შენელებული გულისცემა (11 თავი)
-აბა მობრძანდი ქალბატონო_ლამის შეაგდო ოთახში ანამ და კარის გადაკეტვაც არ დავიწყებია, -მომიყევი როგორ ცხოვრობთ ახალ სახლში? -კარგად ან, ძირითადად თეოდორესთან ვარ, საბა უფრო დარბის ხოლმე, როცა სახშია ისიც ჩემთანაა. აუ იცი თეოდორეს როგორ ვაწვალებ ხოლმე? სადღაც ათი დღის წინ მაკარენა ვიცეკვეთ, შემდეგ გავთამამდი რადგან დავინახე ამყვა და რამდენიმე დღის წინ იმდენი ვიმსახიობე სანამ ჩაჩა ჩას ილეთი არ გავაკეთებინე, აი ნახე სიცილი თუ არ ვასწავლო_იმდენი იცის დებმა სანამ ანა საწოლოდან არ გადავარდა და იატაკს დაეხატა. -ბედნიერი ხარ_ღიმილით აღნიშნა -ბედნიერი ვარ_ღიმილითვე დახარა თავი თინიამ. -ღმერთოო, ბედნიერი კიარა შეყვარებული ხარ_თვალები გაუფართოვდა ანას -არაა_ არც ისე დამაჯერებელი უარი გამოუვიდა ექიმს. -რა მაგის პასუხია და უკვე იმაიმუნეთ?_ საჩვენებელი თითები გაუხახუნა ერთმანეთს. -გარყვნილოო_ ხმამაღლა შესძახა თინიამ და ბალიში ესროლა დას. -ხო დაო, 31 წლის ასაკში რომ ქალიშვილობა დაკარგო სამშობლოს ღალატია_თვალები გადააბრუნა ანამ. -შენი ბიჭი როგორაა? ხომ არ გაბრაზებს?_ეცადა თემა შეეცვალა -იცოდე მაგ ბიჭს მივუბრუნდებით, ჩემსას რაც შეეხება ძალიან საყვარელია, რაც მთავარია ვუყვარვარ, ხშირად ვსეირნობთ, ოღონდ სანამ დაამთავრებს ცოტა ხალხს ვერიდებით, 3-4 თვეც და ჩიტებივით ვიქნებით. -თლად თბილ ქვეყნებშიც ნუ გაფრინდებით ახლა_სიცილით წაკბინა დას და მოხვდა კიდევაც ბალიში. ლამის მთელი ღამე გაათენეს ლაპარაკში, მონატრებული ყავდათ ერთმანეთი და ყველაფერი განიხილეს რაც შეეძლოთ, უკვე კარგად გათენებული იყო ოჯახი რომ ახმაურდა, ძველებურად მხიარულად ისაუზმეს და დაიშალნენ, ანა უნივერსიტეტის გზას გაუდგა, მშობლებიც სამსახურებში წავიდნენ, თინიამაც დატოვა სახლი და დაცვის მანქანის ძებნა დაიწყო ნაცნობ ვერცხლისფერს რომ შეხედა. -თეოდორე_გაეღიმა ბიჭის დანახვაზე -დილა მშვიდობის თინი. -მთელი ღამე აქ გაათიე? რატომ არ ამოდი დარჩენა თუ გინდოდა? -იქნებ ახლა მოვედი? -თეოდორე, შეშუპებული თვალები, გამოუძინებელი სახე, იგივე დაჭმუჭნილი ტანსაცმელი. -გნებდები_გაეცინა ბიჭს. -შეგეძლო დაცვის ბიჭები დაგეტოვებინა_უკანა მანქანაში ფხიზლად მჯდარ ახალგაზრდებს გახედა ქალმა. -ხო, ალბათ შემეძლო_საქარე მინაში გაიხედა უხერხულად. -მაშ, სახლისაკენ_ნასიამოვნებმა გამოაღო კარი და ბიჭის გვერდით დასკუპტდა. -ბატონო რამაზ_ისევ დაუკაკუნებლად შეუღო ახალგაზრდა ბიჭმა კაბინეტის კარი -სადაა ზრდილობა_გამწარებულმა დაახეთქა ვისკის ჭიქა მაგიდაზე. -მაშინდელივით სასწრაფოა, უფროსი გიბარებთ. -უფროსი? შენ რა იცი არ დაურეკავს? _თეთრმა ფერმა გადაკრა კაცს სახეზე -დაცვასთან დაურეკავს_თავი დახარა ბიჭმა, თვითონაც ხვდებოდა ეს კარგი რომ არ იყო. -ჯანდაბა, ანუ კიარ ბრაზობს, გაცოფებულია, ჯანდაბა ამის დედას ***********, რა ხდება, საქმის გამკეთებელი ხალხიც აღარ არსებობს, ერთ დაპარჭყულ ქალს ვერ მიხედეს_ჭიქა ზრიალით მოხვდა კედელს და მარტივ მამრავლებად გაიშალა იატაკზე. რამდენიმე წუთში მზად იყო, მანქანაში ჩაჯდა და მძღოლს მითითება მისცა, ცოტა ხანიც და შიშით უყურებდა შენობის წარწერას "საგარეო საქმეთა სამინისტრო" მანქანიდან გადასული თინია გაკვირვებული მობრუნდა მეორე მხრიდანაც რომ ვერ გაიგონა კარის გაღების ხმა. -არ მოდიხარ? -არა, უკვე მაგვიანდება, დღეს მძიმე დღეა, შეიძლება ვერც მოვიდე, ხომ იცი ეცადე გარეთ არ გახვიდე თუ გახვალ ..... -დაცვის გარეშე ფეხს არ გავადგამ_მაშინვე დააბოლოვა თინიამ და ბიჭს მიახლოებულმა ლოყაზე აკოცა -წარმატებული დღე თეოდორე. ლამის მოწყენილობისგან მოკვდა მთელი დღე, ჯინაზე სამსახურიდანაც კი არ იყო გამოძახება, წიგნის კითხვა დაიწყო- მოწყინდა, კომედია ჩართო ისევ და იმდენად შეაწუხა გვერდით სიცარიელემ და იმან, რომ პოპკორნს არავინ სტაცებდა ხელიდან სუნთქვა შეუნელდა. მოწოლილი ფიქრები იცოდა შთანთქავდნენ, ამიტომ ლამარასთან გაიქცა და თხოვა რამე გემრიელი ესწავლებინა, თანაც იცოდა მთელი დღის ნამუშევრები ბიჭები ძალიან დაღლილები იქნებოდნენ. მართლაც ასწავლა ქალმა რამდენიმე გემრიელობა, თუმცა ბიჭები არ ჩანდნენ, ჭორაობაც კარგ გემრიელად მოასწრნენ, ბოლოს ლამარაც წავიდა სახლში, ბიჭები კი ისევ არ ჩანდნენ. თერთმეტი რომ შესრულდა და ისევ გაუგებარიყო რა ხდებოდა, საბას ნომერი აკრიბა და ზარის გასვლას დაელოდა, თეოდორეს შეწუხება მოერიდა. -გისმენთ ყოფილო საცოლევ და მომავალ სარძლოვ_საბას ფხუკუნი გაისმა ტელეფონში და ავტომატურად ამოისუნთქა თინიამ, ესეიგი სერიოზული არაფერი ხდებოდა. -საბა შემეშინდა, ათენებთ თუ რა ხდება? -ოჰ, შენს გმირთა გმირს ვერ დაურეკე მერე?_სიცილს განაგრძობდა ბიჭი. -საბაა_დუდღუნით ჩილაპარაკა თინიამ. -ხო კარგი კარგი, ახალი კონტრაქტი უნდა დავდოთ ექიმო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ორი დღეც ვერ მოვიდეთ, გასაყიდის მოდელი, მასალა, მოცულობ, ნახაზები, ნებართვა- მოკლედ ეს ყველაფერი მოსაგვარებელია და საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს. -კარგი მაშინ, გასაგებია_მოღუშულმა გაუთიშა და ტელევიზორის წინ წამოწვა. სხვა გზა არ იყო, ამ ღამით მარტო უნდა ყოფილიყო. ვერ გაუძლო, კანკალმა აიტანა სახლში თავის მარტო წარმოდგენაზე და სანამ გული გაუსკდებოდა მანამ წამოხტა ფეხზე. სამზარეულოში შევარდნილმა თავის ქექვით დაზვერა სად შეიძლებოდა პლასმასის კონტეინერების ნახვა , მაშინვე გადმოალაგა და მომზადებას შეუდგა. ნახევარი საათი არ იქნებოდა გასული ეზოში რომ ჩაირბინა ცელოფნებით ხელში და მისთვის გამოყოფილ მანქანას მიუახლოვდა. მაშინვე გაისმა სიგნალიზაციის ხმა და უცნობი მამაკაცი მოუახლოვდა: -სადმე მიბრძანდებით ქალბატონო თინია? -აა, თქვენ 24 საათიანი ბიჭები ხართ?_სწრაფად იკითხა და სიცილი აუტყდა მისსავე დასმულ კითხვაზე. -დიახ, ახლები ვართ, დაბრძანდით_სიცილით გამოუღო ბიჭმაც კარი და კიდევ ორს ანიშნა გავდივართო. წარბები აეზიდა თინიას, როგორც ჩანდა ღამით უფრო მეტი დაცვა ყავდა. რამდენიმე წუთში უკვე დანიშნულების ადგილზე იყო და ყუთებით ხელში უყურებდა, სრულიად უბრალო, ჩვეულებრივ ორ სართულიან შენობას. შუაღამის მიუხედავად, მაინცყველა მაგიდა დაკავებული დახვდა, თუმცა ერთი განსხვავება მაინც ძალიან დიდი იყო, შენობაში არ არსებობდა კაბინეტები, დიდ ოთახში სასკოლო კლასივით განელაგებინათ მაგიდები, რამდენიმე მათგანს, ალბათ ვისაც ერთად მუშაობა უწევდა, მაგიდებიც ი ერთმანეთისაზე მიედგათ და შეეერთებინათ.მხოლოდ სათათბიროს დარბაზი იყო ჩკეტილი კარებით, რომელსაც კოდიც კი ედო. -საბა_მაშინვე დაინახა ოთახის ბოლოში მდგომი ბიჭი და წამში მიიქცია ყველას ყურადღება. -თინია? ხომ მშვიდობაა? რამე მოხდა?_მაშინვე დაეტყო საბას ნერვიულობა. -კი კი, ყველაფერი კარგადაა თქვენთან მოვედი_გაუღიმა ბიჭს და კოლოფები დაანახა -მე და ლამარამ ბევრი ვიმაიმუნეთ და გადავწყვიტეთქვენც დაგაპუროთ. -ოჰ, უკვე საჭმლის მოტანა დავიწყეთ? ვიღაცეები აღარ ხუმრობენ_ჩაიფხუკუნა და სათათბიროს კარზე მიაკაკუნა. -თეოდორე თინია მოვიდა. წამში გაისმა რაღაცის ბრახუნის ხმა, შემდეგ სწრაფი ნაბიჯების და მალევე გამოჩნდა კაცის შეშინებული სახე. -ხო მშვიდობაა? კარგად ხარ? კოშმარებმა არ დაგაძინეს ისევ? -ოჰ ერთმანეთის კოშმარებსაც ვჯავრობთ და დავზდევთ_შორიდან აკომენტარებდა საბა და თან კონტეინერიდან ამოღებული ქადით ქონდა პირი გამოტენილი. -უბრალოდ საჭმელი მოგიტანეთ_ლოყები აუწითლდა თინიას და პირველად იგრძნო როგორ შენელდა მისი გულისცემა ბიჭის მოახლოებისას. -სახლში მარტო ვერ გაჩერდი, არა?_გაეღიმა თეოდორეს. -შეგეძლო შენებთან წასულიყავი და იქ დარჩენილიყავი_ეშმაკურად გამოხედა -ხო, ისევე როგორც შენც შეგეძლო იმ ღამით სახლში დაგეძინა, მაგრამ ჩემთან დარჩენა ამჯობინე. -როგორც ჩანს ჩვენი ფიქრები ერთმანეთს ემთხვევა_ბედნიერად გაეღიმა თეოდორეს. -როგორც ჩანს. -ღმელთოოოო აკოშეთ ბოლოშდაბოლოშ_თვალები გადაატრიალა ისევ პირ ამოვსებულმა საბამ და მაშინვე სიცილი აუტყდა წყვილს რომ იგრძნეს როგორ წამებში გაიფანტა რომანტიული გარემო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.