შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ფანჯრიდან დასასრული


7-12-2019, 02:19
ავტორი gabi du
ნანახია 2 871

- უნდა გეთქვა.ამის დედას შე***ი... უნდა გეთქვა. 5წლის მანძილზე დრო ვერ გამონახე, რომ ეს გეთქვა?
- და ახლა რა გინდა? რახან არ გითხარი შენი ჭკუით ასე უნდა დამსაჯო?
- ახლავე გაცუმდით ორთავე. - იკივლა ლილიმ. - მომბეზრდა თქვენი გაუთავებელი კამათი. შენი ხუშტურები მომბეზრდა ტატო. ხან რა გინდა და ხან რა. რა არ გასვენებს? გამაგებინე ბოლოს და ბოლოს რა გინდა ამ ორისგან?
- ლილი შენ ნუ ერევი.
- რამდენი წელია აღარ ვერევი და შედეგიც სახეზეა. შენი და შენი დის აწეწილი ცხოვრება. მადლობა ღმერთს შენ მოგეცა შანსი ყველაფერი თავიდან დაიწყო და ბოლოსდაბოლოს ბედნიერი იყო. ლანასაც დააცადე მიეცი საშუალება ცხოვრება მოიწყოს. როგორ არ გესმის შვილია ჩემი .ისიც ისევე გავაჩინე და გავზარდე როგორც შენ. ქუჩაში კი არ მიპოვია.
- დედა რას ამბობ? რა გინდა ამით მითხრა? - შეცბუნებულმა ჰკითხა შვილმა.
- ჩემს ირგვლივ თითქმის ყველას ორზე მეტი შვილი ჰყავს. ყველამ უპრობლემოდ იპოვა თავისი მეორე ნახევარი. ოჯახები შექმნეს, ბედნიერად ცხოვრობენ. თქვენ რა ჯანდაბა გჭირთ? 5 წლის შვილმა 1 თვის წინ გაგიცნო. შენი ცოლი ორჯერ გაიქცა სახლიდან. ლანაა და ჭკუიდან შეშალა ამ ბიჭის სიყვარულმა. 9 წელია უყვარს. არ შეიძლებოდა ორივეს თქვენთვის შესაფერისები შეგყვარებოდათ? მაზოხისტები ხართ? - გაუაზრებლად ლაპარაკობდა ქალი და სულ არ უფიქრია, რომ კატოსთვის გული დაეწყვიტა თუმცა გამოუვიდა კი. უსიტყვოდ დატოვა თავჩახრილმა ოთახი. დედამთილის ხმა ჩაესმოდა ყურში და რომ დაფიქრდა და დედის გადასახედიდან შეხედა მიხვდა, მართალი იყო. ტატოს არ გამოპარვია კატოს დაღონებული სახე.
- ეს შენი გამოსვლა რას მივაწერო ლილი იმას ხომ არა მესამედ გინდა გააქციო რძალი? რაც შეეხება ამ ვაჟბატონს მხოლოდ ის მინდოდა ერიარებინა თავისი გრძნობა. საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი თუკი მათი გრძნობა ნამდვილია. შენ კი მადლობა გულწრფელობისთვის. მომდევნო კვირას ჩვენ გადავალთ.
- პატარა ბავშვივით ნუ იქცევი. - დატუქსა იოსკამ. - ახლა კი აწიე ერთი ადგილი და წამომყევი, რომ ის შეშლილი წამოვიყვანოთ. - მოუთმენლობაშეპარული უკვე ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.
- ბაჩოს დაიტოვებ? - მიუბრუნდა დედას. - მინდდა კატოც წავიყვანო. გულს გადააყოლებს.
- ბაჩოს დამტოვებელი რად უნდა. ისეთია თავად დამიტოვებს რომ დაავალო. - გაეცინა ლილის და მაშინვე წავიდა ბავშვთან.
***
- რატომ მოხვედი იოსკა, ხომ გთხოვე ნუ მოდიხარ ცემს სანახავადთქო.
- შენს სანახავად არც მოვსულვარ. - იუხეშა ბიჭმაც.
- მაშ რა გინდა აქ?
- უნდა წაგიყვანო. - დარწმუნებით უთხრა ბიჭმა.
- ხომ გითხარი არათქო? რატომ ართულებ ყველაფერს?
- ბაშვობიდან ასეთი ჯიუტი იყავი. მაინც მომიყვანე აქამდე და მაიძულე საკუთარი ხელით გადამელოცა შენი თავი შენი საყვარელი კაცისთვის. აჰაა, გეღირსა. - სიცილით მიუახლოვდათ ტატო.
- ძმაო! - მხოლოდ ამის თქმა შეძლო. ყელში გაჩხერილმა ბურთმა მეტყველების უნარი დაუბლოკა და ტიროდა... გულამოსკვნით, სულში ჩამწვდომად.
- ნუღარ ტირი. ყველა მიზეზი, რის გამოც ტირილი ღირდა უკან დარჩა. ახლა სიხარულის დაწრფელი სიყვარულის დროა. ჩაკიდე შენს ნახევარს ხელი და წამოდი. დღეიდან ახლიდან იბადები. - თითქოს მხიარულად ესაუბრებოდა მაგრამ ვერ მიუახლოვდა. გულში ვერჩაიკრა. სურვილი ჰქონდა, მაგრამ გულის კუნჭულში წყენა ჯერაც ცხოვრობდა. ლანამ არაფერი უპასუხა მხოლოდ თავჩახრილი და დარცხვენილი იდგა ძმის წინაშე.
- იოსკა მანქანაში დაგველოდე - გასცა ბრძანება ტატომ. ბიჭიც უსიტყვოდ დაემორჩილა. - ახლა მეც წავალ. ზუსტად 5 წუთს დავიცდით შემოსასვლელთან. არ მოხვალ და ნამუსს გეფიცები იოსკას ვაიძულებ ხვალვე შეირთოს სხვა. - პასუხს არ დალოდებია ისე გატრიალდ. ლანა გახევებული იდგა. მერე თითქოს გონს მოეგო და თავქუდმოგლეჯილი გაეკიდა ძმას.
- დამელოდეთ, მოვდივარ! - გაჰკიოდა მთელი ხმით. ტატოს ჩაეცინა. მაშ ასე მიზანი მიღწეული იყო. მანქანის უკანა კარი გამოაღო და ცოლს მიუჯდა გვერდში.
- ყველაფერი რიგზეა. შეშლილი მორბის. - თქვა და ახარხარდა.
***
სახლში მისულებს ლილი მიეგებათ.
- ლანა სადაა? არ წამოგყვათ?
- ლანა იქაა სადაც მისი ადგილია. მის ქმართან. - ღიმილით თქვა ტატომ. მაგრამ როდესაც დედის ნაღვლიან მზერას წააწყდა დაამატა. - ხვალ საღამოს მოვლენ და ქორწილზე დავილაპარაკებთ. შენ კი მიდი და შენებურად დატრიალდი. - ხელი მოხვია ქალს და შუბლზე აკოცა.
***
- ესეც ასე. ეს საქმეც მოგვარდა. იმ კვირას დაქორწინდებიან გვრიტები. ახლა კიდევ ერთი პრობლემა დაგვრჩა მოსაგვარებელი და მერე მართლაც რომ ყველაფერი კარგად იქნება. - საძინებელში დაიმარტოხელა ტატომ ცოლი. თან ჰკოცნიდა, თან ეფერებოდა და თან საჭირბოროტო საკითხეს განიხილავდა.
- რა პრობლემა ტატო? - შეშფოთდა გოგო.
- ლეილა კატო. ლე-ი-ლა - დამარცვლა ბიჭმა.
- ახლა თავიდან არ დაიწყო.
- ცუდად იქცევი და მე არ მოგცემ ამის უფლებას. სიარული რომ შეეძლოს აქამდე ასჯერ მოვიდოდა. ინსულტის შემდეგ ლაპარაკის უნარიც კი წაერთვა და პატარა ბავშვივით ხელახლა მოუხდა ესწავლა. დიდი ხნის წინ მიხვდა რაც დააშავა და დამიჯერე ძალიანაც ნანობს. შენ კი ვერაფრით გაიმართლებ თავს იმისთვის, რომ მომაკვდავ ადამიანს სჯი. განა მე მეტი არ დაგიშავე ვიდრე ლეილამ? თან მადლოელიც უნდა ვიყოთ მისი. რომ არ აეჩემებინა ის სი*ი გიგა ვინ იცის როდის მოგვაფიქრდებოდა ერთად ყოფნა. - ყელზე ნება-ნება კოცნიდა ცოლს და იღიმოდა.
- კარგი, დამიყოლიე. წავალ მასთან. ოღონდ მარტო ნუ გამიშვებ გთხოვ.
- გთხოვნა არ გწირდება ჩემო სიყვარულო, რათქმაუნდა მეც წამოვალ. თან თითქმის თვეა არ მინახავს. ვერც დავურეკე.
- შენ რა მის სანახავად დადიოდი?- გაოცდა გოგო.
- რა თქმა უნდა. ის ხომ შენი მამიდაა მე კიდევ შენი მამიდა კი არა შენი პადიეზდის ვირთხაც მიყვარს კატო იმიტომ, რომ ირიბად მაგრამ მაინც კავშირშია შენთან რაღაცით.
-ჩემო სიხარულო. ჩემო ჰაერო, სუნთქვავ და სიყვარულო. ჩემო ყველაფერო. ვნანობ ყველა უშენოდ გატარებულ წუთს. დამპირდი, რომ ერთმანეთს არასოდეს მოვცილდებით.
- არც კი იფიქრო. მეყო რაც დავუშვი. ახლა სუუულ ჩემი ხარ და დარჩენილ ცხოვრებას შენით ტკბობას მივუძღვნი.
- ბიჭი ფანჯრიდან - ჩემი ბედნიერება. - თქვა კატომ და მთელი გულით მოეხვია საყვარელ მამაკაცს.



№1  offline წევრი gabi du

მადლობა. ხვალიდან ახალ ისტორიას შემოგთავაზებთ.

 


№2 სტუმარი სტუმარი ლია

ველოდები ახალ ისტორიას

 


№3 სტუმარი Ana-maria

მართალია გვიან წავიკითხე, მაგრამ ძალიან მომეწონა. სიამოვნებით დაველოდები თქვენს ახალ ისტორიებს.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა მაგრ არ მინდოდა ესე მალე დაგემთავრებინათ უსასრულოდ ვიკითხავდი გული დამწყდა ძალიან მომეწონა საინტერესო სასიამოვნო წასაკითხი იყო მადლობა წარმატებები????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent