მარტო'სული {8}
ვერ უძლებდა ციხეს, ადამიანებს რომლებიც ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებდნენ და ეს ისე კარგად გამოსდიოდათ ნებისმიერ ფსიქოლოგს უკან ჩამოიტოვებდნენ. ამცირებდნენ, ავიწროებდნენ, სუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ , როდესაც შეეშვებოდნენ შემდეგ მიშო ჩნდებოდა . იმაზე ხშირად ჩნდებოდა ვიდრე ოდესმე , ნებისმიერ დროს როდესაც მარტო დარჩებოდა, როდესაც სიმშვიდეს იგრძNობდა მისი ხმა ესმოდა. თვალს ვერ ხუჭავდა, წამსვე მის სახეს ხედავდა . არ ეძინა, არ ჭამდა, მთვარეულივით დააბიჯებდა ან ერთ ადგილას გაშეშებული იჯდა სრულიად მარტო , საკუთარი ცოდვებით დამძიმებული სულით . თვეები გადიოდნენ , მაგრამ იქ ვერ გრძნობდა ციხეში დრო არ გადიოდა, დრო გაჩერდა, წინ არ მიდიოდა . ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა, გარეთ უნდოდა გასვლა, ვეღარ იტანდა იმ კედლებს, იმ ხალხს და იქაურ ცხოვრებას. კიტას სიტყვებზე ფიქრობდა, მის სანახავად არავინ მიდიოდა საკუთარმა მამამაც კი არ მოინახულა, შვილებიც დაივიწყებდნენ, ახალაია ხომ საერთოდ თავისუფლებით დატკბებოდა და მხოლოდ წყევლას თუ გაუგზავნიდა . წლები უნდა გაეტარებინა იქ , იმ ადგილას სადაც არსებობა შეუძლებელი იყო . სამყაროში სადაც მარტო დარჩა, ყველა ნიღაბი ერთროულად წაართვა მენაბდემ, სახიდან ჩამოგლიჯა თან ისე რომ თითიც არ დაუკარებია. თავს ვერ იხსნიდა ამ მდგომარეობიდა, ვერ პოულობდა გზას და დამხმარეც აღარავინ ჰყავდა. თამაში , ერთადერთი გზა საკუთარი მდგომარეობის გამოყენება იყო და მრავალკვირიანი ფიქრის შემდეგ მოქმედებაზეც გადავიდა. გამთენიისას პატიმრებს ძილი დაურღვია მირცხულავას განწირულმა ყვირილმა . საკანში მყოფები მალევე გამოფხიზლდნენ, ოთახში მოსიარულე კაცს შეხედეს და გაკვრივებულები ადევნებდნენ თვალს საბანში გახვეული ,შეშლილი სახით როგორ დააბიჯებდა და გაუგებარ სიტყვებს ყვიროდა. ვიღაც არარსებულს ხმამაღლა ესაუბრებოდა, წასვლას სთხოვდა და შემდეგ სახეს იხოკავდა. არავინ მიეკარებოდა ბადრაგი რომ არ გამოჩენილიყო. ქაოსი გამოიწვია მისმა შეტევამ, დაუმორჩილებელი იყო, არ მიჰყვებოდა ბიჭებს, წინააღმდეგობას უწევდა და თან შველას სთხოვდა. გონს არ მოდიოდა, გათიშული იყო და სრულიად ალოგიკურად საუბრობდა . რამდენიმე ექიმმა შეამოწმა, კლინიკაშიც გადაიყვანეს, გამოკვლევები ჩაუტარეს და დროებით მარტო ჩასვეს საკანში. მისი ერთი , ფხიზელი ნაწილი გეგმას მიჰყვებოდა , მაგრამ მეორე შეშლილი ნახევარი მოსვენებას არ აძლევდა. მარტო დარჩა, ეს უნდოდა , რომ არავინ შეხებოდა,არავის დალაპარაკებოდა , მაგრამ მშვიდად ძილის საშუალებას მიშო არ აძლევდა. იწვა , ჭერს უყურებდა და წამიერად გამოჩენილ სახეს თვალს არ აშორებდა -ისევ თამაში დაიწყე ? შე უნიჭო მსახიობო გგონია გამოგივა? ... მე აქ ვარ შენთან - გამოსახულება უახლოვდებოდა , ბოლოს ისე ახლოს იყო რომ ვეღარ გაუძლო და ხელი უშედეგოდ აუქნია - მარტო არ ხარ... მე შენთან ვარ გუგააა - ხმა ესმოდა და ხელებს უშედეგოდ იფარებდა -წადი შენი ... მოშორდი , მოშორდი გესმის? საერთოდ არ არსებობს, მოგკალი და გაგაქრობ . არ არსებობ , სულებიც არ არსებობენ არც მოჩვენებები -როგორ არა , მე შენთან ვარ... ჩემი სისხლი შენს კანშია ჩამჯდარი . შენს ტვინში ვარ და ვერ მომიშორებ- ესმოდა და ჭკუიდან შლიდა. გასაქცევიც აღარ ჰქონდა. პატარა ოთახში დატყვევებული , დაჭრილი ცხოველივით დააბიჯებდა და საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. ბოლოს სრულიად დაკარგა კონტროლი კედლები რომ მიუახლოვდნენ, სივრცე რომ დაპატარავდა და სუნთქვა გაუჭირდა კედელს თავით დაეჯახა. მუშტებს და თავს ურტყავდა , ღრიალებდა და გახეთქილი კანიდან სისხლი სდიოდა. მიშოს ხმას კი თავიდან ვერ იშორებდა -არ ხარ...არ ხარ და მოგერევი. ისევ მოგერევი კარი გაიღო, მარტო აღარ იყო . დაცვა მის შეჩერებას ძლივს ახერხებდა. ხელები შეუკრეს, მაგრამ მაინც ვერ დაამშვიდეს. საკუთარი სისხლით იყო მოთხვრილი მისი ტანსაცმელი. წამლის საშუალებით დაამშვიდეს , მეორე დღეს ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. ყოველი გასაუბრებისას ყველა ექიმის ერთი და იგივე დასკვნა გამოჰქონდა , მირცხულავა შეურაცხადად ცნეს . .......... -არ მჯერა . მართალი იყავი ... ფსიქიატრიულში ჰყავთ უკვე - მოსე შეშფოთებული უყურებდა სავარძელში მოკალათებულ მენაბდეს და ეშინოდა, მისი სიცივის , მისი ურეაქციობის -კარგი მსახიობი იყო ყოველთვის, ვერ დავუკარგავთ ნიჭს -იგონებს ? იცი რამდენი ექიმი გავუგზავნეთ? -ჯერ-ჯერობით იგონებს ... -კიტა -რატომ მიყურებ ასეთი შეშინებული სახით- გაიცინა და წინ წამოიწია -რას აპირებ ... ვიცი რომ რაღაცას გეგმავ და არ მეუბნები ! -იურისტი აღარ იქნება საჭირო ... შეგიძლია განხილული საქმე დაივიწყო და გადადო მოგებულ საქმეთა შორის -და მე მხოლოდ შენი ადვოკატი ვარ კიტა? -ეჭვიანი ქალის ტონალობა გაგერია ხმაში... ხო არ შეგიყვარდი შე ჩემა . ციხეში კი კაცებთან ვიჯექი , მაგრამ -გეყოფა რა ... ამ შენი ხუმრობებით ვერ შენიღბავ მთავარს -მეყოფა , ნამდვილად... უკვე თავხედობაა ამხელა იურისტ კაცს დროს გართმევ. გარეთ რიგი დგას . დრო ფულია, შენი დრო კი განსაკუთრებით ძვირია - სავარძლიდან წამოდგა და ღიმილიანი სახით დატოვა მოსეს კაბინეტი. მთელი კვირა ელოდა , სულ უფრო მეტად უმძაფრდებოდა სურვილი . მიდიოდა ფსიქიატრიული კლინიკის ნესტიან დერეფანში და ოთახების ნომრებს აკვირდებოდა. თეთრი ხალათი ეცვა, ისეთი მშვიდი სახით მიაბიჯებდა თითქოს იქაურობა მისი სახლი იყო და ყველა კუთხეს იცნობდა. ბოლოს დანიშნულების ადგილიც იპოვნა, კართან შედგა ,დერეფანში მიმოიხედა და სახელური ჩამოსწია. ჭრიალით გაიღო ხის ძველი კარი ,ოთახის სითეთრემ წამით თვალი მოსჭრა, გახუნებული ფარდებიდან მთვარის შუქი ძლივს აღწევდა. ჭერზე დამაგრებული ჭაღიდან წამოსული სინათლე საწოლის ბოლოს ეცემოდა და თეთრ ხალათში გახვეული მირცხულავაც მშვენივრად ჩანდა. წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფს უგონოდ ეძინა, არც უფიქრია მისი გაღვიძება , ფანჯარასთან დადგა და სიგარეტს მოუკიდა. იცოდა იქ არავინ შევიდოდა, დილამდე ჰქონდა დრო ბატონი გურამის შესასწავლად. რა იყო დარჩენილი გურამ მირცხულავასგან ... „უშნო სხეულში გამომწყვდეული მახინჯი სული „, ჩაცვენილი ყვრიმალები, ჩაშავებული თვალები, მელოტ თავზე ურიცხვი ჭრილობები, ბოლო რამდენიმე თვეში დაკლებული ჭარბი კილოგრამები და შფოთვა , რომელიც მის სახეს ძილშიც არ ტოვებდა. ალბათ ერთ საათს ელოდა მხოლოდ , შეიძლება კიდევ უფრო ნაკლები დროც გავიდა მირცხულავამ უცებ რომ გაახილა თვალები. მზერა მოპირდაპირე კედელს მიაპყრო და ჩასისხლიანებული თვალებით ერთ წერტილს მიაშტერდა . კიტას ვერ აღიქვამდა მისი არეული გონება და არც მენაბდე ახსენებდა თავს . უშედეგოდ ცდილობდა შეკრული ხელების ამოძრავებას, ისე ეგდო საწოლზე , ერთ პოზაში გაშეშებული, გადაბრუნებაც ძლივს მოახერხა. სახე დაეცვარა, ღრმად სუნთქავდა და ჩუმად იგინებოდა ფანჯარასთან მდგომ მენაბდეს რომ შეხედა და გაშეშდა -ამის დედაც ... -როგორ გიხდება ეს ხალათი გურამ ... აქამდე როგორ ვერ მოიფიქრე აქ დასვენება- სიგარეტის კვამლი მისი მიმართულებით გაუშვა და თვალები დააწვრილა. კედელს მიეყრდნო ზურგით და ფეხი ფეხზე გადაიდო - მეც ხომ მიხდება? ექიმობაზე უნდა ვიფიქრო... ცხოვრება წინ მაქვს- გაიცინა და მერე მისკენ დაიხარა- რა ? ვერ მიცანი ? -მეჩვენები ხომ? აქ არ შემოგიშვებდენ. შენი დედაც მოვყან ახლა ესეც მეჩვენება? - ბუტბუტებდა და კიდევ უფრო მეტად ეცვარებოდა სხეული. გრძNობდა ცივი ოფლის წვეთები როგორ მიუყვებოდნენ კანს , წამლის მოქმედებას თავს ვერ აღწევდა, გაბრუებული იყო და თავს უცნაურად გრNძობდა. მზერაც ერეოდა, სინათლე კიდევ უფრო აღიზიანებდა -მიშოც აქ არის? -შენ ვერ ხედავ? გიყურებს ... მაქვეა -დარწმუნებულმა თქვა და მერე უცებ გადაიხარხარა- შენ დაბერდი ეს კიდევ ისევ ისეთია ეს არ იცვლება... სიკვდილის კიდვე ერთი პლიუსი -სიკვდილს ბევრი პლიუსი აქვს ჩემო გურამ ... ყველაფრისგან ისვენებ , წყვეტ უაზრო არსებობას, დამპალ ცხოვრებას აჩერებ და უჩერებ გზებს , მეტად ვეღარ გაწამებს . კვდები და კოვზს ნაცარში უგდებ - თვალებში უყურებდა და ისე ესაუბრებოდა თითქოს რჩევას აძლევდა- შენ რა დაგრჩენია აქ ... ასე ხელ-ფეხ შეკრული გინდა იწვე ? საკუთარ ნ.ხვში ამოსვრილს ჩაგესმოდეს მიშოს ხმა -მოკეტე ... - თვალები დახუჭა, თავი სტკიოდა, გაორებულად ხედავდა და მისი ხმაც წყვეტილად ესმოდა. მერე იცინოდა , ხმამაღლა იცინოდა და თვალებს არ ახელდა-წადი შენი დედაც გინდა თავი დავიბრიდო? შენი გასაკეთებელი გავაკეთო? შე ს.რო გგონია მართლა გავგიჟდი? აქედან გამოვალ, გამოვალ და დედა მოგიტყ.ავ .. გგონია შეგარჩენ? უნდა დამებრიდე , მაგრამ მურთოს ევასებოდი და ციხეში გაგიშვა. ხომ ვიცოდი არ შემარჩენდი მიშოს სიკვდილს... ვიცოდი, ვიცოდიიი შე - ხმას ვეღარ აკონტროლებდა, მაგრამ მაინც არ ყვიროდა. კბილებს ერთმანეთს აჭერდა, ძარღვები დაბერილი ჰქონდა, ხელებს უშედეგოდ ამოძრავებდა , თვალები გაფართოებული და ჩაწითლებული ჰქონდა. ნორმალურად ვერ ხედავდა, ყველაფერი ტკიოდა, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა - იგულავე სანამ დრო გაქვს...შენამდე მოვალ და იმ შენს ექიმსაც მივწვდები . ხო ... ხო პირველს მას ვესტუმრები- იცინოდა და კიტას თვალს არ აშორებდა. მენაბდეს მთელი სხეული აუდუღდა , შიგნიდან იწვოდა და სულ ცოტა სჭირდებოდა აფეთქებისთვის. სიგარეტის ღერმა თითები დაუწვა, ვერც კი იგრძნო ისე მოიქცია ხელისგულში და ფერფლი იატაკზე დააგდო . ყბები დაეჭიმა, სული შეუხუთა მისმა სიცილმა. წამით დახუჭა თვალები და გონს რომ მოვიდა უკვე მის საწოლთან იდგა, ერთი ხელით ბალიშს აწვებოდა რომელიც მირცხულავას პირს ფარავდა. მხოლოდ მის თვალებს უყურებდა უჰაერობისგან და შიშისგან შეშლილ მზერას . იცინოდა, ამჯერად თავად იცინოდა და წამით დაკარგული კონტროლით მიღებული სიამოვნებაც მთელს სხეულში ვრცელდებოდა. მეორე ხელში მისი თითი მოიქცია და ისე დაქაჩა რომ დამსხვრეული ძვლებიც შეიგრძNო. უყურებდა როგორ ტკიოდა, როგორ უჭირდა სუნთქვა და უჰაერობისგან იგუდებოდა, მის სიკვდილს ხედავდა , მაგრამ არ უნდოდა არ მოსწონდა. ბალიში მოაშორა აღრიალებულს სუნთქვის საშუალება მისცა. ხრიალი ისმოდა , ახველებდა და ცდილობდა ტკივილის გაქრობას -მოხვალ ? იჩქარე ... აქედან თავი დააღწიე . იპოვნე გზა - ყბაში წვდა და ისევ დაუხშო პირი - ცდილობდი თავი დაგეხსნა და თითები დაიმტვრიე , მაგრამ არ გამოგივიდა . ექიმებს შეებრალები, გიმკურნალებენ - ხედავდა როგორ ფართხალებდა, როგორ ცდილობდა თავის დახსნას, ყვირილს, ტკივილის გაყუჩებას , მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. საცოდავი იყო, უძლური , მარტივი არსება , რომელსაც მხოლოდ მუქარა შეეძლო . ის არ იყო კაცი რომელიც უნდა მოგეკლა რომ დაგემარცხებინა, ის უკვე აღარ არსებობდა. თვალებში უყურებდა და ხვდებოდა , რომ მირცხულავა დასრულდა. ბალიში გაუსწორა, გაიცინა და უკან დაიხია- ეცადე შემდეგ შეხვედრამდე მოემზადო ... მოულოდნელად გესტუმრები და გაგახარებ. მიშოს დაგიტოვებ , დაგიამებს ტკივილს კარი დახურა , გარედან გადაკეტა და დერეფანს გაუყვა . ესმოდა ღრიალის ხმა , სხვა ოთახებშიც ხმაურობდნენ პაციენტები , მაგრამ არავინ ჩანდა შეშლილთა ტკივილი არავის ადარდებდა. ალბათ იმიტომ რომ მათი არავის ესმოდა. ისინი სხვა სამყაროში არიან , ტოვებენ რეალობას და ინაცვლებენ ირეალურ სამყაროში იქ ზოგჯერ მათი ოცნებები ხდება, ზოგჯერ კოშმარები ცოცხლდება . ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ მათი თვალებით სამყარო რომელიც მხოლოდ მათ გონებაშია ... .......... სისხლის სუნს გრძნობდა , საკუთარი სისხლის სუნს რომელიც ნელ-ნელა ერეოდა ჰაერს და მალე მთელს ოთახს მოიცავდა. ტკივილს ვერ აღიქვამდა, გამოსახულება ნელ-ნელა ბუნდოვანი ხდებოდა . მიშოს ხმაც აღარ ისმოდა ისე ხმამაღლა , მისი სახეც უფერულდებოდა ... გააქრო. ფანჯრიდან ჩანდა უცნაური ხედი , ისეთი მანამდე რომ არ უნახავს იქნებ ეჩვენებოდა კიდეც სისხლის სუნი უფრო მძაფრად იგრძნობოდა, წითელი სითხე თეთრ ზეწარზე იღვრებოდა და მოძრაობას აგრძელებდა. ხელებს ვეღარ ამოძრავებდა, ძალა აღარ ჰქონდა და არც სურვილი. დაასრულა, მიშოს მოჩვენებამ ღიმილიანი სახით დატოვა და თავადაც დასრულდა. შემოწმებაზე შესულ ექთანს ვენებგადაჭრილი დახვდა , სუსტი პულსით რომლის შენარჩუნებაც ვერ მოახერხეს. გვიანი იყო , ბრძოლა სიცოცხლისთვის არ უცდია , მხოლოდ ექიმები ცდილობდნენ , მხოლოდ ისინი და არავინ სხვა. სიკვდილმა მოიგო , სიცოცხლე დამარცხდა და გურამ მირცხულავას 40 წლიანი ცხოვრება წარსულად იქცა. დასრულდა მისი სულის ამქვეყნიური ტანჯვა, ცოდვებით დამძიმებულმა სხეული დატოვა და გაეშურა იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან. იქ , სადღაც შორს მოკვდავთათვის მიუწვდომელ სამყაროში . გარეთ კოკისპირულად წვიმდა , ცივი ქარი ქროდა და ყველაფერს ყინავდა. მირცხულავა რომ დაიბადა მაშინაც ასე ყინავდა , მაგრამ ბიჭის დაბადებით გამოწვეულმა სიხარულმა გაათბო ყველა. უხაროდათ , მაშინ მოლოდინები ჰქონდათ, იმედები რომლებსაც ვაჟიშვილზე ამყარებდნენ. მის ფერად მომავალს ხედავდნენ, ვერავინ იფიქრებდა იმ დღეს რომ მეორმოცე ზამთარს თვითმკვლელობით დაასრულებდა . განა შესაძლებელია ახალშობილის დანახვისას მიხვდე როგორი ბნელი ცხოვრება ელის ? ნუთუ შესაძლებელია იმ პატარა , უსუსურ არსებას ბოროტება მართავდეს. არა , მე მჯერა რომ სულის სიმახინჯეს ცხოვრება ქმნის , არავინ იბადება მკვლელად , არავინ იბადება იმისთვის რომ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანოს. გურამ მირცხულავამ ორი ადამიანი მოკლა, მიშო თევდორაძე და თავად გურამ მირცხულავა. ერთ , ზამთრის წვიმიან ღამეს დაასრულა ცხოვრების წიგნი ........ უცნაური იყო , მაგრამ იმ ღამით დაძინება ვერ მოახერხა. ვერ ისვენებდა, რაღაც ამბავს ელოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა კარგი იქნებოდა თუ ცუდი. გამთენიისას ჩაეძინა , მაგრამ მალევე გამოაფხიზლა საძინებელში დაუკითხავად შეჭრილმა ბიჭმა -რა ხდება ? - კოკოს გაფითრებულ სახეს უყურებდა და გული უცნაურად სწრაფად უცემდა -აქ ხარ ...კიდევ კარგი -რა ჯანდაბაა...რა გესიზმრა -თავი მოიკლა ,ტო ... თავი მოიკლა იმ ნ.ბოზარმა . მოსე წავიდა , მორგში ჰყავთ უკვე -ემოციებს ვერ ფარავდა და კიტას თვალს არ აშორებდა . ელოდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა თითქოს გაქვავდა მენაბდე . იქ იყო, მაგრამ აღარ იყო სიტყვა არ უთქვამს ისე ჩაიცვა და წავიდა-სად მიდიხარ , მორგშია და იქნებ არც გენახა . კიტა დარწმუნებული ხარ ? -მარტო მინდა ვიყო - უკან ადევნებულ ბიჭს უთხრა და მანქანაში ჩაჯდა. ეზო ისე სწრაფად დატოვა კოკო გაყოლას ვერ მოახერხებდა იქ დასრულდა ? ხომ ნამდვილად დასრულდა , მიიღო ის რაც სურდა და სრული სიზუსტით შეასრულა გეგმა , ხედავდა მის ამქვეყნიურ ტანჯვას, თავს მოერია მის სისხლში ხელები არ გაისვარა, მაგრამ მაინც ამხელა წვლილი ჰქონდა ადამიანის მკვლელობაში. წამით განცდილმა ბედნიერების შეგრძნებამ საკუთარი თავი შეაძულა, არ მოსწონდა სხვისი უბედურებით განცდილი სიამოვნება. ეს არ იყო ნორმალური, ეს არაადამიანური შეგრძნება იყო რომელიც კიტა მენაბდეს სამყაროში ყველაზე მეტად სძულდა . განა საკმარისია ერთი ადამიანის სიკვდილი მეორეს დანგრეული ცხოვრების აღსადგენად? არა. არა რა თქმა უნდა ადამიანს შეუძლია სხვის ცხოვრებაზე იმოქმედოს, შეუძლია ისე მოაწყოს საკუთარი ბოროტებით რომ ვიღაც გააუბედუროს, ყველაფერი უკუღმა წარმართოს , მაგრამ მისი გაქრობით დამსხვრეულის გამრთელება შეუძლებელია. თავად უნდა გქონდეს ძალა , შესაძლებლობა რათა ფერფლისგან აღსდგე . შურისძიება მხოლოდ ადამიანური სისუსტის გამოხატულებაა, თავის მოტყუება რომელიც გაგრძნობინებს ყალბ ბედნიერებას. ამ დროს ემსგავსები იმ ცივსისხლიან ქმნილებას ,რომელიც ერთ დროს შენი უბედურებით ერთობოდა. მირცხულავამ თავი მოიკლა, ვეღარ გაუძლო მიშო თევდორაძის მოჩვენებას, კიტას თავისუფლებით მოახლოებულ სასჯელის შიშს და ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს ბოლო მოუღო. მისი უსულო სხეული მიწას მიაბარეს , არ ჰგავდა ჩვეულებრივ გამოსამშვიდობებელ რიტუალს. არავინ ტიროდა, არავინ დარდობდა, ისე დაკრძალეს როგორც უპატრონო გვამი. ახალაიას არც კი უნახავს, ბავშვებიც არ მიუშვია ახლოს. ნათესავები და ნაცნობები სულ რამდენიმე წუთით გამოჩნდნენ , არაფერი ჰქონდათ სათქმელი . მოხუცი კაცი მიაცილებდა შვილს უკანასკნელ გზაზე, უხმოდ , ამღვრეული თვალებით და ათრთოლებული სხეულით. დასუსტებული გული დარტყმებს ტოვებდა, ტკიოდა უზომოდ , ვერ უძლებდა , ძალა ეცლებოდა . იქ იყო ჯოჯოხეთი რომელიც მირცხულავამ შექმნა -თავი არ დაიდანაშაულოთ მახო ძია ... - უეცრად გამოჩენილმა მენაბდემ მკლავზე მოუჭირა თითები და საყრდენად ექცა. დიდხანს უყურებდა შორიდან რიტუალს, მაგრამ ვერ გაუძლო კაცის მდგომარეობას -მე მივიყვანე აქამდე...მე ვერ გავზარდე სწორად, ვერ შევამჩნიე როგორ ივსებოდა მისი გული ღვარძლით, ბრმა ვიყავი და ასე დამსაჯა . საკუთარი შვილის სიკვდილი მანახა კიტა იქ იდგა. მწვანე ბალახზე , მხრებში გამართული და ზემოდან დაჰყურებდა ღრმა ორმოში ჩაშვებულ ხის კუბოს. მირცხულავა იქ იყო, უჰაერობაში, სიშავეში, სიბნელეში , მიწის ქვეშ. ესმოდა ხმა , მიწის ხეზე დაცემის ხმა. ქარი ძლიერად უბერავდა , იმდენად ძლიერად რომ სიცოცხლეს გაგრძნობინებდა. შემდეგ წვიმის სურნელიც მოიტანა, ციდან წამოსული წვრილი წვეთების სუნი -მე მხოლოდ ის ვიცი, რომ თქვენ გიყვარდათ მიშო . ღირებულ ფასეულობებს უნერგავდით გურამს, მაგრამ ის თქვენ არ გგავდათ . მისი დანაშაული მხოლოდ მას ეკუთვნის და არავის სხვას ... სამწუხაროდ შვილების დანაშაულზე პასუხს მშობლებიც აგებენ , ტკივილით რომელიც არასდროს ქრება რატომ ამბობდა ამ სიტყვებს ? ალბათ იმიტომ რომ ერთ დროს ირაკლის გვერდით იდგა ეს კაცი ახლა სიცოცხლის ნაწილს რომ ემშვიდობებოდა , ალბათ იმიტომ რომ სწორედ ამ სიტყვებს ეუბნებოდა დამნაშავედ შერაცხული ბიჭის მამას და ახლა ვალს უბრუნებდა. ან იქნებ იმიტომ რომ მენაბდეში დიდი დოზით იყო ადამიანობა როგორც ყველაზე ჰუმანური გრძნობდა . თვისება ,რომელიც ყველას არ გააჩნდა , მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ მისი ფლობის უნარი... .......... მარტო იჯდა კუთხის მაგიდასთან . იხსენებდა განვლილ წლებს და მოგონებები ერთმანეთში ერეოდა .ჰაერში ტრიალებდნენ, ერთად გროვდებოდნენ და შემდეგ ერთ პატარა უჯრაში ექცეოდნენ, რომელიც ტვინის ერთ-ერთ სექტორში დაიდებდა ბინას სახელწოდებით „წარსული“ . მშვიდი იყო, მძიმედ დამვშიდებული და ისევ ცარიელი. ვისკით სავსე ჭიქას ნელ-ნელა ცლიდა და თვალს ადევნებდა მოცეკვავე სხეულებს. საინტერესო არაფერი ჩანდა, მუსიკის რიტმს აყოლილი ახალგაზრდები, ვნებააშლილები, გონებაარეულები , გაბრუებულები ცეკვავდნენ შეუჩერებლად და ასე შორდებოდნენ ცხოვრების დამღლელ რიტმს. მოდუნდა , ალკოჰოლმა იმოქმედა და მსუბუქად გრძნობდა თავს. არ იცოდა მერამდენე ჭიქა იყო , არ ითვლიდა , მაგრამ აშკარად მოქმედებდა. ის გამოჩნდა, ხედავდა მოცეკვავეებს შორის მის სახეს , ის არ ცეკვავდა უბრალოდ კიტას უახლოვდებოდა და მზერას არ აშორებდა. თვალები დახუჭა, ძლიერად დააჭირა ქუთუთოები , მაგრამ გამოსახულება არ გაქრა, უფრო ახლოს იყო და სულ მალე გვერდითაც მიუჯდა. თავისი ჭიქა სასმელით აავსო და პაუზის შემდეგ დააგემოვნა. გულს ვეღარ გრძნობდა, თვალებდახუჭული იჯდა , არ განძრეულა, არც შეუხედავს უბრალოდ სუნთქავდა მის სურნელს და შეიგრძნობდა მისგან წამოსულ სითბოს -როგორ გგონია სიცოცხლეში დასასრული არსებობს თუ ყოველი დასასრული ახლის დასაწყისია -ვიღაცები სრულდებიან, ცოცხლობენ , მაგრამ სრულდებიან -და თუ გავაცოცხლებთ? -არ შეგიძლია! -იქნებ შემიძლია...მინდა რომ შევძლო , ძალიან მინდა- უყურებდა , მის პროფილს. დაჭიმულ ყბებს და დაძაბულ სხეულს. მის შეწყვეტილ სუნთქვასაც კი გრძნობდა , ის კი არ უყურებდა. თვალის მოუშორებლად უცქერდა მოცეკვავე წყვილებს -კიტა -15 წლით დასრულებულს გააცოცხლებ? გააცოცხლებ და გგონია ისევ ისეთი იქნება? ასე არ ხდება ექიმო . ცხოვრება დიდი ჯაჭვია , ნებისმიერი რგოლის დაკარგვა მთლიანობას არღვევს . ჩვენს შორის კი ყველა რგოლი გამქრალია - სავსე ჭიქა აიღო და სულმოუთქმელად დაცალა -უბრალოდ შემომხედე , სულ რამდენიმე წუთით და გეფიცები წავალ - ისევ უძლური იყო მის გვერდით. სხვა ნებისმიერთან იბრძოლებდა, დანაშაულის გამოსყიდვისთვის და უბრალოდ სურვილის შესასრულებლად, მაგრამ კიტასთან არ შეეძლო. -ჩემი თვალები გეტყვიან სათქმელს - ჩაიცინა და მოულოდნელად მოუჭირა თითები ყბაზე. იმდენად ახლოს იყო მის ყოველ ამოსუნთქვას კანით გრძნობდა. თვალებში უყურებდა , მზერას მთელს მის სახეზე დაატარებდა და თითებს არ უშვებდა - რამეს თუ ხედავ მეც მითხარი, სარკეში ჩახედვისას სრული სიცარიელე მხვდება - ისე უნდოდა მოფერებოდა, მის ათრთოლებულ ტუჩებს შეხებოდა. ემოციებისგან გაყინული მისი სხეული მკლავებში მოექცია და დიდხანს , ძალიან დიდხანს ჰყოლოდა ახლოს. -და თუ იარსებებს ერთი გრძნობა მაინც, სიცარიელე გაქრება ის დაიკავებს მთელს სივრცეს . გაიზრდება , გაბევრდება და შთანთქავს სიცივეს - თითები ჯერ მაჯაზე შეახო, შემდეგ მტევანზე და ხელისგულზე მიაწება ტუჩები . სულ წამით შეეხო, წლების წინ ნათქვამი სიტყვები გაახსენა მენაბდეს და ისე გაუჩინარდა როგორც მოჩვენება. იქნებ მოჩვენება იყო? თრობით გამოწვეული ლამაზი მოჩვენება , რომელიც სულ რამდენიმე წამით ესტუმრა, სული აუფორიაქა და გაქრა. წავიდა, მაგრამ არა სამუდამოდ ... ისევ ხედავდა კიტას თვალებში მეტს ... აღმატებულს , რაღაც განუმეორებელს ისეთს სხვაგან რომ ვერ წააწყდებოდა. ხომ ნამდვილად ხედავდა და ეს არ იყო ილუზია. სწრაფად მიაბიჯებდა, ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიოდა და გრძნობებსაც ებრძოდა, სურვილებს რომლებიც უკან დაბრუნებას სთხოვდნენ. მენაბდის გვერდით, მასთან ახლოს ყოფნას. წამით შეჩერდა კიდეც, შებრუნდა და წარმოიდგინა როგორ მირბოდა მისკენ, მოეხვია კიდეც. წლების წინ დაკარგული შეგრძნება დაიბრუნა , სულ ერთი წამით რომ განიცდიდა და სამყაროს აჩერებდა. ცარიელ ქუჩაში მხოლოდ ორნი მიაბიჯებდნენ . ერთი გრძნობებს გაურბოდა მეორე კი მოჩვენებად ქცეულ ქალის ფიგურას მიჰყვებოდა . მათ შორის მანძილი იზრდებოდა და მცირდებოდა , თუმცა არ ქრებოდა . ნუთუ არ შეეძლო მენაბდეს უფრო სწრაფად წასვლა , ან თევდორაძეს შეჩერება... . ორი მარტო’სული უშედეგოდ ცდილობდა გაერთიანებას მათ შორის მანძილი კვლავ უცვლელად დარჩა . არაფერი გამოუვიდათ, სხეულები ზედმეტად შორს იყვნენ ერთმანეთისგან , მათი გონება წინააღმდეგობას უწევდა სულის სისავსეს. ვერ დავწერე ისე როგორც მინდოდა, მაგრამ მაინც დავდე მომდევნოს ალბათ დააგვიანდება ემოციურად გამოფიტული ვარ და თანაც ახლა უკვე მართლა იწყება ახალი ეტაპი სულ ბოლო დასკვნით ნაწილზე გადავდივართ რომელიც არ ვიცი რამდენი თავი გამოვა, მაგრამ მინდა რომ გამოვიდეს ისეთი როგორიც წარმომიდგენია იმედია დამელოდებით და დიდხანს არ მომწევს დაგვიანება მომენატრეთ და მოუთმენლად ველი თქვენს აზრს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.