შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პლუტონის ქალიშვილი [2]


29-11-2019, 12:45
ავტორი მარამელი
ნანახია 991

მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. თავში ის ბიჭი მიტრიალებდა, ასე უცებ რომ გამოჩნდა და ასევე უცებ გაქრა. მირაჟივით მეჩვენებოდა მომხდარი და ვფიქრობდი, იქნებ მომეჩვენა? ამდენი სტრესის ფონზე, იქნებ ჩემთვის დავდიოდი ქუჩებში და ველაპარაკებოდი ადამიანს, რომელიც ერთადერთ ნუგეშად დავისახე?! მერე მის თითოეულ მიმიკას ვიხსენებდი, მის ისტორიას - შეუძლებელია ასეთი ფანტაზია მქონდეს-თქო, ვფიქრობდი ჩემთვის. ამდენ ფიქრში, გათენებისას მიმეძინა. დილას გაბმულმა სიგნალმა გამაღვიძა. არ ვიცოდი ვის უსიგნალებდნენ ასე გამეტებით, საჭიდან ხელის აუღებლად, მაგრამ შევწუხდი. გამოუძინებელი გველივით დავჩხრიალებ ხოლმე, სწრაფად წამოვხტი საწოლიდან, ხალათი შემოვიცვი და ვიფიქრე, გავალ და გამოვლანძღავ იმ თავხედს-თქო!
აივანზე გავედი და გავოცდი, სულ დამვიწყებოდა, გუშინ მომხდარი. ის ტაქსისტი იდგა, ტანკლის ძახილით რომ მომიყვანა სახლამდე და ყველა ფანჯარას ათვალიერებდა, იქნებ გამომხედოსო. უმალ შემნიშნა და საჭეს აუშვა ხელი. გადმოვიდა მანქანიდან და აივნისკენ გამოემართა. ისეთ დაბალ პირველ სართულზე ვცხოვრობდი, ლამის პირისპირ ვესაუბრებოდი ქვემოთ მყოფ ტაქსისტს. ხელში ჩემი ჩანთა ეჭირა.
-არ გელოდით! - აღმომხდა გაოცებულს, - შევალ ახლავე ფულს გამოგიტანთ.
-არა ტანკლი, მაგისთვის არ მოვსულვარ. აი, ეს შენი ჩანთა. ჩემმა მეზობელმა მითხრა, რომ რამდენიმე ასეული ევრო ეღირება. მაგ მომენტში ვინანე და ბოდიში, რომ არ გენდე. არ მინდა ფული, შენ იყავი კარგად, - საუბრობდა ჩქარა, თითქოს სინანული არ უნდოდა დაენახებინა.
-ეგრე არ გამოვა, ხომ იცით, - უხერხულობა ვიგრძენი და მაინც გამოვართვი გამოწვდილი ჩანთა, - დამელოდეთ, ახლავე გამოვიტან ფულს.
სახლში შევედი სასწრაფოდ, მის პასუხს არც კი დაველოდე და 10 ლარიანი გამოვიტანე, მაგრამ არ ვიცი, რა რეალობაში გავიღვიძე გუშინ, ტაქსისტი წასული იყო!
-გაგიჟდები ადამიანი, აქ სულ ასეთი უცნაური ხალხი ცხოვრობთ? - ხმამაღლა მივმართე აივნის წინ, ტრორუარზე ჩუმად მიმავალ, ჩაფიქრებულ ქალს, რომელიც გაოცებული შეჩერდა, ამომხედა და მითხრა:
-მე მითხარით რამე?
მინდოდა გამეცინა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და ვუპასუხე:
-არა ქალბატონო, უკაცრავად.
დღეები ერთმანეთს დაუნდობლად ენაცვლებოდნენ. ბათუმიც დაუნდობლად ლამაზი იყო, ამინდთა გიჟურ მონაცვლეობაში. “აქ სიკვდილიც უფრო ლამაზად გამოიყურება და მეტად აზრიანად” - ვფიქრობდი ჩემთვის, როცა აღელვებულ ზღვას ჩავუვლიდი ხოლმე. მერე მერიზე მეფიქრებოდა და იმ ადამიანის გააზრებულ სიყვარულზე, რომელიც მირაჟივით გამოჩნდა და გაქრა ჩემ ცხოვრებაში. ძალიან მეუცნაურებოდა. “თითქოს ჩემი სურვილები გააჟღერაო” - ვფიქრობდი ჩემთვის - “ამ ზღვას მეც დავუთმობდი ჩემს სცხოვრებას სამარადჟამოდ. და წარემართა მერე ისე, როგორც თავად მოისურვებდა”.
იმ უცნობის ტრაგედიაზე დაფიქრებულმა გავიაზრე, რამხელა ტკივილის ატანა შეუძლია ადამიანს და მაინც როგორ ანგრევს საყვარელი ადამიანის სიკვდილი.
რაღაც შეუძლებელი იყო. ასეთი სიყვარულის ხომ აღარ მჯეროდა. “სადღა უყვართ ჩვენ დროებაში ასე გამეტებით” - ვფიქრობდი ჩემთვის და გულის სიღრმეში მეც ვოცნებობდი ვინმეს ისე შევყვარებოდი, როგორც იმ ბიჭს უყვარდა მერი, რომელმაც ეგოიზმით გაჟღენთილმა მაინც შეძლო და თავის სიყვარულს ბათუმი შეაზიზღა. ბათუმი, რომელიც, როგორც ჩანდა, ასეთი მნიშვნელოვანი იყო მისთვის.
მთელმა დღემ უაზროდ ჩაიარა, უძილობის გამო თავი მტკიოდა და ყველა კუნთი, განსაკუთრებით ფეხებზე. ასეთი ჩვევა ჰქონდა ჩემს ორგანიზმს, საკმარისად თუ ვერ გამოიძინებდა, მთელი დღე მაგრძნობინებდა, რომ მეტად აღარ უნდა გამეღვიძებინა სასურველზე ადრე.
“ზედმეტად მივეჩვიე უსაქმურობას და დამღუპავს” - გავიფიქრე ჩემთვის და ლეპტოპი გავხსენი. ვაკანსიების საიტზე შევედი და ჯიუტად მივუთითე ბათუმი ადგილმდებარეობაში. იმედს არ ვკარგავდი, რომ ბათუმი ჩემთვისაც გამონახავდა შესაძლებლობას.
ერთი ახალი განცხადება იყო დამატებული, ჟურნალისტის ვაკანსიებში. როგორც სამსახურის აღწერიდან ირკვეოდა, სიუჟეტები უნდა მომემზადებინა და თავის კარგად გართმევის შემთხვევაში, ძირითად ნაწილში ჩასმისა და საავტორო გადაცემის პირობას იძლეოდნენ უფროსები. დამაინტერესა. დამაინტერესა კი არ, ისე მომინდა ამ სამსახურში ავეყვანე, გული ამიჩქარდა. სივს გადავხედე, რამის დამატება ან ამოკლება ხომ არ იყო საჭირო, და გავაგზავნე. ეს მოხდა შუადღისას.
საღამოს ტელეფონი აწრიალდა. მეგონა დედა მირეკავდა. ბოლო დროს, სხვა არც არავის ვახსენდები. უცხო ნომერს რომ მოვკარი თვალი, გამიკვირდა. “ვინ უნდა იყოს?!” - გავიფიქრე და სანამ არაცნობიერი თავის წამოჭრილ ვარიანტებს გააცნობდა ცნობიერს, ვუპასუხე.
-გამარჯობა. ელენე დოლიძეს ვესაუბრები? - გაისმა ტელეფონს მიღმა კაცის ძალიან ხავერდოვანი ხმა. ჩემს გონებას მოეჩვენა, რომ ეცნობოდა მისი ხმა.
- დიახ, გისმენთ, - ვუპასუხე შეპარვით.
- ვაკანსიასთან დაკავშირებით გირეკავთ, შეძლებთ ხვალ ათზე მოხვიდეთ გასაუბრებაზე? დეტალებს მოვიწერები.
დავიბენი, ნეტავ, რომელ ვაკანსიაზე საუბრობდა? მაგრამ მომერიდა, მეკითხა, რადგან ვიფიქრე ეს შთაბეჭდილებას წაუხდენდა, ამიტომ იმ ინფორმაციას დავჯერდი, რომ ვაკანსიასთან დაკავშირებით მირეკავდა და დავეთანხმე.
-რა თქმა უნდა.
- კეთილი, ხვალ ათზე გელოდებით. მესიჯის მიღება დაგვიდასტურეთ, თუ შეიძლება.
- კარგი, გმადლობთ, - ვუთხარი თუ არა, მაშინვე გათიშა.
ეჭვი შემეპარა, რომ ეს ის ვაკანსია ყოფილიყო, შუადღისას რომ გავაგზავნე სივი. ასე უცებ, ვერ გადახედავდნენ და ვერ გადაარჩევდნენ. სად ეჩქარებათ?! არც ერთი კარგი სამსახური არ მუშაობს ეგრე და კადრებს დაგეშილი არ ეძებს. აბა საიდან უნდა ყოფილიყო? აქამდე რაც გავაგზავნე, ყველგან მოიწერეს, რომ განიხილეს რეზიუმე, მაგრამ სხვა დაინტერესების შესახებ არ უცნობებიათ.
ნომერს დავაკვირდი. საინტერესო ნომერი იყო, აი ისეთი, ძალიან ბევრ ფულს რომ იხდიან, ციფრები რომ დაამთხვიონ ხოლმე. გამეღიმა. ვიფიქრე, ნომრების ბაზაში მოვნახავდი და იქნებ ასე მაინც მიმეგნო იმისთვის, ვინც დამირეკა. ფეისბუქზე მოვძებნიდი და გავიგებდი, რომელ კომპანიაში მუშაობს.
ნომრების ბაზამ დემეტრე საბანიძე ამოაგდო. ზოგს როგორც დემე, ზოგსაც, როგორც დემნა ეწერათ. ფეისბუქზე ვცადე მოძებნა სახელის სამივე ვარიავიით, მაგრამ ვერავინ ვიპოვე, ერთი დახურული პროფილის გარდა, რომელსაც არც სურათები ედო, არც პოსტები ჰქონდა გაზიარებული და არც მეგობრებს მიჩვენებდა. ფარ-ხმალი დავყარე და დაველოდე გათენებას.
რადგან ქუჩები ზეპირად არ ვიცოდი, ტაქსით გავედი. უზარმაზარი შენობა იყო, რომლის თავზეც ეწერა თავისუფალი ტელევიზია. გამეცინა. ჟურნალისტებმა კარგად ვიცით, რომ არ არსებობს თავისუფალი ტელევიზია და ვერც ვერასდროს იარსებებს, სანამ მისი არსებობის წყარო ხალხია, მთავრობა და კერძო ინვესტორებია. ლიფტით მეხუთე სართულზე ავედი და მიმღებში გასაუბრება ვიკითხე, სად ტარდებოდა.
-პირდაპირ და მარჯვნივ, ბოლო კარი, - ისე მითხრა მიმღების გოგონამ, არც კი ამოუხედავს ჩემთვის. არც მე მითქვამს მადლობა ყურადღებისთვუს და პირდაპირ წავედი კარისკენ.
“დავაკაკუნო და შევიდე? იქნებ ვინმე ყავს? ამ გოგომაც როგორ არაფერი მითხრა?” - ვფიქრობდი ჩემთვის. ამ ფიქრში, მოვიფიქრე, რომ უნდა დამეკაკუნებინა. სხვა რა გზა იყო? ათი საათი გამხდარიყო ზუსტად და მე დაკაკუნებით არაფერს დავაშავებდი.
ნელა დავაკაკუნე და იმ ხავერდოვანი ხმით წარმოთქმული “მობრძანდი” გავიგე თუ არა, მოუთმენლად ჩავავლე სახელურს და გავაღე კარი.
-გამარჯობა, გას… - ვაპირებდი მეთქვა და უცებ შევჩერდი. სიტყვა ტუჩებს შორის გაჩერდა და მომეჩვენა, დავმუნჯდი. ჩემ წინ იდგა ის კაცი, გასაღები რომ მაპოვნინა და მიღიმოდა. რაღაცნაირი ღიმილი რომ ჰქონდა, ეს აქამდეც შევნიშნე, მაგრამ ახლა მისი ღიმილი დაცინვად მეჩვენებოდა და გამოქცევა მინდოდა.
- არ შემოხვალ? - მითხრა ბოლოს.
დაბნეული დავიძარი და არ მახსოვს, როგორ შევძელი სკამზე დაჯდომა, რადგან თვალს არ ვაშორებდი.
-როგორ გამიხარდა, სივი რომ გამოგზავნე იცი? - მითხრა ბოლოს. ღიმილი ჩამოშორდა და მეც შვებით ამოვისუნთქე. ეს აღარ იყო დაცინვა.
- ორი დღე-ღამე ვფიქრობდი, ნამდვილად შემხვდი თუ არა მაშინ და ახლა კიდევ ასე გამომეცხადე? - აღმომხდა გაოცებულს.
- მაპატიე, უბრალოდ, რომ არ წავსულიყავი, ემოციები დამახრჩობდა. შენთან საუბარმა ყველა ტკივილი განმიახლა, - საუბრობდა მშვიდად, მაგრამ სრულიად გულწრფელად.
- არ ვიცი, უნდა მიხაროდეს თუ არა შენი ხელახლა ნახვა და ამ სიტყვების მოსმენა.
- მე შენს ადგილას გამიხარდებოდა, - დაუფიქრებლად მიპასუხა.
წარბები ზემოთ ამეწია ჩემდაუნებურად, გაოცებისგან.
-თავხედი არ ვარ, - გაეცინა დემეტრეს თუ დემეს, თუ დემნას? როგორ უნდა მივმართო ნეტა? - უბრალოდ, ამდენი ხნის მანძილზე, პირველი ადამიანი ხარ, ვინც ჩემი ალაპარაკება შეძლო.
უფრო გავოცდი.
-მე არ ამილაპარაკებიხარ, რა თქმაა საერთოდ? შენ გინდოდა საუბარი და გული გადამიშალე. მეც მოგისმინე და შენი ტკივილი გავითავისე. ის იყო შენი მადლიერება, რომ აორთქლდი, გაქრი და ათასი კითხვით დამტოვე? - ვსაუბრობდი ჩქარა, რომ ვერსად შეძლებოდა სიტყვის ჩაჩრა და ჩემი სათქმელი, ბოღმად რომ მომწოლოდა ყელში, ბოლომდე მეთქვა.
- დემეტრე, - გამომიწოდა ხელი.
- სულ ეგაა? - გამეცინა ნერვიულად, - ისედაც ვიცოდი. ის მითხარი, აქ რა მინდა?
- იმედი მქონდა, რომ ნახავდი ვაკანსიას და გამოაგზავნიდი რეზიუმეს, - იღიმოდა.
- ვნახე და გამოვაგზავნე, როგორც ხედავ, მერე? - გაღიზიანება ხმაშიც დამეტყო.
- მერე ის, რომ სიუჟეტები უნდა მოამზადო, აყვანილი ხარ.
ბრაზი ყელში მიჭერდა ხელებს, ვერ გამეგო, რა ჯანდაბა უნდოდა ჩემგან.
-ხო, უნდა მივხვედრილიყავი, რომ ისევ თვალი თუ არ დამადგა კაცმა, ისე სამსახურს ვერ ვიშოვი, - გამოვცერი კბილებში და ფეხზე წამოვდექი. - კარგად იყავი, დემეტრე! სულაც არ იყო სასიამოვნო შენი გაცნობა! - კბილებს შორის გამოვცერი გაბრაზებულმა.
ზურგი ვაქციე და კარისკენ დავიძარი.
-მატყუებ, - ჩაილაპარაკა მშვიდად.
მისი გითავხედით გაოცებული გავჩერდი და მივტრიალდი.
-მაინც რას გატყუებ?
- რომ არ იყო სასიამოვნო ჩემი გაცნობა, - იღიმოდა.
გაბრაზებული გამოვვარდი ოთახიდან და კარი ძლიერად მივიჯახუნე. ბრაზი ყელში მიჭერდა, მინდოდა მივბრუნებულიყავი და მეთქვა, რომ საკუთარ თავზე ამხელა წარმოდგენა დაღუპავდა, მაგრამ კოზირი ჩემთვის დავიტოვე. გული მიგრძნობდა, რომ ახლა თუ არა, ოდესმე მაინც მექნებოდა მომენტი, მიმეხალა ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი მასზე. ის ემპათია კი, რაც მაშინ აღმიძრა, თავის მერიზე რომ მესაუბრებოდა, გაცამტვერდა. ალბათ, ასე გააწამა საწყალი გოგო და იმანაც თავისი გზა მონახა. შესაძლოა, ყველაზე ცუდი არჩევანი გააკეთა, მაგრამ ის ფაქტი, რომ სრულიად დასაშვებია, სხვა გზა არ ჰქონოდა, ჭკუიდან მშლიდა.
ალბათ, სიხარულით დავთანხმდებოდი სხვა შემთხვევაში დემეტრეს, რომელიც პრინცივით გამომეცხადა შესაფერის მომენტში. მაგრამ საკუთარ თავზე გამოვცადე, რა ძნელია სხვისი აშენებული თავშესაფარის ქვეშ კომფორტის პოვნა. მითუმეტეს, ასეთი არიან კაცები, მოგცემენ ყველაფერს, რაც გჭირდება და წაგართმევენ სამაგიეროდ ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ - ემოციებს, გრძნობებს, ყველაფერს! და მათი საჭიროება ქალის საჭიროებაზე ბევრად მძიმეა.
დანა პირს არ მიხსნიდა, ისეთი გაბრაზებული ვიყავი. სახლში მივედი და შავი დღისთვის გადანახული სიგარეტის კოლოფი გადმოვიღე მაცივრის თავიდან. გავუკიდე და ღრმად შევისუნთქე. წამიერად თავბრუ დამახვია. ვფიქრობდი, როგორი უიღბლო ვიყავი და კიდევ უფრო მეტად მინდოდა, ზღვისთვის დამეთმო ჩემი უიმედობით სავსე ცხოვრების წარმართვა.
საღამოს გიორგის ნომერი დაეწერა ჩემი ტელეფონის ეკრანს. ამდენი უცნაურობა რატომ ხდებოდა ამ ბოლო დღეებში, ვერ ვხვდებოდი. გიორგისთან არ მილაპარაკია, რაც საბოლოოდ დავშორდით ერთმანეთს და ამდენი ხნის მერე რაზე მირეკავდა, ჩემთვის უცნობი იყო. სწორედ ამ უკანასკნელი მიზეზით, ძალიან მინდოდა მეპასუხა, მეორე მხრივ კი ჩემი ეგო მებრძოდა, რომ არ უნდა მეპასუხა, რადგან დაჟინებით ეგონა, რომ შესარიგებლად მირეკავდა.
ბოლოს ვუპასუხე.
-უკვე გათიშვას ვაპირებდი, - მითხრა მისმა ხმამ. ალბათ იმიტომ, რომ ამდენი ხანი მისი ხმა არ გამეგონა, ჟრუანტელმა დამიარა.
- არაუშავს, - მოვუჭერი მაინც მოკლედ.
- როგორ ხარ? - ამის კითხვისას მომეჩვენა, რომ ხმა ჩაეხლიჩა.
- კარგად, თქვენ რას შვებით? - ვუპასუხე გესლიანად.
- ვინ ჩვენ? - გაოცება დაეტყო.
- შენ და შენი ქალი, - ავუხსენი ირონიულად.
- მადლობა მოკითხვისთვის. ახლა მომისმინე, დღეს დამირეკა თავისუფალი ტელევიზიის მფლობელმა, დემეტრე საბანიძემ, იცნობ მაყ ტიპს?
იმდენად არ ველოდი, ჰაერი ღრმად შევისუნთქე და დავმუნჯდი.
-იცნობ-მეთქი, ელენე? - გამიმეორა მკაცრად.
- კი, ვიცნობ, რა ხდება?
- რა საქმე გაქვს მაგ ტიპთან? - ხმა გაუმკაცრდა გიორგის.
- როგორც ყოფილი ქმარი მეკითხები ამას, რომელიც ეჭვიანობთ თუ როგორც გამომცემლობის მფლობელი? - აგდებულად ვუპასუხე. ჯერ უცნობი იყო ჩემთვის, რა საქმე ქონდა თავხედ დემეტრესთან.
- როგორც ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა შენზე, - მომიჭრა მოკლედ.
კიდევ ერთხელ ჩავისუნთქე ღრმად.
-ელენე, დაანებე მაგ ტიპს თავი, 500 მეტრის რადიუსზეც კი არ გაეკარო.
- რატო?
- იმიტომ, რომ შავი ხვრელია და ყველას შთაინთქავს, ითრევს.
- შენ რა იცი?
- მე გამიფრთხილებიხარ, - მომიჭრა.
- მაშინ მადლობა გაფრთხილებისთვის, - გავბრაზდი.
- ეცადე, გაითვალისწინო, მადლობა არ მინდა.
- მომიკითხე შენი ქალი, - ვუთხარი და გათიშვას ვაპირებდი, რომ მითხრა.
- მარტო ვარ.
- უი, რატო, მიგატოვა? დამეწვა გული, - დავცინე.
- შენ მენატრები, - ხმა ისევ ისე დაუთბა, როგორც თავიდან.
- მოგიწევს, მაგ მონატრებით იცხოვრო.
- ჩამოვალ ბათუმში, - წამოიწყო, მაგრამ დასრულება არ ვაცადე.
- და ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ? - გამეცინა, - ფილმში არ ვცხოვრობთ, გიო, ცოტა ნაკლები ოპტიმიზმი გამოიჩინე.
- ხო, მაგრამ შეგვიძლია ჩვენ ვაქციოთ ჩვენი ცხოვრება ფილმად, - მის ხმაში ვგრძნობდი, რომ მართლა სწამდა, რასაც ამბობდა.
- როცა შეგვეძლო, მაშინ არ ვაქციეთ და ახლა რატო უყურებ ეგრე მარტივად საქმეს?! მარტივი კი არა, შეუძლებელია ეგ რასაც ამბობ.
- უბრალოდ, ჩამოვალ, გნახავ, - არ ყრიდა ფარხმალს.
- და იმედი გექნება, რომ შევრიგდებით, ხო?
- იმედი მექნება, რომ შენს დაცვას შევძლებ.
- გინდა დამიცვა?
- კი, - უყოყმანოდ მიპასუხა.
- მაშინ შენი თავისგან დამიცავი, - ვუთხარი და რომ აღარაფერი მიპასუხა, ვუთხარი: - ტკბილად იძინე, გიო. მოერიე შენ თავს.
- შენც, ელე. ფრთხილად იყავი, - სადღაც, რომელიღაც სიტყვაში ხმა ჩაუწყდა.
მთელი ღამე ვიჯექი, წითელ ღვინოს ლოთივით ვსვამდი და ზედ სიგარეტის ღერებს ვაყოლებდი. არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემ თავს, მაგრამ ვიცოდი, რომ მთელ სხეულს წვავდა სურვილი გამოძიების.

-
მოცულობით წინა თავზე დოტა პატარაა, ვეცდები ოდნავ გავზარდო შემდეგ თავებში.
გამიხარდება, თქვენს აზრს თუ დააფიქსირებთ კომენტარებში.



№1 სტუმარი barbarra.m

ნამდვილად არ ვნანობ რომ წავიკითხე???? კარგია ასე გააგრძელე და შეეცადე ბოლოში არ მიაფუჩეჩო????ძალიან მომწონს და წარმატებებიიი

 


№2  offline ადმინი მარამელი

[დარინა,
ვცდილობ, დიდიც გამომივიდეს თავი და თან მალეც დავდო, მაგრამ არ ვიცი, რამდენი ხანი შევძლებ, რომ ასე გავაგრძელო. ნუ მე ყოველთვის ვეცდები. ძალიან მიხარია შენი კომენტარის დანახვა ყოველთვის!

barbarra.m,
მიხარია თუ არ ნანობ, ვეცდები იმედები არ გაგიცრუო, მადლობა!
--------------------
- სიყვარულით, მარამელი

 


№3  offline წევრი aneta

ძალიან ვისიამოვნე, ასე გააგრძელე რა ????

 


№4  offline ადმინი მარამელი

aneta,
ძალიან მიხარია, რომ მოგწონს! შევეცდები იმედები არ გაგიცრუო
--------------------
- სიყვარულით, მარამელი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent