შენელებული გულისცემა (თავი 7)
მორიგე იყო თინია სამსახურში დილის ცხრაზე რომ გამოცხადდა. რეანიმაციაში იმდენი პაციენტი არ ყოლია მისი მთელი დღე იქ ჯდომა რომ ყოფილიყო საჭირო, ამიტომ სასწრაფოს მისაღებში გადაწყვიტა დახმარება. დღეს რატომღაც უამრავი ხალხი მოდიოდა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა სადღაც კორპუსი ქარს დაუზიანებია და იყვნენ დაშავებულები თუ არა, მაინც მოდიოდნენ გასასინჯათ. ტრავმატოლოგი გამოიძახა თინიამ ხელმოტეხილი ქალისთვის მიმღების ტელეფონი ისევ რომ ამღერდა. - თინია ექიმო, კერძო მანქანა შემოვიდა და თქვენ გხოვენ. -დახმარება დამჭირდება? საკაცე? -მხოლოდ ის თქვეს ვიცნობთ და თინია ექიმის გარდა ვერავის ვენდობითო_მხრები აიჩეჩა ექთანმა. -გასაგებია_მაშინვე სტაცა ხელი საკუთარ ფონეიდოსკოპს და გარეთ გავიდა. -საბა, ხომ არ გგონია, რომ ცოტა ზედმეტი მოგდის? -არა ირაკლი, ლაპარაკი არ შველის, სულ მის წესებზე აგებულ ცხოვრებაზე ლაპარაკობს, ვერ გავაგებინე, რომ ყველაფერს ვერ დაგეგმავს. ორი დღის წინაც ვიჩხუბეთ, თურმე საღამოს ბარში წასვლა, ცოტა გართობა და ორი ჭიქის დალევა მის ცხოვრების წესს არ შეესაბამება. -რას დაეძებ? იჯდეს იმ სახლში. -რატო ირა? რომ დაბერდება შვილებისთვის რაღაც ხომ უნდა ქონდეს მოსაყოლი? რაღაცით ხომ უნდა გაერთოს? 35 წლისაა და გოგოსთვის არც შეუხედავს. -რაიცი თინია რომ მოეწონება?_ტკივილი ისევ აწუხებდა ირაკლის. -თინია სხვებს არ გავს, სულ ეწინააღმდეგება, ტოლს არ უდებს, ყველაფერზე საწინააღმდეგო აზრი აქვს. თანაც აკრძალული ხილი ყველაზე ტკბილია, არ უნდა იფიქროს და სინამდვილეში სულ ის გაახსენდება სწორედ მაგიტომ. -როდემდე აპირებ გააგრძელო? არ გეცოდება? დაგკარგავს_ნაღვლიანად გადააქნია თავი ირაკლიმ. -იცი როდის? რომ აღიარებს თავისი ცხოვრების ყველაზე დისი წესი რომ დაარღვია, ეჭვიანობისგან თითებს რომ დაიჭამს, რომ აღიარებს, რომ უყვარს და არა, არ მეცოდება, მირჩევნია დავკარგო და ცხოვრებისკენ შემოვაბრუნო, ვიდრე არაფერში გაატაროს წლები. -სხვანაირად არ შეგეძლო?_მაინც ვერ თმობდა ირაკლი ბოლომდე პოზიციებს. -ალბათ შემეძლო, არც კი ვიცი ეს რატომ დავაბრეხვე, გააზრებული არც მქონდა ბოლომდე. გავბრაზდი მის დაცვაზე უარი რომ მითხრა, იმ გოგომ თავი გაწირა შენს გადასარჩენად და მინდოდა სამაგიერო გადამეხადა. რაც პირველი მომაფიქრდა ვთქვი_დაღლილმა ჩამოისვა სახეზე ხელები. -თითქოს მესმის შენი, მაგრამ ბოლომდე ვერ გეთანხმები. -ბოლომდე არც მე მესმის ჩემი, ხანდახან ვბრაზდები და ვფიქრობ პატარა ბავშვივით ვთამაშობთქო, არ ვიცი, შეიძლება დიდხანს აღარც გავაგრძელო_ჩაფიქრებულმა გაიხედა ფანჯარაში. -თამაზი ექიმო შეიძლება?_ფრთხილი კაკუნით შევიდა ექთანი დირექტორთან. -გისმენ ნათი, რა ხდება? -იცით, არ ვიცი სხვას ვის მივმართო, თინია ექიმი დაიკარგა_თითების წვალება დაეწყო ექთანს ნერვიულობისგან -რა ქვია დაიკარგა? -სამი საათია გამქრალია, ვერსად ვიპოვეთ, არავის უნახავს, ბოლოს ვიცით რომ სასწრაფო გამოძახება მიიღო ეზოში და მას შემდეგ უბრალოდ გაქრა. -და ამას ახლა მეუბნებით? _გაბრაზებული წამოიმართა კაცი, -ექიმი, რომელსაც წამიც კი არასდროს გაუცდენია და ერთი საათით ადრე მოდის ყოველთვის, სამი საათით იკარგება და ჩუმად ხართ? -იცით, ახლახანს გავიგეთ საქმრო ყოლია და ვიფიქრეთ ცოტა ხნით გავიდა, უნდა მივმხვდარიყავით ასე რომ არ მოიქცეოდა-თავი დახარა ნათიამ. -რა თქმა უნდა ,ის ხომ პროფესიონალია თავისი საქმის_ჩაფიქრდა დირექტორი და მალევე აწია თავი, -კარგი, პოლიციაში დარეკე, მე დაცვის ოთახში ჩავალ გარეთ გამოვყრი, განგაშს ჩავართვევინებ და კამერებს გადავაქექიებ. არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის და საავადმყოფოს რა ზიანი ერგება, ადამიანი მოიტაცეს_ხმამაღლა დაიყვირა და ორივემ სასწრაფოდ დატოვეს კაბინეტი. არეულობა დახვდა საავადმყოფოში მისულ თეოდორეს, რამდენიმე პოლიციის მანქანა, დაცვის წევრები შესასვლელებთან, აფორიაქებული და ერთმანეთში მოლაპარაკე ექთნები. მხრები აიჩეჩა და მესამე სართულისკენ აუყვა კიბეებს. პალატას უახლოვდებოდა უკვე დერეფნებში ნათურები წითლად რომ ათამაშდა. უკვე ვეღარ აიძულა თავი გვერდი აევლო და ჩქარი ნაბიჯებით მიმავალი მედდა შეაჩერა. -შეგიძლიათ მითხრათ რა ხდება? -არამგონია ამის პაციენტებთან განხილვა შეიძლებოდეს_მზერა მოარიდა გოგომ და წასვლა დააპირა ისევ რომ შეაჩერა ბიჭმა. -უკვე ისედაც ყველა ხვდება_წითლად მოციმციმე ნათურისკენ გაახედა გოგო და გაუკვირდა მისი ორმაგად გაფართოებული თვალები. -ესეიგი დამტკიცდა, დილით ექიმი დაიკარგა, მოტაცებას ფიქრობდნენ, როგორც ჩანს კამერებმა დაუდასტურეს, რადგან ეს განგაში იმას ნიშნავს, რომ შენობაში შეიძლება უცხო პირი იყოს_სწრაფად მიაყარა გოგონამ და წასასვლელად გამზადებული ისევ მოაბრუნეს. -ვინ ექიმი?_ უკვე სიმშვიდე დაკარგული ქონდა თეოდორეს ხმას. თითქოს წინასწარ იცოდა პასუხი ისე სცრიდა ტანში. -თინია ექიმი_აცრემლებულმა დაუბრუნა პასუხი და ძლივს დაიხსნა თავი გაშეშებული ცნობისმოყვარისგან. ორი წუთი იქნებოდა გასული ლამის კარი რომ შეგლიჯა თეოდორემ პალატის. -საბა წავედით. -რახდება?_ ძმის მსგავს ტონს ნამდვილად არ იყო მიჩვეული. -გითხარი წავედით სასწრაფოა. -აქ თქვი, მეც ხომ უნდა ვიცოდე_თავი წამოყო ირაკლიმ. -თინია წაიყვანეს_მოსაცმლისკენ დახრილ ძმას გადახედა. -ვინ წაიყვანა? _ჩაცმას აგრძელებდა საბა. -რამაზიმ. ერთი სიტყვა და გაშეშებული საბა, ერთი სიტყვა და ირაკლიდან წამოსული გინების კორიანტელი, ერთი სიტყვა და დანგრევამდე მისული ცხოვრება. -წავედით_მაშინვე წამოიმართა ირაკლი და გაჭირვებით დადგა ფეხზე. -შენ სად მიდიხარ? რამდენიმე დღეა რაც სიარული დაიწყე._მაშინვე შეეწინააღმდეგენ ძმები. -დროს ვკარგავთ, ის გოგო ახლა ჩემ გამო იტანჯება, წავედით_ ჯოხის დახმარებით დატოვა პალატა და დაცვასთან წავიდნენ ვითარების გასარკვევად. პირველად იყო თინიასთვის ასეთი სიბნელე, მხოლოდ მხედველობა არ ჰქონდა დაკარგული, თავი საოცრად უბრუოდა, სმენა დახშული ქონდა, ვერც შეგრძნებებით დაიკვეხნიდა დიდად. იცოდა ასეთ დროს როგორ უნდა მოქცეულიყო, ძალა არცერთი ორგანოსთვის დაუტანებია, თვალდახუჭული დაელოდა როდის აღუდგებოდა რეცეპტორები და მხოლოდ შემდეგ გაბედა თვალი გაეხილა. არა, ისევ სიბნელე ჯობდა მსგავს მდგომარეობაში გაღვიძებას. ლოგინზე იწვა, არა იჯდა უფრო შეეფერება, ხელები და ფეხებიც რკინაზე ჰქონდა მიბმული, პირში ახვეული და სრულიად ბნელი სარდაფი. საიდანღაც წვრილი ხმა გამოდიოდა. თაგვი! თვალები გაუფარდოვდა თინიას და ზმუილის ხმა ამოუშვა პირიდან, კიდევ რამდენჯერმე და შედეგიც მიიღო, ხმაურით გაიწია რკინის კარი და რამდენიმე გაღიმებული მამაკაცი გამოჩნდა შუქის ფონზე. -მზეთუნახავს მოკრძალებული სალამი_ამაზრზენი ღიმილით მიესალმა ერთ-ერთი და რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. -ვინ ხართ? ჩემთან რა გინდათ_სხეული აუკანკალდა თინიას როცა დაინახა როგორ მოიკვნიტა მოახლოებულმა ტუჩი და რა ხარბად ათვალიერებდა გოგოს. -არ გითხრა შენმა ბიჭმაა?_ისევ დაცინა მეორემ და მალევე მოუწიათ ენის გაჩუმება, როცა კარიდან მომავალი ნაბიჯების ხმა გაიგონეს. მიხვდა თინია, ახლა უფროსს შეხვდებოდა. -კეთილი იყოს შენი ფეხი_დაკვირვებით აათვალიერა კაცმა მობუზული ექიმი, -არც ისეთი ხარ, ასეთი ამბავის ატეხვად რომ ღირდე_არ დაუმალავს გულახდილი ფიქრები. -არც მე მჯერა ჩემი კეთილი ფეხის, ამიტომ ბარი ბარშ ვართ_წარბიც არ შეუხრია თინიას. -ახლა გასაგებია_სიცილი აუტყდა კაცს. -მეტყვით აქ რატომ ვარ?_მოთმინება დაკარგა ისე უჭერდა დაბმული ხელები -ცოლად მიყვება და არც იცის ვის მიყვება_თავი გადააქნია კაცმა და ბიებს გადახედა -ზედმეტი ხმა არ გავიგონო, იცით რაც მჭირდება. მათაც მაშინვე დაუქნიეს თავი და ხელების ერთმანეთზე გასმით მიუახლოვდნენ თინიას. აქ კი მორჩა ექიმი მაგარი გოგოს თამაშს და ისე გადმოცვივდა ცრემლები აღარაფრისთვის მიუცევია ყურადღება. -რა უნდა ვქნათ_ოთახში ბოლთას ცემდა საბა. -იმ იდიოტს სახე კი უჩანს, მაგრამ ხომ ვიცით რომ ბაზაში ვერ იპოიან_არანაკლებ ანერვიულებული დადიოდა თეოდორე. -ბიჭებო, ამანათია_ხელჯოხის კაკუნით შემოვიდა ირაკლი, ხელში პატარა ყუთი ეჭირა და წერილიც ხელში ეკავა. მოუთმენლად გაგლიჯეს დასამივემ ერთად წაიკითხა. „ალბათ იცით ქირურგისთვის ითები რა მნიშვნელოვანიცა“ თითქოს ფურცელზეც ჩანდა მთელი ირონია, რაც წერილში იყო ჩაქსოვილი. -ოღონდ თითი არ იდოს ოღონდ თითი არა_თვალ დახუჭულმა გახსნა ყუთი და რამდენიმე წამში სამივეს სუნთქვა ეკვროდა, ყუთში სისხლ შემხმარი მთლიანი ფრჩხილი იწონებდა თავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.