შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავდავიწყება 2


1-12-2019, 16:25
ავტორი brunchi
ნანახია 1 143

იმდენად ურევდა გონებას მაქსიმეს დანახვა რომ აზრზეც ვერ მოდიოდა, თითქოს თავს ბედნიერად გრძნობდა და მის გულში ახალი იმედი იღვიძებდა, მაგრამ მეორე მე უმალ შეუტევდა ხოლმე და გაახსენებდა თუ რა წარსულის და აწმყოს მქონე ბრძანდებოდა მიას უფროსი.
ამიტომაც ცდილობდა თავი მისგან საკამოდ შორს დაეჭირა მაგრამ ბიჭი მოსვენებას არ აძლევდა, ერთი პერიოდი სამსახურიდან წასვლაც კი იფიქრა მაგრამ რომ მიხვდა თავს ვერაფრით ირჩენდა ბედს დაჰყაბულდა და ცდილობდა მოხერხებულად აერიდებინა ბატონი მაქსიმე.
-ოხ მია რა გჭირს, გონს მოეგე , ღრმად არ შეტოპო თორემ ინანებ- თავს აგულიანებდა და ცდილობდა არც კი გაჰკარებოდა მას.

საღამო იყო რომ გამოეღვიძა, ღიმილი მოეფინა მის სახეს და ხელები მუცელზე დაიწყო.
-დე რა ცუდი ადამიანი ვარ, შენზე როგორ ვამბობდი უარს, მაპატიე-ჩუმად ჩურჩულებდა და ღიმილით ისვმადა ჯერ ისევ პატარა მუცელზე.-რომ იცოდე როგორ გელოდები
-მია ექიმთან არ აპირებ წასვლას?-ღიმილით შემოაღო ოთახის კარი მაკამ.
-კი ხვალ მინდა-ღიმილითვე უპასუხა გოგონამ
-მეც გამოგყვები მაშინ.
მაკა სამზარეულოში გავიდა და ჩაი მოადუღა, მიაც ოთახიდან გამოდიოდა ტელეფონი რომ აწკრიალდა.
დახედა ეკრანს და გული აუფანცქალდა, მღელვარება ვერ დამალა და კინაღამ ხელიდან გაუვარდა ტელეფონი.
სახეზე ფერი გადაუვიდა
-მია რა ხდება?-შეშინებულმა იკითხა მაკამ
-მაქსიმეა-ჩუმად წარმოთქვა ბიჭის სახელი და ტელეფონი იქვე მიაგდო.
-არ აპირებ აღებას?
-რა ვუთხრა რომ ავიღო? მინდა თავი დაგვანებოს და მშვიდად განვაგრძნო ცხოვრება-ცრემელები წამოუვიდა მიას.
მალევე გაჩუმდა ტელეფონი რომელიც უკვე თავს აბეზრებდა.
დაახლოებით 15 წუთი არ იყო გასული კარზე ზარი რომ გაისმა
-მე გავაღებ-ღიმილით გაიქცა მია კარისკენ და ღიმილი სახეზევე შეეყინა კარში მდგომი მაქსიმე რომ დაინახა
-მაქსიმე? -ლუღლუღი დაიწყო მიამ-აქ რას აკეთებ?
-არ გგონია რომ უნდა ვისაუბროთ?-ხმა გაიმკაცრა ბიჭმა
-შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს ამიტომ წადი და აღარსდროს გამოჩნდე ჩემს სიახლოვეს-ვერც კი მიხვდა საიდან ამდენი გამბედაობა, მაგრამ ამას მხოლოდ პატარას გამო აკეთებდა.
-მია-ოთახში შესვლას შეეცადა მაქსიმე-ხომ იცი ჩემთვის სულერთი არ ხარ, ის უბრალოდ ვნებას აყოლილნი ვიყავით, ძალიან გთხოვ კარგად დაფიქრდი-ვედრებაზე გადავიდა ბიჭი
-მაქსიმე თავი დამანებე- მკაცრ უარზე იდგა მია.
ის იყო ძალით უნდა შესულიყო მამაკაცი როდესაც მიამ თავბრუს ხვევა იგრძნო და ძირს აღმოჩნდებოდა მაქსიმე რომ არ შეშველებოდა.
უცებ შეიყვანა სახლში და დივანზე დააწვინა
სასწრაფოში დარეკვას აპირებდა მაკა რომ გამოვიდა
-მია რახდება?-არ ელოდა ამ სიტუაციას და დაიბნა-მაქსიმე? რა ხდება?
-გული წაუვიდა, სასწრაფოში დავრეკავ-ტელეფონი მოიმარჯვა ბიჭმა
-არ არის საჭირო, - დაიბნა მაკა, სასწრაფო რომ მოსულიყო მაქსიმე ყცელაფერს გაიგებდა და ვერ გაეგო რა ექნა
-რას ქვია არ არის საჭირო, გული წაუვიდა ექიმმა უნდა ნახოს- გაცხარდა მაქსიმე
მაკა ვეღარაფერს გააწყობდა, მაქსიმემ კი ისევ ამჯობინა თვითონვე წაეყვანა საავადმყოდოში გოგონა.
ხელში აიტაცა მისი სიფრიფანა სხეული და სურნელებამ გააბრუა, მიხვდა როგორ მონატრებია ამდენი ხნის განმავლობაში ეს პაწაწინა, მიხვდა რამხელა ადგილი ჰქონია მის გულში დაკავებული და ყველაფერს ახლა აანალიზებდა მაგრამ უდროო დროს, მაშინ მიხვდა როდესაც კარგად დაგვიანებული იყო, როდესაც მიას გული ნატკენი ჰქონდა და აღარ ენდობოდა.
როგორ ნანობდა ჩადენილს, როგორ ნანობდა რომ თავის დროზე არ დაუჯერა და მაინც თავისი გაიტანა.
მაგრამ ახლა ამისი დრო არ იყო, უნდა ემოქმედა და როგორმე დაესაკუთრებინა მია.
-მეც მოვდივარ-განაცხადა მაკამ და მაწსიმეს უკან დაედევნა.
ფრთხილად დააწციმა გონწასული მია უკანა სავარძელზე და თვითონ საჭეს მიუჯდა.
გბერდით მაკა მოთავსდა და ამღვრეულმა შეხედა ჯერ მაქსიმეს შემდეგ კი მიას.
-მაქსიმე-დაიწყო მიამ-რაღაც მინდა გითხრა
-მაკა, შენც ჭკუის სწავლება არ დამიწყო-მობერზრებულმა გახედა ბიჭმა
მაკას გაეღიმა, მიხვდა რომ ნანობდა მაქსიმე თავის საქციელს, მაგრამ მია იყო იმდენად ჯიუტი რომ რთული იქნებოდა მისი პატიება
-არ ვაპირებ რაიმე მსგავსის თქმას, უბრალოდ სანამ სხივსგან გაიგებ მიმდა იცოდე-ხმა აუთრთოლდა გოგონას
-მაკა რა ხდება?-შეშფოთდა მაქსიმე
-მია... ორსულადაა-ძლივს ამოთქვა ეს სიტყვები
რამდენიმე წამი დასჭირდა მაქსიმეს სანამ ამ სიტყვებს გაიაზრებდა, უცებ გააჩერა მანქანა და დაბნეული თვალებით შეხედა ჯერ მაკას შემდეგ კი მიას გადახედა
-რაა?-აკანკალებულმა თქვა- ღმერთო მე მამა ვხდები?-სიხარულოს ცრემლები წამოუვიდა და მაკას გადაეხვია
იმდენად დაიბნა თავიდან ძლივს მოეგო გონს, გადახედა მიას და ხელი მუცელზე დაუსვა, ვერ იჯერებდა თუ ოდესმე ამ სიხარულს და ბედნიერებას იგრძნობდა, არც კი მოელოდა ასე თუ დაასაჩუქრებდა უფალი თანაც მისი საყვარელი ადამიანი თუ გახდებოდა თავისი შვილების დედა, მაქსიმეს წარსულითვის რომ გადაგვეხედა მივხვდებოდით რომ ოდნავად კი არ გაუვლია გონებაში მეუღლე, შვილები თბილი და მყუდრო ცხოვრება სანამ მია არ გამოჩნდა და მის გულში არ დაიდო ბინა.

მივიდა თუ არა საავადმყოფოში მია ნაზად აიტაცა და მიხვდა ფხიზლდებოდა,
თავიდან დაიბნა მია, ვერ ხვდებოდა რა უნდოდა მაქსიმეს მკლავეში მაგრამ იმდენად ესიამოვნა გონებას წინააღმდეგობა გაუწია და ჩუმად გაიყუსა, ხარბად ისუნთქავდა მისთვის საყვარელი მამაკაცის სურნელს მაგრამ ცოცხალი თავით არ აღიარებდა რომ უყვარდა მაქსიმე, უყვარდა და სურდა მთელი ცხოვრება დაეკავშირებინა ამ ადამიანთან. ლოყაზე ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა და უფრო მიეკრო მაქსიმეს, ბიჭმაც იგრძნო მიას გამოღვიძება, მისი მოქმედება და ამიტომ უფრო თამამად მიიხუტა.

-დასვენება და სუფთა ჰაერი გჭირდებათ- მიუგო ექიმმა და თბილად გაუღიმა
-ბავშვი ხომ კარგადაა?!-უცხო იყო მაქსიმესთვის ასეთი კითხვები ამიტომაც დაიბნა და მიას გახედა.
გოგონა დამნაშავესავით იჯდა საწოლზე და თავი ჩაეხარა.
-დიახ, უბრალოდ წოლითი რეჟიმია საჭირო რამდენიმე დღით-ხელი ფურცელზე მოაწერინა და პაციენტები უკვე თავისუფალნი იყოვნენ.
-მაქსიმე-ჩუმად ჩაიჩურჩულა მიამ
-მაგაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ-მკაცრად უთხრა და ხელში აიყვანა
-ჩემითაც შემიძლია-გაუბუსა მია
-ვერ გაიგე ექიმმა წოლითი რეჯიმიო?!-ხმა გაიმკაცრა მაქსიმემ და სულ არ მიიქცევია ყურადღება მიას ფართხალისთვის
მაკა კი ჩუმად უყურებდა წყვილს და გულში სიხარულით ტიროდა, ხვდებოდა მაქსიმე ნამდვილად იყო მიას ღირსი და ღირდა ყველაფრად, ამიტომაც ყველანაირად დაუჭერდა ბიჭს მხარს, ესეც მიას გამო.
ბევრი დაბრკოლების მიუხედავად მაინც შეძლო მიამ ფეხზე დადგომა და ცხოვრებასთან ბრძოლა.
მანქანაში ახლა უკვე მია მოთავსდა წინა სავარძელზე ხოლო უკან კი მაკამ დაიკავა ადგილი.

.....

მია კომპანიიდან გავიდა და ტროტუარს გაუყვა, სულ რარაც ახალი დამთავრებული ჰქონდა სტაჟირება ამიტომაც ცდილობდა ხელფასამდე თავი როგორმე გაეტანა.
ძალიან უსამართლოდ ექცეოდა ცხოვრება, ბევრჯერ დაიჩაგრა, ბევრჯერ დანებდა მაგრამ ბოლოს მაინც აღიდგინა ძალები და ფეხზე მყარად დადგა, რა თქმა უნდა მაკას დახმარებით.
ტროტუარზე მიდიოდა როდესაც გვერდით იგრძნო ვიღაც მიყვებოდა მაჰრამ ცოცხალი თავით არ გაუხედავს
-მია-მოესმა თავისი უფროსის ხმა-დაჯექი მე გაგიყვან
მიას არ კი მიუხედავს მისკენ, ცდილობდა არც შეემჩნია
-მია-იყვირა მან და გოგონა შეხტა,მაქსიმემ მანქანა ფეხებთან მიუჩერა და გადავიდა
-დაჯექი მანქანაში-ოდნავი მკაცრი ტონით უთხრა ბიჭმა
-არ მინდა-მანაც იგიცე ტონით გაიმეორა
-მია რომ გეუბნები დაჯექი მანქანაში თორემ ძალას გამოვიყენებ-კბილებში გამოსცრა მან
-მაქსიმე რა გინდა? მიხედე შენს ნაშებს და მე თავი დამანებე-უყვირა მიამ
მაქსიმეს სუნთქვა შეეკრა, მაგრამ თავს მოერია, მია თავისკენ მიიზიდა და ტუჩებში ნაზად აკოცა
-მაქსიმე...-გონს ვერ მოდიოდა მია ისე სიამოვნებდა მაქსიმეს შეხება, მაგრამ მაშინვე ჩაერთო გონება და განგაში შემოჰკრა.
უხეშად მოიშორა სხეული და ლოყაში გაატყა, თვითონ კი სიმწრისგან ცრემლები წამოივუდა.
მაქსიმე ყვრილის აპირებდა მაგრამ გოგონას სახეზე ცრემლები რომ დაინახა მაშინვე მოლბა
-მია რა გჭირს?-ლოყასე ხელი დაუსვა მან
-მაქსიმე თავი დამანებე ძალიან გთხოვ, შემეშვი-ჩუმად ამოიტირა მან.
-კარგი დამშვიდდი სახლში წაგიყვან წამოდი-ნაზად შეახო ხელი, მაგრამ მიამ მოიშორა
-არ მინდა-თვალებში ჩახედა ბიჭს და ცრემლები მოიწმინდა
-მია ძქლიან გთხოვ, მომეცი უფლება წაგიყვანო-განზე გადგა ბიჭი
გოგონა დაჰყაბულდა და მაკას მისამართი უკარნახა.
-ნახე რა მაქვს შენთვის-პატარა ბავშვივით უთხრა და სნიკერსი დაანახა
მიას გაეცინა მაწსიმეს საქციელზე
-ტკბილი არ მიყვარს-ღიმილით ჩაილაპარაკა
-როგორ?-დაიბნა ბიჭი
-ტკბილს არ ვჭამ-გაუმეორა მიამ მაგრამ გამოწვდილი სნიკერსი მაინც გამოართვა.
დარჩენილი გზა ხმა არ ამოუღიათ, მხოლოდ რამდენჯერმე გადახედა მაქსიმემ მიას და ჩუმად ეღიმებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent