შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 წლის შემდეგ! (სრულად)


4-12-2019, 11:24
ავტორი duchi_duchi
ნანახია 13 875

-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-შენ თვითონ რას აკეთებ აქ?
-ის ჩემი იყო.
-ის ჩემი ცხოვრება იყო, რომელიც შენ წამართვი ძალიან ბინძური ხერხით.-არ დამვიწყებია.
-რისთვის დაბრუნდი?
-ცხოვრება რომ მოგიწამლო.-გაგანადგურებ დემეტრე კიკნაძე.
-გელოდები დუდა ფანგანო...
დემეტრე კიკნაძე და დუდა ფანგანი ერთ უბანში გაიზარდნენ.15 წლის იყვნენ ნია დემეტრაძე რომ შეუყვარდა ორივეს.ნია დემეტრეს მეგობარი იყო და დუდა უყვარდა, დემეტრეს კი ნია. რათქმაუნდა დუდა ამას ხვდებოდა, მაგრამ ნია ისეთი სათუთი,ლამაზი და ნაზი იყო, უბრალოდ არ შეგეძლო მისთვის გეწყენინებინა. დემეტრეც თავზე ევლებოდა და დუდაც...როცა ნიას გარეშე მოუწევდათ შეხვედრა, სულ ჭამდნენ ერთმანეთს და თუ ნიასთან ერთად იყვნენ,ხმას არ იღებდნენ.მხოლოდ იმიტომ, რომ ნიასთვის გული არ ეტკინათ.ნია კი ისეთი იყო, არც ერთს ათქმევინებდა ცუდს მეორეზე და არც მეორეს პირველზე...ასე გადიოდა დრო.
დემეტრეს 19 წლის იუბილეზე,რათქმაუნდა ნიას ხათრით,დუდაც დაპატიჟა დემეტრემ.იცოდა რომ არ მივიდოდა და ნიას თვალში კიდევ ერთი პლიუსი დაიწერა...
-დუდა ხომ წამოხვალ დემეტრესთან?
-ვერა ჩემო ცხოვრება, მე თემო და ოთო ჩემთან ავდივართ წყნეთში...-ერთი კვირის წინ დავგეგმეთ და უარს ვერ ვეტყვი...
-ცუდია ძალიან მაგრამ რა გაეწყობა...
-კარგი ჩემო ცხოვრება არ მოიწყინო, ხვალ გნახავ..-შენ წადი და გაერთე...
-კარგი დუდა.-წავალ მაშინ მოვემზადები...
იმ საბედისწერო დღეს მოხდა ყველაფერი..ნიამ შავი მოკლე კაბა ჩაიცვა, ფეხზე შავი მაღლები მოირგო, თმა გაიშალა ,მსუბუქი მაკიაჟი და დემეტრეს დაბადებისდღეზე წავიდა...
-ჩემი ანგელოზი მოსულა..
-დემე გილოცავ ძალიან მიყვარხარ..
-მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო ანგელოზო..
იმ დღეს ძალიან ბევრი დალია დემეტრემაც და ნიამაც,რაც იმით დასრულდა რომ ღამე ერთად გაატარეს..დილით რომ გაიღვიძეს ნიამ ისტერიკული ტირილი მორთო...
-დემე,დემე გაიღვიძე.
-ნია რა მოხდა?
-გაიღვიძე დემეტრე!-რა გავაკეთეთ?
-არ გახსოვს?-არ მითხრა რომ არ გახსოვს.
-ვაიმე არა ამას არ გავაკეთებდით..
-გავაკეთეთ ნია.-უკვე მოხდა და არაფერი შეიცვლება.
-დუდა!დუდას ეს როგორ ვუთხრა?
-დუდა ამას არ გაპატიებს ანგელოზო..-.მოდი დავქორწინდეთ.
-არც კი გაბედო მაგის თქმა.- შენ ცხოვრება დამინგრიე.
-მე?მე დაგინგრიე ცხოვრება?შენ მეხვეწებოდი.-მაგიჟებ მინდა შენი ვიყოო,თავად მთხოვდი...
-ვსო აღარ გააგრძელო.-მეზიზღები დემეტრე კიკნაძე...
-მე კი მიყვარხარ ნია და შენზე უარს არ ვიტყვი, არ დავუთმობ დუდას შენს თავს, მითუმეტეს რომ უკვე ჩემი ხარ...-მოვკლავ მას იცოდე თუ მასთან იქნები.-კაცობას გეფიცები რომ მოვკლავ.-ან ჩემთან იქნები ან დუდას მოვკლავ...
-მეზიზღები.
-მე კი მიყვარხარ.
ნია როგორ იყო?განადგურებული ფიქრობდა როგორ ეთქვა დუდასთვის ეს ყველაფერი...
-კარგი.-დუდას დაველაპარაკები და დავშორდები.-ახლა წავალ.
-ჭკვიანი გოგო ხარ ნია..
ნიამ ტანსაცმელი ჩაიცვა და დუდას დაურეკა..
-დუდა შეგიძლია მნახო?
-კი ცხოვრება რა ხდება?
-მნახე რა გთხოვ.
-სად ხარ?მოგაკითხავ.
-დემეტრეს სახლთან მოდი...
-მანდ დარჩი წუხელ?
-კი აქ ვიყავი.
-კარგი მოვალ ახლავე...
15 წუთში დუდა დემეტრეს სახლთან იყო..ნიამ იმდენი მაკიაჟი დაიდო სახეზე დუდას რომ ვერაფერი შეემჩნია...
-რახდება ნია რა სახე გაქვს?
-არაფერი შენთან საქმე მაქვს..
-დაჯექი მანქანაში..
მანქანაში ჩაჯდნენ და თბილისის ზღვასთან გააჩერეს მანქანა..
-გისმენ აბა?
-დუდა დავფიქრდი და მივხვდი რომ არ მიყვარხარ.
-რა?გამიმეორე!
-ხო არ მიყვარხარ...
-შანსი არაა ტო.-შემომხედე თვალებში მიყურე და ისე მითხარი...
ნიამ ძალა მოიკრიბა და თვალებში შეხედა..
-ხო დუდა არ მიყვარხარ და არც არასდროს მყვარებიხარ.-მთელი ცხოვრებაა დემეტრე მიყვარს და შენ მის საეჭვიანოდ გიყენებდი,რომ როგორც გოგო შევემჩნიე..-მან უკვე შემამჩნია და ჩვენ მალე დავქორწინდებით.-შენ კი აღარ მჭირდები დუდა.მაპატიე.
-ნია ჩემო ცხოვრება შემომხედე.-შემომხედე ნია მე მიყურე გაძალებს ის ახ*არი არა?-რით დაგემუქრა?
-რას ამბობ?- ჩემს დემეტრეზე ამას როგორ ამბობ...-წადი დუდა წადი და დამივიწყე...
-შენი დემეტრე არა?ამის დედაც გოგო ნუ გამაგიჟე.-გადადი მანქანიდან, გაეთრიე და თვალით აღარ დამენახო.-დღეს ჩემთვის მოკვდი ნია დემეტრაძე..
ნია მანქანიდან გადმოვიდა დუდა კი გიჟივით მოწყდა ადგილს...
ღმერთო დაიფარე გთხოვ, შენ ხომ იცი სიმართლე. გემუდარები დაიფარე დუდა.მხოლოდ მისთვის გავაკეთე ეს..
დუდა მიქროდა გზაზე და ვერ ხვდებოდა ასე როგორ გააცურა ნიამ. იმ ნიამ რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა..გოგომ რომელშიც ერთი პროცენტიც კი არ იყო ტყუილი, ღალატი.პირიქით ნიას ნაირები იშვიათობა იყო.მაგრამ ფიქრობდა რომ შეცდა და თურმე ყველა ადამიანს აქვს ნიღაბი..დაკარგა ადამიანების მიმართ ნდობა და მითუმეტეს ქალების მიმართ.აღარავის ენდობოდა.ქალებს ნასკებივით იცვლიდა.ძალიან სიმპათიური იყო დუდა ფანგანი.მაღალი, დაკუნთული სხეულით,შავი დაბალზე შეჭრილი თმით,მწვანე თვალებით,დიდი ლამაზი ტუჩებით,თხელი პატარა ცხვირით,გადაკალმული წარბებით. რომ შეხედავდით იფიქრებდით,რომ წარბები სპეციალურად ქონდა გაკეთებული...ხოდა ეს ვიზუალი მუდამ სავიზიტო ბარათი იყო,ნებისმიერი ქალის ხელში ჩასაგდებათ,ქალები აფანატებდნენ მასზე.ბევრი ქალი იტანჯებოდა მისი სიყვარულით,მაგრამ მას სულ ფეხებზე.ერთგვარი შურისძიება იყო.ნიას გამო შურს ასე სძიობდა..
ნია და დემეტრეს ქორწილის დღე იყო,დუდამ ბარგი ჩაალაგა და ამერიკაში წავიდა.ბევრი ეხვეწა მშობლებმა არ წახვიდეო,მაგრამ სასტიკ უარზე იყო,არ უნდოდათ მშობლებს ერთადერთი შვილის ამხელა გზაზე გაშვება.მაგრამ დუდა მაინც წავიდა.ოთოს და თემოს დაუბარა, ჩემებს მიმიხედეთ და ნიაზე არასოდეს კრინტი არ დაძრათ ჩემთან რაც არ უნდა მოხდესო...ბიჭებიც დაეთანხმნენ..ამერიკის ბილეთები იყიდა და გაფრინდა 16 ივნისს...16 ივნისს ზუსტად იმ დღეს როცა დემეტრეს და ნიას ქორწილი იყო..
ნიამ დუდას წერილი დაუწერა ტაქსში ჩაჯდა და გზიდათ თემოს დაურეკა..
-თემო გამარჯობა.
-ნია?
-თემო საქმე მაქვს შენთან გთხოვ მნახე..
-ნია დღეს ხომ ქორწილი გაქვს?
-კი მაქვს მაგრამ აუცილებლად უნდა გნახო...
-კარგი სად გნახო?
-შენთან მოვალ თუ მარტო ხარ...
-მე და ოთო ვართ.-კარგი მოდი..
ნია თემოსთან მივიდა ოთოც იქ დახვდა..
-ნია ეს რა გააკეთე?
-ბიჭებო ისე არაა ყველაფერი როგორც გარედან ჩანს.
-შენ ჩვენი ძმაკაცი გაანადგურე ნია.- ეს როგორ გააკეთე?
-დამნაშავე ვარ ბოდიში, მაგრამ ვერაფერს გამოვასწორებ.-თხოვნა მაქვს ძალიან გთხოვთ უარი არ მითხრათ..
-მე ამ გოგოს არ დავეხმარები..
-ოთო მოკეტე..
-კიდე მე მოვკეტო ტო?ამ,ამ,ენა როგორ მოვიტრიალო პირში.- რისი თქმაც მინდა ისიც არ მემეტება შენთვის..
-მიდი ოთო გამლანძღე,რაც გინდა მითხარით, მაგრამ აი ეს წერილი გადაეცით დუდას,რაც არ უნდა მოხდეს გთხოვთ მიეცით.
-დუდა წავიდა ნია..
-სად წავიდა თემო?
-ამერიკაში.
-კარგია მიხარია..როცა ჩამოვა მაშინ გადაეცით.-გთხოვთ,დუდას ხათრით გთხოვთ, რომ გადაცეთ.-რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს როცა ჩამოვა მაშინ გადაეცით.
-რა წერია ამ წერილში ნია?
-მე თქვენ გენდობით და მჯერა რომ ამ წერილს არ გახსნით..-დარწმუნებული ვარ ამ წერილს რომ ნახავს,დუდა აუცილებლად გეტყვით თქვენც..-ახლა უნდა წავიდე ქორწილში მაგვიანდება ბიჭებო...-მიყვარხართ მე თქვენ ძალიან და ყველაზე ბედნიერი მომენტები თქვენთან მაქვს გატარებული, ეს გახსოვდეთ,არასდროს დაგივიწყებთ რაც არ უნდა მოხდეს...
-მეც მიყვარხარ ნია..
-მე არ მიყვარხარ..
-არაუშავს ოთო.-მთავარია მე მიყვარხარ ბუზღუნ...-ჩაგეხუტებით რა და წავალ..
ბიჭებს ჩაეხუტა ოთოს დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ჩაეხუტა და ცრემლები გადმოცვივდა.
-მშვიდობით ბიჭებო.
-მშვიდობით ნია..
ნია ტაქსში ჩაჯდა, სახლში მივიდა, სადედოფლო კაბა გადმოიღო,ჩაიცვა და სასტუმრო ოთახში ჩავიდა..
-მე მზად ვარ დემეტრე..
-ჩემო ანგელოზო ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემთვის...
-ჩემთვის არა დემეტრე და ვიზრუნებ რომ არც შენთვის იყოს..-იცი?დუდა წავიდა, მე კი დასაკარგი არაფერი მაქვს საერთოდ.-შენ კი დღეს ჯოჯოხეთად გიქცევ ცხოვრებას.-ვა დედამთილ მამამთილიც მოსულა.-მობრძანდით ქალბატონო ნინო და ბატონო ვახტანგ დაჯექით საქმე მაქვს...მინდა გიამბოთ თქვენი შვილის უღირს საქციელზე, თუ როგორი ნაბი*ვარი გაზარდეთ
-ნია რას ამბობ?-გაჩუმდი ახლავე.-ნია ეგ რა არის დადე იარაღი ნია..
-ო ბატონი დემეტრე შევაშინეთ..
-ნია შვილო რას აკეთებ.
-მიდი დემეტრე მოუყევი შენს მშობლებს, მისმა სათაყვანებელმა შვილმა რა ჩაიდინა...-რას ვერჩი ისე ამ ხალხს, მათგან კარგის მეტი არაფერი მახსოვს.-აი შენ კი დემეტრე კიკნაძე მეზიზღები, მთელი გულით,სულით და არსებით..შენთან ერთად ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია..
სასხლეტს თითი გამოკრა და სიცოცხლეც ამით დაასრულა..ქორიწლი შეცვალა გლოვამ..ზარივით გავარდა ხმა ქალაქში, რომ ნიამ ქორწილის დღეს თავი მოიკლა.თემოს და ოთოს ყურამდეც მივიდა.მიხვდნენ ბიჭები რატომაც იყო ნია მათთან, სურვილი კლავდათ გაეგოთ რა ეწერა წერილში, მაგრამ ერთხელაც არ უცდიათ გახსნა და წაკითხვა..განადგურებულები იყვნენ..
დუდა ამერიკაში როგორც კი ჩავიდა ეგრევე დარეკა ბიჭებთან.
-ჩავედი ტო!-კარგად ვარ.-თქვენ რაშვებით ძმებო?
-დუდა რაღაც უნდა გითხრათ..
-რახდება რა ხმა გაქვთ?მშვიდობაა?
-დუდა ნია.
-ვსო აღარ გააგრძელო,მე თქვენ რა გითხარით?-რომც მოკვდეს არაფერი მითხრათთქო..-იცოდეთ თუ კიდევ ნიას სახელს მიხსენებთ დავივიწყებ რომ ძმები ვართ და სამუდამოდ დაგკარგავთ.უთხრა და გათიშა..
ბიჭებსაც იმის მერე ხმა არ ამოუღიათ..ასე გავიდა 7 წელი მანამ, სანამ დუდას მშობლები ავარიაში არ დაიღუპნენ..
-დუდა უნდა ჩამოხვიდე ძმაო..
-რახდება ოთო რა ხმა გაქვს?
-დუდა ქეთო დეიდა და გურამ ბიძია...სათქმელს თავი ვეღარ მოაბა ოთომ.თემომ ტელეფონი გამოართვა..
-გამაგრდი ძმაო.-დაიღუპნენ..
დუდამ ტელეფონი გათიშა, არ იცოდა რა ექნა, თვალიდან თავისით მოდიოდა ცრემლები.საქართველოში უწევდა წასვლა,თავის სამშობლოში. ესიკვდილებოდა იქ ჩასვლა,ვერასდროს წარმოიდგენდა თუ უკან დაბრუნებულს, მისი მშობლები არ დახვდებოდნენ სახლში..თვითმფრინავი როგორც კი საქართველოში ჩაფრინდა, მძიმე ლოდივით დააწვა რაღაც გულზე.საერთოდ არ უხაროდა აქ ჩამოსვლა, აქ არაფერი აღარ იყო მისი,აქ არავინ დარჩენოდა ოთოს და თემოს გარდა...სახლში მისულს ორი ცივი სხეული დახვდა და ორი საუკეთესო ბავშვობის ძმაკაცი..ორივეს ჩაეხუტა და არაადამიანური ხმით დაიწყო ბღავილი...მერე იყო დასაფლავება, გლოვის დღეები და მშობლების 40.მშობლების დასაფლავების დღიდან სმა დაიწყო ადამიანს აღარ გავდა. ზუსტად 40 დღე სვავდა. 40 რომ გადაიხადეს,სახლში ოთო თემო და დუდა დარჩა მხოლოდ. დუდამ ვისკი გამოიღო და სმა დაიწყო.
-რას აკეთებ ტო?-ცხოვრებას ინგრევ ეგრე ძმაო, ასე არ შეიძლება..
-დუდა დადე ეს დედამო*ყნული სასმელი.
-კარგი ნუ შემე*ით ტო..
-ჩვენ ასეთ სუსტ დუდას არ ვიცნობთ.ჩვენი ძმაკაცი ასეთი არ იყო, ან დაგვიბრუნე ჩვენი ძმაკაცი ან არადა კარგად იყავი ძმაო..მამაშენის ნაწვალები და აყვავებულ ბიზნესს რას უშვები?კაცი მეორედ მოკვდებოდა იქ..-კარგი შენ თავზე არ ფიქრობ ჩვენზე და შენი მშობლების ნაწვალებზე მაინც იფიქრე ძმაო.ჩვენ გვჭირდები ტო.-საკმარისი არ იყო ის 7 წელი რაც უშენოდ გავატარეთ?-აზრი არ აქვს ლაპარაკს ხო ?-კარგი დუდა როგორც გინდა ჩვენ წავედით.
ადგნენ და კარები როგორც კი გააღეს დუდას ხმაც მოესმათ.
-კარგი ძმებო ნუ მიტრაკებთ.-მართლები ხართ. დღეიდან თქვენს გვერდით ვარ.-მამაჩემის ბიზნესსაც მივხედავ თქვენც და ჩემს თავსაც.ოღონდ აქედანვე გაფრთხილებთ,კლუბები,ხანდახან დალევა და გართობა არ დამიშალოთ,ქალები კი არასდროს.
-აი ეს ჩვენი დუდაა..
-ხოდა თქვენს დუდას უნდა, ახლა ავდგეთ, ბარში წავიდეთ და ძველი დრო გავიხსენოთ...
ბარში წავიდნენ,კარგად გაერთეს და დილით ქალთანაც გაიღვიძა ბატონმა ფანგანმა..ასე იღვიძებდა მთელი ორი კვირა სხვადასხვა ქალთან...
ერთ დღესაც მარტო წავიდა ბარში,ბართან იჯდა და ვისკს სვავდა,უკვე კარგად იყო ნასვამი.დაინახა როგორ ცეკვავდა ქერა გოგონა მარტო. იდეაში კაბა ეცვა, მაგრამ ღამის პენუარს უფრო გავდა, ისეთი სექსუალური იყო,დუდამ ტუჩები გაილოკა და მასთან მივიდა..წელზე ხელები შეუცურა და ცეკვაში აყვა. შემდეგ თავისკენ მოაბრუნა და თვალებში ჩახედა.ისეთი ცისფერი იყო მისი თვალები,ძალიან გავდა ეს თვალები მისი ცხოვრების სიყვარულის თვალებს, ყბები დაეჭიმა ბრაზისგან,უნდოდა ამ გოგოსთვის რამე ეტკინა, ფიქრობდა რომ ამით ნიას გადაუხდიდა სამაგიეროს..
-ძალიან ლამაზი ხარ.
-ვიცი.
-რა თავმდაბლობაა...-წავიდეთ აქედან?
-იცი მე ნასვამი ვარ.
-მეც..
-უნდა დაგტოვო საპირფარეშოში გავალ.
გოგონა წავიდა.თვითონ ბართან დაჯდა ისევ და საპირფარეშოსკენ გზას თვალს არ აშორებდა..
-რამე ძლიერი დამისხი რა..
-მთელი საღამოა ძლიერს სვავთ,
მაგრამ არაფერი გეტყობათ.
-ხოდა უფრო ძლიერი შემომთავაზე რამე.-დარწმუნებული ვარ გექნება..
ბარმენმაც ერთი ტაბლეტი მიაწოდა, ვისკთან ერთად დალია და ისევ საპირფარეშოს გზას გახედა. ცოტა რომ შეაგვიანდა გოგონას თვითონაც წავიდა. შიგნით შევიდა გოგონა სარკეში იხედებოდა და წყალს ისხამდა პირზე..
-კარგად ხარ?
-ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ..კისერზე ჩამოეკიდა და დუდას ტუჩებს წაეტანა.
.-მინდიხარ!ამოიკრუსუნა.
დუდამ ამის გაგონებაზე კოცნა უფრო მომთხოვნი გახადა, წელზე შემოისვა და ხელი ფეხზე აუსრიალა..
-აქ არა გთხოვ.- წავიდეთ.
-წავიდეთ პატარავ..
სახლის კარი როგორც კი გააღო, სულ კოცნა კოცნით აუყვნენ კიბეებს, დუდამ ხელი კრა გოგონას და ლოგინზე დააგდო.გოგონა ისე იქცეოდა როგორც გამოცდილი ქალი.დუდაც როგორც ყველა ქალს ისე მომთხოვნად და უხეშად ექცეოდა მას.ორივე გათიშული იყო და ვერ აცნობიერებდნენ რამდენად უხეში სე*სი ქონდათ..სიამოვნების ზენიტს როგორც კი მიახწიეს ორივემ დაიძინა..
დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა თვალი რომ გავახილე და ოთახი ვერ ვიცანი შევშფოთდი, ხელი გავწიე გვერდით და რაღაც მკვრივი რომ მომხვდა, ნელა მივატრიალე თავი გვერდზე.შიშველი მამაკაცი იწვა ჩემს გვერდით,რომ არ მეკივლა პირზე ხელი მივიფარე და საწოლიდან ავდექი,გამახსენდა რაც მოხდა და ცრემლები გადმომცვივდა თვალებიდან. კა*პასავით მოვიქეცი და ჩემი 25 წლის პატიოსანი ცხოვრება ვიღაც უცხოს ჩავაბარე.ღმერთო ნუკა ეს როგორ დაგემართა ცრემლები გადმომცვივდა ტანსაცმელი ავიღე ჩავიცვი და იქედან გამოვიპარე...ტაქსი გავაჩერე და სახლში ავედი.აბაზანა მივიღე.ტირილით დამისივდა თვალები.გამოვედი და ტელეფონზე ნანუკას დავურეკე. ჩემს საუკეთესო დაქალს, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის..
-ნანუ გამო გთხოვ ჩემთან..
-ნუკა რა გჭირს?
-მოდი რა გთხოვ.-მოდი თორე მოვკვდები..
ნანუკა მალევე მოვიდა, კარი როგორც კი გავაღე ცრემლები წამსკდა და ჩავეხუტე...
-ნუკა რა გჭირს?
-ნანუ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი.
ნანუკას ყველაფერი მოვუყევი.რა უნდა დამეშავებინა რომ ვერ გაეგო.
-კარგი დამშვიდდი.-რაც მოხდა მოხდა ვეღარაფერს შევცვლით..-შენ ის თქვი იმ ბედოვლათს რას ეტყვი?
-როგორ ვუთხრა ნანუ?
-დაშორდი.
-მიყვარს.
-ვინ გიყვარს გოგო ვინ?-ის დეგენერატი რა შესაყვარებელია..
-დღეს უნდა შევხვდე.-ხომ იცი რომ მალე დავქორწინდებით.
-შენ რა გგონია ეგ რომ გაიგოს ცოლად მოგიყვანს?
-ხო ვიცი არ მომიყვანს..
-ხოდა დაფიქრდი..
დუდა
თვალი რომ გავახილე საწოლში მარტო ვიწექი,ფეხზე ავდექი და მთელი სახლი მოვიარე,მაგრამ წინა ღამის სტუმარი გამქრალიყო.ოთახში ავბრუნდი და ზეწარი რომ დავინახე სულ გავგიჟდი.არა ქალების გრძნობები არ მაინტერესებდა, მაგრამ არც ეგეთი არაკაცი ვიყავი უმწიკლო გოგოს ცხოვრების დანგრევა ამეღო ჩემს თავზე.
-დუდა ფანგანო არაკაცი ხარ ეს როგორ გააკეთე?ვეუბნებოდი ჩემს თავს...
-მასაც უნდოდა.-მიპასუხა მეორე მემ..
-არა მაინც არ უნდა დამეშვა..
-შენ ხომ არ იცოდი?
-მოკეტე და გაჩუმდი.- უნდა მცოდნოდა ასეთი შეცდომა არ უნდა დამეშვა...-არაა სასწრაფოდ უნდა ვიპოვო..
ოთოს და თემოს დაურეკა ბიჭები რომ მოვიდნენ ყველაფერი უამბო..ბოლოს კი უთხრა..
-ნიას თვალები ქონდა და თავი ვერ შევიკავე..
-ნიას?
-ხო.
-ნია ახსენე ხო?-ხოდა დროა ნიაზეც ვილაპარაკოთ..
-რა უნდა მითხრათ ნიაზე?ის რომ ბედნიერია და იმ სი*რთან ერთად კარგადაა?
-ნიამ რომ წახვედი წერილი დაგიტოვა.-ამდენი წელია ვინახავთ.-მგონი დროა მოგცეთ...
დუდას გულში რაღაც ჩაწყდა. 7 წელი გავიდა და ნიაზე არაფერი სმენია. ახლა კი ბიჭები ეუბნებოდნენ რომ წერილი არსებობდა...
-გვთხოვა რამდენი წლის მერეც არ უნდა ჩამოვიდეს მიეცითო...
-მერე ამდენხანს სად იყავით?-რატომ არ მომეცით?
-ხმას არ გვაღებინებდი და იმიტომ.
-მომეცით.
თემომ წერილი ამოიღო და მიცა..
დუდამ წერილი გახსნა და კითხვა დაიწყო.
,,დუდა ჩემო ცხოვრება,ჩემო სიყვარულო.ვიცი რომ ძალიან გატკინე გული,დამიჯერე სიკვდილის ტოლფასი იყო ჩემთვის იმ სიტყვების თქმა რაც იმ დღეს გითხარი. ოღონდ შენი ჩამქრალი მწვანე თვალები არ მენახა და სიცოცხლეს დავთმობდი.ყოველთვის შენ მიყვარდი,მაგრამ მოხდა ის,რაც არ უნდა მომხდარიყო. იმ ღამით,იმ დაწყევლილ ღამეს მე დემეტრესთან ვიყავი.არაფერი მახსოვს იმ ღამიდან, მაგრამ ჩვენ ერთად ვიყავით.ვერ გეტყოდი ამ ყველაფერს შენ.მერჩივნა ჩემი უსიყვარულობისთვის შეგძულებოდი,ვიდრე მაგის გამო.ვიდრე ყოველი ჩემი შეხებისას, გაგხსენებოდა როგორ მეხებოდა დემეტრეს ხელები.ამას ვერ გავუძლებდი და ვერც შენ გაგიმეტებდი ამისთვის..ამიტომ დავთანხმდი დემეტრეს ცოლობაზე..არ იფიქრო რომ ხალხის აზრის შემეშინდა, არა უბრალოდ მინდოდა დემეტრესთვის დამენგრია ცხოვრება, როგორც მან დამინგრია მე.გიცნობდი ძალიან კარგად და ვიცოდი რომ ჩემი ქორწილის დღეს შენ უკვე საქართველოში არ იქნებოდი,ისიც ვიცოდი რომ გულიდან სამუდამოდ ამომირეცხავდი...არც მე და არც შენ არ ვყოფილვართ ბედნიერები და დემეტრესაც ვერ მივცემდი უფლებას ბედნიერი ყოფილიყო.ვერ დაგტანჯავდი ჩვენი ერთად ყოფნით.შენ თუ ახლა ამ წერილს კითხულობ,მაშინ მე აღარ ვარსებობ.არვიცი სად მოვხვდები, სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში,საკითხავია არსებობს თუ არა რომელიმე,მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის დაგიცავ..მინდა რომ ბედნიერი იყო...თავს გაუფრთხილდი.შემიძულე ყველაფრისთვის ,ოღონდ გთხოვ ჩემს სიყვარულში ეჭვი არასდროს შეიტანო..მე იმ დღეს მოვკვდი მანქანაში როცა ის საშინელი სიტყვები გითხარი...დემეტრესთან კი ქორწილის დღეს გარდავიცვალე,ისე რომ აღარასოდეს დავბრუნდები...გაგანთავისუფლე შენც,ჩემი თავიც და ის დემეტრეც, მე რომ იმ ღამემდე ძმასავით მიყვარდა...მიყვარხარ დუდა და ბედნიერი იყავი..
დუდამ წერილის კითხვა დაამთავრა და თვალები აუწყლიანდა...
-მითხარით რომ ტყუილია.-მითხარით რომ დემეტრესთან ცხოვრობს და უკვე ერთი,ან ორი,ან სამი შვილი ყავს...-მითხარით რომ ნია ცოცხალია.-ნუ ხართ ჩუმად ამის დედაც ამოიღეთ ხმა..
ფეხზე წამოხტა და ბიჭებს ეცა.
- თქვით ტო,თქვით!ამოიღეთ ხმა..
ბიჭები დამუნჯებულები იყვნენ და ხმას ვერ იღებდნენ...
-სადაა?
-ვინ?
-საფლავი სადაა?-წამიყვანეთ..
ბიჭებმა საფლავზე მიიყვანეს.
-წადით.-დამტოვეთ.-ჩემით მოვალ.
თემო და ოთო უხმოდ წავიდნენ.
-ჩემო ცხოვრება,ჩემო ფერია,ჩემო ანგელოზო.-ასე როგორ მომექეცი ასე როგორ გამიმეტე..ნუთუ გჯეროდა რომ ის ერთი შეცდომა შემაზიზღებდა შენს თავს?როგორ არ მითხარი როგორ გამიმეტე 7 წლიანი სატანჯველისთვის და აწი მთელი ცხოვრება...ეგ როგორ გააკეთე ჩემო ანგელოზო...მაპატიე,მაპატიე,რომ იმ ღამეს შენთან არ ვიყავი.მაპატიე რომ ვერ დაგიცავი..ლაპარაკობდა და სურათს ეფერებოდა.საუბარი ნაცნობმა ხმამ შეაწყვეტინა...
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-შენ თვითონ რას აკეთებ აქ?
-ის ჩემი იყო.
-ის ჩემი ცხოვრება იყო რომელიც შენ წამართვი,ძალიან ბინძური ხერხით.-არ დამვიწყებია.
-რისთვის დაბრუნდი?
-ცხოვრება რომ მოგიწამლო.-გაგანადგურებ დემეტრე კიკნაძე
-გელოდები დუდა ფანგანო...-აქ აღარ დაგინახო მოსული.
-ამას შენ ვერ ამიკრძალავ.ნიას ვცემ პატივს თორე აქვე გაგიერთიანებდი თავყბას..არაკაცი ხარ და კაცობას გეფიცები,ყველაზე წმინდას წაგართმევ..
-ვერასდროს ეღირსები იმას, რაც ჩემთვის წმინდაა..
-ვნახოთ ვნახოთ ბატონო დემეტრე...იაზოდ ჩაიცინა და იქედან წამოვიდა..ცოტახანში მიბრუნდა და დემეტრეს სიტყვები მოესმა. იცოდა ცუდად იქცეოდა მაგრამ ომში ყველა იარაღი მართებულიაო..
დემეტრე.
-ნუკა სად ხარ?
-სახლში ვარ დემე რახდება?
-არაფერი ანგელოზო.-ხომ ხარ კარგად?
-კი დემე კარგად ვარ..
-კარგი გკოცნი..მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ დემე..
ნია მოვედი,ყოველი დღე და წუთი მენატრებოდი..მაპატიე,ყოველ მოსვლაზე იმისთვის გთხოვ პატიებას,რომ არვიცოდი ასე თუ დაამთავრებდი,არვიცოდი თორემ არასდროს დაგაშორებდი დუდასთან...ახლა კი სხვა რამისთვის გთხოვ პატიებას...7 წლის მერე პირველად შემიყვარდა, სიცოცხლეზე მეტად, გეფიცები მის გამო სიცოცხლეს დავთმობ..მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებ...არასოდეს დავუშვებ მასთან იმ შეცდომას, რაც შენთან დავუშვი..იცი?შენი თვალები აქვს, ალბათ ამიტომ უფრო შემიყვარდა, ალბათ შენ გეძებ მასში.ისეთი კეთილი და სათნოა.გულჩვილი, ჭიანჭველასაც ვერ დაადგამს ფეხს.ყველა და ყველაფერი უყვარს, მასში სიბოროტე არაა..არვიცი ნუკა რით დავიმსახურე შენს მერე.მაგრამ უფლის მადლობელი ვარ და მაპატიე ამ ბედნიერებისთვის...
დუდა
ესეიგი ნუკა...კარგით ბატონო დემეტრეე, დღეიდან იწყება თქვენი წამება..-გაგანადგურებ...
-ოთო თემო შენთანაა?
-კი ერთად ვართ.
-მომაკითხეთ სასაფლაოზე ვარ..
ბიჭებმა მოაკითხეს
-რახდება დუდა?
-ის ახ*არი ვნახე.სასაფლაოზე იყო..
-მერე?იჩხუბეთ?
-არა.-დავპირდი რომ ყველაზე წმიდას წავართმევდი და ასეც მოვიქცევი..
-ვინ ყავს წმინდა?ელენე?
-არა.შეყვარებულია ბიჭი ვიღაც ნუკაზე.-ხოდა ეგ ნუკა უნდა ვიპოვოთ..
-რას აპირებ?
-ჯერ ვიპოვოთ.
-იმედია სისულელეს არ ჩაიდენ ტო...
-რას იზამთ მეხმარებით თუ არა?
-კი ტო შენს გვერდით ვართ.-ჯოჯოხეთშიც კი...
-ჩემი ძმები ხართ.-დავაი წავედით მაშინ.-უნდა გავარკვიოთ ის ნუკა სად ცხოვრობს.-ვნახოთ მართლა ისეთი ანგელოზია თუ არა როგორც იმან ახწერა..
ერთი კვირა უთვალთვალებდა თემო დემეტრეს, რომ გაეგო სად ცხოვრობდა ნუკა...მაგრამ ვერაფრით გაიგეს.
-აუ დავიღალე ტო,ერთი კვირაა არაფერი გამოდის..აწუწუნდა თემო.
-მოიცა მე მოვაგვარებ.-წადი ახლა დემეტრეს ოფისთან.-მე დავურეკავ და ისეთ რამეს ვეტყვი აუცილებლად მიგვიყვანს იმ ნუკასთან.-რომ მიგვიყვანს დაუსატკავეთ და რომ დაღამდება ვიტაცებთ...
ბიჭები დემეტრეს ოფისთან გაუშვა.
-რახდება იქ ხართ უკვე?
-აქ ვართ ტო და ველოდებით..
-კარგი 5 წუთში გამოვა დაელოდეთ..
-კარგი ძმაო..
დუდამ დემეტრეს დაურეკა..
-ბატონ დემეტრეს ვახლავარ.
-დუდა?
-კი მე ვარ.რატომ გაგიკვირდა?
-რა გინდა?
-ნუკა როგორ გყავს?
დემეტრეს ძარღვები დაეჭიმა ნუკას გაგონებაზე..
-შენ საიდან იცი ნუკაზე?-იცოდე ნუკას რომ მიეკარო ჩემი ხელით მოგკლავ..
-შენ უკვე მომკალი.-ახლა ჩემი დროა...
დუდამ ტელეფონი გაუთიშა და ხარხარი დაიწყო.-დაგაფრთხე სი*რო?
დემეტრემ მანქანის გასაღებს მოკიდა ხელი და ოფისიდან გავარდა.ზუსტად 5 წუთში დაინახეს ბიჭებმა...
-ოთო ბიჭო!-გამოვიდა გაყევი.
-ეს ჩვენი ძმკაცი ვანგაა ტო?-თუ საიდან იცოდა?
-ვანგა არა.-ჭკვიანია ჭკვიანი...
დემეტრემ ერთერთ კორპუსთან გააჩერე მანქანა. ბიჭებმაც გააჩერეს.თემო ჩუმად გაყვა უკან,დაინახა როგორ ავიდა მესამე სართულზე,კარიც დაინახა და უკან გამობრუნდა.
-რახდება ტო?
-დაურეკე დუდას.-უთხარი მისია შესრულებულიათქო..
-დუდა ძმაო.მოვაგვარეთ ტო,ვიცით სადაც ცხოვრობს..
-კარგი ოთო.-რომ წამოვა ეგ მაქედან დაღამებას დაელოდეთ ადით და წამოიყვანეთ..
-კარგი ძმაო.-სად მოვიყვანოთ?
-წყნეთის სახლში ვიქნები და იქ..
-კაი.
-ფრთხილად არაფერი ატკინოთ..
-კარგი ძმაო.- რა უნდა ვატკინოთ ტო მაზოხისტები ხომ არ ვართ..
-კაი მიდით.მე წყნეთში ავდივარ და გელოდებით.ან და იყოს მანდ მოვალ და ერთად წამოვიყვანოთ.
ნუკა.
ეს დღეები სულ იმ ღამეზე ვფიქრობდი.როგორ მეთქვა დემეტრესთვის ვიცოდი არასდროს მაპატიებდა.მან თქვა რომ მისმა საყვარელმა ქალმა იმიტომ მოიკლა თავი, რომ სხვასთან შეცდა.მას აპატიებდა ამ ყველაფერს ოღონდ ცოცხალი ყოფილიყო. მაგრამ მე არ მაპატიებს.მას იმიტომ აპატიებდა რომ გარდაიცვალა, თორე მე ცოცხალი ვარ და არასდროს მაპატიებს...ის ბიჭი როგორი სიმპათიური იყო, მის თვალებში დავინახე ტკივილი,მერე კი ბრაზი,ნეტა რა შეემთხვა?
-ვაიმე ნუკა რაზე ფიქრობ ვეუბნებოდი ჩემს თავს..ვიღაცას შენი უმწიკლოება ჩააბარე,დემეტრეს კარგავ, რაში გაინტერესებს ის ბიჭი?ან ამდენს რატომ ვფიქრობ ღმერთო მასზე?ფიქრებში ვიყავი, კარზე ზარის ხმა რომ გავიგე.ავდექი, კარი გავაღე და დემეტრე დავინახე, ცოტა სახე ალეწილი იყო და აშკარად რაღაცაზე ნერვიულობდა.
-დემეტრე აქ რა გინდა?
-ანგელოზო სახლში არ შემომიშვებ?
-მოდი.-რა გჭირს?
-არაფერი კომპანიაში პრობლემები მაქვს.-მტრები მყავს.-იცი?მეშინია არაფერი დაგიშაონ..-.წამოდი ჩემთან..
-დემეტრე მე რა შუაში ვარ?
-იციან როგორ მიყვარხარ და ეცდებიან შენით გამამწარონ...-წამოდი რა გთხოვ..
-არა დემეტრე ვერ წამოვალ არ შემიძლია..
-რატომ?
-არ შემიძლია უბრალოდ..-გპირდები სახლიდან არ გავალ,სანამ პრობლემებს არ მოაგვარებ მაღაზიაშიც არ ჩავალ, ნანუკას ვეტყვი და ამომიტანს რაც დამჭირდება...
-მპირდები ხო?
-შენ თავს ვფიცავარ..
-კარგი ჩემო ანგელოზო...
დემეტრე მივიდა ჩაეხუტა და თავზე აკოცა..
-კარგი წავედი და თუ რამე დაგჭირდეს ეგრევე მირეკავ ხო?
-კი კი ეგრევე. სიცილით ვუთხარი,დავემშვიდობე და წავიდა...
ცოტა არ იყოს შემეშინდა, მაგრამ ვიცოდი რომ დემეტრე მოაგვარებდა. ის ხომ ასეთი კარგი იყო.მასაც დიდი ტკივილი ქონდა გადატანილი.ვიცოდი რომ ის გოგო ძალიან უყვარდა.თავიდან კი მეპარებოდა ეჭვი,რომ საცოლეს სიყვარულს, ჩემი ვერ გადაწონიდა, მაგრამ მჯერა რომ ვუყვარვარ და ეს უფრო მტკივა...მეც იგივე შეცდომა დავუშვი რაც იმ გოგომ..ამისთვის ნაღდად ვერ გავიმეტებდი მას.ვფიქრობდი რომ მეორედ ამ ყველაფერს ვერ გადაიტანდა...ფიქრებში ჩამეძინა.კარების ზარის ხმამ გამომაღვიძა.ხალათი მოვიცვი,ჩუსტებში გავუყარე ფეხი და კარებისკენ წავედი, საათს გავხედე ღამის 2 საათი იყო.
-რომელი ხართ?
-ქალბატონ ნუკასთან ვართ.
-და თქვენ ვინ ხართ?
-პოლიციიდან ვართ.
-და ჩემთან რა გინდათ?
-ბატონ დემეტრე კიკნაძესთან დაკავშირებით...-კარს თუ გაგვიღებთ,უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ..
-კარგით ახლავე...
კარები გავაღე..
-რა ჭირს ჩემს დემეტრეს?
-პოლიციაშია.-უნდა წაგიყვანოთ და დაგკითხოთ..
-კარგით ახლავე წამოვალ.
ისე ავნერვიულდი სულ არ გამხსენებია ხალათით და ჩუსტებით რომ ვიყავი,კარიც არ ჩამიკეტავს კიბეებზე ისე დავეშვი...მანქანაში ჩავჯექი უკანა სავარძელზე,ერთერთი გვერდით მომიჯდა.რაღაცნაირად მიყურებდა და იღიმოდა,ტანზე დავიხედე.ხალათი და ჩუსტები რომ დავინახე,მივხვდი მისი ღიმილის მიზეზს.
-ვაიმე მოაბრუნეთ მანქანა ჩაცმა დამავიწყდა.
-ნუთუ ასე ძალიან გიყვარს ის ახ*ვარი, რომ ქუჩაში და თან პოლიციაში,ასე ჩაცმული მოდიხარ?
ხმა ხმა ძალიან მეცნო, ოღონდ ვერ გავიხსენე საიდან..ძალიან ავნერვიულდი..
-ვინ ხართ?-ან ჩემგან რა გინდათ?-ან დემეტრე სადაა..
-მშვიდად ჩიტო ნუ ფრთხი.-მივალთ და ყველაფერს გეტყვით...
შიშისგან უკვე ვკანკალებდი,წინა სავარძელზე ვინ იყო ვერ გავიგე,კაპიშონი ქონდა თავზე და სარკეშიც ვერ ვხედავდი. არადა ხმა ნაცნობი ქონდა,თითქოს ეს ხმა ჩემთვის ძაან ახლო და ძაან შორი იყო...ფიქრებში ვიყავი ისევ, უცნობი მკაცრი ბარიტონი რომ გაისმა.
-მოვედით.-გადმოიყვანეთ..
-გადმოდი კრასოტკა..-ნუ გააბრაზებ იმ ჯმუხს..
-მართლა გადმო ტო რა.-დავიღალეთ ისედაც შენი სატკავით.
ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი,ან ეს ორი ცანცარა ვინ იყო,ან ის ჯმუხი.ამათ სახეზე მაინც ვხედავდი და იმის სახეც არ ვიცოდი...სახლში შემიყვანეს, დიდი სახლი იყო.შიგნით კიბეები, რომელიც ალბათ მეორე სართულზე ადიოდა.მისაღებ ოთახში დივანი, სავარძლები და ჟურნალის მაგიდა იყო, მარცხნივ ბუხარი ამ ბუხართან კი მკაცრი ბარიტონის პატრონი იდგა,ჩემსკენ ზურგით.
-დაჯექით საქალბატონე ნუკა.
ისე მითხრა ჩემსკენ არც გამოუხედია
-საქალბატონე არა ქალბატონო.
არვიცი ეს რატომ ვუთხარი.
-ნუთუ მოასწარით.-ხო აბა ხომ უნდა დაეჩემებინე..
მითხრა და კანკალმა ამიტანა.
ამან საიდან იცის მე რა ვქენი და რა მოვასწარი?ღმერთო მიშველე!სისხლმა ამასხა, ვეღარ მოვითბინე და ვუთხარი.
-არ ვაპირებ ჩემი სექსუალური ცხოვრების შენთან განხილვას.-იქნებ დამდოთ პატივი მობრუნდეთ და ამიხსნათ ,აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ და რახდება ჩემს თავს?-ან ეს პოლიციაა?
-ნუთუ დემეტრეს სუსტი წერტილი გავანაწყენეთ?
-დემეტრე?-დემეტრე რაღა შუაშია.
ვუთხარი და მობრუნდა.
მე კი ენა ჩამივარდა, ის მწვანე თვალები რომ დავინახე,ჩემი პირველი ღამის პარტნიორი ..შევატყვე რომ თავადაც გაოცებული მიყურებდა.
-შენ?-აქ რა გინდა?-აქ რატომ ვარ?-ამიხსენი.
ვუთხარი ყვირილით..
-დემეტრეს ნუკა შენ ხარ?-ქალი რომელიც ღამით მამაკაცებს მინდიხარს ეუბნება, ლოგინში უგორდება და დილით იპარება?-რა საოცარია.
თქვა და გადაიხარხარა.
აზრზე ლოყის აწვამ მოიყვანა.
-გაჩუმდი.- აღარ გაბედო მაგის თქმა.
-მეორედ არც კი გაბედო ასეთი რამ,თორემ ხელებს დაგამტვრევ.-გასაგებია?-გასაგებიათქო?
მიღრიალა და თვალებიდან ნაპერწკლები ცვიოდა.
ძალიან შემეშინდა და ცრემლები წამსკდა საწყლად ამოვიკნავლე.
-გასაგებია.
-კარგია.-ყველაფერთან ერთად დამჯერიც ყოფილხარ...-ეგ მაწყობს.
არ ეშვებოდა ირონიულ საუბარს,მერე მაჯაში ხელი ჩამავლო, ისე მიჭერდა სიმწრისგან ლამის ჩავიკეცე,კიბეებზე მიმარბენინებდა,ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა.ხელის კვრით შემაგდო და შემოვიდა. მაჯაზე მეორე ხელი მოვისვი, დალურჯებულ მქონდა,დავხედე და ცრემლები გადმომცვივდა. მერე მას ავხედე,თვალებში ჩავხედე,თითქოს ბოდიშს მიხდიდნენ მისი თვალები.მერე თავი გააქნია კარებთან მივიდა და მკაცრი ხმით მითხრა.
-ეს ჩვენი ოთახია,- აწი აქ იცხოვრებ..
-რაა?-შენთან ერთად აქ რატომ უნდა ვიცხოვრო?
-იმიტომ რომ მოგიტაცე..
-არანორმალური ხარ?რატომ მომიტაცე.
-ხო არანორმალური ვარ.- შენზე ფიქრით ღამე აღარ მძინავს და მაგიტომ მოგიტაცე..
-ავადმყოფო.-შენი დასაცინი არაფერი მჭირს../ფრთხილად იყავი მართლა არ შეგიყვარდე თორემ ბოლოს ვინც გაიცინებს ვნახავ..
-ვა მართლა?-ნუთუ ყველა კაცს თავს აყვარებ ვისთანაც წვები?
დუდამ ეს რომ უთხრა მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა,გული მოეწურა ქალის ცრემლების დანახვაზე.
ხმა აღარ გაუღია იმ სიტყვების მერე ნუკას, ლოგინზე მიესვენა და ძლივს ჩაიძინა..
დუდა კაბინეტში შევიდა, ოთახიდან გამოსვლის შემდგეგ.
-ამის დედაც.-ამის დედაც.
-დუდა რა მოხდა?
-ვაწყენინე.-ძალიან ვაწყენინე ტო.-ქუჩის ქალივით ველაპარაკე..
-საიდან იცი რო ეგრე არაა?
-ოთო მეორედ ეგ აღარ გაიმეორო,თორემ მაგრად ვიჩხუბებთ..
-რახდება დუდა?
-თემო ეს ისაა.- ის გოგოა რომ გითხარით უნდა მოვძებნოთქო, მასთან ერთად ვიყავი იმ ღამით..-მერე ნიას ამბავი გავიგე,დემეტრეს დავზდევდით და ის გოგო სულ გადამავიწყდა...-და ეს ის გოგოა,ნუკაა ის გოგო...-ბედი მეთამაშება, ან ხელს მიწყობს ..ზუსტად იგივე მეორდება ოღონდ პირიქით..
-ფრთხილად იყავი ძმაო ცეცხლში არ დაიწვა..(თემო)
-რას აპირებ?(ოთო)
-ცოლად მოვიყვან...
-გაგიჟდი ტო?
-არა არ გავგიჟდი.-ცოლად მოვიყვან და ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ.-დემეტრეს ამის გარეშე ყოფნით გავამწარებ და ამ უტვინო გოგოს იმის გამო,რომ ის ახ*ვარი უყვარს..-თუ ჩემი ცოლი იქნება,დემეტრეს ყველაზე დიდ დარტყმას ეს მიაყენებს.
-დარტყმა თუ გინდა უთხარი მასთან ვიყავითქო და გაუსკდება გული.
-არა ეგრე დაშორდებიან..-აი მე თუ მოვიყვან ცოლად მის საყვარელ ქალს,ყოველდღე დავარტყამ და გავამწარებ.
-კაი მაგრამ ამ გოგოს რას ერჩი?-მას ხო არაფერი დაუშავებია?
-დააშავა ის ახ*ვარი რომ უყვარს უკვე დააშავა..
-კარგი ძმაო წავედით ჩვენ.-ჭკუით იყავი და ნუ შეშლი იმ გოგოს...
დუდა
ოთახში ავედი,ნუკა საწოლში იწვა ემბრიონის ფორმაში,გადასაფარებელი გადავაფარე და მასთან ჩავიმუხლე.მისი სახის შესწავლა დავიწყე.ქერა თმა ისე უხდებოდა მის თეთრ სახეს,წითელი ლამაზი კონტურის ტუჩები კი მიწვევდნენ რომ მეკოცნა, ვაპირებდი კიდეც მისი მაჯა რომ არ დამენახა ჩალურჯებული.ამის დედაც! ეს რა გავაკეთე ვთქვი და გვერდით მივუწექი.ამ გოგოს გვერდით რაღაც მემართებოდა,ამოუხსნელი გრძნობა.მინდოდა რომ სულ ჩემთან ყოფილიყო,ისე მკლავდა მისი სურვილი, რომ მაგიჟებდა. არცერთი ქალის მიმართ არ მიგვრძვნია ასეთი რამ..მაგრამ მახსენდებოდა რომ ჩემი მტერი უყვარდა და ჩემს სურვილებს ჯანდაბაში ვუშვებდი.სულ არ მაწყობდა გრძნობები მის მიმართ.გვერდი ვიცვალე და დავიძინე...
-დილამშვიდობისა.
-აქ რატომ ხარ?-ნუთუ სხვა ოთახი არ არის ამ სახლში?
-მე აქ მინდა ეს ჩემი ოთახია..
-მაშინ მე გამიშვი სხვა ოთახში.-ან საერთოდ აქედან გამიშვი.-ამიხსენი მაინც რა ხდება?
-მისმინე.-დემეტრე გიყვარს?
-კი მიყვარს.-ძალიან მიყვარს და გთხოვ გამიშვი..
-რამ შეგაყვარა ის არაკაცი?
-ის ძალიან კარგი ადამიანია..
-ადამიანების ამოცნობა არ გცოდნია..
-მართალი ხარ არ მცოდნია,- შენ ვერ ამოგიცანი..
-ხო ვერც მე ამომიცანი...-ახლა დაურეკავ დემეტრეს და ეტყვი რომ გათხოვდი.
-არა მაგას არ ვიზამ.
-იზამ თორემ აქედან ვერასდროს გახვალ...-უარესს შემთხვევაში გაიგებს როგორ კვნესოდი ჩემს მკლავებში...
-შენ ძალიან თავხედი ხარ.
-აბა ლამაზო შევთანხმდით თუ სხვა გეგმა გაქვს რამე?
-ჩემი დემეტრე მიპოვის აუცილებლად,-არ დაგთანხმდები ცოლად არ გამოგყვები..
-კარგი მაშინ საყვარლები ვიყოთ.
-რატომ მაყენებ შეურაცხყოფას?
-დემეტრე თუ გიყვარს ყველაფერი უნდა აიტანო,თორემ უფრო საშინელიც შემიძლია გავხდე..
-კარგი თანახმა ვარ...
ვუთხარი და ცრემლები გადმომცვივდა, შემომხედა და გავიდა...ღმერთო დამეხმარე, გამაგებინე რა ხდება ჩემს თავს...როგორ ვუთხრა დემეტერეს?ან რა უნდა დემეტრესგან?რა გავაკეთო,როგორ გავარკვიო რახდება.
-ადექი ჩაიცვი.
-მე არ მაქვს ტანსაცმელი..
-ხალათი ჩაიცვი და სამზარეულოში ჩამოდი, ვისაუზმოთ.შემდეგ ბიჭებს ვეტყვი ტანსაცმელი გიყიდონ.-ორ საათში ხელს მოვაწერთ და მერე თუ ჭკვიანად მოიქცევი,გარეთაც შეძლებ გასვლას.
-რატომ აკეთებ ამას?
-ეს შენ არ გეხება..
-მე თუ არ მეხება რატომ ვარ აქ?
-ბევრს ლაპარაკობ პატარავ...
მითხრა და ნიკაპზე ჩამავლო ხელი თავი ამაწევინა..
-იმიტომ რომ ის გიყვარს.-მას კი ჩემთვის ვალი აქვს დასაბრუნებელი.
-დემეტრე ვალს აუცილებლად დაგიბრუნებს...-რამდენზეა საუბარი?
-დემეტრე ვალს ვერასდროს დამიბრუნებს,რადგან მკვდრები არ ცოცხლდებიან..-ახლა გაჩუმდი და ხმა აღარ ამოიღო,საკმარისზე მეტი გითხარი..-ჭამე!
ისეთი ზიზღით მითხრა,ლუკმა როგორ გადამივიდოდა პირში.თეფშზე ჩანგალს ვათამაშებდი და წრეებს ვხაზავდი.დემეტრემ ვინმე მოკლა?სულ ეს კითხვა მიტრიალებდა თავში.
-რატომ არ ჭამ?
-არ მინდა.
-ჭამე თორემ ძალით გაჭმევ.
-ეჭვიც არ მეპარება.
-ხოდა ჭამე ნუ მაიძულებ..
ცრემლი გადმომიგორდა თვალიდან და ერთი ლუკმა ძლივს გადაუშვი ყელში.
.კარებზე ზარი გაისმა.
-აქ იყავი მე გავაღებ...
-ვა კრასოტკა როგორ ხარ?
-მადლობა კარგად..
-კარგი ტო ტირი?-დღეს თხოვდები რა გატირებს..
-ოთო შეეშვი გოგოს.-გამოდი აქეთ.-ფერია არ უსმინო ამას ცოტა ვერაა..
-მოიტანეთ რაც გითხარით?
-კი ძმაო მოვიტანეთ.-ჩანთაშია იმედია მოგერგება ნუკა..
-მადლობა ბიჭებო.-ავალ ჩავიცვამ..ფეხზე ავდექი, ჩანთას ხელი მოვკიდე და საძინებელში შევედი. ჩანთა გავხსენი,თეთრი გიპიურის მოკლე კაბა იყო შიგნით,ზუსტად ჩემი ზომა..ნერვები მომეშალა.-დამცინის ,აშკარად დამცინის.ვითომ ძაან მიხაროდეს მისი ცოლობა,თეთრი კაბა მომიტანა,თეთრი კი არადა შავი უნდა მოეტანა...ოთახში დავდიოდი და ვესაუბრებოდი ჩემს თავს.
-რახდება გოგოს თვალები რას უგავს?-მოიცა რა შენ ასე ყოველდღე უნდა ატირო ის?
-კარგი რა ნუ შემე*ით..-სანამ არ გავიგებ რომ ის სი*ი აღარ უყვარს, ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ..
-მოიცა ტო ეგ გოგო გიყვარს?
-საიდან მოიტანე ეგ სისულელე?
-აბა უყვარდეს და იყოს შენ რა?-ეჭვიანობ ტო თორემ მისი სიყვარული რა ხელს გიშლის, ერთ საათში შენი ცოლი გახდება..(ოთო)
-დუდა თუ მართლა რამეს გრძნობ მის მიმართ და მაინც არ გინდა რომ გვითხრა..დაფიქრდი თავს ნუ შეაძულებ, თორემ ყველა გზას მოიჭრი მასთან..
-კარგით რა ნუ ფილოსოფოსობთ,ჩემი საქმე მე ვიცი.
-კარგი ძმაო.
-ავალ ვნახავ თუ ჩაიცვა.
დუდა ზემოთ მიდიოდა და ფიქრობდა, რომ ბიჭები მართლები იყვნენ.ამ გოგოს მიმართ უკვე გრძნობა ქონდა,გული ტკიოდა რამდენჯერაც ცუდს ეტყოდა ნუკას, ან მის თვალზე ცრემლს დაინახავდა, მაგრამ რომ ახსენდებოდა დემეტრე უყვარდა ,ბრაზი იპყრობდა და ჯანდაბაში უშვებდა მის ფიქრებს..
-შენ რა არ ჩაგიცვამს კიდევ?
-კარებზე დაკაკუნება არ გასწავლეს?
-ჩემი ოთახია და რატომ უნდა დავაკაკუნო,თან უკვე ნანახი მყავხარ შიშველი...
ნუკა სირცხვილისგან გაწითლდა.
-თავხედი ხარ!
-კარგი ტო რა გაწითლებს?-შენ რა ჩემი გრცხვენია?მივიდა და ლოყაზე ხელით მოეფერა.
-აღარასოდეს გაბედო რომ შემეხო.-შენ რა მართლა შენი ცოლი ხომ არ გგონივარ?-ან ეს თეთრი კაბა რა არის?დამცინი?
-ვქორწინდებით და ქორწილში თეთრი კაბა უნდა გეცვას.
-მე წინააღმდეგი ვარ ამ ქორწილის და შეგეძლო შავი მოგეტანა..
-ახლა არ გამაჭედინო,კაბა ჩაიცვი და ძირს ჩამოდი...
მიყვირა და კარებიდან გავიდა.
ზლაზვნით ავდექი ფეხზე,კაბა ჩავიცვი თმა დავივარცხნე და მისაღებში ჩავედი...მაკიაჟის არც ნერვი მქონდა,არც სურვილი და საერთოდ არც მქონდა...
-ვა კრასოტკა რა ლამაზი ხარ..
-ფერიავ ლამაზი ხარ ძალიან.
-მადლობა ბიჭებო..
-მე ოთო ვარ კრასოტკა.
-მე კი თემო ფერია.
-ახლა ჩვენი მეგობარი გოგო მოვა კრასოტკ და ის იქნება შენი მეჯვარე.მე კი იმ ჯმუხის ვიქნები...-ოთახშია იცვამს და მალე ჩამოვა..-ცოტა ჯმუხია თორემ,მარტო გულია შენ დობას ვფიცავარ...
ეს ბიჭი ძალიან მამხიარულებდა და მომწონდა..
-ოთო შეეშვი გოგოს.-ნუ დაღალე ამდენი ლაპარაკით.
-მაცადე ტო რძალია და ხომ უნდა გავიცნო კარგად?
-მიდი კარები გააღე ბევრს ნუ ლაპარაკობ..
-არ მცალია მე და შენ გააღე ნუკას ვესაუბრები..თაკო იქნება.
-აუ კაცს ხო არაფერში გამოადგები რა..
დაიწყო წუწუნი თემომ.მაგრამ კარების გაღება მაინც მას მოუწია.
-თემო როგორ ხარ?
-კარგად თაკო.-შემოდი.
-გამარჯობათ.-ოთო შე გადარეულო როგორ ხარ ბიჭო?
-თაკო შენ ჩემზე მეტად გადარეულო შენ როგორ ხარ ტო?
-კარებს სანამ გამიღებდნენ კარგად ვიყავი.
-მეც სხვათაშორის...
-კარგით ტო სულ როგორ უნდა ჭამდეთ ერთმანეთს?
-კარგი ოთო არ მცალია ახლა ამ ნერვების ჭიასთვის.-გამოიწიე რძალი ვნახო..-ვაიმე რა ლამაზი ხარ,რა სიფრიფანა,ანგელოზი ხარ რძალო.
მივიდა და ნუკას ისე ჩაეხუტა ვითომ წლებია იცნობდეს.
-მადლობა.
ვუთხარი და ისე შემრცხვა თავი ჩავხარე.
ამ ერთი შეხედვით ჩანდა რომ ძალიან თბილები,მხიარულები და საუკეთესო მეგობრები იყვნენ...
-სიძე სადაა სიძე..
-აქ ვარ თაკო.
გაისმა მკაცრი ბარიტონი და ცოტა შემეშინდა.მივიხედე და კიბეებზე დუდა ჩამოდიოდა ,თეთრი საროჩკა და შავი კლასიკური შარვალი ეცვა.ისეთი სიმპათიური იყო ძლივს გადავყლაპე ნერწყვი.გული მეუბნებოდა რომ ის კარგი იყო,ტვინი კი მეწინააღმდეგებოდა..ნუკა რეებზე ფიქრობ ვუთხარი ჩემს თავს და ფიქრის გასაქარწ....ბლად დემეტრეზე დავიწყე ფიქრი.ნეტა როგორ იყო რას იზამდა ამ ამბავს რომ გაიგებდა ,ფიქრებში ისე წავედი ვერც ხელის მოწერა გავიგე,ვერც მილოცვები,გათიშული ვიყავი.აზრზე დუდას ხმამ მომიყვანა...
-ადექი გვიანია.-მთელი დღეა აქ ზიხარ რობოტივით და არ ინძრევი..
-კარგი ავდგები.
ფეხზე ავდექი და ოთახში შევედი,დუდაც შემოვიდა და გახდა დაიწყო..
-რას აკეთებ?თვალები დავქაჩე და ამოვიკნავლე...
-ვიხდი.-ჩვენ უკვე ცოლქმარი ვართ.-ასე რომ მოსარიდებელი არაფერია..
-დემეტრე,დემეტრე უნდა ვნახო და ველაპარაკო.
არვიცი რა ძალამ მათქმევინა ეს,მაგრამ კარგი რომ არაფერი მომხდარა ვიცი.მომვარდა ბეჭებში ხელები ჩამავლო და შემანჯღრია.
-იცოდე თუ დემეტრეს ორი მეტრის რადიუსში გაეკარები ,ან დაურეკავ ,ან საერთოდ მის სახელს ახსენებ და არ დაივიწყებ გაჩენის დღეს გაწყევლინებ შენც და შენს დემეტრესაც.
-შენ ჩემი ცოლი ხარ და სანამ ჩემთან ხარ არც კი გაიფიქრო რამე უმსგავსო საქციელი.-თორემ ეს ყველაფერი ზღაპრად მოგეჩვენება იმ დუდასთან შედარებით.
ლარნაკს ხელი მოკიდა და ძირს დაანარცხა ,კარები გამოგლიჯა და იქედან ისე გავიდა კარიც ჩამოიღო..
კაბა გავიხადე,თვალზე ცრემლი არ შემშრობია.ძალიან გვიანი იყო დუდა რომ შემოვიდა ოთახში,თვალები ძალიან დავხუჭე,რომ ეფიქრა მეძინა.გვერდით მომიწვა და თმაზე ფერება დამიწყო,ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი და მივხვდი რომ ნასვამი იყო...მისი ხელის შეხებაზე ტანზე ბუსუსები მაყრიდა..
-ფერია გძინავს?
ხმა არ გამიღია.ფერიაო?წეხან ლამის დამალეწა თავზე ყველაფერი ახლა ფერიაო..
-ფერიავ არვიცი რა მემართება-.არ მინდა ასე გექცეოდე და გულს გტკენდე.- ყოველი შენი ცრემლის დანახვისას ჩემი გულიც ტირის-..შენ მართლა არაფერ შუაში ხარ,მაგრამ რომ მახსენდება ის არაკაცი გიყვარს ჭკუიდან გადავდივარ.-ის არ უნდა გიყვარდეს, ოღონდ ის არ გიყვარდეს და ვინც გინდა ის იყოს..რომ იცოდე რა არაკაცია,ალბათ არც გეყვარებოდა.-მაგრამ სიყვარულს რას გაუგებ, ისე მოდის არც გეკითხება.პრინციპში შენიც მესმის...
ვისმენდი ამ ყველაფერს, ისეთი თბილი და სევდიანი ხმით მელაპარაკებოდა, ალბათ სხვა დღეებშიც რომ ასეთი ყოფილიყო ვერ გავუძლებდი მასზე ფიქრებს..შემეშინდა,ამ ბიჭის შემეშინდა რომ გრძნობა არ გამჩენოდა, მის მიმართ.მას ხომ დემტერეზე შურის საძიებლად ვჭირდებოდი, ასე რომ არ ყოფილიყო ვიფიქრებდი იმ ღამის გამო მომძებნათქო,მე ხომ დღესაც მახსოვს მისი ყოველი შეხება,ახლაც მეფერება თმაზე და ტანზე ბუსუსები მაყრის..წელზე ხელი შემიცურა,ზურგიდან ამეკრო,კისერში თავი ჩამიდო და მისი სუნთქვა მეფრქვეოდა...
მე როგორ ვიყავი?მთელი სხეული მეწვოდა ისე მეწვოდა რომ მინდოდა შევხებოდი.მაგრამ გამახსენდა რომ ჩვენ შორის არანაირი გრძნობა არ არსებობდა..ის მე მიყენებდა.
- ფიქრები ჯანდაბაში მოვისროლე და მეც დამეძინა...
დილით თვალები რომ გავახილე, ნუკას ჩემს მკერდზე ედო თავი და ტუჩები ქონდა გაბუსხული, ისეთი საყვარელი იყო, მისი შეხების სურვილი მკლავდა...არა დუდა ასე არ შეიძლება ამ გოგოს კარგად არ უნდა მოექცე...
-ნუკა გაიღვიძეე.გათენდა უკვე..
-რა მოხდა?
-ადექი ფეხზე სამზარეულოში ჩავიდეთ საჭმელი მინდა.
-მერე წადი და ჭამე..
-ბევრს ნუ მეტლიკინები, ჩემი ცოლი ხარ და ცოლს როგორც შეეფერება ისე უნდა მოიქცე...
-იმედია სხვა რამეს არ მომთხოვ და მაგას ავიტან..
-არ ინერვიულო ",საერთოდ არ მიზიდავ.ჩემს გემოვნებაში არ ჯდები.იმ ღამითაც გათიშული ვიყავი და ვერ აღგიქვი კარგად.პრინციპში მნიშვნელობა არ ქონდა, ვინ იქნებოდა...მითხრა და ოთახიდან გავიდა..
გულს მტკენდა მისი თითოეული სიტყვა, არვიცი რა მემართებოდა, მაგრამ მასზე ბევრს ვფიქრობდი, ჩემს სიახლოვეს როგორც კი მოვიდოდაა ვთრთიდი და გატრუნული ველოდებოდი.თუნდაც რომ თმაზე შემთხვევით მაინც შემხებოდა...სამზარეულოში ჩავედი..
-მესამე დღეა აქ ვარ.-უკვე შენი ცოლი ვარ და შეიძლება გარეთ გავიდე?-დაქალი მყავს ან ის რომ მოვიდეს ჩემთან?ჩემზე არაფერი იცის ინერვიულებს...
-კარგი თანახმა ვარ მოვიდეს.-აიღე ტელეფონი და დაურეკე...-ხმამაღალზე ჩართე ოღონდ.
ცივად გამკვართვი ტელეფონი და ნანუკას დავურეკე..
-ნანუ როგორ ხარ?
-ვაიმე ნუკა სად ხარ გოგო?ორი დღეა გამწარებული გეძებ.-არანორმალური დემეტრე იყო გაგიჟებულია, ცოფებს ყრის ლამის მომკლა იცი სადაცაა და არ მეუბნებიო...ნანუკამ დემეტრეს სახელი როგორც კი ახსენა დუდას ძარღვები დაეჭიმა..
-კარგი ნანუ მისამართს გადმოგიგზავნი და აქ მოდი..-ოღონდ დემეტრეს არაფერი უთხრა...
-არა რას ამბობ რაღამც მაგ ბედოვლათს ჩამოშორდი ხმას როგორ გავიღებ.მომწერე და ახლავე მოვალ...
-მომწონს შენი დაქალი...
-საკითხავია მას მოეწონები თუ არა?
-თუ დემეტრე არ მოწონს მე მოვეწონები მაშინ.
-ოფ ამწყობია ცხოვრება...
-შენი დაქალი რომ მოვა ეტყვი რომ ერთმანეთი გვიყვარს და ამდენხანს მალავდი..
-მაგას ვერ ვეტყვი მან ყველაფერი იცის ჩემზე..
-ყველაფერი თუ იცის მაშინ იმ ღამეზეც ეცოდინება არა?
-კი იცის.
ისე შემრცხვა თავი დავხარე.მოვიდა თავზე დამადგა ყურათან მომიტანა ტუჩები და მითხრა.
-ხოდა ეგ ვაფშე მაგარი.-ეტყვი რომ გიპოვე და ცოლად მოგიყვანე იმ ღამის პონტში...
-ანუ ჩემი დაქალის თვალში კაი ტიპი გინდა რომ გამოჩნდე?
-მე ისეც კარგი ტიპი ვარ პატარავ.ტუჩის კუთხე ჩატეხა თვალი ჩამიკრა და სამზარეულოს მაგიდასთან დაჯდა ისევ..
-შენ ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე..
-შენც მალე შეხედავ რომ სულაც არ მქონია ტყუილად.
-ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ხარ არაფრით გამორჩეული ასე რომ არამგონია აზრი შევიცვალო..
-და ერთ არაფრით გამორჩეულ ბიჭს ჩააბარე უმანკოება?
-როდემდე უნდა მახსენო ეგ?მე ხომ შენთვის არ მითხოვია მომძებნეთქო?
-არა მაგრამ გიპოვე.
-მეზიზღები ვერ გიტან.
ნანუკას მისამართი გადავუგზავნე და ზუსტად ნახევარ საათში გაისმა ზარის ხმა.

-შეიძლება კარი მე გავაღო?-ნანუკა იქნება.
-შეგიძლია..
კარი როგორც კი გავაღე,ნანუკა ეგრევე დამეტაკა და ჩამეხუტა..
-ვაიმე ნუკა! არ მჯერა რომ გხედავ, ჩემო გოგო როგორ მომენატრე..ვისი სახლია ეს?რახდება?დროზე მომიყევი..
-მოდი დაჯექი...-გახსოვს იმ ღამეზე რომ გითხარი?
-კი.
-ხოდა მან მიპოვა და გუშინ დავქორწინდით.
-ვაიმე არ არსებობს,სადაა სიძე მანახე..-ეგრე ჯობს.-კარგი ბიჭი ყოფილა, ზოგი დაგიკიდებდა..
-გამარჯობა.-მე დუდა ვარ.
-გამარჯობა-მე ნანუკა.
-სასიამოვნოა ნანუკა.-მე დაგტოვებთ გოგონებს სალაპარაკო გექნებათ.-ნუკა თუ რამე დაგჭირდეს კაბინეტში ვიქნები...
-კარგი.
-ვაიმე არ არსებობს რა ბიჭია.
-არც ეგეთი გადასარევი.
-რას უწუნებ?შენს დემეტრეს მილიონად ჯობია..
-ნანუკა დემეტრე მიყვარს.-რატომ ვერ შეიგნე ეს?
-რატომ წაყევი მაშინ ამ ბიჭს?-მე გეტყვი.იმიტომ რომ დემეტრე ამას არასდროს გაპატიებდა.
-ნანუკა ცოტახნით გაჩუმდი რა..-დემეტრე როგორ არის?
-როგორ იქნება? 2დღეა გეძებს.სახლში მომივარდა სადააო.-ხოდა არ ვიცოდი და როგორ მეთქვა?
-ყავას დალევ?
-კი.
დუდა.
კაბინეტში ავედი,ნუკაზე ფიქრები თავს არ მანებებდნენ.იმდენად მიზიდავდა სულ მასთან მინდოდა ყოფნა.თავს ვეღარ მოვერიე და ბიჭებს დავურეკე..
-ოთო სად ხართ?
-ბარში ვართ.-დუდა დღეს საღამოს 8 საათზე წვეულებაა და შენი ფირმაც არის მიწვეული, სულ დაგვავიწყდა რომ გვეთქვა.-რას იზამ წახვალ?
-ახლა მეუბნებით მერე ტო?-დემეტრე იქნება?
-კი იქნება.
-ხოდა საუკეთესო დღე ელოდება დღეს..-კაი წავედი ნუკას ვეტყვი.
კიბეებზე ჩავირბინე და სამზარეულოში შევედი, გოგოები ყავას სვავდნენ..
-ნუკა ჩაიცვი და გარეთ გავიდეთ.
-სად მივდივართ?
-დღეს წვეულებაა და კაბა ვიყიდოთ შენთვის..
-აუცილებელია წამოვიდე?
-კი ძალიან აუცილებელია...
-კარგი.-სახლში გავიაროთ ჩემთან,ბარგს წამოვიღებ.
დუდამ ტუჩის კუთხე ჩატეხა ამის გაგონებაზე.მივიდა, წელზე ხელი მოხვია, თავისკენ მიიზიდა,ოდნავ შეეხო ტუჩებზე და ამოიჩურჩულა.
-კარგი პატარავ.-ავალ ჩავიცვამ..-ნანუ შენთან ბოდიში ჩვენ გაგიყვანთ, ან შენც წამოდი კაბის საყიდლად რომ წავალთ..
-აუ კიი!- საქმე მაინც არაფერი მაქვს და წამოვალ.
-კარგი ავალ ზემოთ..
დუდა ოთახიდან როგორც კი გავიდა, ნუკამ ტუჩებზე ხელი გადაისვა, ესიამოვნა მისი კოცნა.ნანუკამ ხელი აუქნია სახესთან გამოსაფხიზლებლად...
-ჰეი გოგონი.-რომ გკოცნის სულ ასე შტერდები?-რომ გკითხოს კაცმა დემეტრე გიყვარს,არადა ამ ბიჭის მოახლოებისას დნები..-სუპერ სიმპათიური კაცი გყავს..-არც ის არის გულგრილი შენს მიმართ,მის თვალებში ვხედავ ამას.
-კარგი რა ნანუკა.-დემეტრე მიყვარს,სულ მასზე ვფიქრობ.თანაც ისე არაა ყველაფერი როგორც გგონია.-დუდას დემეტრეზე შურის საძიებლად ვჭირდები.ჯერ არვიცი რა მოხდა მათ შორის,მაგრამ აუცილებლად გავარკვევ.გავარკვევ და გავშორდები,თუნდაც დემეტრემ არ მაპატიოს.
დემეტრე ამას ვეღარ გადაიტანს, მეორედ იმავეს ვერ გადაიტანს..ამ უხეშს კი არ შევიყვარებ და არც ის შემიყვარებს.
-რას ამბობ ნუკა?
-რაც გაიგე..
-იცი რა მითხრა?არ მიზიდავ,არვიცი იმ ღამით რა დამემართაო.
-შენ რა დაიჯერე?-მე როგორც შენი საუკეთესო დაქალი,გეუბნები რომ ამ ბიჭს აგიჟებ..-რომ იცოდე შენც გიჟდები მასზე.-ამიტომ დემეტრესთან გაარკვიე ყველაფერი და ბედნიერად იცხოვრე...
-არასოდეს,არასოდეს დავივიწყებ დემეტრეს.
თქვა და ცრემლები გადმოცვივდა.დუდა ამ დროს კარებთან იდგა და ამ ყველაფერს ისმენდა..ძარღვები დაეჭიმა ბრაზისგან, რა ექნა არ იცოდა..
-ესეიგი არ შემიყვარებ?
ნანუკაც და ნუკაც შეცბა, დუდას ხმა რომ გაიგონეს..
-ნანუკა ბოდიში შენთან,უკვე ყველაფერი იცი და თვალთმაქცობა არ დაგვჭირდება...-არ შემიყვარებ არა?-მე მკითხე აბა ისეთი ქალი თუ შემიყვარდება რომელსაც ნაბი*ვარი დემეტრე კიკნაძე უყვარს.-ზუსტადაც მის გასამწარებლად ხარ დღეს ჩემს გვერდით.-აწი მიყურე როგორ ვიცხოვრებთ.-ახლა კი ჩაიცვი და ბარგის მოსატანად წავიდეთ..
ნუკა ოთახში ავიდა ნანუკაც აყვა.
-სამი დღეა ნანუკა სისხლს მიშრობს,მაგრამ ასეთი გაბრაზებული ჯერ არ მინახავს.
-მეტის ღირსი ხარ.-სულ რაღაც ერთი საათია ვიცნობ დუდას და უკვე შემიყვარდა,როგორც ჩემი სიძე.-დარწმუნებული ვარ აქვს მიზეზი დემეტრეზე.-ვიცნობ იმ ბედოვლათს და ვხვდები რა ჩიტიც არის,ეს შენ დაგაბრმავა თორე მე არა..
-იცი რა მითხრა?დემეტრეს ჩემი ვალი აქვსო..-მე ვუთხარი დაგიბრუნებსთქო.-მან მიპასუხა ვერ დამიბრუნებს რადგან მკვდრები არ ცოცხლდებიანო.-ნუთუ ჩემმა დემეტრემ ვინმე მოკლა?
-არაა გამორიცხული..-ჩაიცვი დროზე ახლა და წავიდეთ ნუ ალოდინებ ამდენხანს.
-ხო ახლავე,მისი ღრიალის თავი აღარ მაქვს..
ნუკამ ჩაიცვა და მისაღებში ჩავიდნენ,მანქანაში ჩაჯდნენ.
მთელი გზა ხმა არცერთს არ გაუღია, დუდა ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა.ნუკა ბინაში ავიდა ბარგი ჩამოიტანა...
-ნუკა მე აქ დავრჩები.-თვქენ წადით საქმე მაქვს აქვე.
-კარგი რა ნანუკა წამო შენც.
-არა საქმე მაქვს,ხვალ გამოვალ თუ მიმიღებთ.
-კი ნანუკა რა ლაპარაკია,- როცა გინდა მაშინ გვესტუმრე,თან ჩემს ძმაკაცებსაც გაიცნობ.
-კარგი დუდა.-დაგემშვიდობები მაშინ.-კარგი ბიჭი ხარ შენ.
-კარგი დროებით.
ნანუკა წავიდა.მანქანაში ისე ჩაჯდნენ ხმა არცერთს არ გაუღია.ნუკამ ვეღარ მოითბინა და კითხა.
-სად მივდივართ?
-კაბა უნდა ვიყიდოთ.ისე უთხრა არც შეუხედავს.
-კარგი.
სავაჭრო ცენტრში დადიოდა ნუკა და არაფრის ხალისი არ ქონდა.ფიქრობდა რა საჭირო იყო წვეულებაზე მისი წაყვანა.ფიქრებიდან დუდას ხმამ გამოაფხიზლა..
-აარჩევ ახლა კაბას თუ მე ავარჩიო?
-არ მაქვს ხალისი.-რაც გინდა ის ქენი.
დუდამ კონულტანტს თხოვა კაბა რომელიც მანეკენს ეცვა შეეფუთათ.შავი ბეჭებზე გადასული კაბა იყო გრძელი ბარძაყამდე შეხსნილი...
37 ზომა ვერცხლისფერი ფეხსაცმელი და მისივე შესაფერისი ვერცხლისფერი კლაჩი.მერე საიუველირო მაღაზიაში შევიდნენ, აქაც არ მოუკლია ნუკას თავი რჩევით..დუდამ ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ყელსაბამი,სამაჯური,საყურეები და ორი ნიშნობის ბეჭედი იყიდა.
-წავედით.
-ასე მალე?
-ხო!-ვიყიდე უკვე რაც გჭირდებოდა..
-ზომა რა იცოდი?
-ვიცოდი.
სახლში მივიდნენ.ნუკამ კაბა რომ ამოიღო ძალიან მოეწონა,ფეხსაცმელი რომ მისი სარგო იყო ამაზე სულ გაგიჟდა.ჩაიცვა,თმა მაღლა აიწია,მაკიაჟი გაიკეთა და დუდაც შევიდა ოთახში.
ღმერთო რა ლამაზია.
-რამე მითხარი?
-არა არაფერი.-ეს მინდა გაიკეთო.
სამკაულები მიცა.
-ეს ძალიან ძვირფასია.-ამას ვერ გავიკეთებ.
-გაიკეთებ.დუდა ფანგანის ცოლი ყველაზე ლამაზი უნდა იყოს დღეს..-ამას ჩემთვის ვაკეთებ და არა შენთვის..
-ვინ ხარ დუდა ფანგანო?
-ერთი ჩვეულებრივი ბიჭი როგორც შენ ამბობ.-ხო კიდევ ერთი! დღეს მოსიყვარულე ცოლქმარი უნდა ვიყოთ.-დილის ინციდენტი არ დამვიწყებია ჯერ.-მაგისთვის მერე მოგთხოვ,ხოდა ნუღარ დაამატებ კიდევ.
-კარგი!ვეცდები შენთვის შესაფერისი ცოლი ვიყო.
-ძალიან კარგი.-წავედით ახლა.
მანქანაში ჩასხდნენ და რესტორანში მივიდნენ, კართან ჟურნალისტები იდგნენ.დუდა ჩამოვიდა, ნუკას კარი გაუღო,ხელკავი გამოდო და რესტორანში შედიოდნენ ჟურნალისტები რომ დაესივნენ.
-ბატონო დუდა როდის დაბრუნდით?
-ორი თვეა აქ ვარ..
-რატომ არ ჩანდით ეს ორი თვე?-ან ეს ლამაზი ქალბატონი ვინ არის?
-ეს ულამაზესი ქალბატონი ჩემი ცოლია.-ზუსტად მაგიტომ არ ვჩანდი, არ გვეცალა.
ამის გაგონებაზე ნუკა გაწითლდა.
.-კარგით დაგტოვებთ ახლა..
დარბაზში შევიდნენ ოთო და თემოც იქ იყნენ.
-ვა კრასოტკა მოსულა.
-ფერიავ როგორ ხარ?
-მადლობა ბიჭებო კარგად ვარ..
საუბრობდნენ დემეტრეს ხმა რომ გაიგეს ზურგსუკან.
-ნუკა?დუდა?-თქვენ ერთად რას აკეთებთ?-ნუკა სამი დღეა გეძებ, შენს კვალს ვერსად მივაკვლიე.-რა ჯანდაბა ხდება ამიხსენი.
ხელო მოკიდა და ისე ეუბნებოდა.ნუკას ცრემლები ქონდა თვალებში, დუდას კი ძარღვები დაეჭიმა, დემეტრეს ხელი მოკიდა და კბილებში გამოსცრა.
-ჩემს ცოლს ხელი გაუშვი თორემ, ხელებს დაგამტვრევ.
დემეტრე გაოცებული იყო.ოთომ და თემომ დუდას იქეთ აქედან ამოუდგნენ და გარეთ გაიყვანეს..დემეტრემ ამით ისარგებლა, ნუკას ხელი მოკიდა და საპირფარეშოში წაიყვანა.დუდამ ეს რომ დაინახა,ბიჭებს ხელი გააშვებინა და უკან გაყვა მათ.
-ეს როგორ გამიკეთე ნუკა?
-დემეტრე ისე არაა როგორც ფიქრობ.
-აბა როგორაა?იცი მაინც ვინ არის დუდა ფანგანი?-ჩემი საცოლე გახსოვს?-აი ზუსტად მაგიტომ მოიკლა თავი..-შენი თავიც წამართვა..
-არ იტირო რა! მე მიყვარხარ!- წამოდი მისგან, ყველაფერს გაპატიებ, ოღონდ მისგან წამოდი..
უთხრა და ტუჩებზე აკოცა..ნუკა გათიშული იყო.ვერ გაიგო რა ხდებოდა.
დუდა კარებთან იდგა და ამ ყველაფერს ისმენდა,რომ დაინახა ნუკას კოცნიდა სისხლმა აასხა,კარი შეგლიჯა და დემეტრეს დაეტაკა.
-შე ახ*არო როგორ ბედავ,რომ ჩემს ცოლს ეკარები..-.ესეიგი შენმა საცოლემ ჩემს გამო მოიკლა თავი?-ნიამ ჩემს გამო მოიკლა თავი?
უყვიროდა და მუშტებს ურტყამდა.
დემეტრე ისე იყო ნაცემი,არაფრის თავი არ ქონდა,ენასაც ვერ იტრიალებდა პირში.
-დუდაა გთხოვ დაანებე თავი, მოკლავ ეგრე.
- გემუდარები დაანებე თავი და ყველაფერს გავაკეთებ,ოღონდ შეეშვი..
დუდა ნუკას სიტყვებზე გამოფხიზლდა,დემეტრეს მოშორდა..
-ადექი ფეხზე,ადექი და ერთხელ მაინც გეყოს კაცობა სიმართლე თქვა.-თქვი რატომ მოიკლა ნიამ თავი.-მაგით აცოდებდი ნუკას თავს?-მე გეტყვი ნუკა რა არაკაციც გიყვარს..-ახლა სახლში წავიდეთ და ყველაფერს გეტყვი, ხომ გაინტერესებდა ხოდა მოგიყვები..
-შენ კი არასდროს გაბედო ჩვენთან მოახლოება თორემ მოგკლავ.
ნუკას ხელი მოკიდა და ისე მიარბენინებდა, მანქანაში ჩასვა და სახლში წავიდნენ...
-არ მინდა წამოსვლა..
-წამოდი.ყველაფერს გეტყვი და როგორც გადაწყვიტავ ისე მოიქეცი.
ნუკასაც ხმა არ ამოუღია,სახლში შევიდნენ, დივანზე დაჯდნენ.დუდამ მოყოლა დაიწყო.
-ნია ჩემი საცოლე იყო და იმ ნაგვის საუკეთესო მეგობარი. აი იმ არაკაცის დაბადებისდღეზე ისე დაათრო რომ მასთან იწვა..-ნუ მიყურებ ეგრე ნუკა, არვიცოდი თორემ ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არ ქონდა. ის ძალიან მიყვარდა.-უბრალოდ მან ვერ აპატია თავის თავს.თვითონ დამშორდა.მითხრა რომ მე მიყენებდა და სულ დემეტრე უყვარდა, ასე მეგონებოდა ცხოვრების ბოლომდე,სიკვდილამდე რამოდენიმე საათით,მისი დაწერილი წერილი რომ არ მიმეღო..-მე რომ წავედი იმ დღეს მოუკლავს თავი.მე კი 7 წლის მერე დავბრუნდი და ახლა ვნახე ის წერილი..-შენს მოძებნას ვაპირებდი მეორე დღესვე,მაგრამ მაშინ გავიგე ამ წერილზეც, მერე გავიგე რომ ვიღაც უყვარდა დემეტრეს, ხოდა ასე გამოვიდა რა.დემეტრეს შეყვარებული და ის გოგო,ვისაც წინა ღამიდან ვეძებდი,ერთიდაიგივე იყავით.მაშინ დავსახე ეს გეგმაც რომ ნიას გამო შური მეძია..აი აქაა წერილი,წაიკითხე.-უბრალოდ იცოდე როგორიც გგონია დემეტრე ისეთი არაა.მე კი მის გასამწარებლად მჭირდები და ჯერ არ ვაპირებ შენს გაშვებას.
ადგა ქურთუკი მოიცვა და გარეთ გავიდა, მანქანის საბურავების ხმამ გამოაფხიზლა ნუკა. ფანჯარაში გაიხედა და დაინახა რომ დუდა წავიდა..ნუკამ წერილი აიღო, ოთახში ავიდა, საწოლზე დაჯდა და კითხვა დაიწყო..
კითხულობდა და ცრემლებს ვერ იკავებდა..მიხვდა რაც მოხდა და დემეტრემ რაც გააკეთა..ისე გაბრაზდა დემეტრეზე,იქ რომ ყოლოდა ალბათ მოკლავდა..არადა პირიქით იცოდა მან ყველაფერი..ჯეროდა დუდასი და ინანა დილის ინციდენტი...მთელი ღამე ელოდა დუდას,მაგრამ ის არ მოვიდა..დილით ვეღარ მოითბინა და ტელეფონზე დაურეკა..
-ალო გისმენთ.
ქალის ხმა რომ გაიგონა დუდას ტელეფონზე, გულმა რამოდენიმეჯრ გამოტოვა დარტყმა..
-დუდა მინდოდა.-სად არის?
-აბაზანაშია.-თქვენ ვინ ხართ?
-მეგობარი.-კარგით მერე დავურეკავ..
გაუთიშა და ტირილი დაიწყო. ეტკინა, ძალიან ეტკინა, ოღონდ არ იცოდა რატომ.
-დუდა!ვიღაცამ დარეკა შენს ტელეფონზე.
-ვინ იყო?
-არვიცი მეგობარი ვარო.
-მანახე.
დუდამ ნომერი ნახა და წამოიძახა, ნუკა!
-ვინაა ნუკა?
-ჩემი ცოლი.
-შენ რა ცოლი გყავს?
-კი მყავს.
-წადი აქედან.
-რომ გეთხოვა ხომ დავრჩებოდი რა..
-თავხედო.
დუდამ მანქანის გასაღები აიღო და სახლში წავიდა...
მთელი გზა ფიქრობდა რა ეთქვა ნუკასთვის.
არა რატომ უნდა ვუთხრა რამე?მას ხომ დემეტრე უყვარს.მეც მაქვს უფლება ვისთანაც მინდა იმასთან ვიყო,ხოდა არაფერსაც არ ავუხსნი...სახლში შევიდა,ოთახში ავიდა და ნუკა დაინახა საწოლში, თვალები ქონდა დასიებული,ეტყობოდა რომ ტირილის ბრალი იყო.
-შენ რა იტირე?-არ მითხრა ახლა შენზე ვჯავრობდი, ან ვიეჭვიანეო..
თან იხდიდა და თან საუბრობდა..
-რას აკეთებ?
-უნდა ვიბანავო.
-სადაც იყავი იქ ვერ იბანავე?
-ეჭვიანობ?
-მე?არა რატომ უნდა ვიეჭვიანო.-დემეტრე მიყვარს და შენზე რატომ უნდა ვიეჭვიანო?.
დუდას ძარღვები დაეჭიმა, ნუკასთან მივიდა, ლოგინზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა,სახე ერთი ხელით დაუკავა, მეორეთი კი ორივე ხელები.მის ტუჩებს მიუახლოვდა და კვილებში გამოსცრა.
-დემეტრეს სახელი მეორედ აღარ ახსენო,თორემ ძალიან გატკენ იცოდე...
უთხრა და ტუჩებზე ველურივით დააცხრა, ნუკა გაუძალიანდა,მაგრამ ბოლოს ისიც აყვა კოცნაში..ცოტახანში ტვინმა განგაშის სიგნალი ჩართო,ნუკამ ხელები გაინთავისუფლა, ხელი კრა და გვერდზე გადააგდო.
ტირილით უთხრა.
-არასდროს გაბედო,სხვა ქალიდან მოსულმა რომ მე შემეხო.-მეზიზღები დუდა ფანგანო! არ მოგცემ უფლებას ვიღაც რიგითი ქალივით მომექცე..
დუდაც აზრზე მოვიდა,მიუახლოვდა და უთხრა.
-მაპატიე.-გეფიცები აღარასოდეს შეგეხები..
პირსახოცს ხელი მოკიდა და აბაზანაში შევიდა..
ნუკას მის სიტყვებზე გული ეტკინა...მიხვდა რომ ეს სულაც არ უნდოდა, უბრალოდ არ უნდოდა სხვა ქალებთან ევლო დუდას...მიხვდა და აღიარა რომ სულ რაღაც ერთ კვირაში ეს გადარეული ბიჭი შეუყვარდა.მაგრამ ამ საქციელით სამუდამოდ დაკარგა..მიხვდა და გაიცნო ,დუდა როგორიც იყო.თუ იტყოდა შეასრულებდა კიდეც.
ნუკა
სისულელეა მას მე არასდროს შევუყვარდები,არც კი ვიზიდავ თურმე.ღმერთო რატომ მტანჯავ?ნუთუ არ მაქვს უფლება ბედნიერი ვიყო?არ უნდა გაიგოს რომ მიყვარს, თორემ უფრო გამიჭირდება მასთან ყოფნა.
დუდა
ესეიგი დემეტრე უყვარს ისევ და ამას ისე მეუბნება,ვითომ არაფერი ხდებოდეს...როგორ დაგტანჯავ შენ ხომ არ იცი ნუკა.იბანავა, პირსახოცი მოიხვია და აბანოდან გამოვიდა..
-ნუკა!-ნუკა სად ხარ?
-ქვემოთ ვარ..
-რას აკეთებ?
-საუზმეს.
-იმედია მოკვლას არ მიპირებ და არ მომწამლავ..
-თუ გინდა ნუ შეჭამ.
-კარებს გააღებ?-წუხელ ძალიან დავიღალე, ძაან ვნებიანი სე*სი მქონდა..
ნუკას თვალები აუწყლიანდა,სულ არ გამოპარვია ეს დუდას...
-პატივს დამდებ,შენს სექსულაურ ცხოვრებას სახლში თუ არ განიხილავ..-გავაღებ!
კარის გასაღებად წავიდა და ცრემლები ხელის თითებით ამოიშრო.
-ვა კრასოტკა როგორ ხარ?
-ოთო მადლობა კარგად.
-ფერია როგორახარ?-ამ გიჟს არ უსმინო სულ ასეა.
-ე რძალს ცუდ წარმოდგენას ნუ უქმნი ჩემზე ტო.-ტყული რძალო, ყველაზე პოზიტივი მე ვარ ამათთან.-ეს ჯმუხია, შენი ქმარი ამაზე მეტი ჯმუხი,ჰოდა მე ვანეიტრალებ რაა..
ნუკამ გაიცინა და ოთოს ჩაეხუტა.
-შენ ძალიან კარგი ხარ ოთო..
-ე ფერიავ მე?
-შენც თემო,კარგები ხართ და ძალიან შემიყვარდით..
-მე არ შეგიყვარდი?
გაისმა დუდას ხმა..
-შენ რომ შემიყვარდე უნდა იმსახურებდე.
მკვახედ უთხრა და ოთახში ავიდა..
-რაშვები ტო?-თქვენ რა ასე ჭამთ ერთმანეთს?
-ვართ რა.-გუშინ რომ წამოვედით, ნიაზე ყველაფერი მოვუყევი, წერილი დავუტოვე და ბარში წავედი. იქ ვიღაც ქალი მოვხსენი,მთელი ღამე სახლში არ ვყოფილვარ.დილით დაურეკია და იმ ქალმა უპასუხა, რომ გავიგე ეგრევე სახლში გამოვქანდი.ვიფიქრე ავუხსნითქო,მაგრამ მერე გადავიფიქრე.
-რატო ?
-იმიტომ,რომ დემეტრე უყვარს.- რა აზრი აქვს ახსნას?-დემეტრე მიყვარსო მითხრა,ტიროდა. ისე გავბრაზდი ვაკოცე და აღარასდროს მომეკარო,მითუმეტეს როცა სხვა ქალიდან მოხვალო.-მაგიჟებს ეს გოგო ტო,ჭკუიდან მშლის.
-გაგედო ფანგანო?ახარხარდა ოთო.
-გამედო და თან როგორ გამედო..
-მერე რაშვები?-იმის მაგივრად რო ურთიერთობა მოაგვაროთ, ასე წიწკნით ერთმანეთს?
-აუ არვიცი თემო შენ ძმობას ვფიცავარ.-ისე გაბრაზდა იმ კოცნაზე,მითხრა რომ ვიღაც რიგითი ქალივით ვერ მოვექცევი.მეც დავპირდი რომ აღარასდროს შევეხები.-იყოს ისე როგორც არის..-ისეთი უმწეო და დაუცველია, ხანდახან ყველაფერს მეკითხება, ბიჭო ვგიჟდები მაგრამ არ ვიმჩნევ,ხანდახან ჩემი თავი დესპოტი მგონია.
-გიყვარს .
-არვიცი!-მაგრამ ასე თუ გაგრძელდა,მალე რომ შემიყვარდება ეგ ვიცი.
-მოგვენატრე შეყვარებული ტო.
-არ გამოვა ეგ ამბავი.-დემეტრე უყვარს, მე კი არ ვაპირებ ნუკამ ეს გაიგოს.დავტოვებ ისე როგორც არის და დრო გვიჩვენებს რა..
-კომპანიაში რა ხდება?
-ყველაფერი რიგზეა.-შენ როდის გამოხვალ?
-ხო ართმევთ თავს უჩემოდ?
-კი ძმაო.
-ხოდა ცოტახანს მიხედეთ კიდე.-არვიცი დემეტრე რას გააკეთებს, ამიტომ ნუკა ახლოს უნდა მყავდეს..
-როგორც გადაწყვეტ.
-მოდი ბარში წავიდეთ დღეს.-ნუკაც წავიყვანოთ, ცოდოა გოგო სახლში...
-კაი წავიდეთ.-ნუკას ვეტყვი, მის დაქალსაც წამოიყვანს კაი ტიპია..
-დაქალს?ვინ დაქალს?-ე დამაჯახეთ..
-ოთო სულ როგორ ცანცარებ ბიჭო?
-არა ეგაა კაი,კვდები თაკოს სიყვარულით,გოგოს სულ კბენ იმის მაგივრად,რომ უთხრა მიყვარხარო ამწარებ.
-ხო მართლა სადაა თაკო?
-არვიცი და არც მაინტერესებს.
-კაი ტო ვის ატყუებ?ბავშვობიდან გიყვარს, რა ვეღარ დააყენე საშველი.
-მართალი ხარ დუდა.- სანამ ის გოგო ვინმეს არ გაყვება, მანამდე აზრზე ვერ მოვა ეს და მერე გვიან იქნება ჩიტოო..
-შენ რა რამე იცი?-ოთო მიპასუხე..
-ოფ ანერვიულდა ბიჭი.
-ოთო ნერვებზე ნუ თამაშობ,ამოღერღე თორე გცემ ახლა..
-რომ კითხო არ აინტერესებს.
-აუ დუდა შენც?-აუ თქვით ტო უყვარს ვინმე?
-ბიჭო გუშინწინ კაფეში შევედი რა,ყავა მინდოდა, ხოდა იქ გავჩითე ვიღაც ტიპთან ერთად..
- მერე ახლა უნდა მეუბნებოდე მაგას?
-შენ არ გაინტერესებდა და არ ჩავთვალე საჭიროდ მეთქვა..ოთომ ენა გამოუყო და დაეჭყანა..
-დუდა გამაცალე ახლა ეს თორე შემომაკვდება.
-კაი დაწყნარდით.-დავურეკოთ თაკოს,მეც მომენატრა ეგ გადარეული გოგო.
დუდამ თაკოს დაურეკა..
-თაკო გოგო როგორ ხარ?-ასე უნდა დავიწყება?
-დუდააა შე გაფუჭებულო, ცოლი მოვიყვანეო და მე აღარ გახსოვართ ხო?
-ეგ მეორედ არ თქვა.-რატომ არ გამოხვედი?როდის აქეთ გჭირდება დაპატიჟება?
-აუ რავიცი დუდ.-მაინც ახალი დაქორწინებულები ხართ და მეთქი გვრიტებს ხელი არ შევუშალოთქო..
-მისმინე!დღეს ბარში ვაპირებთ წასვლას და გამო ჩემთან..
-აუ კი გამოვალ..
-შენსკენ რა ხდება?ოთომ თქვა კაფეში ვნახეო..
-რავი ყველაფერი კაი ხდება.-ერთია რაა ვუყვარვარ და მეც მომწონს მასთან ყოფნა.25 წლის ვარ და დროა ვიფიქრო ჩემს თავზე.-როდემდე ვუცადო ხისთავიან თემოს, როდის მიხვდება რო მასზე ვგიჟდები...
დუდას გაეცინა და თემოს გახედა.თემომაც ხელით ანიშნა რახდებაო...დუდამ ხელი აუქნია.
-კარგი მიდი სულელო,გამო გელოდებით..
-კარგი მალე მოვალ..
-რახდება რაო?რათქვა?
-რახდება და ვთხოვდებიო,საკმარისზე მეტად ველოდე თემოსო...
დუდამ უთხრა და ოთოს თვალი ჩაუკრა.
-კაი ნუ გაატრაკე.-მართლა ტო?შეიცხადა ოთომ.
თემო დამუნჯებული იჯდა და ხელებს ნერვულად ისმევდა სახეზე.ოთო და დუდა სიცილს ძლივს იკავებდნენ..თემო ფეხზე წამოხტა.
-მოვიტაცებ.
-რას იზამ?
აქ კი ვერცერთმა შეიკავა თავი და ხარხარი ატეხეს თემოს სახეზე.
-ხო ტო რა გაცინებთ?-მოვიტაცებ!-შანსი არაა ვიღაც სი*ს გავატანო მისი თავი.
-მაინცდამაინც გვერდით ვინმე უნდა ყოლოდა ეგ რომ მოგეფიქრებია?
-ნერვებს მადღლიზავს ტო!-გამაგიჟა ეს სერიოზული კაცი..-ვაწვალებდი რაა..ხოდა დღეს ბარიდან მოვიტაცებ..
-ვახ!-ძმაკაცი გვიბედნიერდება ბიჭო..
წამოიძახა ოთომ და ორივეს მოეხვია..
-კაი და შენ როდის გაბედნიერდები?
-ანგელოზი სანამ არ დამეცემა თავზე,მანამ არაა...
-მიდი კარი გააღე, ნუ ოცნებობ ალბათ თაკო მოვიდა..
ოთო კარის გასაღებად წავიდა, კარი რომ გააღო გამოშტერდა..
-გამარჯობა-.ნუკა და დუდა სახლშია?-უკაცრავად გესმით ჩემი?
დუდამ ნანუკას ხმა რომ გაიგონა და ოთოს შეხედა გამოშტერებული იდგა კართან,იმდენი იცინა სახეზე სულ გალურჯდაა..
-ა ხო,დიახ,მობრძანდით..
-მე ნანუკა ვარ.გაუწოდა ხელი.-ნუკას დაქალი.
-ოთო.-დუდას ძმაკაცი.
-რა დაგემართათ?
-არაფერი.-დილით ასეთი ანგელოზების დანახვას არ ვარ მიჩვეული...
-კარგი გამატარე ოთო.-ვეცდები დილით არ გამოგეცხადო ხოლმე..
ნანუკა სახლში შევიდა ოთო უკან გაყვა დამუნჯებული..
-დუდა როგორ ხარ?
-კარგად ნანუკა შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად.-ნუკამ დამირეკა სადაა?
-თავის ოთახშია..
-ავალ ხო?
-კაი მიდი..-ხო მართლა, საღამოს ბარში მივდივართ და ხო წამოხვალ?
-კი წამოვალ.
-ნუკასაც უთხარი და საღამოსთვის მოემზადოს..
-კარგი სიძევ..
დუდას ესიამოვნა ნანუკასგან სიძის დაძახება,სახე გაებადრა და ბიჭებს მოუბრუნდა.
-რაო ოთო შენც გაგედო?ხარხარით უთხრა დუდამ.
-აუ ამას თუ ვინმე დაამუნჯებდა რა მეგონა?-შემიყვარდა ნანუკა უკვე..
-ვინ შეგიყვარდა?-არც კი გაბედო!
-კაი ოთო დაწყნარდი.- როგორც ჩემი დაიკო და მომავალი რძალი ისე შემიყვარდა.სიცილით უთხრა თემომ.
-ა ხო ეგრე კი ტო..
ოთო ისეთი დაბნეული იყო,ბიჭებს ასეთი არასდროს ენახათ მუდამ ენა წყლიანი და მასხარა.დუდა და თემო სიცილით იგუდებოდნენ.
-კარგით გეყოთ ტო..-ვსო ეს გოგო ჩემია...
-არ გაგიჟდე ახლა.-არ მითხრა მეც დღეს ვიტაცებო..
-ჰაჰაჰა ავღადავდით თემო?
-შენ თუ ღადაობ მე რა?
-დუდა ვინაა ეს გოგო?-ყველაფერი მაინტერესებს მასზე.-იქნებ შეყვარებული ყავს, ან საქმრო?
-არვიცი ძმაო, გუშინ გავიცანი...-ჯიგარი გოგოა ისე..
-კაი რძალს დაველაპარაკები...
ნანუკა ოთახში ავიდა
-ნუკ მოვედი.
-აბაზანაში ვარ და გამოვალ ახლავე..
-მალე.
-აი გამოვედი..
ნუკა და ნანუკა ერთმანეთს ჩაეხუტნენ..
-გოგო დაჯექი,-მომიყევი გუშინ რა მოხდა?
-არ მკითხო ნანუკა..
-ე გოგო ამოღერღე..
ნუკამ ყველაფერი მოუყვა,ნანუკა გაგიჟებული უსმენდა..
-აი ხომ გითხარი რა არამზადაც იყო ეგ დემეტრე.-მაგრამ გესმოდა ჩემი?
-კარგი ნუ შემჯორავ ახლა..-ყველაზე უარესი.-დუდა წუხელ სახლში არ ყოფილა.დავურეკე და ქალმა მიპასუხა ნანუკა.-ქალის ხმის გაგონებაზე გულში რაღაც ჩამწყდა.
-გიყვარს ჩემო ლამაზო.-ვაიმეეე გიყვარს,გიყვარს.ყვიროდა ნანუკა.
-ჩუ გოგო,არ გაიგონ, რა გაკივლებს..
-მერე რა მოხდა?
-მერე სახლში მოვიდა,ვიჩხუბეთ.მერე მაკოცა და მე ვუთხარი,აღარასოდეს გაბედო სხვა ქალიდან მოსული შემეხოთქო..-იცი რა მიპასუხა?
-რა?
-აღარასოდეს შეგეხებიო..
-კარგი ნუ ნერვიულობ.-კაცს აგიჟებ,იძახი დემეტრე მიყვარსო,მერე ეუბნები აღარ შემეხოო და აბა რა გინდა?-ფეხქვეშ ხო არ გაგეგება?
-არა ეგ არც მე მინდა...-მაგრამ მგონი მიყვარს ნანუკა..-ის კი ყურადღებას აღარ მაქცევს.-მე კი ეს ძალიან მტკენს.
-ხოდა ეგრე რა!-ყველაზე მაგარი სიძე მეყოლება მეე..დამშვიდდი,ყველაფერი მოგვარდება.
-კარგი ჩუ.
-ხო მართლა,დუდამ ბარში მივდივართო და საღამოსთვის მოემზადოსო..-მეც დამპატიჟა..-მართლა ვინაა ის სიმპათიური ბიჭი,ქვემოთ რომ არის დუდასთან?
-რომელი?ოთო თუ თემო?
-აი ოთო..
-ხო არ დაგევასა გოგონი?
-აუ კიი.-რომ დამინახა გამოშტერდაა.
-კაი რაა ოთო გამოშტერდა?შანსი არარის..-ოთო ძალიან მიყვარს კარგი ბიჭია..
-ხოდა აქ ვარ მეც.-მეც ხომ კარგი გოგო ვარ?ნუკას გახედა და თვალი ჩაუკრა.
-ოხ ნანუკა შენ ვინ ხარ..-კი შენ ყველაზე კარგი მყავხარ..-წამოდი ქვემოთ ჩავიდეთ..
.გოგონები ძირს ჩავიდნენ..
-ვა კრასოტკა მოსულა..
-ყავას დალევთ ბიჭებო?
-კი დავლევთ.
-კარგი გავაკეთებ..-ნანუკა დაჯექი და ყავას მოვიტან..
ნუკა სამზარეულოში შევიდა, სამზარეულოს თაროს ვერ წვდებოდა.ცდილობდა საშაქრე ჩამოეღო,როცა დუდა მიუახლოვდა.იგრძნო როგორ დაუარა ცხელმა ტალღამ სხეულში..
-რას აკეთებ?
-გეხმარები.
გაიღიმა და ნუკაც შემოტრილადა.ძალიან ახლოს იდგნენ ერთმანეთთან,დუდამ თავი დაწია,ნუკას ეგონა რომ ახლა აკოცებდა, თვალები დახუჭა და აღარც კი სუნთქავდა.დუდამ ტუჩის კუთხე ჩატეხა, სამზარეულოზე დადო საშაქრე და ნუკას ყურში სიცილით ჩაშჩურჩულა.
-ისუნთქე პატარავ!-ისუნთქე თორემ გაიგუდები..
ნუკამ თვალები დაჭყიტა,ფანგანი უკვე სამზარეულოს გასასვლელთან იყო.
-არანორმალური ხარ ფანგანო..
-ვიცი პატარავ.-წყალი ადუღდა და მგონი შენი ჰორმონებიც.
ნუკა სახეზე გაწითლდა.
-თავხედი ხარ.
უთხრა და ყავის მოსამზადებლად შეტრილადა..
დუდა სამზარეულოდან გავიდა და თემოს გვერდით დაჯდა.წინ რომ ოთო და ნანუკა დაინახა,ტუჩის კუთხე ჩატეხაა.
-რა გაცინებს ტო?
-არაფერი.თაკო არ მოსულა?
-თაკო ვინაა?იკითხა ნანუკამ.
-ჩვენი ბავშვობის მეგობარია.
-გასაგებია.
-დავურეკავ.
თქვა ოთომ,ნანუკას სახე მოეღუშა ისეთი გაბადრული სახით რეკავდა ოთო.დუდა ნანუკასთან გადაჯდა..
-რატომ მოიწყინე?
-არა რას ამბობ.
-მე ვიცი რატოც მოიწყინე.
-რატო სიძევ?
-აი სიძეს რომ მეძახი ვჭედავ ტო,ოღონდ კაი პონტში..-რატო და თაკოს და თემოს ერთმანეთი უყვართ.-ასე რომ ცოლის დავ,გზა ხსნილი გაქვს..
-აუ კაი რა დუდა ეგ რა შუაშია?
არადა გული სიხარულისგან გახეთქვაზე ქონდა..
-დავიჯერო ვითომ?ცალი თვალი მოჭუტა და ისე უთხრა..
-არა არ დაიჯერო..
-აი მევასები რა ეგეთი პირდაპირი რო ხარ...
როგორც იქნა თაკომ ოთოს უპასუხა.
-გადარეულო როდის მოხვალ?-გელოდებით.
-მოვდივარ უკვეე!რაიყოთ უჩემოდ ვეღარ ერთობით?
-ვერა და დროზე მოდი თორემ დაგაწიწკნი თმებს..
-ჩემი თემო დამიცავს ნუ მემუქრები..-ისე და შენ ხომ არ დაგავიწყდა ბავშვობაში რომ გერეოდი?
-მაგას რა დამავიწყებს ახარხარდა ოთო..-წავედი და მალე მოდი აღარ დამარეკინო..
დუდა ნანუკა და თემო ლაპარაკობდნენ, ოთომ დრო იხელთა და ნუკას შეუვარდა სამზარეულოში..
-ჩემი კრასოტკა რძალი რას აკეთებს?
-ვაიმე ოთო შემაშინე.
-კრასოტკ! შენთან დიდად დელიკატური საქმე მაქვს..
-ოთო სულ როგორ ცანცარებ?-აბა მითხარი რა გინდა?
-რა არა კრასოტკ ვინ!
-ვიინ?თვალები დაქაჩა ნუკამ..
-ჰო რაა,აი ის მომეწონა რა.ნანუკაზე ანიშნა..
ნუკამ სიცილი ვეღარ შეიკავა.
-კარგი რა რძალო შენც დამცინი?-ყავს ვინმე?თუ მაქვს შანსები?
-იცოდე ოთო ჩემს ნანუკას რომ რამე აწყენინო არ დაგინდობ...-არა არავინ ყავს და აბა შენ იცი.
-უფ ამოვისუნთქე.-აუ ჯიგარი ხარ რძალო.-ვიცოდი შენს მოტაცებას რომ არ ვინანებდი...
მივიდა და ლოყაზე მაგრად აკოცა.-შენ ხარ ჩემი ნომერ პირველი რძალი და ვერასდროს ვერავინ შეგცვლის ეს იცოდე..
-ოთო ნუ მეაფირისტები,- მოდი ესენი გამატანინე.
-ე კრასოტკ მაწყენინე.-მე და აფერისტობა?არა ტო ვერ ვეწყობით.
-კარგი ოთო ვიხუმრე რა გჭირს?
მერე ნუკა მივიდა და ლოყაზე აკოცა.-შევრიგდეთ ხო?
-თუ შენს დაქალთან ჩამიწყობ საქმეს შეგირიგდები.
-არის უფროსო..
-კაი გავიდეთ მაშინ..
მისაღებში გავიდნენ ყავის ჭიქებით ხელში..დუდა ისეთი თბილი თვალებით უყურებდა ნუკას სურვილი კლავდა ჩახუტებოდა და მისი თმის სურნელი შეეგრძნო...ნუკამ ჭიქები მაგიდაზე დადგა და კარზე ზარიც გაისმა..მე გავაღებ თქვა ნანუკამ..
-გამარჯობა.
ნანუკამ ღიმილით უთხრა მოსულს.
თაკოს არ ესიამოვნა უცხო გოგოს დანახვა..ეგრევე აიკრა ყალბი ღიმილი,იქნებ ვინ არისო იფიქრა..
-გაგიმარჯოს..
-ვა თაკო მოსულაა, ოთო ჩაეხუტა.
ნანუკამ კი თემოს გვერდით დაიკავა ადგილი..თაკომ ეს რო დაინახა გული მოეწურა..
-რძალო როგორ ხარ?გადაეხვია ნუკას.
-კარგად თაკო შენ როგორ ხარ?
-მე ძაან ბედნიერი ვარ.-ლევანმა ხელი მთხოვა..
თემოს ძარღვები დაეჭიმა..
-მერე?დათანხმდი?ერთხმად კითხა დუდამ და ოთომ..
-აი ბარიდან რომ წამოვალთ,ვნახავ და დავთანხმდები..
ლაპარაკობდა და თან თემოსკენ აპარებდა მზერას.
თემომ ეს რომ გაიგო ფეხზე ადგა.
-კაი მე წავალ,ელენე უნდა ვნახო..
-ბარში არ მოდიხარ?
-კი ვნახავ რა და გამოვალ..
-ელენე ვინაა?იკითხა ნუკამ.
-ჩემი საცოლეა.თქვა და თაკოს წვენი გადასცდა..
-ნელა გიჟო არ დაიხრჩო.
-ვა თემო საცოლე გყავს?
-კი თაკო მყავს.
-მეც მყავს საქმრო და ერთად ხომ არ გადავიხადოთ ქორწილი?
-კი მოგვიწევს..უთხრა ორაზროვნად..
თაკო ვერ მიხვდა და კაიო..
თემო წავიდა..დუდამ ოთახში ავალ გამოვიცვლი და წავიდეთო.კიბეებზე ადიოდა ნუკას რომ დაუძახა..
-ნუკა შენ არ მოდიხარ?
-კი ამოვალ ჩავიცვამ მეც.
ნუკაც უკან გაყვა..
-ოთო ეს შენი ძმაკაცი ვერაა ხო?ვინ ჯანდაბაა ელენე?
-და ლევანი ვინ ჯანდაბაა თაკო?
-აუ რატო მიჭედავთ რაა?-კაი ვსო აღარ მაინტერესებს.-დავიღალე უკვე.გინდ ელენე ყავდეს. გინდ პეტრე და გინდაც პავლე..დღესვე ვნახავ ლევანს და ვეტყვი რომ ცოლად მივყვები.
-სისულელე არ გააკეთო თაკო..
-მაპატიეთ რომ ვერევი. მე კარგად არ გიცნობთ.-ოთოს ვეთანხმები.-თუ თემო გიყვარს ეგ არ გააკეთო..
-მადლობა რჩევისთვის ნანუკა უთხრა და გაუღიმა..-იცი რას მივხვდი ბავშვებო?-სანამ არ დამკარგავს ხმას არ გაიღებს.პრინციპში არც ვუყვარვარ.ხოდა იყოს ისე როგორც არის.თქვა თაკომ და გულიც ამოაყოლა..
ალბათ გაინტერესებთ ზემოთ რა ხდებოდა ოთახში..ნუკამ მოკლე,შავი კაბა ჩაიცვა და თეთრი დეკოლტე ზედა. ფეხზე თეთრი კედები.ქერა თმა გაიშალა,მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა..
დუდამ ჯინსის შარვალი, თეთრი ზედა და ფეხზე სპორტული ფეხსაცმლები.აბანოდან გამოდიოდა ნუკა რომ დაინახა.
-შენ რა მაგით მოდიხარ?
-ხო რას უწუნებ?
-ძალიან მოკლეა.
-მერე რა?
-რადა არ მინდა ჩემს ცოლს ვიღაც მთვრალი სი*ები უყურებდნენ.გამოსცრა კბილებში.
-დუდა მე შენი ნამდვილი ცოლი არ ვარ ხომ არ დაგავიწყდა?-გაიხსენე რომ დემეტრეს გასამწარებლად გჭირდები.
-ესეიგი ეგრე ქალბატონო ნუკა?--დუდა მე შენი ნამდვილი ცოლი არ ვარ ხომ არ დაგავიწყდა?-გაიხსენე რომ დემეტრეს გასამწარებლად გჭირდები.
-ესეიგი ეგრე ქალბატონო ნუკა?-კარგი მერე არ ინანო ეგ სიტყვები..-მე გაგაფრთხილე..-იცოდე თავად თვქი რომ ჩემი ნამდვილი ცოლი არ ხარ..კარგი მერე არ ინანო ეგ სიტყვები..-მე გაგაფრთხილე..-იცოდე თავად თვქი რომ ჩემი ნამდვილი ცოლი არ ხარ..
-არაფერსაც არ ვინანებ.
-კარგი წავედით ახლა..
დუდამ კარში გაატარა უკან მიყვებოდა და გიჟდებოდა ნუკას სიტყვებზე..გულში ფიქრობდა, ვნახოთ ქალბატონო ნუკა სულ მალე სხვანაირად აჭიკჭიკდები,მე არ ვიყო დუდა ფანგანი თუ შენ თავი არ შეგაყვარო,თან ისე რომ ამისთვის არაფერს გავაკეთებ.
დუდა და ნუკა დუდას მანქანაში ჩასხდნენ.ოთო ,თაკო და ნანუკა ერთა, ოთოს მანქანაში.თაკოს თავის მანქანით უნდოდა წასვლა მაგრამ ბიჭებმა სამი მანქანა არ გვჭირდებდა და დატოვეო..კარგიო,თაკოც დაეთანხმა,რა იცოდა რა ელოდებოდა წინ.
ბარში მივიდნენ,დუდამ ძალიან ბევრი დალია.დუდა ნუკას ყურადღებას არ აქცევდა,არც ნუკა იკლავდა თავს,მანამ,სანამ ვიღაც გოგო არ მიუახლოვდა დუდას..
-დუდიკ როგორ ხარ?
-თეკლა შენ როგორ ხარ?
-აუ დუდიკ მომენატრე ძალიან.
-მეც მომენატრე პატარავ,ფეხზე ადგა მოეხვია და კისერში აკოცა.
პატარავ!გაიფიქრა ნუკამ და სიმწრისგან ჩაეცინა..ცრემლები მოადგა თვალებზე.
ბიჭები უყურებდნენ არ იცოდნენ რა ექნათ.თეკლამ საცეკვაოდ წაიყვანა დუდა.კარგად ხედავდა ნუკა როგორ ეტმასნებოდნენ ერთმანეთს და უფათურებდნენ ხელებს ერთმანეთს დუდა და თეკლა..ბოლოს ტუჩებში რომ აკოცეს ერთმანეთს,ნუკამ ვეღარ მოითბინა ცრემლი გადმოუგორდა.
-მე წავედი.
-გაგაცილებ ნუკა თქვა ოთომ.
-არა ტაქსით წავალ.-შენ ნანუკა გაიყვანე გთხოვ რა.ადგა და წავიდა.კარებში გადიოდა თემო რომ შეხვდა.ატირებული ნუკა რომ დაინახა დაუძახა,მაგრამ არ უპასუხა და შიგნით შევიდა.
-რა ხდება?იკითხა შიგნით შესულმა თემომ.
-თეკლა ხდება!უთხრა ოთომ.
თაკო და ნანუკა გაგიჟებულები იყვნენ.
-ახლა მივალ და თმას გავაცლი იმ ტუტუც გოგოს.
-ეს სულ გამო*ირდა?იკითხა თემომ.
-თემო შენ საქმე გაქვს ძმაო.-დუდას მე მივხედავ.-შენ თაკო წაიყვანე.მანქანა დუდასთან დატოვა,მე დუდას მივხედავ.-მერე კი ნანუკას გავიყვან სახლში..
-თაკო წამოდი..
-კაი მოვდივარ. ისე მალე დათანხმდა თაკო თემოსაც გაუკვირდა.მანქანაში ჩასვა კარებები ჩაკეტა და მანქანა დაძრა ,თაკოს სახლის გზას რომ გადაუხვიეს ,თაკომ თვალები დაქაჩა და კითხრა.
-სად მივდივართ?
-რაჭაში.
-რაჭაში რა გვინდა?
-მოგიტაცე.
-ჰაჰაჰა ავღადავდით თემო?
-საერთოდ არ ვღადაობ.
სერიოზულად უპასუხა თემომ.
-შენ რა მართლა მომიტაცე?
-კი.
-მოაბრუნე მანქანა.
-არაა..
-რატომ?
-იმიტომ რომ მიყვარხარ.
-რა თქვი?გამიმეორე.
-ხო მიყვარხარ.
-თემო,გააჩერე მანქანა.
თემომ მანქანა გააჩერა,თაკოს ხელი მოკიდა და უხეშად დაეძგერა ბაგეებზე..თაკოც აყვა კოცნაში.
-მეც მიყვარხარ თემო ამოიჩურჩულა მის ტუჩებთან..-ისე გეკითხა იქნებ მოგვებოდი.
-რავიცი დღეს ერთი გოგო ვიღაც სი*ს მიყვებოდა.
-ვაიმე ლევანი.
-ხმა აღარ გავიგო.-აი რატომ არ გკითხე.
-და ელენე?
-არავითარი ელენე არ არსებობს ჩემო სულელო..
-მიყვარხარ თემო.
-მეც უზომოდ მიყვარხარ ცოლო.
-ქმარო!
ოთომ თემო და თაკო რომ გაუშვა დუდასთან მივიდა.
-დუდა რას აკეთებ?
-ვერ ხედავ ტო?
-გამო გარეთ საქმე მაქვს.
-თეკლა მოვალ ახლავე და გავაგრძელოთ.
-მიდი დუდიკ გელოდები.უთხრა და ტუჩები გაილოკა.
-შენ ბიჭო სულ გამო*ირდი?
-რატო ტო!
-შეამჩნიე ნუკა რომ აღარ არის აქ?-იცი რა დაემართა თეკლასთან ერთად რომ დაგინახა?
-მართლა?დუდამ ტუჩის კუთხე ჩატეხა.-რა დაემართა?იკითხა ინტერესით.
-იტირა და წავიდა.
-სად წავიდა ტო ახლა მეუბნები ამას?
-სახლში წავიდა.
-უფ სახლში თუ წავიდა არაუშავს.-კარგია მიხვდეს როგორია ასე ყოფნა..მითხრა რომ ჩემი ნამდვილი ცოლი არ არის,ასე რომ უნდა შეეგუოს.
-სი*ი ხარ ფანგანო.-დაკარგავ იმ გოგოს და სდიე მერე კახპა თეკლას..
-მიდი ტო ,ახლა შენ ნანუკა გაიყვანე ,მიხედე ამ გოგოს და მე კიდევ დღეს თეკლას და ხვალ ნუკას მივხედავ..
ოთომ რომ ვერაფერი გააწყო ფანგანთან, ნანუკას ხელი მოკიდა და სახლში წაიყვანა..-აზრი არ ქონდა ფანგანთან ლაპარაკს ,იცნობდა ბავშვობიდან და იცოდა როგორი ჯიუტიც იყო მისი ძმაკაცი..იცოდა შეცდომას არ დაუშვებდა და ადვილად შეეშვა მაგიტომ.
ნუკა როგორ იყო?განადგურებული ეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი.გაჩენის დღეს იწყევლიდა.პატარა იყო როცა მშობლები დაკარგა და მამიდამ გაზარდა,მამიდაც 5 წლის წინ გარდაიცვალა და ასე მარტო დარჩა სრულიად ამხელა ქალაქში.მხოლოდ ნანუკა ყავდა და დემეტრე.დემეტრეს გახსენებაზე ზიზღი მოაწვა ყელში..მერე დუდა გამოჩნდა..რა უნდოდა ამ ბიჭს?ვერ ხვდებოდა არც უშვებდა და არც მასთან იყო.დაიღალა ყველაფრით.დუდას სახლში მივიდა ,უყვარდა და კიდევ მასზე ფიქრობდა,არ უნდოდა დემეტრე გაეხარებინა მისი იქედან წასვლით.ზლაზვნით აიარა კიბეები,ცხელი აბაზანა მიიღო,საწოლში დაწვა და ცრემლებს გასაქანი მიცა.რომ ახსენდებოდა თეკლას როგორ კოცნიდა მის თვალწინ,ცრემლებს ვეღარ იკავებდა, გული გასკდომაზე ქონდა.ასე სლუკუნ სლუკუნში ჩაეძინა..
დუდა ბარში შევიდა თეკლას დაემშვიდობა და ოთოს დაურეკა.
-ოთო სად ხარ?
-სახლში ვარ რახდება?
-მარტო ხარ?
-არა ნაშები მყავს.
-ო ნაშები კაია.-კაი ხელს არ შეგიშლი..
-რა ნაშები ტო მე ნანუკას არ ვუღალატებ.სიცილით უთხრა ძმაკაცს.-რახდება თქვი..
-მოვალ შენთან..
-კაი მოდი გელოდები.
დუდა ოთოსთან ავიდა ,ოთომ კარი რომ გაუღო შიგნით შევიდა ,დივანზე დაჯდა და სახეზე ხელები ჩამოისვა..
-რახდევა ტო თქვი.
-მიყვარს.
-ვინ გიყვარს?
-ვინ და თეკლა.
-კაი ატრაკებ ტო რა თეკლა?თვალები დაქაჩა ოთომ.
-აუ შე ჯერ ხო ისედაც არეული იყავი,ახლა სულ აგრია და გაქთიშა იმ გოგომ..-რა თეკლა ბიჭო რა თეკლა.-ნუკა მიყვარს.
-აუფ ამოვისუნთქე შენ ძმობას ვფიცავარ.-ვერ იტყვი მერე მასე?
-არვიცი რა ვქნა.-დღეს აქ დავრჩები და ხვალ მოვიფიქრებ..
დილით ნუკამ თვალი რომ გაახილა, საწოლს დახედა და დუდა რომ ვერ დაინახა ფეხზე ადგა და მთელი სახლი მოიარა არსად არიყო.ფანგანი..
სახლში კიდევ არ მოსულა.რას ველოდი ნეტავ?არც კი გაუგია რომ წამოვედი.სამზარეულოში შევარდა ყავის გაკეთება დაიწყო ჭიქას რეცხავდა ხელში რომ შემოეფშვნა სულ დაესერა ხელები.დუდაც იმ დროს მოვიდა.ნუკას სისხლისნი ხელები რომ დაინახა და ცრემლიანი თვალები სულ გაგიჟდა..
-რა გჭირს პატარავ.
-არაფერია და პატარას ნუ მეძახი..
-მოდი შეგიხვიო..-არ იტირო რა გთხოვ.-გტკივა?
-კი ძალიან მტკივა დუდა..
დუდამ ერთი ამოიოხრა,ხელები შეუხვია და სათითაოდ აკოცა ხელის თითებზე..
-წამო დაწექი.
ხელი მოკიდა საძინებელში შეიყვანა ,დააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა..
-წუხელ ოთოსთან ვიყავი.
-არ არის ახსნა საჭირო.
-მინდა რომ გითხრა.-მაპატიე გუშინდელი საქციელი.-გპირდები მეორედ ასეთ სისულელეს შენ თვალწინ არ გავაკეთებ.
-კარგი დუდა.
ორივეს დაეძინა..საღამოს 8 საათი იყო ნუკამ თვალები რომ გაახილა ,დუდა რომ ვერ დაინახა,მოიღუშა ზუსტად იმ დროს გაიღო კარები და დუდა შემოვიდა ლანგრით ხელში..
-ფერიას გაუღვიძია.
-ნუკას სახე გაებადრა.
-მითქვამს რომ ძალიან ლამაზი ღიმილი გაქვს?
-არა.
-ხოდა ახლა გეუბნები.
ნუკა გაწითლდა,ისე სიამოვნებდა დამთბარი დუდა და თან კომპლიმენტებს რომ ეუბნებოდა..
ასე ზრუნვაში გავიდა ორი კვირა.არავითარი კოცნა და მითუმეტეს არავითარი სხვა რამ არ ყოფილა ამ ორ კვირაში.მხოლოდ ერთად ეძინათ..მიხვდა ორივე ,რომ სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი. მაგრამ ხმას არცერთი არ იღებდა ამ თემასთან დაკავშირებით..გარეთ არ გასულან ამ ორი კვირის მანძილზე.სახლში იყვნენ და ბავშვები თუ შემოუვლიდნენ ხანდახან.
დილით ოთომ დაურეკა..
-დუდა კომპანიაში არ მოდიხარ დღეს?-გეყოს სახლში ყოფნა..
-ხო აი ავდგები და წამოვალ რა..
ტელეფონი გაუთიშა,ფეხზე ადგა, აბაზანა მიიღო და ტანსაცმელი ჩაიცვა..ამასობაში ნუკამაც გაიღვიძაა..
-დილამშვიდობისა.
-დილამშვიდობის.-სად მიდიხარ?
-სამსახურში..-გავალ თორემ რაც ჩამოვედი არ მივსულვარ,ბიჭებს შევატოვე.
-კარგი..
-არ მოიწყინო,ვეცდები მალე მოვიდე.
.თვალი ჩაუკრა, გაუღიმა და ოთახიდან გავიდა..
ნუკა ადგა, ჩაიცვა და სამზარეულოში ჩავიდა..ყავას აკეთებდა, ტელეფონმა რომ დარეკა.
-გისმენთ.
-ნუკა უნდა გნახო.
-რა გინდა დემეტრე?
-გთხოვ ამ ერთხელ მნახე და აღარასდროს შეგაწუხებ..
-კარგი.-კაფეში შეგხვდები.
ერთ საათში ნუკა კაფეში იყო, დუდასთვის არც უთქვამს ისე წავიდა..
დემეტრემ ნუკა როგორც კი დაინახა,ჩაეხუტა და ტუჩებზე გიჟივით დაეტაკა.
ნუკამ სასწრაფოდ მოიშორა,სილა გააწნა და უთხრა.
-დემეტრე კიკნაძე, შენ ჩემთვის მკვდარი ხარ და მეორედ აღარ გაბედო რომ შემეხო,ან დამირეკო.
ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა.
დუდა კომპანიაში იყო, ამანათი რომ მიიღო.არ ეწერა ვისგან იყო და ეგრევე გახსნა.ფოტოები იყო სადაც დემეტრე ნუკას კოცნიდა.სისხლმა აასხა, ძარღვები დაეჭიმა,კაბინეტში ყველაფერი დალეწა..
-ოთო!-თემო!ცხოველივით ღრიალემდბა.
-რახდება მშვიდობაა?შემოცვივდნენ ბიჭები..
-ახლავე მიპოვეთ დემეტრე კიკნაძე და ძველ საწყობში წაიყვანეთ..
-კარგი ვიპოვით.-მაგრამ რა ხდება?
-ნუკა და ეგ ხდება..
ბიჭებს ფერი გადაუვიდათ სახეზე,იცოდა დუდა ამას არ აპატიებდა არცერთს..დემეტრე იპოვეს,მანქანაში ჩაკუჭეს და საწყობში წაათრიეს.
-საწყობში გვყავს ძმაო.
დუდა ეგრევე წავიდა.
-შე ახ*ვარო ხომ გითხარი ნუკას არ გაეკაროთქო?
-ნუკა ჩემია,-ცხრა შვილი რომ გაგიჩნდეთ, ადრე თუ გვიან მაინც ჩემთან იქნება..
დუდამ ვეღარ მოითბინა და გონის დაკარგვამდე ცემა,ბიჭებმა მოაშორეს მოკვდება ეგრეო..
-სასწრაფოს დაურეკეთ.-წაათრიონ.
-დაგიჭრენ დუდა.
-ფეხებივ ვერ რა.-არც ეგეთი დებილია მიჩივლოს.
-სასწრაფოს დაურეკეს და თვითონ ბარში წავიდნენ.
ძალიან ბევრი დალიეს.დუდა ძალიან ნასვამი იყო.ბიჭებს დაემშვიდობა და სახლში მივიდა.ოთახში ავიდა ნუკას არ ეძინა..
-ვა ცოლი დაბრუნებულა სახლში.-სად იყავი დღეს?ირონიულად გაუღიმა და ისე კითხა.
ნუკას ფერი გადაუვიდა სახეზე.
-არსად.
-ნუკა ნუ მატყუებ.იღრიალა.
-დემეტრე ვნახე.
-რაო მერე დემეტრემ?-ჩემზე მეტად გასიამოვნა?-გადაწყვიტე ასე გეძია შური?-ასე ძალიან თუ გინდოდა მასთან ყოფნა გეთქვა და გაგიშვებდი..
დუდას სილა გააწნა სახეში.
-შენ მე ვინ გგონივარ?-ისე ძალიან გინდივარ, უკვე ჩემს შეურაცხყოფაზე გადახვედი?-აი მოდი აქ ვარ,ხალათი გაიხადა და შიშველი დადგა მის წინ.დუდამ ვეღარ მოითბინა და ცხოველურად დაეტაკა ნუკას,უკოცნიდა ტუჩებს, ყელს,მკერდს,თან კბენდა.საწოლზე დაგდო და ზემოდან მოექცა.გაცხოველებული იყო და ვერ აცნობიერებდა თუ რა უხეშად ექცეოდა ნუკას.ძლიერი ბიძგებით შევიდა მასში.ნუკამ თვალზე ცრემლი ვერ შეიკავა,არ იყო ეს ტკივილის ცრემლი,ეს ცრემლი მისი და დუდას დაშორების იყო.იცოდა რომ ამ ღამის მერე მასთან აღარ დარჩებოდა.განა იმიტომ რომ არ უყვარდა?უყვარდა, სიგიჟემდე უყვარდა, მაგრამ მის უნდობლობას ვერ იტანდა.სიამოვნების კულმინაციას რომ მიახწიეს,დუდა აზრზე მოვიდა,განადგურებული ნუკა რომ ნახა,თავის თავი შეზიღდა.ამის დედაც!არაკაცი ხარ დუდა ფანგანო,იმეორებდა გულში...ნუკას სახეზე დაუწყო ფერება და თან ბუტბუტებდა.
-მაპატიე გთხოვ.-ცხოველი ვარ.არ მინდოდა.-ჭკუიდან გადავედი როცა ფოტოები ვნახე...-ნუკა გაიღე ხმა გთხოვ, გამლანძღე,დამარტყი ოღონდ რამე მითხარი..
ნუკა ხმას არ იღებდა გაქვავებული იწვა.დუდა რომ აღარ გაჩუმდა უთხრა.
-დავიძინოთ დუდა.
-ნუკა არაკაცურად მოვიქეცი და შენ მხოლოდ იმას მეუბნები რომ დავიძინოთ?
-აბა რა გითხრა?
-არვიცი!-რამე მითხარი, ოღონდ დავიძინოთ არა...
-მე მეძინება...
-ამის დედაც...
დუდა ფეხზე წამოხტა, ჩაიცვა და სახლიდან გიჟივით გავარდა..
მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ნუკამ ზლუქუნი...
-წავიდა!- იმის მაგივრად რომ დარჩენილიყო წავიდა...ნუკა ფეხზე ადგა,ბარგი ჩაალაგა, ტაქსი გამოიძახა და თავის ბინაში დაბრუნდა...
როგორ იყო დუდა?განადგურებული...ასე ცხოვრებაში არ მოქცეულა, მაგრამ გააგიჟა ფოტოებმა. უყვარდა ნუკა, სიგიჟემდე უყვარდა და ვერ აიტანა...დუდა ნიას საფლავზე ავიდა.
-ნია ჩემო ფერია მოვედი.-იცი რა არაკაცი ვარ?შენ ვერ გაგიფრთხილდი,ვერც მას გავუფრთხილდი.მისი გაცნობის დღემდეე მიყვარდი,ვერ გავაქრე შენი სიყვარული.არც ახლა დამიკარგავს, ჩემი გულის რაღაც ნაწილს სულ ეყვარები, მაგრამ ვცოცხლობ და მიყვარს. ეს თავისთვის შემომეპარა, რა გავაკეთო?
-ძალიან მიყვარს..როგორ დავავიწყო ეს ღამე?შენ ხომ ჩემი მეგობარიც იყავი?დამეხმარე რა გავაკეთო?ნია რატომ მოხდა ასე?მან რომც მაპატიოს, მე ვერ ვაპატიებ ჩემს თავს, მე დუდა ფანგანს ეს არ უნდა დამმართნოდა.ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს..დუდა ცივ ქვას მოეფერა, ერთი ამოიოხრა და სახლში დაბრუნდა..ნუკა რომ იქ არ დახვდა ჭკუიდან გადავიდა.მანქანა დაქოქა და ნუკას სახლისკენ წავიდა..კიბეები აირბინა და კარზე ზარისთვის ხელი არ აუშვი..
-რომელი ხართ?
მოესმა დუდას საყვარელი ქალის ხმა..
-ნუკა გამიღე გთხოვ კარი..
ნუკამ დუდას ხმა რომ გაიგონა ცრემლები გადმოცვივდა,მაგრამ მაინც მტკიცედ გაძახა..
-დუდა წადი აქედან.-მეც გთოხვ..
-ნუკა მაპატიე გთხოვ.-კარი გამიღე და წავალ მერე..
-დუდა ახლა არა რა.-ახლა არა გთხოვ..
-ნუკა გამიღე კარები.
ნუკამაც ვეღარ მოითბინა და კარები გაუღო..
დუდამ მისი საყვარელი ქალი რომ დაინახა, თავი ვეღარ შეიკავა და მოეხვია..
-შენ ვერც კი წარმოიდგენ რა დამემართა სახლში რომ არ დამხვდი..
-მაპატიე ნუკა.- რა გავაკეთო რომ მაპატიო?მითხარი..
-რა მნიშვნელობა აქვს დუდა ჩემს პატიებას?-რა მნიშვნელობა აქვს ერთხელ გვექნებოდა ურთიერთობა თუ ორჯერ.რა მნიშვნელობა აქვს მაგას?- მე ხომ ისედაც არ ვარ პატიოსანი. ქალი რომელიც დუდა ფანგანს არ შეეფერება.-მე ხომ დუდა ფანგანს ყოფილთან ვღალატობ?ლაპარაკობდა ნუკა და თან ხმას უწევდა..
-მიყვარხარ ნუკა..
-ჰაჰ.-იცი რომ დიდი ვარ უკვე ზღაპრებისთვის ფანგანო?
-არ გჯერა?
-არასდროს დავიჯერებ..
-მაშინ აზრიც არ აქვს ჩემს აქ ყოფნას..-ახლა ამ კარიდან როგორც კი გავალ,აქ დავმთავრდებით მე და შენ,ჩვენ, დუდა და ნუკა..-უბრალოდ იცოდე რომ სამყაროზე მეტად მიყვარხარ,ყველაზე და ყველაფერზე მეტად,მაგრამ არ ვაპირებ უკან გზდიო, თავისუფლება შეგიზღუდო და ჩემი შენდამი სიყვარულით თავი მოგაბეზრო..-ერთი ის რომ ამ კარიდან თავისუფალი კაცი გავალ და შენც თავისუფალი იქნები და მერე პრეტენზიები აღარ გვექნება..მიუხედავად იმისა რომ გამიჭირდება უშენოდ დაძინება ჩვენს ოთახში,ან დილით უშენოდ გაღვიძება...-არაფერს ვითხოვ შენგან, უბრალოდ მაპატიე...-თუ ოდესმე მაპატიებ იცი სადაც უნდა მიპოვო..-არ ველი შენგან სიყვარულს,მხოლოდ პატიება მინდა...მშვიდობით ნუკა.
უკან მოუხედავად გავიდა კარიდან, კიბეები ჩაირბინა,მანქანაში ჩაჯდა და გიჟივით მოსწყდა ადგილს.
ნუკა განადგურებული იყო.ამ წამს მოისმინა საყვარელი კაცისგან,ის სიტყვები რასაც აქამდე არ ელოდა და ვერც კი იოცნებებდა,თუ მართლა გაიგონებდა ოდესმე ამ სიტყვებს...
-ნუთუ მართლა ვუყვარვარ?თვალები,თვალები არ მომატყუებდნენ..-ხვალ წავალ,აუცილებლად წავალ და ვეტყვი თუ როგორ მიყვარს..
ნუკა ისეთი ბედნიერი იყო დუდას აღიარებით, სახე გაბადრული შევიდა ოთახში და მშვიდად დაიძინა..
მეორე დილით ადრე გაიღვიძა ნუკამ,ჯინსის შარვალი,თეთრი მაისური და თეთრი სპორტული ფეხსაცმელები მოირგო ფეხზე, თმა გაიშალა, ჩანთა გადაიკიდა და დუდას სახლში წავიდა..კარი ღია დახვდა. სირბილით აირბინა კიბეები, კარს რომ მიუახლოვდა დაიძახა..
-დუდა მოვედი..
კარი შეაღო და გაშეშდა.საწოლში შიშველი თეკლა და დუდა რომ დაინახა..დუდამ ნუკას დაძახებაზე ეგრევე გაიღვიძა..
-ბოდიში.თქვა ნუკამ და კარი გამოიხურა.
-ნუკა მოიცადეე.
.დუდა მისდევდა უკან და თან შარვალს იცმევდა..
ნუკა ხმას არ ცემდა. სანამ დუდამ მაჯაში არ ჩაავლო ხელი.
-მოიცადე რომ გეძახი..-გთხოვ.
-არაა ისე როგორვ დაინახე.
ნუკას სიმწრისგან ჩაეცინა..
-დუდა რატომ მიხსნი?მე არავინ ვარ.
-შენ ჩემი ყველაფერი ხარ.-მიყვარხარ ნუკა..
-შენი აზრით ნორმალურია
ეს ყველაფერი?-ადი ზემოთ გელოდებიან.
-ნუკა მომისმინე..-ამის დედაც მომისმინე..
-დუდა აქ მოსასმენი არაფერია..მე იმისთვის მოვედი რომ მეთქვა გაპატიე.-ხო დუდა გაპატიე ამის წინა ღამე..-შეგიძლია სინდისი დაიმშვიდო მე გაპატიე..აი აქ დამთავრდა დუდა და ნუკა..-.განქორწინების საბუთებს ადვოკატს გამოვატან..
-ნუკა ასე ვერ წახვალ..
-როგორვ მოვედი,ისე წავალ და ამაში ხელს ვერაფერი შემიშლის.
-ვერ წახვალ.უღრიალა და ტუჩებზე გიჟივით დააცხრა..-მიყვარხარ ნუკა მთელი არსებით..
-მე არ მიყვარხარ დუდა..-მშვიდობით..
ნუკა ეზოდან გამოვიდა და გზას გაუდგა.
.დუდა განადგურებული დატოვა.
ნუკაც განადგურებული მიდიოდა, არადა გზაში გეგმებს აწყობდა როგორ ეტყოდა დუდას,თუ რა ძალიან უყვარდა ის...კიდევ ორი კვირა გავიდა მათი ბოლო შეხვედრიდან, სიგიჟემდე ენატრებოდათ ერთმანეთი...დუდამ განქორწინების საბუთები მიიღო.ხელს აწერდა ოთო რომ შევიდა კაბინეტში..
-რაშვები ტო!
-განქორწინების საბუთებზე ხელს ვაწერ.
უთხრა და მწარედ ჩაიცინა..
-გაგიჟდი ტო?რა განქორწინება ძმაო,
მიდი და გოგო დაიბრუნე,გიყვარს და უყვარხარ..
-არა ოთო აზრი არ აქვს.-ვერ მაპატიებს. მას კი უფლება აქვს ბედნიერი იყოს.-ძალით რომ წამოვიყვანე და დავისვი სახლში არ ეყო?-ეყო ჰოდა იყოს ბედნიერი.
-შენ რას აპირებ?
-ახლა ამ საბუთებს ხელს მოვაწერ და ხვალ ამერიკაში გავფრინდები..
-გადაწყვიტე?
-კი
-ანუ აზრი არ აქვს საუბრის გაგრძელებას..
-გეთანხმები ოთო.
-როდის ჩამოხვალ?
-არვიცი.-ერთი თხოვნა მაქვს ნუკას ყურადღება მიაქციეთ..-დემეტრე არ გაეკაროს თორემ გავანადგურებ...ვისთანაც უნდა იმასთან იყოს ოღონდ მასთან არა ეს სიტყვები გადაეცით..
დუდამ განქორწინების საბუთებს ხელი მოაწერე,ბიჭებს დაემშვიდობა და აეროპორტში წავიდა, არ ისურვა გაცილება,ამიტომ მარტო წავიდა..
ოთომ ნუკას საბუთები მიუტანა..
-მოაწერა?
-კი.
-რა გჭირს?
-წავიდა.
-სად წავიდა?
-ამერიკაში და არვიცით როდის დაბრუნდება.
-კარგია ოთო.-მინდა ბედნიერი იყოს..
-უშენოდ ბედნიერი ვერ იქნება.
-იქნება ოთო იქნება.-წინა ღამით სიყვარულს მეფიცებოდა და დილით თეკლასთან დავინახე და თან როგორ სიტუაციაში დავინახე..-ამას ვერ ვაპატიებდი..-არ ვუყვარვარ უბრალოდ ეს არის სიმართლე..-აი ახლაც ადგა და წავიდა რა მალე დამთმო დაინახე?
-ნუთუ ვერ გაიცანი?ხომ იცი რომ არ შეგაწუხებდა.გითხრა ერთხელ?ესეიგი სიმართლეა და უნდა დაუჯერო.-დუდა ასეთია იტყვის ერთხელ და მორჩა. უკვე შენი გადასაწყვეტია დაუჯერებ თუ არა..თუ დაუჯერებ ისე იქნება მთელი ცხოვრება და თუ არა ასე გაგრძელდება..
-არვიცი ოთო.-მაგრამ ის კი ვიცი რომ მოვკვდები მის გარეშე.უკვე ორი კვირაა ვკვდები,მაგრამ ვიცოდი რომ აქ იყო.-ახლა აქ არაა და არვიცი ოდესმე ვნახავ თუ არაა..ეს კი მომკლავს..
-კარგი ნუკა დამშვიდდი..-ნანუკა სადაა?
-მოვა მალეე..-აი კარის ხმაა მოვიდოდა..
-მოვედიი..
-ჩემი გოგო მოსულა..
-ოთო სად ხარ ორი დღეა?
-აუ საქმეები მქონდა შენთავს ვფიცავარ..
-რა სახეები ჩამოგტირით?
-დუდა წავიდა..
-არ არსებობს.-მოვკლავ.
-კარგი ნანუკა დამშვიდდი.მე იმითაც ბედნიერი ვარ რომ შენ და ოთო ხართ ერთად..მიყვარხართ მე თქვენ.
ნუკამ ხელი მოხვია ნანუკას და ოთოს..-ხო მართლა გადარეული თაკო და თემო სად არიან?
-დღეს ბრუნდებიან თაფლობის თვიდან..
-კარგი მაშინ მოვიდნენ აქ და ავღნიშნოთ..-ბედნიერი ვარ რომ გაგიცანით..
-ნუკა როგორ შეგიძლია ასეთი იყო?
-ასეთი როგორი?
-სევდიდანი და თან მხიარული.
-ოთო სევდა ჩემია და აი აქ გულში მაქვს.-ღამით განვმარტოვდებით მე და სევდა.-თქვენ კი მაბედნიერებთ და სულაც არ ვაპირებ ჩემი სევდით თქვე დაგთრგუნოთ..-მინდა რომ თქვენ ოთხნი მაინც იყოთ ბედნიერები.
-და შენ ნუკა?
-ყველაფერი კარგად იქნება ოთო,მე ამის მჯერა..-ახლა წავალ დავიძინებ,დღეს ძალიან დავიღალე.დარჩით აქ დღეს..
-კარგი ტო დამტოვებს ეს შენი დაქალი რო?
-სახლი ჩემია და შეგიძლია დარჩე ოთო..-კარიც დაკეტილია ვერსად წავა..
-შენ ჩემი დაქალი ხარ თუ ამის?წამოენთო ნანუკა..
-შენი დაქალი.- მაგრამ მომავალი სიძის მხარეს ვარ..გაიცინა ნუკამ..
-აი რძალო მიტომ მიყვარხარ.წამოიყვირა ოთომ..
ნუკას რძალოს გაგონებაზე ცრემლები ჩაუდგა თვალებში..
-კარგით შევალ.-ღამემშვიდობის ბავშვებო,ბევრი არ იცელქოთ..
დაუბარა ნუკამ და ოთახში გაუჩინარდა..


-ნანუკა რა ვქნათ?
-არაფერი ოთო.- რა უნდა ვქნათ?-დუდაზე ძალიან გაბრაზებული ვარ.-ასე როგორ წავიდა?
-არვიცი ტო!-არაფერი არვიცი.-არადა უყვარს ძალიან..
-თუ უყვარს, ასე უნდა წასულიყო ოთო?
-რომ უყვარს მიტომ წავიდა.-დავიძინოთ კარგი?
-შენ დივანზე დაიძინებ..
-აუ მე შენთან მინდა..
-არავითარ შემთხვევაში..
-როგორ მიყვარხარ შენ ხომ არ იცი..
-მეც მიყვარხარ ძალიან..
ოთოს მაინც დივანზე მოუწია დაძინებამ.ნანუკაც დაწვა..ნუკას კი მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს..
დილით ოთოს ტელეფონმა დარეკა..
-რაშვები ტო?-რატომ არ დაგვხვდით აეროპორტში?
-აუ თემო შენ ძმობას ვფიცავარ აქ აირია ყველაფერი.-გუშინ ცოტა რთული დღე იყო და ვერ მოვახერხეთ.
-მშვიდობაა?
-ამას თუ მშვიდობა ქვია,- რავი.
-რახდება?
-ნუკასთან ვართ.- მოკიდე თაკოს ხელი და გამოდით აქ..
-რა მოხდა ტო?
-დუდა წავიდა.
-კაი მოვდივარ..
ნახევარ საათში თაკო და თემოც მივიდნენ.
-ვა გვრიტები ჩამოსულან..
-თქვენ როგორ ხართ გვრიტებო?
-ჩვენც ვართ რაა.
-რა მოხდა თქვით ან ნუკა სადაა?
-ბევრი რამე მოხდა.-აი დემეტრე რომ ვნახეთ ბოლოს იმის მერე სიტუაცია აირია.-კონკრეტულად რა მოხდა ნუკას და დუდას შორის არვიცით, მაგრამ ფაქტია განქორწინდნენ..-დუდა ამერიკაში წავიდა.
-და ჩემი დაქალი, თქვენი უტვინო ძმაკაცის გამო,ქალს აღარ გავს.
-კაი ნანუკა დამშვიდდი.
-ვნახავ ნუკას ხო?
-მიდი თაკო ოთახშია..
თაკომ ნუკას კარებზე დააკაკუნა.
-შეიძლება შემოვიდე?
-თაკო?მოდი.
-როგორ ხარ ჩემო პატარავ..
-კარგად თაკო.- თქვენ როგორ ხართ?თემო სადაა?როგორ დაისვენეთ?
-ეგ მერე იყოს..-ვის ატყუებ რომ კარგად ხარ?-ახლა ადგები და ცხოვრებას გააგრძელებ.-დუდა აუცილებლად დაბრუნდება..-ასეთს ვერ შეგეგუებით, ვერც მე ,ვერც ნანუკა და ვერც ბიჭები..
-მართალია თაკო.
ერთხმად დაიძახა სამივემ.-ჩვენ ხომ შენთან ვართ?-არასდროს მიგატოვებთ..
-მიყვარხართ ბავშვებო.
-ჩვენც მაგრად გვიყვარხარ და ადე ახლა ვისაუზმოთ.
-მართალი ხართ.-ცხოვრება გრძელდება..
-ხოდა ეგრე რაა..
ნუკა ფეხზე ადგა, ხასიათზეც მოვიდა,სამზარეულოში გავიდნენ, ისაუბრეს, ბევრი იცინეს და საღამოს დაიშალნენ..
-წავალთ ახლა და ხვალ მოვალთ ისევ.
-ღამემშვიდობის.
ნანუკა ნუკასთან დარჩა.
-ნანუ რაღაც უნდა გითხრა.
-რა მოხდა?
-მგონი ორსულად ვარ.-გადამიცდა
-ჰაა?-არ შემშალო.-ვაიმე რა მაგარია დეიდა გავხდები.
-ნუ კივი.- ჯერ ზუსტად არვიცი,ხვალ ექიმთან წავალ და გავიგებ..
-რომ მართლა იყო?
-მერე მაგას რა ჯობია?-შვილი მეყოლება საყვარელი მამაკაცისგან..
-დუდას არ ეტყვი?
-არა ნანუ არ ვეტყვი.-არ მინდა ბავშვის გამო ჩამოვიდეს, ან ბავშვის გამო იყოს ჩემთან..
-ასე არ შეიძლება.-ბიჭები ეტყვიან..
-საფრანგეთში წავალ მამიდაჩემის დაქალია იქ..-.ბავშვს იქ გავაჩენ. წლების მერე დავბრუნდები და ვეტყვი რომ ჩემი შვილია..
-ასე არ შეიძლება.
-შეიძლება და შენ ხმას არ გაიღებ.
მეორე დღეს ექიმთან წავიდა. ანალიზები აიღო და მისი ეჭვი გამართლდა. ორსულად იყო და მუცელში პატარა ფანგანი ყავდა..უზომოდ ბედნიერი იყო, რადგან ამ ცხოვრებაში მარტო აღარ იქნებოდა. იქნებოდნენ ის და მისი შვილი,მისი სიყვარულის ნაყოფი.ეყოლებოდა ადამიანი, ვის გამოც ყველაფერს გააკეთებდა..ეს იყო მისთვის, შეუფასებელი ბედნიერება..
სახლში რომ მივიდა იბანავა და მუცელს დაუწყო ფერება.
-დე ჩემო წერტილო, აი აქ ხარ ჩემში.-ამ წამიდან ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ და მეყვარები.-ღვთის საჩუქარი ხარ და მადლობა უფალს ამხელა ბედნიერებისთვის.საუბარში კარის ზარმა შეუშალა ხელი, ხალათი მოიცვა და კარებთან მივიდა..
ბიჭები იყვნენ..
-კრასოტკა როგორ ხარ?
-გამარჯობა ფერიავ..
-ბიჭებო შემოდით.-გოგოები სად დაკარგეთ?
-თაკო სამსახურშია ნანუკას გამოუვლის და მოვლენ..
-ყავას დალევთ?
-კი დავლევთ.
ნუკამ ყავა მოადუღა და წინ დაუდო ბიჭებს.
-აბა თქვით რა ხდება?
-ჩვენთან არაფერი.-შენთან რა ხდება ეგ თქვი,რაღაც ძაან შეცვლილი ხარ, გუშინ მოღუშული იყავი, დღეს თითქოს ბედნიერი ხარ..
ნუკას სახეზე ფერებმა გადაურაა.
-არაფერი რა უნდა იყოს?როდემდე უნდა ვიყო მოწყენილი.-ცხოვრება გრძელდება..
-მართალი ხარ კრასოტკ.-მჯერა რომ ერთად იქნებით.-აი ნახავ ვერ გაძლებს და ჩამოვა..
-ოთო აღარ მინდა დუდას გახსენება.- გთხოვთ დავხუროთ ეს თემა..
ბიჭები ნუკასგან ამას არ ელოდნენ და გაჩუმდნენ.თემოს ტელეფონმა დაურეკა..
-თეემ მანქანა გამიფუჭდა და გამო გთხოვ რაა..
-კაი მოვდივარ.
-რახდება?
-თაკოს მანქანა გაუფუჭდა და უნდა გავიდე იქნები თუ წამოხვალ?
-წამოვალ ტო..-ნუკ გავალთ და ხვალ მოვალთ ხო?
-კარგი.კარებამდე მიაცილა ბიჭები ორივეს მაგრად ჩაეხუტა..-მიყვარხართ.
-ჩვენც გვიყვარხარ ფერია.
.თემომ ლოყაზე უჩქმიტა გაუღიმა და მიდიოდნენ, ნანუკა რომ შეხვდათ კიბეებზე.
-ე სად მიდიხართ?ახლა მოვედი მე.
-პატარავ თაკოს მანქანა გაუფუჭდა და თემოს უნდა გავყვე ხვალ გნახავ.-კაი?
-კაი მიდით,-მე ნუკასთან დავრჩები..
ნანუკა სახლში ავიდა..
-ნუკა მოვედი.-სად ხარ?
-სამზარეულოში ვარ..
-რას აკეთებ?
-უნდა ვჭამო.-ახლა ორი ვართ დეიდა და ბევრი ჭამა გვინდა, მე და დედიკოსო.
-არარსებობს რა მაგარიაა.
ნანუკამ იკივლა და ნუკას ჩაეხუტა.
-მისმინე!ერთ კვირაში ბარგს ჩავალაგებ და საფრანგეთში წავალ.-არავის არ ეტყვი სად ვარ.-იცოდე დამკარგავ თუ კრინტს დაძრავ..
-მერე მე აქ რა გავაკეთო უშენოდ?
-დაგირეკავ ხოლმე.-არ უნდა გაიგონ ეს ამბავი ნანუკა.
-კარგი სამარე ვარ ხომ იცი.
-კაი. მეძინება,- წავალ ახლა დავიძინებ.
საღამოს 7 საათი იყო რომ გაიღვიძა..
-ნანუკა მოდი რა ბარგი ჩამალაგებინე..
-მოვდივარ ხო..
ბარგი შეკრეს, ცოტა დანაზოგი ქონდა და იმით გაიტანდა თავს,მერე რაღაც იქნებოდა..ერთ კვირაში გაფრინდა საფრანგეთში..იქ მამიდამისის დაქალი დახვდა, სახლიც აქირავებინა და სამსახურიც უშოვა..
ნუკას წასვლიდან რამოდენიმე საათში, ნანუკამ ოთოს დაურეკა.
-ოთო ახლავე ამოდი ნუკასთან..
-რახდება?
-ამოდი რა,ამოდი.
ოთო 40 წუთში ნუკას სახლთან იყო და კარებზე ზარს რეკავდა, ნანუკამ რომ გაუღო თვალცრემლიანმა..
-რა გჭირს ტო?
-წავიდა.
-ვინ წავიდა?დამშვიდდი და ისე მითხარი.
-ნუკა წავიდა ,ჩემი ნუკა.-აი წერილი დატოვა..არ მეძებოთ როცა დრო მოვა თავად დავბრუნდებიო...
ასე იყვნენ მოლაპარაკებული ნანუკა და ნუკა.
-რას ქვია წავიდა?რას ქვია აღარ ვეძებოთ?-დუდა გაგიჟდება.
-ხოდა გაგიჟდეს, ეგ რომ არ წასულიყო ჩემი გოგო აქ იქნებოდა..
-კარგი დამშვიდდი.-დუდას ამას ვერ ვეტყვით.
ბიჭებმა მთელი თბილისი შემოიარეს მაგრამ ვერსად იპოვეს.
-ნანუკა არიცი სად უნდა წასულიყო?
-არვიცი თემო არავინ ყავს.
ნუკა ვერსად იპოვეს და ბედს შეეგუენ.ნუკასთან ერთად დემეტრეც გაქრა ბიჭები კი გაგიჟებულები იყვნენ..
-დუდას ადანაშაულებდი ნანუკა და შენმა დაქალმა უარესი გააკეთა..
-ნანუკას სისხლმა აასხა.-რა გააკეთა ნუკამ?
-დემეტრეც გაქრა..
-თქვენ ფიქრობთ რომ ერთად არიან?
-ასე ჩანს..
-ჩემი დაქალი ასე არასდროს მოიქცევა და მეორედ არ გავიგო რომ რამე თქვათ მასზე. თორემ ოთო ჩემი სახელი აღარ ახსენო..
ასე გადიოდა დრო, ნანუკა და ნუკა ყოველდღე ლაპარაკობდნენ ტელეფონზე, ყოველთვის ნანუკა ურეკავდა ,რადგან ნუკას რომ დაერეკა და ბიჭებთან ერთად ყოფილიყო, თავს ვერ დაიძვრენდა..დუდაც ყოველდღე ელაპარაკებოდა ბიჭებს.ვერ ეუბნებოდენ რომ ნუკა წავიდა..
9 თვის შემდეგ დაიბადა თემოს და თაკოს შვილი სანდრო.
9 თვის შემდეგ დაიბადა ნია ფანგანიც.
ხო სწორად მიხვდი მკითხველო. ნიას პატივსაცემად დაარქვა, რადგან ფიქრობდა ნია რომ არ ყოფილიყო,დუდას ვერასდროს გაიცნობდა..ასე გავიდა 3 წელი.ოთომ და ნანუკამ დაქორწინება გადაწყვიტეს, როდემდე ვიყოთ ასე ცალცალკეო..
-ნუკა როგორ ხართ?ჩემი ნიაკო როგორ არის?
-ნანუკა შენ როგორ ხარ?ნიაკო კარგად არის.-ტიტინებს და არის..
-ვაიმე მეც კარგად ვარ.-ოთომ ხელი მთხოვაა.
-რა მაგარია გილოცავ ჩემო თბილო..
-ხოდა ქორწილი გვაქვს ორ კვირაში.-ეჭვი რომ არ გამოვიწვიოთ მანამდე უნდა ჩამოხვიდე.-არის უკვე დრო მგონი.-იცოდე არ გაპატიებ რომ არ ჩამოხვიდე..
-კარგი დამშვიდდი. ისედაც ვაპირებდი დაბრუნებას.-დროა უკვე.-ხომ იცი შენს გარდა არავინ მყავს.-შენს ქორწილს არ გავმაზავ.
-ბილეთებს ვიყიდი და გამოვფრინდები..
-ვაიმე როგორ მომენატრეე.-შენც და ეგ მეტიჩარაც მანდ რომ გყავს..
-კარგი წავედი.- ბარგს ჩავალაგებ, ჩემს უფროსსაც დაველაპარაკები და ჩამოვალ.
-გელოდები ჩემო პატარავ..
ნუკამ ტელეფონი როგორც კი გათიშა ბარგის ჩალაგება დაიწყო..
-დე ცად მივდივართ?
-საქართველოში დე.
-იქ მამაც ვნაქავ?
-არვიცი პატარავ.-ხომ გითხარი რომ მამა საქართველოში არ ცხოვრობს?
-მინდა მამიტოს გაცნობა,მეც მიდა სხვა ბავსვებივით მკავდეს მამა..
-გეყოლება დედი,აუცილებლად გეყლოება..-იქ რომ ჩავალთ ოთო და თემო ძიას გაიცნობ.-ნანუკა დეიდას უკვე ხომ იცნობ?
-ტი ვიცნობ
-ხოდა ახლა ისე გაიცნობ..-კიდევ გიჟ თაკო დეიდას გაგაცნობ..-მის პატარა სანდროს..
-უპს მიდა საქათველოსი მალე ტავიდეთ ლა დე..
-მალე წავალთ დე მალეე.
ოთომ დუდას დაურეკა.ტელეფონი რომ არ აიღო ცოტა ანერვიულდა.
ცოტახანში კარებზე ზარი გაისმა..რომ გააღო თვალები გაოცებისგან დაქაჩა და სიხარულისგან ყურებამდე გაიღიმა.
-არ მჯერა ტო!-აი არ მჯერა.
-შემატარე და დაგაჯერებ.
-არარსებობს,-ჩემი ძმა ჩამოვიდაა!
ჩაეხუტა და მაგრად ურტყამდა ზურგზე ხელებს.
-კაი ტო ამომასუნთქე.-შენს ქორწილს არ გავმაზავდი და სიურპრიზი მოგიწყე წინა საქორწილოდ..
-საიდან გაიგე ტო..
-საიდან და თემოდან შენ აღარ გეცალა ჩემთვის.
-აუ როგორ გამახარე დუდა შენ ხო აზრზეც არ ხარ.-ძმა ხარ ტო.
დუდა სახლში შევიდა დივანზე დაჯდა..
-რახდება აქეთ?
-რავი არაფერი.- ქორწილის თემებში ვართ რა..
-ეგ ისედაც ვიცი.-იცი რასაც გეკითხები.
-რას მეკითხები?ოთო დაიძაბა ვითომ ვერ მიხვდა..
-რამ გამოგა*ირა ტო?-ცოლის მოყვანამ მასე იცის?-ნუკაზე გეკითხები.
ოთომ სახეზე ხელები ჩამოისვა და ერთი ამოისუნთქა..
-რახდება?
-წავიდა.
-ვინ წავიდა?ან სად წავიდა?დაიბნა დუდა..
-ნუკა წავიდა.
-სად?ძაან მშვიდად კითხა.
-არვიცით.-ვერსად ვიპოვეთ.
-რატომ არ მითხრარით?
-იმიტომ რომ ჩვენ ჩაგვაბარე და ვერ გავუფრთხილდით.-წერილი დატოვა, როცა დრო მოვა თვითონ დავბრუნდები არ მეძებოთო..
-ნანუკამ არაფერი იცის?
-არა არაფერი..-იცი?ნუკა რომ გაქრა მის მერე დემეტრეც არ გამოჩენილა.
-ამის დედაც იღრიალა დუდამ..-დემეტრე! მაინც დემეტრე არა?-3 წელია გულში მყავს და ვერ ამოვძირკვე და რის გამო?-ისევ დემეტრესთან ერთად წავიდა..
-კარგი დამშვიდდი ტო:
-ერთიდაიგივე ომში ორჯერ დავმარცხდი ოთო..ამის დედაც.
დუდას ჩამოსვლიდან სამ დღეში ნუკაც ჩამოვიდა საქართველოში, აეროპორტში ნანუკა დახვდა.
-ვაიმე ჩემი წერტილიი მოდი დეიდასთან..
-ნანუტაა ნიამ დაუძახა და ყელზე მოხვია პაწაწინა ხელები..
-ჩემო ფერიავ..მოეხვია ნუკასაც..
-წავიდეთ სახლში ძალიან დავიღალე..
სახლში რომ მივიდნენ ნუკას ცრემლები გადმოცვივდა.
-როგორ მომენატრა ჩემი სახლი, თბილისი,თქვენ ყველანი..
-ხოდა ჩამოხვედი..
-აწი აღარასდროს წავალ..-რაც იქნება იქნება..
-დე მე?-ნიას ედინება.
-ახლავე დე..
ნუკამ ბავშვი დაბანა და დააძინა, სამზარეულოში გავიდა შემდეგ..ნანუკა მაგიდასთან იჯდა ორი ყავის ფინჯნით..
-დაჯექი.
-რა გჭირს ნანუკა?
-დუდა ჩამოვიდა.- 3 დღის უკან..
-დუდა?ყავა გადაცდა..
-ნელა გოგო არ დაიხრჩო..
-მერე რა რომ ჩამოვიდა?
-შენ რომ წახვედი დემეტრეც გაქრა.-ბიჭებს ეგონათ რომ მასთან ერთად წახვედი..
-არარსებობს.
-არსებობს,არსებობს და ყველაზე უარესი დუდასაც ეგრე გონია..
-ხოდა ძალიან კარგი.- ეგონოს! ქორწილში თავს მაინც არ მომაბეზრებს.
-რას ამბობ ნუკა?-ბავშვი დუდას ასლია..-შენი აზრით ვერ მიხვდება?
-კარგი მაცადე, არ მინდა მაგაზე ფიქრი ახლა..-აუ ახლა ჩამოვედი მე და შენ უკვე უნდა გადახვიდე.-რა ვქნა?-უშენოდ მარტომ როგორ ვიცხოვრო ამ სახლში?
-ხშირად მოვალ..-ქორწილამდე ბიჭებს არ ნახავ?
-ბიჭებს თუ ვნახავ გამოდის რომ დუდასაც ვნახავ..
-ხო იცი რომ მაინც მოგიწევს ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს როდის ნახავ..
-კი მომიწევს..
-აღარ გიყვარს?
-რას ამბობ ნანუკა?-სიცოხლეზე მეტად მიყვარს.
-მერე რატომ იქცევი მასე?
-როგორ ასე ნანუკა?-იქნებ ვინმე ყავს?-არა რა მაცადე.
ნუკას და ნანუკას ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა საუბარი..ოთო იყო.
-ხო სიყვარულო.-რაშვები?
-პატარავ ბარში ვარ და გამოდი.
-გამოვალ ახლავე..
-ოკ.
რა უნდოდა სიძეს?სიცილით უთხრა ნუკამ.
-ბარში ვარ და გამოდიო.-აუ ვეტყვი რა ოთოს გთხოვ და არ იტყვის..
-კაი უთხარი.-ოღონდ დუდასთან არ წამოგცდეს.
-კარგი პატარავ.- წავედი ახლა და ღამე მოვალ..
-კაი მიდი.
ნუკამ ნანუკა გააცილა.აბაზანაში შევიდა და წყალი გადაივლო.
ნანუკა ბარში მივიდა.ოთოს მოეხვია და ისეთი აჟიტირებული იყო საერთოდ ვერ შეამჩნია დუდა ბართან რომ იდგა და სასმელს ელოდებოდა..
-ჩემო ცხოვრება რომ იცოდე რა მოხდაა.
-რამ გაგახარა ასე პატარავ?
-ნუკა ჩამოვიდა დღეს..
-სად არის?!მოესმა დუდას ხმა.
ნანუკა შეცბა და ენაზე იკბინა.ოთო გაოგნებული იყო.
-ნანუკა გეკითხები სად არის ნუკა?
-არვიცი..
-ნანუკა!-თუ იცი რომ ჩამოვიდა, ისიც გეცოდინება სად არის.
-ვერ გეტყვი.-არ შემიძლია..
-კარგი.-თვითონ ვიპოვი.
თქვა და გიჟივით გავარდა ბარიდან..გზაში ფიქრობდა,რომ პირველი ნუკას სახლში მივიდოდა,ასეც მოიქცა..უცებ აირბინა კიბეები, გული ამოვარდნას ქონდა, 3 წელი იყო არ ენახა.ყველაფერი ფეხებზე, თუნდაც დემეტრესთან ყოფილიყო უნდა ენახა, მეტს ვერ მოითბენდა, კარებზე ზარი დარეკა და კაკუნიც გადააბა ზედ..
ნუკამ ზარი და კარზე ბრახუნი რომ გაიგონა ხალათი მოიცვა და კარებთან მივიდა გაბრაზებული.თან ფიქრობდა ვინ უნდა იყოს კარები რომ ჩამომიღოო..კარი ისე გააღო არც გაუხედია.კარებთან დუდა რომ დაინახა ერთი შეაქანა და დუდას ხელები, რომ არა ალბათ ძირს დაეცემოდა..
-ნუკა კარგად ხარ?
-კი კი კარგად ვარ.
სამზარეულოში შეიყვანა, მაგიდასთან დასვა და ჭიქით წყალი მიაწოდა.ნუკამ მთლიანად დაცალა წყალი და ერთი ამოისუნთქა.
-კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ.
-ძალიან კარგი.-როგორ ხარ?
-კარგად დუდა.- თავად როგორ ხარ?
-გეტყობა რომ კარგად ხარ..-მოყევი.
-რა მოვყვე?
-ამის დედაც გოგო სი*ს ვგავარ?-სად იყავი ეს წლები?
-რა უფლებით მეკითხები მაგას?-თავად სად იყავი ეს წლები?
-ამერიკაში.
-მე კი საფრანგეთში..
-ჩემს ნერვებზე მაგრად უკრავ.გამოსცრა კბილებში..
-ვისთან ერთად იყავი?-დემეტრესთან არა?-ასე ძალიან თუ გიყვარდა ის ახ*არი ჩემთან რა გაჩერებდა?-მიპასუხე.
-ნუ ღრიალებ.-მარტო არ ვარ.წამოენთო ნუკა და მერე გააცნობიერა რაც თქვა.
-და ვის მალავ?-დემეტრეს?-სადაა?
ოთახებში დაიწყო სიარული, ნუკა უკან გაეკიდა, მაგრამ მოასწრო ნიას ოთახში შესვლა.დუდამ მძინარე ბავშვი რომ დაინახა გულში რაღაც ჩაწყდა.
-შვილი გყავს ტო?
-კი მყავს.
-ვისია?
ეუბნებოდა და თან ბავშვისკენ მიდიოდა.
-არ შეეხო.
-რატომ?-გგონია რამეს ვატკენ?
-არა!-უბრალოდ არ მინდა შეეხო..
-კარგი.-არ შევეხები.
მუჭები მომუშტა და ისე გავიდა ოთახიდან..
სამზარეულოში შევიდა და ნუკაც შეყვა..
ძაან ახლოს მივიდა ნუკასთან.დუდას სიახლოვისგან ღრმად დაიწყო სუნთქვა,საგრძნობლად აუდ, ჩაუდიოდა მკერდი.პირი გაუშრა,ოდნავ დააღო და ტუჩები დაისველა.
-ხედავ?-ჩემი სიახლოვითაც კი ვაღვიძებ შენს ჰორმონებს..-გიჟდები ჩემზე.
მანაც გაილოკა ტუჩები და გიჟივით დაეტაკა ნუკას ბაგეებს.ნუკამ მსუბუქად ამოიკვნესა.ფანგანი ამან უფრო გაახელა, ხელში აიტაცა და მაგიდაზე შემოსვა. ფეხებშუა მოექცა,კოცნით ჩაუყვა ტუჩებიდან ნიკაპზე,ყელზე და მკერდზე სველ კოცნებს უტოვებდა.ნუკა აზრზე მოვიდა და ხელი კრა..
-გაიწიე.ძირს ჩამოვიდა და ხალათი გაისწორა..
-გინდა რომ გავიწიო?
-კი.
-შენი სხეული მაგას არ ამბობს..-გავიწიე..-მერე?
-ახლა წადი და დაივიწყე რომ ვარსებობ.
--მე არა შენ დაივიწყე რომ ვარსებობ.-მე შენ ყველაზს მეტად მიყვარდი.-დღეს მართლა დამთავრდი ნუკა ჩემს ცხოვრებაში..-დემეტრესგან შვილი გყავს.მეორედ მომიგო ომი.-აი ის ანგელოზი ოთახში რომ წევს რას არ მივცემდი რომ ჩემი შვილი იყოს.-მაგრამ რას იზამ? ასეთია ცხოვრება.ნაბი*ვრებს უფრო უმართლებთ..-3 წელი ვიტანჯებოდი იმ ღამისთვის,ვერ ვაპატიე ჩემს თავს..-ხო შენ მაპატიე,მაგრამ მე ვერ ვაპატიე.-ნერვები იცი რაზე მეშლება?ტყუილად ვიტანჯავდი თავს..-ადექი დემეტრეს გაყევი და შვილი გყავს,შვილი რომელიც წესით მე უფრო მეკუთვნოდა.-იმედები გამიცრუე.-ძალიან შევცდი შენში.
ნუკა უსმენდა და თვალებიდან ცრემლები შეუჩერებლად მოდიოდა.
ვერ მოითბინა და უთხრა.
-არ არის ეგრე.
-აბა როგორ არის?-მიდი მითხარი როგორ არის აბა?თვალები დააწვრილა და ისე უთხრა..
-შენ მე არასდროს მენდობოდი დუდა.-ჩვენს შორის სულ იქნება და იქნებოდა დემეტრე,აუხსნელად მწამებდი ცილს და გამოგქონდა დასკვნები-აი ახლაც მაგას აკეთებ.ამიტომ არაფრის ახსნას არ ვაპირებ.-წადი.
-ამის დედაც!
მაგიდას ხელი დაკრა და უკან მოუხედავად წავიდა..
ნუკა მაგიდასთან დაჯდა და ისტერიკული ტირილი აუტყდა.მონატრებია ძალიან, სულის ტკივილამდე მონატრებია..შენი შვილია, ჩაიბუტბუტა თავისვთვის და ნიაკოს მიუწვა გვერდით..
დუდა მიდიოდა და თან სიმწრის სიცილი ქონდა აკრული სახეზე.მერე ბრაზი მოერეოდა და გამალებით დაუშენდა საჭეს ხელებს.
ნიას საფლავზე ავიდა..
-ფერიავ მოვედი.-მაპატიე.-აქეთ არ ვიყავი და ვერ გნახულობდი..-წავაგე ფერიავ!-მეორედ წავაგე.
მერე ტელეფონის ხმა გაისმა და უპასუხა.
-გისმენ თემო.
-ოთოსთან ვართ და ამოდი ახლავე.
-კარგი მოვალ..
სასაფლაოდან პირდაპირ ოთოსთან ავიდა. კარი თაკომ გაუღო..
მისაღებში შევიდა.ნანუკა,ოთო ,თემო,თაკო და პატარა სანდროც იქ იყო..
-ძიას კაციც აქ ყოფილა..
ბავშვი ხელში აიტაცა და ლოყები დაუკოცნა.მერე დანარჩენებს გახედა, ყველა დაგრუზული იყო..
-რახდება ტო?-რა სახეები ჩამოგტირით?-მე გამითხოვდა საყვარელი ქალი თუ თქვენ?
-რეებს ამბობ ტო?
-ხო რა ნანუკას არ უთქვამს?ნანუკას გახედა..
-არა.
-არც ის უთქვამს რომ შვილი ყავს?
-არა ტო რას ამბობ?
-ხო ნიას შვილი ყავს.-აი გათხოვდა თუ ისე ყავს ეგ აღარვიცი.ირონიულად თქვა და გაიცინა..
-და შენ ასე კარგად გრძნობ თავს მაგის მერე?
-მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი და ჩემი დედაც რა..
ნანუკამ ვეღარ მოითბინა..
-დუდა არ შეგშვენდის ეგეთი ლაპარაკი.
-აბა როგორი შემშვენდის რძალო?
-ინანებ!-თან ძალიან ინანებ შენს თითოეულ სიტყვას.
-რამე იცი და არ მეუბნები?
-მე არაფერი ვიცი.-და თუ რამე იქნება სათქმელი თვითონ გეტყვის ნუკა.
-აღარ მინდა მაგ გოგოს ხსენება.-დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ.-მეყოს 3 წელი.-შენს დაქალს დრო არ დაუკარგავს უკვე შვილი ყავს..-რომ დავფიქრდი უკვე დროა მეც მყავდეს შვილი..
ყველა დამუნჯებული იყო.დუდა დაემშვიდობა და იქედან წავიდა..
ქორწილის სამზადისში იყო ყველა ჩართული.
ქორწილის წინა დღეს დუდამ განაცხადა, რომ თეკლასთვის ცოლობა უნდა ეთხოვა. ვუყვარვარ და ვფიქრობ კარგ ცოლობას გამიწევსო.ბევრი ეჩხუბა ბიჭებმა, მაგრამ არავისი არ მოისმინა..
მეორე დილით, ნუკა ნანუკასთან იყო როგორც დედოფლის საუკეთესო დაქალი..ნანუკას თავის კურსელი ლიზა ყავდა მეჯვარედ,ოთოსი კი დუდა იყო..
ნუკას გრძელი შავი კაბა ეცვა, ბეჭებზე გადასული, ოდნავ დეკოლტით, ტანზე გამოყვანილი. შავი მაღლები, თმა აწეული ქონდა კოსად,მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა..
-რა ლამაზი დედოფალი ხარ ნანუკა.
-ვაიმე ვნერვიულობ ძალიან..
-რა გაქვს სანერვიულო.- დღეს ქორწილი გაქვს.-თხოვდები გოგო გეღირსა!
სიცილით უთხრა ნუკამ..
-ნიაკოს ჩააცვი?
-კიი.-ნიაკო მოდი დე აქ.
-რაიკო დე?
-ვაიმე ჩემი მეტიჩარა.- ეს რა გაცვია გოგო?
-დედაც ნაირი კაბა..
-შემომეჭმები..ლოყები დაუკოცნა.ნია კისკისებდა და ნუკას ეუბნებოდა.
-დე სემჭამა.
-ნანუკა მაკიაჟი გაგიფუჭდება დასვი..-ოთოც მოვიდა უკვე.
ოთოს ნუკამ გაუღო კარები..
-ვოვ რა ლამაზი ხარ კრასოტკა..
-დღეს ცოლი მოგყავს და კიდევ ცანცარებ ხომ?
-სხვა რა გზაა?- ცოტა თუ არ გავმხიარულდი ისე არ შეიძლება.-ვხვდები რა შარშიც ვყოფ თავს.
-ჩშშ არ გაგიგონოს..
-დე ვინ ალის?-ნიაკო გამოვიდა ოთახიდან..
-ესაა ტო შენი შვილი?
ნიაკოს შეხედა და დუდას ძალიან მიამსგავსა.დუდასავით ლურჯი თვალები და დიდი ტუჩები ქონდა.
-კი ესაა.
-ვაიმე პატარა ფერია ხარ.
ბავშვი ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა-როგორ გავს დუდას.
თქვა დაუფიქრებლად.
ნუკას ფერებმა გადაურბინეს სახეზე.ოთომ რომ შეხედა ნიას სახეს,მერე დაფიქრდა რაც თქვა და დარწმუნებით უთხრა.
-დუდას შვილია?!
-ნუკას ცრემლი მოადგა თვალზე და ხმა ვერ ამოიღო.
-იცი რო არ გაპატიებს?-ეს როგორ დაუმალე?
-არვიცი ოთო..
-უთხარი.-აუცილებლად უთხარი,თორემ დღეს სისულელეს გააკეთებს.
-კარგი შედი.- ნანუკა გელოდება..
-ჩენ ჩემს მამიტოს იცნობ?
-კი პატარავ ვიცნობ.
-მანაქებ?
-აუცილებლად პატარავ.-აუცილებლად განახებ..-ახლა ნანუკა დეიდასთან შევალ თორემ მიმატოვებს.
ოთო ნანუკასთან შევიდა.
-ანგელოზი ხარ და მე მეკუთვნი.
უთხრა და ტუჩებში ოდნავ აკოცა.
-გეყოს ოთო!-მაგას მერეც მოვასწრებთ. კისკისით უთხრა.
-ვერ ვითბენ.
-მოგიწევს..
-კარგი,კარგი წავედით.
-მეჯვარეები სად არიან?
-მანქანაში გველოდებიან ქვემოთ.-დუდამ არ ისურვა ამოსვლა..
სახლიდან გავიდნენ.
-ნუკა არ მოდიხარ?
-წადით და ჩემით მოვალ.
ოთო და ნუკა ეზოში ჩავიდნენ.
-ვა რძალო რა ლამაზი ხარ..
-დუდა ნუ მაწითლებ.-შენ ის უნდა ნახო.
დუდას ხმა აღარ გაუღია ეკლესიაში წავიდნენ.ჯვარს იწერდნენ ნუკა ცოტა დაგვიანებით მივიდა.ეკლესიაში ნიასთან ერთად შევიდა,დუდა რომ დაინახა ისეთი სიმპათიური იყო და ისე უღიმოდა ლიზას, გულში რაღაც ჩაწყდა.დუდამაც მოკრა თვალი.ნუკა გარეთ გავიდა, მანქანაში ჩაჯდა და დაელოდა როდის დამთავრდებოდა ჯვრისწერა.არ შეეძლო ეყურებინა დუდასთვის.ჯვრისწერა რომ დამთავრდა გარეთ გამოვიდნენ ,ნუკა მანქანიდან ხედავდა როგორ გაუღო დუდამ ლიზას კარები და წინა სავარძელზე მოათავსა, თავად საჭესთან მოთავსდა, ოთო და ნანუკა კი უკან დაჯდნენ..დარბაზში გადაინაცვლეს,ყველა სტუმარმა დაიკავა თავის ადგილი.ოთო და ნუკაც დაჯდნენ თავის მეჯვარეებთან ერთად..
-ნუკა ბავშვთან ერთად არის?
იკითხა დუდამ.
-კი ბავშვიც აქ ყავს.-იცი რა ლამაზია?
-მჯერა რომ ლამაზია.
ქორწილი გახურდა, კარგად ნასვამები იყვნენ უკვე..ნუკა ადგილიდან არ იძვროდა.დაინახა როგორ შემოვიდა თეკლა დარბაზში და გულში რაღაც ჩაწყდა..ოთოს და ნანუკას მაგიდისკენ წავიდა..
-გილოცავთ.
-მადლობა.უკმეხად უპასუხა ნანუკამ.
-დუდ რა სიმპათიური ხარ..-მაპატიე დამაგვიანდა იქნებ ვიცეკვოთ..
-ვიცეკვოთ.ფეხზე ადგა დუდა და საცეკვაოდ წაიყვანა თეკლა..
-ეს რომ არ დაეპატიჟა ისე არ შეიძლებოდა?
-ნანუკა ხომ ვერ ვეტყოდი არ მოიყვანოთქო?
ამ ლაპარაკში იყვნენ თაკო რომ მიუახლოვდათ..
-ხალხნო ნუკა და ბავშვი ნახეთ?-ნიაკო რა საყვარელია.-დუდას გავს თუ მეჩვენება?თემოც შეუერთდათ.
-რა ხდება გამაგებინეთ..
-რასაც ფიქრობთ ის.
-არარსებობს დუდას შვილი ყავს და არ იცის..-რატომ არ ვეუბნებით?
-ნუკა ეტყვის..-ვფიქრობ ამ საღამოს ყველაფერი გაირკვევა და იმედს ვიტოვებ ქორწილი არ ჩამეშლება..სიცილით თქვა ოთომ.
ნუკა უყურებდა თეკლას და დუდას, თვალებში ცრემლები ჩაუდგა, ვერ აიტანა მათი ყურება.ნია მაგიდასთან დატოვა და სიძე დედოფლის მაგიდასთან მიდიოდა, ვიღაც სიმპათიურმა ბიჭმა რომ უთხრა.
-მარტო ხართ?
-დიახ.
-შეიძლება ვიცეკვოთ?
-რატომაც არა.
საცეკვაოდ გაყვა უცხო სიმპათიურ ბიჭს, დუდამ რომ დაინახა ძარღვები დაეჭიმა.
-თეკლა დაჯექი და მოვალ ახლავე.
-კარგი.
დუდამ სახეზე ხელები ჩამოისვა და აივანზე გავიდა..
-ამის დედაც.-არ შემიძლია ვხედავდე.
თავი ხელებში ჩარგო, მანამ, სანამ არ იგრძნო როგორ შეეხო პატარა თითები ხელებზე.
-ტილი?
თავი აწია და თვალები შუბლზე აუვიდა,თავის თავი დაინახა პატარაობისას..მისი ფერის თვალები, თმა და ტუჩები ქონდა.გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა..ენა გადაყლაპა და გაოცებული უყურებდა პატარა გოგონას, რომელიც მის წინ იდგა..
-იცი?დედიკოც სულ ტილის ხოლმე..
-რა გქვია ფერია?
-ნიაკო მთვია.-ჩენ ვინ ქარ?
-დუდა.- მე დუდა ვარ.-შენსავით ლამაზი სახელი გაქვს პატარავ.
-დუდა?-იცი ჩემს მამიტოსაც დუდა თვია.მაგლამ ალასდლოს მინაქავს.დედამ მითრა შორს ცქოვრობსო..-ჩენ ქარ ჩემი მამიკო?
დუდას ცივმა ოფლმა დაასხა.
-არვიცი პატარავ.-მეც მინდა შენნაირი შვილი მყავდეს..-რა ქვია დედიკოს?
-ნუკა.
დუდამ ეს რომ გაიგონა კბილი კბილზე დააჭირა მაგრად.ბავშვი ხელში აიყვანა და რაღაც არაამქვეყნიური გრძნობა იგრძნო ნიას მიმართ..
-მოვძებნოთ დედიკო?
-ტიი.უთხრა და აკისკისდა..
დარბაზში შესვლას აპირებდნენ ,ნუკა გიჟივით რომ გამოვარდა გარეთ.
-ნიაკო! თვალცრემლიანი იძახდა.
დუდას ხელში რომ დაინახა ცოტა შედგა,მერე მივიდა ბავშვი გამოგლიჯა ხელიდან და ფერება დაუწყო..-დე იცი როგორ შემაშინე?-ასე აღარასდროს მოიქცე..
დუდა უყურებდა ნუკას და ძარღვები ეჭიმებოდა..
-ახლა შეხვალ შიგნით, ჩანთას აიღებ და გარეთ გამოხვალ.-ნიას მე წავიყვან და მანქანაში დაგელოდები..-ნია ხომ წამოხვალ ჩემთან?
-ტიი! წამოიყვირა და ტაში შემოკრა..
ნუკა დაბნეული იყო, ხმას ვერ იღებდა..დუდა ახლოს მივიდა და ყურში ჩასჩურჩულა.
-არ მინდა ბავშვი შევაშინო.-ახლავე აიღე ჩანთა და გამოდი.
ნუკა დაპროგრამებულივით ადგა ფეხზე და დარბაზში შევიდა.ჩანთა აიღო და გარეთ გავიდა,დუდა და ნია უკვე მანქანაში იყვნენ.
-დაჯექი.
-სად მივდივართ?
-მივალთ და გაიგებ..
დუდამ მანქანა დაძრა და წყნეთის სახლში აიყვანა.
-აქ რა ჯანდაბა გვინდა?-თუ კარგად მახსოვს შენ მეჯვარე ხარ და აქ არ უნდა იყო.-თეკლაც იქაა.
-ოთო გამიგებს.-თეკლაც.-ბევრი გვაქვს სალაპარაკო მე და შენ.
ნუკა უთქმელად გაყვა დუდას. სახლში შევიდნენ. ისევ ისე იყო ყველაფერი.აქ შეუყვარდა დუდა და აქვე დამთავრდა, როცა თეკლასთან ერთად ნახა.ნიაკოს გზაში დაძინებოდა.
-ავალ დავაწვენ.-თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.ირონიულად უთხრა და ნიაკო ოთახში აიყვანა..საწოლზე დააწვინა.
-რა ლამაზი ხარ მა..
ლოყაზე აკოცა, პლედი დააფარა და მისაღებში ჩავიდა.დარწმუნებული იყო,რომ ნია მისი შვილი იყო,ძალიან გავდა მას.მხოლოდ იმიტომ იყო ასე მშვიდად, ნია რომ არ შეეშინებინა..
-აბა გისმენ.
მკაცრი ხმით უთხრა.
ნუკა შეხტა..თვალებში ცრემლები ჩაუდგა, ხმას ვერ იღებდა..
-მიპასუხე!- როდის აპირებდი გეთქვა,რომ ნია ჩემი შვილია?
-რა იცი რომ შენი შვილია?
-მა*ლევებ გოგო?-ჩემი ასლია.როდის უნდა გეთქვა?-სინდისი სულ არ გაქვს?-3 წელი დამაკარგვინე და შვილის გარეშე მაცხოვრე.ეს როგორ გამიკეთე?-ნუთუ ასე გეზიზღები რომ ამისთვის გამიმეტე?-ამოიღე ხმა.-მიპასუხე ნუკა
.იღრიალა და კიდევ ერთხელ შეხტა ნუკა.ვეღარ მოითბინა და მანაც უყვირა.
-მე არაფრისთვის გამიმეტებიხარ.-შენ ადექი და წახვედი ,რომ გყვარებოდი არ მიმატოვებდი.
-როგორ ბედავ და როგორ მეუბნები რომ გყვარებოდიო?-რომ მიყვარდი იმიტომ წავედი..-რა გინდოდა რომ მექნა?უკან მეზდია შენთვის, თავი მომებეზრებინა, თუ ძალით დამესვი სახლში მაშინდელივით?-თავად არ წახვედი?-თავად არ გამომიგზავნე საბუთები?-რას ითხოვდი ჩემგან?
-არაფერს,არაფერს ვითხოვ შენგან.-დიახ ნია შენი შვილია და როცა გინდა მაშინ ნახავ.
-არა!- მეყოს რაც მის გარეშე ვიყავი,დღეიდან აქ იცხოვრებთ და ნიაც ჩემთან ერთად იქნება.
-არა!- ვერ ვიცხოვრებ აქ.
-მაშინ ბავშვს წაგართმევ.
-ამას ვერ გააკეთებ.
-გავაკეთებ.- შენ ხომ მამყოფე ამდენი დრო მის გარეშე და იცოდე რომ მეც გავაკეთებ.
ნუკას ისტერიკული ტირილი აუვარდა.იცოდა რომ ამას გააკეთებდა, ჩაიკეცა და ბუტბუტი დაიწყო.
-მის გარეშე ვერ გავძლებ არ შემიძლია.
დუდას გული მოეწურა განადგურებული ნუკა რომ დაინახა.მასთან მივიდა, ხელები მოხვია სახე ახლოს მიუტანა.ცრემლები მოწმინდა.
-ჩშშ არ იტირო ფერიავ.-არ მინდა ნიას გარეშე.
-არც მე მინდა მის გარეშე..
-ხოდა ერთად ვიყოთ.-მე მიყვარხარ ამოიჩურჩულა ნუკას ტუჩებზე და გიჟივით დაეწაფა მის ბაგეებს..
ნუკას მთელ ტანში დაუარა. ტანზე ბუსუსებმა დააყარა,ვეღარ გაუძლო დუდას სიახლოვეს. ისიც აყვა კოცნაში და პირიდან კვნეს აღმოხდა..
-მომენატრე პატარავ.- ძალიან მომენატრე.
-მიყვარხარ დუდა.-პირველი ღამიდან მიყვარხარ.
დუდას ბედნიერების ღიმილმა გადაურბინა სახეზე..ნუკას მსუბუქი სხეული ხელში აიტაცა და საძინებელში შეიყვანა.საწოლზე დააწვინა და ფერება დაუწყო..
-მაგიჟებ.-შენს გარდა არავინ მინდა.-მიყვარხარ და არასდროს გაგიშვებ.
.ელაპარაკებოდა და თან სხეულს უკოცნიდა.ნუკა სიამოვნებისგან გატრუნული იყო და ჩუმ კვნესას უშვებდა პირიდან..ნელი ბიძგებით შევიდა მასში და ტემპს ნელნელა მოუმატა..სიამოვნების კულმინაციას რომ მიახწიეს ნუკას მკერდზე თავი დაადო..
-საოცრება ხარ და ჩემი ხარ.
ნუკამ თავი ააწევინა და ტუჩებში აკოცა.
-მიყვარხარ დუდა.
მერე ნუკამ დაადო თავი მკერდზე და მის პრესზე თითებს უსვამდა.
-ნუ აკეთებ ასე..
-რატომ?
-აღმაგზნებ.
-კარგი გავჩერდები თორემ მეტი არ შემიძლია..
-არაუშავს გაიწვრთნები..
ნუკა სახეზე გაწითლდა.დუდამ ხარხარი ატეხა.
-ნუ დამცინი.
-ბავშვი ხარ.-ჩემი ბავშვი.
-არ ვარ ბავშვი.-ნია სადაა?
-მეორე ოთახში.- ხვალიდან მის ოთახს მოვაწყობ.-შენ ვერც კი წარმოიდგენ, რამხელა ბედნიერება მაჩუქე.-მადლობა..
-რატომ დაარქვი ნია?
-ნიას გამო..-ის რომ არა ვერასდროს გაგიცნობდი, შენ ხომ მის გამო მომიტაცე.
-საოცრება ხარ.- ჩემი საოცრება.-აღარსად გაგიშვებ.
-რომც გამაგდო არ წავალ.
დილით ადრე გაიღვიძა ნუკამ და ნიაკოსთან შევიდა. გვერდით მიუწვა და პატარამაც ჭყიტა თვალები.
-დილამშვიდობისა დეე.
-დე ცად ვართ?
-მამიკოსთან.
-სადაა მამიტო?-ჩამოვიდა?
-აქ ვარ მა.
-ცენ დუდა!- ცენ ხარ ჩემი მამიტო?
-ხო პატარავ მე ვარ.
ნია საწოლიდან წამოხტა და დუდას ფეხებზე მოეხვია.დუდამ ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა. ნია იცინოდა, მერე გაჩუმდა, ახედა და კითხა.
-მა ქო არაცოდეს წაქვალ?
-არასოდეს მა აღარასოდეს წავალ.-სულ შენთან ვიქნები.
-რა მაგალია.ტაში შემოკრა.
ნუკა ბედნიერი უყურებდა თავისთვის ორ ყველაზე საყვარელ ადამიანს..
-ფერიავ არ დგები?-ახლა ძებნას სანამ დაგვიწყებენ,მანამ ჯობია დავურეკოთ ბავშვებს თორემ გაგიჟდებიან..
-კი ახლავე!
დუდას მაიკა გადაიცვა რომელიც კაბასავით ქონდა და სამზარეულოში ჩავიდნენ.
კარებზე ზარიც გაისმა..
დუდამ ნიაკო აიყვანა ხელში და კარები გააღო.გაოცებული ოთხი წყვილი თვალი რომ დაინახა ტუჩის კუთხე ჩატეხა..
-არარსებობს! ოთხივემ ერთად თქვა
-არსებობს,არსებობს.- შემოდით.
-აქ საჩხუბრად მოვედი, ქორწილში რომ მიმატოვე ტო.-მაგრამ ხმას არ ვიღებ.
-აუ არ მჯერაა.წამოიყვირა თაკომ.-სადაა ნუკა?
ნუკაც გამოვიდა და თაკო დაეტაკა.
- ხომ გითხარით ერთად იქნებითთქო?-არა რაა მომავლის განჭვრეტა შემიძლია.-აღიარე თემო რომ განსაკუთრებული ცოლი გყავს..
-ეჭვიც არ მეპარება საყვარელო..
ნანუკა სიხარულისგან გაგიჟებული იყო..
-აი თაფლობისთვე თქვენს გამო გადავდე და წუხელ ვერ გავფრინდი, მაგრამ ღირდა ამად..-მიხარია რომ ერთად ხართ..
პატარა სანდრო დივანზე იჯდა და ნიას თვალს არ აშორებდა.ნიაკოც უტეხად უყურებდა სანდროს..ბოლოს ადგა და ნიასთან მივიდა.
-მე სანდრო ვარ.ხელი გაუწოდა ნიას.
-მე ნიაკო. უთხრა და გადაიკისკისა.
სანდრომ პაწაწუნა ხელი ჩამოართვა და ლოყაზე უცებ აკოცა.ნიამ დაიმორცხვა.
გაფართოებული თვალებით უყურებდნენ უფროსები, მერე ერთმანეთს გადახედეს და ხარხარი აუტყდათ.
-შენზე კარგს ვის დავიმძახლებ ტო.-ხელი დაკრა თემომ დუდას.
-ე გოგოს მამა ვარ და ასე პირდაპირაც ნუ მეტყვი .- შემომაპარე მაინც.
ყველამ ხარხარი ატეხა.მერე სამზარეულოში გადაინაცვლეს სასაუზმოთ. ბევრი იცინეს,ილაპარაკეს და ბავშვობის ამბები გაიხსენეს.სანდრო და ნია ერთმანეთს არ შორდებოდნენ.აღარც დედა ახსოვდათ, აღარც მამა და აღარც დეიდა ბიძიები.
მეორე დილით დუდა ფეხზე ადგა და ნუკას უთხრა რომ ნიას სასაფლაოზე აპირებდა წასვლას..
-მეც წამოვალ.
-კარგი წამოდი..
ჩაიცვეს და სასაფლაოზე ავიდნენ ნიაკოსთან ერთად.
-ფერიავ მოვედი.-იცი? მოვიგე ეს ომი.-არასდროს დაგივიწყებ.-ნახე პატარა ნიაკოც მოგიყვანე.-ხო შენი სეხნიაა.
ლაპარაკობდა უკან ტაშის ხმა რომ გაიგონა..
-ბრავო ფანგანო..
-დემეტრე აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-თქვენი ბედნიერების საყურებლად მოვედი.-უფროსწორედ ნიასთან.
-დემეტრე რა გინდა?
-ეს პატარა თქვენია?
ბავშვისკენ გაიწია, ნუკამ რომ უკან გაწია ნიაკო.
-არ შევჭამ.- არც ეგეთი ნაბი*ჭვარი ვარ რომ ბავშვს რამე დავუშავო.
-ნუკა წაიყვანე ნია და წადი.
-ნია გქვია პატარავ?
-ტი.უპასუხა ნიამ.
-საოცრება ხარ.
-ნუკა წადი.
-აქ ვერ დაგტოვებ..
-ნუკა წადი ახლავე და ნია წაიყვანე.
ნუკას ცრემლები ჩაუდგა თვალებში, მაგრამ გასასვლელისკენ დაიძრა..
მანქანაში როგორც კი დაიგულა დამჯდარი ნია და ნუკა ეგრევე დემეტრეს მიმართა..
-გიღირდა ამ ყველაფრად?
-არა ფანგანო.-ნია ძალიან მიყვარდა მთელი ბავშვობა.-მერე გამოჩნდი შენ და ყველაფერი აურიე.-ჩემს ორ საყვარელ ქალს შენ უყვარდი, მე კი ყოველთვის მეორე ხარისხოვანი ვიყავი, ეს ვერ ავიტანე და მიტომ ვიქცეოდი ასე..-შენ შეძელი ნუკას დაბრუნება.-ალბათ ნიასაც დაიბრუნებდი,მე რომ არ დავმუქრებოდი შენი სიკვდილით.-ვიცოდი ის ღამე არაფერს შეცვლიდა შენთვის..-ყველაზე მწარე იცი რა არის?არასდროს შევხებივარ ნიას, იმ ღამითაც კი არაფერი მომხდარა.-იმდენად მიყვარდა რომ ვერ გავბედე და ეს მწარე ტყუილი მოვიფიქრე..-ნაბი*ვრულად მოვიქეცი.-არ მეგონა თუ ამას გააკეთებდა თორემ სამუდამოდ გავქრებოდი მისი ცხოვრებიდან..-მე ის მართლა მიყვარდა..
უსმენდა დუდა და ძარღვები ეჭიმებოდა.
-ფურთხის ღირსიც არ ხარ დემეტრე კიკნაძე.-არ გაბედო და ჩემს ოჯახს არ მოუახლოვდე,თორემ ამჯერად ვერ გადამირჩები.
-ვიცი ფანგანო.-არასდროს გამოვჩნდები შენს ცხოვრებაში.-ვალი დაგიბრუნე.- ბარი -ბარში ვართ.მე ნია წაგართვი, შენ ნუკა.-განსხვავება ისაა, რომ მე აქ ცივ მიწას ვეხუტები, შენ კი თბილად გძინავს მასთან ერთად..-წადი ფანგანო ცოლშვილი გელოდება.
დუდამ მუშტები მოკუმა,იფიქრა ამას დარტყმა აღარ უნდა ისედაც დარტყმულიაო.
-მშვიდობით ფანგანო..
დუდას ხმა არ ამოუღია, მანქანაში ჩაჯდა და იქედან წამოვიდა..
-რა უნდოდა?
-არაფერი.- ახსარება ჩამაბარა და თქვა რომ არასდროს გამოჩნდება ჩვენს ცხოვრებაში.-ბედნიერება გვისურვა და წამოვედი..
სახლში მივიდნენ, ივახშმეს, დაწოლას აპირებდნენ ნია რომ ჩაუწვათ შუაში..
-დე!მა!სანდლო ლოდის მოვა?-მომენატლა..
დუდამ და ნუკამ ერთმანეთს გადახედეს და ლოყები დაუკოცნეს ნიას.
-ხვალ მოვა მა.
-კაქი დავიდინოთ მასინ.
მეორე დილით კარებზე ბრახუნი ატყდა, დუდა ფეხზე წამოხტა, ნუკაც უკან გაყვა.კარი გააღეს და ბიჭები იყნენ ცოლებთან ერთად.
-რახდება მშვიდობაა?
-შემოგვიშვით და გეტყვით..
-შემოდით.
დივანზე ჩამოსხდნენ.
-რა ხდება იტყვით?
-დემეტრე.
-ხო გუშინ ვნახე.
-მოკვდა.-თავი მოიკლა ნიას საფლავზე..
ყველა გაოცებული უყურებდა ერთმანეთს.
ასე გავიდა ორი წელი, მალე დაივიწყეს დემეტრეს გარდაცვალებაც.ნიას საფლავზე ხშირად ადიოდა ნუკაც და დუდაც.ოთოს და ნანუკას პატარა ბიჭი გაუჩნდათ დათა..თაკოს და თემოს გოგონა შეეძინათ ლიზა..ნუკა კი ტყუპებზე იყო ორსულად..ორი წლის მერე დაიბადა ფანგანების ოჯახში ტყუპი ბიჭები დემე და დამიანე ფანგანები..დუდა სიხარულისგან ჭკუაზე აღარ იყო, სამი შვილის მამა იყო და უფალს მადლობას სწირავდა, ამდენი ბედნიერი მომენტისთვის..
-შენ მე ბედნიერ კაცად მაქციე.
-მე კი შენ მაქციე ბედნიერ ქალად..-ღირდა ამდენი ტანჯვა ამ ბედნიერებისთვის.
-გეთანხმები ფერიავ.-დღითი დღე უფრო მიყვარდები.-დღეს გუშინდელზე მეტად მიყვარხარ, ხვალ კი ამაზე მეტად..
-ჩემი ცხოვრება ხარ დუდა ფანგანო..უთხრა ნუკამ და ქმრის ტუჩებს წაეტანა..

დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი Kathara

ვაიჰ როგორ მიყვარს ეს ისტორია, ძალიან კარგი იყო, თავებად რომ იდო მაშინ მქონდა წაკითხული და ძალიან ვისიამოვნე♥️წარმატებებს გისურვებ♥️

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

რაღაცნაირია სასიამოვნო და თან სევდინიც. წარმატებები ❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

ვაიმე როგორი სევდიანი იყო. რა ვთქვა არ ვიცი ყველაზე მეტად კი იმან იმოქმედა, რომ ნიამ სულ არაფრის გამო მოიკლა თავი. კარგი ისტორია იყო წარმატებები.

 


№4 სტუმარი gabr ieli

მათი შვილების ისტორია მაინტერესებს????????20წლის შემდეგ

 


№5  offline წევრი Soft girl

ცოტა იმედი გამიცრუვდა, დემეტრეს აღიარების შემდეგ მხოლოდ ძარღვები დაეჭიმა დუდასო. მაშინ როცა ისმენდა აღიარებას სადაც დემეტრე ამბობს შენი სიკვდილით დავდმუქრეო და ხელი არასდროს დამიკარებიაო. მარტო ძარღვები დაეჭიმა? ან კიდევ სახლში მივიდა და უბრალოდ ცოლის და შვილს ჩაეხუტა? იმსახურებდა ბედნიერებას მაგრამ... მე პირადად გავნადგურდებოდი როცა გავიგებდი რო საყვარელმა ადამიანმა თავი არაფრის გამო მოიკლა. არ კმაროდა ეს ემოცია დიდას მხრიდან

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგი იყოოო....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent