შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენელებული გულისცემა (10 თავი)


2-12-2019, 13:14
ავტორი naattii
ნანახია 2 582

წყალტუბოს გადასახვევთან უმძიმესი ავარია მომხდარიყო, ოთხი მანქანა შეჯახებოდა ერთმანეთს, ცუდი ამინდის გამო მოსრიალებულმა მერსედესმა სამი მანქანა გაიყოლა თან და უფროს თინიას დანახვა ისე გაუხარდა ლამის პატარა ბავშვივით დაიწყო ტაშის დაკვრა.
-პედიატრი მჭირდება_ მაშინვე დაიყვირა თინიამ დასისხლიანებული პატარა გოგოს დანახვისას. ვენაში გადასხმას უყენებდნენ უეცრად პატარას გული რომ გაუჩერდა და პარალელურად თეოდორესაც შეეკრა სუნთქვა.
-ჯანდაბა, კახა რატომ იგვიანებს? დეფიბრილატორი_ისევ ბოლო ხმაზე დაიყვირა და მოტანილი აპარატი აამუშავა. მესამე ცდაზე მოახერხეს პატარას დაბრუნება, თუმცა მაინც არ იყო რაღაც რიგზე.
-ჯანდაბა, მინის ნატეხი შიგნით მოხვდა და სადაც რამეს ეხება ყველაფერს სერავს, საოპერაციომდეც ვერ მიაღწევს_ისევ გაჩერებული გულის მაჩვენებელს ახედა და ისევ დაიხმარა დეფიბრილატორი.
-რაც იქნება იქნება, სკალპელი_მთელი ხმით დაიყვირა და იქვე დაასხა იოდი, -ბრმად შევდივარ_გვერდიდან გაუჭრა გოგოს კანი და კაპილარებს მიყვა ნატეხის მოსაძებნად.
-ერთი წამით ყველა გაჩუმდით, ბავშია და მისი აგებულებაც განსხვავებულია, _თავს დახვეული ექთნები გააჩუმა და თვალებ დახუჭულმა დაიწყო ორგანოების გახსენებდა და ჩამოთვლა რაც განმასხვავებელი იყო ზრდასრულის სხეულისგან, თითქმის გულთან იყო უკვე მინის ნატეხი მიახლოებული თითები რომ ჩასჭიდა თინიამ და გამარჯვებულის სახით ამოძვრინა ერთი სანტიმეტრის ზომის ნატეხი.
-პულსი ნორმაში მოდის_ტაში შემოკრა ერთ-ერთმა ექთანმა და მისი რეაქცია ყველამ აიტაცა. სიმწრისგან იღიმოდა თინია და ნერვიულობისგან ფეხზე ძლივს იდგა.
-რატომ აღარც მიკვირს პირდაპირ მიმღებში გაჭრილი პაციენტი_თავი გადააქნია დაგვიანებით მოსულმა კახამ.
-გეპასუხა გამოძახებაზე დროულად და არ დაგხვდებოდა აქ გაჭრილი_უკმაყოფილოდ შეეპასუხა თინია. -აქ ბავშვი კვდებოდა.
-უბრალოდ ავღნიშნე, მეც პაციენტთან ვიყავი_მაშინვე ხელები ასწია კაცმა დანებების ნიშნად.
-თინია ექიმო, აქ კიდევ ერთი სასწრაფო შემოდის_ჯერ კიდევ ტელეფონით ხელში გადმოსძახა ექთანმა.
-მივდივარ_მაშინვე გამოიცვალა სისხლიანი ხელთათმანები და სასწრაფო დახმარების ექთნებს დაუთმო მთელი ყურადღება პაციენტის ინფორმაციას რომ აწვდიდნენ.
მთელი საღამო აკვირდებოდა თეოდორე, მოჯადოებულივით დაყვებოდა მისი მზერა თინიას, რომელიც საერთოდ ვერ ამჩნევდა, ან არ იმჩნევდა. როგორც იქნა სასოწარკვეთილებამ გადაირია, ყველა პაციენტი უკვე თავიანთ ადგილებზე იყვნენ და საავადმყოფოს, თინიასთან ერთად ამოსუნთქვა შეეძლო. მაშინვე გასული დღეები გაახსენდა ახალგაზრდა ექიმს და საშინლად მოუნდა განმარტოება. პაციენტებს გადახედა, სასწრაფო გამოძახების ეკრანი შეამოწმა და მშიდად გაემართა თავისი კაბინეტისკენ. ვერც ახლა შეამჩნია უკან ადევნებული ჩრდილი. თავის ოთახში შესული იქვე ჩაჯდა კარების გვერდით და ღრმად ამოსასუნთქად სახეზე ხელები აიფარა.
-ხომ კარგად ხარ?_არსაიდან გაისმა თეოდორეს ხმა და წამოკივლება მიიღო რეაქციად შეხტომასთან ერთად.
-აქ რა გინდა?
-ხომ გაიგონე საბამ რა თქვა? დაცვა ხვალამდე ვერ მოვა_მხრები აიჩეჩა თეოდორემ.
-და ეს სამუშაო შენ შეითავსე?_გაღიმებულმა გახედა თინიამ.
-ასე გამოდის, თუმცა შენ იქ ყურებად ღირდა. არასდროს მიყურებია ასე სიამოვნებით ექიმისთვის_ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ იყო ბიჭი.
-და ბევრი ექიმისთვის გიყურებია?_ეშმაკურად გაეღიმა თინიას.
-შენსავეთ არცერთისთვის_ჩაფიქრებულმა გადახედა გოგოს, რომელმაც მაშინვე აარიდა მზერა და თემის შეცვლა გადაწყვიტა.
-ჯობია წავიდეთ, სახლში ცოტა დასვენება არ მაწყენდა_ისევ გაუღიმა ბიჭს და მისივე დახმარებით წამოდგა. რამდენიმე წუთი უფროს ექიმთან შეყოვნდა, თავიდან განიხილეს თინიას მორიგეობის ცხრილი და მალევე ჩაჯდა თეოდორესთვის მოყვანილ მანქანაში. რომ დაიძრნენ, მხოლოდ მერე შეამჩნია უკან გამოყოლილი მანქანა.
-მოგვდევენ?_შიში გაუკრთა ხმაში.
-არა, ნუ ღელავ, ჩემი დაცვაა, მათ გარეშე ვერსად გავდივარ_მობეზრებული ხმით უპასუხა თეოდორემ და სახლის გზაზე გადაუხვია.
დღეები დინჯად მიზდევდნენ ერთმანეთს, უკვე ორი კვირა ხდებოდა რაც თინია ძმებთან ცხოვრობდა, მართალია თავს მშვიდად გრძნობდა, მაგრამ კოშმარები არ ასვენებდნენ, ცდილობდა თავადვე გამკლავებოდა, მაგრამ აშკარად არ გამოსდიოდა, ლამარა დედასავით ევლებოდა თავს, უკვე იცოდა რა საჭმელებიც უყვარდა და სამსახურიდან დაღლილი მოსული მაშინვე ხვდებოდა მაგიდა გაწყობილი, ის რომ მოდიოდა, ბიჭები მაშინ გადიოდნენ და დღის მანძილზე ვერც ხედავდნენ ერთმანეთს. რამდენჯერმე დაინახა ორი სიმპატიური აღნაგობის ტყუპი ბიჭები, რომლებიც როგორც აღმოჩნდა გამომძიებლები იყვნენ, თუმცა თავად ჩარევის სურვილი არ ქონია, ძირითად დროს ოთახში ჩაკეტილი ატარებდა. ჯერ კიდევ არ ქონდა გათავისებული, რომ ბიჭები ამ სახლის სრულფასოვან წევრად მიიჩნევდნენ.
-მოდი, კარგ რაღაცას გაყურებინებ_ერთ საღამოს სამზარეულოდან გამომავალს დაუძახა ტელევიზორთან მჯდომმა თეოდორემ. საბა როგორც ყოველთვის გასართობად ბრძანდებოდა.
-მირჩევნია ...._ხელი ოთახისკენ გაიშვირა შესაწინააღმდეგებლად, თუმცა თეოდორემ წარბები შეკრა და დივნისკენ ანიშნა მკაცრი მზერით
-დაჯექი.
-კაარგი, ბატიბუტი მოუხდება?
-აუ კიი_აშკარა მუდარა იგრძნობოდა თეოდორეს ხმაში.
-მაშინ ჯერ გავაკეთებ_სიცილით მიიმალა არეულოში და უკან ბატიბუტით სავსე დიდი ჯამით დაბრუნდა.
-აბა დავიწყოთ_მოხერხებულად მოკალათდა თინია მის გვერდით და ბატიბუტის პირველი ლუკმა გადაყლაპა კინაღამ რომ გადაცდა. ეკრანზე საყურებელი მულტფილმის სახელწოდება გამოჩნდა და წყლით ძლივს მოისულიერა თავი. აგიხსნათ რატომ? კი ბატონო. თეოდორე, კაცი რომელსაც იარაღების კომპანიის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნოდა, მუდმივად მოღუშული და სერიოზული სახით მოძრაობდა, იჯდა თინიას გვერდით და სასტუმრო ტრანსილვანიის ყურებას გეგმავდა.
-ვგიჟდები ამ რიჟა ბავშვზე_თინიას რეაქციის დაიგნორებით ღიმილით ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-დენისოვიჩზე?
-არა, იმირომტომზე_ამჯერად გაეცინა და ბატობუტი მოიმარაგა. სრულიად სხვა ადამიანს ხედავდა თინია, დრაკულას სისულელეებზე გულიანად იცინოდა და ლოყაზე არსებულ ნასვრეტებს მკაფიოდ აჩვენებდა, სცენებს აკომენტარებდა და იმდენი ქნა თინიას აყოლიებაც მოახერხა, საბოლოოდ კი იმ შედეგამდე მივიდნენ, რომ სახლში მოსულ საბას ორივე ლამის სიცილისგან აცრემლებამდე მისული დახვდა მესამე ნაწილის ბოლოს მუსიკალური ნომრის ყურებისას. ღიმილით აიპარა ოთახში და არც შეიმჩნია სახლში მოსვლა.
-აუ ძაღლი რა მაგარი ტიპია, ისიც კი ცეკვავს_თავი გადააქნია სიცილით თეოდორემ.
-ცეკვა არ იციიი_აღმოჩენით გახარებულმა თვალები გაუბრწყინდა თინიას.
-რომელმა კაცმა იცის ნორმალური ცეკვა?_თვალები გადაატრიალა ბიჭმა.
-შენმა ძმამ_ნიშნის მოგებით ამოხედა გოგომ.
-უჰ რაღა გვიჭირს_თვალები გადაატრიალა თეოდორემ და შეშინებულმა ახედა დივნიდან წამომხტარ თინიას.
-ადექი, ჩქარა ჩქარა ადექი_მუსიკის ნოტები გაჟღერდა რამდენიმე წუთში და იმდენად გაუკვირდა საბას ეს ამბავი ჩუმად დატოვ ოთახი და მისაღებ ოთახში შეიჭყიტა, ლამის იატაკზე დავარდა სიცილისგან.
თინიას მაღალ ხმაზე ჩაერთო მაკარენას ჰანგები და მთელი მონდომებით აიძულებდა თეოდორეს დრაკულასავეთ დაგრეხილს ეცეკვა, იმდენად მხიარულობდნენ და სიამოვნებდა ბიჭს თინიას ასეთი ბედნიერი ყურებდა, უარესად ცდილობდა ტანი მოებრუნებინა, რომ გოგოს სიცილი შენარჩუნებულიყო. დიახ, დიახ, თეოდორე ხეცურიანი მისაღებ ოთახში იდგა და მაკარენაზე ცეკვავდა. იმ ღამით თინია კოშმარებს არ შეუწუხებია.

იმ საღამოს შემდეგ თინიას დასვენების დროს ტრადიციათ ექცათ ფილმის ყურება, ძირითადად მულტფილმს ან კომედიას უყურებდნენ, გულიანად იცინოდნენ და შორიდან მოთვალთვალე საბას ვერც აღიქვამდნენ, დღითიდღე უკან იწევდა თინიას კოშმარები და უფრო და უფრო მხიარულდებოდა თეოდორეს ხასიათი.
-თეოდორე სწრაფად_ცალი ბოტასით ხელში შეუხტა ერთ საღამოს თინია ბიჭს ოთახში. ლოგინზე იყო წამოწოლილი და წიგნს კითხულობდა.
-რამე მოხდა?_მაშინვე გადადო წიგნი და წამოდგა.
-კლინიკიდან დამირეკეს, 5 წუთში იქ უნდა ვიყო, გთხოვ_ხელში დაკავებული ბოტასი აშკარად ელს უშლიდა მოსაცმელიც მოეცვა, თუმცა ისე იყო დაბნეული ამდენი აღარ უფიქრია.
-წავედით_გზაში დაიწყო ფეხსაცმელების ამოცმა თეოდორემაც და მისაღებში მჯდარ საბას ორივემ საჩქაროდ ისე ჩურბინეს მათ დანახვაზე ბიჭმა პირი დააღო, ორივეს ცალ ხელში ფეხსაცმელები ეკავათ და გარბოდნენ, თინიას ცალ მხარეზე მოეცვა მოსაცმელი და მეორე ხელში დაკავებული ფეხსაცმელი უფლებას არ აძლევდა ხელი ბოლომდე გამოსულიყო, თუმცა ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. პირი გააღო საბამ და ხელი ჰაერში ასწია, თუმცა ისე წამიერად ჩაუქროლეს მხოლოდ ღია კარს მოკრა თვალი.
-სულ გაგიჟდნენ ეს საცოდავები_თავი გადააქნია და ფეხბურთიდ ყურება განაგრძო, დიდი მატჩი ბარსა-რეალი ახლოვდებოდა და ბიჭებს ელოდებოდა ერთად რომ ეყურებინათ.
სწრაფი ნაბიჯებით და ამჯერად ორივე ფეხსაცმლით შევარდა თინია საავადმყოფოში, ძლივს მოიფიქრა წამით მოეხედა უკან და დაცვასთვის თეოდორეზე ენიშნებინა ჩემთანააო, ხალათის მოცმა ძლივს მოასწრო და მაშინვე პაციენტებთან გავარდა.
-რა გვაქვს?_ხმამაღლა დაიყვირა, ხელთათმანები მოირგო და ექთანს ამოუდგა.
-მამაკაცი, 24 წლის, ინტოქსიკაცია, მანქანას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა, რამაც ავარია გამოიწვია_უკან დაკავებული საწოლებისკენ გაახედა თინიას და ბიჭის გულის გაჩერების ხმაც გაისმა.
-დეფიბრილატორი_მაშინვე დაიძახა თინიამ და თავისი ხელით შუყვანა პირდაპირ გულში ადრენალინი -არა ნაბი*ვარო, ასე იოლად გამოძვრები გგონია? ჩემთან დარჩები, რომ გაიზარდო და საკუთარ დანაშაულზე პასუხის გება ისწავლო.
დიდხანს იწვალა თინიამ, სამ სხვა ექიმთან ერთად ებრძოდა იმ ღამით სიკვდილს, 5 მძიმე პაციენტი ყავდათ, თუმცა ბოლოს ვეღარ დაამარცხეს, მაინც მოუგო სიბნელემ და ოჯახის უფროსი კაცი გამოაცალა ხელიდან.
?ემთხვევით დაინახა თეოდორემ როგორ მხრებ ჩამოშვებულმა გამოაცხადა თინიამ სიკვდილის დრო, როგორ დაადო ირაკლიმ ხელი დასამშვიდებლად და როგორ ახედა იქვე მდგომ ექთანს:
-პოლიციაში დარეკეთ, მათ მოსვლამდე კი დაცვას უთხარით ამას ყურადღება მიაქციონ არსად გაიპაროს_უკვე გონ მოსულ ბიჭზე ანიშნა , რომელიც გაფართოებული თვალებით აცნობიერებდა, რომ უკვე მკვლელი და ვიღაცის ოჯახის დანგრევის მიზეზი იყო.
მძიმე ნაბიჯებით შეაბიჯა კაბინეტში თინია, პირველად არ დაუკარგავს პაციენტი, მაგრამ ყოველ ჯერზე რთული იყო. თვალებ დახუჭული ებრძოდა მოწოლილ მოგონებებს კარები რომ გაიღო და მის გვერდით მასსავით იატაკზე მოთავსდა თეოდორე.
-კარგად ხარ?_ჩუმი ხმით გადაულაპარაკა სახე შეცვლილ გოგოს.
-არ ვიცი, ყოველ ჯერზე რთულდება დაკარგო ცოცხალი ადამიანი, სისხლში მაქვს გამჯდარი მათი გადარჩენა.
-თინია, ყველას ვერ გადაარჩენ_ხელზე თავისი ხელი მოუჭირა თეოდორემ.
-ვიცი, ვიცი_სიმწრის ღიმილით ახედა ბიჭს და შემდეგ მათ შეერთებულ ხელებს, -უბრალოდ რთულია, თითქოს მათთან ერთად შენი სულის რაღაც ნაწილი მიაქვთ, რომ გადიხარ და მათ ოჯახს ეუბნები რომ მათი ცხოვრება შეიცვალა, ვეღარასდროს ნახავენ მათ საყვარელ ადამიანს, მხოლოდ მოგონების სახით დარჩება მათ გონებაში, შენც მათი ცხოვრების ნაწილი ხდები, ოღონდ ცუდი გაგებით. აღარასდროს მოუნდებათ შნი სახე დაინახონ, თუ ქუჩაში დაგინახავენ გადაულაპარაკებენ გვერდით მდგომს როგორ დაუნგრიე ერთი ფრაზით ცხოვრება. ექიმების მიმართ რწმენას კარგავენ, რაც ყველაზე რთულია, გესმის?
თეოდორემ თანადგომის ნიშნად ხელი უფრო მოუჭირა და ეცადა დაემშვიდებინა, თინიამაც ბეჭზე დაადო თავი, იქ ყველაზე მშვიდად და დაცულად გრძნობდა თავს, ამიტომ ცოტა ხნით ფიქრების დახშობა არ აწყენდა.
-შეგიძლია ჩემ დასთან დამტოვო ამაღამ?_არამგონია ერთ ღამეში სახლში რამე მოხდეს, დილით ჩემი დაცვა პირდაპირ იქ გამოუშვი.
-შენი დაცვა უნდა შევცვალო, ისეთებს ავიყვან დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლოთ შენთან მოსვლა.
-გაწუხებ არა ჩემი გამოძახებებით_მოიღუშა თინია, თუმცა თეოდორეს დაბღვერილ სახეზე მაშინვე სიცილით ასწია ხელები დანებების ნიშნად და ერთად გაიხურეს კარი. რამდენიმე წუთში თინია უკვე ანასთან ერთად იყო საჭორაოდ ჩაკეტილი ოთახში და წარმოდგენაც არ ქონდა, რომ თეოდორე მთელი ღამის მანძილზე სადარბაზოსთან ყარაულობდა მის უსაფრთხოებას.



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

საყვარლებიიი :)) აუ საბასთვისაც მინდა ერთი ჭირვეული გოგო :))

 


№2  offline წევრი naniko mindia

Kargi istoria amwyvilze vgijdebi, Warmatebebi ❤️❤️❤️veli shemde tavs,
--------------------
lomidze

 


№3  offline მოდერი naattii

სტუმარი gvantsa
საყვარლებიიი :)) აუ საბასთვისაც მინდა ერთი ჭირვეული გოგო :))

ვნახოთ თუ დაიმსახურა :D
naniko mindia
Kargi istoria amwyvilze vgijdebi, Warmatebebi ❤️❤️❤️veli shemde tavs,

მიხარია რომ დაუბრუნდი ჩემ ისტორიებს ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ანიი

აუუუი ძაან საყვარლობა იყოოოოოოო ♡♡♡♡♡♡♡
ძალიან მომეწონა..
გავთბი და გავბედნიერდი..
ვიხალისე კიდეც ^-^
ველი ახალ თავს

 


№5 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Dzaan magari istoriaa, cota iumoric kaia, magari wyvilia raa????warmatebebi

 


№6 სტუმარი teo

ასე გააგრძელეთ ძალიან მაგარია

 


№7  offline მოდერი naattii

სტუმარი ანიი
აუუუი ძაან საყვარლობა იყოოოოოოო ♡♡♡♡♡♡♡
ძალიან მომეწონა..
გავთბი და გავბედნიერდი..
ვიხალისე კიდეც ^-^
ველი ახალ თავს

მადლობაა ❤️
სტუმარი Mariamimari
Dzaan magari istoriaa, cota iumoric kaia, magari wyvilia raa????warmatebebi

დიდი მადლობა ❤️
teo
ასე გააგრძელეთ ძალიან მაგარია

ვეცდები ბოლომდე ასე მივყვე ❤️

 


აუ, რა კარგად ვიხალისე! ვგიჟდები მეც იმირომტომზე❤ დღეს ჩავუჯდები :დ ❤
ძალიან საყვარლები და ტკბილები არიან ერთად❤ ნელ-ნელა ეშველება ამათა და საბასაც აღარ გაუკვირდება ამათი უცნაურობები.
რომ წარმოვიდგენ როგორ ცეკვავს თეოდორე მაკარენაზე სულელივით ვიღიმი :)
შემდეგ თავს ველი❤

 


№9  offline წევრი sofo_sofia 13

როგორ ველოდებოდიიი როგორციქნა

 


№10  offline წევრი წერო:)

თეოდორე და მაკარენა ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსია და რომ წარმკვიდგინე თეოდორე როგორ ცდკლობდა მაკარენაზე ეცეკვა სიცილისგან ლამის გავიგუდე.დდდ
ვაიმეეე სასტუმრო ტრანსილვანია და ტომი და ჯერი და ნუპაგაძი ჩემი სისუსტეო.აუუ რა გავიბადრე რო წავიკითხეე დდდ. სულ შემიძლია ვუყურო დდდ.
აუ თეოდორე ამ თავშჯ მართლა მაგრად გასაყვარლდა დდდდ♡♡♡♡♡
აუუ მალე ხო დადებ?♡♡♡

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია იმდენი ვიცინე ცუდად გავხდი,ძალიან სახალისი იყო ეს თავი მომეწონა მადლობა

 


№12 სტუმარი სტუმარი ქეთი

შენი ისტორიები ტკბილი დესერტივით არის:)) მსუბუქი და ლაღი:)) მიყვარხარ შენც და შენი პერსონაჟებიც:))

 


№13 სტუმარი სტუმარი მერი

რა გიჟები არიან ესენიი... თინიასაც გადარევენ. როგორ მომწონს ესენი ერთად და უფრო მეტი ტყუპები მინდა ვნახო??

 


№14 სტუმარი სტუმარი მარიკა

ხშირად არ გიკომენტარებთ მაგრამ ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები. სასიამოვნოდ წასაკითხია და სიყვარულით სიგიჟით და დაძაბულობით გაჟღენთილია.

 


№15 სტუმარი სტუმარი თაკო

მალე დადე გთხოოვ ვეღარ ვითმენ უკვე??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent