შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქორწილო კაბა (17 თავი)


5-12-2019, 02:47
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 741

ვიგრძენი ცივი ხელის შეხება და ერთიანად
დამაჟრიალა ისედაც სისხლგაყინულ სხეულში, ბოლო ხმაზე ვიკივლე შიშისგან
-გეყოფა ისტერიკა-თორნიკეს ხმამ მიძულა გაჩუმება -წამოდი-მაჯაში ხელი ჩამავლო და წამათრია, ისე ვიყავი შეშინებული და ძალა გამოცლილი რომ მარტივად მივყავდი, სახლში რომ შემათრია დივანზე დამსვა და თვალებში ჩამაცქერდა
-ნუთუ გგონია რომ მართლა რამეს დაგიშავებ? -მისმა კითხვამ დამაბნია და გამაოცა
-არვიცი-თვალი ავარიდე და მზერა მაგიდაზე გადავიტანე სადაც მისი მანქანის გასაღები, იარაღი და მობილური იდო
-არც იფიქრო-მითხრა მკვახეთ და სავარძელში გადაწვა
-რაგინდა ჩემგან?
-უკვე ვიცი რომ არ გიყვარვარ
-საიდან? -მისმა სიმშვიდემ და უდარდელობამ ცოტა დამამშვიდა
-შენ ჩემი გეშინია
-იმიტომ რომ ცუდად მექცევი
-იმიტომ რომ იმსახურებ
-თორნიკე რა გინდა?
-უკვე გავთამამდით? -შემომხედა გაბრაზებული სახით -მინდა რომ ცოლად გამომყვე, მინდა ჩემი გახდე და იცოდე რომ ეს ბოლო ჩვენი შეხვედრაა, ან ახლა ან არასოდეს-შემომხედა მკვლელი მზერით
-ვერ დავივიწყებ იმას რაც გააკეთე -თავი დავხარე და ჩავიდუდუნე
-თუ არ გინდა რომ დაივიწყო? -მითხრა ბრაზნარევი ხმით
-შენ საშინლად მომექეცი, ძალიან შემაშინე და იმედები გამიცრუე-ამოვისლუკუნე და ცრემლები გადმომცვივდა კიდეც
-მარიამ სკოლიდან მოყოლებული მიყვარხარ, შენც გიყვარდი მაგრამ რაღაც აირია, უთქმელად გვიყვარდა ერთმანეთი, და უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის , მაგრამ ახლა ნათქვამ სიტყვებსაც, ახსნილ სიყვარულს ფასი დაეკარგა, გაუფერულდა, გაიცრიცა, გაქრა...
-მე ნუ მადანაშაულებ-ლამის ვიყვირე, ის ადგა, თავზე წამომადგა და გვერდით დამიჯდა, მე ვიგრძენი როგორ დამეჭიმა სხეული
-მინდა შეგეხო-დამიჩურჩულა ყურთან და თავი მიმატრიალებინა მისკენ, ეს არცკი ვიცი რა შეგემრძნებების ერთობლიობა იყო, ტკივილის, შიშის, იმედგაცრუების, სიყვარულის, ბედნიერების, თუ ტანჯვის...
ჩემს ტუჩებს ძალინ ნელა და ფრთხილად შეეხო, მე წინააღმდეგობა არ გავუწიე, მინდოდა მეგრძნო ის, ვინც მიყვარდა...ან მეგონა რომ მიყვარდა... არავითარი ემოცია და ცაში ავარდნა, ამიტომ წამსვე თავი უკან გავწიე და ვცადე ადგომა
-მე ბედნიერება ამ წამს შევიგრძენი და შენ? შენ რა იგრძენი-დამიჭირა ხელები და მაიძულა მის გვერდით ჯდომა, ხმას ვერ ვიღებდი რადგან ძალიან გაღიზიანებული და გაბრაზებული ჩანდა, იმ დრის როცა ჩავთვალე რომ ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო და დასრულებულიყო ჩემი ცხოვრება კარი შემოანგრია სანდრომ, მე წამოვვარდი და გაოცებული მივაჩერდი,
თორნიკე არცკი გატოკებულა, დივნის საზურგეს მიეყრდნო და რომ მოიკომფორტა სივრცე ზედმეტად მშვიდად თქვა
-გელოდი-სანდროს მოაჩერდა რომელიც მე არ მაშორებდა თვალს, და ცდილობდა ჩემს თვალებში პასუხების ამოკითხვას, მივხვდი რომ ძალიან შეშინებული და დაბნეული იყო
-როგორ მიპოვე-სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, სიტვაციის განსამუხტად
-აქამდეც უნდა მოსულიყავი-უსაყვედურა თითქოს თორნიკემ და გიჟივით სიცილი დაიწყო, სანდრომ ხელები მომუშტა სიმწრისგან მაგრამ არაფერი გააკეთა, მზერა მე მომაბჯინა და კითხვაჩამდგარი თვალებით პასუხებს მთხოვდა, მაგრამ არაფერი მკითხა, მე ძალიან განვიცადე რომ ასეთ მდგომარეობამდე მივიყვანე ისინიც და ჩემი თავიც
-მანქანაში გელოდები თუ ერთ წუთში არ გამოხვალ მაშინ...-ვეღარ დაასრულა ყელში გაეჩხირა სტყვა და გავიდა, მე თორნიკეს მივაჩერდი და მოწოლილ ცრემლებს უფლება მივეცი რომ გადმომცვენოდა, მანქანის დაქოქვის ხმა შემომესმა და შევკრთი,თორნიკეს გაეცინა ისევ გიჟივით და ადგა თავის ნივთები აიღო და კართან მივიდა მე მას ჩავუარე და გარეთ გავვარდი, სანდროს შევხედე რომელიც მოთმინებადაკარგული მიყურებდა საჭესთან მჯდომი, თორნიკე გამოვიდა აივანზე და უკან დამიდგა, მე ვიგრძენი ყველა ის ემოცია რაც ამ ორში ერთად იყო და ძალიან ცუდად გავხდი, კიბდ ჩავირბინე და მანქანის კარს დავეჯაჯგურე
-მშვიდობით-მომაძახა თორნიკემ და მე მანქანაში დავჯექი თუარა ადგილს მოწყვიტა სანდრომ, ხმას არცერთი ვიღებდით, ის სარკიდან მიყურებდა შიგადაშიგ, მეკი თვალს ვარიდებდი მის გააფთრებულ მზერას, დიდიხანი რომ გავიდა და ვერ ვეღირსე მისი ხმის გაგონებას ვკითხე
-არაფერს მკითხავ?- ისევ დუმილი და ჩემი ტანჯვის გაგრძელება -სულერთია შენთვის რა მოხდა? -ვუყვირე გაკაპასებულმა, მან დაამუხრუჭა და აწყვეტილი მანქანის მკვეთრმა დამუხრუჭებამ მაიძულა სავარძლებშორის გადაქანება
-გკითხო შეგეხო თუ არა? გკითხო ძალით გააკეთა თუ შენი სურვილით? გკითხო მოვკლა თუ ვაცოცხლო?
-მკითხე რადგან არაფერი მომხდარა და არც მოხდებოდა -ამოვიყვირე გამწარებულმა
-რატომ არ მოხდებოდა? -მომაჩერდა თვალებში
-იმიტომ რომ მე არ მინდა მასთან ყოფნა
-ჩემთან? -მისმა უტიფრობამ გამაცოფა და გადმოვუხტი მანქანიდან -მაინტერესებს მერომ მომეტაცე მეც გამომექცეოდი? ეს ვიგულისხმე არანორმალურო -სიცილით მომდევდა უკან
-გამოგექცეოდი
-მე არ გაგიშვებდი-წინ გადამიდგა და ისევ იცინოდა
-აბა რას იზავდი? -მეც გამეცინა
-დაგტოვებდი ჩემთან სულ, იმ იდიოტივით კიარ დაგთმობდი
-და მე თუარ მენდომებოდა -არვიცი ამ სისულელეებს რატომ ვეკითხებოდი
-მაინც არ გაგიშვებდი
-შენ ამას არ იზავდი, რომ გდომოდა გააკეთებდი, მაგრამ ასეთი არ ხარ
-აბა როგორი ვარ -ზედმეტად მომიახლოვდა
-მომთმენი და თავდაჯერებული-ამოვთქვი და ხმა ჩამიწყდა, როცა მისი ხელი ნიკაპზე შემეხო
-იცი მერე რად მიჯდება ეს მოთმინება?იცი რა რთულია როცა გინდა შეეხო მაგრამ იცი რომ ამ ერთმა თავის დაკარგვამ შეიძლება სამუდამოდ დაგაკარგვინოს ის რაც ყველაზე ძვირფასია? -სიბნელაში მის სახეს ვეღარ ვხედავდი, მითუმეტეს რომ მანქანის ფარებს მე ვეფარებოდი და მის თვალებში ვერაფერი დავინახე, თუმცა ვიგრძენი, მისი ყველა ემოცია -პირველად რომ გაკოცე დამარტყი, მეორედ რომ დაგიჭირე და გაკოცე ძალით მაშინაც სილა ვიგემე, ახლაც მინდა შენი სილა ვიგემო მითხრა სუნთქვა შეკრულმა და ტუჩებზე დამაცხრა თან მკლავებშორის მომიმწყვდია, და გასაქანი არ მომცა, ისე გაუაზრებლად მოხდა რომ სულ დავიბენი, მხოლოდ იმას ვგრძნობდი რომ რაღაც სასიამოვნო ემოცია იღვრებოდა სხეულში,
რომ იგრძნო წინააღმდეგობას არ ვუწევდი ხელები გამიშვა და თმაში შემიცურა, ძალიან გამაბრუა ამ ყველა ემოციის ამოხეთქვამ, ის ნაზად მაგრამ ძლიერად მკოცნიდა, და როცა ჩემს ტუჩებს მოშორდა თვალებში ჩამაცქერდა დაბნეული, სიჩუმე ჩამოწვა და ერთმანეთის გახშირებული სუნთქვის ხმა გვესმოდა -რომ არ მეკოცნა მოვკვდებოდი-დაიჩურჩულა აღელვებული ხმით -უნდა მეგრძნო რომ მისი არ ხარ- მე
მისმა სიტყვევმა გული მატკინა და მოვტრიალდი, მან ხელი დამიჭირა და მიმატრიალა თავისკენ -მარიამ
-გგონია მან რადგან ასეთი რამ ჩაიდინა, გული მატკინა , და იმედები გამიცრუა ამიტომ ვარ შენთან?
-მარიამ-ამოთქვა და ისევ ჩემს ტუჩებს მიწვდა მაგრამ მე უფლება არ მივეცი ამიტომ ისევ დამიჭირა გრძნობა არეულმა, მაჯები ერთი ხელით დამიჭირა მეორე ხელი თმაში შეაცურა და ძალდატანებით ჩემს ტუჩებს შეეხო ისევ, მაგრამ ისე გავუძალიანდი ვაიძულჯ გავეშვი, არ შევარგე ნაძალადევი კოცნა
-ასე ნუ იქცევი-ვუთხარი ბრაზმორეულმა
-როგორ?- გამოიდებილა თავი
-ნუ მაძალებ
-კიდევ რამდენმა უნდა მოგიტაცოს რომ აღიარო ჩემი სიყვარული?
-ნუ სულელობ
-რატომ გამოექეცი? იმიტომ რომ დაგიმსხვრია მასზე ნაშენები ოცნების კოშკები თუ მიხვდი რომ არ გიყვარს?-იყვირა გაცოფებულმა
-იმიტომ რომ ...იმედები გამიცრუა-მივახალე გულწრფელად
-ანუ მე ისევ ...სათადარიგო ვარ-იყვირა მწყობრიდან გამოსულმა და მანქანისკენ წავიდა, მივიდა და ხან წიხლები ურტყა და ხან მუშტები, მე მივვარდი
-სანდრო გეყოფა-ვიყვირე შეშინებულმა
-რატომ წამოხვედი მისგან-მომაჩერდა თვალებში და წვიმამაც ჭექა-ქუხილით დასცხო, ჩვენკი ვიდექით და ერთმანეთს შევცქეროდით
-მისი კოცნა არ მომეწონა-ვეუბნები გულწრფელად, ის ბრაზდება, გიჟდება, მე მომწონს მისი ეს გაგიჟება და ეჭვიანობა, და მეცინება -შენი ჯობდა-ვახლი გაავებულს და ვხედავ როგორ ირევა, ილეწება სახეზე, როგორ ბრაზდება ,როგორ გამოდის მწყობრიდან
-ჩემს გრძნობებზე თამაშს არ გირჩევ ამპარტავანო ალქაჯო-მეუბნება ჯერისევ არეული და უხეში მოძრაობით სხეულზე მიკრობს -იცოდე დსიწვები-მიჩურჩულებს ყურთან თან ისე ახლოს რომ მისი ცხელო ტუჩები ოდნავ მეხება, მერე ცხვირის წვერს მიხახუნებს ყურზე, ყურიდან ყელზე გადმოდის, სიცივისგან თუ მოზღვავებული გრძნობების სიჭარბისგან ვცახცახებ და საერთოდ არ მაქ სურვილი წინააღმდეგობა გავწიო, მისი ტუჩები ყელზე მეხება და ერთიანად მიხურდება სიცივისა და წვიმისაგან გაყინული სხეული, ყელიდან ქვემოთ მისრიალებს მისი ტუჩები, მარჯვენა ხელს მაისურის ქვეშ მიცურებს და ცივი თითები დასრიალებს ჩემს ათრთოლებულ ბეჭებზე და წელზე, მეტად მეკრობა სხეულზე და ვგრძნობ როგორ დაიკარგა გრძნობებში, როგორ დაკარგა თავი და მეც ამრია, მისი ტუჩები პერანგის ღილის კიდემდე მიდის და ისევ ყელს უბრუნდება, მე თავს მეტად ვწევ, მინდა მეტად და ღრმად ვიგრძნო ეს სასიამოვნო გრძნობების აფეთქება, მისი ყუჩები ჩემს ტუჩებს უბრუბდება და უნებურად სახეზე ხელებს ვავლებ და ვაიძულებ ყელს დსუბრუნდეს, ისე უეცრად და მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი რომ ვერ ვიაზრებ რა ღრმად ვყოპავ მის გრძნობებში და რამდენად საშიშია ეს, სანდრო უკვე ღილს მიწვდა და მე ხელი დავუჭირე, თვალებში ჩამაცქერდა და მეტად მომეკრა სხეულზე და ამაკრა მანქანაზე
-მაგიჟებ-ამოთქვა და მომშორდა
-ეს არუნდა მომხდარიყო-ვთქვი გაბრაზებულმა ჩემს თავზე
-მეგონა დაგკარგე და ლამის შევიშალე-თმაზე მომეფერა-მოვკლავდი რომ შეგხებოდა-ცივი ხელი ლოყაზე ჩამომისვა და სახეზე დამაცქერდა -შენ ჩემი ხარ, მარტო და სამუდამოდ ჩემი!- ხელი მომხვია და მიმიკრო სხეულზე მეკი ვიგრძენი ჩემმა სისუსტემ როგორ შემიცვალა ცხოვრება და სუნთქვა გამიჭირდა ბრაზისგან აჭრილს



№1  offline წევრი Takk.22

ძალიან კარგია დროა მარიამი საკუთარ თავზე ფაბრაზებას მორჩეს და აღიაროს სანდროს მიმართ გულგრილი რომ არარის, ყოჩაღ კარგად წერ

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკუნა

ძაან მაგარია.მალე დადე ახალი????????

 


№3  offline მოდერი ნეაკო

Takk.22
ძალიან კარგია დროა მარიამი საკუთარ თავზე ფაბრაზებას მორჩეს და აღიაროს სანდროს მიმართ გულგრილი რომ არარის, ყოჩაღ კარგად წერ

მადლობა რომ მიზიარებთ თქვენს ემოციებს და მოგწონთ, ნელნელა ყველაფერი დალაგდება

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

Ოოჰ ძლივს ეღირსად რაღაც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent