შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენელებული გულისცემა (თავი 9)


30-11-2019, 13:30
ავტორი naattii
ნანახია 2 624

წამიერად მოუდუნდა თინიას სხეული, ნერვიულობამ უკანა მხარეს გადაიწია, მაშინვე მოინდომა ადგომა, თუმცა მალევე გაახსენდა, რომ ჯერ დაბმული იყო და თან ფაქტობრივად აღარაფერი ემოსა ტანზე.
-რა ჯანდაბა ხდება აქ_საბამ გაბედა ხმის ამოღება მას შემდეგ რაც თეოდორეს განადგურებული სახე დაინახა.
გამტაცებლებს ექიმისთვის ლამის მთლიანად შემოეხიათ თანსაცმელი, თინიას ტანს მხოლოდ თეთრეული და მაისურის რაღაც ნაწილი უფარავდა. ლამის სამეზობლომ გაიგონა თეოდორეს კბილების ღრჭიალი.
-ამათ რაღა ჩემი **** უნდათ აქ_შეშინებული წამოხტნენ ბიჭები, თუმცა დააგვიანდათ, არც კი დაეჭვებულა ისე ესროლა თეოდორემ პირველ გამოქცეულს ფეხში, მეორეს საბამ, მესამემდე კი ვეღარ მივიდნენ ისე სწრაფად შემოცვივდნენ ოთახში დაცვის ბიჭები.
-თეოდორე_ხელებით სხეულის ფარვას ვეღარ ახერხებდა თინია, უკვე კანკალი დაწყებოდა და ლამის ჩურჩულით წარმოთქვა ბიჭის სახელი.
-მოდი ჩემთან_მაშინვე მოახურა საკუთარი ქურთუკი, კარგად გაახვია, ხელში აიყვანა და გულში ჩამალული გაიყვანა შენობიდან. გათბობა ჩართო მანქანაში და გოგოთი ახუტებული ჩაჯდა უკან.
-დამშვიდდი ძალიან გთხოვ, ყველაფერი დამთავრდა_მონოტონურად უსვამდა თავზე ხელს.
-ღმერთო, თქვენ რომ დაგეგვიანათ, რომ ვერ მოსულიყავით, რომ ვერ მოგეგნოთ, _ტირილს ვერ წყვეტდა თინია და მთელი ძალით ხვევდა ხელებს თეოდორეს.
-მიწიდან ამოვთხრიდი და მაინც ვიპოვიდი იმ ნაბი*ვრებს_ღვარძლიანად ჩაილაპარაკა და კალთაში მჯდომი გოგოს დანანავება დაიწყო. რამდენიმე წუთში საბამაც გამოაღო მანქანის კარი.
-აუშვი არა აფრები?_უკვე გაღიმებულმა გაიცინა.
-ჯრ ერთი ჩუმად იდღნავლე რა, გაეღვიძება, და მეორეც, მაგაზე როგორც კი დავაბინავებ მაშინვე ვისაუბრებთ.
-მოუთმენლად ველი_თვალები გადააბრუნა ბიჭმა და მანქანა დაქოქა. -სად წავიყვანოთ?
-ჯერ ჩვენთან, მოწესრიგდეს და მერე წავიყვან სახლში_ჩუმად ჩილაპარაკა და ნერვიულად გარხეული ქალი უფრო ახლოს მიიკრა მკერდთან.
უკვე ოთახში შეჰყავდა თინია გონს რომ მოვიდა, გაკვირვებულმა შეათვალიერა უცხო ოთახი და თეოდორეს ახედა შეკითხვის მზერით.
-ჩემთან მოგიყვანე, ასე მშბლებთან მისვლა არ იქნება კარგი იდეა, გამოიცვალე მოწესრიგდი გადაივლე, ტანსაცმელი გელოდება ლოგინზე_თავით მიუთითა მისკენ და ისიც აუხსნა სახლში სააბაზანო სად მდებარეობდა.
-მადლობა_აკანკალებული ხელებით გამოართვა პირსახოცი, -მე მართლა არ ვიცი რა უნდა გითხრა თეოდორე, შენ მე ცხოვრება თავიდან მაჩუქე_ისევ ცრემლი მოადგა თვალზე. უცებ გადაეხვია მადლობის ნიშნად ბიჭს, ღრმად ამოისუნთქა და მითითებული ოთახისკენ წავიდა. ღიმილიანი სახით გააყოლა თვალი გამავალ თინიას და ბედნიერმა შემოიწყო თავზე ხელები. რამდენიმე წუთში ისევ გაუმკაცრდა სახე და საბას საძებნელად წავიდა.
-სად მემალები_შემოსასვლელში დასჭექა და სამზარეულოდან გამომავალ საბას მოკრა თვალი , რომელიც ტელეფონზე როგორც აღმოჩნდა დაჩის უხსნიდა სიტუაციას.
-გემალები არა, შიშით ვცახცახებ_უდარდელად ჩამოჯდა დაღლილი სახით დივანზე და ჭიქაში ჩასხმული სასმელი მოსვა.
-ხვდები მაინც რა გააკეთე?
-და რა გავაკეთე? არაჩვეულებრივი ქალი გაპოვნინე და მიგახვედრე, რომ გიყვარს, თუ აქამდე არ მისულხარ ჯერ?
-საბა, შენ მე მომატყუე.
-დიახ მოგატყუე, იმიტომ, რომ მინდოდა ცხოვრებაში ერთხელ შენს წესებსა და კანონებზე უარი გეთქვა, ცხოვრებაში პირველად მინდოდა ნორმალური ადამიანივით გეგრძნო.
-შეგეძლო გეთქვა, უბრალოდ დამლაპარაკებოდი.
-გაიხსენე რამდენჯერ გითხარი, როგორ გეხვეწებოდი, გაიხსენე? რა გამოვიდა? მივიღე რამე შედეგი?_ხელებ გაშლილი წამოხტა ფეხზე ბიჭი.
კიდევ დიდხანს ისაუბრეს, ამჯერად კაბინეტში შიკეტნენ, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გამოვიდნენ იქედან უკვე დამშვიდებული სახეებით და რადგან თინიას მისსავე საწოლში ჩასძინებოდა, მისაღებში მოკალათდნენ. მომავალ გეგმებს განიხილავდნენ ზარის ხმა რომ მისწვდა ძმების ყურს და მათი ერთადერთი დამხმარე სახლში, მაშინვე გაემართა გასაღებად. რამდენიმე წამში ოთახში თითქმის სრულყოფილად იდენტური ტყუპები გამოჩნდნენ და ძმების გაოცება გამოიწვიეს.
-გისმენთ?_აშკარა კითხვის ნიშანი ისმოდა თეოდორეს კითხვაში.
-ჩვენ გამომძიებლები გაბრიელ და იოანე ყიფიანები ვართ, დაჩიმ გამოგვაგზავნა, გვითხრა ინფორმაციას თავად მოგაწოდებენო_მხედრული სალმითა და ღიმილით მიესალმა იოანე და მოშინაურებული დაჯდა ბიჭების წინ დივანზე.
-უკაცრავად, შეიძლება?_ბოხი ხმით ანიშნა გაბრიელმა ძმის გვერდითა ადგილზე და როცა თანხმობა მიიღო მაშინვე დაჯდა.
-გამომძიებელი ხარ და საქმეს გამო პირველად ვხვდებით ადამიანებს, რა უნდა აფიქრებინო, ბაღის ასაკში რომ ხარ ისევ?_თითქოს ჩუმად ჩაუჩურჩულა გამწარებულმა ძმას.
-მოდუნდი რა, ნახე შინაურები არიან,_ ხელები აიქნია იოანემ, -თანაც გოგო ნაპოვნია, ახლა ცოტა მხიარულადაც შეიძლება საქმეს მივუდგეთ_მხრები აიჩეჩა და თვალებ გაფართოებულად მომზირალ ბიჭებს გადახედა.
-ვსო, დნმ-ის ანალიზს ვითხოვ, ზედმეტად საეჭვოა, რომ თქვენ ორი ერთმანეთში აერიეთ_იდაყვი მიარტყა თეოდორეს, როცა მასსავით სერიოზული სახით მჯდომ გაბრიელს მოკრა თვალი.
-ცანცარა_თავი გადააქნია უფროსმა და ისევ გამომძიებლებს გახედა. -გოგოზე საიდან იცით?
-იდიოტები რომ ვიყოთ ამ თანამდებობაზე არ ვიქნებოდით_თვლი ჩაუკრა იოანემ.
-შენ ძმობას ვფიცავარ მართლა ავერიეთ_ხარხარი დაიწყო საბამ და მუცელში მოიკეცა.
თეოდორემ კაბინეტისკენ მიუთითა ტყუპებს, უკვე დასერიოზულები შეუდგნენ საქმეზე საუბარს და შესაბამისი ჩანაწერები და საბუთებიც მიაწოდეს გამომძიებლებს, საქმე მეტად სერიოზული იყო, მოწინააღმდეგე მეტად ცნობილი და მნიშვნელოვანი, სამუშო ნამდვილად ბევრი და შრომატევადი იქნებოდა, არც ნაკლებად საშიში და არც ნაკლებად დამღლელი. უაღრესად ინფორმაციით დახუნძლულებმა დატოვეს ტყუპებმა სახლი, გამოსაძიებელი და დასადგენი მართლაც ბევრი იყო. თეოდორეც და საბაც ჩაფიქრებულები მიჯდომოდნენ სამზარეულოში მაგიდას და ჭამის ნაცვლად გეგმებს განიხილავდნენ როგორ განაგრძობდნენ ცხოვრებას.
-რა კარგი სუნებია_ჩახლეჩილი ხმა გაისმა ოთახში და შებრუნებულმა თეოდორემ იგრძნო როგორ ძლიერ გაკრა სხეულში რაღაც გრძნობამ. თინია ხელებს ავტომატურად სხეულზე იფარებდა, ლოყა დალურჯებოდა, ტუჩი გახეთქილი და შესიებული ქონდა, ლოყის თავზე კი ნაცრისფერი დაბეჟილობები აგვირგვინედნენ გადატანილ ამბავს. ვერ გაუძლო მის ასეთ ყურებას და მაშინვე შეაქცია ზურგი.
-ისადილებ? ლამარა ისეთ ჩაშუშულს აკეთეეებს_დახუჭული თვალებით გადააქნია თავი ნეტარებაში წასულმა საბამ.
-სიამოვნებით, ოღონდ შემდეგ თუ შეიძლება ჩემებთან წამიყვანეთ რა._მორცხვად დაეხარა თავი.
-რა თქმა უნდა, უკვე იციან რომ გიპოვეს, ჯერ ვერ დაგიტოვებთ_ბოლო სიტყვები ფხუკუნით ჩილაპარაკა საბამ და დაჭიმულ თეოდორეს შეავლო თვალი.
-მოდი შვილო_მაშინვე თეფში გამოუღო ლამარამ და თინიაც ღიმილით მიუახლოვდა ქალს.
მალევე მიირთვეს სრულ მდუმარებაში და მაგიდიდან წამოიშალნენ. უხმოდ განლაგდნენ მანქანებში და საჭესთან ადგილი თეოდორემ დაიკავა. რაღაც სულ სხვანაირი იყო, ისე იყო ჩაფიქრებული გვერდით მჯდომებს არც უსმენდა და ვერც აღიქვამდა. ჩუმად ეცინებოდა საბა მის დანახვაზე, იცოდა თეოდორეს ახლანდელ ფიქრებს ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინა და არც შემცდარა.
ცრემლები მოადგა თინიას ნაცნობი სადარბაზოს დანახვისას, მომენტალურად გადავიდა მანქანიდან და ნაცნობ საფეხურებს აყვა, ვერც შეამჩნია უკან მთელი ამალა თუ მოყვებოდა. მოუთმენლად დარეკა ზარი და უკვე ცრემლებ მორეული დაელოდა კარის გამოხსნას.
-თინია_მაშინვე შეჰკივლა ანამ, როგორც კი და დაინახა.
-მოვიდა? ღმერთო ჩემო გოგო_მაშინვე გამოვარდა ატირებული დალი და ქმარიც ფეხდაფეხ მოყვა. -როგორ დამეტანჯე შვილო_ყველა ერთად მოეხვია და თინიაც გატყდა, ერთიანად ამოიღო გულიდან მთელი დარდი და მიხვდა უკვე სახლში იყო, უკვე დედასთან იყო, უკვე ანას მხარი ჰქონდა დასაყრდნობად, უკვე მამის მშობლიური სურნელი იცადა უსიამოვნო ფიქრებისგან. გული იჯრეს რამდენიმე წამით და ბოლოს ოჯახის უფროსი გამოფხიზლდა:
-მობრძანდით_მისაღებისკენ მიუთითა და მხოლოდ მაშინ შეამჩნია თინიამ უკან მოყოლილი ძმები, რაღაც სხვანაირად გაკრა გულში მის საყვარელ დივანზე დასკუპულ თეოდორეს რომ მოკრა თვალი, თუმცა მალევე აარიდა. ბიჭი როგორც ყოველთვის სერიოზული სახით იჯდა, საბას კი უკვე მოესწრო ანას სიცილში აყოლიება.
-პირველ რიგში ბოდიში უნდა მოგიხადოთ_ბოხი, ცოტა ნერვიული ხმით დაიწყო თეოდორემ და დაიმსახურა კიდევაც გარშემო მყოფების გაოცებული სახეები. -თინია ჩვენს გამო ჩავარდა ამხელა უსიამოვნებაში, ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა, მუქარის მიუხედავად მაინც სხვისი სიცოცხლის გადარჩენა გადაწყვიტა და ეს ყველაფერი ცუდად დასრულდა. ბოდიშს გიხდით, გპირდებით აუცილებლად გამოვასწორებ_დაძაბულმა დაასრულა სიტყვა და დალის გადახედა. თინიამ თვალები დახუჭა, ახლა იცოდა დალის ისტერიკებსა და კივილს მთელი კორპუსი გაიგებდა.
-ტყუილა იდანაშაულებ თავს შვილო, თინია მთელი ცხოვრებაა მის თავს აყენებს ყველაზე უკან, მაშინ მე უნდა ვიყო ყველაფრის თავი და თავი, რადგან სამედიცინო მე ვურჩიე, ვერ გავითვალიწინე ყოველი უბედური შმთხვევისა თუ პაციენტის დაღუპვის გამო შვილის რაღაც ნაწილი რომ მოკვდებოდა. მაგაზე არ იფიქრო, ჩემი გოგო ისე მოიქცა როგორც გულმა და სინდისმა უკარნახა._მუხლზე დაადო თანადგომის ნიშნად ხელი და ისევ დივნის საზურგეს მიეყრდნო.
გაკვირვებულმა თინიამ მაშინვე გაახილა თვალები რომ დარწმუნებულიყო ეს ხმა ნამდვილად დედამის თუ ეკუთვნოდა, იმ დედას მუდმივიომი რომ ქონდა.
-მიდი სიცხე გაუზომე, რაღაცა არაა რიგზე, ან სამინისტროში დავრეკოთ, რამე ვირუსი არ იყოს ბინაში_ჩუმად უჩურჩულა არანაკლებ გაოცებულ დას და გამოფხიზლება აიძულა.
-ხუმრობი გაკვეთილებს გიტარებდნენ?_ჩუმად ჩიფხუკუნა ანამ.
-უმაღლესი ხარისხისას_იმ დღეების გახსენებაზე ჟრუანტელს ვერ მოერია ექიმი.
-ვიცი ახლა შეიძლება ზედმეტი მომივიდეს, თავხედად ჩამთვალოთ, თქვენ ხომ არ მიცნობთ და არ მენდობით, მაგრამ უნდა გითხრათ. მინდა თინია ჩვენთან გადმოვიდეს!_ხმამაღლა გამოაცხადა და ამოისუნთქა.
საბამ მიყუდებული წყლის ჭიქიდან შადრევანი გამოასხა და წინ მჯდომი თინიას მამა გაწუწა, ანას ნერწყვი გადაცდა და ლამის დაიხრჩო, თინიას ისე გაფართოებოდა თვალები უკვე ტკივილს გრძნობდა. მხოლოდ უფროსი ცოლ-ქმარი არ განძრეულა. აი ახლა ნამდვილად აიწეოდა ჰაერში თეოდორე. დანანებით გადააქნია თავი თინიამ და სახეზე ხელები აიჰარა, საბა ჯერ კიდევ ბოდიშებს იხდიდა და მოსულიერებას ცდილობდა.
-რა სტატუსით?_ამჯერად მკაცრი ხმა ჰქონდა დალის.
-სტუმრის, როგორც ჩვენი მეგობრის, დაცვას ავუყვან, რომელიც წამითაც არ მიატოვებს, სამსახურში ატარებენ, სახლშიც დაცვა მყავს და ვერავინ შეაწუხებს. თქვენს ქალიშვილს ვერავინ გასცემს ზედმეტად ხმას.
-უბრალოდ დამპირდით რომ სიცოცხლის ფასად დაიცავთ_წამოიმართა დასველებული თამაზი.
-ჩემს სინდისს გეფიცებით_თავი დაუკრა თეოდორემაც.
-მაშინ აღარაფერი მეთქმის, ჩვენც მშვიდად ვიქნებით, იმედია თუ გესტუმრებით არ შეგაწუხებთ, გული მიგრძნობს უკან აღარ დაბრუნდება, ამიტომ კარგად აარჩიე რას წაიღებ_დალიმ დააბოლოვა და გაღიმებულმა გახედა შვილს.
რობოტივით გაშეშებული წავიდა თინია თავისი ოთახისკენ, მაშინვე ხითხითი დახელების სრესვით გაყვა ანა და სანამ ექიმი პატარა ჩანთას ალაგებდა აუცილებელი ნივთებით ლოგინზე წამოკოტრიალდა.
-ეს ბრედ პიტი როდის დაირტყი დაო?
-გაფიცებ ქერა პიტს რითი მიამგვანე, კიანუ რივზი მაინც გეთქვა_ავტომატურად სცემდა პასუხებს.
-მართლა გეკითხები, აბა სანამ რამდენიმე წუთი გვაქვს ჩამოყაჭე.
-ლექტორი ქალი რა სიტყვებს იყენებ, ან საერთოდ როგორ იკრიჭები, რა ბედნიერი ხარ, რა გამოვტოვე?_იქეთ მიუცუცქდა დას.
-ოოო, ბეეევრი გამოტოვე_ხელები გაშალა ანამ, -ისე შენ უნდა გიმადლოდე, რომ გაგიტაცეს და ერთი ამბავი ატყდა, ისე ტკბილად მამშვიდებდა ჩემი ბიჭი_თვალები მინაბა აწითლებულმა.
-ეს ნახე რაა, მე სად ვეგდე და რა დღეში ყოფილა_ვითომ გაუბრაზდა თინია.
-კაი, მართლა კიარა, უბრალოდ საკმაოდ ცუდად ვიყავი, დამირეკა შევხვდით და დახმარებას ეცადა, მერე რაღაცეები თავისთავად გაირკვა და ერთად მას მერე ვართ რაც შენი დაბრუნება მის გვერდით გავიგე და გახარებულ გულზე ვაკოცე_ღაწვები აუწითლდა ანას თუმცა საუბრის გაგრძელება აღარ დასცალდათ, კაკუნით შემოეჭრათ თეოდორე და აუწყა მივდივართო. მაშინვე მოკიდა ჩანთას ხელი, ანას დაუბარა ხვალვე გავაგრძელოთო და ოთახიდან გავიდა, ძმები უკვე სადარბზოში უცდიდნენ.
-ვხედავ როგორც გიყურებს დედა, დაე ყველაფერი ისე მოხდეს როგორც შენ გინდა დედა, მთავარია თქვენ მყავდეთ ბედნიერები_დალი გადაეხვია გასვლის წინ და კვლავ აიძულა ატირებულიყო.
უკანა გზაზე ხმას ვერ იღებდა თინია, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ნაცნობი გზა რომ დაინახა და სკამზე შესწორდა.
-შეგიძლიათ მე სამსახურში დამტოვოთ?_თხოვნასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.
-დაცვის ბიჭები რომ ხვალამდე ვერ მოვლენ?_მაშინვე შეწუხდა საბა.
-ახლა ფრთხილად ვიქნები, გპირდებით_ღიმილით გადახედა ძმებს და ბედნიერება იგრძნო თეოდორემ უსიტყვოდ რომ გაუჩერა საავადმყოფოსან. მაშინვე გადავიდა, აღარ შეუმჩნევია როგორ გადმოყვა თეოდორე და ლანდად ექცა. მაშინვე შიგნით შევიდა, ხალხი მოინახულა, თეთრი ხალათი მოირგო, არც ერთგული ფონეიდოსკოპი დაავიწყდა და სასწრაფოს სიგნალიც გაიგონა. დღეს ჯობდა აქ ემუშავა და გონება სრულად დაეკავებინა. იქვე იდგა თეოდორე, თითქოს გვერდიდან უცქერდა და სრულიად ახალ, განსხვავებულ შეგრძნებებს ვეღარ ებრძოდა. უყურებდა წამში გარდაქმნილ თინიას ბავშვური გოგოდან პროფესიონალ ექიმად, როგორ წამებში ეხმარებოდა ხალხს, სვამდა დიაგნოზს, აკეთებდა სხვადასხვა პროცედურებს და იცოდა, დღეიდან, აი ამ წუთიდან აღარაფერი იქნებოდა ძველებურად. ამიერიდან რაღაც ახალი იწყებოდა, რაღაც კარგი, განსაკუთრებული და სრულიად განსხვავებული. ხვდებოდა როგორ ძირფესვიანად შეუცვლიდა ეს რაღაც ცხოვრებას და წინააღმდეგობის ნაცვლად ხელებ გაშლილი ხვდებოდა იმ ახალ გრძნობას, თინიამ რომ ასწავლა.



№1 სტუმარი სტუმარი Masho

Uumagresia!????????

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკუნა

აუუ რა ტკბილობა იყო თინია და თეოდორე??

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Ohoo, magari tavi iyo, warmatebebi☺️

 


№4  offline მოდერი naattii

სტუმარი Masho
Uumagresia!????????

დიდი მადლობაა
სტუმარი ლიკუნა
აუუ რა ტკბილობა იყო თინია და თეოდორე??

უფრო ტკბილები დაიწყება :D
სტუმარი Mariamimari
Ohoo, magari tavi iyo, warmatebebi☺️

მადლობა ❤️

 


№5  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

თინიას დედის სქციელზე პირი დამრჩა ღია, როგორი ადეკვატური იყო გავგიჟდი. თინიას თეოდერესთან გადასვლით ახალი ეტაპი იწყება მგონი. აბა გელოდები მოუთმენლად ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი gvantsa

პირველ რიგში გავგიჟდი სიხარულით ჩემი ტყუპები ისევ გამოჩნდნენ ,მეორე და მნიშვნელოვანი თინია და თეოდორე დალაგდნეენ მგონი და გვეღირსააა :))

 


№7  offline მოდერი naattii

ablabudaa
თინიას დედის სქციელზე პირი დამრჩა ღია, როგორი ადეკვატური იყო გავგიჟდი. თინიას თეოდერესთან გადასვლით ახალი ეტაპი იწყება მგონი. აბა გელოდები მოუთმენლად ❤️

ვეცდები მალე იყოს ❤️
სტუმარი gvantsa
პირველ რიგში გავგიჟდი სიხარულით ჩემი ტყუპები ისევ გამოჩნდნენ ,მეორე და მნიშვნელოვანი თინია და თეოდორე დალაგდნეენ მგონი და გვეღირსააა :))

აწი ცოტა სიამოვნება გველის ❤️

 


№8  offline წევრი sofo_sofia 13

რასაყვარლებიარიააან

 


ლალის საქციელმა პირი დამაღებინა :დ ძალზედ ადეკვატურად შეხვდა თინიას ამბავს :) როგორ უთხრა, კარგად შეარჩიე რას წაიღებო :) გამაოცა ამ ქალმა.
ჩემი ტყუპების გამოჩენამ ძალიან გამახარა❤ იოანეს იუმორი მომნატრებია❤ იო და საბა გააგიჟებენ გაბრიელს და თეოდორეს, სამაგიეროს ჩვენ ვიხალისებთ :დ
მემგონი თინიას და თეოდორეს ეშველათ. თინიას ძალიან გაუჭირდება თავსგადახდენილის დავიწყება და თეოდორეს გვერდით დგომა ძალიან დაეხმარება.
შემდეგ თავს ველი სადაც ნელ-ნელა კარტებს გაგვიხსნი ვინაა დამნაშავე.

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიამი

აი მიყვარს შენი გიჟი ბიჭები და რა გავაკეთო❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი ანი

"საბამ მიყუდებული წყლის ჭიქიდან შადრევანი გამოასხა და წინ მჯდომი თინიას მამა გაწუწა,"
მომასულიერეეეთ :დ :დ :დ
ვაიმე ეს მომენტი იყო საოცრება...
გადავბჟირდი ლამის :დ :დ
ძაააალიან მაგარი თავი იყო აი ძალიან..
დაძაბულობის მიუხედავად საოცრად ვიხალისე.. ტყუპების და ჩვენი ძმების დიალოდებიც ძალიან სახალისო იყო.. მოკლედ კარგა გემრიელად ვიმხიარულე რა :დ
ახლა იწყება სიამ ტკბილობა..
ტკბილუნიები..
ველი ახალ თავს...
ეს თავი მართლა ძალიან მომეწონა ^-^♡♡

 


№12  offline წევრი წერო:)

აუუ რა ძალიან მაგარი თავი იყო ახლაც მეღიმება♡♡♡♡

 


№13 სტუმარი maco maco

აუუუუ ბევრი ბევრი თინია და თეიდორე რააა

 


№14 სტუმარი ლილი

რა კარგი თავი იყო, ყველა მხრივ. ლალის დათმობა მომეწონა, ძმების მომენტებზე და დიალოგებზე კარგად ვიხალისე. თინიამ და თეოდორემ გამაბედნიერეს ❤ გელოდები მოუთმენლად.

 


№15 სტუმარი სტუმარი ირინკა

ტკბილი გოგო ხარ შენ!!❤❤❤
და შენი პერსონაჟებიც უტკბილესები არიან!!❤❤

 


№16 სტუმარი სტუმარი მაკო

სითბოთი ამავსო ამ თავმა,თან ბევრი ვიცინე.ყოჩაღ ავტორო:)

 


№17 სტუმარი likuna

უმაგრესი თავი იყო. მალე დადე გთხოვ ^^^^

 


№18  offline მოდერი naattii

სტუმარი მარიამი
აი მიყვარს შენი გიჟი ბიჭები და რა გავაკეთო❤❤

კიდევ ბევრი სიგიჟეები იქნება ❤️
რუსკიმარუსია
ლალის საქციელმა პირი დამაღებინა :დ ძალზედ ადეკვატურად შეხვდა თინიას ამბავს :) როგორ უთხრა, კარგად შეარჩიე რას წაიღებო :) გამაოცა ამ ქალმა.
ჩემი ტყუპების გამოჩენამ ძალიან გამახარა❤ იოანეს იუმორი მომნატრებია❤ იო და საბა გააგიჟებენ გაბრიელს და თეოდორეს, სამაგიეროს ჩვენ ვიხალისებთ :დ
მემგონი თინიას და თეოდორეს ეშველათ. თინიას ძალიან გაუჭირდება თავსგადახდენილის დავიწყება და თეოდორეს გვერდით დგომა ძალიან დაეხმარება.
შემდეგ თავს ველი სადაც ნელ-ნელა კარტებს გაგვიხსნი ვინაა დამნაშავე.

ამ ისტორიაში გამოძიება ცოტა უკანა პლანზე იქნება, ზოგჯერ ტყუპებიც გამოჩნდებიან, მაგრამ ძირითადი მაინც სასიყვარულო ურთიერთობა იქნება ❤️
sofo_sofia 13
რასაყვარლებიარიააან

მადლობააა
სტუმარი ანი
"საბამ მიყუდებული წყლის ჭიქიდან შადრევანი გამოასხა და წინ მჯდომი თინიას მამა გაწუწა,"
მომასულიერეეეთ :დ :დ :დ
ვაიმე ეს მომენტი იყო საოცრება...
გადავბჟირდი ლამის :დ :დ
ძაააალიან მაგარი თავი იყო აი ძალიან..
დაძაბულობის მიუხედავად საოცრად ვიხალისე.. ტყუპების და ჩვენი ძმების დიალოდებიც ძალიან სახალისო იყო.. მოკლედ კარგა გემრიელად ვიმხიარულე რა :დ
ახლა იწყება სიამ ტკბილობა..
ტკბილუნიები..
ველი ახალ თავს...
ეს თავი მართლა ძალიან მომეწონა ^-^♡♡

უღრმესი მადლობა ❤️
წერო:)
აუუ რა ძალიან მაგარი თავი იყო ახლაც მეღიმება♡♡♡♡

სწორედ ეგ იყო იდეა ამ თავის, მიხარია თუ გამომივიდა ❤️
maco maco
აუუუუ ბევრი ბევრი თინია და თეიდორე რააა

აუცილებლად ❤️
ლილი
რა კარგი თავი იყო, ყველა მხრივ. ლალის დათმობა მომეწონა, ძმების მომენტებზე და დიალოგებზე კარგად ვიხალისე. თინიამ და თეოდორემ გამაბედნიერეს ❤ გელოდები მოუთმენლად.

ვეცდები მალე იყოს ❤️
სტუმარი ირინკა
ტკბილი გოგო ხარ შენ!!❤❤❤
და შენი პერსონაჟებიც უტკბილესები არიან!!❤❤

უღრმესი მადლობა ❤️❤️❤️
სტუმარი მაკო
სითბოთი ამავსო ამ თავმა,თან ბევრი ვიცინე.ყოჩაღ ავტორო:)

როგორ მაბედნიერებთ მსგავსი შეფასებებით ❤️
likuna
უმაგრესი თავი იყო. მალე დადე გთხოვ ^^^^

ვეცდები მალე იყოს ❤️

 


№19 სტუმარი სტუმარი თეონა

ველოდებით ახალ.თაბს სულმოუთქმელად❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent