ.
მაგრამ ეს არ გამართლებს!
და მია...
როგორ დაგისუსტდა მია.
დაგისუსტდა
ოღონდ
"ვითომ" და ოღონდ " ძალიან".
რამხელა მსახიობი იზრდება ნელ-ნელა ჩვენს თვალწინ გითხრა?!
უზარმაზარი.
მიტოვებულიო? დაბეჩავებულიო? დაჭმუჭნულიო?
მია დიდ სიურპრიზს გვიმზადებს მგონი.
რამდენნაირი მიას, რამდენნაირი სახე წარმოაჩინე მაგრამ არცერთი იყო მისი.
და შენ შეშლილი ხარ ამას ასე ოსტატურად რომ აკეთებ.
საკუთარი სასიცოცხლო ძალებით კვება, საუკეთესო რაციონი არ არის.
არ მეთანხმები?!
და ნოე...
რა ხანია ველი მის დაბრუნებას.
და იცნო ხო?
ვიცი რომ იცნო?
რომელმა -რომელი ეგეც საკითხავია.
მაგრამ ორივემ 9-იანში მოარტყა საკუთარი ისარი.
ირეალური სამყაროს მოსაწვევი ბარათი, (თეთრიც მაგრამ არაფორმალური) საკუთარი ცხოვრების ვარდისფერი (ან ცისფერი) სათვალით ყურებას გავს.
ჰაერში მოფარფატე საკუთარი თავი და უწონადობა როგორც უხილავი ბორკილი-განაჩენია.
და მე განაჩენს ველი.
10 ბალიანი სისტემიდან 11-ს მოგცემდი.
მინუსით.
ძალიან დამიგვიანე და იმიტომ.
ბრავო!

№8  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილე

დაქანცული ვარ და მიჭირს გონებას ძალა დავატანო, რომ ყველაფერი გითხრა, რისი თქმის სურვილიც შენი კომენტარის კითხვისას გამიჩნდა. უნდა ვაღიარო... შეშლილი ხარო - რამდენჯერაც მითხარი, იმდენჯერ ფრთები გამოვისხი და ცას ვეწიე სიხარულით. სულ რომ არაფერი, მარტო ამ სიტყვებისთვის მაინც ვცქმუტავ ხოლმე შენი კომენტარის მოლოდინში.
მადლობა, ლილე❤️ ძალიან აღარ დამაგვიანდება ხოლმე. აქამდე ყოველდღე მიწევდა მუშაობა და წერისთვის რომ დამეთმო ისედაც მცირე დრო, მაშინ ბევრად მნიშვნელოვან რამეებზე მომიწევდა უარის თქმა. მინდა, რომ გამიგო.
ახლა მცალია და ერთ კვირაზე მეტად ვერ დავიგვიანებ, ძალიანაც რომ მომინდეს.

№9  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაუ
ვაუ. და ვაუ!
მომწონს ?! არა უფრო მიყვარს უკვე ეს ისტორია !
რანაირად როგორ ახერხებთ ასე ახლოს მომიტანოთ ეს ყველაფერი????
გაგიჟებას ვარ მართლა :დ
რაგინდა რატო მაგიჟეეებ?
ჰოდა რასვამბობდი
ჯანდაბა აი სათქმელიც არაფერი მაქვს !
პერფექტ !
უბრალოდ უსიტყვოდ და უკომენტაროდ! გამოგდის და თან როგორ გამოგდის გაოგნებულივარ!
ვაფასებ ასეთ ნაშრომს რომ ყველაფერია და თან რა დოზით აღარ ვიტყვი!
მოკლედ და კანკრეტაა აქვარ გკითხულობ და გაგიჟებას ვარ!
წარმატებები და მოუთმენლად გელოდები!

№10  offline მოდერი guroo

ტკბილიწიწაკა

ვაი და ვუი ჩემს თავს!
კიდევ ერთი მკითხველი, რომელიც კომენტარის გარეშე არ მიდის ჩემი ნაწერებისგან და გულს მითბობს ტავისი შთაბეჭდილების გაზიარებით❤️
მჭირდებოდი! გუშინწინ ქეთისაც ასე ვუთხარი და დავპირდი, რომ ახალ თავს ავტვირთავდი. შენც ხედავ, რომ ავტვირთე...
ახლა შენ გეუბნები, რომ მჭირდებოდი. იცი რაში? ახალი მკითხველის დაპყრობას კიდევ უფრო მეტი საცდური აქვს, უფრო ამძაფრებს ჩემ შემოქმედებით საგიჟეთს და სხვა გზას არ მიტოვებს - სიგიჟის სპექტაკლი დავწერო (განა დავდგა).
მადლობა აღფრთოვანებისთვის და გემშვიდობები მომავალ შეხებამდე.
ჰოო, როცა მკითხულობენ - მეხებიან.

№11 სტუმარი ქრთამისტი

მოვიხიბლე ძალიან. კარგი იყო.

№12  offline მოდერი guroo

ქრთამისტი
მოვიხიბლე ძალიან. კარგი იყო.

ვიცი... შენ ხომ მე ვარ laughing

№13 სტუმარი enakvimati

ენამ იკვიმატა შენმა, როგორც გამოიყურება :დ

№14  offline მოდერი guroo

enakvimati
ენამ იკვიმატა შენმა, როგორც გამოიყურება :დ

ჰოოო, მე - თანხმობა!

№15 სტუმარი ეკა

ძალიან საინტერესოდ წერ, მომწონს. თუმცა რთულიცაა, მაგრამ სწორედ ეს სირთულე მიზიდავს. კარგია, მაგრამ გაგრძელება აღარ დევს თუ მე ვერ ვპოულობ?

№16  offline მოდერი guroo

ეკა
ძალიან საინტერესოდ წერ, მომწონს. თუმცა რთულიცაა, მაგრამ სწორედ ეს სირთულე მიზიდავს. კარგია, მაგრამ გაგრძელება აღარ დევს თუ მე ვერ ვპოულობ?

ძალიან გამახარა ამ კომენტარმა. მადლობა❤️ გაგრძელება აღარ დევს, რადგან ძალიან ვზარმაცობ. ოდესმე ავტვირთავ ახალ თავებს

№17  offline წევრი განდგომილი

გაგრძელებას დაველოდები.
საოცარი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ლამაზი და დახვეწილი წინადადებები გაქვთ. 90%-ზე მეტი ისეთი ფრაზებია, ამოწერა რომ მოგინდება. იმიტომ კი არა, რომ განსაკუთრებულ სიბრძნეს აფრქვევენ. უბრალოდძალიან ლამაზია...

№18  offline მოდერი guroo

განდგომილი
გაგრძელებას დაველოდები.
საოცარი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ლამაზი და დახვეწილი წინადადებები გაქვთ. 90%-ზე მეტი ისეთი ფრაზებია, ამოწერა რომ მოგინდება. იმიტომ კი არა, რომ განსაკუთრებულ სიბრძნეს აფრქვევენ. უბრალოდძალიან ლამაზია...

ამაზე უფრო თბილი და საყვარელი კომენტარი ჯერ არ წამიკითხავს. მართლა ძალიან გამათბეთ❤️

№19 სტუმარი corona

მესამე ნაწილის მეორე თავი რომ დანარჩენ თავებს, რომლებიც ძალიან ბევრია, თითქმის არანაირად არ უკავშირდება და თითქოს ამ თავიდან იწყება მთელი ახალი ნაწარმოები, ამას ვერ ამჩნევთ? სერიოზული პრობლემა გაქვთ. სრული ქაოსია "ზოიში"! ხომ შეიძლება ჩამოყალიბდეთ რაზე გინდათ წერა და რას ეხება ეს ძალიან კარგი, მაგრამ დაულაგებელი აბდაუბდა? ნუ დამღალეთ, რა. ფეისბუქზე ჩვეს ჯგუფში ყოველწამს იმას ითხოვთ "ზოი" წაიკითხეთო და რაღაც მაინც ქენით, რომ სასიამოვნო და არადამღლელი იყოს კითხვა მკითხველისთვის. ტვინი შემეჭამა თქვენი ტექსტების გააზრებით!ეს კომპლიმენტია, მაგრამ გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომმართლა ძალიან ვიღლები ხოლმე.

№20  offline მოდერი guroo

corona

უწესრიგობას ალბათ წერის დასრულების შემდეგ მოვუხერხებ რამეს. ისეკი უდა გირჩიოთ, რომ ნერვებს გაუფრთხილდეთ და თავი აღარ დაიტანჯოთ იმის კეთებით, რაც ცუდად გაგრძნობინებთ თავს. რადგან კითხულობთ ჩემ ნაწერებს, ესე იგი, მოგწონთ კიდეც. ნუ დაემსგავსებით პატარა, ჭირვეულ და წუწუნა ბავშვს!

№21 სტუმარი სტუმარი მზიკო

უკომენტაროდ!
გაღიარებთ, როგორც საოცარ მწერალს. ასეთებს რანაირად წერთ? ბრავო! მართლა ბრავო!

№22  offline მოდერი guroo

სტუმარი მზიკო
უკომენტაროდ!
გაღიარებთ, როგორც საოცარ მწერალს. ასეთებს რანაირად წერთ? ბრავო! მართლა ბრავო!

მადლობა heart_eyes

№23  offline მოდერი guroo

ელპინი
ელი გორდელიანი გამახსენდა. ხომ იცი, როგორ წამლეკავად ცეკვავდა ბოლოს და მე მაინც, როგორც ყოველთვის - "მილიარდელი" მეყვარება.

სიცარიელეს წერ, იცი? არაფერს წერ, მაგრამ რომ დათვალო, 1000 სიტყვამდე ხომ მაინც იქნება? თუ არაფერს წერ, მაშინ რა არის ეს სიტყვები? - ქმედებებია. განუხორციელებელი ქმედებებია. განსაკუთრებით, აღწერებს უკავშირდება ეს უკანასკნელი. რაღაც ხომ უნდა დაგრჩეს, რომ წაიკითხავ? აი, იფიქრო, რომ "თურმე, ეს ესეთი ყოფილა", შენ კიდევ ეგ არ შეგიძლია. ისე კი, დედამიწის ტირილზე გამეღიმა - მე ჩავთვლიდი ამ თავის მწვერვალად ზუსტად მაგ წინადადებას. ვერაფერს დაწერ მაგაზე უკეთესს, ეგრე მგონია.

იცი რა არის? მიას გასართობი მოაკლდა, როგორც შენ და ნოე ახალი სათამაშოა?
ოხ, გურამ, ნუ თამაშობ, ყველგან არ შეიძლება. ხომ გითხარი, პერსონაჟებიც არიან მანდ - მეთქი?!
ალბათ, ახალი კამათელი გააგორე.
მაინც სად არის დასასრული? არ შეიძლება, საერთოდ არ ჰქონდეს, თუ - კი?
ჩემი აზრით, ჰორიზონტს უნდა გახედო. :))))))))

გააზრება საჭირო არ არის და არც გულის გაგლეჯვა.
კარგი "არაფერი" იყო.
ხომ გაიგე?
♥️

რა უნდა იმის გაგებას, რაც უკვე ვიცი. სიგიჟეა ნამდვილი, რომ რისი წერაც მეხალისება, ის არაფერია და რასაც უნდა ვწერდე - წესით - ის კიდევ მე არ მომწოს, არავისთან მხიბლავს და მაინტერესებს.
ისევ მადლობა, პინო!

№24  offline მოდერი guroo

ესეც ექვსქულიანი კომენტარი :დდდ
წინ მოდერობისკენ! :დდდდდ

№25  offline მოდერი guroo

კომენტარი ექვის ქულისთვის! იუჰუუ!!

№26 სტუმარი სტუმარი ლილიანა

საოცრად წერ. არაფერი შემხვედრია ნაწერში, რასაც დავიწუნებდი. აღწერები მომწონს ძალიან. ემოციების, გარემოს, გრძნობების და განწყობების. ისეთ რაღაცებს ადარებ ემოციას, ვერასოდეს ვიფიქრებდი მსგავსზე. მაგრამ, შემდეგ, რომ ვუფიქრდები, ზუსტად ეგრეა... საოცრება ხარ... რთულია და ამიტომაცაა ძლიერი და საუკეთესო.

№27  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა
საოცრად წერ. არაფერი შემხვედრია ნაწერში, რასაც დავიწუნებდი. აღწერები მომწონს ძალიან. ემოციების, გარემოს, გრძნობების და განწყობების. ისეთ რაღაცებს ადარებ ემოციას, ვერასოდეს ვიფიქრებდი მსგავსზე. მაგრამ, შემდეგ, რომ ვუფიქრდები, ზუსტად ეგრეა... საოცრება ხარ... რთულია და ამიტომაცაა ძლიერი და საუკეთესო.

რატომ მაიძულებ, რომ ყოველჯერზე ძალიან ღრმად ჩავისუნთქო, როცა შენს კომეტარებს ვკითხულობ? თუ ასე არ ვიზამ, ემოციები მომკლავს, დამახრჩობს.
მგონი, ის უფრო მეტად მახარებს, ასე ძალიან რომ მიეჯაჭვე ჩემ ნაწერებს. ანუ რაღაც ძალიან მძიმეს და ამავდროულად განმკურვნელს ვქმნი.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent