შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგონა ზღვის პირას (მეათე თავი)


5-12-2019, 15:34
ავტორი fireending
ნანახია 1 314

-როგორ მეზიზღები_ბუზღუნით უთხრა ანამ მაღვიძარას და გამორთო.
თმააჩეჩილი და გაბრუებული წამოჯდა საწოლზე.დილით ადრე ადგომა ეჯავრებოდა,მითუმეტეს ზამთარში.უკვე თენდებოდა,თუმცა გარეთ დეკემბრის დილისთვის ჩვეული სიცივე და ბურუსი იდგა.ტელეფონს დახედა და გამოტოვებული ზარები დახვდა ლუკასგან,საწოლის საზურგეს მიეყრდნო და ლუკას დაურეკა.
-დილა მშვიდობისა_გაისმა ტელეფონში ლუკას ხმა
-დილა მშვიდობისა _უპასუხა ანამ ნამძინარევი,ოდნავ ჩახლეჩილი ხმით-მეძინა და ახლა ვნახე შენი დანარეკი,რამე მოხდა?
-არა.უფრო სწორად ხო_თქვა ლუკამ-მოემზადე,ცოტა ხანში გამოგივლი,ბაჩო გველოდება გადასაღებ მოედანზე
-რა?_გაუკვირდა გოგონას-დღეს ხომ დასვენების დღეა
-კი,მაგრამ წუხელ დამირეკა,გეგმები შეიცვალა.
-კარგი კარგი_უხალისოდ თქვა ანამ-არადა იმედი მქონდა ბევრს ვიძინებ დღესთქო
-ჩემი ძილისგუდა_სიცილით თქვა ლუკამ-მიდი მოემზადე და ასე ერთ საათში შენთან ვიქნები
-კარგი_უპასუხა ანამ და ტელეფონი გათიშა
უხალისოდ წამოდგა საწოლიდან და აბაზანისკენ წავიდა,რომ მოწესრიგებულიყო.
...
-ლუკა
-ჰო_უპასუხა მამაკაცმა
-რა გზით მივდივართ? დაგვაგვიანდება
-არა_თქვა ლუკამ-ზუსტად იმ დროზე მივალთ როცა საჭიროა
-როგორ ?_გაუკვირდა ანას-მთელი ქალაქის მოვლა მოგვიწევს
-უკვე მოვედით_გაეღიმა ლუკას და მანქანა გააჩერა
მანქანიდან ორივე გადმოვიდა.ანა გაკვირვებული იყურებოდა ირგვლივ,რადგან გადასაღები მოედნის მაგივრად მის ძველ სამსახურთან იდგნენ,ზუსტად იმ კაფის წინ,სადაც ლუკას პირველად შეხვდა.
-შევიდეთ_ხელი მოხვიდა ლუკამ
-აქ რა გვინდა?_ჰკითხა გოგონამ
-შევიდეთ და გეტყვი.
ანას აღარაფერი უთქვამს,კაფეში შევიდნენ.გოგონა კიდევ უფრო გაოცებული დარჩა,როდესაც კაფე ცარიელი იყო ,იქაურობა ვარდებით და სურნელოვანი სანთლებით იყო მორთული და მხოლოდ ერთი მაგიდა,რომელიც ფანჯარასთან ახლოს იდგა,იყო გაწყობილი.სწორედ იმ მაგიდასთან დასხდნენ ორივენი.
-აქ რა ხდება?_გაეღიმა ანას და თვითონ ვერ მიხვდა რატომ აუჩქარდა გულის ცემა.-გადაღებაზე ხომ უნდა წავსულიყავით?
-ცოტათი მოგატყუე_თქვა ლუკამ და გაეღიმა,შემდეგ ანას ხელი დაიჭირა და აკოცა
-რა ლამაზადაა მორთული აქაურობა _ირგვლივ მიმოიხედა ანამ
-მოგეწონა?
-ძალიან
-შენთვის გავაკეთებინე_თქვა ლუკამ-ეს ადგილიც სპეციალურად ავირჩიე
-აირჩიე?რისთვის?
-ანა_ლუკამ ორივე ხელი მოხვია გოგონას ხელს და თვალებში ჩახედა.-სწორედ აქ შეგხვდი პირველად უფრო სწორად აქ გაგიცანი ანა და მას შემდეგ ჩემი ცხოვრება სასიამოვნოდ შეიცვალა.შენ ჩემთვის განსაკუთრებული და ყველაზე ნიშვნელოვანი ადამიანი გახდი.ადამიანი,რომელთანაც ერთად მინდა მთელი ცხოვრება გავატარო,შენ ხარ ის ვისთან ერთადაც მინდა დავბერდე,მინდა ყოველ დილით შენ გვერდით ვიღვიძებდე.მინდა საერთო და ბედნიერი მომავალი გვქონდეს ,ანა_ლუკა ფეხზე წამოდგა და ანას წინ ჩამოჯდა -ანა,თუ შენც იგივეს გრძნობ ჩემ მიმართ,თუ შენი სურვილიცაა რომ ერთად ვიყოთ მინდა დავქორწინდეთ
ამ სიტყვების თანხლებით გაუკეთა მან ანას ბეჭედი თითზე.
ანას არაფერი უთქვამს.სასიამოვნო აღელვებისგან მთელი სხეული უთრთოდა და თვალები სიხარულისგან მომდგარი ცრემლებით ჰქონდა სავსე.ანამ ხელზე დაიხედა და გაიღიმა შემდეგ ის ლუკას მაგრად მოეხვია და აკოცა.უკვე აღარაფრის თქმა იყო საჭირო ,მათი სახე,თვალები,გამომეტყველება ბედნიერებით იყო სავსე.
-იცი,_სიჩუმე დაარღვია ანამ-ახლა თვალწინ ის მიდგას ზღვის სანაპიროზე ერთად რომ ვთამაშობდით პატარაობაში-ბედნიერი ღიმილით თქვა მან
-მეც,რა სასიამოვნო მოგონებაა_უპასუხა ლუკამ და გოგონას აკოცა-ჩემთვის ყოველთვის ის პატარა გოგონა იქნები ზღვის პირას,რომელიც ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი თამაშობდა ჩემთან ერთად ,მიხარია რომ გიპოვე და ამიერიდან სულ ჩემთან იქნები
-მეც მიხარია,ძალიან ბედნიერი ვარ_თქვა ანამ
-მიყვარხარ_თქვა ლუკამ და კიდევ უფრო მჭიდროდ მოხვია ხელები გოგონას
-მეც_უპასუხა ანამ და მამაკაცს მკერდზე მიადო თავი.
ერთმანეთზე მიხუტებული ცეკვავდნენ წყნარი,სასიამოვნო მუსიკის ფონზე და ერთმანეთის არსებობით ტკბებოდნენ.მათ გონებაში ახლა მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები იყრიდნენ თავს ერთად.
...
-რა მაგარი ამბავია,გილოცავთ_თქვა გახარებულმ ლანამ შემდეგ კი ანასაც და ლუკასაც ჩაეხუტა
-მეც გამიხარდა _ღიმილით თქვა დამიანემ და მეგობარს მოეხვია,შემდეგ ანასთან მივიდა და აკოცა-ბედნიერებას გისურვებთ -თქვა მან
-მადლობა_თქვა ლუკამ და დამიანეს მხარზე დაადო ხელი
-ქორწილს როდის გეგმავთ?_იკითხა ლანამ
-თვის ბოლოს,საახალწლოდ_უპასუხა ლუკამ
-მამას უკვე უთხარით_ჰკითხა დამიანემ
-კი,გუშინ ველაპარაკე_უპასუხა ანამ -და გაუხარდა ძალიან.ჰოდა ხვალ საღამოს ნიშნობის წვეულების მოწყობას ვაპირებთ სახლში მამასთან.ლუკას მშობლებიც იქნებიან
-რა კარგია_თქვა ლანამ და ბედნიერი ღიმილით უყურებდა ორივეს.
-ჰო და იმედია შემდეგი ქორწილიც მალე იქნება_გაეღიმა დამიანეს და ლანას გახედა
ლანამაც გახედა დამიანეს,სახეზე ოდნავ წამოწითლდა და ბიჭს მზერა აარიდა.
...
ყველანი ნიშნობის წვეულებაზე შეიკრიბნენ.მთელი საღამო სასიამოვნოდ გაატარეს.ლუკას მშობლებიც მალე დაუმეგობრდნენ ბექას და ძალიან მოეწონათ მისი სახლი,ბექა ქალაქისგან მოშორებით წყნარ ადგილას ცხოვრობდა.ჰაერიც სუფთა იყო და გარემო სასიამოვნო.პატარა სამოთხე ქალაქთან ახლოს,ლამაზი ბაღით,ყველაზე სეზონზე თავისი ხიბლი ჰქონდა ამ ადგილს,გაზაფხულზე მწვანე ფერით და უამრავი ყვავილით იმოსებოდა იქაურობა,ჰაერშიც სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა,ზაფხულში კი ქალაქის დახუთული ჰაერისგან განსხვავებით აქ ისევ სასიამოვნო გრილი სიო ქროდა და ნაძვების ჩრდილშიც სეირნობას არაფერი სჯობდა.შემოდგომა ოქროსფერი და მეწამული ფერებით ამკობდა გარემოს,შემოდგომის თბილი მზე კი სასიამოვნო ელფერს აძლევდა ძირს,ხალიჩასავით გაფენილ გამხმარ ფოთლებს.ანასაც უყვარდა აქაურობა,მამასთან ერთად ხშირად სეირნობდა და თამაშობდა ეზოში,მოწონდა შემოდგომის სასიამოვნო მზით სახის გათბობდა,ფოთლების ხრაშუნი,როდესაც დარბოდა,ზამთარში კი,როცა ყველაფერი თოვლით იყო გადაპენტილი დაუჯერებლად ლამაზი იყო ყველაფერი,თოვლის სქელი საფარი,რომელიც მიწას და ხეებს ფარავდა კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს მატებდა ამ ადგილს.
ახლაც დეკემბერი იდგა,უკვე დაღამდა,თოვლის აქ იქ იყო შერჩენილი ხეებზე,მიწა გაყინულიყო,ირგვლივ გამეფებულ სასიამოვნო სიჩუმეს მხოლოდ გზატკეცილიდან,რომელიც სახლიდან ოდნავ მოშორებით იყო,შემომავალი მანქანის ხმა თუ დაარღვევდა,მანქანის სწრაფად გავლის ხმა ,ზღვის ტალღების ხმას ჰგავდა.
ანა სახლის წინ აივანზე იჯდა და მის წინ სივრცეს გაჰყურებდა ჩაფიქრებული.აშინებდა,თუმცა სასიამოვნოდ აღელვებდა კიდევ ახალი ცხოვრების დასაწყისი,ფიქრობდა იმ პასუხისმგებლობაზე,რომელიც წინ ელოდათ მასაც და ლუკასაც,ფიქრობდა,რომ ყველაფერი სწრაფად მოხდა,თუმცა გრძნობდა,რომ ბედნიერი იყო და იქნებოდა კიდევ მისი საყვარელი მამაკაცის გვერდით.ის თავს მშვიდად გრძნობდა ახლა,როდესაც ირგვლივ მისი საყვარელი ადამიანები იყვნენ,მამა და ძმა ,რომელთა იმედიც იცოდა,რომ სულ უნდა ჰქონოდა,ლუკას,რომელიც თავდავიწყებით უყვარდა,ლანა კი მისთვის დასავით იყო.არც ლუკას მშობლები დავიწყებია,მათაც უკვე თავისი ოჯახის წევრად მიიჩნევდა,უხაროდა,რომ გარს ასეთი კარგი ადამიანები ეხვია.
-ჩაი დაგიხსი_ფიქრებიდან გამოარკვია ანა ლანას ხმამ-დალიე გათბები
-მადლობა ჩემო კარგო_გაიღმა ანამ და გოგონას ჭიქა გამოართვა.
-არ გცივა?_ჰკითხა ლანამ და მის გვერდით ჩამოჯდა
-არა_უპასუხა გოგონამ-სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად გამოვედი ცოტა დავიღალე
-ჰო მეც_თქვა ლანამ-კარგი საღამო იყო
-კი,სასიამოვნოდ გავატარეთ დრო_გაეღიმა ანას და ჩაი მოსვა
-მიხარია,რომ ბედნიერი ხარ_მეგობარს მოეხვია ლანა და აკოცა
-ძალიან ბედნიერი ვარ,ზოგჯერ თავი ზღაპარში მგონია
-ზღაპარი არა ,მაგრამ რეალობაა თანაც ბედნიერი და სასიამოვნო._გაეღმა ლანას
-ყველაფერი ისე კარგადაა ზოგჯერ მეშინია
-რისი_გაუკვირდა ლანას
-არ მინდა ეს ყველაფერი დავკარგო_ღრმად ჩაისუნთქა ანამ
-კარგი რა ,ნუ ფიქრობ სისულელეებზე,ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება,აი ნახავ_თქვა მან
-ჰო ვიცი,უბრალოდ ზოგჯერ ძალიან შევყვები ხოლმე ფიქრებს
-ჰოდაკარგ ფიქრებს შეყევი შენც_გაეცინა ლანას
-ასე ვიზამ_უპასუხა ანამ-ლანა,რაღაც მინდა გკითხო
-გისმენ_უპასუხა ლანამ
-როცა მე და ლუკამ შენ და დამიანეს გითხარით რომ ვაპირებთ მაშინ დამიანემ ახსენა რომ იმედია შემდეგი ქორწილიც მალე იქნება იმედიაო,შენ კი ანერვიულდი.თქვენ შორის ხომ ყველაფერი რიგზეა?მაპატიე რომ გეკითხები
-არა,საბოდიშო არაფერია_გაუღმა ლანამ-კი ყველაფერი კარგადაა.დამიანე ძალიან მიყვარს და ვიცი,რომ მასაც ძალიან ვუყვარვარ და ერთად ბედნიერი ვართ...
-მაგრამ...ეს მაგრამ არსებობს არა?
-ჰო... და მაგ მაგრამ-ს ირაკლი ქვია_თქვა ლანამ სევდიანად
-შენი ყოფილი ქმარი? რატომ ახსენე?
-მეშინია
-რისი?
-იმის,რომ თუ მე და დამიანე დავქორწინდებით დამიანეს ისევ რამეს დაუშავებს,ძალიან მეშინია.არ მინდა მას რამე დაემართოს
-ლანა_ხელი ხელზე დაადო ანამ მეგობარს-ნუ გეშინია,ვერ გაბედავს ვერაფერს.იმ ნაგავი არაკაცის გამო ბედნიერებაზე უარი არ უნდა თქვა
-ჰო ვიცი,მაგრამ გულის სიღრმეში შიში მაქვს
-აქ ხართ?_გარეთ გამოვიდა ლუკა-გეძებდით
-რატომ?_ფეხზე წამოდგა ანა და ლუკას მიუახლოვდა
მამაკაცმა წელზე მჭიდროდ მოხვია ხელები და აკოცა.
-დამიანე პოპკორნს ამზადებს და ფილმს ვუყუროთ_თქვა ლუკამ
-კარგია აზრია_გაუხარდა ლანას და ისიც წამოდგა
-შევიდეთ?_იკითხა ანამ
-წავიდეთ_უპასუხა ლუკამ,შემდეგ გოგონებს ხელები გადახვია და სახლში შევიდნენ.
...
ჯერ კიდევ ყველას ეძინა,როდესაც ლუკას გაეღვიძა,უკვე თენდებოდა.მან მის გვერდით მძინარე ანას დახედა,გაეღიმა და ფრთხილად აკოცა,რომ გოგონას არ გაღვიძებოდა.საწოლში წამოჯდა და ბედნიერებით სავსე თვალებით უყურებდა მას,ბედნიერი იყო,რომ ანას შეხვდა და მალე მისი ცოლი გახდებოდა,გონეაში უკვე წარმოდგენილი ჰქონდა,თუ რა ბედნიერი მომავალი ელოდათ.ანას ნაზად მოეფერა სახეზე,ფრთხილად წამოდგა საწოლიდან,ხალათი მოიცვა და ეზოში გავიდა.გაუხარდა,როდესაც მზის სხივები მოხვდა სახეზე,წუხანდელი ღამე მეტად ცივი იყო და არ ელოდა მზის დანახვას დილით.ირგვლივ მიმოიხედა და ბექა დაინახა,რომელიც იქვე ეზოში სეირნობდა.
-დილა მშვიდობისა_მიესალმა მას ლუკა
-დილა მშვიდობისა ლუკა_უპასუხა ბექამ და ბიჭს მხარზე დაადო ხელი-როგორ გეძინა?
-კარგად ძალიან_უპასუხა მან-შენ?
-მეც კარგად.
-როგორ მომწონს აქაურობა,სულ არ მიკვირს ქალაქში რომ იშვიათად მოდიხარ._თქვა ლუკამ და ირგვლივ მიმოიხედა
-ჰო,აქაურობა ძალიან მიყვარს,ამ სახლთან,ამ ადგილთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს_გაეღიმა ბექას
-ანასაც უყვარს აქაურობა_თქვა ლუკამ-ხშირად მიყვება ბავშობის ამბებს და ყოველთვის ბედნიერებიტ ევსება ხოლმე თვალები
-ჰო_გაეღიმა ბექა-ვიცი,რომ უყვარს,იმედია ხშირად მოხვალთ ხოლმე
-რა თქმა უნდა_უთხრა ლუკამ და მხარზე დაადო ხელი
-წარმომიდგენია გაზაფხულზე რა კარგი იქნება აქ_თქვა ლუკამ
-კი მართლა ლამაზია თან..._ბექას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა ,მაგრამ შეჩერდა,რადგან თავში ძლიერი ტკივილი იგრძნო,თავბრუ დაეხვა და თითქმის ვეღარ ხედავდა.
ნაბიჯის გადადგმა უნდოდა,მაგრამ ვერ შეძლო,მუხლი მოეკვეთა და ეცემოდა,თუმცა ლუკამ დაიჭირა.
-ბექა...ბექა_დაუძახა მან შეშფოთებით,-რა დაგემართა
ბექას ლუკას ხმაც ცუდად ესმოდა.საუბარიც არ შეეძლო. ლუკამ იქვე მდგარ გრძელ სკამთან მიიყვანა და დააჯინა.
-ხალათის ჯიბეში..._მხოლოდ ამის თქმაღა შეძლო ბექამ,რადგან გონებას კარგავდა.
ლუკამ სასწრაფოდ შეუმოწმა ხალათის ჯიბე და შუშით წამალი ამოიღო,შუშიდან აბი ამოიღო და ბექას მიაწოდა.მამაკაცი მძიმედ სუნთქავდა,საზურგეს იყო მიყრდნობილი და თვალები დახუჭული ჰქონდა,მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გაახილა და ლუკას შეხედა.თავი აღარ ტკიოდა და ახლა ურკვე გარკვევით ხედავდა,მხოლოდ თავბრუსხვევას გრძნობდა.
-სასწრაფოს დავურეკავ_ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო ლუკამ
-არ გინდა_შეაჩერა ბექამ-არ ღირს
-რას ამბობ_გაუკვირდა ბიჭს-ძალიან ცუდად იყავი
-ახლა კარგად ვარ,ნუ გეშინია_ოდნავ გაიღიმა ბექამ და ლუკას ხელი მკლავზე დაადო
-კი,მაგრამ რა დაგემართა?
-არაფერი,ალბათ წნევა დამივარდა,არაფერია სანერვიულო
-ეს წამალი..._ლუკამ შუშას დახედა და წამლის სახელწოდება ეცნო-ბექა,რახდება მითხარი
-არაფერი,მართლა,ნუ ნერვიულობ
-ბექა,ეს წამალი ვიცი_თქვა მან
-წნევისაა
-არა,არ არის_დაბეჯითებით თქვა ლუკამ და ბექას თვალებში შეხედა-ვიცი ეს წამალი,რადგან ბაბუა სვამდა,კიბო ჰქონდა
ბექას არაფერი უთქვამს,მხოლოდ მძიმედ ამოისუნთქა,ლუკას წამალი გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო.
-ბექა...შენ?
-ჰო_უპასუხა მოკლედ
ლუკა ვეღარაფერს ამბობდა,თავზარდაცემული უყურებდა მის წინ მჯდარ მამაკაცს.
-ნუ მიყურებ ასე_გაეცინა ბექას-მკვდარი კიარ ვარ ჯერ
-რამდენი ხანია?_ჰკითხა ლუკამ რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ
-6 თვეა ლუკა
-ამდენი ხანი?
-გთხოვ,ანას და დამიანეს არაფერი უთხრა,საერთოდაც არ მინდოდა ამ ამბის გამხელა_თქვა ბექამ და ამოიოხრა-არ მინდა სანამ მოვკვდები...
-რა?რას ამბობ?_სიტყვა გააწყვეტინა ლუკამ და ფეხზე წამოდგა-ბექა,იმკურნალებ,ოპერაციას გაიკეთებ,არ მოკვდები_აღელვებით საუბრობდა ის
-არა,თავში ისეთ ადგილასაა სიმსივნე და ისეთი დიდი ზომისაა,რომ ოპერაცია შეუძლებელია და მკურნალობას აზრიც არ აქვს,მაინც ვერ გადავრჩები და არ მინდა ,რომ ტყუილად ვანერვიულო ჩემი შვილები
-რამე გზა იქნება_თქვა ლუკამ და თვალზე მომდგარი ცრემლი სწრაფად შეიმშრალა-არ უნდა დანებდე,ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ რომ..._ლუკამ აღარაფერი თქვა და ბექას შეხედა
-შევეგუე ჩემ ბედს და გთხოვ,რომ ანას და დამიანეს არაფერი უთხრა
-ასე არ შეიძლება_უპასუხა ლუკამ-შენმა შვილებმა სიმართლე უნდა იცოდნენ,უსამართლობაა მათ მიმართ,თანაც არ მინდა ანას ან დამიანეს რამე დავუმალო ან მოვატყუო, მართლა უსამართლობაა,ყველაზე მეტად შენ მიმართ,რადგან ყურადღება გჭირდება შესაბამისი და...
-ვიცი,ვიცი,რომ მართალი ხარ_გააწყვეტინა ბექამ-მაგრამ ჯერ არ ვიცი რა გავაკეთო,ვიცი რომ უნდა ვუთხრა,მაგრამ არ ვიცი შევძლებ თუ არა ...
-უნდა უთხრა აუცილებლად_თქვა ლუკამ- და არ უნდა დანებდე,სიცოცხლისთვის უნდა იბრძოლო,შვილების მიტოვებაარ შეგიძლია
ბექას არაფერი უთქვამს.გაეღიმა და ლუკას ჩაეხუტა.
-არ ინერვიულო შვილო_უთხრა მან ლუკას
-როგორ არ ვინერვიულო,ხომ იცი საკუთარი მამასავით შემიყვარდი და არ მინდა დაგკარგო_სევდიანად თქვა ლუკამ-თან დამიანეზე და ანაზე ვფიქრობ,დაფიქრდი გთხოვ,უნდა უთხრა.უფლება აქვთ იცოდნენ
-მართალი ხარ_უპასუხა მამაკაცმა-შესაფერის დრო ვნახავ და ვეტყვი,თუმცა ძალიან ძნელი იქნება
-ვიცი,მაგრამ ეს უნდა გააკეთო_მხარზე ხელი დაადო ლუკამ-მე შენ გვერდით მიგულე
-მიხარია,რომ შენნაირი კარგი ადამიანი ყავს ჩემ შვილებს გვერდით_თქვა ბექამ-ლუკა ,მხოლოდ ერთს გთხოვ,არ მინდა ანამ და დამიანემ ეს ამბავი თქვენ ქორწილამდე გაიგონ,მინდა ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს და შემდეგ ყველაფერს ვეტყვი
-კარგი,არ ინერვიულო_უთხრა ლუკამ-შევიდეთ სახლში?აცივდა ცოტა,თან დანარჩენებიც გაიღვიძებენ აწი
-შევიდეთ,შემცივდა და მომშივდა კიდეც.ხომ დამეხმარები საუზმის მომზადებაში?
-აბა რა_უთხრა ლუკამ და სახლისკენ ერთად წავიდნენ.
-დილამშვიდობის_ღიმილით შეეგება ანა მამას და ლუკას,შემდეგ კი ორივე გადაკოცნა
-უკვე გაიღვიძე?_თქვა ლუკამ და გოგონას აკოცა
-ჰო,დამიანეს და ლანას ისევ სძინავთ.
-კარგია,ეძინოთ_თქვა ლუკამ-ცოტას დაისვენებენ-მე და ბექა საუზმეს მოვამზადებთ
-მეც მოგეხმარებით_უთხრა ანამ და მათთან ერთად გავიდა სამზარეულოში.
საუზმე თითქმის მზად იყო,როდესაც დამიანემ და ლანამ გაიღვიძეს,ერთად დასხდნენ და მხიარულად საუბრობდნენ მომავალ გეგმებზე.ყველანი კარგ ხასიათზე იყვნენ.მხოლოდ ლუკა იჯდა ჩუმად,თითქმის არ საუბრობდა,იმ ამბავზე ფიქრობდა,რომელიც ცოტა ხნის წინ შეიტყო ,უყურებდა მაგიდასთან მჯდარ ადამიანებს,რომლებიც მხიარულად საუბრობდნენ,იცინოდნენ,სამომავლო გეგმებს აწყობდნენ და გულს უმძიმებდა ბექაზე ფიქრი,რომელიც ახლა მათთან ერტად მხიარულობდა,თუმცა შესაძლო იყო,რომ მალე ყველაფერი შეცვლილიყო. ცდილობდა ამაზე აღარ ეფიქრა,არ უნდოდა მისი ცუდ ხასიათზე ყოფნა შეემჩნიათ ,თუმცა ძნელი იყო თავის მოჩვენება,რომ ყველაფერი კარგად იყო. უყურებდა ანას,რომელიც მამის გვერდით იჯდა,გოგონა,რომელიც მუდამ ბენდიერებით სავსე თვალებიტ უყურებდა მამას და მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოედგინა,ლუკამ ძალიან კარგად იცოდა,თუ რამხელა ადგილი ეკავა ბექას მისი ქალიშვილის ცხოვრებაში და ძნელი იქნებოდა ამ დარტყმის გადატანა მისთვის.ახლა დამიანეს შეხედა,მან ხომ სულ ახლახან გაიცნო მამა ,შეიყვარა და მის ცხოვრებაშიც დაიკავა დიდი ადგილი,არც ანამ და არც დამიანემ არ იცოდნენ,თუ რა მძიმე განსაცდელი ელოდათ წინ.მხოლოდ ლუკამ იცოდა დ ეს ტვირთი გულს საშინლად უმძიმებდა.უნდოდა მათთვის ეთქვა,თუმცა ბექას თხოვნის გამო თავს იკავებდა.
-კარგად ხარ?-ფიქრებიდან გამოარკვია ანას ხმამ
-რა? ჰო კარგად ვარ_გახედა ანას,გაუღმა და აკოცა
-მოწყენილი ჩანხარ_თქვა დამიანემ-რამე მოხდა?
-არა...რა უნდა მომხდარიყო_უპასუხა ლუკამ და დამიანეს მზერა აარიდა-ცოტა დავიღალე გუშინ საღამოს გვიან დამეძინა და...
-თუ გინდა წამოწექი_შესთავაზა ანამ
-ჰო ცოტა ხნით დავწვები_თქვა ლუკამ და ოთახიდან გავიდა
-მე მაგიდას ავალეგ_ფეხზე წამოდგა ანა და თეფშების აღება დაიწყო
-მოგეხმარები_წამოდგა ლანაც
...
-გძინავს?_ოთახის კარი შეაღო ბექამ
-შემოდი_უპასუხა ლუკამ
ბექა საწოლთან მივიდა,ჩამოჯდა და ლუკას მხარზე დაადო ხელი.
-ვიცი რაზეც ფიქრობ და არ გინდა_თქვა მან-ლუკა,ნუ ნერვიულობ გთხოვ.ნეტავ საერთოდ არაფერი გაგეგო
-არა,ნეტავ კიდევ უფრო ადრე გამეგო რომ...
-აქ ხართ?_საუბარი შეაწყვეტინათ დამიანემ
-მოდი_თქვა ბექამ
დამიანე მათ წინ ჩამოჯდა
-რა კარგია აქ ყოფნა_თქვა დამიანემ და ფანჯარაში გაიხედა-დრო ნელა გადის,ქალაქიდან მოშორებითაა.სიწყნარე მენატრება
-ხომ იცი,როცა გინდა მაშინ უნდა მოხვიდე_უთხრა შვილს ბექამ-ეს შენი სახლიცაა
-ვიცი კი_გაუღიმა მამას-გადაღებები,თეატრი და დრო თითქმის აღარაა.არადა სიამოვნებით ვიძინებდი ერთი ორი კვირით გადაბმულად
-არა,ნამდვილად ანას ძმა ხარ რა_გაეცინა ლუკას-ძილი თქვენი არსობისა
სამივეს გაეცინა.ბექამ ბიჭებს სევდანარავი ღიმილით შეხედა.სიამოვნებდა და სიცოცხლით ავსებდა მათ გვერდით ყოფნა.ხვდებოდა,რომ არ უნდოდა ამ ყველაფრის დასრულება,ამიტომცა იყო,რომ თავს იკავებდა მისი ავადმყოფობის შესახებ თქმისგან.არ უნდოდა მწუხარება შეეტანა მათ ცხოვრებაში,ვინც ძალიან უყვარდა,მაგრამ ხვდებოდა,რომლუკაც მართალი იყო და შილებისთვის ყველაფერი უნდა ეთქვა.უნდოდა,რომ მხნეობა შეენარჩუნებინა,უნდოდა ძალა მოეკრიბა რომ კიდევ ეცოცხლა,რომ მისი საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნით კიდევ ცოტა ხნით მაინც დამტკბარიყო.
...
უკვე საღამოვდებოდა.ანა ,დამიანე და ლუკა მთელი დღე გადაღებებზე იყვნენ,რამდენიმე დღიანი დასვენების შემდეგ ერთად ბევრი საქმე დახვდათ და საკმაოდაც დაიღალნენ.ახლა სამივე სუდიის გარეთ იდგნენ და სახლში წასასვლელად ემზადებოდნენ.როდესაც მათ ერთდროულად რამდენიმე ჟურნალისტი მიუახლოვდა.ისინი ბევრ კითხვას სვამდნენ,როგორც ყოველთვის,ამჯერად ახალი ამბით ანას და ლუკას ნიშნობით იყვნენ გატაცებულნი და ამის შესახებ სვამდნენ კითხვებს.როგორც იქნა თავი დააღწიეს ჟურნალისტებს და მანქანასთან მივიდნენ.
-არა,მგონი ამას ვერასდრს მივეჩვევი_გაეცინა ანას და ლუკას ჩახუტა.
-მიეჩვევი ცოტა ხანში_გაეღიმა დამიანეს და გოგონას თმაზე მოეფერა
-ჰო,თავიდან ჩვენც ასე ვიყავით_თქვა ლუკამ-განსაკუთრებით როცა სერიალი ახალი დაწყებული იყო.თან მაშინ გამოცდილებაც ნაკლები მქონდა,ხომ იცი თეატრში უფრო მეტი დრო მაქვს გატარებული და ტელევიზია მაშინ ახალი იყო ჩემთვის,შენც მიეჩვევი_უთხრა მან ანას და აკოცა
-ჰო,იმედია_თქვა ანამ-თუმცა სასიამოვნოც არის ყურადღების ცენტრში ყოფნა
-მართლა?_მოესმა უკნიდან ნაცნობი და უსიამოვნო ხმა ანას
სამივემ უკან მოიხედა და სახეზე მაშინვე უსიამოვნო გამომეტყველება შეეტყოთ.მათ წინ გვანცა რობაქიძე იდგა.ახლა ყველაზე მეტად მისი დანახვა არ უხაროდა არცერთს.
-გილოცავთ_თქვა ირონიული ღიმილით და ანას დამცინავად შეხედა.
-აქ რა გინდა?_უხეშად ჰკითხა დამიანემ
-შენთან სალაპარაკო მაქვს_თქვა გვანცამ და დამიანემს ხელები მოხვია,შემდეგ კი სახეზე მოეფერა
-შემეშვი რა-მისი ხელები მოიშორა დამიანემ-გვანცას მოშორდა და წინ წავიდა,რადგან დაინახა,თუ როგორ ელოდებოდა ქუჩის მეორე მხარე ლანა.
დამიანე ლანასთან მივიდა და აკოცა.
-რა კარგია რომ მოხვედი_უთხრა მამაკაცმა
-იმას აქ რა ჯანდაბა უნდა_ზიზღით მიუთითა ლანამ გვანცაზე
-არაფერი,არ ღირს მასზე ყურადღების გამახვილება_უტხრა დამიანემ.გვანცას მზერა მოაცილა,ლანას შეხედა ,ცაეხუტა და კიდევ ერთხელ აკოცა.
გვანცა სიბრაზისგან თავს ძლივს იკავებდა.
-აქ არაფერი გესაქმება_უთხრა ლუკამ-წადი თუ თავმოყვარეობის ნატამალი კიდევ შეგრჩა
-რა თავმოყვარეობაზე ელაპარაკები_ჩაიცინა ირონიულად ანამ-გიჟია ვერ ხედავ
-ოჰ ანა_ირონიულად თქვა გვანცამ და გოგონას თმაზე მოჰკიდა ხელი
ანამ მისი ხელი მოიცილა
-კარგია არა პოპულარობა_მიმართა მან ანას -კარგია ხომ ჩემი ადგილი რომ დაიკავე
-კი,კარგია_უთხრა ანამ და ჩაიცინა-ჩემი რა ბრალია ჭკუა რომ არ გაქვს თავში
-წავედით_ხელი მოხვია ანას ლუკამ-დამიანე და ლანა გველოდებიან,არ ღირს ამასთან დროის კარგვა-თქვა და ორივენი მათკენ წავიდნენ,ისე რომ გვანცასთვის არცერთს შეუხედავს,შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.
გვანცა სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა.გაბრაზებული,სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მანქანისკენ,სადაც ირაკლი ,ლანას ყოფილი ქმარი ელოდა და მის გვერდით დაჯდა.
-რაო სატრფომ?_დამცინავად ჰკითხა ირაკლიმ
-შენღა მაკლიხარ_დაუყვირა გვანცამ
-ხმას დაუწიე_უთხრა კაცმა-ხომ ხედავ ზედაც არ გიყურებს დამიანე
-შემომხედავს,შემომხედავს_ჩაილაპარაკა გვანცამ და ჩაეღიმა
-მე ლანა მინდა,არ მადარდებს ვინ შეგხედავს და ვინ არა
-მიიღებ,დაწყნარდი.მთავარია ჩემ გეგმას მივყვეთ ზედმიწევნით

...
ბოდიშს გიხდით რომ ამდენი დავაგვიანე და ამიერიდან სისტემატურად აიტვირთება.მადლობას ვუხდი ყველას თუკი ვინმე შემორჩა,ვისაც დააინტერესებს ეს მოტხრობა.ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ.



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

დიდება შენს გამოჩენას როგორ მომწონდა ეს ისტორია სიმართლე გითხრა მეგონა აღარ გააგრძელებდი. ალბათ საპატიო მიზეზი გქონდა აწი მაინც ნუ გაგვაწამებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent