შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ფანჯრიდან თავი 21


3-12-2019, 01:33
ავტორი gabi du
ნანახია 2 490

- თუკი შენი ძმა დათანხმდება, მპირდები, რომ ჩემთან და ჩემი იქნები? - დაკოჟრილ ხელის გულზე ნაზად აკოცა. უსაზღვრო სიყვარულს გადმოსცემდა მისი მზერა. ლანამ ვერ გაუძლო და თვალები დახარა.
- შეიძლება არ ვარ შენთან, მაგრამ ისედაც შენი ვარ. სანამ ცოცხალი ვარ ამას ვერაფერი შეცვლის. - გაუბედავად ამოთქვა სათქმელი და ისევ ბაჩო ჩაიხუტა გულში. - მიხარია, რომ გაგიცანი ჩემო სიხარულო. ყურში უჩურჩულა და ლოყაზე უჩქმიტა საყვარლად რომ ეჩხვლიტებოდა.
***
- მოდი აქ. ახლა მაინც ნუ გარბიხარ და შორ-შორს ნუ მივლი. - საწოლზე ხელი დაატყაპუნა ტატომ და ამ ჟესტით იხმო ცოლი.
- ნუ ცანცარებ. - გაუბრაზდა გოგო, მაგრამ ურჩი ღიმილი მაინც დაასკუპდა სქელ ტუჩებზე. გვერდით მიუწვა ქმარს და მკერდზე ფრთხილად დაადო თავი. ისე ბუნებრივად გამოუვიდა ყველაფერი თითქოს მთელი განვლილი დროის მანძილზე სულ ესე აკეთებდა. არადა თქვენც კი იცით ეს პირველი ღამე იყო ერთად რომ წვებოდნენ. ძალიან ღელავდა კატო. ჯერ-ერთი მისთვის სექსი მხოლოდ ცუდ ასოციაციებს იწვევდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი მიზეზის გამო. რომ არა ბაჩო იმ დღეს საერთოდ ამოშლიდა ცხოვრებიდან ყოველ ჯერზე, რომ სამართებელივით უსერავდა გულს. ახლა? ახლა არ უნდოდა ცუდზე ეფიქრა ენატრებოდა ტატო. ნება რომ მიგეცათ კანში შეუძვრებოდა... სიამოვნებით შეერეოდა მის სისხლს, რომ უფრო ახლოდან შეხებოდა მისთვის საყვარელ გულს. თუმცა ვერაფრით მორეოდა სირცხვილის გრძნობას. ამ ყველაფერთან ერთად ტატოს ჯანმრთელობაც ადარდებდა. სულ რაღაც 1 თვის წინ ასეთი მძიმე ოპერაცია გადაიატანა. ვაითუ მოუთმენლობისა და სიცანცარის გამო რამე პრობლემა შექმნოდა. აი ტატომ კი ლამის სული ამოაყოლა სუნთქვას როდესაც კატომ მკერდზე თავი დაადო. ფრთხილად მოხვია წელზე ხელი და მჭიდროდ მიიკრა გულზე. თვალები რამდენიმე წამს დახუჭული ჰქონდა ჯერაც არ ეჯერა, რომ მისი ქალი ნამდვილად გვერდით ჰყავდა და გაუმაძღრად ისრუტავდა არომატს, რომელიც კატოს ყელიდან იფრქვეოდა.
- მიყვარხარ კატო. ძალიან, ძალიან მიყვარხარ. - მოგუდული ხმით ჩასჩურჩულა. ახლა როცა ასე ახლოს ყავდა მისი სითამამე სადღაც გამქრალიყო და ვერაფრით ერეოდა თავს. უნდოდა ეს ღამე გამორჩეული და ლამაზი ყოფილიყო კატოსთვის. იქნებ ამ ტკბილ ღამეს გადაეფარა პირველი ცხოველური აქტისგან დარჩენილი უსიამოვნო შეგრძნებები.
- როდის შეგიყვარდი? - სრულიად მოულოდნელი კითხვა დასვა გოგომ. ტატო დაფიქრდა.
- შენს გაცნობამდე წელიწადნახევრით ადრე. მაშინ, როდესაც პირველად შემეფეთე ქუჩაში და შენი შსავი, ლამაზი და ბრიალა თვალები მომანათე.შენ არც კი შეგიმჩნევივარ თითქოს გამწვირვალე ვიყავი. აი მე კი ეგრევე მივხვდი, რომ მაგრად დამერხა. რამდენი ხანი დავდიოდი იგივე ადგილას, იმ იმედით, რომ კიდევ მენახე მაგრამ შენ არ ჩანდი. მერე სრულიად შემთხვავით სკოლიდან გამოსული გნახე შენი ლამაზი და მადისაღმძვრელი უკანალის რხევით რომ ოდიოდი. ლამის გულმა დამარტყა. სწორედ იმ დღიდან დავიწყე შენი ფოტოების შეგროვება. მერე ლეილაზე რომ გავიგე ის ძლივს შეკოწიწებული გამბედაობაც სადღაც გამიქრაა და გადავწყვიტე მანამ არ გაგცნობოდი სანამდეც ისეთი არ გავხდებოდი ჩემი არ შეგრცხვენოდა.
- სულელო. - მკერდზე აკოცა გოგომ. - წლების მერე, რომ დაფიქრდი მივხვდი, ჩემს გულში იმ მომენტიდან დაიდე ბინა ფანჯარაში, რომ დაგინახე ყავის ჭიქით ხელში და წელს ზევით შიშველი. მაშინ შენი სახელიც არ ვიცოდი და ჩემც ფიქრებში ,,ბიჭი ფანჯრიდან" შეგარქვი.
- მეღადავები ხო? ეს როდის იყო? - ყურებს არ უჯერებდა ტატო. არასდროს გიხსენებია ეს შემთხვევა.
- სანამ გიჟივით ამეკიდებოდი ქუჩაში, მანამდე რამდენიმე თვით ადრე. - კატოს დაეფიცებოდა, რომ მისი სიტყვების შემდეგ ტატომ სუნთქვა შეწყვიტა. რამდენიმე ხანს ესე იყო, მერე ნელ-ნელა ააწევინა თავი ცოლს, თვალეში ჩახედა. ძალიან ნაზად აკოცა ტუჩებში.
- თავს ვერასდროს ვაპატიებ, რომ ამდენად სულელი ვიყავი. გამოდის ორივე ვიწოდით ერთმანეთის სიყვარულით და სულ ტყუილად, უაზროდ გავფანტეთ დრო, რომელიც ასე ძვირფასია. დრო, რომელიც ერთმანეთის ალერსსა და სიყვარულში უნდა გაგვეტარებინა.
- სამაგიეროდ ახლა ორივემ ვიცით ამ დროის ფასი და ერთ დღესაც არ გავატარებთ უერთმანეთოდ.
***
დილას ბედნიერს გაეღვიძა. ასევე ბედნიერი, საყვარელი ქმრის მკლავბეში. რომელსაც კარგა ხნის წინ გაღვიძებოდა. ან იქნებ არც სძინებია და მთელი ღამე გაეთია კატოს ტკბილი ძილის დარაჯში.
- დილამშვიდობისა მაკვარანცხო. - ტუჩები გემრიელად ჩაუკოცნა.
- დილამშვიდობისა. - ღიმილით დაუბრუნა და გაიზმორა. ტატოს დაშტერებულ მზერას თვალი რომ ჩააყოლა მიხვდა მკერდზე საანი არ ეფარა და ურცხვად მოუჩანდა დაერილი ძუძუსთავები. გაწითლებულმა სასწრაფოდ დაიფარა საანი. ტატო მიუხვდა და გაეღიმა. ერთი ხელის აქნევით გადაძრო და ხარბად დააშტერდა მთლიანად შიშველ სხეულს, რომელსაც ჯერ კიდევ ეტყობოდა წუხანდელი მშფოთვარე ღამის სიამე.
- გაგიჟდი? - სახეზე აიფარა ხელები კატომ. ამაზე გადაბჟირდა ტატო.
-ცოლოო. 5 წლის შვილი გვყავს და შენ კიდევ ქალიშვილივით მორცხვობ. ჩემი ნუ გრცხვენია ჩემო მაკვარანცხო. თან ეს შენი ყველა ღირსება ოფიციალურად ჩემია, ასე რომ გიკრძალავ რომელიმე მათგანი დამიმალო. - კატოს რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ კარზე კაკუნი ატეხა ბაჩომ.
- დე, გამიღეთ კარი თქვენთან მინდა.
- ახლავე ჩემო ვაჟკაცო.- თბილად გასძახა ბავშვს და სასწრაფოდ გადაიცვა ღამის პერანგი.
- მოდი საყვარელო. - კარი გაუღო და გულში ჩაიკრა პატარა სხეული. ბაჩო მაშინვე ლოგინში ჩახტა.
- მა, იცი გუშინ მამიდა გავიცანი. - ახარა ბავშვმა. ტატოს ფერებმა გადაუარა.
- ვინ გაიცანი?
- ლანა მამიდა. იოსკა ძიამ წამიყვანა. ბევრი მაკოცა და ჩამეხუტა. მითხრა რომ ძალიან ვუყვარვარ.
- როდის იყავით მა? კიდევ რა გითხრა მამიდამ?
- გუშინ ვიყავით. მეტი არაფერი უთქვამს, სულ ტიროდა. იოსკა ძიაც ტიროდა. იცი მამიდა უყვარს.
- შენ რა იცი მა? - ტატომ კატოს გაოცებულმა გადახედა. ქალმაც მხრები აიჩეჩა მე არაფერი ვიციო.
- გავიგონე უთხრა ძალიან მიყვარხარ, ნუ მაწვალებ და ჩემთან წამოდიო. მამიდამ უთხრა ვერ წამოგყვები ტატოს ეწყინეაო. რატომ გეწყინეა მამა? დედა შენთან რომ არ იყო სულ ტიროდა. ახლა კი სულ მხიარულია. მამიდაც გამხიარულდება და იოსკა ძიაც აღარ იტირებს შენ თუ არ გეწყინება.
- მამა ახლა ეს აზრები შენ დაალაგე თუ ვინმემ დაგარიგა?
- მე მოვიფიქრე. - ამაყად შეხედა სახეში და წარბები აზიდა. ტატო ტელეფონს დასწვდა. აჩქარებით აკრიფა სასურველი ნომერი და ზარის გასვლას დაელოდა.
- სასწრაფოდ ჩემთან გაჩნდი. არ მაინტერესებს სად ხარ და რას აკეთებ. - ტელეფონი გატიშა და იქვე მიაგდო. კატო ინტერესით ადევნებდა თვალს ყველა მის ქმედებას. აინტერესებდა მისი გაბრაზების სიღრმე. არ უნდოდა მეგობრებს ურთიერთობა გაფუჭებოდათ, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ უთქმელობაც არ ივარგებდა. კიდევ რამდენი წელიწადი უნდა ეცხოვრათ გაუგებრობაში.
- ლილი! - ყვირილით გავიდა ტატო ოთახიდან.
- რა მოხდა? - დაფეთებული გამოვარდა ქალი სამზარეულოდან.
- შენ იცოდი არა? იცოდი ხომ? ამის დედაც მო***ან. ვინ ვარ მე ოჯახში. კაცი თუ პოლის ჯოხი? ღრიალებდა იმდენად, რომ კისრის ძარღვები ლამის დასკდომოდა.
- რა ვიცოდი შვილო? რა მოხდა? - აზრზე ვერ მოდიოდა ქალი.
- თავს ნუ იკატუნებ და ჭკუიდან ნუ მშლი. - მუშტი დაარტყა მაგიდაზე.
- ტატო გაჩუმდი. ამ სახლში მარტო აღარ ცხოვრობ და უფლებას არ მოგცემ ბავშვის თანდასწრებით მსგავსი სცენები გამართო. - აღშფოთდა კატო. - განა რა მოხდა ესეთი? - ტატო გახევდა. ასეთ რეაქციას არ მოელოდა ცოლისგან. თუმცა მიხვდა, რომ მართალი იყო და შეეცადა თავი ხელში აეყვანა. გული ეტკინა, როცა ბაჩოსკენ გაიწია. ბავშვი კი დედას ამოეფარა.
- ცუდი მამა ხარ შენ. ყველას ატირებ. - მიაძახა შვილმა და სირბილით გაიცა საძინებლისკენ. ტატოს ერჩივნა მიწა გასკდომოდა. თავი დამნაშავედ იგრძნო მაგრამ დროს უკან ვერ დააბრუნებდა.
- რა ხდება ხალხნო მშვიდობაა? - ღიმილით შემოხსნა კარი იოსკამ. მაგრამ მასპინძლების ამჟავებულ სახეებზე მიხვდა, რომ რაღაც გამოტოვა.
- მოდი, მოდი. - ხელი დაუქნია ტატომ და სავარძელში ჩაესვენა. იოსკას კი მოპირდაპირე სავარძელზე მიუთითა დაჯექიო. დაბნეული ბიჭი დაემორჩილა თან კატოს გახედა უნდოდა მის სახეზე მაინც ამოეკითხა რა ხდებოდა.
- შენთან ერთი სათხოვარი მაქვს. - დაიწყო ტატომ. - ვიცი ბევრჯერ შემიწუხებიხარ, მაგრამ ეს ბოლოა გპირდები. მაგრამ თუ ამ თხოვნას შემისრულებ მთელი ცხოვრება ვალში დაგრჩები.
- რა ხდება? ესეთი რა უნდა მთხოვო? - გაოცდა ბიჭი.
- ჯერ დამპირდი, რომ უარს არ მეტყვი.
- არ ვიცი რა უნდა მთხოვო, მაგრამ გპირდები. შენთვის თავს დავდებ ხომ იცი არა?
- კარგი. მინდა, რომ ლიზა მოიყვანო ცოლად. - უთხრა და ჯიქურ ჩააჩერდა თვალებში. კატოს გაბრაზებისგან სახე აუწითლდა. თავად იოსკას კი ისე საცოდავად დაეტყო ყელთან ძლივს გადაგორებული ნერწყვი, რომ ნებისმიერს აატირებდა.
- რატომ უნდა მოვიყვანო ლიზა ცოლად. რა ხდება? - ძლივს ამოიღო ხმა.
- ამდენი წელია ჩემის პრობლემეს აგვარებ. მე კი მინდა სიკეთე სიკეთით გადაგიხადო. მინდა ოჯახს მოეკიდო.
- მერე ლიზა რა შუაშია. ვინ გითხრა, რომ მასთან ოჯახის შექმნა მინდა? - გაღიზიანება დაეტყო ხმაში.
- შესაფერისი გოგოა. უხდებით ერთმანეთს. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
- შენ რა მეკაიფები? შენ რატომ მიწყვეტ ვინ არის შესაფერისი და ვინ არა? შენ რომ ენაგადმოგდებული დასდევდი შენს ცოლს სრულიად უიმრდოდ. მითქვამს ოდესმე შეეშვი სხვა უფრო შეგეფერეათქო? არა ძმაო მე ყოველთვის შენს სიგიჟეს ვუჭერდი მხარს როგორი აბსურდულიც უნდა ყოფილიყო. იმიტომ, რომ ვიცოდი გულიდან მოდიოდა. გული კი არასდროს სცდება. და რაც არ უნდა მოხდეს სწორედ ამ გულის ნაკარნახევს ვთვლი და ჩავთვლი შესაფერისად.
- შენ უკვე დამპირდი და უარს ვერ მეტყვი. - ტატო ახლა იმ ბავშვს გავდა, რომელმაც დაპირებული კანფეტი ვერ მიიღო და ფეხებს აბაკუნებდა.
- შენთვის სიცოცხლეს დავთმობ, მაგრამ გულს ვერ მოგცემ ძმაო. მას უკვე ჰყავს პატრონი და მოგწონს თუ არა მოგიწევს სიმართლე მიიღო. მე ლანა მიყვარს გაიგე. ლა-ნა. მხოლოდ მას ვამჩნევ ვიღებ და ვნატრობ. რაც არ უნდა გააკეთო და მითხრა აზრს ვერ შემაცვლევინებ. - გაუაზრებლად მიახალა იოსკამ და ოთახში იქით-აეტ სიარულს მოყვა.
- გამარჯობა შენი. -მშვიდად უთხრა ტატომ. - შენი აზრით ვინ ვარ? კაცი ვარ თუ სი*ი? რატომ ვიგებ ამ ამბავს დღეს და რატომ არ ვიცოდი 6 თვის წინ. 1 ან 2 წლის წინ? - ახლა უკვე ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან.
- უი კატო უკვე აქაა და თურმე დანარჩენი სამყაროც არსებობს არა? - გამწარებით უთხრა იოსკამ. როდის გესმოდა ან გადარდებდა სხვა რამე? როდის, რომელ დიალოგში, რა მომენტში უნდა მეთქვა? მაშინ ხომ არა ქუჩა-ქუჩა რომ დაგეძედი რომელ სკვერში ეგდე? ან იქნებ მაშინ ქალივით ბალიშში თავჩარგული რომ ქვითინებდი. ვიცოდი ამის დრო არ იყო და ამიტომ ვიყავი ჩუმად. იმიტომ კი არა, რომ შენი აზრი მნიშვნელოვანი არ იყო ჩემთვის ან ლანასთან ყოფნა არ მეჩქარებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

ძაან მაგარია მალედადეე??

 


№2 სტუმარი ana

მალე დადებ?

 


№3  offline წევრი gabi du

ახლა ვიწყებ აკრეფას. დილას დაგხვდებათ. მადლობა, რომ გაინტერესებთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent