შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თმენის ვალდებულება - სრულად


27-11-2019, 22:04
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 9 913

ვამჩნევ რომ მატყუებენ, მაგრამ არ ვიმჩნევ, თითებს უაზროდ, უხმოდ ვაკაკუნებ მაგიდაზე და თვალებში ურცხვად ვუყურებ.
-ბევრს ითხოვენ ფართში, მაგრამ ისეთი ადგილია, რომ ღირს.
-თუ კარგი იქნება რესტორანი ვფიქრობ რომ ადგილს მნიშვნელობა არ აქვს,- საუბარში ერთვება ლუკა და ჩემ მხარეს იჭერს, ჩემი პარტნიორია და ეს ბუნებრივიცაა, მერე მე მიყურებს და თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.
-ბრენდინგი გვინდა, ვინმე შეარჩიეთ?- მეკითხება ერთ-ერთი და შეხსნილი პერანგიდან ოქროსფერი ჯაჭვი ისე უელავს რომ თვალებს ვავიწროვებ, როდის უნდა გადაეჩვიოს ეს სახლხი და მიხვდეს რომ ცოტა მარაზმია შენი ქონების ასეთი ხაზგასმა.
-რაღაც აგიჩემებიათ ეს ბევრს ითხოვენ, ბევრი უნდათ- სიცილით ამბობს ლუკა- მაგრამ, თუ აკეთებ კარგი უნდა გააკეთო. მერე კი მეორედ ფულის გადაყრა ამ ყველაფერში არ ღირს, ძუნწი ორმაგს იხდისო.
საიდან მოაფიქრდა ეს, მაგრამ საუბრის დიდოსტატია, იცის რაც მოეწონება.
-შუაზე ვიყოფთ ხომ?- ჩაახველა და ვისკი ისე მოსვა თითქოს ამ სასმლის მნიშვნელობა ესმისო.
-არა- გაეღიმა ლუკას- ჩვენ შეიძლება ასაკით განვსხვავედებით, მაგრამ ქონების რაოდენობაზე და ჭკუაზე შეიძლება ვიდავოთ, შეთანხმება ამაზე არ ყოფილა.
-აბა რაზე იყო?
-მეგონა აქ საქმის დასასრულებლად მოვედით და არა დასაწყებათ. -ვერთვები საუბარში, მაგრამ ვეღარ ვაგრძელებ, მობრძანდა. ქალბატონო მობრძანდა, ვიღაც დაუყენებია გვერდით და ხელჩაკიდებულები ისე შემოდიან რესტორანში თითქოს არ იცოდეს რომ აქ ვარ, ეს ბიჭი ვინღაა? ისე მოდის დიდი ალბათობით ამის დაქალია და არა შეყვარებული, მაგიდასთან ხელჩაკიდებულები სხდებიან, მოკლე კაბა აცვია, გრძელი უზადო ფეხები კარგა გვარიანად მოუჩანს და ისე ელაპარაკება თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი იყოს, ყურადღებას აღარ ვაქცევ და საუბარს ვუბრუნდები.
-ოც პრიცენტს დებთ და ორმოცდაათს ვერანაირად ვერ მიიღებთ.- ვასრულებ წინადადებას.
ქალბატონი ანა რაღაცაზე კისკისებს და უცნობ ბიჭს თავს მხარზე ადებს.
-დავრეკავ მაცადეთ შვილო.- ამბობს კაცი და ტელეფოს იღებს, ბუნებრივია გადასახსნელი დამცავიც აქვს შემოკრული და ისე ხმარობს სენსორს, გამიკვირდა თითი რომ არ დაინერწყვა.
-იმათ გახედე- ვეუბნები ლუკას და ლუკაც ისე უყურებს ჯობდა პირდაპირ მისულიყო და მისალმებოდა, მალევე ტრიალდება ჩემკენ და ფხუკუნებს.
-სამაგიეროს გიხდის, რა გინდა?- სიცილისგან მხრები უთამაშებს- ის ვინ უზის გვერდით?
ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება, მაშინვე გამხდარ ხელს წევს და მიქნევს ღიმილით, მოხლოდ თავის დაკვრით ვიფარგლები და ბიჭს ვუყურებ, მერე მის ტუჩებს, ვხვდები რასაც ამბობს, მერე ჩემი და იმ ბიჭის თვალები ხვდება ერთმანეთს და თვალს ვუკრავ, მაშინვე წითლდება და ტელეფონს აშტერდება. ჯიბიდან ტელეფონს მეც ვიღებ და ტექსტის აკრებვას ვიწყებ.
„რაზე ჭორაობთ დაქალები?“
ვაგზავნი თუ არა მაშინვე თავს წევს და თვალებს ავიწროვებს, იმ ბიჭს თავისივე ტელეფონს ართმევს და წერას იწებს, ველოდები
„არა ძამია, მასე არ გამოვა, გადაურეკე შენთქო გეუბნები“ ამ ხმების ფონზე კიდევ კარგ დღეში მაქვს ნერვები
„ჩემი მეგობარია“
„როდის აქეთ დადიხართ ასეთი კლასის რესტორნებში?“
„შენგან ვისწავლე“
„კიედევ ბევრი რამე უნდა გესწავლა, მაგრამ ხომ ხედავ არ დაგცალდა, ისე მიყურებს მგონი ეჭვიანობის მიზეზი შენ უფრო გაქვს“
შეტყობინებას უპასუხოდ ტოვებს და საუბარს აგრძელებს
-მასე რა ჩემი ფეხები გამომივა ახლა მე?- მეკითხება კაცი და მსუქან ხელებს მაგიდაზე აწყობს, მე და ლუკამ ერთმანეთს გადავხედეთ და ყველაფერს მივხდით.
-არ გაწყობთ?- ვეკითხები აუღელვებლად
-არა ძმაო.- საიდან გავხდი ამის ძმა მამაჩემზე უფროსია
-კარგით, რა გაეწყობა.
-თუ რამე დაგჭირდეთ შემოგევლოთ ჩემი თავი.
-იხარეთ- თავს უქნევს ლუკა და კაცი დაცვის თანხლებით უჩინარდება.
-მართლა რისთვის დავკარგე დრო- ოხრავს ლუკა და ღვინის დიდ ყლუპს სვამს- ამისთვის დრო როგორ დავკარგე, ამის მაფიოზობის ნერვები მაქვს ახლა?
-მე რა ვიცი, დებილია და ჩვენს ვეგონეთ, შეეშვი, ჩვენ გავიყოთ, საერთოდ რათ გინდოდა საქმეში რომ შემოგყავს, მაგის ოცი პროცენტი რას გიზამს?
-საწყისისთვის ცუდი არ იქნებოდა
-ხო, მაგრამ ასეთის ძებნა თუ გინდა, ყოველ ფეხისნაბიჯზე იპოვი, ისევე როგორც სხვებმა არ იციან რა უნდა გააკეთონ- გავხედე ისევ ანას და ჭიქა მათ დასანახად ზემოთ ავწიე.
-გაგიმარჯოთ- ვანიშნე ტუჩებით და თვალები მაშინვე გააფართოვა
-წავიდეთ თუ ამ საცოდაობას კიდევ უნდა უყურო?
-არა ვუყურებ- ვუღიმი- ამით მაინც გავერთობი, რთული დღე იყო.
-ნეტა შენ
-ნეტა იმას, თორე მე რა?
-გაეჭვიანებს, სამაგიეროს გიხდის?- თვალებს აფართოვებს ლუკა
-როგორ გამოვიყურები?
-არ ვარ მე იმნაირი- იცინის ლუკა
-სერიოზულად- მხრებში ვსწორდები
-საქმიანი კაცი, პიჯაკში და ელეგანტურ ჰალსტუხში, თვალები გიელავთ, დაბალი წვერი გაქვთ, როგორც ყოველთვის და დაძაბული ლოყები, რომელიც ელეგანტურად იკვეთება, სისხლისფერი სქელი ტუჩები და პატარა ცხვირით, კაცისთვის ზედმეტად ლამაზიც კი ხარ.
-ხომ არ გაცვლიდით ადგილებს?- თავს ვერ ვიკავებ და მეცინება
-ღირს დაფიქრებად.
-ერთი ამას ჭკუა მისცეს ვინმემ.
-მასეც ნუ იტყვი- სადღაც იყურება ლუკა და მეც იქეთ ვიხედები
რესტორანში ის შემოდის, ის ვისი დანახვაც ახლა ყველაზე მეტად არ მინდა, მისი კურსელი, მანახა, ერთხელ მანახა ჩემი ყოფილიაო, ფეხზე დგება ანა და ფართოდ უღიმის, ისიც მიდის და ძლიერად ეკვრიან ერთმანეთს, ისევ ხვდება ჩვენი თვალები ერთმანეთს და ახლა სიყვარულის ნაცვლად მის თვალებში გამარჯვება იკითხება, ყველა დეტალს ვამჩნევ, როგორ ხლართავენ ერთმანეთში თითებს, როგორ უხარია იმ ბიჭსაც მისი დანახვა. აშკარად ორივე მხარე კმაყოფილია, მეტი არაფერი მახსოვს. ვიღაც მეუბნებოდა გადახდა მოგიწევთ ჭურჭლის საფასურისო, მერე ლუკა ყვიროდა ჯერ შენი არ გაგიხსნია სხვას რაში უხდი ფულსო, მერე კი ის ბიჭი ყვიროდა ჩემ წინ დადგა და ამომხედა
-დამშვიდდი კუკლა- აწია ხელები ზემოთ
-შენ ვინღა ჯანდაბა ხარ?- ვიღრიალე ბოლო ხმაზე და როიალმა დაკვარ შეწყვიტა, ანა გაწირული კიოდა. იმას დავარტყი?
ანას ხელში ხელს ვკიდებ და გამყავს
რაღაც მომაძახა იმ პირველმა?
-შეშლილი ჰომოფობი
მივტრიალდი და ხელები ზემოთ აწია
-რა ჯანდაბას აკეთებ?- ყვირის ანა და უკან ლუკა მომდევს
-რა საპნის ოპერა დამიდგი?
-მე წავიდე თუ უნდა მობრუნდე?- იღრიალა ლუკამ
-გააჩნია რას როგორ ახსნის.
-მტკივა- იკლაკნება ანი
-რა?
-ხელი- აფახურებს წამწამებს
-მოკვდა?
-არა.- ქნევს თავს
-მივბრუნდე?
-მართლა გაგიჟდი?- მეკითხება გაოცებული
მანქანის კარს ვუღებ და მორჩილად ჯდება
-ხომ დავშორდით ჩვენ?- სასაცილოდ აქნევს თავს
-ვინ გითხრა?- ვცდილობ მისი ტონი გავიმეორო
-დამთავრდა ყველაფერი, შენ მე აღარ მიყვარხარ.
-აბა ისინი ჩემს დასანახად რას მოათრიე იქ, გეგონება ორივეს იმ ადგილის მნიშვნელობა ესმოდეს.
-შენ ხომ გაქვს გემოვნება რაც მთავარია?
-კი, ოღონდ ქალებში არა.
-ბატონო?- ავიწროვებს თვალებს
მანქანას ვძრავ და მივდივართ
-გადავხტები.
-სად? სიჩქარეც არ ამიკრებია ჯერ, არაფერი მოგვივა, სწრაფად რომ წავალთ მერე შეგიძლია რომ გადახტე.
-მართლა ვიზამ- ებღაუჭება კარის გასახსნელს, მაგრამ ვერ აღებს -გამიღე!
-რა გააკეთე, რა დრამა დადგი, გეგონა ვიეჭვიანებდი?
-ახლა რა მდგომარეობაში ხარ?
-გაბრაზებული ვარ.
-გამიღე კარი და გააჩერე მანქანა.
-რა გინდა გამაგებინე?
-ნუ მიყვირი!
ვიყვირე?
-მისმინე, ემოციებს აყევი, ალბათ რომელიმე უჭკუო დაქალმა გირჩია აეჭვიანე და იმ იდიოტთან ერთად მიდი რესტორანშიო, საქმიანი შეხვედრა აქვს და ვერაფერს გეტყვისო, ასე იყო ხომ?
-შენ რა გგონია რომ ჩემით ვერ ვიფიქრებ ვერაფერს?
-ანუ შენი იდეა იყო?
-დიახ.
-გამოდის დადგი, ხომ ასეა?
-არა- აფახურებს თვალებს
-იმ დღეს ვწყევლი, როდესაც ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდი და ჭკუიდან გადამიყვანე, რა ჯანდაბა გინდოდა გამაგებინე?
-მეზიზღება კაცი რომ იწყევლება
სამჯერ ისე ვურტყამ საჭეს ხელს რომ ავტომატურად ვასიგნალებ და მანქანები გზას მითმობენ
-რა გინდა?
-მე რა მინდა, შენ დამეჯახე მანქნანით ჩემი ნომერი რომ გაგეგო, ასე იყო?
-მერე, რამდენჯერ მოყევი სიამაყით სადაქალოში ეგ ამბავი?
-მანქანის გაკეთებაზე ვილაპარაკოთო და რესტორანში დამპატიჟე.
-მერე როგორი იყო?
-ძალიან მაგარი, მერე რამ შეგცვალა გამაგებინე?
-მე შევიცვალე, რას მოათრიე ის არაკაცი იქ სადაც მე ვიყავი, ხუმრობითაც როგორ აძლევ შენთან შეხების უფლებას?
-ღირსეული კაცია და ეს დღეც ღირსეულად დასრულდებოდა.
-გეგონოს- ვხარხარებ ბოლო ხმაზე- ჩაგაგდებდა მანქანაში, ერთ არაყს იყიდდა, ერთჯერად ჭიქებს, იაფფასიან ძეხვს და აგათრევდა სადმე ტყეში მერე
ვეღარ ვაგრძელებ
-დარწმუნებული ვარ ტყეშიც გაჯობებდა- სამაგიეროდ აგრძელებს ის
ისე ვამუხრუჭებ დარწმუნებული ვარ უკნიდან ყველა მე მაგინებს, ხო და ერთიც არ აცდეთ, ოფლი მასხამს, არცერთი სიტყვა არ დაუტოვებია უპასუხოდ, მანქანას გვერდით ვაჩერებ და ისე მიყურებს მგონი ვაშინებ
-შემძულდი, მეზიზღები- ამბობს ხმამაღლა და თავს უკან წევს
-რა თქვი?
-მძულხართქო- მიმარცვლის
-დაიფიცე
-ვინ გინდა?
-ვინც გიყვარს
-შენ თავს ვფიცავარ
-დებილი ხარ?
-ქალს ასე თუ დაელაპარაკები ჩემზე უკეთესების რიგი დაგიდგება.
-ღმერთმა ქნას, ახლა რომ ჩემი თავი ტყუილზე დაიფიცე, არ გეშინია რომ რამე მომივა?
სერიოზულდება და წარბებს კრავს
-ამ მომენტში ასეა?- ბურტყუნებს
-ღმერთო მილიარდობით ქალია ამ სამყაროში და რაღა ამასთან დააკავშირე ჩემი ცხოვრება, რა უნდა გამაგებინე, ხომ ხვდები რომ ვერ უძლებ ამხელა განსაცდელს, რა დავაშავე ღმერთო?- მივხვდი რომ ხმა დამეკარგებოდა თუ არ გავჩუმდებოდი.
-რა გინდა საბა?- მეკითხება სასაცილოდ
-შენი კარგად ყოფნა.
-იცოცხლე ჩემო კარგო.
-ის კუკლა ვინ იყო არ გამაცნობ?
-ჩემი მეგობარი
-გენაცვალეთ ორივეს, კიდე თუ დაგინახავ ვინმესთან მონარნარებ, ფეხებს დავამტვრევ, იმ ხელებს, რომელიც შეგეხება და ყველას დავტოვებ უხელოდ.
-კლასიკური სტუმარ-მასპინძელი- ოხრავს გამოთქმით
-წაკითხულს გააზრება უნდა, ისევე როგორც ყველა ქმედებას, გაკეთებამდე და გაკეთების მერეც.
-გამიღე კარი და გადავალ.
-არსად არ გადახვალ
-რატომ?
-მე მინდა ასე და იმიტომ.
-მკაცრის კაცის იმიჯს ირგებ?
ლუკა მირეკავს
-ცოცხლები ხართ?- მეკითხება ისე რომ ძვლივს სუნთქავს
-ჯერ კი და არაფერს არ ვაპირებ ამ ეტაპზე
-რამ გადაგრია, იცი რამდენი ფული დავტოვე რესტორანში?
-ლუკაა?- მეკითხება ღიმილით
-კი- ვპასუხობ ირონიული ღიმილითვე
-მომიკითხე, მაგას მაინც შევყვარებოდი- ამბობს ოხვრით
-მერე დაგირეკავ- ვუკიდევ ყურმილს
-რა თქვი?
-კაი ბიჭია, შენნაირი კი არ არის, როგორ ღირსეულად იქცეოდა.
-არა და დაწრმუნებული ვარ ახლა ტელეფონი რომ მოგცა, ყველა დაქალს ჩამურეკავდი რა ამბავი ავტეხე შენს გამო.
-ისე მართლა, რომ არ მეფიქრა ეს ესაა მოკლა და ეგაათქო, გადაგიღებდი, შენ თავზე შენვე გაგიჟდებოდი, ეს ჰალტუხი რომ შეიხსენი და მაგ თვალებით წამოხვედი, კიდევ კარგი გონება არ დავკარგე, ისე იყო ყველაფერი როგორც ფილმებში, მაგრამ რომ გავიგე იმ ძროხა ნათიასთან ერთად დადის სავარჯიშოდო, გული მეტკინა.
-შენ სრულ ჭკუაზე ხარ? ღრმერთო მომეცი მოთმინება.
-დაანებე ღმერთს თავი, მე გელაპარაკები.
-რა გინდა ამ ნათიასთან?
-იმას რა უნდა?
-რამდენი ქალი გამიღიმებს, მე ვაკონტროლო ეგენი?
-ხო და დაუნიშნე სადმე შეხვედრა რესტორანში და მეც ავაყირავებ მაგიდას არა, მაგრამ ჭიქას მაინც, ვაჩვენებ ვინაა უფროსი.
-მისი უფროსი მე ვარ.
-ხო და დამაწყებინე შენთან მუშაობა, წამოვალ სამსახურიდან.
-შენ მაკლიხარ იქ კიდევ.
-სიცოცხლეს გაუმწარებ, გპირდები.
-მართლა გაგიჟდი?
-არასოდეს მომექცე ასე, არასოდეს წავხიდე სავაჯიშოთ იმ საქონელთან, მსუქანია და იმიტომ ვარჯიშობს, მე ბუნებით ვარ ასეთი გამხდარი, გენეტიკურად რომ გადაედოს შენ შვილებს სიმსუქნე გინდა, გადაგიგვარებს ასეთ ჯიშს.
-რა გინდა გამაგებინე?
-ნათია არ დამანახო შენ ცხოვრებაში, ხუთი წელია შენ ძროხებს ვიშირებ, ეგეთი ქალები უნდა მოწველო და არა მასთან იკოტრიალო საწოლში.
-ხუთი წელი სექსის გარეშე რა გამაჩერებდა გოგო?
-დამლოდებოდი მერე, მე ხომ ვითმენ, ქალებს თუ გვაქვს თმენის ვალდებულება შენ რატომ არ გაქვს?
-რას ბოდიალობ, ვაჟიშვილად ხომ არ ჩაგბარედები.
-არ მინდა შენთან დაწოლა, მინდა ის თეთრი კაბა გამხადო, მერე დრო მოიტანს, სრულყოფილება მიყვარს ყველაფერში.
-გადადი- ვოხრავ და ვხვდები, რომ მეტი აღარ შემიძლია
-სად?
-სადაც გინდა წადი, დამანებე თავი.
-შენი ცხოვრებიდან მიშვებ?
-სახლში გიშვებ ხომ გინოდა?
-ასე ვერ მომექცევი- თვალები ევსება ცრემლებით და მეცინება
-შენ არ გინდოდა წასვლა?
-ხომ შევრიგდით?
-მერე?
-წამიყვანე სახლში, ან ჩემ მანქანამდე მიმიყვანე
-სად გყავს მანქანა?
-სახლში დავტოვე, ჯუბერიკოს მანქანით ვიყავი.
-ჯუმბერიკო ვინღაა?
-ის, კაცები მოწონს, იცოდი, შენ კიდევ ტყუილად იეჭვიანე, გეია.
-არ გადამრიო, რა იდიოტი ვარ, როგორ ვერ მივხდი.- ხელები მოვისვი სახეზე
-ხო- ახარხადა და ისეთი საყვარელი გახდა, გაჭ....ტის სურვილმა მომიცვა
-არ მჯერა- ავყევი სიცილში
-მართლა.
-როგორ მანერვიულე მასზე.
-ხო, თავიდან ვიფიქრე ჯუმბერიკოც ეყოფათქო, მაგრამ ისიც დავამატე
-კარგად გათვალე, ჯუმბერიკომ ხომ გადამრია და შენი კურსელი რომ დაემატა სულ ჭკუიდან შევიშალე
-გაგიჟების მაქსიმალური დოზა იყო?
-აბა, აბა- ვიქნევ თავს და სახლში მიმყავს, მანქანიდან გადადის და ვფიქრობ, რამ შემაყვარა ასე გაგიჟებით, ლუკას ვურეკავ.
-ცოლად მომყავს.
-არიქა- ღრიალებს ბოლო ხმაზე- რა გაჭამა?
-ხუთი წელია ერთად ვართ, დროა.
-დაწრმუნებული ხარ?
-ხო, მზად ხარ შემაღლებულ მაგიდაზე დასაჯდომად?
-რა?
-ქორწილის მაგიდა ხომ შემაღლებულზეა?
-შენ თუ ხარ დაწმუნებული რომ ბოლოს არ მოგიღებს?
-კი წაუდებილებს მაგრამ, მთალდ უჭკუო არ არის
-დაიძინე და მერე მითხარი.
-არა მართლა, საბოლოო გადაწვეტილებაა.

II
-ეს იყოს?- მეკითხება ღიმილით გოგო და ხელთათმანებიანი ხელით, დიდი უზარმაზარი მახინჯი ბეჭედი აქმოაქვს.
-დიდია, მაგრამ მახინჯი.- ვანდობ ჩემ ფიქრებს- ნუ ცდილობთ ძვირადღირებული ნივთი შემომტენოთ თქვენი ბონუსების გამო. მომყიდეთ თუნდაც ძვირადღირებული, მაგრამ ლამაზი იქნებ მე გიმატებთ იმ ბონუსების ფულს.
-თქვენ გადახედეთ და მე ლიმიტირებული კოლექციის მრჩეველს დაუძახებ.- ყალბი ღიმილით მშორდება.
ლიმიტირებული კოლექციის მრჩეველი, ლიმიტირებული ქალების სერიიდანაა, მკაცრი, დაყენებული, მაგრამ მობუნებრივო ღიმილით მიყურებს და მთხოვს გავყვე. ვერ ვერკვევი საკმაკულებში და აქსესუარებში, ეს ასეა, მაგრამ რადგან ქალები არიან იმედი მაქვს სწორ გადაყვეტილებას მიმაღებინებენ.
-აი ხელი რომ გთხოვოთ, რომელი ბეჭედი მოგეწონებათ ან რომელი წარმოგიდგენიათ თქვენ ხელზე?
-მე ეს მომწონს- მიღიმის ქერა და ვიტრინიდან ლამაზი, სადა ბეჭედი გამოაქვს.
-ავიღებ, მადლობა.- უკვე ნერვები მეშლება.
ბარათით ვიხდი, სანამ თანხა მოიხსნება შეფუთვას იწყებს.
-კლასიკური წითელი არ მინდა, არ მომწონს, უბრალო შავი ყუთი იყოს, თუ არ შეწუხდებით.- ვცდილობ თავაზიანო ვიყო.
მაღაზიას რომ ვტოვებ ლუკას აბრიალებულ თვალებს ვხვდები.
-შენ გამოჭედე თუ სად იყავი აქამდე, შენი მძღოლი კი არ ვარ.
-რა გაყვირებს, ყოველდღე ხომ არ მომყავს ცოლი?
-მაგის ხელში არამგონია დიდხანს გაძლო.
-რა ლაპარაკია?
-ეს ხუთი წელია, ერთმანეთი ჩახოცეთ ლამის, ახლა ცოლად მოგყავს იმის გამო რომ გგონია აღარავის გაეკარება, თუ სულში აქვს ეს ასეც იქნება.
-შენ რა მის პატიოსნებაში ეჭვი შეგაქვს?
-არა, მაგრამ ვინმე სხვასთან რომ დაგინახოს კიდევ დაგიდგამს სპექტაკლს და მერე რას იზამ სახლში დააბამ?
-მგონი ჩემთან ძმაკაცობის ნაცვლად ბოროტი სიდედრივით მელაპარაკები.
-სიმართლეს ვამბობ, მეგობარი ხარ და იმიტომ, დაბრძანდით ბატონო სიძევ.
-დარეკე რესტორანში?
-კი.
-მერე?
-ვერ დაგიხურავთო, თან დახურვა ძვირი გიჯდება.
-მერე რა?
-ამ ერთი ბეჭედის გამო ნახევარი თვის შემოსავალი რატომ უნდა დაუტოვო იმათ?
-ხომ იცი, გიჟდება ასეთ სისულელეებზე, კარგი ადგილებია?
-კი, ვერანდას ვხსნით ერთ კვირაშიო.
-მერე?
-გვეჩქარებათქო.
-კარგი გიქნია.
-ვახ, რა გეშველებათ.- უკმაყოფილოდ აქნევს თავს და მანქანას ძრავს, მსიამოვნებს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, ლუკა მემსახურება და თან მისი გაბრაზებით მე ვხარობ.
-რამე ორიგინალური გაქვს მოფიქრებული თუ ბრუნო მარსის სიმღერა ჩართონ, ვუთხრა?- იცინის ლუკა
-არაფერი ორიგინალური, სად მაქვს მაგის ნერვები.
-ყველაფერი აქამდე ასე იყო და რაღა ამ დღეს უნდა იყო კლასიკური?
-ჯერ ერთი შენ თქვი რომ რესტორანი არ დახუროო.
-თუ კაცი ხარ, დახურო არა ის კიდე, გუშინ ხო დაახურე თავზე და დღეს სხვა რამე მოიფიქრე.
-მოფიქრებული მაქვს, ისე შევშლი ჭკუიდან როგორც მე შემშალა.
-ერთი ნორმალური ადამიანი იყოს ჩემს გარშემო რა მოხდება.- ოხრავს ლუკა და სახლისკენ უხვევს
-ხომ იქნები ჩემ გვერდით?
-დაქალივით გვერძე გაზეთით მოგიჯდე თუ რას მთხოვ?
-მე რავიცი, ვიდეო გადაიღე მაინც, ხომ იცი მერე სოციალურ ქსელში ატვირთავს და ხომ ხვდები?- არც მე ვიცი რა მინდა
-ჩამოყალიბდი რას აკეთებ.
-გითხარი უკვე თავიდან ვანერვიულებ და მერე ხელს ვთხოვ.
-ათი წლის რომ იყო შენ ქმედებას კიდევ ექნებოდა გამართლება, უკვე დიდი კაცი ხარ საბა.
ლუკას საუბარში აღარ ვყვები, სამაგიეროს სამოსის შესაძენად მიმყავს.
-რას დამათრევ ბიჭო წინ და უკან, ბარემ საპირფარეშოშიც ერთად შევიდეთ ხელჩაკიდებულები.
-ჩემი ძმაკაცი ხარ, მითხარი რა და როგორ, ხომ იცი გავნიცდი, ცოლი მომყავს.
-რა გინდა მერე ჩემთან, ქორწილში ვიდეოსთვის შეგიკრავ ჰალსტუხს და ახლა რა გინდა ჩაიცვა რამე და მკითხო გიხდება თუ არა?
-ხო, რა მოხდა?
-ბარემ მე წამომაცვი ეგ ბეჭედი თითზე.
-საკმარისია, მორჩა, დამღალე უკვე, რა ჩავიცვა?
-სახლში არაფერი არ გგქონდა დავიჯერო, არაპრაქტიკული კაცი ხარ, ის რომ დაგემატება ფულს არ გასესხებ ხოლმე, არამგონია იარლიყი ამოგიტრიალოს რა ბრენდი გაცვია და შავი პიჯაკი კიდევ შავი პიჯაკია.
-შენ რა წუწუნა და წუწურაქი ყოფილხარ.- ისე გავრითმე ჩემი თავი გულში შევაქე
ყველაფერი რომ ვიყიდე და ბარათიდან ფული მოვხსენი ამოიოხრა და ყველას თანდასწრებით ის სიტყვა მითხრა რაც აქ არითქმის, არ შევიმჩნიე.
მოსაღამოვდა, საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, ქალბატონს დავურეკე
-რა გინდა?
-შენი კარგად ყოფნა- ვუთხარი სიცილით- მართლა, დღეს სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ, უნდა შემხვდე.
-რაზე?
-მერე გეტყვი.-ვსერიოზულდები
-რამე მოხდა და არ მეუბნები?- ხმაში შიში უკრთება და მიხარია
-ხო და თუ ნებას მომცემ დღეს გნახავ და დავილაპარაკოთ
-მაშინებ, ანუ არ გამოვიპრანჭო?
-ხომ იცი რომ მაინც გამოპრანჭული მოხვალ და რატომ მეკითხები?
-თუ რამე ისეთი უნდა მითხრა რამაც გული უნდა მატკინოს, უფრო მეტად გამოვიპრანჭები რომ შენ შენი სიტყვების შეგრცხვეს.

ქალბატონო დანიშნულების ადგილზე ნახევარი საათის დაგვიანებით მოდის, ერთხელ გამოვიჭირე ბარის ეზოში კუთხეში იდგა და ტელეფონში იქნექებოდა, მე დამაგვიანდა, ის თვლის რომ ქალმა უნდა დაიგვიანოს და არა კაცმა, არ არის გამორიცხული ამ ხნის განმავლობაში თუ მიყურებდა, ამიტომ ის დრო რაც რესტორანში ვარ სევდიანი მამაკაცის იმიჯს ვირგებ და მასაც რომ ვუყურებ ლამის თეფში ირეკლება სახეში. შემონარნარდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, წელშიგამოყვანილი კაბა აცვია, მკერდის დიდებულებას ხაზი გაუსვა და თმა აუწევია, კისერი კი ისე მოხდენილად აქვს მოღერებული, შემეშინდა ნეფერტიტი პირამიდიდან არ წამოხტეს ქალური შურის გამოთქო.
-გისმენ- მეუბნება და მაგიდას ეყრდნობა, ყელზე ხელს ისვამს, იცის რომ ეს მაგიჟებს, მაგრამ სიგიჟეს გულში ვტოვებ
-შეუკვეთავ რამეს?
-თუ მძიმე საუბარი გვექნება სასმელს, თუ არა და მშია.
-ღამე არ ჭამ.
-აღარავის ვეპრანჭები.
-მშინ რას შეჭამ?-მეღიმება
-ცეზარი და თეთრი ღვინო, რამე მსუბუქი მინდა.
-როდის უნდა გააცნობიერო რომ ცეზარი დაბალი კლასის საკვებია და ასეთი კლასის რესტორნებში ის არ აქვთ.
-როდის უნდა მიხვდე რომ ამპარტავანი, ურცხვი და სნობი ხარ?- მეუბნება უკმაყოფილო სახით- რაც გინდა ის შეუკვეთე ახლა, მე მადა დამეკრაგა.
-სერიოზულად გეკითხები.
-სერიოზულად გპასუხობ თქვენო უმაღლესკლასოესობავ
-რა ენაზე საუბრობ?
-საქმეზე გადადი.
-რადგან არ გშია სასმელი იყოს.
-შეუკვეთე მიდი
-ერთი ბოთლი ალფა შირაზი მოგვიტანეთ თუ შეიძლება- ვეძახი მომსახურე პერსონალს და ისიც თავს მიქნევს.
-ადესა არ გეკადრება?
-ადესა დაბალი კლასის ყურძენია, საჭმელად გემრიელია, მაგრამ შაქრის გამო მისგან ხარისხიანი ღვინო არ დგება და ვერც დადგება.
-მადლობა განათლებისთვის ახლა გსიმენ, რატომ მომათრიე ეს მდაბიო, ამ მაღალი კლასის ცათამბჯენში, შემეფერება?
-მგონი აზვიადებ, რასაც ვამბობ შენთვის ვამბობ?
-ნათიასთან რას ჭამ ხოლმე, მოხარშული ორაგულის ბურთულებს, ქაფსეიდონის რატუთი და ჰელადორის სოუსით?
-ნათიასთან არაფერს არ ვჭამ
-ხო, ეგ იმდენს ჭამს სელაპივით მთელი დღე ყოფნის ალბათ თავის ქონი და ცხიმები?
-რა გადაეკიდე ამ ნათიას?
-საქმეზე გადადითქო.
-მოკლედ- ვამბობ თუ არა ღვინის ბოთლს წინ მიდგამენ, უხალისოდ ვიღიმი, ანა თავს უკრავს ბიჭს და ვოხრავ.
-მოკლედ, არის რაღაცები, რასაც აქვს დასასრულიც და დასაწყისიც, ან შესაბამისი გაგრძელებაც, რაც შეეხება გუშინდელ ამბავს ბევრ რამეს მივხვდი.
-რისი თქმა გინდა?- მკაცრად მაწყვეყინებს
-დავასრულებ, მაქვს ამის უფლება?
-ასეთი ტონით ნუ მეპალარაკები, რის თქმასაც არ უნდა აპირებდე, იმ წლებს მაინც ეცი პატივი.
-მე შენ ყოველთვის გცემდი პატივს და ასეც იქნება ალბათ მომავალშიც.
-რას ნიშნავს ალბათ?
-შეიძლება დავასრულო?
-მშორდები, აქ მაგისთვის ამომათრიე?
-რა ლაპარაკია ანა?
-შენ რას ლაპარაკობ?
-არაფრისმომცემი ხუთწლიანი ურთიერთობა გვქონდა, უამრავი ეჭვიანობის სცენით და ჩხუბით
-რას ბოდავ?
-სიმართლეს ვამბობ, არ მინდა სხვისგან გაიგო ის რასაც მე ვგეგმავ, უნდა შეიცვალოს ჩვენი ცხოვრება და ამ ურთიერთობას სხვა სახელი დაერქვა
-რა?
-დავასრულებ
-ხო და დაასრულე, მშორდები ჩვენ ურთიერთობას ასე ასრულებ?
-ამ ურთიერთობას რაც ახლა გვაქვს, ხო- ვიქნევ თავს და ვოხრავ
-მაპატიე, გუშინ სისულელეები გავაკეთე, მაგრამ- თვალებს აფახურებს და ისეთი საყვარელია, რომ მინდა მაშინვე ვუთხრა ყველაფერი, მაგრამ ჩემი მისდამი სიყვარულით ვტკბები- მე მართლა ჩემი მთელი არსით მიყვარხარ, არ ვარ შენსავით მაღალი წრდიდან, მაგრამ რაც მაქვს უანგაროდ ვაპირებდი შენთვის განაწილებას, არასოდეს მიფიქრია რომ ეს დღე ოდესმე დადგებოდა, ჩემი ეჭვიანობის სცენებს კი საბაბი ჰქონდა, მე- თავს ხელებში რგავს და მძიმედ სუნთქავს- მე, სულ მეგონა რომ შენი შესაფერისი არ ვიყავი, სულ ამაში ვარწმუნებდი ჩემ თავს, მე არ შემიძლია, გავალ ცოტახნით- დგება ფეხზე და ჩანთას იღებს
-სად მიდიხარ?
-ჰაერზე ან წყალი უნდა შევისხა.
-მაპატიე
-არაუშავს- აქნევს თავს- ასეთი პოპეზური დაშირება იმ ურთიერთობის მერა, რაც გვქონდა, ალბათ ლოგიკურია- თვალები ცრემლებით ევსება
-მაპატიე, მაგრამ ეს ურთიერთობა რაც ახლა გვაქვს დღეს დასრულდება და სხვა ეტაპზე გადავა.
-მეგობრებად დავრჩებითო არ მითხრა, შენი მეგობარი არასოდეს ვიქნები, მაგას მირჩევნია საერთოდ არასდროს გნახო.
-მეგობრობას არ გთხოვ
-აბა რას მთხოვ, არც მეგობრები ვიქნებით?
-გადი და მოდი
ანა სწრაფი ნაბიჯებით გადის და მარტო, საკუთარ თავთან ვრჩები, ვწრმუნდები მის სიყვარულშიც და უბრალოებაშიც. წუთები გადის, მერე დრო კიდევ გადის და ფეხზე ვდგები, გასასვლელისკენ გავდივარ რომ ქალების საპირფარეშოსთან მივიდე, მაგრამ ვიღაც მეჯახება
-დაუძახე მენეჯერს?- ყვირის მომსახურე პერსონალი
-რა გაყვირებს ლიკა, სტუმრები გვყავს- მოიძურწება მენეჯერი
გოგოს სახეზე ფერი არ ადევს
-კარი დაკეტილი არ იყო
-რა კარი?
-დროზე წამოდით
ამათი უაზრო საუბრის მოსმენა აღარ მინდა, ამიტომ საპირფარეშოსთან მივდივარ, ვიღაც ქალი გამოდის და გაოცებული სახით მიყურებს
-ანა, გამოდი- ვცდილობ ჩუმად გამომივიდეს
-ეს როგორ მოგივიდათ?- კივის ვიღაც
მუსიკა ჩერდება, რადგან ვიღაც ითხოვს ამას
-ანა- ვიმეორებ მის სახელს- ნუ შემომიყვან ახლა მანდ
პასუხს არ მცემს
-გადავარდა?- მესმის ხმა
-ანა
-ვინ?- ღრიალებს ქალი
-ღმერთო, შენ უშველე
საპირფარეშოს ვშორდები და ვერანდაზე გასასვლელ კართან მთელი ჯგუფი დგას, დაცვით და წუთებში პოლიციაც შემოდის
-ანა- ვყვირი და ვიძაბები
-რა მოუვიდა?
-რა გადაარჩენდა- იფარებს ახლგაზრდა გოგო სახეზე ხელს- ვაიმე, საწყალი, დამბურძლა გეფიცები
-დაუძახე იმ ნაბიჭვარს დროზე- ღრიალებს მენეჯერი
-რას მიეყრდნო?
-მოაჯირს ალბათ, მინები არ ჰქონდა ჯერ ჩასმული- ამბობს მომსახურე პერსონალი პოლიციასთან
ლუკა მირეკავს?
-სად წამომათრიე აქ?- ვეკითხები ბრაზით
-რა არ მოგეწონა?
-რაღაც მოხდა, ეს კიდევ ჩაიკეტა და არ გამოდის?
-მე მოსალოცად მოვდიოდი უკვე ბიჭებთან ერთად მალე ვიქნები მან და დააჩქარე
-უნიტაზზე ხომ არ ვთხოვ ხელს?
-რაღაც მართლა მომხდარა- ამბობს დამარცვლით
-რა მოხდა უკაცრავად?- მესმის მისი ხმა ტელეფინში ამ მომენტით ვსარგებლობ და საპირფარეშოს კართან ვღიალებ
-ანა გამოდი დავიღალე
-გადმოვარდა?
-ანა
-ცოცხალია?
-რა გადაარჩენდა?
-მოშორდით ადგილს თუ შეიძლება, ხელს გვიშლით, დაუჩქარეთ მოძრაობას
ვერანდასთან შეკრებილ ჯგუფთან მივდივარ
-რა მოხდა?
-გოგო გადავარდა.
-რა?- ტანში მივლის ჟრუანტელი
-შეგიძლიათ ქალების საპირფარეშოში შეხვიდეთ, ჩემი შეყვარებული გავიდა- პირი მიშრება- არ გამოსულა
-კარგი- მიქნევს ქერა თავს და უკან მივყვები
დრო იწელება
-ყველა თავისუფალია, აქნევს თავს, სადმე გავიდოდა.
-ხელი უნდა მეთხოვა- მძიმედ ვსუნთქავ
-დაუკრეკეთ.
-მენეკეჯერი წამოვიდეს და დაცალეთ რესტორანი- ამბობს პოლიციელი
ანას ნომერს ვკრებ და გათიშულია, უკვე ვნერვიულობ, მერე ლუკას ვურეკავ არც ის მპასუხობს, რამდენიმე ზარის მერე ლუკა ყურმილს იღებს
-რატო არ მპასუხობ?
-დაგირეკავ მერე- ამბობს და მაშინვე მითიშავს
ხელი მიბუჟდება და მინასთან მივდივარ, უზარმაზარი ჯგუფი მოციმციმე წითელი და ლურჯი ფერები ამ სიმაღლიდაც კი მჭრის თვალს, ლუკას მანქანას ვამჩნევ, მხოლოდ მის მანქანას, უაზროდ ჰყავს გაჩრებული, პარკინგზე რატომ არ გააჩერა, ხალხს ვერ ვცნობ, მინას ვეყრდნობი და მერე არაფერი მახსოვს.

III

უზარმაზარ ჯგუფთან ერთად ქვემოთ ჩავდივარ, ვერაფერს ვაცნობიერებ, ხელი მიკანკალებს და ტელეფონს უაზროდ დავშტერებივარ, გასასვლელში გზას არავინ მითმობს, ყველას უხეშად ვიშორებ და წინ ვასწრებ, შემთხვევის ადგილისკენ სწრაფად მივდივარ და პოლიციელი წინ ხელს მიდებს და მეც ძლიერად ვუჭერ.
-ბატონო, არ შეიძლება
-რა გინდა აქ, ხომ ვთქვი ამოვალთქო- მექაჩება ვიღაც უკნიდან და ისეთ მდგომარეობაში ვარ ლუკას ხმას მანამდე ვერ ვცნობ სანამ მის სახეს არ ვუყურებ.
-რა მოხდა?
-წამოდი
-ბიჭო, ჭკუიდან გადავალ დროზე მითხარი- ვღრიალებ ბოლო ხმაზე
-ჩათვალე შენთვის ასე არაფერი მითხოვია.
-ანა გადმოვარდა?- მუხლები მეკეცება და ხელებში თავს ვრგავ
-წამოდი
სიბნელე, მერე ტირილი, ყვავილების უზარმაზარი, მახინჯი თაიგულები, ცრემლი, ჩემსკენ მომართული ალესილი კბილები, ზიზღი, ცრემლი და თვალები, რომელიც მათვალიერებს.
-რამ მიყვანა აქ, გოგო შეიწირა
-სამარცვინო კაცი
-სად არის დამანახე?
ისევ ლუკა მიმათრევს და ყვირის
-სანამ გამოძიება არ დასრულება ეგ არავინ იცის, რას ბოდავთ ხალხო
-მოიყვანე აქ, მოვიდეს.
-მოკლავენ ბიჭო წამოდი, რამ მოგიყვანა აქ?
-ბეჭედი?- ვამბობ და ტუჩებს ვერ ვგრძნობ- მოვუტანე
-ღმერთო
ვიღაც მანქანის მინას ხელს ურტყამს და კივის, გაპობილი ტუჩებიდან ნეწყვი იწელება, ჩაწითლებული თვალები აქვს, ვუყურებ და ვერ ვხდები ვინ არის
-გაეცალე მანაქნას შე...- ღრიალებს ლუკა- გადადი, გადაგივლი
-გადმოათრიეთ ეგ ძაღლისშვილი
ხმები გუგუნებს, გულისცემა მიხშირდება, მერე ისევ არაფერი მახსოვს
-საბა- ისევ ლუკას ხმა
-ხო.
-არ გადახტა, ეგეთი საცოდავი და სუსტი არ ყოფილა, კამერებში ჩანს რომ პერსონალს ეკითხება გავიდე თუ არა აივანზეო და ისიც კარს უღებს და გარეთ გადის, მოაჯირი არ იყო და გადავარდა, თავს ნუ იდანაშაულებ, ჩემი გესმის, ყველაფერი რიგზეა და დამშვიდდი
კედელთან აყუდებულ ლუკას ვხედავ, მერე ჩემ დაჭიმულ ხელებს რომელიც პიჯაკზე მაქვს ჩაჭიდებული, რაღაცას ვუყვირი, ლუკა არ მიყურებს
-ასეთი სუსტი არ მოეწონებოდი, გესმისს?

ისევ მოდის მერე, ისევ მისი ჩუმი ხმა
-საბა, გესმის, რა ქცევაა, რა ჯანდაბა გჭირს, შენ გელაპარაკები.
გვერდით მიჯდება
-კამერებში ჩანს რომ რესტორნიდან გადის, შენზეა ნაწყენი, მის ოჯახს შენი ნახვა უნდა
-ჩემი ბრალია.
-ახლა ისე დაგარტყამ საბოლოოდ დაჩლუნგდები, დადებილდები, დამღალე უკვე, ყველაფერს ვაკეთებ შენთვის, ერთი ნაბიჯი მაინც გადმოდგი ჩემკენ.
-შენ არ გიდოდა რომ ცოლად მომეყვანა.
-მაგაზე არ გელაპარაკები.
-რა გინდა?
-წესი აუგეს, ყველაფერი რიგზეა, მომსახურე პერსონალიც ჰყავდათ დაკითხვაზე, შემთვევითობა იყო, ამას ბოლოჯერ გიმეორებ, ცოტახნით ვიფიქრე სოფელში გაგიშვებთქო
-მოვიდნენ არ მეშინია.
-ვერავინ იმდენს ვერ დაგიშავებს, რასაც ახლა საკუთარ თავს უკეთებ.
სახეზე შეხებას ვგრძნობ, მტკივა, პირველად ვიგრძენი რაღაც, ძლიერად მიჭერს ლუკა ხელს და მაიძულებს შევხედო
-დამღალე, ლამის ერთი კვირა გავიდა, დამდგარხარ აქ და მოთქვამ, ვერ აზროვნებ, ჩაგილაგე რაც გჭირდება, ახლა ადექი და გამომყევი.
-არ მინდა, არაფერი არ მინდა, რატომ არ გესმის?
-საწყალი კაცი ხარ, გეუბნები არ მოეწონებოდი ასეთითქო.
-ჩემი ბრალია.
-შენი ბრალი არ არის, სოფელში წახვალ, ყველაფერი მწვანეა, ძროხები ბღავიან, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ხალხი არ შეგაწუხებს, ცოტა ხანს გაეცალე აქაურობას და მერე საქმეს დაუბრუნდი, მეც მჭირდები ჩემი გესმის, ყველაფერს ჩემ თავზე ავიღებ.

მანქანა სადღაც გზიდან უხვევს და უსწორმასწორო ბილიკზე მივდივართ, ჩემ გარშემო უზარმაზარი მთებია, ლუკა ხმას არ იღებს, სადღაც მივდივართ, სიჩუმეა, მანქანაც კი ჩუმია, აქ უარესი დამემართება, უარესად გავგიჟდები, ვერაფერს ვამჩნევ, ვხვდები რომ ჯდომისგან დავიღალე და მანქანიდან პირველი ის გადადის, მწანე ეზოს ვუყურებ, მეჩხერი ხის ღობეა, სადღაც ხის სახლი მოჩანს.
-დღეს მეც დავრჩები, გადმოდი- მიღებს კარს
გადავდივარ და გარემოს ვაკვიდრები, ჭრიჭინები გამაყრუებელ ხმებს გამოცემენ, ცხელა, უზარმაზარი მთები დამყურებს თავზე, ხის კარს აღებს და შინგნით შევდივართ
-გამომართვი ეს საჭმელი, ძაან გაგიტკბა- მაჩეჩებს ჩანთებს ხელში- ნახე რა სილამაზეა
თვალებს გამალებით ვახამხამებ და სიმშვიდის არსებობაში ვწრუმუნდები.
-რა კარგი ვქენი რომ ეს სახლი გავაკეთე, სულ რომ არაფერი კარგი მოგონებები შემრჩა. არასდროს არ წამოსულხარ აქ ჩემთან ერთად, სულ სადღაც დარბოდი, ახლა შეგიძლა რამდენიც გინდა იმდენი დარჩე, ჭამო, სვა და იძინო. არავინ შეგაწუხებს და არავინ არაფერს გაგახსენებს, ჰამაკსაც გაგიშლი, თუ კარგად მოიქცევი, რამეს დაგალევინებ, შეიძლება ცეცხლიც დავანთოთ, რამე შევწვათ, დანარჩენს მერე დრო მოიტანს- მიკრავს თვალს
პირველად მეღიმება
-რას მოვესწარი, მადლობა ღმერთს.
სახლში შევდივარ და მყუდროების პირდაპი მნიშვნელობას ვხვდები, ბიჭს კომფორტი უყვარს, მაგრამ ასეთი უბრალოების და სილამაზის შერწმყმას ნიჭი ჭირდება.
-მოგეწონა?- მამჩნევს რომ მომწონს
-კი.
-იმის გაკეთებულია, არქიტექტორი რომ მყავდა, დიზაინზე ამ სახლში ივარჯიშა და მერე დიზაინში გადავიდა, წარმატებულია, ერთი პროექტი ამერიკაშიც გააკეთა, მთელი კატალოგი დაუბეჭდეს ჟურნალში, ხო და სანამ დიდ თანხაზე მიდგებოდა საქმე, სიამოვნებით გადავუხადე.
-ხო.
-ამდენს ნუ მელაპარაკები, ჩამაგდებინე მეც სიტყვა, გესმის?- თითს მიტკაცუნებს სახესთან
-მესმის და ვხედავ.
-ახლა ეს ჩანთები ამოალაგე და მიხვდები სადაც რა უნდა შედო, ცოტა აზრზე მოსხვალ, მართლა გაგიტკბა შენ ჩემი პატივისცემა, მე შეშას ვნახავ თუ დამრჩა.
-ამ სიცხეში შეშა რათ გინდა?
-ღამე ცივა ხოლმე აქ- მიღიმის- აუ, ისე კარგი ხორცი შემხვდა, ისეთი მაშინ რომ ვიძახდით ასე ხორცში არ გავმართლებიათქო, ეგეთი მართლა არსად არ მიჭამია, მარილი ვიყიდეთ?
-არ ვიცი.
-ნახე მერე
ჩანთების გახსნას ვიწყებ და ვიყებ, იმდენი რამე გვაქვს, მგონი აქ გადმოსახლებას მიპირებს, დაკეტილი სახლის სუნი იგრძნობა, ფანჯრების გაღებას იწყებს ლუკა და რაღაცას გამალებული ეძებს.
-ოცხანური საფერე მაქვს წამოღებული და ვერ ვპოულობ, მეორე ჩანთაში ნახე რა- მეუბნება უდარდელად და მისი სიმშვიდე, მამშვიდებს , მაბრაზებს თუ რა ხდება ვერ ვიგებ, ჩანთას ვხსნი და ორი ბოთლი ამომაქვს
-ჭიქებიც მაქვს აქ, მოკლედ ყველაფერია, საღამოს ხორცი შევწვათ და ეგ იქნება, ჩართე რაც გინდა და შეაყვწე პროდუქტები, ლამაზი სოფელია, ხანდახან მეც მიჩნდება ხოლმე აქ წამოსვლის სურვილი ოღონდ მარტო მინდა რომ დავრჩე რამდენიმე დღე მაინც.
-სახსნელი გაქვს?
ლუკა თვალებს აფართოვებს და ცბიერად იღიმის, მერე ფეხს წევს და ფეხსაცმელს იხდის
-მომაწოდე.
-რას აპირებ?
-გიჩვენებ მაღალ კლასს
ბოთლს ფეხსაცმელში დებს და კედელზე ძლიერად უტყუამს, საცობი ამოწევას იწყებს და მერე ხელით აცლის
-ყოველთვის ყველაფერში შეიძლება იპოვო გამოსავალი, ოღონდ თუ გინდა, მაგრამ შენ არ გინდა. კარადაშია ჭიქები, გამოიღე.
ჭიქებს ვირებ და ლალისფერი სითხე სასიამოვნოდ იღვრება
-ჩათვალე რომანტიული საღამო გვაქვს.
-შენ მგონი მართლა იშლები ჭკუიდან.
-რას ვიზამთ?- მიღიმის და ღვინის დიდ ყლუპს სვამს- უფალს დიდება, დამავიწყდა ღმერთო მაპატიე
მეცინება და ფანჯრიდან ვიყურები
-ცხოვრობენ ამ სოფელში თუ მხოლოდ შენნაირებს აქვს სახლები?
-არა, მგონი მარტო მე ვარ არააქაური
-სად იპოვე ეს ადგილი?
-სადღაც წავიკითხე რომ წარმოშობით აქედან ვარ.
-მერე დაიჯერე?
-მინდოდა დაჯერება, რატომაა ცუდი ადგილი, მართლა რომ მქონდეს სოფელი კარგი იქნებოდა, ხარები მეყოლებოდა, ყანას დავხნავდი, ქათმებს ვაჭმევდი, დავითრევდი ვინმე ერთ პატიოსან ქალს სოფლიდან და დამიცხობდა ყოველ დღე ხაჭაპურებს.
-დიდი გეგმები გაქვს
-სათქმელად მარტივია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ალაბათ გაგვიჭირდება აქ ცხოვრება.
-ვინ იცის, მე რატომ გადამმალე დამნაშავესავით აქ?
-მიხვდები მერე, მოდი ამ ჭიქით ჩემნაირ კარგ მეგობრებს გაუმარჯოს- ამბობს სიცილით და სვამს
ღვინო პირთან მიმაქვს და თვალებს აფართოვებს
-არაფერი გაქვს სათქმელი?
-რა?
-არ მლოცავ და მადიდებ?
-ჯერ ადრეა, ვნახოთ თუ მომეწონება მერე ვიფიქრებ.
-ხვალ მივდივარ, დღეს დალევა მოსულია, ასე რომ იხარე ჩემო ლუკა. იმრავლოს შენნაირებმა.
-აბა, აბა, თვითშეფასებაზე იმუშავე.
-წიგნები მაქვს აქ.
-მართლა?
-კი, წიგნებიც, პრეზერვატივები საწოლთან უჯრაშია, არამგონია ვინმე დაგეტაკოს, მაქსიმუმ ძროხა ააგდო.- ხარხარებს თავისივე ნათქვამზე
-შენც არ გაწყენდა აქ დარჩენა.
-საქმეს ვინ მიხედავს?
-გავუმკლავდები?
-ასეთებს გამკლავებიხარ მარტო?
-აა, სამაგიეროს მიხდი, გგონია რომ ვალში ხარ.
-არა, ჩემი ძმა ხარ და მაგიტომ, არ მინდა ქალიშვილობა დაკარგული ტანჯული გოგოს იერი გქონდეს და ამას ვუყურო.
-გასაგებია
-იცი რა მდინარეა აქ? ხო, თევზებიცაა, მაგრამ ფრთხილად იყავი, არავინ არაფერი გითხრას
-შენ გგონია აქ თევზაობას ვაპირებ?
რომ დაღამდა, ეზოში ცეცხლი დავანთეთ და გრილის ბადე გამოათრია, ოღონდ საიდან არ ვიცი, ხორცი რომ აშისხინდა ეზოს გაწვრილებული თვალები მოავლო და თქვა
-ეზოს მიმიხედე, მოაწესრიგე აქაურება.
-აუცილებლად
-ტელევიზორიც მაქვს, რამე სერიალს ჩაუჯექი
-აუცილებლად
-შესაკეთებელი თუ რამე იქნება იმასაც მიხედე
-კარგი
-ჭურჭელი დასარეცხი არ დატოვო, დატკბი ცხოვრებით და გახოვდეს უნიტაზი ამ სოფელში მხოლოდ შენ გაქვს, ინტერნეტი არა, მაგრამ დამირეკე და ჩაგირიცხავ ხოლმე- ისევ იცინის.
-რა მარტივია
-ყველაფერი მარტივია, გააჩნია რას როგორ შეხედავ, მაგრამ ახლა ცას თუ შეხედავ ვარსკვლავებსაც დაინახავ, ასეთ ცას ვერასოდეს ნახავ.
-აგიჟებ ხოლმე ხომ გოგონებს?
-შენზე უკეთ.
-ჩემებს რაც მოდის კი იცი.
-თავიდან იწყებ?
-არა, მოვრჩი, გაგიმარჯოს.
-იხარე საბა.
ღვინოს ვსვამ და ვხვდები რომ მეკიდებება, ხორცი იწვება და თეფშს მიწვდის, შენით აიღე დამოუკიდებლობას უნდა მიეჩიოო, ემოციებისგან დაღლილს, სუფთა ჰაერზე ძილი მალევე მეკიდება, მზესთან ერთად ლუკა მაღვიძებს
-ძვირფასო
-რა გინდა ბიჭო?
-საოცარი იყავი გუშინ, მივდივარ.
-ასე მალე?
-ხო, ერთი ღამის ამბავი იყო
-არ დამტოვო
-საქმე მაქვს, იძინე ტკბილო.
-მგონი ისევ მთვრალი ხარ და საჭესთან არ დაჯდე
-ჩემი მზრუნველი ხარ, კარგად დაისვენე.
-მადლობა- მივაძახე
-არაფერს საყვარელო
-ნუ მელაპარაკები ასე
-ძილში არ გაატარო დრო, ფეხით ისეირნე ბევრი
-ფსიქოლოგობა მოგიხდებოდა
-მე?- იოცებს
-ხო, კიდევ ბევრი ნიჭი მაქვს, მაგრამ რას ვიზამთ, შენი პატრნიორობა მომესაჯა.
-მადლობა- ვჩურჩულებ
-რა სალაპარაკოა, ღვინო ყველა ერთ დღეში არ დალიო, მხოლოდ მთებშია თავსუფლება
-თორმეტი წლის ლიკუნა ფეისბუქიდან
-ნუ მაფერხებ, წავედი, ამოვალ ხოლმე.
-მიდი

ძილს ვაგრძელებ, სიმშვიდეა, ფანჯრიდან სიო უბერავს და სხეულზე მეცემა, ვინაბები, ჭრიჭინებიც იღვიძებენ, მერე ვიღაც ყვირის
-ჯუჩ, ჯუჩ, ჯუჩ
მერე კიდევ
ჯუჩ, ჯუჩ, ჯუჩ გრძელდება დიდხანს, ძალიან დიდხანს, ძალიან, თავს საწოლიდან ვყოფ, ფანჯრიდან ვიყურები მაგრამ ხეების გარდა ვერაფერს ვხედავ, ვინ ჯანდაბა ყვირის.
-გამოდი ბიჭო აქეთ- მესმის ხმა
ხეებს შორიდან ქალის სილუეტი ჩნდება, ძაღლს ელაპარაკება ვიღაც შეშლილი
-მურთაზ, წინ იარე დაანებე ნატას თავი
ერთი ადამიანი, უამრავი ცხოველი და ფრინველი, ვის ელაპარაკება, მაგრამ როგორც ცნობილია ერთი გიჟი ყველა სოფელს ჰყავსო, საწოლს ვუბრუნდები
-მურთაზი მეთქი- კივის გოგო- არ ურქინო, გამოდი აქეთ. მოგტყდება რქა და მაგისგან ყანწს გავაკეთებ, შენ წინ დავლევ მერე ღვინოს, არ მინდა დაგარტყა ნუ მაიძულებ, ჩემი გესმის ბიჭო?- ღრიალებს გოგო ისეთ ხმაზე რომ ლამის საგნებმა დაიწყეს მოძრაობა, რა ვერ გაშორდა ამ გზას, რა დავაშავე, რა კარგად დაიწყო დღე.
-არ შეხვიდე მანდ- არ ჩუმდება- მურთაზითქო, გაგლახავ იცოდე. მურთაზი, ლაყუა მიდი გამოათრიე
მურთაზი ჩემ ეზოშია, ვინ არის მურთაზი ან ლაყუა სად მოდის, ეზოში ხმაურია, იმ იდოტმა კარი არ დაკეტა
-სირცხვილი ბიჭო, ლაყუა!
ეზოში ჩოჩქოლი ატყდა, ვიღაც მძიმედ დარბოდა, მერე იყო ძაღლის ყეფა
-მურთაზი, გაგლახავ იცოდე.
დასკვნა, მურთაზი ძროხაა, ლაყუა თეთრ ძაღლს ქვია, რომელსაც მურთაზი მშვიდობიანად გაჰყავს ეზოდან, სანახაობა იმდენად უცნაურია რომ გაშტერებული ვუყურებ, პატრონი არ ჩანს, ხეებს შორის მხოლოდ თეთრი კაბა ფრიალებს
-წინ იარე, გოგო წამოდი- ისმის ისევ ხმა- ჩემი ძროხა ხარ შენ, ლაყუა, ლაყუათქო, დაანებე თავი- მერე ისევ კივილი- არ უკბინო
ძაღლი და კატა. ისეთი ხმებია, მთელ სოფელს გამოაღვიძებდა, საათს დავეხე ბოლოს როდის მეძინა არ ვიცი, საწოლიდან ამაყად წამოვდექი, ხმაური შეწყდა, ჩაიარა, დამთავრდა, მაგრამ გონებაში ლაყუა ავიკვიატე, რას ნიშნავდა ვერ მივხვდი, მაგრამ გავიგე ძაღლი იყო. საცხოვრებლად ყველაფერი მქონდა, დილა ყავით დავიწყე, ფანჯრიდან უზარმაზარ მთებს გავხედე და ჰაერი ღრმად შევუშვი ფილტვებში, მესიამოვნა, მზე საისამოვნოდ ანათებდა, ეზოს თვალი მოვავლე, ლუკამ კარი ღია დატოვა და დავკეტე.
კვერცხი მქონდა, არ ვიჩემებ რომ გემრიელ კერძებს ვამზადებ, მაგრამ არასოდეს მქონია ხორცის გარდა შეხება არაფერთან, არ დამჭირვებია, ამიტომ ჩემთვის ესეც ახალი გამოწვევა იყო, კვერცხი შევწვა თუ ხორცი, კვერცხი მარტივია, ტაფა გავახურე და პირდაპირ ზედ დავახალე კვერცხები, ცოტა დაისვარა, მაგრამ გავწმინდე, თუმცა კვერცხი ტაფაზე მიეკრო და საჭმელად უვარგისი გახდა, გუგლიც ვერ დამეხმარა, ყველგან სხვადასხვა ვარიაციები იყო, მივხვდი რომ ცხიმიც საჭირო ყოფილა ამიტომ ცდა მეორე წარმატებით დასრულების შემდეგ ფანჯრიდან გადავეყუდე და გემრიელად შევექეცი, არასოდეს მიჭამია ასე გემრიელად, ჩაიც მქონდა, არაფერს დავიკლებ, ხო და ჩაისაც გეახელით, მერე პოლო და კედები ჩავიცვი და გზას გავუყევი, სოფელი ზედმეტად ჩუმი იყო, მაგრამ ერთმა იმდენი იხმაურა, მთელ სოფელს ყოფნის ალბათ. პატარა სახლებს ჩავუარე, მამალი დედალს მისდევდა, ღორი ტალახში იწვა და ისე ოხრავდა, როგორც ლუკა, კატა თათებს ილოკავდა, ძაღლები მიყეფდნენ, გამარჯობის სათქმელადაც კი არავინ შემხვედრია, დასახლებულ ადგილს რომ გავცდი, პატარა ბილიკს გაუყები, მთებში მოქცეულ, სოფელს ლუკას საამაყო მდინარე გამოჩნდა, წყალი ზედმეტად გამჭირვალე და კამკამა იყო, ლოდებზე ეხეთქებოდა, მაგრამ ხმას საერთოდ არ გამოცემდა, ესეც არ ხმაურობდა, მაგრამ იმე ერთმა იმდენი იხმაურა საკმარისი იყო, ბილიკი სადღაც მიდიოდა და არ მთავრდებოდა, შუა მთაზე მწვანე ფოთლებში რაღაც ელავდა, წინ წავედი და გავშეშდი, ტაძარი გამოჩნდა, ძველი, სიმწვანეში და სიმშვიდეში, გული ამიჩქარდა და ღმერთთან დალაპარაკების სურვილმა მომიცვა.

IV


როდესაც შენ ცხოვრებაში მოდის განსაცდელი, განსაცელი არის გზა უფლისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიასთან კავშირი სულ მაქვს, ქალაქების ტაძრების სიმშვიდე მაინც განსხვავდება სოფლებში, მთებში მოქცეული ტაძრებისაგან. ღმერთი ყველგანაა, ადამიანები არიან განსხვავებულები და განსხვავდება ის ლოცვებიც რასაც ეს კედლები ისმენენ. ეზოში შესვლისთანავე ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ტაძარში დიდი ხანია არ ვყოფილვარ და თავს დამნაშავესავიტ ვგრძნობ, თავს ვხრი, ბუნებაც მშვიდია, ტაძარში შესვლისთანავე გუმბათზე გამოსახულ ფრესკებს ვუყურებ და ვმშვიდდები, საოცარი გრძნობა მიპყრობს, სვეტად შემოვარდნილი სინათლე ისე ეშვება სარკმლიდან რომ მაში გავლასაც კი ვფრთხილობ, სადღაც ერთი სანთელი ციმციმებს, სადაცაა ჩაიწვება, მიმოვიხედე, აქ სანთლებს არავინ ყიდის, ხატებს ვემთხვიე, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, მიხვდი რომ აქ სულ სხვა სამყაროა, თითქოს ღმერთთან საუბარში არავინ შემეცილება, მუხლებზე ვეშვები, სულ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ ქალაქში ყველა გიყურებს და ცდილობს შენში ტკივილი დაინახოს და ამით გამოიკვებოს, სულ სხვანაირად უელავთ თვალები, მარტო ვარ, მარტო ღმერთთან, თავს ვხრი და ტაძარში არსებული სიგრილეც გონებას მიხსნის და მამშვიდებს, ვლოცულობ, მერე კი ღმერთთან ვიწყებ საუარს, ვფიქრობ წარსულზე, წვედა ტუჩს ვიჭამ, ტირილი მინდა, მაგრამ თითქოს ღმერთისაც მრცხვენია, ერთ ცრემლს მეორე მოსდევს, მერე კიდევ და ვეღარ ვჩერდები, ტუჩებზე ხელს ვიჭერ და ვქვითინებ, თავი ასეთი სუსტი არასოდეს მინახავს, ან არ მახსოვს, რაღაც ძალა შვებას მგვრის, არავის დავუმშვიდებივარ ასე, ფეხზე ადგომა არ მინდა, ტაძრის დიდებულებით და უბრალოებით ვტკბები, ვფიქრობ რამდენი ლოცვა სმენია ამ კედლებს, რა ძალაა აქ, რატომ ხდება რომ უფლის სახლში შესვლისთანავე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ უფრო ახლოს ვარ ღმერთთან, ღმერთი ხომ სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან იქნება. თვალებიდან ცრემლს ვიწმენდდ, იმდენ ხანს ვიყავი ამ დგომარეობაში რომ სინათლის სხივი მომიახლოვდა, შემეშინდა და ფეხზე ავდექი, უკან მოვიხედე და ტაძრის კართან სილუეტი დავინახე, საყვარელი დამჭნარი თეთრი ხელები შეერთებინა და თეთრი წვერიდან მამაო მიღიმოდა, თავი დამიკრა ეს ალბათ მოსალმება იყო, მეც მორცხვად დავდექი კუთხეში და შეძლებისაგვარად გავუღიმე.
-არასოდეს მინახავს ამ ტაძარში ასე ვინმეს ელოცოს- საოცრად მშვიდი ხმით მითხრა და მომიახლოვდა
-დამლოცეთ მამაო
თავი დახარა და ტუჩები აამოძრავა, ხელი დამადო და თბილად გამიღიმა
-სტუმარი ხარ აქ?
-დიახ, მამაო.
-ვისთან?
-აქაური არაა, ლუკა ქვია, ახალი სახლი რომ არის იქ ვარ.
-ლუკა, არ მინახავს, ალათ არ მოსულა აქ
-ალბათ
-უცნაური სოფელია, არც სტუმარს უნდა აქ მოსვლა, არც მცხოვრებს, არც სტუმრები ჰყავთ იცი, არც ღმერთთან სტუმრობა უნდათ და არც ღმერთის მასპინძლობა მათ გულებში, დიდი ხანია ამ კედლებს მხოლოდ ჩემი ლოცვა ესმის, კილომეტრებს დავდივარ რომ ვინმე მოვიდეს, ამ ძველისძველ ტაძარს ლოცვა ისევ ესმოდეს, მაგრამ არ უნდათ, ვერ გავიგე, რატომ არ უნდათ ღმერთი.
ვერაფერი ვთქვი
-ხშირად დადიხარ ტაძარში შვილო?
-დიახ, მამაო
-ეზიარები?
-დიახ, მამაო
-ბოლოს როდის ეზიარე?
-ორი კვირის წინ.
-მარხულობ?
-დიახ.
-უცნაურია ასეთი ახალგაზრდა ასე ახლოს ღმერთთან, ძირითადად მასთან შესახვედრად რომ ემზადებიან მერე იწყებენ ტაძარში სიარულს. დიდი ხნით ხარ აქ?
-არ ვიცი, ალბათ ერთი თვე მაინც გავჩერდები ან მეტი.
-ოო, უცნაურია, უცნაური სოფელი, უცნაურია მთი ყოფაც- თვალები საყვარლად უელავს- ვტოვებ ამ ადგილს, იცი, მივდივარ, იქ მივდივარ სადაც ხალსხ ვჭირდები, ჩემი მისია ვერ შევასრულე, ხალხი ღმერთთან ვერ მოვიყვანე, მაგრამ ისეთი შეუვალები არიან, ვერაფერს გავხდი. ერთი დადის მარტო, მარტო ერთი გჯერა.
-მართლა უცნაურია, სახლთან ასე ახლოს ტაძარია და ვერ ახერხებენ.
-უფალმა არ მოუვლინოს ისეთი განსაცდელი რომ აქ მოვიდნენ მხოლოდ განსაცდელის გამო, მე უნდა წავიდე, დღეს კიდევ კარგი მოხვედი, თორემ მეგონა ბოლო დღესაც არ მოვიდოდნენ
-სად მიდიხართ, აქ არ ცხოვრობთ?
-არა, ხმ გითხარი რომ კილომეტრებს დავდივართქო
-გასაგებია
-აქ გინდა რომ იარო?
-დიახ, მოვალ ხოლმე თუ შეიძლება
-ეს ჩემი სახლი არ არის ნებართვას რომ ითხოვ- სახეზე ხელს მისვამს და წვერზე მქაჩავს- რად მოგიზრდია წვერი, რამეს ხომ არ აპირებ
-არა მამაო- მეღიმება
-თუ შეძლო ხოლმე შვილო, სანთელი დაანთე ხოლმე, გაანიავე რომ ეს ფრესკები ცოტა ხანს მაინც ამშვენებდეს ვინმეს გულს მაინც, თუ შეძლო კანდელი აანთე ხოლმე, კარგი?
-სტიქაროსანი ვიყავი სტუდენტობამდე
-კარგი შვილი ყოფილხარ
ხიბლში ვარდები და ვცდილობა ამ მდგომარეობიდან გამოვიდე
-ის შესვლას თუ დააპირებ- მანიშნებს საკურთხევლისკენ- ანაფორა გადაიცვი, მთლად ასე ჯინსებითაც ნუ ახვალ
-რატომ უნდა ავიდე?
-ხომ უნდა დაანთო?
-კურთხევას მაძლევთ?
-დიახ, შვილო, გამოგადგება ეს ადგილი, დაგჭირდება, შენ ამას ხვდები, სხვები ვერა
-სამწუხაროა რომ მიდიხართ
-სხვებს დავაახლოვებ ღმერთთან, მოვა დრო და ესენიც მოვლენ, შეიძლება მეც დავბრუნდე, ტაძრის კარს ურდული გაუყარე ხოლმე, არ დაკეტო, ვინ იცის იქნებ ღამითაც მოუნდეს საუბარი ვინმეს ღმერთთან
-დიდი პასუხისმგებლობაა
-განსაცდელის გზა, ყოველთვის რთულია, მაგრამ უფალთან ერთად შვილო, უფრო მარტივი, ის გაგიძღვება და გზას გაგიკვალავს, ის გაჩვენებს რომ ამ გზას დასასრული აქვს.
თავს ვუკრავ, მერე ტანში ჟრუანტელი მივლის, მიხვდა რაც მჭირს, უთქმელად მიხვდა, უთქმელად წავიდა, კარიდან, მერე თითქოს სინათლემ შთანთქაო და მეც გავედი, გავყევი, ისე ვუყურებდი თითქოს ვუთვალთვალებდი, ხეებს მოეფარებოდა თუ არა მაშინვე გავცდებოდი იმ ხეებს, ბოლოს ჩემ სახლთან გავჩერდი, უცნაური შეგრძნება იყო, უგემურად ვჭამე, ვერაფერზე ვკონცერტრიდი, მერე გაწვიმდა, ძლიერი ქარი ამოვარდა, ფანჯრებს ტოტები ეხეთქებოდა, მაგრამ ამაშიც იყო სიმშვიდე, საბანი სხეულზე შემოვიკარი და დავმშვიდდი, როგორც არასდროს, ადრე დავიძინე, ისევე როგორც ალბათ სოფელმაც, ადრე მოვიდა უცნაური სიზმრები, მაგრამ ამბობენ ფერადი არ არისო, თუმცა ჩემი ფერადი იყო, არ დამამახსოვრდა, წვიმის შემდეგ ისევ მზე ამოვიდა, ისევ გაანათა სოფელი, წიგნების თაროს გადავხედე, პატარა თარო ჰქონდა, ლუკას, წიგნების კითხვა უყვარს, მაგრამ უცნაური გემოვნება აქვს, ერთი გადმოვიღე, ბალერინას ფეხზე ჩაბღაუჭებული კაცის ხელი ოქროსფერი წარწერით "შემიტყუე საწოლში" გამეცინა, ცუდ არ იქნება, მაგრამ გასეირნების სურვილმა მომიცვა, მერე გამახსენდა რომ ტაძარში უნდა წავსულიყავი, თითქოს მოვალეობა მქონდა, კარს რომ მივუახლოვდი, დილის სიგრილეც დასრულდა, ისევ მოიღრუბლა, ყველას დავასწარი გაღვიძება, ტაძრის კართან გავშერდი, შევედი და ისევ ის გრძნობა დამეუფლა, სანთელის სინათლემ კედლები მსუბუქად გაანათა და საკუღთხეველს გავხედე, სტუდენტობის მერე აქ არ ვყოფილვარ, კედელზე დაკიდებულ ანაფორას გავხედე, შავი იყო, გამოკვირდა, მაგრამ გადავიცვი, საკურთხეველზე ავედი და თავი დავხარე, პირჯვარი გადავიწერე, ყველაფერი გავაკეთე რაც მამაომ მთხოვა, კარი გავაღე და ცოცხი დავინახე, ტაძრის დასუფთავება დავიწყე, ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო, მაგრამ წასვლა არ მინდოდა, ცოცხი რომ უკან დავაბრუნე, ტაძარში დავრჩი და ლოცვა დავიწყე, ვიღაც მოვიდა, მოვტრიალდი, ახლა ღრუბლების გამო მზე აღარ ანათებდა, მაგრამ თეთრი კაბა ყველაფერს ამბობდა, ვიღაც იდგა კართან, მიყურებდა შავი თვალებით და ცრემლი მაშინვე მოწიმინდა
-მამა ანდრია წავიდა?- გაისმა წკრალა ხმა
-დიახ.
-ახლა თქვენ იქნებით აქ?
-დროებით
-არაფერი უთქვამს?
-არა
-როგორ მოგმართოთ?
-საბა
-მამა საბა, აღსარება უნდა ჩაგაბაროთ სასწრაფოდ
-არა, მე- თვალები ავახამხამე და გოგო სინათლესავით თეთრი კაბით, რძისფერი კაბით და აცრემლებული თვალებით შემოვიდა, გავშეშდი
-ვნანობ მამაო, გემუდარებით გეტყვით თორე გული გამისკდება
-მე ვერ ჩავიბარებ აღსარებას
-გემუდარებით- დაეშვა მუხლებზე და წვრლი მხრები აუთამაშდა- გთხოვთ
-მე არ შემიძლია აღსარების ჩაბარება
-მაშინ რამე მაინც მირჩიეთ, მამა ანდრიასთან ვერ წავალ შორსაა, არ გამიშვებენ
-დაგეხმარებით რაც შემიძლია
-ვიქურდე მამაო
-ასე ნუ მეძახით
-უნდა გითხრათ, მითხარით რა გავაკეთო, ხელოვნების სკოლაში შევიტანე განაცხადი, შიდა გამოცდებს უნდოდა დიდი თანხა, არ მქონდა, ყველი რომ გავყიდე მამაჩემს მოვპარე, საკუთარ მამას, მამაო
-მე იცით- გავუწოდე ხელი და გოგო ჩემ ხელს დაეყრდნო თუ არა ტანში ჟრუანტელმა დამიარა- მომკლავს რომ გაიგოს მამაო, მომკლავს, მამა ანდრიას უჯერებდა მარტო, რომ გაიგოს გადაირევა, თუ რამე ეტვით თქვენ, რამე მითხარით მამაო, ასე ნუ დგახართ, რამე მირჩიეთ- გოგოს თითებს დავეხე და გული ამიჩქარდა
-ხელოვნების სკოლაში გინდათ სწავლა?- ვუკითხე მშვიდად
-დიახ, მამაო, მამა ანდრიამ მიმატოვა.
-გასაგებია, როგორ გაიგებს რა აიღეთ ყველში?
-რომ იკითხოს ფასი?
-ვინ იყო თქვენთან კდევ ბაზარში?
-ნათელა იყო მამაო?
-ნათელას სთხოვეთ ყველის ფასი არ თქვას
-ნათელა ცუდი ქალია, კი დამსჯით ახლა მამაო ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეა ეს
-მამათქვენს თქვენი სწავლა არ უნდა?
-არა მამაო, არ ჩააბარო, მაინც გათხოვდები და სხვისთვის ფული რატო ვიხადოო, დედაჩემი საბერძნეთშია მამაო- ტირილი დაიწყო- ჩემ სახელზე გამოაგზავნა ფული, მაგრამ ვერ ავიღე, იმ კვირამდე არ იქნება გზავნილებიო, მაგრამ რეგისტრაციის ბოლო ვადა იყო
-ნათელას დაელაპარაკეთ შვილო- ღმერთო მაპატიე რას ვამბობ
-მოკლე თმა რატომ გაქვთ მამაო?- მკითხა და შავი თვალები გააფართოვა
დავიბენი, გავშრი
-მე, ზოგს ასე აქვს
-თანამედროვე მამაო ხართ?
ღმერთო, არ გამეცინოს
-არა
-აბა?
-მე იცით
-თუ კივილს გაიგონებთ მამაო, მამაჩემი მკლავს და მიშველეთ
-რას ამბობთ?
-ღმერთის ეშინია მატო, მაგრამ არ იცის ღმერთი რას ამბობს მამაო
-გასაგებია
-ხომ არ მოაკვლევინებთ ჩემ თავს?
-არა შვილო- ღმერთო მაპატიე
-გამოდის თქვენც დამეხმარებით ხოლმე
-შევეცდები, პოლიციას რომ დაურეკოთ
-მამაოების და ღმერთის ეშინიათქო, პოლიცია სანამ მოვა ხომ მომკლავს მანამდე
-კარგი, დამშვიდდი
-საიდან ხართ მამაო თქვენ?
-მე, იქ ვცხოვრობ ახალი სახლი რომ არის
-იქ მამაო, იქ სხვა ბიჭი დადიოდა
-დიახ
-ქალები მოყავდა ხომე მამაო, აკურთხეთ სახლი უკვე?
-არა
-ცუდი ბიჭი იყო, მამაო, ის ქალებიც ცუდები იყვნენ, ისე ეცვათ მამაო
-როგორ?
-უგემოვნოდ
-ბატონო?
-შემინდე მამაო- ხელს იღებს და სანამ გამოვართმევ მკოცნის- სულელი ვარ მამაო, მაგრამ სულ ამას ვიძახი ჩემი სისულელე დამღუპავსთქო
-მაპატიებს ღმერთი?
-რა თქმა უნდა
-დიდზე ვიკივლებ მამაო, რომ გაიგონოთ
-ეგრე ქენით- ცოტა შემეშინდა
-წავალ ახლა
-კარგი- ვუქნევ თავს
გოგო პირჯვარს იწერს და გადის
-წამოდი ლაყუა- ეძახის ძაღლს

Vდილა სამყაროს ყველაზე ლამაზი სანახაობა, ვუყურებ როგორ მოგორავს მზე მთის წვერზე და მეღიმება, უნებურად ვიღიმი, არ ვიცი რატომ. ჩემი ეს მდგომარეობა მომწონს, სახლის მეორე სართულზე ვარ, სოფლის ცნობისმოყვარე თვალები ვერ შემამჩნევენ, მარტო ცა მე ხილის ჩაი. მოვსვი, გათბა. მერე მოვხრიპე ხმაურით და გამეცინა, არა ასე არ ვსვამ ხოლმე, მაგრამ არის მომენტები როდესაც შენ თავს ასაკის და ყველაფრის მიუხედავად სისულელის უფლებას აძლევ, ანაფორა არ მაცვია, მეტიც წელზემოთ შიშველი ვარ და ბუნებით ვტკბები, სამაგიეროთ ბუნებას მე ვატკობ, ხიბლში ვვარდები? ოხ რა საოცარია ცხოვრება, მერე ღიღინს ვიწყებ, ფეხს ვათამაშებ, მეც ვგიჟდები, ყველა გიჟია ამ სოფელში და მე რა დავაშავე? მაგრამ სოფლის კეკელა კეკე მოდის, ძროხების მთელი ჯგუფი აქ არის, ლაყუაც, კატაც, თეთრი ბატებიც, ხელში ჯოხი დაუჭერია, ნაწნავი გადმოუგდია და თეთრი ყითელყვავილებიანი კაბა ჩაუცვამს. ისიც მღერის, რაღაცას, მერე ჰაერში ხტება. არა ამას უფრო მეტად გარეკილი აქვს, ჩემზე მეტად, რა შედარებაა, მაგრამ ისეთ დღეშია დასაბმელი რომ არ არის მიკვირს, ჩემ სახლთან ჩერდება, იყურება, მერე თავს წევს კარისკენ, ვერაფერს ხედავს, ვერ დამინახავს, მერე მოულოდნელად პირჯვარს იწერს და გზას აგრძელებს. უფალო შენ შეუნდე, შემინდე მეც და სანამ ამ სოფელში წმინდანად შემრაცხავენ ჩემი სასწაულების გამო ჯობს გავასწო.
-ჩემი დიდ ტრა--კიანი გოგო ხარ შენ- კივის კეკე და ხელს ძროხას ურტყამს უკანალზე, მოკლედ უკანა ფეხზე, ჩაის პირიდან შადრევანივით ვაფრქვევ და ხმამაღლა რომ არ გამომივიდეს პირზე ხელს ვიფარებ, ოდნავ მოშორებით კიდევ ჩერდება, თეთრ ბატს კისერში ხელს ავლებს და ჰაერში აყავს, მერე აკანკალებს და თავზე კოცნის, ლაყუა ეჭვიანობს და ბატს ფთაში ექაჩება, სანახაობა მალე სრულდება რადგან სიგიჟის ეს ხაზი, გზის იმ ნაწილთან ერთად სრულდება რაც ამ სახლიდან ჩანს.
სახურავზე მანამ ვარ სანამ უკანა გზაზე მომავალ კეკეს არ ვხედავ, ახლა მარტო ბატები, კატა, ლაყუა და თვითონაა. ძროხები დატოვა ალბათ, ისევ ჩერდება ჩემ კართან, ისევ იწერს პირჯვარს და გზას აგრძელებს, საპოვნელას მღერის, საოცრად ტკბილი ხმა აქვს, ისეთი რომ ჟრუანტელმა დაგიაროს, ხო და გეგმა დასახულია, ბუნებას ნაწყენს ვტოვებ და ჩასაცმელად ქვემოთ ჩავდივარ. ანაფორა გადავიცვი და ნეტარი სახით სოფლის გზას დავადექი, იქვე თემურის გავხედე, თავი დავუკარი და გავძახე
-დახმარება ხომ არ გინდათ?
თემურიმ წარბები შეკრა და გაოგნებისგან პირი გააღო
-არა, მამაო, გეიხარე
საღამოს კეკე ტაძარში დავიბარე, მონარნარდა, უცნაურად გამომხედა, მისი პატარა უცოდველი სახით დავტკბი, თვალიც შევავლე და კაბაც მომეწონა, არა ნიჭი აქვს, მაგრამ მოდისგან შორს ვარ.
-რატომ დამიძახე მამაო?- მკითხა და ცოტა კილოც ჩართო
-კეკე მღერით თქვენ?
-დიახ, მამაო, მარა სიმღერა ქვია მაგას?
-შეგიძლიათ იგალობოთ ტაძარში?
-რას ამბობ მამაო?
-რატომ?
-მრევლი კი არა ანგელოზიც არ დარჩება ტაძარში მე რომ სიმღერა დავიწყო.
-ისედაც არ არის მრევლი ტაძარში- ვპასუხობ სიცილით
-უხერხულში მაგდებთ მამაო.
-რას გთხოვ კეკე შეუძლებელს?
-რას მამაო და სიმღერას.
-უარს მეუბნები კეკე?
-ვერა მამაო.
-გთხოვ კეკე- ვამბობ ისეთი ხმით რომ ტანში ჟრუანტელი მოვლის
-რა ვიგალობო მამაო?
-იცი რამე?
-უნდა ამყვეთ
-ვერა.
-მაშინ არა.
-ბევრი ხმა უნდა მაგას
-დავუძახოთ სოფელს?
-აუჰ
-დაიწყეთ,თორემ უარს ვიტყვი
ხმას ვიყენებ და გალობას ვიწყებ, ღმერთო მაპატიე, მაგრამ ტაძრის დამსახურებით ჩემი ხმა მეტად სასიამოვნოდ ისმის და მეც მიკვირს, კეკეს სქელი ტუჩები ეპობა და სიმღერას იწყებს, ვშეშდები, ხმას ვეღარ ვიღებ და რეალობაში თავადვე მაბრუნებს
-მარტო მე მამაო?
-არა აგყვებით, კარგი ხმა გაქვთ კეკე.
-მარცხვენ მამაო.- გახლართა თითები ერთმანეთში და თავი დახარა
იმდენი ვიგალობე, სანამ ტანჟი ჟრუანტელის დავლა არ დასრულდა, კეკემ მომნუსხა, ძალიან ლამაზი და უცოდველი იყო, ამ ბოროტ სამყაროში
-მოვრჩით?- მკითხა სასაცილოდ
-დიახ, ხვალ გავაგრძელოთ
-მამაო.
-დიახ კეკე.
-სერიალს ვუყურებ და ცოდვა არის ხომ ეგ?
-უხ, რას ამბობთ?
-არ არის იმნაირი თქვენ რომ გგონიათ, არ ლოშნიან ერთმანეთ, ღმერთო მაპატიე რას ვამბობ- გადაიწერა პირჯვარი
-რა სერიალია ასეთი?
-თურქულია მამაო
-აუ!- ცოტა ხმამაღლა მომივიდა
-პატიოსანი ხალხია მამაო
-სხვა რწმენის. - ვამატებ დინჯად
-ხო და ქართველები რომ თარგმნიან იმათ ღმერთს არ ახსენებს.
-მაგ კარგია, მაგრამ ეცადეთ შეეშვათ სერიალებს.
-მართლა მამაო?- მიყურებს საცოდავი სახით
-დიახ კეკე.
-მალე დამთავრდება.
-კეკე!
-დედა რა მკაცრი ყოფილხართ მამაო
შევიფერე, მხრებში გავიმართე და რომ წავიდა მერე დავფიქრდი რა ძალა აქვს სერიალებს ამ გოგოსთვის ამ მიყურუებულ სოფელში, რატომ ჩავაგდე ცოდვაში.
მეორე დღეს კეკე ისევ საგალობლად მოდის
-აბა კეკე.
-დედა, მამაო ასე უნდა ვიღნავლოთ მარტო ჩვენ?
-კეკე ნუ სცოდავთ.
-მაპატიე ღმერთო, ხომ იცი რომ მიყვარხარ.- ბურტყუნებს გოგო
-აბა დაანებე სერიალებს თავი, უყურე გუშინ?
-არა მამაო
-ყოჩაღ, არ გაგიჭირდა ხომ?
-სხა რა გზა იყო?
-რატომ?
-არ იყო გუშინ ახალი სერია, მერე გამოვა, იმ კვირაში. მაგრამ მამაო, უნდა ვხატო.
-რა?
-ხომ გავალ გამოცდაზე, რანაირად არ ვიცი, მარა გავალ.
-დაგეხმარები- რა ჯანდაბამ მათქმევინა
-რანაირად მამაო?
-ჩემ მეგობარს ვეტყვი და მანქანით წაგიყვანთ ქალაქში გამოცდაზე.
-გადვირევი მამაო.
-არ გადაირიო კაცო- მეღიმება
-ჩემი მამაო ხარ შენ- მორბის და მეხვევა, ტანჟი ისევ ჟრუანტელი მივლის და ცხვირით თმაში ვეფლობი, ღმერთო მაპატიე
-ბოდიში მამაო- მშორდება დარცხვენილი და თეთრი ლოყები ეფარკლება
-არა რას ამბობთ.- შევიფერე
-მამაჩემს რანაირად გავეპაროთ?
-მე რა უნდა გავეპარო, შენ უნდა გაეპარო.
-რას იტყვის მერე?
-ძროხა გამოაბი სადმე და ვითომ მოსაძებნად წახვედით.
-შენც რა გაფუჭებული ყოფილხარ მამაო- თვალებს აფართოვებს და პირჯვარს იწერს- შემინე მამაო, დებილი ვარ.
გეგმა დასახულია, ძროხას ჩემთან ვტოვებ, არც მეტი არც ნაკლები სახლში, ლუკას ვურეკავ და ვაფრთხილებ რომ სოფლიდან ერთი გოგო უნდა წაიყვანოს გამოცდაზე, ეს სინაზეს და სიყვარულს მიჩვეული კაცი, ლუკა ისეთი სიტყვებით მამკობს ტეეფონი უკან გამაქვს, შუა საუბრისას ლამის წამომცდა შვილოთქო.
შუაღამით ძროხა ეზოში შემოვიყვანე, თემური გადარეული დადიოდა სად დაკარგე კეკე ძროხაო, მაგრამ ძროხა ისეთ სახლში იყო, სულ რომ არ ენახა. კეკეც სევდიანი ქალის როლს თამაშობდა, ნათელამ უთხრა ილოცეო, მაგრამ კეკეს ლოცვა არ უნდოდა, გამთენიისას ლუკა მანქანით მოვიდა, მეძინა, მაგრამ მერე კარის ხმა რომ გაიღო იყვირა
-წადი შენი.
ძროხა შეხტა
ატყდა ამბავი, წელზემოთ შიშველი გამოვედი და ლუკას დავენახე
-რა ჯანდაბა უნდა ჩემ სახლში ძროხას?
-ქალების ამბავი ხომ იცი, აქ არავინაა სოფელია ხომ ხვდები?
-რა?
-შენ მითხარი ძროხა აგდეო, თან ორი კი არა ოთხი ძუძუ აქვს.
-შენ ბიჭო სულ გარეკე?- აფართოვებს თვალებს
-ნუ ყვირი შეეშინდება და დაკეტე კარი, არ დაიბღავლოს
-ვის მოპარე ძროხა?- ხურავს კარებს
-გავიპარეთ, ნებითაა წამოსული- ვპასუხობ სიცილით
მერე ისეთი სიტყვების კორაინტელი მოდის, რომ სულ ვერაფერს ვიგებ, ვერ ვამშვიდებ, მეუბნება რომ ენით ამაწმენდინებს თუ რამეს დასვრის, სუნამოს ფლაკონი დაცალა ოთახში, არ დაურტყამს თორე ყველაფერი მაკადრა, სანამ არ გიგო რაში იყო საქმე.
-ახლა ზედმეტი მოგდის- გადი და გოგო ჩამოვა იქ არავის დაენახოთ
-შენ ხარ... ფუ, რამ გამოგაშტერა ამხელა კაცი.
-სიკეთეს აკეთებ შვილო- ვპასუხობ სიცილით
ლუკა გადის, კეკე მოჩვენებასავით მირბის ხეებს შორის, ვიღიმი ვერც დავემშვიდობები და ვერც წარმატებას ვუსურვებ. დრო გადის, მერე ლუკა რეკავს
-არ ჯდება მანქანაში!
-რა?
-რა რა არ ჯდება, სად ნახე ეს ველური?
-დამალაპარაკე!
-გარბის
ანაფორა ჩავიცვი და გავარდი, კეკე გზაში შემეჩეხა ლუკასთან ერთად, ლუკამ თვალები გააფართოვა და მომაძახა
-შენ ში-გ ხო არ გაქვს ბიჭო?
-მამაოს როგორ ელაპარაკები?- ღრიალებს კეკე
-მერე აგიხსნი- ვამბობ მშვიდი ხმით
ლუკას იმხელაზე აღებს პირს მეშინია არაფერი დაემართოს
-არ ჩავუჯდები მამაო მე მაგას მანქანაში.- აქნევს ისტერიულად თავს კეკე
-რატო შვილო?
-ამას გოგოები დაყავდა იმ სახლში თქვენ რომ ცხოვრობთ, არ არის პატიოსანი კაცი
-რას ამბობთ შვილო, მერე იმ გოგოებს ხო არ კლავდა
-არა - კეკე თავს აქნევს და პირზე ხელს ირტყამს- წამომცდა კინაღამ
-ხო არ გიტაცებ გოგო, რა გინდა, ახლა გამოვშტერდები- ახამხამებს თვალებს და ისე მიყურებს
-ცუდი არაფერი თქვას გოგოსთან
-შვილო, შენი ოცნება ხომ ეს იყო?
-დიახ, მამაო
-გამო----ევდები ახლა- ბურტყუნებს ლუკა
-შვილო, ლუკა, გოგონას არაფერი ავნით და ნურც ეგეთ სიტყვებს იძახით
-თქვენნაირ სულელებს ტყიდან გამოქცეული რომ ვიყო მაინც არ მივეკარები, გამოადგი ფეხი და შენ მერე დაგელაპარაკები, ამხელა კაცი სრულ ჭკუაზე ხარ?
-მამაო, გეყურება?
-ცოდავს კეკე
-ბოდიში მოგიხადოს და მოინანიოს- ამბობს კეკე
-რაო?- გადმოხტა მანქანიდან ლუკა
-შეგინდოს უფალმა
-ჩემი...- ხარხარებს ლუკა და მანქანაზე ხელს ურტყამს
-ჩაჯექი კეკე, ხომ იცით ცუდ ადამიანს თქვენ თავს არ ვანდობდი
-მამაო.
-მენდე კეკე!
ლუკას აზრზე მოსასვლელად დრო სჭირდება, მერე კეკე უკან ჯდება და ფურცლებს სავარძელზე დებს.
-გზა დაგვილოცე მამაო- ამბობს კეკე
-არ დამლოცო, რამეს არ დავეჯახო.- ქოქავს მანქანას ლუკა და წინ მიდის
-მამაო ილოცე ჩემთვის- კივის ფანჯრიდან კეკე
ლუკა სვლას ანელებს ისიც თავს ყოფს და ტუჩების მოძრაობით ვხდები რასაც ამბობს, უბრალოდ აქ არ ითქმის.
სახლში მივდივარ, ლამზირასთან, ძროხას ქვია ასე, უნდა მივხედო.

VII

მე და ძროხა ორივე ერთმანეთს ვუყურებთ, ორივეს ნაღვლიანი თვალები გვაქვს, ორივე ვფიქრობთ კეკეზე, ორივეს გვინდა მისი წარმატება, ოღონ კეკეს ქალაქში წასვლა ალბათ გულს დაწყვეტს ამ მიმზიდველ ქალბატონს, მეცინება, ძროხას იატაკზე დგომა უჭირს და თვალებდაქაჩული იყურება ყოფელ ფეხის გადაგდმაზე. ჩაიზე უარი მითხრა, მზეა, მზე იმედის, ბედნიერების, რომელიც აუცილებლად შეცვლის განწყობებს, რამხელაა კეკეს მიზნები, რამხელაა მისი ოცნებები და რამდენი ნიჭი და საოცრება იკარგება მთებში, კეკეს ჩათვლით, რა მოხდება სოფელი რომ მეტად განვითარებული იყოს, რა მოხდება რომ აქაც იყოს ის რაც საჭიროა არსებობისთვის, არ კმარა მხოლოდ ბუნება, თავს დაჩაგრულად გრძნობ ყოველთვის, აკლდები იმ სანახაობებს რაც ქალაქშია, რა მოხდება რომ ქალაქში მხოლოდ ისინი ცხოვრობდნენ ვინც ამის ფასი იცის, ვისაც შეუძლია წინ წასვლა, ვისთვისაც მხოლოდ კომფორტი არ არის მნიშვნელოვანი, კაცმა რომ თქვას რა არის ქალაქი? შესაძლებლობა ეზიარო კულტურას, თეატრს, კინოს, ნახო გამოფენები, რამდენი აკეთებს ამას? რამდენი იყენებს ამ შესაძლებლობას? ვინ გაიხსენებს ბოლოს როდის იყო თეატრში, რამდენი გაიხსენებს ბოლოს რა გამოფენა ნახეს, რამდენჯერ ესტუმრნენ მუზეუმს, სალათის ჭამა გვგონია განვითარება მივარდნილ რესტორანში, ახლა რომ გარეთ მაგიდა გავიტანო და ხორცი შევწვა, რამდენ ფულს დავზოგავ, რამდენად განსხვავებული ხედები იშლება ჩემი ფანჯრიდან, რამდენად ჯანსაღია ამ ქალბატონის რძე, ლამაზ ვიტრინებში განთავსებულ პლასტმასის ბოთლში მოქცეული თეთრი სითხისგან, რამდენი ფიქრი და ოცნება უნდა იმალებოდეს ამ მთებში. ბედნიერი ვარ რომ კეკეს თუნდაც შესაძლებლობა მივეცი თავის ოცნებას შეხებოდა მაინც, თუ სულ არაფერი ბედნიერი ვარ ამით რომ ვიღაცისთვის რაღაც ღირებული გავაკეთე. მხოლოდ საკუთარი ბედნიერებისთვის თუ შრომა საკუთარი და სხვების ბედნიერებისთვის, ახლა მე ყველაზე მეტი ვიშრომე და ამით ბედნიერი ვარ. საათები ძროხის სევდიანი თვალების ცქერაში გადის, მერე ვიღაც მირეკავს, ლუკაა ყურმილს ვიღებ და კეკეს კივილი მესმის.
-კმაყოფილი ვარ მამაო- ამბობს წკრიალა ხმით და ტანში ჟრუანტელი მივლის, რამ გამახარა ასე
-მოეწონათ?
-დიახ მამაო, რომ გნახავთ კიდევ მოგიყვებით, წამოვედით უკვე
-გილოცავ კეკე
-ნუ გადამიქანებთ გულს მამაო ახლა, მარა მაინც მიხარია, ლუკას ელაპარაკეთ მამაო
-ხო ლუკა
-მამაო- ამბობს ლუკა და მერე ფხუკუნებს- რომ მოუახლოვდებით სოფელს მამაო, ჩამოუთრიე ძროხა.
-კარგი ლუკა, აჭამე რამე მოერიდებოდა.
-არ შემომყვა რესტორანში, ახლა ჭამს ფენოვან ხაჭაპურს და ამ ნამცეცებს შენ ამოწმენდ- თქვა გამრაზებულმა და ყურმილი დაკიდა.
შუადღით ისევ გაისმა ზარი, ლუკა იყო, აღარ ხუმრობდა, სევდიანი ხმა ჰქონდა, ძროხა მალულად გავაპარე და მათ შესახვედრად მოვემზადე. კეკეს გავუღიმე, მანაც მაჩუქა ღიმილი და უნაკლო კბილები გამოაჩინა, ძროხას ხელი მოკიდა და მოეალერსა, მერე გადამეხვია და ჩურჩულით მითხრა
-არ დაგივიწყებთ მამაო- თქვა სევდიანი ხმით, გზას გავხედე, მე და ლუკა ვუყურებდით კეკეს, ორივეს, ძროხას და ფენოვან ხაჭაპურს, თითქმის უჭმელს, გამახსენდა ლუკას ზარი, ლუკამ უთქმელად მიმახვედრა ყველაფერს, წარბებშეკრულ მიყურებდა.
-ბოდიშიც ვერ ვუთხარი- მომესმა მისი ხმა, არა და ველოდებოდი ჩემზე ხუმრობების მთელ სერიას- მართლა ვწუხვარ, კარგი გოგოა, მიზანდასახული, ბევრს მიაღწევს.
-ასე ფიქრობ?
ლუკამ მხრები აიჩეჩა
-არ წამოხვალ?
-არა- გამიქნია თავი- მე არ შემიძლია და ჩემ მაგივრად მოუბოდიშე, უთხარი თუ დაფინანსება არ მიიღო, მე გადავუხდი.
-მართლა, რა გააკეთა ასეთი?
-აუ, მართლა გამიტყდა, მერჩივნა ეს ხაჭაპური ჩემთვის ერტყა თავში, მაგრამ ის გამახსენდა, ნატვრის ხეში, ფუფალა რომ ჭამს, დავითრგუნე.
-არაუშავს- გავუღიმე
-წავედი
-ხო?
-ხო, ისე რაღაც მხრივ გაგიგე, მაგრამ საიდან მოხვდი აქამდე ვერ მივხდი.
-მერე მოგყვები.
ლუკა მანქანაში ჯდება და მიდის, ღამესთან მარტო ვრჩები, ფიქრები არ მასვენებს, კეკეზე, რა ჯანდაბა მჭირს, რატომ მომიცვა ამ გოგოს ამბავმა, დილით ტაძარში წასავლელად მოვემზადე, კეკე შემხვდა, წელშიგამოყვანილი ულამაზესი თეთრი კაა ეცვა, ყავისფერი ქამრით, თმა გაეშალა და ქარის ყოველ მოძრაობაზე, უზარმაზარი შავი თმა ღელავდა, უთქმელად ვუყურებდით ერთმანეთს, მერე თქვა
-საღამოს იქნება პასუხი, მესიჯი უნდა გავაგზავნო
-შენთვის ვილოცებ
-მადლობა მამაო
-არაფრის შვილო.
ის გავაკეთე რაც უნდა გამეკეთებინა, სახლში რომ დავბრუნდი ანაფორა გავიხადე და საღამოს სიოს შევეგებე, წელსზემოთ გავიხადე, ვჭამე, ცივი ყავასაც გეახელით, მერე იყო ფეხის ხმა, მოროდა, ვიღაც მორბოდა, კარში კეკე შემოვარდა, გადამეხვია და მაკოცა
-ჩავაბარე მამაო
-მართლა?- აღმოხდა და სანამ გადავეხვეოდი კეკეს ლოყები აუწითლდა
-რა?
-აუ რა ჯანზე ყოფილხართ მამაო
-ბატონო?
-ხარს რომ ჩაბეროთ რქებს გააყრევინებთ
-სად უნდა ჩავბერო?- ვკითხე გაოცებულმა
-პირში- მითხრა დაბნეულმა და რძისფერი ხელი ყელზე მოისვა
-მოიცა შენ სხვა თვალით მიყურებ ახლა?
-სხვა თვალით კი არა გონია სულ ვერ გხედავთ მამაო
-კეკე ნუ სცოდავ- მიხარია და რამდენიმე ნაბიჯს უკან ვდგამ, კეკე გვერძე იყურება
-მომიტევეთ მამაო
-გამოდის ჩააბარე
-დიახ, სხვა არაფერი ვიცი
-არ ავღნიშნოთ?- რას ვბოდავ
-ბატონო?- სულ გაწითლდა, სულ შეეცვალა სახე და ხელზე ხელი მოვკიდე, გაყინული ჰქონდა, გული ამიჩქარდა, ხელი უკან წაიღო და თავი მიატრიალა
-მამაო, წავალ
-საღამოს მოდი და ავღნიშნოთ
-რას ამბობთ?
-კარგი რა შენ ცხოვრებაში ასეთი რამე ხშირად ხდება?
-არა მამაო
-გამოიპარე, გვიან მოდი
-რას ამბობ მამაო?
-ერთი ასაკის ვართ, ცოტა უფროსი მაგრამ ხომ ხვდები, შენ წარმატებაში მე დიდი წვლილი მაქვს, ვალი გაქვს ჩემი.
-ვიფიქრებ- თქვა და წასვლა დააპირა
-კეკე, თორმეტის მერე ჩემთან, ავღნიშნოთ, რა არ მენდობი?
-კარგი მამაო

არაფერი სჯოს ზაფხულში ცივ შხაპს, ძვირადღირებული სუნამოს სურნელს, მუქ ლუჯრ გრილ შარვალს, სუფთა ფეხსაცმელს და თეთრ პერანგს, წვერიც ისეთი სურნელოვანი ზეთით დავიმუშავე ლამის ჩემ თავთან გავგორდი საწოლში, მაგრამ არაა გამორიცხული ასე თუ გაგრძელდა მომიწევს ალბათ. ხორცი შევწვი, ღვინო გავამზადე, ჭიქებით, სუფრაზე ყველაფერი ის დავდე რაც მქონდა, მგონი მშირი დავრჩები. გული ლამის ყელში ინაცვლებს, ვეღარ ვსუნთქავ, იმდენი ვიარე წინ და უკან რომ პერანგი გამოვიცვალე, ისევ თეთრი ჩავიცვი, სუფრისთავში დავჯექი, თორმეტს წუთები აკლდა რომ კეკემ დააკაკუნა, კარისკენ წავედი, ხელები დამიბუჟდა, გავაღე თუ არა ოთახის სინათლე კეკეს თეთრ სახეს მოხვდა და გაანათა, ღიმილით, თეთრი კაბით, მისი სულით, უბრალოებით.
-ანაფორა?- აღმოხდა გაკვირვებულს
-რა?
-როგორ გაცვიათ?
-ანაფორით კი არ მძინავს კეკე- გავუღიმე და მხოლოდ ახლა შევამჩნიე ხელზე დაკიდებული პარკი, რომლიდანაც რაღაც წვეთავდა და ხელში ლამაზ ყვავილებიან თეფშზე დალაგებული ნამცხვის ნაჭრები
-შემოდი.- გავუღიმე ისე რომ ტუჩები მეტკინა
-მამაო, მე მგონია სისულელე ვქენი
-ხომ დავმეგობრიდთ?
-დიახ მამაო
-მერე რა პრობლემაა შვილო
-ასე გამოწკეპილი მამაო ვის გაუგია?
-ეს რა გიჭირავს?
-ნამცვხავრი გამოგიცხეთ მამაო
-არ გადამრიო- შევიცხადე
-ხო, ყველი მოგიტანეთ ჩემი ძროხების, პატივისცემის ნიშნად- თქვა და პარსკ დახედა- ჩემი სიკვდილი, იწუნკლება
ვცდილობ არ გამეცინოს მაგრამ მეცინება
კეკე სახლში შემოდის და ლაყუას გარეთ ვტოვებთ, ნაღვლიანი თვალებით

კეკე მაგიდას უყურებს
-როგორ შეგაწუხეთ მამაო
-რას ამბობ შვილო, დაჯექი- ვწევ სკამს და კეკეც მორცვად ჯდება
-სანამ ხორცი გაცივდება მიირთვი
-მადლობა მამაო
-რა სალაპარაკოა კეკე
წითელ ღვინოს ვუსხამ და გაოგნებულ შავ თვალებს მაპყრობს
-მიირთვი კეკე
-რაღაც რომანტიკისკენ ხო არ მივდივართ მამაო?- ეცინება და ხელებს ერთმანეთზე უსვამს
-ნუ ცოდავ შვილო- ვამბობ სიცილით
კეკე ჭიქას იღებს და მორცხვად წრუპასვ ღვინოს
-რა გითხრეს?
-ასეთ შერწყმა ეპატაჟის და ურალოების არ გვინახავსო
-არა და ეპატაჟურად არ გამოიყურები
-ის რომ ჩავიცვა მამაო რასაც ვხატავ სოფლის ბოზ-ად გამომიყვანენ
მეცინება, კეკეს ღვინო მოეწონა, ხორცის მიირთვა მორცხვად და მერე იმდენი ილაპარაკა გამოცდაზე და ქალაქზე, რომ ვერაფერი გავიგე, მაგრამ ვუღიმოდი
-კბილეს რითი იხეხავთ მამაო?
-რა?
-თეთრი კბილები გაქვთ
-ხო, რავი, ასეა ბუნებით
-ხო, ლამაზ სხეულში ლამაზი სულია- ჩაიფრუტუნა და ისევ გამეცინა
-დამცინით მამაო?
-რას ბრძანებთ
-იმ მსახიობს გავხართ, უბრალოდ შავი წვერი გაქვთ
-რა?
-მე რომ სერიალს ვუყურებ მამაო
-რა საოცარია
-ხო, კაი ბიჭია
დაილოცოს ღვინის მადლი, გავიფიქრე და კიდევ დავუსხი
-ჩემ გამოფურტუნებას ტყუილად ცდილობთ მამაო
-რატომ?
-ისედაც გამოფრუტუნებული ვარ, კიდე ღვინო მინდა?- კისკისებს სასაცილოდ და სვამს, ახლა სულ რომ ვერ წავიდე იქ, მაინც ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემ თავს დავაჯერე რომ შემიძლია, რომ გამომივიდა, ამაზე დიდი ბედნიერება არ არის, ალბათ კიდევ დედას რომ ვნახავ მერე ვიქნები ბედნიერი ასე, მერე აღარ.
-რატომ ფიქრობ ასე?
-რავი- თქვა და თვალები ააფახურა, შავი თვალები ცრემლებით აევსო- დედა რო იყოს ჩემთან ახლა, კი გამიშვებდა ქალაქში, მამას მიხედავდა, კი არი მამაჩემი სულელი მაგრამ მარტო როგორ დავტოვო?
-მიხედავს თავს მატოც, დიდი კაცია.
-პატარაა მამაო, ბავშვივით ფერება უნდა
-ყველა ეგრეა
-შენც მამაო?
-ვინ მეფერება თუ არა კი- ჩავილაპარაკე სევდიანად
-დედა მენატრება მამაო- ამოისლუკუნა და ატირდა- არც ბოლო ზარზე იყო, ნათიას ჩამოაკითხა დედამისმა დედაჩემსაც იცნობს, მერე რომ დავინახე ის ქალი, მეთქი დედაც ჩამოყვათქო მარა არ მოვიდა, წამოვედი- თქვა და თავი დახარა, უფრო ატირდა და წვრილი მხრები აუთამაშდა- ვეღარ გავჩერდი, პირველად შემშურდა სხვისი სიხარული, ვერ გავიზიარე მამაო, არ მომინანიებია ეს მამაო, დედიკო კი არი გადახვეწილი გზავნის ფულს, მეუბნება ქალაქში ბინას გიყიდიო, გამოუგზავნა რაღაც თანხა მამას, მაგრამ ძროხები იყიდა მამაო.
-ეგეც კარგია.
-ხანდახან თითები მტკივა ხოლმე ამდენი ძროხის მოწველა ხო არის საქმე, დღეს ხატვაც გამიჭირდა, მოვინდომე. მაგრამ მამა იძახის ისევ შენთვისო, არ მინდა ეს ძროხები კი მიყვარს მაგრამ არ მიდნა ამდენი.
-მესმის
-გადაგრიე მამაო?
-არა სასიამოვნო მოსაუბრე ხართ
-ნამცვარი გასინჯეთ?
-უი- ვამბობ და ერთ ნაჭერს ვიღებ და პირში ვუძახებ, გემოების დღესასწაული ესაა და არა ტირამისუ ან ჩიზქეიქი. კარაქის გემო, ვანილი, რძე, კაკაო
-რა საოცარი ხელი გქონიათ კეკე
-რავი- დაიმორცხვა- წავალ მამაო, გვიანია უკვე რას იფიქრებენ.
-გილოცავ კეკე და აუცილებლად წახვალ ქალაქში
-ასე ფიქრობთ?
-დიახ, ვიცი
კეკე ფეხზე დგება
-გაგაცილებთ
-არა მამაო, ლაყუას გავყვები
-რას ამბობ?- ვუღებ კარს
ლაყუა მიყურებს
-ამაზე დიდი გული თუ გაქვთ წამოდით, მაგრამ რამდენი წელია არაფერს შევუჭამივარ და რაღა ახლა გადაირევიან ჩემზე?
კეკეს ვაცილებ, სიბნელეში მივდივართ, მე თეთრი პერანგით, კეკე თეთრი კაბით, ლაყუა თეთრი ბეწვით და გზაც თითქოს არც ისე ბნელია
-კარგი კეკე- ვჩურჩულებ
-დროებით მამაო, მადლობა. კარგი იყო
-მადლობა ყველისთვის და ნამცვრისთვის
-თქვენ სიკეთეს თუ ეგ გადამახდევინებს ძროხებს სახლში მოგიყვანთ.
-ნუ შეწუხდები- ვუღიმი და ვშორდები.

VIII

გქონიათ ისეთი შეგრძნება დილით რომ იღვიძებთ, არსად გეჩქარებათ, სუფთა ჰაერს გრძნობთ, საბანს მჭიდროდ იკრავთ სხეულზე, ცოტა გული გიჩქარდებათ, ბედნიერების შეგრძნება გიპყრობთ, საზრუნავიც თითქოს არაფერია და გგონია რომ ცხოვრება მართლა ისეთი საოცარია როგორც ამბობენ. კეკე გამახსენდა, კიდევ გამეცინა, ალბათ კიდევ გამოივლის და პირჯვარს გადაიწერს. ცოტა ხანს ცხოვრების სიტკბოობით კიდევ ვტკბები, გული უცნაურად მიცემს, თითქოს ადრენალინის შეგრძნებაა, ვერაფერს ვხვდები, ანაფორას გავხედე, რომელიც კარგად გასწორებული და გასუფთავებული იყო სკამზე გადაკიდებული, რატომღაც აღარ მომინდა მისი ჩაცმა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. სანამ ჩაის გეახელით, შემერგოს და მაამოს, ზედა გავიხადე, სხეულს თვალი მოვავლე და კეკეს გუშინდელი ნათქვამი გამახსენდა, ხარს რქების გაყრის რა გითხრათ, მაგრამ დიდად მიმზიდველი და სიმპათიური მამაკაცი კი გახლავართ, ღმერთს მადლობა ასეთი კარგი და თავმდაბალი რომ მოვევლინე ქვეყანას. წვერი დიდი მაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი არ მიხებათქო, ჩემ თავს ვუღიმი და მერე ვხვდები რომ სიგიჟის ახალი გამოვლინებება იწყება. ბუხარს გავხედე, შეშა აღარ მაქვს, საღამოს მტკიცედ გავაწვიტე ბუხართან წიგნის წაკითხვა და ჭიქა ღვინის დალევა. ეზოს მივაშურე და ახალი, ბოლო მოდის ცულმა მზეზე გაიბრწყინა, ზემოთ ავღმართე და მოხდენილად გავხლიჩე შუაზე შეშა, ძლიერი სხეული მაქვს, ღრმერთო ჩემი თავი ასე არ შემაყვარო, ვჩეხ და ვჩეხ შეშას, მერე ვფიქრობ ამ სიცხეში ბუხართან რატომ უნდა ამომხდეს სულითქო, მაგრამ რომ გაწვიმდეს. ბუხარი სულ მინდოდა, დამეთანხმებით რომ რაღაც ალოგიკური თქვენც გაგიკეთებიათ იმისთვის, რომ სიამოვნება მიგეღოთ და საკუთარი თავი დაგირწმუნებიათ რომ მოგწონთ. კიდევ მოვიქნიე ცული და ხმა გავიგონე.
-ლამბერსექსუალობას აწვებიათ მამაო თუ რა ხდება?- ცული ლამის ხელიდან გამივარდა, მაგრამ მოქმედების დროა, ცულს მხარზე ვიდებ და თვალებს მაცდურად ვავიწროვებ, მაგრამ თვალების დავიწროვება არ დამცალდა, კეკე ყავისფერ კაბაშია გამოწყობილი. თავზე, ფერადი თავსაფარი წაუკრავს და აწითლებული ლოყებით მიყურებს, სქელი ტუჩები ეპობა და იმ ბატივით მიყურებს რომელიც გვერდზე უდგას.
-კეკე დილა მშვიდობის- ვცადე ხმაში მიმზიდველობა დამტყობოდა, მაგრამ კეკემ ცალი წარბი რომ ზემოთ აწია მივხვდი გადავამლაშე და ცალი ფეხი კუნძზე შემოვდე, ახლა არ წავიქცე და არ მინდა არაფერი.
-მამაო წირვას აღარ იწყებთ?
-რა დროს წირვაა კეკე?
-ბატონო?
-ჯერ სოფელმა ლოცვა უნდა დაიწყოს, მერე წირვას თუ დაიმსახურებთ იქნება, სად მიდიხარ ახლა?
-ძროხებთან მამაო- რატომ არ მიდის
-კარგი, კეკე- იქვე დაგდებულ პერანგს ვიღებ და სხეულზე ვისვამ, კეკე უკან წევს თავს და ოხრავს
-თქვენც გარეკეთ მამაო?- ჩაილაპარაკა ნაღვიალი ხმით
-რას გულისხმობ კეკე?
-მამაო, ნამდვილი ჯან ბეი ხართ.
-ვინ?
-უკეთესი, დაგუგლეთ.
-ვინაა ჯან ბეი?
-სერიალს რომ ვუყურებ მამაო, მაგრამ უკეთესი ვერსია ხართ
-კეკე, კიდევ ერთხელ გეკითხები სხვა თვალითაც მიყურებ ხოლმე?
-კიდევ ერთხელ გიმეორებთ მამაო, ზეოგჯერ სულ ვერ გხედავთ ხოლმე, როგორც ახლა
-კეკე სცოდავ.
კეკემ პირჯვარი გადაიწერა და წავიდა
-საით?
-მდინარესთან ძროხები უნდა დავაბა.
მდინარეო? რატომ არ ვიბანავე მდინარეში, ხომ არ გავწვე ზოოპარკის გველივით და ჩემი სხეული კიდევ ერთხელ ვაჩვენო.
გეგმა დასახულია, საბა მდინარეზე მიდის, კეკეს ძროხებს უკვე გამარჯობა- გაგიმარჯოთი ვიცნობ, ის სახლში რომელიც მყავდა, ხვდება და ფრთხილობს, უზარმაზარი ხეების მკწრივი მდინარეს მიუყვება და ტოტებს ისე აფარებს თითქოს მალავსო, მაგრამ მზიან, სიყვარულით სავსე ქვებს და სუფთა წყალს ვხედავ, ხო და ჩავდივარ შიგნით, ლუკა გაახაროს ღმერთმა და შავი შორტი მაცვია, ქვემოთ ვქაჩავ და თეთრი საცვალის ზოლს ვაჩენ, მერე ქვაზე ვწვები, ძროხებსაც ვაბნებ, მიყურებენ, თან უაზროდ ილუკმებიან, მერე ისევ წყალში ჩავდივარ, საღამოს კეკეს ყავისფერმა კაბამ გაიელვა და წყლიდან ბაყაყივით ამოვხტი და ქვაზე გადავწექი, თვალები გავნაბე, მერე ისე დავიჭირე თავი თითქოს ვერ დავინახე.
-მოვედი გოგოებო- გაისმა კეკეს ხმა- აუჰ!
ტუჩები შეკვარი და ვეცადე არ გამცინებოდა, მაგრამ რა გამაცინებდა ქვა ისეთი ცხელი იყო დიდი ალბათობით დროზე თუ არ წავიდოდა შიშხინს დავიწყებდი
-მამაოა ეს?- იკითხა კეკემ, ისევ ძროხებს ელაპარაკება- არ რცხვენია ნეტაი?
ვიწვი, ზურგი გამოცხელდა, საშინელი შეგრძნებაა, წყალში ვერ ჩავალ, კიდევ მიყურებს არ მიდის.
-ჯერ შენ წამოდი- ჩურჩულებს კეკე
თვალს რომ ვახელ ყველას ნაცვლად სათითაოდ მიჰყავს ძროხები, გაჭრა, ღმერთო მაპატიე, ცოდვილი ვარ. მეორე ძროხის წასაყვანად სანამ დაბრუნდებოდა წყალში ჩავდივარ და მერე ისევ ვეხეთქები გვაქზე
-ჩაეძინა ნეტა?
მესამე ძროზახე
-ქვემოთ მოცურავს ლამზირა მამაო, მძინარი რომ წყალში ჩავარდეს რომ დაიხრჩოს? მამაო!
ყვირის და მეც ვითომ ვერაფერი დავინახე, მძიმედ წამოყავი თავი და დარცხვენილი წყალში ჩავხტი, ჩავყვინთე, მოვემზადე, მზერა, სველი თმა, წყლიდან ამოვყავი თავი ხელებით ქვას დავეყდენი, იმედია ბაყაყივით არ ვარ
-ოთხკაპი გაკლიათ მამაო და ზევსი ხართ- ჩაიცინა კეკემ და ძროხას მოქაჩა
-ხან ვიღაც თურქული სერიალიდან ვარ, ხან ზევსი, ზევსების არსებობას არ ვაღიარებთ.
-არც მამაო იქცევა ასე, მარა რას ვიზამთ
-კეკე მეპრანჭები?- რას ვბოდავ
-რას ბოდავთ მამაო?
-ბატონო?
-შემინდე მამაო
-ღმერთმა შეგინდოს
-გადამირიეთ ძროხები, ხომ ხედავთ აღარ მომყვებიან- ექაჩება ძროხას კეკე, ისტორიას ასე გამოპრანჭული და ლამაზი გოგო ძროხებთან ალბათ არ ახსოვს
-მამაო- რა ვეღარ წავიდა
-ირუჯებით?
-არა?
-აბა რომ იყავით წამოწოლილი?
-მზეს ვეფიცხებოდი.
-რატომ?
-სასარგებლოა მზის სხივები
-გამოდის სხეულზე არ ზრუნავთ მამაო
-არა
-აბა ეგ კუნთები რომ დაგიდიათ ვისთვის იპრანჭებით?
-ბუნებით ვარ ასეთი.
კეკე პირს აღებს და ძროხების მთელი ფერმა ერთიანად მიჰყავს სახლში.
იმ ღამეს ცალ მხარეზე მეძინა. დავიწვი, ზურგი მეწვის, მთელი ღამე წყალი ვისხი, მერე სახურავზე ავედი და ქარს შევუშვურე სხეული, მესიამოვნა, იქ ჩამეძინა, დილით კი სამოსის ხსენებაზეც მაკანკალებდა, კეკემ ჩაიარა, ისევ გამოიხედა, პირჯვარი არ გადაუწერია, საღამოს გავბედე და ტაძარში ავედი, ნათელა იყო, ლოცულობდა, მერე თემურიც ვნახე, კეკეს ისევ სხვა კაბა ეცვა, ლურჯი, წელში გამოყვანილი, თავზე ფერადი თავსაფრით, უცნაურად გამომხედა და ჭურჭლის რეცხვა განაგრძო.
სოფელი წირვას ელოდებოდა, მე კეკეს, კეკე რომ გათავისუფლდა ვთხოვე სოფელში მცხოვრები ხალხი გაეცნო ჩემთვის, წამომყვა, უკან მოჩანჩალებდა, არაფერი უთქვამს
-ვისთან მივდივართ?
-ელიკოსთან- მითხრა მოკლედ
-არ მინახვას ტაძარში
-რას ნახავდით მამაო, ჩავარდნილია, მაგ თუ ადგა კი იქნება ბუნების საწაული
-რა დაემართა?
-ასაკი მამაო, სტალინის დაბადება ახსოვს ლამის
-ნუ სცოდავ კეკე!
-ღმერთმა ყველა მიგვიყვანოს მაგის ხნეობამდე- ჩაილაპარაკა და მივტრიალდი, ქვემოდან ამომხედა და ისევ დახარა თავი
ელიკო განმარტოებით, მარტო ცხოვრობდა ხის სახლში
-ვინ უვლის კეკე?
-არავინ მამაო, მე მივდივარ ზოგჯერ
-შვილები?
-კი ყავს მამაო, მარა ვაი მისთანა ყოლას
-რატო?
-არ ხედავენ
-მარტო შენ რას გახდები მერე? ქალებმა მორიგეობა დააწესეთ, კურთხევაა ასეთითქო
-ბატონო?
-რა ვერ გაიგე კეკე?
-მე კი გავიგე, მაგრამ ვეტყვი რა, ჩემი რა მიდის
ელიკო საწოლში მყოფი საყვარელი ტუჩებგამქრალი ქალი უყო, კეკე რომ დაინახა გაუღიმა
-ჩემო ანგელოზო მოხვედი?
-ნუ ჩრიტინობ ელიკო!- დაიმორცხვა კეკემ და მერე მე გამომხედა
-ჩემი ანგელოზი ხარ
მე ვერ დამინახა ელიკომ
-დამაცალე ბუმბულები და შეგიკერავ ბალიშს- ჩაიხითხითა კეკემ და თავი წამოაწევინა- მამაო მოგიყვანე
-ვკვდები?
-რა დროს შენი სიკვდილია გოგო, უნდა გაგათხოვო აწი, კაცი მოგიყვანე ჯვარი უნდა დაგწეროთ
ელიკო ისე აკისკისდა არაა გამორიცხული რომ კიდე გათხოვდეს
-რა ენა გაქ კეკე, შენ არავინ გამოგიჩნდა პატრონი?
-ვაი იმის პატრონს მე რომ გამომიჩნდება- აკისკისდა კეკე და საბანი გაუსწორა- რა ჭამე დღეს გოგო?
-ვაფლი ვჭამე, იქინე რო იდო.
-მერე?
-კიდო ჯინჭველები?
-რას ჩრიტინობ ქალო?
-დასევიან და სანამ ენაზე არ მიკბინა ვერ გევიგე
-ეხ ელიკო, ბერდები და შტერდები.
-ნუ მარცხვენ მამაოსთან- პირზე ხელი აიფარა ელიკომ
-მამაოს უნდა შენთალ ლაპარაკი- თქვა კეკემ- შეგიწვა კვერცხი?
-ნუ შეწუხდები კეკე.
-გაჩუმდი ახლა.
-მოდი მამაო, ახალი ხართ?
-დიახ.
-რა ცხვიმპირი გაქ მამაო, უჰ რა დასანახავი ხარ.- შიხცადა ქალმა და შევიფერე
-ბოდიში?
-გეპრანჭება- გამიცინა კეკემ და გაუჩინარდა
-ცოლიანი ხარ მამაო?
-არა.
-რაფერ მოხდა?
-რავი.
-არც კეკეს ჰყავს ქმარი.
-ელიკო თუ გამევედი ჩაგასრისავ მაგ საწოლში- კივის კეკე მეორე ოთახიდან
-სულელი კი არი მარა მისთანა გული აქ რომე, ბევრი ვერ დეიკვეხნის, ჩემი ქონება - ხელი გაიქნია- კეკეს
-ოქრო სად გავდავმალო?- საიდან ესმოდა კეკეს ელიკოს ლაპარაკი არ ვიცი, მაგრამ ესმოდა
-შენ უნდა დამიტირო ჩემო კეკე, გეიშალო მაი თმები და იკივლო
-ვეღარ გამოგლეჯენ შენ თავს, დაგიტკაცო თუ თოხლო?
-დატკაცე შენი ჭირიმე.
-მარილს არ ჭამს მამაო, თეთრი სიკვდილიაო სადღაც წაუკითხავს, სიკვდილს არ იკარებს ახლოს.
-სიკვდილმაც დამივიწყა მამაო
-რას ამბობთ?
-ვწევარ ასე და იმდენი ცოდვა მაქვს კისერზე, მამა ანდრია კი მოდიოდა ხოლმე და ვინანიებდი, მარა იმდენი ცოდვა მაქვს, კიდო იმდენი რომ იაროს რაც მე მაინც ვერ ჩამოვთვლი.
-შენ შეჭამ მამო?- გამოყო ოთახიდან თავი კეკემ
-არა გმადლობთ.
-რატო მამაო, ნაჭამი ხარ? მდინარემ მოშიება იცის.
დღეს არვ ვყოფლვარ მდინარეზე
-ვიცი
-ბატონო?
-შეიწვა კვერცხი ელიკო.- გადააქვს ყირადღება კეკეს
კეკე თეფშით მოდის და ლექს ამბობს, ვაი მისთანა ლექს
-ხომ იცი რომ მიყვარხარ და ჩემი გული გელისო, გევეწები მაკოცნინე ბო-ზანდარა ელიკო!
-ჩემი სიკვდილი- მიირტყა ტუჩებზე ხელი ელიკომ
-არ მოდის და დაანებე თავი
-მამაო გოგო!
-უი შემინდე მამაო.
-შეგინდოს უფალმა- ვუთხარი სიცილით
-მარა სამი სეყვარებული ჰყავდა- არ ჩერდება კეკე
-რა?- გავიოცე
-მონანიებული მაქვს მამაო
-არა, გამიკვირდა იმ დროში, სიყვარული როდის იყო ცოდვა იყო?
-ელიკო ჭამე გაცივდა- დაუდგა მაგიდასთან თეფში
ელიკო წამოდჯდა
-მამაოს უთხარი ფარნავაზ მეფე მართლა ისეთი ძლიერი იყო, რავცარც ამბობენ?
-რა ვიცი შვილო მე
-მაშინ ახალგაზრდა ყოფილხარ.
-მრცხვენია თქვენთან ჭამა მამაო- გაიპრანჭა ელიკო
-რას ამბობთ, შეგერგოთ.
-ჭადს გაგიკეთებ ხვალე- ჩერთო კეკე
-ნუ შეწუხდები.
-მამაო არც შეყვარებული არ გყავთ?- წამოწია წინ თავი ელიკომ
კეკე და ელიკო ორივე ისეთი ინტერესით მიყურებს და ისე ელოდება პასუხს რომ ვიძაბები
-არა- ვპასუხობ მშვიდად
-ოო არაო- თავი დაუქნია ელიკოს კეკემ და ლამის იყვირა
-გევიგონე გოგო, ყურს კი არ მაკლია.
-რა?- ვკითხე კეკეს
შავი გაოცებული თვალებით შემომხედა
-არაფერი- ჩაიბურტყუნა
-მოკიდე მერე ჩვენ კეკეს ხელი მამაო, მაგისთანას სად ნახავ?
-ელიკოს ტრა-ზე მოგხვდება- უმარცვლის კეკე
-საღა მაქ გოგო ტრა-კი ხარხარებს ელიკო- დედა გვერდები მეტკინა, გადამაყლაპე შე დალოცვილო,
სიცილში ვყვები ორივეს მაგრამ რა მაცინებს ვერ ვიგებ
-შემინდე მამაო- თავს მიშვერს კეკე
-შეგინდოთ უფალმა.
-ქალბატონო ელიკო- ვიწყებ მშვიდი ხმით- თუ რამე დაგჭირდებათ აქ ვარ და მთხოვეთ
ელიკო ლუკმას თეფშზე დებს და მიყურებს
-გაგახაროთ ღმერთმა, ადამიანის დანახვა მინდა მეტი არაფერი
-დაინახავთ
-გეიხარე მამაო
-ჭამე გოგო!- ეუბნება მკაცრად კეკე- თეფშს გაგირცეხავ, მოასუფთავე კარგად, მოთხუპნული ქმარი გეყოლება.
-რამდენი წლის ხართ ქალბატონო ელიკო?
-ასმეერთეში გადავედი.
-მაგ მითხარი თორმეტის რომ გავხდი პირველად რომ კითხე, იმის მერე წლები გავიდა ელიკო- იცინის კეკე
-რა გინდა გოგო, ქონებას უტოვებთქვა ვუთხარი მამაოს
-მერე?
-რა მერე?
-რათ მინდა შენი ქათამი, ჩემი არ მეყოფა?
-რატო ქათამი მყავს მარტო?
-ის ყიზილბაშებმა წაგართვეს არ გახსოვს?
-კეკე, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს დაანებე თავი.
-რა კაი შვილი ხართ- მიღიმის ელიკო
-გმადლობთ- გავუღიმე
-ხო - ეთანხმება კეკე და იღიმის
-კეკე!

IX

იმ ღამეს კეკე ვნახე სიზმარში, ოღონდ ვერ ვიტყვი, თვალები ძლიერად დავხუჭე, გამომეღვიძა, ოფლად ვიღვრებოდი, ისევ მაკანკალებდა, რა ჯანდაბა დამემართა არ ვიცი, მაგრამ ეს რა იყო ესეც არ ვიცი, ვერ ვიტყვი, სხეულის და საკუთარი თავის დამშვიდებას სევუდექი, ცივი წყალი დავლიე, მერე საწოლს დავუბრუნდი, ცხელი იყო, ყველაფერი გადავატრიალე, მაინც ვერ გავგრილდი, სიზმრები კი არა ძილიც აღარ მეკარებოდა, კეკეზე ვფიქრობდი და გული გამალებით მიცემდა. მეორე მიზანი დავისახე, რომ კეკე ქალაქში უნდა წამომეყვანა საწსავლებლად და ამის ერთადრეთი გზა ის იქნებოდა რომ მამაის დაენახა რომ მართლა ღირებულ საქმეს აკეთებს და ამისგან ფულის გაკეთებაც შეიძლება. მეორე დილით ნიტას დავურეკე, ისე მიპასუხა თითქოს საუკუნის მეგობრები ვყოფილიყავით, დიდ თანხასაც დავპირდი თუ არაფერს მეტყოდა, ანგარიშიდან ფულის მოხსნამ არ დააყოვნა და ნიტა, თეთრი პერანგით, მკერდგადმოგდებული (ლამის) შორტებით და გრძელი ფეხებით ძვლივს მოღოღავდა სოფლის ორღობეში, არ დავენახე, მერე დამირეკა, ისეთი ხმა ჰქონდა შემეშინდა.
-სად მომათრიე აქ, ეს რომ მცოდნოდა ფეხსაც არ მოვადგამდი აქ ან თანხის დამატებას მოგთხოვდი, უკან როგორ გავბრუნდე?
-დარჩი თუ გინდა?
-სად ცხოვრობს?
-მესამე სახლია, დაუძახე კეკე და მიჰყევი ინსტრუქციას.
-საბა, მართლა დავიღალე
-გავიგე და დაგიფასება.

მთებში რომ მზე დასაძინებლად წავიდა, ნიტა ჩემი სახლის კარს მოადგა, კიდევ კარგი გამოცვლა მოვასწარი, ლურჯ პარკში შეხვეული კაბა ეჭირა და რომ დამინახა ამათვალიერა
-ოო, წვერი მოუშვი?- მკითხა ღიმილით და გადამკოცნა
-ხო, როგორ ხარ?
-მე ძალიან, ძალიან კარგად თავად?
-არამიშავს
-სახლის ზღურბლზე უნდა ვიდგე?
-არა, შემოდი
-ვინაა ეს გოგო ამხელა თანხა რომ გაირე მისთვის?
-შენ ვინ ხარ ამხელა თახა რომ მოგეცი?
-მე იმ გოგოს გამო მომეცი ის თანხა
-ხო, მამამისმა რაო?
-ორივე გაშტერებული მიყურებდა, სახლში შემიპატიჟეს, რომ გაიგეს რომ უკან ვბრუნდებოდი დარჩენაც შემომთავაზეს, მაგრამ ვუთხარი სხვაგან ვრჩებითქო
-რა?
-რა რა, გემუდარები ჩაი სად გაქვს გავიკეთებ- პარკს სავარძელზე აგდებს და კაკუნით შემოდის
-მე გაგიკეთებ?
-რა?- მეკითხება სიცილით
-ხო რა იყო, ჩაის გაკეთებას რა უნდა, გშია?
-კი, მაგრამ ღამე არ ვჭამ
-გასაგებია, ჩაიც უშაქრო ხომ?
-კი
-რაო კეკემ?
-გადაირია, მამა მომაგნესო, ის კაცით თვალებგაფართოვებული მიყურებდა
-კარგია
-რა, მართლა ვინ არიან, ისე გადავირიე, ისეთი ლამაზი კაბაა რომ სიამოვნებით ჩავიცვამ
-მაშინ ფული უნდა გადაიხადო
-ბატონო?
-ხო
-რა ხო, კაბა მე არ მრჩება?
-რატომ უნდა დაგრჩეს შენ?- ცხელ წყალს ვასხამ ფინჯანში
-აბა შენ რათ გინდა?
-რატო რა, ვინმეს მივცემ
-მისმინე, კილომეტრები მატარე ამისთვის და მგონი ვიმსახურებ, ნახე რა ტანზე ვარ, შეხედე ჩემ ფეხებს, არ მომიხდება?
გამაჟრჟოლა, ნიტა ან მართლა ლამაზი იყო, ან უნახაობის ბრალია
-კარგი, მაგაზე მოგვიანებით.
-ინტერნეტი არ გაქვს?
-არა
-როგორ ჩერდები აბა აქ?
-რავი, მაგას აქვს ხიბლი, გამომართვი- ფინჯანს ღიმილით მართმევს და სკამზე მოწვეტით ეცემა
-გადაიღვრება
-ნუ დარდობ, რამდენ ხანს რჩები აქ?
-მომავალ კვირას დავბრუნდები
-ხო თორე ლუკა ზედმეტად აგრესიული გახდა და სანამ მთელი გუნდი ავმხედრდებით ჩამოდი და ეგ წვერი გაიპარსე
-რატომ არ მიხდება?
-კაცის წვერი უნდა გჩხვლეტდეს სასიამოვნოდ ლოყაზე და ტუჩების ძებნა არ უნდა გჭირდებოდეს.
-ეგ სადმე ჩაიწერე არ დაგავიწყდეს
-ოხ, ეს რას მივაწეროთ?
-გადაღლას
-ისე მართლა ლამაზი სოფელია, კაბა გადმომიგდე რა?
პარკს ვიღებ და ნიტას ვუწვდი
-ნახე ტიპს რა ორნამენტები აქვს გაკეთებული გავგიჟდი, ეს უნდა იყოს აქ და ზატოს ქალაქის ცენტრში სამი ბუტიკი ჰქონდეს?
-მართლა მოგეწონა?
-მე და მოდა დაბადებიდან ვდაქალობთ, ლამისაა ბავშვი მოვანათლინო
-ბავშვი არ გყავს
-ხომ მეყოლება, ხო და როდის იყო ტყუილს ვამბობდი
-ოხ- მეცინება- ბებიაშენის დაკრძალვა რომ სამჯერ იყო დაგავიწყდა?
-აუ შენ რა ბოღმა კაცი ყოფილხარ- გაბრაზდა და პარკში კაბა ჩააბრუნდა- გადამატანე თან, ერთი ორი დღე რომ გაგეთავისუფლებინეთ ეგ სისულელები აღარ დამჭირდებოდა.
-შენი წვეულების გამო სამსახურში რომ უამრავ პროექტს აკლდები არაფერია?
-კი მაგრამ ხომ იცი როგორ მიყვარს ეგეთი ამბები
-მოვრჩეთ ახლა მაგაზე საუბარს
-როგორც გინდა, არ იძაბები ახლა ერთად რომ ვართ მარტოები სახლში?
-მოიცა- მეცინება- რა გინდა მაგით რომ მითხრა?
-ეგეთი საწყალიც არ ხარ
-ბატონო?
-რა რამდენი ხანია აქ ხარ გადმოხვეწილი და ჩემნაირ გოგოებზე ფიქრობ
-ვგონებ ჩემი ტუჩების მოძებნა გაგიჭირდება
-ვგონებ არა ის კიდევ, რანაირად საუბრობ, თუ მოვინდომე არაფერი გამიჭირდება
-მამა საბა- გაისმა ხმა და ტანში გამაჟრჟოლა
-რაო?- თვალები გააფართოვა ნიტამ
-არაფერი შეიმჩნიო და დარჩი მანდ, რაც არ უნდა გაიგონო?
პირდაღებულ ნიტას ვშორდები და კარისკენ მივდივარ, კეკე კართანაა ატუზული და სახლში ისე სწრაფად ყოფს თავს რომ ზედაც არ მიყურებს
-მოვიდა ნიტა?
-დიახ შვილო
-აქ დარჩება?
-კი- ვხურავ კარს
-მამაო, გაწუხებთ მგონი და აჯობებს ჩემთან თუ დარჩება
-არ მაწუხებს კეკე
-ქალია მამაო
-მერე რა
-ყველაფერი უჩანდა ლამის
-მერე რა?
-არ გეშინიათ?
-რისი?
-გაცდუნოთ
-თმენის ვალდებულება მაქვს კეკე
-საიდან გაიგო თქვენ რომ იყავით აქ?
-არ ვიცი, გზაში ვნახე და სასტუმრო სადააო, დარჩით აქთქო.
-მამაო, რატომ არ გაცვიათ ანაფორმა?
-იმიტომ რომ ასეა საჭირო და ცხელა
-მაგ ქალს ბევრი ფული აქვს მამაო
-ხო?
-ხო, ჩემგან კაბა იყიდა
-რას ამბობ?
-დიახ მამაო, იცი რამდენი გადამიხადა?
-მივიღე შეტყობინება
-რა?
-არაფერი
-გამოვიდეს მამაო, გოგოები ერთად დავიძინებთ
-არ ენდომება
-უნდა მამაო, ჩემი სტუმარია
-რას ამბობ კეკე სახლიდან ხომ არ გავაგდებ?
-არა ჩემთან წამოვიდეს, სხვა კაბებს ვანახებ.
-ნახავდა რომ უნდოდეს
-ვაჩუქებ
-ფული არ უჭირსო შენ არ თქვი?
-ნაჩუქარი ყველაფერი კარგია- მიღიმის კეკე
-წადი კეკე და დაისვენე
-არა მამაო
-რატომ?
-ჩემი სტუმარია
-კეკე მორჩი სისულელებს და წადი
კეკე მიყურებს და უკან ბრუნდება.

X

დღე მეორე ნიტას წასვლით და კეკეს კივილით დაიწყო, წვიმდა, საშინელი ტალახია, ფეხი სულ დამისველდა, ყოველთვის როდესაც წვიმა იწყებს რაღაც დაძაბული ვარ, პირველი დღე გამახსენდა კეკეს კივილი, კეკეს ხმა, გავრბივარ, უმისამართოთ, ხმას მივყვები, ტალახში დაგდებულ თეთრ სისხლიან სხეულს ვხედავ რომელიც ბეწვის გროვას ეკვრის და ტირის, კეკეს მამა უსახური გამომეტყველებით დგას და ხმას არ იღებს, ვერ ვხდები რას აკეთებს, კაცი სადგომისკენ მიდის და ხმაური ისმის, კეკესთან მივდივარ სხეულს ბეწვს ვაშორებ და მკვდარ სისხლიან ლაყუას ვხედავ.
-შეხედე რა გააკეთა- კივის კეკე და მეკვრის სისხლიანი ხელებით
-აღარაფერი დაგრჩება აქ რაც დაგაბრუნებს, თუ მიგყავს წაიყვანე მაგრამ ქალაქში ვერსად გამოაბამ- ღრიალებს კაცი და ძროხას ყელს ჭრის, პირზე უნებურად ხელს ვიფარებ და ვერ ვხდები რა მოხდა- წეეთრიე სადაც გინდა
-წამოდი- ვეუბნები კეკეს
-არ ჩამეეთრიო არასდროს აქ
-ლაყუა- კივის კეკე
-ასეთი უღმერთო როგორ ხართ?- ვეკითხები კაცს და ის იმდენად განრისხებულია რომ ზედაც არ მიყურებს
-მეუბნები რომ კიდევ მიყვარდეს?- მიღრიალა კეკემ და მკერდზე ხელი დამარტყა- მითხარი, ასეთი მამა უნდა მიყვარდეს, მეც მომკლავს, შეხედე, რას ამბობს შენი ღმერთი მამაო, მიპასუხე, რას მეუბნება ახლა მივიდე და ჩავეხუტო, ვაპატიო, გულში ჩავიკრა, კისერი მივუშვირო რომ მეც მომკლას?
-წამოდი- ვამბობ მკაცრდად
-რას აკეთებ მამაო მკტივა- გაიოცა კეკემ და შავი სევდიანი თვალები დახარა
-წამოდი, აქ აღარ დაბრუნდები, ვერ მოვაკლვლევინებ შენ თავს
-მკტივა
-წამოდი
კეკე ეზოდან გამყავს
-სად მიგყავს?- ღრიალებს კაცი
-სახლში!- გავძახედ და სველ სახეზე ხელი მოვისვი
ტელეფონი ამოვიღე და ლუკას დავურეკე, ვინმეს გამოგზავნა ვთხოვე
-მამაო გამიშვი
-წამოდი
-მტკივა
-ხომ გინდოდა წასვლა, ხო და მიდიხარ.
-სად?
-ქალაქში კეკე
-ასე რანაირად?
-ასე, თუ შენით არ წამოხვალ წაგიყვან
-გამიშვი ხელი
-წამოდი
სოფლიდან გავედით, ტყეში შევდივართ და გზას ვეღარ ვხედავ, კეკეს წამოყვანა უფრო რთული ხდება
-ვერ წამოვალ ასე
-წამოხვალ
-მოკვდება მამაო ელიკო
-ნათელა მიხედავს
-წამოდი
-ვერა- ღრიალებს კეკე და ჩემ ხელს იშორებს
-რა გინდა ეს არ გინდოდა?
-ასე ვერ დავტოვებ ვერაფერს, ვერ მივატოვებ ამდენ რამეს, რომელიც მიყვარს
-ხანდახან საკუთარ თავზე და შენ მიხნებზეც უნდა იფიქრო კეკე, მორჩა ძროხების მოწველა, მოენატრები და მამაშენსაც გადაუვლის, მიხედავენ შენ ბატებს, ლაყუა მოგიკლეს, აღარ მოენატრები, არავის მოენატრები ისე როგოც
-რა?
-მაგალითად მე
-რას ბოდავ მამაო
-მე დაგეხმარები
-რანაირად?
-აქ ყოველ შემთხვევაში ვეღარ დაგტოვებ, მორჩა წავედით, ლუკა უკვე გზაშია.
-მამაო შეიშალე
-მამაშენია შეშლილი
-რას ამბობ?
-გინდა დიზაინერი გახდე?
-მინდა
-მერე ძროხებს შეუკერავ კაბებს თუ ადამიანებს
-აქაც რომ მოვიდა ის ქალი ვიფიქრე აქედანაც შევძლებდი მუშაობას
-კეკე, აქ დომენიკო გაბანამაც რომ გახსნას მაღაზია არავინ ჩამოვა
-არ შემიძლია, ყველაფერს მოკლავს მამაჩემი
-ხო და მოკლას, დედაშენსაც უთხარი რომ ფული აღარ გაუგზავნოს
-რას ამბობ მამაო
-არ ვიცი რა გრძნობაა შვილის ყოლა, რა გრძნობაა ეს სიყვარული, მაგრამ არის რაღაცები, რასაც თუ ვერ დაკარგავ ვერ შეიყვარებ და ვერ დააფასებ, მოვა დრო და მამაშენი ჩამოგაკითხავს, მოენატრები, ვერ გაძლებს უშენოდ, მამაშენს უყვარხარ და ამას შენი დაკარგვის შიშით აკეთებს, ამას იმიტომ აკეთებს რომ ვერ წახვიდე, ყველაზე საყვარელს ეხება რაც გიყვარს, შენც შეგეხება
-ეს სიყვარული არ არის
-ალბათ შვილები რომ გვეყოლება მერე მივხდებით
-მე ჩემ შვილს ამას არ გავუკეთებ
-ხო და ღმერთი გაკვეთილს გიტარებს როგორი არ უნდა იყო შვილთან, დააფასე
-მარტივია შენი პოზიციიდან საუბარი, თქვენ ხომ მხოლოდ ღმერთის სიტყვით აკეთებთ ამას, მაგრამ ღმერთმა ეს გამიკეთა ხედავთ, ჩემი ძაღლის სისხლით მაქვს ხელები გასვრილი, შემომხედე რა გააკეთა ღმერთმა
-მამაშენმა გააკეთა
-მამაჩემი ღმერთმა შექმნა თუ ასეა
-მამაშენს ყველაფერი მისცა ღმერთმა საღი აზროვნებისთვის, თავისუფალი ნება მისცა, თავისუფალი ნება კი ბოროტად გამოიყენა, ასეთად გაზარდეს, ასეთად დაიბადნენ მისი წინაპრებიც და მათი ბრალია, მათი ბუნების, რომელსაც თაობიდან თაობას გადასცემენ, შენც შეგეძლო ლაყუას მოკვლა, იმიტომ კი არ მოკალი რომ ღრმერთმა გაგაჩერა, იმიტომ რომ ასე გინდოდა, ახლა მითხარი რამდენი რამის დათმობა გინდა შენი მიზნისთვის, რამდენ რამეს გაიღებ, რამდენად დიდია ის, რამდენად დიდია შენი ოცნებები, რამდენად მაღალია ამ მთებზე, ყველაფერი ერთად არ მოდის, ყველაფერს ასე ვერ მიიღებ, მარტივად. ერთროულად ვერ ჩაისუნთაქვ და ამოისუნთქავ, ყველაფერს აქვს თავისი დრო, შენი დროა გამოიყენე, შეეშვი ამ ბატებს და ცხოველებს, პირობას გაძლევ ელიკოს მივხედავთ და ყველაფერს რაც გიყვარს, ოღონდ ახლა წამოდი, გადადგი ეს ნაბიჯი.
-ყველაფერს მინდა რომ დამოუკიდებლად მივაღწიო
-რას ლაპარაკობ, მიწას წყალი რომ უსხა თესლი თუ არ გაქვს ხე ვერ ამოვა, ვიღაც უნდა დაგეხმაროს, ამიტომ შექმნა ადამიანები ღმერთმა რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, შენთან მე გამომგზავნა უფალმა და მომეცი შესაძლებლობა დაგეხმარო
-მაშინებ მამაო
-საბა დამიძახე
-რა?
-საბა დამიძახე, აღარ ვარ მამაო
-ნუ სცოდავთ
-წამოდი
-სად უნდა ვიცხოვრო ისიც არ ვიცი
-არაუშავს მოვა ყველაფერი თავის დროზე

გზაზე გავდივართ, კეკე ერთსაათიან ტირილს ასრულებს, მერე კი უკან გაწუწული მომყვება და მთავარ გზაზე გავდივართ, ისევ ტირის, ისევ ერთი საათი, კიდევ ერთი და ლუკაც მოდის, გაოგნებული სახით გადმოდის მანქანიდან და კეკესთან მიდის
-კეკე კარგად ხართ?
-არა
-ჩაჯექი!- ვეუბნები კეკეს
-ვერ გავაკეთებ ამას
-გააკეთებ
-არა
-ჩაჯექი
-ნუ მიყვირი მამაო
-ჩაჯექი- ვმარცვლი
-ვერა
-ჩათვალე გიტაცებ
-თქვენც შეიშალეთ
-მორჩა ჩაჯექი
-საბა, დაანებე ტავი ხედავ რა მდგომარეობაშია, რა გაყვირებს?
-კეკე, ამიხსენი რა მოხდა
-მამამის არ უნდა რომ ქალაქში წავიდეს, მამამის არ უნდა ისწავლოს, არ უნდა დატოვოს ის ადგილი სადაც დაიბადა, მამამის უნდა რომ მიხედოს ცხოვრების ბოლომდე და ძროხები წველოს, კითხე რაში იყენებენ გამომუშავებულ ფულს, საჭმლისთვის, სახლისთვის, კეკეს ბედნიერებისთვის, ის კაცი საკუთარი ბედნიერებისთვისაც არ ხარჯავს ფულს, არ იცის რა უნდა, ხო და კეკემ იცის რა უნდა, ჩააბარა დაფინანსება აიღო და ახლა არაფერი, უნდა დარცეს იქ, მამაშენს რომ გაუჭირდება რომ დაბერდება მიხვალ და მოუვლი, მომვლელს აუყვან, სხვა შემთხვევაში თუ ახლა არ გადადგამ ნაბიჯს ყურებ როგორ დაიტანჯება მამაშენი, უყურებ როგორ დაიტანჯები შენ და შეწირავ მთელ ცხოვრებას მამაშენს
-არა, მოკვდება მარტო
-დედაშენს დააბრუნდებ თუ კარგად მოიქცევი და იქნებ მათ შეუქმნა უზრუნველი ცხოვრება და მერე მათი ამაგიც ამ სახით დააფასო, მხოლოდ ყველის ამოყვანით ვერ მიეხმარები
-არა
-ჩაჯექი!
ხელს ვკიდებ და მანქანაში კივილით ვსვამ
-ჩაკეტე კარი- ცოტა ზედმეტი მომდის
ლუკა გაოგნებული მიყურებს და მანქნაში ჯდება
-საბა ზედმეტი მოგდის
-ჩაუკეტე კარი
კეკე კივილს ნახევარი საათი არ წყვეტს
-ხო მაინც უნდა წამოსულიყავი რა გაყვირებს?
-ასე არა, ასე ვერ დავტოვებ, ძაღლი უნდა დამემარხა
-ცოდვაა- საიდან მოვიტანე
-მართლა?- ჩაწითლებულ შავ თვალებს მანათებს
-კი, ლუკა თუ არ შეწუხდები მერე მაღაზიასთან გაუჩერე სხველი ხელსაწმენდები ვუყიდოთ, თორემ სერიულ მკვლელს ჰგავს ასე
-კარგი, მაგრამ მაინც ვერ ვხდები რა აყვირებს ხომ უნდოდა წამოსვლა
-ასეა, მაგრამ არ ვიცი რა ხდება, მამა ეცოდება
-მამას არ ეცოდები?- შეუტყრიალა კითხვა კეკეს - იშოვი ფულს და გაუგზავნი ხოლმე
-ყველა ქალაქში მიდის, მეც და იქ ვინღა დარჩება
-ის ვისაც მიწასთან მუშაობა სიამოვნებს, ის ვისაც ის მტები უყვარს და მისი ფასი იცის, შენი მოდისთვის ზედმეტად პატარაა
-იქედანაც შევძლებდი
-რას ლაპარაკობ, იცი რამდენი ადამიანი მღერის აფრიკაში იმაზე კარგად ვიდრე ახლა სცენაზე რომ ადამიანები დგანან და უამრავ ფულს აკეთებენ. იმაზე კარგები და ძლიერები არიან მაგრამ იქ რჩებიან, ვერავინ პოულობს
-მე ხომ მიპოვეს, ნიჭი არ იკარგება.
-დაკარგავ ხელებზე დაიხედე, შენი იქ დატოვება ცოდვის ხელსეწყობაა მამაშენი ალბათ რომ არ მოხვსულიყავი გცემდა კიდევაც, მე კი ამას ვერ დავუშვედბი.
-საკმარისია- კივის კეკე- მოაბრუნე მანქანა თორემ გადავხტები
-სად, მიბრუნდი და მამაშენი მაგ თქმებს არ შეგარჩენს, ძროხების წველაში ამოგხდება სული
-მერე რამდენი ადამიანი მოკმკდარა ასე?
-მაგრამ შენ სხვა მისიით დაიბადე.
ლუკა მანქანას აჩერებს და გადადის, უკან მივყვები კეკეს მანქანაში ვკეტავთ რაც კიდევ უფრო აგიჟებს
-რა ჯანდაბას აკეთებ?- მეკითხება ლუკა- გავიგე რომ ეხმარები, მაგრამ დაიარე სოფლები და იპოვე ნიჭიერი გოგო ბიჭები და საქველმოქმედო ორგანიზაცია გახსენი, ხომ ხედავ რა ხდება მგონი გულშიც ჩაგივარდა
-რას ბოდავ ბიჭო?
-უკან დაბრუნდი სანამ ჭკუიდან გადასულა
-სად?
-მანქანაზე ვამბობ
-გგონია არსწორად ვიქცევი?
-არ ვცი, სად მიგყავს
-სახლში
-რა?
-აბა უკან გაბრუნდება კახმა ჩემ თვალწინ ძროხა მოკლა, ცემს ამ გოგოს რა გავაკეთო?
-არ ვიცი, ჩაჯექი უკან და დაამშვიდე, მე ვიყიდი რაც საჭიროა
-კარგი
კარს ვაღებ თუ არა კეკე ჩემკენ მოდის და პერანგზე მებღაუჭება
-დავივიწყებ რომ მამაო ხართ და ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ, მიმაბრუნდეთ უკან
-კეკე საკმარისია!- ვღრიალებ ნერვებმოშლილი
-მიყვირეთ?
-როგორც გაიგონეთ, მოგიტაცე დამშვიდდი ახლა
-არანორმალური ხარ
-რას ამბობ, მიმაბრუნე მეთქი
-მირჩევნია მე მოგკლა ცემით, საწვავს მაინც დავზოგავ
-სად მიგყავარ სწავლა ჯერ არ იწყება, როგორ აპირებ მამაოების ფულებით ქალაქში ჩემ რჩენას?
მეცინება
ლუკა მალე დაბრუნდა, სველ ხელსაწმენდებს და ფენოვან ხაჭაპურებს გვიწვდის
-გაიწმინდე!- ვუწვდი შეკვრას
-არ მინდა, გამიჩერეთ
-გაჩერებულები ვართ, მაგრამ მივდივართ
შეკვრას ვხსნი და სისხლის მოშორებას ვიწყებ ხელებიდან
-ნუ მეხები- კივის კეკე- მკენ!
-მაშინ შენ გააგრძელე
-ეს ძალადობა არაა?
-საკმარისია, ხმა აღარ ამოიღე, უკვე დამღალე!- ვუგდებ შეკვრას
ქალაქში შევდივართ თუ არა ტანში ჟრუანტელი მივლის, სახლი მომნატრებია, ჩემ სახლთან ვჩერდები, კეკეს კარს ვუღებ და ფენოვანიც გადმომაქვს, რომელიც არ უჭამია
-სახლში აგყავს?- მეკითხება ლუკა
-ხო
კეკე ჩემ ხელზე იკლაკნება და გაშვებას ცდილობს
-სად მიდიხარ გოგო?
-სახლში
-მოვედით
-მადლობა ლუკა
-სულ გარეკე- აქნევს თავს ლუკა და მანქანაში ჯდება
სახლში შევდივართ, კარს ვკეტავ თუ არა კეკე მის გასაღებად მიდის
-ვერ გააღებ- ბარათი უნდა და მე მაქვს
-სად მომიყვანე
-ჩემ სახლში- ვამბობ მშვიდად
-ეს შენი სახლი რანაირადაა?
-შესაწირიდან კარგი ფული იშოვება
-დამცინი?
-არა
-გამიღე კარი
-დიდი მომავალი გაქვს და მე დაგეხმარები
-არ მჭირდება
-კეკე, უკვე ვბაზდები და ხმა წაგივა
-სად
-მე რავი ასე ამბობენ
-მორჩა, გადავხტები, სიმაღლის მეშინია, ეს რა კოლბაა?
-რა არ მოგწონს, პანორამული ხედია
წყალს ვივლებ, კეკე კი ისევ კივის სახლში, სუფთა ტანსაცმელს ვიღებ და რატომღაც გაუაზრებლად წვერს ვიპარსავ, მაგრამ ცოტას ვიტოვებ, კეკესთან რომ გავდივარ, კედელს ეკრის და კანკალებს
-რა?- ვეკითხები გაოცებული
-წვერს რა უქენი?
-გავიპარსე
-რატომ
-მამაო აღარ ვარ
კეკე ისევ კივილს იწყებს და უკვე ნერვები მეშლება
-წყალი გადაივლე
-რა?
-წყალი გადაივლე, სულ ტალახიანი და სისხლიანი ხარ
-რას მიკეთებ?
-ცხოვრებას გიწყობ
-რატომ?
-იმიტომ რომ შენზე ვღელავ, ახლა მამაო აღარ ვარ და შემიძლია მკაცრადაც მოგექცე
-ჭკუიდან შეიშალე
-ხო, მაგრამ მამაშენისგან განსხვავებით არ გცემ
-ახლავე, ახლავე გამირე კარი და გამიშვი აქედან
-არა
-რატომ?
-მე მინდა ასე, გაცივდები
კეკეს ხელს ვავლებ და აბაზანაში შემყავს
-გაიხდი?
-რა?
-გაიხდი თუ ასე გადაგავლო წყალი, თბილია ნუ გეშინია
ონკანს ვუშვებ თუ არა კეკე ისევ კივილს იწყებს, სისხლიანი და ტალახიანი წყალი მის ფეხებთან იწყებს დენას
-ასე კარგია თუ გავათბო უფრო
-შეიშალე?
-კეკე, ხმას ნუ იღებ
-მეშინია მამაო შენი
-ჩემი შამპუნი გინდა, იცი რა კარგი სუნი აქვს
-მოვკვდები- იკეცება კეკე და ჯდება, კანკალებს და მეცოდება
-მისმინე, ძაღლს გიყიდი
-არ მინდა
-საკერავ მანქანასაც
-არ მინდა
-სასწავლებელში გატარებ
-არ მინდა
-კარგად გაჭმევ
-არ მინდა- უფრო კივის კეკე
-აბა რა ჯანდაბა გინდა?
-მინდა რომ გავქრე
-ასე თუ გააგრძელებ ცრემლებისგან დაიცლები
-მეშინია
-ხომ ხედავ ვზრუნავ შენზე
-საკმარისია
-ხელი მომეცი შაპუნს დაგისხამ
კეკე ხელს მიწვდის, შამპუნს ვუსხამ და სახეში ისე ძლიერად მირტყამს ტკივილისგან ამოსუნთქვა მიჭირს
-მაპატიე ღმერთო- კივის კეკე
-ახლა ვიბანავე- ვამბობ გაოცებული- მამაოს ხელს ურტყამ?
-აღარ ხარ მამაო
კეკე წივილ კივილით ბანაობს, მერე გამომყავს, ჭყაპუნებს, ცოცხალი თავით არ უნდა გამოცვლა, მაგრამ სამოსს ვურჩევ, ოთახში ვაგდებ და ისიც ჩარლი ჩაპლინივით ჩემ შარვალში და პერანგში გამოწყობილი მოდის და მეცინება
-მაცადე აგიკეცავ- ვიმულხები მის წინ და შარვალ ვკეცავ- ჩაგვძრება თუ ქამარი მოგიტანო
-რა გამიკეთე?- მეუბნება შედარებით მშვიდად
-წყალი ამშვიდებს, ცემისგან და ტანჯვისგან გიხსენი
-გიჩივლებ
-მე მამაშენს ვუჩივლებ, გინდა? საჭმელი გამოვიძახე ჩაის გაგიკეთებ
-ამას რატომ მიკეთებ?
-მეგობრები არ ვართ?
-რას ამბობ?
კარზე ზარია, საჭმელი მოიტანეს, ღიმილით ვართმევ ბიჭს ცხელ კერძებს და მაგიდაზე ვდებ
-ნახე რა ხედი იშლება, ღამე ლამაზია ჩვენი ქალაქი
-სიმაღლის მეშინია ვერ ვუყურებ
-რა არ მოგწონს?
-არ ვიცი- ისევ ევსება ცრემლებით თვალები- მეშინია, მაშინებ
-არ უნდა გეშინოდეს, წვერი მიხდება ასე?
-რა?
-გავიპარსე და ასე ხომ უფრო მიხდება?
-ამდენი ფული საიდან გაქვს თუ სასტუმროში ვართ
-ხო
-მითხარი
-რა?
-სასტუმრო იყოს თუ გინდა
კეკე კანკალს იწყებს
-რა მოხდა
-აქ იმისთვის მომიყვანე რომ, მიშველეთ!_ ღრიალებს კეკე
-რა?
-სასტუმროს სხვა ფუნქციებიც აქვს, სოფელში სხვა ხმებმა არ ჩამოაღწია, ადამიანები აქ ისვენებენ კიდევ.
-საჭმელი მოვიდა, არ დამეხმარები ცხელია
-არ მინდა შენი საჭმელი
-მაშინ შენ გააკეთე უკეთესი, რა არ მოგწონს, შემწვარი ხორცი, ბაგეტები, სპაგეტიც კია ნაღებით, არ გიყვარს?
-არსოდეს მიჭამია ეგეთი სისულელები
-ამ სისულელებს უამრავ ქვეყანაში ჭამენ, გინდა სანამ სწავლა დაიწყება თეატრში წავიდეთ?
-თქვენ მართლა გაგიჟდით მამაო?
-საბა დამიძახე
-რა?
-საბა
-რატომ?
-რადგან დღეს წივილ კივილის დღე გქონდა ბარემ დღეს ღამე მოინელე ისიც რომ მამაო არ ვყოფილვარ, არასდროს, მაგრამ ღმერთის მწამს
-მატყუებ?
-არა
-კი
-მაშინ დაუჯერე შვილო მამაოს და იგემე საკვები
-ვინ ხარ?
-შენი მხსნელი.

XI

დილამდე იტირა, მერე პატარა ბავშვივით დაიღალა და ჩაეძინა, ჩემ სამოსში დაიკარგა, დაბანილი თმა დაეხვა და სახე დაეფარა, ისე მოიკუნტა სავარძელზე შემეშინდა სისხლის მიმოქცევა წესრიგში ჰქონდა თუ არა, პლედი გადავაფარე და მეც ჩამეძინა, თუმცა დილით გაღვიძება მაინც დავასწარი, ჩაი გავიკეთე, ჩემ სახლს განსაკუთრებული სურნელი აქვს, ვგიჟდები ისე მიყვარს, მიუხედავად იმისა რომ სოფელში ყველაფერი მქონდა აქ მაინც სხვანაირად ვიგრძენი თავი, გული ამიჩქარდა კეკეს რომ გავხედე გავშტერდი და მხოლოდ ცხელმა ჩაიმ მომიყვანა აზრზე, დიდხანს ვიყურე, მაგრამ არაფერი იყო სანახავი
-ძროხა, რომელი საათია?- ყოფს თავს და სქელი ტუჩები ეპობა
-აქ ძროხები არ არის- ვპასუხობ სიცილით
აზრზე მოდის და იუმორიც ერთვება საქმეში
-აბა შენ რა ხარ?
-შენი ძროხა ნამდვილად არ ვარ
-ხო შენ მოზვერი ხარ, ცხვის ტყავში გადამალული მგელი, რომელსაც ჩემი შეჭმა უნდა
-თქვენ ზევითა ხართ მე ქვევით როგორ აგიმღვრევთ წყალსაო, რამდენი დღე გაგითენდა ისე რომ ძროხა არ მოგიწველია
-უნდა წავიდე- ახლაგაღვიძებული ლოთივით უზარმაზარ ტანაცმელში და პლედში გამოხვეული იწყებს ტრიალს- ჩემი კისერი
-კეკე
-ჭირი
-მამაოს როგორ ელაპარაკები
-საშინელო კაცო, არა ადამიანო, ესე როგორ მომატყუე, აღსარებებს გაბარებდი.
-მე აღსარებას კი არ მაბარებდი გულს მიშლიდი
-ჩემი ცხოვრებიდან ამოგშლი.
-კეკე, ზედმეტი მოგდის
არ მისმენს
-კეკე
-გრეკავ რაღაცას, გზიდან ჩამომეცალე
მეცინება
-დედაჩემს უნდა დავურეკო, ალბათ მოახსენა მამამ ყველაფერი, რაღა ჯანდაბა ვქნა, რაღას შევასკდე ამ ჩერჩეტი თავით, რას დავეტაკო, სად ჭირში წავიდე?
-კეკე, რა გინდა გამაგებინე ძროხები ხომ აღარ გყავს მოსაწველი, შეირგე ნახე რა კარგი ამინდია, ჩაის გინდა
-სიკვდილი მინდა და არ გადარჩენა
-ამ დილიდან ასეთი წყევლა ვის გაუიგია?
-აბა დავგდე და შენთან ერთად ვილოცო, შე ბოროტო სულო, როგორ შეხვედი ტაძარში?
-კეკე, ასე ნუ მელაპარაკები
-დარეკვა მინდა დედასთან, მეშინია შენი
-მე საშიში არ ვარ
-ხარ.
-კეკე
-საზიზღარო
-კეკე
-არაადამიანო
-საბა მქვია
-საბა ტელეფონი მიდნა, უფალო შემიწყალე- კივის კეკე და მიყურებს
მერე ჩემ თავს ვუყურებ, პიჟამა მაცვია და უი წელს ზემოთ შიშველი ვარ
-ოხ ვითომ არ გინახავს
-მიგაწყევლი ახლა ისე რომ ფეხს ვეღარ გადადგამ ვერსად, როგორ მომატყუე, ამ სათბურში გამომკეტე და ახლა რა გინდა ჩემთან?
-რა სათბური იცი რა ღირს მაინც ეს სახლი?
-შენ სულზე ბევრად ძვირი, მაგრამ შენ სულს ფასი არ აქვს, უფასოა
-ოხ- მეცინება- ჩემ სხეულს რამდენად შეაფასებდით?
-მესექსუალურები?- თავს ხრის და პლედს მჭიდროდ იკრავს
-აიღე ტელეფონი და დარეკე- ვუწვდი ტელეფონს
- როუმინგი გაქვს ჩართული?
-ანგარიშზე საკმარისი თანხაა
კეკე კანკალით კრებს ნომერს სიარულს იწყებს
-დედიკო- იწყებს ტირილს და უკვე თვალებს ვატრიალებ- სახლიდან წამოვედი
მერე ფერი ეცვლება
-რას ამბობ დედა
ვიძაბები
-მამაოსთან ვარ სახლში
-
-ვაი რომ მამაო არ არის
-
-კაცია ჩვეულებრივი
-
-არ მოუტაცებივარ
-
-ხო
-
-წვერი გაიპარსა და ახლა ჩემ წინ დგას
-
-რა გავაკეთო?
-
-რანაირად?
-
-შენც ამას როგორ ამბობ?
-
-სადაა მერე ჩემი მომავალი?
-აქ ვარ- დავუქნიე ხელი, რა ჯანდაბას ვაკეთებ, კეკე ისეთი თვალებით მიყურებს ადგილზე ვშეშდები
-მირჩიე დედიკო რამე
-
-რანაირად დავღცე ამ კაცთან არაა მამაო?
-
-როდის
-
-უფრო მალე ვერა
-
-კაი დედიკო
-
-მეც- ტირილი წყდება და ბრაზიანი თვალებით მიყურებს- არ მინდა შენი ტელეფონი გამომართვი.
-არაფრის- ვართმევ
-დედაჩემი გამომიგზავნის ფულს და გადავალ ცალკე საცხოვრებლად.
-რას ამბობ გამოდის რჩები.
-შენ არ დარჩი ამ წუთისოფელში
-ბატონო?
-ასი წლის მერე, ღმერთო მაპატიე
-კეკე
-თუ კიდევ იტყვი ჩემ სახელს მოგკლავ, თავსაც მოვიკლავ და მორჩება ყველაფერი.
-რომეო და ჯულიეტა
-ნაკითხი ბიჭი ვარო?
-დალევ რამეს?
-ცეცხლს
-არ მაქვს, ჩაი მაქვს.
-არ მინდა შენი ჩაი
-მოკვდები მშიერი
-დაე მოვკვდე
-და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები.
-ბებიაშენმა თუ იცის ლექსების წერა რომ დეიწყე?- მეკითება და თმებს უკან იყრის
-არა ჯერ
-ხო და ნუ ეტყვი
-იუმორში მყვები?
-იუმორში კი არა კარებამდე არ გამოგყვები.
-კეკე
-აღარ თქვა ჩემი სახელითქო
-რატომ
-იმიტომ
-გინდა სერიალები ჩაგირთო?
-არ მინდა
-ჯანამი
-ჯანი
-მაპატიე, შემეშალა
-აღაც ჩემი ჯანია, აღარც ყალბი ჯანი- იკეცება და ისევ ტირილს იწყებს
-ოოო, კარგი რა, რა გატირებს
-მამაზე ვღელავ
-მამაშენს დედაშენი დაუკრეკავს
-ჩაიცვი
-რატომ, ხომ გონებას ხომ არ გირევ?- მის წინ ვდგები
-ცხოვრება ამირიე
-როდის გქონდა დალაგებული რომ აგირიე?
-რა სიკვდილი ვქნა აღარ ვიცი, ვეღარც ვტირი
-ოპერაში წავიდეთ
-ახლა აქედან გადი თორემ იმხელაზე ვიკივლებ ოპერას სახლში დაგიდგამ.
მეცინება და ვშორდები
-გინდა სამოსი ვიყიდოთ?
-არ მინდა შენი ნაყიდი არაფერი
-რატომ?
-რა გინდა ჩემგან
-შენი კარგად ყოფნა
-კარგად ყოფნა ქვია ამას?
-გინდოდა გეთქვა ყოფნა არ ყოფნა საკითხავი აი ეს არის?
-შექსპირი გიყვარს?
-დიდად არა. ჩაი გინდა
-არა
-ყავა?
-არა
-ღვინო?
-არა.
-წყალი?
-არა
-წვენი?
-არა
-გაზიან სასმელებს არ ვსვამ
-ჯანდაბა მინდა.
-ეგ არ მაქვს.
-შენ ხარ ჯანდაბა და ჭირი
-კეკე
-გადი
-კარგი რა, ნახე რა ლამაზია სამყარო, ადექი წავიდეთ, მითხარი რა ზომა სამოსი გინდა?
-შენი ნაყიდი არ მინდა?
-ვალად დაგადებ.
-გადი- ხრიალებს კეკე
-სად
-სადაც გინდა.
-რძე გინდა?
-ნეტა ვინ მოუწველა ძროხები
-მეტი სარდარდებელი არ მოგცეს ღმერთმა, დაკლა ძროხები და ვის მოწველიდა?
-ყველა დახოცა შენი აზრით?
-არ ვიცი
-ჩემი ბატები როგორ გაძლებენ უჩემოდ
-ღმერთო მიშველე- ჭიქას ვდგამ მაგიდაზე- გოგო, კარგს გაჭმევ, კარგს გასმევ, უნივერსიტეტში იწავლი, წარმატებული გახდები, სამოს შეკერავ ჩვენებებს მოაწყობ და დედაშენს დააბრუნებ აქ ამ ქვეყანაში, მამაშენს მიხედავ და შენი ცხოვრება გექნება, მეტი რა გინდა გამაგებინე?
-ბატებს რომ სიმინდი აჭამოს რაღა მეშველება მერე
-დიასვენებ, მოკვდებიან და დაისვენებ
-ნუ ლაპარაკობ ასე!- ვეღარ ყვირის კეკე
-აბა რა გინდა, წაგიყვანო სოფელში და მამაშენმა შენც მიგაკლას იმ ბატს?
-ნერვიულობს ნეტა?
-მე რა ვიცი.
-აბა რა ჯანდაბა იცი.
-ის რომ დიდი მომავალი გაქვს. დედაშენი მოაგვარებს ყველაფერს. აი რეკავს
-ძაღლი ახსენეო- ამბობს კეკე და მერე აზრზე მოდის- რას ვგავარ შეხედე, რას ვლაპარაკობ?
-დილიდან მაგას ვამბობ.
-ხო დედა
-
-მართლა?
ისევ ტირილი, თუ ტირილი ამას ქვია
-ძაან
-
-ღმერთო მიშველე
-
-რაო?
-
-დედიკო მიშველე
-
-კაი
ტელეფონს კალთაში იდებს და ხავის
-რაო?
-გადარეულია, არ შემუშვებ სახლშიო
-ძალიან კარგი
-მაგას როგორ ამბობ, ახლა რაღა სიკვდილი ვქნა?
-სიკვდილზე კარგი რამეები არსებობს
-მაგალითად?
-მე
-შენ სიკვდილი და არ გადარჩენა ხარ, ასე როგორ გამიმეტე?
-ახლა გაჩუმდი- კეკე კრთება- ყუურე ამას, გიხსენი და კიდევ მე ვარ დამნაშავე? რა ზომა ტანაცმელი გაქვს?
-არ გეტყვი
-გავიგებ
-ვერ გაიგებ- აფართოვებს თვალებს
-ნახე თუ არ გავიგო- ვიხრები მის წინ და ტელეფოს ვიღებ, ტექსტს ვკერბ
„ნიტა კაკეს რომ კაბა გამოართვი რა ზომაა?

ყველაფერი გარკვეულია, ტანჯულ ქალს შუადღით მოდური სამოსი მოსდის
-არ ჩავიცვამ მაგას
-შენი ზომაა, მართალია შენ რომ მაღალ მოდას ქმნი ისეთი არა, მაგრამ წავა
-არ ჩავიცვამ
-ჩაიცვამ
-არა
-კი
-არა
-კი
-არა
-კი, იგავ-არაკი
-არ ჩავიცვამ მეთქი
-ხო და იყავი ჩანჩურა
-რა მითხარი?
-ჩანჩურა ხარ
-ჩაიცვი, შენი ზომაა
-შემეშვი
-გოგო, დამღალე უკვე, მამაშენთან ვერ დაბრუნდები, მე არ გიყვირი კარგად გექცევი მეტი რა გინდა?
-გადი ოთახიდან
-გავალ, ჩაიცვამ?
-გადი, ხო
ნეტავ არ დავბუნებულიყავი, ქალბატონს მოკლე ნაჭრის შორტი და თეთრი პერანგი აცვია, ოღონდ ეს პერანგი ისევ ჩემია, ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა, დენდარტყმულ კაცს რომ შეშურდებოდა, პერანგის ბოლოებს იკეცავს და მიყურებს
-რომელმა ბოზანდარამ შეარჩია ეს ტანსაცმელი?
-რა?- აზრზე ვერ მოვდივარ
-მეტი მოკლე ვერაფერი ნახა?
-ფეხზე რატომ არ ჩაიცვი
-ვერ ვხმარობ ქუსლიან ფეხსაცმელებს
-სცადე
-გინდა კისერი მოვიტეხო?
-ეგ რომ მინდოდეს მამაშენთან დაგტოვებდი, კარგი ფეხები გაქვს ისე.
არაფერს ამბობს
-ჭამე და წარმატებული დიზაინერების მაღაზიები ვნახოთ
-რა?
მიზანში მოვარტყი
-მოდი ჭამე
-ძროხასავით ნუ მელაპარაკები
-ძროხებს შენ ელაპარაკები, ვინ გაკადრა?
ქსულიან ფეხსაცმელს იცვამს და ისე მოდის თითქოს სადაცაა დაეცემაო
-დიზაინერ ქალს არ შეგეფერება
-არ მშია წავიდეთ
-ახლავე ჩავიცვამ
-კარგს იზამ.

XII


ისე გამოვეწყვე თითქოს გრანდიოზული დაჯილოვება იმართებოდა და არ უნდა გამომეტოვებინა და ჩემი ჩაცმულობაც აუცილებლობას წარმოადგენდა, შავი პიჯაკი, თეთრი პერანგი, საათიც კი შევარჩიე და ქალბატონის წინ რომ დავდექი დავინახე როგორ მიყურებდა, თავი გაკვირვებული ლეკვივით გააქნია, კეკე ლიფტში შედის და ზურგით დგება, თვალებს ხუჭავს და მეც მის შეფასებას ვიწყებ, როგორც იქნა ჩავედით, მანქანის კარი გავუღე და გაოცებულმა გამომხედა.
-წინ დავჯდე?
-აბა უკან რატომ?
-მირჩევნია.
-ვერ გაუძლებ ცდუნებას თუ რა ხდება?- ვეკითხები ღიმილით
მანქანას ვძრავ და რადგან ქალბატონს დილით არ უგემია და ზოგადად კარგ ხასიათზე შეიძლება მოვიდეს ჭამის შემდეგ რესტორანში მიმყავს, არსად ავდივართ, პირველივე სართული რესტორანია შესაბამისად სიმაღლის შიში არ ექნება, კარშივე გვეგებება ერთი ბიჭი და გვიღიმის.
-დილა მშვიდობისა- გვესალმება თავაზიანად
-რა მინდა აქ?- მეკითხება ჩურჩულით
-უნდა ვჭამოთ თუ რამეს იტყვი იცოდე ვიყვირებ.
-მამაჩემის შემდეგ შენ გამაკვირვებ ასე გგონია- წარბებს წევს ზემოთ და ზედმეტად მაცდური ქალბატონი ხდება.
-დამეყრდენი არ წაიქცე.
-აქეთ მობრძანდით- არ ცხრება ბიჭი
-ნეტა თავს არ მომაჭამდე და არ დავეძებ- ჩაიბურტყუნა კეკემ და რესტორანში შეაბიჯა, საუკეთესო ადგილი შევარჩიეთ, ხედით და მცენარეებით გარშემორტყმული, კეკე მაგიდასთან ჯდება და სკამს რომ ვუწევ ისე მიყურებს თითქოს დანაშაული ჩავიდინე, ვიღაც გოგო მოქრის და მის გვერდით პატარა ოთკუთხედ კუბს დებს.
-ამაზეც კარგად ვზივარ- გაუღიმა კეკემ
-ჩანთისთვისაა- გაიკრიჭა გოგო და უცნაურად აათვალიერა კეკე, არ მესიამოვნა
-ჩანთა არ მაქვს, მერე მეორე სოფლიდან ამ ბიჭმა ჩამომათრია და ასეთ ჯორკოზე ლობიოს ვზელ ხოლმე და შენი წინაპრებიც ამას აკეთებდნენ, ნუ ცდილობ ჩამორჩენილად გამომიყვანო.
გოგოს ირონიული ღიმილი სახეზე შეახმა და გაშრა
-მენიუს მოგართმევთ- თქვა და გაიქცა
-რა გაუკეთე, მთელი დღე ჩაუმწარე ადამიანს.
-სად მომათრიე აქ, დანა-ჩანგლის პრაქტილული კურსი უნდა გავიარო თუ უნდა დარწმუნდე იმაში რომ ჩამორჩენილი ვარ.
-მგონი ეგ პრობლემა შენ გაწუხებდ და არა მე.
-სადმე ლობიანი რომ გეჭამა არაფერი უჭირდა.
-მშია და ლობიანს არ ვჭამ.
-მე ვჭამ და რამე პრობლემაა?
-არანაირი.
-ხო და ლობიანი მინდა.
-აქ არაა ლობიანი.
-მაშინ რა არის?
-დილით ლობიანს არავინ ჭამს.
-ცივი ლობიოც მიჭამია დილით ცივ მჭადთან ერთად, რამე პრობლემაა?
-არანაირი, ჩათვალე შენთვის გამოცდილებაა დიდი ადამიანი რომ იქნები და შეხვედრებს დანიშნავ რესტორნებში ლობიანზე ვერავის დაპატიჟებ, შესაბამისად უნდა იცოდე სად რა ხდება და როგორ უნდა მოიქცე, ახლა დამდე პატივი და ნუ მეუხეშები.
-მენიუ თქვენი- იკრიჭება გოგო
-გმადლობთ- ამბობს კეკე ისე რომ ზედაც არ უყურებს
-შევარჩევთ და დაგიძახებთ.
-დანა-ჩანგლის და კოვზების რაოდენობას ვერ ვხვდები- ამბობს კეკე და მენიუდან იყურება
-სამი ჩანგალია, პატარა ცივი კერძისთვისაა, საშუალო თევზისთვის, დიდი ძირითადი კერძისთვის.
-თევზს არ ვჭამ- ამბობს მშვიდად
-ნუ ჭამ.
-ხო და წაიღონ ეს ჩანგალი.
-მაშინ აალაგებენ როდესაც შეკვეთას გავაკეთებთ, დამშვიდდი.
-მშვიდად ვარ. ეს ფასებია თუ წონა?- მეკითხება სიცილით?
-კეკე საკმარისია.
-ხარჯე ფული ჩემი რა მიდის.
-ერბოკვერცხი მესხური ყველით და მიკრომწვანილით, ამ ფასად მთელ საქათმეს და ბოსტანს მოგყიდი რა უბედურებაა.
-მე ვიხდი შეგიძლია მშვიდად იყო.
-რატო არ გადაიხდი.
-კეკე უკვე დამღალე და ამ დანა-ჩანგალს ახლა სხვა ფუნქციას მივცემ იცოდე.
-არ აგერიოს, მე რომელი ვარ, თევზი, ძირითადი თუ სადილი?
-დესერტისთვის ზემოთ რომ დევს აი ის პატარა ჩანგალი
-ზედმეტად პატარაა- მიღიმის და მეც მეცინება
-გაინეტერესებს ერბოკვერცხი?- ვეკითხები ფღხილად
-კი ორი ულუფა მინდა, ბევრი უნდა დაგახარჯინო.
-ჩაი, ყავა?
-ყავა, რამე უცხო, ზედმეტად უცნაური და ძვირიანი მინდა. დესერტი რა მინდაო, რა წერია?- თვალებს ავიწროვებს და მეცინება
-რა ვერ გაიგე მანახე?
-არა უბრალოდ ამხელა სახელები რას ნიშნავს, ლობიო რომ ეწეროს ახლა აქ და ლობიო მწვანილით, მოთუშული ხახვით, სანელებლებითა და ანკარა წყლით, დაწერე პირდაპირ ლობიო, რთულია?
-ლობიო არ არის აქ, სხვა კერძებია.
-ცეცხლი ჭამე შენ კეკე- ჩაიბურტყუნა
-საკმარისია.
-რას მაჩუმებ ერთი ვიცოდე?
-არ გაჩუმებ, უბრალოდ გეუბნები რომ დამშვიდიდი.
-მშვიდად ვარ.
-გეტყობა.
ერბოკვერცხი რომ მოაქვთ კეკე სიცილს იწყებს
-უხერხულია- ვცრი კბილებიდან
-ვიფიქრე ქათამი დაგვიდებდა და მოგვიტაფავდა პირდაპი ჩვენ წინ, ეს რა უნბედურებაა?
-ჯერ გასინჯე.
კეკე ჩანგალს იღებს და კვერცხს სინჯავს.
-გემრიელი არის კი.
-მადლობა ღმერთს.
-შენ ღმერთი საერთოდ არ უნდა ახსენო.
-ეს გვერდით რომ გიდევს, ის ნაჭერი მუხლზე დაიფინე.
-ვგავარ თოთო ბავშვს?
-გამოგადგება შემდეგში.
-ლოგინად ჩავარდნა არ არის ჩემი მიზანი.
-დამღალე უკვე, ერთი სიტყვა მაინც მათქმევინე რომ არ შემეპასუხო და ჭამე.


-წარმოგიდგენია ხალხი რაში იღებს ფულს?- მეკითხება მანქანაში რომ ჯდება
-რა არ მოგეწონა ვითომ?
-ჩვენთან ნამდვილი კაი ყველი რომ ბაზარში ხუთ ლარზე მეტი ღირს გვიხარია და ესენი ერთ კვერცხში ხუთი თავი ყველის ფულს გვახდებინებენ.
-განსაკუთრებული რეცეპტია და იმიტომ.
-შენ ახლა გჯერა მაგის?
-რა არ მოგეწონა?
-ზედმეტად გაბერილი ფასები, მაგ ფასად ხუთას კვერცხს შეგიწვავ და არანაკლებად გემრიელი იქნება
-მარტო კვერცხზე გაქვს პრეტენზია თუ ხორცზეც?
-არა ხორცს მე ვერ ვწვავ კარგს, ეგ არ ვიცი.
-მაშინ გიყიდი რაც გინდა და შენ შენ მოამზადემ ვნახავ ლაპარაკის გარდა რა შეგიძლია
-მაღაზიებში არ მივდივართ?- მეკითხება შედარებით მშვიდად
ლუქს ბრენდების ნაკლებობას ჩვენი ქვეყანა განიცხდის, მაგრამ რაც არის იქ მიმყავს, არ მინდა მასმარკები ვანახო, რადგან მინდა მიზანი უფრო დიდი ჰქონდეს, იქაც გვესალმებიან, ხელებში გვიყურებენ ხომ არაფერი გვიჭირავს და უკან დაგვყვებიან, რაც კეკეს არ აღიზიანებს.
-ქურდები ვგონივართ?- მეკითხება ჩურჩულით
-არა, ცდილობენ თუ კითხვა გაგვიჩნდება მაშინვე გვიპასუხონ.
-აა- გადმომჩურჩულა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა
-ლამაზია- ამბობს წუთების მერე
-მიხარია რომ რაღაც მოგეწონა.
-მაღაზიაც კარგია, კი- დამიქნია თავი- რა ქვია?
-ბარბერი
-აა, ვიცი, ჰემპშირის საგრაფოს პატარა ქალაქ ბეიზიგსტოუკში დაიწყო მათი ისტორია 1856 წელს.
-კიდევ?- ვეკითხები თვალეგაფართოვებული
-იქ გახსნა მაღაზია მერე თომას ბარბერი, ოცდაერთი წლის იყო, წარმოგიდგენია რა ახალგაზრდა იყო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მაგათ მაღაზიაში ოდესმე მოხვდებოდი- აიფარა პირზე ხელი
-ასე იცი დიზაინერების ისტორია?
-კონკურენტებს უნდა იცნობდე.
-აუ, შენ ზედმეტად დიდი მიზნები გქონია- გამიკვირდა
-მოვკვდები ახლა, იმ ჩანთას გახედე- მეუბნება და ხელით ეხება- ხომ არ მიყვირებენ?
-არა- გადავჩურჩულე
-დედა, შეხედე შიგნით, რთულია ამის შეკერვა, სულ მინდოდა ჩანთის გაკეთება
-მოგვეცით- ვამბობ და კეკე ყურებს ცქვეტს
-რას აკეთებ?- მეკითხება გაოგნებული
-ვყიდულობ, ხომ მოგეწონა?
-არც კი გაბედო.
-რატომ?
-ამას ვერ გადაგიხდი
-ჩემთვის ვყიდულობ რა გინდა?
-შენ რათ გინდა?
-მინდა
სანამ კეკესთან ვკინკლაობდი გოგონამ ისე შეფუთა ჩანთა რომ კინკლაობა დასრულებულიც არ იყო.
-შენი საყვარელი კი არ ვარ
-მერე რა საყვარელო.
-ნუ მეძახი ასე!
-დღეს ოპერაში მივდივართ
-რა?
-ოპერაში, გინდა რამე კაბაც ავიღოთ?
-ამდენი ფული საიდან გაქვს?
-ვმუშაობ ბევრს და იქედან?
-სოფელში რომ იყავი?
-სხვები მუშაობდნენ- ვაპსუხობ ჩურჩულით
-ლუკასაც ამდენი ფული აქვს?
-რაში გაინტერესებს ლუკა?- ვეკითხები გაკვირვებული
-ისე, მართლა რას აკეთებთ?
-რესტორნების და სასტუმროების ქსელი გვაქვს.
-კაბაც გვინდა- ვამტებ ღიმილით
-კაბაც შენთვის გინდა?- მეკითხება უხეშად
-აქ თუ განსაზღვრული თანხის შენაძენს არ გააკეთებ ვერ გახვალ მაღაზიიდან
-მატყუებ ეგეთი დებილიც არ ვარ.
-მიდი აარჩიე, შორტებით ოპერაში ვერ შეხვალ
-იმ წვილ-კივილს ვერ გავუძლებ.
-გაუძლებ, თან ბალეტია დღეს და არა ოპერა
-არა
-კი
-კაბა გვინდა, დახვეწილი თეთრი.
-რატომ თეთრი?
-გიხდება
-შენი საყვარელი კი არ ვარ
-ე გოგო ამოისუნთქე

კეკე თეთრი კაბით ოპერაში შემყავს და მაშინვე ყველას ყურადღებას იპყრობს, ულამაზესია, მასთან სიახლოვე მსიამოვნებს და თავს საოცრად ამაყად ვგრძნობ.
-იცი დღეს გედების ტბაა.
-რა?- მეკითხება და ჭაღს უყურებს
-საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ბალერინა ცეკვავს
-მართლა?
-ხო იქ მცხოვრებ ქართველს გაყვა, ნიკოლოზი ქვია და თუ აქ არის გაგაცნობ
-იცნობ?
-კი- დავუქნიე თავი ამაყად
-ხელი მომეცი- გავუწოდე ხელი
კეკემ ინსტიქტურად ჩამკიდა ხელი და დარბაზში შევედით.

XIII

ოპერიდან დაბურუნებული კეკე სულ სხვანაირი გახდა, ლოყები აუწითლდა და პატარა ბავშვივით ეთამაშებოდა კაბის ბოლოებს, თვალებგაფართოვებულ იმზირებოდა და თავს აქნევდა.
-ვერ წარმოვიდგენდი რომ ასე მომეწონებოდა- აღმოხდა გახარებულს და სისხლისფერი ტუჩები გაეპო
-მიხარია რაღაც მაინც რომ მოგეწონა- თავი ამაყად ვიგრძენი და შევიფერე
-მართლა კარგი იყო, მადლობა- მითხრა და მოულოდნელად მხარზე ხელი დამადო და ლეკვივით თავი გვერძე გადახარა, ისე გავხედე მის ხელს და ისე მოულოდნელი იყო რომ თავადაც შერცხვა და ხელი უკან წაიღო
-გედოს თუ გინდა- ვთქვი ღიმილით
-კვერცხს შეგიწვავ, დამისახურე- თქვა ამაყად
-არ მჯერა- თავი გავაქნიე- მართლა შემიწვავ კვერცხს?
-შენ ახლა დამცინი?
-არა- გამეცინა
-მაშინ მაღაზიაში შევიდეთ.

ქალბატონმა ჩემი შარფი თავზე წაიკრა და ისეთი ლამაზი და საყვარელი გამოჩნდა რომ მთელი დღეც რომ გემზირა არ დაიღლებოდი.
-ყველს გახეხავ?- მკითხა მოულოდნელად
-რა?
-ყველი, გახეხავთქო?- გამიმეორა კითხვა, პასუხად პჯაკი გავიხადე და სავარძელზე გადავკდე, ამ წამებშიც კი მოვიფიქრე რაღაც ხო და ორივე ხელით ყველს შევეხე მერე სახეხს და მოხდენილად დავიწყე ხეხვა
-აუ,- წამოვიყვირე და კეკემ გამომხედა- შეგიძლია პერანგი ამიწო?
-რა?
-დამესვრება- გავიკრიჭე
კეკე ჩემთან მოდის და იმდენად მოხიბლულია კვერცხის შეწვით რომ ამ წინანადებაზე მთანხმდება, თლილ თითებს პერანგის ბოლოებს აწყობს და ღილს ხსნის, სახე ეფარკლება და მაჯებამდე მიკეცავს
-ჰალსტუხიც მიჭრს- ვეღარ ვლაპარაკობ პირი მიშრება
ჰალსტხუს ქაჩავს და სახეს ვცვლი
-ჩემი გაგუდვა გინდა?
-ახლა აღარ- ამბობს და თავიდან მაშორებს
-ღილიც შეხსენი- ვამბობ და ამაზეც მთანხმდება, მაგრამ მისი აწითლებული ლოყების დანახვა იმდნად მახარებს რომ ვთამამდები
-მეორეც
კეკე იძაბება
-მესამეც ცხელა ხომ ხვდები?- ვამატებ
-შარვალიც ხომ არ გიჭრს?- მეკითხება ირონიული ღიმილით და გამარჯვებული სახით თავის კვერცხს უბრუნდება
-ამოვისუნთქე- გავუღიმე და მორცხვად გამომხედა- წვრილად?
-ხო
ყველს ნელა და მიმზიდველად ვხეხავ, რთული წარმოსადგენია, ან მე მგონია რომ მიმზიდველია და კეკესაც, რა მოხდა მერე.
-მოვრჩი- ვამბობ წუთების მერე და ჯამს ვუწვდი
-ჩაგიყარო?- ვამატებ და მასთან მივდივარ
-არა მე თვითონ, დადე.
-როგორც ინებებთ- ვამბობ მაცდური ხმით ისე თითქოს სახეხის რეკლამას ვაკეთებდე
-რაღაცამ მიკბინა მგონი ყელთან ნახე- ვამბობ და დასვრილ ხელებს ვფარხჩავ
-დაიბანე ხელი და თავად ნახე.
-რამე სერიოზული რომ იყოს?- გავაფართოვე თვალები
-მე არ მიკბენია, გადარჩები- მეუბნება სიცილით
-კარგი წარმოსადგენია
კეკეს ღიმილი სახეზე ახმება და ისე გამალებით თქვეფს კვერცხს რომ უკან ვდგამ ნაბიჯს არაფერი შემომაწუწოს, ხლებს ვიბან და ვიმშრალებ
-ღვინო გინდა?- ვკითხე მშვიდი ხმით
-მე არა, შენ გიწვავ და თუ გინდა გახსენი.
-შენ არ შეჭამ?- გავიკვირვე
-გავსინჯავ- ამბობს და სქელ მასას ტაფაზე ასხამს
-გავხსნი.
-გახსენი რა, ისე კარგი ხელი გაქვს შენც?
-რა?- დავიბნი
-ვაშამი რომ მომიწყვე
-აა, შენც კარგ ნამცხვრებს აცხობ.
-თუ კარგად მოიქცევი კიდევ გავაკეთებ
-მეტი რა გავაკეთო?
-რავი- აჩეჩა მხრები- არა, ბარბრის კაბით კვერცხს თუ შევწვავდი ვერ წარმოვიდგენდი
-კეკეს კაბებით ძროხას წველიდი და დიდი ამბავი
ესიამოვნა, დაიმორხვა და საყვარლად ჩაიცინა
-ნახე როგორ იწელება
გვერდით ვუდგები და ლამის ლოყაზე ლოყით ვეხები, კვერცხი კი არა სპილოც რომ იწელებოდეს ვერაფერს დავინახავ, მთელი ყურადღება მის ყელზე გადამაქვს და ნერწვს ისეთი ხმაურთით ვყლაპავ, კვერცხსაც უკვირს და ჩუმდება
-რას აკეთებ?- მოატრიალა თავი და ლამის ტუჩებთან გაწორდა
-არაფერს კვერცს ვუყურებ
-ხო ნახე მერე
-კი
-წადი, გახსენი ღვინო
-კაი- გაბუტული ბავშვივით მივდივარ

ქალბატონი მასას თანაბრად ანაწილებს თფშებზე მაგრამ დიდი წილი მე მხვდება
-მე რატომ ამდენი?- ვკითხე გაკვირვებულმა და კორპსაძრობი ბოთლის გვერდით დავდე
-კაცი ხარ.- ამბობს სიცილით
-ჩემ გეომეტრიულ დაფას ებრძვი?
-რა?
-გეომეტრიულ დაფას, გინდა რომ გაქრეს?
-ვერ გავიგე- ფრთხილად ჯდება სკამზე
პერანგს ზემოთ ვწევ და კეკე ლამის სკამიდან ვარდება
-ერთი კუბი ორი,- ვიწყებ დათვალს
კეკე თავს ხსრის და ხელები უკანკალებს
-ვითომ არ გინახავს- ამაყად ვჯდები მაგიდასთან ჩანგალს ვიმარჯვებ და ვჭამ, გემრიელია, მაგრამ მაინც კვერცხია
-არა კარგია, ჯობს- ვამბობ და კეკესაც უხარია მაგრამ ლოყებზე სიწითლე მაინც აქვს
ღვინის დიდ ყლუპს სვამს და თავს ხრის
-დედა ფულს გამომიგზავნის მალე- ამბობს ბურტყუნით
-მერე?- დავიძაბე
-მერე ის რომ გადავალ.
-ამხელა სახლია, ლამის სულ არ ვარ ხოლმე და შეგიძლია აქ დარჩე, რატომ უნდა იხადო ათასები ბინაში?
-ათასი?
-ხო
-ასე ძვირია?
-რავი
-ვიშოვი სამსახურს
-სანამ სამსახურს იშივი და ხელფასს აიღებ, ანუ გამოდის რომ აღარ ბრუნდები სოფელში?
-არა- აქნევს თავს
-კარგია, ლამაზი გოგო ხარ უნივერსიტეტში ბევრი თაყვანიცმემელი გეყოლება
-ეგ არაა ჩემი მიზანი
-აბა რა- მცდება პირიდან
კვერცს ბოლომდე ვჭამ და მარილიანია, მაგრამ არ ვიმჩნევ
-სად დაიძინებ?- ვამბობ და სიმლაშის გასაქრობად ლამის მთლიან ჭიქას ვცლი
-სადაც მეტყვი
-დარწუმებული ხარ?- მეცინება
-ხო რავი
-დიდი საწოლი მაქვს
-ესე ნუ ხუმრობ, ჯერ კიდევ როგორც მამაოს ისე გიყურებ,
-მაშინაც არ მიყურებდი- ერიჰა, ღვინო მომერია.
-რას გულისხმობ?- დაიბნა კეკე და თავადაც მოსვა ღვინო, დიდება ღვინოს!
-არაფერს, სტუმრების ოთახში დაიძინე, აბაზანა იცი სადაცაა
-თუ დაამთავრე თეფშს გავრეცხავ.
-მე თვითონ.
-მე გავრეცხავ, რა პრობლემაა?
-სულ ვფიქრობდი იმას ცოლი რომ მეყოლება ასეთ დეტალებზე არ შევაწუხებთქო, ცოლი მოსამსახურედ კი არ მინდა, დედოფლად დავისვამ სახლში და იმდენად მეყვარება რომ ყველა სურვილს შევუსრულებთქო.
-მე შენი ცოლი არ ვარ
-მაგრამ უნდა გააცნბიერო რომ ასეთი საოცარი მამაკაცებიც არსებობს სამყაროში- ვგდები და ჩემი თეფში ონკანთან მიმაქვს- ისე ჭურჭლის სარეცხი მანქანაც მაქვს, მაგრამ მაინც ხელით ვრეცხავ,თავგანწირული კაცის იერი რომ მქონდეს, კეკესაც ვართმევ თეფშს რომელიც ჩემს უკან რიგში დგას
-რა საოცარი კაცი ვარ, სანთლით უნდა ეძებო- ვბურტყუნებ ჩემთვის
-აბა- ირონიულად იღიმის კეკე- ხელზე რომ დაეღვენთოს ვინმეს და რამე იტკინოს?
-ისე შენც მოგეკიდა ღვინო- ვამბობ სიცილით- მგონი დავმეგობრდით
-რა?
-არ დავმეგობრითქო?
-რავი.
ხელს ვუწვდი და კეკეც მართმევს
-მეგობრები ერთმანეთს ეხუტებიან
-საკმარისია, მანახე ჩემი ოთახი
კეკე დასაძინებლად რომ მიდის ლუკა მირეკავს
-ჰო
-შეამოწმე შეტყობინებები, სამსახურში გამოდი, აღარ შემიძლია ნუ გადაყევი მაგ გოგოს თან და რამეში მაინც მომეხმარე.
-კარგი
შუაღამემდე შეტყობინებებს და რაღაც ხელშეკრულებებს ვკითხულობ, მერე ხმა მესმის, კეკე ადგა, წყალი? ხო მეც მწყურია პიჟამა გავიხადე, ნამძინარევი სახის მიღება არ გამჭირვებია, რადგან ისედაც ამდენი კიხვით კარგ მდგომარეობაში მაქვს სახე ხო და მკრთალ განათებაში კლაკვნით გავედი, შარვალი ოდნავ ქვემოთ ჩავწიე და კეკე ოკნაკთან საბანშემოხვევული დგას
-აქ ხარ კეკე?- ვიკითხე ხავერდოვანი ხმით, შეეშინდა და ჭიქა ხელიდან გაუვარდა
მერე გამომხედა და სიბნელეშიც კარგად ჩანდა, შესაამისად მეც
-მაცივარშია წყალი- გამოვაღე და მითოლოგიური გმირივით მაცივრის სინათლე ჩემ სხეულზე ალიცლიცდა
-ცივი წყალი გინდა?- ბოთლი გამოვიღე და კეკეს გავუწოდე
-არა, მეყო უკვე.- თქვა მოგუდული ხმით
-მაშინ კარგი- ვხსნი თავსახურავს და კარს ცოცხალითავით არ ვკეტავ საბანშიჩაფლული კეკე სულ წითელია და ვერსად მიდის, ოხ რა საოცრება ვარ, რა მოხდება ახლა ეს საბანი რომ გაუვარდეს, დებილი ბავშვივით ბოთლს ოდნავ ვაშორებ ტუჩს და სხეულზე ცივი წვეთები მეცემა, კეკე უკან დგამს ნაბიჯს იმდენად კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით რომ საძინებელში რომ შევალ ჩემ თავს ჩავეხუტები.
-დავისვარე- ვამბობ და წარბებს ვკრავ, ხელს ჯერ ტუჩებზე ვისვამ, მერე მკერდზე
-თუ დალიე წყალი აქ რაღას დგახარ?- ვკითხე გაკვირვეულმა
კითხვა დასრულებული არ მქონდა რომ კეკე ოთახში დათვივით საბანშემოხვეული გარბოდა.

XIV
სამსახურში დასაბრულებლად მოვემზადე, კეკეს გაღვიძება დავასწარი და ცოტა ხმაურიც გამოვიწვიე, ბუნებრივია მარტო ცხოვრებას მიჩვეული ვარ და ასეც მოხდა, გაწეწილი თმით და თეთრი კაბით გამომეცხადა.
-სავარცხელი არ გაქვს?
-შენც ბედნიერ დღეს გისურვებ- გავუღიმე და გამეცინა
-სავარცხელი
-არ ვიყენებ, მოკლე თმა მაქვს
-ცუდ დღეშია ჩემი თავი.
-ჩემს გარდა მაინც ვერავინ გხედავს
-რა?
-არაფერი, დღეს სამსახუში უნდა გავიდე
-გადი
-დარჩები შენ მარტო?
-დავრჩები, მაგრამ დედაჩემმა შეიძლება დაგირეკოს
-რომ ვუპასუხო დაშავდება რამე?
-არაფერი.- გამიქნია თავი
-კარგი, მოვემზადები მე და თუ რამე მითხარი, მაცივარში რამეს ნახავ.

ყველაფერი ისე კარგად აგიხდეთ, როგოც შუადღით კეკეს დედამ დამირეკა და შვილოო რომ მითხრა, ლამის თქვენ პირს შაქარითქო მივაძახე, მაგრამ ქალთან თავაზიანობა გამოვიჩინე, შესაბამისად გავუღიმე და რითაც შემეძლო მოვხიბლე, შემდეგ იყო თავაზიანობის და მადლობების მთელი სერია, ამის მერე სახლში დაბრუნება და კეკეს ბედნიერი სახე.
-ნეტა რა გიხარია?- ვკითხე გაბრაზებულმა
-ცალკე გადავალ საცხოვრებად.
-გადადი რა.
-ბინას მომაძებნინებ? ბოლოჯერ გთხოვ რაღაცას.
-ბოლო კი არა სულ არაფერი გითხოვია ჩემთვის, მაგრამ კარგი იყოს.
მეორე დღეს შუადღით ბინების ასარჩევად გავყევი, სწავლის დაწყებამდე ერთი თვე იყო დარჩენილი, ხო და კეკეს შევხდებოდი თუ არა კიდევ ვინ იცის, საბოლოო არჩევანი ერთ პატარა მყუდრო ბინაზე გავაკთეთ, კეკეს ეგონა რომ სულ რაღაც რამდენიმე ასეული ლარი დაუჯდა ეს ყველაფერი, რადგან ბინის თანხის ნაწილზე ვიღაც ქალს მე მოველაპარაკე. თვის ბოლოს თანხას გადავურიცხავდი და ასე იქნებოდა. კეკე მეორე დღესვე გადავიდა, საკმაოდ სოლიდური თანხა გამოუგზავნა დედამისმა ახალი ცხოვრების დასაწყებად, საყიდლებზეც გავყევი, მაგრამ ვერაფერს მივხვდი, საქმეში გავერთე, გადავერთე, სამოგზაუროდ ორი კვირით წავედი გამოთაყვანებულ ესპანელთან ერთად ესპანეთში რომ ესპანური რესტორნის კონცეფცია შეგვემუშავებინა, უკან რომ დავბურნდი ბინის ფულის გადახდაც მომიხდა, ხო და გადავურიცხე ქალს და თან დავურეკე ხომ დაჯდა ანგარიშზეთქო და მაშინ მომახსენა რომ კეკეს გადავიდა, სათქო იმელაზე ვუყვირე ქალმა რამდენიმე წუთის მერე ამოიღო ხმა, კეკე დავკარგე გამოთაყვანებულ ლუკას დავურეკე სად ყავდა გამოცდაზე მიყვანილი ხო და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან მიმიყვანა, ჭკუიდან გადავედი, კეკე დავკარგე, ვერც კი გავაცნობიერე რა მოხდა, ბოლოს დიზაინერების შესახებ ინფორმაცია მოვიძიე, ვერ გავიგე სად ჩააბარა და ყველას ახლა მოუნდა მოდის ინდუსტრიის განვითარება, უნამუსოდ მომექცა, ასეთ პატარა ქალაქში ვერ დამეკარგებათქო ვთქვი და თან გავბრაზდი, მეწყინა ერთხელაც არ გავხსენებივარ, ერთხელაც არ დაუკეკავს, ან საიდან იცოდა ნომერი ჩემი, მაგრამ დედამისი? დედამის დავურეკე და ვიღაცამ ბერძნულად გამიბა საუბარი, კეკე ერთი წელი ვერ ვნახე, მაგრამ საქმეზე იმდენად გადავერთე და იმდენად მეწყინა ყოველივე მისგან რომ მოძებნა არც მიცდია, ზამთრისთვის ახალ რესტორანს ვხსნიდით, შესაბამისად ესპანელებთან შეხვედრა მქონდა და მაღაზიაშიც უნდა გამევლო, რამე უნდა მეყიდა, მთავარ მოედანს რომ წრე დავარტყი და ბარბერის მაღაზიას ჩავუქროლე ისე დავამუხრუჭე რომ ლამის ვიღაც მომაჯდა უკნიდან, ბარბერის გვერდით დიდი ლათინური ასოებით ანათებდა თეთრი წარწერა LAKUA, ეს დამთხვევა არ იქნებოდა, ვერა შეუძლებელია ასე სწრაფად მომხდარიყო ყველაფერი, მანქანის გასაჩერებელ ადგილს ვეძბ და ვერ ვპოულობ, ჯანდაბას დამაჯარიმონ, სათქმელი უნდა ითქვას, მოსახდენი მოხდება, გული უცნაურად ამიჩქარდა, ვერაფერს მივხდი ჩემ თავს რა ხდებოდა, მაღაზიას რომ მივუახლოვდი მოციმციმე ლაითბოქსიდან გოგო იღიმოდა, დიდ თეთრ ძაღლს ეხუტებოდა და ტანსაცმლის რეკლამას აკეთედა, შევედი, დაუჯერებელი იყო, არაფრით ჩამოუვარდებოდა ლუქს ბრენდების მაღაზიას, ვიღაც გოგო დამეტაკა.
-სადაა დიზაინერი?
-ბატონო?
-დიზაინერი ვინ არის?
-ქალბატონი კეკე
გამეცინა და გოგოსაც ყალბი ღიმილი სახეზე შეახმა
-სადაა?
-მე დაგეხმარებით?
-ვერა, კეკეს ვეძებ
-გასულია.
-სად?
-შეხვედრაზე.
-კონკრეტულად?
-ვინ კითხულობს?
-დაველოდები.
გოგომ უცნაურად გამომხედა, სამოსის დათვალიერება დავიწყე და წარმოუდგენლად ლამაზი და დახვწეილი კოლექცია იყო, უსინდისოდ მომექცა, ვერ ვაპატიებ, ალბათ ვერავინ ვერ გამიკეთებდა ამას, საშინლად გაბრაზებული ვარ, გაოფლილი ხელისგულებით კაბებს ვეხები, გარეთ კი უმოწყალოდ თოვს.
-სახელი რას ნიშნავს?- ვკითხე გოგოს, რომელიც ორთქლის უთოთი დაქროდა.
-ვერ გეტყვით, არ ამბობს კეკე
-რამდენი ხანია რაც გაიხსნა?
-ორი თვე.
-საიდან შეძლო, ახალი დიზაინერია?
-ფრანგებმა დაუფინანსეს.
-გასაგებია, მალე მოვა?
-ვერ გეტყვით.
თოვლში მონარნარე სხეულს მოვკარი თვალი, თეთრი გრძელი ნაქსოვი კაბა ეცვა, თმა აწეული ჰქონდა და მთელი სისწრაფით მოიწევდა ქუსლებზე შემდგარი.
-როგორ თოვს- იკივლა კეკემ და ღიმილი სახეზე გადაეფინა
-ქალბატონო კეკე- გული ყელთან ამოხტა და კეკეს ღიმილი და თოვლი ერთად შეაშრა.
-რატომ მოხვედი?
-სამოსის ყიდვა მინდა.
-ვერავინ გამოგზავნე?
-რა?
-ვერავინ გამოგზავნე ჩემთან იმისთვის რომ ტანსაცმელი ეყიდა?- მეკითხება და თვალები ცრემლებით ევსება
-არ თვლი რომ საშინლად მომექეცი?
-ყავა დალიე თუ გინდა დაისვენე- მიაძახა გოგოს
-კარგი, დახმარება ხომ არ გინდათ?
-არა გმადლობთ.
კეკე სავარძელში ეშვება და ზიზღით მიყურებს
-რა დავაშავე?- ვეკითხები გაკვირვებული- ასე როგორ მომექეცი?
-ვიღაც გოგო გამომიგზავნე სოფელში რომ ჩემი კაბა ეყიდა.
-რა?
-მომადგა იქ და ყვირილი დამიწყო რას ვაკეთებდი შენთან სახლში, ისიც გავიგე რომ შენს გამო გოგოს თავი მოუკლავს.
-რა?- იმხელაზე ვიღრიალე რომ კეკე შეხტა
-რა რა? რამე ტყული ვთქვი, ჩემი არასოდეს გჯეროდა, მომატყუე.
-სისულელებს ნუ ამბობ და კარგად დაუფიქრდი რას ამბობ, სიტყვები აკონტროლე.- საშინლად ვბრაზდები და საშინლად ლამაზია
-შენ ჩემი არასოდეს გჯეროდა- მიქნევს თავს
-ეგაა მხოლოდ პრობლემა?
-რატომ არ მითხარი რომ შენ გამო თავი მოკილა გოგომ?
-სისულელეა, სისულელე თავად გადავარდა.
-მე სხვანაირად ვიცი,
-ნიტამ გითხრა?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-ერთხელ მაინც, აი სულ ერთხელ მაინც არ გაგიჩნდა სურვილი გენახე?
-არა.
-რატომ?
-იმიტომ რომ მომატყუე, იმიტომ რომ არასოდეს დაამთავრებდი ტყუილებს.
-შეშლილი ხარ. ძალიან შევცდი შენში, ძალიან, შენ მომავალთან დაკავშირებით კი არ შემცდარვარ, ანაზე კიდევ გაგეკითხა მაინც რა მოხდა სინამდვილეში, ასე ადამიანის სიკვდილში ბრალს როგორ მდებ?- ვეღარაფერს ვგრძნობ- როგორ შეგეძლო და ამხელა წარმატებას თუ ერთ წელში მიაღწიე ჩემთვის არ გეთქვა, თუნდაც იმიტომ რომ შენი არ მჯეროდა. ქალაქის რიტმისთვის ფეხი აგიწყვია, მიხარია, მომწონს შენი ახალი გარეგნული იმიჯიც და ვულოცავ შენ შინაგან სამყაროს თავისუფლებას, კიდევ მეტ წარმატებას გისურვებ.- ვამბობ და გარეთ გავდივარ. სიგრილე მსიამოვნებს, ჰერს ხარბად ვსუნთავ და მანქანის მოსაძებნად წავედი, სხეულის დამშვიდებას ნახევარ საათზე მეტი მოვანდომე, მანქანა დავძარი და სახლში წავედი, ზამთრის ძილს მივეცი და მეორე დღესაც კი გამიჭირდა იმის გააზრება რაც გუშინ მოხდა ჩემ თავს, არ გამოვიდა კეკესთან ურთიერთობა არ გამოვიდა, შეცვლილია, ის აღარ არის ვისაც ვიცნობდი, მაგრამ ისეთივე ლამაზია, მაგრამ გონებაში სხვა სისულელეები უქრის, იმ მოედანზე სადაც კეკეს მაღაზია იყო თვეებიც კი არ გამივლია, არ მინდოდა ვერ ვიტანდი, მძულდა და საშინლად მაღიზიანებდა მისი დანახვა, ბოლოს ინტერნეტში რომელიღაც საიტზე ამომიგდო რეკლამა და მაშინვე დავბლოკე, თუმცა არის რაღაცები რასაც ვერ გაექცევი, საქმიანი ქალი გახდა და ბუნებრივია შეხვედრებიც ექნებოდა, ვიღაც ქალებთან ერთად ბოლოს რესტორანში შემოვიდა ჩვენთან გაზაფხული იწყებოდა, საოცრად დახვეწილი და მოხდენილი იყო, თუმცა ვერ შემამჩნია, არც მე შევიმჩნიე, თანამშრომლებს გავესაუბრე და სანამ სამზარეულოში შევიდოდით, მისი ხმაც გავიგე.
-არც მომესალმე- თქვა მშვიდი ხმით
-მაპატიეთ- საშინელი გამომეტყველება მაქვს ალბათ
-შენი რესტორანია?
-დიახ და კიდევ ძალიან ბევრი.
-კარგია.- დამიქნია თავი
-არ დაგპატიჟებ, ფულს თავადვე გადაიხდით.
-ამიტომ არ მოვსულვარ.
-აბა?
-გავიგე ანაზე.
-თავი რატომ შეიწუხე?
-არ ვიცი, ჩავთვალე საჭიროდ რომ ეს მეთქვა.
-მიხარია.
-მინდოდა ერთ დღეს კიდევ გველაპარაკა.
-რაზე?
-არ ვიცი, მინდოდა მენახე და უბრალოდ გველაპარაკა.
-შეხვედრას რომ დაასრულებ ჩაიზე შეგიძლია დარჩე, მაგასაც შენ გადაიხდი, რადგან შენ მეპატიჟები.
მოკისკისე ქალების წასვლას ველოდები.
-გისმენთ.
-ანგარიშის ნომერი მინდა შენი.
-რისთვის?
-ვალი მაქვს, დაგავიწყდა?
-ბოდიში?- თავი ვერ შევიკავე და უნებურად სიცილი ამიტყდა
-რა გაცინებს, კაბის და იმ სახლის ფული, ჩანთისაც, ვალდებული არ იყავი.
-მგონი აჯობებდა ისევ შენ ქათმებთან და წიწილებთან ერთად დარჩენილიყავი სოფელში, იქ უფრო მეტი ადამიანობა გქონდა და საკუთარ თავსაც არ დაკარგავდი, ახლა კი დამდე პატივი და იმ სიის ჩამონათვალს გამოგიგზავნი, რომელი რესტორნებიც ჩემ საკუთრებაშია, ფეხი არსად შემოდგა, შეგიძლია ახლავე დაწერო განცხადება და მიჩივლო იმის გამო რომ მომსახურებაზე უარს გეუბნები. ის ნიტა კი იმისთვის გამოგიგზავნე რომ საკუთარი თავის რწმენა გქონოდა და მამაშენს შენი შესაძლებლობები ერწმუნდა, მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ. ისევე როგორც მე ვერ ვიგებ რისთვის მიბრაზდები. სამარცხვინოა შენი საქციელი.
კეკე თავს აქნევს და ფეხზე დგება.
-ნახვამდის
-კარგად.

XV
ბოროტება ბოროტებას შობს აუცილებლად, მაგრამ სიკეთე მრავალფეროვანია, ბოროტებასაც შობს და სიკეთესაც, თეთრ მხარეს ყველა ებრძვის და ამიტომ ხდება ასე. კეკესადმი ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა, თუმცა ახლა იმაში მინდოდა დავრწმუნებულიყავი, ჰქონდა თუ არა დარჩენილი რაიმე ღირებული ამ ადამიანს. თუ ბოროტება ბოროტებას შობს დაე იშვას, კეკეს მაღაზიის ფართი პრესტიჟულია და ალაბათ იმ ადამიანსაც ვიცნობ ვინც ეს ფართი გააქირავა, ქალბატონმა წლები უნდა იშრომოს რომ ის ქონება დააგროვოს რაც მე მაქვს, შურისძიების დროა!
ბატონო ლევანი, ამ ფართის მფლობელია და მასთან ორი ფართი მე მაქვს ნაქირავები, აქედან გამომდინარე ამ კაცთან კარგი ურთიერთობაც მაქვს და ვიცნობ კიდევაც, სწრაფად ვმოქმედებ, ვისკის უზარმაზარი კოლექცია აქვს, ცოტა გამიჭირდება რამე ისეთი ვაჩუქრო რაც გაახარებს, მაგრამ გამოსავალი არსებობს. შეხვედრა რესტორანში დავუქთვი, როგორც მამა ისე გადამეხვია და შემაქო.
-ბიჭო კაი გოგო მყავს, არ გინდა გაგაცნო?
გამეცინა, ზემეტად პირდაპირი იყო
-თქვენ ქალიშვილს ამისთვის გაიმეტებთ?
-რა გამეტებაა შე კაცო, ასეთი კაი ბიჭი ხარ, რაზე დამიბარე?
-საჩუქარი მაქვს თქვენთვის და მერე ვისაუბროთ.
-არ გადამრიო.- ტუჩები დაბრიცა კაცმა
-დიახ, ვიცი რაც გიყვართ და ირლანდიიდან თქვენთვის შევარჩევინე, განსაკუთრებული ბოთლია.
-ვახ, საბა, საბა, პირდაპირ თქვი რა გინდა, უკვე ვხვდები რომ არშესრულება გამიჭირდება.
-ლაყუა რომაა მთავარ მოედანზე ეგ ფართი თქვენია?
-კი, მაგრამ ეგ არც სარესტორნედ გამოდგება, არც სასტუმროდ მითუმეტეს, რამე სხვა გაქვს გულში?
-მინდა, საოფისედ კარგი ადგილია.
-შენნაირ ბიჭს ეგ არ უნდა ეშლებოდეს, ამხელა ოფისი გაქვს, რათ გინდა ეგ ფართი, ძვირი უნდა გადიხადო.
-ვიცი რაც ღირს მანდ ოფისები.
-მერე?
-მაინც მინდა.
-კონტრაქტი მაქვს ჩემო ბიჭო, თან ფრანგებთან.
-ვიცი.
-მერე?
-რამდენია კონტაქტის დარვევის ჯარიმა?
-ბევრი არა, ახლა მითხარი რა გაქვს ჩაფიქრებული?
-ფართი მინდა მორჩა.
-თუ დავნათესავდებით ფართებიც უფასოდ გექნება.
-ბატონო ლევან, ხომ იცით ორი ფართის ფული ბევრი არაფერია, თან ჩემთვის- მეტიჩრობის ახალი გამოვლინება.
-მაგიტომ გთავაზობ ჩემ გოგოს- გადაიხარხარა კაცმა
-თქვენი გოგო თანახმაა?- გამეცინა.
-წავასწარი- თვალები გააფართოვა- გათვალიერებდა ინტერნეტში
-არ გადამრიოთ, თქვენ რანაირი მამა ხართ?
-მზრუნველი, მაგან კი იცის რომ არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი რომ ვიცი.
-დიდი გაფუჭებული კაცი ხართ.
-თამადად დაგიდგებით ქორწილში.
-თქვენ სერიოზულად ამბობთ მაგას?
-საბა, შვილო სანთლით საძებარია შენაირი ბიჭები.
-ხელზე არ დაგეღვენთოთ.- გამახსენდა კეკეს სიტყვები და სახე შემეცვალა
-მკაცრად გაქვს გადაწყვეტილი?
-კი- დავუქნიე თავი და უკვე მთელი გულით მომინდა იმ მაღაზიის დაცლილ მდგომარეობაში ნახვა.
-ვიზამ რამეს- აწია ცალი წარბი.

ორ კვირაში მთავარ მოედანზე დავდექი და ლათინოამერიკული სერიალის გაფუჭებული, ბოროტი გმირივით ყავით ხელში ვუმზერდი მაღაზიის დაცლის პროცესს, კეკე გარეთ იდგა, ჰაერში იყურებოდა და ინტანჯებოდა, ლამაზად აცვია, როგორც ყოველთვის. ყავა მოვსვი, საშინელებაა, მაგრამ ამ მდგომარეობას უხდება, მისი ნახვის სურვილმა შემიპყრო, მაგრამ არ ვნახავ, იტირა კიდევაც, ცოტა ჩემ თავზე გავბრაზდი, მაგრამ არაუშავს, იტიროს და გადაუვლის, ახალი ფართის გასარემონტებლად თანხებია საჭირო, დიდ ფინანსურ ზარალს ნახავს, მაგრამ არაუშავს, გამოცუდელია, არ იცის რას გავუკეთებ, იმდენად უტვინოა რომ ისევ ლევანს კითხა ფართზე სხვა რა გაქვსო, ხო და სხვას რომ შეთავაზებს და რემონტში ამდენ ფულს გადაყრის, კიდევ მივაკითხავ, კიდევ გადავაგდებ, კიდევ სანამ იმას არ წავართმევ, რაც ჩემი დამსახურებით და მისი ნიჭით აქვს, მე ჩემ წილს დავიბრუნებ.
ბოროტი გავხდი, ერთ თვეშ ტურისტებით დატვირთულ მთავარ ქუჩაზე ისევ გაიხსნა ლაყუა, მაგრამ როგორც გაიხნა ისევ დაიხურა, ხო და ის მოხდა რასაც ველოდი, ბედნიერი სახით რომ ჩაის შევექცეოდი სახლში და ხედით ვტკბებოდი ვიღაცამ ისე დამიკაკუნა კარზე, მეგონა შემოამტვრევდა. რა დროს ჩაია, ღვინო გავხსენი, ისევ აკაკუნებდა, იწვალოს, ჭიქაში დავახსი და მანამ არ გავუღე სანამ ჩემ თავს კომფორტი არ შევუქმენი.
-რას ნიშნავს ეს?- იკივლა კეკემ და სახლში შორტებით და ქუსლიანი ფესაცმლით ისე შემოიჭრა კიდევ კარგი კედელი იყო, თორემ დიდი ალბათობით სვლას ვერ შეანელებდა, უზარმაზარი თმა მხრებზე ეფინა და აპრეხილ წამწამებს ისტერიულად ახამხამებდა.
-რა გინდა?
-ლევანმა მითხრა რომ ორიფე ფართი შენ მოგაქირავა.
-როდესაც ერთი ადამიანი ხელშეკრულებას გიღვევს მეორედ აღარ უნდა ენდო, ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ?
-რატომ გააკეთე?
-მართალია სამოს ქმნი, ხელოვნებაა, მაგრამ მაინც ბიზნესში ხარ, ეს უნდა იცოდე, დამწყები ხარ, კიდევ ბევრჯერ წაიმტვრევ ცხვირს.
-რას ბოდავ?
-ბიზნესია, კონკურენცია.
-რანაირი კონკურენტი ვარ მე შენი?
-კარგი ფართები აიღე და მომეწონა, რამე პრობლემაა?
-რაღაც იდიოტური ოფისები გახსნეს უცხოელებმა, შენ კი არა.
-ხო მივაქირავე, უფრო ძვირად.
-რა?
-აბა მარტო სასტუმრო და რესტორანი რას მეყოფა?
-სპეციალურად გააკეთე, რაც შევქმენი ის წარმართვი, საერთოდ არაფერი დამიტოვე.
-ვაა, რა შექმენი გამახსენე, ტასაცმელი?
-მამადლი?- გამიღიმა კეკემ
-ბოდიში, მაგრამ რამე ვთქვი მსგავსი, თუ ფიქრობ რომ რაღაც გავაკეთე შენთვის?
-რაზე ამბობ?
-ადრეც გითხარი, უამრავი შენზე და ჩემზე ნიჭიერი ადამიანები არიან სოფლებში, მაგრამ იქვე კვდებიან და თავიანთ შესაძლებლობებს ვერ ავლენენ, რატომ? იმიტომ რომ არ აქვთ გამბედობა და არ შეუძლიათ მარტო მიაღწიონ ყველაფერს, შენც მათ რიცხვში იყავი, მე წამოგიყვანე სოფლიდან საიდანაც ფეხს არ გამოაგდამდი, ასე იყო თუ არა? მე დაგეხმარე გამოცდაზე გასულიყავი, ჩემი დახმარებით გაგიცნეს ფრანგებმაც, ახლა მითხარი რა გააკეთე შენით?
-ბოროტი ადამიანი ყოფილხარ.
-დაუნახავი ხარ! იცი, ისე მიმაგდე შენ ძაღლსაც არ გაუკეთე ეს, ეხუტებოდი, ეკვროდი და ძვლივს მოგაშორე, მერე მე გიპოვე და მკვლელად გამომიყვანე, ნიტაზე გაბრაზდი, რომელიც ისევ შენთვის ჩამოვათრიე იმ წყეულ სოფელში, რა გააკეთე? რა შექმენი შენ, კაბები, ეგ კაბები სოფელშივე შემოგალპებოდა წვიმის დროს ტანზე როდესაც მამაშენი ჯოხს გადაგიჭერდა მხარზე, ასე არ იყო, ახლა მითხარი რამდენი კაბა დაგესვარა ტალახით, სისხლით, რამდენი კაბა შეგძულდა მამაშენის გამო?
-ასე ნუ მელაპარაკები.
-რას ამბობ, შენ საქციელს გამართლება აქვს? მომწონდი იცი? რაც დრო გადიოდა მომწონდი, მოწონდა შენი ზრუნვა ადამიანებზე, შენი დამოკიდებულება ცხოველებისადმი, მაგრამ ზედაც არ შემომხედე, საერთოდ არაფერი გააკეთე ჩემთვის, ბღავილი უნდა დამეწყო რომ მოგწონებოდი?
-ცხოველი ხარ?
-ხო, ახლა მაშინ მაქვს შანსი რომ მოგეწონო, ბიზნესი მარტო ის კი არ არის რომ პარტნიორებთან ან ტელეწამყვანებთან ერთად რესტორანში დაჯდე და საათობით ისაუბრო, გაიგე რამდენი ფართი წამართვეს, რამდენჯერ დავეცი მეც, მაგრამ ლუკა იყო ჩემ გვერდით, ხან ის მაყენებდა ხან მე, ახლა ნახე ვინ წამოგაყენებს ფეხზე, ისევ ფრანგები? არა, ფრანგებმა იმიტომ დაგაფინანსეს რომ შენ ნიჭიერი ხარ და საქმეშიც ჩათვლოდათ, მათ თავიანთი საქმე გააკეს, გგონია შენზე ნიჭიერები არ იქნებიან, შენსავით არავინ ქმნის სამოსს? კი, პასუხი არის კი, მაგრამ ახლა სხვასთან ცდიან ბედს, შენ ახლა შენითვე უნდა დაიწყო ყველაფერი თავიდან, მეც ასე მოვიქეცი თავის დროზე, ჩემზე კარგი რესტორნებიც აქვს ხალხს, მაგრამ ჩემი ადგილი დავიმკვიდრე, მაგრამ ვწუხვარ თუ შენ ეს ვერ მოასწარი.
-ამ ყველაფერს ვერ წამართმევ.- თვალები აევსო ცრემლით კეკეს
-მე ის წავიღე და ის გაჩვენე რაც ჩემით გააკეთე, ახლა შენ მაჩვენე შენით რას გააკეთებ და მერე ვიწრმუნებ შენ შესაძლებლობებს.
-გემუდარები, ამას ნუ იზამ.
-ხო, კარგი, იცი იმ ფულს გჩუქნი რომ უნდა გადმოგერიცხა, ხომ გასოვს, ჩანთის და კაბის, გამოგადგება, ვალად აღარ გიტოვებ.
-ასე როგორ იქცევი?
-რამე უცხო გავაკეთე და გეუცნაურა?
კეკე ჩაიკეცა, თმებში ხელები ჩარგო და ატირდა.
-გეწყინა?- ვკითხე და მის წინ ჩავიმუხლე- გეტკინა?
კეკემ შავი თვალები მომანათა
-რა უფრო გეწყინა ის რომ ყველაფერს კარგავ თუ ის რომ მე ეს გავაკეთე?
-ორივე- ამოიკვნესა
-ორივე რატომ?
-არ ველოდი შენგან.
-მე ხომ ადამიანის სიკვდილშიც დამდე ბრალი, მე ხომ საშინელი ნიტა გამოგიგზავნე რომელმაც შენგან კაბა იყიდა და რწმენა შეგმატა, მე ხომ საყვარელ მამას მოგაშორე, ახლა რა შეიცვალა, უფრო კეთილი გავხდი?
-ვნანობ- თქვა კეკემ და ტუჩზე იკბინა
-იმიტომ ხომ არა რომ ყველაფერს კარგავ, კარგი კოსმეტიკა გაქვს, ცრემლების გამო საერთოდ არ გშორდება.
-დამცინი?
-სად ჯანდაბაში წაათრიე კეკე, რომელიც წამოვათრიე სოფლიდან, რომელსაც ფენოვანი ხაჭაპურის ჭამაც კი მოერიდა მანქანაში, რომელიც მოხუცებს უვლიდა, მოწმუნე ადამიანივით ხარ, არა ვითომ მოწრუმე ადამიანივით, რომელიც ორჯერ იყო ეკლესიაში და თავი წმინდანი ჰგონია, გახსენი მაღაზია და გგონია ელი სააბის მოდის სახლი შენ გამო ცახცახებს?
-ნუ ამბობ მაგას.
-ბარბერის გვერდით მაღაზია გახსენი და გეგონა კონკურენტი იქნებოდი?
-საკმარისია.
-როდესაც არაფერი გაქვს და რაღაც შექმენი გგონია რომ სხვაზე მეტი ხარ ასეა, საცოდავი ადამიანები დადიან ქუჩაში რომლებმაც ჩაცმა არ იციან ხომ ასეა?
-გთხოვ ნუ ლაპარაკობ ასე- ამოიოხრა კეკემ
-იყავის სოფელში?
-გთხოვ.- კბილი კვილს დააჭირა.
-იყავი სოფელში თუ არა შენი წარმატების მერე, ელიკო როგორაა იცი?
-გთხოვ, შეწყვიტე.
-მე ვიცი, გადასარევადაა, მამა ანდრეა დაბრუნდა და მთელი სოფელი ტაძარში დადის.
-რა?
-ანუ არ იცი.- გამეცინა -ახლა როცა აღარაფერი დაგრჩება და საწყის პოზიციას დაუბრუნდები, შანს გაძლევ ყველაფერი თავიდან დაიწყო, რადგან შენი კაბებივით უსულო ხარ, უსულო მოსიარულე ადამიანი გახდი. შენ აღაფერი ხარ, ახლა ადექი და მაშინ დაბრუნდი როდესაც ის კეკე მოვა, თუ არა. ჩემთან აღარასოდეს მოხვიდე.
კეკე ნელა დგება ფეხზე და სახლიდან გადის. ყოჩაღ საბა, შევაქე ჩემი თავი და ღვინის დიდი ყლუპი მოსვი.

XVI

ნამუსიც კარგი საქონელიაო, ნამუსი მაქვს, მაგრამ საქონელი არ არის, რა გამოთქმაა საერთოდ? მოკლედ კმაყოფილი გაბარდრული სახით და ღვინის ჭიქით გავხედე ქალაქს, მინებიდან იმზირებოდა ლაპიონებით განაეთებული ქუჩები და გულში არა და არ მასვენებდა ის, რაც კეკეს გავუკეთე, შევძლებდი კი საერთოდ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას, რამდენ ხანს მეყოფოდა მოთმინება, ტანჯული ქალი გახდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იკითხებოდა მის თვალებში სინანული. ბუნებრივია მისი მდგომარეობა, ან მე მგონია ასე, ზედმეტად დიდი წარმატება იყო მისთვის, ზედმეტად მარტივად მიიღო ყველაფერი და ალბათ ამის ბრალია, ამბიციებიც დიდი გაუჩნდა, იმედია ღმერთი არ დამსჯის ჩემი საქციელისთვის, მაგრამ დიდი ალბათობით ჩემ თავს მე თვითონ დავსჯი იმისთვის რაც გავაკეთე და ჩემ თავთან მევე დავმარცხდები, მაგრამ ის ბრზი რაც ახლა მაქვს დიდი ხანი არ გაქრება და არ გაივლის, მაგრამ გაიარა, ისე როგორც რამდენიმე თვემ და ლაყუა პრესტიჟული ქუჩაზე სამუდამოდ ჩაბნელდა, ან დროებით, ანუ აღარ ანათებდა, ასე უფრო ლამაზად ჟღერს. ქალბატონი სოფელში წასულა, ეს საუკეთესო გზაა იმისთვის დაინახო საიდან მოდიხარ და სად წახვედი, ისე მარტივად მიღებული წარმატება მარტივადვე ქრება, ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო და ჭირი, რა ანდაზების საღამო მოვაწყე? დიდხანს ვერ გაძლებს, სწავლას ვერ მიატოვებს, ქალბატონი ისევ ჩამობრძანდა, ავტოსადგურში გავიგე მისი ჩამოსვლის ამბავი, ნათელა და მე დავძმაკაცდით, იმდენი რაღაც ვიცი სოფელზე რაც კეკემ არ იცის, ანუ ნათელასთან ყავაზე რომ დამსვა, ვინ გაჩათლახდა და ვინ სად წავიდა, ვინ ვისთან დაწვა თივის ზვინში და ვინ რა ჭამა ყველაფერი ვიცი, ისევ სასულიერო პირი ვგონივარ, მაღალი მოდის მშვენიერი წარმომადგენელი "მარშტკიდან" აბიჯებს, ხელში ჩანთა უჭირავს და დიდი ალბათობით ყველი დევს, რადგან წვენი გასდის, ვინ იცის სად აღმოვჩნდებით ხვალ, ეს ისე ზოგადად, თორემ განა სირცხვილია რომ ვინმე სოფლიდან მოდის წარმატებისთვის, თან თუ ამის შნო და ლაზათიც გაქვს ხო მითუმეტეს. სევდიანი სახე აქვს, აღარც გრძელი ფრჩხილებია, მაგრამ უზადო თეთრი ხელები კი აქვს, ის თვალები დაბრუნდა, რომელიც მომწონდა, სევდიანი და მიმზიდველი, თუმცა მომავლისთვის მებრძოლი აღარ იყო, ცოტა ჩემ თავზეც გავბრაზდი, ახლა რაც გულში მაქვს ვერ გაგიმხელთ, რადგან მგონია რომ ვინმე გამწკიცხავს. ნაწილი მაინც.
ვერ მოვითმინე, მაინც მივედი
-დაგეხმარები- ვეუბნები და ჩანთას ვართმევ
-არ მინდა- იუარა და თავი დახარა, ლოყები შეეფარკლა და მაინც გამეღიმა
-მანქანით ვარ.- ვუთხარი დამაჯერებლად
-არ რა გინდა?
-გემრიელი ფენოვანი ცხვება და მაგის გამო მოვედი, სწავლას უბრუნდები?
კეკემ არაფერი მიპასუხა, სანამ მანქანასთან მივიდოდი გამაჩერა
-გასდის- თქვა დარცხვენილმა
-რა?- ვკითხე ღიმილით
-ყველს, წვენი?
-არაუშავს- გავაქნიე თავი უდარდელად არა და უშავს, ამას ვინღა გარეცხავს, მაგრამ რაც ამის სისულელების გამო ფულები ვაფრიალე ერთი გარეცხვა რაღა გახდათქო
-დაჯექი- თუ ჰგონია რომ კარს გაუღებს ცდება
მორცხვად იკავებს თავის ადგილს
-უკან არ დაჯდები?
-გადავიდე?- მეკითხება და შავ თვალებს აქეთ-იქით აცეცებს
-არა, იყავი, რა ხდებაო სოფელში?- ვეკითხები და მანქანას ვძრავ
-მამა შემირიგდა?
-მართლა?- გავიკვირვე, ვითომ არ ვიცოდი
-როგორ?
-ტკბილეული ჩავუტანე- ეცინება
-აა, უყვარს?
-კი.
-არამგონია მხოლოდ მაგიტომ- ვეცადე მაქსიმალურად მიმზიდველად გამეხედა მისკენ, მაგრამ რაღავას შევასკდებოდი, ამიტომ გადავდე- სად მივდივართო?
კეკე მისამართს მეუბნება
-სწავლა მიატოვე?
-არა, დავბრუნდი, ცოტა ხანს შესვენება ავიღე.
-რას გასწავლიან ისეთს რაც არ იცი.
-ზუსტად როგორ უნდა დავხატო.
-გასაგებია, აბა როგორაა სოფელში ხალხი.
-ელიკომ თუ ნახავო მიოკითხეო.
-ვაა, ელიკო ნახე.
-ხო ყველსაც მატანდა
თვალები გავაფართოვე
-არ მეგონა თუ ელიკოს ძროხა ჰყავდა
-კი ყავს, ნათელა უწველის ახლა, ნათელას მალე ფრთები გამოუვა, არაფრით შეჭამა ჩემი ნამცხვარი მძიმე მარხვაზე ვარო.
-ყოჩაღ ნათელას, ყველი არ წამომიღე?
-მეგონა არ გნახავდი და მაგიტომ, მეთი ვერ ვნახვთქო.
-მაშინ შენი ყველი გამიყავი.
-რა?
-რა და დამნაშავე ხარ, ყველი რომ არ ჩამომიტანე.
-ერთ თავს მოგცემ- ეცინება და უზადო თითებს ერთმანეთში ხლართავს
-როგორია რეალურ ცხოვრებაში ცხოვრება.
-გადაფასებების პერიოდი იყო.
-მერე, რას მივხდითო?
კეკე წითლდება, ტუჩები უცახცახებს და ვერაფერს ამბობს
-რა?
-მრცხვენია, მრცხვენია ჩემი თავის.
-კიდევ დრო რომ გავა, უფრო დაინტანჯები და შეგრცხვება, მაგრამ ახლა შენ სამოს სულიც ექნება.
-რას გულისხმობ?
-სხვანაირი გრძნობით შექმნი, ამის თქმა მინდა.
-მე სულ გრძნობით ვხატავ.
-ხო?- ვკითხე და ჩემდაუნებურად ჩამეცინა
-რა უნდა გავაკეთო ჩემი დანაშაულის გამოსაყიდად?
-იმ ყველაფერს ვერ დაიბრუნებ რაც გქონდა.
-მაგას არ ვგულისხმობ, შენთან მიმართებაში.
-ჩემთან?
-ხო
-ჩემთან მიმართებაში საქმე რთულადაა.
-არ მოგვარდება?
-ვფიქრობ რომ არა.
-რატომ?
-ან შეიძლება კი.
-რა გავაკეთო?
-ერთი თავი ყველი და ნამცხვარიც საკმარისი იქნება- შე შტერო კაცო, ახლა მიდი და მაღაზია გაუხსენი ოთხი, ორის დახურვის ნაცვლად, მაგრამ კეკეს აქვს ის რაც კაცებს ჭკუას დააკარგვინებსო, არა ლამზი ფეხი კი არა და არა, უზომოდ ლამაზია, სული დაიბრუნა თუ არა ამას ნამცხვარი გვიჩვენებს.
-სოფლის რძეც მაქვს და იმედია გამოვა.
-ვნახოთ- ავიჩეჩე მხრები- აქ უნდა შევუხვიო?
-კი.
-ჩემ არჩეულ სახლში რა არ მოგეწონა ვითომ?
-ის რომ შენ იხდიდი, შენც დამნაშავე ხარ, შენ მიმაღებინე ყველაფერი მარტივად.
-ახლა ჯობს გაჩუმდე თორემ საკონდიტროც რომ გადმომიფორმო, მაინც არაფერი გეშველება.

სახლში რომ დავბრუნდი, გული გამალებით მიცემდა, თითქოს ის კეკე ვნახე ვისაც ველოდი ამდენი ხანი, მაგრამ რა ჯანდაბა მჭირდა და რატომ შემიძლია ასე მარტივად ვაპატიო ვერ ვხვდები, კარგად რომ მოსაღამოვდა, ფილსმსაც ჩავუჯექი, ღვინის ბოთლი დავიდგი და კარგ ღორს რომ შეშურდებოდა ისე მოვიწყე ყველაფერი გარშემო, ბევრი ტკბილეული, ბევრი ხილი, რძე, სასმელები, სპაგეტიც კი მოვიმზადე ჩემით, ყველაზე მაგარი ის არის შეფუთვებს რომ ხსნი და გადასაგდებად არსად დგები, ხო და სანამ ღრუტუნს დავიწყებდი, კარზე ზარიც გაისმა, ჩემი გეომეტრიული დაფა იმედია ადგილზეა და არ დაშლილა, რა უნდა, კარში ვიხედები და ასვეტილ კეკეს რომ ვხედავ, სამ წუთში ყველაფერს ვალაგებ, საძინებელში ვყრი და კარს ვკეტავ.
-ვახ- გავიღიმე და კარი გავხსენი
-ნამცხვარი და ყველი- თქვა მორცხვად
-ვინმე არის შენთან ერთად?
-რა?
-ვინმე იმალება უკანთქო, ხომ არ გაშანტაჟებენ მიდი საბასთანო.
-არა.
-ამ ნამცხვარში რამეა?
-რა უნდა იყოს.
-საწამლავი.
-არ შემოხვალ? -ვკითხე ღიმილით
-არა, უბრალოდ მოვიტანე.
-ვალს გადახდა უნდა.
-მეგონა რომ ამ ფორმით გადავიხდიდი.
-შენ გგონია ერთი თავი ყველით მომისყიდი?
-არა უბრალოდ...
-მოდი.

კეკე მორცვად შემოდის და მაგიდაზე დებს ნამცხვარს.
-ყველი მაცივარში შედე, ნამხვარი დაჭერი, დანა პირველ უჯრაშია, თეფშები იცი სადაცაა, მომიტანე, ოღონდ ძალიან არ იხმაურო ფილმს ვუყურებ, ისე სერიალებს აღარ უყურებ?
-არა.
-ბეიები დაივიწყე?
-ხო.
-ამერიკულებზე გადახვედი?
-რა შუაშია?
-არ მითხრა სამეფო კარის თამაშევს ვუყურებო.
-ვნახე, მაგრამ ჩემი ჟანრი არაა.
-არც მე მომეწონა.
-შენ რას უყურებ?- მკითხა ინტერესით.
-მე, შუაღამე პარიზში. იცი?
-არა.
-სირცხვილი.
-მეორედ უყურებ?
-დაჭრი თუ არა ნამცხვარს?- ვკითხე უკმაყოფილო სახით და ფილმის ცქერა გავაგრძელე.
ნამცხვარი მომართვა, პალმები არსად იყო თორემ დავანიავებინებდი.
-ეზიარე კლასიკას თუ გინდა, წუთია დავიწყე და თუ გინდა თავიდან გადავახვევ.- რამდენი გინდა იყო,
-არა იყოს- გამირითმა ფიქრები.
-გინდა.
-არ არის საჭირო, ღვინოსაც დალევ შენ ისეთი ქალი ხარ, ოცხანური საფერე გინდა?
-არა.
-გკითხე ხომ?
-კი.
-ხო და აღარ გეკითხები, დამრტყმელი პურისმჭამელი ქალივით უნდა დალიო.
-საკმარისია.
-დაჯექი!
კეკე იატაკზე ჩემ გვერდით ჯდება.
-უი ჭიქა არ გაქვს, კარადა გამოაღე და იქ იქნება.
კეკე თავს აქნევს და მიდის, რა არ მოეწონა გოგოს. ჭიქა მოაქვს, ბოთლს ვუწვდი ელოდება როდის დავუსხამ.
-გამომართვი- ვამბობ და კეკე ბოთლს მართმევს
ფილმი თავიდან დავიწყე.
-მაღალი მოდის ქალბატონო პარიზში ხართ ნამყოფი?
-არა.
-არ წაგიყვანეს კოლეგებმა?
-დარჩა წარსულში.
-მოდი ამ ჭიქით ჩვენ შეცდომებს გაუმარჯოს, რომლებმაც რაღაცები გვასწავლა, რაღაცებს მიგვახვედრა და ასე შემდეგ.- ჭიქას ვუჭახუნებ
კეკ სვამს
-ალავერდი შენთან ვიყავი.
-სადღეგრძელო უნდა ვთქვა?
-აბა როგორ?
-მე ოცი...
-ეს მუსიკა მიყვარს, გაჩუმდი ნახე რა კარგია- ამ ფილმის დასაწყისზე ვგიჟდები, გავინაბე, სასმელი მომეკიდა. კეკე ღვინოს ხმაურით სვამს.
ნამცხვარს გაუზარებლად ვჭამ და ცარიელ თეფშს ვუწვდი
-მომეწონა, კიდევ მინდა.
კეკე ფეხზე დგება და ნამცხვარი მოაქვს.
-დადე- ვინაბები, დებს.
-ხომ გიხარია რომ ნაცხვარი მომეწონა.
-რა?
-ერთ დროს შენც მომწონდი.
სიჩუმე, ღვინის ცარიელი ბოთლი, ახალი მოაქვს, გავაგზავნე, პირდაპირი მნიშვნელობით დასჯილი ბავშვივით გავაგზავნე და მეტიც გავახსნევინე, კორპს რომ აძრობდა ლამის თვალები გადმოცვივდა, მაგრამ ხომ გახსა, თქვენ გგონიათ არ დამისხა? ისე კარგად დამისხა, მესამე ნაწერიც გამოაყოლა. კარგად მომეკიდა, რომ დაგატრიალებს ისე, ახლა რომ ფეხზე ავდგე დიდი ალბათობით თავზე დავეცემი, ფილმი დამთავრდა. კეკეს გავხედე, ისიც მთვრალი და სევდიანი იყო.
-აბა ფილმზე რა შთაბეჭდილება დაგრჩა.
-მიყვარს ჰემინგუეი.
-ოხ, კიდევ?
-კიდევ რა?
-მე არ მოგწონდი?
კეკ იმორვხვებს და ფეხებს ძლიერად ატყუპებს ერთმანეთზე
-საერთოდ არა, როგორ შეიძლება ჩემნაირი სიმპათიური მამაკაცი არ მოგწონდეს?
-წავალ.
-მე არ მითქვამს წადითქო- ვბარზდები და უკვე სიმთვრალისგან ვბლუყუნებ.
-რით ვერ გამოვისყიდე დანაშაული.
-ასე მარტივი არაა ცხოვრება კეკე- ვამბობ და მხარზე ხელს ვადებ, ცხბება სხეული ეჭიმება და ტუჩები ეპობა
-გამაბრაზე- ვმარცვლი
-ძალიან- ვამატებ მკაცრი სახით- მაგრამ მიხარია მისი დაბრუნება.
-საკმარისია!
-შენ არ გელაპარაკები
-რა?
-რა, რა დამღალე, კეკეს ველაპარაკები და არა იმ უნახავ ქალს. კეკე აქ ხარ?
-საბა.
-გისმენთ ბატონი საბა.
-ხელი, მტკივა- მეჭიდება ხელზე.
-მე იცი როგორ მეტკინა?- ხელს ისევ ძლიერად ვუჭერ მხარზე- ამაზე მეტად
კეკეს თვალები ცრემლებით ევსება.
-სად არის კეკე?
-რას ლაპარაკობ, მთვრალი ხარ?
-კეკე დამალარაკე.
-გთხოვ, მტკივა?
-გამოუშვი კეკე, შენ შეპყრობილი ხარ.
-საბა, მართლა ძალიან მკტივა.
-დამიბრუნე კეკე.
-მე ვარ კეკე.- მპასუხობს ტრილით და მხარზე ხელს ვუშვებ
-ვაა, დაბრუნებას გილოცავ კეკე- მეფინება სახეზე ღიმილი, კისერზე ხელს ვხვევ და ჩემ სახესთან მისი სახე მიმაქვს, ცხვირზე ცხვირს ვაჭერ და სუნთქვაც კი მიჭირს.
-მომენატრე.
-საბა.
-როგორ ხარ?
-რას აკეთებ.
-უნდა გაკოცოთ, ისე მომენატრეთ კეკე.
-მართლა მთვრალი ხარ.
-კეკე დამალაპარაკე, შენ გაჩუმდი, ბოროტო სულო.
ტუჩებზე ტუჩებით ვეხები, თავის უკან გაწევას ცდილობს, მაგრამ ვერსად მიდის, ბოლოს ძალა ეცლება და იმას ვაკეთებ რასაც ფხიზელი კი არა მთვრალიც ვერ წამოვიდგენდი, ვკოცნი და კოცაზე პასუხს მხოლოდ რამდენიმე წამში მიბრუნებს.
-კარგად უმუშავია თურქულ სერიალებს.- ვწყდები მის ტუჩებს და ისეთი სიამოვნების გრძნობა მეუფლება თითქოს ათი კაცი მასაჟს მიკეთებდეს.
-კეკე
-რა?
-ის ხარ?
-გამიშვი.
-გითხარი შენ არ გელაპარაკებითქო! კეკე.
-გისმენ.
-ნუ იკარგები, თორემ გატკენ.- რა ჯანდაბას ვაკეთებ არ ვიცი მაგრამ კალთაში რომ ვისვამ ეგეც ფაქტია და თმებში რომ ხელებს მიცურებს ეგეც ფაქტია.
-ჩამოთრეულო, გათახსირებულო ქალო- მეცინება მის ტუჩებზე მიკრულს
-რა?
-თმაზე ხელი გამიშვი
ხელს უკან წევს
-ჩემ კალთაში ზიხარ?
-ხო- მიქნევს თავს
-შენ არ გელაპარაკები
-გამიშვი-ამბობს და ფეხზე ადგომას ცდილობს
-დარჩი კეკე
-ახლა გადავირევი- კივის ბოლო ხმაზე
-მეც გადამრია, ჩვენ შორის დგება, ხომ წარმოგიდგენია რა თავხედია?
სიჩუმე
-კეკე- ვოხრავ და მის ყელს ხარბად ვათვალიერებ
-ხო
-გინდა გეომეტრიაში გამეცადინო?
კეკე თვალებს აფართოვებს და სირბილით მიდის სახლიდან, ოხ რა საოცარი კაცი ვარ, ვდგები ბარბაცით და საძინებლიდან ჩემი სასუსნავები გამომაქვს. ღვინის ჭიქას ვიღებ და კაკეს დაბრუნების სადღეგრძელოს ვსვამ. მგონი უკვე ჩემთანაც აბრახუნებენ.

რა არის ბედნიერება და თუ არის სად არის? ამ კითხვაზე მე კი არა დიუმა რომ წამოვაყენო ფეხზე ის ვერ გიპასუხებთ, ყველას ჩვენი წილი ბედნიერება გვერგება, რომელსაც უნდა გაუფრთხილდეთ, ყველაფერი მარტივად მიღებული, მარტივადვე ქრება და არც ისეთი გემო აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს, მაგალითისთვის თუ შენვე დათესავ, შენვე მოიმკი და შენვე მოიხმარ იმას სულ სხვა გემო აქვს, განა იმიტომ რომ კარგია, შენია და აფასებ. ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ნაკლი, ყველას გვაქვს, ის რასაც არავის ვუმხელთ, ან ზოგსაც ხვდებიან, კეკეც ასეთია, მაქსაც აქვს ნაკლი, მაგრამ მისი ბევრი დადებითი თვისება ფარავს ბევრ კარგს. ერთ შანს ყველა იმსახურებს, მეორეც ჰა ჰა, თუ ძალიან გიყვარს, მაგრამ მესამე შანსი უკვე სულელებს სულელები აძლევენ. კეკემ ერთი შანსიც გამოიყენა, რა თქმა უნდა მე როგორც ახოვანი, მიმზიდველი და თავმდაბალი მამაკაცი მას დავეხმარე, მეტიც საკუთარ თავსაც დავეხმარე, მოკლედ კეკე ჩვენი ბრენდის ქვეშ მოვაქციე, მისი სამოსი ლაყუა ზუსტად ერთ წელში გაიხსნა, მოჰყვა მეორე მაღაზია, მესამე და ასე შემდეგ ზღაპრებში რომ არის ისე, მაგრამ საკუთარ თავს ის გავუკეთე რომ კეკე ჩემზე დამოკიდებული გავხადე, მოკლედ თუ რამე არასწორ ნაბიჯს გადადგამდა ფეხი დაუცდებოდა და დაეცემოდა, ეს კი უპატიებელი შეცდომა იქნებოდა, აქედან გამომდინარე მომწონს როდესაც ადამიანებს ვმართავ და ჩემზე დამოკიდებულს ვხდი, ეს ჩემი ნაკლია, ის რასაც ზემოთ ვახსენებდი. კეკე არაფერს იმჩნევდა რადგან კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ სურდა, არც მე წამომიძახებია როდესამე ის რომ მე შევუქმენი ცხოვრება და ჩემთან ვალში იყო, აღარ ითხოვდა საქმე და არც ამის საჭიროება იყო. გამიკვირდა, მაგრამ ის თანხა რაც ლაყუაში ჩავდეთ მალევე ამოვიღეთ და მომგებიანი საქმეც გახდა.
ოხ, სიყვარული. მოჩათლახდა, მოვიდა და ისე შემობრძანდა არც უკითხავს შეიძლება თუ არაო, რომ ვკითხე რა გინდათქო მითხრა ახლა დამინახე, თორემ დიდი ხანია აქ ვიყავიო, ვიჩხუბეთ მერე ხელი მკრა და კეკესთან ამასვეტა, დებილი ბავშვივით, ვუთხარი შე ჩამოთრეულო ქალო მემგონი შემიყვარდითქო, ისე დამიბღრვირა მეგონა თავზე დამამხობდა ყველაფერს, მერე ავედევნე, უნივერსიტეტიდან გამომყავდა, ისე მეტიჩრულად ჯდებოდა მანქანასთან რომ ვხვდებოდი ეს პროცესი სიამოვნებდა.
მერე იყო ხელის თხოვნა, უბრალო და ქვედა სართულზე, არსად რომ არ გასულიყო და გადავარდნილიყო, მოკლედ ასე იყო თუ ისე დავისვი ცოლად.
შედი ქალო სამზარეულშითქო, მაგრამ დაჩერჩეტობდა თავისთვის და რაღაც საჭმელებსაც აკეთებდა, კი მსიამოვნებდა, არა გემრილი ხელიც აქვს.
სიმამრი, სიდედრი, დედამთილი, მამამთილი, მაზლი და მოკლედ ყველას თავის წილი ცხოვრება აქვს, თავის წილი ბედნიერება. თუ გინდა შენ წილ ბედნიერებას არავინ შეეხოს, არასოდეს ჩარიოთ სამეში მესამე, თუნდაც ეს შენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ადამიანი იყოს. გულის სიღმეში შენი ბედნიერება სხვასაც შეშურდება, იეგოისტებს და ალბათ შენც ასე მოიქცეოდი მათ ადგილას.
საქმიანი ადამიანების ოჯახი ყოველთვის განსხვავებულია, ერთმანეთისთვის თითქმის დრო არ გრჩება და ამ ყველაფერსაც აქვს თავისი ხიბლი, თუ გინდა ამ ხიბლის დანახვა, ხო მონატრებაო რომ ამბობენ, ერთმანეთით რომ ამაყობ და გინდა ყველას უჩვენო რა საოცარი მეორე ნახევარი გაყავს. ასეთ დასასრულს აქ არავინ ელოდა, მაგრამ ცხოვრება ასეთია, სადღაც რაღაც მთავრდება მაგრამ იქ გრძელდება და სულ ასე იქნება. ვინ იცის რა მოხდება, მეგობრები უნდა დააფასოო და ჩემი ლუკა ყველაზე კარგი ადამიანი გამოდგა, ვისაც აუცილებლად დავუფასებ ყველაფერს, უი დამავიწყდა საქორწინო საჩუქარი სახლი მერგო მისგან, არა კეთილი რომ არის კი იცით, უბრალოდ საკუთარი წარმომავლობა გაარკვია და სოფელში სახლის მნიშვნელობასაც ვერ მიხვდა, ხო და ჯვარს სად დაიწერ უკეთეს ადგილზე თუ მამა ანდრეასთან არაო და მოკლედ სოფელში მეორე ქორწილიც გაიმართა, ლაყუას შვილი გამოუჩნდა, ისე როგორც ესპანურ სერიალებშია, გადავირიეთ და წამოვიყვანეთ, მე რა გადავირიეთ კეკე, ხო და ლაყუას ხაზი გაგრძელდა, სოფელში დავტოვეთ, მეტი საქმე არ მაქვს ამხელა მართლა ლაყუა ძაღლის თავი სახლში არ მაქვს.
გულში რჩება წყენაც, დარდიც მაგრამ იმდენი კარგი რამ ხდება რომ ამ ყველაფერს ფარავს. ვერ ვიტყვი რომ ჩემ სიმამრთან ჩემ ცოლს სიყვარული და სიკეთე აკავშირებსთქო მაგრამ სიყვარული იწყება ურთიერთპატივისცემით, ხო და ასეა, დაიწყო და ვნახოთ რა იქნება. ზაფხულობით ლაყუასთან სოფელში გატარებულ დღეებს არაფერი ჯოსბ, სიმწვანე, მდინარე, ცოლის მომზადებული ლობიო, რომელიც თვალებსაც გაქაჩინებს და მარალი მოდის ქალბატონი, დაბლდება და მეოჯახე ქალად იქცევა. თუმცა ადამიანი როდესაც ლაპარაკს იწყებს პირველი მნიშვნელოვან სიტყვებს ამბობს, მაგალითისთვის „დედა“ ეჭვიანობის მერე „მამა“ მაგრამ მერე ურევს.
-მამა, ძროხა წავიყვაოთ ჩვენთან რა.
-დედაშენს ნუ დაემსგავსები შვილო, მამაშენიც კარგი კაცია.





№1 სტუმარი სტუმარი ნინი

კარგი იყო ???????? იუმორი ძალიან მომეწონა
ერთ მომენტში საბაზე ძალიან გავბრაზდი იმსახურებდა კეკე მაგრამ საბას ცოტა ზედმეტი მოუვიდა

სტუმარი ნინი
კარგი იყო)) იუმორი ძალიან მომეწონა
ერთ მომენტში საბაზე ძალიან გავბრაზდი იმსახურებდა კეკე მაგრამ საბას ცოტა ზედმეტი მოუვიდა

 


№2  offline წევრი Tkemali

შენი იუმორი, შენი სილაღე, შენი სიგიჟე... ფანტაზია, რომელსაც საზღვარი არ აქვს heart_eyes აი, ასე გათხოვილი და სამი შვილის პატრონი ქალი, ოფიციალურად ვაცხადებ , რომ ვგიჟდები შენზე! laughing blush გადამრია შენმა ნიჭმა და ვარ შენზე ,ასე უგზო-უკვლოდ შეყვარებული blush

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან კარგი იყო წარმატებებს გისურვებ

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მოკლედ საკმაოდ დიდი დროის შემდეგ მომანდომე, რომ კომენტარი დამეწერა:დდდ
ზოგადად იმ იშვიათ ავტორებს შორის ხარ, რომლებსაც ვენდობი და ისინიც არასდროს მიცრუებენ იმედს. საოცრად სასიამონო წასაკითხია, მიუხედავად იმისა რომ თავიდან მძიმედ იწყება. შეგიძლია მკითხველს შეუქმნა ხასიათი, მართო მისი ემოციები, სრულიად შეცვალო მისი დღე. ძალიან კარგია შენი კითხვა:დ მადლობა :)

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

❤️❤️❤️ ძალიან კარგი იყო.

 


№6  offline წევრი უმადრუკი M

უსაყვარლესობა იყო. ^_^ ძალიან მომეწონა.წარმატებები ❤️

 


№7  offline წევრი duchi_duchi

იმდენი ვიცინე დავაღვიძე მეზობლები.ძალიან კარგი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent