შეხვედრა. (თავი 8)
-თინანო, სწრაფად ჩაიცვი, მივდივართ.-დილით თავზე დამადგა ტიტე და საბანი გადამხადა. -რა ხდება?- ნამძინარევი სახე წამოვწიე და ტუჩებზე ხელი მოვისვი. ასეთი ჩვევა მქონდა. ისედაც დიდი ტუჩები მქონდა და ძილის დროს უფრო მებურცებოდა. ტიტე რაღაცებს ალაგებდა, რომ დამინახა წამით გაჩერდა და სახეზე დამაკვირდა. -ღმერთო, რა საყვარელი ხარ. -ამოთქვა და ისე სწრაფად დაეწაფა ჩემს ტუჩებს გააზრებაც ვერ მოვასწარი. ჟრუანტელმა დამიარა. ძალიან ახლოს იყო ჩემთან და ვგრძნობდი, როგორ სწრაფად უცემდა გული. მერე მომშორდა და ბედნიერმა გამიღიმა. -მიდი ჩაიცვი და წავედით. -ტანსაცმელი ჩავიცვი, ჩემს ნივთებს ხელი დავავლე და ტიტეს გავყევი უკან. -რატომ მივდივართ? -გულ დაწყვეტით ვკითხე და ტიტეს უკან მივყევი. -დღეს ჩემი ქორწილია. -ტვინში სისხლმა ამასხა. ხმა ვერ ამოვიღე. -ბუბამ გაიგო სადაც ვარ და ბიჭები გამოუშვა. სადმე უნდა წავიდეთ სხვაგან სანამ ეს დღე ჩაივლის. -გამიღიმა და თავზე მაკოცა. ამოვისუნთქე. -ჩემს შესახებ იციან?-თავში კარგი იდეა მომივიდა. -არა. -ვიცი სადაც უნდა წავიდეთ. -ჩემი სოფლის გახსენებაზე გამეღიმა. ბახმაროში ბებიის დატოვილი სახლი გვქონდა, რომელიც ძალიან მიყვარდა. მანქანაში ჩავჯექით და გურიისკენ დავადექით გზას. სამი დღე საკმარისი იყო იმისთვის, რომ სვანეთი და მისი აწოწილი მთები შემყვარებოდა. -მეტროში არასდროს ვმჯდარვარ.-სიცილით დაიწყო საუბარი ტიტემ. -რას მეღადავები? -არ დავიჯერე მე და მხარზე ხელი მივკარი. -მართლა.16 წლამდე მამაჩემის მძღოლი მატარებდა სკოლაში. მერე ჩემი მანქანა ვიყიდე და არ დამჭირვებია მეტროში ჩასვლა. -გაიცინა და გამომხედა. -თბილისში რომ ჩავალთ მეტროში მიმყავხარ პაემანზე. -გავიცინე და გზას გავხედე. -ოუ, რა პატივია.-გაიცინია და ხელი ჩამკიდა. მერე ჩემი ხელი ტუჩებთან ძალიან დიდხანს მიიტანა და ბოლოს მაკოცა. -ჩემს დას მადლობა უნდა ვუთხრა. -რატომ? -შენთან კაფეში რომ მოვიდა იმ დღეს. -გამიღიმა და სიგარეტის ღერს მოუკიდა. ___________________________________________ -გამოშვებას ვიწყებთ სკანდალური ამბით. ლენკა კვინიკაძის და ტიტე ჩანქსელიანის ქორწილი ჩაიშალა. როგორც მათთან დაახლოებული პირი ამბობს, ტიტე ჩანქსელიანი უკვე მესამე დღეა არ გამოჩენილა... -აააააააააააა-იკივლა ლენკამ და მთელი ძალით გაუქანა გადასართველი ტელევიზორს. -ეგ ნაბი*ვარი, მიწიდან ამოვთხრი და ვანანებ ამ ყველაფერს. -ცოფებს ყრიდა ვახო. -ეს რა გამიკეთა. ნიკუშას უნდა დავთანხმებოდი თავის დროზე. პროსტა ტიტე უფრო მაგარი ტიპი იყო. დებილი ვარ.-ტიროდა ლენკა. -თავი გაიგიჟე ცოლად უნდა გავყვეო. გეუბნებოდი არ მომწონს ეგ ბიჭი მეთქი და აჰა.-ხმა ამოიღო დედამისმა და შვილი მიიხუტა. -გული მიგრძნობდა, რომ რაღაცას გააჩალიჩებდა. დედა მოტ*ნული ბიჭია. მიკვირდა ბუბას ჭკუაზე როგორ დადის მეთქი და თურმე სად ბანაობ? -ხელი მაგრად დაარტყა მაგიდას. -მამა რამე მოიფიქრე. ცოლად უნდა გავყვე. ვთქვათ, რომ დაიკარგა ან ავარიაში მოყვა. -ფეხზე წამოხტა ლენკა და მამამისთან მივიდა. -კიდე მაგის ცოლობა გინდა?-გაბრაზდა ვახო. -მინდა! ყველას შურდა ჩემს გამო. ახლა ყველა დამცინებს, რომ მიმატოვა. -დამშვიდდი. ყველას დედას მოვუტ*ნავ. გამოჩნდება ტიტე, აბა სად წავა? -ერთადერთი ქალიშვილი დაამშვიდა და გულზე მიიხუტა კაცმა. ___________________________________________ 1 კვირის მერე დაბრუნდნენ თბილისში. ქალი სახლში დატოვა და დაუბარა საღამოს გამოგივლიო. თვითონ სახლში წავიდა.სახლთან დაცვის უფროსი ლევანი შეხვდა, რომელმაც გაკვირვებულმა აათვალიერა ტიტე. -აქ რას აკეთებ? ყველა სახლშია, შე*ემა.-ჩუმად ამოიჩურჩულა და მეგობარს გაბრაზებულმა გახედა. -დამშვიდდი, ლევან.ისეთი ბერკეტი მიჭირავს ხელში, გამოყ*ევდებიან. -გაიცინა და სახლში რაღაც ფურცლებით შევიდა. მისაღებ ოთახში გავიდა, სადაც ყველას მოეყარა თავი. ტიტეს დანახვაზე ფეხზე წამოიჭრა ბუბა, დანარჩენები უბრალოდ გაკვირვებულები ისხდნენ. -როგორ ხართ, ოჯახო? -ბოლო სიტყვები ცინიზმით ამოთქვა. -კითხულობს კიდეც ეს ნაბი*ვარი? -ფეხზე წამოდგა ვახო. -დამშვიდდი, სიმამრო. -გაიცინა, სავარძელში არხეინად ჩაეშვა და ფეხი ფეხზე გადაიდო. -დოდოშკა, ყავა მომიტანე რა. -თხოვნით გახედა კედელთან აწურულ ქალს, რომელიც თითქოს ამის თქმას ელოდებოდა. სწრაფად გავარდა სამზარეულოში. -ყავის დალევის ხასიათზეა ბიჭი. რა გგონია, აქ მოხვალ და შენი საქციელის გამო არავინ არ მოგკითხავს?-ყვირილით დაიწყო საუბარი ვახომ. -ჰო იცი ამ საქციელს რაც მოყვება? გაგაფრთხილე არაფერი მიქარო, თორემ დავივიწყებ ჩემი შვილი რომ ხარ და ჩაგძირავ მეთქი?-კბილებში ბოროტულად გამოცრა ბუბამ. -უი, ეგ გახსოვდა შენი შვილი რომ ვარ? -მოჩვენებით გაიკვირვა ტიტემ. მერე სახე შეეცვალა და ხორცშესხმულ ეშმაკს დაემსგავსა, მისი თვალები ისეთი შავი და ბოროტებით სავსე გახდა. -ამ საბუთებში წერია, როგორი პატიოსანი გზით გააკეთეთ ორივემ ბიზნესი, თან დაწვრილებით არის აღწერილი. შეგიძლიათ წაიკითხოთ.-ორივეს გაუწოდა საბუთები და თვითონ დოდოშკას მოტანილ ყავას დასწვდა. ვახომ და ბუბამ საბუთებს დახედეს და სახე გაფითრებულები, ორივე მძიმედ დაეშვა სავარძელზე. -რა გინდა?-ჩამწყდარი ხმით იკითხა ვახომ. -თავს დამანებებთ და ჩემს ბიზნესს არ შეეხებით, თორემ დედას მოგიტ*ნავთ ორივეს. -ბოროტული ღიმილი სტყორცნა ორივეს. ___________________________________________ -წამოდი ჩემი მეგობრები უნდა გაგაცნო. -სახლში შევიდა თუ არა სავარძელში მჯდარ ქალს უთხრა. -რა? რატო? -დაიბნა ქალი და ფეხზე წამოდგა. -რა რატო? მიდი ჩაიცვი გვეჩქარება.-ხელით უბიძგა თავისი ოთახისკენ. -სად მივდივართ? რომ ვიცოდე როგორ ჩავიცვა.-თინანო აშკარად დაბნეული იყო. არ იცოდა რა სტატუსით უნდა გაეცნო მამაკაცს ქალი მეგობრებისთვის. არცერთს ულაპარაკია ამაზე და არც სიყვარული აუხსნიათ ერთმანეთისთვის. სიტყვებს ხშირად ძალა არ აქვთ და ყველაფერს საქციელებით უნდა მივხვდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში თინანო ფიქრობდა, რომ სიტყვები საჭირო იყო. ყვვავილებიანი სარაფანი ჩაიცვა და თხელი ჟაკეტი მოიცვა. ფეხზე კი შავი ბათინკი მოირგო. თმა ზემოთ აიწია და ძალიან მკრთალი მაკიაჟი გაიკეთა. 15 წუთში მზად იყო და მისაღებში გავიდა. -მზად ვარ. -გოგო ასე სწრაფად ემზადებოდეს პირველად ვნახე.-არც შეუხედავს თინანოსთვის ისე თქვა და ფეხზე წამოდგა. ქალისკენ მიტრიალდა და ცოტა ხნით ხმა ვერ ამოიღო. -რა ლამაზი ხარ. ჯანდაბა, ძალიან ლამაზი ხარ. -სიტყვებს თავი ძლივს მოუყარა ტიტემ და ქალისკენ გაიწია. ტუჩებზე დაეწაფა. ისე ფაქიზად იქცეოდა თითქოს ფაიფურის თოჯინას კოცნიდა და არ უნდოდა ხელში შემოტყდომოდა. ბოლოს ისევ ქალი მოეგო გონს და მოშორდა. -გვეჩქარება. -ეშმაკურად შეახსენა და კარისკენ წავიდა. -30 წლის ვარ და პირველად მიმყავს მეგობრებთან ჩემი შეყვარებული გასაცნობად. -მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ თქვა კაცმა. თინანოს გული აუჩქარდა. ტიტემ ფაქტობრივად თავისი სტატუსი განუმარტა. ქალმა უბრალოდ გაუღიმა. -რა ქენი, შენებთან მოაგვარე საქმე?-ინტერესით იკითხა თინანომ. -კი, მშვიდად შეგვიძლია ერთად ყოფნა. -გაუცინა კაცმა და ხელი ჩაკიდა. ხმა აღარცერთს ამოუღია. ქალაქის გარეუბანში, ძალიან ლამაზი სახლის ეზოში გააჩერა ტიტემ მანქანა. ქალს ხელი ჩაკიდა და შიგნით შეიყვანა. - ვაა, გაქცეული სიძე მოვიდა -სიცილით გამოვარდა სამზარეულოდან თემო და მეგობარს გადაეხვია. -ეს ვინ მოგიყვანია.-ქალს გახედა თემომ და თვალები გაუბრწყინდა. -არ არსებობს. ხალხოოო, მოდით ტიტემ შეყვარებული მოიყვანა თუ მელანდება?- ემოციებს ვერ იმორჩილებდა თემო. -თემო, დაყენდი.-თვალები დაუბრიალა ტიტემ. თინანოს ეცინებოდა თემოზე. მალე მისაღებში გამოვიდა ყველა. ორი ულამაზესი მუცელგაბერილი გოგო და სამი მამაკაცი გამოვიდა. -გაიცანი, ეს თორნიკეა და მისი მეუღლე ანა. -ქერა თმიან გოგოზე და ბიჭზე მიმითითა. და-ძმას უფრო გავდნენ, ვიდრე ცოლ-ქმარს.- ეს ლევანია, მამაჩემის დაცვის უფროსი და ჩემი ჯაშუში -სიცილით მიმითითა, მაღალ, ჩაფსკვნილ მამაკაცზე. -ნუ თემო გაიცანი . ეს კი ვატო და მისი ცოლი დიანა.-ყველა გამაცნო ტიტემ. -ქალბატონებო და ბატონებო, გაიცანით თინანო, ჩემი შეყვარებული. -ისე გრაციოზულად წარმოთქვა ეს სიტყვები გამეღიმა. -ძალიან სასიამოვნოა. ძლივს გვაღირსა ამ ბიჭმა შეყვარებული, თან რა ლამაზი. - ბედნიერად ამოილაპარაკა დიანამ. -გაძლება მოგცეს ღმერთმა, ამ გადარეულის ხელში. წინასწარ გიზიარებ. -აღრენილმა გადახედა ლევანმა ტიტეს და მერე მე გამიღიმა. -რას ვდგავართ, წამოდით დავსხდეთ. -ყველას სამზარეულოსკენ გაგვიძღვა ანა და მერე მე გადმომიჩურჩულა. -ყველაფერი ბიჭებმა გააკეთეს და შეგიძლია არ ჭამო. მაინც არ დავიწამლოთ. -შეთქმულივით მეუბნებოდა გოგო. -ანა, ყველაფერი გავიგონე.-გაბრაზებულმა წამოიყვირა თორნიკემ. ყველა ძალიან კარგად შემხვდა და მალევე გავშინაურდი. ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. ძალიან ბევრი ვიცინეთ და ძველი ამბები გავიხსენეთ. -როგორ გაიცანით ერთმანეთი, მოყევით.-მოუთმენლად წამოიძახა დიანამ. -ჩემს დას ბოდიშს ახდევინებდა კაფეში, მე რომ შევედი. -სიცილით გადმომხედა ტიტემ და თავზე მაკოცა. -არარსებობს.-სიცილით და ცოტა გაკვირვებულმა ამოილაპარაკა თემომ. -წარმომიდგენია როგორ გაგიჟდებოდა გვანცა. -სიცილით იგუდებოდა თემო. -ჰო, მერე სამსახურიდან გამომიშვეს მაგის გამო. -თვალები ავატრიალე და გავიცინე. -არ მიკვირს. -სახე დამანჭა ვატომ. კიდევ უამრავ თემაზე ვისაუბრეთ, თან ბიჭები სვამდნენ. სიყვარულის სადღეგრძელო იყო, ტიტე რომ ძალიან მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა. -მიყვარხარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.