შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენელებული გულისცემა (6 თავი)


25-11-2019, 11:24
ავტორი naattii
ნანახია 2 766

-სად არის?_ბოხი ხმა ისმოდა ტელეფონში.
-ძმების სახლში.
-ძალიანაც კარგი, უკვე ბინდდება და შესანიშნავი დროა, იმედია არ დარჩება და როგორც კი გამობრძანდება აიყვანეთ.
-გასაგებია უფროსო_ტელეფონი გათიშეს და მანქანის უჯრაში შეაცურეს. არავის შეუმჩნევია სახლის წინ ტროტუართან მდგომი უცხო მანქანა, რომელსაც მინები დაბურული ქონდა და ვერავინ გაიგებდა შიგნით რა ხდებოდა. მოთმინებით იჯდა მძღოლის გარდა კიდევ ორი ადამიანი და ელოდნენ სამიზანე როდის გამოვიდოდა სახლიდან.
ორი საათი იქნებოდა გასული გოგოს სუსტი სხეული რომ გამოჩნდა ქუჩაში. მაშინვე შესწორდნენ სკამებზე მამაკაცები და მანქანის დასაქოქად მოემზადნენ. ის იყო მძღოლმა გაზს დააჭირა ფეხი, ტროტუარზე მიმავალ თინიას მანქანა რომ წამოეწია და შეაჩერა.
-დაჯექი წაგიყვან_მობეზრებული ხმით ჩაილაპარაკა თეოდორემ.
-ოჰ, ხმაზე გეტყობა რამხელა სურვილიც გკლავს_წარბი აწია თინიამ და შეაუჩერებლად გააგრძელა გზა.
-უბრალოდ დაჯექი რა, საბამ მთხოვა სახლამდე მიგიყვანო, თვითონ წელი გაუჩერდა და დაწოლილია. ზუსტად გადმოგცემ მის მზრუნველობით სავსე სიტყვებს „არ მინდა ამ შუაღამით მარტომ იაროს ფეხით“. ახლა დაჯდები?
-მართლა არ მინდა თეოდორე, კარგი ამინდია, არც ისე შორს ვცხორობ, მირჩევნია ცოტა ფეხით გავიარო._გულით გაუღიმა ბიჭს და ისევ განაგრძო გზა. მალევე ჩამორჩა გვერდით მოსიარულე მანქანა.
მთელი ძალით ეცადა გოგოს პირიდან განაგონი სახელით გამოწვეული ჟრუანტელი დაეიგნორებინა, მაინც რაღაც განსხვავებულად ჟღერდა თინიას ნათქვამი თეოდორე. ორი წუთით დაფიქრდა და მალევე მოსწვდა თინიას ყურს კარის გაღებისა და დახურვის ხმა, რამდენიმე წამიც და გვერდიდან ამოუდგა გამხდარი სხეული.
-ეტყობა სეირნობა გიყვარს_ცინიკურად ჟღერდა თეოდორეს ხმა.
-მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, თუ მალე მართლა ერთად მოგვიწევს ცხოვრება, სულ ასე მტრობაში ვერ ვიქნებით, მოდი ისე გავიცნოთ ერთმანეთი თითქოს არც შენი სარძლო ვარ და არც არასდროს ვიცნობდით ერთმანეთს.
-მაგრამ ჩვენ ვიცნობთ და შენ ჩემი რძალი ხარ_ნაღვლიანად, თითქოს გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა თეოდორემ.
-დიდი სამეგობრო გყავს?_სულ სხვა თემა წამოჭრა თინიამ.
-ნამდვილ მეგობრებს თუ გულისხმობ არა, მე, საბა და ირაკლი ვართ. სამივე ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, საბა უფრო უდარდელა იყო ყოველთვის, მამასთან ერთად იყო და ხელის განძრევაც არ სჭირდებოდა, თითქოს ამან უფრო ბევრი რამ დაანახა, სულ ბევრი ხალხი ესია გარს, მარტო არასდროს იყო, ყველა ძმაკაცობას ეფიცებოდა, მაგრამ როგორც კი დახმარება დაჭირდა ყველამ მიატოვა, თითქოს ამან სხვა გამოცდილება შესძინა, მე 25 წლამდე გერმანიაში ვცხოვრობდი, ვმუშაობდი ვსწავლობდი, ათას სამსახურს ვეპოტინებოდი, ოღონდ მამისთვის ფული არ მეთხოვა, ამან მე კიდევ სხვა გამოცდილება მომცა, მე და საბა ძალიან განსხვავდებით, ირაკლი კიდევ სულ სხვა თემაა, ამიტომ, როცა საქმე ცხოვრებისეულ კითხვას ეხება ჩვენი პასუხებით თითქმის ყოველთვის კამათში გადავდივართ.
-არ გეტყობოდათ ასე თუ იყავით_გაეცინა თინიას მათი პატარებივით ჩხუბის წარმოდგენაზე.
-სხვა ვერც შეგვატყობს, ირაკლი ზედმეტად გართობის მოყვარულია, მე ზედმეტად კონსერვატიული, საბა შუაშია გაგიმართლა, ღალატი ან მექალთანეობა ბუნებაში არ აქვს_სიცილით გადახედა გვერდით მომავალს, თინია კი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ თეოდორეს საოცარი სიცილი ჰქონდა.
-შენ როგორი ხარ?_მანამდე დასვა კითხვა,სანამ დაფიქრდებოდა.
-მე? როგორ გითხრა, არ მიყვარს კლუბური გართობა, არასდროს გამისინჯავს ნარკოტიკი, რადგან ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში არარეალობა და ოცნებებში ჩაკარგვა ისედაც გვაქვს, მჯერა იმ მარადიული სიყვარულის, რომელიც მხოლოდ ერთხელ მოდის, ვფიქრობ დასახულ გზას არასდროს უნდა გადაუხვიო, ვერ ვიტან კაცებს, რომლებიც გათხოვილ ქალებს ღალატისკენ უბიძგებენ და ამითი ძმაკაცებში ამაყობენ, იმედია არასდროს გავხდები ერთ-ერთი მათგანი_დაკვირვებით აათვალიერა ჩაფიქრებული თინია და სიარული გააგრძელეს.
-ყველაზე ხშირად კამათი რაზე მოგდით ხოლმე?
-ძირითადად ასეთ თემებზე, საბას გონება სხვანაირადაა თითქოს მოწყობილი, სულ მეხვეწებოდა, რომ დღევანდელი დღით მეცხოვრა, თუ სიამოვნებას და ბედნიერებას მომიტანდა გზიდანაც გადამეხვია, რადგან არავინ იცის ხვალ რა გველოდება, თუმცა მე ასე არ შემიძლია, ჩემთვის ჩემი სინდისი და წესიერება წინა ადგილს იკავებს და ვცდილობ სულ სუფთა იყოს.
-ზოგჯერ მართლაც სჯობს გზას გადავუხვიოთ, თუ დარწმუნებული ხარ, რომ ბედნიერი იქნები მეც ასე მოვიქცეოდი. რა მოხდება თუ უაზრო მიზეზის გამო საკუთარ ბედნიერებას დაკარგავ? მე არ დავკარგავდი, არავის შევხედავდი, ბოლომდე გავაგრძელებდი ბრძოლას და არ დავნებდებოდი.
-მიუხედავად იმისა ამითი სხვა ატკენდი თუ არა?_გვერდულად გადმოხედა ბიჭმა.
-თუ ის ადამიანი ჩემი ბედია, მაშინ პირიქით, მასაც და მის სხვა რჩეულსაც უბედურებისგან ვიხსნიდი, თუ ბედისწერამ ჩემთან ყოფნა დაუწერა, მაშინ სხვასთან ბედნიერი ვერ იქნებოდა_მხრები აიჩეჩა გოგომ და გაიცინა.
-ანუ....
-ანუ მეც მჯერა იმ ერთადერთი მარადიული სიყვარულის რომელიც მხოლოდ ერთხელ მოდის, თუმცა ჩემს ასაკს თუ გავითვალისწინებთ ზედმეტად ბავშვური გამოვდივარ_გაეცინა თინიას და წინ დადებულ ქვას გადაახტა.
-რომ გკითხონ ამხელა გამოცდილი, საუკეთესო ქირურგი ქალი ხარ და პატარა ბავშვივით იქცევი_სიცილით გადააქნია თავი თეოდორემ.
-ყველა სიტუაციას თავისი პლიუს მინუსი აქვს, საოპერაციოში ვერ ვიბავშვებ, ქუჩაში კი სკლაპელით ვერ ვივლი, ნუ გიჟი ვეგონები, თორემ ჩანთით სულ დამაქვს_ბოლო სიტყვები ბიჭისკენ გადახრილმა ცოტა ხმადაბლა ჩაიჩურჩულა ხელ აფარებულმა და კისკისიც მოაყოლა.
-მართლა როგორი ბავშვური ხარ_თავი გადააქნია ბიჭმა და კიდევ მრავალი თემის განხილვა მოასწრეს თინიას ბინამდე მისვლაში.

-ჯერ-ჯერობით ვერ შევძელით უფროსო_ხმადაბლა ჩაილაპარაკა მოთვალთვალემ და თვალები დახუჭა ყვირილის მოლოდინში.
-რატომ?_სრულიად მშვიდად გაისმა დამქირავებლის ხმა.
-უფროსი ძმა გამოყვა და სახლამდე მიაცილა, მასთან ერთად არ გვინდოდა, დაუგეგმავი რამე მოხდებოდა.
-გასაგებია, თვალთვალი განაგრძეთ და დავალება დროულად შეასრულეთ, დრო ხვალ საღამომდე გაქვთ, თორემ იმ ბო*ანდარას ნაცვლად თქვენ დაგკიდებთ *ვერებით._სრულიად მშვიდი ხმით დაიმუქრა და მაშინვე გათიშა.
-ჯანდაბაა, ხვალამდე რამე უნდა მოვიფიქროთ_თავი გადააქნია მძღოლმა და გაფართოებული თვალებით გადახედა უკან მჯდომებს.

ღამე ყველასთვის სხვადასხვა ფიქრებში გავიდა, თეოდორეს მთელი ღამე ისე გაეპარა ფანჯარასთან მჯდომს მხოლოდ სახეზე მოთამაშე სხივებმა გამოაფხიზლა. მაშინვე დატოვა ოთახი და სამსახურისთვის მოემზადა, ფრთხილად შევიდა სააბაზანოში, გვერდები ჯერ კიდევ ტკიოდა და მკვეთრ მოძრაობებს ერიდებოდა. თავს უფლება არ მისცა თაფლისფერები გაეხსენებინა და მთელი დილა სამსახურს დაუთმო.
საბა ირაკლისთან წავიდა, ბიჭის მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდებოდა, უკვე პალატაში იყო გადაყვანილი და აღარც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებდა.
-მოკრძალებული სალამი ჩვენს დიად მსხვერპლს_სიცილით შეუღო კარი და საწოლთან ახლოს ჩამოუჯდა.
-სულ როგორ ცანცარებ ბიჭო._გამაყუჩებლებს დიდი რაოდენობით აღარ უკეთებდნენ და საკმაოდ მძაფრად გრძნობდა ტკივილებს ირაკლი.
-ამ ცხოვრებას სულ სერიოზული თვალით მტერმა უყურა, როგორ ხარ?
-მტკივა და ვერ გავაგებინე. შენ გოგოს მაინც უთხარი მიშველოს ცოტა და გამაყუჩებელი დამიმატოს.
-მასეთი წვრილმანებისთვის ჩემ გოგოს ვერ შევაწუხებ_ხელები ასწია საბამ და ბიჭის ნასროლ ერთჯერად ჭიქაზე სიცილით გადაიხარა გვერდით.
-გამარჯობათ_დაბარებულივით შემოვიდა თინია, უკვე გამოეცვალა თეთრი ხალათი მოერგო, ხელში ირაკლის ფაილი ეჭირა და ორივეს უღიმოდა.
-დილა მშვიდობის_ღიმილით მიესალმა საბაც და კედელთან გადგა სანამ თინია გასინჯვას მორჩებოდა.
-დიდხანს არ გადაღალო, გამაყუჩებელს ვეღარ დაგიმატებ, უკვე ფეხების ვარჯიში აუცილებელია და ამაში ხელს შეგიშლის, ამიტომ რა გიყო ცოტ მოითმინე_გამამხნევებლად მოუთათუნა ხელი ბეჭზე, საბას გაუღიმა და პალატა დატოვა.
-აბა ახლა აქ დაბრძანდი და მომიყევი რას ხლართავ_ტკივილისგან შეჭმუხნილი სახით დაუძახა მეგობარს და სკამისკენ მიუთითა, ისიც ღიმილით დათანხმდა, იცოდა ირაკლის სახით ახალ დამხმარეს შეიძენდა.


-რა ხდება? რა ამბავია_მკაცრი სახით ახედა კაცმა კაბინეტში შემოვარდნილ აქოშინებულ ყმაწვილს.
-მაპატიეთ უფროსო, მაგრამ საჩქაროა, ისევ დარეკეს
-ამჯერად რაო_სკამს მიეყრდო კაცი.
-თუ 12 საათში დადებითი პასუხი არ ექნებათ ყველა კონტრაქტს გავუუქმებ და ამ ზარალს არ დავჯერდებიო, ათმაგად გადავუხდი დაკარგული თანხისთვისო.
-ჯანდაბა_სიმწრისგან მუშტი მაგიდას ისე ძლიერ დაარტყა მყესები ეტკინა. -კარგი, თავისუფალი ხარ_ხელი აუქნია ბიჭს და ზურგი შეაქცია. როგორც კი კარის დაკეტვის ხმა მოსწვდა ყურს მაშინვე ამოიღო მობილური და საჭირო ნომერი აკრიბა.
-ან ერთ საათში მაგ ნაბო*არს მომითრევთ, ან ისეთი ადგილის ძებნა დაიწყეთ მამაზეციერმაც რომ ვერ გიპოვოთ_ღვარძლიანად ჩაილაპარაკა და გათიშული ტელეფონი ღრიალით მიახეთქა კედელს.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

გულმა მიგრძნო რომ დადებდი :)

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

აუუუ რა ტკბილობა თავი იყო????

 


№3  offline მოდერი naattii

Anuki96
გულმა მიგრძნო რომ დადებდი :)

❤️❤️❤️❤️
სტუმარი ნინი
აუუუ რა ტკბილობა თავი იყო????

დაახლოებით მეც ასე გაღიმებული ვწერდი :D

 


№4  offline წევრი crete20

როგორ არასდროს არ მყოფნის ????
საინტერესოაა და ველი ახალ თავს ????????????

 


№5  offline წევრი sofo_sofia 13

რასაყვარლობაიყოო

 


№6 სტუმარი სტუმარი gvantsa

თეოდორეს წინააღმდეგ ეხლა ირაკლი და საბა გაერთიანდნენ,საინტერესო ამბები გველის წინ :)) აუ ძალიან მომწონს,მაინტერესებს ის კაცი ვინ არის სავარაუდოდ თანამდებობის პირი და ფულის მოყვარული ნაძირალა :)) კისერი უნდა მოუგრიხონ მაგ საზიზღარს

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

როგორ გამიხარდა რომ დადე ♥️ დილიდან კარგ ხასიათზე ვარ
ძალიან მომეწონა კარგი თავი იყო მართლაც
მომწონს სიუჟეტის განვითარება მაგრამ მეტი მინდა ! ემოციებიანად და ყველაფრიანად გამოგდის და იმიტომ გეუბნები!
წარმატებები და გელოდები ♥️

 


№8  offline მოდერი naattii

crete20
როგორ არასდროს არ მყოფნის ????
საინტერესოაა და ველი ახალ თავს ????????????

ვიცი წასაკითხად უცებ იკითხება, მაგრამ საწერად რთულია
sofo_sofia 13
რასაყვარლობაიყოო

მადლობაა
სტუმარი gvantsa
თეოდორეს წინააღმდეგ ეხლა ირაკლი და საბა გაერთიანდნენ,საინტერესო ამბები გველის წინ :)) აუ ძალიან მომწონს,მაინტერესებს ის კაცი ვინ არის სავარაუდოდ თანამდებობის პირი და ფულის მოყვარული ნაძირალა :)) კისერი უნდა მოუგრიხონ მაგ საზიზღარს

ვნახოთ ვნახოოთ :D
ტკბილიწიწაკა
როგორ გამიხარდა რომ დადე ♥️ დილიდან კარგ ხასიათზე ვარ
ძალიან მომეწონა კარგი თავი იყო მართლაც
მომწონს სიუჟეტის განვითარება მაგრამ მეტი მინდა ! ემოციებიანად და ყველაფრიანად გამოგდის და იმიტომ გეუბნები!
წარმატებები და გელოდები ♥️

უღრმესი მადლობა ❤️

 


№9  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

საინტერესო საუბარი ჰქონდაგ თინიას და თეოდორეს ნამდვილად, თითქოს რაღაც კარტები გაიხსნასავით თეოდორისათვის. იმედია თინია ცუდი არაფერი დაემართება. ❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი რუსკიმარუსია

რა სასიამოვნოდ იბაასეს თინიამ და თეოდორემ❤ თინიამ თითქოს ნამიოკი ჩაურტყა, იბრძოლე ჩემთვისო :) ნუ მე ესე მომეჩვენა :დ
ჩვენს საბას ირაკლი ჩანაფიქრს მიუხვდა და მგონი კარგი მოკავშირეც იქნება, საწყალი თეოდორე ამათ ხელში :დ
ძალიან ცოტა დრო აქვს იმ ვიღაცას და იმედია თინიას რაიმე არ დაუშავდება, თუ მაინც რამე იქნება მგონია თეოდორე გადაარჩენს❤
როდის გვეღირსება ბოსის და ბოსის ბოსის გაცნობა? :დ
ასე განაგრძე❤

 


№11  offline წევრი LI_BE

ესე იგი ქალბატონო ნათია, არ მინდა შენიშვნა მოგცე და გაგაბრაზო, მაგრამ რომ ვკითხულობ, მე თვითონ ძალიან ვბრაზდები და მინდა გითხრა, რატომაც.

ვფიქრობ, რომ ემოციები, ჩემი აზრით, გაქვს ძალიან არასწორად გადმოცემული. ფაქტიურად ორ სხვადასხვა სიუჟეტზე გაქვს ისტორია. ერთი არის თინია, ძმები და მათი მეგობარი და მეორე, ის კრიმინალური ამბავი, რაშიც ძმები და მათი მეგობარი არიან გახვეულები. ერთი სუჟეტი არის მთლიანად ცანცარზე აგებული და მეორე დაძაბული, ადამიანის დაჭრებს, ჩასაფრებებს, მკვლელობებს, გატაცებას და ასე შემდეგ, რომ ითვალისწინებს. ხოდა ეს ორი სიუჟეტი საერთოდ არ არის ერთმანეთთან კავშირში, რა თქმა უნდა ემოციას ვგულისხმობ. საერთოდ არ ეტყობა რომელიმე გმირს, რამხელა შარში არიან გახვეული და მათი სიცოცხლით რომ ვიღაც ძალიან არის დაინტერესებული. ეს ერთი.

მეორე, მინდა ვთქვა, იმ სისულელეზე, რაც საბამ მოიფიქრა. თინიას დაცვისთვის თუ მისი დაკავშირება იყო საჭირო რომელიმე ძმასთან, რაღა თავის თავს დაუკავშირა. აქ არ იყო თეოდორე, რეალური გრძნობებით?! საერთოდ ვერ ვხვდები, რა საჭრო იყო თეოდორეს გაღიზიანება.

და ბოლოს, ამ თეოდორეს და თინიას ემოცია საერთოდ გაუგებარია. თუ სარძლოდ მიაჩნია, როგორ ელაპარაკება. ჯერ ძმას და მის არჩევანს უნდა სცეს, მერე თინიას, როგორც სარძლოს და ბოლოს, საკუთარ თავს უნდა სცეს პატივი და დაასტოპოს. იგივე მოეთხოვება თინიასაც.

მოკლედ, ნათი, მეტს ვითხოვ შენგან, უფრო უკეთესს და სწორს.

 


№12  offline მოდერი naattii

LI_BE
ესე იგი ქალბატონო ნათია, არ მინდა შენიშვნა მოგცე და გაგაბრაზო, მაგრამ რომ ვკითხულობ, მე თვითონ ძალიან ვბრაზდები და მინდა გითხრა, რატომაც.

ვფიქრობ, რომ ემოციები, ჩემი აზრით, გაქვს ძალიან არასწორად გადმოცემული. ფაქტიურად ორ სხვადასხვა სიუჟეტზე გაქვს ისტორია. ერთი არის თინია, ძმები და მათი მეგობარი და მეორე, ის კრიმინალური ამბავი, რაშიც ძმები და მათი მეგობარი არიან გახვეულები. ერთი სუჟეტი არის მთლიანად ცანცარზე აგებული და მეორე დაძაბული, ადამიანის დაჭრებს, ჩასაფრებებს, მკვლელობებს, გატაცებას და ასე შემდეგ, რომ ითვალისწინებს. ხოდა ეს ორი სიუჟეტი საერთოდ არ არის ერთმანეთთან კავშირში, რა თქმა უნდა ემოციას ვგულისხმობ. საერთოდ არ ეტყობა რომელიმე გმირს, რამხელა შარში არიან გახვეული და მათი სიცოცხლით რომ ვიღაც ძალიან არის დაინტერესებული. ეს ერთი.

მეორე, მინდა ვთქვა, იმ სისულელეზე, რაც საბამ მოიფიქრა. თინიას დაცვისთვის თუ მისი დაკავშირება იყო საჭირო რომელიმე ძმასთან, რაღა თავის თავს დაუკავშირა. აქ არ იყო თეოდორე, რეალური გრძნობებით?! საერთოდ ვერ ვხვდები, რა საჭრო იყო თეოდორეს გაღიზიანება.

და ბოლოს, ამ თეოდორეს და თინიას ემოცია საერთოდ გაუგებარია. თუ სარძლოდ მიაჩნია, როგორ ელაპარაკება. ჯერ ძმას და მის არჩევანს უნდა სცეს, მერე თინიას, როგორც სარძლოს და ბოლოს, საკუთარ თავს უნდა სცეს პატივი და დაასტოპოს. იგივე მოეთხოვება თინიასაც.

მოკლედ, ნათი, მეტს ვითხოვ შენგან, უფრო უკეთესს და სწორს.

რადგან შარში არიან აღარ უნდა გაიცინონ და იხუმრონ? ცოტას თუ მოიცდით აუცილებლად გადაიკვეთება ამ ორი სიუჟეტის ხაზი ერთმანეთში. რაც შეეხება ძმაზე გახუმრებასაც არ მეგონა ასე საოცარი კიდის გამოსაბმელი თუ გახდებოდა, რა არის საოცრება იმაში თუ ძმამ ძმას რეალური მაგალითით უნდა დაანახოს რომ სულ სწორი ვერ იქნები და სიყვარული არ არის სამსჯელო თემა. მეგონა ნათლად ვსახავდი როგორ გაურბოდა თეოდორე თინიასთან ახლოს ყოფნას და ამ დიალოგში რომელი ფრაზა იყო გასაღიზიანებელი? რომელი ფრაზა არ შეიძლება აკადრო სარძლოს როცა თემა ცხოვრებაა? აკოცა, "დაკერვას" ეცადა, ძმას უღალატეო თუ რითი მიაყენა შეურაცხყოფა? არც წაგიკითხავთ ალბათ შესავალად როცა დავუწერე რომ ერთმანეთის გაცნობა და მტრობის დასრულება სურდათ. რავი სხვები თუ გებულობენ მხოლოდ შენ რატო ვერ გაიგე რასაც ვგულისხმობდი? :)))

 


№13 სტუმარი ლილი

ყველას თავისი აზრი აქვს მაგრამ მე სწორედ შენი ლაღი და "ცანცარა" პერსონაჟების გამო მიყვარს შენი ისტორიები.ძალიან მომეწონა ეს თავი და გთხოვ მალე დადე.

 


№14  offline წევრი წერო:)

აუჰ კიდე ინტრიგა დდდ როგორც შეძლებ ისე მალე დადე:))♡♡♡ლომკაში დამტოვე დდ

 


№15 სტუმარი სტუმარი Kristi

აი მართლა ძალიან ????მაგარი მოთხრობა რომ ვკითხულობ თავი ამ მოთხრობის ნაწილი მგონია ????ხო და თუ შეგიძლიათ რომ,მითხრათ შემდეგ თავს როდის დადებთ????

 


№16 სტუმარი სტუმარი ანი

აუუ რატომ იკითხება ასე სწრაფააად?! :( :დ სულ მინდა ვიკითხო და ვიკითხო..
ძალიან მაგარი იყო
დარწმუნებული ვარ თეოდორეს გადარევენ :დ
ველი შემდეგ თავს ^-^

 


№17 სტუმარი სტუმარი მერი

როგორ მომწონს თინია და თეოდორე ერთად საბა მხოლოდ მეგობრის და მაზლის ამპლუაში???მოუთმენლად გელი და გთხოვ მალე დადე???

 


№18 სტუმარი სტუმარი ანი

აუუუ დღეს ვერ იქნება???
მოუთმენლად ველი ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent